Professional Documents
Culture Documents
6 ფიტნეს ჩვევა, რომლებიც შედეგის მიღწევაში ხელს გიშლით
6 ფიტნეს ჩვევა, რომლებიც შედეგის მიღწევაში ხელს გიშლით
ხელს გიშლით
1. ფიტნესი და შიმშილი
უწინ მიიჩნევდნენ, რომ მშიერ კუჭზე ვარჯიში წონის ეფექტური კლების საწინდარია.
საკუთარ მოსაწავლეებში ჯილიან მაიკლსი ამ ჩვევას საფუძვლიანად ებრძვის. საქმე
იმაშია, რომ ვარჯიშის დროს ადამიანის ორგანიზმს ერთგვარი „საწვავი“ ანუ გლუკოზა
ესაჭიროება, რომელიც დაგროვებული ცხიმის უფრო ეფექტურ გახარჯვაში გვეხმარება.
ასევე ნახეთ: 4 ნიშანი იმისა, რომ წონას წყლის ხარჯზე იკლებთ და არა – ცხიმის
4. მეწყვილე
ბილიკზე სირბილი მუსიკალური ფლეერის თანხლებით ცოტა მოსაწყენია.
სპეციალისტები გვირჩევენ გავიჩინოთ პარტნიორი. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი
მეწყვილე არ უნდა „იკარგებოდეს“ თქვენ ფონზე: ჯანსაღი კონკურენცია ძალას გვმატებს.
5. მაკიაჟი
ოფლისა და მაკიაჟის კომბინაცია ფორებისთვის არც თუ ისეთი სასარგებლო შეხამებაა—
გვაფრთხილებს დევიდ ბანკი, Mount Kisco-ს დერმატოლოგი და მედიცინის
მეცნიერებათა დოქტორი. თქვენ სავარჯიშო დარბაზში მიდიხართ და არა წვეულებაზე.
6.დროულად გაჩერება
როცა შვებულებამდე მხოლოდ 1 კვირა რჩება, ადამიანი საკუთარ თავს აღარ ინდობს—
მან ხომ „დაკუნთვა“ უნდა მოასწროს.
ამ დროს ბევრი მეგობარი ისვრის უსაფუძვლო და არალოგიკურ „რჩევებს“, თითქოს
კუნთების კარგი გახურება და ოფლის ძალიან დიდი რაოდენობით გამოყოფა ცხიმის
წვის ეფექტური საშუალებაა.