Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 16

1.

როგორია საქართველოს
გეოგრაფიული მდებარეობა?

სქართველო მდებარეობს ევროპა აზიის შესაყარზე. რადან დღეისათვის


საზღვარი ევროპასა და აზიას შორის გადის თურქეთ-ირანის სახელმწიფო
საზღვარზე ამ სამი ქვეყნის საქართველო, სომხეთ აზერბაიჯანის ამ ვერსიის
მიხედვით საქართველო არის უკვე ევროპაში. დასავლეთიდან ესაზღვრება შავი
ზღვა და შესაძლებელი არის, რომ ატლანტის ოკეანეს დაუკავშირდეს
(ბოსფორის სრუტე, მარმარილოს ზღვა, დარდანელის სრუტე, ეგეოსის ზღვა,
ხმელზთაშუა ზღვა და გიბრალტარის სრუტე).

სწორედ საქართველოზე გაიოდა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი


სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა. რომელი აკავშირებდა და
აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის
ქვეყნებს.

საქართველო მდებარეობს ალპურ ჰიმალაურ მთათა სარტყელში და


საქართველოში ჩამოყალიბებული არის სუბტროპიკულ კლიმატური
სარტყლის თითქმის ყველა ტიპი (ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო,
ზომიერად მშრალი, მშრალი-კონტინენტური და სხვა) ეს განპირობებულია
ბუნებრივი ბარიერების კავკასიონის და სამხრეთ მთიანეთის არსებობით და შავი
ზღვის გავლენით.

ასევე გვაქვს ხელსაყრელი სატრანსპორტო გეოგრაფიული მდებარეობა.


ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის აზიისა და ევროპის ქვეყნების
დამაკავშირებელი სხვადასხვა გზები: სარკინიგზო მაგისტრალები,
საავტომობილო მაგისტრალები, ასევე მილსადებენი ბაქო ჯეიჰანის ნავთობ
სადენი და ასე შემდეგ.

კულტურულ-გეოგრაფიული მდებარეობის თვალსაზრისით, საქართველო


სამხრეთ-აღმოსავლეთის ევრისა და აზლო აღმოსავლეთის კულტურული
რეგიონებს შორის მდებარეობს, რაც თავისებურ გავლებნას ახდენს ქვეყნის
კულტურულ ცხოვრებასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე

საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა არცთუისე სახარბიელოა,


დადებითი შეიძლება ითქვას ის, რომ შავ ზღვაზე გასასვლელი გვაქვს და ამით
ჩვენ მეზობელ სომხეთ და აზერბბაიჯნთან შედარებით ვართ უპირატეს
მდგომარეობაში, რომ შეგვიძლია დანარჩენ მსოფლიოსთან საზღვაო გზით
კავშირი. ხოლო უარყოფით მაჩვენებლები არის ის, რომ ჩვენ ძირითადათ
განვითარებადი მეზობელი ქვეყნები გვყავს, ყოფილი საფჭოთა ქვეყნები რუსეთი,
სომხეთი, აზერბაიჯანი. რათქმაუნდა უკეთესი იქნებოდა, რომ
იტალია, საფრანგეთი და შვეიცარია გყავდეს მეზობლად უფრო მაღალ
განითარებადი ქვეყნები და ჩვენც უფრო რაღაც შეღავათებს მივიღებდით.
ასევე ჩვენ ეკონომიკური თვალსაზრისით მთლად ვერგვაქვს ძლიერი
სახელმწიფოები მეზობლად. პოლიტიკურადაც ჩვენი მეზობლები
არასტაბიურობით გამოირჩევიან. მაგალითად კომფლიკტური ზონებია, სომხეთ
აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებაა, რუსეთი არარის ასეთი მშვიდი ქვეყანა ,
თურქეთშიც, რომ ქურთებთანაც აქვთ რაღაც დაძაბულობა იქ მისი მეზობელი
ერაყი და სისრია ქმნის პრობლემებს. ანუ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით
საქართველოს ვერააქ მთლად ხელსაყრელი მდებარეობა.

ასევე საქართველოში ჭრელია ეთნიკური შემადგენლობა. აქაც ცხოვრობს,


როგორც სხვადასხვა რელიგიის აღმსარებელი ადამიანები ასევე, სხვადასხვა
ენობრივი ოჯახის წარმომადგენელი როგორიცაა: ალტაური ენობრივი ოჯახის
ხალხები (თურქები, აზერბაიჯანელები, ყარაჩაელები); იბერიულ-კავკასიური
ენობრივი ოჯახის ხალხები (ქართველები, აფხაზები, ინგუშები, ლეკები,
ჩეჩნები, ჩერქეზები, ყაბარდოელები); ინდო-ევროპული ოჯახის ხალხები
(ოსები, ქურთები, სომხები, რუსები, უკრაინელები); სემიტურ-ქამიტური
ენობრივი ოჯახის ხალხები (ებრაელები, არაბები).

2. როგორია საქარტველოს ტერიტორიის


ფართობი და საზღვრები?
დროთა განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა საქართველოს ტერიტორიის
ფართობი და დღეისათვის მისი ფართობი არის 69700 კვადრატული კილომეტრი.
საქართველო უფრო მეტად განფენილია (განიერია) დასავლეთიდან
აღმოსავლეთისაკენ (დაახლოებით 613 კილომეტრზე) ვიდრე ჩრდილოეთიდან
სამხრეთისაკენ (275 კილომეტრზე).

ჩრდილოეთის უკიდურესი წერტილ არის აფხაზეთში ნასოფლარ აიბგასთან,


სამხრეთის უკიდურესი წერტილია სომხეთის საზღვართან მთა ოკუზდაღთან,
დასავლეთის უკიდურესი წერტილი არის დაბა ლესელიძესთან და
აღმოსავლეთის უკიდურესი წერტილი არის ალაზნის და აგრიჩაის მდინარეების
შეერთების ადგილი.

საქართველოს გეოგრაფიული ცენტრი ლიხის ქედის დასავლეთით,


ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელი ხევი.

ჩვენ საზღვაო საზღვარი გვაქვს 310 კილომეტრი დაბა ლესელიძიდან, სოფელ


სარფამდე. დანარჩენი 1660 კილომეტრი არის სახმელეტო საზღვარი.

საზღვარი შეიძლება იყოს ბარიერული ანუ დაბრკოლებას, როცა ქმნის საზღვარი


და ეს არის ჩრდილოეთის საზღვარი მაღალ კავკასიონის მთებზე სადაც გადის.
შეიძლება იყოს ნახევრად ბარიებული, როგორც საქართველოს სამხრეთი
საზღვარია, არცთუისე მაღალ მთებზე როცაგადის საზღვარი და შეიძლება იყოს
კონტაქტური როგოც ჩვენ აღმოსავლეთით აზერბაიჯანთან გვაქ საზღვარი , როცა
ვაკე რელიეფია ძირითადათ წარმოდგენილი.

