ბოდენის სუვერენიტეტი (რეკომენდირებული ტექსტი)

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 21

სტივენ ჰოლმსი

ვნებები და შეზღუდვა: ლიბერალური დემოკრატიის თეორიის


შესახებ

(1995 წ. ჩიკაგოს უნივერსიტეტის გამომცემლობა)

თავი მეოთხე: სუვერენიტეტის კონსტიტუცია ჟან ბოდენთან

ბოდენის პრობლემა
სუვერენიტეტი, არის „უმაღლესი, აბსოლუტური და მუდმივი ძალაუფლება
სახელმწიფოს მოქალაქეებსა და ქვეშერმდომებზე.“ საკმაოდ მარტივად, სუვერენიტეტი არის
„მბრძანებლობის უმაღლესი ძალაუფლება.“ (I, 8,84). ეს აღმატება, როგორც ბოდენი ამატებს,
არა ფარდობითი, არამედ აბსოლუტურია: „ სუვერენისთვის აუცილებელია არავითარი გზით
სხვის ბრძანებას არ ემორჩილებოდეს.“ (I, 8,91) ხელისუფლების სასტიკი კონცენტრაცია
მართლდება როგორც რელიგიური სამოქალაქო ომის ერთადერთი ალტერნატივა.
მოქალაქეთა მიერ ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტა, ბოდენისთვის summum malum, ანუ ის
უდიდესი ბოროტება იყო, რომელიც ყველაფრის ფასად უნდა აერიდებინათ.
კერპთაყვანისმცემლურ ფრაზაში, ბოდენი „სამოქალაქო ომს“ განმარტავს, როგორც
„ერთადერთ მდგომარეობას, რომელსაც სხვა მხრივ უკვადავი იმპერიებისა და
სახელმწიფოების მოწამვლა და მოკვდავად გადაქცევა შეუძლია“ (V, 5, 602). მხოლოდ
აბსოლუტურ სუვერენს შეეძლო ძმათამკვლელი ომის დასრულება, რომელიც საფრანგეთს
1560-იანი წლებიდან ანადგურებდა.

ხელისუფლებაზე მისმა გამონაქთვამებმა, ბოდენს ცენტრალიზაციის გამტარებელი


მონარქების თვითგამოცხადებული საჯარო წარმომადგენლის სახელი მოუტანა; იმ
მონარქებისა, რომლებმაც შუა საუკუნეებიდან გადმოყოლილი წარმომადგენლობითი
ორგანოები „მიაძინეს“, უნივერსალურ მონარქიაზე პაპის პრეტენზიები უარყვეს, და უცბად
საკუთარ ხელში თავი მოუყარეს შუა საუკუნეობრივი პოლიტიკური ძალაუფლების
მიმობნეულ ნაწილებს. აბსოლუტური სუვერენები, როგორც მათ ბოდენი აღწერდა, შიგნით
უზენაესნი, ხოლო გარეთ დამოუკიდებელნი იყვნენ. ეს ნიშნები, ერთი მედლის ორი მხარე
იყვნენ, რამდენადაც მეფეს ტიპურ შემთხვევაში, თავისი ძალაუფლება უნდა დაემყარებინა
დაუმორჩილებელ პოლიტიკურ ძალებზე, როგორიცაა მაგალითად კათოლიკური ლიგა,
რომლებიც ერთდროულად ლოკალისტურიც და ინტერნაციონალისტურნიც იყვნენ.

1
როდესაც ბოდენი ამტკიცებს, რომ „სუვერენიტეტის ნიშნები განუყოფელია“, ის არ
აყენებს მხოლოდ კონცეპტუალურ მოსაზრებას, რომ სუვერენიტეტი მისი განსაზღვრების
მიხედვით ვეღარ იქნება სუვერენიტეტი თუ გაიყოფა. ბოდენი ავითარებს მიზეზ-
შედეგობრივ განზოგადებას, გაყოფილი პოლიტიკური ინსტიტუტების არსებობის
შესაძლებლობის შესახებ. მაგალითად, ბოდენის მიხედვით:„როდესაც სუვერენული
უფლებამოსილებანი, მეფესა და ქვეშერმდომებს შორის არის გაყოფილი, ამ მდგომარეობაში,
პირველობისთვის კვლავ დაუსრულებელი არეულობა და კამათია, მანამ სანამ, ერთი,
რამდენიმე ან ყველა მათგანი არ მიიღებს სრულ სუვერენიტეტს.“ (II, I, 194) ან, ისევ ბოდენს
რომ მოვუსმინოთ: „ის სახელმწიფოები, სადაც საკანონმდებლო ხელისუფლება გაყოფილია
„სამოქალაქო ომებისგან მოსვენებას ვერ ჰპოვებენ, მანამ სანამ, კვალვ სამიდან ერთ
მმართველობის ფორმას არ დაუბრუნდებიან და დემოკრატიად, არისტოკრატიად ან
მონარქიად არ ჩამოყალიბდებიან“ (II, I, 195). გაყოფილი სუვერენიტეტი კონცეპტუალურად
შეუძლებელი არაა, მაგრამ როცა ეპიზოდურად ხდება მისი გაყოფა, ყოველთვის
რადიკალურად არასტაბილურია.1

ბოდენს ეს არგუმენტი თავის ლოგიკურ დასკვნამდე მიყავს და ამით ძირს უთხრის


თავისავე მტკიცებას, რომ სუვერენული ძალაუფლება შეიძლება სტაბილურად დაეყრდნოს
ერთ ან რამდენიმე ადამიანს, ან მოქალაქეთა უმრავლესობას. ფაქტობრივად, ის დასკვნის
სახით მიდის იმის მტკიცებამდე, რომ მხოლოდ მონარქი შეიძლება იყოს ეფექტური
სუვერენი: „სახელმწიფოს მთავარი აზრი, რომელიც არის სუვერენული უფელბამოსილება,
მონარქიის გარდა არსად შეიძლება არსებობდეს, რამდენადაც სახელმწიფოში, არავინ
შეიძლება იყოს სუვერენი ერთის გარდა” (VI, 4,715). ბოდენის ფუნდამენტური არგუმენტი, აქ
და მთელს წიგნში, არის ის, რომ ძლიერ მეფეს ყველაზე კარგად შეუძლია ღალატის,
განხეთქილების და სამოქალაქო ომის აღკვეთა, რომლებიც სახელმწიფოს მუდმივ საფთხეს
უქმნიან და რომლებიც განსაკუთრებით საშიში გახდნენ საფრანგეთისთვის, კათოლიკეებსა
და ჰუგენოტებს შორის დაპირისპირების დროს. არგუმენტის ამ ზოგადი ხაზის გამო,
ბოდენის რესპუბლიკა ჩვეულებრივ და სამართლიანადაც მიიჩნევა აბსოლუტიზმის
პოლიტიკური პროგრამის ადრეულ განაცხადად.

ნაწილობრივი სიზუსტის მიუხედავად, ეს ინტერპრეტაცია არასრულია. ერთი რამით,


ბოდენი როგორც ტრადიციონალისტად, ისე ინოვატორად წარმოჩინდება. რადიკალურად
ცენტრალიზებული სუვრენიტეტის დაცვასთან ერთად, ბოდენი ასევე აფასებს, ან სჩანს რომ
აფასებს, ძველ, „გენერალურ შტატებთან“ დაკავშირებულ ინსტიტუტებს. მართალია, რომ
მისი რეპუტაციის შესაბამისად, ბოდენი მრავალჯერ უსვამს ხაზს, რომ სუვერენიტეტი
თანხმობას არ ეფუძნება: „ სუვერენული აღმატებულობის და აბსოლუტური ძალაუფლების
პრინციპულ აზრი, მდგომარეობს ქვეშერმდომთათვის მათი თანხმობის გარეშე ზოგადი

1
აღიარებს რა ამ გადაწყვეტის ტავტალოგიურობას, „გაყოფილი სუვერენიტეტი“ ლოგიკურ
წინააღმდეგობად ცხადდება და ზოგჯერ მინიშნებულია, როგორც ბოდენის შენიშვნაში, რომ
„შერეული სახელმწიფო“ არასდროს არსებობდა. (II,I,194)

2
კანონების დადგენაში“(I, 8, 98).2 რამდენადაც, თანხმობა შეიძლება კაპრიზულად და
წინასწარგანუჭვრეტელად უკან იქნას წაღებული მეფის ქვეშერმდომების და დიდებულების
მიერ, ის პოლიტიკური ხელისუფლების მერყევი საფუძველია. უფრო მეტიც, თუ
ქვეშერმდომებს სხვადასხვა მიზნები ამოძრავებთ, მაშინ თანხმობაზე დაფუძნებული
ხელისუფლება პარალიზებული გახდება და საკუთარ თავს შეეწინააღმდეგება. შესაბამისად
ყველა ეფექტური სუვერენი, დამოუკიდებელი, გავლენის ქვეშ არმყოფი და არავისადმი
მორჩილი მბრძანებელი უნდა იყოს.

ბოდენი ზოგჯერ მაინც ასე ამტკიცებს. სხვა დროს ის ყურადღებას ამახვილებს „ხელი
ხელს ბანს“ პრინციპზე, რომლის მიხედვითაც, ჰობსის ენა რომ გამოვიყენოთ, ქვეშერმდომები
ნებაყოფილებით შედიან მორჩილებაში, მათი უსაფთხოების დაცვის სანაცვლოდ (I, 7, 60).
შესაბამის ადგილებში, ბოდენი ბუნდოვანების გარეშე წერს, რომ მეფის მოვალეობანი ისევე
სავადებულოა, როგორც ქვეშერმდომებისა:„როგორც ქვეშერმდომს აქვს თავისი
ბატონისადმი სრულად დახმარების და მორჩილების ვალდებულება, ასევე ხელმწიფე
მოვალეა, თავის ქვეშერმდომებს სამართლიანად მოეპყრას, დაიფაროს და დაიცვას. ამრიგად,
ქვეშერმდომები იმაზე მეტად არ არიან ვალდებულნი დაემორჩილონ მეფეს, ვიდრე ეს
უკანსაკნელი არის მოვალე მათ სამართლიანად მოეპყრას“(IV, 6, 500). შესაბამისად, მეფესაც
გააჩნია შეუვალი ვალდებულებები; იმისდა მიუხედავად, რომ მეფე სამართლებრივად
პასუხს არ აგებს, ის მაინც ვალდებულებების ქვეშაა. რას გულისხმობს აქ ბოდენი? როგორ
შეიძლება უბატონო მბრძანებელი, მაინც პოლიტიკური ვალდებულების ქვეშ იყოს ? როგორ
უნდა მოგვარდეს ეს აშკარა შეუსაბამობა ?

როგორც ვნახავთ, ეს წინააღმდეგობა მნიშვნელოვანწილად შეესატყვისება ბოდენის


მიერ რელიგიური შემწყნარებლობის გამართლებას. კიდევ ერთი შემთხვევა რომ
მოვიყვანოთ: ბოდენი აღიარებს, რომ სუვერენი ერთდროულად სამართალზე მაღლა დგას და
სამართალს ემორჩილება, რომ „მეფე თავისუფლდება სამართლის სავალდებულო ძალისგან“
და „დედამიწაზე ყველა მეფე ღვთიურ, ბუნებით და ხალხთა სამართალს ემორჩილება“(I, 8,
90-91). აქ სჩანს, რომ ბოდენი ადამიანურ და ბუნებით სამართალს სხვადასხვა ადგილას ერთი
მნიშვნელობით იყენებს, მაგრამ ენობრივი წინააღმდეგობა, ასე ადვილად არ უნდა უარვყოთ.
მართლაც, ბოდენის პოზიციის დრამატულობა ზუსტად ამაშია, ამ ორ, საკმაოდ შეუთავსებელ
მტკიცებებს შორის მუდმივ გადანაცვლებაში.

სუვერენი სამართალზე მაღლა დგას, რამდენადაც ის თავად ქმნის სამართალს.


