Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 21

1.

კურსის სილაბუსის, სალექციო თემატიკისა და შეფასების

სისტემის გაცნობა

2. რა არის ფორმალური დებატები?

3. ფორმალური დებატების სახეები

4. ფორმალური დებატების მთავარი არსი, დანიშნულება და

მოლოდინები

თავდაპირველად, დებატები წარმოადგენდა ღია საზოგადოების არსებობის ერთ–


ერთ პირობას. ანტიკურ ათენში, მოქალაქეები იკრიბებოდნენ მნიშვნელოვან
საკითხებზე დებატებისა და დისკუსიებისათვის. ასეთი დებატები იყო ათენის
მთავრობის ახალი სტრუქტურის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. სწორედ
საბერძნეთში წარმოიშვა დემოკრატია. განსხვავებით ტოტალიტარული და
არადემოკრატიული რეჟიმებისგან, სადაც ერთი კონკრეტული აზრი მიიჩნეოდა
აბსოლუტურ ჭეშმარიტებად, დემოკრატიული საზოგადოებები დამოკიდებულია
იდეების თავისუფალ და ღია გაცვლაზე. შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი
დემოკრატია არ არსებობს დებატების გარეშე.

რა არის დებატები? დებატები არის ფორმალური შეჯიბრება არგუმენტებით ორ


გუნდს, ან ორ ადამიანს შორის. უფრო ფართო გაგებით, დებატები არის
უმნიშვნელოვანესი იარაღი დემოკრატული და ღია საზოგადოების განვითარებისა
და შენარჩუნებისათვის. გარდა სიტყვიერი და გამომსახველობითი უნარებისა,
დებატები ავითარებს არგუმენტირებული მსჯელობის უნარებს. ფრანგი
ფილოსოფოსი ჟოზეფ შუბერტი ამბობდა: „სჯობს იდებატო პრობლემაზე და თუნდაც
ვერ გადაჭრა ის, ვიდრე გადაჭრა პრობლემა დებატების გარეშე.

გარდა იმისა, რომ დებატები ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, ის ხელს უწყობს


ეფექტური კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას, ასევე დამოუკიდებლად
ინფორმაციის მოძიების და კონკრეტული საკითხის კვლევის უნარებს. დებატები
მონაწილეს გუნდური მუშაობის უნარებს გამოუმუშავებს, ასევე იმ უნარებს,
რომელსაც ის გამოიყენებს სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში, პოლიტიკურ თუ
საზოგადოებრივ ცვხოვრებაში... იგი ეხმარება პიროვნებას დამოუკიდებელი
საზოგადოების ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. დებატები ასწავლის
მოქალაქეებს ტოლერანტობის პრინციპებს, შემწყნარებლობას, საპირისპირო აზრის
პატივისცემას...დებატებით შესაძლებელია იდეების თავიუსფალი გაცვლა, მისით
მიიღწერვა საერთაშორისო ურთიერთგაგება და თანადებატების ფორმატები
ფორმატები დებატების სხვადასხვა ფორმატი არსებობს. ისინი ერთმანეთისგან
განსხვავდება თამაშის სტილით, მონაწილეთა რაოდენობით, დროის
ხანგრძლივობით და სხვადასხვა ასპექტით. ყველაზე ფართოდ გავრცელებული
ფორმატია საპარლამენტო დებატები. გავრცელებული დებატების ფორმატებს
მიუეკუთვნება: 1. ბრიტანული საპარლამენტო დებატები; 2. კარლ პოპერის ფორმატი;
3. ლინკოლნ–დუგლასის ფორმატი; 4. საჯარო ფორუმ–დებატები... ბრიტანულ
საპარლამენტო დებატებში რეზოლუცია ყოველთვის გამოიხატება მთავრობის
სახელით, ხოლო ოპოზიციის მთავარი დანიშნულებაა, რომ რაც შეიძლება გასაგებად
და ნათლად მოახდინოს დემონსტრირება იმისა, რომ მთავრობის აღნიშნული
გეგმა/გადაწყვეტილება არაპრაქტიკული ან ამორალურია. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი
დეტალი საპარლამენტო დებატებში არის „პუნქტი ინფორმაციისთვის“. ეს პუნქტი
დებატების მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას შეაწყვეტინოს სპიკერს მონოლოგი
და დაუსვას მას შეკითხვა, ან მოსთხოვოს კონკრეტულ საკითხზე ინფორმაციის
დაკონკრეტება, ან „პუნქტი“ გამოიყენოს მისი მხარის შეხედულების კიდევ უფრო
გასამყარებლად. (შესაბამისად, ამ პუნქტებს შეიძლება ეწოდოს „პუნქტი
დაზუსტებისთვის“, „პუნქტი შეკითხვისთვის“). თამაშის წესებით, სავალდებულო არ
არის გამომსვლელი ყველა შემთხვევაში დათანხმდეს „პუნქტს ინფორმაციისთვის“,
ანუ „აიღოს“ ის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება მსაჯების მიერ აღქმულ იქნეს
გამომსვლელის სისუსტედ (ის თავს არიდებს ოპონენტის შეკითხვას), რაც საერთო
ჯამში მის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. ჩვეულებრივ, გამომსვლელის
განკარგულებაში მყოფი დროის პირველი და ბოლო წუთები ე.წ. „პუნქტისგან
დაცული დროებია“, როცა ოპონენტებს არ შეუძლიათ „პუნქტით“ შეაწყვეტინონ
საუბარი გამომსვლელს. უმეტეს საპარლამენტო ფორმატებში პირველ გამომსვლელს
პრემიერ–მინისტრს უწოდებენ, ხოლო ოპოზიციის ბრიტანული საპარლამენტო
განაწილებულნი: 2–2 მთავრობა უმეტეს შემთხვევაში რეზოლუცია პალატა მხარს
უჭერს...“ როგორც ბრიტანული საპარლამენტო მთავრობამ უნდა წარმოადგინოს
ფილოსოფიური, პრაქტიკული დღესდღეისობით, სულ უფრო უფრო მეტი ადამიანი
გამოთქვამს ყველაფერი არის საფუძველი მიუხედავად დებატებში მონაწილეობის
რომელთა გადალახვაც რიგ დისტანცია), მაგრამ თამანამედროვე გათვალისწინებისთ
ეს დაბრკ რომლებიც ნებას რთავს მომხმარებლებს მსოფლიოში მიმდინარე
მოვლენებზე იცნობენ. ოპოზიციის პირველ გამომსვლელს – ოპოზიციის
საპარლამენტო დებატები 8 სპიკერისგან შედგება, ისინი მთავრობა, 2–2 ოპოზიცია.
რეზოლუცია ფორმირებულია ასე: „ამ პალატას საპარლამენტო დებატების ფორმატი
ითვალისწინებს წარმოადგინოს მოქმედების გეგმა და დაასაბუთოს პრაქტიკული და
შედეგობრივი არგუმენტებით. ონლაინ–დებატები დებატები უფრო და უფრო მეტ
პოპულარობას იძენს გამოთქვამს სურვილს ჩაერთოს მასში, თავისთავად საფუძველი
იმისა, რომ ჩამოყალიბდეს ახალი დებატ მონაწილეობის დიდი სურვილისა, არის
გარემოებები რიგ შემთხვევაში რთულია (მათ შორის ტერიტორიული
თამანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების დაბრკოლებაც არ არსებობს.
არსებობს ვებ– მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლევლად მოვლენებზე. ამ პროცესს
„ონლაინ–დებატების www.geodebate.weebly.com ოპოზიციის ლიდერს. ისინი 4
ჯგუფში არიან პალატას სჯერა...“, „ეს ითვალისწინებს, დაასაბუთოს იგი დებატები,
სულ თავისთავად, ეს დებატ–კლუბები. გარემოებები, ტერიტორიული განვითარების
–გვერდები, გაუსვლევლად იდებატონ დებატების“ სახელით.