ჩრდილოეთის საზღვარი იწყება დაბა ლესელიძესთან და მიუყვება მდინარე


ფსოუს, შემდეგ მთა აგეფსთამდე, ძირითადათ მიუყვება კავკაისონის მთავარ
წყალგამყოფ ქედს მაგრამ მთა ვაციგფარსიდან შავ კლდემდე საზღვარი მთავარ
წყალგამყოფ ქედს კიარ მიყვება არამედ უფრო ჩრდილოეთით გადადის.
ამიტომაა, რომ საქართველოს ზოგიერთი კუთხე თუშეთი ხევსურეთი, ხევი
მოქცეული არის უკვე კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობებზე, მთავარი
წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით. ესეიგი ვაციგფარსიდან შავ კლდემდე
საზღვარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით გადის მთა მყინვარწვერზე და
გვერდით ქედზე.

აღმოსავლეთი საზღვარი იწყება მთა ტინოვროზოდან, ეშვება კვკასიონის


სამხრეთ კალთაზე და ბოლოს საზღვარი მიუყვება მდინარე ალაზანს (ანუ
ალაზნის ერთმხარეს საქართველოა ალაზნის მეორე მხარეს აზერბაიჯანი ) და
აღმოსავლეთის საზღვარი მთავრდება მინგეჩაურის წყალსაცავთან .

სამხრეთის საზღვარი იწყება შავ ზღვასთან სოფელ სარფთან (აჭარაში). ის ჯერ


მდინარე ტიბაშის ხეობაზე, შემდეგ გადაკვეთს ჭანეთის ქედს, მდინარე ჭოროხს,
მიუყვება შავშეთის ქედს, გადაკვეთს არსიანის ქედს, შემდეგ მიუყვება ერუშეთის
მთიანეთს, გადაკვეთს მდინარე მტკვარს, (სამხრეთის საზღვარი ორ ტბას
გადაკვეთს ესარის) კარწახის (ხოზაფინის) ტბა, (რომელიც ჩვენ საზიარო გვაქ
თურქეთთან, მეორე საზიარო ტბა გვაქ ჯანდარის ტბა აზერბაიჯანთან.), შემდეგ
გადაკვეთს ჯავახეთის ქედს, მიუყვება ლოქის ქედს, გადაკვეთს მდინარე
დებედას, შემდეგ ეშვება ქვემოქართლის ვაკეზე წითელ ხიდდთან (ხრამის და
მტკვრის შეერთების ადგილი), გადაკვეთს ჯანდარის ტბას და ბოლოს შემოუვლის
ივრის ზეგანს სამხრეთიდან , მდინარე ივრის მარცხენა ნაპირს მიყვება და
სამხრეთის საზღვარიც მთავრდება მინგეჩაურის წყალსაცავთან .

3. საქართველო და კავკასია
კავკასია არის ერთ-ერთი ფიზიკურ გეოგრაფიული რეგიონი. კავკასიის რეგიონის
გამოყოფა ასე იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ ამ რეგიონის ქვეყნებს გვაერთიანებს
კავკასიონის მთათა სისტემა. კავკასიის ფართობი არის 440000 კვადრატული
კილომეტრი. კავკასია მდებარეობს ევროპა აზიის შესაყარზე ალპურ ჰიმალაური
მთათა სარტყლის ცენტრალურ ნაწილში. კავკასიის ჩრდილო საზღვარი მიუყვება
კუმამანიჩის ღრმულს, სამხრეთის საზღვარი იგივეა რაც ევროპა აზიის საზღვარი,
ანუ თურქეთთან და ირანთან, საქართველო, სომხეთ, აზერბაიჯანის სახელმწიფო
საზღვარი. დასავლეთით შავი ზღვა და აზოვის ზღვა, ხოლო აღმოსავლეთით
კასპიის ზღვა.

კავკასიის რეგიონს კავკასიის მთავარი წყალგამყოფი ქედი (ლიხის ქედი)


ყოფს ორ ნაწილად, ამიერ (საქართველო, სომხეთი აზერბაიჯანი) და იმიერ
(რუსეთი) კავკასიებად. კავკასიის უმრავლესი მწვერვალი არის იალბუზი (5642 მ.
ასევე ევროპის ყველაზე მაღალი მწვევალიცაა).
კავკასიონი ფიზიკურ-გეოგრაფიული ნიშნების მიხედვით 8 რაიონად დაიყო:
იმიერკავკასია, კავკასიონი, ჩრდილო შავი ზღვისპირეთი, კოლხეთი,
აღმოსავლეთ ამიერკავკასია, მცირე კავკასიონი, ჯავახეთ-სომხეთი, ჰირკანი . ამ
რვა რაიონიდან მხოლოდ სამი არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე
ესენია: იმიერკავკასია (რუსეთში), ჩრდილო შავი ზღვისპირეთი (რუსეთი) და
ჰირკანი (აზერბაიჯანი).

კავკასიაში მოიაზრება ოთხი სახელმწიფო: რუსეთი, საქართველო, სომხეთი,


აზერბაიჯანი.

კავკასიას ეკუთვნის რუსეთში შემავალი 7 ავტონომიური რესპუბლიკა და 2 მხარე


(სტავროპოლისი და კრასნოდარი) კრასნოდარი ესაზღვრება საქარველოს . 7
ავტონომიური რესპუბლიკაა: ადიღეა (არესაზღვრება საქართველოს ), ყარაჩაი
ჩერქეზეთი (ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს საქართველოსთნა), ყაბარყო
ბალყარეთი, ჩრდილო ოსეთი, ინგუშეთი (ყველაზე მოკლე საზღვარი აქვს
საქართველოსთან ), ჩეჩნეთი და დაღესტანი.

ყველაზე გრძელი საზღვარი რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქ, შემგედ მოდის


აზერბაიჯანი, თურქეთი და ბოლოს სომხეთი.

კავკასიის რეგიონი საკმაოდ ჭრელი არის ეთნიკური თვალსაზრისით და ასევე


რელიგიითაც განვსხავდებით. ჩვენ მართმადიდებელი ქრისტიანები ვართ,
სომხები გრიგორიანელი ქრისტიანები არიან, აზერბაიჯანელები მაჰმადიანები
არიან, რუსეთი თვითონ კი არის ქრისტიანული სახელმწიფო მაგრამ აი ეს
ავტონომიური რესპუბლიკები, რომლებიც საქართველოს ესაზღვრება აქ
მოსახლეობა ძირითადათ არის მაჰმადიანური რელიგიის აღმსარებელი.