მართლაც, ბოდენთან „სამართალი სხვა არაფერია თუ სუვერენის ბრძანება გამოცემული მისი
სუვერენული ძალუფლების შესაბამისად“ (I,8,108). ამრიგად, სამართლის ბრძანებითი
თეორია ბოდენის სუვერენიტეტის ცნების საძირკველშია: “ყველა სხვა სუვერნული უფლება
და სუვერენიტეტის ნიშანი შეადგენს იმავე სუვერენული ძალაუფლების ნაწილს, რომლის
მიხედვითაც სამართლის გამოცემა და გაუქმება შეუძლია. ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ რომ

2
იქვე, I, 10, 159-60

3
[საკანონმდებლო ხელისუფლება] სუვერენული ძალაუფლების ერთადერთი ნიშანია,
იმდენად რამდენადაც, ყველა სხვა სუვერენული უფლება მისგან, სახელდობრ, ყველა
ქვეშემრდომისთვის სამართლის დაწესების და ამ უკანასკნელთაგან იგივეს შეუძლებლობის
უფლებამოსილებისგან გამომდინარეობს“(I,10,161-62). ყველაზე შემძვრელი, არის ბოდენის
რადიკალური მტკიცება, რომ სამართლის სავალდებული ძალა მისი წყაროდან და არა მისი
შინაარსიდან გამომდინარეობს. მაშინაც კი, როდესაც სამართალი გონივრულია, ის
სავალდებულოა მხოლოდ იმიტომ, რომ შესაბამისი ხელისუფალის მიერ არის გამოცემული:
„სუვერენი მეფის კანონები, თუმცა კარგ და სიცოცხლისუნარიან გონივრულ საფუძვლებს
ემყარება, არაფერზე არაა დამოკიდებული გარდა სუვერენის გულწრფელი კეთილი
ნებისა“(I,8,92) ეს წმინდა ვოლუნტარიზმია - voluntas non veritas facit legem (ნება და არა
რწმენა ქმნის სამართალს), დოქტრინა, რომელიც ღიად არის შექმნილი მოქიშპე ჯგუფებად
გახლეჩილი საზოგადოებისთვის, სადაც იმის შესახებაც, თუ რას მოითხოვს „გონება“,
შეურიგებელი დავაა. ნებისმიერი კანონის „სამართლიანობა“ სადავოა, განსაკუთრებით მაშინ,
როდესაც მოქალაქეებს ურთიერთსაწინააღმდეგო რელიგიური რწმენა აქვთ. მეორეს მხრივ,
თვით შეურიგებლად მტრული ჯგუფებიც (მორალური სკეპტიკოსების ჩათვლით), შეიძლება
შეთანხმდნენ, რომ კანონი ოფიციალურად იქნა მიღებული დე-ფაქტო სუვერენის მიერ.
ამრიგად, ზოგჯერ ამტკიცებენ, რომ სამართლებრივი პოზიტივზმი, პირველად წარმოიშვა
როგორც სტრატეგია, რელიგიური ომების ქარცეცხლში სახელმწიფოს ხომალდის
გადასარჩენად.3 ეს დანამდვილებით შეიძლება ითქვას ბოდენის მცდელობაზე,

3
აღზრდითა და ტემპერამენტით ტრადიციონალისტს, ბოდენს მეფის უმაღლეს ძალაუფლებაზე
მოჰყავს არგუმენტი ანალოგიით: სამყარო როგორც მთლიანობა ყოფიერების დიდი ჯაჭვით,
იერარქიულადაა მოწყობილი; სადაც არ უნდა შევხედოთ, „სამეფო“ ხელისუფლებას ვიღებთ.ბუნება
გვაძლევს არქეტიპს, რომელიც საზოგადოებამ უნდა გაიმეოროს. პირველ რიგში, ოჯახს, „რომელიც
სხვა არაფერია თუ სახელმწიფოს ჭეშმარიტი ხატება“, მხოლოდ ერთი მამა ყავს. უფრო მეტიც,
„ბუნების ყველა კანონს მონარქიისკენ მივყავართ; ადამიანის სხეულს თუ შვხედავთ, ყველა ადამიანს
ერთი თავი აქვს, რომლისგანაც იმართება ნება, მოძრაობა და გრძნობა, ან თუ შევხედავთ ამ დიდებულ
სამყაროს რომელსაც მხოლოდ ერთი სუვერენი- ღმერთი ყავს, ან ზეცას თუ მივაპყრობთ თვალებს
მხოლოდ ერთ მზეს დავინახავთ; თუნდაც სოციალურ ქმნილებებს რომ შევხედოთ მათ არ შეუძლიათ
მრავალი მეფისა და ბატონის მიღება, რაც არ უნდა კარგები იყვნენ ისინი. (VI,4,718). ამრიგად
გარკვეულწილად ბოდენის პოლიტიკური თეორია გამომდინარეობს კოსმიური იერარქიისა და
სატაბილურობის შესახებ მისი მეტაფიზიკური შეხედულებებიდან. C.R. Baxter, “Jean Bodin’s Daemon
and his conversion to Judaism” in Verhandlungen der internationalen Bodin Tagung in Munchen, ed. Horst
Denzer, (Munich: Beck,1973),pp 1-21. მეორეს მხრივ ბოდენის მყისიერი მიზანი აბსოლუტიზმის
გაზიარებისა იყო არამორწმუნეობრივი დაფასება ღვთის ქმნილებისა, არამედ საფრანგეთის
რელიგიური სამოქალაქო ომების ქაოსი. მას უფრო მეტად აღელვებდა ძალადობრივი უწესრიგობის
არიდება ვიდრე ღვთიური სრულყოფილების მიღწევა. ბოდენის მტრობა კერძო არმიებისა და კერძო
მართლმსაჯულების შესახებ პირადმა გამოცდილებამ კიდევ უფრო გაამძაფრა: წმინდა ბართლომეს
ღამის ხოცვა-ჟლეტის დროს ბოდენი პარიზში იყო. ის ამბობს რომ „საცოდავი ანარქია“ „ყველა
სახელმწიფოს შავი ჭირია.“ (VI,4,717). მართალია, რომ სამოქალაქო ომი არც ესთეტიკურად იყო
სასიამოვნო, ანუ Stufenkosmos -ის მშვენიერებებს არ შეესაბამებოდა. მაგრამ, ბოდენის წინადადებები
მის თავიდან არიდებაზე, უფრო პრაგმატული, ამქვეყნიური, შემოქმედებითი და ყოველდღიური
მოვლენების შესაბამისი იყო, ვიდრე ეს მის მოძველებულ მეტაფიზიკაზე გადაჭარბბულმა
ყურადღების გამახვილებამ შეიძლება გვითხრას. ზოგმა შეიძლება ისიც თქვას, რომ ბოდენი

4
ლეგიტიმურობა ადვილად დასადგენ წყაროსთან დააკავშიროს და არა სამართლის
უსასრულოდ სადავო შინაარსთან.

სუვერენული ხელისუფლების ფარგლები

სუვერენიტეტი მკაცრად უპირობოა. ხელისუფლება აწესებს სამართალს და არა


სამართალი მართავს ხელისუფლებას. მეფე აბსოლუტია(absolutus),სამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან სრულად თავისუფალი. ის არ იზღუდება ჩვეულებით, თავისი
ქვეშერმდომების თანხმობით, ან თუნდაც თავისი საკუთარი კანონებით. ეს მტკიცებანი
რადიკალური და შემძვრელია, როგორც ეს ბოდენს სურდა რომ ყოფილიყო, მაგრამ ისინი
ასევე ნაწილობრივია. რესპუბლიკის მთელს წიგნში, ყველა ასეთი მტკიცება
გაწონასწორებულია საწინააღმდეგო მტკიცებით. სუვერენიტეტი პირობითია, შეზღუდული,
პასუხისმგებელი და გასაოცრად არათავისუფალი. ბოდენის შეუზღუდავი სუვერენი
მრავალმხრივ არის შეზღუდული.

პირველ რიგში, როგორც უკვე ვახსენეთ, სუვერენი ღვთიური და ბუნებითი


სამართლითაა შეზღუდული. ბოდენი ხაზგასმით უარყოფს, რომ „სუვერენი მეფეების
კანონები ცვლიან ღვთიურ ან ბუნებით კანონებს.“ მართლაც, ბოდენი კიცხავს
სახელმწიფოებს, რომლებიც ამკვიდრებენ სუვერენის სამართლებრივად უპირობო სტატუსს.
„ისინი, ვინც ამბობენ რომ მეფენი არ არიან პასუხისმგებელნი ღვთიური და ბუნებითი
კანონების და საკუთარი ჩვეულებების და სამართლიანი ხელშეკრულებების წინაშე,
ღმერთისა და ბუნების წინაშეც დიდ ბოროტებას სჩადიან“(I,8,104). მართალია, რომ ბოდენი
ღვთიური და ბუნებითი სამართლის მმართველ სუვერენზე აღსასრულებლად, არც ერთ
ამქვეყნიურ ორგანოს არ ნიშნავს, მაგრამ ის, სუვერენი მეფეების უზენაესს სამართალზე

ერთმანეთს უკავშირებს კლასიკურ არგუმენტს, რომ პოლიტიკამ სარკესავით უნდა აირეკლოს


ბუნებითი წესრიგი, საკმაოდ განსხვავებულ მტკიცებასთან, რომ პოლიტიკამ ბუნებითი არეულობა და
დააშოშმინოს. ბუნება მოიცავს ცოდვასაც, ანუ ადამიანის დაბადებით დაუმორჩილებელ ბუნებას
(I,5,35). ადამიანის ბუნება მთელი თავისი საცოდაობით, პრიმიტიულ საზოგადოებებში ვლინდება:
„პირველი ადამიანები ყველაზე მიდრეკილნი იყვნენ მკვლელობის, ქურდობისა და
გაუპატიურებისკენ, არაფერს თვლიდნენ ღირსებად და არაფერი სიამოვნებდათ ძარცვაზე,
მკველელობაზე და სუსტის დამონებასა და ჩაგვრაზე მეტად.“ (III,7,362) სოციალური განვითარების
ყველა ეტაპზე, ადამიანები გარე კონტროლით უნდა მოითოკონ. მათი სპონტანური სურვილები,
მაგალითად სურვილი ტკივილის მიყენებისა, პატივისცემას არ იმსახურებს. ადამიანის ცხოველური
და უწესრიგო ბუნება ზოგ სიტუაციაში უფრო კარგად ვლინდება. რელიგიური კონფლიქტი ასეთი
პირველყოფილი სისასტიკის ამოფრქვევის განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ამ სამუდამო
საფრთხის თანამედროვე ვერსიას რომ გაუმკლავდეს, ძლიერმა მმართველმა სამეფოს შიგნით, ძალის
ლეგიტიმურ გამოყენებაზე სრული და მონოპოლიური კონტროლი უნდა მოიპოვოს. საბოლოოდ,
ბოდენი ხელისუფლებას სრულად სეკულარად ამართლებს, როგორც უწესრიგობიდან წესრიგის
შექმნას და არა როგორც ცოდვისთვის დასჯას. ფაქციურ ომში საფრანგეთის განადგურებისგან
გადასარჩენად, სუვერენიტეტი უნდა მიეცეს მონარქს, რომლის ძალაუფლებაც ფორმალურად
უსაზღვრო და ფაქტობრივად შეზღუდულია.

5
სრულ დაქვემდებარებას იმდენად მკაცრად უსვამს ხაზს, რომ შეუძლებელია ეს მარგინალურ
და მეორად მოსაზრებად მივიჩნიოთ. ღვთიური და ბუნებითი სამართალი არსობრივად
მიეკუთვნება სუვერენიტეტის მისეულ თეორიას. მაგრამ რა არის ეს ბუნებითი სამართალი ?
საიდან შევიცნობთ მის დანაწესებს ? რა სახის სავალდებულო ძალა აქვთ მათ? და რატომ
უნდა შეეგუოს შეუზღუდავი, არავის ბრძანების ქვეშ მყოფი მეფე ამ გამაღიზიანებელ
შეზღუდვებს ?

