ცივილიზაცია და კაცობრიობა შუალედური 2

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

ღია კითხვები

1. როგორ ვითარდებოდა სამართლებრივი აზრი ანტიკური პერიოდიდან დღემდე?

პირველყოფილი თემური წყობილების ხანაში გვარის წევრებს შორის დავას მხარეების მიერ
არჩეული შუამავლები — მედიატორები, მხარეების თანხმობითვე წყვეტდნენ.

ისტორიის იმ პერიოდში საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მხარეს თემის წევრებს შორის


კონფლიქტებს ადათობრივი სამართალი აწესრიგებდა.

სახელმწიფოს წარმოშობასთან ერთად ადათობრივი სამართლის ნორმები კანონებად იქცა.


მედიატორების საქმიანობიდან კი სასამართლო გამოიზარდა და დავების გარჩევა ისევე,
როგორც განაჩენის გამოტანა, საგანგებოდ არჩეული თუ დანიშნული მოსამართლეების
ხელში გადავიდა.

2. რა არის მთავარი განმასხვავებელი ახალი დროის ანგლო-საქსონურსა და კონტინენტურ


ევროპულ სამართალს შორის?

ანგლო-საქსური სამართალი სასამართლოს პრეცედენტს ეყრდნობა. პრეცედენტული


სამართლის მოქმედების შემთხვევაში მოსამართლეს განაჩენი გამოაქვს მსგავს საქმეზე
გამართული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების ანალოგიით.

კონტინენტური ევროპული სამართალი სამართლის კოდექსებს ეყრდნობა. ასეთი


კოდექსების შექმნას საფუძველი საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ Iმა დაუდო.

3. მუსლიმური სამართალი.

აღმოსავლეთის ქვეყნების სამართლის განვითარებაში დიდი როლი მუსლიმურმა რელიგიამ


ითამაშა.

მუსლიმურ სამართალს შარიათი ეწოდება. ის ყურანის საფუძველზე შემუშავდა. ჩვენ ამაოდ


დავიწყებდით შარიათის სახელწოდების ერთიანი მუსლიმური კანონთა კრებულის ძებნას,
რადგან ასეთი კანონთა კრებული არასოდეს არ შექმნილა. შარიათი მუსლიმთა
სავალდებულო ქცევის წესებისა და ნორმების, ისევე როგორც კანონების ერთობლიობაა,
რომელსაც ყოველი მუსლიმი მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა იცავდეს.
4. როგორი იყო ფრანგი განმანათლებლების შეხედულებები სახელმწიფო მართვა-გამგეობის
ფორმებზე და რა გავლენა მოახდინეს მათ ევროპის საზოგადოებრივი და პოლიტიკური
აზრის ფორმირებაზე?

ფრანგული განმანათლებლობის ერთ-ერთ ფუძემდებლად შარლ ლუი მონტესკიე მიიჩნევა.

მონტესკიესათვის უმაღლეს ღირებულებას ადამიანის პოლიტიკური თავისუფლება


წარმოადგენს. მონტესკიეს იდეალურად ისეთი საზოგადოებრივი წყობა მიაჩნია, რომელიც
იცავს, როგორც დემოკრატიის, ისე არისტოკრატიის ინტერესებს და უზრუნველყოფს
ადამიანთა პოლიტიკურ უფლებებს.

ფრანგი განმანათლებლებიდან ევროპის საზოგადოებრივ აზრზე განსაკუთრებით დიდი


გავლენა ვოლტერმა მოახდინა.

ვოლტერს სახელმწიფო წყობილების საუკეთესო ფორმად კონსტიტუციური მონარქია


მიაჩნდა, რომელსაც სათავეში განათლებული მონარქი ედგა. მის იდეალს ისეთი სახელმწიფო
წარმოადგენდა, სადაც მშვიდობა და სამართლიანი მართლმსაჯულება სუფევდა.

5. რა არის პოლიტიკური მოძღვრებების : ლიბერალიზმი, მარქსიზმი, ბოლშევიზმი, ფაშიზმი


- ძირითადი არსი?

ლიბერალიზმი - საზოგადოებრივი ურთიერთობის საფუძვლად მიიჩნევს ადამიანის


ბუნებრივ უფლებებს : სიცოცხლის, პირადი თავისუფლების, კერძო საკუთრების; აღიარებს
კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობას.

მარქსიზმი - მარქსი და ენგელსი (ფუძემდებლები) ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ


ვინაიდან ადამიანთა საზოგადოება იმთავითვე არ იცნობდა კერძო საკუთრებას
(პირვეყოფილი თემური წყობილება), აქედან გამომდინარეობდა, რომ კერძო საკუთრება
ადამიანთათვის მეორადი წარმონაქმნია. ის განვითარების გარკვეულმა ეტაპმა მოიტანა და ამ
ეტაპთან ერთად გაქრება. რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავაც დადგება კაცობრიობის ისტორიაში
ხანა, როდესაც ყველაფერი საზოგადო იქნება.