- დებატები ისეთ სახის უნარებს ავითარებს, როგორიცაა - კრიტიკული აზროვნება,


არგუმეტირებული მსჯელობა, მოკვლევის ჩატარება ანუ ფაქტების, მასალების მოძიე-
ბა, მათი სწრაფად გადამუშავება, გუნდურად მუშაობა და დროის მართვა. მოკლე
დროში ამომწურავი და სტრუქტურირებული გამოსვლა უნდა მოხდეს. მოდებატე რა
დროს დაუთმობს ამას, როგორ დააკავშირებს ფაქტებს, სხვადასხვა სტატისტიკას და
მტკიცებულება-მსჯელობა-არგუმენტაციას, რომ ლაკონური იყოს, ეს მნიშვნელოვა-
ნია. ამით კი სწავლობს მოსმენას და საბოლოოდ ამ უნარების განვითარებით, აღწევს
იმას, რომ ჩამოყალიბდეს სრულფასოვან მომხსენებლად, ორატორად.

ბრიტანული ფორმატის დებატების არსი და მოკლე მიმოხილვა.

ბრიტანული სტილის საპარლამენტო დებატებში ოთხი გუნდდი კამათობს


რეზოლუციაზე-ორი ერთ მხარეს-ორი მეორე მხარეს.

თითოეული გუნდი ორი წევრისგან შედგება და თითოეულ წევრი თამაშის


განმავლობაში სიტყვით ერთხელ გამოდის

მაშასადამე სულ გვაქვს რვა მოხსენება.

ყველა გამოსვლა დროში შეზღუდულია და 5 წუთი გრძელდება.

გუნდების სახელწოდებები და შემადგენლობები

გამხსნელი მთავრობა;

„პრემიერ-მინისტრი“ ან „ მთავრობის პირველი წევრი“


„პრმიერი-მინისტრის „ მოადგილე ან „მთავრობის მეორე წევრი“

გამხსნელი ოპოზიცია;

„ოპოზიციის ლიდერი“ან „ოპოზიციის პირველი წევრი“

„ოპოზიციის ლიდერის მოადგილე“ ან „ ოპოზიციის მეორე წევრი“

დამასრულებელი მთავრობა;

„მთვრობის წევრი“ ან „მთავრობის მესამე წევრი“

„მთავრობის ორგანიზატორი“ ან „მთავრობის მეოთხე წევრი“

დამასრულებელი ოპოზიცია;

„ოპოზიციის წევრი“ ან „ოპოზიციის მესამე წევრი“

„ოპოზიციის ორგანიზატორი“‘ ან „ოპოზიციის მეოთხე წევრი“

მომხსენებლები შემდეგი თანმიმდევრობით გამოდიან

1. პრემიერ მინისტრი
2. ოპოზიციის ლიდერი
3. პრემიერ-მინისტრის მოადგილე
4. ოპოზიციის ლიდერის მოადგილე
5. მთავრობის წევრი
6. ოპოზიციის წევრი
7. მთავრობის ორგანიზატორი
8. ოპოზიციის ორგანიზატორი

აღსანიშნავი, რომ ერთ მხარეზე მოთამაშე ორი გუნდი დამოუკიდებლად გამოდის.

ისინი ერთმანეთთან არც წინასწარ და არც თამაშის განმავლობაში არაფერზე არ


თანხმდებიან.თუმცა, რაღა თქმა უნა,თამაშის განავლობაში მათ უნდა იზრუნონ
იმაზე, რომ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ ჩავარდნენ და მხოლოდ იმას
დაუპირისპირდნენ რასაც მოწინააღმდეგე მხარეზე მოთამაშე გუნდები ამტკიცებენ.

დებატების შემდეგ მსაჯები გუნდებს ანიჭებენ რანგებს


გუნდი რომელიც მიიღებს პირველ რანგს, გამარჯვებულია, შესაბამისად, მეორე
რანგიანი გუნდი მეორე ადგილზეა და ა.შ.

გარდა რანგებისა, გუნდებსაც და მომხსენებლებსაც ეწერებათ ინდივილუარი


ქულები.

პალატის სპიკერი ხსნის და წარმართავს დებატებს ის მომხსენებლებს წარადგენს


აუდიტორიის წინაშე და სთხოვენ სიტყვით გამოსვლას.

გამოსვლის დაწყებიდან ერთი წუთის შემდეგ და მის დასრულებამდე ეღთი წუთით


ადრე პალატის სპიკერი ერთხელ აკაკუნებს, ხოლო დროის ამოწურვის შემდეგ ის
ორჯერ დააკაკუნებს-ეს იმას ნიშნავს რომ მომხსენებელს ეძლევა 15-30 წამი აზრის
დასამთავრებლად, ოხლო თუ მან 30 წამის შემდეგ განაგრძო საუბარი პალატის
სპიკერი მას სთხოვს დაჯდომას.

