Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 19

სამართლის საფუძვლები

საზოგადოებრივი სიკეთეების უზრუნველყოფა / ადმინისტრაციული


სამართალი

➢ საჯარო მმართველობა
➢ ადმინისტრაციული სამართალი
➢ ადმინისტრაციული ორგანოები
➢ საჯარო და კერძო სამართლის დაყოფა
➢ ზოგიერთი სამართლის პრინციპი ადმინისტრაციულ სამართალში
➢ ადმინისტრაციული აქტი
➢ რეალაქტი / ადმინისტრაციული ხელშეკრულება

ანა ჭაია
a.chaia@freeuni.edu.ge
საჯარო მმართველობა
სახელმწიფო ხელისუფლება:
1. საკანონმდებლო ხელისუფლება
2. სასამართლო ხელისუფლება
3. აღმასრულებელი ხელისუფლება
3.1. მთავრობა და პარლამენტი (პოლიტიკური მართვა)
3.2. საჯარო მმართველობა
„სახელმწიფოს საქმიანობა თავისი მიზნების განსახორციელებლად, რაც არც კანონშემოქმედებაა და არც
მართლმსაჯულება (ოტო მაიერი)“, და არც მთავრობასა და შეიარაღებულ ძალებს მიეკუთვნება.
ლეგალური დეფინიცია არ არსებობს.

საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობის და საქმიანობის სამართლებრივი ფორმები:


1. საჯარო-სამართლებრივი ორგანიზაციული ფორმით მოწყობილი ადმ.ორგანო მოქმედებს საჯარო-
სამართლებრივი საქმიანობის ფორმის გამოყენებით (სამინისტრო ნიშნავს პენსიას, მერია გასცემს
მშენებლობის ნებართვას)
2. საჯარო-სამართლებრივი ორგანიზაციული ფორმით მოწყობილი ადმ.ორგანო მოქმედებს კერძო სამართლის
ფორმით (სამინისტრო იძენს საკანცელარიო ნივთებს, სახელმწიფო აწვდის მოსახლეობას კომუნალურ
მომსახურებას)
3. კერძო-სამართლებრივი ფორმით მოწყობილი საჯარო მმართველობა მოქმედებს კერძო-სამართლებრივი
ფორმის გამოყენებით (მერია ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად იყენებს ორივეს ერთდროულად)
4. კერძო-სამართლებრივი ფორმით მოწყობილი საჯარო მმართველობა მოქმედებს საჯარო-სამართლებრივი
ფორმით (კანონის საფუძველზე ხდება უფლებამოსილიებით აღჭურვა, მაგალითად ავტომობილის საჯარიმო
სადგომზე გადაყვანა, ტექნიკური დათვალიერების კომპანიები. )
ანა ჭაია
a.chaia@freeuni.edu.ge
ადმინისტრაციული სამართალი
ადმინისტრაციული სამართლის დაყოფა: (1) ზოგადი ნაწილი; (2) კერძო ნაწილი (სამოხელეო სამართალი,
საპოლიციო სამართალი, გარემოსადცვითი სამართალი, განათლების სამართალი, სალიცენზიო და სანებართვო
სამართალი)

კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და


დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან
ადმინისტრაციულ ორგანოებად.

კოდექსის მოქმედება (გარდა ინფორმაციის თავისუფლების თავისა),, არ ვრცელდება შემდეგი სახელმწიფო


ორგანოების საქმიანობაზე (თუმცა ვრცელდება იმ საქმიანობაზე რაც დაკავშირებულია ადმინისტრაციული
ფუნქციის განხორციელებასთან): ა) საქართველოს პარლამენტი; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები; ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს
მთავრობის სათათბირო ორგანოები; გ) საქართველოს სახალხო დამცველი; დ) საქართველოს სასამართლო
ხელისუფლების ორგანოები; ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; ვ) სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური; ზ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო
დაწესებულებები.

კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც


დაკავშირებულია: ა) დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის
სამართლის საქმის წარმოებასთან; ბ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან; გ) სასამართლოს მიერ გამოტანილი
და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან; გ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებასთან; დ) სამხედრო საკითხებზე
გადაწყვეტილების მიღებასთან, აგრეთვე სამხედრო დისციპლინის საკითხებთან, თუ ეს არ ეხება პირის
საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებს; ე) საქართველოს პრეზიდენტის მიერ
პირთა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობებიდან
გათავისუფლების უფლებამოსილებებთან, და ა.შ. ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების
შესრულებასა და საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან.
ანა ჭაია
a.chaia@freeuni.edu.ge
ადმინისტრაციული ორგანო / საჯარო სამართლის იურიდიული პირი