ბოდენი ასევე დაჟინებით ამტკიცებს, რომ მისი შეუზღუდავი სუვერენი მაინც მკაცრად
შებოჭილია სამეფოს კონსტიტუციური წესებით, სრულიად სეკულარული leges imperii-ით
ანუ lois royales-ით. როგორც შემდგომი კონსტიტუციური თეორეტიკოსები, ისიც მკაცრად
განასხვავებს „კანონებს, რომელიც ჩვეულებრივ პოლიტიკას შეეხება“ და უფრო მაღალი
რანგის კანონებს, „რომლებიც თავად სახელმწიფოს ეხებიან.“ ეს უკანასკნელნი პირველთაგან
განსხვავებით, გამორჩეულად „მტკიცე და შეუცველნი უნდა იყვნენ“(IV,3,471). ამ
ნაგულისხმევად შეუცვლელ ჩარჩოში მოქმედებით, სუვერენი პასიურად უნდა
დაექვემდებაროს პირველ რიგში, მამაკაცი მემკვიდრისთვის ტახტის გადაცემის ტრადიციას:
„მეფეს არ შეუძლია გადაუხვიოს კანონებიდან, რომელიც სახელმწიფოს და მის საფუძვლებს
ეხება, რამდენადაც ისინი სამეფო ტახტის ნაწილნი არიან, სალიკური სამართლის
მიხედვით“(I,8,95). თვით აბსოლუტური ხელისუფლებაც კი, ზოგიერთ შემთხვევაში
უძლურია. მეფის სიტყვა შეიძლება კანონია, მაგრამ ის ვერ გაბედავს მემკვიდრე თავად
აირჩიოს.

შეუზღუდავი სუვერენტიტეტის მიუხედავად, მეფეს ღიად ეკრძალება სამეფოს თავის


საკუთრებად მიჩნევა: „საჯარო სფეროს შესახებ ედიქტის და კანონების მიხედვით, მისი
მითვისება დაუშვებელია“(I,10,182). საფრანგეთის მონარქიის ფუნდამენტური პრინციპები,
მონარქს სამეფოს ნაწილების თვითნებურ დანაწილებას უკრძალავს. ამგვარი “უმაღლესი
კანონები“ სუვერენის ბრძანებებს არ ჰგავს. მართლაც, ისინი ბრძანებებია, რომელსაც
სუვერენი თავად უნდა დაემორჩილოს. სამეფო დომენის მიწები, სახელმწიფოს ეკუთვნის და
მათი გაყიდვა დაუშვებელია- რა თქმა უნდა, არც მეფის ნებით და არც გენერალური
შტატების თანხმობით.

ამის მსგავსად, თუმცა მეფეს უფლება აქვს კანონები თანხმობის გარეშე დაადგინოს,
გადასახადების თანხმობის გარეშე დაწესება არ შეუძლია. „ამ ქვეყნად, არც ერთ მეფეს არ აქვს
უფლებამოსილება, ხალხს გადასახადები თვითებურად გაუზარდოს, ისევე როგორც, არ აქვს
უფლებამოსილება ადამიანებს საკუთრება ჩამოართვას“ (I,8,97). ეს შესამჩნევად
„ლიბერალური“ მტკიცება, რომელიც აბსოლუტისტური პარტიის კურსის გადახვევაა, უფრო
თანმიმდევრულად ჰობსმა ჩამოაყალიბა. გენერალურ შტატებს, აქვთ სუბსიდიებზე უარის
თქმის უფლება. ამ ინსტიტუციური მოწყობის სუბვერსიულად კონსტიტუციონალისტური
ხასიათი ხაზგასმულია ბოდენის მითითებით ფილიპ დე კომიენსზე, რომელიც მეთექვსმეტე
საუკუნის დასაწყისში, სამეფო კარმა სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრა, იმავე
შინაარსის მოსაზრების გამოთქმისთვის. ბოდენი მწვავედ აკრიტიკებს მწერლებს, რომლებიც

6
მეფეს აგულიანებენ გადასახადები თანხმობის გარეშე დააწესოს. ეს ბოდენის მტკიცებით
„უტოლდება იარაღის ძალით ქვეშერმდომთა გაძარცვის სამართლებრივად გამოცხადებას;
სამართლისა, რომელსაც ძლიერი სუსტის საწინააღმდეგოდ იყენებს და რომელსაც
გერმანელები სამართლიანად უწოდებენ ქურდთა და ყაჩაღთა სამართალს“ (I,8,109). ამის
მსგავს წინადადებებში, რომლებიც მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნის მწერლებმა
დაბეგვრის უფლებამოსილების ლიბერალურ თეორიად გარდაქმნეს, როიალისტი ბოდენის
ენა ანტიროიალისტების ენას ეხმიანება.

უფრო მეტიც, თუმცა „მეფე არ ემორჩილება არც საკუთარ და არც თავის წინამორბედთა
სამართალს“, ამისდა მიუხედავად, ის „ემორჩილება თავის სამართლიან და გონივრულ
ჩვეულებებს და მათ შესრულებაში, ქვეშერმდომებს როგორც საერთო, ისე კერძო ინტერესები
გააჩნიათ“(I,8,92). ბოდენის თქმით, სუვერენი განსაკუთრებით უნდა დაემორჩილოს არა
თავისი თავისუფალი ნებით, არამედ ქვეშერმდომთა თხოვნით დამკვიდრებულ ჩვეულებებს.

მთლად სწორი არაა იმის თქმა, რომ ბოდენი არ გამოყოფს არც ერთ ამქვეყნიურ
ორგანოს, რომელიც სუვერენზე დაწესებულ ამის მსგავს შეზღუდვებს აღასრულებდა.
გენერალური შტატების სამართლებრივად აღიარებული უფლებამოსილება სუბსიდიებზე
უარის თქმისა, ამის საწინააღმდეგო მაგალითია. აგრეთვე უნდა შევნიშნოთ, რომ
„სახელმწიფო მოხელეები ვალდებულნი არ არიან დაემორჩილონ ან აღასრულონ მეფის
უსამართლო და უპატისონო ბრძანებები“(III,4,312). უფრო მეტიც, როდესაც ბოდენი სვამს
კითხვას იმის შესახებ, გადადგეს თუ არა სახელმწიფო მოხელე უსამართლო კანონის
აღსრულების ნაცვლად, ის პასუხობს, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეს შეუძლია
გადადგეს,თუ მისი კოლეგა სახელმწიფო მოხელეების უმრავლესობა თანხმდება, რომ ესა თუ
ის კანონი ბუნებით მიუკერძოებლობას არღვევს“ (III,4,316). ბოდენი მეტს არ ამბობს
პოლიტიკური პროტესტის ამ მოკრძალებულ მექანიზმზე, მაგრამ ამ მექანიზმის მოქმედების
შედეგი, შეიძლება იყოს ის, რომ საწინააღმდეგო აზრის მქონე სახელმწიფო მოხელეთა
უმრავლესობას, როგორც ორგანოს, სამართლიანად შეუძლია თანამდებობა დატოვოს. თუ ასე
მოიქცევიან, მაშინ მეფეს კანონების აღსასრულებლად არავითარი საშუალება აღარ დარჩება.
ამრიგად აქაც, ისევე როგორც გენერალური შტატების მიერ სუბსიდიებზე უარის თქმის
უფლებამოსილების შემთხვევაში, ბოდენი ალბათ სამეფო კონტროლიდან თავისუფლად
მოქმედ ადამიანებს დე-ფაქტო ვეტოს უფლებას ანიჭებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, აქ გვაქვს ენობრივი და თეორიული თავსატეხი: ბოდენი


სუვერენს აღწერს ორივეგვარად, როგორც შეუზღუდავს და როგორც შეზღუდულს.4 ეს აშკარა
წინააღმდეგობა, ნამდვილ საიდუმლოებით მოცულ საქმედ წარმოგვიდგება და მის
გადასაწყვეტად მეცნიერებმა მრავალ ხერხს მიმართეს. ზოგიერთი კომენტატორი მარტივად
აცხადებს, რომ ბოდენი უბრალოდ არათანმიმდევრულია და გაუფრთხილებლად

4
ის რომ ამ პარადოქსს უფრო ფართო შედეგები აქვს, რომლებიც რესპუბლიკით არ შემოიფარგლება,
რონალდ მუსნიეც აღნიშნავს. Ronald Mousnier, “Les concepts d’odres d’etats, de fidelite et de monarchie
absolue en France de la fin du XV siècle a la fin du XVIII”, Reveu historique 217 [1972], 304.

7
ერთმანეთში აღრევს ძველ შუა-საუკუნეობრივ კონსტიტუციონალიზმსა და მოდერნულ
აბსოლუტიზმს, მათი სინთეზის ყოველგვარი სერიოზული მცდელობის გარეშე.5 სხვები ამ
პრობლემას ფარავენ და მიანიშნებენ რომ ბოდენთან „აბსოლუტური სუვერენის უფლებები
ყოველთვის ბუნებითი სამართლითაა შეზღუდული.“6 ეს ანალიზი, იმის მიუხედავად რომ
სიმართლეს შეიცავს საკამრისად შორს არ მიდის. რატომ იზღუდება სუვერენი უზენაესი
სამართლით? და რა არის ამ ზღვრების სამართლებრივი ძალა? შეიძლება სუვერენი
სუვერენად დარჩეს, თუ მისი ძალაუფლება ამგვარად იქნება ბორკილდადებული? ნანერლ
კეოანი, პრობლემას ყველაზე უკეთესად წყვეტს, როდესაც აცხადებს, რომ „შეზღუდვები“
სუვერენის ხელისუფლებაზე, „ყველაზე ზუსტად შეიძლება გავიგოთ, როგორც
სუვერენტიტეტის განხორციელების აუცილებელი პირობები.“7 სამწუხაროდ, ამ
იმედისმომცემი მინიშნების გაკეთების შემდეგ, ის ამ აზრს აღარ ავითარებს. ჯულიან
ფრანკლინიც, თუმცაღა ეთანხმება საერთო მოსაზრებას ბოდენის არათანმიმდევრულობაზე,
გვერდის ავლით მიანიშნებს, რომ ბოდენმა მიიღო სახელმწიფო ძალაუფლებაზე
შეზღუდვები როგორც, ხელისუფლების გაძლიერების ტექნიკა.8 ჯონ პლამენაციც ამავე აზრს
ყველაზე დამაჯერებლად, თუმცა მაინც ზედაპირულად გვთავაზობს. ბოდენი, წერდა ის,
„უფრო არათანმიმდევრული მოჩანს, ვიდრე ის სინამდვილეში იყო. მას საშიშად მიაჩნდა
ნებისმიერისთვის მიეცა სამეფო ხელისუფლების შეზღუდვის სამართლებრივი
უფლებამოსილება, მაგრამ მან იცოდა, რომ მეფე ეფექტურად ვერ მართავდა სახელმწიფოს
მისი მოქმედების შემზღუდავი მექნიზმების გარეშე.“9 ჩემი აზრით, ეს ადვილად გასაგები
პარადოქსი ხსნის როგორც რესპუბლიკის, როგორც ნაშრომის მთლიანობას, ისე მის
სასიცოცხლო მნიშვნელობას ლიბერალური დემოკრატიის პოლიტიკური თეორიისთვის.