გამოსვლებს შორის მოსაფიქრებელი დრო აარ არსებობს

მომხსენებლები მიმართავენ არა ერთმანეთს, არამედ პალატის სპიკერს.

მსაჯობის კრიტერიუმმი მარტივია -ყველაზე დამაჯერებელი გუნდი იმარჯვებს

რეზოლუცია თამაშის დაწყებამდე 15 წუთით ადრე ცხადდება.

რეზოლუცია

ფორმალური დებატების წარმოებისთვის, მათ შორის ჩვენი ნოვატორული


ფორმატისათვის აუცილებელია საკამათო თემის არსებობა, რათა შედგეს აზრთა
რეალური დაპირისპირება ერთი კონკრეტული თემის გარშემო, ასეთი თემა
დეებატების მონაწილეებს მიეწოდება ორგანიზატორების მიერ და ესაა რეზოლუცია.

რეზოლუცია ესაა კონკრეტული თემის დასახელება, რომელსაც შემდგომ


დაამუშავებენ გუნდები და კონკრეტულ გეგმას წარუდგენენ მსაჯებს (მაგ. მთავრობა
ატარებს მიწის რეფორმას, მთავრობა არეგულირებს ტექდათვალიერებას)

ასე რომ, თამაში რეზოლუციის გარშმო მიმდინარეობს და როგორც მსაჯისთვის, ისე


გუნდებისა და მაყურებლებისთვის წინასწარაა ცნობილი და განსაზღვრული რაზე
წარიმართება დებატები.

რეზოლუცია უნდა აკმაყოფილებდეეს შემდეგ კრიტერიუმს;

აქტუალური
საინტერესო

პრობლემატური

ფართო შინაარსის

მოკვლევადი, ანუ უნდა შეიძლებიდეს მასზე მასალების მოძიება.

ბინალური/ორმხრივი(რეზოლუციის იგივე წარმატებით დამტკიცება უნდა


შეიძლებოდეს რა წარმატებითაც უარყოფა)

პირობითად რეზოზლუციები შეიძლება 3კატეგორიად დაიყოს:

ვიწრო

შედარებით ფართო

ფართო რეზოლუცია

უმჯობესია წინასწარ მომზადებული საკითხის მორგება რეზოლუციასთან.

ახალბეედა გუნდები ხშირად იბნევიანნ და ამიტომ დებატებიც უფფრო უინტერესი


ხდება.

გამოცდილი გუნდები კი ასეთ შემთხვევებს თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ და


თამაშში მასიმალურად კონკრეტული დეფინიცია შემოაქვვთ.

რეზოლუციის მესაე სახეა ფართო რეზოლუია-ასეთ შემთხვევა მთავრობას ეძლევა


საშუალება აირჩიოს დეფინიცია, მაგრამ ისე რომ რეზოლუციის მთავარ არსს არ
სცილდებოდეს.

პრინციპში მთავრობას ამ დროსაც შეუძლია რეზოლუციას წინასწარ მომზადებული


საკითხი „მოარგოს“ მაგრამ რა თქმა უნდა ეს ამ შემთხვევასი უფრო რტული იქნება.

დეფინიცია

იმის გამო, რომ რეზოლუცია მაინც უფრო ზოგადი მოცემულობისაა, ის საჭირობს


კონკრეტიზაციას და ამ კონკრეტულ სადებატო წინადადებას „დეფინიცია“ ჰქვია.

დეფინიცია ესაა რეზოლუციის ის დავიწროება რომელიც მოდებატეებს ვიწრო და


კონკრეტულ საკითხებზე დაიყვანს.ესაა რეზოლუციის მნიშვნელოვანი სიტყვების
განმარტება და რეზოლუციასთან დაკავშირებული რომელიმე საკითხის წამოჭრა
გამოყოფა.(დეფინიციას ადგენს მთავრობა, როგორც გამხსნელი ისე
დამასრულებელი).

პრემიერ-მინისტრი (ასევე ,მთავრობის წევრი) ტავისი გამოსვლის დასაწყისშივე


წარმოადგენს დეფინიციას.

დეფინიცია უნდა იყო:

1. მჭიდროდ და ლოგიკურად დაკავშირებული რეზოლუციასთან-ნებისმიერად


საღად მოაზროვნე ადამიანმა უნდა შეძლოს ამ კავშირის დანახვა.
2. კარგი საკამათო- თუკი თქვენ თვიტონ ვერ ხედავთთქვენი დეფინიციის
გამაბათილებელ არგუმენსტებს, ასეთი დეფინიციის შეთავაზება
უსამართლობაა.დეფინიცია არ უნდა იყოს თავისთავად ცხადი და მისაღები
მას უნდა გააჩნდეს ორივე მხარე- დადებითი და უარყოფითი.
3. თანამედროვე- ანუ დეფინიციაში არ უნდა იყოს საუბარი წარსულზე ან
შორეულ მომავალზე შინაარსობრივად ის აწმყოშ მიმდინარე მოვლენებს უნდა
ეხებოდეს, სასურველია დეფინიცია არ წარმოადგენდეს სტატუს ქვოს, მაგრამ
ის პრობლეა რომელზეეც დეფინიციაშია საუბარი დროული უნდა იყოს.
4. სამართლიანად ვიწრო- დეფინიციამ დებატი ისე არ უნდა შეზღუდოს რომ
საუბარი იყოს რომელიმე განსაკუთრებუკ გეოგრაფიულ ან პოლიტიკურ
პუნქტზე, რომლის შესახებ ცოდნა არ მოეთხოვება დებატის მონაწილეს,
მაშასადამე სპეციფიკური ცოდნის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ
შეიძლბა მაგ. მოდებატეს არ შეუძლია საუბარი დაიწყოს თავის რომელიმე
კანონის რომელიმცე კონკრეტული პრიმა მუხლის ერთ კონკრეტულ პუნქტზე.

ქეისი და მისი სტრუქტურა-სამთავრობო გუნდის პირველი გამომსვლელი იგივე


პრემიერ მინისტრი ვალდებულია შემოიტანოს ქეისი. ქეისის სტრუქტურას
განვიხილავთ პრემიერ მინისტრის ინდივიდუალური ფუნქციების აღწერის დროს.

