Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2020 წელი

იოანე ქობულაშვილი

ბუდიზმი
დამხმარე მასალა-უცხოური საიტები (LION’S ROAR, goodreads.com, მსოფლიო
რელიგიები-დავით თინიკაშვილი, ზურაბ ჯაში, დამატებითი ლიტერატურა და
წიგნები.)

სარჩევი
1.1.რელიგია

1.2.ბუდიზმი

1.3.სიდჰარტა გაუტამა

2.1.სწავლის პროცესი და მედიტაცია

2.2.პირველი ქადაგება

2.3.იყვნენ კიდევ სხვა ბუდები?

2.4. ბუდისტური სიმრავლეები

3.1. რა ასწავლა ბუდამ

3.2. რა არის განმანათლებლობა?

3.3. არსებობს თუ არა ბუდისტური ბიბლია?

4.1. ბუდიზმი და ბუნება

1.1.რელიგია არის იდეათა და ქმედებათა სისტემა. ადამიანთა ჯგუფები გარკვეული


რელიგიის მიმდევრები არიან იმის მიხედვით თუ სად დაიბადნენ, როგორ
საზოგადოაბში იზრდებოდნენ და ყალიბდებოდნენ, როგორი მსოფლმხედველობა
ჩამოუყალიბდათ წლების მატებასთან ერთად. იყო რელიგიური, ნიშნავს გწამდეს
ზებუნებრივი ძალების და ამ სამყაროში მათი როლის. რელიგია ასევე აღიქმება
საზოგადოებრივი შეხედულებების და რწმენის ერთობლიობად, რომელსაც ზოგიერთი
ფილოსოფი ‘ხალხის ოპიუმადაც’ მოიხსენიებს.
1.2.ბუდიზმი არის პრაქტიკული რელიგია/სწავლება, ზოგიერთის აზრით კი
ფსიქოლოგია, რომელიც დაფუძნებულია ბუდა შაკიამუნის (სიდჰარტა გაუტამას)
სწავლებაზე. მომდინარეობს ინდოეთიდან, დაახლოებით ძვ.წ. VI-V საუკუნეები.

1.3. ძვ.წ. V საუკუნეში, დღევანდელი ნეპალის ტერიტორიაზე, იმდროინდელი მდინარე


განგის ხეობაში, სამეფო ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სიდჰარტა დაარქვეს.
წინასწარმეტყველები და მოაზროვნეები მას უწინასწარმეტყველებდნენ სამყაროს
ისტორიაში დიდი როლის თამაშს. მამა მას განმარტოებით ზრდიდა, რათა
წუთისოფლის ვაება არ გამოეცადა. 16 წლის ასაკში მეფის ასული შერთეს და შვილიც
გაუჩნდა.

დროთა განმავლობაში სიდჰარტამ შეიცნო ცხოვრებისეული სირთულეები და


დაინტერესდა მათით. მან გაიგო რა იყო ფიზიკური ტანჯვა, სიბერე და სიკვდილი
რომელიც ყველა ადამიანის ხვედრია. ამის შემხედვარე სიდჰარტამ გადაწყვიტა
მიეტოვებინა ოჯახი, სასახლე და მოხეტიალე ასკეტის გზას დაადგა. ბევრი ბრძენი და
მოძღვარი მოინახულა, თუმცა არცერთი მათგანის სიბრძნემ არ დააკმაყოფილა მისი
ცნობისმოყვარეობა. ბოლოს ყველას განეშორა და ლეღვის ხის ქვეშ იმედგაცრუებული
ჭეშმარიტების ლოდინში დაჯდა. და დადგა ჯამი როდესაც სიდჰარტას ჭეშმატირება
გამოეცხადა (დაახლოებით ორმოცდა ცხრა დღის შემდეგ). ის განსხივოსნდა და
განათლდა. მან მიიღო უზარმაზარი სიბრძნე და შემდგომი ათწლეულები გაატარა ამ
სიბრძნის ქადაგებაში. დაიდოდა ქალაქიდან ქალაქში და მის მოძღვრებას ხალხს
უზიარებდა. უამრავმა ადამიანმა ირწმუნა მისი. შემდგომში მას ეწოდა-ბუდა, რაც
განსხივოსნებულს და გამოღვიძებულს ნიშნავს. იგი გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული
მას შემდეგ, რაც ნირვანას მიაღწია.

