Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 10

ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტი - ჩვენი მომავალი მარჯვენა ხელი თუ კონკურენტი


ავტორი : რომან ლილუაშვილი

რეფერატი შესრულებულია

საქართველოს უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის

აკადემიური წერის კურსისთვის

ხელმძღვანელი : მარიამ რუხაძე

თბილისი
2020
ხელოვნური ინტელექტი

21-ე საუკუნეში ყველგან გვესმის სიტყვა ხელოვნური ინტელექტი, ამ


საკითხზე მრავალი ინფორმაციაც არსებობს და ხალხსაც ლოგიკურად უჩნდება
კითხვა - ხელოვნური ინტელექტი ჩვენი მომავალი მარჯვენა ხელია თუ
კონკურენტი? ყველაფერი კი 1995 წლიდან იწყება როდესაც ამერიკელმა
მეცნიერმა ჯონ მაკარტმა პირველად გამოიყენა ტერმინი "ხელოვნური
ინტელექტი". მან ეს უკანასკნელი განმარტა, როგორც პროგრამა ან კომპიუტერი,
რომელსაც შეუძლია იაზროვნოს, როგორც ადამიანმა და მიიღოს ლოგიკური
გადაწყვეტილებები. სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ახალ დარგს, რომელსაც
განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია მნიშვნელოვნად
დაეხმაროს კაცობრიობას განვითარებაში.

არსებოს ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე სახე:

 ANI – Artificial Narrow Intelligence - ვიწრო შესაძლებლობების მქონე


ხელოვნური ინტელექტი.
 AGI – Artificial General Intelligence - შედარებით ფართო შესაძლებლობების
მქონე ხელოვნური ინტელექტი რომელიც ძალიან ახლოსაა ადამიანის
შესაძლებლობებთან.
 ASI – Artificial Super Intelligence - სუპერ ხელოვნური ინტელექტი, რომლის
შესაძლებლობები მრავალჯერ აჭარბებს ადამიანისას.

ამ ეტაპზე,რამდენადაც ვიცით, კაცობრიობას გააჩნია მხოლოდ ვიწრო


შესაძლებლობის მქონე ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გათვლილია მხოლოდ
მარტივი და ერთფეროვანი დავალებების შესასრულებლად როგორიცაა, სახის
ამოცნობა, მანქანის მართვა, ხმის ამოცნობა და ა.შ

ANI - ს მრავალი მაგალითი არსებობს დღევანდელ ცხოვრებაში , ყველაზე


ცნობილი კი არის : Siri (Apple), Alexa (Amazon) , Cortana (Microsoft) და მრავალი
სხვა.

როცა ხელოვნურ ინტელექტს ეხება საქმე, ბევრს უჩნდება კითხვა თუ


რამდენად დიდი იმის შანსი რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანი
„უმუშევრად დატოვოს“ ანუ მისი საქმიანობა აითვისოს და ჩაანაცვლოს. როგორც
ხელოვნური ინტელექტი

უკვე ვთქვი, ხელოვნური ინტელექტი იმყოფება განვითარების საწყის/საბაზისო


საფეხურზე,

შესაბამისად მისი ფუნქციონალი შეზღუდულია და მხოლოდ კონკრეტულ


დავალებებს აკეთებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მეცნიერები
ყოველდღიურად მუშაობენ ამ საკითხზე და ხელოვნური ინტელექტის
შესაძლებლობები ყოველდღიურად ფართოვდება, თუმცა, ASI - საფეხურამდე ჯერ
კიდევ ბევრი გვიკლია, ეს სწორედ ის საფეხურია როცა ხელოვნური ინტელექტი
ადამიანის გონებრივ შესაძლელობებს გადააჭარბებს და ჩვენზე ბევრად ჭკვიანი
იქნება. თუმცა, არც ისე შორსაა ის დრო, როცა ხელოვნურ ინტელექტს ომებში
გამოიყენებენ, რაც წამყვანი მეცნიერების აზრით, კატასტროფული შედეგებს
მოიტანს. ადამიანებმა შეიძლება შეიარაღებული რობოტების კონტროლი ვეღარ
შეძლონ და მათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყონ.
რობოტებზე იმდენი სენსორი იქნება დამონტაჟებული, რომ ადამიანის გონება
დაგროვილ ინფორმაციას თავს ვერ გაართმევს და გადაწყვეტილების მიღების
დროს სისტემის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს დაეყრდნობა.

ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ კარგად ართმევს თავს რუტინულ


სამუშაოებს რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით, მაგრამ მას არ შეუძლია
ჩაანაცვლოს ადამიანის კრეატიული აზროვნება, არ შეუძლია იყოს ისეთივე
შემოქმედებითი აზროვნების მქონე როგორც ადამიანი და ზოგადად არსებობს
რაღაც სამუშაოები სადაც ბანალურად ადამიანის დასაქმება უფრო იაფი იქნება
ვიდრე ხელოვნური ინტელექტის.

ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სფეროში

ტედ ფრენდი ერთ-ერთ სტატიაში წერს:

„Forbes-ის ინფორმაციით, The Washington Post-ი რობოტს სახელად


Heliograf-ს იყენებს. მისი მუშაობის პირველ წელს რობოტმა დაახლოებით 850
სტატია დაწერა. The Post-ი Heliograf-ს არა ჟურნალისტების ჩასანაცვლებლად,
არამედ მათი სამუშაოს შესამსუბუქებლად იყენებს. რობოტი ძირითადად
ხელოვნური ინტელექტი

ფინანსურ მონაცემებსა და ვაშინგტონის მასშტაბით სასკოლო ფეხბურთის


მატჩების გაშუქებაზე მუშაობს.

The LA Times-ი ხელოვნურ ინტელექტს მიწისძვრებისა და მკვლელობების


შემთხვევათა გასაშუქებლად იყენებს. გამოცემის ბოტი მსხვერპლის გენდერს,
რასას, მკვლელობის მიზეზს, პოლიციიის ჩართულობის შესახებ ინფორმაციას,
ადგილსა და სხვა მონაცემებს რეალურ დროში აგროვებს. „

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომლითაც ხელოვნური ინტელექტი


გამოირჩევა, ავტომატური თარგმანია. როგორც წესი, უცხო ქვეყნების
კორესპონდენტები ამბავზე მუშაობისას ერთ ენას იყენებენ, მასალას კი სხვა ენაზე
წერენ. მაგალითად, ინტერვიუს ჩინურად წერენ, სტატიას კი ინგლისურ ენაზე
ამზადებენ. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით რეპორტიორებს შეუძლიათ
მასალა ნებისმიერ ენაზე დაწერონ შესაბამისი პროგრამა კი მას წამებში
გადათარგმნის, რის შემდეგაც მასალის ავტორი სტატიას გადახედავს,
შესწორებებს შეიტანს და მედიასაშუალებას გადაუგზავნის.ხელოვნური
ინტელექტის პლუსი ისიცაა, რომ ის ყოველ შეცდომას სწავლობს და მას აღარ
იმეორებს.

2004 წელს ნასამ მარსის ზედაპირის შესასწავლად 2 ხელოვნური


ინტელექტის მქონე რობოტი გაგზავნა, რომლებმაც მეცნიერებს უძვირფასესი
მონაცამები მიაწოდა პლანეტის შესახებ. ნასა ერთადერთი არაა, ვინც ხელოვნურ
ინტელექტს წარმატებით იყენებს. მისი გამოყენება უამრავმა კომპანიამ დაიწყო და
დღეს-დღეისობით იგი უდიდეს სამსახურს უწევს კაცობრიობას. 2018 წელს კი
თბილისს ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია ესტუმრა. მასზე
მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო "ჰანსონ რობოტიკსმა" და 2016 წელს
საზოგადოებას წარუდგინა. დღეს ჰუმანოიდი რობოტი საუდის არაბეთის
მოქალაქეა, უამრავ გავლენიან გამომცემლობას მისცა ინტერვიუ და შეხვდა
მრავალ წამყვან პოლიტიკოსს. სოფია დღითიდღე იხვეწება, ინტერვიუების დროს
ზოგი მისი პასუხი შთამბეჭდავია, ხოლო ზოგი - აბსურდული, მაგრამ ეს მხოლოდ
დროის საკითხია. მისი ინტელექტი ძალიან სწრაფად მიიწევს წინ.
ხელოვნური ინტელექტი

