ნადირაშვილი სოფიო რეფერატი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

ვარსკვლავები და სამყაროს სიღრმეები

ნადირაშვილი სოფიო

მეცნიერება და ხელოვნების ფაკულტეტი


შესავალი ასტრონომიაში

ხელმძღვანელი: გიორგი რამიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


თბილისი, 2020წ

1
სარჩევი
შესავალი, ვარსკვლავები............................................................................................................3

1 რამდენი ვარსკვლავია ცაზე?.......................................................................................4


1.1 ვარსკვლავთ რუკები, ატლასები და კატალოგები....................................................4
1.2 ვარსკვლავური ტემპერატურის თერმომეტრები......................................................5
2 „ეშმაკისეული ვარსკვლავები“......................................................................................6
2.1 სამყაროს შუქურები-„ცეფეიდები“.............................................................................6

3 ახალი და ზეახალი ვარსკვლავების ანთება-მსოფლიო კატასტროფები................7

2
შესავალი
ვარსკვლავი-პლაზმის მასიური და კაშკაშა სფერო, რომელიც თავისივე
გრავიტაციითაა შეკავებული. დედამიწასთან მდებარე უახლოესი ვარსკვლავი მზეა,
რომელიც პლანეტის ძირითადი ენერგიის წყაროა. დედამიწიდან ღამით ზოგიერთი
სხვა ვარსკვლავიც ჩანს, ისინი პატარა წერილებად ჩნდება ცაზე, რადგან
დედამიწიდან ძალიან შორს იმყოფებიან. ისტორიულად, ყველაზე ცნობილი
ვარსკვლავები დაჯგუფებული იყო თანავარსკვლავედებად და ასტერიზმებად,
კაშკაშა ვარსკვლავებმა კი თავიანთი შესაფერისი სახელი მიიღო. ვარსკვლავთა
ვრცელი კატალოგი ასტრონომებამ შექმნეს, რომელიც სტანდარტიზირებულ
ვარსკვლავურ აღნიშვნებს უზრუნველყოფს.

ვარსკვლავები წყალბადისა და ჰელიუმის თერმობირთვული სინთეზის (რომელიც


მის ბირთვში მიმდინარეობს) წყალობით ანათებს და გამოყოფს ენერგიას, რომელიც
ვარსკვლავის შიდა ნაწილს გაივლის და შემდეგ გარე კოსმოსში გამოსხივდება.
როგორც კი წყალბადი ბირთვში გამოილევა, ბუნებრივად არსებული, ჰელიუმზე
მძიმე თითქმის ყველა ელემენტი წარმოიქმნება ვარსკვლავური თერმობირთვული
სინთეზის დროს, ხოლო ზოგიერთ ვარსკვლავში ზეახლად ანთებისას დაწყებული
თერმობირთვული სინთეზით. სიცოცხლის დასასრულს ვარსკვლავი შეიცავს
გადაგვარებულ მატერიას. ასტორონებს ვარსკვლავის მოზრაობაზე, სიკაშკაშესა და
სპექტრზე დაკვირვებით შეუძლიათ განსაზღვრონ-მასა, ასაკი, ქიმიური
შემადგენლობა, და მისი სხვა მრავალი თვისება. ვარსკვლავის მთლიანი მასა მისი
ევოლუციისა და საბოლოო ბედის მთავარი განმსაზღვრელია. სხვა მახასიათებლები
როგორებიცაა ტემპერატურა და დიამეტრი მისი სიცოცხლის განმავლობაში იცვლება,
ხოლო ვარსკვლავის გარემო კი მის ბრუნვასა და მოძრაობაზე დიდად მოქმედებს.
ვარსკვლავის ტემპერატურისა და სიკაშკაშის ერთმანეთზე დამოკიდებულებით
დალაგდა ვარკსვლავები, რომელსაც „ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამა“ ეწოდება. ეს
კი საშუალებას იძლევა მნათობის ასაკი და ევოლუციური მდგომარეობა
განისაზღვროს.