თუმცა, ზოგადი სახით ვიტყვით, რომ ქეისი ესაა ერთგვარი სამთავრობო პროგრამა,
რომელიც უნდა წარადგინოს მთავრობამ და მოიპოვოს ამომრჩევლის(მსაჯის) ნდობა.

დროის გადანაწილება

ქეისი აუცილებლად უნდა შედგებოდეს შემდეგი პუნქტებისგან და მოდებატემ


შეძლებისდა გვარად უნდა დაიცვას ქვემოთ მოყვანილი დროის განაწილების სქემა;

მისალმება 10წმ
რზზოლუციის დეფინიცია 10წმ

კავშირის დეფინიციასა და რეზოლუციას შორის 40 წმ

ტერმინთა განმარტება 20წმ

პრობლემის არსი 40 წმ

პრობლემის გამომწვევი მიზეზები 20 წმ

პრობლემის გადაჭრის გეგმა 1წთ 40 წმ

გგმის განხორციელების ვადაა და საჭირო რესურსები მათ შორის ბიუჯეტი


დაფინანსების წყარო და ა.შ. 30წმ

გეგმის განხორციებელებით დამდგარი შედეგი 20წმ

შეჯამება 10წმ

ჯამ 5წუთი

პუნქტი ინფორმაციისთვის

ეს არის შეკითხვა ან კომენტარი, რომელიც შეთავაზებულია გამომსვლელისადმი


ოპონენტი გუნდების რომელიმე წევრისგან.

როდესაც ერთ-ერთი გუნდის მომხსენებელი სიტყვის გამოდის, სხვა გუნდის


მომხსენებელს შეუძლია კითხვით მიმართოს მას , ამის გასაკეთებლად ის უნდა
ადგეს და მიიუთითოს, რომ მას სურს შეთავაზოს პუნქტი „ინფორმაციისთვის“,
შემდეგი სიტყვის წარმოთქმით, ინფორმაციისთვის“ გამომსვლელს შეუძლია მიიღოს
ან არ მიიღოს ქუნქტი.

თუ კი ის გადაწყვეტს, რომ პუნქტი მიიღოს, ის უბრალოდ მისცემს მომხსენებელს


სიტყვის უფლებას და ეტყვის: „გისმენთ ან „მიღებულია““ ამ დროს დასმული
შეკითხვა ან გამოთქმული კომენტარი 15წამზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს ეს
დრო შედის გამომსვლელისათვის განკუთვნილ დროში.

თუ პუნქტი უგულვებელყოფილია, გამომსვლელს შეუძლია უთხრას ოპონენტს, რომ


„პუნქტი არარის მიღებული“, ან უბრალოდ ხელით ანიშნოს მას, რომ დააჯდეს
მომხსენებელი უნდა გაჩუმდეს და თავისი ადგილი დაიკავოს ეს არ არის
უზრდელობა გამომსვლელს ასევე შეუძლია განაცხადოს ამ ქუნქტს ცოტა ხანში,
აზრის დამთავრებისთანავე მიიღებს.
პუნქტი ინფორმაციისთვის გამოიყენება რამდენიმე მიზნით:

1.რათა დასვათ ისეთი შეკითხვა , რომელზეც მომხსენებელს პასუხის გაცემა


გაუჭირდება (ჩამჭრელი კითხვა)

2. რათა მიუთითოთ წინააღმდეგობა ოპონენტთა არგუმენტებში. მაგ. თუკი


გამომსვლელი აშკარად ეწინააღმდეგება იმას რაც მისმა კოლეგამ განაცხადა

3.რათა გამომსვლელს მოსთხოვოთ კონკრეტული ფაქტის მოყვანა ან მოყვანილი


ფაქტის წყაროს დასახელება(მაგ. რომელი ორგანიზაციის კვლევებს იყენებენ)

4.რათა წინასწარ ათქმევინოთ ყველაფერი. სათანადო კითხვაზე პასუხის გასაცემად


პასუხის, შეიძლება გამომსვლელს იმის თქმაც მოუხდეს რაზე საუბარსაც შემდგომ
გამოსვლებში გეგმავდა.

5. რატა ჩართოთ მცირეოდენი იუმორი თამაშში

პუნქტი „ინფორმაციისთვის „ საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს თამაშის


მსვლელობაში არსებობს რამდენიმე რჩევა პუნქტების მიღებასთან და პასუხის
გაცემასტან დაკავშირებით.

არასდროს მიიღოთ სამ პუნქტზე მეტი და ორ პუნქტზე ნაკლები

პუნქტებს ნუ მიიღებთ ერთი და იმავე მომსხენებელისგან, ასევე იგნორირებას ნუ


გაუეკთებთ კონკრეტულად რომლეიმე მომხსეენებლის პუნქტებს.

როდესაც განიხილავთ ისეთ არგუმენტს, რომელიც შედარებით სუსტია, ამ დროს


პუნქტს ნუ მიიღებთ, თორემ ეს პუნქტი შეიძლება თქვენი არგუმენტისთვის
„საბედისწერო“ აღმოჩნდესს დაიცადეთ, სანამ უფრო ძლიერი არგუმენტების
განხილვაზე გადახვალთ.

თუ თქვენი ოპონენტი ჩუმად სხედან და თქვენ განიხილავთ არგუმენტს რომელზეცც


დარწმუნებული ხართ რომ ვერავინ შემოგედავებათ შეგიძლიათ გამოიყენოთ
ჭკვიანური ტაქტია და თქვათ: მე სიამოვნებით მივიღებდი ჩემი ოპონენტებისგან
პუნქს ინფორმაციისთვის, ოპონნენტ გუნდეს ორი გზა რჩებათ 1 შეეცადონ
გიპასუხონ 2 რეაგირება არ მოახდინონ ორივე ვარიანტი თქვენს წისქვიზე ასხამს
წყალს.
თუკი თქვენ პუნქტი მიიღეთ და შეკითხვაც მოისმინეთ, მას იგნორირება არავითარ
შემთხვევაში არ გაუეკეთოთ წინადადება „ამაზე პასუხს მოგვიანებით გაგცემთ „

ხალხს აღიზიანებს მაშინაც კი როცა ეს სიმართლეა წინადადება „მე ამაზე უკვე


ვისაუბრე“ არ არის დამაკმაყოფილებელი პასუხი.