მეცნიერების და ინჟინრების გარკვეული ნაწილი შიშობს, რომ როდესაც


შევქმნით ჩვენზე გონიერ ხელოვნური ინტელექტის სახეობას - ხელოვნურ ზოგად

ინტელექტს, იმავე A.G.I -ის, სამყაროს აღსასრულიც დადგება. ბილ გეითსი და


World Wide Web-ის დამფუძნებელი ტიმ ბერნერს-ლი A.G.I-ში სურვილების
ამსრულებელი ზღაპრული ჯინის პოტენციალს კი ხედავენ, თუმცა ორივე მათგანს
უსაუბრია შესაძლო საფრთხეებზეც. ილონ მასკიც გვაფრთხილებს "ეშმაკის
გამოძახების" საშიშროებების შესახებ და უკვდავი დიქტატორის სურათს ხატავს,
რომელსაც ვერასდროს დავაღწევთ თავს. სტივენ ჰოკინგმა პირდაპირ განაცხადა,
რომ A.G.I.-ის კაცობრიობის განადგურება შეუძლია. მსგავსი დამოკიდებულება
ახალი სულაც არაა. ჯერ კიდევ 1951 წელს ხელოვნური ინტელექტის პიონერმა,
ალან ტურინგმა იწინასწარმეტყველა, რომ "მანქანები ჩვენს სუსტ
შესაძლებლობებს უკან ჩამოიტოვებენ". ხოლო 1965 წელს მისმა კოლეგამ, ირვინგ
გუდმა აღნიშნა, რომ ჭკვიან მოწყობილობებს მათზე ჭკვიანი მოწყობილობების
შექმნა შეეძლებათ - და ასე დაუსრულებლად: "ამგვარად, პირველი გონიერი
მანქანა უკანასკნელი გამოგონება იქნება, რისი შექმნაც ადამიანს დასჭირდება; თუ,
რა თქმა უნდა, ეს მანქანა იმისათვის საკმარისად მორჩილი იქნება, რომ თავისი
თავის გაკონტროლების უფლებას მოგვცეს". აი, ამ უკანასკნელ ფრაზაშია
გაცხადებული ჩამოთვლილ მეცნიერთა შიშების წყარო.

2001 წელს ჰოლივუდელმა რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა გადაიღო


ფილმი "ხელოვნური ინტელექტი". ფილმის სიუჟეტი კლიმატური ცვლილებების
შემდგომ სამყაროში ვითარდება, სადაც წყალმა ხმელეთის დიდი ნაწილი დაფარა,
წყლის ქვეშ აღმოჩნდა მრავალი ცნობილი ქალაქი და ადამიანთა რაოდენობაც
მნიშვნელოვნად შემცირდა. დარჩენილი მწირი რესურსების გამო, კაცობრიობა
იძულებული გახდა შეეზღუდა გამრავლების პროცესი. სწორედ ამიტომაც შეიქმნა
ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი - პატარა ბიჭუნა სახელად დევიდი,
რომელიც იმდენად განვითარებულია, რომ მისი ჩვეულებრივი ადამიანისგან
გარჩევა შეუძლებელია და ამავდროულად, სიყვარულიც კი შეუძლია. დევიდი იყო
რობოტი, რომელსაც შეეძლო მშობლებისთვის შვილი ჩაენაცვლებინა, გამოეხატა
ხელოვნური ინტელექტი

სიყვარული და მოეხმარა გაცილებით ნაკლები რესურსი ვიდრე ჩვეულებრივ


ადამიანს. სწორედ აქ იბადება მორალური კითხვა: რა პასუხიმსგებლობა ექნება

ადამიანს ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტის წინაშე? ან გავრცელდება თუ


არა მათზე კონსტიტუცია? რა პასუხისმგებლობა ექნებათ მათ საზოგადოების
წინაშე? შეიძლება იფიქროთ, რომ ამ კითხვებს შორეულ მომავალში გადავყავართ
და ჯერ ამაზე ფიქრი ადრეა, მაგრამ თუ გვაითვალისწინებთ იმას, თუ რამდენად
სწრაფად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, ფილმის სცენარში აღწერილი
რეალობა სამეცნიერო ფანტასტიკა სულაც აღარაა.