სუვერენიტეტის განმამტკიცებელი შეზღუდვები


რესპუბლიკა გაშლილი და მოლიპული ნაშრომია, თუმცა მისი ფუძემდებლური არგუმენტის
გამეორება გარკვეული სიზუსტით მაინც შესაძლებელია. იმისთვის, რომ ეს წიგნი როგორც
დოქტრინათა ლოგიკური ერთობლიობა ისე აღვიქვათ, თავდაპირველად უნდა შევნიშნოთ
ბოდენის ქრონიკული დამოკიდებულება პარადოქსებზე. ის მსუბუქად ამახვილებს
5
J.W.Allen, A history of political thought in the sixteenth century (London: Methuen, 1928), p.410; Georges Weill,
Les theories sur le pouvoir royal en France pendant les guerres de religion (Paris: Hachette,1891), p.168
6
Quentin Skinner, The foundations of modern political thought, vol.2 (Cambridge: Cambridge university
press,1978),p.297
7
Nannerl O. Keohane, Philosophy and the State in France , (Princeton: Princeton University Press, 1980), p.74
8
Julian Franklin, Jean Bodin and the Rise of Absolutist Theory, (Cambridge: Cambridge University Press,1973)
pp.69,87,70,92. ფრანკლინი მიანიშნებს „კონსტიტუციურ შეზღუდვებსა“ (რომლებსაც ბოდენი არ
უშვებს) და „ინსტიტუციურ შეზღუდვებს“ (რომლებსაც ბოდენი უშვებს) განსხვავებაზე. (იქვე,გვ.98)
მაგრამ, ალბათ გადაჭარბებული ყურადღება სამართლებრივი ფორმალობებისადმი ასევე მისი
ერთგულება სტილიზებული „ბრძოლისა“ აბსოლუტიზმსა და კონსტიტუციონალიზმს შორის ხელს
უშლის ფრანკლინს ამ განსხვავების უფრო ღრმად შესწავლაში.
9
John Plamentz, Man and Society, vol.1 (London: Longman,1963), p.111

8
ყურადღებას როგორც უფლებამოსილების ჩამორთმევის უპირატესობებზე, ისე ზედმეტი
უფლებამოსილებს მიცემის ნაკლზე. კლასიკურ წყაროებთან თანხმობით, ის აღნიშნავს რომ
„მსუყე და ნაყოფიერ ნიადაგზე ადამიანები უფრო სუსტნი და მხდალნი არიან, ამისგან
განსხვავებით, მკაცრი სახელმწიფო თავისი აუცილებლობით ადამიანებს უფრო ზომიერებს,
შედეგად კი, უფრო ფრთხილებს, ფხიზლებს და ნაყოფიერებს ხდის“ (V,1,565). ეს მოსაზრება
ნოყიერ ნიადაგზე, შეპირისპირებულია მეორე მოსაზრებასთან, უფრო მაღალი გონიერების
შესახებ: „ ფლორენციელები თავიანთ კრებებში ყველაფერს აფუჭებენ საკუთარი მსჯელობის
სიღრმით“(V,1,563).ნებისმიერ შემთხვევაში, პარადოქსების სიყვარული, რომელიც
განსაკუთრებით შესამჩნევია ბოდენის მიერ მოყვანილ მაგალითებში და გადახვევებში,
სუვერენიტეტის შესახებ მის არგუმენტსაც შთააგონებს. მისი ფუძემდებლური აზრი,
რომელიც მისი ჩვენთვის მნიშვნელობის გასაღებია, არის ის, რომ შეზღუდული ძალაუფლება
უფრო ძლიერია, ვიდრე შეუზღუდავი: რომ შეზღუდვები აძლიერებენ. არჩევანის
შეზღუდვით, მმართველი ახალ შესაძლებლობებს იქმნის. მეფე ეფექტურად ვერ მართავს,
საკუთარი მოქმედების შემზღუდავი მექანიზმების გარეშე. სხვაგვარად რომ ჩამოვაყალიბოთ,
გარკვეულ გარემოებებში, სამართლებრივი და კონსტიტუციური შეზღუდვები, პოლიტიკურ
და საზოგადოებრივ მოქნილობას ქმნიან.

ბოდენი წმინდა ვოლუნტარისტისგან და „სუვერენული გადაწყვეტილების“


მიმდევრისგან შორს დგას, მაგრამ ის არც ტრადიციული მორალისტი და ბუნებითი
სამართლის მორწმუნე წარმომადგენლია. მისი არგუმენტის ეს უჩვეულო სტრუქტურა რომ
აღვიქვათ, თავდაპირველად გვერდზე უნდა გადავდოთ ინტუიტიური მოსაზრება, რომ
შეზღუდვები ხელისშემშლელია. შეზღუდვებს როგორც ხელის შეშლა, ისე ხელშეწყობა
შეუძლიათ. მართლაც, შეზღუდვები შეიძლება უფლებამოსლებას იძლეოდნენ მათი
წართმევის მეშვეობით. ვიფიქროთ გრამატიკაზე: ენის გამოყენების წესები არ შეგვიძლია
აღვიქვათ როგორც წმინადად საუბრის ამკრძალავი ან ხელისშემშლელი. შეზღუდვებზე
დამორჩილებით, ვიღებთ შესაძლებლობას ბევრი ისეთი რამის გაკეთებისა, რასაც ვერასდროს
შევძლებდით. გრამატიკული წესები, ფაქტობრივად შესაძლებლობის მომნიჭებელი წესები
არიან და მათი წინასწარარსებულ თავისუფლებაზე დადებულ ბორკილებად აღქმა, ზუსტი
არ იქნება.10

ბოდენის მასიური ტრაქტატი უფრო ფართოდაა გაშლილი იმისთვის, რომ მისი


რომელიმე კომპაქტურ თეზისში გადმოცემა შესაძლებელი იყოს. მიუხედავად ამისა,
შესაძლებელია იმ არგუმენტის გამორჩევა: რომ ბუნებითი სამართალი, ტახტის
მემკვიდრეობის კანონები, სამეფო დომენის მიწების გაუსხვისებლობა, უხსოვარი დროიდან
შემორჩენილი ჩვეულებანი, თანხმობის გარეშე გადასახადების დაწესების აკრძალვა, და

10
ერთგან, ბოდენი მიანიშნებს რომ კანონები სხვა არაფერია თუ აკრძალვა, რომელსაც სასჯელი
უმაგრებს ზურგს(III,5,325). მაგრამ ის ამ მტკიცებას ძირს უთხრის მაგალითად მისი ნათელი
მსჯელობით, თანამდებობის შემქმნელი კანონების შესახებ. (უფლებამოსილების მიმცემი
შეზღუდვების შესახებ მსჯელობას მეხუთე და მეექვსე თავებში დავუბრუნდები).

9
პარლემენტების (სამეფო სასამართლოები. მთარგმნელის შენიშვნა.) და გენერალური
შტატების არაფორმალური პრეროგატივები, მეფის ძალაუფლებას მნიშვნელოვნად ზრდიან.
ბოდენი ძალაუფლებაზე დაწესებულ შეზღუდვებს უჩვეულოდ, როგორც ხელისუფლების
განმამტკიცებელ, შესაძლებლობის გამზრდელ და ნების მიმნიჭებელ წესებს ისე განიხილავს.
ამრიგად, მაინიცკე მართალი იყო, როდესაც ბოდენს ანტი-მაკიაველისტური სახელმწიფო
გონის (raison d’etat) თეორიის მთავარ წარმომადგენლად თვლიდა.11

იმისათვის, რომ რელიგიური სამოქალაქო ომის პრობლემას გაუმკლავდეს, ბოდენის


მტკიცებით, სამართალს სავალდებულო ძალა უნდა ჰქონდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც
საამისო უფლებამოსილების მქონე ხელისუფლების მიერაა გამოცემული. ამისდა
მიუხედავად, როგორც სახელმწიფოს გონის თეორეტიკოსს, ბოდენს პასუხი უნდა გაეცა
კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ხელისუფლების უფლების, ხელისუფლების
განხორციელების შესაძლებლობად გარდაქმნა. თუმცა, „პოზიტივისტური“ სტრატეგია
აქრობს კითხვებს, თუ რომელ კანონებს დავემორჩილოთ, ის სხვა სირთულეებს ქმნის,
განსაკუთრებით კი, პრობლემას კანონმორჩილების პრაკტიკულ განხორციელებაში.
რამდენადაც, ბოდენს ეს პრაქტიკული დილემა უფრო აწუხებდა, ვიდრე ხელისუფლების
უფლების სქოლასტიკური პრობლემა, მან ყურადღება უფრო უმაღლესი ხელისუფლების
სტრატეგიულ შეზღუდვას მიაპყრო. ზოგიერთი სპეციფიკური ფორმით საკუთარი
ძალაუფლების შეზღუდვის დაშვებით, სუვერენი ზრდის მისი სურვილების საზოგადოების
მიერ შესრულების ალბათობას. ეს გარიგება ხსნის, თუ როგორ შეიძლება სუვერენად გახდომა
ფაქტობრივად და სამართლებრივად. მაგრამ როგორ უნდა ვაიძულოთ უმაღლესი
ხელისუფლების მპყრობელი საკუთარი თავი დაიმორჩილოს? მონარქი, რომელიც მიჩვეულია
საკუთარი თავი ყველზე ძლიერად მიაჩნდეს, აუცილებლად შეეცდება ხელი შეუშალოს
თავის ქვეშერმდომებს უსამართლოდ და მშვიდობის გასანადგურებლად იმოქმედონ. მაგრამ
დართავს კი ის ნებას სხვებს, თავად უზედამხედველონ და წესრიგს დაუმორჩილონ?
ბოდენის გამოწვევა, იყო დაერწმუნებინა მეფე, ეღიარებინა სამეფო ხელისუფლების
არაფორმალური შეზღუდვები. მისი გამოსავალი იყო სამეფო ხელისუფლების ტრადიცული
შეზღუდვების იმგვარად აღწერა, რომ ისინი სამეფო ხელისუფლების წარმატებით
განხორციელების პირობებად წარმოეჩინა. წარმატებული არ ნიშნავს სამართლიანს,
უფლებაზე დამყარებულს, ან ღვთიური სამართლით ნაკარნახევს, წარმატება უბრალოდ
რელიგური სამოქალაქო ომის თავიდან აცილება და საშინაო მშვიდობის დაცვაა.

ბოდენი მიისწრაფოდა ტრადიცული შეზღუდვების ცნების გადაფასების და მათს


სამეფო ხელისუფლების ინსტრუმენტებად წარმოჩენისკენ. შედეგად, ბოდენი არ გახლდათ
არასრულყოფილი ჰობსი, რომელმაც თავისი სხვა მხრივ მოდერნული სუვერენიტეტის
დოქტრინა შუასაუკუნეობრივი ნარჩენებით დააბინძურა. მაგალითად, ბოდენის ბუნებითი
სამართლის დოქტრინა ისეა შექმნილი, რომ როგორც ქველი ისე უღირსი მეფისთვისაც

11
Friedrich Meinicke, Machiavellism: The Doctrine of Raison d’etat and its place in Modern History (New
Haven: Yale University Press,1957), p.56

10
მისაღები იყოს. პესიმისტურ დაშვებას, რომ მართვის სადავეებს ყოველთვის განათლებული
სახელმწიფო მოღვაწეები ვერ დაიკავებენ, მტკიცე ისტორიული საფუძვლები აქვს,
„რამდენიმე მათგანის გარდა, თავისი სიქველით არც ერთი მეფე არ გამოირჩეოდა“(IV,1,414).
მტკიცების იმგვარი ხერხით, რომელსაც შემდგომი მედისონი გახდის საყოველთაოდ
ცნობილს, ბოდენი ამბობდა რომ შიში „სიქველის მმართველია“(V,5,603) და რელიგიურ ან
მორალურ მოტივებზე უფრო სანდოა. ამ პესიმისტური საფუძვლის გაზიარებით, ბოდენი
თითქმის სრულად მიაპყრობს ყურადღებას იმ დანაწესებს, რომლებიც თვითაღსრულებადია
და რომლებიც შესასრულებლად მეფის პირად ინტერესზე უფრო კეთილშობილურ მოტივს
არ მოითხოვს. ის ასევე ამახვილებს ყურადღებას ხელისუფლების დე-ფაქტო განაწილებაზე:
“არ არსებობს იმაზე დიდი სიმართლე, რაც ტრიბუნმა ბრუტუსმა რომაელ დიდებულებს
უთხრა, რომ არსებობდა მხოლოდ ერთი გარანტია სუსტის ძლიერისგან დასაცავად, რომლის
მიხედვითაც, თუ ძლიერნი მოინდომებდნენ, სუსტთა დაჩაგვრა არ გამოსვლოდათ.
რამდენადაც ამბიციურ ადამიანებს, რომელთაც ძალაუფლება უპყრიათ, არასდროს აკლიათ
საამისო ნება“(V,6,619). ხელისუფლების ერთადერთი მპყრობელი, რომელიც თავს შეიკავებს
ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან და დაუცველთა მიმართ სისასტიკისგან, არის ის,
რომელსაც კონტროლის უფლებამოსილებებიც ფაქტობრივად შეზღუდული აქვს.
საბედნიეროდ, ინსტიტუტციური სტრუქტურები რომლებიც დაშენებულია არასამეფო
ხელისუფელბის საზოგადოებრივად აღიარებულ წყაროებზე, ნომინალურად შეუზღუდავი
ძალაუფლების მქონე მეფის მიერ თავისი მდგომარეობის გამოყენებას გაართულებს. ბრძენი
სუვერენი ძალაუფლების ნაწილს ნებაყოფილობით დათმობს, როდესაც ბოდენისგან და
სხვათაგან ისწავლის, რომ მისი კაპრიზების შეზღუდვა მნიშვნელოვანწილად ზრდის მის
უნარს მართვისა და მტკიცე მიზნების განხორცილებისა.