ასევე არსებობს რჩევებო პუნქტის შეთავაზებასთან დაკავშირებით:

წინასწარ მოამზადეთ რამდნეიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა, არ არის აუცილებელი


რომ ყოველი მათგანი გამოვიყენოთ.

თუკი თქვენი პუნქტი შედგება სამზე მეტი წინადადებისგან ეს უკვე პუნქტი არ არის
არამედ მოხსენება და მოპასუხეს შეუძლია გაგაჩეროთ, სანამ წამოდგემოდეთ
წინასწარ განსაზღვრეთ თქვენი პუნქტი , ის უნდა იყოს მაქსიმალურად ლაკონური.

დააფასეთ, როდესაც თქვენ მოგეცემათ კითხვის დასმის უფლება და ეს შანსი


ჭკვიანურად გამოიყენეთ ნუ დაუსვამთ უმნიშვნელო კითხვებს.

თუკი თქვენ მოფიქრებული გაქვთ შესანიშნავი არგუმენტი, რომლის წარდგენასაც


თქვენს გამოსვლაში აპირებთ, ნუ გამოიყენებთ მას შეკითხვის დასმის დროს.ამით
თქვენ მხოლოდ გააფრთხილებთ ოპონენტს, რაზე აპირებტ საუბარს და საშუალებას
მისცემთ მას წინასწარ გაგიბათილოთ არგუმენტი.

ჩაიწერეთ ოპონენტის პასუხები თქვენს შეკითხვებზე მან შეიძლება მოულოდნელი


მოუფიქრებელი პასუხი გაგცეთ და შემდგომში წინააღმდეგობაში ჩავარდეს თავის
კოლეგასთან.

სტრუქტურა და ლოგიკური გაშლა

სტრუქტურა და ლოგიკური გაშლა:

სტრუქტურის ელემენტები

სტრუქტურის ელემენტებში შედის:

მომხსენებლის გამოსვლის სტრუქტურა და გუნდის პოზიციის სტრუქტურა


პრეზენტაცია ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოზიცია
ორგანიზებულად იქნება ჩამოყალიბებული.

თითოეული მომხსენებლის სიტყვა:

1.უნდა მოიცავდეს: შესავალს, დასკვნას, არგუმენტებს და შეჯამებას.

2. უნდა იყოს დროში კარგად განაწილებული.5წთ

არგუმენტი და კონტრარგუმენტი

არგუმენტი როგორც ქისის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს ზოგადი შინაარსის და


გარკვეული მტკიცების მატარებელ თხრობით, მარტივ წინადადებას. არგუმენტი
პასუხოსბ კითხვას რატომ? ან როგორ? რომელიც დაესმი გამომსვლელის ამა თუ იმ
თეზისს.

ამასთან ერთად, არგუმენტს უნდა გააჩნდეს გარკვეული საერთო განაცხადის,


გარკვეული სათაურის ფორმაც ანუ მასში რაიმე იდეა ისეთი ფორმით უნდა იყოს
ჩადებული, რომ თავის თავში მოიცავდეს მის გარშემო მოსაზრებების გავრცობის
შესაძლლებლობას.

სხვაგვაარად რომ ვტქვათ, არგუმენტი ისეთი სახის წინადადებააა რომელიც


შეიზლება გარკვეუკი თეზისების ერთობლიობის საერთო სათაურად ჩაითვალოს.

სრულფასოვანი არგუმენტის გავრცობის ჩამოყალიბებისას უნდ აგავითვალისწინოთ


მისი ოთხი ძირითადი კომპონენტი, რომელთა არსებობა მნიშვნელოვანია:

მოკლე სათაური;

განაცხადის ახსნა, დაკონკრეტება;

განაცხადის მხარდაჭერა;

დამამტკიცებელი მასალით;

განაცხადზე დამყარებული დასკვა;

სქემა აწყობის:

ძირითადი იდეა

იდეის ახსნა
დასაბუთება ლოგიკური მსჯელობით

დასაბუთება ფაქტებით

არგუმენტის დასკვნა

კონტრარგუმენტი

იგივე არგუმენტი, ოღონდ იმის საწინააღმდეგო, რომელიც უკვე არგუმენტად


მოიყვანა ოპონენტმა, ან მოდებატემ წინასწარ, საკუთარი წინასწარი განსჯით მსაჯის
წინაშე წამოჭრის და წინდაწინვე გააბათილებს.

სტრუქტურა:

1 არგუმენტი ვს კონტრარგუმენტი

2არგუმენტი ვს კონტრარგუმენტი

3არგუმენტი ვს კონტრარგუმენტი

სახეები და კლასიფიკაცია

არგუმეტი შეიძლება დავყოთ მყარ შედარებით ვარგის და უვარგის არგუმენტებად.

მყარია-საერთაშორისო ხელშეკრულება, კონვენცია და ა.შ. კანონი, ნორმატიული


მასალა, საჯაროდ ცნობილი ფაქტი.

შედარებით ვარგისი- სტატისტიკა, სოციალური კვლევები და ...

უვარგისი-პირადი მაგალითი, ანდაზა, ლეგენდა, თქმულება და...

შედგენის ტექნიკა :

ძირითადი თეზისი(იდეა)

იდეის ახსნა

მხარდაჭერა(დასაბუთება ლოგიკური მსჯელობით ა ფაქტებით)

დასკვნა
არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების მოძიება, დამუშავება და დებატებში
გამოყენება

თანამედროვ სამყაროში ინფორმაციის მოძიება არაა დიდი პრობლემა მთავარია


გვახსოვდეს რომელი არგუმენტების გამოყენება გვაძლევს ხელს:

1შევარჩიოთ მყარი არგუმენტი

2 მოვაწყოთ გუნდელთან ერთად „ბრეინსტორმინგი“

3.ვიპოვოთ არგუმენტის სუსტი წერტილი და მოვემზადოთ ამისთვის

4. ავარჩიოთ 3-4 უნაკლო მყარი არგუმენტი

გუნდები და მათი ფუნქციები

პირველი გამხსნელი მთავრობა:

აკონკრეტებს რეზოლუციას(დეფინიციით)

შემოაქვს ქეისი

ახდენს მის დაცვას.

