Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 363

1

პიტერ აკროიდი

შექსპირი

ინგლისურიდან თარგმნა
თაკო ჭილაძემ

2
ნაწილი 1
ეივონის სტრეთფორდი
თავი 1
ცაში ერთი ვარსკვლავი ცეკვავდა და
მე ამ ვარსკვლავზე დავიბადე

უილიამ შექსპირი, როგორც საყოველთაოდ არის აღიარებუ-


ლი, 1564 წლის 23 აპრილს დაიბადა, წმინდა გიორგის ხსენების
დღეს. გამორიცხული არ არის, 21 ან 22 აპრილსაც დაბადებული-
ყო, მაგრამ სხვა თუ არაფერი, ნაციონალურ დღესასწაულზე რომ
გაჩნდა, მშვენიერი დამთხვევაა.
დროის სამყაროში მოვლენილი, მეთექვსმეტე საუკუნის პირ-
მშო დაბანეს, ფაფუკი ქსოვილით „გაკოჭეს“ და მამასთან წარ-
სადგენად, ქვედა სართულზე ჩაიყვანეს. რიტუალური მისალმე-
ბის შემდეგ, თავის თბილ და ბნელ საძინებელში, დედის გვერ-
დით დააბრუნეს. ვიდრე ჩვილს აკვანში ჩააწვენდნენ, იმდროინ-
დელი რწმენის თანახმად, „დედას უნდა გადასდებოდა ყველა მი-
სი დაავადება.“ მერე კარაქისა და თაფლის პაწაწინა ულუფა ჩა-
უდეს პირში. უორიკშირში ახალშობილს კურდღლის ტვინსაც აძ-
ლევდნენ ხოლმე.
რაც შეეხება შექსპირის ნათლობის თარიღს, დაბადების
დღისგან განსხვავებით, ზუსტად არის ცნობილი: ის სტრეთფორ-
დის წმინდა სამების ეკლესიაში მოინათლა, 1564 წლის 26 აპ-
რილს, ოთხშაბათ დღეს. ეკლესიის დავთარში შეტანილია -
„უილიამი, ვაჟი ჯონისა, შექსპირი.“
ჰენლის ქუჩაზე მდებარე სახლიდან ეკლესიაში ჩვილი მამამ
მიიყვანა. დედა ნათლობას არ დასწრებია. ჯონ შექსპირსა და მის
ახალშობილ ვაჟს თან ნათლიებიც უნდა ხლებოდნენ. ერთ-ერთი
3
ნათლია უილიამ სმიტი გახლდათ, მათი მეზობელი და გალანტე-
რეით მოვაჭრე. ბავშვს სახელი მანამდე დაარქვეს, ვიდრე წყალ-
ში ამოავლებდნენ და შუბლზე ჯვარს გადასახავდნენ. ეკლესიაში
ნათლიები დაარიგეს – ყურადღება მიექციათ, რომ უილიამ შექ-
სპირს ქადაგებები მოესმინა და „ინგლისურ ენაზე“ ესწავლა რო-
გორც სარწმუნოება, ისე ლოცვები. ნათლობის შემდეგ ბავშვს
თავზე თეთრი მიტკლის ქსოვილი შემოახვიეს, რომელიც მანამ-
დე ეკეთებოდა, ვიდრე დედა არ „განიწმინდებოდა“; თუ ბავშვი
ერთი თვის განმავლობაში გარდაიცვლებოდა, ეს ნაჭერი მისი
სუდარა გახდებოდა. ელისაბედ I-ის მეფობის წლებში ჯერ კიდევ
კეთილგანწყობით უყურებდნენ რეფორმირებულ ანგლიკანურ
ცერემონიაზე ჩვილისთვის წმინდანების და მოციქულების გამო-
სახულებიანი ვერცხლის კოვზებისა და ნათლობის პერანგების
ჩუქებას, ასევე, სადღესასწაულო ნამცხვრის გამოცხობას. ბო-
ლოს და ბოლოს, ისინი ხომ ახალშობილი უილიამ შექსპირის უკ-
ვდავი სულის გადარჩენას ზეიმობდნენ.
რაც შეეხება მის მიწიერ ცხოვრებას, წინასწარ ვერაფერს ივა-
რაუდებდი. მეთექვსმეტე საუკუნეში ახალშობილთა გარდაცვა-
ლების რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო. მარტო ცხრა პროცენტი და-
ბადებიდან პირველივე კვირას იღუპებოდა, თერთმეტი პროცენ-
ტი კი - სანამ ერთი თვის ასაკს მიაღწევდა; იმ ათწლეულში, შექ-
სპირი რომ დაიბადა, სტრეთფორდში ერთი წლის მანძილზე სა-
შუალოდ ნათლობის 62.8 და ჩვილთა გარდაცვალების 42.8 შემ-
თხვევა აღირიცხა. გადარჩენის შანსი რომ გქონოდა, ან მდიდარი
ოჯახის შვილი უნდა ყოფილიყავი, ან კიდევ დაბადებით ძლიერი.
როგორც ჩანს, შექსპირი ამ ორივე უპირატესობით იყო დაჯილ-
დოებული.
ბავშვობის ხიფათებს რომ გადაურჩა, ახალი სიძნელის წინაშე
აღმოჩნდა. იმ დროისთვის მამაკაცთა სიცოცხლის საშუალო ხან-

4
გრძლივობა ორმოცდაშვიდი წელი იყო და თუ შექსპირის მშობ-
ლები დღეგრძელებად მიიჩნეოდნენ, შეიძლება, თავად იმედიც
კი გაუჩნდა, მეტოქეობა გაეწია მათთვის. მაგრამ შექსპირმა მხო-
ლოდ ექვსიოდე წლით გადააცილა საშუალო მაჩვენებელს. უდა-
ვოდ, რაღაცამ გამოფიტა მისი ორგანიზმი. ლონდონში მდიდრე-
ბი ოცდათხუთმეტ წლამდე ცოცხლობდნენ, ღარიბთა უბანში კი
საშუალოდ ოცდახუთ წლამდე. ალბათ, უფრო ქალაქმა თუ მო-
უღო ბოლო. მაგრამ ამ ნაადრევ სიკვდილიანობას ერთი გარდაუ-
ვალი შედეგი მოჰყვა. მოსახლეობის ნახევარი ოცი წლისაც არ
იყო და მარად ახალგაზრდა ლონდონში, ამბიციური მისწრაფე-
ბებით და მოზღვავებული ენერგიით, ახალგაზრდული კულტურა
იქმნებოდა.
შექსპირს პირველი გამოცდა სამი თვის ასაკში ელოდა. საეკ-
ლესიო დავთარში ჩაწერილია: 1564 წლის 11 ივლისს შავი ჭირის
ეპიდემია დაიწყო. ექვსი თვის მანძილზე 237 სტრეთფორდელი
დაიღუპა, მოსახლეობის მეათედზე მეტი. შექსპირები გადარჩნენ.
შესაძლოა, დედამ ახალშობილი ვაჟი მეზობელ სოფელში, მშობ-
ლებთან გახიზნა და სანამ საფრთხე არ გადაივლიდა, იქ დარჩა.
ბავშვის რა გითხრათ, მაგრამ მისმა მშობლებმა უთუოდ დიდი
შიშითა და მღელვარებით სავსე დღეები გამოიარეს. ვიდრე პირ-
ველი ვაჟი შეეძინებოდათ, ორი ახალშობილი ქალიშვილი და-
კარგეს და ამ ყველაფრის გამო, პატარა უილიამისადმი მეტისმეტ
მზრუნველობას იჩენდნენ. ნებიერი ბავშვები, როგორც წესი, უფ-
რო თავდაჯერებულები და სიცოცხლით სავსენი იზრდებიან. შე-
საძლოა, მიაჩნიათ, რომ წუთისოფლის უბედობებისგან მარად
დაცულები და დალოცვილები იქნებიან. ისე, უნდა აღინიშნოს,
რომ შექსპირს არც ერთხელ არ შეჰყრია ჭირი, როცა ლონდონს
ეპიდემია ატყდებოდა ხოლმე თავს. იქნებ, მისი იღბლიანობა
წარმოშობის ადგილებსაც უკავშირდება.

5
თავი 2
ის არის ჩემი არსი

უორკშირს ხშირად ერთ-ერთ პირველქმნილ მხარედ აღგვი-


წერენ. მის მოშიშვლებულ გორაკებზე სიძველის ნაშთებს ახლაც
მოჰკრავთ თვალს. უორკშირს ინგლისის გულადაც ხატავენ - შექ-
სპირი ხომ ძირითად ნაციონალურ ღირსებებს განასახიერებს,
რადგან ის ცენტრის ცენტრია, ბირთვი, თუ საწყისი საერთოდ ინ-
გლისელობისა.
სტრეთფორდის შემოგარენი ორი სახის იყო. ჩრდილოეთი-
დან არდენის ტყე ერტყა, იმ უძველესი ტყის ნაწილი, რომელიც
ოდესღაც მიდლენდის სამეფოებს ფარავდა; ეს ზოლი უილდენად
იყო ცნობილი. მაგრამ მეთექვსმეტე საუკუნეში იქაურობა უკვე
აღარ იყო გაუვალი ტყით დაფარული და ცხვრის ფერმებს, მდე-
ლოებს, საძოვრებს, ასევე, მეჩხერ ტყეებსა და მოტიტვლებულ
ადგილებს მოიცავდა. სახლები ერთმანეთს ქუჩებით არ უკავშირ-
დებოდა, ელისაბედ I-ის ტოპოგრაფის, უილიამ ჰარისონის სიტ-
ყვებით: „სახლები მიმოფანტული იდგა, ყველა საკუთარი მიწის
შუაგულში ცხოვრობდა.“ იმ დროისთვის, როცა შექსპირი არდე-
ნის ტყეში დახეტიალებდა, ახალი სახლების ასაშენებლად ტყე
სულ უფრო და უფრო იჩეხებოდა; ერთი სახლის აგებას სამოცი-
დან ოთხმოც ხემდე ხმარდებოდა. ტყეს ქვანახშირის მაღაროე-
ბის გამოც აჩანაგებდნენ. 1611 წელს, თავისი „დიდი ბრიტანეთის
იმპერიის ატლასისთვის“, ჯონ სფიდი წერდა: „ტყე საგრძნობლად
ნადგურდება.“ ინგლისი არასოდეს ყოფილა ფოთლოვანი მცენა-
რეებით დაფარული სამოთხე, იქ ტყეებს მუდამ ანადგურებდნენ.
და მაინც, ტყე ყოველთვის თავაშვებულობისა და წინააღმდე-
გობის სიმბოლოდ რჩებოდა. „როგორც გენებოთ“-ში, „ზაფხუ-
ლის ღამის სიზმარში“, და „ტიტუს ანდრონიკუსში“ ის ფოლკლო-
რისა და უძველესი მოგონებების სიმბოლოა. არდენის დიდი,
6
პრეისტორიული ტყე რომაელების თავდასხმის დროს ბრიტანელ
ტომთა თავშესაფარი იყო; სახელწოდება „არდენს“ კელტური ძი-
რი აქვს და მაღალ, ტყით დაფარულ ადგილს ნიშნავს. სწორედ
კელტებმა დაარქვეს არდენები საფრანგეთის ჩრდილო–აღმო-
სავლეთ და ბელგიის ნაწილს. ასეთ ტყეებს აფარებდნენ თავს
კელტები საქსონელების თარეშის დროსაც. ლეგენდა უორიკელ
გაიზე, რომლითაც პატარა შექსპირი საზრდოობდა, ტყეს თავშე-
ფარებული, განდეგილი რაინდის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
მისი ხმალი, მოძალადე დანიელების წინააღმდეგ ბრძოლებში
რომ ხმარობდა, უორიკის ციხე-კოშკში ინახება.
ასე რომ, არდენს სამალავადაც იყენებდნენ და მრეწველობის-
თვისაც; ეს ის ადგილიც იყო, სადაც კანონდამრღვევები და მაწან-
წალები თამამად დადიოდნენ. ტყის მკვიდრნი ცოტა ათვალწუნე-
ბული ჰყავდათ ქალაქის მაცხოვრებლებს, რადგან მიაჩნდათ,
რომ მათ „ისევე არ გააჩნიათ წარმოდგენა ღმერთზე და ცივილურ
ცხოვრებაზე, როგორც ყველაზე ურწმუნო ველურებს.“ ისტორიას
შორს მივყავართ და ის მიწისგან განუყოფელია. შექსპირის დედა
მერი არდენი გახლდათ. მისი მომავალი მეუღლე, ენ ჰეთუეი, არ-
დენის ტყის პირას ცხოვრობდა. არდენი შექსპირისთვის ძალიან
ახლობელი და შთამბეჭდავი ადგილია.
უილდენს სამხრეთით ფილდენი ესაზღვრებოდა. უილიამ კამ-
დენი თავის „ბრიტანიაში“ ამ რეგიონს ასე აღწერს: „ვრცელი დაბ-
ლობი – მდიდარი პურის ყანებით და მწვანე, ნაყოფიერი მიწით –
სასიამოვნო სანახავია.“ ფილდენსაც ისეთივე მნიშვნელოვანი
ადგილი ეჭირა შექსპირის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება-
ში, როგორიც არდენის ტყეს. სავარაუდოდ, ფილდენი მდიდარი
და პროტესტანტული იყო, ხოლო უილდენი - ღარიბი და კათო-
ლიკური. შეიძლება, ეს ზედაპირული წარმოდგენაა, მაგრამ გვი-
ადვილებს, გავიგოთ, როგორ ახერხებდა შექსპირი, ქვეცნობიე-

7
რად გაეწონასწორებინა სრულიად საპირისპირო წარმოდგენე-
ბი.
უელსის მთებით დაცულ სტრეთფორდში რბილი კლიმატი
იყო. ქალაქში რამდენიმე მდინარე მოედინებოდა, რაც იმას
ადასტურებდა, რომ მიწა და ჰაერი ნოტიო იქნებოდა. მაგრამ რა
საერთო შეიძლებოდა ჰქონოდა ლანდშაფტს შექსპირთან, ან
შექსპირს ლანდშაფტთან? ვინ იცის, იქნებ მომავალმა გენიოსმა
ტოპოგრაფმა მოჰფინოს ნათელი, ახლა რომ „ტერიტორიულ იმ-
პერატივს“ ვუწოდებთ, ანუ - როდესაც გარკვეული ადგილსამყო-
ფელი განსაზღვრავს და აყალიბებს იქ დაბადებულის ბუნებას.
სანამ ეს მოხდება, შექსპირთან დაკავშირებით ერთი დასკვნა
შეგვიძლია გამოვიტანოთ. მისი ნაშრომებიდან ნათლად ჩანს,
რომ ის არც დაბადებულა და არც აღზრდილა ლონდონში. შექ-
სპირს არ ახასიათებს ბრედ სთრითზე დაბადებული ჯონ მილტო-
ნის მაღალფარდოვნება, თუ უკმეხობა; მას აკლია ვესტმინსტე-
რის სკოლაში ნასწავლი ბენ ჯონსონის პირდაპირობა; ის არც სი-
თიში მცხოვრები ალექსანდერ პოუპივით ენამახვილია და არც
სოჰოელი უილიამ ბლეიკივით შეპყრობილი. ის სოფლიდან
არის.

8
თავი 3
არ გიყვარს ხელოვნება?

ყველა გზა, რომელიც მდინარე ეივონს კვეთდა, სტრეთფორ-


დზე გადიოდა; კელტურ ენაზე მდინარეს „ეიფონი“ ჰქვია. ეს ტე-
რიტორია ბრინჯაოს ხანიდან იყო დასახლებული. შემორჩენი-
ლია ყორღანები და ქვებით შემოფარგლული წრეები, ახლა ყუ-
რადღებას რომ აღარავინ აქცევს და სასაფლაო, სადაც ძველად
სასამართლო იმართებოდა. ახლანდელი ქალაქის შემოგარენში
რომაულ-ბრიტანული სოფელი არსებობდა.
სტრეთფორდი რომაულად გზას ნიშნავს, გზას, რომელიც
ფონს გადის. მეშვიდე საუკუნეში მდინარის პირას მონასტერი და-
არსდა. ის თავდაპირველად ეთელარდს ეკუთვნოდა, ანგლოსაქ-
სონ მეფეს, მოგვიანებით კი ვუსტერის ეპისკოპოსის, ეგვინის სა-
კუთრება გახდა. ვინაიდან ეს ყველაფერი მალევე მოხდა მას შემ-
დეგ, რაც საქსონელებმა ქრისტიანობა მიიღეს, შეიძლება, ვივა-
რაუდოთ, რომ ადრეულ ხანაში სტრეთფორდში ძველი რელიგი-
ის მიმდევრები იყვნენ. ეკლესია, რომელშიც შექსპირი მონათ-
ლეს, ძველი მონასტრის ადგილზე იყო აგებული.
მეცამეტე საუკუნეში ქალაქში აყვავების პერიოდი დაიწყო.
1216 წელს სამდღიანი ბაზრობები დააწესეს; ამას გარდა, წლის
განმავლობაში კიდევ ოთხი ბაზრობა იმართებოდა და ერთ-ერთი
მათგანი თხუთმეტ დღეს გრძელდებოდა. 1252 წელს მემამულეე-
ბისგან იჯარით აღებული 240 მიწის ნაკვეთი აღირიცხა, ასევე, მა-
ღაზიები, სახელოსნოები და საცხოვრებელი ბინები. იქ მეწაღე-
ები, ყასბები, მჭედლები, დურგლები და მღებავები მუშაობდნენ.
მალე მათ შექსპირი შეხვდებოდათ.
ქალაქს გარშემო ეკლიანი ბუჩქნარი ერტყა, სადაც კურ-
დღლები ბინადრობდნენ. გაშლილი სივრცე, მოფენილი პრიმუ-
ლებით, სამყურებითა და მდოგვის ყვითელი ყვავილებით, არსად
9
შემოღობილი არ იყო და ხეებიც იშვიათად გამოერეოდა. იმ ად-
გილებში უამრავი და ნაირ-ნაირი დასახელების სარეველა ხა-
რობდა, ალბათ ამიტომაა, სხვა მწერლებთან შედარებით, შექ-
სპირის ლექსიკონი მნიშვნელოვნად მდიდარი რომ არის.
მეცამეტე საუკუნეში სტრეთფორდში წმინდა სამების ეკლესია
აიგო. ეკლესია მდინარის პირას აშენდა ადგილობრივი დაუმუშა-
ვებელი და კემფდენის კარიერიდან მოტანილი ყვითელი ქვით. ამ
ეკლესიაში დაკრძალავენ შექსპირს, ხოლო მისი საფლავის ქვა-
ზე ამოტვიფრული წყევლა – „...ვინც ჩემს ძვლებს შეაწუხებს...“ -
მუდამ გვემახსოვრება.
ასეთივე ძველი იყო „წმინდა ჯვრის“ გილდია, რომელიც
სტრეთფორდში მეცამეტე საუკუნის დასაწყისში დაარსდა. ეს იყო
ერისკაცთა საზოგადოება, რომლის წევრები ერთგულად იცავ-
დნენ თავიანთი რელიგიის დღესასწაულებსა და კანონებს; „მე-
გობრული საზოგადოების“ წევრები, რაკი ყოველწლიური გადა-
სახადი შეჰქონდათ, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ საკადრისი
დაკრძალვა ელოდათ. მაგრამ, ამავე დროს, ეს იყო თემური სა-
ზოგადოება, თავისი ზედამხედველებითა და ეკლესიის დარაჯე-
ბით - ისინი ითვალისწინებდნენ და განკარგავდნენ როგორც ქა-
ლაქის ინტერესებს, ისე ეკლესიის შემოწირულობებს.
თუ შექსპირს ქალაქის რომელიმე შენობა კარგად ემახსოვრე-
ბოდა, ეს უთუოდ გილდიის სამლოცველო იქნებოდა; სამლოცვე-
ლო იმ სკოლის გვერდით იდგა, სადაც შექსპირი სწავლობდა და
ყოველ დილით წირვას ესწრებოდა. მაშინ იქ ზარებიც იყო. პატა-
რა ზარი დილით ბავშვებს სკოლისკენ უხმობდა; დიდ ზარს გამ-
თენიისას და მზის ჩასვლის მერე რეკავდნენ. იყო კიდევ „მწუხარე
და გულჩათხრობილი ზარი“, რომელიც გარდაცვალებას და დაკ-
რძალვას იუწყებოდა. ეს ზარი რეკავდა ალბათ მაშინაც, როცა
შექსპირი სტეთფორდის მიწას მიაბარეს.

10
თავი 4
სადაც შენ ხარ, ჩემი სამყაროც იქ არის

შექსპირი ელისაბედ I-ის კორონაციიდან ხუთი წლის თავზე


დაიბადა და ცხოვრების დიდი ნაწილი მისი ინდივიდუალისტური
მეფობის პერიოდში გაატარა. ელისაბედის უმთავრესი საზრუნა-
ვი იყო ქვეყნის (და საკუთარი პოზიციის) სტაბილურობა და კე-
თილდღეობა, ამიტომ მთელ თავის გამჭრიახობას იყენებდა
იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა არ დაეშვა. ყველაზე მეტად
კონფლიქტების ეშინოდა და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში
იწყებდა საომარ მოქმედებას. გაუთხოვარი დედოფლის შეუწყნა-
რებელი და ხშირად დაუფიქრებელი მმართველობის წლებში
ქვეყნის ჰორიზონტი გაიზარდა. ეს იყო აღმოჩენების, კომერციი-
სა და ლიტერატურის ეპოქა, ახლა რომ „შექსპირის ეპოქას“ ვუ-
წოდებთ. მაგრამ არავინ იცის, რამდენად ხიბლავდა თვითონ შექ-
სპირს ეს ეპოქა. ბავშვობაში ის სხვა სამყაროს ეკუთვნოდა.
სტრეთფორდი მდინარე ეივონის ჩრდილოეთ ნაპირზეა გაშე-
ნებული. წყალდიდობისას მდინარის ხმა ყველა ქუჩაზე ისმოდა
და ასეთ დროს მისი გადაკვეთა დიდ რისკთან იყო დაკავშირებუ-
ლი. 1588 წლის ზაფხულში, რვა საათის მანძილზე ყოველ საათში
წყლის დონე 3 ფუტით მატულობდა. ერთმა გამოჩენილმა ადგი-
ლობრივმა ჯენტლმენმა, სერ ჰიუ კლოპტონმა, ქვის ხიდის მშე-
ნებლობა დააფინანსა. ეს ხიდი აქამდე შემორჩა. მაგრამ ადიდე-
ბული მდინარე ეივონი სხვაგვარადაც უკვდავყვეს. ელისაბედის
დროინდელი არც ერთი დრამატურგი ისე ხშირად არ ახსენებს ამ
მდინარეს, როგორც შექსპირი; მას ორმოცდაცხრამეტჯერ აქვს
ეივონი ნახსენები და აქედან ის ოცდაექვსჯერ ადიდებულია. მდი-
ნარე შექსპირის შთაგონების ნაწილი იყო. „ლუკრეციუსში“ ერთ
უჩვეულო წარმოსახვას ვხვდებით, რაღაც ძალა მორევის დინე-
ბას უკან, ანუ იქ დააბრუნებს, საიდანაც წარმოიშვა.
11
ქალაქში ბევრი კარგი შენობაც იდგა და უამრავი ქოხმახიც,
ჩალით გადახურული ბეღელი თუ დანგრეული სახლიც. ადამია-
ნებისთვის გზის მისათითებლად ქუჩებში ქვის ჯვრები იყო აღმარ-
თული; ასევე იდგა სამარცხვინო ბოძები და გასაროზგი ადგილე-
ბი ურჩებისთვის, რომლებიც ქალაქის მმართველებს, - მათ შო-
რის შექსპირის მამაც ერია, - არ ემორჩილებოდნენ. იყო ციხეც,
„გალიად“ წოდებული და დასასჯელი სკამიც, რაც ტიუდორების
იდილიას სულ არ ჰგავდა. გრავიურებზე გამოსახული სტრეთ-
ფორდი – წისქვილებით, ბაზრის ადგილას აღმართული ქვის
ჯვრით, ეკლესიით და სამრეკლოთი – მშვიდი და ჩუმი სამყაროს
შთაბეჭდილებას ტოვებს, მისი მკვიდრი ვაჭრები და მშრომელები
თვალწარმტაც ტანსაცმელში არიან გამოწყობილნი. სტრეთ-
ფორდის ყველაზე ადრინდელ ფოტოებზეც უჩვეულოდ წყნარ,
თითქმის უკაცრიელ ქუჩებს ვხედავთ. ეს გარემო ნაკლებად მი-
ესადაგებოდა შექსპირის ქაოტურ და მშფოთვარე ცხოვრებას.
დილის ოთხ საათზე ქალაქი იღვიძებდა; ხუთ საათზე ქუჩები
უკვე ხალხით იყო სავსე. ვაჭრები და მუშები რვა საათზე საუზმობ-
დნენ, შუადღისას სადილობდნენ და საღამოს შვიდზე თოთ-
ხმეტსაათიან სამუშაოს ამთავრებდნენ. 1563 წელს მიღებული
„ხელოსნების კანონის“ თანახმად, სადილის შემდეგ ერთი საათი
ძილი ნებადართული იყო. არდადეგები არ ჰქონდათ, მხოლოდ
რამდენიმე დღესასწაულზე ისვენებდნენ.
სტრეთფორდში ბევრ ხელობას საუკუნეების მანძილზე მის-
დევდნენ. 1570 წლიდან 1630 წლამდე, ქალაქს ჰყავდა ოცდასამი
ყასაბი, ოცი მკერავი, თექვსმეტი მეწაღე, თხუთმეტი მცხობელი
და თხუთმეტი დურგალი. ეს ძირითადი ხელობები იყო; ქალაქე-
ლები, მაგალითად, შექსპირის მამა, სხვა საქმიანობებითაც იყ-
ვნენ დაკავებული. ჯონ შექსპირის ძირითადი პროფესია მეხელ-
თათმანეობა იყო. მისი ჩათვლით, სტრეთფორდში ოცდასამი მე-
ხელთათმანე ცხოვრობდა. მაგრამ ჯონი ოჯახის შესანახად კიდევ
12
შალით ვაჭრობდა, მევახშეობდა და ალაოს ამზადებდა. სტრეთ-
ფორდელები ლუდის ხარშვაში და გაყიდვაში იყვნენ გაწაფულნი;
ამ საქმეში, სულ ცოტა, სამოცდაშვიდი ოჯახი იყო ჩართული.
მაგრამ ქალაქის რიტმს მაინც სოფლის მეურნეობა წარმარ-
თავდა – თებერვალში ფარცხვა და თესვა, მარტში გასხვლა, ივ-
ნისში თიბვა, აგვისტოში მოსავლის აღება, სექტემბერში კალო-
ობა, ნოემბერში კი ღორების დაკვლა.
1549 წელს ვუსტერის ეპისკოპოსი იძულებული გახდა, თავი-
სი, მემამულის უფლებები სტრეთფორდზე უორიკის გრაფისთვის,
ჯონ დადლისთვის გადაეცა; ქალაქი, ამ გაგებით, სეკულარიზებუ-
ლი გახდა. 1553 წელს სტრეთფორდს სიგელი მიენიჭა და, აქედან
გამომდინარე, „წმინდა ჯვრის“ გილდიის მსახურები ოლდერმე-
ნები გახდნენ; თოთხმეტი ოლდერმენიდან ერთი მერი, ან სასა-
მართლო ბოქაული, იგივე ბეილიფი, უნდა აერჩიათ. შემდეგ ისი-
ნი ირჩევდნენ კიდევ თოთხმეტ მოქალაქეს და ყველანი ერთად
ქალაქის საბჭოს შეადგენდნენ. ბეილიფი და რჩეული ოლდერმე-
ნები, მას მერე, რაც ეკლესიის მსაჯულები შეცვალეს, მომრიგებე-
ლი მოსამართლეები გახდნენ. ქალაქს ჰყავდა ორი ხაზინადარი
და ოთხი კონსტაბლი, იგივე პოლიციელი. მათ ყველაზე პატივცე-
მული მოქალაქეები ნიშნავდნენ.
სტრეთფორდში არსებული სამარცხვინო ბოძი, რომ აღარა-
ფერი ვთქვათ ციხეზე და დასასჯელ სკამზე, გვაფიქრებინებს, რომ
ქალაქი მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იყო. უკვე ჩვევად გვექ-
ცა, ელისაბედ I-ის დროინდელი ინგლისი „პოლიციურ ქვეყნად“
მოვიხსენიოთ. მართალია, ეს უკვე ანაქრონიზმია, მაინც უნდა
აღინიშნოს, რომ ქვეყანაში მკაცრი დისციპლინა სუფევდა, სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, შუა საუკუნეების კანონები მოქმედებდა.
მკვეთრად იგრძნობოდა განსხვავება სოციალურ კლასებს შო-
რის და ძალაუფლებით ძირითადად მიწათმფლობელები სარგებ-

13
ლობდნენ. ამ პრინციპებს ერთგულად მისდევდა თავად შექსპი-
რიც. ვინც უპატივცემულოდ დაელაპარაკებოდა ქალაქის მოხე-
ლეს, ან წესრიგს დაარღვევდა, სამი დღით და სამი ღამით აპატიმ-
რებდნენ. მერის ნებართვის გარეშე, ვერავინ გაათევინებდა უც-
ნობს ღამეს თავის ოჯახში. მოსამსახურეებსა და შეგირდებს უფ-
ლება არ ჰქონდათ, საღამოს ცხრა საათის შემდეგ შინიდან გამო-
სულიყვნენ. ბოულინგის თამაში მხოლოდ განსაკუთრებულ სა-
ათებში იყო ნებადართული. კვირაობით ყველას შალის ქუდი უნ-
და ჰხურებოდა და თვეში ერთხელ მაინც ეკლესიაში წირვას დას-
წრებოდა. სტრეთფორდს საიდუმლოებები არ ჰქონდა; ეს იყო
ღია საზოგადოება, სადაც ყველამ ყველაფერი იცოდა ერთმანე-
თის შესახებ. ოჯახური პრობლემები სამეზობლოს საერთო გან-
სჯის საგანი ხდებოდა. ისეთი ცნება, როგორიცაა „პირადი“ ცხოვ-
რება, მათთვის უცნობი იყო. აღსანიშნავია, რომ შექსპირის პი-
ესებში გამოგონილი ინდივიდუალობა ავტორს ბავშვობის ქა-
ლაქში ძალიან აკლდა.
მცდარად მიიჩნევენ, თითქოს სიტუაცია ქალაქში შექსპირის
სიცოცხლის ბოლომდე და, საერთოდ, მეცხრამეტე საუკუნემდე
არ შეცვლილა. სოფლის მეურნეობის ცვალებადმა მეთოდებმა
თავისი პრობლემები წარმოშვა; განსაკუთრებით, ცხვრის ინტენ-
სიური მოშენების გამო, საერთო მიწები შემოიღობა და ბევრ მუ-
შას საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუხდა. ქალაქის ქუ-
ჩებში უფრო და უფრო მეტი უსახლკარო და უსაქმოდ მოხეტიალე
მუშა გამოჩნდა. 1601 წელს, სტრეთფორდის ზედამხედველის ჩა-
ნაწერის მიხედვით, ქალაქში შვიდასი ღარიბი ცხოვრობდა და მა-
თი დიდი ნაწილი სწორედ ახლომახლო სოფლებიდან უნდა ყო-
ფილიყო ჩამოსული. ღარიბების მიგრაციამ სოციალური დაძაბუ-
ლობა კიდევ უფრო გაამწვავა. გაჩნდა პრობლემები, რომელთაც
იმ დროისთვის გადაუჭრელად მიიჩნევდნენ. რა უნდა ეღონათ,

14
რომ ღარიბები კიდევ უფრო არ გაუბედურებულიყვნენ? ამ პერი-
ოდში ფასები გაიზარდა და ბევრი სტრეთფორდელის სიკვდილის
მიზეზი შიმშილი გახდა. მშრომელებს ძლივს გაჰქონდათ თავი,
მიწათმფლობელები კი უფრო და უფრო მდიდრებოდნენ. მზარდ
მოსახლეობას, მიწის გარდა, კიდევ შალი სჭირდებოდა. შექ-
სპირს მიეცა საშუალება, იოლად ეშოვა შემოსავალი და ყოველ-
გვარი სენტიმენტალობების გარეშე იხეირა ამ ეკონომიკური
ცვლილებით. ფინანსურ საქმეებს ისეთივე გამჭრიახობით ეკიდე-
ბოდა, როგორც დრამატურგის კარიერას, მაგრამ კარგად ამ-
ჩნევდა, რაც ხდებოდა.
ახალი ეკონომიკის მიერ მოტანილი ცვლილებები სულ უფრო
ნათლად იგრძნობოდა. არაერთი გამოკვლევა მიეძღვნა შექპი-
რის მიერ ასახულ ეპოქალურ გარდატეხას - შუა საუკუნეებიდან
ადრეულ თანამედროვე ინგლისამდე. ის, ალბათ, უკანასკნელი
ინგლისელი დრამატურგი იყო, რომელიც თავის შემოქმედებაში
ორ კულტურას უთავსებდა ერთმანეთს.

15
თავი 5
მითხარი: ვინ გაგაჩინა?