3
1 რამდენი ვარსკვლავია ცაზე

ყველაზე მოწმენდილ უმთვარო ღამეშიც კი სადაც ხელოვნური განათება არ არის,


შეუიარაღებელი თვალით ცაზე მხოლოდ 3000-ამდე ვარსკვლავი დაითვლება.
ვარსკვლავების სიმრავლის შთაბეჭდილებას აძლიერებს მათი ციმციმი. ერთი და
იგივე ვარსკვლავი ხან უფრო კაშკაშაა, ხან კი ოდნავ კიაფობს იმიტომ, რომ ჩვენსა და
მას შორის სხვადასხვა სიმკვრივის ჰაერის ნაკადი მოძრაობს. ასტრონომები
შეთანხმდნენ რომ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს პირველი სიდიდის ვარსკვლავები
უწოდეს, ხოლო შეუიარაღებელი თვალით ყველაზე ძნელად ხილულ ვარსკვლავებს
მეექვსე სიდიდის ვარსკვლავები. პირველი სიდიდის ვარსკვლავები ასჯერ უფრო
კაშკაშაა ვიდრე მეექვსე სიდიდის ვარსკვლავები. ბინოკლში ჩანს მერვე და მეცხრე
სიდიდის ვარკვლავები, ხოლო ტელესკოპში ჩანს კიდევ უფრო მკრთალი
ვარსკვლავებიც.

პირველი სიდიდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები ცაზე სულ 20-ია; მეორე


სიდიდის ვარსკვლავები ისეთები, როგორიცაა დიდი დათვის თანავარსკვლავედის
მთავარი ვარსკვლავები, დაახლოებით 70, ხოლო მეექვსე სიდიდეზე უფრო კაშაკშა
ვარსკვლავების რიცხვი-დაახლოებით 6000-ია, მაგრამ ჰორიზონტის ზემოთ მთელი
ცის მხოლოდ ნახევარი მოსჩანს

.
1.1 ვარსკვლავთ რუკები, ატლასები და კატალოგები

ასტონომებმა ძლიერი ტელესკოპებით უამრავი ვარსკვლავი დაითვალეს უფრო


მეტიც ბევრი ვარსკვლავისთვის დიდი სიზუსტით განსაზღვრეს
ადგილმდებარეობა ცაზე და დაადგინეს მათი ხილული ვარსკვლავიერის
სიდიდე. ჯერ კიდევ 2000-ზე მეტი წლის წინ ბერძენმა მეცნიერებმა შეადგინეს
პირველი სიები რომლებშიც აღნიშნეს ასობით ვარსკვლავის ზუსტი მდებარეობა

4
ცაზე და ასეთ დიდ სიებს „ვარსკვლავთ კატალოები“ უწოდეს. ვარსკვლავების
მდებარეობას ცაზე სხვადასხვა საგანგებო ხელსაწყოების მეშვეობით
განსაზღვრავენ, რომლებიც აღჭურვილია გრადუსებად და გრადუსების
ნაწილებად დაყოფილი ლითონის წრეებით. მათი მეშვეობით შეიძლება ზუსტად
ავითვალოთ ტელესკოპის მიმართულება კუთხურ ერთეულებში, როცა
ტელესკოპში მოცემული ვარსკვლავი ჩანს.

სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა განსაზღვრეს და


კატალოგებში შეიტანეს თითქმის მილიონი ვარსკვლავის მდებარეობა. ეს
რაოდენობა დაახლოებით 150-ჯერ მეტია იმ ვარსკვლავების რიცხვზე, რომელთაც
შეუარაღებელი თვალით ვხედავთ დედამიწის ორივე ნახევარსფეროდან. ცაზე
ვარსკვლავების დადგენილი ადგილმდებარეობის მიხედვით შეიძლება
შევადგინოთ ვარსკვლავიერი ცის რუკები.