4. სად და რომელ სასარგებლო წიაღისეული


მოიპოვედა საქართველოში?
საოცრება არის ის, რომ ასეთ პატარა ქვეყნის ტერიტორიაზე ესეთ
მრავალფეროვანი და სხვადასხვა სახეობის სასარგებლო წიაღისეული
მოიპოვება. ეს აიხსნება საქართველოს რთული გეოლოგიური განვითარების
ისტორიით. 600 მილიონი წლის წინ იწყება ჩვენი ტერიტორიის ჩამოყალიბება და
ამ ხანგრძლივ პერიოდში, როცა ვითარდებოდა ტერიტორია სხვადასხვა
სახეობის სასარგებლო წიაღისეულიც ჩნდებოდა ჩვენს წიაღში.
თუმცა, რამოდენიმე მათგანი ისეთი დიდი რაოდენობით არაა წარმოდგენილი
ჩვენს ტერიტორიაზე, რომ ჩვენ ამით მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვროთ.
მაგალითად კატარში როა რო მიწას გაჩიჩქნიან და ნავთობი შადრავანივით
ასხავს ესე არაა საქართველოში. კივამბობთ, რომ მრავალფეროვანია და ბევრ
ადგილასაა სასარგებლო წიაღისეულები მაგრამ არის ცოტა, რთულად
მოსაპოვებელია და ასევე ძვირი ჯდება მოპოვებაც.

მინერალური რესურსები შეიძლება იყოს ამოწურვადი (ოდესმე ის ამოიწურება)


და ამოუწურვადი. ამოწურვადი არის ყველა სახის სასარგებლო წიაღისეული და
ასევე აღუდგენელიც (თუ დაწვი ქვანახშრირი ან ნავთობი მისი აღდგენა აღარ
შეიძლება). ამოუწურვადია ქარის ენერგია, მზის ენერგია, ზღვის მიქცევის და
ოქცევის ენერგია. აღდგენადია ხეტყის რესურსი, მოჭრი ხეს და დარგავ ახალს
ნერგებს და აღდგება ხეტყე.

სასარგებლო წიაღისეული შეიძლება დავყოთ თავისი დანიშნულების მიხედვით.


არის სათბობ ენერგეტიკული რესურსები (გამოიყენება საწვავად, ენერგიის
გამოსამაშავებლად). მათ მიეკუთვნება: ნავთობი, ტორფი, ქვანახშირი, ბუნებრივი
აირი.

საწვავ წიაღისეულია

ნავთობი მოიპოვება შავი ზღვის სანაპიროზე (სუფსის საბდო) და ყველაზე მეტი


კახეთში. მათი საბადოებია: დიდი და პატარა მირზაანი, შირაქის ველი,
დედოფლისწყარო და სამგორ პატარძეულის ნავთობ საბადო. ჩვენ მათ იმიტომ
არმოვიპოვებთ რადგან მათი მოპოვება ძვირი ჯდება და იმპორტს ვამჯობინებთ.

ქვანახშირი მოიპოვება ტყიბულში და ტყვარჩელის საბადოებში.

მურანახშირი მოიპოვება ახალციხის მიდამოებში დაბა ვალესთან.

ბუნებრივი გაზის ცოტა რადენობა არის სამგორ პატარძეულსა და თელეთის


საბადობზე თუმცა ის ადგილობრივ მოსახლეობასაც არყოფნის. თუმცა
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შავი ზღვის შელფზე არის გაზის მარაგი.

ტორფი მოიპოვება კოლხეთის დაბლობზე. ის არის მცენარეული და ცხოველური


ორგანიზმების ნარჩენისგან შემდგარი. ჩვენი ტორფი არარის ისეთი ხარისხიანი ,
როგორიც მაგალითად ბელარუსში წარმოიქმნება. ამიტომ ტორფს ვიყენებთ არა
საწვავად არამედ სასუქად.

მადნეული წიაღისეულია ლითონის შემცველი წიაღისეული, რომელშიც


მეტალის შემცველობაა. ლითონებს ვყოფთ ორ ნაწილად შავ და ფერად
ლითონებად. შავ ლითონებს მიეკუთვნება: მანგანუმი და რკინა.

მანგანუმი მოიპოვება იმერეთში, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში,


ასევე ჩხარი აჯამეთის საბადო (ქუთაისში) და თერჯოლის მიდამოებში. მის გარეშე
შავი მეტალურგიის განვიტარება შეუძლებელია. მანგანუმი ძვირფასი
ნედლეულია და იყენებენ, რომ ქარხანებში გამოადნონ ფოლადი, თუჯი და
ასეშემდეგ. მას ასევე ქიმიურ მრეწველობაშიც გამოიყენებენ. მანგანუმი საბჭოთა
კავშირის დროს გაჰქონდათ ქვეყნიდან და დღეს უფრო დაბალი ხარისხის
მანგანუმია შემორჩენილი და აღარგვაქ ისეთი დიდი მარაგი.

რკინის მადანი ყველაზე უფრო მეტი იყო ფოლადაურის ხეობაში (ბოლნისის


მუნიციპალიტეტში), და გურიაში მაგნიტური ქვიშა მოიპოვება, რომელიც
გარკვეულ წილაც რკინას შეიცავს, ასევე არის ძამის მიდამოებში (ქარელის
მუნიციპალიტეტი)

ფერადი ლითონებიდან ყველაზე უფრო დიდი მარაგი არის სპილენძ-ტყვია-


თუთიის. ფერადი ლითონები მოიპოვება ქვემო ქართლში რომელიც არის
ბოლნისში კაზრეთის საბადო და ამ საბადოს საფუძველზე შეიქმნა მადნეულის
კომბინატი სადაც მოიპოვებენ პოლიმეტალურ საბადო (რამდენიმე სახის
ლითონის ერთად მოიპოვება).

ტყვია-თუთიას მოიპოვებენ კვაისაში, რომელიც ოსების მიერ კონტროლირებად


ტერიტორიაზეა სამაჩაბლოში.

დარიშხანს მოიპოვებენ სვანეთსა და რაჭაში, ცანისა და ლუხუნის საბადოებში.

საყდრისის საბადოში ოქროს შემცველ მადანსაც მოიპოვებენ.

არამადნეული ლითონს არ შეიცავს. ყველაფერი დანარჩენი ეს იქნება ქიმიური


რესურსი: გოგირდი, ფოსფორი თუ ასე შემდეგ, ასევე სამშენებლო მასალაც .
საქართველოში მოიპოვება: ანდეზიტი, ბარიტი, ცეოლითი, ბენტონიტური თიხა
და სხვადასხვა სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქანები.

ბარიტი გამოიყენება მედიცინაში და ასევე გამოიყენება ქიმიურ მრეწველობაში.


მისგან ამზადებენ სხვადასხვა ბარიუმის პრეპარატებს და საღებავებს .
ძირითადათ მისი მოპოვება კავკასიონის მთებში რაჭის მიდამოებში ხდება.

ანდეზიტი მოიპოვება ბაკურიანში. არის დაბა სადაც ხდება მისი მოპოვება.