პირველი გამხსნელი ოპოზიცია

უპირისპირდება გამხსნელ მთავრობას

შემოაქვს საკუთარი კონტრარგუმენტები და ან კონტრგეგმა

მეორე დამასრულებელი მთავრობა

აკონკრეტებს, ან აფართოებს ან ცვლის დეფინიციას

იცავს კავშირს რეზოლუციასა და პირველ მთავრბასტან, თუმცა შემოაქვს საკუთარი


ქეისი

იცავს მთავრობის ხაზს საკუთარ ქეისს და აჯამებს დებატებს სამთავროო


პოზიციიდან

მეორე დამასრულებელი ოპოზიცია


უპირისპირდება მეორე მთავრობას

შემოაქვს საკუთარი კონტრარგუმენტები და კონტრგეგმა, იცავს ოპოზიციის ხაზს და


აჯამებს დებატებს ოპოზიციისთვის სასარგებლო პოზიციიდან.

ღირებულებათა გეგმიური ქეისები

მთავრობას შეუძლია შემოიტანოს ღირებულებითი ან გეგმიური ქეეისი.

ღირებულებითია როდესაც მთავრიბა ორ ან მეტ სადავო საკითხთან მიმართებით


ირჩევს რომელიმე ერთს და ამტკიცებს მის უპირატესობას.

გეგმიურია როდესაც მთავრობა სახავს კონკრეტულ პრობლემას და ადგენს მისის


გადაჭრის გეგმას

ღირებულებათა ქეისის აგება: ეს ქეისი საპარლამენტო დებატებში დიდი


პოპულარობით არ სარგებლობს და სეთი ქეისი შემომტან მთავრობას მსაჯები
დიდად არ წყალობენ. ამის მიზეზი ისაა, რომ საპარლამენტო დებატებში მონაწილეთა
ასაკი უკვე ისეთია, ეს ჯობია თუ ის კარგი სადავო თემა არაა.

თუმცა გამომდინარე იქედან რომ ასეთი ქეისები რეალურარდ არსებობს ჩვენი


კურსის ფარგლებში მაინც მოვახდინოთ მისი განხილვა. ღირებულებათა ქეისისთვის
მნნიშვნელოვანია ის რომ არსებობდეს;

ა) შედარების ობიექტები-ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი

ბ) კრიტერიუმები- ანუ მოდებატე გუნდმა უნდა დასახოს ის კრიტერიუმი რის


მიხედვიტაც ხდება შედარება

გ) გარემოება რის გამოც აუცილებელი გახდა შედარებაზე დავა-ანუ მთავრობამ უნდა


განმარტოს თუ რატომ დებატობს აღნიშნულ საკითხზე და რა აუცილებლობითაა
განპირობებული ამ შედარებაზე დავა.

ღირებულებათა ქეისი აიგება შემდეგნაირად:

რეზოლუცია(შემოაქვთ მსაჯებს)

მისალმება 10წმ

რეზოლუციის დეფინიცია 10წმ

კავშირი დეფინიციასა და რეზოლუციას შორის 40 წმ


ტერმინთა განმარტება 20წმ

შედარების ობიექტების ჩამოთვლა და მოკლე დახასიათება 40წმ

კრიტერიუმები რითაც ხდება შედარევუს ობიექტებში უკეთესის და გამორჩეულის


წარმოჩენა 30წმ

არგუმენტები და მაგალითები 2წთ

შეჯამება და საკუთარი უპირატესობების ჩამოთვლა 20წმ

დასკვნა 10წმ

ჯამი 5წთ

გეგმიური ქეისის აგება:

აუცილებელი ელემენტები:

ა) პრობლემა

1 პრობლემა არ უნდა იყოს იმდენად უსაშველო რომ მისი გადაჭრა შეუძლებელი


იყოს

2. პრობლემა არ უნდა იყოს იმდენად უმნიშვნელო რომ მიის გადასაჭრელად აზრი არ


ქონდეს რესურსების ხარჯვას

3. პრობლემა არ უნდა იყო უკვე გადაჭრილი

4. პრობლემა არ უნდა იყოს გადაჭრის პროცესში.

ბ) ასევე აუცილებელია გამოვკვეთოთ პრობლემის გამომწვევი მიზეზები

გ) ასევე უნდა გამოვკვეთოთ პირები, რომლებიც ვალდებულნი არიან იზრუნონ


პრობლემის გადაჭრაზე

დ) მინიმუმ 3 პუნქტიანი გადაჭრის გეგმა

ე) რესურსები რაც დაჭირდება პრობლემის გადაჭრას.

გეგმიური ქეისი აიგება შემდეგნაირად

მისალმება 10წმ
რეზოლუციის დეფინიცია 10წმ

კავშირი დეფინიციასა და რეზოლუციას შორის 40წმ

ტერმინთა განმარტება 20წმ

პრობლემის არსი 40წმ

პრობლემის გამომწვევი მიზეზები 20წმ

პრობლემმმის გადაჭრის გეგმა 1წთ 40წმ

გეგმის განხორციელების ვადა და საჭირო რესურსები მათ შორის ბიუჯეტი და ა.შ.


30წმ

გეგმის განხორციელებით დამდგარი შედეგი 20წმ

შეჯამება 10წმ

ჯამი5წთ

გამხსნელი მთავრობა და მისი ამოცანა

მისი ამოცანაა საკუთარი ქეისის შემოტანა და მისი უპირატესობის დამტკიცება

ქეისი უპირატესობები რომლის დამტკიცებაც უწევს მთავრობას არის: 1. სწორი


დავიწროება

2. ტერმინთა ნათლად და გამართულად ჩამოყალიბება

3. საკუთარი ღირებულებებისა და კრიტერიუმის, ან საკუთარი პრობლემის და


გამომწვევი მიზეზების ნათლად და გამართულად წარმოჩენა.

4. საკუთარი ღირებულების უპირატესობის, ან საკუთარი გეგმის უნაკლოობაში


მსაჯის დარწმუნება.

5. სწორი და ამომწურავი შეჯამება და დასკვნა

გამხსნელი მთავრობა ორი წევრისგან შედგება:

პრემიერ მინისტრი

პრემიერ მინისტრის მოადგილე


პრემიერ მინისტრი

გამოსვლას რეზოლუციის გამოცხადებით იქყებს და გვთავაზობს ამ რეზოლუციის


დეფინიციას , მაგრამ დეფინიციის მხოლოდ გამოცხადება არ კმარა აუცილებელია
პრემიერ -მინისტრმა დაანახოს მსაჯებსა და ოპონენტებს კავშირი რეზოლუციასა და
მის მიერ წარმოდგენილ დეფინიციას შორის.