ბოლშევიზმს - ლენინისათვის (ბოლშევიზმის ფუძემდებლის) ამოსავალი დებულება


კაპიტალიზმის, როგორც სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ყავლგასულობა იყო. ის
ამბობდა, რომ კაპიტალიზმი შევიდა თავისი განვითარების ბოლო ფაზაში —
მონოპოლისტური იმპერიალიზმის ეპოქაში, რის შემდგომადაც ის იქცევა საზოგადოების
განვითარების შემაფერხებლად. ამიტომაც ახლო ხანებში პროლეტარული რევოლუცია და
ახალი პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის დამკვიდრება გარდაუვალია.

ფაშიზმს ბოლშევიზმ-ლენინიზმთან ბევრი რამ აახლოვებდა: აქაც მთელი ძალაუფლება


მმართველ პარტიას ეკუთვნოდა, რომლისთვისაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები
მხოლოდ დანამატს წარმოადგენდა. აქაც ნაციონალურ-სოციალისტური, თუ ფაშისტური
მორალი მანამდე საყოველთაოდ მიღებული მორალის ნორმებს უპირისპირდებოდა. ორივე
მოძღვრების მიერ აღიარებული სახელმწიფო ინტერესები თითოეული ადამიანის
ინტერესებზე ბევრად უფრო მაღლა იდგა; ამიტომ მილიონობით ადამიანის ბედიც და
სიცოცხლეც ე.წ., ხშირად ფრიად ბუნდოვან „დიად მომავალსა“ და „დიად იდეალებს“
მსხვერპლად უნდა შეწირვოდა.

6. ძველი ეგვიპტისა და შუმერების რელიგია

ეგვიპტე პირამიდებითაა ცნობილი, რომლებსაც ფარაონთა დასაკრძალად აშენებდნენ.


ეგვიპტელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მიცვალებული იმ ქვეყნად კვლავაც აგრძელებდა
ცხოვრებას. ამიტომ ისინი მიცვალებულის გვამის მაქსიმალურად შენარჩუნების მიზნით, მის
მუმიფიცირებას ახდენდნენ.

შუმერები - ეგვიპტესთან ერთად მსოფლიოს მეორე რეგიონი, სადაც უძველესი


სახელმწიფოები წარმოიქმნა, შუამდინარეთია. ეს გეოგრაფიული სახელი წინა აზიის ორი
დიდი მდინარის ტიგროსსა და ევფრატს შორის ტერიტორიას გულისხმობს. ძველ
ბერძნულად შუამდინარეთი მესოპოტამიად გამოითქმოდა.

ყველაზე ადრეული ქალაქები შუმერებში: ლაგაში, ერიდუ, ური და ურუქი — როგორც


რელიგიური, ისე ეკონომიკური ცენტრები იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი
ღვთაების სახელზე აღმართული ტაძრებიდან — ზიქურათებიდან — იმართებოდა ქვეყნის
როგორც ეკონომიკური, ასევე რელიგიური საქმიანობა.

7. დიდი ბერძნული კოლონიზაცია

დიდი ბერძნული კოლონიზაცია სამი მიმართულებით ვითარდებოდა. დასავლეთით


ძველმა ბერძნებმა სამხრეთ იტალია, სიცილია, დღევანდელი საფრანგეთის და ესპანეთის
ხმელთაშუა ზღვის სანაპირო აითვისეს. აღმოსავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით
ბერძნებმა შავი ზღვის აუზი აითვისეს. ბერძნული კოლონიები დედა საბერძნეთზე ბევრად
უფრო ნოყიერ მიწებზე ფუძნდებოდნენ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის
ჭარბწარმოების გამო მალევე დამოუკიდებელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრებად
იქცეოდნენ.

ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა საბანკო სისტემა, დაზღვევა, ერთობლივი


საწარმოები და სხვა მრავალი, თუმცა ბევრად უფრო განუვითარებელ და პრიმიტიულ
დონეზე, მაგრამ მაინც უკვე ამ კლასიკურ ხანაში შეგვიძლია დავინახოთ.

2 ვარიანტი:
დიდი ბერძნული კოლონიზაცია სამი მიმართულებით ვითარდებოდა. დასავლეთით
ძველმა ბერძნებმა სამხრეთ ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპირო აითვისეს.
აღმოსავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით ბერძნებმა შავი ზღვის აუზი
აითვისეს. ბერძნული კოლონიები საბერძნეთზე ბევრად უფრო ნოყიერ მიწებზე
ფუძნდებოდნენ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჭარბწარმოების გამო მალევე
დამოუკიდებელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრებად იქცეოდნენ, რომლებიც
თავის ორბიტაში მეტად თუ ნაკლებად ჩამორჩენილ მეზობლებსაც ითრევდნენ. ეს კი
ვაჭრობისა და საბაზრო ეკონომიკის საზღვრებს მნიშვნელოვნად აფართოვებდა.
გაზრდილი საგარეო ბაზარი კი მაშინდელ სამყაროს შრომისა და წარმოების უფრო
ვიწრო სპეციალიზაციისაკენ უბიძგებდა.

ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა საბანკო სისტემა, დაზღვევა,


ერთობლივი საწარმოები და სხვა მრავალი, თუმცა ბევრად უფრო განუვითარებელ
და პრიმიტიულ დონეზე, მაგრამ მაინც უკვე ამ კლასიკურ ხანაში შეგვიძლია
დავინახოთ.

ცნებები/ტერმინები:

1.ადათობრივი სამართალი - პირველყოფილი თემური წყობილების ხანაში გვარის წევრებს


შორის დავას მხარეების მიერ არჩეული შუამავლები -- მედიატორები, მხარეების
თანხმობითვე წყვეტდნენ.

ისტორიის იმ პერიოდში საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მხარეს — სათემო მართვა-


გამგებლობას, საოჯახო ურთიერთობებს, თემის წევრებს შორის კონფლიქტებს ადათობრივი
სამართალი აწესრიგებდა.

ადათი-ჩვევა ისეთი დაუწერელი სამართლებრივი ნორმაა, რომელმაც, ხანგრძლივი და


მრავალგზის გამოყენების შედეგად, საზოგადოებაში სავალდებულო ძალა მოიპოვა.

2. ჩვეულებითი სამართალი - ადათ არაბული სიტყვაა და ჩვეულებას ნიშნავს. ამიტომ


ქართულში ადათობრივი სამართლის მნიშვნელობით თანდათანობით ტერმინი
ჩვეულებითი სამართალი დამკვიდრდა.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა უძველესი კანონთა კოდექსი,


წარმოიქმნა ტომის თუ თემის ჩვეულებითი სამართლიდან, მოქმედებს დამნაშავისათვის
სამაგიეროს მიზღვევის პრინციპით, რაც დამნაშავისთვის იმავე ზიანის მიყენებას
გულისხმობს, რაც მან თავის მსხვერპლს მიაყენა და რასაც ტალიონის პრინციპს უწოდებენ.

3. დრაკონი - ისტორიული ტრადიციის თანახმად, ათენში პირველი კანონთა კოდექსი


დრაკონმა შეადგინა. შესაბამისად, მას ათენის პირველ კანონმდებლად მოიხსენიებენ. მან
თავისი კანონები ათენის ქალაქსახელმწიფოსათვის დაახლ. ძვ. წ. 622-621 წელს. შექმნა.

ეს კანონები ისეთი მკაცრი იყო, რომ თითქმის ყოველგვარი დანაშაულისთვის სიკვდილით


დასჯას ითვალისწინებდა.

დრაკონს ჰკითხეს: ყოველგვარი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯა რატომ დააწესეო, მან


კი უპასუხა: „მცირე დანაშაულებანი, ჩემი აზრით, სიკვდილით დასჯის ღირსნი არიან,
მსხვილ დანაშაულთათვის კი უფრო დიდი სასჯელი ვერ მოვიგონე“.
4. ხამურაბი - გახლდათ ბაბილონის მეფე ძვ. წ. 1793 - ძვ. წ. 1750.

კანონთა პირველი კრებული, რომელმაც სრული სახით დღემდე მოაღწია ბაბილონის მეფის
ხამურაბის მიერ ძვ. წ. XVIII ს-ის შუა წლებში შედგენილი კოდექსია. ის ხამურაბის კანონების
სახელითაა ცნობილი.

5. ტალიონის პრინციპი - მოქმედებს დამნაშავისათვის სამაგიეროს მიზღვევის პრინციპით,


რაც დამნაშავისთვის იმავე ზიანის მიყენებას გულისხმობს, რაც მან თავის მსხვერპლს
მიაყენა.

6. ჟან ბოდენი - აბსოლუტური მონარქიის ერთ-ერთ უმთავრეს იდეოლოგად ფრანგი


სწავლული (იურისტი, ფილოსოფოსი) და პოლიტიკური მოღვაწე ჟან ბოდენი ითვლება.

მან შემოიტანა სახელმწიფო და საერთაშორისო სამართალში სუვერენიტეტის ცნება.

მან შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი საფრანგეთში კათოლიკებისა და


პროტესტანტების რელიგიური ომების ნიშნით მიმდინარე შინაომების ხანაში გაატარა,
როდესაც ქვეყანაში სიმშვიდის დამყარების ერთადერთ გარანტად ძლიერი სამეფო
ხელისუფლება ჩანდა.