.
1.2 ვარსკვლავური ტემპერატურის „თერმომეტრები“

ვარსკვლავები არა მარტო სინათლის ძალით განსხვავდებიან ერთმანეთისგან,


არამედ ფერითაც. თუ დაუკვირდებით კაშკაშა ვარსკვლავებს, შევნიშნავთ რომ
ისინი სხვადასხვა ფერისანი არიან: ცისფერი, თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი,
წითელი. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ვარსკვლავის ფერი მათი ზედაპირის
ტემპერატურას შეესაბამება. მოცისფრო ვარსკვლავები ყველაზე ცხელია: ამ
ვასრკვლავების ზედაპირზე ტემპერატურა ათეულ-ათასობით გრადუსს აღწევს.
თეთრი ვარსკვლავების (როგორიცაა სირიუსი და ვეგა) ზედაპირზე-10
000გრადუსს. ყვითლისა (როგორიცაა კაპელა და ჩვენი მზე) 6000 გრადუსს,
წითელი ვარსკვლავების ზედაპირზე კი ტემპერატურა 3000გრადუსზე ნაკლებია.

2 „ეშმაკისეული“ ვარსკვლავები

5
პერსევსის თანავარსკვლავედში სიკაშკაშით მეორე ვარსკვლავს, რომელიც
აღინიშნება ბერძნული ასო „ბეტათი“, არაბებმა უძველეს დროში „ალგოლი“
უწოდეს, რაც ეშმაკს ნიშნავს. არაბები ალგოლს ეშმაკისეულ მოვლენებს
მიაწერდნენ, იმიტომ რომ მეორე სიდიდს ამ ვარსკვლავს დროდადრო სამი-
ოთხჯერ უსუსტდება სიკაშკაშე, როცა სხვა ვარსკვლავებს სინათლე არც აკლდება,
არც ემატება. მოგვიანებით აღმოაჩინეს რომ ადრე ცნობილ სიკაშკაშის მინიმუმებს
შორის შუალედში ალგოლის სიკაშკაშრე რამდენადმე სუსტდება. ეს იმას ნიშნავს
რომ ალგოლის თანამგზავრი მაინც ანათებს და სისტემის საერთო სიკაშკაშე
სუსტება როცა ნაკლებად ნაკლებად მნათი ვარსკვლავი უფრო კაშკაშა
ვარსკვლავითაა დაფარული. ალგოლი აღმოჩნდა ორი ვარსკვლავის მჭიდრო
წყვილი, რომელთა ბრუნვის პერიოდი მისი სიკაშკაშის მოცვენებითი
ცვლილებების პერიოდის ტოლია. ასერომ ამ ვარსკვლავში არაფერი აღარ დარჩა
ეშმაკისეული.

