დავალება ნატო უტურაშვილი 11.02

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

ნატო უტურაშვილი

11.02.2021 წ

1.
 ალიმენტი - ეს არის ხარჯი, რომელსაც ოჯახს მოშორებული პირი კანონის ძალით სარჩენად უხდის თავისი ოჯახის
შრომისუუნარო ან არასრულწლოვან წევრებს, ჩვენს შემთხვევაში - შვილს.

კანონმდებლობა მხარს უჭერს მშობლისა და ბავშვების ურთიერთობას, სწორედ ამიტომ შესაძლებლობას უშვებს,
თავად მხარეები შეთანხმდნენ ალიმენტის შესახებ. საალიმენტო გადახდევინების შესახებ შეთანხმებაში შეიძლება
იყოს გათვალისწინებული ყველაფერი, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.ასევე, მხარეები შეიძლება
შეთანხმდნენ ისეთ პირობებზე, რომელიც კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არც
ეწინააღმდეგება მას.
 თანხის ოდენობა - შესაძლებელია განისაზღვროს ალიმენტის გადამხდელის შემოსავლის წილიდან. მხარეები
დამოუკიდებლად ახდენენ ასეთი წილების გამოთვლას და ადგენენ შემოსავლების იმ სახეობებს, რომლებიც უნდა
იქნეს გათვალისწინებული. მხარეები უფლებამოსილნი არიან შეთანხმების საფუძველზე განახორციელონ ქონების
შეფასება, რომელიც ალიმენტის სახით იქნება წარმოდგენილი, აგრეთვე შესაძლებელია განისაზღვროს მყარი
ფულადი ოდენობა. ალიმენტი არის უზრუნველყოფა, ბავშვის აღზრდის, განვითარებისა და სოციუმში
რეალიზაციისთვის. შესაბამისად, ბავშვს სჭირდება თანხა - საკვებისთვის, ტანსაცმლისათვის, განათლების
მიღებისათვის, სხვადასხვა წრეზე სიარულისათვის და ა.შ. სასურველია შეთანხმება ითვალისწინებდეს
ჯანმრთელობის დაზღვევასაც(კანონმდებლობით გათვალისწინებულია დამატებითი ხარჯებიც, მაგ.: ბავშვის
ავადმყოფობა ან/და განსაკუთრებული საჭიროება). გარდა წინასწარ გაწერილი თანხის ოდენობისა ან გარდაუვალი
დამატებითი ხარჯებისა, მხარეები შესაძლებელია შეთანხმდნენ, დამატებითი თანხის ანაზღაურებაზე, რომელიც
სასურველი იქნება ბავშვის განვითარებისთვის (არსებობის შემთხვევაში). აღნიშნული საჭიროებს დამატებითი
მტკიცებულებების არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმდეს ამ თანხის გაყოფის პროპორციები, ასევე
შესაძლებელია დაწესდეს ზედა თანხობრივი ზღვარიც (თუ რა ოდენობით შეიძლება იყოს ასეთი ხარჯი).
 ალიმენტის თანხის ოდენობის ზედა/ქვედა ზღვარი - ზედა ზღვარს არ ითვალისწინებს კანონმდებლობა, მაგრამ
მხარეები არ უნდა შეთანხმდნენ იმაზე მცირე რაოდენობაზე, ვიდრე სასამართლო დააწესებდა (მიმართვის
შემთხვევაში) და როგორც წესი ეს თანხა არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები (საარსებო მინიმუმისს
ოდენობა იხ. Geostat.ge-ზე). წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი შეთანხმება შესაძლოა გახდეს ბათილი.
 ანგარიშსწორების ვალუტა - ალიმენტის გადახდა უცხოური ვალუტის სახით შესაძლებელია მხოლოდ სავალუტო
რეგულირების მოთხოვნების საფუძველზე. შესაძლებელია მხარეები შეთანხმდნენ დოლარის ან ევროს
ექვივალენტზე ლარში, როგორც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის
შესაბამისად, ასევე გადახდის დღეს არსებული რომელიმე კომერციული ბანკის მიერ შემოთავაზებული კურსით.
ამასთანავე, შესაძლებელია მხარეებმა დააწესონ ზედა და ქვედა ზღვარი („რეინჯი“), რა შემთხვევაშიც აღარ
გავრცელდება ზემოთქმული დათქმა და მხარეები ვალუტის გადაანგარიშებას განაორციელებენ რომელიმე
კონკრეტული შეთანხმებული ნიშნულის მიხედვით.
 გადახდის მეთოდი - ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსოწრება. ალიმენტის გადახდა შესაძლებელია პირადად, მესამე
პირის საშუალებით (ბებია, პაპა და ა.შ), ფოსტით, თანხის გადარიცხვით ბანკში ან სხვა საკრედიტო
დაწესებულებაში და ა.შ (მე ვურჩევდი ჩემს კლიენტს საბანკო ანგარიშსწორების გზას თუ არ აქვს მოლოდინი, რომ
ვალდებულებას დაარღვევდა).
 გადახდის პერიოდულობა - შესაძლებელია განისაზღვროს თანხის გადახდა ყოველთვიურად, კვარტლურად,
გარკვეულ პერიოდში ერთხელ, წინსწრებით და ა.შ.
 თანხის გადახედვა - შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს კონკრეტული პერიოდი, რის შემდეგაც უპირობოდ
გადაიხედება თანხა. ასევე, რომელიმე მხარის ინიციატივით გარდა შეთანხმებული პერიოდისა, სხვა პერიოდშიც
შეიძლება თანხის გადახედვის მოთხოვნის დაყენება, მაგალითად თუ ალიმენტის გადამხდელს შეექმნება
ფინანსური პრობლემა და წარმოუდგენს ამის დამამტკიცებელ დოკუმენტს მეორე მხარეს.
 პირგასამტეხლო - ვადაგადაცილების ან რამე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში საინტერესო საკითხი
იქნებოდა სანქცირების საკითხებიც. პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი შესაძლებელია სასამართლომ არ
გაითვალისწინოს, რადგან ალიმენტთან მიმართებაში საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს პირგასამტეხლოს).

