Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

*დავალება: ალუდას ფერიცვალება

ჩვენ შევისწავლეთ ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაური“


სადაც მთავარი გმირი ალუდაა. სწორედ პოემაში არის
აღწერილი ყველაზე უფრო ღრმად იმ მეტამორფოზის
შინაგანი პლანი, რომელიც პიროვნების თანდათანობით
აღორძინება-განვითარებას გულისხმობს.

პოემის დასაწყისშივე გვექმნება შთაბეჭდიება ალუდაზე,


ვიგებთ თუ რაოდენ დავლათიანი კაცი, ასევე აღნიშნულია,
რომ ალუდას ჭაბუკობაში არა მხოლოდ ზნეობრივად
გადამუშავებული „კარგ ყმური“ ადათებით უცხოვრია, არამედ
საზოგადოებაში მიღებულ ჩვევასაც მიჰყოლია: „ბევრ ქისტს
მააჭრა მარჯვენა, სცადა ფრანგული ფხიანი. ასეთი ხევსური
კაცის გარდასახვას მაშინ ეყრება საფუძველი, რაც შატილის
თემის ცხენები ქისტებმა წაასხეს. საუკეთესო ყმა - ალუდა
იარაღშესხმული გაედევნა მათ. ერთი ქისტი გზაშივე მოკლა.
მეორე ქისტთან - მუცალთან კი ორთაბრძოლა გამართა. ეს
ბრძოლა მეტად შთამბეჭდავად წარმოგვიდგინა ვაჟა-
ფშაველამ. ხევსური აუდა და ქისტი მუცალი , ერთმანეთის
რჯულის ავად ხსენებაში არიან, თუმცა ორივეს ემჩნევა
ვაჟკაცი მეტოქის მოწონების ფაქტი, რაც ბრძოლას უფრო
საინტერესოს ხდის. ბოლოს ალუდას ტყვია მოხვდება ქისტს
გულში, რომელიც სიკვდილის წინაც „ფერს არა ჰკარგავს
მგლისასა.“ ეს ქისტი ვაჟკაცი, მუცალი სიცოცხლეს- მთის
ბალახს ეპოტინება. მგლისფერდადებული და წყლულში
ბალახჩაფენილი მუცალი სამუდამოდ დაამახსოვრდა ალუდას
გონებას. თვით მუცალმაც შეიცნო მასში ღირსეული
მოწინააღმდეგე და დააფასა როგორც ვაჟკაცი. ამის
დასადასტურებლად მან ალუდას თავისი იარაღი გადაუგდო
და უთხრა: „ეხლა შენ იყოს,რჯულძაღლო, ხელს არ ჩავარდეს
სხვისასა!“ ამ ყველაფრის შემდეგ ალუდამ მუცალს მარჯვენა
არ მოაჭრა და ნაბადი გადააფარა მის სხეულს. ასევე დაამატა:
„ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო, ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო.“

მას შემდეგ რაც ალუდა შატილის მიმავალ გზას ედგა,


პირველად არ მოსწონს საკუთარი თავი. „ყმა მოდიოდა
გორიგორ, არ ეწონება თავია.“ ალუდამ ნელნელა დაიწყო
გაცნობიერება იმის, რაზეც არც მასში და არც თავის
საზოგადოებაში აქცენტირებული არ ყოფილა. ალუდამ
კითხვების დასმა დაუწყო საკუთარ თავს; ალუდა ეკითხება
თავის თავს, თუ რატომ მოკლა მან ის; და ერთადერთი პასუხი
აქვს რომ ქისტია, მე კიდევ ხევსური, ის მუსულმანი და მე
ქრისტიანი. ეს არის მთავარი მიზეზი გაუთავებელი
სისხლისღვრის და დაუსრულებელი მტრობის. ალუდა
ხვდება ცხოვრება მის თანამოძმეებთან ერთად სისხლისღვრა
იყო. მთელი მათი ცხოვრება სისხლში მიმდინარეობდა, მათი
სახლი და ფიქრები სისხლით იყო სავსე.

მას შემდეგ რაც ალუდა შინ დაბრუნდა და იგრძნო დიდი


წინააღმდეგობა ყოველივე ამის მიუხედავად ალუდა მიდის
ხატობაზე, მიჰყავს მოზვერი , რათა შესწიროს მუცალის
სიკვდილს.( ეს იყო მისი პიროვნების ამბოხების უმაღლესი
გამოხატულება. სწორედ აქ, ამ ეპიზოდში ამჟღავნებს საკუთარ
თავს საზოგადოების წინაშე.ეს ეპიზოდი კი შეგვიძლია
შევადაროთ სახარებისეულ ფერიცვალებას.) რაღათქმაუნდა
ხევისბერი თანახმა არაა, და ეუბნება რომ გონს მოვიდეს
რადგან ქრისტიანია. ალუდამ საბოლოოდ თვითონ
აღასრულა მსხვერპლშეწირვა. სწორედ აქ წყდება ყველა ის
ძაფი, რომელიც მას თემთან აკავშირებს. თემი მას განდევნის.
სწორედ ამ ეპიზოდში ვხედავთ ალუდას სრულ გარდასახვას,
ფერიცვალებას.

ალუდა ხვდება რომ არის ორი რამ - სამშობლო და ღმერთი,


რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ასეთი ორი რამ, რაც
დაუსრულებელი მტრობის საფუძველი ყოფილიყო; თუ კი ამ
ორს არ დაარღვევდა მესამე - ადამიანის სიყვარული, მოყვარის
სიყვარული. ქრისტინობა ხომ სიყვარულის რელიგიაა, ის არა
გამთიშველი არამედი გამაერთიანებელი რელიგიაა. სწორედ
ამას ხვდება ალუდა და ამით უპირისპირდება თემს.
(ეწინააღმდეგება იმ ტრადიციას, რომელიც მისი პაპის
პაპიდან მოდის, რაც მათი თემისთვის უმნიშვნელოვანესი
ადათია.)

You might also like