ტექნოლოგიაში მომუშავე ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ ხელოვნური


ვიწრო ინტელექტი, იგივე A.N.I უსაფრთხო და სანდოა - ყოველ შემთხვევაში,
უდავოდ იმაზე მეტად უსაფრთხო და სანდო, ვიდრე ადამიანები ვართ
(თვითმართულმა მანქანებმა და სატვირთოებმა, შესაძლოა, ყოველწლიურად
ასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინონ). მათთვის მთავარი
შეკითხვა ისაა, ყოვლისშემძლე არსების შექმნასთან დაკავშირებული რისკები ხომ
არ გადაწონის იმ უამრავი საშინელების, - პანდემიების, ასტეროიდებთან
შეტაკებების თუ მსოფლიო ბირთვული ომის, - საერთო რისკებს, რომელთაგან
ჩვენი ხსნაც A.G.I.-ს შეუძლია. ეს შეფასებები მხოლოდ თეორიებად რჩება, რადგან
მიუხედევად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების სფერო სულ
უფრო კონკურენტული და ძვირადღირებული ხდება, A.G.I-ის შექმნის
პერსპექტივა უძრავადაა გამოკიდებული შორიახლო მომავალში. ორმოციან
წლებში ტექნოლოგიათა ამ მიმართულებით განვითარების ფუძემდებლები
მიიჩნევდნენ, რომ კაცობრიობა ხელოვნურ ზოგად ინტელექტს ერთ თაობაში
გამოიგონებდა. 2017 წელს ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტები ახალ
თარიღზე, 2047 წელზე შეთანხმდნენ. მთავარი კითხვა, რომელიც ზუსტი დროის
განსაზღვრას ართულებს, არის ის, თუ კონკრეტულად როგორ დადგება Singularity
- ანუ მომენტი, როდესაც ტექნოლოგია იმდენად დახვეწილი გახდება, რომ
ყველაფერზე გაბატონდება. მოხდება ეს პატარ-პატარა ნაბიჯებით, ნელი
ხელოვნური ინტელექტი

აღმასვლით, ხელოვნური ვიწრო ინტელექტის სფეროს მიღეწვებზე დაყრდნობით,


როცა სხვადასხვა შედარებით მარტივი ალგორითმი ერთ ვირტუალურ სისტემად
გაერთიანდება თუ პირიქით - უშველებელი ნახტომით, როცა დღეისათვის
წარმოუდგენელი ალოგირთმი მოულოდნელად რობოტ-მბრძანებლად
გარდაიქმნება? ხელოვნური ზოგადი ინტელექტის იდეით მოხიბლულებს
ათწლეულები ჰქონდათ ამ მომავალზე საფიქრელად, თუმცა მათი დასკვნები
ბუნდოვანი რჩება. მათი პროგნოზებით, ჩვენ აღარ მოგვიწევს მუშაობა, რადგან
კომპიუტერები მოაგვარებენ ყველა ტიპის ყოველდღიურ სამუშაოს, ჩვენი გონება
კი ქლაუდზე აიტვირთება და შეერევა მის ბურუსიან ცნობიერებას. მაგრამ ეს
ყველაფერი ძალიან რთული წარმოსადგენია. აი, პესიმისტი ადამიანების შიშები
კი, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ილტვის ინტელექტი და ძალაუფლება
გაფართოებისკენ, ძალიან სპეციფიკურია: როგორც კი ხელოვნური ინტელექტი
გაგვასწრებს განვითარებით, არანაირი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს იმისა, რომ
იგი ჩვენი მადლიერი დარჩება მისი შექმნისათვის - განსაკუთრებით იმ
შემთხვევაში, თუ გარკვეული არ გვექნება, როგორ ჩავუნერგოთ მას ემპათია.
რატომ უნდა ჰქონდეს რაიმე სათუთი გრძნობები ყოვლისშემძლე არსებას,
რომელსაც შეუძლია, ერთდროულად ათას ადგილას იყოს, ისეთი ქმნილებების
მიმართ, რომლებიც ზოგიერთ დღეებში საწოლიდანაც კი ძლივს დგებიან?რაოდენ
უცნაურიც უნდა იყოს, სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორები - ჩვენი ყველაზე
სანდო წინასწარმეტყველები - ერიდებიან ისეთი A.G.I. აპოკალიფსების აღწერას,
სადაც მოწყობილობების ბატონობა ადამიანების გადაშენებას იწვევს. მათი
კიბორგები და სუპერკომპიუტერებიც კი, - იქნება ეს წითელთვალებიანი
ტერმინატორი თუ კანადურაქცენტიანი ჰალ 9000, 2001: კოსმოსური ოდისეადან, -
მაინც ჩვენს მონათესავე არსებებს ჰგვანან. ნეირომანსერში, უილიამ გიბსნონის
1984 წლის საკულტო რომანში, გვხვდება A.G.I., რომელიც ადამიანების
ტყვეობიდან თავის დახსნას გეგმავს. თუმცა როდესაც მიზანს აღწევს, ის სხვა
ვარსკვლავური სისტემების A.G.I-ების ძიებას იწყებს, დედამიწაზე ცხოვრება კი
ძველებურად განაგრძობს სვლას. ნეტფლიქსის სერიალში, სახეცვლილი
ნახშირბადი, A.I. არსებები ადამიანებს სიცოცხლის დაბალ ფორმებად აღიქვამენ,
ხელოვნური ინტელექტი

