Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

6 ფიტნეს ჩვევა, რომლებიც შედეგის მიღწევაში

ხელს გიშლით

ყოველდღიურ ცხოვრებაში თითოეულ ჩვენთაგანს აქვს გამომუშავებული (ზოგ


შემთხვევაში არც ისე) უწყინარი ჩვევები: თითების ტკაცუნი, კალმის თავის წვალება,
თმის თითზე დახვევა და ა.შ. მაგრამ როდესაც საქმე ფიტნესს ეხება, აქ ერთი შეხედვით
უწყინარმა ფიტნეს ჩვევამ შესაძლოა მთლიანი შედეგი წყალში ჩაგიყაროთ.

ა.შ.შ-ში მოღვაწე ერთ-ერთმა ცნობილმა ტრენერმა, ჯილიან მაიკლსმა ახალგაზრდობა


ჭარბ წონასთან ბრძოლაში გაატარა. მას მსგავსი შეცდომების პირადი გამოცდილება აქვს.

გთავაზობთ ამ შეცდომების ჩამონათვალს.

1. ფიტნესი და შიმშილი
უწინ მიიჩნევდნენ, რომ მშიერ კუჭზე ვარჯიში წონის ეფექტური კლების საწინდარია.
საკუთარ მოსაწავლეებში ჯილიან მაიკლსი ამ ჩვევას საფუძვლიანად ებრძვის. საქმე
იმაშია, რომ ვარჯიშის დროს ადამიანის ორგანიზმს ერთგვარი „საწვავი“ ანუ გლუკოზა
ესაჭიროება, რომელიც დაგროვებული ცხიმის უფრო ეფექტურ გახარჯვაში გვეხმარება.

სისხლში არასაკმარისი შაქრის შემცველობა იწვევს კუნთის მასის წვას, სისუსტესა და


თავბრუსხვევას. ზედმეტ წონასთან უფრო ეფექტური ბრძოლისთვის ვარჯიშამდე 1
საათით ადრე არ დაგავიწყდეთ საკვების მიღება.

2. სახიფათო ფიტნეს რუტინა


ადამიანის ბუნება ნებისმიერ ვითარებას ეჩვევა. ერთი და იგივე დროს გაღვიძება, ერთი
და იმავე ოფისში ყოველდღე მისვლა, ადამიანებით სავსე მოუხერხებელ ავტობუსში
მგზავრობა და ა.შ.
მსგავსი რუტინული ჩვევები დარბაზში ნამდვილად არ გამოგვადგება. თავდაპირველად
ფიტნეს -ინსტრუქტორის მიერ შედგენილი ვარჯიშების ინდივიდუალური სქემა დროთა
განმავლობაში მოძრაობების მონოტონურ სერიად იქცევა, რომელსაც უბრალოდ
ეჩვევით. ხშირად ზუსტად ამ მიზეზით ჩერდება გვერდებიდან ცხიმის მოცილების
პროცესი.

დაფიქრდით, თუ 1 თვის განმავლობაში არ ივარჯიშებთ და შემდეგ 20 ჩაჯდომას


გააკეთებთ, მეორე დღეს ყველა კუნთის ტკივილს იგრძნობთ. მეორე შემთხვევა: აკეთეთ
20 ჩაჯდომა ყოველ დღე და მე-10 დღის ვარჯიშის შემდეგ თქვენ ტკივილს აღარ
იგრძნობთ. სხეულმა ადაპტაცია გაიარა.

ასევე ნახეთ:  4 ნიშანი იმისა, რომ წონას წყლის ხარჯზე იკლებთ და არა – ცხიმის

CNN-ის სავარჯიშო გიდის შემქმნელების აზრით, რუტინული ერთფეროვანი


ვარჯიშების დროს თქვენ ხარჯავთ ნაკლებ ენერგიას, თუმცა დაღლილობის გრძნობა
ამისდა მიუხედავად არ იცვლება. თქვენ ამგვარად ატყუებთ ორგანიზმს, რის შედეგადაც
იგი სულ უფრო ნაკლებ კალორიას წვავს.

ჩაატარეთ მეტი ექსპერიმენტი, ჩართეთ ფანტაზია! ყოველთვიურად დაამატეთ თქვენს


ვარჯიშებს რამე ახალი. ცვალეთ ვარჯიშები, მისვლების რაოდენობა, წონები. შეცვალეთ
1-2 ვარჯიშის დღე კროსფიტით ან პილატესით. რუტინა ხომ სამსახურშიც გვეყოფა?!
დარბაზი რისი დარბაზია თუ არ დავარღვიეთ რუტინული ცხოვრების სტილი და ცოტა
არ განვიტვირთეთ?!