როდესაც ორ კულტურაზე ვლაპარაკობთ, ძველი და რეფორ-


მირებული იგულისხმება. რელიგიის რეფორმაცია მძვინვარედ
და გაშმაგებულად დაიწყო და კომპრომისის გამონახვა მხოლოდ
ელისაბედის ფრთხილი და პრაგმატული მმართველობის წლებ-
ში გახდა შესაძლებელი.
პაპზე გაგულისებულმა ჰენრი VIII-მ თავი ინგლისის ეკლესიის
მეთაურად გამოაცხადა და სიკვდილით დასაჯა მღვდლები, რომ-
ლებმაც გაბედეს და მისი უზენაესობა არ აღიარეს. მეფის ყველა-
ზე გულმხურვალე მრჩევლებმა, წაქეზებულებმა როგორც გამ-
დიდრების პერსპექტივით, ისე რელიგიური აღტკინებით, მონას-
ტრები დახურეს და სამონასტრო მიწები მიისაკუთრეს. მეფისავე
ინიციატივით, რასაც გაცილებით სასარგებლო შედეგები მოჰყვა,
ეკლესიების მრევლში ინგლისური ბიბლია დამკვიდრდა.
ედვარდ VI, მამის გარდაცვალების შემდეგ, კიდევ უფრო
მგზნებარედ ებრძოდა კათოლიციზმს. ახალგაზრდა იოშიას
მსგავსად, მზად იყო, ძველი კერპები მიწასთან გაესწორებინა.
კერძოდ, მას ეყო ვაჟკაცობა, შეეცვალა ლოცვანი და ლიტურგიის
მსვლელობა, მაგრამ ადრეულ ასაკში სიკვდილმა ნოვატორული
პროგრამა შეაწყვეტინა. მერი I-მა, ასევე ხანმოკლე მეფობის
წლებში, ყველაფერი შეცვალა და ინგლისელ ხალხს დიდი ეჭვები
დაუტოვა ნაციონალური რწმენის მიმართ. მხოლოდ ელისაბედმა
შეძლო შუალედური გზის გამონახვა. ეკლესიის „მოწესრიგების“
ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად კათოლიციზმისა და პროტეს-
ტანტიზმის დაპირისპირების შერბილება მიაჩნდა. დედოფლის
წერილობითი ბრძანების თანახმად, ღვთისმსახურება ინგლისურ
ენაზე ტარდებოდა, მაგრამ ის ნებას რთავდა, ისეთი „პაპისტური“

16
სიმბოლოები დაეტოვებინათ, როგორებიც ჯვარცმა და შანდლე-
ბია. შეიძლება, ელისაბედი პურიტანული ფრაქციის სიძლიერეს
სათანადოდ ვერ აფასებდა და ვერც ხალხში ფესვგადგმულ კა-
თოლიციზმს, მაგრამ არავის გასჩენია ეჭვი, რომ ის რელიგიის
საკითხებს კარგად ვერ განაგებდა.
ქალწული დედოფალი ყოველთვის ლმობიერებას როდი
იჩენდა ქედუხრელებისადმი. „უარმყოფელები“, როგორც მაშინ
უწოდებდნენ, ანუ ვინც უარს ამბობდა, დასწრებოდა წირვას ინ-
გლისის ეკლესიაში, იძებნებოდნენ. მათ აპატიმრებდნენ და ატუ-
საღებდნენ, როგორც დედოფლის მოღალატეებს. კათოლიკე მი-
სიონრებსა და მღვდლებს წამებით ხოცავდნენ. ხელისუფლების
აღმასრულებლები პერიოდული და წინასწარ გამოცხადებული
„ვიზიტებით“ ჩადიოდნენ სხვადასხვა ქალაქებში, რათა შეემოწ-
მებინათ, იყვნენ თუ არა იქ ძველი რწმენის მიმდევრები. კათო-
ლიკობა ძალიან სახიფათო იყო.
ეს კონფლიქტები და ცვლილებები ჯონ შექსპირის ცხოვრება-
ზე ასე თუ ისე ისახებოდა. დრამატურგის მამას მეჩვიდმეტე სა-
უკუნის ერთ სკეტჩში ასე აღწერენ – „მხიარული, მრგვალლოყება
მოხუცი, რომელიც ასე ამბობდა – უილი წესიერი, კარგი ბიჭია,
მაგრამ როცა მომინდება, ვასულელებ ხოლმე.“ სკეტჩის წყარო
არც ისე სარწმუნოა და სიტყვასიტყვით არ უნდა გავიგოთ, მაგრამ
შეიძლება, ეს მხიარული, მრგვალლოყება და ამრევი მოხუცი ძა-
ლიან მივამსგავსოთ ფოლსტაფის სახეს და გაგვიჩნდეს ეჭვი,
რომ ის, მართლაც, ვინმე შინაურის პროტოტიპია. შექსპირის მა-
მისა და წინაპრების შესახებ უფრო სანდო ცნობები დოკუმენტებ-
შია შემონახული.
შექსპირების გვარს დიდი წარსული აქვს. არსებობს მისი ოთ-
ხმოცზე მეტი წერილობითი ვარიანტი. მათ შორის – საქსპერი, შე-
ქოსპერი, შაქსპერი, შაფსპერი, შაქსტაფი, ჩაქსპერი, შასპიირი ...
– რაც ერთხელ კიდევ ადასტურებს გვარის განსხვავებულობასა
17
და მრავალხმიანობას.
შესაძლებელია, ამ გვარს ნორმანდიული წარმომავლობაც
ჰქონდეს. 1195 წლის ნორმანდიის რეესტრში ვხვდებით უილიამ
საქისპიის; მეცამეტე საუკუნის რაინდული რომანის ავტორი კი
ჯაკემეს საქესპერი გახლავთ. ინგლისში შექსპირები შვილების-
თვის ქრისტიანული სახელების დარქმევას ამჯობინებდნენ, რაც
ასევე ნორმანდიელებისთვის იყო დამახასიათებელი. ჟღერადო-
ბით სახელი საომარ განწყობასთან ასოცირდება, რასაც შექსპი-
რის ცხოვრებაში არაერთ ადამიანზე მოუხდენია შთაბეჭდილება.
მეთექვსმეტე საუკუნის ერთ-ერთი ტექსტის მიხედვით, ეს გვარი
მის პირველ მატარებლებს „სიმამაცისთვის და ომში თავის გამო-
ჩენისთვის“ მიენიჭათ. ამიტომ იყო ალბათ, რომ როცა შექსპირის
მამამ გერბისთვის თხოვნით მიმართა ხელისუფლებას, ირწმუნე-
ბოდა, ბაბუაჩემი ჰენრი VII-მ „ერთგული და თავდაუზოგავი სამ-
სახურისთვის“ დააჯილდოვაო. მაგრამ შექსპირი ასევე მეტსახე-
ლიც იყო ჩხუბის მოყვარული, ან ისეთი ადამიანისა, რომელიც
ყველა საშუალებით, თუნდაც უხამსობით, ცდილობს ყურადღე-
ბის მიპყრობას. ეს უნდა ყოფილიყო მიზეზი, 1487 წელს ჰიუგო
შექსპირმა გვარის შეცვლა რომ ისურვა, რადგან, მისი თქმით, ამ
გვარს ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. მოგვიანებით, ასეთივე შეურაც-
ხმყოფელი კრიტიკა ხვდა დიკენსის გვარსაც.
1248 წლის ინგლისურ რეესტრში პირველად არის მოხსენიე-
ბული „უილიამ საქსპერი“; ის სტრეთფორდიდან სულ რამდენიმე
მილით დაშორებული სოფლის, კლოპტონის მკვიდრი იყო. მეცა-
მეტე საუკუნიდან უკვე ხშირად ვხვდებით შექსპირებს უორკშირის
მატიანეში. ასე რომ, ამ გვარს ინგლისურ კულტურაში ღრმად
აქვს ფესვები გადგმული.
შექსპირის ბაბუას, რიჩარდ შექსპირს, სტრეთფორდიდან ოთ-
ხი მილის დაშორებით სნიტერ-ფილდში ფერმა ჰქონდა. მას „მი-
წისმხვნელ“ მდიდარ ფერმერად იცნობდნენ. სნიტერ-ფილდში,
18
პატარა სამრევლო სოფელში, ეკლესია, მემამულის სახლი, ძვე-
ლი ფერმები და კოტეჯები მიმოფანტულიყო. დრამატურგის ბავ-
შვობის ნაწილს მრავალფეროვანი პეიზაჟი შეადგენდა – საძოვ-
რები, ტყე, გავერანებული ადგილები და მდელოები.
რიჩარდ შექსპირს მიწა იჯარით ჰქონდა აღებული რობერტ
არდენისგან, მერი არდენის მამისგან, რომელიც მოგვიანებით
მისი ვაჟის, ჯონ შექსპირის ცოლი გახდება. დრამატურგის მშობ-
ლები ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს და, ალბათ, რიჩარდ
შექსპირის ძველ სახლში ხვდებოდნენ ხოლმე. სახლი, რომელიც
ჰაი სთრითზე მდებარეობდა, რუს გადაჰყურებდა და რამდენიმე
საძინებლისა და ჰოლისგან შედგებოდა, იმ დროისთვის გრან-
დიოზული შენობა იქნებოდა. ჯონ შექსპირი 1529 წელს დაიბადა
და მხოლოდ ამ წლიდან გვხვდება სნიტერ-ფილდის დოკუმენტებ-
ში მამამისის სახელიც. როგორც ჩანს, რიჩარდ შექსპირი სნი-
ტერ-ფილდში ახალგაზრდა ცოლთან ერთად გადასახლდა და იქ
დაფუძნება გადაწყვიტა.
მის ანდერძში მოხსენიებული თანხა 38 გირვანქას და 14 ში-
ლინგს შეადგენდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ საკმაოდ მოკრძა-
ლებულად ცხოვრობდა. რიჩარდ შექსპირს ხშირად ჯარიმას ახ-
დევინებდნენ სასამართლოში გამოუცხადებლობის, ან შინაური
პირუტყვის ცუდად მოვლის გამო, მაგრამ ის სნიტერ-ფილდის პა-
ტარა საზოგადოების მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და ნოულის
რელიგიური გილდიის წევრადაც ითვლებოდა. შეიძლება ით-
ქვას, რომ შექსპირებისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება
ჰქონდა – სიმდიდრის მოხვეჭის უნარი, სოლიდურობა და, დრო-
დადრო, უპასუხისმგებლობა. ხანდახან ამბობენ, რომ შექსპირი
გაუთლელი გლეხების შთამომავალია, მაგრამ ასე ნამდვილად
არ ყოფილა.
ჯონ შექსპირმა სტრედთფორდში დასახლება გადაწყვიტა და
კარიერა თავიდანვე წარმატებულად დაიწყო. მისი უმცროსი ძმა,
19
ჰენრი, სნიტერ-ფილდის ფერმაში დარჩა. ჯონს სურდა, სხვა ხე-
ლობებიც ესწავლა და, საერთოდ, როგორც უფროს შვილებს
სჩვევიათ, უკეთესის ძიება იტაცებდა. უილიამიც მამის გზას და-
ადგება. ჯონმა ფერმა დატოვა, რათა ხელთათმანის კერვა ესწავ-
ლა. ის შეგირდად დაუდგა თომას დიქსონს, რომელიც არა მარ-
ტო ხელთათმანების კერვის ოსტატი იყო, არამედ სასტუმრო „გე-
დის“ მეპატრონეც.
ჯონ შექსპირი შვიდი წელი სწავლობდა ხელობას და 1556
წელს უკვე სტრეთფორდის „მეხელთათმანეთა“ რიგებში მოიხსე-
ნიებოდა. მაშინ ის ოცდაშვიდი წლისა იყო. მომდევნო დოკუმენ-
ტში ჯონ შექსპირს ტყავის დამუშავების ოსტატად ასახელებენ. ის
ალბობდა და წმენდდა ცხენის, ირმის, ცხვრისა და ძაღლის ტყა-
ვებს, სანამ შემდეგ მარილითა და შაბით დაარბილებდა. ტყავს
ჯერ შარდით ან ექსკრემენტებით სავსე ქოთანში დებდა, მერე კი
გასაშრობად ეზოში აწყობდა. საკმაოდ ბინძური ბიზნესი უნდა
ყოფილიყო. მწარე გამოცდილების გამო არის, შექსპირის პი-
ესებში ზიზღი რომ იგრძნობა უსიამოვნო სუნისადმი. ტყავი რომ
დამუშავდებოდა, დანით და მაკრატლით მას ხელთათმანების,
ქისების, ქამრებისა და ჩანთების შესაკერად სხვადასხვა ფორმის
ნაჭრებად ჭრიდნენ. მერე ნამუშევრებს, მყიდველის მოსაზიდად,
ფანჯარაზე კიდებდნენ. შექსპირი ხშირად ახსენებს ტყავის ნა-
წარმს თავის პიესებში და ყველანაირ ტყავს იცნობს, ძაღლის
ტყავით დაწყებული, ირმის ტყავით დამთავრებული. ჰამლეტის
შეკითხვას – „ეტრატს, მგონი, ცხვრის კანისას აკეთებენ, არა?“
ჰორაციო პასუხობს – „დიაღ, ბატონო, ცხვრის კანისასაც აკეთე-
ბენ და ხბოს კანისასაც.“ „უინძორელ მხიარულ ქალებში“ კუიკ-
ლი ამბობს – დიდი, მრგვალი წვერი, როგორც მეხელთათმანის
დანაო.
ჯონ შექსპირი მეხელთათმანეების გილდიის წევრი იყო. 1570-
დან 1630 წლამდე სტრეთფორდში ოცდასამი მეხელთათმანე
20
ჰყავდათ. მაგრამ ჯონ შექსპირი სხვა რამითაც გახლდათ დაკავე-
ბული. ის ჯერ კიდევ იომენი ფერმერი იყო და მამასთან და ძმას-
თან ერთად, მეზობელ სოფელ ინგონში მიწას ამუშავებდა. იქვე
აშენებდნენ და ხოცავდნენ პირუტყვს, რომელთა ტყავს შემდეგ
სახელთათმანედ ხმარობდა. სტრეთფორდის გვიანდელ დოკუ-
მენტებში შექსპირის მამას ყასბად ასახელებენ. ვაჟი კი მისი შე-
გირდი ყოფილა. შექსპირის დრამებში ყასბებსა და სასაკლაოს
უხვად ვხვდებით, რაც უფრო ხშირად მამა-შვილის ურთიერთო-
ბასთან არის დაკავშირებული. შექსპირი კარგად იცნობს „სასაკ-
ლაოს გულისამრევ სუნს.“
ჯონ შექსპირი შეძლებული კაცი იყო, რაც საშუალებას აძლევ-
და, უძრავი ქონებით ბიზნესი ეწარმოებინა. მან შეისყიდა სახლი
ჰენლის ქუჩაზე და გააქირავა. შემდეგ, 40 გირვანქად, კიდევ ორი
სახლი იყიდა, თავისი ბაღებით და ეზოებით. ერთ-ერთი უილიამ
ბერბიჯს მიაქირავა, რომელიც შეიძლება, ლონდონის თეატრა-
ლური ოჯახის ნათესავი იყო. თუმცა, ისიც შესაძლებელია, არც
ყოფილიყო, ცხოვრება ხომ სავსეა დამთხვევებით.
ჯონ შექსპირი მეზობლებს ფულს ასესხებდა თავისი დაწესებუ-
ლი პროცენტით, რასაც სამწუხარო სახელი - „მევახშეობა“ ჰქვია.
ლეგალურად, 10 პროცენტი უნდა აეღო, მაგრამ ვინაიდან, სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, გასდიოდა, პროცენტს სულ უფრო და
უფრო ზრდიდა. იმ პერიოდში, როცა ბანკები არ არსებობდა, მე-
ვახშეები ბევრნი იყვნენ. ჯონს ვაჟიც დროდადრო ეხმარებოდა ამ
საქმეში. ერთი ისტორიკოსის სიტყვებით, მევახშეობა ისე ფარ-
თოდ იყო გავრცელებული, რომ „სულელი იქნებოდი, ფულს თუ
ტყუილუბრალოდ ასესხებდი.“
ასე რომ, ჯონ შექსპირი მოხერხებული და მდიდარი ბიზნესმე-
ნი გახლდათ. მაგრამ რაც შეეხება მის წიგნიერებას, სერიოზული
ეჭვები არსებობს. ჯონი ხელს არ აწერდა ხოლმე, მხოლოდ ნი-
შანს სვამდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ წერა არ იცოდა. ზოგს
21
დიდ სიამოვნებას ანიჭებს იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ მსოფლიო
ისტორიის უდიდესი მწერალი უწიგნური მამის შვილი იყო. მაგ-
რამ ჯონ შექსპირმა თუ წერა არ იცოდა, არ ნიშნავს იმას, რომ
ვერც კითხულობდა. მაშინ კითხვა და წერა ერთმანეთისგან და-
მოუკიდებლად ისწავლებოდა. საერთოდ, ძნელი წარმოსადგე-
ნია, თავისი მრავალმხრივი ბიზნესი ისე განეგო, რომ კითხვა არ
სცოდნოდა. ამას გარდა, როგორც ცნობილია, ჯონ შექსპირმა ან-
დერძით რამდენიმე წიგნი დატოვა.
დაუზუსტებელი რჩება მისი რელიგიური მრწამსის საკითხიც.
მეცნიერები საუკუნეების მანძილზე კამათობენ, შესაძლებელია
თუ არა, ჯონ შექსპირი ძველი რელიგიის მიმდევარი ყოფილიყო.
იმდროინდელი ვითარება კიდევ უფრო ართულებს პასუხის პოვ-
ნას, რადგან, შესაძლოა, კათოლიკე ყოფილიყავით, მაგრამ მხო-
ლოდ თავაზიანობის გამო, ან დაჯარიმების შიშით, ღვთისმსახუ-
რებას დასწრებოდით ეკლესიაში; ასევე, შესაძლებელი იყო, ახა-
ლი რწმენის მიმდევარს, მაინც ძველი ეკლესიის რიტუალები და
დღესასწაულები გყვარებოდათ. ან კიდევ, ბოლომდე ვერ გადა-
გეწყვიტათ, საით გადაიხრებოდით, ანდა, სულაც, საერთოდ არ
გქონოდათ რწმენა.
დაეჭვების საფუძველს ფაქტებიც გვაძლევს. ჯონ შექსპირმა
ვაჟი ანგლიკანურ ეკლესიაში პროტესტანტ მღვდელს მოანათ-
ვლინა. მაგრამ, ამავე დროს, ჰენლი სთრითზე მდებარე სახლის
სახურავზე „სულიერ ანდერძს“ მალავდა. ზოგი მიიჩნევს, რომ შე-
საძლებელია, დოკუმენტი ნამდვილი არ იყოს, თუმცა მისი წარ-
მოშობის წყარო საკმაოდ დამაჯერებელია. დადგენილია, რომ ეს
რომაულ-კათოლიკური სტანდარტული ტექსტია, მისი გამავრცე-
ლებელი კი ედმუნდ კამპიონი იყო, რომელიც 1581 წელს უორ-
კშირში მოგზაურობდა. თავად კემპიონი იეზუიტი მღვდელი გახ-
ლდათ. ის რომიდან ინგლისს ეწვია საიდუმლო და, როგორც სა-

22
ბოლოოდ აღმოჩნდა, მისთვის ფატალური მისიით. იეზუიტი მი-
სიონერები სასურველი სტუმრები არ იყვნენ ინგლისში, განსა-
კუთრებით მას შემდეგ, რაც 1570 წელს პაპმა დედოფალი ელი-
საბედი ეკლესიიდან განკვეთა. კამპიონი დაიჭირეს, გაასამარ-
თლეს და სიკვდილი მიუსაჯეს.
სულიერ ანდერძზე, ჯონ შექპირის სახლის სხვენში რომ იპო-
ვეს, მეტად ორთოდოქსული დოკუმენტი ძნელად თუ იარსებებს
სადმე. ტექსტი ისე დაუბეჭდავთ, რომ სპეციფიკური დეტალების
ჩასაწერად ანდერძის დამდებისთვის ცარიელი ადგილები და-
ეტოვებინათ. იქ ჯონ შექსპირი თავის ნიშანს სვამდა, მაგრამ ამას
გარდა, დოკუმენტში წერია, რომ მისი მფარველი წმინდა უინიფ-
რედია. წმინდან უინიფრედის აკლდამა ჰოლიველში, ფლინ-
ტშირში მდებარეობდა, სადაც უორკშირელი მდიდარი კათოლი-
კე ოჯახებიდან მომლოცველები დადიოდნენ. თუ დოკუმენტი
ყალბია, მაშინ მის შემქმნელს მფარველი წმინდანის შესახებ უნ-
და სცოდნოდა. ამას გარდა, ჩანაწერთან დაკავშირებით სხვა შე-
კითხვაც ჩნდება. თუ ჯონ შექსპირმა წერა არ იცოდა, ვინ დაამატა
ინფორმაცია წმინდან უინიფრედზე? ვის შეიძლებოდა, 1581
წელს შექსპირების ოჯახში წერა-კითხვა სცოდნოდა? ამაზე მხო-
ლოდ ერთი პასუხი არსებობს. „ჰამლეტში“ აჩრდილი ამბობს:
„დღე ცეცხლში ვიწვი, იქ ვმარხულობ და ცეცხლშივე ვწმენდ, რაც
სიცოცხლეში მე ცოდვები ჩამიდენია.“ მას კარგად ახსოვს კათო-
ლიკური დოქტრინა და, რა თქმა უნდა, ის დრამატურგის მამის აჩ-
რდილია.
1556 წელს ჯონ შექსპირმა მერი არდენი შეირთო ცოლად და
იმავე წელს, ნელ-ნელა, სტრეთფორდის იერარქიულ კიბეზე აი-
ნაცვლა. ის ჯერ „დეგუსტატორად“ დანიშნეს. „დეგუსტატორები“
იყვნენ ქალაქის ოფიციალური პირები, რომელნიც თავიანთ რაი-
ონში პურისა და ელის ხარისხს ამოწმებდნენ. მართალია, ჯონი
სამჯერ დააჯარიმეს სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო,
23
მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, 1558 წელს კონსტაბლად აერჩი-
ათ. მას ევალებოდა, ღამით ედარაჯა ქუჩებში, რათა არეულობა
თავიდან აერიდებინა და მოჩხუბრები განეიარაღებინა. ეს სინე-
კურა სულაც არ იყო და იმასაც ამტკიცებდა, რომ ოცდაცხრა
წლის ჯონ შექსპირს მეზობლები პატივისცემით უყურებდნენ. ცო-
ტა ხანში ის უკვე ქალაქის საბჭოს წევრად აირჩიეს, რაც უფლებას
აძლევდა, შვილები უფასოდ მიებარებინა ახალ სამეფო სკოლა-
ში. ოღონდ, პირველი ვაჟის დაბადებამდე ჯერ კიდევ ექვსი წელი
რჩებოდა.
1561 წელს ჯონ შექსპირი ხაზინადრად აიჩიეს. მისი თაოსნო-
ბით, რატუშის ზედა სართული სკოლისთვის გადაკეთდა. ამ სკო-
ლაში ისწავლის მისი შვილი. 1565 წელს, ვაჟის შეძენიდან წლის
თავზე, მას ერთ-ერთ ოლდერმენად დანიშნავენ და იმ დღიდან
ყველა „ბატონო შექსპირს“ უწოდებს. დღესასწაულებზე ბეწვით
გაწყობილი შავი მოსასხამი უნდა სცმოდა და როგორც ოლდერ-
მანს, აქატის ბეჭედი ჰკეთებოდა. მისი შვილი კარგად იცნობდა ამ
ბეჭედს, გავიხსენოთ „რომეო და ჯულიეტაში“ - „აქატის ქვა, ოლ-
დერმანის საჩვენებელ თითზე.“ 1568 წელს კი ჯონ შექსპირი ყვე-
ლაზე მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. ის სტრეთფორდის მერი
გახდა და შავი მოსასხამი წითლით შეცვალა. სამების ეკლესიაში
ჯონ შექსპირი, თავისი ოჯახის წევრებთან ერთად, რომელთა
რიცხვში უკვე ოთხი წლის უილიამ შექსპირიც იყო, პირველ რიგ-
ში იჯდა. სტრეთფორდის საბჭოს მოღვაწეობის შესახებ შექმნილი
სპორადული ჩანაწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჯონი ტაქ-
ტიანი, სამართლიანი და გაწონასწორებული კაცი უნდა ყოფილი-
ყო. მამისგან დაყოლილ ზოგიერთ ღირსებას მისი ვაჟიც გამოავ-
ლენს.
ჯონის უმცროსი ძმა, ჰენრი, საგვარეულო საქმეს აგრძელებ-
და. მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რომ ჩხუ-
ბისთავი და თავისებურად მოაზროვნე ყოფილა. ჰენრი ერთხელ
24
ახლო ნათესავის შეურაცხყოფისთვის დააჯარიმეს, სიბერეში ის
ეკლესიამ მოიკვეთა, რადგან შემოსავლის მეათედს არ სწირავ-
და ეკლესიას. ციხეშიც ხვდებოდა ხოლმე, უფრო ხშირად, ვალე-
ბის გამო. მოკლედ, გამორჩეული ფერმერი გახლდათ. მაგრამ
ცუდ რეპუტაციას ხელი არ შეუშლია ჰენრისთვის, დიდი სიმდიდ-
რე მოეხვეჭა. თავისი სიფიცხით და სიმამაცით, იქნებ, ზოგიერთი
ახალგაზრდა ნათესავის აღტაცებასაც იწვევდა. შეიძლება, შექ-
სპირმა, მამის ღირსებებთან ერთად, ბიძის ნაკლოვანებებიც მი-
იღო მემკვიდრეობით.

25
თავი 6
რა ჭკვიან დედის ჭკვით
ღარიბი შვილი ყოფილხართ!

ერთხელ დიკენსმა დაწერა: „ყველა შესანიშნავ ადამიანს შე-


სანიშნავი დედა ჰყავდა.“ მოწიფულ უილიამ შექსპირში შეიძლე-
ბა მერი არდენის ხასიათი შევიცნოთ. მერი არდენი უდავოდ მნიშ-
ვნელოვანი ფიგურა გახლდათ. მას თამამად შეეძლო, განეცხა-
დებინა, ნორმანდიელების დაპყრობაზე გვიანდელი გვარის წარ-
მომადგენელი ვარო. არდენები „უორიკის ლორდები“ იყვნენ და
ერთ-ერთი მათგანი, ტერჩილ დე არდენი, „საშინელი სამსჯავ-
როს დღის“ წიგნში არის მოხსენიებული, როგორც დიდი მიწის
მფლობელი. არდენები კათოლიკეები იყვნენ. მოგვიანებით მათი
ოჯახის წევრებს სდევნიდნენ.
არსებობს აზრი, რომ მამაკაცი მსახიობები, ადრეულ ასაკში,
მიდრეკილნი არიან, დედას მიბაძონ; იზიარებენ მათ შეხედულე-
ბებს და ითავისებენ მათ ქცევებს. ყოველ შემთხვევაში, ეს მოსაზ-
რება გვიადვილებს, ავხსნათ, რატომ ანიჭებს ესოდენ დიდ მნიშ-
ვნელობას წარჩინებულობასა და კეთილშობილებას შექსპირი
თავის დრამებში; მან სახელი მეფეების როლების შესრულებით
გაითქვა და, საერთოდ, არისტოკრატული სამყარო მისთვის ახ-
ლობელია. ნეტა, დედას შეეძლო თუ არა, მისთვის ქედმაღლობა
და მედიდურობა ესწავლებინა? როდესაც სხვა შექსპირის ძიებით
არიან გართულები, გვარწმუნებენ, რომ ის ცნობილი არისტოკ-
რატი უნდა ყოფილიყო; გამოგონილ პირთა შორის, ოქსფორდის
მეთექვსმეტე გრაფსა და დერბის მეექვსე გრაფებს ვარაუდობენ.
სასაცილოა, რადგან თავად შექსპირიც ხომ კეთილშობილი ოჯა-
ხის წარმომადგენელია. შეიძლება, საკუთარი მშობლების ქორ-
წილს გულისხმობს სულაც „ჭირვეულის მორჯულების“ დასაწყის-
ში: „ეს ახალგაზრდა კარგად მახსოვს: ერთხელ, სცენაზე / იგი
26
ფერმერის ვაჟიშვილის როლს თამაშობდა / და იშვიათი მოხერ-
ხებით სთხოვდა ერთ ლედის / ცოლად გაყოლას! დამავიწყდა
როლის სახელი / თქვენ თამაშობდით ბუნებრივად და მოხდენი-
ლად. “
მერი არდენს ექვსი და ჰყავდა. ის ისეთ გარემოში გაიზარდა,
ყურადღებისა და სიყვარულის მოსაპოვებლად სულ პაექრობა
რომ გიწევდა. სახლში, სადაც მერი არდენი ცხოვრობდა, სილა-
მაზისთვის და, ამავე დროს, განსანათლებლად, კედლებზე დეკო-
რატიული ქსოვილები ეკიდა. ამ ქსოვილებზე ისეთი კლასიკური
და რელიგიური სცენები იყო გამოსახული, როგორებიცაა, მაგა-
ლითად – დანიელი ლომების ბუნაგში, ან ალყაშემორტყმული
ტროა. ერთ გობელენს მერი არდენს ნამდვილად უანდერძებდა
მამა. ფოლსტაფი „ჭრელ ტანსაცმელში ჩაცმულ ლაზარეს“ ახსე-
ნებს.
როდესაც მერი არდენმა მშობლიური სახლიდან წამოღებული
გობელენი ჰენლი სთრითზე კედელზე დაკიდა, ჩვიდმეტი ან
თვრამეტი წლისა იქნებოდა. მისი ათი წლით უფროსი ქმარი, რო-
გორც უკვე აღვნიშნეთ, წარმატებული ბიზნესმენი გახლდათ. მე-
რი რობერტ არდენის ნაბოლარა და, სავარაუდოდ, ყველაზე საყ-
ვარელი ქალიშვილი უნდა ყოფილიყო, რადგან მთელ სანათე-
საოში მამამ მიწა მხოლოდ მას დაუტოვა - უანდერძა „მთელი ჩე-
მი მიწა უილმკოტში და მთელი იქ მოწეული მოსავალი.“ აქედან
შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მერის პრაქტიკულ და საიმედო პი-
როვნებად მიიჩნევდნენ. არც ერთი ფერმერი არ დაუტოვებდა მი-
წას გამოუცდელ ქალიშვილს. ამას გარდა, ის მორალურად ძლი-
ერი და ჯანმრთელი ქალიც იქნებოდა, ამდენი შვილის გაჩენის
შემდეგ სამოცდარვა წლამდე რომ იცოცხლა. შეგვიძლია, თავს
უფლება მივცეთ და წარმოვიდგინოთ ეს ენერგიული, გონიერი
და სხარტი გონებით დაჯილდოებული ქალი. ექვსი დის გარემოც-

27
ვაში აღზრდამ, ალბათ, ტაქტიანობისა და დათმობის ფასიც ას-
წავლა. სამწუხაროდ, არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ რამდე-
ნად განათლებული იყო მერი არდენი. მის პირად ბეჭედზე გაჭე-
ნებული ცხენია გამოსახული, როგორც სისწრაფისა და მონდო-
მების სიმბოლო. ფაქტი, რომ მერი არდენს პირადი ბეჭედი ჰქონ-
და, ასევე მის სიმდიდრეზე და წარჩინებულობაზე მეტყველებს.
შექსპირს არავითარი ჩანაწერი არ დაუტოვებია დედის შესახებ,
მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ მისი დრამების ძლიერ დედებში
ხშირად გამოკრთება მერი არდენის ხასიათი. არ არის გამორიც-
ხული, შექსპირის კომედიების საზრიანი და მხიარული ახალგაზ-
რდა ქალებიც არანაკლებ იყვნენ დავალებულნი დრამატურგის
დედისგან.

28
თავი 7
ეს ხომ პატივცემული საზოგადოებაა

ჰენლი სთრითზე მდებარე სახლისა და ბაღის ირგვლივ თავი-


სებური სამყარო არსებობდა. სტრეთფორდში კონსერვატიული
და ტრადიციული საზოგადოება ცხოვრობდა, რომლის ცენტრს
შექსპირებისთანა შეკრული და საკუთარი თავის გამტანი ოჯახე-
ბი შეადგენდნენ. მაგრამ მეზობელი ოჯახები ერთმანეთთანაც
მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი. მეზობელი ბევრად მეტს ნიშ-
ნავდა, ვიდრე, უბრალოდ, შენს ქუჩაზე მცხოვრები კაცი, ქალი,
თუ ბავშვი. მეზობელი ის ადამიანი იყო, ვინც გაჭირვების დროს
გვერდით დაგიდგებოდა და ვისაც იმედი ჰქონდა, რომ შენც იმა-
ვეს გააკეთებდი მისთვის. ბევრი დანათესავებულებიც იყვნენ. ასე
რომ, ქალაქი შეიძლებოდა ერთ დიდ ოჯახად წარმოგედგინა.
შექსპირების უახლოესი მეზობელი მკერავი უილიამ ვეჯვუდი
იყო, რომელსაც სტრეთფორდის დატოვება მოუხდა, რადგან აღ-
მოჩნდა, რომ „პირველი ცოლის სიცოცხლეში, მეორედ დაქორ-
წინდა.“ ვეჯვუდის გვერდით მჭედელი რიჩარდ ჰორნბი ცხოვრობ-
და. ის, სხვა საგნების გარდა, პატიმრებისთვის რკინის ხუნდებს
ჭედავდა. მკერავი ვეჯვუდი და მჭედელი ჰორნბი, თითქოს მარ-
თლაც ცხოვრებიდან არიან გადმოსული შექსპირის პიესაში.
ჰორნბი ხუთი შვილის მამა იყო. ჰენლი სთრითზე ერთ ოჯახს შვი-
დი ბავშვი ჰყავდა, მეორეს კი თოთხმეტი. ბავშვობაში შექსპირს
მარტოობა ნამდვილად არ ემუქრებოდა. სწორედ ასეთი ქალაქის
გამჭვირვალე ცხოვრებას აღწერს დრამატურგი „რომეო და ჯუ-
ლიეტაში“, „ჭირვეულის მორჯულებაში“, თუ „უინძორელ მხი-
არულ ქალებში“.
მდინარის გასწვრივ კიდევ ერთი მეხელთათმანე ცხოვრობდა,
გილბერტ ბრედლი. რადგან ის ჯონ შექსპირის მეორე ვაჟის ნათ-

29
ლია გახდა, უნდა ვიფიქროთ, რომ მეხელთათმანეებს მეგობრუ-
ლი კონკურენცია ჰქონდათ. ცოტა მოშორებით მცხოვრები შა-
ლით მოვაჭრე ჯორჯ უოთელი საკმაოდ მდიდარი ყოფილა, რად-
გან ანდერძით პატარა სკოლა უზრუნველყო მუდმივი შემოსავ-
ლით. ის კათოლიკე იყო, მისი ძმები კი დევნილი მღვდლები. უო-
თელების გვერდით გალანტერეით მოვაჭრე და შექსპირის ნათ-
ლია, უილიამ სმიტი ცხოვრობდა. მას ხუთი შვილი ჰყავდა. სმიტის
მაღაზიის გასწვრივ, ფორ ბრიჯ სთრითის კუთხეში, სასტუმრო
„ანგელოზი“ იდგა. სასტუმრო კათოლიკე ქოდრის ოჯახს ეკუთ-
ვნოდა. ქოდრის ერთ-ერთი ვაჟი დევნილი იეზუიტი მღვდელი
გახდა.
ჰენლი სთრითის ჩრდილოეთი ნაწილი მემაუდეებითა და ბა-
ზაზებით იყო დასახლებული. შექსპირი გაცხოველებული ვაჭრო-
ბის შუაგულში იზრდებოდა. მის სახლს დასავლეთიდან კათოლი-
კე ჯორჯ ბადჯერის ოჯახი ესაზღვრებოდა. ბადჯერი შალით ვაჭ-
რობდა. ის ოლდერმენად აირჩიეს, მაგრამ კათოლიკეობის გამო
მალევე დაატოვებინეს თანამდებობა და ციხეშიც ამოყო თავი.
ჯონ შექსპირისთვის ის სამაგალითო პიროვნება არ უნდა ყოფი-
ლიყო. მწყემსების ექვსი ოჯახიდან ორი – კოქსები და დევისები
– შექსპირების პირდაპირ ცხოვრობდნენ. ჯონ კოქსი მათი მომა-
ვალი ნათესავის, ჰეთუეის ახლობელი გახლდათ. ქუჩის იმავე
მხარეს თომას პრაისი, მეთუნუქე ბინადრობდა. როდესაც თომა-
სის ვაჟი დანაშაულის გამო დააკავეს, ჯონ შექსპირი მას თავდე-
ბად დაუდგა. იქვე ცხოვრობდა ჯონ უილერი, ოლდერმენი და
„უარმყოფელი“ კათოლიკე. მას ოთხი სახლი ჰქონდა და აქა-იქ
კიდევ იჯარით აღებული საცხოვრებელი შენობები. ჰენლი სთრი-
თის მცხოვრებლები იყვნენ, ასევე, რეიფ შოუ, შალით მოვაჭრე,
ვის საქონელსაც ჯონ შექსპირი ფასს ადებდა და პიტერ სმარტი,
რომლის ვაჟი მოგვიანებით მკერავი გახდა. როგორც ხედავთ,

30
იკვეთება საზოგადოება – რელიგიით, ვაჭრობით, თუ ქორწინე-
ბით დაკავშირებული ოჯახებით.
სტრეთფორდის მცხოვრებლების ეს დამქანცველი ჩამოთვლა
მხოლოდ იმით აიხსნება, რომ ისინი შექსპირის ცხოვრებაში
დროდადრო ჩნდებოდნენ ხოლმე. მაგალითად, იმავე ქუჩის ბი-
ნადარი ქუინები დრამატურგს ლონდონში სტუმრობდნენ და ამ
ოჯახის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა შექსპირის უმცროსი ქა-
ლიშვილი შეირთო ცოლად. ქუინები სალდერებსაც დაუნათესავ-
დნენ. ჯონ სალდერი, სასტუმრო „დათვის“ მეპატრონე და მიწათ-
მფლობელი, ქალაქის ბეილიფი გახლდათ. ჯონ შექსპირმა ხმა
მისცა მის მეორე ვადით არჩევას. მოგვიანებით სასტუმრო „დათ-
ვი“ ნეშების ოჯახმა შეისყიდა. ისინიც კათოლიკეები და ასევე შექ-
სპირებთან დანათესავებულები ყოფილან. კომბის ოჯახის ერთმა
წარმომადგენელმა შექსპირს ფული უანდერძა, შექსპირმა კი,
თავის მხრივ, ვიღაც კომბს ხმალი დაუტოვა. შესაძლოა, ეს ძვირ-
ფასი ხმალი ყოფილიყო, რომელსაც ცერემონიებზე ატარებდა
ხოლმე. კომბებმა დრამატურგს მიწა მიჰყიდეს და მოწეულ მოსა-
ვალს შუაზე იყოფდნენ. მშობლიურ ქალაქში სიკვდილის წინ და-
დებულ უკანასკნელ ანდერძში შექსპირმა ენტონი ნეშსა და ჯონ
ნეშს, სამახსოვრო ბეჭდების შესაძენად, 26 გირვანქა და 8 პენსი
დაუტოვა. ნეშებიც კათოლიკეები იყვნენ. ენტონი ნეშის ვაჟმა
შექსპირის შვილიშვილი შეირთო ცოლად. მომაკვდავმა დრამა-
ტურგმა „ჰამლეტ“ სენდლერს, როგორც თვითონ უწოდებდა, და
უილიამ რეინოლდს ამდენივე თანხა დაუტოვა. რეინოლდი
ღრმად მორწმუნე კათოლიკე იყო და რწმენის გამო ჯორჯ ბედ-
ჯერთან ერთად ჩასვეს ციხეში. გადაცმული დევნილი მღვდელი
თავს რეინოლდსების სახლს აფარებდა.
როგორც ჩანს, სტრეთფორდს ძლიერი კათოლიკური საზოგა-
დოება ჰყავდა, რომლის ნაწილს შექსპირებიც შეადგენდნენ. არ
არის აუცილებელი, შექსპირი თავადაც კათოლიკე ყოფილიყო,
31
ის კი უნდა ითქვას, რომ კათოლიკეების გარემოცვაში თავს აშკა-
რად შინაურულად გრძნობდა. ვინაიდან, კათოლიკეობა სახიფა-
თო იყო, რეფორმირებული რელიგიით უკმაყოფილო ადამიანე-
ბისთვის ღვთისმოსაობამ ეკლესიიდან მათ ოჯახებში გადაინაც-
ვლა. ბავშვები ვალდებული იყვნენ, ეკლესიაში წირვას დასწრე-
ბოდნენ, მაგრამ ძველი რელიგიის გაკვეთილებს და ერთ დროს
პოპულარული რელიგიურ რიტუალებს შინ სწავლობდნენ და
იცავდნენ. რადგან შექსპირის უფროსი ქალიშვილი, სუზენა, სიკ-
ვდილამდე ერთგულ კათოლიკედ დარჩა, შეიძლება, ვიფიქროთ,
რომ შექსპირებიც იცავდნენ ძველ ტრადიციებს შინ. საზოგადოდ,
ძველ რწმენას თაობიდან თაობებს ქალები გადასცემდნენ და ეს
საინტერესო შუქს ჰფენს შექსპირის ურთიერთობას მის უახლო-
ეს, მდედრობითი სქესის ნათესავებთან.