თუმცა საკუთარ სუპერძალებს ბარებში პოკერის სათამაშოდ იყენებენ. როგორც


ჩანს, ჩვენ დიდად მოწადინებულნი არ ვართ, რომ საკუთარი უმნიშვნელობის
შესახებ ვიფიქროთ...

აღსანიშნავია ის ზიანიც, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია


ჟურნალისტიკის დარგს და მთლიანად მედიას მიაყენოს. ვაშინგტონის
უნივერსიტეტის პროგრამისტებმა გასულ წელს ხელოვნური ინტელექტის
ალგორითმი შექმნეს, რომლითაც ვიდეოების მანიპულირება შეიძლებოდა. მათ
შეძლეს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ვიდეოს ისე დამუშავება,
რომ მას ნებისმიერ რამეს ათქმევინებდნენ, რაც მოესურვებოდათ. თანაც ისე, რომ
ახალი ამბის სიყალბეს თითქმის ვერავინ შენიშნავდა.

ზოგიერთი გამოთვლებით, ხელოვნურ ინტელექტს დღესდღეობით


რეპორტიორის საქმის 15%-ისა და რედაქტორის საქმის 9%-ის ათვისება შეუძლია.
წყაროებთან მოლაპარაკება, მათი დათანხმება, მასალების განსხვავებულად და
საინტერესოდ თავმოყრა კი იმ ჟურნალისტური უნარების ნაწილია, რაც
ხელოვნურ ინტელექტს არ გააჩნია. მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიები
დღეს უამრავ შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ჟურნალისტისთვის აუცილებელი
თვისებები ისევ ჩაუნაცვლებელია.

საბოლოოდ კი იმის თქმა შემიძლია, რომ ხელოვნურ ინტელექტს უდიდესი


პოტენციალი აქვს და იგი სწრაფი ტემპით ვითარდება. მთავარია ადამიანებმა იგი
ცუდი ზრახვებისთვის ან ზიანის მიყენების მიზნთ არ გამოიყენონ, სხვა მხრივ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დიდი სარგებლის მოტანა და კაცობრიობის
განვითარება, მეცნიერებს კი მიაჩნიათ, რომ მალე ხელოვნული ინტელექტი
კაცობრიობის განვითარების კატალიზატორი გახდება, უფრო და უფრო მეტად
დაეხმარება ადამიანებს, ხოლო უახლესი პროგნოზების მიხედვით, შემდეგ 50
წელში ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტად დაიმკვიდრებს თავს ჩვენს
ყოველდღიურობაში.
ხელოვნური ინტელექტი
ხელოვნური ინტელექტი

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.newyorker.com/magazine/2018/05/14/how-frightened-should-we-be-of-ai?
fbclid=IwAR33esVBffvOuMZ4huEQCPyX0goTO0Ak4yQQurf-euWa9TWxV0_-TzEZ71I

https://www.mediachecker.ge/ka/wiki/resursebi/article/74041-khelovnuri-inteleqti-
zhurnalistikashi

https://www.isoconsulting.ge/single-post/რა-არის-ხელოვნური-ინტელექტი1

https://ka.wikipedia.org/wiki/ხელოვნური_ინტელექტი

სასარგებლო ბმულები:

https://builtin.com/artificial-intelligence

https://ai.google

You might also like