ანდეზიტი გამოიყენება სამშენებლო მასალად და არის კარგი მჟავა გამძლე
სამშენებლო მასალა.

ცეოლითი მოიპოვება შიდა ქართლში, კასპისა და მცხეთასთან ახლოს ძეგვისა


და ძამის მიდამოეში. ცეოლითები ძირითადათ გამოიყენება რადიაციის
შთანთქმისთვის. მაგრამ ჩვენთან მას გამოიყენებენ დანამატად.

ბენონიტური თიხები შეიძლება იყოს წითელი კერამიკული თიხა,


ცეცხლგამძლე თიხა. მისგან ამზადებენ აგუსრ, საყოფაცხოვრებო ჭურჭელს
(ქვევრი, თონე, ქოთნები, დოქები, კეცები). საქართველოში ასევე მოიპოვება
თეთრი თიხა მათეთრებელ თიხბსაც ეძახიან, რომელსაც ჩვენ მეორენაირად
ბენტონიტურ თიხებს ვუწოდებთ. ის ძირითადათ ნავთობის გასაწმენდად
გამოიყენება, მაგრამ საქართველოში ღვინის გასაფილტრა იყენებენ .
ბენტონიტურ ტიებს მოიპოვებენ გურიაში სოფელ ასკანაში და ქუთაისთან ახლოს
სოფელ გუმბრში.

საქართველო ასევე მდიდარია სამშენებლო წიაღიესულით. ეს არის


მარმარილოს სხვადასხვა სახეობა: თეთრი მარმარილო, მომწვანო ფერის,
მორუხი ფერის, წითელი ფერის მარმარილოცაა საქართველოში. მათი
საბადოებია: სალიეთის მარმარილო (მოწითალო მარმარილო), რომელსაც
ჭიათურაში მოიპოვებენ; ჭოგნარის მარმარილო (თერჯოლის მუნიციპალიტეტში);
სადახლოს მარმარილო (მოწვანო მორუხო ფერისაა) მოიპოვება მარნეულის
მუნიციპალიტეტში; სოხუმში არის გუმისთის მარმარილო და კახეთში ასევე არის
ლოპოტის მარმარილო.

საქართველოში ასევე მოიპოვებენ ძვირფას და ნახევრად ძვირფას ქვებს ასეთია


აქატი (ახალციხეში); საიუვილერო აქატი (მარნეულში) და ასევე მოიპოვება
ობსიდიანი (ნინოწმინდაში- სამცხე ჯავახეთში).

საქართველო განსაკუთრებით მდიდარია მინერალური წყლბებით. მათგან


გამორჩეული არის ბორჯომი, ნაბეღლავი, საირმე და ასე შემდეგ. ასევე არის
ბალნეოლოგიური კურორტებისთვისაც მაგალითად წყალტუბო და მისი თბილი
წყლის აბანოებით ინკურნებაინ ადამიანები.

5. რომელ უმთავრეს გეომორფოლოგიურ


ერთეულებად იყოფა საქართველო?
საქართველოს საშუალე სიმაღლე ზღვის დონიდან 1230 მეტრია.

აღმოსავლეთ საქართველოს (1690 მ) საშუალო სიმაღლე უფრიო მეტი აქ ვიდრე


დასავლეთს (1314 მ.), რადგან დაბლობი ადგილები, როგორიც დასავლეთითაა
მაგალითად კოლხეთის დაბლობი ამის გამო საშუალო სიმაღლე უფრო დაბალი
გამოდის და ასეთი დაბლობი ადგილები აღმოსვლეთში არარის.

საქართველოს უმაღლესი მწვერვალი არის შხარა (5068 მ.) ხოლო ყველაზე


დაბალი ადგილი დასავლეთ საქართველოშია ზღვის დონეზე 1,5--2,3 მეტრით
დაბლა (ფოთსა და ყულევს შორის).

ჰიფსომეტრიული საფეხური არის 500-500 მეტრით გამოყოფილი.

საქართველოს რელიეფი არის მთიანი რელიეფი.

მთები- 54%
გორაკ-ბორცვაკები და მთისწინები- 33%
დაბლობები- 13%
გეომორფოლოგია შეისწავლის რელიეფის ფორმათა იერსახეს, მასთან
დაკავშირებულ სტიქიურ მოვლენებს და ასეშემდეგ.

გეომორფოლოგიური თვალსაზრისით საქართველო იყოფა ოთხ ერთეულად:


კავკასიონის მთიანეთი, მთათაშორისი ბარი, მცირე კავკასიონი და სამხრეთ
მთიანეთი.

კავკასიონის ქედები: გაგრის ქედი, ბზიფის ქედი, ჩხალთის ქედი, კოდორის


ქედი, რაჭის ქედი, სვანეთის ქედი, კახეთის ქედი, მთიულეთის ქედი, ხევსურეთის
ქედი, ქართლის ქედი, გუდამაყრის ქედი, ხოხის ქედი, პირიქითის ქედი, ალევის
ქედი, ხარულის ქედი, გერმუხის ქედი, ლეჩხუმის ქედი, ეგრისის ქედი.

მცირე კავკასიონის ქედები: თრიალეთის ქედი, შავშეთის ქედი, მესხეთის ქედი


(აჭარა-იმერეთი), არსიანის ქედი, ლოქის ქედი. სამსარისა და ჯავახეთის ქედები
კი ქმნის სამხრეთ მთიანეთს.

მთათაშორისი ბარი: კოლხეთის დაბლობი, იმერეთის მაღლობი, შიდა ქართლის


ვაკე, ქვემო ქართლის ვაკე, ივრის ზეგანი, ალაზნის ვაკე, ელდარის ვაკე,
გომბორის ქედი, ლიხის ქედი (პერანგა- ყველაზე მაღალი).

კავკასიონის ძირთადი მწვერვალები: შხარა (ყველაზე მაღალი), თეთნულდი,


უშბა,თებულო, მყინვარწვერი.

მცირე კავკასიონის ძირთადი მწვერვალები: კენჭაული (ყველაზე მაღალი)


მეფისწყარო, შავიკლდე, დიდი აბული (სამცხე-ჯავახეთში ყველაზე დიდი),
არჯევანი, გუმბათი.

6. რელიეფის რომელი ტიპებია


გავრცელებული საქართევლოში?
საქართველოში არის მრავალფეროვანი რელიეფის ტიპი სულ 8 რელიეფის
ტიპია, რაც საქართველოსთვის ასეთი პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრია. მისი
მრავალფეროვნება განაპირობა დედამიწის გარეგანმა, ენდოგენურმა ძალებმა .
და ეს რელიეფის 8 ტიპია: ტექტოგენური, ვულკანური, მყინვარული, ეროზიული,
გრავიტაციული, კასტრული, პეტროგენული და ანთროპოგენული.