32
თავი 8
მე, ბირკავას მსგავსად, ვეხვევი

ადამიანებს გვაქვს კიდევ სხვა რწმენები, რელიგიური მრწამ-


სის მიღმა რომ არსებობენ. პატარა შექსპირს უამბობდნენ კუდია-
ნებზე, რომელთაც ჭექა-ქუხილის გამოწვევა შეეძლოთ და ვალი-
ელ ფერიებზეც, ფუთკარაში რომ იმალებიან. ბავშვობაში შექ-
სპირმა შეიტყო, გომბეშო თავში სამკურნალო, ძვირფას ქვას
რომ ატარებდა და მთვარეზე მცხოვრებ კაცზეც, რომელსაც ეკ-
ლის თაიგული დაჰქონდა. ალბათ, დედა არდენის ტყეში ბინადარ
მოჩვენებებზე და ავ სულებზე ხშირად მოუთხრობდა. რა სჯობია
სევდიან ზღაპარს ზამთარშიო, – ამბობს „ზამთრის სიზმარში“ პა-
ტარა მამილიუსი. მთელი ცხოვრების მანძილზე, შექსპირს ზებუ-
ნებრივი მოვლენებისადმი ძალიან ინგლისური დამოკიდებულე-
ბა ჰქონდა. მას ისტორიულ პიესებში მოჩვენებები შემოჰყავს,
„მაკბეტში“ - კუდიანები, „ჭირვეულის მორჯულების“ სიუჟეტი სავ-
სეა ხალხური ბალადებითა და ზღაპრებით. ეს ყველაფერი კი
უდავოდ სტრეთფორდის მემკვირეობაა.
რეფორმირებული ეკლესიის ფანატიკოსები არ იყვნენ კეთი-
ლად განწყობილნი ისეთი წარმართული გადმონაშთებისადმი,
როგორებიც „მაისის ხისა“ და „ელის“ დღესასწაული იყო. მაგ-
რამ, მიუხედავად მათი განწყობისა, ადგილობრივი წეს-ჩვეულე-
ბები მაინც შემორჩა. აღსარების თქმის სამშაბათს ზარები რეკავ-
და, წმინდა ვალენტინის დღეს ბიჭების გუნდი გალობდა, წითელ
პარასკევს კარტოფილს თესავდნენ და აღდგომის მომდევნო ორ-
შაბათ დილას ახალგაზრდა კაცები კურდღელზე სანადიროდ მი-
დიოდნენ. იმართებოდა პანტომიმის წარმოდგენები და ცეკვავ-
დნენ ინგლისურ ტრადიციულ, თეატრალიზებულ ცეკვას – მო-
რისს. სტრეთფორდის ქუჩებში, ყოველ წელს, წმინდა გიორგისა
და ურჩხულის სამასკარადო სანახაობა ეწყობოდა. შექსპირი
33
სნიტერ-ფილდში ცხვრის კრეჭის დღესასწაულსაც ესწრებოდა
ხოლმე, რომელიც შემდეგ „ზამთრის ზღაპარში“ გააცოცხლა,
ისევე, როგორც „ზაფხულის ღამის ზღაპარში“ - თავისი ბავშვო-
ბის „მაისის თამაშები“. ეს არ არის მხიარულ ინგლისზე დაწერი-
ლი რაღაც საგის ფრაგმენტები, არამედ რელიგიის რეფორმამ-
დელი კონსერვატიული და ტრადიციების მიმდევარი საზოგა-
დოების ყოფა. ამ საკმაოდ უდრეკი საზოგადოების ცხოვრების
ეპიზოდები შექსპირის პიესებში ასობით სხვადასხვა კონტექტში
გვხვდება. ასევე, ხშირად ასახელებს რეალურ ადამიანებსა და
ადგილებს. მის პიესაში ნახსენებია ბარტონ-ონ-ჰითი, სადაც შექ-
სპირის დეიდა ცხოვრობდა; უილიამ ფლუელნელი და ჯორჯ ბარ-
დოლფი სტრეთფორდის დისიდენტთა სიაში იყვნენ მოხსენიე-
ბულნი და ორივე მათგანი გვხვდება პიესებში „ჰენრი V“ და „ჰენ-
რი IV“. შალის მოვაჭრეები, ჯორჯ ვაიზორი და პერკესი, რომლებ-
თანაც შექსპირის მამას ბიზნესი აკავშირებდა, „ჰენრი IV“-ის მე-
ორე ნაწილში ჩნდებიან: „გემუდარებით, სერ, შეიწყალეთ უი-
ლიამ ვაიზორი...“
შექსპირის ბავშვობის დროინდელი ფრაზები და სტრეთფორ-
დული იდიომები მის ნაწარმოებებში ხშირად გვხვდება. სტრეთ-
ფორდელებს განსხვავებული გამოთქმა ჰქონდათ. ენა იმ სამე-
ფოში, სადაც შექსპირი იზრდებოდა, ხმოვანებით უფრო საქსონუ-
რისკენ იხრებოდა, ვიდრე ნორმანდიული ფრანგულისკენ, თით-
ქოს უარს ამბობდა, მიეღო დამპყრობლის კულტურა და ბევრად
მდიდარი და ჟღერადი იყო, ვიდრე ის ენა, რომელზედაც ლონ-
დონში საუბრობდნენ. რადგანაც სტრეთფორდულ გამოთქმას,
ამავე დროს, სოფლურ აქცენტადაც მიიჩნევდნენ, შეიძლება,
ლონდონში ჩასვლის დღიდან, შექსპირი ცდილობდა, აქცენტი
თავიდან მოეცილებინა. მისი გმირებიც ხომ გამუდმებით ახლის
ძიებაში არიან. იმ დროისთვის „სტანდარტული“ ინგლისური არც

34
არსებობდა. უნდა ითქვას, რომ ყველანაირი მცდელობა შექსპი-
რის ენის მოდერნიზებისა თუ სტანდარტიზებისა მის სიდიადეს
ანახევრებს. ძველ ენაში ჯერ კიდევ ისმის შექსპირის ხმა.

35
თავი 9
ეს პატარა ბიჭი ჩვენს მიწას ასახელებს

მეთექვსმეტე საუკუნის მიწურულს ბავშვები მკაცრი დისციპ-


ლინის პირობებში იზრდებოდნენ. უფროსთან საუბრისას ბავშვს
ქუდი უნდა მოეხადა; როდესაც მშობლები სადილობდნენ, ფეხზე
უნდა მდგარიყო და დალოდებოდა. ბავშვები, დილის ლოცვა
რომ წაეკითხათ, ადრე დგებოდნენ, ხელ-პირს იბანდნენ, თმას
ივარცხნიდნენ და ქვედა სართულზე ჩადიოდნენ, რათა მშობლე-
ბის წინ მუხლი მოეყარათ და საუზმემდე, მათი ლოცვა-კურთხევა
მიეღოთ. „სერ,“ – ასე მიმართავდნენ მამას, როგორც წესი, მაგ-
რამ შექსპირის ერთ პიესაში „მამიკოც“ (დადდყ) გვხვდება, რაც
უელსურად მამას ნიშნავს და რაც, ჩანს, შექსპირისთვის ცნობი-
ლი ყოფილა.
მეოცე საუკუნის სოციოლოგები გვაჯერებენ, რომ მეთექვსმე-
ტე საუკუნის პატრიარქალურ ოჯახებში მეტისმეტად მკაცრად ექ-
ცეოდნენ ბავშვებს და რომ დასჯა, როგორც ბიჭების, ისე გოგონე-
ბის, ბავშვთან პრობლემის მოსაგვარებლად, ყველაზე გამარ-
თლებულ საშუალებად მიიჩნეოდა. მაგრამ ეჭვისთვისაც უნდა
დაგვიტოვონ სოციოლოგებმა ადგილი, მით უმეტეს, რომ შექსპი-
რის პიესებში მშობლის ავტორიტეტი ხშირად მარცხდება. ბავშვე-
ბი შეიძლება „მოურჯულებლები“, ან „უმართავები“ გახდნენ. შექ-
სპირის ბავშვები სერიოზულები, ყურადღებიანები, საკმაოდ გო-
ნიერები არიან და ენაც კარგად უჭრით; ისინი გამგონებიც არიან
და მშობლის მიმართ პატივისცემასაც ამჟღავნებენ, მაგრამ არა-
სოდეს იგრძნობა, თითქოს რამისა ეშინოდეთ, ან ვინმეს უსიტ-
ყვოდ ემორჩილებოდნენ. შექსპირის დრამებში მამა-შვილს უფ-
რო ხშირად მეგობრული და, შეიძლება ითქვას, იდეალიზებული
ურთიერთდამოკიდებულება აქვთ. ასე რომ, შეგვიძლია, სოციო-

36
ლოგების მტკიცებას დრამატურგის მიერ აღწერილი თვალსაჩი-
ნო ფაქტები ვამჯობინოთ.
რისი მიჩქმალვაც არც ერთ მწერალს არ შეუძლია – ბავშვო-
ბაა. ის, თვითნებურად და დაუპატიჟებლად, ასობით კონტექსტში
ამოტივტივდება ხოლმე და მისი უგულებელყოფა ან გადასხვაფე-
რება ნაწარმოების ფსიქოლოგიურ მხარეს მხოლოდ ზიანს მი-
აყენებს. წერის სურვილიც ხომ დასაბამს ბავშვობაში იღებს. ძა-
ლიან საინტერესოა, რომ შექსპირის ბავშვები ყველანი ერთნაი-
რად ნაადრევად განვითარებულნი, გონიერები და თავდაჯერე-
ბულნი არიან, კარგად გათვითცნობიერებულები, ამავე დროს,
საკუთარ აზრსაც მშვენივრად გადმოსცემენ და უფროსთან სა-
უბარში დაძაბულობა, ან მორჩილება არასოდეს ეტყობათ. „რი-
ჩარდ III“-ში ერთ-ერთ პატარა პრინცს, რომელიც მალე სევდია-
ნად დაასრულებს სიცოცხლეს, ბოროტი ბიძა ასე ახასიათებს:
„ბავშვია ეგა, თან თამამი, ცელქი, ოხუნჯი,
ჭკვიანი, ზვავი, დედა არის თავით ფეხამდე.“
შექსპირი ელისაბედის დროინდელ თამაშებს იშვიათად ახსე-
ნებს პიესებში. სამაგიეროდ, ვხვდებით ფეხბურთს, დამალობა-
ნას და სხვადასხვა სახეობის ბურთით თამაშებს. ერთ პიესაში
ჭადრაკიც გვხვდება, ოღონდ თამაშის წესები მისთვის უცნობია.
შექსპირი უცნაური ბავშვი უნდა ყოფილიყო, თავადაც ნაადრე-
ვად განვითარებული, ყურადღებიანი, მაგრამ ცოტა თავის თავში
ჩაკეტილი.
შექსპირი უეჭველად ხარბი მკითხველი იქნებოდა. განა, რო-
მელიმე დიდ მწერალს წიგნის გარეშე გაუტარებია ბავშვობა? ის
ახსენებს მელორის „არტურის სიკვდილს“, რომელიც ძალიან უყ-
ვარს მისის კუიკლის, ძველ ინგლისურ რაინდულ რომანებს, ასე-
ვე, „გამოცანების წიგნს“ და „ას თქმულებას“. შექსპირის ძველი
ბიოგრაფები თანხმდებიან, რომ დრამატურგს უილიამ პეინტე-

37
რის „სიამოვნების სასახლე“ უნდა ჰქონოდა წაკითხული. რი-
ჩარდ რობინსონის მიერ თარგმნილ „ესტა რომანორუმ“-ში მოყ-
ვანილი ლეგენდები კი შექსპირს თავისი პიესების სიუჟეტში რამ-
დენჯერმე აქვს გამოყენებული. მათივე აზრით, გადაფურცლული
ექნებოდა კოპლანდის „აპოლონ ტირის ისტორიები“, ჰოესის
ალეგორიული პოემები „სიამოვნების დრო“ და ასევე, ბოკასას
„უფლისწულთა ტრაგედია და მათი დამხობა“. შექსპირი კარგად
იცნობდა ხალხურ თქმულებებსა და ზღაპრებს, რომელთაც დიდი
ადგილი დაუთმო შედარებით გვიანდელ პიესებში.
შექსპირს ძმა რომ შეეძინა, სამი წლისა იყო. გილბერტ შექ-
სპირი 1566 წელს მონათლეს და მას შემდეგ ბევრი არც არაფერი
გვსმენია მის შესახებ. გილბერტი ორმოცდახუთი წლის ასაკში
გარდაიცვალა. მან, როგორც მოსალოდნელი იყო, მამის ხელო-
ბა, მეხელთათმანეობა გააგრძელა. მომდევნო ძმების, რიჩარდი-
სა და ედმუნდის სახელები უცნაურად ემთხვევა შექსპირის პიესის
ბოროტმომქმედი გმირების სახელებს. დრამატურგს ჰყავდა კი-
დევ ორი და, ჯოანი და ანა.
თავის თანამედროვე დრამატურგებთან შედარებით, შექსპი-
რი ზედმეტად დაინტერესებულია ოჯახური ურთიერთობებით. იმ-
დენად დიდ ყურადღებას უთმობს ოჯახის ტრადიციებს თუ ოჯახურ
კავშირებს, რომ შეიძლება ითქვას, ოჯახი მისთვის საზოგადოე-
ბის მეტაფორაა. უთანხმოება შექსპირის პიესებში უფრო ხშირად
ძმებს შორის სუფევს და არა მამა-შვილს შორის. მამა შეიძლება
იყოს სუსტი, ან ეგოისტი, მაგრამ ის შურისძიების და ბოროტი
ზრახვის სამიზნედ არასდროს უქცევია. შექსპირის პიესებში დედ-
მამიშვილების პაექრობას დიდი ადგილი უკავია, განსაკუთრე-
ბით, ისეთ კლასიკურ შემთხვევებს, როცა უმცროსი ვაჟი უკანო-
ნოდ იტაცებს უფროსი ძმის ადგილს. რიჩარდ III თავისი სისხლი-
სა და ხორცის გვამებზე დგას. შექსპირის გადმოცემით, „ვარდე-

38
ბის ომი“ ძმათა შორის ომი იყო, და სხვა არაფერი. ამ მგრძნო-
ბიარე თემაზე არაერთი ვარიაცია აქვს შექმნილი. ოცდახუთჯერ
ახსენებს კაენის მიერ აბელის მკვლელობას. არ არის აუცილებე-
ლი, შექსპირის ბიოგრაფი ფსიქოლოგის კომფორტულ სავარ-
ძელში მოკალათდეს იმის გასაანალიზებლად, რომ ეს კავშირები
აშკარად დამაფიქრებელია. შუღლი ძმებს შორის ისე ინსტინქტუ-
რად და ძალდაუტანებლად წამოიჭრება ხოლმე შექსპირის პი-
ესებში, გეგონებათ, დრამის ძირითადი თემააო.
1568 წელს ჯონ შექსპირი მერი რომ გახდა, საგვარეულო გერ-
ბი ითხოვა, რაც ბუნებრივი და პრაქტიკული სურვილი იყო. ჯონ
შექსპირს სურდა, „კეთილშობილთა სიაში“ მოეხსენიებინათ.
ამისთვის საჭირო იყო, 250 გირვანქის ღირებულების საკუთრება
ჰქონოდა და ფიზიკურად არ ემუშავა; მის ცოლს კარგად უნდა
სცმოდა და მოსამსახურეები ჰყოლოდათ. ჯონ შექსპირმა გე-
რალდიკის პალატას გერბის ნიმუში წარუდგინა. გერბი, რომელ-
ზეც გამოსახული იყო შევარდენი, ფარი და შუბი, მოოქრულ ვერ-
ცხლში იყო ჩასმული. მაგრამ ჩვენთვის უცნობი მიზეზით, საქმე
წინ აღარ წასულა. შეიძლება, ჯონ შექსპირს გადასახადის გადახ-
და არ სურდა, ან იქნებ, მოგვიანებით ინტერესი დაკარგა. ოცდა-
ხუთი წლის შემდეგ, მისმა ვაჟმა, უილიამ შექსპირმა წარმატებით
დაასრულა მამის დაწყებული საქმე და ჯონ შექსპირი, ბოლოს და
ბოლოს, ჯენტლმენი გახდა. შეიძლება, ნაწილობრივ, ეს კეთილ-
შობილი დედის საამებლადაც გაკეთდა.

39
თავი 10
იქ რას ხედავ?

1569 წელს სტრეთფორდში თეატრი ჩავიდა. ქალაქის მერის,


ჯონ შექსპირის ხელშეწყობით, ლონდონელი მსახიობები რატუ-
შის შენობასა და სასტუმროების ეზოებში წარმოდგენებს მართავ-
დნენ. ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო შექსპირის პირად ისტო-
რიაში, როდესაც ხუთი წლისას საშუალება მიეცა, საუცხოო, გა-
მოგონილი სამყარო ენახა. სტრეთფორდელების გასართობად,
მამამისმა ლონდონიდან ორი დასი მოიწვია, „დედოფლის მსახუ-
რები“ და „ვუსტერის გრაფის მსახურები“. რას არ ნახავდით წარ-
მოდგენის დროს, იქნებოდა ეს ცეკვები, სიმღერები, თუ საცირკო
ნომრები, რადგან მაშინ მსახიობისგან აკრობატობასაც ისევე
ითხოვდნენ, როგორც მენესტრელობას. ეწყობოდა ორთაბრძო-
ლები დოლისა და საყვირის თანხლებით. საკითხავია, რამდენად
კარგად აღიქვამდა და იმახსოვრებდა ყველაფერს ამ სანახაობის
შემყურე შექსპირი. მას და მის თანამედროვეებს ბევრჯერ მიეცათ
საშუალება, ლონდონელი მსახიობებისთვის ეცქირათ. მომდევ-
ნო რამდენიმე წლის მანძილზე სტრეთფორდს ათი დასი ეწვია.
მარტო ერთ წელიწადს ხუთი წარმოდგენა გაიმართა. „დედოფ-
ლის მსახურები“ სტრეთფორდს სამჯერ ეწვივნენ, „ვუსტერის
გრაფის მსახურები“ კი ექვსჯერ. ამას გარდა, სტრეთფორდში
წარმოდგენებს მართავდნენ უორვიკის გრაფის, ოქსფორდის
გრაფის, ესექსის გრაფისა და მოხეტიალე მსახიობთა სხვადასხვა
დასები. დასი ძირითადად შვიდი ან რვა კაცისგან შედგებოდა,
განსხვავებით ადრეული ჯგუფებისგან, სადაც სამი კაცი, ბიჭი და
ძაღლი ჰყავდათ. ახალგაზრდა შექსპირს შეეძლო, ლონდონის
საუკეთესო მსახიობებისთვის მოესმინა, შეეწოვა პოეზია და
ულამაზესი სანახაობა თეატრისა, რომელიც სულ ახლახან ყა-

40
ლიბდებოდა. დრამატურგები, რომელთა პიესებიც მაშინ იდგმე-
ბოდა, ყველგან და ყველაფრიდან მოიპოვებდნენ მასალას, იქნე-
ბოდა ეს ისტორიული წყაროები თუ რომანტიკული სასიყვარუ-
ლო ამბები; კლასიკური პიესები, რომელთაც სასამართლო ინებ-
ში დგამდნენ, თუ პოპულარული პაროდიები; საეკლესიო ალეგო-
რიები თუ ფანტასტიკური ლეგენდები. თეატრი იყო გონიერი ენა-
მახვილობისა და დეკლამაციის სამყარო, მაგრამ ამასთან ერ-
თად, ეს იყო გამოგონილი ქვეყნების, იდუმალებით მოცული კუნ-
ძულების, საიდუმლო გამოქვაბულების, უცხო ზღვების, დაუფა-
რავი სიბოროტის, არაამქვეყნიური სიკეთის, უდიდესი წუხილისა
და მოუთოკავი გრძნობების სამყაროც, რომელიც პატარა შექ-
სპირის თვალწინ იშლებოდა. ის უეჭველად და გაუცნობიერებ-
ლად ითავისებდა მაღალფარდოვან საუბარსა თუ მხატვრული
კითხვის ხელოვნებას და უკვე გრძნობდა დრამატულ სივრცეს.
შექსპირი ისეთივე ახალგაზრდა იყო თავისი დროისთვის, რო-
გორც ინგლისური დრამა; ჯერ ორივენი ბავშვები იყვნენ და, ალ-
ბათ, ერთადაც გაეღვიძათ შესაძლო მომავალი დიდი წარმატებე-
ბის სურვილი.

41
თავი 11
ვიძახებ წარსულ ამბებს

საინტერესოა, როდესაც შექსპირის ნათესავი, დევი ჯონსი სა-


მების დღესასწაულზე პანტომიმის წარმოდგენებს მართავდა, ნე-
ტავი, იმ წარმოდგენებში მისი ახალგაზრდა ნათესავიც ხომ არ
მონაწილეობდა? პირველი ჩანაწერები შექსპირის ცხოვრების
შესახებ ცხადყოფს, რომ სიყმაწვილეში ის უკვე მსახიობობისკენ
ისწრაფვოდა. 1681 წელს ჯონ ობრი წერდა: „ადრე მისი მეზობ-
ლებისგან მსმენია, რომ ბიჭი მამის ხელობას მისდევდა, მაგრამ
როცა ხბოს კლავდა, ამას თეატრალიზებულად აკეთებდა და სიტ-
ყვასაც წარმოთქვამდა ხოლმე“. იმ დროს, როცა ჯონ ობრი
სტრეთფორდში ჩავიდა, შეიძლება, „მეზობლებმა“ უკვე იცოდ-
ნენ, მათ ქალაქში ცნობილი მსახიობი რომ ცხოვრობდა. ობრი
მაინცდამაინც საიმედო წყარო არ არის, მაგრამ ის ხომ მართა-
ლია, რომ ყველაზე ფანტასტიკურ ამბებსაც სინამდვილე უდევთ
საფუძვლად. „ხბოს დაკვლა“ მართლაც თეატრალური იმპროვი-
ზაცია იყო, რომელსაც მოხეტიალე მსახიობები ფესტივალებზე
და ბაზრობებზე განასახიერებდნენ; რაღაცით ჩრდილების თე-
ატრს ჩამოჰგავდა და ფარდის მიღმა სრულდებოდა. ამაში არც
არაფერია უჩვეულო. როგორც ვიცით, მოლიერი – მსახიობი და
დრამატურგი, რომელსაც ყველაზე მეტად ამსგავსებენ შექსპირს,
– დაბადებით მსახიობი იყო. დიკენსი, რომელსაც ასევე ბევრი
რამ აახლოებს შექსპირთან, აღიარებდა, რომ ადრეული ბავშვო-
ბიდან მსახიობობდა. თამაშის იდეა არ იყო უბრალოდ რაღაც
ყოყლოჩინობა, არამედ უნარი და სურვილი ხალხის წინაშე თა-
ვის წარმოჩენისა. შეიძლება, ეს ასევე იყო სწრაფვა დამთრგუნ-
ველი გარემოდან თავისუფლებისკენ, უფრო ძლიერი და საინტე-
რესო სტატუსისკენ, რასაც „ტროილუსში და კრესიდაში“ ულისე

42
ასე აღწერს: „ეს მისი სული შთაგონებით მიიწევს მაღლა.“ ამიტო-
მაც მიაჩნია ბევრს, რომ შექსპირი მოხეტიალე მსახიობებს შეუ-
ერთდა, როცა ისინი სტრეთფორდში წარმოდგენას მართავდნენ
და მერე ლონდონშიც გაჰყვა მათ.

***
პირველი ადგილი, სადაც პატარა შექსპირი ცოდნას ეზიარა,
ეკლესია იყო. ხუთი-ექვსი წლისა უკვე ქადაგებებს ესწრებოდა.
შექსპირმა ბიბლია ძალიან კარგად იცოდა. შეიძლება, ეს განსა-
კუთრებული მეხსიერების წყალობა უფრო იყო, ვიდრე ღრმა რე-
ლიგიურობის ნიშანი, მაგრამ ბიბლია მისთვის ყველაზე მნიშვნე-
ლოვანი ამოსავალია. იცნობდა როგორც „ჟენევის ბიბლიას,“ ისე
უფრო გვიანდელ „ეპისკოპოსთა ბიბლიასაც“ და მის პიესებში იგ-
რძნობა, რომ აშკარად პირველს ანიჭებს უპირატესობას. „ჟენე-
ვის ბიბლია“ სტრეთფორდელებისთვის საოჯახო ბიბლია იყო.
შექსპირის პიესებში არაერთ ფრაზაში იგრძნობა მსგავსება თარ-
გმანის ამ ვერსიასთან. დათვლილია, რომ შექსპირს თავის შე-
მოქმედებაში ბიბლიის ორმოცდაორი წიგნიდან მოჰყავს ციტატა,
მაგრამ ერთი ანომალია უნდა აღინიშნოს. მას წიგნის დასაწყისი
უფრო იტაცებს, ვიდრე დასასრული. ციტატები ხშირია ძველი აღ-
თქმის პირველი ოთხი და მათეს სახარების 1-7 თავებიდან. იგივე
შეიძლება ითქვას საერო ლიტერატურაზეც – ოვიდიუსის „მეტა-
მორფოზების“ პირველი ორი წიგნი აშკარად უფრო მოსწონს –
რაც გვაფიქრებინებს, რომ მისთვის არ იყო აუცილებელი, ბო-
ლომდე შეესწავლა ტექსტი. ის ისრუტავდა ნაწარმოების დასაწ-
ყისს, შემდეგ კი შთაგონება ნელ-ნელა უცხრებოდა. უპრინციპო
მკითხველი იქნებოდა – იღებდა იმას, რაც სჭირდებოდა. შეიძ-
ლება, ბავშვობიდანვე, ინტუიციურად, უმალვე იჭერდა და სწვდე-
ბოდა ნაწარმოების ფორმას თუ შინაარსს.

43
თავი 12
სახელი და ზმნა და ასეთი საზიზღარი სიტყვები

როგორც სტრეთფორდის ოლდერმანის ვაჟს შეეფერებოდა,


შექსპირმა დაწყებითი სკოლიდან სწავლა ახალ სამეფო სკოლა-
ში განაგრძო. მისი პირველი ბიოგრაფი, ნიკოლას როი მეთვრა-
მეტე საუკუნის დასაწყისში წერდა: „ჯონ შექსპირმა ვაჟი მცირე
ხნით უფასო სკოლაში შეიყვანა, სადაც ცოტაოდენი ლათინური
ისწავლა...“ სკოლა ერთი საკლასო ოთახი იყო, რატუშის თავზე.
მისკენ მიმავალი ქვის კიბე აქამდე შემორჩა და გამოიყენება.
გრძელი, ვიწრო, მუხის მაღალჭერიანი ოთახის ფანჯრები ჩერჩ
სთრითზე გადიოდა. ერთ-ერთ, 1574 წლით დათარიღებულ გრა-
ვიურაზე, გამოსახულია ელისაბედ I-ის დროინდელი საკლასო
ოთახი. მასწავლებელი მაგიდასთან ზის, წინ წიგნი გადაუშლია.
ხის მერხებზე მსხდარ ბავშვთაგან ზოგი ყურადღებით უსმენს მას-
წავლებელს, ზოგიც არა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, იქვე
იატაკზე ძაღლი წევს და ძვალს ღრღნის. ვერსად ვხედავთ როზ-
გებს, ან წკეპლებს, რაც თითქოს მეთექვსმეტე საუკუნის სასკო-
ლო ცხოვრებაში ფართოდ გამოიყენებოდა. ალბათ, ვისაც ელი-
საბედ I-ის დროინდელ სისასტიკეზე სურს, გაამახვილოს ყურად-
ღება, სწორედ ისინი ამუქებენ სკოლაში არსებულ დისციპლინის
ნორმებს.
ვიდრე ახალ სასწავლებელში გადავიდოდა, შექსპირს უნდა
დაემტკიცებინა, რომ ინგლისურად წერა-კითხვა შეეძლო და
მზად იყო ლათინურის ენის შესასწავლად. შექსპირი მალე განათ-
ლებული სამყაროს ენას გაეცნობოდა. ჯონ შექსპირს და მის ვაჟს
მასწავლებელმა სკოლის წესდება წაუკითხა. ბიჭი დათანხმდა,
წესებს დამორჩილებოდა და უილიამ შექსპირი 4 პენსად სკოლა-
ში ჩაირიცხა. შექსპირს სახლიდან სკოლაში მიჰქონდა სანთლე-
ბი, გასათბობად საწვავი, წიგნები და საწერი მოწყობილობები.
44
ზამთარ-ზაფხულ პატარა შექსპირი ექვსზე, ან შვიდზე ცხადდებო-
და სკოლაში და სიის ამოკითხვისას, პასუხობდა „ადსუმ“. კალენ-
დარული დღისთვის შესაფერისი ლოცვების წაკითხვისა და
ფსალმუნების გალობის შემდეგ, იწყებოდა გაკვეთილები. გაკვე-
თილები ცხრა საათამდე გრძელდებოდა. შესაძლოა, ასაკისა და
შესაძლებლობის მიხედვით, ბიჭებს ჯგუფებად ყოფდნენ; შექსპი-
რის კლასში, მის გარდა, ორმოცდაერთი ბავშვი იყო. ცხრა საათ-
ზე ცოტას ისვენებდნენ, პურით და ელით რომ ესაუზმათ და შემ-
დეგ, ისევ გაკვეთილები თერთმეტ საათამდე. შექსპირი სადი-
ლად შინ მიდიოდა და როცა პირველ საათზე ზარი დარეკდა, სკო-
ლაში ბრუნდებოდა. შუადღისას თხუთმეტი წუთი ისეთ სპორტულ
თამაშებს ეთმობოდა, როგორებიც იყო, მაგალითად, ჭიდაობა,
ან მშვილდოსნობა. ხუთ საათზე გაკვეთილები მთავრდებოდა.
ბავშვები კვირაში ექვსი დღე სწავლობდნენ.
სტრეთფორდის სკოლის განათლების კურსი, ძირითადად,
ლათინური ენის გრამატიკისა და რიტორიკის შესწავლას ემყარე-
ბოდა. კურსის პირველ სტადიაზე უბრალო ლათინურ ფრაზებს
იზეპირებდნენ, რომელიც შეიძლებოდა, ყოველდღიურ ცხოვრე-
ბაში გამოეყენებინათ და დაწყებით გრამატიკას ეცნობოდნენ. პა-
ტარა ბავშვისთვის საკმაოდ დამაბნეველი და რთული დავალება
იქნებოდა – ეუღლებინა ზმნები და ებრუნებინა სახელები, განეს-
ხვავებინა აკუზატივი და აბლატივი, ისე აეწყო წინადადება, რომ
ზმნა ბოლოში მდგარიყო, თავისდა გასაკვირად, აღმოეჩინა, რომ
სიტყვებს, შესაძლოა, მამრობითი და მდედრობითი სქესი ჰქონო-
დათ. მილტონის და ჯონსონის არ იყოს, შექსპირმა ადრეულ ასაკ-
ში გაიგო, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის მისანიჭებლად
ან კეთილხმოვანებისთვის, შესაძლებელია, წინადადებაში სიტ-
ყვები გადაანაცვლო. ეს გაკვეთილი მან კარგად ისწავლა.
სკოლაში სწავლის მეორე წელს შექსპირს შეამოწმებდნენ, თუ
რამდენად კარგად აითვისა ლათინური ფრაზები, აფორიზმები და
45
საყოველთაოდ ცნობილი გამოთქმები. ფრაზები ისე კარგად აქვს
შექსპირს მეხსიერებაში ჩაბეჭდილი, რომ ჩანს, სკოლაში ბავ-
შვებს მათ გამუდმებით ამეორებინებდნენ. ეს იყო საფუძველი
შექსპირის განათლებისა, რაც ძალიან გამოადგა მსახიობის კა-
რიერაში. ლათინურის სახელმძღვანელოს მშრალი და მოკლე
გამოთქმები კი, შექსპირის ალქიმიური წარმოსახვის წყალობით,
დიდებულ პოეზიად გარდაიქმნა. ამავე წელს, ის გაეცნო ნაწყვე-
ტებს პლავტუსისა და ტერენციუსის პიესებიდან. ამ დრამატული
ეპიზოდების კითხვამ, შესაძლოა, მისი თეატრალური სული გა-
მოაღვიძა.
მესამე წელს შექსპირი ეზოპეს ლათინურად თარგმნილ იგა-
ვებს სწავლობდა. კარგადაც დაიმახსოვრა, რადგან დიდი ხნის
შემდეგაც ჰყვებოდა ლომისა და თაგვის, თუ ჭიანჭველასა და ბუ-
ზის იგავს. ამავე პერიოდში, შექსპირს უკვე შეეძლო ინგლისური-
დან ლათინურად და ლათინურიდან ინგლისურად თარგმნა. ის
ყურადღებით ეცნობოდა ერასმუსისა და ვივესის დიალოგებს.
სწავლობდა ფრაზის აწყობას; როგორ გამოეყენებინა მეტაფორა
არგუმენტის შესალამაზებლად, ანდა შედარება აზრის გასაძლიე-
რებლად. ამ დიდი მეცნიერებისგან, რომელთაც სურდათ, კლასი-
კური განათლება ცხოვრებაში შემოეტანათ, შექსპირმა სრულყო-
ფილების ხელოვნება და სიტყვის ფასი ისწავლა. უნდა ითქვას,
რომ შექსპირის შემთხვევაში, მათ ტრიუმფალურ წარმატებას მი-
აღწიეს.
იმიტაცია, - ამგვარი პრაქტიკა მაშინ მიღებული იყო, - გამომ-
გონებლობად გარდაისახებოდა. ნებისმიერი თხზულების შექ-
მნისას, აუცილებელი იყო დიდი მწერლის მიბაძვა, რაც პლაგია-
ტობად კი არ მიიჩნეოდა, არამედ ადაპტაციისა და ათვისების წა-
ხალისების აქტად. მოგვიანებით, შექსპირი იშვიათად იგონებდა
თავისი პიესისთვის სიუჟეტს, და ძალიან ხშირად სიტყვასიტყვით

46
გადმოჰქონდა ნაწყვეტები სხვა ნაწარმოებიდან. სხვადასხვა წყა-
როებიდან სესხულობდა და ერთმანეთში ურევდა სიუჟეტებს, რა-
თა ერთი, ახალი ქმნილება მიეღო. არსებობს ძველი, შუასაუკუ-
ნეების დროინდელი გამონათქვამი – რასაც ბავშვობაში ისწავ-
ლი, არასოდეს დაგავიწყდებაო. შექსპირი ამ მეთოდს სკოლაში
სწავლის მეოთხე წელს გაეცნო, როცა უკვე ვირგილიუსისა და
ჰორაციუსის პოეზიას ეზიარა და როცა მისგან უკვე საკუთარი
ლექსის წერასაც ითხოვდნენ. ოვიდიუსის „მეტამორფოზების“
წყალობით, შექსპირმა პატარაობიდანვე იგრძნო მითის მუსიკა.
მას ოვიდიუსიდან გამუდმებით მოჰყავს ციტატები. ერთ-ერთ ად-
რეულ პიესაში, „ტიტუს ანდრონიკუსში“ გმირს სცენაზე „მეტა-
მორფოზების“ წიგნი უჭირავს, რაც იშვიათი „რეკვიზიტია“ ინ-
გლისურ თეატრში. შექსპირი ეცნობა მედეასა და იასონის, აიაქ-
სისა და ულისეს, ვენერასა და ადონისის მითებს, სამყაროს, სა-
დაც კლდეებსა და ხეებსაც გრძნობები აქვთ. ასე ამბობენ, შექსპი-
რის ტკბილხმოვან ლექსებში ჩანს „სული“ ოვიდიუსისა, რომლის
შემოქმედებაშიც წუთიერება და ვნებები ზეიმობს. ოვიდიუსი
ქრისტოფერ მარლოსა და თომას ნეშის საყვარელი პოეტიც იყო,
მაგრამ შექსპირისთვის „მეტამორფოზები“ ოქროს წიგნია. ოვი-
დიუსის სიტყვებმა მის არსებაში შეაღწიეს და დიდი ადგილი და-
იკავეს.
მომდევნო წლებში შექსპირი უკვე სწავლობს სენეკას, კეი-
სარს, იუნიუსს. ჰამლეტი იუნიუსის მეათე სატირის კითხვისას ამ-
ბობს: „სიტყვები, სიტყვები, სიტყვები“. ეს ტექსტი სკოლის პროგ-
რამაში შედიოდა. რამდენად ჩაუღრმავდა შექსპირი ბერძენ პოე-
ტებს, ვინ იცის, მაგრამ ლათინური ნამდვილად საფუძვლიანად
იცოდა. შეიძლება, ამას კარგ სმენასა და პოეტურ ინსტინქტსაც
უნდა უმადლოდეს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს, რო-
გორც თვითონ უწოდებს, „სადღესასწაულო და ტრადიციული

47
ენა“ ადვილად ეძლეოდა. სემუელ ჯონსონი, - ის საკმაოდ განათ-
ლებული იყო საიმისოდ, რომ სხვების განათლების სიღრმე და-
ედგინა, - აღნიშნავს: „ყოველთვის ვამბობდი, რომ შექსპირმა
ლათინური იმდენად კარგად იცოდა, რომ თავისი ინგლისური
გრამატიკულად დახვეწა“. შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, კვირა-
ში ოცდაათი ან ორმოცი საათი როგორ იზეპირებდა, აგებდა ფრა-
ზებს, სტრუქტურულად აანალიზებდა, თარგმნიდა და იმეორებდა
ლათინურ ლექსებსა თუ პროზას შექსპირი, რაც ძალიან უცნაუ-
რად მოეჩვენებათ მათ, ვინც შეჩვეულია, ის თავისუფალ მომ-
ღერლად აღიქვას. შექსპირი ისეთივე განუყოფელი ნაწილია ლა-
თინური კულტურის აღორძინებისა, როგორებიც იყვნენ ფრენსის
ბეკონი და ფილიპ სიდნეი. ერთი დიდი შექსპიროლოგის აზრით:
„თუ ოდესმე შექსპირის წერილებს იპოვიან, ლათინურად იქნება
დაწერილი.“
ბენ ჯონსონი ხშირად საყვედურობდა შექსპირს, თითქოს მას
არასაკმარისი ცოდნა ჰქონდა და ძველ კლასიკოსებს არაფრად
აგდებდა - მისი აზრით, შექსპირმა არჩია, ანტიკური მოდელების-
თვის არ მიედია. ვფიქრობ, ჯონსონი იგნორირებასა და განზრახ
უდარდელობას ერთმანეთში ურევს. ხოლო როდესაც განაცხადა,
რომ შექსპირმა „ლათინური ცუდად იცოდა და ბერძნული - კიდევ
უფრო ცუდად“, ეს აშკარად ლამაზი სიტყვისთვის უფრო იყო ნათ-
ქვამი. მაგრამ თუ საკუთარი ვესტმინსტერის სკოლის სწავლების
მეთოდს სტრეთფორდის ახალი სამეფო სკოლისას უპირისპი-
რებს, არა მგონია, შეჯიბრი ჯონსონის სასარგებლოდ დასრულ-
დეს.
შექსპირის განათლების ბოლო საფეხური ალბათ გადამწყვე-
ტი იქნებოდა, როცა გრამატიკიდან რიტორიკაზე გადავიდნენ და
უკვე მჭევრმეტყველების ხელოვნებას ეუფლებოდა. საკლასო
ოთახში შექსპირი ამ ჩვენთვის საიდუმლო საგნის ელემენტარულ
წესებს და კანონებს ეცნობოდა. ის სწავლობდა გამოგონებისა და
48
განწყობის, გადმოცემის, დაზეპირებისა და გამოთქმის მნიშვნე-
ლობას. ეს პრინციპები შექსპირს სიცოცხლის ბოლომდე ახსოვ-
და. შეეძლო, ნებისმიერ თემაზე ვარიაცები შეექმნა, იცოდა, რო-
გორ შეეცვალა აზრი გამოთქმის ან სიტყვების გადანაცვლების
საშუალებით. მას ასწავლიდნენ, როგორ უნდა მოერიდო გაბუქე-
ბასა და სიყალბეს რიტორიკაში, რასაც შემდეგ თავისი პიესების
კომიკური გმირებისთვის გადაინახავს. ფხიზელი და ყურადღე-
ბიანი ბავშვისთვის რიტორიკა შემოქმედების ფორმა იქნებოდა.
შექსპირს ასწავლიდნენ, რომ ნებისმიერ კითხვას ორი მხრიდან
უნდა შეხედო, როგორც ეს ანტიკურ ფილოსოფოსებსა და ორა-
ტორებს სჯეროდათ. საკითხის გადაჭრისას ორივე მხარის არგუ-
მენტები უნდა გაითვალისწინო, ნებისმიერ მოვლენას თუ მოქმე-
დებას შეიძლება, სხვადასხვა კუთხიდან შეხედო. ხელოვანი, ია-
ნუსის არ იყოს, ერთდროულად ორივე მხარეს უნდა იყურებო-
დეს. მაგრამ, ამავე დროს, შექსპირმა იგრძნო ან ისწავლა, რომ
სიმართლის დატკიცება ყველაფერზე ადვილად გონიერი მჭევ-
რმეტყველებით შეიძლება. განა, ამაზე უკეთეს სკოლას ინატრებ-
და რომელიმე დრამატურგი? სად შეიძლებოდა, ანტონიუსის გა-
მოსვლის („უილიუს კეისარი“), ან კიდევ პორციას მიერ სასამარ-
თლოში წარმოთქმული სიტყვის („ვენეციელი ვაჭარი“) დამწერს
უკეთესიგანათლება მიეღო?
ინგლისის გრამატიკულ სკოლებში რეგულარულად დგამ-
დნენ სპექტაკლებს. შრუსბერის გრამატიკულ სკოლაში ბიჭები
ყოველ სამშაბათს ვალდებული იყვნენ, კომედია ეთამაშათ. კენ-
ტერბერის ბიჭების სამეფო სკოლაში, სადაც ქრისტოფერ მარლო
სწავლობდა, საშობაოდ ყოველთვის სპექტაკლებს დგამდნენ.
სტრეთფორდის სკოლის შესახებ არაფერი ვიცით, მაგრამ აღსა-
ნიშნავია, რომ ელისაბედის დროინდელი სწავლების სისტემაში,
დრამას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.