2.1.სიდჰარტა გაუტამამ სწავლის დიდი გზა გაიარა, ის ღრუბელივით ისრუავდა ყოველ


დეტალს, რაც მას ეხმარებოდა სულიერი სიმტკიცის მოპოვებაში. თავდაპირველად ის
ემზადებოდა ორ მასწავლებელთან. აბარებდა ‘გამოცდებს’, უწევდა უამრავი ფიზიკური
თუ სულიერი წნეხის ქვეშ ცხოვრება, რაც ეხმარებოდა მას დაეძლია შიშები და მიეღწია
სულიერი სიმშვიდისთვის.

მედიტაციის კურსის დასრულების შემდეგ სიდჰარტა გადავიდა მკაცრი


ასტეკური ცხოვრების სტილზე. მინიმალური საკვები, სუნთქვის კონტროლი, ბევრი
სიარული, მუდმივი ლოცვა და ა.შ. უკიდურესად მკაცრი ასტეკური ცხოვრების შემდეგ
ბუდა დაჯდა მარადიული მედიტაციის პოზაში, საბოლოო განსხივოსნებისთვის.
სხვადასხვა წყაროების მიხედვით ჩვენ ვიგებთ, რომ ბუდამ მიაღწია სამ უმაღლეს
ცოდნას. გამოღვიძების შემდეგ მან გააცნობიერა სრული აზრი ოთხი სათავადო
ჭეშმარიტებისა. რითიც მიაღწია სამსარადან განთავისუფლებას.
2.2. გაუტამა თვლიდა, რომ ადამიანებისთვის მისი ცოდნის გადაცემა რთული
აღსაქმელი იქნებოდა მათთვის. მისი აზრით ადამიანები იმდენად იყვენენ
გაბოროტებულნი და გახარბებულნი რომ გაუჭირდებოდათ იმ გზის შეცნობა რაც
დახვეწილი ღრმა და რთული შესაგნებია.

საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა მისი მოძღვრება ადამიანებისთვის გაეზიარებინა და


დაიწყო საქვეყნოდ ქადაგება. თავდაპირველად მან მისი სიბრძნე ხუთ მოსწავლეს
გადასცა და აუხსნა მათ ოთხი სათავადო ჭეშმარიტების აზრი.

2.3. ტერავადას ბუდიზმში-აზიის დომინანტი სკოლა-იქ ფიქრობენ რომ ადამიანების


არსებობის ხანაში მხოლოდ ერთი ბუდა არსებობს. ადრეულ ჩანაწერებში ნახსენებია
სხვა ბუდაც, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ ცხოვრობდა.

2.4. ზოგიერთი დამწერლობა ბუდას მოიხსენიებს როგორც სიმრავლეს, ისინი


წარმოადგენენ განმანათლებლურ ასპექტებს და ჩვენს ღრმა ბუნებას. არსებობს უფრო
ცნობილი ტრანსცენდენტური და უსაზღვრო შუქის ბუდა. ასევე უნივერსალური და
პირველყოფილი ბუდა, რომელიც წარმოადგენს აბსოლიტურ რეალობას. მედიცინის
ბუდა, რომელსაც გააჩნია განკურნების უდიდესი ძალა.

3.1. ბუდამ განმანათლებლობის პიკს რომ მიაღწია, გააცნობიერა ისეთი რაღაცეები, რაც
ჩვეულებრივი გამოცდილებიდან შორს იყო და მისი სრული ახსნა შეუძლებელი იყო.
იმის მაგივრათ რომ ხალხს შეესწავლა რა უნდა დაეჯერებინათ, ბუდამ მათ ასწავლა
საკუთარი თავისთვის განმანათლებლობის მიღების მნიშვნელობა. ბუდისტური
სწავლების მიხედვით ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ და გავიაზროთ სტრესის მართვის
ხერხები, თავი დავაღწიოთ სულიერ ტანჯვასა და ლტოლვებს. ‘ლტოლვა არ გაჩერდება
მანამ სანამ არ გააცნობიერებთ რა იწვევს მას.’