ტექტოგენური რელიეფი დაკავშირებულია დედამიწის ზედაპირის ვერტიკალურ


მოძრაობასთან. იგი ფართოდ არის გავრცელებული და ძირითადად
წარმოდგენილია მსხვილი და საშუალო ფორმებით. საქართველოში ქედებისა და
მთათაშორისი ქვაბულების არსებობა და მათი ჰიფსომეტრიული მდებარეობა
სწორედ ტექტონიკური პროცესებითაა გამოწვეული.
ვულკანური რელიეფი ძირითადათ გვხვდება სამხრეთ საქართველოში
(არსიანის ქედი, ერუშეთის მთიანეთი, სამსარისა და ჯავახეთის ქედები,
ახალქალაქისა და წალკის ვულკანური პლატოები) და კავკასიონზე (ყელის
ვულკანური მთიანეთი და ყაზბეგის ვულკანური მასივი). რელიეფის ვულკანურ
ფორმებს მიეკუთვნება ვულკანური კონუსები, ლავური ნაკადები და ვულკანური
პლატოები.

მყინვარული რელიეფი გვხვდება მხოლოდ კავკასიონზე (ყელის ვულკანურ


მთიანეთზე და ყაზბეგიგს ვულკანურ მასივზე). აქვე არის შემორჩენილი ძველი
გამყინვარების კვალიც, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია ტროგული
ხეობებით, მყინვარული ცირკებით, კარებით და ასე შემდეგ. საქართველოში
ტროგული ფორმები გავრცელებულია კავკასიონის მთავარი ქედის მაღალმთიან
ქედებზე: გაგრის, ბზიფის, კოდორის, ლეჩხუმის, ქართლისა და სხვა. მცირე
ტროგები გვხვდება სამხრეთ საქართველოშიც. ასევე ფართოდაა
გავრცელებული მყინვარული ცირკი და კარი, რომლებიც ხშირად მყინვარული
ტბებითაა დაკავებული (მაგ. ადუედა აბიჟი - აფხაზეთი, ტანიეს ტბა - თუშეთ-
ხევსურეთის კავკასიონი და სხვა).

ეროზიულ რელიეფს საქართველოს მთასა და ბარში ვრცელი ფართობები


უკავია. განასხვავებენ ძველ და ახალგაზრდა ეროზიულ წარმოქმნებს . ძველი
ეროზული ფორმები შეორჩენილია ძირულისა და ლოქის კრისტალურ მასივებზე.
ახალგაზრდა ეროზიული ფორმებია: ხეობები, ხევები, ტერასები და სხვა. ეს
ყველაფერი კი ბუენბრივად ხდება. ასევე აღსანიშნავია, რომ ტერასებს მთიანი
რელიეფის პირობებში დიდი მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობის
განვითარებისათვის.

გრავიტაციული რელიეფის განვითარებას ხელს უწყობს ღრმად


დანაწევრებული და მნიშვნელოვნად დახრილი ფერდობები. მათ მიეკუთვნება
მეწყრები და კლდეზვავები, რომელთა ინტენსიური განვითარებით გამოირჩევა:
რაჭა ლეჩხუმი, ზემო იმერეთი, შიდა აჭარა, მესხეთი, აფხაზეთი და სხვა.

კარსტრული რელიეფისთვის დამახასიათებელი რელიეფის უარყოფითი


ფორმებია: ძაბრები, ქვაბულები, მღვიმეები, უფსკრულები და ა.შ. საქართველოში
კარსტრული რელიეფი ძირითადად დასავლეთ საქაღველოში, კერძო კი,
აფხაზეთში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთშია გავრცელებული.
აღმოსვლეთში საერთოდ არ არის და დასავლეთ საქათველოდან გურიაშიც და
აჭარაშიც არ არის. ჩვენში აღნუსხულია 1100-ზე მეტი მღვიმე-უფსკრული. მათგან
განსაკუთრებით ცნობილია ახალი ათონის, წყალტუბოს სათაფლიის, ცუცხვათის
და სხვა, რომელთაც ტურისტულ-რეკრეაციული მნიშვნელობა აქვთ. კარსტრული
რელიეფის ტიპის გავრცელება უკავშირდება იმას, რომ იქ არის კირქვები,
თაბაშირი, წტალში ადვილად ხსნადი ქანები, რომლებიც წყალთან
ურთიერთმოქმედების შედეგად იშლება და წარმოიქმნება სიღრუეები,
სიცარიელები.
პეტროგენული რელიეფის-ფორმებს ტურისტულ-რეკრეაციული დანშნულება აქვთ,
მაგალითად, ასეთია: 40მ. სიმაღლის კაცხის კირქვული სვეტი, მოქანავე ლოდი
“ქუანცალა” (სამეგრელო), კანიონები, კლდოვანი თხემები და სხვა.

კაცხის სვეტი კირქვის სვეტისებური დენუდაციური ‘’მოწმე’’- შთენილი კლდეა სოფელ


კაცხში(იმერეთი) და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე, მდინარეებს-
კაცხურასა(ყვირალას მარჯვენაშენაკადი) და ღვითორის წყალგამყოფზე
მდებარეობს.სვეტის სიმაღლეა 40მ-ია.

ანთროპოგენული რელიეფი მრავლად და მრავალფეროვნადაა


წარმოდგენილი. მათ მეკუთვნება უძველესი პერიოდის ანთროპოგნული ფორმები
- კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტრები (უფლისციხე, შიომღვიმე და სხვა),
ხელოვნური ტერასები, სარწყავი არხები და სხვა.

7. დაახასიათეთ რელიეფთან
დაკავშირებული სტიქიური მოვლენები
საქართველოში ხშირია ბუნებრივი სტიქიური მოვლენები. მაგალითად ავიღოთ
მიწისძვრები. საქარველო საშიში იმიტომ არის მიწისძვრებისგან რადგან იგი
ალპურ იმალაურ მთათა სარტყელში მდებარებს და არის 7-9 ბალიანი
მიწისძვრის რისკის ზონაშია. რაგდანაც კავკასიონი ჯერ კიდევ არ არის
ჩამოყალიბებული და სულ ხდება რყევები, ქანების გადაადგილება, რაც
მიწისძვრების სახით გამოიხატება. 1991 წლის რაჭა-იმერეთისა და შიდა
ქართლის მიწისძვრების შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-
სამეურნეო შენობა-ნაგებობები, კულტურის ძეგლები და ა.შ.
2002 წლის აპრილში თბილისში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ
მნიშვნელოვანი მაშტაბის ნგრევა გამოიწვია.

რელიეფის სტიქიურ მოვლენებს ასევე უკავშირდება მეწყერი, ღვარცოფი,


თოვლის ზვავი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, ეროზიული პროცესები და ასე შემდეგ.