ადმინისტრაციული ორგანო: ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან


დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა),
აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო
სამართლებრივ უფლებამოსილებებს

მნიშვნელობა არ აქვს ხელისუფლების რომელი შტოს სტრუქტურული ერთეულია ესა თუ ის ორგანო, არამედ
მნიშვნელოვანია რა ფუნქციის განხორციელება ხდება. საჯარო უფლებამოსილების განხორციელება გულისხმობს
საქმიანობას რომელიც არ არის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელება, პოლიტიკური
გადაწყვეტილებები, საეკლესიო საქმიანობა, კანონშემოქმედება და მართლმსაჯულება.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი: შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის
საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და
სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს
კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო,
კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი
ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული
ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ,
საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

ანა ჭაია
a.chaia@freeuni.edu.ge
საჯარო და კერძო სამართლის დაყოფა
1. ინტერესთა თეორია - ინტერესი, რომლის დაცვასაც ემსახურება ნორმა. სამართლის ნორმები ხშირად ორივე
ინტერესის დაცვას ემსახურება;
2. სუბორდინაციის თეორია - მონაწილე სუბიექტებს შორის არსებული ურთიერთობის ბუნება,
„ურთიერთდაქვემდებარებულობა“ მოწმდება. ადმინისტრაციულ სამართალშიც გვაქვს თანასწორუფლებიანი
ურთიერთობა (ხელშეკრულება). სამოქალაქო სამართალშიც გვხვდება ურთიერთდაქვემდებარებულობა
(მშობელი და შვილი);
3. სპეციალური სამართლის თეორია - საჯარო მმართველობის სპეციალური სამართალი, დგინდება დავა
რომელი ნორმების საფუძველზე უნდა გადაწყდეს და ამ გზით დგინდება ნორმა საჯარო სამართლებრივია თუ
არა.
ნორმა საჯარო-სამართლებრივია თუ მიმართულია საჯარო ხელისუფლების მატარებელი სუბიექტისკენ
კერძო სამართლის ნორმა ყველას უფლებასა და მოვალეობას განსაზღვრავს
მმართველობითი საქმიანობა (საჯარო სამართლებრივი ფუნქცია) -> შებოჭილია თუ არა საჯარო სამართლებრივი
ნორმებით.

ანა ჭაია
a.chaia@freeuni.edu.ge
ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები
კანონიერების პრინციპი / კანონიერი დათქმის პრინციპი
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 5.1. „ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის
მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.“
• არცერთი ღონისძიება კანონის საწინააღმდეგოდ, კანონის უზენაესობის პრინციპის ეს ასახვა უკრძალავს
ადმინისტრაციულ ორგანოს კანონისგან გადახვევას.
• კანონიერების პრინციპი, რომელიც კანონიერი დათქმის პრინციპის გვერდით დგას, რაც გულისხმობს, რომ
საჯარო მმართველობა კანონსა და სამართალს ექვემდებარება და, ასევე, კანონი ვარაუდობს კანონის
საფუძველზე სავალდებულობასა და უფლებამოსილების განხორციელებას.
• სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა, რომ მოქალაქესა და სახელმწიფოს
შორის სამართლებრივი ურთიერთობა კანონმდებლობის შესაბამისად იქნეს მოწესრიგებული.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 5-2 „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით
მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის
მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული
უფლებამოსილების საფუძველზე.“
• არცერთი ღონისძიება კანონის გარეშე
• საჯარო ხელისუფლების ჩარევა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად პროგნოზირებადი. კანონმდებელმა უნდა
მოახდინოს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შინაარსობრივი ნორმირება და იგი არ უნდა იყოს
ზოგადი პრინციპებით შემოფარგლული.
ანა ჭაია
a.chaia@freeuni.edu.ge
კანონიერი ნდობის პრინციპი
გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. კანონიერი ნდობის პრინციპის ცნების დეფინიცია არ არის
მოცემული ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში. ნდობაში მოაზრებული უნდა იქნეს მყარი რწმენა იმისა, რომ
განხორციელდება რაიმე სახის ქმედება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლი


კანონიერი ნდობის საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება (წერილობითი დოკუმენტი), რომ აღნიშნული
ქმედება განხორციელდება. ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ კანონიერი ნდობა არ შეიძლება არსებობდეს, თუ:
ა) მას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება;
ბ) შესაბამისი ნორმატიული აქტის შეცვლის გამო პირი ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს;
გ) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება დაპირების შემდეგ რაღაცა პირობა, რაც წამოაუყენეს
უნდა დააკმაყოფილოს ორგანომ, რომ შეძლოს დავა
უფლების არ მინიჭების შემთხვევაში.
მხოლოდ ის ფაქტი რომ მოქმედება კანონს ეფუძნება არ არის საკმარისი, მოქმედება არ უნდა იწვევდეს კანონიერი ნდობის
„გაცრუებას“.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 60 პრიმა, ნაწილი 4 და ნაწილი 5


„დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ
დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა,
როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის
კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.“
„დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის
უკანონო ქმედება.“
ანა ჭაია
a.chaia@freeuni.edu.ge
დისკრეციული უფლებამოსილების პრინციპი

ზოგადი ადმინსიტრაციული კოდექსი, მუხლი 2-1-“ლ“, დისკრეციული უფლებამოსილება – უფლებამოსილება,


რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო
ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს
ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
მმართველობის ორგანოების საქმიანობა უნდა განხორციელდეს თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე.
აღნიშნული გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები მოქმედებენ საჯარო და კერძო ინტერესების
პროპორციულად.
როდესაც საუბარია დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, აღნიშნული უფლებამოსილების დადგენა ხდება
საკანონმდებლო აქტში შესაბამისი ტერმინების მოხსენიებით, როგორიცაა „შეუძლია“, „უფლება აქვს“ ან
„უფლებამოსილია“

ანა ჭაია
a.chaia@freeuni.edu.ge
თანაზომიერების პრინციპი

თითოეული შემზღუდველი ხასიათის ღონისძიება უნდა იყოს თანაზომიერი.


კრძალავს მმართველობითი ღონისძიების ადრესატის შეუსაბამო შეზღუდვას.

მოწმდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის


არსებული დამოკიდებულება:

1. მიზნის დადგენა
2. შესაფერისობის დადგენა
3. აუცულებლობის დადგენა
4. პროპორციულობის დადგენა

ანა ჭაია
a.chaia@freeuni.edu.ge
კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი

ზოგადად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დამახასიათებელია


სუბორდინაციულობა, თუმცა თანასწორობის პრინციპი უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს
თვითნებობის შეზღუდვას და ადგენს რომ არსებითად იდენტური საქმის გარემოებები თვითნებურად
არათანაბრად არ უნდა შეფასდეს და პირიქით, არათანაბარი საქმის გარემოებებისს თანაბარი შეფასება უნდა
შეიზღუდოს.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 11. თანასწორობის უფლება
„ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია“
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 4 კანონის წინაშე თანასწორობა
• ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე.
• დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი
უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის
შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან
რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება.
• საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული
გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

ანა ჭაია
a.chaia@freeuni.edu.ge
მიუკერძოებლობის პრინციპი

გადაწყვეტილების ადრესატს უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი
უფლებამოსილება მიუკერძოებლად განახორციელა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მუხლი 8


1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი უფლებამოსილება განახორციელოს მიუკერძოებლად.
2. ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს
პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მუხლი 92


ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის
პირი, რომელიც: ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში; ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული
მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;
დ) იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; ე) შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე
დაინტერესებულ მხარესთან; ვ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ
საწარმოში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს; ზ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან
მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია.
ადმინისტრაციული კოდექსის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე,
მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა,
მათი მეუღლეები და შვილები.

ანა ჭაია
a.chaia@freeuni.edu.ge
საქვეყნოობის პრინციპი / საიდუმლოების პრინციპი

დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაეცნონ ადმინისტრაციული წარმოების მასალებს. ნებისმიერ


პირს აქვს უფლება გაეცნოს საჯარო ინფორმაციას. საპირისპიროდ, საიდუმლოების პრინციპი ადგენს, რომ
ადმინისტრაციული წარმოების დროს მიღებული ან შექმნილი საიდუმლო ინფორმაცია არ გამჟღავნდეს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მუხლი 28


• საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით
სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის
მიკუთვნებული ინფორმაციისა.
თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება მაინც საჯაროდ ცხადდება.

ანა ჭაია
a.chaia@freeuni.edu.ge
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
• ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი
მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს;
• ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი,
რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და
მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული
საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს
სამართლებრივი შედეგები.