აგრეთვე პრემიერ-მინისტრმა ნათლად უნდა ახსნას დეფინიციაში ნაგულისხმევი


პრობლემა და შემდეგ დაიწყოს არგუმენტების მოყვანა ამ შემთხვევაშიც,
რასაკვიველია, მხოლოდ მოყვანა არ კმარა, საჭიროა არგუმენტების გავრცობა და
გამყარება.

მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის რომ დეფინიცია და არგუმენტაცია რომელიც


მოჰყავს პრემიერ-მინისტრს უცვლელი რჩება თამაშის ბოლომდე და ამიტომაც
საჭიროა მოხსენება გაკეთდეს ყველასთვის ნათლად და გასაგებად.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უნდა ისაუბროს შედეგებზე და თავისი არგუმენტაცუა


უნდა წარმოადგინოს გლობალური ასპექტში.

დასკვნის სახით პრემიერ-მინისტრმა უნდა შეაჯამოს საკუთარი გამოსვლა და


მოკლედ მიმოხილვა გაუკეთოს მას.

რეკომენდაცია: კარგ მანერად ითვლება თუკი პრემიერი წინასწარ გამოთვლის რაიმე


კონტრარგუმენტს რომელიც შესაძლოა მას დაუპირისპიროს პოზიციამ და წინასწარ
გააბათილებს მას.

პრემიერ მინისტრის მოადგილე

პრემიერ მინისტრის მოადგილის გამოსვლა გამხსნელუი მთავრობის ბოლო


გამოსვლაა, ამიტომ ის გარკვეულწილად ანალიზსაც უნდა მმოიცავდეს.

თუმცა მისი მთავარი მოვალეობაა პრემიერ-მინისტრის მიერ მოყვანილი


არგუმენტების გავრცობა და დამამტკიცებელი მასალის გამოყენება.

პპრემიერ-მინიისტრის მოადგილეს თამაშში ახალი არგუმენტების შემოტანაც


შეუძლია თუმცა სასურველია როომ მათი რიცხვი 1-2ს არ აღემატებოდეს რადგან მის
ისედაც ბევრი საკითხის განხილვა ევალება.
აღსანიშნავია რომ მისი ახალი არგუმენტაცია არავიტარ შემთხვევაში არ უნდა
ეწინააღმდეგებოდეს პრემიერ-მინისტრის მიერ მოყვანილ არგუმენტაციას, პირიქით
ახალი და ძველი არგუმენტები „ლოგიკურ ჯაჭვს „ უნდა ქმნიდეს.

პრემიერ მინისტრის მოადგილემ მთავრობისა და ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი


პოზიციები ერთმანეთს უნდა შეადაროს ისე რო ხაზი გაუსვას საკუთარი პოზიციის
უპირატესობებს და ოპოზიციის პოზიციის უარყოფით მხარეებს;

აქ მთავარია მსჯელობა, დამამტკიცებელი მასალის ,მოშველიება და ოპონენტების


პოზიციაში შეცდომების აღმოჩენა.

მომხსენებელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის რომ პალატის სპიკერსა და


მსაჯებს კარგად დაამახსოვროს საკუტარი გუნდი, ეს კი იოლი როოდია: მის
გამოსვლას კიდევ ხუთი გამოსვლა მოსდევს.

ამასთან მართალია ჩვენ დამასრულებელ ნაწილის ორიოდე მნიშვნელოვანი


პუნქტტი:

1) დამასრულებელი გუნდები მთლიანად უჭერენ მხარს და არავითარ


შემთხვევაში არ უპირისპირდებიან თავიანთ გამხსნელ გუნდებს .
2) დამასრულებლებში შეგვხვდება პოზიცია „ორგანიზატორი“ შემაჯამებელი,
რომელიც მთლიან დებატებს აჯამებს საკუთარი გუნდის პოზიციიდან და
შესაბამისად მათ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღევას დავუთმობთ.

გამხსნელ მთავრობას საკმაოდ დიდი მისია აკისრია და სწორედ გამხსნელ


მთავრობას შეუზლია დებატი საინტერესოდ წარმართოს ან პირიქით გახადოს
დუნე და უინტერესო.

გამხსნელი თაობა თავის ქეისს ამზადებს დებატის დაწყებამდე 15-20 წუთით


ადრე და მან წინასწარ რამდენიმე დღით , თუუნდაც რამდენიმე საათით ადადრე
არ იცის რეზოლუცია:

ამიტომ ეცადეტ სადებატო თემატიკის გაგების შემდეგ მაქსიმალურად ბევრიი


ინფორმაცია მოვაგროვოტ, სწრაფად ვადაპტირდეთ და დავამუშავოთ.

ოპოზიციის სტრატეგიები:

ოპოზიციას შეუძლია დაუპირისპირდეს მთავრობას სხვადასხვა სტრატეგიით


1. დაპირისპირება კავშირში, ანუ ქეისის აცდენა რეზოლუციასთან ან
დეფინიციასთან.
შესაძლებელია მთავრობა აცდეს რეზოლუციას ან თავის დეფინიციას. ასეთ
შემთხვევაში ოპოზიციამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოოვოს
კავშირის არარსებობა და თვალსაჩინოდ და მკაფიოდ უნდა აუხსნას მსაჯებს
თუ სად მოხდა აცდენა, რაში გამოიხატება აღნიშნული, რითი დასტურდება და
სინამდვილეში რა მიმართულებით შეეძლო წასულიყო მთავრობას. ამ
სტრატეგიიაში ოპოზიციას ეკრძალება
ა) გამოტოვოს არ შეიმჩნიოს ან დაავიწყდეს კავშირის არარსებობის მითითება
მსაჯისთვის.
ბ) გაყვეს მთავრობას პუნქტობრივ დებატში და არგუმენტებზე დაუწყოს
ოპონირება
გ) აღნიშნოს აცდენის ფაქტი და მაინც გააგრძელოს კონკრეტულ პუნქტებზე
დებატი.

სამივე შემთხვევაში ოპოზიციის მიუტევებელ შეცდომად ითვლება ასეთ


შემთხვევაში ოპოზიციას შეუძლია საკუთარი ქეისის შემოტანა.