49
თავი 13
აქ არც ისე კარგია

იმ წლებში, როცა შექსპირი სკოლაში სწავლობდა, მამამისი,


ჯონ შექსპირი უკანონოდ ვაჭრობდა შალით და უკანონოდ მევახ-
შეობდა. მაგრამ ვინაიდან ეს საყოველთაოდ მიღებული დარღვე-
ვები იყო, მისი რეპუტაცია ამით არ ილახებოდა და თავის სამო-
ქალაქო სამსახურსაც ჩვეულებისამებრ აგრძელებდა.
1575 წლის ზაფხულში ელისაბედ I კენილვორთის ციხესიმაგ-
რეში ჩავიდა, სტრეთფორდიდან სულ რაღაც თორმეტი მილის
დაშორებით. ჯონ შექსპირს, როგორც ადგილობრივ წარჩინე-
ბულს, უდავოდ სთხოვდნენ, პატივი დაედო დედოფლისთვის და
ციხესიმაგრეში გამოცხადებულიყო. ზოგი ვარაუდობს, რომ მას
შვილიც თან ახლდა. დედოფალს ლესტერის გრაფის მსახიობები
გაართობდნენ, მის პატივსაცემად მასკარადი, თამაშები და სპექ-
ტაკლები ეწყობოდა. ერთ-ერთი თეატრალური ინტერმედიის
დროს მაყურებელმა ხელოვნურ ტბაზე დელფინზე ამხედრებული
არიონი იხილა, რომელიც ქალთევზას და ნიმფებს მისდევდა.
შექსპირის არაერთი ბიოგრაფი ამტკიცებს, რომ სწორედ ამ წარ-
მოდგენამ შთააგონა მას „ზაფხულის ღამის სიზმარში“ ობერონის
სიტყვები: „ერთხელ, ოდესღაც, კონცხზე ვიჯექ განმარტოებით /
და ყურს ვუგდებდი სირინოზის ტკბილ საგალობელს – / დელფი-
ნის ზურგზე შემომჯდარი ზღვაში ცურავდა.“
იმ პერიოდში, თითქოს, ჯონ შექსპირის საქმე ცუდად არ მიდი-
ოდა. 1575 წელს მან სტრეთფორდში 40 გირვანქად ორი სახლი
იყიდა, თავისი ბაღებითა და ეზოებით. ამას გარდა, ბიშოფტონში
და უელკომბში შეიძინა მიწები, რომელიც შემდეგ ვაჟს უანდერ-
ძა. მაგრამ 1577 წელს ჯონ შექსპირმა მოულოდნელად დატოვა
საბჭო და ამის შემდეგ, საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ბოლო ცა-
მეტი წელი ესწრებოდა, მხოლოდ ერთხელ არის მოხსენიებული.
50
ეს უცნაური წასვლა რაიმე პირადი მტრობით არ უნდა ყოფილიყო
გამოწვეული, რადგან ჯონ შექსპირი კიდევ ათი წელი სტრეთ-
ფორდის ოლდერმენად იხსენიებოდა, ის რამდენიმე ჯარიმისგა-
ნაც გაათავისუფლეს და არც მანტია ჩამოურთმევიათ. სხვადას-
ხვა მიზეზებს შორის ჯანმრთელობის გაუარესებას ან სმისკენ
მიდრეკილებასაც ასახელებენ. მაგრამ ყველაზე მეტად დამაჯე-
რებელია, საბჭოდან მისი წასვლის მიზეზი ძველი რწმენის მიმ-
დევრობა ყოფილიყო, ვინაიდან ზუსტად ერთი წლით ადრე, სა-
იდუმლო საბჭომ დიდი საეკლესიო კომისია დააარსა ქვეყნის
მაცხოვრებლებს შორის რელიგიური აქტივობის გამოსაძიებ-
ლად. ამას გარდა, კომისიის წევრებს უნდა გამოევლინათ „ყველა
გამორჩეული, ერეტიკული, მცდარი და შეურაცხმყოფელი მოსაზ-
რება“ და „მოეწოდებინათ წესრიგისკენ, გამოსწორებისკენ და
დაესაჯათ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თვითნებურად და ჯი-
უტად არ ესწრება ღვთისმსახურებას ეკლესიაში.“ ეჭვი არ არის,
სტრეთფორდის საბჭოს წევრებს დაავალებდნენ ასეთი პირების
გამოაშკარავებას, ან სულაც, იმ დისიდენტების სიის შედგენას,
რომლებიც უარს ამბობდნენ ეკლესიაში სიარულზე. ასე რომ, ჯონ
შექსპირმა, როგორც დისიდენტმა, საბჭო დატოვა. იმავე წელს,
მოგვიანებით, ვუსტერში, - ამ ეპარქიაში შედიოდა სტრეთფორ-
დიც, ახალი ეპისკოპოსი, უაითგიფტი დანიშნეს. უაითგიფტი ცნო-
ბილი იყო, როგორც „მცდარი და შეურაცხმყოფელი მოსაზრე-
ბის“ მქონე ადამიანების მდევნელი და დამსჯელი. ის სტრეთფორ-
დშიც ჩავიდა ერეტიკოსების დასაჭერად. დახმარებისთვის ალ-
ბათ სტრეთფორდის საბჭოს მიმართავდა, რომლის წევრი ჯონ
შექსპირი, უკვე ცხრა თვე სრულდებოდა, რაც აღარ იყო. ჯონ შექ-
სპირის პოზიციას კიდევ ის ფაქტი არყევდა, რომ არდენების ნა-
თესავი გახდა. კათოლიკე ედვარდ არდენს მრავალწლიანი შუღ-
ლი ჰქონდა პროტესტანტ გრაფ ლესტერთან და, აქედან გამომ-

51
დინარე, არდენების ნებისმიერ ნათესავს ეჭვის თვალით უყურებ-
დნენ. შეიძლება, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ვარა-
უდია, მაგრამ რაღაც საღ აზრს მაინც სძენს, თუ რატომ ჩამოს-
ცილდა ჯონ შექსპირი საზოგადოებრივ ცხოვრებას.
მაშინ შექსპირი ცამეტი წლისა იყო. ასეთ ასაკში სტრეთფორ-
დისთანა იერარქიულ საზოგადოებაში, სადაც სტატუსსა და
რანგს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, მამის წამოსვლას ესოდენ
საპატიო სამსახურიდან, ალბათ, ყველაზე მეტად თვითონ განიც-
დიდა. შექსპირის პიესებში ხშირია, როცა გავლენიანი და ავტო-
რიტეტული მამაკაცი გმირი მარცხს განიცდის. ასევე ხშირად
გვხვდებიან ცხოვრებისეულ საქმიანობებზე გულაცრუებულნიც.
მაგრამ ამგვარ შემთხვევებზე შექსპირი გაღიზიანებული როდი
წერს, მას დამარცხებულის მიმართ ყოველთვის თანაგრძნობისა
და სიმპათიის გაღვიძება სურს. როცა მთავარი გმირი თავის სტა-
ტუსს კარგავს, დრამატურგი მას ულამაზესი პოეზიით ამკობს.
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჯონ შექსპირი კიდევ
უფრო რთული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. 1578 წელს მან
უარი თქვა, ფული შეეტანა ჯარისკაცების შეიარაღების ფონდში
და ამავე წელს არჩევნების დღეს შეკრებას არ დასწრებია, ოღო-
ნდ ამისთვის ჯარიმა არ გადაუხდევინებიათ. ამავე პერიოდში,
ჯონ შექსპირი სერიოზულად იყო ჩართული სხვადასხვა საქმეებ-
ში, რაც ცოლის ანდერძით მიღებულ არდენების მამულებს ეხე-
ბოდა. 12 ნოემბერს მან თომას უებსა და მის მემკვიდრეებს არ-
დენების 70 აკრი მიწა მიჰყიდა, იმ პირობით, რომ ოცდაერთი
წლის შემდეგ მიწა ისევ შექსპირებს დაუბრუნდებოდათ. თომას
უები შექსპირების შორეული ნათესავი იყო. ზუსტად ორი დღის
შემდეგ, ჯონ შექსპირმა მერი არდენის სიძეს, ედმუნდ ლამბერტს
უილკოტში სახლი და 56 აკრი მიწა მიაგირავა. ედმუნდ ლამ-
ბერტს 40 გირვანქა სესხი უნდა გადაეხადა და ორი წლის შემდეგ
სახლი კვლავ შექსპირებს დაუბრუნდებოდათ. მაგრამ ლამბერტს
52
სახლი არ დაუბრუნებია, რის გამოც ჯონ შექსპირმა მას სასამარ-
თლოში უჩივლა. დიდი ჩახლართული ამბებია, ერთი რამ კი ნა-
თელია: შექსპირები მიწას საკუთარ ნათესავებზე ყიდდნენ იმ პი-
რობით, რომ მოგვიანებით უკან დაიბრუნებდნენ. ეს ყველაფერი
ისევ და ისევ ჯონ შექსპირის დისიდენტობით თუ აიხსნება. უაით-
გიფტის მიერ დაწესებული სასჯელი დისიდენტებისთვის ისიც
იყო, რომ მათ მიწას ართმევდნენ. ასე რომ, კონფისკაციას რომ
გაქცეოდა, ჯონ შექსპირისთანა ადამიანს ერჩივნა, მისი საკუთ-
რება საიმედო ხალხის ხელში მოხვედრილიყო. მაგრამ ედმუნდ
ლამბერტისნაირი ნათესავების შემთხვევაში, ეს ბიზნესი ყოველ-
თვის ბედნიერად როდი მთავრდებოდა. შეიძლება, ლამბერტის
მიწის დაბრუნებაზე უარი ათქმევინებს ჰორაციოს: „მას უნდა
თურმე, ის ქვეყნები ძალით წაგვართვას, რაიც დაჰკარგა იმის მა-
მამ.“ ექსპერტობა არ არის აუცილებელი მისახვედრად, ჯონ შექ-
სპირი რომ ცოლის მემკვიდრეობას „კარგავდა“, ამ დროს ცოლ-
ქმრის ურთიერთობა იძაბებოდა, რაც, დევიდ ჰერბერტ ლოურენ-
სის თქმით, შეიძლება, ბავშვისთვის ცუდი ყოფილიყო, მაგრამ
მომავალ მწერალს გამოადგებოდაო.
ოჯახში გართულებულ სიტუაციასა და დაძაბულობას ისიც და-
ემატა, რომ 1579 წელს შექსპირის და, რვა წლის ანა შექსპირი
გარდაიცვალა. ეკლესიის დავთარში წერია „გლოვის ზარი რე-
კავდა ბატონი შექსპირის ქალიშვილისთვის“. ამის მეტი არაფერი
ვიცით, რადგან, როგორც ჩანს, შექსპირების ოჯახური მწუხარება
გარეშე თვალისთვის დაფარული იყო.

53
თავი 14
ასეთი მხიარული, საზრიანი და მსუბუქი ხასიათი

1579 წელს შექსპირი თხუთმეტი წლისა იყო და ცხოვრების


ისეთ ფაზაში აბიჯებდა, როცა, როგორც მისი ერთი გმირი იტყო-
და, სხვას არაფერს აკეთებენ, თუ არა მსახურ ქალებს აორსულე-
ბენ, მოხუცებს ატყუებენ, იპარავენ და ჩხუბობენო. ჩამოთვლილ
დანაშაულთაგან ერთ-ერთი შექსპირს ნამდვილად თავადაც აქვს
ჩადენილი და, ბევრის აზრით, კიდევ ორი სხვაც. მაგრამ, ჩვენ რა
თქმა უნდა, გვირჩევნია, ის დავინახოთ, როგორც გოეთე ხედავ-
და ახალგაზრდა ჰამლეტს – „კარგი მეგობარი, დამყოლი, თავა-
ზიანი, თავშეკავებული ბუნების ადამიანი, რომელსაც შეუძლია,
დაივიწყოს და აპატიოს წყენა.“ და თუ ის კიდევ „შეძლებს, ჩას-
წვდეს და დააფასოს სილამაზე ხელოვნებისა,“ მაშ, თავის დროზე
მიუღწევია სრულყოფილებისთვის.
იმ წელს ნორთის თარგმნილი პლუტარქე გამოვიდა, ასევე,
ჯონ ლილის რომანი და ედმუნდ სპენსერის „მწყემსის კალენდა-
რი.“ შექსპირს პირდაპირ გარს ეხვია პროზისა და პოეზიის ახალი
ფორმები. თოთხმეტი წლის ასაკიდან სწავლა რომ გაეგრძელე-
ბინა და ბენ ჯონსონის დაწუნებული ბერძნული ესწავლა, ამის-
თვის ჯონ შექსპირმა 5 გირვანქა გადაიხადა. თოთხმეტი წლიდან
ბიჭები უკვე შეგირდებად დგებოდნენ ხელოსნებთან. ჯონ ორბის
მტკიცებით, შექსპირი ყასაბ მამას დაუდგა შეგირდად. არსებობს
კიდევ სხვა მოსაზრებები, თითქოს ის ადვოკატის კლერკად მუშა-
ობდა, თუ სოფელში, მასწავლებლად, ან კიდევ, 16 წელი რომ შე-
უსრულდა, სამხედრო სამსახურში გამოიძახეს. შექსპირის სიყ-
მაწვილის დროინდელ პერიოდზე ფაქტების არარსებობამ სხვა-
დასხვა ლეგენდებიც წარმოშვა. ყველაზე გავრცელებული ლე-
გენდა ბრაკონიერობით მისი გატაცებაა. ლეგენდის მიხედვით,
შექსპირი ირმის მოსაპარად იქაური დიდებულის, სერ თომას
54
ლუსის კუთვნილ ტერიტორიაზე შეიპარა. ეს ამბავი პირველად
ნიკოლას როის წიგნში გვხვდება. თავად როი ინფორმაციას მსა-
ხიობ თომას ბეტერტონისგან აგროვებდა, რომელიც სტრეთ-
ფორდში ჩავიდა შექსპირის შესახებ ცნობების მოსაძიებლად.
როის მონათხრობის მიხედვით, როგორც ახალგაზრდებს ხში-
რად ემართებათ ხოლმე, შექსპირიც ცუდ წრეში მოხვედრილა.
ბიჭებს თურმე ირმების ჭერა ჩვევად ექცათ. ისინი არაერთხელ
შეპარულან ამ მიზნით სერ თომას ლუსის კუთვნილ პარკში, რო-
მელიც სტრეთფორდის შორიახლოს მდებარეობდა. შექსპირი
ძალიან მკაცრად დაუსჯიათ, მან კი, შურისძიების მიზნით, სერ
თომას ლუსის ბალადა მიუძღვნა. ეს მისი პირველი პოეტური ნა-
წარმოები, რომელიც, როგორც ამბობენ, ბევრ მწარე სიტყვას შე-
იცავდა, დაიკარგა. ბალადის გამო შექსპირს უკვე დევნიდნენ და
იძულებული გამხდარა, ოჯახი და ბიზნესი მიეტოვებინა და ლონ-
დონში ეძებნა თავშესაფარი. იგივე ისტორია მეორდება მეთექ-
ვსმეტე საუკუნეში მოღვაწე მღვდლის, რიჩარდ დევისის მოგონე-
ბაში: „შექსპირს არ უმართლებდა ირემზე და კურდღელზე ნადი-
რობისას, განსაკუთრებით, სერ ლუსის მიწაზე, რომელიც როზ-
გავდა ხოლმე და რამდენჯერმე დააჭერინა კიდეც, საბოლოოდ კი
იძულებული გახადა, მშობლიური მიწა დაეტოვებინა.“ მიუხედა-
ვად იმისა, რომ ეს ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ისტო-
რია ერთი და იმავე ფაქტებს ასახელებს და, შესაბამისად, ყურად-
ღებას იმსახურებს, მაინც ჩნდება ერთი პრობლემა. სერ თომას
ლუსის სახლთან პარკი არ ყოფილა, მხოლოდ კურდღელზე სანა-
დირო ადგილები იყო, სადაც მეთვრამეტე საუკუნემდე ირმები სა-
ერთოდ არ ბინადრობდნენ. რაც შეეხება გაროზგვას, შექსპირს
რომც მოეკლა არარსებული ირემი არარსებულ პარკში, მას ან
დააჯარიმებდნენ ან კიდევ დაატუსაღებდნენ. მაგრამ ამ ეჭვებით
სავსე ჭის ფსკერზე შეიძლება სიმართლეც იდოს. შექსპირის სიყ-

55
მაწვილეში სერ თომას ლუსი ცნობილი იყო, როგორც კათოლი-
კეთა მდევნელი. ის სულით ხორცამდე პროტესტანტი გახლდათ,
ცნობილი „მოწამეთა წიგნის“ ავტორის, ჯონ ფოქსის მოსწავლე.
როგორც შერიფი და უორვიკშირის წარმომადგენელი პარლა-
მენტში, დისიდენტებს დევნიდა. თომას ლუსის სტრეთფორდში
ყოფნისას ორ დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი. ერთ-ერთში
ჯონ შექსპირს ამხელს, რომ ის არ დასწრებია ღვთისმსახურებას
ეკლესიაში. ცნობილია, რომ თომას ლუსი კათოლიკე ოჯახების
კუთვნილ მიწებსაც ითვისებდა. პარლამენტში კი შეიტანა კანონ-
პროექტი – მოითხოვდა, ბრაკონიერობა სისხლის სამართლის
დანაშაულად ეღიარებინათ. 1610 წელს მისმა ვაჟმა, ასევე სერ
თომას ლუსიმ, ბრაკონიერებს სასამართლოში უჩივლა. აქედან
გამომდინარე, არ არის ძნელი, დავინახოთ, თუ როგორ გადაი-
ზარდა შექსპირებსა და ლუსებს შორის არსებული ანტაგონოზმი
ლეგენდაში, რომელიც მოგვითხრობს ირემზე მონადირე და და-
პატიმრებულ ახალგაზრდა შექსპირზე.
მეთექვსმეტე საუკუნის მიწურულამდე ნადირობა არისტოკრა-
ტულ საქმედ ითვლებოდა. ეს იყო რაღაც ბრძოლის იმიტაციაც –
ჯენტლმენების და არისტოკრატების ვარჯიში – რაც შექსპირის
ინტერესს, დიდგვაროვნების მიმართ რომ ჰქონდა, კარგად მი-
ესადაგებოდა. მისი მონადირეები არისტოკრატები არიან, გნე-
ბავთ, ლორდი „ჭირვეულის მორჯულებიდან“, ან ჰერცოგი „ზაფ-
ხულის ღამის სიზმარში.“ ამ ორივე პიესაში ნადირობა თეატრა-
ლური წარმოდგენის შესავალს და ფონს ქმნის. მისთვის ნადი-
რობა თეატრის ერთგვარი ფორმაა. უნდა აღინიშნოს, რომ ისევე,
როგორც სხვა საქმიანობები, რომელთაც შექსპირის პიესებში
ვხვდებით, იგრძნობა, ნადირობა მას წიგნიდან არა აქვს ნასწავ-
ლი და პირადი გამოცდილებაც ჰქონდა.

56
თავი 15
სერ, თქვენს განკარგულებაში ვარ

ჯონ ობრის განცხადებით, ახალგაზრდა შექსპირი სკოლის


მასწავლებელი ყოფილა. მას დღიურის მინდორზე მიწერილი
აქვს – „შევიტყვე მისტერ ბისტონისგან“. ქრისტოფერ ბისტონის
ვაჟი, მსახიობი უილიამ ბისტონი, საკმაოდ სარწმუნო წყაროა,
რადგან ის შექსპირის დასში თამაშობდა. ჯონ ობრი მას უკვე ხან-
დაზმულ ასაკში გაესაუბრა, მაგრამ ეს ინფორმაცია სიმართლეს
ჰგავს. არც ის არის გასაკვირი, თხუთმეტი ან თექვსმეტი წლის
გონიერი ბიჭი მასზე პატარა ბავშვების მასწავლებლად დაენიშ-
ნათ. არსებობს კიდევ ერთი, იმდროინდელი ფაქტი, რომელიც ამ
მოსაზრებას ადასტურებს. 1606 წელს გამოქვეყნებულ ტრილო-
გიაში, სახელწოდებით „პეგასში დაბრუნება“, გვხვდება შექსპი-
რის პროტოტიპი და ეს არის პაროდია სკოლის მასწავლებელზე,
რომელიც სოფლის სკოლაში ბავშვებს ლათინურს ასწავლის. პა-
როდიის მნიშვნელობა დაიკარგებოდა, ის რომ რეალურ ამბავზე
არ ყოფილიყო აგებული. მაგრამ, ამასთანავე, ჩნდება კითხვა –
რომელ „სოფლის სკოლაში“ ასწავლიდა შექსპირი?
გვთავაზობენ სხვადასხვა ადგილებს, დაწყებული გლოსტერ-
შირის ბერკლის ციხესიმაგრიდან, დამთავრებული ჰემფშირის
ტიჩფილდით. ზოგიც ფიქრობს, რომ შექსპირი სახლთან ახლოს
მუშაობდა მასწავლებლად, სტრეთფორდიდან თორმეტ მილში,
სერ ფულკ გრევილის მფარველობის ქვეშ; გრევილი, პოეტ გრე-
ვილის მამა, ადგილობრივი დიდებული გახლდათ, რომელიც
დიდ ინტერესს იჩენდა განათლების მიმართ და, ამავე დროს, არ-
დენების ნათესავიც იყო. ამ ყველაფრიდან შეიძლება, რაიმე ვი-
ვარაუდოთ, ოღონდ - მხოლოდ ვივარაუდოთ.
მოგვიანებით, შექსპირის მკვლევრები ლანკაშირზე შეჩერ-

57
დნენ, სადაც მათი აზრით, შექსპირს მასწავლებლის კარიერა უნ-
და დაეწყო. აქაც საკმაო მინიშნებები არსებობს. პირველ რიგში,
ლანკაშირელი წარჩინებულის, ალექსანდერ ჰოუტონის ანდერძი
უნდა განვიხილოთ. ალექსანდერ ჰოუტონის ცოლი კათოლიკე
იყო, მისი ძმა კი იდევნებოდა, როგორც ძველი რწმენის მიმდევა-
რი. ანდერძში, რომელიც 1581 წლის 3 აგვისტოს დაწერა, ალექ-
სანდერ ჰოუტონმა თავის ნახევარძმას მუსიკალური ინსტრუმენ-
ტები და თეატრალური კოსტიუმები დაუტოვა, ასეთი პირობით –
„თუ თვითონ არ შეინახავს მსახიობებს, მაშინ ეს ინსტრუმენტები
და კოსტიუმები გადაეცეს რაინდ სერ თომას ჰესკეტს. სერ თო-
მასს მთელი გულით ვთხოვ და დარწმუნებული ვარ, შეასრუ-
ლებს, გილემი და უილიამ შეიქშაფტი, რომლებიც ახლა ჩემს სახ-
ლში ცხოვრობენ, ან თავად იმსახუროს, ან დაეხმაროს მათ, რომ
კარგ ხელში მოხვდნენ.“
მეცხრამეტე საუკუნეში ნაპოვნი ეს ანდერძი დიდ ინტერესს
აღძრავს და კამათის საფუძველს გვაძლევს. თუ მართლა უილიამ
შექსპირზეა ლაპარაკი, მაშინ რატომ წერია მისი გვარი ასე უცნა-
ურად? ანდერძის თანახმად, შექსპირი წელიწადში 40 გირვანქას
მიიღებდა; ის მოხსენიებულია დანარჩენ ორმოც მსახურს შორის,
მაგრამ მისდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება იგრძნობა.
რითი დაიმსახურა ჩვიდმეტი წლის ახალგაზრდამ ასეთი ყურად-
ღება? მაგრამ, თუ მანამდე ორი წელი ჰოუტონის ციხესიმაგრეში
დაყო, შესაძლოა, არაჩვეულებრივი ნიჭიც უკვე გამომჟღავნებუ-
ლი ჰქონდა. ეჭვებსა და კითხვებს თუ გვერდზე გადავდებთ, იხა-
ტება ახალგაზრდა შექსპირის სახე, რომელიც კათოლიკე დიდე-
ბულის კარზე, სადაც ალბათ მასწავლებლად იყო მიწვეული, თე-
ატრალურ დასში თამაშობს. დამაინტრიგებელი ვარაუდია, თუმ-
ცა მას ბევრი შექსპიროლოგი არ ეთანხმება. ახალგაზრდა შექ-
სპირის ცხოვრება სერიოზული კამათის თემაა, ძირითადად კი -

58
მისი რელიგიური მრწამსი. იყო თუ არა ფარული კათოლიკე? თა-
ნაუგრძნობდა და მეგობრობდა თუ არა კათოლიკეებთან? საერ-
თოდ, ნამყოფია კი ჩრდილოეთ ინგლისში? გადაჭრით ამ კით-
ხვებზე პასუხის გაცემა ძნელია.
მოკლედ, არ არის გამორიცხული, თხუთმეტი ან თექვსმეტი
წლის შექსპირი შინიდან წასულიყო. თუ შევძლებთ მეთექვსმეტე
საუკუნის მიწურულის ინგლისის კათოლიკური კავშირების ქსე-
ლის წარმოდგენას, ეს ნაბიჯი საკმაოდ გონივრული და წინდახე-
დული ჩანს. ლანკაშირისა და სტრეთფორდის კავშირზე შეიძლე-
ბა ითქვას, რომ ახალი სამეფო სკოლის ხუთი მასწავლებლიდან
ოთხი ინგლისის ყველაზე ძლიერი კათოლიკური სამეფოდან,
სწორედ ლანკაშირიდან იყო. ცხრა იმ ოცდაერთი კათოლიკე მას-
წავლებლიდან, რომელიც ელისაბედის ბრძანებით სიკვდილით
დასაჯეს, ასევე ლანკაშირიდან გახლდათ. თომას კოტემი, იეზუი-
ტი მღვდელი, ალექსანდერ ჰოუტონის ბიძაშვილის, რიჩარდ ჰო-
უტონის სახლში იმალებოდა: კათოლიკე მისიონერმა, ედმუნდ
კამპიონმა, რომელიც 1581 წლის გაზაფხულზე ჰოუტონს ეწვია,
მის ციხესიმაგრეში წიგნები და ხელნაწერები დატოვა. კამპიონს
წიგნებისთვის აღარ მოუკითხავს, რადგან ის ჩამოახრჩვეს.
ალექსანდერ ჰოუტონის ანდერძიდან ვიგებთ, რომ მას დაქირა-
ვებული მსახიობები ჰყავდა. ზოგი მიიჩნევს, რომ მსახიობი იმ
დროისთვის მხოლოდ და მხოლოდ მუსიკოსს ნიშნავდა. ყოველ
შემთხვევაში, მსახიობს მუსიკის შესრულება უნდა შესძლებოდა.
იქნებ მასწავლებელსაც სთხოვდნენ, ხელოვნება და დაკვრა ეს-
წავლებინა. „ჭირვეულის მორჯულებიდან“ შემდეგი სიტყვები
გვაფიქრებინებს, რომ ასე იყო: „ვიცი, ბიანკას თუ რაოდენ თავ-
დავიწყებით / უყვარს მუსიკა, პოეზია და საკრავები, / ამიტომ სახ-
ლში ვიყოლიებ მასწავლებელს, რომ / ჩემი ასული შესაფერის
ცოდნით აღჭურვონ.“ ლანკაშირის დიდებულის კარზე კათოლი-
კურ თეატრალურ სამყაროში მოხვედრილმა შექსპირმა თავის
59
რიტორიკულ და თეატრალურ ნიჭს გზა მისცა და სათანადო ყუ-
რადღებაც დაიმსახურა.
ალექსანდერ ჰოუტონის სიკვდილის შემდეგ, ახალგაზრდა
შექსპირი შეიძლება მართლაც სერ თომას ჰესკეტის მსახიობთა
დასს შეუერთდა რაფორდ ჰოლში. რაფორდ ჰოლისა და ჰოუტო-
ნის ციხესიმაგრის ვრცელ მისაღებ დარბაზებში, თავისი შირმები-
თა და ამაღლებული ადგილით სცენისთვის, სპექტაკლები იდგმე-
ბოდა. ჰეკეტს ორკესტრიც კი ჰყავდა. ხშირად აღნიშნავენ, რომ
შექსპირი ზედმიწევნით კარგად იცნობს დიდებულთა ცხოვრების
წესს, მათ წვეულებებსა და მსახურებს. იქნებ სწორედ ამ, ინ-
გლისში სახელგანთქმულ, ლანკაშირის დიდგვაროვანთა ოჯა-
ხებში შეითვისა არისტოკრატული მანერები, რითაც თავის თანა-
ტოლებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა.
სავარაუდოდ, თუ ჰეკეტმა ახალგაზრდა შექსპირის არაჩვეუ-
ლებრივი მსახიობური ნიჭი აღმოაჩინა, ანდერძის თანახმად,
„კარგ ხელში რომ მოხვედრილიყო“, მას რეკომენდაციას ლორდ
სთრეინჯთან გაუწევდა. ლორდ სთრეინჯს სახელგანთქმული და-
სი ჰყავდა. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ლორდ სთრეინჯის მსა-
ხიობებმა შექსპირის ორი ადრეული პიესა დადგეს. ასე რომ, ვიდ-
რე 1592 წელს ლონდონის სცენაზე გამოჩენილ შექსპირს დაახა-
სიათებდნენ, როგორც „შესანიშნავი პროფესიონალური თვისე-
ბებით“ დაჯილდოებულს, არ არის გამორიცხული, მანამდე
ლორდ სთრეინჯის მსახიობებთან ერთად ეთამაშა.
1581 წლის გაზაფხულისა და ზაფხულის მნიშვნელოვანი მოვ-
ლენები ახალგაზრდა შექსპირის ცხოვრებაზეც იმოქმედებდა.
ედმუნდ კამპიონი 16 ივლისს დაიჭირეს. 31 ივლისს ის ტაუერში
აწამეს. 5 აგვისტოს, ორი დღის შემდეგ, რაც ალექსანდერ ჰო-
უტონმა ანდერძი დაწერა, საიდუმლო საბჭომ გამოსცა კანონი,
მოეძებნათ „წიგნები, რომელიც ედმუნდ კამპიონმა ლანკაშირში,

60
რიჩარდ ჰოუტონის სახლში დატოვა.“ რიჩარდ ჰოუტონიც დაიჭი-
რეს. ვითომ, ალექსანდერ ჰოუტონმა იმიტომ დაწერა ანდერძი,
რომ ფიქრობდა, მასაც დაიჭერდნენ და დიდი დრო აღარ ეწერა?
21 სექტემბერს ალექსანდერ ჰოუტონი საეჭვო ვითარებაში
გარდაიცვალა. იმავე წლის ბოლოს, სერ თომას ჰეკეტი დააპა-
ტიმრეს იმ მოტივით, რომ ხელს არ უშლიდა თავის მსახურებს, კა-
თოლიკური რწმენისთვის მიედიათ. ჰეკეტის ყველა მეგობარსა
თუ მსახურს დედოფლის ემისრები ეჭვის თვალით უყურებდნენ.
შექსპირისთვის დროული იქნებოდა, სტრეთფორდში დაბრუნე-
ბულიყო. მართლაც, 1582 წლის ზაფხულს ის ისევ სტრეთფორ-
დშია.

61
თავი 16
სანამ თავს არ შეიცნობ,
ნუ იჩქარებ ჩემს გაცნობას

1582 წელს სტრეთფორდში ჩასული შექსპირის მომავალი გა-


ურკვეველი იყო. რა საქმიანობას შეიძლებოდა მოჰკიდებოდა
თვრამეტი წლის ასაკში? ამ ბოლო დროს ფიქრობენ, რომ შექსპი-
რი ადვოკატის კლერკად მუშაობდა. სხარტი გონების ახალგაზ-
რდა, განათლებული კაცისთვის მის მშობლიურ ქალაქში ბევრი
შესაძლებლობა უნდა „გახსნილიყო“. თუ კლერკად არა, შეიძლე-
ბა, გადამწერად, ან ნოტარიუსის დამხმარედ ემუშავა.
მისი პიესები იურიდიული ტერმინოლოგიით არის გადაჭრე-
ლებული, განსაკუთრებით რომლებიც პირად საკუთრებას შეეხე-
ბა. ძნელად თუ იპოვით ისეთ პიესას, სადაც სიტყვები ან ფრაზები
არ შეგხვდებათ სასამართლო პრაქტიკიდან. მაგრამ ისიც უნდა
აღინიშნოს, რომ შექსპირის ეპოქაში სასამართლო გარჩევები
მეტისმეტად ხშირი იყო. სამართალი ყველას აუცილებელად უნ-
და სცოდნოდა. ერთი თანამედროვის თქმით: „ნებისმიერი თაღ-
ლითი ჯენტლმენივით დაგელაპარაკება კანონზე.“ სამართალი
ჩვეულებრივი სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი
იყო. მაგრამ მეთვრამეტე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი
შექსპიროლოგის, ედმუნდ მალონეს აზრით, მან ისე კარგად იცის
იურიდიული ტერმინები, რომ მხოლოდ მისი ყოვლისმომცველი
გონება არ ეყოფოდა, ჩანს, სათანადო გამოცდილებაც ჰქონდა.
შექსპირს სტრეთფორდში კლერკად რომ ემუშავა, აუცილებ-
ლად ეცოდინებოდა ახალგაზრდა ქალის საქმე, რომელიც 1580
წელს მდინარე ეივონში დაიხრჩო. ეს ამბავი თვითმკვლელობას
უფრო ჰგავდა, მაგრამ ქალის ოჯახი, რადგან სურდათ, გარდაც-
ვლილი ქრისტიანული წესის თანახმად დაეკრძალათ, ირწმუნე-
ბოდა – ის შემთხვევით ჩავარდა მდინარეში, როცა კასრით
62
წყალს იღებდაო. თვითკვლელობა თუ დამტკიცდებოდა, მაშინ
ახალგაზრდა ქალს გზაჯვარედინზე, ორმოში დამარხავდნენ, სა-
დაც ქვებსა და ჭურჭლის ნამსხვრევებს ყრიდნენ. საქმეს ჰენრი
როჯერი იძიებდა. ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სიკვდილის მი-
ზეზი მართლაც უბედური შემთხვევა იყო. თუ ეს ისტორია უნებუ-
რად ოფელიას გაგვახსენებს, მაშინ ის ფაქტიც საინტერესოა,
რომ ახალგაზრდა ქალი გვარად ჰამლეტი იყო.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მოსაზ-
რებებია. მაგრამ თუ შექსპირი მართლა ადვოკატის ოფისში მუ-
შაობდა, თავისი კარიერა დიდად მაინც არ ადარდებდა და სიხა-
რულით მიატოვა ეს საქმე, როცა ლონდონში მსახიობად და დრა-
მატურგად მოგვევლინა. მას კიდევ ერთი გარდატეხა ელოდა
ცხოვრებაში. 1582 წელს, სტრეთფორდში დაბრუნებიდან ძალი-
ან მალე, შექსპირმა ენ ჰეთუეისთან დაიწყო არშიყობა.