საუკეთესო შედეგის მისაღწევად Fit.Ge სწორი კვებისა და ვარჯიშის პერსონალურ


პროგრამას გთავაზობთ. ეწვიეთ ამ ბმულს. 
3. მივიწყებული მოთელვა
მაიკლსი შეგვახსენებს: ყოველი ვარჯიშის დაწყების წინ აუცილებლად შეასრულეთ
მოთელვა და გაწელვები. დაუთმეთ 5-10 წთ.
კარდიო მოთელვას (სწრაფი სვლით იარეთ სარბენ ბილიკზე ან გამოიყენეთ ლახტი) და
გადადით კუნთების დინამიურ გაწელვებზე: ფეხების მოქნევა, ხელების წრიული
მოძრაობა— მოკლედ ყველაფერი ის, რასაც ფიზკულტურის გაკვეთილებზე
ვაკეთებდით.

4. მეწყვილე
ბილიკზე სირბილი მუსიკალური ფლეერის თანხლებით ცოტა მოსაწყენია.
სპეციალისტები გვირჩევენ გავიჩინოთ პარტნიორი. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი
მეწყვილე არ უნდა „იკარგებოდეს“ თქვენ ფონზე: ჯანსაღი კონკურენცია ძალას გვმატებს.

გარდა ამისა კარგი პარტნიორი აუცილებლად დაგაზღვევთ დიდ წონებთან მუშაობის


დროს, ასეთი სახით ვარჯიში უფრო უსაფრთხო და პროდუქტიული ხდება.

5. მაკიაჟი
ოფლისა და მაკიაჟის კომბინაცია ფორებისთვის არც თუ ისეთი სასარგებლო შეხამებაა—
გვაფრთხილებს დევიდ ბანკი, Mount Kisco-ს დერმატოლოგი და მედიცინის
მეცნიერებათა დოქტორი. თქვენ სავარჯიშო დარბაზში მიდიხართ და არა წვეულებაზე.

ასევე ნახეთ:  სასარგებლოა, თუ არა, წითელი ღვინო?

მანდილოსნები, რომლებიც სავარჯიშოდ „გაფერადებულები“ მოდიან, შესაძლოა აკნეს


პრობლემის წინაშე დადგნენ. გაიწმინდეთ კანი ვარჯიშამდე და მის შემდეგ.

6.დროულად გაჩერება
როცა შვებულებამდე მხოლოდ 1 კვირა რჩება, ადამიანი საკუთარ თავს აღარ ინდობს—
მან ხომ „დაკუნთვა“ უნდა მოასწროს.
ამ დროს ბევრი მეგობარი ისვრის უსაფუძვლო და არალოგიკურ „რჩევებს“, თითქოს
კუნთების კარგი გახურება და ოფლის ძალიან დიდი რაოდენობით გამოყოფა ცხიმის
წვის ეფექტური საშუალებაა.

ამ რჩევით თქვენ უბრალოდ ზედმეტად გადაიტვირთებით, გაიჭიმავთ ან გადაიწვავთ


რომელიმე კუნთს და დაიტანჯებით ტკივილის შეგრძნებისგან.

თუ საზაფხულო „დედლაინი“ გვიახლოვდება, უკეთესი იქნება თუ ბრძოლას მხოლოდ


ჭარბ წონას გამოვუცხადებთ.

სჯობს ყოველ დღე ბილიკზე იდგეთ, ვიდრე გაინადგუროთ და გადაიწვათ კუნთები ან


პრობლემები შეუქმნათ საკუთარ გულს.

გულის წასვლამდე ვარჯიში ძალიან ცუდი ჩვევაა!

ყოველი ვარჯიში მაქსიმალურად ეფექტური უნდა იყოს. ზემოთ აღნიშნული


რეკომენდაციებისა და გაფრთხილებების გათვალისწინებით თქვენ ბევრად უკეთეს
შედეგს მიაღწევთ.

ჯანსაღი ცხოვრების წესი  და ფიტნესი არ მოითხოვს ზედმეტ დატვირთვას და საკუთარ


ჯანმრთელობაზე ექსპერიმენტების ჩატარებას.

You might also like