2. დაპირისპირება პრობლემაში(კრიტერიუმში): თუ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ


პრობლემა, რომელიც მთავრრობამ წამოჭრა არარსებობს, ან უკვ გადაჭრილია,
ან უკვე გადაჭრილია, ან უკვე ისედაც მიმდინარეოობს მიდი გადაჭრა
მთავრობის დასახული გეგმის შესაბამისად, ის ვალდებულია მთავრობას
დაეჯახოს აღნიშნულ გარემოებაში.
ასეთ დროს ოპოზიციამ უნდა აუხსნას მსაჯს, თუ რაში მდგომარეობს შეჯახება,
რატომაა არააქტუალური მთავრობის მიერ შემოტანილი პრობლემა და რატომ
არ ღირს გეგმის პუნქტობრივი განხილვა.
3. პუნქტობრივი დაპირისპირება: იმ შემთხვევაში , როდესაც მტავრობა არ
აცდება რეზოლუციას ან მის მიერ შემოტანილი პრობლემა მართლაც
რეალურია , მაშინ ოპოზიცია ვალდებუბლია დაუპირისპირდეს მთავრობას
ყველა დანარჩენ პუნქტში.

პუნქტობრივი დაპირისპირების შემთხვევაში ოპოზიციამ არ უნდა გამოტოვოს


არც ერთი არგუმენტი დაპირისპირების და ოპონირების გარეშ, წინააღმდეგ
შემთხვევაში პუნქტი, რომელიც დაპირისპირების გარეშე დარჩება-ჩაეთვლება
მთავრობას უპირატესობად.
ის თუ რომელი სტრატეგია უნდა აირჩიონს ოპოზციამ გამომდინარეობს
რეზოლუციიდან და მთავრობის ქეისიდან:

ამასთანავე, არასწორად არჩეული სტრატეგია ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია


წააგებს დებატს თუ არასწორ სტრატეგიას აიირჩევს .

სწორედ შერჩეული სტრატეგია -ეს პირველი წინგადადგმული ნაბიჯია


ოპოზიციისათვის გამარჯვებისაკენ მიმავალ გზაზე.

გამხსნელი ოპოზიცია და მისი ამოცანა

მთავარი ამოცანა, რომელიც გამხსნელ ოპოზიციას გააჩნია ესაა უპასუხოს და


ჩამოშალოს გამხსნელი მთავრობის პოზიცია:

ამ გზაზე გამხსნელმა ოპოზიციამ:

ა) კარგად უნდა შეარჩიოს შესაბამისი სტრატეგია

ბ) დამაჯერებლად აუსნას მსაჯს, თუ რაში მდგომარეობდა მთავრობის შეცდომები

გ) შემოიტანოს საკუთარი კონტრარგუმენტები

დ) არ დაუტოვოს პირველ მთავრობას დებატის მოგების არავითარი შანსი.

ოპოზიციის ლიდერი

ოპოზიციის ლიდერი თავის გამოსვლას მთლიანად პრემიერ-მინისტრის გამოსვლას


უპირისპირებს.

იმ შემთხვევააში, თუკი მთავრობის დეფინიცია და ქეისი შეესაბამება რეზოლუციას,


ის მთავრობის მიერ შემოტანილ დეფინიციას ეთანხმება, თუმცა, გამონაკლის
შემთხვევებში (როცა ცხადია, რომ დეფინიცია არ არის ლოგიკურ კავშირში
რეზოლუციასღან და ა.შ) მას შეუძლია ალტერნატიული დეფინიცია (თავისი ახალი
ქეისი) შემოიტანოს.

ოპოზიციის ლიდერი ხაზს უსვამს პრემიერ-მინისტრის სისუსტეებს და საკითხს


თავის სასარგებლოდ წარმოაჩენს

პუნქტობრივი ოპონირების შემთხვევაში მან პრემიერ-მინისტრის მიე მოყვანილი ატც


ერთი არგუმენტი უპასუხოდ არ უნდა დატოვოს;

მას ასევე შეუძლია წარმოადგნოს საკუთარი კონტრარგუმენტები;


ოპოზიციის ლიდერის მიერ შერჩეული სტრატეგია ძალზედ მნიშვნელოვანია,
ვინაიდან მას ემყარება ოპოზიციის ორივე გუნდის შემდგომი გამოსვლები.

ოპოზიციის ლიდერის მოადგილე

ოპოზიციის ლიდერის მოადგილე 15 წუთის მანძილზე თვალყურს ადევნებდა


თამაშს. შესაბამისად, იგი უუფრო მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე მისი
თანაგუნდელი. მან ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს იმისთვის, რომ თამაშის პირველ
ნახევარს თავისი გუნდის სასარგებლო ანალიზი გაუკეთოს;

მისი ერთ-ერთი მოვალეობაა, გააკეთოს პრემიერ-მინისტრის მოადგილის მიერ


მოყვანილი არგუმენტაციის უარყოფა და გაბათილება;

მან ასევე უნდა შეადაროს პრემიერ-მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის მოადგილის


გამოსვლები და თუკი მათში რაიმე წინააღმდეგობებს წააწყდება, ამაზე აუცილებლად
უნდა გაამახვილოს ყურადღება თავის გამოსვლაში;

ასევე მსაჯს წარუდგინოს მინიმუმ 1ახალი კონტრარგუმენტი(ისეთი, რომელიც


ოპოზიციის ლიდერს ჯერ არ წარმოუდგენია)

ოპოზიციის ლიდერის მოადგილემ, თავისი გომსვლის დასრულების შემდეგ, ჯერ არ


იცის, თუ რას იზამს დამასრულებელი მთავრობა და დამასრულებელი ოპოზიცია,
მაგრამ ამ ეტაპზე, სასურველია, მან ის მანიც იცოდეს, რომ მისი გუნდი პირველ
ადგილზეა და გამხსნელი მთავრობის პოზიცია მთლიანად უარყოფილია.

ამრიგად ოპოზიცია ვალდებულია:

ყოველგვარი დამატებითი მოსაფიქრებელი დროის გარეშე ჩამოყალიბდეეს


უარყოფის სტრატეგიაზე;

ზუსტად განსაზღვროს საკუთარი უპირატესობები და მთავრობის სისუსტეები;

დაუსვას მთავრობას დამაბნეველი და ჩამჭრელი შეკითხვები;

ნათლად აუხსნას და დაანახოს მსაჯს ის, თუ რატომ ეკუთვნის მის გუნდს მოგება.

You might also like