ანა ჭაია
a.chaia@freeuni.edu.ge
1.უფლებამოსილი
ადმინისტრაციული
ორგანო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
2.კანონმდებლო აქტის
საფუძველზე
3.ქცევის ზოგადი წესი
თითოეულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:
ა) ნორმატიული აქტის სახე;
ბ) ნორმატიული აქტის სათაური;
გ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუ ნორმატიულ აქტში შეტანილია
ცვლილება ან დამატება, მათი შეტანის თარიღიც);
დ) ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ განსაზღვრული ვადითაა
მიღებული);
ე) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა;
ვ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, ხოლო
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ – აგრეთვე სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე გამოსახული
უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა
(თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე – საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და შესაბამისი
თვითმმართველი ერთეულის გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ანა ჭაია
a.chaia@freeuni.edu.ge
დამოკიდებულია განსახღვრადია თუ არა პირთა წრე
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს:
ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს;
ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს;
გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს;
დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;
ე) გამოცემის დროსა და ადგილს;
ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ
სარეგისტრაციო ნომერს.

წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა


მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ


აქტზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი. ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე საკუთარი გერბის
არსებობის შემთხვევაში გამოისახება საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი (მაყურებლიდან მარცხენა
მხარის ზედა კუთხეში) და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გერბი (მაყურებლიდან მარჯვენა მხარის
ზედა კუთხეში), ხოლო საკუთარი გერბის არარსებობის შემთხვევაში – მხოლოდ საქართველოს მცირე
სახელმწიფო გერბი (ცენტრში).

ანა ჭაია
a.chaia@freeuni.edu.ge
რეალაქტი / ადმინისტრაციული ხელშეკრულება

რეალაქტი
მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ, არამედ
ფაქტობრივი შედეგის დადგომისკენ (მაგალითად საჯარო გაფრთხილება)

ადმინისტრაციული ხელშეკრულების გამიჯვნა კერძო სამართლებრივი ხელშეკრულებისგან


• ინტერესთა თეორია - საჯარო სამართლებრივია ის ურთიერთობა, რომელიც თავისი შინაარსისა და
სამართლებრივი წყაროებიდან გამომდინარე უფრო საჯარო ინტერესისკენაა მიმართული.
• სუბორდინაციის თეორია - საჯარო სამართალს მიეკუთვნება ურთიერთობა თუ მისი წარმმართველი არის
საჯარო ხელისუფლების მატარებელი, სახელმწიფო ორგანო.
• სუბიექტების თეორია- ადმ. სამართლებრივია ურთიერთობა, თუ მასში სახელმწიფო ორგანო მონაწილეობს.
• ნორმის ფიქციის თეორია - საჯარო სამართლებრივია ხელშეკრულება თუ მას საფუძვლად უდევს საჯარო
სამართლებრივი ნორმა.

გამიჯვნა ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტისგან: ცალმხრივი და ორმხრივი (მრავალმხრივი) ნება.

ანა ჭაია
a.chaia@freeuni.edu.ge
ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა და ზიანის ანაზღაურება
(1) საჯარო მოხელეთა პასუხისმგებლობა; (2) სახელმწიფოს პასუხისმგებლობა; (3) სოლიდარული პასუხისმგებლობა
საქართველოში აღიარებულია პრინციპი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანოებისა და მოსამსახურეების
ქმედებებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.
ამ პრინციპს საფუძვლად უდევს:
კონსტიტუცია, მუხლი 18.4 „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო
წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი
თვითმმართველობის სახსრებიდან.“
ადმინისტრაციული კოდექსი 208
1. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო
მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა)
მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა საჯარო
მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის
პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.
3. თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული
ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი.
სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1005.1. „თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში
გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო
(მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს
მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო
მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.“
ანა ჭაია
a.chaia@freeuni.edu.ge
ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა და ზიანის ანაზღაურება

• სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს


• დაირღვა სამსახურეობრივი მოვალეობა სხვა პირის მიმართ
• ბრალეული ქმედება
სამოქალაქო კოდექსში მითითებული „უხეში გაუფრთხილებლობა“ ტექნიკური შეცდომაა. და 1005 მუხლი
უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად: სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში
გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო
(მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს
მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო
მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. შესაბამისად
განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა მხოლოდ სოლიდარული პასუხისმგებლობის ნაწილში იქნება
აქტუალური. თუმცა დავაში მხარე ყოველთვის სახელმწიფოა და არა უშუალოდ ზიანის მიმყენებელი პირი.
ხოლო განზრახი და უხეში გაუფრთხილებლობის დადგენით სახელმწიფოს ეძლევა საშუალება რეგრესის წესის
მოითხოვოს ზიანის მიმყენებელი პირისგან ზარალი.
• ზიანი წარმოიშვა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან
უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი.

ანა ჭაია
a.chaia@freeuni.edu.ge
მადლობა ყურადღებისთვის ☺

You might also like