Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

1.

რომელი ისტორიოგრაფიული სკოლის წარმომადგენლები იყენებდნენ ხშირად


კვლევაში რაოდენობრივ მეთოდებს?
2. როდის დაარსდა საქართველოს საისტორიო– საეთნოგრაფიო საზოგადოება?
3. რას ნიშნავს კვლევის დედუქციური მეთოდი? რამდენად ხშირად გამოიყენება ის
ისტორიულ კვლევაში?
4. რა არის „ანალიზი“? რა არის „სინთეზი“?
5. მიუთითეთ სამიდან ერთ იმ მნიშვნელობაზე მაინც, რომლითაც გამოიყენება ტერმინი
„ისტორიოგრაფია“?
6. რას სწავლობს „ეთნოლოგია“?
7. რას სწავლობს „პალეოგრაფია“?
8. როგორ გესმით ინტერდისციპლინური კვლევა?
9. რას სწავლობს ნუმიზმატიკა, ბონისტიკა?
10. რას სწავლობს არქეოგრაფია?
11. რას სწავლობს სფრაგისტიკა?
12. რას ნიშნავს ნარატიული წყარო?
13. განმარტეთ რას ნიშნავს სიტყვა „არქეტიპი“.
14. რა ნაკლი აქვს ისტორიაში მხოლოდ აღწერილობითი მეთოდების გამოყენებას?
15. დაასახელეთ, რომელი ნაშრომები ეკუთვნის ლეონტი მროველს „ქართლის
ცხოვრებაში“.
16. რა მნიშვნელობთი გამოიყენება სიტყვები „აკადემია“, „აკადემიური“ ქართულ
სინამდვილეში და რა მნიშვნელობით გამოიყენება იგივე სიტყვები თანამედროვე
დასავლურ სამეცნიერო დისკურსში?
17. ისტორიისადმი როგორ მიდგომას გულისხმობს New History?
18. განმარტეთ ტერმინი „ნორმალური მეცნიერება“.
19. ლოგიკური წრე (იგივე მოჯადოებული წრე“) როგორ მსჯელობას ნიშნავს?
20. ვინ შემოიტანა სამეცნიერო ბრუნვაში შემდეგი სამი ისტორიული დროის კონცეპტი:
‘l’ histoire de la longue durée… des conjonctures…de la durée courte’ (ხანგრძლივი დრო;
კონიუნქტურული დრო; მოკლე დრო).
21. რას უწუნებდნენ ფროიდს მისი კრიტიკოსები?
22. რა არის პირველადი წყარო?
23. განმარტეთ რას ნიშნავს „სპეკულაციური მსჯელობა“
24. განმარტეთ როგორია ისტორიკოსის მიმართება ძალაუფლებასთან
25. განმარტეთ რას ნიშნავს აკადემიური თავისუფლება
26. განმარტეთ რას ნიშნავს პლაგიატი
27. რას სწავლობს ტექსტოლოგია?
28. ჩამოთვალეთ წყაროთმცოდნეობითი კვლევის ეტაპები
29. ჩამოთვალეთ რომელ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციებს გამოყოფს
მარქსიზმი
30. სოციალურმა მოძრაობებმა გააჩინა თანამედროვე ისტორიოგრაფიის ორი
მიმართულება. ერთ–ერთი იყო მარქსისტული სოციოლოგიაზე დაფუძნებული
ისტორიული პრაქტიკა, რომელია მეორე მიმართულება თანამედროვე
ისტორიოგრაფიაში, რომელიც წარმოშვა სოციალურმა მოძრაობამ?
31. სუპერ ეგო - განმარტეთ ამ ტერმინის მნიშვნელობა ფროიდის კონცეფციის მიხედვით
32. რას შეეხება ჰეროდოტეს ნაშრომი?
33. ვინ იყო ციცერონი და როდის მოღვაწეობდა ის?
34. ვინ იყო ლეოპოლდ რანკე და როდის მოღვაწეობდა ის?
35. ვინ იყო ერიკ ერიქსონი და რა ნაშრომი ეკუთვნის მას? .
36. დაასახელეთ თუნდ ერთი ნიშანი, რაც განასხვავებს სოციოლოგიას ისტორიისაგან
37. დაასახელეთ ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომლის გამოყენება შეიძლება
საქართველოს გენდერული ისტორიის რეპრეზენტირებისათვის
38. რას სწავლობს ეპიგრაფიკა?
39. განმარტეთ სტატისტიკური მეთოდების ისტორიულ კვლევაში გამოყენების
მნიშვნელობა
40. დაასახელეთ ისტორიულ წყაროთა უმთავრესი ტიპები

You might also like