63
თავი 17
დღის სინათლეზე ეკლესიას ვხედავ

„როგორც გენებოთ“-ში მსახური ადამი ამბობს: „ჩვიდმეტ-


წლიანებს ნაირ-ნაირი ბედის ძებნა დიახაც შვენით.“ შეიძლება,
შექსპირიც ეძებდა თავის ბედს ლანკაშირის დიდებულთა ოჯახებ-
ში, მაგრამ ის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. ენ ჰეთუეის წას-
ვლამდეც იცნობდა. ენის წინაპრები მეთხუთმეტე საუკუნის ბო-
ლოს დასახლდნენ პატარა სოფელ შოთერიში, ჰიულენდის ფერ-
მაში. შოთერის, თავისი მიმობნეული ფერმებით, სტრეთფორდი-
დან ერთი მილი აშორებდა. ის არდენის ტყის პირას იყო გაშენე-
ბული. ენის ბაბუა, ჯონ ჰეთუეი, იომენი და მშვილდოსანი, იმდე-
ნად პატივცემული კაცი ყოფილა, რომ სტრეთფორდის თორმეტ
უხუცესს შორის აირჩიეს/ ისინი სასამართლო პროცესებს ესწრე-
ბოდნენ ხოლმე. ენის მამას, რიჩარდ ჰეთუეის მემკვიდრეობით
ფერმა ერგო, რომელსაც მოგვიანებით „ენ ჰეთუეის კოტეჯი“ და-
ერქვა.
რიჩარდ ჰეთუეის პირველი ცოლისგან სამი შვილი ჰყავდა,
რომელთაგან ერთ-ერთი ენი იყო. რიჩარდი მეორედ დაქორწინ-
და და შვილებიც შეეძინა. ის „ღირსეულად დაკრძალეს“, პრო-
ტესტანტული წესით, მაგრამ ანდერძის აღმსრულებლად მან კა-
თოლიკე დაიბარა. შესაძლებელია, ჰეთუეის ოჯახის წევრები,
როგორც ხშირად ხდებოდა, სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები
იყვნენ.
ენი უფროსი ქალიშვილი იყო და პატარა და-ძმებზე ზრუნავდა.
ფერმერის ოჯახში აღზრდილმა კარგად იცოდა პურის ცხობა,
ხორცის დამარილება, კარაქის შედღვება და ელის მოხარშვა.
ეზოში ფრინველს და საქონელს აპურებდა.
უილიამ შექსპირისა და ენ ჰეთუეის შეუღლება ძალიან გონივ-
რული გადაწყვეტილება იყო და სულ არ იყვნენ შეუფერებელი
64
ცოლ-ქმარი, როგორც ამას ზოგიერთი შექსპიროლოგი ვა-
რაუდობს. ცხოვრების მეგობრის შერჩევას შექსპირი უდავოდ
კარგად აწონ-დაწონიდა, ის ხომ ყველაფერს პრაქტიკულად, სა-
ღი აზრით განჭვრეტდა ხოლმე. ენი მასზე რვა წლით უფროსი იყო
– იმ წელს, როცა დაქორწინდნენ, შექსპირი თვრამეტი წლისა
გახლდათ, ენი კი ოცდაექვსის. მაგრამ რადგან მაშინ ბევრად ნაკ-
ლებს ცოცხლობდნენ, ვიდრე დღეს, ალბათ, ასაკობრივი გან-
სხვავება უფრო იგრძნობოდა. ცოტა უცნაურიც ჩანდა, რადგან მე-
თექვსმეტე საუკუნეში მამაკაცებს, ჩვეულებისამებრ, მათზე უმ-
ცროსი ცოლები მოჰყავდათ. ქორწინებამ ბევრი მითქმა-მოთქმა
გამოიწვია. მაგალითად, თუ როგორ შეიტყუა ლოგინში გამოც-
დილმა ქალმა პატარა ბიჭი და მერე ცოლადაც მოაყვანინა თა-
ვიო. ან იქნებ, პირიქით, ეს ყველაფერი იმას ადასტურებს, რომ
შექსპირი საკმაოდ თავდაჯერებული იყო საკუთარ მამაკაცურ
ღირსებებში. ენ ჰეთუეის კი, როგორც საერთოდ გამოჩენილი
ადამიანების ცოლებს ხვდათ წილად, შეურაცხყოფა არ ასცდა.
ზოგიერთი ბიოგრაფი ხალისით დაეძებს ამოსავალს თვითონ
შექსპირის პიესებში. ისინი აღნიშნავენ, რომ ხშირად მისი ისტო-
რიული პიესების ინტრიგებში ხანდაზმული ქალები არიან ჩარე-
ული, რომელთა სილამაზეც დიდი ხანია, დაჭკნა. „მეთორმეტე
ღამეში“ ჰერცოგი გვირჩევს: „ქალმა ქმრად უნდა აირჩიოს თვის-
ზე წლოვანი, / რადგან მით უფრო მეტ სიყვარულს მოიხვეჭს იგი /
და წონასწორად დაიმკვიდრებს მეუღლის გულსა.“ ჰერცოგი გა-
ნაგრძობს: „ქალი ვარდსა ჰგავს, / იგი ბაღს ჰქარგავს, / მაგრამ
რა სრულად გაიფურჩქნება, / ისევ უმალვე დაიფურცლება!“ ჩემი
აზრით, თავი უნდა შევიკავოთ ასეთი უხეში ინტერპრეტაციების-
გან. ჯერ ერთი, ჰერცოგი შექსპირს გამოყვანილი ჰყავს, როგორც
გამოუსწორებელი სენტიმენტალისტი. ამას გარდა, თუ გავითვა-
ლისწინებთ, რომ შექსპირის პიესებში ქალები უმეტესად განათ-

65
ლებულები არიან, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, თითქოს მასაც გა-
ნათლებული ქალების გარემოცვაში უცხოვრია.
არაფერი ვიცით იმის შესახებ, იცოდა თუ არა ენმა წერა-კით-
ხვა. ისე, ამის რეალური შესაძლებლობა ძნელად თუ მიეცემოდა.
იმ პერიოდში, ინგლისელი ქალების 90% უსწავლელი იყო და
როგორც ფიქრობენ, შექსპირის ორივე დაც, მათ შორის. გამო-
დის, რომ მსოფლიო ისტორიის უდიდეს დრამატურგს უსწავლე-
ლი ქალები ეხვივნენ გარს.
ენ ჰეთუეი ოთხი თვის ფეხმძიმე იყო ქორწილის დღეს, რაც
იმედს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ მათ შეუღლებაში სიყვარუ-
ლის ხელი ერია. იმ დროს არაფერი იყო უჩვეულო, თუ წყვილი
ქორწილამდე დაახლოვდებოდა. ახალდაქორწინებული პატარ-
ძლების 20-30% პირველი რვა თვის განმავლობაში მშობიარობ-
და. მაშინდელი ჩვეულების თანახმად, შეყვარებულები მოწმეე-
ბის თანდასწრებით დებდნენ „ერთგულების ფიცს“, რაც იგივე
ნიშნობა იყო. ამის შემდეგ ქალს შეეძლო, ქალწულობას შელე-
ოდა. ქორწინების ცერემონიალი კი მოგვიანებით ტარდებოდა.
უილიამ შექსპირის და ენ ჰეთუეის პირველი ბავშვი სექტემ-
ბრის ბოლოს უნდა ჩასახულიყო, რადგან ნოემბერში ახალგაზ-
რდა კაცი, ან, სავარაუდოდ, ენის მეურვეები სასწრაფოდ ვუსტერ-
ში გაეშურნენ ქორწინების ნებართვის ასაღებად. ენს მამამ 6
გირვანქა, 13 შილინგი და 4 პენსი დაუტოვა. ეს თანხა მჭედლის
ან ყასბის წლიური შემოსავლის ტოლფასი იყო და საკმარისი
ენის მზითვისთვის. უნდა ეჩქარათ, რადგან საშობაო მარხვა მა-
ლე დაიწყებოდა, რომლის დროსაც ქორწილი აკრძალული იყო.
მომდევნო პერიოდი, როცა ქორწინება ისევ აიკრძალებოდა, 27
იანვრიდან აითვლებოდა. ასე რომ, შესაძლებელი იყო, ბავშვის
გაჩენამდე ოფიციალურად შეუღლება ვერ მოესწროთ. ენის საინ-
ტერესო მდგომარეობა კი მალე თვალსაჩინო გახდებოდა და მას,

66
ისევე, როგორც მის მეურვეებს, არ სურდათ, ბავშვი უკანონო და-
ბადებულიყო.
ასე რომ, 1582 წლის 27 ნოემბერს ვუსტერში ქორწინების ნე-
ბართვის მისაღებად საჩქაროდ გადაიხადეს 5-დან 7 შილინგამ-
დე. ვინაიდან შექსპირი ჯერ ოცდაერთი წლის არ იყო, ფიცით უნ-
და დაედასტურებინა, რომ მამის თანხმობა მიღებული ჰქონდა.
მეორე დღეს ენის მეზობელი ფერმერები, ფულკ სანდელსი და
ჯონ რიჩარდსონი 40 გირვანქად თავდებად დაუდგნენ წყვილს,
რომ უილიამ შექსპირისა და ენ ჰეთუეის შეუღლებას არავითარი
„უკანონო დაბრკოლება“ ხელს არ შეუშლიდა. არ არის გასაკვი-
რი, ჯონ შექსპირს თავდებად დადგომაზე ხელი რომ არ მოუწე-
რია, ის ხომ ცნობილი ნონკომფორმისტი იყო და არც თავისი სიმ-
დიდრის გახმაურება სურდა.
30 ნოემბერს ეკლესიაში დაქორწინებულების სახელები გა-
მოცხადდა, რასაც იმავე ან მეორე დღესვე, ქორწილი მოჰყვა.
სტრეთფორდის ეკლესიაში, სადაც რეფორმირებული რწმენის
მიმდევარი ქორეპისკოპოსი მსახურობდა, ჯვრისწერა არ გამარ-
თულა. არსებობს რამდენიმე ვერსია, თუ სად დაიწერეს ჯვარი უი-
ლიამ შექსპირმა და ენ ჰეთუეიმ. ერთ-ერთი ყველაზე საყურადღე-
ბო ვუსტერის წმინდა მარტინის ეკლესიაა. ამ ეკლესიის დავთარ-
ში ფურცლები, სადაც 1582 წლის ქორწინებები იყო რეგისტრი-
რებული, დაკარგულია.
ჯვრისწერა ბევრად მოსახერხებელი იქნებოდა თემფელ
გრაფტონის ეკლესიაში, რომლის მრევლის წევრიც ენ ჰეთუეი
იყო. ამ ეკლესიის მღვდელი დედოფალ მერის კათოლიკური
მმართველობის წლებს მოსწრებოდა და, როგორც ოფიციალუ-
რად ამბობდნენ, მისი რწმენა დიდად მყარი არ იყო. აქედან გა-
მომდინარე, ჯვრისწერის ცერემონია კათოლიკურთან მოახლო-
ვებული იქნებოდა და ის დილის რვიდან თორმეტ საათამდე შეს-
რულდებოდა. ენს საკურთხეველთან მამის მეგობრები – ფულკ
67
სანდელსი და ჯონ რიჩარდსონი მიაცილებდნენ. პატარძალი სი-
ძეს სიმბოლურად მარცხენა მხარს დაუმშვენებდა, რადგან ევა
მარცხენა ნეკნიდან შეიქმნა. ხელჩაკიდებული იდგებოდნენ.
მღვდელი ნაკურთხ წყალში ბეჭედს ამოავლებდა და მას შემდეგ,
რაც სიძე სათითაოდ ყველა თითზე ჩამოაცვამდა პატარძალს ბე-
ჭედს და იტყოდა: „Iნ ნომინე პატრის, ინ მომინე ფილიი, ინ ნომი-
ნე შპირიტუს შანცტი, ამენ,” საბოლოოდ, მეოთხე თითზე გაუკე-
თებდა ბეჭედს, ვინაიდან მიიჩნევდნენ, რომ მეოთხე თითზე გამა-
ვალი ვენა პირდაპირ გულს უკავშირდება. შემდეგ, ლოცვა-კურ-
თხევის მისაღებად, წყვილი მუხლს მოიყრიდა; თავზე, დემონე-
ბისგან დასაცავად, ტილოს ნაჭრები ეხურებოდათ. იმდროინდე-
ლი ჩვეულების თანახმად, პატარძალს წელზე დანა, ან ხანჯალი
უნდა ჰკეთებოდა (ჯულიეტას დანა ეკეთა, რომლითაც თავი მოიკ-
ლა), თმა გაშლილი უნდა ჰქონოდა. მესის შემდეგ შინ დაბრუნდე-
ბოდნენ და საქორწილო დღესასწაული დაიწყებოდა. სტუმრებს,
როგორც წესი, საჩუქრად ვერცხლეული, ფული, ან პროდუქტები
მიჰქონდათ. დაქორწინებულები კი, თავიანთი მხრივ, სტუმრებს
ხელთათმანებს სჩუქნიდნენ. ვინაიდან შექსპირი მამა მეხელ-
თათმანე იყო, ხელთათმანის შოვნა არ გაუჭირდებოდათ. მო-
დით, ამ მშვენიერ დღეს მარტო დავტოვოთ ისინი.

68
ნაწილი მეორე
დედოფლის მსახურები
თავი 18
პირდაპირ გეტყვი: შენთან დაწოლა მინდა

მალე შექსპირი ლონდონის გზას დაადგა. ეს ან 1586 წელს უნ-


და მომხდარიყო, ან 1587-ში. შექსპირის რამდენიმე პიესაში
ცოლ-ქმარი სევდიანად შორდება ერთმანეთს ქორწინებიდან ძა-
ლიან მალე, რაც შესაძლებელია, მხოლოდ დრამატული ხერხი
ყოფილიყო. ჯონ ობრი აღნიშნავს: „ეს უილიამი, რომელსაც თა-
ვიდანვე პოეზია და მსახიობობა იტაცებდა, ლონდონში რომ ჩა-
მოვიდა, ასე 18 წლისა იქნებოდა. ერთ-ერთ თეატრში გამოდიო-
და და შესანიშნავად თამაშობდა.“ ობრის აზრით, რასაც სხვებიც
ეთანხმებიან, შექსპირმა ცოლი რომ მოიყვანა, მალევე დატოვა
სტრეთფორდი. ეს კი არც ისე თავაზიანი და საღ აზრს მოკლებუ-
ლი საქციელი იყო.
ახალდაქორწინებულები თავიანთი სახსრებით იწყებდნენ
ხოლმე ცხოვრებას, მაგრამ ვისაც საშუალება არ ჰქონდა, ცოლი
მამის სახლში მოჰყავდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ შექსპირი
საკმაოდ ახალგაზრდა იყო და ცალკე ცხოვრების შესაძლებლო-
ბა არ ექნებოდა, ალბათ ისიც ჰენლი სთრითზე დაბინავდებოდა.
მან ფეხმძიმე ცოლი ისედაც დიდ ოჯახში შეიყვანა. სახლში იც-
ხოვრებდნენ შექსპირის უმცროსი და-ძმები – გილბერტი, ჯოანი,
რიჩარდი და ედმუნდი, რომელთაც თამამად შეიძლება, დრამა-
ტურგის ოჯახის დავიწყებული წევრები ვუწოდოთ, და კიდევ ოთხი
უფროსი. მართალია, ენ ჰეთუეი და მერი არდენი მრავალრიცხო-
ვან ოჯახში ცხოვრებას შეჩვეული იყვნენ, მაგრამ სამი ბავშვის

69
დამატებას ალბათ უკვე მეტისმეტი სივიწროვე და ჟრიამული მოჰ-
ყვა. რა უნდა ექნა შექსპირს? მეთექვსმეტე საუკუნეში ცოლიანი
კაცი ვერც უნივერსიტეტში ჩააბარებდა და ვერც შეგირდად და-
უდგებოდა ოსტატს. უნდა ვიფიქროთ, რომ ლონდონში გამგზავ-
რებამდე ის ისევ ადვოკატის თანაშემწედ მუშაობდა.
შექსპირის პირველი ქალიშვილი, სუზენა, 1583 წლის მაისში
დაიბადა. სახელი აპოკრიფებიდან არის და წმინდას და უმწიკ-
ვლოს ნიშნავს. ჯვრისწერის დღიდან ძალიან მალე რომ გაჩნდა,
შესაძლოა, ამ სახელით ბავშვის სათნოებას ადასტურებდნენ. პუ-
რიტანულ ლიტერატურას თუ დავუჯერებთ, სახელი სუზენა
სტრეთფორდში უკვე დამკვიდრებული იყო.
იმავე წლის შემოდგომაზე, რელიგიურმა დაპირისპირებამ ძა-
ლიან სახიფათო სახე მიიღო. მარგარეტ არდენი, ედვარდ და მე-
რი არდენების ქალიშვილი და შექსპირის დედის ნათესავი, ცო-
ლად უორვიკშირელ კათოლიკეს გაჰყვა. ახალგაზრდა კაცს, სა-
ხელად ჯონ სომერვილს, საკმაოდ ექსტრემალურად მოაზროვ-
ნეს, დედოფალ ელისაბედ I-ის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი
და ყველას გულს უშლიდა, ვისაც მისი მოსმენა არ ეზარებოდა.
რა თქმა უნდა, ის დაიჭირეს და ლონდონის ტაუერში ჩასვეს. შე-
იძლება, ჭკუიდან იყო გადამცდარი, მაგრამ დედოფლის მოკ-
ვლის სურვილს ვერაფერი გაამართლებდა. სომერვილის გამოხ-
ტომა გაგებული იქნა, როგორც უცხოელი მტრის შემოჭრის და
ინგლისში კათოლიციზმის აღდგენის მცდელობის წინაპირობა.
რამდენიმე დღის შემდეგ, გამოიცა კანონი მისი და ყველა ეჭვმი-
ტანილის სახლის გაჩხრეკის შესახებ. ედვარდ არდენი ლონდონ-
ში, გრაფ სოუთჰემპტონის სახლში დააკავეს. სერ თომას ლუსიმ
მერი არდენი და მისი ოჯახის დანარჩენი წევრები დააპატიმრა.
არდენები ლონდონში ჩაიყვანეს და ღალატში ამხილეს. მერი არ-
დენი კი შეიწყალეს, მაგრამ მისი მეუღლე ჩამოახრჩვეს და შემ-

70
დეგ თავი და ხელ-ფეხი მოკვეთეს. თავი ლონდონის ხიდის სამ-
ხრეთ ბოლოში ბოძზე ჩამოაცვეს. ჯონ სომერვილმა ნიუგეითსის
ციხეში თავი ჩამოიხრჩო, მაგრამ მისი თავიც ნათესავის თავის
გვერდით აღმოჩნდა. იგივე ბედი ეწიათ უორვიკშირელ არდენებ-
საც. ნეტავი, ჯონ შექსპირი, ან მისი ვაჟი თუ იყვნენ ეჭვმიტანილ-
თა შორის? არდენების ნათესავებმა ალბათ წარმოუდგენლად
შემზარავი დღეები გამოიარეს, რადგან ტაუერის ცივი კედლების-
გან, წამებისგან და საშინელი სიკვდილისგან არავინ იყო დაზ-
ღვეული. შეიძლება, სწორედ მაშინ დამალა ჯონ შექსპირმა კა-
თოლიკური „სულიერი ანდერძი“ სახლის სხვენზე. ამ ამბებთან
დაკავშირებით, ერთი არც ისე მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა ავ-
ღნიშნო, „ჰენრი IV“-ის მესამე ნაწილში შექსპირი გვაცნობს უორ-
ვიკშირელ პიროვნებას, სახელად ჯონ სომერვილს.
შეიძლება, ასეთ დროს შექსპირს ერჩივნა, დედაქალაქში ანო-
ნიმურად ეცხოვრა. მაგრამ ის ცოტა ხნით კიდევ დარჩა სტრეთ-
ფორდში. 1585 წლის თებერვალში ტყუპები, ჰამნეტ და ჯუდიტ
შექსპირები შეეძინათ. სახელები მათი მეგობარი და მეზობელი
ჰამნეტ და ჯუდიტ სადლერების ხათრით დაარქვეს. სადლერებს
ვაჟი რომ შეეძინათ, ბიჭი მათაც უილიამად მონათლეს. შექსპი-
რი, ასე თუ ისე, ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრებით ცხოვ-
რობდა. ტყუპების უნიკალურობისა და განუყოფლობის სასწაუ-
ლით შთაგონებულმა კი ისინი ორ პიესაში – „შეცდომათა კომე-
დიაში“ და „მეთორმეტე ღამეში“ – გამოიყვანა.
ტყუპების შემდეგ შვილი აღარ გაუჩენიათ. როგორც ჩანს, შექ-
სპირმა მშობლების მაგალითს არ მისდია. ენი ჯერ ოცდაათი
წლის იყო და შეეძლოთ, შვილები კიდევ ჰყოლოდათ. თუმცა, არც
ის არის გამორიცხული, ჰამნეტისა და ჯუდიტის მერე ენისთვის
მშობიარობა სახიფათო გამხდარიყო.
იმ სივიწროვეში ცოლ-ქმარი უდავოდ ერთ ლოგინში იწვებო-

71
და. მაშინ ორსულობისგან თავის დაცვის საშუალებები არ არსე-
ბობდა. იქნებ, შეთანხმდნენ, თავი შეეკავებინათ. მაგრამ, ვინაი-
დან არაერთი დამადასტურებელი ფაქტი არსებობს იმისა, რომ
შექსპირი სექსუალური მამაკაცი იყო, ძნელი წარმოსადგენია,
ოცი წლის ასაკში სექსისგან თავი შეეკავებინა. ყველაფერი უკე-
თესად აიხსნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდში შექ-
სპირი სტრეთფორდში არ იმყოფებოდა. ისღა დაგვრჩენია, ვი-
კითხოთ, მაშ, სად იყო ამ ხნის განმავლობაში?

72
თავი 19
ეს არის ჩემი გზა

შექსპირის ბიოგრაფები თითქოს შეთანხმდნენ, რომ ოციდან


ოცდარვა წლამდე, მისი ცხოვრების პერიოდი „დაკარგულია.“ ჩე-
მი აზრით, არ არის გამორიცხული, ქრონოლოგიაში ჩავარდნა
იყოს, მაგრამ ასე თუ ისე, მის ცხოვრებაზე წარმოდგენის შექმნა
მაინც შესაძლებელია. მაგალითად, ვიცით, რომ მსახიობი გახდა.
არსებობს ვარაუდი, რომ ის სტრეთფორდში გასტროლებზე მყოფ
მსახიობებს გაჰყვა, ან ლონდონში წავიდა იმ იმედით, რომ რო-
მელიმე თეატრში აიყვანდნენ.
1583-დან 1586 წლამდე სტრეთფორდს რვა დასი ეწვია – მათ
შორის იყვნენ ოქსფორდის გრაფის, ლორდ ჩანდოსის, ვუსტერის
გრაფის და ესექსის გრაფის მსახურები. ვუსტერის გრაფის მსა-
ხურთა შორის იყო ედვარდ ალეინი, შექსპირზე ჩვიდმეტი თვით
უმცროსი მსახიობი, რომელიც ლონდონის სცენის მნიშვნელოვა-
ნი ფიგურა და, ამასთანავე, შექსპირის დასის სერიოზული მეტო-
ქე გახდა.
1587 წელს სტრეთფორდს „დედოფლის მსახურებიც“ ეწვივ-
ნენ. ეს დასი ოთხი წლით ადრე ჩამოყალიბდა ლორდ კამერჰე-
რის თაოსნობით და მისი მიზანი, როგორც ახლა ვიტყოდით, დე-
დოფლის სახელით თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა
იყო. საუკეთესო მსახიობები შეარჩიეს, რომლებიც სამეფო კარ-
ზე ითამაშებდნენ. მსახიობებს, როგორც დედოფლის მსახურებს,
კარგ ხელფასს უხდიდნენ და კამერდინერის ლივრეას სჩუქნიდ-
ნენ. მოგვიანებით ეს პატივი შექსპირსაც ელოდება. თორმეტ
რჩეულ მსახიობს შორის იყო ორი ცნობილი კომიკოსი, რობერტ
უილსონი და რიჩარდ ტარტლონი.
ტარტლონი პირველი გენიალური ინგლისელი კლოუნი და

73
ყველაზე პოპულარული კომიკოსი გახლდათ ელისაბედის ეპო-
ქაში. მისი მეგობარი მსახიობის სიტყვებით: „სანამ სამყარო იარ-
სებებს, მისი ბადალი ამქვეყნად არ იქნება, ო, გარდაცვლილო
ტარტლონ!“ ტარტლონმა სახელი გაითქვა ბალადებითა და
ოხუნჯობებით. 1583 წლიდან ის „დედოფლის მსახურებს“ შეუერ-
თდა. შექსპირს უდავოდ ნანახი ექნებოდა მისი იდიოსინკრაზული
წარმოდგენები. ტარტლონი დრამატურგიც იყო, დაწერილი აქვს
კომიკური პიესა „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“. ის დედოფ-
ლის რჩეული და სამეფო კარის არაოფიციალური მასხარა გახ-
ლდათ. ტარტლონის გარდაცვალების შემდეგ, 1588 წელს გამო-
სული „ტარტლონის ხუმრობები“ დიდი პოპულარობით სარგებ-
ლობდა.
„დედოფლის მსახურების“ დასი დაარსდა თუ არა, გასტრო-
ლებზე გაემგზავრა. პირველი თვეები გაატარეს ბრისტოლში, ნო-
რიჯში, კემბრიჯში და ლესტერში. ზაფხულობით ქალაქიდან ქა-
ლაქში გადადიოდნენ; ზამთარში ლონდონში ბრუნდებოდნენ და
სხვადასხვა თეატრებში მართავდნენ წარმოდგენებს. დეკემბრის
ბოლოდან თებერვლამდე სამეფო კარს ართობდნენ. სადაც არ
უნდა წასულიყვნენ, მათ ყველგან კარგად იღებდნენ და კარგა-
დაც უხდიდნენ. სხვა მსახიობებთან შედარებით ორჯერ მეტ ხელ-
ფასს იღებდნენ. ისინი მხოლოდ მსახიობები არ იყვნენ, არამედ
აკრობატებიც და მასხარებიც; ერთი თურქიც ჰყავდათ დაქირავე-
ბული, რომელიც თოკზე ცეკვავდა. რიჩარდ ტარტლონს, თანა-
მედროვე კომიკოსის არ იყოს, საკუთარი „გამოსვლა“ ჰქონდა
ხოლმე. მაგრამ ამდენი მოგზაურობა არც ისე ადვილი ასატანი
იყო. ერთხელ ნორიჯში ჩხუბი ატყდა. ჩხუბში მსახიობებიც მონა-
წილეობდნენ და ერთ-ერთი ხანჯლით მოკლეს. თვითმხილველის
ნაამბობი ამ სცენას ჩვენ თვალწინ აცოცხლებს. ვიღაცას დაუყვი-
რია: „ავაზაკო, შენ დედოფლის მსახური მოკალი!“ აყალმაყალი
კი იმიტომ დაწყებულა, რომ ერთ დამსწრეს არ უნდოდა ბილეთის
74
ყიდვა, სანამ სპექტაკლს არ ნახავდა. ამ ამბიდან ხუთი წლის შემ-
დეგ, „დედოფლის მსახურების“ დასის წევრები შელაპარაკდნენ,
რასაც ისევ მკვლელობა მოჰყვა. მიუხედავად დედოფლის მფარ-
ველობისა, მსახიობები, როგორც ჩანს, შესაშური რეპუტაციით
არ გამოირჩეოდნენ.
„დედოფლის მსახურების“ დასის სახელი უილიამ შექსპირთან
ასოცირდება, რადგან მათ მიერ დადგმული პიესების სახელწო-
დებები შესანიშნავად ემთხვევა შექსპირის ჩვენთვის კარგად
ნაცნობი პიესების სათაურებს. ესენია – „ჰენრი V-ის ცნობილი
გამარჯვებები“, „მეფე ლირი“, „მეფე ჯონის მშფოთვარე მეფობა“,
„რიჩარდ III-ის ჭეშმარიტი ტრაგედია“. შეიძლება, შექსპირი მარ-
თლაც შეუერთდა დასს, როცა ისინი სტრეთფორდში იყვნენ და ეს
მისი ცნობილი პიესების ადრეული ვარიანტებია.
1588 წელს, რიჩარდ ტარტლონის გარდაცვალების შემდეგ,
დასი ორად გაიყო და უკვე სხვადასხვა რეპერტუარები ჰქონდათ.
ერთ-ერთი ჯგუფი „სასექსის გრაფის მსახურებს“ შეუერთდა. შე-
საძლოა, შექსპირმაც დატოვა ისინი. მაგრამ, მოდით, მოვლე-
ნებს ნუ გავუსწრებთ. როგორმე, ჯერ ლონდონში ჩამაყვანინა ეს
ახალგაზრდა კაცი.

75
ნაწილი მესამე
ლორდ სთრეინჯის მსახურები
თავი 20
ლონდონში მივდივართ

ამას ენერგიის ამოხეთქვა ჰქვია. შექსპირი უნდა წასულიყო.


ბიოგრაფები და მკვლევრები კამათობენ შექსპირის ლონდონში
ჩასვლის თარიღზე, მაგრამ არავის გასჩენია ეჭვი, რომ დანიშნუ-
ლების ადგილი სწორედ ლონდონი იყო. იმ პერიოდში სტრეთ-
ფორდიდან ბევრი ახალგაზრდა მიდიოდა დედაქალაქში. თავი-
სუფლება სურდათ და თავიანთ ამბიციებსა და ინტუიციას მიჰყვე-
ბოდნენ. ერთხელ გოეთემ დაწერა: „ნიჭი სიმშვიდეში ყალიბდე-
ბა, ხასიათი კი ცხოვრების ორომტრიალში.“ მაგრამ შექსპირის
შემთხვევა მაინც ძალიან განსხვავდება სხვებისგან. არც ერთ მის
თანატოლს არ მიუტოვებია ცოლ-შვილი. არისტოკრატისთვისაც
კი უჩვეულო იქნებოდა ამგვარი საქციელი. ყველაფერი შექსპი-
რის მიზანდასახულობით და მტკიცე ნებისყოფით თუ აიხსნება. ის
უნდა წასულიყო.
შექსპირი საოცრად პრაქტიკული ადამიანი იყო. ძნელი წარ-
მოსადგენია, რომ ის ლონდონში დაუფიქრებლად გაემგზავრა
ბედის საძიებლად. ზოგი მიიჩნევს, თითქოს იძულებით ქორწინე-
ბას გაექცა. მაგრამ საფუძველი არა გვაქვს, ასე ვიფიქროთ. ის კი
უნდა ითქვას, რომ ალბათ არც ძალიან ბედნიერი კაცი დატოვებ-
და ოჯახს. ცხოვრებით კმაყოფილი, ვინ წავიდოდა უცხო ქალაქში
გაურკვეველი მომავლის საძიებლად? საღად თუ ვიმსჯელებთ,
მაინცდამაინც კმაყოფილი არ უნდა ყოფილიყო. რაღაც ძალამ,
რომელიც ოჯახურ სიყვარულს აღემატებოდა, უბიძგა მას და რო-

76
ცა გაემგზავრა, გეგმაც ექნებოდა და მიზანიც. შეიძლება, რომე-
ლიმე დასისგან მიწვევაც მიიღო და ფიქრობდა, რომ მსახიობო-
ბით უფრო მეტ ფულს იშოვიდა, ვიდრე პროვინციული ადვოკატის
კანტორაში. თუ ლონდონი საუკეთესო ადგილი იყო, საიდანაც
ოჯახის რჩენას უკეთ მოახერხებდა, მაშ, ისიც იქ უნდა წასულიყო.
გამოჩენილ ადამიანებს ერთი რამ აქვთ საერთო, ცხოვრების
გზაზე ისინი ზუსტად იქ და იმ დროს აღმოჩნდებიან ხოლმე, სადაც
და როდესაც უნდა იყვნენ. ულონდონოდ შექსპირი წარმოუდგე-
ნელია. ის ამას გრძნობდა შინაგანად და მისი გადაწყვეტილება
უფრო მტკიცე ხდებოდა. ჯეიმს ჯოისმა აღნიშნა: „განდევნა გული-
დან, განდევნა შინიდან“ – შექსპირის დრამების დომინანტური
მოტივიაო, რაც თავად ჯოისის განდეგილის სტატუსს უფრო მი-
ესადაგება. მაგრამ, სიმართლეც არის ამ ნათქვამში. დუბლინის
დატოვების შემდეგ, ჯოისი მხოლოდ მასზე წერს. შეიძლება, იგი-
ვე ვთქვათ შექსპირის დამოკიდებულებაზე არდენის ტყესთან და
მინდვრებთან?
როგორც პრაქტიკული ადამიანი, შექსპირი ლონდონის გზას
გაზაფხულზე, ან ზაფხულის დასაწყისში დაადგებოდა, როცა მოგ-
ზაურობისთვის ხელსაყრელი ამინდი გამოვიდოდა. ის ან ფეხით
წავიდოდა და ვინმეს შეიამხანაგებდა, გზაში ავაზაკებისგან თავი
ერთად რომ დაეცვათ, ანდა ცხენით გაემგზავრებოდა. მათ მეზო-
ბელს, უილიამ გრინვეის, ლონდონში სხვადასხვა პროდუქტები
დაჰქონდა ხოლმე და ქალაქურ საქონელზე ცვლიდა – ვერ-
ცხლზე და სუნელებზე. ფეხით ოთხი დღე გჭირდებოდა ლონდონ-
ში ჩასასვლელად, ცხენით კი ორი.
და როცა შექსპირი ქალაქს მიაღწევდა, კვამლის ღრუბელს
დაინახავდა, სუნსაც იგრძნობდა და ზარების ფონზე ერთმანეთში
არეულ ხმებს გაიგებდა. ლონდონის სურნელი ოცდახუთი მილის
რადიუსზე ვრცელდებოდა. ქალაქის შესასვლელთან ერთი გზა

77
ჩრდილოეთით მიდიოდა, მეორე კი პირდაპირ დედაქალაქის გუ-
ლისკენ. მერე ისიც ორად იყოფოდა და სითისა და ვესტმინსტე-
რის მიმართულებით გრძელდებოდა. სითიში შესული მგზავრი
შეულებელია, არ აეღელვებინა ქალაქის სიძლიერეს და მისგან
წამოსულ ენერგიას. ხმაური არ წყდებოდა – კამათობდნენ, ვაჭ-
რობდნენ, ერთმანეთს ესალმებოდნენ. ქუჩის ვაჭრები ალბათ
გარს შემოეხვეოდნენ და შეეხვეწებოდნენ, მათგან რამე ეყიდა.
საკუთარი მაღაზიების წინ მდგარი ვაჭრები კი აუღელვებლად
იჩიჩქნიდნენ კბილებს, მათი ცოლები შიგნით ისხდნენ და მუდამ
მზად იყვნენ მუშტრის დასახვედრად. შეგირდები გამვლელებს
შენობებში ეპატიჟებოდნენ. მთელი ქუჩის გაყოლებაზე მაღაზიე-
ბი იყო, ყიდდნენ ყველს, სუნელებს, ხელთათმანებს. ქვის კიბეები
ცუდად განათებული სარდაფებისკენ მიუძღოდა, სადაც ალაოთი
და ხორბლით სავსე ტომრები ელაგა. მოხუც ქალებს მიწაზე ეწ-
ყოთ გასაყიდი კაკალი და გამხმარი ბოსტნეული. ქუჩის გამყიდ-
ველებს პირდაპირ კისერზე დაკიდებულ ხის ხონჩებზე ეფინათ
გასაყიდი საქონელი. გადაჭედილ, ვიწრო ქუჩებში არ წყდებოდა
ზურგზე ტომრებმოკიდებული ადამიანების ნაკადი. ბავშვებიც
ტოლს არ უდებდნენ უფროსებს, ზოგი კასრს დააგორებდა, ზოგი
სამუშაოს ეძებდა. პირდაპირ ქუჩაში შეექცეოდნენ ნამცხვრებს,
ან შემწვარ ფრინველებს და მონარჩენებს იქვე ყრიდნენ. უამრა-
ვი მომღერალი ქალი თუ კაცი ქუჩის კუთხეში ან კასრზე შემომ-
დგარი ბალადებს მღეროდა. ვიწრო შესახვევები, რომელთაც არ-
სად არ მიჰყავდი, ნაგვით გადავსებულიყო.
თხუთმეტი საუკუნის წინ დასახლებულ ამ ქალაქში სიძველისა
და ლპობის სუნი იდგა. ჯონ სტოუს უყვარდა მეთექვსმეტე საუკუ-
ნის ლონდონის ქუჩებში სიძველის ნაშთების თვალიერება. ლონ-
დონი თავისი ფორმითა და განწყობით შუა საუკუნეების ქალაქი
იყო, ძველი კედლებით და ალაყაფის კარებთან აღმართული ჯი-
ხურებით, თავისი სამრეკლოებითა და ბეღლებით. მონასტრების
78
სამფლობელოების საზღვრები, რომელნიც ჰენრი VIII-ის ბრძანე-
ბით უნდა დანგრეულიყო, ზოგან გადარჩა. გადარჩა ასევე სავოის
სასახლე, ედვარდ III-ის საფრანგეთის ომების მომსწრე. გრაფ
უორიკის სასახლე დაუგეითში, მდინარე ვოლბრუკსა და თემზას
შორის, ახლაც დგას. ტაუერი, რომელიც ხშირად არის შექსპირის
ტრაგედიების მოქმედების ადგილი, ლონდონს გადმოჰყურებდა.
დროს გაუძლო ქროზბი ჰოლმაც, სადაც რიჩარდ III-ს ინგლისის
სამეფო გვირგვინი უნდა დაედგა, შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ
შექსპირი თავის ისტორიულ პიესებს შიგ ქალაქის გულში იგო-
ნებდა, სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა.
მეთექვსმეტე საუკუნის მიწურულს, ლონდონი რაღაც სასწაუ-
ლით ახლებურ იერს იძენდა. ახალგაზრდებისგან, რომელნიც
მოსახლეობის ნახევარს შეადგენდნენ და უმეტესობა ჯერ ოცი
წლისაც არ იყო, დიდი ენერგია და ძალა მოდიოდა. ამიტომ იყო
ლონდონი ესოდენ ხმაურიანი, აღზნებული და ენერგიული. ის
აღარასოდეს იქნება ასეთი ახალგაზრდა. მაშინდელ ლონდონე-
ლებს ხშირად ფუტკრებს ადარებენ. როგორც ფუტკრები, ისინიც
სწრაფად ჯგუფდებოდნენ და ინსტინქტურად ერთობლივად მოქ-
მედებდნენ.
აი, ასეთ ქალაქს ეკუთვნოდა შექსპირი.