მეწყერი არის დახრილ ზედაპირზე მიწის ზედაპირის მოწყვეტა ფერდობის


დახრილობის მიმართულებით. ყველაზე მეტად მეწყერ საშიში რეგიონებია:
აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, იმერეთი და სხვა. მეწყერის მოქმედების
შესუსტება შეგვიძლია ხეების დარგვით, ტერასების გაკეთებით, საინჟინრო
ნაგებობების აშენება (ბეტონის ნაგებობები, ფერდობის პარალელურად),
მიწისქვეშა წყლების დრენაჟის მოწყობა და სხვა.

თოვლის ზვავები (25-40 გრადუსი) ყველაზე მეტად ხშირია მესტიისა და ყაზბეგის


მუნიციოალიტეტში, შიდა აჭარაში, სვანეთში და მცხეთა მთიანეთის რეგიონში.
თოვლის ზვავს იწვევს იტენსიური თოვა, ახალი თოვლის ძველთან ცუდი
შეჭიდულობა და ფერდობების თოვლით გადატვირთვა. მის წინააღმდეგ
საბრძოლველად საჭიროა საინჟინრო ნაგებობების აგება, რომლებიც
პერპენდიკულარულადაა განლაგებული, რადგან გაჭრას და შეასუსტოს ზვავის
მოქედება, გვირაბების გაყვანა, დატყიანება, ხელოვნურად გამოიწვევენ ზვავს
ჩამოფერთხავენ თოვლს, რომ მერე მოსახლეობისთვის ზიანის მიტანა ვეღარ
შეძლოს.

კლდე ზვავები

ღვარცოფი არის იგივე ქვატალახიანი ნაკადები. მათი წარმოქმნის ხელშემწყოფი


ფაქტორებია: ადვილადშლადი ქანები, უტყეობა და ხანგრძლივი გვალვიაი
პერიოდი. ძირითადი ღვარცოფული რაიონებია: თერგის, არაგვის და ალაზნის
ზემო დინებათა აუზები. ღვარცოფს არაერთხელ დაუზარალებია: ყვარელი,
თელავი, ონი, ცაგერი, ახალციდე და სხვა. მისი თავიდან ასაცილებლად
საჭიროა: მდინარის კალაპოტში ჯებირების მშენებლობა, ხეობის ფერდობების
გატყიანება, ტერასების მოწყობა, კალაპოტის ნაშალი მასალისგან გაწმენდა და
სხვა.

ეროზია არის რელიეფის დანაწევრება. ეროზიულ პროცესებს იწვევს წყალი და


ქარი. წყლისმიერი ეროზიის შედეგად ვღებულობთ ხევებს, ხეობებს, ხრამებს,
ხოლო ქარისმიერი ეროზიის საწინააღმდეგოდ უნდა ავაშენოთ ქარსაცავი
ზონები, რომ არმოხდეს ახვეტა ერთი ადგილიდან ნაყოფიერი მიწის და მეორე
ადგილზე დაგატანა.

8.

9. რომელია ძირითადი კლიმატწარმომქმნელი


ფაქტორები საქართველოში?

საქართველოში საკმაოდ ბევრ ჰავის ტიპებს ვხვდებით. ჩვენს ქვეყანაში თითქმის


დედამიწის ყველა ტიპის ჰავა გვხვდება. ჰავის მრავალფეროვნება გამოიწვია ჩვენი
ქვეყნის მდებარეობამ, სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყლებს შორის და რელეფის
თავისებურებამ, ასევე შავმა ზღვამ. საქართველოში ჰავის ჩამოყალიბების სამი
ძირითადი ფაქტორია: მზის რადიაცია, ატმოსფეროს ზოგადი ცირკულაცია და
ქვეფენილი ზედაპირი.

1) საქრთველოში მაღალია მზის ნათების ხანგრძლივობის წლიური მაჩვენებელი. ის


დამოკიდებულია ღრუბლიანობაზე. ის ჩვენ ქვეყანაში ზომიერია. მზის ნათების
საშუალო წლიური ხანგრძლივობა 1360 საათიდან 2500 მდეა. მაღალია შირაქის
ველზე და გარდაბნის ვაკეზე, ხოლო დაბალია აჭარის მიდამოებში და კავკასიონზე.
სიმაღლის მატებასთან ერთად, 2000 მ სიმაღლემდე ჯამური რადიაცია არ იცვლება.
ვაკე დაბლობზე, დაბალ და საშალო მთებში ჯამური რადიაციის საშუალო წლიური
მაჩვენებელი 120-130 კკალ/კვ.სმ-ზე. 2000 მ.-ზე მაღლა უფრო იზრდება, რადგან
ჰაერის სიმკვრივე მცირდება და გამჭვირვალობა მატულობს. რადიაციული
ბალანსი დამოკიდებულია ჯამურ რადიაციაზე და ალბედოზე (არეკვლის სიდიდე).
ალბედოს დიდი მაჩვენებელი ახასიათებს თოვლს. ის 60-90% რადიაციას ირეკლავს.

2) ატმოსფერულ ცირკულაციაზე დიდ გავლენას ახდენს რელიეფი, განსაკუთრებით


ქედების სიმაღლე და მიმართულება. საქართველოში დიდი მნიშელობა აქვს
კავკასიონს, რომელიც ერთგვარი ბარიერია და ცივი ჰაერის მასებს აკავებს და
აიძულებს, რომ დასავლეთიდან ან აღმოსავლეთიდან შემოაღწიოს საქართველოში.
ასევე მნიშვნელოვანი ბარიერებია ლიხის და არსიანის ქედი. ისინი ნოტიო და მშრალ
სუბტროპიკული ჰაერის მასების საზღვარია. მცირე კავკასიონი კი სამხრეთიდან ცხელ
ჰაერის მასებს აკავებს. ჰაერის გადაადგილებას ხელს უწყობს მთათაშორისი
დადაბლება -ე.წ. „საქართველოს დერეფანი“. საქართველოს ჰავის ფორმირებაზე
გავლენას ახდენს ზომიერი, ტროპიკული და ზოგჯერ არქტიკული ჰაერის მასებიც.

3) ასევე მნიშნელოვანია ქვეფენილი ზედაპირი: რელიეფის დანაწევრება, სიმაღლე,


ქედები, ხეობები, ქვაბულები. ქედების განლაგება ჰაერის მასებს იმდენად უცვლის
სახეს, რომ მკვეთრად განსხვავებული ამინდი ყალიბდება, ერთი და იგივე
პროცესების დროს. ქედების საქარე ფერდობები ნალექებით გამოირჩევა,
მთათაშორის ქვაბულებსა და ღრმა ხეობებში კი ნალექები მცირეა.

10. დაახასიათეთ ჰავასთან


დაკავშირებული სტიქიური მოვლენები.
ატმოსფეროში ხიშრად ვხვდებით პროცესებს, რომლებიც ნგრევასა და მსხვერპლს
იწვევს. ასევე საქარტელოშიც ხშირია ჰავასთან დაკავშირეული სტიქიური მოვლენები

1) ჭექა-ქუხილი საქართველოში საშუალოდ წელიწადში 5-დან-60-მდეა. მას საკმაოდ


დიდი ზიანი მოაქვს და ის დამახასიათებელია ახალ-ქალაქის მიდამოებისთვის.