2. საალიმენტო შეთანხმების დადება მხარეთა უფლებაა და არა მოვალეობა. იდეაში, ნებისმიერი შეთანხმება იდება
იმიტომ, რომ უნდა შესრულდეს, ამიტომ შეიძლება მარტივი წერილობითი ფორმით გაფორმებაც, თუმცა რა თქმა
უნდა უმჯობესია, შეთანხმება წერილობითი ფორმით იყოს დადასტურებული სანოტარო წესით, მაგრამ ნოტარიუსი
მხოლოდ ადასტურებს მხარეთა ხელმოწერებს და არ ეხება შეთანხმების შინაარსს. შესაბამისად, ამ საკითხთან
დაკავშირებით სააღსრულებო ფურცელი ვერ გაიცემა და ამიტომ არანაირ დამატებით ბერკეტს არ წარმოშობს
ბავშვთა უფლების დაცვის კუთხით. შეთანხმების შესრულებაზე ცალმხრივი უარის თქმის ან შეთანხმების
ცალმხრივი ცვლილებების შემთხვევაში, მხარეს რომლის ინტერესები ამით ილახება, უფლება აქვს მიმართოს
სასამართლოს სარჩელით და მოითხოვოს ამ შეთანხმების შესრულება ან შეცვლა. საინტერესო იქნებოდა, როგორც
კერძო ასევე სასამართლო მედიაცია (თუ შესათანხმებელი არ იქნება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
და დანარჩენი გამონაკლისები რაც განსაზღვრულია მედიაციასთან დაკავშირებით).

3. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მშობლებს მიუხედავად განქორწინებისა თანაბრად აქვთ ყველა უფლება და
მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, ამიტომ მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არ აქვს
შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. მშობლის უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ
სასამართლოს საშუალებით, ამიტომ დამატებით ამაზე შეთანხმება არ მგონია საჭირო.

4. ბავშვის ბიომეტრიული პასპორტის არსებობის შემთხვევაში - ერთ-ერთი მშობლის მიმართვა სახელმწიფო


სერვისების განვითარების სააგენტოსთვის საკმარისია (გამოითხოვოს მისი თანხმობა), რომ გაუქმდეს პასპორტი,
ხოლო არარსებობის შემთხვევაში - ერთი მშობელი ვერ შეძლებს მისთვის პასპორტის გაკეთებას, რადგან თუ ბავშვს
ჰყავს ორივე მშობელი, არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი მშობლის თანხმობა. იმ შემთხვევაში თუ, ბავშვს არ ექნება
ბიომეტრიული პასპორტი, საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის
წესების შესახებ კანონის მიხედვით, იგი ვერ დატოვებს საქართველოს საზღვარს.

5. გასაგებია

6. დამატებით განვსაზღვრავდი ბავშვის საცხოვრებელ ადგილს.

You might also like