ჟან ბოდენი თავის თხზულებებში განიხილავს სახელმწიფო მმართველობის სამ ფორმას:


დემოკრატიას, არისტოკრატიულ მმართველობას და მონარქიას. ამ ფორმებს შორის
უნაკლოდ ფრანგ სწავლულს მონარქია, უფრო ზუსტად აბსოლუტური მონარქია მიაჩნია.
აბსოლუტური მონარქი, მისი აზრით, გარე ხელისუფლებისაგან სრულიად დამოუკიდებელი
სახელმწიფოს მმართველი — სუვერენია რომელიც მხოლოდ ყველა ხალხისთვის საერთო
ღვთიურ და ბუნებრივ კანონებს ემორჩილება. მისი მისი გადაწყვეტილებანი ყველასათვის
აუცილებელია.

7. შარლ ლუი მონტესკიე - ფრანგული განმანათლებლობის ერთ-ერთ ფუძემდებლად


მიიჩნეოდა. მისი თხზულებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია „სპარსული წერილები“,
რომელშიც ავტორი იძლევა აღმოსავლური დესპოტიზმისა და ფრანგული აბსოლუტური
მონარქიის კრიტიკას.

მონტესკიესათვის უმაღლეს ღირებულებას ადამიანის პოლიტიკური თავისუფლება


წარმოადგენს. მისი აზრით, საზოგადოებრივი კანონები განსაზღვრავენ ცალკეული
ადამიანის უფლებებს და მოვალეობებს.

ასევე მისი ცნობილი ნაშრომეია: „კანონთა გონი“, რომელიც 1748 წელს გამოაქვეყნა.

8. ზიქურათი - შუმერების და ბაბილონელების ტაძარს ზიქურათები ეწოდება, რომელიც


გამოუწვავი აგურისგან (ალიზი) შენდებოდა და გარედან მოჭიქული ფილებით იყო
შემკული.

9. ნაბუქოდონოსორ II - ბაბილონის მეფე, მან იუდევლები ბაბილონში ძვ. წ. 586 წელს


გადაასახლა. მას მიეწერება ბაბილონის დაკიდებული ბაღების აშენება და სოლომონის
ტაძრის დანგრევა. იგი მოხსენიებულია დანიელ წინასწარმეტყველისა და ბიბლიის
რამდენიმე წიგნში.
10. კრეტა - კრეტას სახელმწიფომ ძლიერების მწვერვალს ძვ. წ. XVIII-XVI სს. მიაღწია.
კრეტელებს ამ საუკუნეებში ძლიერი სახმელეთო არმია ჰყავდათ, რომელშიც დიდ როლს
საბრძოლო ეტლები ასრულებდნენ. კრეტელებს სახელი, განსაკუთრებით, ძლიერმა ფლოტმა
გაუთქვა, რომლის მეშვეობით ეს სახელმწიფო, ვულკანის მიერ მის განადგურებამდე,
პირველობდა ხმელთაშუა ზღვაში

11. მიკენი - ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ძველმა


ბერძნებმა საზღვაო ქალაქ-სახელმწიფოები: მიკენი, კორინთო, პილოსი და ა.შ. დააარსეს. ამ
ეპოქაში ძველი საბერძნეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს ბერძენთა აქეური ტომები
შეადგენდნენ, ქალაქ სახელმწიფოებს შორის კი მიკენის ქალაქ-სახელმწიფო პირველობდა,
ამიტომ საბერძნეთის ისტორიის ამ უძველეს პერიოდს აქეური საბერძნეთის ხანას, ან კიდევ
მიკენურ საბერძნეთს უწოდებენ.

12. კიმირიელები და სკვითები - ისინი წარმოადგენდნენ მომთაბარე ცივილიზაციებს


ანტიკურ ხანაში. მათ არც სახნავ-სათესები და ბაღ-ვენახები გააჩნდათ და არც მკვიდრი
სამოსახლოები. მათი „სახლები“ გადახურული ოთხთვალები იყო, რომლითაც ბავშვები და
მოხუცები გადაჰყავდათ და ავლა-დიდება გადაჰქონდათ. კიმერიელებს და სკვითებს თან
ცხვრის ფარები და საქონლის ჯოგები მიჰყვებოდა. ეს მათი ძირითადი ქონება და სიმდიდრე
იყო. ამასთანავე მათ არც ქალაქები და არც სახელმწიფოებრიობა ჰქონდათ, არც
დამწერლობას იყენებდნენ.

სკვითებმა მეცხოველეობის განვითარებას დიდი წვლილი დასდეს. ისინი პირველები


იყვნენ რძის პროდუქტის მრავალი სახეობის შექმნისა და ხორცისგან დამზადებული
კერძების მრავალფეროვნების გამოგონება-გავრცელებაში.

You might also like