ბუნებითი სამართლის ადრეული წარმომადგენლები, პერიოდულად ამახვილდებდნენ


ყურადღებას მორალური თვითშეზღუდვის პოლიტიკურ სარგებელზე.12 მაგრამ ბოდენი,
თითქმის მთლიანად, მეფის სიქველეების სეკულარულ გვერდით შედეგებზე ამახვილებს
ყურადღებას. მართალია, რომ მინიშნება იმაზე, რომ „სეკულარიზებული“ ბუნებითი
სამართალი თვით მდაბალი მორალური ღირსებების მქონე მეფეებისთვისაც მიმზიდველი
იქნება, აშკარა წინააღმდეგობას აწყდება. რესპუბლიკაში მრავლადაა ღვთიურ ნებაზე
თითქოსდა გულწრფელი მითითებანი. ერთი კი აშკარაა, რომ ბოდენი ასევე ამბობს, რომ
„სახელმწიფოს სულ არ ქონას, ბოროტი სახელმწიფო სჯობს“(IV,3,469). უფრო მეტიც, ბოდენი
დაჟინებით ამტკიცებს, რომ ტირანიც კი გარკვეული აზრით “სუვერენია” (I,8,87). ტირანები
სამართლიანობის პრინციპებს ხშირად არღვევენ, მაგრამ ბოდენი აღიარებს მათ
სუვერენიტეტს იმიტომ, რომ სასტიკი ლოგიკის მიხედვით, ჩაგვრა სამოქალაქო ომს სჯობია.
ქვეშერმდომებისთვის ერთმანეთის ხოცვა-ჯლეტაში ხელის შეშლა, ყველა პოლიტიკური
ხელისუფლების მყისიერი ამქვეყნიური მიზანია. ამქვეყნიური მშვიდობის მიზანი, ყველა
სხვა მიზანზე, მათ შორის ყველაზე შთამაგონებლ რელიგიურ მიზნებზე მაღლა დგას.

12
Cf. Aquians “On Kingship”, in The Political Ideas of Thomas Aquians, ed. Dino Bigongiari (New York: Hafner,
1953), chap.10,pp.192-95.

11
კვლავ და კვლავ, ბოდენის მთავარი არგუმენტი ისეა მოწყობილი, რომ დაარწმუნოს
უღირსი მმართველები ბუნებით სამართალსა და სხვა შეზღუდვებზე დამორჩილების
მნიშვნელოვან სტრატეგიულ სარგებლიანობაში. თუ სუვერენი თავის სიტყვას ხშირად და
თვითნებურად გატეხს, მისი სიტყვა როგორც საზოგადოებრივი მობილიზაციის საშუალება
უსარგებლო გახდება. აქტიურობა და პასიურობა, გავლენა და ადაპტაცია ერთმანეთს არ
გამორიცხავენ. მხოლოდ ბუნებასთან ადაპტირებით შეძლებს მმართველი მასზე
ძალაუფლების განხორციელებას(V,1,545,558,564). დანიშნულების ნავსადგურს რომ
მიაღწიოს, ხომალდის მეთაურმა ბუნებრივი შეზღუდვები მბრძანებლურად არ უნდა
დაარღვიოს, არამედ “ქარიშხალს უნდა დაემორჩილოს” (VI,4,720) და ისწავლოს შტორმიდან
როგორ გამოცუროს. ამის მსგავსად, თავის ქვეშერმდომთა ჩვევებსა და რწმენაზე
ადაპტირებით, მეფეს შეუძლია მათ მოქმედებაზე ზემოქმედების უნარი გაზარდოს. ბოდენი
თავს ესხმის მაკიაველის, რომელიც ასწავლიდა, რომ სახელმწიფო შეიძლება
უსამართლობაზე სტაბილურად დაფუძნდეს. ამ უხეში მაკიაველიანიზმის გასაბათილებლად,
ბოდენი მიუთითებს პოლიტიკურ ნაყოფზე რომელიც მოიწევა იმ მეფის მიერ რომელიც
საკუთარ ძალაუფლებაზე სხვადასხვა შეზღუდვებს პატივს სცემს.13 რევოლუციის თავიდან
ასაცილებლად ის ასევე ხელახლა განსაზღვრავს ბუნებით სამართალს, როგორც პრაქტიკული
სიბრძნის დანაწესების ერთობლიობას. ზოგადად, „სახელმწიფო რომელიც კარგ კანონებს
ეფუძნება და ყველა ნაწილით ერთიანი და შეკრულია, ადვილად ვერ იცვლება, მაშინ როცა
ამის საპირისპიროდ, ჩვენ ვხედავთ ზოგ სახელმწიფოს, იმდენად ცუდად შეკავშირებულს,
რომ ქარის პირველივე შერხევაზე ან პირველივე შტორმზე ნადგურდება“(IV,1,434). ტირანი
შეიძლება სუვერენია, მაგრამ მისი მდგომარეობა მყიფეა. სასტიკი მეფეები “მთელს
სახელმწიფოს აყენებენ ზიანს” (III,,7,373). ტირანი ყოველთვის შიშის ქვეშაა: “თუ სასტიკი
იქნება, მას მუდმივი შიში ექნება, რომ მრავალთაგან ერთ-ერთი მასზე შურს იძიებს“(VI,4,721).
ტირანს მოკლავენ, იმისდა მიუხედავად, ეს სამართლით დაიშვება, თუ არა. ძალადობრივ
წინააღმდეგობაზე კონსტიტუციური შეზღუდვები ქაღალდის წინაღობებს ემსგავსება. ამის
საპირისპიროდ:

„სიკვდილის, ღირსების აყრის და წამების შიში, არიან ის შურისმაძიებელი მრისხანებანი


რომელიც ტირანს მუდმივად სტანჯავენ და დღედაღამ გამუდმებული შიშის ქვეშ ამყოფებენ.
შური, ეჭვი, შიში და შურისძიების სურვილი ათას სხვა საწინააღმდეგო და ერთმანეთში
აღრეულ ვნებებს შორის გონების სიმშვიდეს უფრთხობენ და იმაზე მეტი ტირანიის ქვეშ
ამყოფებენ მათ ვიდრე ისინი თავიანთ მონებს, ყველა იმ ტანჯვით რომელთა მოფიქრებაც
ძალუძთ.“ (II,5,226)

13
უნდა ითქვას, რომ მრავალი ამ არგუმენტთაგანი, მათ შორის, ზომიერი მმართველობა როგორც
პოლიტიკური მკვლელობის თავიდან აცილების სტრატეგია, თავად მაკიაველის ნაწერებიდანაა
აღებული. განსაკუთრებით დამაინტრიგებელია მაკიაველის განცხადება, რომ „საფრანგეთის სამეფო
უკეთესადაა რეგულირებული [moderato] კანონებით, ვიდრე რომელიმე სხვა სამეფო, რომლის შესახებ
ცოდნაც გაგვაჩნია.“ Discources, Harmondsworth: Penguin, 1970, p.253

12
ტირანები მხოლოდ შემდეგ ცხოვრებაში არ ისჯებიან, არამედ აქ და ახლაც.
მკვლელობისა და რევოლუციის სასტიკი კანონები, რომლებიც გადანათლული ბუნებითი
კანონები არიან, ამქვეყნიური სამსჯავროს სამყოფელს ქმნიან. ბოდენი ყურადღებას
ამახვილებს ამ საფრთხეებზე, რათა დაეხმაროს მმართველებს გონება იმგვარად შეამზადონ,
რომ რაღაც ფორმის შეზღუდული მმართველობის ნებაყოფილობით მიღების წახალისება
ჰქონდეთ.

ყველა ამქვეყნიური იურისდქიცია, მამის ხელისუფლების გარდა, სუვერენს ეკუთვნის.


თავდაპირველად, ბოდენის შემოთავაზება მეფის ხელისუფლების ნაწილის ოჯახის
უფროსისთვის დელეგირებისა გასაკვირად მოჩანს, რამდენადაც „საბოლოო და უმაღლესი
ხელისუფლება არის სიცოცხლეზე და სიკვდილზე აბსოლუტური ძალაუფლება; ანუ
უფლებამოსილება სიკვდილის მისჯისა, ასევე, მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებისა, ვისაც
სიკვდილი მიესაჯა. ეს სუვერენიტეტის უმაღლესი ნიშანია, რომელიც მხოლოდ
სუვერენიტეტს მიეკუთვნება“(III,5,326-27). მაგრამ, მიუხედავად ბოდენის მტკიცებისა, რომ
„სუვერენიტეტის ნიშნები განუყოფელია“, ის ამ შემთხვევაში გამონაკლისს უშვებს: „კარგად
მართულ სახელმწიფოშო საჭიროა მშობლებებს შვილების სიკვდილ-სიცოცხლეზე
ძალაუფლება აღუდგეთ“(I,4,22). მაგრამ, რატომ უნდა დათმოს სუვერენმა სუვერენიტეტის
უმნიშვნელოვანესი ნიშანი, სიკვდილით დასჯაზე მონოპოლია ? ბოდენის პასუხია, რომ ასე
მეფეს უკეთესად შეეძლება გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეშერმდომთა მორჩილებას
მიაღწიოს: „ოჯახში სამართლიანობა და მამების ძალაუფლება სამართლის, ღირსების,
სიქველისა და რწმენის ყველაზე მტკიცე და დამაჯერებელი საფუძველია, რითაც
სახელმწიფოს უნდა აყვავდეს“(I,4,23). აქ გვაქვს ნათელი შემთხვევა ძლაუფლების დათმობისა
ძალაუფლების შესაძენად: reculer pour mieux sauter, ერთი ნაბიჯით უკან დახევით ორი
ნაბიჯით წინსვლაა შესაძლებელი. ტვირთის გადანაწილებით მმართველობა ადვილდება.
ხელისუფლება ძლიერდება, როცა მისი იურისდიქცია ვიწროვდება. საჯარო სივრცე
ადვილად მართვადი ხდება, როდესაც ზოგიერთი საკითხის საჯარო დღის წესრიგიდან
ამოღება ხდება. არგუმენტის ეს წყობა, უთვალავჯერ მეორდება რესპუბლიკაში. ის რომ ეს
არგუმენტი რელიგიური შემწყნარებლობის ბოდენისეული გამართლების ცენტრშია,
საერთოდ აღარაა გასაკვირი.

სუვერენის თვითშეზღუდვა
მას შემდეგ, რაც დოკუმენტურად აღვწერეთ ბოდენის პრობლემა, შეზღუდოს სამეფო
ხელისუფლება, შეგვიძლია დავუბრუნდეთ აზრს, რომლის მიედვითაც ბოდენი თითქოსდა
კრძალავს მეფის თვითშეზღუდვას. თავში „სუვერენიტეტის შესახებ“ ის წერს: „ამრიგად, თუ
სუვერენი მეფე თავისუფლდება თავისი წინამორბდების კანონთა მორჩილებისგან,
შესაბამისად, ის უფრო აღარ ექვემდებარება თავისივე გამოცემულ კანონებს და
ბრძანებულებებს. რამდენადაც ადამიანმა შეიძლება კანონი სხვისგან მიიღოს, მაგრამ

13
ბუნებით არ შეუძლია საკუთარ თავს კანონი დაუწესოს, ისევე როგორც შეუძლებელია
ადამიანის მართვა იმ საკითხებში, რომელიც მის ნებას ექვემდებარება“ (I,8,91-92). ეს
მნიშვნელოვანი არგუმენტია და არ მხოლოდ მისი შემდგომი ისტორიული განვითარების
გამო (რომელიც დაწვრილებით 5 თავშია განხილული). თომას ჯეფერსონმა სხვებთან ერთად,
აიღო ბოდენის ეს იდეა და ხალხის დემოკრატიულ სუვერენიტეტზე გაავრცელა.14
რესპუბლიკაში მავალებელი წინაპირობების პირველადი აკრძალვა, შემდგომში მკაცრად
იზღუდება. საბოლოოდ, ბოდენი მედისონს უფრო უახლოვდება, ვიდრე ჯეფერსონს;
რომელთაგან პირველი მხურვალედ იცავდა კონსტიტუციურ წინაპირობებს, მეორე კი
ეწინააღმდეგებოდა. იმისათვის, რომ გავიგოთ თუ როგორ ახდენს ბოდენი ამგვარ
შემობრუნებას, საჭიროა ვიპოვოთ მიზანი, რომელიც ბოდენს სწამდა რომ მონარქიული
თვითშეზღუდვის აკრძალვა ემსახურებოდა.