79
თავი 21
დროის სული სისწრაფეს მასწავლის

ლონდონი სწრაფად იზრდებოდა. ის თავისკენ იტყუებდა ღა-


რიბსა თუ მდიდარს, იმიგრანტსა თუ გლეხს. სადაც კი მიწის თა-
ვისუფალ ნაგლეჯს ნახავდნენ, სახლებს აშენებდნენ. 1580-93
წლების დეკლარაციებით ცდილობდნენ, ახალი კონსტრუქციე-
ბის მშენებლობა შეეჩერებინათ, მაგრამ ეს იგივე იყო, რაც ზღვის
მოქცევის შეჩერების მცდელობა. სახლები და ქოხები იგებოდა
არა მარტო ქუჩის პირას, არამედ ეზოებში, ბაღებში და სასაფ-
ლაოებზეც. თუ მოსახლეობა 1520 წელს ორმოცდაათი ათასი
იყო, 1600 წელს უკვე ორასი ათასი გახდა. ლონდონი არც ერთ
სხვა ინგლისურ ქალაქს არ ჰგავდა. შესაბამისად, ლონდონე-
ლებსაც გაუჩნდათ გამორჩეულობის გრძნობა. ლონდონი არაფ-
რით, მით უმეტეს ზომით, არც ერთ ინგლისურ ქალაქს არ შეედ-
რებოდა. შესაძლოა, ლონდონის მცხოვრებლები იმდენად დაკა-
ვებულები იყვნენ და ყველაფერი ისე სწრაფად ხდებოდა, რომ
ბოლომდე ვერც აცნობიერებდნენ, უკვე სხვანაირად რომ ცხოვ-
რობდნენ. ეს აღარ იყო შუა საუკუნეების ქალაქი. ლონდონი სრუ-
ლიად ახალ ფორმაციად გარდაიქმნა, ქალაქელებს ერთმანეთ-
თან განსაკუთრებული, უკვე ქალაქური ურთიერთობა ჰქონდათ.
ეს ფენა შექსპირის პიესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვა-
ნია. ძველი ტიტულიანი არისტოკრატია ნელ-ნელა ვაჭართა
კლასს და აზნაურობას უთმობდა ადგილს. საზოგადოებრივი კავ-
შირები უკვე უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე ნათესაური. „კლანური
საზოგადოება“ „ქალაქურ საზოგადოებად“ გარდაიქმნა. ელისა-
ბედის დროინდელ ქალაქში ჩაცმულობას დიდი მნიშვნელობა
ენიჭებოდა საქმიანობის განსასხვავებლად. სამოსი სტატუსის
მაჩვენებელიც იყო და იმისაც, რამდენად შეძლებული გახლდათ

80
ესა თუ ის პიროვნება. მაცხოვრებელთა ყველა ფენისთვის – პუ-
რიტანი იქნებოდა თუ ვაჭართა არისტოკრატიის წარმომადგენე-
ლი – მკვეთრი, ან ორიგინალური ფერის ტანსაცმლის ტარება
იყო დამახასიათებელი. მოდის მიხედვით, ფეხსაცმელებს დიდი
აბრეშუმის ვარდები უმშვენებდათ. თავად ქუჩის მოვაჭრეებიც
თავისებურად იყვნენ გამოწყობილები. მეძავებს ცისფერი, გახა-
მებული საყელოები ეკეთათ. შეგირდებს ზამთარ-ზაფხულ ლურ-
ჯი ხალათები ეცვათ; ამას გარდა, ვალდებული იყვნენ, ცისფერი
ბრიჯები, თეთრი წინდები და კეპები ეტარებინათ. მათხოვრები
და უსახლკაროები ისე იმოსებოდნენ, რომ შეშფოთებისა და სიბ-
რალულის გრძნობა აღეძრათ. თეატრებს რაც შეეხება, ბევრად
მეტ ფულს ხარჯავდნენ კოსტიუმებზე, ვიდრე დრამატურგებისა და
მსახიობების დასაქირავებლად. ქალაქი ამ გაგებითაც ახალგაზ-
რდული იყო და ნელ-ნელა თავადაც რაღაც თეატრალიზებულ
ფორმას იღებდა, სადაც დრამატული იმპროვიზაციები ინერგებო-
და. ეს შექსპირის სამყარო იყო.
ქალაქი თითქოს ერთი დიდი სცენა გახდა - იმართებოდა სანა-
ხაობები, წარმოდგენებისთვის სპეციალურ თაღებსა და შადრევ-
ნებს აშენებდნენ. გეგონებოდათ, ლონდონი მოძრავ დეკორაცი-
ად იქცაო. ცოცხალი სურათების წარმოსადგენად პლათფორმებ-
სა და სცენებს აღმართავდნენ. იქ ნახავდით როგორც სხვადასხვა
გილდიის წარმომადგენლებს, ისე ოლდერმენებს, ვაჭრებსა და
რაინდებს, თავ-თავიანთ კოსტიუმებში გამოწყობილებსა და თავ-
თავიანთი ემბლემებით, და უკვე ძნელი გასარჩევი ხდებოდა, ვინ
მონაწილე იყო, ვინ - მაყურებელი. ცხოვრება და ხელოვნება ერთ
წმინდა, კაშკაშა ალში გახვეულიყო და ქალაქის სიძლიერეც და
სიმდიდრეც იქ პოულობდა გამოხატვის საშუალებას. ერთი ისტო-
რიკოსი ელისაბედის დროინდელ სტილზე ასეთი განწყობით
წერს: „ის შესანიშნავი იყო და შესანიშნაობა მისთვის ყველანაირ

81
ღირსებას აერთიანებდა“, „ამაყად გვიჩვენებდა თავის ოსტატო-
ბას“, რომელიც უსასრულოდ მრავალფეროვანი იყო: „ის არ ის-
ვენებდა. ითხოვდა გამოძახილს და სიამოვნებას აღძრავდა; წეს-
რიგსა და სიმარტივეს არ აღიარებდა.“ შესაძლოა, ეს სიტყვები,
ნაწილობრივ, შექსპირის შემოქმედებასაც მიესადაგებოდეს.
შექსპირს უყვარს, თამამი, კაშკაშა ფერებით დაგვიხატოს სურა-
თი, რათა ცნობისმოყვარეობა აღძრას და გაგაოცოს.
მას შემდეგ, რაც დესაკრალიზებული ეკლესიიდან სანთლები
და ხატები გამოიტანეს, ქალაქის საზოგადოებას რიტუალებისა
და სანახაობის მიმართ მეტი ინტერესი გაეღვიძა. ეს ძალიან
მნიშვნელოვანია შექსპირის გენიის ჩასაწვდომად. ის შემოქმე-
დებითად ვითარდებოდა ქალაქში, სადაც რეალობის უკეთ გაგე-
ბა დრამატული სპექტაკლიდან შეიძლებოდა. მქადაგებლის კა-
თედრას, წმინდა პავლეს ტაძრის წინ, „ქვეყნის ნამდვილი სცენა“
უწოდეს; ჯონ დონმა კი ლონდონზე განაცხადა, ეს ქალაქი დიდი
თეატრიაო. როგორც ნიუ-იორკი გახდა კინემატოგრაფიის ქალა-
ქი ბოლო დროს, ასე გარდაიქმნა ლონდონიც ელისაბედის ეპო-
ქაში თეატრალურ ქალაქად. ევროპის არც ერთ დედაქალაქში
დრამას ისეთი წარმატება არ ჰქონდა, როგორც ლონდონში.
იმ პერიოდში ლონდონში თეატრის შენობების აგება დაიწყეს.
ადამიანები მსახიობებისგან სწავლობდნენ, როგორ ესაუბრათ,
ან როგორ დაეჭირათ თავი. თეატრი ის ადგილიც იყო, სადაც მა-
ყურებლისთვის რაიმე სოციალური, ან პოლიტიკური გზავნილის
მიწვდენა ხერხდებოდა. ერთი მღვდელი შეწუხებული იყო – „პიე-
სებზე დიდი მოთხოვნილებაა, ვინაიდან ვიღაც მკრეხელების
მტკიცებით, თეატრში შეიძლება, ისეთივე მაგალითი იხილო და
ისეთივე ღრმა ცოდნა შეიძინო, როგორც ქადაგების მოსმენი-
სას.“ თეატრი არ იყო, დღევანდელი გაგებით, მხოლოდ გასარ-
თობი ადგილი.
ლონდონელებს სჯეროდათ, რომ ცხოვრება თამაშია. ჟაკის
82
მეტაფორა „როგორც გენებოთ“-ში – „მთელი სამყარო თეატ-
რია“, ალბათ უკვე გაცვეთილი ფრაზა იყო აღორძინების ხანის-
თვის. მაგრამ თუ ზოგიერთებისთვის ცხოვრებისა და თეატრის
ამგვარი შერწყმა კომედიისა და გართობის წყარო იყო, სხვების-
თვის, მაგალითად, ჰერცოგის ცოლისთვის, მალფისთვის, უებ-
სტერის მელოდრამაში, უფრო სევდას აღვიძებდა, ვიდრე სიხა-
რულს. ასეთი „ლონდონური ხედვა“ შექსპირის პიესებშიც იგ-
რძნობა. თუ ცხოვრება თამაშია, მაშ, თამაში ამაღლებული ცხოვ-
რება ყოფილა, არა?
რა იგულისხმება „ლონდონურ ხედვაში?“ „ლონდონური ხედ-
ვა“ აერთიანებდა დაცინვასა და სატირას, ჩავარდნასა და ცვლი-
ლებას, სისასტიკესა და სანახაობას, თუნდაც ისეთს, როცა ბოძზე
მიბმულ დათვს ძაღლები გლეჯდნენ. ის ამოუცნობი და მრავალ-
ფეროვანი იყო, კომედიასა და ტრაგედიას, მელოდრამასა და პა-
როდიას უთავსებდა და მას ვოლტერმა შექსპირის „შემზარავი
ფარსები“ უწოდა.

83
თავი 22
დიდ ქალაქებში ბევრი მაგგვარი მხეცი ცხოვრობს

ლონდონში ახლად ჩასულ ადამიანს განსხვავებული სქესის


წარმომადგენლების უშუალო სიახლოვე თვალში ხვდებოდა,
რაც განცვიფრებას, ან შეიძლება, უკმაყოფილებას იწვევდა.
ერასმუსი აღნიშნავდა: „სადაც არ მიხვალ, კოცნით გხვდებიან;
დამშვიდობებისას კოცნით გაცილებენ.“
იმდროინდელი მორალისტების დამსახურებით, ბორდელები-
სა და თეატრების შენობები მკაცრი იურისდიქციის ქვეშ შენდებო-
და – უფრო ხშირად, ქალაქის გალავანს მიღმა, ან თემზის სამ-
ხრეთ ნაპირზე. გარეუბნებში ასეთი შენობები უხვად იყო, მათ,
როგორც შექსპირის პიესებიდან ვგებულობთ, კარებზე გამოსა-
ხული ბრმა კუპიდონით იცნობდი. მეძავები მთელი ინგლისიდან
ჩამოდიოდნენ. მსახიობების არ იყოს, შეიძლება, მათაც უნდო-
დათ, დროებით გაჰქცეოდნენ ჩვეულებრივ უინტერესო სამყა-
როს. თეატრები და ბორდელები დაკანონებული ეთიკისგან და
სოციალური მორალისგან განთავისუფლებას სთავაზობდათ.
მართალია, გადაკრულად, მაგრამ უხამსობაზე და სექსზე შექსპი-
რიც ხშირად საუბრობს. ის ხომ ყოველთვის მაყურებელთა უმე-
ტესობის ინტერესს ითვალისწინებდა.
ეპიდემიებს კი დასასრული არ უჩანდა. შავი ჭირი რომ იფეთ-
ქებდა, თეატრები იკეტებოდა, რადგან მიაჩნდათ, რომ ინფექციის
მთავარი ბუდე იქ იყო. 1592 წელს ლონდონის მოსახლეობის დი-
დი ნაწილი დაიღუპა. შექსპირი თავის დრამებში, სხვადასხვა
ფორმით, ძალიან ხშირად ლაპარაკობს ამ საშინელ ავადმყოფო-
ბაზე – ციებ-ცხელება, ოფლიანობა, დამბლა.
ღარიბები და უსახლკაროები ლონდონის მცხოვრებლების 14
პროცენტს შეადგენდნენ. ზოგს ქუჩის დაგვით ან წყლის ზიდვით

84
გაჰქონდა თავი. მათხოვრებიც საკმაოდ ბევრნი იყვნენ, მიუხედა-
ვად იმისა, რომ მათ ხშირად ქალაქიდან ყრიდნენ ხოლმე, ხოლო
მეორედ ან მესამედ თუ კიდევ შენიშნავდნენ, უკვე სიკვდილით
სჯიდნენ. მათ შექსპირის დრამებში ხშირად ვხვდებით, მაგრამ
უნდა ითქვას, როდესაც ამ ფენის გაუსაძლის პირობებს ასახავს,
შექსპირი არც დამამცირებლად არ წერს მათზე, თუმცა, მაინცდა-
მაინც დიდ სიბრალულსაც არ ამჟღავნებს.
ასეთი გარიყული ადამიანების არსებობა, ვისაც დასაკარგი
არაფერი ჰქონდა, დანაშაულისა და ძალადობის საფრთხეს აძ-
ლიერებდა. „ჰენრი IV“-ის პირველ ნაწილში, მეფე ადანაშაუ-
ლებს გაღიზიანებულ ღარიბებს, თითქოს მათ არეულობა სურთ.
ლონდონელ მამაკაცებს, ჩვეულებისამებრ, დაშნა ან ხანჯლები
დაჰქონდათ. შექსპირი ალბათ ან დაშნას ატარებდა, ან გრძელ
ხმალს. ქალები მუდამ თან ჰქონდათ ქინძისთავები, რადგან ძა-
ლადობისგან დაზღვეული არავინ იყო. კრიმინალური ჯგუფები,
რომელთაც ძნელად თუ განასხვავებდი ძველი ჯარისკაცებისგან,
ქალაქის ზოგიერთ უბანში სიმშვიდეს სერიოზულად ემუქრებოდ-
ნენ.
შექსპირმა ეს ქალაქი ძალიან კარგად შეისწავლა. ის, სხვა-
დასხვა დროს, ლონდონის სხვადასხვა უბანში ცხოვრობდა. მე-
ზობლები, ეკლესიის მრევლი და თეატრალები მას ალბათ ადვი-
ლად ცნობდნენ. შექსპირი ძნელად თუ ვინმეს დარჩებოდა შეუმ-
ჩნეველი. ის კარგად იცნობს წმინდა პავლეს ტაძრის ეზოში წიგ-
ნის მაღაზიებს, ტავერნებს, სადაც რეინული და გასკონური ღვი-
ნო იყიდებოდა, ფუნდუკებს, რომელთაც ლუდით და ელით ამარა-
გებდნენ, სასადილოებსა და საბანკეტო დარბაზებს, სამეფო ბირ-
ჟას, სადაც ზაფხულის კვირადღეობით უფასო კონცერტები იმარ-
თებოდა, მინდვრებს ქალაქის ჩრდილოეთით. იქ შეჯიბრები ეწ-
ყობოდა ჭიდაობაში და მშვილდოსნობაში. თემზა, თავისი გუნებ-
განწყობებით, ასევე მშვენივრად ჰქონდა შესწავლილი. ხშირად
85
უწევდა კიდეც მდინარის გადაკვეთა, რომელიც მაშინ ნაკლებად
ღრმა, მაგრამ უფრო განიერი იყო. ღამის სიჩუმეში გაიგონებდი,
როგორ ეხეთქებოდა მდინარე ნაპირებს. „ცოტაც რომ დაიგვი-
ანო, ამ გაბმულ მოქცევას დაკარგავ“, - ამბობს პანტინო „ორ ვე-
რონელ აზნაურში“. შექსპირს არც სჭირდება, ხშირად ახსენოს
ლონდონი, ის ხომ მისი დრამატურგიის აკვანია.

86
თავი 23
მიგულეთ მე, თქვენო ბრწყინვალებავ,
ყოველთვის მზად თქვენის სამსახურისთვის

საინტერესოა, როგორ გამოიყურებოდა შექსპირი თავისი თა-


ნამედროვეების თვალში, როდესაც ის პირველად გამოჩნდა
ლონდონში? ყველანაირი განცდისთვის მზად იყო, სურდა, ლონ-
დონის მრავალფეროვანი ცხოვრებით გამძღარიყო. წარმოსახ-
ვაში ან ოცნებაში, შესაძლებელია, „ტკბილად გასაუბრებოდა დი-
დებულებს“. მას ასევე სურდა, თავი გამოეცადა დრამატურგიაში
და ახალგაზრდული ამბიცია მოსვენებას არ აძლევდა. „ანტონი-
უსში და კლეოპატრაში“ ანტონიუსის თქმით – „ეს დილა ჰგავს ჭა-
ბუკის სულს, რომელიც თავის გამოჩენას ქვეყნად ისწრაფის.“ მა-
საც უნდოდა, შეემჩნიათ. მაგრამ იმ დროისთვის მსახიობისა და
დრამატურგის დიდება ძალიან ხანმოკლე იყო. შექსპირს ჯერ
კარგად უნდა შეეგრძნო ქალაქის ინტელექტუალური ძალა და
უკვე შემდეგ, მისთვის თავისი ბედი მიესადაგებინა.
უნდა აღინიშნოს, რომ შექსპირი კარიერის ყველა საფეხურზე
საკმაოდ ძლიერ და მოზღვავებულ ენერგიას ავლენდა, ახალგაზ-
რდობაში კი ალბათ უჭირდა კიდეც ენერგიის მოთოკვა. ისიც უნ-
და აღინიშნოს, რომ შინაგანი თავისუფლების წყალობით, ცხოვ-
რებას ადვილად ერგებოდა. მაშინ მსახიობს ავარჯიშებდნენ
სხარტად აზროვნებაში და მოხერხებულობაში, მაგრამ სიცოც-
ხლისუნარიანობა მისი არსების ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე
იყო; შექსპირის გმირებს მოქმედებისას სიმარდე და სიმსუბუქე
ახასიათებთ. ის სისწრაფისა და სიმარჯვის პოეტია. მისი გმირები
კაბინეტებიდან ან ბიბლიოთეკებიდან კი არ გამოდიან, არამედ
საქმიანი და აქტიური ცხოვრებიდან. შექსპირის დრამებში წამიე-
რი ცვლილებები ხდება და მისი ყველაზე ხატოვანი წარმოსახვა
მეხის გავარდნაა. „და ელვასა ჰგავს, რაიც ისე სწრაფადა ქრება,
87
/რომ ჩვენ თქმასაც კი ვეღარ ვასწრებთ, აჰა, ელავსო.“ ის მირია-
დი სახე, რომელთაც შექსპირი სოციალური ცხოვრებიდან თუ ბუ-
ნებიდან იღებდა, ცხადყოფს, რომ მას არანორმალურად ფხიზე-
ლი თვალი ჰქონდა და წარმოუდგენლად ყურადღებიანი იყო. თა-
ვისი კომიკური გმირების არ იყოს, შექსპირს გასაოცრად ენამახ-
ვილ ადამიანად იცნობდნენ. ჯონ ობრი, რომელიც შექსპირის შე-
სახებ ინფორმაციას ბისტონების თეატრალური ოჯახიდან აგრო-
ვებდა, აღნიშნავს – „სასიამოვნოდ გამჭრიახი გონების“ პატრო-
ნი შექსპირი „სიმპათიური, კარგი აღნაგობის მამაკაცი“ იყოო. მა-
შინ მსახიობები, კომიკოსების გამოკლებით, სწორედაც სიმპა-
თიურები და კარგი აღნაგობისა უნდა ყოფილიყვნენ. ენერგიის
მოჭარბება, საერთოდ, ახალგაზრდა და თანაც გამორჩეული მა-
მაკაცებისა თუ ქალებისთვის დამახასიათებელია. მაგრამ ბევრს
სიმორცხვე და გაუბედაობა უშლის ხელს და მათი დაძლევა უპი-
რატესობის საზღაურია. ჩარლზ ლემბის გადმოცემით, შექსპირი
სერიოზულად მუშაობდა საკუთარ თავზე. მის დრამებში რამდენ-
ჯერმე არის ნახსენები სცენის შიში.
თუმცა, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ შექსპირი სასიამოვ-
ნო და თავაზიანი ადამიანი იყო. მართალია, მწარედ გადაუკრავ-
დნენ ხოლმე სიტყვას, წარსულში ადვოკატის თანაშემწე და სოფ-
ლის მასწავლებელი რომ გახლდათ, მაგრამ ზოგადად მას კარ-
გად აღზრდილ, კეთილშობილ, „სათნო“ პიროვნებად მიიჩნევ-
დნენ, ოღონდ, სათნო დღევანდელი გაგებით კი არა, რაც ნაზ და
რბილ ხასიათზე უფრო მიანიშნებს, არამედ ჭეშმარიტი ჯენტლმე-
ნის თვისებებით დაჯილდოებულ ადამიანს. ჭეშმარიტ ჯენტლმე-
ნობაში კი იგულისხმება თვისება, როცა შეგიძლია, შენს ხელქვე-
ითს გაუცნობიერებლად თავაზიანად მოექცე, შენს თანასწორთან
გაწონასწორებულად გეჭიროს თავი და პატივისცემას ამჟღავნებ-
დე სტატუსით შენზე მაღლა მდგომის მიმართ. ბერნარდ შოუ ასე
არ ფიქრობს შექსპირზე, მისი აზრით, ის „თავაზიანი ჯენტლმენი
88
იყო, რომელსაც ყველა კლასის წარმომადგენლის გაცურება შე-
ეძლო.“
მას შემდეგ, რაც 1709 წელს ნიკოლას როიმ ის დაახასიათა,
როგორც „სასიამოვნო მანერების მქონე, დამყოლი ბუნების ადა-
მიანი და მშვენიერი მოსაუბრე“, შექსპირზე ასეთი წარმოდგენა
დამკვიდრდა. ეს კი რომანტიკოსებისთვის, რომლებსაც სჯერო-
დათ, რომ შექსპირს მაკბეტის საშინელებები და ლირის უბედუ-
რებები უნდა გაეზიარებინა, მოულოდნელი იყო. შეიძლება, ის
მართლაც ეჭვიანი ოტელო, ან მშფოთვარე ფოლსტაფი ყოფილი-
ყო, ოღონდ, მხოლოდ იმ წუთებში, როდესაც მათ სახეებს ქმნიდა.
სოფოკლე, ყველაზე უიმედო ბერძნული ტრაგედიების ავტორი,
ცნობილი იყო, როგორც ბედნიერი დრამატურგი. მწერლები, მით
უმეტეს, თუ ხალხის გარემოცვაში უწევთ ყოფნა, შეიძლება, სრუ-
ლებით არ გაგონებდნენ თავიანთი ნაწარმოებების გმირებს –
შექსპირი კი სულ ხალხის გარემოცვაში ცხოვრობდა. მისი ეპოქა
არ იყო პირადი ცხოვრების ეპოქა.
ჯონ ობრის ინფორმაციითაც, შექსპირი სასიამოვნო მოსაუბ-
რე, მეგობრული და მხიარული ადამიანი ყოფილა. ექსცენტრულ
პიროვნებად მას არავინ არ ახასიათებს, რაც ნიშნავს, რომ თავი-
სი თანამედროვებისგან განსაკუთრებით არ გამოირჩეოდა. შექ-
სპირმა ადვილად და ძალდაუტანებლად შეაღწია მათი ინტერესე-
ბის და საქმიანობის სფეროში. არაჩვეულებრივი კაცების ან ქა-
ლების „ჩვეულებრიობის“ გამჟღავნებას ამ ბოლო დროის ბიოგ-
რაფიული ნაშრომების ავტორები ძალიან გაურბიან. არადა, კა-
ცობრიობის წარმომადგენლები დიდად არ განსხვავდებიან ერ-
თმანეთისგან, თუ არა ინდივიდუალური ქცევით ან შრომებით.
შექსპირი ამ ჭეშმარიტების განსახიერებაა. ამიტომაც, არაფრით
გამოირჩეოდა თავისი თანამედროვეებისგან.
საინტერესოა, რას აკეთებდა, როცა მარტო რჩებოდა ხოლმე?

89
შესანიშნავ ადამიანებს ყოველთვის რაღაც შინაგანი ძალა ამოძ-
რავებთ. შექსპირი ძალიან მიზანდასახული და ენერგიული კაცი
იყო. მაგრამ ძნელია, შთაგონების გარეშე ოცდათექვსმეტი პიესა
დაწერო ოცდახუთ წელზე ნაკლებ დროში. ის ამბიციური კაციც
გახლდათ. მზად იყო, თავისზე განათლებულ თანამედროვეებს
შესჯიბრებოდა, დაწყებული მარლოთი და ჩეპმენით და დამთავ-
რებული გრინითა და ლილით. ელისაბედის ეპოქაში წარმატე-
ბისთვის რომ მიგეღწია, ძალიან სწრაფი, მიზანდასახული და ჯი-
უტი უნდა ყოფილიყავი. შექსპირმა თავის ფასი იცოდა. ერთ-ერთ
სონეტს ლეიტმოტივად მიჰყვება რწმენა, რომ მას მომავალი თა-
ობები წაიკითხავენ. ძნელი დასაჯერებელია, შინაგანი ბრძოლა
არ ჰქონოდა საკუთარ თავთან. მართლაც, იმ კაცის პიესები, რო-
მელმაც ცოლი და შვილები დატოვა, სავსეა ფიქრით დანაკარგზე,
გადასახლებაზე და ორად გახლეჩილ ცხოვრებაზე. სონეტებში
იგრძნობა მელანქოლია და, შეიძლება ითქვას, ხანდახან ზიზღიც
კი საკუთარი თავის მიმართ.
ამავე დროს, ის საოცრად პრაქტიკული პიროვნება გახლდათ.
სხვაგვარად ვერც შეძლებდა ეწერა, პიესის დადგმაში მიხმარე-
ბოდა რეჟისორს და ეთამაშა ისე, რომ განურჩევლად ყველას
მოსწონებოდა. საყოველთაოდ აღიარებული მოსაზრებაა – თუ
ერთ რომელიმე დარგში გენიოსი ხარ, სხვა სფეროშიც არანაკ-
ლებ ნიჭიერებას ავლენ. ტერნერი შეუცდომელი ბიზნესმენი იყო,
თომას მორი - ცნობილი იურისტი, ჩოსერი - შესანიშნავი დიპლო-
მატი. შექსპირმა ფულის მოხვეჭის საქმეში დიდი ნიჭი გამოავლი-
ნა. თანასოფლელები მევახშის სახელით იცნობდნენ. შიმშილო-
ბის დროს ხორბლით და ალაოთი ვაჭრობდა. მისი ანდერძი სა-
ოცრად პრაგმატული და ყოველგვარ სენტიმენტალობას მოკლე-
ბული დოკუმენტია. ცხოვრების ბოლოს შექსპირი ძალიან მდი-
დარი კაცი იყო.

90
თავი 24
ბედის თამაშში ჩემს როლს შევასრულებ

შექსპირი ლონდონში პირველად რომ ჩავიდა, მაშინ იქ უამ-


რავი სასტუმრო იყო, მაგრამ, სავარაუდოდ, ბინად ნაცნობთან
გაჩერდა, ვისთანაც ალბათ წინასწარ იყო შეთანხმებული. შეიძ-
ლება, ქუინებმა ან სადლერსენმა წერილი გაატანეს თავიანთ მე-
გობართან, ან ახლობელთან. იქნებ, სულაც თავის მეგობარ რი-
ჩარდ ფილდთან ცხოვრობდა, მაგრამ ფილდი ჯერ კიდევ შეგირ-
დი იყო და არა მგონია, საშუალება ჰქონოდა, საცხოვრებელი შე-
ეთავაზებინა მისთვის.
შექსპირის ერთ-ერთი პირველი ბიოგრაფის განცხადებით, ის
თეატრში ძალიან დაბალ თანამდებობაზე მოეწყო. ეს კი სხვადას-
ხვაგვარად იქნა გაგებული, თითქოს შექსპირი სუფლიორიც იყო,
ხელის ბიჭიც, მსახურიც და სხვა ავტორების პიესებსაც ასწორებ-
და. შექსპირის დის, ჯოან შექსპირის პირდაპირი მემკვიდრის
თქმით, თეატრში მოხვედრას ის ერთ შემთხვევას უნდა უმადლო-
დეს, როდესაც ვიღაც ჯენტლმენს ცხენი ჩამოართვა შესასვლელ-
თან. ეს ამბავი იმდენად კარგად ჟღერს, რომ სიმართლეს არ შე-
იძლება ჰგავდეს. მაგრამ მეთვრამეტე საუკუნეში ამავე ისტორი-
ას ხორცი შეასხა სემუელ ჯონსონმა. მანაც იგივე გაიმეორა, თით-
ქოს შექსპირი პურის ფულს იმით შოულობდა, რომ თეატრის
მფარველებს ცხენებს ჩამოართმევდა ხოლმე. შექსპირის 1765
წელს გამოქვეყნებულ პიესებში გვხვდება ცნობა იმის შესახებ,
რომ თეატრის მფარველები სპექტაკლზე ცხენზე ამხედრებული
მოდიოდნენ. ლონდონის ორ უძველეს თეატრში, „თეატრში“ და
„ქერთენში“ ცხენით ყველაზე მოსახერხებელი იყო მისვლა. ყვე-
ლაზე რეალური დამამტკიცებელი საბუთი ამ ფაქტის შესაძლო
ჭეშმარიტებისა კი ის არის, რომ შექსპირმა განსაცვიფრებლად

91
ბევრი იცის ცხენებზე, არჩევს ნეოპოლიტანურ ჯიშს ესპანურის-
გან, მისთვის საჯინიბოს სლენგიც კი ნაცნობია, თუმცა, სხვა მიზე-
ზიც ჰქონდა, ცხენოსნობით დაინტერესებულიყო, ვინაიდან ცხენი
განუყოფელი ნაწილი იყო ჯენტლმენის ცხოვრებისა, განსაკუთ-
რებით კი, დიდებულების ცხოვრებისა.
სემუელ ჯონსონის ავტორიტეტი არ აღმოჩნდა საკმარისი,
რომ სხვა კომენტატორების მოსაზრებები გაეფანტა. შექსპირის
მკვლევრისა და გამომცემლის, ედმონდ მელოუნის მტკიცებით,
ტრადიციულად, თეატრში ადამიანს ჯერ ან ხელის ბიჭად აიყვან-
დნენ სამუშაოდ, ან სუფლიორადო. მაგრამ არაფერი გვაძლევს
საბაბს, ვიფიქროთ, რომ სუფლიორმა ან მეჯინიბემ ასეთ მაღალ
პროფესიონალურ დონეს მიაღწია. საღი აზრი გვკარნახობს, რომ
ის თავიდანვე მსახიობად დაიქირავეს.
მაშინ მსახიობებს სერიოზულად და განსაკუთრებულად ამზა-
დებდნენ. მათ უნდა სცოდნოდათ სცენაზე თავის დაჭერა, ფარი-
კაობა, ცეკვა და კარგი მახსოვრობაც უნდა ჰქონოდათ. ორი კან-
დიდატი არსებობს, ვისაც შეიძლებოდა, პატივი რგებოდა, პირ-
ველს დაექირავებინა შექსპირი. ესენი იყვნენ „დედოფლის მსა-
ხურები“ და „ლორდ სთრეინჯის მსახურები.“ შექსპირის რამდე-
ნიმე ადრეული პიესა „ლორდ სთრეინჯის მსახურების“ კუთვნი-
ლება იყო და, აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ
ის დროებით მათთან მუშაობდა.
ლორდი სთრეინჯი – ფერნანდო სტენლი, მოგვიანებით დერ-
ბის მეხუთე გრაფი, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი
ადამიანი იყო ინგლისის დიდგვაროვანთა შორის. ლორდ სთრე-
ინჯს თავისი სასახლე ჰქონდა, ჰყავდა თავისი ამალა და, რა თქმა
უნდა, თავისი მსახიობები. ცნობილია, რომ ლორდი სთრეინჯი
ჩესტერის მისტერიების ციკლის უკანასკნელ ჩვენებას დაეწრო.
ამ რელიგიური პიესების დადგმა ოფიციალურად იყო აკრძალუ-
ლი, ვინაიდან ძველი რელიგიის რიტუალებთან აახლოებდნენ.
92
აქედან შეიძლება, ის დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ლორდი
სთრეინჯი ძველი რწმენის მიმდევარი ყოფილა და მისთვის თეატ-
რი უფრო მეტი იყო, ვიდრე აკრობატიკა. შექსპირზე სულ რაღაც
ხუთი წლით უფროსმა ლორდმა სთრეინჯმა სწავლულობით და
არტისტიზმით თავიდანვე გაითქვა სახელი. ედმუნდ სპენსერის
ერთ პოემაში, რომელშიც შექსპირიც არის ნახსენები, პოეტი მის
გულუხვობაზე და თანდაყოლილ ღირსებებზე წერს. ასე რომ, თუ
შექსპირი „ლორდ სთრეინჯის მსახურების“ დასში მოღვაწეობდა,
მისი შესანიშნავი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ.
ლორდი სთრეინჯი ასევე ასოცირდებოდა მეცნიერებისა და
არისტოკრატების ჯგუფთან, რომელთაც იცნობდნენ, როგორც
„ღამის სკოლის“ წევრებს. „ღამის სკოლის“ წევრებილონდონში
დარემ-ჰაუსში, სერ უოლტერ რეილის რეზიდენციაში იკრიბე-
ბოდნენ. ლორდ სთრეინჯის და თავად უოლტერ რეილის გარდა,
ჯგუფში შედიოდნენ – ნორთუმბერლენდის გრაფი, ჯორჯ ჩეპმენი,
ჯორჯ პილი, თომას ჰერიოტი, ჯონ დი და, შეიძლება, ქრისტოფერ
მარლოც. ეზოთერიკული ჯგუფი მსჯელობდა სკეპტიკოსთა ფი-
ლოსოფიაზე, მათემატიკაზე, ქიმიაზე და ნავიგაციაზე. მათ ათეიზ-
მში და მკრეხელობაში სდებდნენ ბრალს, მაგრამ, შესაძლოა,
ისინი მხოლოდ იმდროინდელი ავანტურისტული და გაბედული
განწყობის გავლენას განიცდიდნენ, როცა მათემატიკა და ოკულ-
ტიზმი ერთი და იმავე, დიდი ჩანაფიქრის ასპექტებად მოიაზრე-
ბოდა. შექსპირი „ღამის სკოლის“ წევრი არ ყოფილა, მაგრამ მა-
თი მიზნების შესახებ იცოდა.
ფიქრობენ, რომ სთრეინჯი კათოლიკე, ან, ყოველ შემთხვევა-
ში, ფარული კათოლიკე იყო და ნელ-ნელა ეჭვების, ჯაშუშობისა
და ინტრიგის ქსელში ეხვეოდა. 1593 წელს მას რიჩარდ ჰესკეტმა
წერილი გადასცა. სთრეინჯს სთხოვდნენ, დედოფლის წინააღ-
მდეგ შეთქმულებისთვის ეხელმძღვანელა. მან რიჩარდ ჰესკეტი
ხელისუფლებას გადასცა, მაგრამ თვითონაც მოულოდნელად
93
გარდაიცვალა მომდევნო წელს. მოულოდნელი სიკვდილის მი-
ზეზად შელოცვას ან მოწამვლას ასახელებდნენ. გასაკვირი არ
არის, რომ შექსპირისთანა ადამიანი ინტრიგებში და დაპირისპი-
რებებში არ მონაწილეობდა.

94
თავი 25
როგორც თეატრში, სადაც უყურებენ და უთითებენ

1572 წელს ორმა საპარლამენტო აქტმა მსახიობების სტატუს-


ზე საგრძნობლად იმოქმედა. პირველი, რომელიც საჯაროდ იან-
ვარში გამოცხადდა, დიდგვაროვანთა მსახურების რაოდენობას
ზღუდავდა. ელისაბედი და მისი მრჩევლები იმედოვნებდნენ,
რომ ამ გზით ყოვლისშემძლე ლორდების ძალაუფლებას შეასუს-
ტებდნენ. მაგრამ საბოლოოდ ყველაზე მეტად მსახიობები დაზა-
რალდნენ. უმეტესობა, მფარველობას მოკლებული, საერთოდ
ბედის ანაბარა დარჩა. ცნობილია, რომ ჯეიმს ბერბიჯმა ლესტე-
რის გრაფს სთხოვა, დაედასტურებინა, რომ მისი მსახიობების
მფარველი იქნებოდა. ეს დაჟინებული თხოვნა 1572 წლის მეორე
საპარლამენტო აქტით თუ აიხსნება, რომელშიც „უსახლკაროთა
დასჯის“ პირობები იყო წარმოდგენილი. „უსახლკაროებში“ იგუ-
ლისხმებოდა „ყველა მოფარიკავე, კომიკოსი, მენესტრელი, ვი-
საც რომელიმე ლორდი არ მფარველობდა.“ მსახიობებს, რომ-
ლებიც ამა თუ იმ დიდგვაროვნის მსახურები არ იყვნენ, როზგავ-
დნენ და ყურს უშანთავდნენ. ამ ვითარებამ მათთვის სრულიად
ახალი სამყარო შექმნა და აუცილებლობის გათვალისწინებით,
უბიძგა, სხვადასხვა დიდგვაროვნების მფარველობის ქვეშ გაერ-
თიანებულიყვნენ. ამას გარდა, მსახიობები, წარმოდგენების გა-
სამართად, ლონდონში შენობებს ეძებდნენ, რათა სასჯელი თავი-
დან აეცილებინათ. სამწუხაროდ, ეს ხერხი ყოველთვის არ ჭრიდა
და დრამატურგებიცა და მსახიობებიც ხშირად ციხეშიც ხვდებოდ-
ნენ. ჩვენი გადასახედიდან, ეს ლონდონის თეატრალური სამყა-
როს, საბოლოოდ კი „ვესტ-ენდის“ შექმნის პირველი ნაბიჯები
იყო.
შექსპირი ლონდონში პირველად რომ ჩავიდა, თეატრალური

95
წარმოდგენის გასამართად რამდენიმე ადგილი არსებობდა. უფ-
რო ხშირად, სასტუმროების ეზოებს იყენებდნენ, ან კიდევ დიდ
დარბაზებს. არსებობს მოსაზრება, რომ პირველი საზოგადოებ-
რივი თეატრები სწორედ ქანდარებით გარშემორტყმული სას-
ტუმროს ეზოები გახდა. მაგრამ, ვინაიდან სასტუმროებში მგზავ-
რები მიდი-მოდიოდნენ, ეზოში ცხენები ებათ და იქვე აჭმევდნენ,
წარმოდგენისთვის იდეალური ადგილი არ უნდა ყოფილიყო. გა-
მონაკლისად შეიძლება „შავი ხარის“ ტიპის სასტუმროები მიგ-
ვეჩნია. ასეთ სასტუმროებს კიდევ დამატებითი ეზო ჰქონდათ,
რომელიც გადახურული, ვიწრო გასასვლელით უკანა ეზოს უკავ-
შირდებოდა.
იმ დროისთვის, როცა შექსპირი ლონდონში ჩავიდა, უკვე ოთ-
ხი დიდი შენობა არსებობდა სხვადასხვა გასართობებისთვის –
თეატრალური წარმოდგენების გარდა, ეწყობოდა შეჯიბრი ჭი-
დაობაში და იმართებოდა გასართობი სანახაობა, რომლის დრო-
საც დაბმულ დათვს ძაღლები გლეჯდნენ. „წითელი ლომი“ მაილ-
ენდში 1567 წელს ააშენა ჯონ ბრაინმა, ლონდონელმა საბაყლო
საქონლით მოვაჭრემ. ვინაიდან ის ჯეიმს ბერბიჯის სიძე იყო, შე-
იძლება, მათ საერთო ოჯახური ინტერესი ჰქონდათ, გართობი-
დან მოგება მიეღოთ. ჯეიმს ბერბიჯმა მსახიობობით დაიწყო, მაგ-
რამ მას შემდეგ, რაც ქალაქში ვითარება შეიცვალა, ანტრეპრე-
ნერი გახდა. მისი ვაჟი კი, გამოჩენილი მსახიობი, შექსპირის ყვე-
ლაზე მნიშვნელოვან როლებს ასრულებდა. ჯეიმს ბერბიჯი ნიჭიე-
რი ბიზნესმენი იყო, ჩანს, დროს კარგად უწყობდა ფეხს.
ქალაქის ზრდამ ურბანული გართობების მადა გააღვიძა. „წი-
თელი ლომი“ უფრო სასტუმროს სახელს გაგონებს, მაგრამ ეს
ძველ ფერმაზე მიშენებული, მუდმივი თეატრი იყო. 40 ფუტი სი-
განისა და 30 ფუტი სიღრმის სცენას სპეციალური ეფექტებისათ-
ვის სოროც ჰქონდა და დეკორაციების ასაწევ-დასაწევად პატარა