2.1 სამყაროს შუქურები „ცეფეიდები“

ალგოლის ტიპის ვარსკვლავებს ხილული სიკაშკაშე პერიოდულად ეცვლებათ,


მაგრამ არიან ვარსკვლავები, რომლებიც მართლა იცვლიან ბრწყინვალებას.
სიკაშკაშიც ცვლასთან ერთად იცვლება მათი ფერი და ტემპერატურა, ზოგჯერ
ზომებიც. ცვალებადი სიკაშკაშის ვარსკვლავებს შორის ყველაზე საინტერესოა
ცეფეიდები. ეს სახელწოდება მათ მიიღეს ცეფევსის თანავარსკვლავედის დელტა
ვარსკვლავის გამო. ამ ვარსკვლავის სისკაშკაშე განუწყვეტლივ იცვლება ხუთი
დღე-ღამის განმავლობაში. სიკაშკაშის მინიმუმში ვარსკვლავი უფრო წითელია და
800 გრადუსით უფრო ცივია ვიდრე მაქსიმუმში. გაირკვა რომ ცეფეიდები
მფეთქავი, პულსირებადი ვარსკვლავები არიან. მათი ზედაპირი რეზინის
გასაბერი ბურთივით ხან ფართოვდება ხან კი მცირდება. ზედაპირის
გაფართოვებისა და შეკუმშვის დროს მთელი ვარსკვლავი ფეთქავს. შეკუმშვის
დროს- ხურდება ხოლო გაფართოვებისას-ცივდება. ცნობილია ძალიან ბევრი
ცეფეიდი. მათ ორი შესანიშნავი თვისება აქვთ. პირველი ისინი გიგანტი და
ზეგიგანტი ვარსკვლავებია, რომელთან ძალიან დიდი მანძილიდან ვხედავთ.
ცეფეიდები ისე გვინათებენ სამყაროს სიღრმიდან, როგორც შუქურები ზღვაში
გასულ გემებს. ამიტომ მათ სამყაროს შუქურები ეწოდათ. და მეორე მათი
სიკაშკაშის ცვალებადობის პერიოდის ხანგრძლივობა მჭირდოდაა
დაკავშირებული მათ საშუალო ბრწყინვალებასთან. რაც უფრო მეტია
ბრწყინვალება მით უფრო ხანგრძლივია სიკაშკაშის ცვალებადობის პერიოდი. ეს
საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ პერიოდი, ხოლო მისი მეშვეობით გავიგოთ
მოცემული ცეფეიდის ბრწყინვალება, ესეიგი მისი ნათების ჭეშმარიტი ძალა. ჩვენი
ვარსკვლავთ სისტემა ძირითადად ნაკლებ ბრწყინვალებისა და თანაც შორეული

6
ვარსკვლავებისაგან შედგება, ამ ვარსკვლავებამდე მანძილის განსაზღვრა ჩვენ არ
შეგვიძლია.

3 ახალი და ზეახალი ვარსკვლავების ანთება-მსოფლიო კატასტროფები.