თვითშეზღუდვის აკრძალვა, თავისთავად, მეფის მოქმედების თავისუფლების


შეზღუდვაა. ეს ლოგიკურია. იმითვის, რომ რაღაცით თავისუფალი იყოს, მეფემ სხვა მხრივ
უნდა დათმოს თავისუფლება. მაგალითად, მეფეს წინასწარ არ შეუძლია უარი თქვას
ქვეშერმდომთა საჩივრების მოსმენაზე: „ მეფეს არ შეუძლია ხელები შეიბოჭოს, ან საკუთარ
თავს ისეთი კანონი დაუწესოს, რომლითაც აუკრძალვს თავის დაზარალებულ
ქვეშერმდომებს, თავიანთი მოკრძალებული საჩივრით მიმართონ“ (I, 10,69). მას შემდეგ, რაც
საჩივარს განიხილავს, მეფეს კანონის მიხედვით, შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც
მას სურს, მაგრამ მას არ შეუძლია, უარი თქვას საქმის მოსმენაზე, რამდენადაც ეს იქნება
თვითგანადგურების აქტი, გადაწყვეტილების მიღების უმაღლეს უფლებამოსილებაზე უარის
თქმა.

ამრიგად, თვითშეზღუდვის ტაბუზე უფრო ღრმა და განმსაზღვრელი, არის


თვითგანადგურების ტაბუ. თვითშეზღუდვა უკანონოა, როდესაც სამეფო ხელისუფლების
შემცირებას იწვევს. ამავე მიზეზით, თვითშეზღუდვა არა მარტო დაშვებულია, არამედ
სავალდებულოცაა მაშინ, როდესაც სამეფო ხელისუფლების გაზრდას და შენარჩუნებას
ემსახურება. თუ მეფეს ძალაუფლების შენარჩუნება და გაზრდა მხოლოდ ხელების შებოჭვით
შეუძლია, მაშინ უნდა შეიბოჭოს კიდეც. „სუვერენმა უნდა აიცილოს ყველა ის
უკმაყოფილება, რაც ადამიანებს მის წინააღმდეგ შეიძლება ჰქონდეთ. ამისათვის არ არსებობს
უკეთესი საშუალება, გარდა ყველაფრის რაც შესაძლებელია, კანონებისა და

14
ბოდენი თავად ამტკიცებდა, რომ შეუზღუდავი სუვერენიტეტის მისეული იდეები განსაკუთრებით
დემოკრატიისთვის იყო შესაფერი „სადაც ხალხი მხოლოდ ერთ ორგანოს ქმნის და საკუთარი თავის
დავალდებულება არ შეუძლიათ.“ (I,8,99) ჯეფერსონის აზროვნება ბოდენისას სრულყოფილად
ემსგავსება: კონსტიტუციური წინაპირობა (წინასწარდავალდებულება) ახლანდელი და მომავალი
თაობების სრულ სუვერენიტეტს არღვევენ. ჯეფერსონი ერთადერთ გამოსავალს ხედავდა
კონსტიტუციური კონვენციების ყოველ 20 წელიწადში ერთხელ ჩატარებაში, იმისთვის რომ
ფუძემდებლური ხელშეკრულება განმტკიცდეს ან ხელახლა დაიწეროს. (Thomas Jefferson, Letter of 6
September 1789, in Writings, ed. Merrill Peterson [New York: Library of America, 1984), pp.598-64). See also
J.P. Mayer, “Jefferson as Reader of Bodin,” in Fundamental Studies on Jean Bodin, ed. J.P. Mayer (New York:
Arno Press, 1979)

14
ჩვეულებებისთის დატოვებისა, რომ ადამიანმა, რომელსაც სამართლიანობის მიზანი
ამოძრავებს, მეფეზე ვეღარ დაიჩივლოს“ (IV,4,490). ძალაუფლებაზე უარის თქმა, ყოველთვის
მეფის ნების შეზღუდვა არაა, ის ასევე შეიძლება იყოს ოდიოზური პასუხისმგებლობების
თავიდან მოცილება, პოლიტიკური წინააღმდეგობისგან თავის დაცვა და საკუთარი ნების
მტკიცედ გამოხატვა.

ამის კონკრეტული მაგალითი, ბოდენს ფულის მოჭრის უფლებამოსილების


განხილვისას მოჰყავს. ის ამბობს რომ სუვერენის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის „ფულის
ღირებულების, წონისა და ძალის დადგენა“ (I,10,175). მაგრამ, ესეც არის უფლებამოსილება,
რომელიც მეფემ თავისი კეთილდღეობისთვის არასდროს უნდა გამოიყენოს: „ მეფემ არ უნდა
დაამზადოს ყალბი ფული, ისევე როგორც არ შეუძლია მოკლას ან გაძარცვოს, ასევე არ
შეუძლია მონეტის წონა შეცვალოს თავის ქვეშერმდომთა და მით უფრო, უცხოელთა
საზიანოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავის მეფურ სახელსა და ბრწყინვალებას
დაკარგავს“ (VI,3,687). ეს არის მეფის კაპრიზზე თვითაღსრულებადი შეზღუდვის
სრულყოფილი მაგალითი. ძალაუფლება რომ ჰქონდეს, ანუ თავის მიზნებს რომ მიაღწიოს,
მეფემ სანდოობის რეპუტაცია უნდა შეიქმნას. ეს მისგან წესების მიხედვით თამაშს
მოითხოვს. საზოგადოების ნდობა სამეფო ტახტის სასიცოცხლო რესურსია. თავის წინასწარი
დავალდებულებით, მოჭრას ფიქსირებული ღირებულების მონეტები, მეფეს შეუძლია
გაუფასურებას ებრძოლოს, კრედიტორთა ნდობას მიაღწიოს და ზოგადად ეკონომიკაზე
უკეთესი კონტროლი შეინარჩუნოს.

თვითშეზღუდვა საკუთარი ძალაუფლების არაპირდაპირ გაზრდის ეფექტური


ტექნიკაა. ამ პარადოქსის მნიშვნელობის გაგების შემდეგ, არ გაგვიჭირდება ავხსნათ, თუ
როგორ ახერხებს ბოდენი ამტკიცოს ორივე, რომ სუვერენიტეტი აბსოლუტურია და რომ
სახელმწიფო „კანონების და არა მეფის ნება-სურვილის თანახმად უნდა იმართოს“ (IV,4,490).
ბოლოს და ბოლოს, სუვერენსაც დღეში მხოლოდ ოცდაოთხი საათი აქვს. ზოგადი კანონები
უფრო მეტ დროს ზოგავს და უფრო მეტი ნაყოფი მოაქვს, ვიდრე პარტიკულარულ
გადაწყვეტილებების და ბრძანებების გამოცემას. მეფე სამართლებრივად არ არის
ვალდებული გამოსცეს ზოგადი კანონები და მათ დაემორჩილოს, მაგრამ მას იოტისოდენა
პოლიტიკური ალღოც თუ გააჩნია, ასე მოიქცევა(IV,4,486). უკიდურესად ეგოისტი მეფე, თუ
ნათელი ხედვა გააჩნია, თავის ქვეშერმდომებს, რომელთა ნებაყოფილობითი
თანამშრომლობაც სჭირდება, მრავალ ბრძნულ დათმობას მისცემს. ვენეციის სუვერენული
არისტოკრატია, ამის ნათელი მაგალითია. მათი ნება უარი ეთქვათ პრივილეგიების მცირე
ნაწილზე, არც ალტურისტული იყო და არც რწმენას და კანონის მოთხოვნებს არ
ეფუძნებოდა:„იმისათვის, რომ არისტოკრატიული სახელმწიფო შეენარჩუნებინათ,
ვენეციელები ხალხს მცირე თანამდებობებს აძლევდნენ, მათთან კავშირებს ქმნიდნენ, მათ
მხარდაჭერას ყიდულობდნენ იმისთვის, რომ სახელმწიფოს დასაცავად
დაევალდებულებინათ, ამით მათ საკმარისად ანიარაღებდნენ. იმისთვის, რომ ხალხი უფრო
რბილი და მორჩილი გაეხადათ, მათ მთელი რიგი სიამოვნებების მიღების სრულ

15
თავისუფლებას აძლევდნენ და ზოგჯერ მდიდარ მოქალაქეს არისტოკრატიულ კრებაშიც
ირჩევდნენ“ (VI,4,711). ძლაუფლებისა და პირვილეგიების ნებაყოფილობითი გაყოფა, არც
სამართლებრივად და არც მორალურად არაა სავალდებულო, ის უფრო ცბიერი პოლიტიკური
გარიგებაა, საჭირო თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.

კონსტიტუცია გარიგებაა. თვით აბსოლუტური მონარქებიც, რომლებიც


კონსტიტუციონალიზმის უდიდეს მტრებად განიხილებიან, შეიძლება ხედავდნენ
უსიამოვნებების პოტენციურ შემქმნელებთან, გარიგების სარგებელს. ვენეციური
ოლიგარქიის ცბიერი მანიპულაციური სტრატეგია, უბრალო მოქალაქეების განიარაღებას
ემსახურებოდა, მათი მოვალედ გახდომის გზით, რათა მათთვის სახელმწიფოს
სტაბილურობაში პირადი დაინტერესება შეექმნათ. უბრალო ხალხისთვის თავისუფლებებისა
და მცირე ძალაუფლების მინიჭება, ნებისმიერ შემთხვევაში გამართლებული იყო, როგორც
სუვერენიტეტის ინტერესების სასარგებლოდ მიმართული. კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ,
ბოდენის სუვერენიტეტის თეორიის ცენტრალური პარადოქსია ის ,რომ ნაკლები ძლაუფლება
უდრის მეტ ძალაუფლებას. ის ამას ღიად ამბობს წინადადებაში, რომელიც რესპუბლიკის
გასაღებად მიმაჩნია: „ რაც უფრო ნაკლებია სუვერენის ძალაუფლება (მისი ბრწყინვალების
ჭეშმარიტი ნიშნების შენარჩუნებით) უფრო უზრუნველყოფილია“(IV,6,517). სხვა სიტყვებით
რომ ვთქვათ, თვითშეზღუდვით, სუვერენს საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნება და
განმტკიცებაც კი შეუძლია. ქვეშერმდომებზე თვითნებურად მბრძანებლობის ძალაუფლების
შემცირებით, მონარქი იზრდის შესაძლებლობას მიაღწიოს თავის კონკრეტულ მიზნებს.