2) სეტყვა აღმოსავლეთ საქართველოში ხშირია. ის თბილ პერიოდში, 2-3 ჯერ მაინც


შეიძლება მოვიდეს. სეტყვიანობით გამოირჩევა კახეთი. ის ხშრია დაბლობებსა და
მდინარეთა ფართო ხეობებში, ხოლო ბორცვიან და პლატოსებურ რელიეფის
პირობებში კი განმეორებადია და რათქმაუნდა ის დიდ ზიანს აყენებს სოფლის
მეურნეობას.

3) ქარბუქი საქართველოში იშვიათია. ის შედარებით ხშრია მაღალმთიანეთში,


ცენტრალურ კავკასიონზე და ჯავახეთში. ძლიერი ქარებით დასავლეთ
საქართველოში გამოირჩევა ქუთაისი (60 დღეზე მეტი წელიწადში), აღმოსავლეთში
კი ხაშური (50 დღეზე მეტი წელიწადში).
4) ნისლი აფერხებს ტრანსპორტს. ყველაზე მეტად ნისლიანი ადგილია ლიხის ქედი
(260 დღემდე). და დაბლობ ზონაში ნისლიანობა მცირეა (5-30 დღემდე).

ჰავა მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია. მისი ელემენტები: სითბო, სინათლე, ტენი


და ჟანგბადი ადამიანის საქმიანობის უმნიშნელოვანესი პირობაა. კლიმატი ქმნის
აგროკლიმატურ, რეკრეაციულ და ენერგეტიკულ რესურსებს და ასევე კლიმატი დიდ
გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობაზე.

რაცშეეხება მცენარეთა განლაგება, მათი ზრდა-განვითარება და მოსავლიანობა


დიდადაა დამოკიდებული აგროკლიმატურ მახასიათებლებზე-თერმულ პირობებსა
და ტერიტორიის ტენით უზრუნველყოფაზე. სითბოს და ტენის რაოდენობა
განსაზღვრავს მცენარეულ ნიადაგურ საფარს, ცხოველთა სამყაროს და
მთლიანობაში ლანდშაფტს.

ენერგიის დიდმა მოთხოვნამ წარმოქმნა არატრადიციული ენერგიის სახეები-


მზისა(ჰელიო) და ქარის. ეს ენერგიის ამოუწურვადი რესურსები შეიძლება ეროვნულ
მეორნეობაში გამოვიყენოთ და ელექტროენერგია მივიღოთ.

ჰელიოენერგიის მისაღებად ხელსაყრელი ადგილებია აღმოსავლეთ და სამხრეთ


საქართველო. სადაც მზის ნათების ხანგრძლივობა მაღალია. ქარის ენერგიის მიღება
და გამოყენება შეიძლება იქ, სადაც მისი საშუალო წლიური სიჩქარე: 4-5 მ/წმ-ს
აღემატება. ასეთი ადგილები საქართველოში ბევრია. მაგალითად რიონის და
მტკვრის მიდამოები და სხვა. ქარის ენერგიის მოპოვების ადგილას არუნდა იყოს
დასახლება, რადგან იგი საკმაოდ ხმაურიანია და ფაქტიურად შეუძლებელია იქ
ცხოვრება.

კლიმატის ცვლილებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, რომელთაგანაც ყველაზე


მნიშნელოვანია მზის აქტივობა, ატმოსფეროს ცირკულაცია და ანთროპოგენური
გავლენა. ანტროპოგენურს უკავშრდება ნახშირორჟანგის მომატება, რასაც თან
სდევს „სათბურის ეფექტი“. კლიმატის თანამედროვე ცვლილებამ გლობალური
დათბობა და ტემპერატურის მომატება გამოიწვია.
ამის გამო საქართველოში 0,6 გრადუსით მომატა საშუალო წლიურმა ტემპერატურამ,
რაც ბუნებრის კომპლექსებს შეცვლის.

ატმოსფეროს ძირითადი გაჭუჭყიანების წყაროებია: მტვერი, ნახშრორჟანგი, აზოტის


ორჟანგი, გოგირდოვანი აირი და გამონაბოლქვი. ყველაზე დაბინძურებულები
ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ზესტაფონი, რუსთავი, ბათუმი და კასპი. ამის
გამოსასწორებლად უნდა დამონტაჟდეს გაზმტვერდამჭერები, ტრანსპორტის
ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე გადაყვანაა საჭირო და ქალაქების ეკოლოგიური
თვალსაზრისით კომფორტულ განაშენიანებას და ასეშემდეგ.
11. დაახასიათეთ საქართველოს შიგა
წყლები(მდინარეები,ტბები,
წყალსაცავები,ჭაობები,მყინვარები)
საქართველოში 26060 მდინარეა. დასავლეთით 18109 მდინარეა, ხოლო
აღმოსავლეთით 7951. მდინარეთა მთავარი წყალგამყოფი ქედია ლიხის, იგივე
სურამის ქედი. დასავლეთის მდინარეების უმეტესობას დამოუკიდებელი
წყალშემკრები აუზი აქვს, ხოლო აღმოსავლეთის თითქმის ყველა მდინარე მტკვარის
აუზს მიეკუთვნება. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი დასავლეთ
საქართველოს მდინარეები მდ. ყუბანის აუზისგან და აღმოსავლეთ საქართველოში
მდინარეების თერგისა და სულაკის აუზებისგან არის გამოყოფილი.

საქართველო პატარა ტბების ქვეყანაა. აქ დაახლოებით წარმოდგენილია 850 ტბაა.


ტბები ფართობებით არ გამოირჩევა, მაგრამ გამოირჩევა ტაბაწყური, რიწის და
ფარავანის ტბები. მტების უდიდესი ნაწილი თავმოყრილია კავკავისონის მთებში და
მყინვარული წარმოშობისაა. შედარებით დიდი ფართობით ტბები წარმოდგენილია
სამცხე-ჯავახეთში.

ზედაპირის პართობის მიხედვით უდიდესია - ფარავანი (ნინოწმინდის


მუნიციპალიტეტი).

უღმესია - რიწის ტბა (ტბების დედოფალ უწოდებენ) (აფხაზეთი - ნაზვავი


წარმოშობის ტბაა).

წყლიანობით პირველ ადგილზეა - ტაბაწყური (სამცხე-ჯავახეთი).

ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა ყელის ტბაა (ახალგორის მუნიციპალიტეტი).


ყელის ტბიდან გამოედინება მდინარე ქსანი.