3.2. ხალხი წარმოიდგენს, რომ განმანათლებლობა ყოველთვის უნდა იყოს ნეტარი,


მაგრამ ეს ასე არ არის. და განმანათლებლობის მიღწევა სულაც არ ხდება
ერთდროულად. ძალიან მარტივად, განმანათლებლობა განისაზღვრება, როგორც
საფუძვლიანად აღქმა სინამდვილის ჭეშმარიტი ბუნებისა და საკუთარი თავის შესახებ.
ამრიგად, განმანათლებლობა არ არის ისეთი თვისება, რომელსაც ზოგს აქვს, ზოგს კი
არა. განმანათლებლობის გაცნობიერება არის იმის გაცნობიერება, რაც უკვე არსებობს. ეს
არის ის, რომ ჩვენი უმრავლესობა დაიკარგა ნისლში და ვერ ხედავს ამას.

3.3. დაზუსტებით არა. ბუდიზმის შემსწავლელი რამდენიმე სკოლა არსებობს, თუმცა


ყველა მათგანი როდი იყენებს საღვთო წერილებს. ერთი სკოლის მიერ შეფასებული
ტექსტი შეიძლება მეორისთვის უცნობი იყოს. გარდა ამისა ბუდისტური წერილები არ
ითვლება ღმერთის გამოცხადებულ სიტყვებად, რომელიც უნდა იქნეს მიღებული
კითხვის გარეშე. ბუდამ გვასწავლა რომ სწავლება არ უნდა მივიღოთ გაუაზრებლად. ის
ბოლომდე უნდა შევიცნოთ და გავიაზროთ რაც მოგვიანებით ჩვენივე თავის შეცნობის
გარანტია. ბუდიზმი არ არის ის რისიც გჯერა, არამედ არის ის რასაც აკეთებ. ეს არის
პირადი დისციპლინისა და აღმოჩენების გზა.

4.1. ბუდისტებისთვის ბუნება არის უპირველესი, ბუნებასთან კავშირი მათთვის


სულიერი გაჯანსაღებისა და რეაბილიტაციის გზაა. ბუდიტები თვლიან რომ ბუნებისგან
უდიდესი ცოდნის მიღება და ათვისებაა შესაძლებელი. ისინი პატივს სცემენ თითოეულ
ხესა და ყვავილს რადგან თვლიან, რომ მათში თვით უმაღლესი ღვთაება ბუდობს. ისინი
ყოველივე დეტალს მცენარისა თუ ცოცხალი ორგანიზმისა უდიდესი ღვთაების
სასწაულს მიაწერენ. მათ არ სწამთ მეცნიერული მიღწევებისა და ზოგადად მეცნიერების.
‘მეცნიერებს სრულყოფილი მიკროსკოპიც რომ გამოეგონათ, მასში მაინც
არასრულყოფილი თვალებით ჩაიხედავდნენ.’-შრილა პრაბჰუპადა.

ასევე ბუდისტებს სწამთ რეინკარნაციისა და წინა ცხოვრების. მათი აზრით ცოცხალი


ორგანიზმი უამრავ სხეულსა და სქესს იცვლის, სანამ საბოლოო განსხივოსნებას
მიაღწევს. აქედან გამომდინარე ისინი არცერთ ცოცხალ ორგანიზმს არ ექცევიან ცუდად
და პატივს სცემენ მათ, რადგან თვლიან რომ შეიძლება ისინი წინა ცხოვრებაში მათი
საყვარელი ადამიანებიც კი ყოფილიყვნენ.

ასევე სჯერათ კარმის და მისი მუდმივი მოქმედების. მათი აზრით თითოეული ადამიანი
კარმულ წრეშია ჩაბმული და კარმული ფილოსოფის მიხედვით მისი ცხოვრება
დამყარებულია იმაზე თუ როგორ ექცევა სხვა ცოცხალ ორგანიზმებს და როგორ აურას
ასხივებს. კარმული მოქმედების ველს-ბჰარატა ვარშა ეწოდება. ‘ადამიანებს ჰქონიათ,
რომ სრულყოფილად განაგებენ მათ ბედს, მაგრამ ისინი მუდამ კარმის, ბუნების კანონის
ქვეშ იმყოფებიან.’

You might also like