რესპუბლიკა აღიარებს სამეფო ხელისუფლების შენარჩუნებისა და გაზრდის ყველა


სტრატეგიას, რამდენადაც სამეფო ხელისუფლება სამოქალაქო მშვიდობის ერთადერთი
გარანტორია. ასეთი ცენტრალიზებული კონტროლის შენარჩუნების პოლიტიკური
მოთხოვნა, გადაწონის მონარქიული ძალაუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ ყველა
სამართლებრივ ტაბუს. ამ წესს, სრულყოფილად შეესაბამება ტრადიციული შეზღუდვა
სამეფო დომენის მიწების გასხვისების შესახებ. ამ შეზღუდვების სავალდებულო ძალა
არავითარი ჩვეულებითი მორალური დანაწესიდან არ მომდინარეობს, მაგალითად
დანაწესიდან: regnum non est dominium, ან დანაწესიდან, რომლის მიხედვითაც
:“საზოგადეობრივი სიკეთეები მეფის პირად საკუთრებად არ უნდა განიხილებოდეს.“ სამეფო
დომენის გაყიდვა არ დაიშვება იმ მკაცრი ლოგიკით, რომლის მიხედვითაც ეს ქმედება მეფის
დამოუკიდებლობას და მოქმედების თავისუფლებას დააზიანებს. შემოსავლის
დამოუკიდებელი წყაროს დაკარგვით, მეფე იძულებული გახდება გააღიზიანოს და
გააუცხოვოს საზოგადოება მათთვის მძიმე გადასახადების დაწესებით. „იმ მიზნით, რომ
მეფეებმა თავისი ქვეშერმდომები გადასახადებით არ დაამძიმონ და მათი ქონების უკანონო
გზებით მისაკუთრებას არ მიჰყონ ხელი, ყველა მონარქს და სახელმწიფოს ზოგად და
ეჭვგარეშე კანონად აქვთ დადგენილი საჯარო შემოსავლების[დომენის მიწებიდან
მიღებული] სიწმინდე და გაუსხვისებლობა, ხელშეკრულებით იქნება ეს თუ ბრძანებით“
(VI,2,651). ამრიგად, მეფეები თავს ნებაყოფილობით იზღუდავენ. იმისათვის, რომ არ

16
დაუშვან საკუთარი თავის საზიანო და მიოპიური ქცევა, ფინანსურად შეზღუდული
მონარქები ხელებს შეიბოჭავენ, საკუთარი შემოსავლის უმთავრესი წყაროს (ბატი, რომელიც
ოქროს კვერცხს დებს) საკუთარი პირდაპირი კონტროლისგან ჩამოცილებით.

ბოდენი ერთგვარად და განმეორებით ამართლებს აკრძალვებსაც და


უფლებამოსილების მინიჭებასაც, მათ მიერ სამეფო ხელისუფლებისთვის სარგებლიანი
შედეგების მოტანის ჩვენებით. გადასახადების თანხმობის გარეშე დაწესება, პრინციპულად
ქვეშერმდომთა უფლებების დარღვევაა. მაგრამ ამავე დროს და უფრო მნიშვნელოვნად, ის
რეჟიმის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. მწერლები, რომლებიც მეფეს აგულიანებენ
თანხმობის გარეშე დააწესოს გადასახადები მას თვითგანადგურების მომტან რჩევას აძლევენ:

„ამ დოქტრინით მეფეების დასნებოვნება, უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ქურდობა და


ძარცვა. ისინი, ვინც ამგვარ აზრს იცავენ, ლომს თავის კლანჭებს აჩვენებენ. ასეთი დარიგება
მეფეს აფუჭებს და ტირანად აქცევს, რომელიც ყველა ადამიანურ და ღვთიურ კანონს არღვევს
და რომლის შედეგადაც გამხრწნელი სურვილების ტყვეობაში ექცევა, რომლებიც მთლიანად
ასუსტებენ მეფის გონების უფრო კეთილშობილურ მხარეებს. ასეთი მეფის სიხარბე სწრაფად
იწვევს ქონების უსამართლოდ ჩამორთმევას, ნდომა მეუღლის ღალატს, მრისხანება
მკვლელობას.“ (I,8,109)

საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა, მეფის მხრიდან მიდის მკვლელობის


მცდელობებამდე, ან ნაკლებ დრამატულად რომ ვთქვათ, ელიტის მხრიდან
თანამშრომლობის დაკარგვამდე, რომელიც არსებითია ხელისუფლების ეფექტური
განხორციელებისთვის. ამის საპირისპიროდ, სტაბილურობის მომტანი შეზღუდვების
ნებაყოფილობითი მიღებით, მეფე შეუძლია თავისი მიზნების ფხიზლად მიღწევის
შესაძლებლობა გაზარდოს. მაშინაც კი, თუ სუვერენი არ არის სამართლებრივად
ვალდებული დაეკითხოს გენერალურ შტატებს გადასახადების დაწესების დროს; მას,
შტატებისთვის ამგვარი როლის მინიჭებით, შეუძლია თავისი შემოსავლები გაზარდოს.
ხელისუფლების საქმეებში მნიშვნელოვანი როლის მიღებით წახალისებული
პარლამენტარები, ჯიბეზე ხელს ნებაყოფილობით გაიკრავენ. ბოდენის მიხედვით, ისტორია
გვიჩვენებს, რომ ნებაყოფილობითი შესრულება ყველაზე ეფექტური მეთოდია, მკაცრი
ხელის მქონე ქვეშერმდომებისგან შემოსავლების მისაღებად. (შედარებით მაღალი
გადასახადები ინგლისში, ბოდენის მთავარი მაგალითია)

თავდაპირველად, სამართლის ბრძანებითი თეორია მეფისთვის სასარგებლოდ ჩანს.


თუმცა სამართლის შექმნის უფლებამოსილება, ღირებულია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც
ეს კანონები სრულდება. მაშინაც კი, როდესაც არ არსებობს მისი საკანონმდებლო
ხელისუფლების განხორციელების არავითარი ფორმალური სამართლებრივი პირობა, მეფეს
ფაქტობრივად უწევს ძალაუფლების გაზიარება და მის ტკბილ ნებაზე საზღვრის დადება,
თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მორჩილება უზრუნველყოს. ტრადიციებს სამართლებრივი
ძალა აქვთ იმდენად რამდენადაც მეფეს სურს ასე:“ ჩვეულებას არავითარი ძალა არ აქვს, იმის

17
გარდა რომ სუვერენს ასე სურს“ (I,10,161).15 სრული ძალაუფლების მქონე მეფის მისალმების
შემდეგ, ბოდენი ეჭქვეშ აყენებს მეფის მიერ შექმნილი სამართალის აღმატებულობას
ჩვეულებებთან მიმართებით. ისევ და ისევ, ის ტრადიცას პრაგმატულად და არა რწმენით
ეპყრობა. არც ერთი მმართველი, რომელსაც მორჩილება აინტერესებს, ერთი ხელის მოსმით
არ გააუქმებს უძველეს ჩვეულებებს და აქამდე გაუგონარ კანონებს არ მიიღებს: „სიახლე
სამართლებრივ საკითხებში ყოველთვის დასაძრახია, მაშინ როცა ამის საპირისპიროდ,
სიძველისადმი თავის დახრა ყოველთვის დიდებული, რამდენადაც ის სამართალს მატებს
საკმარის ძალას, რომ მას დაემორჩილონ, ერთად აღებული, ყველა თანამდებობის პირის
ძალაუფლების გამოყენების გარეშე“ (IV,3,469-70).16 საკანონმდებლო ხელისუფლება
თვითკმარი არაა. იმისათვის, რომ თავისი კანონების შესრულებას მიაღწიოს, სუვერენი უნდა
დაეყრდნოს, დანაწესს, ჩვევას და ჩვეულებას.

სუვერენი ასევე უნდა დაეყრდნოს გენერალური და პროვინციული შტატების,


პარლემენტების (სასამართლოების- მთარგმნელის შენიშვნა) და სამეფოს თანამდებობის
პირების ნებაყოფილობით თანამშრომლობას. ამის მსგავსად „ მეფის, ხალხის, სახელმწიფოს
ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური თანამეგობრობის, კანონებსა და ბრძანებებს არაფერი
აძლევს იმაზე მეტ სანდოობას და სავალდებულო ძალას, ვიდრე მათი გამოცემა სენატის ან
საბჭოს გავლენიანი და ბრძნული რჩევის საფუძველზე“ (III,1,254).17 თუმცა, სუვერენი
სამართლებრივად დამოუკიდებელია, მას არ გააჩნია პროფესიული სამოქალაქო სამსახური
და ამგვარად პოლიტიკურად დამოკიდებულია დაუნიშნავ თანამდებობის პირებზე,
რომლებიც მის კანონებს უფრო მისაღებს და მის გარიგებებს უფრო ხანგძლივად მოქმედს
ხდიან.

მეფეს ფორმალურად არ ევალება მაგალითად თანამდებობის პირთა სურვილებს


დაემორჩილოს. თუმცა მათი გაუქმების სამართლებრივ უფლებას იტოვებენ, სასამართლოებს
კანონით არ შეუძლიათ უარი თქვან სამეფო ედიქტების რეგისტრაციაზე. ამისდა
მიუხედავად, მაგისტრატი „ცოცხალი და მსუნთქავი სამართალია“ (III,5,325) და მისი
სურვილების გაუთვალისწინებლობამ შედეგად შეიძლება მეფის ყველაზე პატივსაცემი
ბრძანებების სრულად გაუქმება გამოიწვიოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსამართლეების
არაფორმალური ძალაუფლება განუზომელია. თუმცა, მეფე უმბრძანებლო მბრძანებელია, თუ

15
როგორც დამატებითი მტკიცებულება ბოდენის ტრადიციისადმი ურწმუნო დამოკიდებულებისა,
გავიაზროთ შემდეგი: „სამართლის ძალა მეტია ვიდრე ჩვეულების ძალა; რამდენადაც სამართალს
შეუძლია ჩვეულების გაუქმა, ხოლო ჩვეულებით სამართლის შეცვლა არ დაიშვება.“ (I, 10, 160-61)
16
იგივე ნაწყვეტი ასე გრძელდება: „არაფერია იმაზე რთულად მოსგვარებელი, უფრო ეჭვის მომტანი ან
საშიშად სამართავი, ვიდრე ახალი კანონების დადგენა.“(IV,3,470)
17
იქვე, „კანონის გამოქვეყნებას ან აპრობაციას შტატების კრებაზე ან სასამართლეობში, ჩვენთვის დიდ
ძალა და მნიშვნელობა აქვთ, კანონის დაცვისთვის.“ (I,8,103); “რაც შეეხება დიდებულთა და
სენატორთა სახელებს რომლებიც კანონებს ხშირად ერთვის, კანონს ძალას და ძლიერებას კი არ მატებს,
არამედ მას წონას და თანხმობას ანიჭებს, როგორც მთავარი ადამიანების სიბრძნითა და დისკრეციით
შექმნილს, რათა კანონებს უფრო მეტი დიდებულება მიეცეთ და უფრო კარგად იქნენ მიღბულნი. ეს
სხვა არავითარი აუცილებლობით არაა ნაკარნახევი. (I, 10,159-60)

18
საკუთარი მიზნების მიღწევა სურს, აშკარაა, რომ ქვემოდან მნიშვნელოვან გავლენას უნდა
დაემორჩილოს: „მეფემ არ უნდა შეზღუდოს ის თანამდებობის პირები, რომელთაც მისგან
განსხვავებული აზრი აქვთ. რამდენადაც უბრალო და უგუნურ ადამიანებს, იმაზე უფრო
მეტად არაფერი ამოძრავებთ მათი მეფის ედიქტებისა და კანონების დაძრახვისა და
დაუმორჩილებლობისკენ, ვიდრე იმის ნახვა, რომ თანამდებობის პირები, რომელთაც მეფე
მკაცრად ექცევა, არ ასრულებენ იმ კანონებს, რომლებიც მათს მიერ დაწუნების მიუხედავად,
გამოქვეყნდა და აღსრულდება“ (III,4,323). შუასაუკუნეობრივი ბუნებითი სამართლისა და
თანამედროვე აბსოლუტიზმის არამდგრადი კომბინაციის შექმნის ნაცვლად, ბოდენი
ერთმნიშვნელოვნად ამახვილებს ყურადღებას სხვადასხვა არაფორმალურ უფლებებსა და
უფლებამოსილებებზე, რომლებიც ყველა ანგარიშიანმა მონარქმა უნდა მიანიჭოს თავის
ქვეშერმდომებს თუ საკუთარი ხელისუფლების ეფექტურად განხორციელება სურს.