კოლხეთის დაბლობზე (ფოთთან) ვხვდებით პალიასტომის ტბას. პალიასტომი


ადრე იყო შავი ზღვის ნაწილი და ასეთ ტბებს ვუწოდებთ შთენილ ტბებს რაც იმას
ნიშნავს, რომ ადრე ზღვისნაწილი ან უნდაც ოკეანის ნაწილი იყო და დღესდღეობით
გამოყოფილია მათ.

საზღვრის მკვეთი ტბებია - ხოზაფინი (თურქეთს) და ჯანდარის ტბა (აზერბაიჯანთან


გვაქ საზიარო)

ყველაზე უფრო თავმოყრილი ფართობით გამორჩეული ტბები გვხვდება სამცხეთ


ჯავახეთში: ფარავანი, ხოზაფინი, ტაბაწყური, საღამო, მადათაფა და ასევე ხანჩალი.
ბაზალეთის ტბა გვხვდება თუშერთის მუნიციპალიტეტში.

საქართველ ტბების წარმოშობის მიხედვით მრავალფეროვანია და ისინი წარმოიქმნა


როგორც ენდოგენური, ისე ეგზოგენური ძალების შედეგად. (საქართელოს ტბების
წყალი ძირითადად სასმელად გამოსადეგია.)
საქართველოში მყინვარებს ვხვდებით კავკასიონზე. რაოდენობრივად მათი
რაოდენობა იზრდება თუმცა მცირდება ფართობები გლობალური დათბობის გამო.
ჩვენს ქვეყანაში 786 მყინვარია. მყინვარები საქართველოში არათანაბრადაა
გადანაწილებული. ისინი ოთხი მდინარის აუზში არიან: კოდორის, ენგურის, რიონის
და თერგის(აღმოსავლეთით) აუზებშა თავმოყრილი.

უმეტესად მყინვარები პატარა ზომისაა, მაგრამ გვაქ ცხრა შედარებით დიდი


მყინვარიები: ლეხზირი (ყველაზე დიდია ფართობით - დასავლეთში - სვანეთში),
ნანერი, ტვიბერი, ყვითლოდი, ჭალაათი, ხალდე, ადიში და ქვიში. ესენი მდინარე
ენგურის აუზშია. თერგის აუზს მიეკუთვნება სუათისი.

დასავლეთ საქართველოშია: ლეხზირი, ადიში, წანერი, ტვიბერი, ჭალაათი, ხალდე


და ასე შემდეგ.
აღმოსავლეთში: გერგეთი, დევდორაკი (ყველაზე დიდი-აღმოსავლეთში), სუათისი.

რადგან დასავლეთ საქართველოში უფრო ტენიანი კლიმატი არის ამის გამო უფრო
მეტი მყინვარია ვიდრე აღმოსავლეთში. იმიტორო მას სჭირდება ჰიდროსფერო,
ლითოსფერო და ატმოსფერო.

მყინვარების მდებარეობა ზღვის დონიდან დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ


იცვლება. მდინარე ბზიფის ხეობაში მყინვარები 2600 მ სიმაღლეზეა, მდინარეების
ენგურისა და რიონის ხეობების მყინვარები კი ზ.დ. 2970-2990მ-ზე მდებარეობს.,
აღმოსავლეთში კი 3000-3200მ-ზეა. მუდმივი თოვლის საზღვარი იგივე ფირნის ხაზი
ნალოგიურად დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოდის. დასავლეთში ფირნის ხაზი
2550-2800მ-ზე გადის, ხოლო აღმოსავლეთით 3200-3600მ-ზე. საქართველოშ ჭაობები
ძრითადად კოლხეთის დაბლობის დასავლეთ, ზღვისპირა ნაწილში გვხვდება. ისინი
მოქმედებენ კლიმატზე, ჰიდროლოგიურ რეჟიმზე, ნიადაგუ-მცენარეულ საფარზე და
ტერიტორიის ეკოლოგიურ წონასწორობააზე.

წყალსაცავსა და ტბებს შორის განსხვავება არის ის, რომ ერთი ბუნებრივადაა


შექმნილი, მეორე კი ხელოვნურადაა დაგუბებული. წყალსაცავებს აგებენ
ელწქტრო ენერგიის მისაღებად, სარწყავად, რეკრეაციული მიზნით და ასევე
სასმელი წყლით, რომ მოამარაგონ მოსახლეობა ეს მიზანიცაა და ასევე სარეწაო
დანიშნულებაცააქ (თევზი რომ მოამრავლონ).

საქართველოში ყველაზე დიდი ფართობით გამორჩეული წყალსაცავია


წალკის წყალსაცავი, რომელიც ხრამის მდინარეზეა აგებული.

ენერგეტიკული პროტენციალით ჯვრის წყალსაცავი გამოირჩევა, რომელიც


ენგურის მდინარეზეა.

დასავლეთში ასევე გვხვდება: შაორის, ტყიბულის, ვარციხე ჰესი, გუმათ ჰესი.


აღმოსავლეთით: სიონის წყალსაცავი (მთიანეთის მუნიციპალიტეტში), ჟინვალის
წყალსაცავი მდინარე არაგვზე და ასევე თბილისისზღვა არის იგივე სამგორის
წყალსაცავი, რომელთაც თბილისის მოსახლეობას სასმელი წყლით ამარაგებს ,
ასევე სამგორის მიწები ირწყვება თბილისის წყლით და კიდევ აქვს რეკრეაციული
დანიშნულება.
ჭაობები საქართველოში კოლხეთის დაბლობზე წარმოიქმნება და ძირითადათ
საქართველოში დაბლობის ტიპის ჭაობებს ვხვდებით. კოლხეთის დაბლობის
დაჭაობება გამოიწვია იმან, რომ ეს დაბლობი ჭარბად ნესტიანი ადგილია, ასევე
ზღვის დონიდან დაბლა არის და ასევე უხვი ატმოსფერული ნალექებია.

უფრო მაღლობი ტიპის ჭაობებს ვხვდებით ჯავახეთის ზეგანზე და მდ. ქცია-ხრამის


აუზის ზემო ნაწილში.

ჭაობები წყლის ბუნებრივ ფილტრაციას ახდენენ, ისინი მოქმედებენ კლიმატზე,


ჰიდროლოგიურ რეჟიმზე, ნიაგადურ მცენარეულ საფარზე და ასე შემდეგ.

მდინარეს რომელსაც მაღალი, კლდოვანი საფეხური შეხვდება ამდროს მდინარე


ამ სიმაღლიდან გადმოეშვება და წარმოიქმნება ჩანჩქერი, მას ასევე წყალ
ვარდნილებსაც უწდებენ.

საქართველოს ჩანჩქერები არის: ოჩხომურის, აბაშის, ტობას (სამეგრელოში),


გეგის, კლიჩის (აფხაზეთში), არშის, გველეთის (ყაზბეგის-მუნიციპალიტეტი),
ლაგოდეხის ნაკრძალი (კახეთი) და სხვა.

You might also like