96
კოშკიც. რატომღაც მიიჩნევენ, რომ შექსპირამდე თეატრი საკმა-
ოდ უხეში და პრიმიტიული იყო. ჩემი აზრით, აუცილებელი სულაც
არ არის, მართლა ასე ყოფილიყო. უვარგისი ბევრი იქნებოდა,
მაგრამ ყველა ეპოქაში ასე არ არის? არ იქნება გონივრული, არ
დავაფასოთ ძველი დრამატურგები და მსახიობები. საერთოდ,
თეატრში პროგრესი, ჩვეულებრივი გაგებით, არ არსებობს – მა-
გალითად, მეცხრამეტე საუკუნის თეატრი უარესია, ვიდრე მეთექ-
ვსმეტე საუკუნისა – და იმდროინდელი, დაკარგული პიესები თა-
ვისებურად უდავოდ შესანიშნავი იქნებოდა.
„წითელი ლომს“ ჯონ ბრაინისა და ჯეიმს ბერბიჯის ერთობლი-
ვი რისკიანი წამოწყება მოჰყვა. მათ შეარჩიეს ადგილი შორდიჩ-
ში, ქალაქის გალავანს მიღმა, და იქ, 1567 წელს, ააგეს შენობა
სახელწოდებით „თეატრი.“ სახელი განგებ შეურჩიეს ლათინური
„ტჰეატრუმ”-ის მიხედვით - იმედი ჰქონდათ, რომ კლასიკური
ქვეტექსტი მათ წამოწყებას პრესტიჟს აუმაღლებდა და ალბათ,
წინასწარ ვერაფრით გათვლიდნენ, რომ ეს სიტყვა გენეტიკურ
სტატუსს შეიძენდა. „თეატრი“ ჰოლიუელის ძველ მიწაზე აშენდა.
ჰოლიუელი იქაურობას წმინდა ჭის გამო დაერქვა, რომელიც
წმინდა ბენედიქტის დედათა მონასტრის ეზოში მდებარეობდა.
ჰოლიუელის ქუჩა დღემდე არსებობს. საინტერესოა, რომ სხვა
თეატრალური მოედნებისთვისაც ადგილები წმინდა ჭების გვერ-
დით ირჩეოდა. მაგალითად, ლონდონში პირველი მირაკლები
კლერკენუელში იმართებოდა, კლერკის ჭის გვერდით, ხოლო
სადლერს უელის თეატრი ამავე სახელწოდების სამკურნალო ჭის
ახლოს აშენდა. ეს კავშირები წესიერად არასოდეს გამოუკვლე-
ვიათ, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ თეატრი ქვეცნობიერად ჯერ
კიდევ წმინდა და სარიტუალო ადგილად აღიქმებოდა.
ბერბიჯისა და ბრაინის წამოწყება იმდენად წარმატებული აღ-
მოჩნდა, რომ არ გასულა წელიწადი და, ახლა სხვა ლონდონელ-

97
მა, ჰენრი ლაინჰემმა, შორიახლოს ახალი შენობა ააშენა თეატ-
რისთვის და მას „ქერთენი“ უწოდა. ოღონდ, „ქერთენი“ ფარდის
მნიშვნელობით არა, რადგან მაშინ თეატრში ფარდები არ არსე-
ბობდა, არამედ მოედანზე მდგარი კედლის გამო, რომელიც წვი-
მისგან და უამინდობისგან იცავდა. ის იმავე გეგმით იყო აშენებუ-
ლი, როგორც „თეატრი“ – ღია ეზოში იარუსების სამი რიგითა და
ამაღლებული ადგილით სცენისთვის. იარუსზე დასაჯდომად ერთ
პენის იხდიდნენ. ყველაზე კომფორტული ადგილები, სადაც ბა-
ლიშები ეწყო, სამი პენი ღირდა. „თეატრმა“ და „ქერთენმა“ მალე
შეწყვიტეს პაექრობა და ორივესთვის სასარგებლო, მომგებიანი
გადაწყვეტილება მიიღეს. „ქერთენი“ მეორე სახლი, ანუ „დამხმა-
რე“ სახლი გახდებოდა თეატრალური კომპანიებისთვის. შორ-
დიჩმა კი, მას შემდეგ, რაც იქ ორი თეატრი დაარსდა, გასართობი
ადგილის რეპუტაცია მოიპოვა.
თეატრის შენობები ლამაზად მორთული და მოოქრული იყო;
სცენის სვეტებს ისე ღებავდნენ, მარმარილოსი გეგონებოდათ.
დეტალები თვალში საცემად მდიდრული უნდა ყოფილიყო. რახან
თეატრს ანტიკური სახელი შეურჩიეს, სიძველის მომაჯადოებელი
შეგრძნებაც ხომ უნდა გაეჩინა.
იმავე წლებში კიდევ ერთი თეატრი აშენდა, ამჯერად, თემზის
სამხრეთ სანაპიროზე, სახელად „როუზი.“ ადრინდელ თეატრებ-
თან შედარებით უფრო პატარა ალბათ მიწის გადასახადის სიძვი-
რის გამო იყო. შენობაში კედლები მობათქაშებული იყო, იარუსე-
ბი - ჩალით გადახურული. უკანასკნელი არქეოლოგიური გათ-
ხრების დროს აღმოჩენილი დათვის თავის ქალები და ძვლები
გვაფიქრებინებს, რომ დათვების ხოცვის სანახაობები ამ თეატ-
რშიც ეწყობოდა. ის ძველი ბორდელის ადგილზეა აშენებული.
ძველ სლენგზე ვარდი მეძავს ნიშნავს. არქეოლოგიური აღმოჩე-
ნები იმასაც ცხადყოფს, რომ თეატრს წრესთან მიახლოებული
მრავალკუთხედის ფორმა ჰქონდა და აქედან, ნათელი გახდა, რა
98
იგულისხმებოდა, როდესაც „ხის ო-ს“ წარმატებებზე წერდნენ.
არქეოლოგების დასკვნით, თეატრი თავიდან სცენის გარეშე
აშენდა. როგორც ჩანს, მის მეპატრონეს, ფილიპ ჰენსლოუს, სურ-
და, სივრცე სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოეყენებინა, სცე-
ნა კი მოგვიანებით დაემატა. ის ეზოზე გადიოდა და დღის შუქით
ნათდებოდა. 1989 წლის არქეოლოგიური გათხრების დროს ნა-
პოვნი საგნების საშუალებით („ფორთოხლის კურკები, ტიუდო-
რების ფეხსაცმელები, ადამიანის თავის ქალა, დათვის თავის ქა-
ლა, კუს მკერდის ძვალი, მეთექვსმეტე საუკუნის სასტუმროს ჟე-
ტონები, თიხის მილაკები, ხმლის ტარი და ქარქაში, კოლოფები
მონეტებისთვის, უამრავი ცხოველის ძვალი, ქინძისთავები, ფეხ-
საცმელები და ძველი ტანსაცმელი“), იმ პერიოდის ცხოვრების
სურათის აღდგენა ხდება შესაძლებელი. თეატრის დიამეტრი
სულ რაღაც 72 ფუტი იყო და, შესაბამისად, „როუზი“ ლონდონის
თანამედროვე, ყველაზე პატარა თეატრისხელა თუ იქნებოდა.
მაგრამ, რამდენადაც ცნობილია, ის ძალიან ბევრ ხალხს იტევდა.
მდინარის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ქალაქის კედლების
აღმოსავლეთით და დასავლეთით განლაგებული თეატრები ზო-
მით და კონსტრუქციით ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ. კა-
მათი იმის შესახებ, თეატრებს კლასიკური პრინციპით აგებდნენ
თუ იმპროვიზებულ, ქუჩის თეატრის სტილში, დღემდე გრძელდე-
ბა.

99
თავი 26
ეს ჩვენი გონებამახვილობის შეჯიბრი

ლონდონში ჩასული შექსპირი უკეთეს ვითარებას ვერც ინატ-


რებდა - პილისა და ლილის დრამები დიდი პოპულარობით სარ-
გებლობდნენ, ქიდი და მარლო კი სულ ახალი გამოჩენილი იყ-
ვნენ თეატრალურ სამყაროში. გვიან 1580-იან წლებში და 90-ია-
ნების დასაწყისში, თეატრალური კომპანიები კვირაში ექვს დღეს
წარმოდგენებს მართავდნენ და ყოველდღე ახალ სპექტაკლს აჩ-
ვენებდნენ. ადმირალის კომპანიამ ერთ სეზონზე ოცდაერთი
სპექტაკლი დადგა, „დედოფლის მსახურები“ სხვადასხვა შემ-
თხვევებისთვის და სხვადასხვა თეატრებში გამოდიოდნენ, ისევე,
როგორც „ლორდ სთრეინჯის მსახურები.“ 1588 წელს „დედოფ-
ლის მსახურები“ უპირატესობით აღარ სარგებლობდნენ, დასის
წევრებიდან ზოგი „ადმირალის მსახურებს“ შეუერთდა, ზოგიც -
„ლორდ სთრეინჯის მსახურებს“. შეიძლება, შექსპირიც სწორედ
ამ დროს შევიდა სთრეინჯის კომპანიაში. ძირითადი თეატრალუ-
რი კომპანიები რიცხობრივად უფრო დიდი იყო, ვიდრე შემდგომ
პერიოდში, მაგრამ ალბათ ამ გაერთიანებებისა და გადაადგილე-
ბების გამო. თუ ადრე თითოეულ კომპანიაში, საშუალოდ, შვიდი,
ან რვა კაცი და ბიჭი ჰყავდათ, ახლა უკვე ოც მსახიობზე მეტს ით-
ვლიდნენ. მაგალითად, პილის „ალკაზარის ბრძოლაში“ ოცდაექ-
ვსი მსახიობი მონაწილეობდა. კომპანიების ზრდასთან ერთად,
მათი სასცენო ოსტატობაც იზრდებოდა. სცენის დეკორაციას ხში-
რად და სწრაფად ცვლიდნენ, უკვე მეტ სპეციალურ ეფექტებს იყე-
ნებდნენ. ამ ყველაფერმა თავად დრამატურგებსაც ამბიცია გაუღ-
ვიძა და უფრო ფართო მასშტაბით დაიწყეს მუშაობა. ნელ-ნელა
ჭეშმარიტად ხალხური თეატრი ყალიბდებოდა. ეს პატარა სამყა-
რო, რომელიც ორას თუ სამას ადამიანს აერთიანებდა, ლონდო-
ნელებზე ძალიან ზემოქმედებდა და ურბანული ცხოვრების ახალ
100
ატმოსფეროს უქმნიდა მათ.
უკვე აღვნიშნეთ, როდესაც შექსპირი ლონდონში ჩავიდა, ლი-
ლი წარმატების მწვერვალზე იყო. 1588 წელს დაიდგა მისი ყვე-
ლაზე გახმაურებული პიესა „ენდიმიონი“. ის წერდა სიყვარულის
სასწაულებზე და ძალაზე, არც ირონია აკლდა და არც სენტიმენ-
ტალობა, იყენებდა პასტორალურ სცენებს; ფარსსა და უხამსობას
რომანტიკას და მითოლოგიას უთავსებდა; ლამაზი სიტყვით ატ-
ყვევებდა მსმენელს. ადვილი მისახვედრია, რა დიდ შთაბეჭდი-
ლებას მოახდენდა ის შექსპირზე, რომელსაც მანამდე ასეთი
სპექტაკლები არასოდეს ენახა. ეს იყო ახალი თეატრი, ლირიკუ-
ლი განცხადებებითა და რომანტიკული ინტრიგებით. როგორ შე-
იქმნებოდა „ზაფხულის ღამის სიზმარი“ და „ამაო გარჯა სიყვარუ-
ლისა“, რომ არა ლილის გავლენა? ზოგიერთი ნაწყვეტი შექსპი-
რის პიესებში შემაშფოთებლად ჰგავს ლილის ნაწერს. ლილი
შექსპირზე სულ რაღაც ათი წლით იყო უფროსი. ის პოპულარუ-
ლიც გახლდათ, ძალიან მდიდარიც და მალე პარლამენტის წევ-
რიც გახდებოდა. ამაზე მეტი რა უნდა მიეცა თეატრს? ლილი შექ-
სპირის ამბიციას აღვიძებდა და წერის სტიმულს აძლევდა.
პროფესიონალური კომპანიების ზრდამ, რომლებიც უკვე
ახალგაზრდა დრამატურგებს ქირაობდნენ, მაინც მალე დაჩრდი-
ლა ლილის რეპუტაცია. მას შემდეგ, რაც ლიტერატურული გე-
მოვნება შეიცვალა და მოდის ბორბალი დატრიალდა, ლილის
აღარაფერი დაუწერია. ბოლო თორმეტი წელი, შეიძლება ასე და-
ვარქვათ, დარბაისლურ სიღარიბეში გაატარა და უიმედოდ ცდი-
ლობდა, სასახლის კარზე დაეწინაურებინათ.
არჩევანის ფუფუნება არც მის თანამედროვე დრამატურგს,
ჯორჯ პილს ერგო. მის დაუვიწყარ სახეს ვხვდებით პატარა წიგ-
ნში, სახელწოდებით „პატივმოყვარე ჯორჯ პილის მხიარული
ხუმრობები.“ ამ იაფფასიან პამფლეტში პილი ცოლთან და ოჯახ-

101
თან ერთად საუთუორკში, თეატრის გვერდით ცხოვრობს. საბან-
ში გახვეული პილი გამალებით რაღაცას წერს, მისი ცოლი და ქა-
ლიშვილი კი ვახშმად ტოროლებს წვავენ. პილს ასე ახასიათებენ:
„მისი პოეტური ბუნება მიდრეკილი იყო, სანამ ფული არ გაუთავ-
დებოდა, არაფერი დაეწერა.“ ნამდვილი პილი შექსპირმა ჩას-
ვლისთანავე გაიცნო. მან დამსახურებული წარმატება მოიპოვა
დრამატურგიაში, მაგრამ ასევე განთქმული იყო, როგორც სამას-
კარადო და სხვადასხვა საჯარო შოუების დამდგმელი. ამიტომ გა-
მოირჩეოდა მისი პიესები პომპეზურობით. უდავოდ, მკვლელო-
ბების, სისხლისა და გაფრენის მოყვარული პუბლიკის გემოვნე-
ბასაც ითვალისწინებდა. ერთ-ერთ პიესაში სცენისთვის მითითე-
ბა აქვს მიწერილი – „შემოდის სიკვდილი და სამი ფურია, ერთს
ხელში სისხლით სავსე თასი უჭირავს, მეორეს - ადამიანის თავის
ქალები, მესამეს - ადამიანის ძვლები.“ შექსპირი „ტიტუს ანდრო-
ნიკუსის“ პირველი თავით დიდად არის დავალებული პილისგან.
დიახ, ასეთი თეატრალური სამყარო ერგო შექსპირს მემკვიდრე-
ობით.
მოგვიანებით შექსპირი პილის პომპეზურობას აქილიკებდა
თავის ისტორიულ პიესებში. არ არის გამორიცხული, რაიმე
უთანხმოება მოსვლოდათ. პილი, ლონდონის ღარიბ ბავშვთა
სკოლის კლერკის ვაჟი, ოქსფორდში მიღებული განათლებით და
ხელოვნების მაგისტრის სტატუსით ამაყობდა. მაგრამ დედაქა-
ლაქში გზის გაკაფვა უნივერსიტეტდამთავრებული დრამატურ-
გისთვისაც ძნელი იყო. ლონდონში თეატრების მომრავლებამ
ბევრი ახალგაზრდა მწერალი მოიზიდა, მართალია, ყველას რო-
დი გაუმართლდა მოლოდინი. პილი დრამას არ სჯერდებოდა. მან
კალამი სხვადასხვა ჟანრში მოსინჯა – თარგმანში, საუნივერსი-
ტეტო პიესებში, პასტორალებში, პატრიოტულ შოუებში, ბიბლი-
ურ პიესებში და კომედიებში. როგორც ყველა დროის ახალგაზ-

102
რდა ლიტერატორი, ყველანაირი საშუალებით ესწრაფვოდა ფუ-
ლის შოვნას.
და როგორც ახალგაზრდა ლონდონელი ლიტერატორი, ისიც
ცდილობდა, თავისი თანამედროვეების გვერდით ყოფილიყო.
პილი მეგობრობდა ქრისტოფერ მარლოსთან, თომას ნეშთან,
რობერტ გრინთან და ყველანი ერთად „უნივერსიტეტის გონებას“
წარმოადგენდნენ – მგზნებარენი, თავქარიანები, მსმელები,
არაერთგვაროვნები, ველურები და, მარლოს შემთხვევაში, სახი-
ფათოებიც კი. ერთხელ ნეშმა ძველ მეგობრებზე თქვა: „ვმხიარუ-
ლობთ, როცა ყელზე ხმალს გვაბჯენენ; ტავერნებში ვლოთობთ,
ათასი სისულელის გამო უბედურებებში ვეხვევით.“ ისინი 1580-
ისა და 1590-იანი წლების დაუდგრომელი ბიჭები იყვნენ – განწი-
რულები, ლოთობით ან სიფილისით, ახალგაზრდები მომკვდა-
რიყვნენ. შეცდომა იქნება, ისინი რაიმე ერთ წრეში გაერთიანე-
ბულნი წარმოვიდგინოთ, მაგრამ ლიტერატურული (და სოცია-
ლური) ტენდენციის ნაწილი ნამდვილად იყვნენ. შექსპირი მათ
კარგად იცნობდა, მაგრამ არა გვაქვს დამამტკიცებელი საბუთი,
რომ ახლო ურთიერთობაც ჰქონოდა. ის საკუთარ გენიას დიდ პა-
ტივს სცემდა და მეტისმეტად ჯანსაღი გონების კაცი, თავს ასე ად-
ვილად არ დაიღუპავდა. არც ის ვიცით, რა რეაქცია მოჰყვა პილის
მხრიდან ლიტერატურულ სამყაროში ახალგაზრდა, გაუნათლე-
ბელი, პროვინციელი მსახიობის გამოჩენას. მაგრამ ვიცით, რომ
ერთ-ერთი მისი უნივერსიტეტელი კოლეგა გააცოფა.
შექსპირი ლონდონში იმ დროს ჩავიდა, როცა დრამატურგია
ხალხისთვის იგივე გამოცხადება იყო. თომას ქიდის „ესპანური
ტრაგედიის“ სენსაციას, ქრისტოფერ მარლოს „თემურლენგი“
მოჰყვა. „ესპანურმა ტრაგედიამ“ ლონდონის სცენაზე შურისძიე-
ბის ტრაგედიის მოდა დაამკვიდრა, რამაც შექსპირს „ჰამლეტის“
ადრეული ვერსია შთააგონა. „ესპანურ ტრაგედიაში“ არის აჩ-
რდილი; მკვლელობის ნაირსახეობები; სიგიჟის სცენები; დგამენ
103
პიესას პიესაში, რაც აღვიძებს შურისძიების გრძნობას; რაც მთა-
ვარია, ბევრი სისხლი იღვრება.
ქიდი ახალგაზრდა იყო, როცა ეს პიესა დაწერა. ის 1558 წელს
დაიბადა, შექსპირზე ექვსი წლით ადრე. ლონდონის ნოტარიუსის
ვაჟს, შექსპირისა არ იყოს, ზედაპირული განათლება ჰქონდა მი-
ღებული და მამის საქმის გაგრძელებას ფიქრობდა. ბევრი არა-
ფერია ცნობილი მის შესახებ. არც არაფრის ცოდნა იყო საჭირო
კაცზე, რომელიც ლონდონის ორ თეატრს უწერდა პიესებს. აღსა-
ნიშნავია, რომ დრამატურგია ახალგაზრდების საქმედ მიიჩნე-
ოდა, მარლოც და ქიდიც ოცდასამი-ოცდაოთხი წლისანი იყვნენ,
წერა რომ დაიწყეს. ქიდს და შექსპირს კიდევ ის აქვთ საერთო,
რომ არც ერთს უნივერსიტეტში არ უსწავლია და არასაკმარისი
ცოდნის გამო „უნივერსიტეტის გონებები“ მათ ჰკიცხავდნენ. ნე-
ში, გრინი და სხვა განათლებულები მათ ყოფილ სკოლის მასწავ-
ლებლებად და ყოფილ გადამწერად მოიხსენიებდნენ. ამ პატარა,
ფუსფუსა სამყაროში ახალგაზრდა დრამატურგები ერთმანეთს
გმირებსა და რეპლიკებს ჰპარავდნენ, ერთმანეთს აკრიტიკებ-
დნენ და ეჯიბრებოდნენ, როგორც ანტიკური ბერძენი ტრაგიკო-
სები.
ქრისტოფერ მარლომ, რომელმაც ინგლისურ თეატრში რევო-
ლუცია მოახდინა, თავისი თანატოლების მსგავსად, მალევე მო-
იპოვა ცუდი რეპუტაცია, როგორც ცხოვრების წესით, ასევე ნა-
წარმოებებით. მას ათეისტად, მკრეხელად და პედერასტად მიიჩ-
ნევდნენ. სცენაზე წარმატების მიღწევის შემდეგ, მარლო ცნობი-
ლი რენეგატი გახდა. კენტერბერელი მეწაღის ვაჟმა სტრეთფორ-
დისთანა სკოლაში მიიღო განათლება, მაგრამ შექსპირისგან
განსხვავებით, სწავლა უნივერსიტეტში განაგრძო. ვიდრე უნი-
ვერსიტეტს დაამთავრებდა და ხარისხს მიიღებდა, ხელისუფლე-
ბის საიდუმლო საქმიანობაში იყო გარეული. სალამანდრის არ
იყოს, ცეცხლში ცხოვრობდა და იზრდებოდა შემოქმედებითად.
104
მისი რეპლიკები, თუნდაც უკვე სხვისი პირით თქმული, ვნებებს
აღვივებდა. ფიქრობენ, მისგან მოდის გამოთქმა – „ყველა პრო-
ტესტანტი პედანტი ვირია,“ და ასევე - „ვისაც ბიჭები და თამბაქო
არ უყვარს, სულელია.“ მარლო ასოცირდება „ღამის სკოლას-
თან“, როგორც უკვე ერთხელ აღვნიშნეთ, და მას მიაკუთვნებენ
შემდეგ სიტყვებს: „მოსე მხოლოდ და მხოლოდ ფოკუსების ოსტა-
ტი იყო. სერ რეილის კაცს, ჰერიოტს, ბევრად მეტი შეუძლია.“ ჰე-
რიოტი და რეილი ეზოთერიკული საზოგადოების წევრები იყ-
ვნენ. მარლო სამეთვალყურეო საქმიანობაშიც იყო ჩართული,
განსაკუთრებით კათოლიკეების თვალთვალი ევალებოდა, მაგ-
რამ ბოლომდე ნათელი ვერ გახდა – სახელმწიფოს აგენტი იყო,
ორმაგი აგენტი, თუ ისიც იყო და ისიც. ყოველ შემთხვევაში, რო-
გორც ეტყობა, სანდო კაცი არ ყოფილა. 1589 წელს მარლოს და
კიდევ ერთ „უნივერსიტეტის გონებას,“ თომას უატსონს, სასტუმ-
როს მეპატრონის ვაჟთან ჩხუბი მოუვიდათ, უატსონმა ის სასიკ-
ვდილოდ დაჭრა, რის შედეგადაც ორივენი, მარლოც და უატსო-
ნიც, ციხეში აღმოჩნდნენ.
შეიძლება, მარლო, რაღაც გაგებით, ინგლისური თეატრის ჩი-
ნებული ბიჭი გახლდათ. ის შექსპირის თანატოლი იყო და დაახ-
ლოებით ერთ დროს ჩავიდნენ ლონდონში. რატომღაც, მიღებუ-
ლია, ვიფიქროთ, რომ შექსპირი თეატრში მარლოს „შემდეგ“ გა-
მოჩნდა, მაგრამ უფრო სწორი იქნება, რომ ისინი თანამედრო-
ვეებად დავინახოთ, როცა შექსპირი ნაკლები უპირატესობით
სარგებლობდა.
მარლოს „თემურლენგმა“ თავიდანვე დიდი წარმატება მო-
უტანა. პიესა ნამდვილად თეატრალური თავისუფლების აქტია,
როცა მარლო თავის წარმართ გმირს არანაირად არ უარყოფს.
ეს არის დრამა დაპყრობაზე და გამარჯვებაზე, მაგრამ მოქმედე-
ბის გამოსაცოცხლებლად ის არ იყენებს დაპირისპირებებს; და-

105
პირისპირება არსებობს მხოლოდ ავტორსა და მაყურებელს შო-
რის. შეიძლება, მარლო იყო პირველი ინგლისელი დრამატურგი,
რომელმაც პიროვნული დაღი დაასვა ნაწარმოებს. მანამდე თე-
ატრს ინდივიდუალობა აკლდა, მარლომ კი ყველაფერი შეცვა-
ლა. მან საკუთარი ხმა შემოიტანა დრამაში. თემურლენგის ხმაში
მარლოს აქცენტი იგრძნობა. მაყურებელს კი ეს აღელვებდა,
რადგან არ გამოჰპარვია, თუ როგორ იზრდებოდა გამოცოცხლე-
ბული ინდივიდუალიზმი. ეს ელისაბედის ეპოქის ხმა იყო და იმ-
დენად ახალი, რომ მეგობარი დრამატურგები შურით აავსო და
გაოგნებული დატოვა.
ეს ხმა ესმოდა შექსპირს და ითავისებდა კიდეც. ის ერთ-ერთი
იმ ხმათაგანი გახდა, რომელთა გამოხმობა შექსპირს შეეძლო,
როცა კი მოისურვებდა. „თემურლენგმა“ შექსპირის ისტორიული
პიესების ფორმაზე იმოქმედა, ხოლო შექსპირის ისტორიულმა
პიესებმა მარლოს „ედვარდ II“ შთააგონა. შესაძლებელია, ისიც
ვიფიქროთ, რომ ჰენრი IV-ის ტრილოგიაზე შექსპირი და მარლო
ერთად მუშაობდნენ. მარლომ შექსპირზე უდავოდ ძლიერი შთა-
ბეჭდილება მოახდინა და დიდი გავლენა იქონია; ისიც ხომ ცხა-
დია, რომ ადრეულ პიესებში შექსპირი ხშირად იპარავს, თუ გად-
მოაქვს მარლოს სიტყვები – ხან პაროდიას აკეთებს მის ტექსტზე,
ხან ეჯიბრება. თანამედროვე ავტორთაგან შექსპირმა ყველაზე
მეტი მარლოსგან ისწავლა. ის აჩრდილივით დაჰყვებოდა შექ-
სპირს, თითქოს გვერდიდან არ შორდებოდა. მაგრამ შექსპირის
მუზა მეტისმეტად შურიანი იყო, ის ნებისმიერ მეტოქეს გაანადგუ-
რებდა.
არც ის არის გამორიცხული, რომ შექსპირს მარლოსგან შორს
ეჭირა თავი. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, მარლოს გიჟად და
სახიფათო ადამიანად მიიჩნევდნენ. მაგრამ ამ ორ დრამატურგს
კიდევ რაღაც განასხვავებს. მარლო უნივერსიტეტში აღიზარდა,
ის თეატრში გარედან შევიდა, შექსპირი კი მწერლად თეატრის
106
კედლებიდან ამოიზარდა. ის თეატრის შიგნით ჩამოყალიბდა
სრულყოფილ თეატრალურ პროფესიონალად.

107
თავი 27
ჩემი მწვანე დღეები

სულ რამდენიმე წელიწადში „ლორდ სთრეინჯის მსახურებმა“


შესაშური რეპუტაცია მოიხვეჭეს. ეს იმითაც აიხსნება, რომ „ლეს-
ტერის მსახურები“, მას შემდეგ, რაც 1588 წელს ლესტერი გარ-
დაიცვალა, სთრეინჯს შეუერთდნენ. რეპერტუარში შექსპირის
ორი ადრეული პიესაც ჰქონდათ. შეგვიძლია, დასის გასტრო-
ლებს გავყვეთ: ქოვენთრი - 1584 წელი, ბევერლი - 1585 წელი,
ისევ ქოვენთრი - 1588 წელი. 1580 წელს, როცა შექსპირი უკვე
მათი წევრი იყო, „თეატრში“ და „ქერთენში“ გამოდიოდნენ. 1590
წლიდან „ლორდ სთრეინჯის მსახურები“ დროდადრო „ადმირა-
ლის მსახურებთან“ ერთად თამაშობდნენ, როგორც იმ პერიო-
დის ორი წამყვანი დასი. „ადმირალის მსახურებს“ ყველაზე დიდ
ტრაგიკოსად აღიარებული ედვარდ ალეინი ჰყავდათ. მას უნდა
უმადლოდეს მარლო თავისი პიესების წარმატებას, რადგან წამ-
ყვან როლებს „თემურლენგში“, „მალტელ ებრაელში“ და „დოქ-
ტორ ფაუსტუსში“ ედვარდ ალეინი ასრულებდა. და რადგანაც
შექსპირთან ერთად თამაშობდა და „ტიტუს ანდრონიკუსში“ მთა-
ვარი გმირი განასახიერა, მისი სტილი ერთობ საინტერესო იქნე-
ბოდა.
ედვარდ ალეინი ძალიან მაღალი კაცი იყო, თავზე დაჰყურებ-
და თანამედროვეებს, რომელთა საშუალო სიმაღლე მეოცე სა-
უკუნის თანამემამულეებთან შედარებით 6 დუიმით ნაკლები იყო.
ამის გამოც, ძალიან შთამბეჭდავი და გამორჩეული პიროვნება
გახლდათ. ბენ ჯონსონი თავის „აღმოჩენებში“ მოიხსენიებს
ალეინს, მის მედიდურ სიარულს და მგრგვინავ ხმას. განსაკუთ-
რებით აქებენ „თემურლენგში“ შესრულებული როლის გამო,
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ იმ დროს ედვარდ ალეინი
მხოლოდ ოცდაერთი წლის იყო. ნეშმა მასზე თქვა: „როსციუსი და
108
ეზოპე, ტრაგიკოსები, რომლებიც ქრისტეს შობამდე აღაფრთო-
ვანებდნენ ხალხს, ცნობილ ნედ ალეინზე უკეთ ვერ ითამაშებ-
დნენ.“ ის ტრადიციულად არაბუნებრივად თამაშობდა და მისი
სტილი ბევრად უკეთ მიესადაგებოდა ქიდისა და მარლოს პიე-
სებს, ვიდრე შექსპირისას. შექსპირი მეტი წარმატებით რიჩარდ
ბერბიჯთან მუშაობდა. ბერბიჯიც ტრაგიკოსი იყო, ოღონდ ისე არ
ემონებოდა თავის როლს, როგორც ალეინი. მაგრამ არაგონივ-
რული და ისტორიის თვალსაზრისით მცდარი იქნება, თუ ვიტ-
ყვით, რომ ისინი ძლიერ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.
ელისაბედის ეპოქის თეატრი არასოდეს და ვერასოდეს იქნებო-
და დღევანდელი გაგებით „ბუნებრივი,“ რადგან ეს სპექტაკლები,
ნაწილობრივ, რიტორიკული წარმოდგენა იყო. ბერბიჯისა და
ალეინის წარმატებები სხვა ვითარებითაც შეიძლება აიხსნას.
1570-დან 1580 წლამდე პერიოდი კომიკოსების ათწლეული იყო
– კემპისა და ტარტლონის, ხოლო 1590-დან 1600 წლის დასაწ-
ყისამდე, ტრაგიკოსები ამოტივტივნენ, როგორც სიმბოლო ელი-
საბედის დრამისა.
1590 წელს „ადმირალის მსახურები“ და „ლორდ სთრეინჯის
მსახურები“ შეთანხმდნენ – ადმირალის დასი „თეატრში“ გამო-
ვიდოდა, სთრეინჯისა კი „ქერთენში.“ აუცილებლობის შემთხვე-
ვაში, როდესაც სპექტაკლს ბევრი პერფორმერი სჭირდებოდა,
ხანდახან ეს ორი დასი ერთობლივადაც თამაშობდა ხოლმე. მო-
მავალ სეზონზე, 1591-92 წლებში, მიიღეს კიდეც ბრძანება, ერ-
თად წარმოედგინათ ექვსი სპექტაკლი სამეფო კარზე.
და აი, ვხედავთ სურათს, როგორ გამოდის შექსპირი დედოფ-
ლის წინაშე. დასში მონაწილეთა შორის იყვნენ ოგასტინ ფილიპ-
სი, უილ სლაი, თომას პოუპი, ჯორჯ ბრაიანი, რიჩარდ ქოული და,
რა თქმა უნდა, თავად ბერბიჯი. აღსანიშნავია, რომ შექსპირი
ცხოვრების ბოლომდე ამ ადამიანებთან ერთად მუშაობდა. ეტყო-

109
ბა, საბოლოოდ, ისინი შექსპირს გაჰყვნენ, როცა „ლორდ კამერ-
ჰერის მსახურებში“ გადავიდა და ეს ნიჭიერი ადამიანები, ძალიან
რთულ ვითარებაშიც, სტაბილურად ერთად იყვნენ. შექსპირი მა-
თი ერთგული დარჩა, ზოგიერთი ანდერძშიც მოიხსენია და, რო-
გორც ჩანს, არც მათ უღალატიათ შექსპირისთვის.
შემორჩენილია იმდროინდელი სპექტაკლის, „შვიდი მომაკ-
ვდინებელი ცოდვის“ აფიშა, რომელშიც მონაწილეობენ პოუპი,
ფილიფსი, სლაი და ბარგერი. იქვე ჩამოთვლილია ქალების რო-
ლების შემსრულებლებიც. მათ შორის არიან ნიკი, რობერტი, ნე-
დი და უილი. „უილი“ – საინტერესოა. ისე, ოც წელს გადაცილე-
ბული მამაკაცისგან ქალის როლის შესრულება ცოტა გასაკვირი
კი არის, მაგრამ წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს. ნებისმიერ
შემთხვევაში, დამაინტრიგებელი ნამდვილად ჩანს.
არსებობს კიდევ ვარაუდი, რომ შექსპირი ლორდ სთრეინჯის
კარის პოეტი იყო და რომ ისტორიული პიესების ციკლი მისი დაკ-
ვეთით დაწერა. შექსპირი ისტორიულ პიესებში სთრეინჯის წინაპ-
რებს – სტენლებსა და დერბებს – განსაკუთრებით პატრიოტულ
და კეთილშობილურ როლებს აძლევს. მაგრამ ბოლომდე დარ-
წმუნებით ვერაფერს იტყვი, რადგან შექსპირის მკვლევრები სა-
უკუნეების მანძილზე კამათობენ, თუ როდის დაიწყო შექსპირმა
ისტორიული პიესების წერა, როდის გადავიდა კომედიებზე და
როდის კიდევ - მელოდრამებზე.