ხელისუფლების დანაწილების გამართლებისასაც, ბოდენი ყურადღებას ამახვილებს მის


ფუნქციაზე ძალაუფლების გაზრდაში. დამოუკიდებელი სასამართლო ზრდის მეფის უნარს
მართოს სახელმწიფო. ბოროტმოქმედნი უნდა დაისაჯონ, მაგრამ თუ მეფე თავად
განსაზღვრავს სასჯელს, ეს უკმაყოფილბას წარმოშობს, რომელმაც შეიძლება მისი
ხელისუფლება დაასუსტოს. ამრიგად, ჭკვიანი სუვერენი თავისთვის დაიტოვებს შეწყალების
და დაჯილდოევების უფლებამოსილებებს და ჭეშმარიტად დამოუკიდებელ მაგისტრატებს
გადასცემს სასჯელისა შეფარდებისა და ჯარიმების ზუსტად განსაზღვრის
უფლებამოსილებას :“ ასე მოქცევით მიიღწევა ის რომ, მათ ვინც სარგებელს იღებენ, კარგი
მიზეზი აქვთ მათი მწყალლობელი მეფე უყვარდეთ, პატივს მიაგებდნენ და თავს უხრიდნენ,
ხოლო მათ, ვინ ისჯებიან, არავითარი საფუძველი არ აქვთ მეფე სძულდეთ და ამრიგად,
თავის მრისხანებას მაგისტრატების და მოსამართლეების წინააღმდეგ მიმართავენ“ (IV,6,512).
ხელისუფლების დანაწილება, ამ ანალიზის მიხედვით, საშუალებას აძლევს მმართველს,
აიცილოს უკმაყოფილება და პასუხისმგებლობა. ამ პერსპექტივიდან, დამოუკიდებელი
სასამართლო მთავრობის პარალიზებას კი არ ემსახურება, არამედ ზრდის მთავრობის
შესაძლებლობას თავისი საქმე აკეთოს.

როგორც იშვიათ შემთხვევებში თავად ჰობსიც ამტკიცებდა, აბსოლუტური


ძალაუფლება უფრო ნაკლებად ძლიერია, ვიდრე შეზღუდული ძალაუფლება, რადგან
ძალაუფლების მპყრობელებს თანამშრომლობა სჭირდებათ და არა მხოლოდ მორჩილება. ეს
ბოდენის ცენტრალური არგუმენტია. ორივე, დემოკრატიის და მონარქიის შემთხვევებში,
ძალაუფლების გაზიარება ბრძნულია: „ საშიშია, თუ მეფე ან ხალხი საკუთარ ხელში აიღებს
სენატის, ან მაგისტრატების ძალაუფლებას, რადგან დამხმარის გარეშე დარჩენა მათაც
გააფუჭებს და მათ სუვერენულ აღმატებულებსაც”(IV,6,518). რამდენადაც, ნებაყოფილობითი
თანამშრომლობა საჭიროა, მეფე (ან სუვერენი ხალხი) ყველა პოლიტიკური ფუნქციის
უსაფრთხოდ ხელში აღებას ვერ შეძლებს.

ბოდენის არგუმენტის ფუძემდებლური „დიალექტიკა“, ასევე სჩანს მის მიერ შერეული


რეჟიმების ქებაში. ერთის მხრივ, ნებისმიერი მცდელობა მეფის გენერალური შტატებისადმი

19
დაქვემდებარებისა ქაოსით დამთავრდება: „თუ მეფე ასამბლეის, ან ხალხის ბრძანებებს
დაემორჩილება მაშინ ის აღარც მეფე იქნება და აღარც სუვერენი“(II,8,95). მეორეს
მხრივ,ბოდენი ამბობს, რომ :“მონარქიის და სახალხო მმართველობის კომბინაცია „ყველაზე
უზრუნველყოფილი მონარქიაა“ (II,7,250).18 ამის მსგავსად: “თუ რამდენად საჭიროა ხალხის
კრება, ცალკეულ საკითხებზე რჩევის მისაღებად, ჩანს იმით, რომ ამ ხალხის რჩევით, ყველა
საქმე კარგად წყდება. ხოლო ის ხალხი, ვისაც რჩევას არ ეკითხებიან, დაჩაგრულ და მონურ
მდგომარეობაში იმყოფებიან“(III,7,385). თუ მეფე გენერალურ შტატებს არაფრად ჩააგდებს, ეს
სამოქალაქო ომს გამოიწვევს; თუ მეფე შტატებს დაეკითხება და ზოგჯერ მათს სურვილსაც
დაჰყვება, თავის ძალაუფლებას სტაბილურს გახდის და განამტკიცებს. „ამრიგად, ასამბლეა
სუვერენის ძალაუფლბას არ ამცირებს, არამედ ზრდის და აძლიერებს“(II, I,192) იმაზე
ყურადღების გამახვილებით, რომ ხალხთან კონსულტაცია სამართლებრივად სავალდებულო
არ არის, ბოდენი უბრალოდ ხაზს უსვამს მის პოლიტიკურ აუცილებლობას.

რამდენად მიმზიდევლიც არ უნდა იყოს les grands coups d’autorite მოკლევადიან


პერსპექტივაში, გრძელვადიანი გათვლით, ის სრულად ეწინაარმდეგება მეფის ინტერესებს.
ძველი წარმომადგენლობითი ასამბლეების „მიძინება“, საბდისწერო შეცდომა იქნებოდა:
„სამართლიან სამეფოს, ხალხის, თემების, გილდიების და კოლეგიების შტატებზე უკეთესი
საფუძველი არ გააჩნია. თუ მეფეს ფულის მოკრება, ჯარის შეკრება, სახელმწიფოს
მტრებისგან დაცვა დასჭირდება, ამას ხალხის, ყოველი პროვინციისა და ქალაქის შტატებზე
უკეთ ვერავინ შეძლებს“(III,7,384). სუვერენმა უნდა შეინარჩუნოს ეს ტრადიციული
ინსტიტუტები არა იმიტომ, რომ ის „სამართლიანია“ და არც ტრადიციის სიწმინდის გამო,
არამედ წმინდა ეგოისტური ინტერესების გათვლებით, იმიტომ, რომ ეს ინსტიტუტები
სამეფო ხელისუფლებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტებია.19 მეფის ხელისუფლება არ
იზომება იმით, რომ მასე შეუძლია ქვეშერმდომთა მუხლებზე დაჩოქება. უფრო
მნიშვნელოვანი, არის მისი უნარი გადაწყვიტოს არსებული პრობლემები. თუ პრობლმები
განსაკუთრებით რთულია მაშინ მას დიდი დახმარება დასჭირდება. შესაბამისად
ქვეშერმდომთა „უფლებების“ დაცვა შეიძლება პარადოქსულად, თვით ძალაუფლების
საჭიროებების გამო მოხდეს. ეს მართლაც ასეა, მაგალითად, წარმომადგენლობით ორგანოში
წევრობის უფლების შემთხვევაში: „სად შეიძლება უფრო უკეთსად განიხილებოდეს და
წყდებოდეს საკითხები ავადმყოფი სახელმწიფოს განკურნების, ხალხის გარდაქმნის,
კანონების შექმნის ან სახელმწიფოს რეფორმირების შესახებ, მეფსთან და სენატში თუ
ხალხთან?“(III,7,384) ქვეშერმდომებისთვის, რომელთაც მეფისგან პოლიტიკური დათმობების
მიღება სურთ, ძალადობრივი წინააღმდგობის მუქარა, შეიძლება უფრო ნაკლებად შედეგიანი

18
აღსაღნიშნავია, რომ ბოდენი სუვერენსა და მთავრობას შორის მკაცრ ზღვარს ავლებს.(II,2,199) ეს
განსხვავება ცნობილი რუსომ გახადა.
19
“ვხედავთ, რომ თავად ისინიც[მაგალითად მეფე და მისი კარი] რომლებსაც ამ შტატების
განადგურება და გაუქმება უნდათ, საჭიროების დროს სხვას ვერავის მიმართავენ საშველად თუ არა ამ
შტატებს და ხალხის თემებს, რომლებიც გართიანების შედეგად არა მარტო თავად ძლიერდებიან და
საკუთარ თავს იცავენ, არამედ, თავის მეფეს, სახელმწიფოს და მის ქვეშერმდომებს
მთლიანად.“(III,7,384)

20
იყოს, ვიდრე თანამშრომლობის შეწყვეტის მუქარა. ბრძანებები, რომელთაც უკან ძალის
გამოყენების მუქარა უდგათ, ძალზე უხეშნი არიან იმისთვის, რომ შედგიანი ჯგუფური
მუშაობის მობილიზაცია შეძლონ. შესაბამისად, მხოლოდ პირადი ინტერესი უნდა უძღოდეს
გონიერ მეფეს, რაღაც სახის წარმომადგენლობითი ორგანოს დაფუძნებასა და შენარჩუნბაში.

ხალხი, რომელსაც თავისუფლად შეუძლია აზრის გამოხატვა ზოგჯერ ძნელად


სამართავია, მაგრამ უფრო მოსურნე, თავისი წვლილი შეიტანოს საერთო პრობლემების
მოგვარებაში. ამ საკითხში, ბოდენი მტკიცედ დგას შემდგომი ლიბერალი მწერლების
გვერდით, რომლებიც ცენზურის დამცველებს და ძალადობრივი მორჩილების მომხრეებს
ეწინაარმდეგებიან. ბრძენი პრინცი გააცნობიერებს, რომ მას პირადად შეუძლია სარგებლის
მიღება სიტყვის თავისუფლებისგან, რა ზომითაც არ უნდა დაუშვას ის. მეფე, რომელიც
გენერალურ შტატებს განდევნიდა, საკუთარ თავს ინფორმაციის ცოცხალ წყაროს
წაართმევდა. შტატების სხდომაზე გამოჩენით, მეფეს შეეძლება მიიღოს აუცილებელი
პოლიტიკური ინფორმაცია, რომელიც სხვაგვარად მიუწვდომელი იქნებოდა: „იქ,
წარმომადგენლები ეხებიან საკითხებს მთელი სახელმწიფოს და მისი ნაწილების შესახებ, იქ
მეფე მოისმენს სამართლიან საჩივრებს და გასაჭირს მისი საბრალო ქვეშერმდომებისა,
რომელიც სხვაგვარად მის ყურამდე ვერ მიაღწევდა, იქ სააშკარაოზე გამოდის მეფის
სახელით ჩადენილი ძარცვა და გამოძალვა, რომელთა შესახებაც მან არაფერი იცის“
(III,7,384). მეფეს შეუძლია ბრძანებები გასცეს, მაგრამ მისი მდგომარეობა ხელს არ უწყობს
მათ შესრულებას თვალი მიადევნოს. თავისუფლად მოსაუბრე ასამბლეა, ამ საქმეს მისთვის
გააკეთებს. მისი ქვეშერმდომებისთვის თავისუფლების მიცემით, სხვაგვარად რომ ვთქვათ,
მონარქს შეუძლია გარკვეული ხარისხით კონტროლი მოიპოვოს მისადმი დაქვემდებარებულ
მოხელეებზე. უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევებში, კრიტიკამ შეიძლება მეფე გააძლიეროს
კიდეც. აშკარა მიზეზების გამო, არც ერთი ძლიერი მმართველი, თავის კრიტიკოსებს
მოწყალედ არ უყურებს, მაგრამ ჭკვიანი მეფე „უარს არ იტყვის თავისუფლად და
მოკრძალებით გააკრიტიკონ, იმისთვის რაც არასწორად მოიმოქმედა“(II,4,212). სანამ
საკუთარი შეცდომების გამოსწორებას შეძლებს, მეფემ უნდა გაიგოს მათ შესახებ და სად
შეუძლია მას ასეთი ცოდნის მიღება, თუ არა საუბრისთვის განკუთვნილ ასამბელეაში ?20

20
მაქს ვებერი იმავე აზრს ავითარებს პარლამნტარიზმის მხურვალედ დაცვისას: „თუ არ არსებობს
ძლირი პარლამენტი, მონარქი დამოკიდებულია მოხელეთა ანგარიშებზე სხვა მოხელეთა მუშაობის
ზედამხედველობისას.“ (Max Weber, Economy and Society, eds. Guenther Roth and Claus Wittlich [Berkley:
University of California Press, 1978],p.1406).

21

You might also like