ახალი ვარსკვლავები მოულოდნელად ინთება, თუმცა სინამდვილეში ისინი


ახალი ვარსკვლაები კი არა, აქამდე მზესავით ჩვეულებრივად მნათი, მაგრამ
მასზე უფრო ცხელი ზოგიერთი თეთრი ვარსკვლავის უეცარი ანთებაა.
შორეული შეუმჩნეველი ვარსკვლავი ერთი ორი დღე ღამის განმავლობაში
ცხელდება და მისი სიკაშკაშე ათეულ ათასჯერ და უფრო მეტადაც კი
მატულობს, ამდროს ის დაახლოებით ამდენჯერვე კაშკაშა ხდება მზეზე. თუ
ჩვენთან ახლოს მდებარე ვარსკვლავი აინთო ასე, უდიდეს სიკაშკაშეში,
როგორც პირველი სიდიდის ვარსკვლავს ისე დავინახავთ. ამ ვარსკვლავებს
ახალი-ძვლეად შეარქვეს, როცა ფიქრობდნენ რომ ნამდვილად ახალი ჯერ არ
არსებული ვარსკვლავი გაჩნდა ცაზე. ახალი ვარსკვლავი ერთ დღე-ღამეს
ინარცუნებს უდიდეს სიკაშკაშეს, მეორე დღიდან მისი სიკაშკაშე სწრაფად
კლებულობს, შემდეგ ნელ-ნელა კლებულობს და რამდენიმე წლის შემდეგ
ისეთივე ხდება როგორიც ანთებამდე იყო. სხვადასხვა გამოკვლევებით
დაადგინეს რომ, ვარსკვლავთ სისტემაში ყოველწლიურად ინთება ათობით და
ასობით ახალი ვარსკვლავი, მაგრამ მათ შორის ზოგიერთ უახლოეს
ვარსკვლავს ვამჩნევთ. რატომ მატულობს ასე კატასტროფულად ახალი
ვარსკვლავების სიკაშკაშე? როგორც ჩანს ზოგიერტ ვარკვლავს შინაგანი
ფიზიკური პროცესების გავლენით უეცრად სწყდება გარე გარსები, რომლების
საპნის ბუშტივით იბერება და წამში ათასამდე კილომეტრის სიჩქარით
იფანტება ვარსკვლავის გარემომცველ სივრცეში. ასეთი გარსის ზედაპირი
სწრაფად ფართოვდება და უფრო მეტ სინათლეს გამოასხივებს. ახალი
ვარსკვლავის გარსი გაბერვის დროს უფრო გაიშვიათებული და გამჭვირვალე
ხდება. ვარსკვლავის სიკაშკაშე იკლებს, თუმცა გარსი ისეთი გამალებული
სისწრაფით განაგრძობს სივრცეში ქროლვას რომ ვარსკვლავის მიზიდულობას
ძალა არ შესწევს შეაჩეროს იგი. ბოლოს გარსი იფანტება. ვარსკვლავეი ანთების
დროს ძლიერ ხურდება და მისგან გავარვარებული გაზების ღრუბელი
გამოხეთქვას, რომელიც მერე თანდათან მშვიდდება, როგორც ვულკანი
ამოფრქვევის შემდეგ. უდავოა რომ ასეთი ვარსკვლავებში გარკვეულ
მომენტებში ხდება ენერგიის მძლავრი გამოყოფა ანუ აფეთქება. ამ აფეთქების
დროს ვარსკვლავი თავისი მასის დიდი ნაწილს კარგავს მაგრამ არ იშლება.
არის კიდევ ზეახალი ვარსკვლავებიც, უდიდეს სიკაშკაშეში ამ ვარკვლავის
სინათლის ჭეშმარიტი ძალა შეიძლება ათეულ ათასჯერ მეტი იყოს ვიდრე
ჩვეულებრივი ახალი ვარსკვლავისა. ზეახალი ვარსკვლავი ისე ანათებს,
როგორც მთელი გიგანტური ვარსკვლავთ სისტემა, რომელიც ცვენი მზის
7
მსგავდი აუმრავი მზისგან შედგება. ზეახალი ვარკვლავები იშვიათ მოვლენებს
წარმოადგენენ, ერთ-ერთი ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება ჩვენს
გალაქტიკასი შემცნეული იქნა 1604 წელს გველისმჭერის თანავარსკვლავედში,
რომელსაც კეპლერი აკვირდებოდა. ისეთ გიგანტურ ვარსკვლავთ სისტემებშიც
კი, როგორიც ჩვენია ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება რამდენიმე საუკუნეში
ერთხელ ხდება. რადგანაც ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება იშვიათია,
სხვადასხვა ქვეყნის ობსერვატორიები შეთანხმდნენ, ჩასაფრებოდნენ და
ეყარაულათ ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებისათვის. ამ სეთანხმებამ თავისი
შედეგი გამოიღო. უკვე შორეულ ვარსკვლავთ სისტემებში ყოველწლიურად
აკვირდებაინ ზეახალ ვარვკალვებს.

8
ბიბლიოგრაფია
მეცნიერების ენციკლოპედია, რედაქტორი-ნ.კეცხოველი. 1965 წ
Nationa geographic. Everything you wanted to know about stars.
https://www.nationalgeographic.com/science/space/universe/stars/

Nasa science. Universe https://science.nasa.gov/astrophysics/focus-areas/how-do-stars-


form-and-evolve

Cepheid variable
https://en.wikipedia.org/wiki/Cepheid_variable

universe today, temperature of stars


https://www.universetoday.com/24780/temperature-of-stars/
Star Colors and Temperatures https://docs.kde.org/trunk5/en/extragear-edu/kstars/ai-
colorandtemp.html
Stellar classification
https://en.wikipedia.org/wiki/Stellar_classification

STELLAR SURFACE TEMPERATURES


http://www.ucolick.org/~bolte/AY4_00/week4/star_temp.html

You might also like