110
თავი 28
სერ, ვხედავ, ვნებები გჭამთ

რობერტ გრინი, ნეშისა და მარლოს მეგობარი, თავადაც „უნი-


ვერსიტეტის გონება“, იმ დროს დიდი პოპულარობით სარგებ-
ლობდა. მისი პამფლეტები დღემდე მეჩვიდმეტე საუკუნის ლონ-
დონის ყოფის შესახებ შემორჩენილი ცნობების შეუდარებელ
წყაროდ ითვლება. მაგრამ ის ძალიან მგრძნობიარე ადამიანი
იყო და მეგობრების წარმატების გამო შური მოსვენებას არ აძ-
ლევდა.
შექსპირს პირველად ღიად 1592 წელს შეუტია, თუმცა, როცა
1587 წელს განაცხადა, ვიღაც თაღლითები ყველაფერს წერენ,
რაც კი შეიძლება ბალადებიდან გამოწუროო, მაშინაც უდავოდ
შექსპირსა და ქიდს გულისხმობდა. მართლაც, აქამდე კამათო-
ბენ, „ტიტუს ანდრონიკუსის“ სიუჟეტი ბალადიდან არის აღებული,
თუ არა. მომდევნო წელს თომას ნეშმა, გრინის კომპანიონმა,
„გაუნათლებელი“ მწერლების წინააღმდეგ გაილაშქრა. ქიდი და
შექსპირი იყვნენ ორად ორი „გაუნათლებელი“ დრამატურგი,
რომელთა პიესები წარმატებით მიდიოდა თეატრებში. 1589
წელს გრინმა რომანი შეთხზა, სახელწოდებით „მენაფონი“, სა-
დაც ერთი სოფლის მასწავლებელი კარგად კი საუბრობს, მაგრამ
„მისი სტილი გადატვირთულია ერთფეროვანი შედარებებითა და
უადგილო მეტაფორებით.“ 1589 წელს შექსპირი ოცდახუთი
წლისა იყო. კემბრიჯიდან ახალჩამოსული ნეში, სამრევლო
მღვდლის თანაშემწის ვაჟი, ბერძნულ ანდაზას ამართლებდა –
მღვდლის შვილი, ეშმაკის შვილიშვილი. ნეშმა მალე გაითქვა სა-
ხელი, როგორც სატირიკოსმა და პამფლეტისტმა, პოეტმა და მწე-
რალმა. შიგადაშიგ პიესებსაც წერდა. შექსპირს კარგად იცნობდა
და როცა ცდილობდა ლორდ სთრეინჯის და გრაფ სოუთჰემფტო-

111
ნის მფარველობისა და ქების დამსახურებას, ხშირად კეთილგან-
წყობას არ ამჟღავნებდა ხოლმე თავისი თანატოლის მიმართ.
შექსპირზე სამი წლით უმცროსი, მის წარმატებებს ვერ ეგუებოდა
და საბოლოოდ, შურმა გააბოროტა. ნეშს სურდა, შექსპირს გას-
ჯიბრებოდა და დაეჯაბნა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და ძალიან
მალე იმედგაცრუებულ და გაუბედურებულ ადამიანად იქცა. ნი-
უგეითის ციხეშიც მოხვდა და ცხოვრება ოცდათოთხმეტი თუ ოც-
დათხუთმეტი წლის ასაკში დაასრულა.
როცა „გაუნათლებელ“ მწერლებზე წერდა, ნეშმა ისიც აღნიშ-
ნა, ისინი სიხარულით ითვისებენ ოვიდიუსისა და პლუტარქეს
სიტყვებსო. ამას მოსდევს დრამატურგების დახასიათება, რომ-
ლებიც „ცხვირს ყოფენ იტალიურ თარგმანებში, როგორი ღარი-
ბიც არ უნდა იყოს ის.“ ალბათ, შექსპირის ერთ-ერთ ადრეულ პი-
ესაზე „ორ ვერონელ აზნაურზე“ თუ გადაკრავს სიტყვას. დრამა-
ტურგს არიოსტოს სიუჟეტის სესხებასაც სწამებენ. „ჭირვეულის
მორჯულებაში“ შექსპირი ნაწილობრივ არიოსტოს ნაწარმოების
სიუჟეტს იმეორებს. ცნობილ სიტყვებს კი - „ყოფნა არ ყოფნა“ -
ციცერონის „იდ ამ ესსე ამ ნონ ესსე“-ს უკავშირებს.
1590 წელს რობერტ გრინმაც განაახლა შეტევა. პამფლეტში
„არასოდეს არ არის გვიან“ შეურაცხყოფს მსახიობს, რომელსაც
როსციუსს, ცნობილი რომაელი მსახიობის სახელს, უწოდებს.
ორი წლის შემდეგ, ოპონენტს „შეიქ-სინს“ უწოდებს, რაც ნიშნავს
„სცენის შერყევას.“ თუ სამიზნე ნამდვილად შექსპირია, უნდა ვი-
ვარაუდოთ, რომ გვიან 1580-იან წლებში ის უკვე გამორჩეული
ფიგურა იყო ლონდონის თეატრალურ სამყაროში. ეს ნიშნავს,
რომ ლონდონში ჩასვლისთანავე დაიწყო წერა და თუ „როსცი-
უსს“ ეძახდნენ, ჩანს, მსახიობობითაც უკვე გაეთქვა სახელი. ამა-
ზე კი გაუთავებლად კამათობენ კრიტიკოსები და მეცნიერები.
არსებობს ერთი ძველი გამონათქვამი: „როდესაც ექიმები ვერ
თანხმდებიან – პაციენტი უნდა გაეცალოთ.“
112
თავი 29
ვითომ, რატომ არ შეიძლება,
წარმატება მოვიხვეჭო

ასე რომ, შეგვიძლია, შექსპირის ადრეული პერიოდის მიახ-


ლოებითი ქრონოლოგია შევქმნათ. 1587 წელს ის „ჰამლეტის“
ძველ ვერსიას წერს. ახალგაზრდა ჰამლეტი დაიკარგა, პიესის
შესახებ მხოლოდ ნეშის წყალობით ვიგებთ და ვიცით, რომ მასში
არის სიტყვები „ყოფნა არ ყოფნა“ და რომ აჩრდილი შეჰყვირებს
– „შურისძიება!“ ზეპირი გადმოცემით, აჩრდილის როლს თვი-
თონ შექსპირი თამაშობდა.
„ტარტლონის ხუმრობებიდან“ ჩნდება ეჭვი, რომ შექსპირს შე-
იძლება „ჰენრი V“ 1587 წელს დაეწერა. „ხარში,“ ბიშოფგეიტში,
„ჰენრი V“ მიდიოდა, მოსამართლისთვის სილა უნდა გაეწნათ,
მაგრამ ვინაიდან მოსამართლეს არ სურდა, მისთვის გაერტყათ,
ტარტლონმა, რომელიც ყოველთვის მზად იყო, ვინმესთვის ესია-
მოვნებინა, თავის კლოუნის როლს მოსამართლის როლიც შე-
უთავსა.“ ტარტლონი 1588 წელს გარდაიცვალა, გამოდის, პიესა
უფრო ადრე უნდა ყოფილიყო დაწერილი. ის 1593 წელს დაიბეჭ-
და და შემონახულია. ვერ იტყვი, რომ ძალიან დახვეწილი და შე-
უდარებელი ნაწარმოებია, მაგრამ იქ არის სცენები და არიან გმი-
რები, შექსპირის გვიანდელ „ჰენრი VI“-ის მეორე ნაწილში და
„ჰენრი V“-ში რომ ვხვდებით. თუმცა, ჩემი აზრით, უფრო მართე-
ბული იქნება, ვიფიქროთ, რომ შექსპირი ამ სპექტაკლში თამა-
შობდა და ყველაზე მეტად რამაც მოხიბლა, მოგვიანებით თავის
სიუჟეტში გამოიყენა.
ასევე დამაფიქრებელია „ჭირვეულის მორჯულების“ ძველი
ვერსია, რომელიც საგრძნობლად განსხვავდება გვიანდელი ვა-
რიანტისგან. ჯერ ერთი, მოქმედება ხდება საბერძნეთში და არა

113
იტალიაში, მეორეც, გმირების უმეტესობას სხვა სახელები ჰქვი-
ათ და ჩვენთვის ცნობილი პიესის ნახევარს ოდნავ აჭარბებს.
თუმცა, ამავე დროს, ძალიან ჰგავს მას, არა მარტო შინაარსით,
არამედ სიტყვიერი პარალელებითა და მსგავსი ფრაზებითაც.
დასკვნა ასეთია – შექსპირმა ან გადმოიღო უცნობი ავტორის ნაშ-
რომიდან სცენები და სიტყვები, ან თვითონ დახვეწა ეს ნაწარმოე-
ბი ოცდაცხრა წლის შემდეგ. სიმართლეს ის უფრო ჰგავს, რომ
შექსპირმა მისი ერთ-ერთი წარმატებული პიესა განაახლა. საბო-
ლოო ვერსია ბევრად ღრმა და მდიდარია, პოეზია უფრო სრულ-
ყოფილია, გმირები უფრო თავდაჯერებულები არიან. შექსპირ-
საც საკმარისი დრო ექნებოდა ტექსტზე სამუშაოდ. პირველი
„ჭირვეულის მორჯულება“ ჩანახატია, მეორე უკვე ზეთში შესრუ-
ლებული ტილო, მაგრამ მსგავსება ჩანახატია და შედევრს შორის
მაინც საკმაოდ თვალსაჩინოა.
ყველაზე მეტად ყურადღებას ის იპყრობს, რომ ადრეულ ვარი-
ანტში შექსპირს ძალიან ბევრი აქვს მარლოსგან მოპარული.
„თემურლენგი“ 1587 წელს დაიდგა. „ჭირვეულის მორჯულებაში“
ფერნანდო (იგივე პეტრუჩიო) ხანჯლის წვერიდან რომ აჭმევს კა-
ტერინას, ამით შექსპირი „თემურლენგის“ მსგავსს სცენას აქი-
ლიკებს. „ექიმ ფაუსტუსის“ ენაზეც შექსპირს არაერთი პაროდია
აქვს შექმნილი. ამბობენ – მიბაძვა მლიქვნელობის ყველაზე
გულწრფელი ფორმააო. პიესაში იგრძნობა, რომ შექსპირი აშკა-
რად მარლოს შთაბეჭდილების ქვეშ არის, მაგრამ, ამავე დროს,
უკვე კომიკურობის შეგრძნებაც უჩნდება და იცის, რომ დახვეწილ
კონტექსტში მარლოს მაღალფარდოვნების ადგილი აღარ არის.
მოგვიანებით ის უკვე მასისთვის დამახასიათებელ მდაბიურ გა-
მოთქმებსაც არ ერიდება.
„ჭირვეულის მორჯულების“ ორივე ვერსიაში ვლინდება, რო-
გორ ღრმად გრძნობს შექსპირი თეატრს. ის პიესაში პიესას

114
სვამს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კოსტიუმების ცვლას. შექსპი-
რის გმირებს ისეთი მდიდარი ფანტაზია აქვთ, რომ ძალიან ადვი-
ლად იცვლიან სახეს. ერთი სიტყვით, შესანიშნავი პერფორმერე-
ბი არიან. ახალგაზრდა შექსპირი ისე ათამაშებს სიტყვებს, თით-
ქოს ვერ აკავებს მათ სიუხვეს. უყვარს იტალიურიდან ციტატის
მოყვანა, ანდა ლათინური ფრაზის ჩასმა. ამ ყველაფრის წყალო-
ბით კი, მისი პიესა ზეიმობს. ზეიმობს თავის არსებობას ამ სამყა-
როში, ყველანაირი „მნიშვნელობების“ მიღმა, რაც კი ოდესმე
მისთვის მიუწებებიათ.
თუ კომედიაში გაგიმართლა, რატომ არ უნდა მოსინჯო კალა-
მი ისტორიულ დრამაში? ორი მომდევნო პიესაც, 1588 წელს და-
წერილი, შექსპირს უნდა ეკუთვნოდეს. ეს პიესებია: „რკინის-
გვერდიანი ედმუნდი“ და „მეფე ჯონის მშფოთვარე ცხოვრება.“
„რკინისგვერდიანი ედმუნდი“ ედმუნდ II-ს ეძღვნება, რომელიც
მეთერთმეტე საუკუნეში ინგლისს დანიის მეფის, კნუტისგან იცავ-
და. მას პირველ ინგლისურ ისტორიულ პიესად მიიჩნევენ, თუ არ
ჩავთვლით უცნობი ავტორის „ჰენრი V“-ს, „წითელ ხარში“ რომ
იდგმებოდა. „რკინისგვერდიანი ედმუნდი“ ნამდვილად პირველი
ისტორიული პიესაა, რომელიც, მართალია, ისტორიულ წყაროს
ეყრდნობა, მაგრამ თავიდან ბოლომდე ავტორის წარმოსახვაა.
პიესაში ავტორი იშველიებს ოვიდიუსს, პლუტარქეს, სპენსერს.
ის გაჟღენთილია იურიდიული და ბიბლიური ფრაზეოლოგიით.
დრამატურგი „დაბალ“ კომედიასა და მაღალ პოეზიას შესანიშნა-
ვად უთავსებს ერთმანეთს. კლასიკური მითოლოგიის უცოდინა-
რობაც ჩანს, ისევე, როგორც ახალგაზრდა შექსპირის ბევრ პი-
ესაში. ინგლისურ დრამაში პირველად ვხვდებით სიტყვა „სასაკ-
ლაოს“, რაც ასევე დამახასიათებელია შექსპირისთვის და შეძა-
ხილს მისალმებისას: “ალლ ჰაილ!”. კიდევ, უცნაურად არის ჩარ-
თული ამბავი ახლად დაქორწინებული წყვილის განშორებაზე. ეს

115
ყველაფერი ბადებს კითხვას – შექსპირის გარდა, ვის შეიძლებო-
და, დაეწერა ეს პიესა 1588 წელს? რადგან არც მარლოს, არც
ქიდსა და არც გრინს არ შესწევთ იმის ძალა, მემატიანის ნაწვა-
ლები ქრონიკიდან დაუვიწყარი სანახაობა შექმნან, გმირის სახე
გამოკვეთონ, შთამბეჭდავი სიტყვითა და წვრილმანი დეტალების
საშუალებით შეაჯამონ მრავალფეროვანი მოქმედების მიზანი.
შექსპირის უდიდესი და ყველაზე ადრე გამომჟღავნებული ერთ-
ერთი ნიჭი ისიც არის, რომ ხანდახან, სულის მოსათქმელად,
ტრაგიკულ სცენაში კომიზმის ელემენტი შემოაქვს.
მკვლევრების აზრით, ეს ადრეული პიესები ნაკლებად „შექ-
სპირისეულია,“ მაგრამ იმ დროისთვის თავად შექსპირიც ალბათ
არ იყო ჯერ „შექსპირისეული.“ შექსპირის პიესები, დაწერისა და
სცენაზე წარმოდგენის დღიდან დიდი ხნის შემდეგ გამოქვეყნდა.
ბევრი, საერთოდაც, მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა.
ასე, რომ საკმარისი დრო ჰქონდა, გადაეხედა და შეელამაზებინა
ისინი. ადრეულ ნაწარმოებებს კი თავისი თანამედროვეების
სტილში წერდა. შექსპირი ნელ-ნელა იხვეწებოდა. მაყურებლის
რეაქციიდან და მსახიობების რეპლიკებიდანაც ბევრს სწავლობ-
და.
1588 წელს არის დაწერილი კიდევ ერთი პიესა - „მეფე ჯონის
მშფოთვარე ცხოვრება“, რომელიც შექსპირის ადრეულ ნაწარ-
მოებად ითვლება. ცნობილი „მეფე ჯონი“ იმდენად ახლოა
სტრუქტურულად ამ პიესასთან, რომ შეიძლება განვიხილოთ კი-
დეც, როგორც განახლებული ადრინდელი პიესა. თანაც, ორივე
პიესაში შექსპირი ერთი და იმავე ისტორიულ შეცდომებს
იმეორებს.
როგორც ვხედავთ, შექსპირი სხვადასხვა ვითარებაში წერდა:
ის ზოგიერთ ადრე დაწერილ დრამას შემდეგ ასწორებდა და ხვეწ-
და; თამაშობდა სპექტაკლებში, რომელთაც იმახსოვრებდა და

116
მოგვიანებით მათ მიხედვით თავის ვერსიას ქმნიდა. გარდა ამი-
სა, სხვა ავტორებთან და მსახიობებთანაც თანამშრომლობდა. ეს
ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ ვითარება, რომელშიც
შექსპირს ცხოვრება უწევდა, საკმაოდ არეულ-დარეული და და-
მაბნეველი უნდა ყოფილიყო.

117
თავი 30
ბარბაროსულო და სისხლიანო სანახაობავ

„ტიტუს ანდრონიკუსი,“ ეს კლასიკური, სულის შემძვრელი


დრამა, გათვლილი მაყურებლის მოთხოვნაზე, ნამდვილად შექ-
სპირს რომ ეკუთვნის, ამაზე არავინ დაობს. პიესაში უხვად არის
სასტიკი მკვლელობები, შემზარავი დასახიჩრებისა თუ კიდურე-
ბის მოკვეთის სცენები. მთავარ გმირ ქალს, ლავინიას, ენასა და
ხელის მტევნებს ჰკვეთენ და ის კბილებში ჩაბღუჯული ჯოხით
ცდილობს ქვიშაზე თავისი მკვლელის სახელის დაწერას. ტიტუსს
მარჯვენა ხელს პირდაპირ სცენაზე კვეთენ. შემზარავი სანახაო-
ბები პიკს აღწევს, როდესაც ბოროტი დედოფალი საკუთარი შვი-
ლების ხორცისგან დამზადებულ კერძს შეჭამს, ვიდრე მას ტიტუ-
სი მოკლავს. საბოლოოდ, ტიტუსიც განიგმირება. „ტიტუს ან-
დრონიკუსი“ იმდენად ექსტრავაგანტური დრამაა – დღემდე აძ-
რწუნებს მაყურებელს, – რომ გაჩნდა აზრი, თითქოს იმ დროის-
თვის დამკვიდრებული, შემზარავი ჟანრის პაროდიაა. ოღონდ,
სამწუხაროდ, ამ მოსაზრებას ვერანაირად ვერ დავამტკიცებთ.
მართლაც, ძნელი წარმოსადგენია, ელისაბედის ეპოქის მაყურე-
ბელს ლავინიას ხელების მოკვეთის სცენაზე გასცინებოდა. უპირ-
ველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ასე ჯერ კიდევ სჯიდნენ ადამიანე-
ბს. ვფიქრობ, შექსპირმა ეს პიესა უფრო სისხლსმოწყურებული
ქალაქელებისთვის დაწერა და მერე ისე შევიდა თვითონაც ეშ-
ხში, რომ სულ დაივიწყა თეატრალური ეტიკეტი. მაგრამ იქ, სა-
დაც დათვების და ხარების ხოცვის სანახაობებით ერთობოდნენ,
ვითომ, საერთოდ ეტიკეტზე იქნებოდა საუბარი?
ფანტაზიას გზას რომ აძლევს, ეს იმდენად აღაფრთოვანებს
შექსპირს, რომ როგორც ტრაგედიის, ისე კომედიის დაკანონე-
ბულ საზღვრებს სცილდება ხოლმე. ამიტომაც წერს ასე თავისუფ-

118
ლად და ასე სწრაფად. პიესაში გვხვდება დრამატურგიული შე-
უსაბამობები და შეცდომები, მაგრამ შეგვიძლია, გერმანელი
კრიტიკოსის, ა. უ. შლეგელის სიტყვები გავიხსენოთ, რომელიც
მან „ტიტუს ანდრონიკუსზე“ დაწერა: „სრულიად დასაშვებია,
რომ სანამ ჭეშმარიტ გზას დაადგებოდა, მას [შექსპირს] არაერთი
ჩავარდნა ჰქონდა. გარკვეული თვალსაზრისით, გენიოსი არასო-
დეს არ ცდება და არც გენიოსობის სწავლა არ შეიძლება; მაგრამ
გამოხატვის ხელოვნების სწავლა შეიძლება და ის პრაქტიკით და
გამოცდილებით მიიღწევა.“
ყოველ შემთხვევაში, „ტიტუს ანდრონიკუსი“ თავის დროზე ჩა-
ვარდნად არ ითვლებოდა. პიესა პირველი გამოჩენიდან კიდევ
ოცდაათი წლის განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა და შექ-
სპირს დიდი სახელი მოუტანა. სპექტაკლი ძალიან მუსიკალური
და სანახაობრივი იყო და სხვადასხვა სცენებისთვის ბევრ მსახი-
ობს ითხოვდა. ამ საინტერესო სცენურმა სპექტაკლმა შთააგონა
ჰენრი პიჩემს, პირველი ჩანახატები შეექმნა შექსპირის ნაწარმო-
ბებზე, რაც შეიძლება, „სრულყოფილი ჯენტლმენის“ ავტორის
ილუსტრაციებადაც ჩაითვალოს და, ასევე, იდეალიზებულ რე-
კონსტრუქციად.
„ტიტუს ანდრონიკუსმა“ შეიძლება გაგვახსენოს, რომ დიდი
მწერლების ადრეულ ნაწარმოებებში მათი მომავალი შედევრე-
ბის ემბრიონები ცხოვრობენ. ამ პიესაში „შეინძრა პირველად“
ალბათ კორიულანუსი ან მაკბეტი, ანდა ლირი, ჩვენი ყურადღება
რომ მიეპყრო.
გამოდის, „ჰამლეტის“ ადრეული ვერსიიდან „ტიტუს ანდრო-
ნიკუსამდე“ შექსპირს შესაძლოა, ექვსი პიესა დაეწერა, სულ რა-
ღაც ორ წელიწადში. კრიტიკოსების აზრით, ასეთ მოკლე დროში
ექვსი პიესის დაწერა შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ უნდა გა-
ვითვალისწინოთ იმდროინდელი ვითარება, როდესაც დრამა-

119
ტურგები საოცარი სისწრაფით მუშაობდნენ და თითოეული კომ-
პანია სეზონზე შვიდ ან რვა ახალ სპექტაკლს წარმოადგენდა.
ამას გარდა, შექსპირს სახელის მოხვეჭაც ეჩქარებოდა და გამ-
დიდრებაც. ის გაშმაგებული, ძალიან სწრაფად წერდა, მით უმე-
ტეს, თუ უკვე გენიის პირველ ბიძგებსაც გრძნობდა.
არსებობს ერთი ახალგაზრდა კაცის პორტრეტი, რომელსაც
„გრაფტონის პორტრეტად“ ვიცნობთ, ვინაიდან ის გრაფ გრაფ-
ტონს ეკუთვნოდა. სურათზე გამოსახული ახალგაზრდა მამაკაცი
24 წლის იქნება. შესრულების თარიღად 1588 წელია მითითებუ-
ლი. უკან კი წარწერა აქვს „უ + შ“ და, შესაბამისად, შექსპირთან
ასოცირდება. თანაც, ეს სიმპათიური, შავგვრემანი ახალგაზრდა
ძალიან ჰგავს შექსპირის პირველ ფოლიოზე გამოსახულ გვიან-
დელ გრავიურას – პირის ფორმით და სახის ოვალით, ცხვირით
და ნუშისებური თვალებით. მას ძალიან ძვირფასი, მოკლე კამზო-
ლი აცვია და ჩაფიქრებული გამომეტყველება აქვს. ბევრი ფიქ-
რობს, რომ ოცდაოთხი წლის ასაკში შექსპირს ესოდენ ძვირფასი
და მოდური ტანსაცმლის ყიდვის საშუალება არ ექნებოდა. ან მა-
მამისი როგორ გადაუხდიდა მხატვარს? ან იქნებ, ის უკვე გამოჩე-
ნილი და შეძლებული დრამატურგი იყო?
შესანიშნავი ვარაუდია.

120
თავი 31
არასოდეს გავჩერდები, არ მოვისვენებ

ჩვენ წინაშე იხატება ახალგაზრდა, ოც წელს გადაბიჯებული


დრამატურგის სახე, რომელმაც გარკვეულ წარმატებას უკვე მი-
აღწია თავისი ისტორიული პიესებით, კომედიებითა და მელოდ-
რამებით. თვისებები, რომელთაც მოგვიანებით შექსპირს მიაწე-
რენ, ნაყოფიერება და შრომისუნარიანობა, ახალგაზრდობიდან
იჩენდა თავს. მაგრამ, იმ პერიოდში შექსპირი ჯერ კიდევ „დაქი-
რავებული“ მსახიობი იყო. 1588 წელს ის „ლორდ სთრეინჯის მსა-
ხურებში“ გადავიდა. 1589 წლის დასაწყისში დასი ქვეყნის შიგ-
ნით სამოგზაუროდ გაემგზავრა და ლონდონში, სავარაუდოდ, შე-
მოდგომაზე დაბრუნდა, რადგან ცნობილია, რომ შემოდგომაზე
ისინი „გადაჯვარედინებულ გასაღებებში“ გამოდიოდნენ.
რელიგიურ თემაზე შექმნილი ზოგიერთი ფარსი მაყურებლის
უკმაყოფილებას იწვევდა და ხშირად ამის გამო ქალაქის ხელი-
სუფლებასა და თეატრალურ კომპანიებს შორის ურთიერთობა
იძაბებოდა. ლონდონის მერმა „ადმირალის მსახურებსა“ და
„ლორდ სთრეინჯის მსახურებს“ ქალაქში გამოსვლა აუკრძალა.
მის 6 ნოემბრის წერილში წერია, „ადმირალის მსახურები“ ბრძა-
ნებას დაემორჩილნენ, ხოლო „ლორდ სთრეინჯის მსახურები“
ჩემგან პირდაპირ „გადაჯვარედინებულ გასაღებებში“ გაემარ-
თნენ და იქ შუადღის წარმოდგენა აჩვენესო. ეს კი დანაშაულად
ჩაეთვალათ, ვინაიდან უკვე იცოდნენ, რომ თეატრში გამოსვლა
აკრძალული ჰქონდათ. მერი აღნიშნავს, რომ სხვა გზა არა აქვს,
გარდა იმისა, რამდენიმე მათგანი დააკავოს. არ არის გამორიც-
ხული, შექსპირი ერთ-ერთი „მათგანი“ ყოფილიყო.
„ლორდ სთრეინჯის მსახურებმა“ „ქერთენში“ გადაინაცვლეს,
ვინაიდან ქალაქის იურისდიქცია იქ არ ვრცელდებოდა. ეს თეატ-

121
რი მათი „ზაფხულის“ სახლი გახდა, მაგრამ იმ პერიოდში დაცა-
რიელებულიყო. 1590 წლის დეკემბერში და 1591 წლის თებერ-
ვალში „ადმირალის მსახურები“ და „ლორდ სთრეინჯის მსახურე-
ბი“ სასახლის კარზე ერთად გამოდიოდნენ. ამ დიდი დასის წევრი
იყო შექსპირიც.
საინტერესოა, მაშინ სად ცხოვრობდა. ჯონ ობრის მიხედვით:
„აღფრთოვანებას კიდევ უფრო იმით იწვევს, ხალხში გარევა რომ
არ უყვარდა; შორდიჩში ცხოვრობდა; არც დებოშებში არ მონაწი-
ლეობდა; თუ სადმე დაპატიჟებდნენ, ავადმყოფობას იმიზეზებ-
და.“ ინფორმაცია პირველი პირისგან არ მოდის, მაგრამ სიმარ-
თლეს ჰგავს. შორდიჩში მსახიობები და დრამატურგები ნაქირა-
ვებ ბინებში ან ტავერნებში იკრიბებოდნენ ხოლმე. იმ უბანში,
ერთ ქუჩაზე მსახიობები ცხოვრობდნენ. მეთექვსმეტე საუკუნის
ლონდონისთვის დამახასიათებელი იყო, როცა ერთი ხელობის
ხალხი ერთ ქუჩაზე იყრიდა თავს. გვიან 1580-იან წლებში, შექ-
სპირის მეზობელთა შორის იყვნენ კეტბერტი და რიჩარდ ბერბი-
ჯი. კომიკოსი რიჩარდ ტარლტონიც იმავე ქუჩაზე ცხოვრობდა ვი-
ღაც საეჭვო რეპუტაციის ქალთან, ემ ბოლთან ერთად. გაბრიელ
სპენსერს, მოგვიანებით ბენ ჯონსონის მიერ ჩხუბში მოკლულს,
შორიახლოს, ჰოგ ლეინზე ჰქონდა ბინა. აქვე ცხოვრობდა ბისტო-
ნების ოჯახი; მთავარი ქუჩისკენ, რამდენიმე იარდით ქვევით კი
ქრისტოფერ მარლო და რობერტ გრინი, მათთან - ახლოს დრა-
მატურგი, თომას უატსონი. ასე რომ, თუ შექსპირს შარში გახვე-
ვის სურვილი გაუჩნდებოდა, გარშემო უამრავი შესაძლებლობა
ჰქონდა. უატსონსა და მარლოს სწორედ ჰოგ ლეინზე შემოაკ-
ვდათ სასტუმროს მეპატრონის ვაჟი. თეატრის გამო, უბანში სას-
ტუმროები და ბორდელები მომრავლდა. ქუჩაში შეხვდებოდით
მარჩიელებს, მეწაღეებს, „თავგადასავლის მაძიებლებს.“ როდე-
საც შექსპირი მეძავებზე, მაჭანკლებზე და დაბალი წრის ცხოვრე-
ბაზე წერს, იგრძნობა, რომ პირველი წყაროდან იცნობს მათ.
122
გვიან 1590-იან წლებში „ადმირალის მსახურები“ კვლავ „თე-
ატრში“ გამოდიოდნენ, „ლორდ სთრეინჯის მსახურები“ კი „ქერ-
თენში.“ შექსპირი თავისი დროის ორ უძლიერეს ტრაგიკოსთან,
ალეინთან და ბერბიჯთან ერთადაც მუშაობდა და ასევე, კომი-
კოსს მსახიობებთანაც. ამ ნიჭიერი ახალგაზრდა ინდივიდუალის-
ტებისგან შემდგარი წრე ადვილად ფეთქებადი იყო. არაერთი
ცნობა არსებობს იმდროინდელ შეხლა-შემოხლებზე, იქნებოდა
ეს მსახიობებს შორის, მსახიობებსა და მაყურებელს შორის, თუ
მსახიობებსა და მენეჯერს შორის. 1591 წელს ედვარდ ალეინის
და ჯეიმს ბერბიჯის შელაპარაკებას სერიოზული სკანდალი მოჰ-
ყვა. ზუსტი ცნობები, თუ რატომ დაიწყო უსიამოვნება, არ გაგვაჩ-
ნია, მაგრამ საქმე, სავარაუდოდ, ფულს ეხებოდა. ცნობილი იყო,
რომ ჯეიმს ბერბიჯი მსახიობებს დესპოტურად ექცეოდა და მათ
ზემოდან უყურებდა. შელაპარაკების გამო ედვარდ ალეინმა თე-
ატრი დატოვა და მდინარე თემზის მეორე ნაპირზე, „როუზში“ გა-
დავიდა. ალეინს დასის დიდი ნაწილი გაჰყვა, როგორც „ადმირა-
ლის“, ისე „ლორდ სთრეინჯის“ მსახიობები და თან გაიყოლეს
კოსტიუმებიცა და პიესებიც. რიჩარდ ბერბრიჯმა, რა თქმა უნდა,
მამამისის კუთვნილ თეატრში დარჩენა ამჯობინა. მასთან ერთად
დარჩნენ ჯონ სინკლერი, ცნობილი, როგორც „სინკლო“, ჰენრი
კონდელი, ნიკოლას ტული და ქრისტოფერ ბისტონი. ეს ადამია-
ნები, ტულის გამოკლებით, სიცოცხლის ბოლომდე ითანამშრომ-
ლებენ შექსპირთან. შექსპირმა რომ „მეფე ჯონში“ ბერბიჯს ყვე-
ლაზე ჰეროიკული როლი მისცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისიც
ზემოთხსენებულ მსახიობებთან ერთად დარჩენილა, მით უმე-
ტეს, თუ კომპანიის ერთადერთი ძირითადი დრამატურგი იქნებო-
და. საბოლოოდ, ყველანი გრაფ პემბროკის მფარველობის ქვეშ
გაერთიანდნენ და უკვე „პემბროკის მსახურებად“ იწოდებოდნენ.

123
ნაწილი მეოთხე
გრაფ პემბროკის მსახურები
თავი 32
მხიარულად მოგუგუნე ბრბოში

შექსპირი მაყურებლის გემოვნებას ითვალისწინებდა, მაგრამ


ამავე დროს, გემოვნების ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა მაყურე-
ბელს. 1591 წლისთვის ის უკვე წარმატებული დრამატურგი იყო
და შეეძლო, ცოლ-შვილიც მატერიალურად უზრუნველეყო. ჩა-
დიოდა თუ არა თავად სტრეთფორდში, ეს სხვა საკითხია, მაგრამ
ოჯახის ამბებს გებულობდა და გულთან ახლოს მიჰქონდა. მაგა-
ლითად, მან იცოდა, მამამისმა ნათესავის, ედმუნდ ლამბერტის
წინააღმდეგ ვესტმინსტერში საჩივარი რომ შეიტანა. მოსმენა
1590 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო, ან სასამარ-
თლოს ჩარევა აღარ გახდა საჭირო. მხოლოდ ის ვიცით, რომ საქ-
მე რვა წლის შემდეგ განახლდა. მიიჩნევენ, რომ ვესტმინსტერში
მამის დასაცავად თავად შექსპირი გამოვიდა, რადგან დოკუმენ-
ტებში ჯონ და მერი შექსპირების გვერდით, მათი ვაჟი, უილიამ
შექსპირიც არის მოხსენიებული. ჯონ შექსპირი სხვა სასამარ-
თლო საქმეებშიც იყო გახვეული. ერთი სტრეთფორდელი მეზო-
ბელი მას 10 გირვანქას ედავებოდა და სასამართლოში უჩივლა.
ჯონი დაიჭირეს, გაათავისუფლეს და კიდევ ერთხელ დაიჭირეს.
მას პრობლემები რელიგიის გამოც ექმნებოდა. 1592 წლის გა-
ზაფხულზე, ჯონ შექსპირი იმ სტრეთფორდელების სიაში მოხვდა,
რომლებიც ჯიუტად ამბობდნენ უარს ეკლესიაში სიარულზე. უნდა
აღინიშნოს, რომ შექსპირი თავის დრამებში ფიცის დადებისა და
ფიცის გატეხვისადმი შემწყნარებლურ დამოკიდებულებას ავ-

124
ლენს, თითქოს არც ერთი და არც მეორე მისთვის დიდად მნიშ-
ვნელოვანი არ იყოს. ესეც ოჯახური ნონკომფორმიზმის შედეგია,
რადგან მათ ხშირად იძულებულს ხდიდნენ, დაედასტურებინათ
ან წარმოეთქვათ ის, რისიც არ სჯეროდათ.
დავუბრუნდეთ იმ პერიოდს, როდესაც შექსპირი ბერბიჯთან
დარჩა „თეატრში“, დასის დიდი ნაწილი კი ალეინს გაჰყვა „რო-
უზში.“ 1592 წელს ლონდონის თეატრის მომავალი არც ისე ნათე-
ლი და საიმედო იყო. ივნისის დასაწყისში, ერთ-ერთ სპექტაკლზე
დამსწრე შეგირდებმა ისეთი აყალმაყალი ატეხეს, რომ შელაპა-
რაკება სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდა და საბოლოოდ, არეუ-
ლობამ უკვე თემზის ორივე ნაპირი მოიცვა. ამის გამო საიდუმლო
საბჭომ სამი თვით სპექტაკლების ჩვენება აკრძალა. ივლისში
„ლორდ სთრეინჯის მსახურები“ ემუდარებოდნენ საიდუმლო საბ-
ჭოს ლორდებს, თეატრები გაეხსნათ, მაგრამ მოიპოვეს თუ არა
მათი თანხმობა, 13 აგვისტოს შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა და
ისევ ყველაფერი დაიკეტა. ამ პერიოდში დასები სხვადასხვა ქა-
ლაქებში გასტროლებზე დადიოდნენ, რაც დიდ ხარჯებთან იყო
დაკავშირებული. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ცდილობდა ბერ-
ბიჯი, თავისი დასისთვის ჰენრი ჰერბერტის, პემბროკის მეორე
გრაფის, მფარველობის მოპოვებას, ისიც იყო, რომ სურდა, მოხე-
ტიალე მსახიობებისთვის, რომელთა შორის შექსპირიც გახ-
ლდათ, ცოტა რესპექტაბელური იერი მიეცა.
როგორც ვხედავთ, შექსპირი „დედოფლის მსახურებიდან“
„ლორდ სთრეინჯის მსახურებში“ გადავიდა, იქიდან კი პემბროკ-
თან, ვიდრე საბოლოოდ, „ლორდ კამერჰერის მსახურებს“ არ
შეუერთდა. ეს კი სულ არ ნიშნავდა, რომ ის თანამედროვე გაგე-
ბით „თავისუფალი ხელოვანი“ იყო. მხოლოდ იმაზე მეტყველებს,
რომ შექსპირი ძველ ნაცნობებსა და მეგობარ მსახიობებს მიჰ-
ყვებოდა, როცა კომპანიები იყოფოდა, რადგან მეგობრების ერ-
თგული იყო.
125
თავი 33
თქვენო უდიდებულესობავ,
მსახიობებს სურთ, გასიამოვნონ

1592 წელს, სულ ახლახან ჩამოყალიბებული „პემბროკის მსა-


ხურები“ იძულებულნი გახდნენ, ლონდონი დაეტოვებინათ. შე-
მორჩენილი ჩანაწერებიდან ვგებულობთ, რომ იმ წელს შორდი-
ჩის შემოგარენში, სადაც ბერბიჯი, შექსპირი და სხვა მსახიობები
ცხოვრობდნენ, შავი ჭირი მძვინვარებდა. ზაფხულის ზუსტი მარ-
შრუტი არ ვიცით, მაგრამ არსებობს ჩანაწერი, რომ „პემბროკის
მსახურები“ ლესტერში, ქოვენთრიში და სტრეთფორდში თამა-
შობდნენ. შეიძლება, ასე თუ ისე დარწმუნებით ითქვას, რომ 1592
წლის ზაფხულს შექსპირი თავის ოჯახს დაუბრუნდა.
შექსპირი და მისი კომპანიონები ოთხთვალით მოგზაურობ-
დნენ. ვიწროდ ისხდებოდნენ, კოსტიუმებით სავსე კალათებს შო-
რის ჩაჭეჭყილები, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდათ, თუ ერთადერთი
ალტერნატივა ფეხით სიარული იყო. ღამე სასტუმროებში ჩერდე-
ბოდნენ და ვახშმისა და ოთახის ფასად, წარმოდგენებს მართავ-
დნენ. ცხოვრების ასეთი წესი მსახიობებს ძალიან აახლოებდა,
გეგონებოდათ, ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. მათ თან საყვირები
და დოლები დაჰქონდათ და ყოველ ახალ ქალაქში შესვლისას
მაცხოვრებლებს ხმამაღლა აცნობდნენ თავიანთ ჩამოსვლას.
ჯერ მერისთვის უნდა წარედგინათ წერილი, რომ სპექტაკლის გა-
მართვის ნებართვა ჰქონდათ და ასევე გრაფ პემბროკის დასტუ-
რი, რომ მათხოვრები არ იყვნენ, თორემ ქალაქიდან გააძევებ-
დნენ. მერის თხოვნით, რჩეული საზოგადოების წინაშე წარდგე-
ბოდნენ სპექტაკლით და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლეოდათ უფ-
ლება, სასტუმროს ეზოში გამოსულიყვნენ. ბრისტოლისა და იორ-
კისთანა დიდ ქალაქებს უკვე თეატრები ჰქონდათ.
ასე რომ, 1592 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე შექსპირმა
126
ინგლისის ბევრ ქალაქში იმოგზაურა. მაგრამ „პემბროკის მსახუ-
რები“ მხოლოდ მოხეტიალე მსახიობები როდი იყვნენ. ისინი, სა-
შობაო სეზონზე, დედოფლის წინაშე გამოსასვლელად მიიწვიეს,
რაც ახლად შექმნილი დასისთვის დიდი პატივი იყო. ნაწილობ-
რივ, ამ დაფასებას რიჩარდ ბერბიჯს უნდა უმადლოდნენ, მაგრამ
არ არის გამორიცხული, რომ წარმატება პიესების გამოც ხვდათ.
მაშინ რეპერტუარში ჰქონდათ: „ჭირვეულის მორჯულება,“ „ტი-
ტუს ანდრონიკუსი“ და კიდევ ორი პიესა ჰენრი IV-ის ცხოვრებაზე.
აქედან შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ შექსპირი უკვე სახელგან-
თქმული დრამატურგი იყო. თუ მაყურებელის თვალში არა, თავის
მეგობრებში ხომ ნამდვილად იქნებოდა. მისი მისამართით გა-
მოთქმული რობერტ გრინის მწარე სიტყვებიც, უდავოდ, პოპუ-
ლარობას მატებდა.
1590-იანი წლების დასაწყისში შექსპირი „ორ ვერონელ აზნა-
ურს,“ „შეცდომათა კომედიას“ და „რიჩარდ III“-ს წერს. „ორი ვე-
რონელი აზნაური“ მისი ერთ-ერთი პირველი კომედიაა „ჭირვეუ-
ლის მორჯულების“ შემდეგ. პიესის საუკეთესო სცენებში შექ-
სპირს შემოჰყავს კლოუნი ლონსი, ძაღლთან ერთად. ლონსი
სულ ძაღლს ელაპარაკება, ძაღლი არ პასუხობს. ასეთი კომიკუ-
რი ინტერლუდია მიღებული იყო მეთექვსმეტე საუკუნის თეატ-
რში. პიესას საკმაოდ არეულ-დარეული სიუჟეტი აქვს და სულე-
ლურად მთავრდება, მაგრამ ჯამბაზის ტუჩებმობრეცილი ღიმი-
ლის არ იყოს, კომიკური განწყობით სუნთქავს. არ არსებობს ჩა-
ნაწერები, დაიდგა თუ არა ეს პიესა, რაც მკვლევრებს საფუძველს
აძლევს, იფიქრონ, რომ „ორი ვერონელი აზნაური“ საოჯახო წარ-
მოდგენებისთვის შეიქმნა. ჩემი აზრით, ასე არ უნდა იყოს, რად-
გან კომიკური სცენების უმეტესობა აშკარად ნაკლებად მომ-
თხოვნ მასაზეა გათვლილი. იმდროინდელი პიესების მსგავსად,
ეტყობა, „ორი ვერონელი აზნაურიც“ სიჩქარეშია დაწერილი, რა-

127
ზედაც ბევრი შეუსაბამობა, სახეთა გამეორება და მსგავსი შედა-
რებები მეტყველებს; იმპერატორი მოულოდნელად ჰერცოგი
ხდება, ორ სხვადასხვა გმირს ერთი და იგივე სახელი ჰქვია.
შექსპირის მომდევნო პიესა - „შეცდომათა კომედიაც“ სწრა-
ფად არის დაწერილი. როგორც ჩანს, „ორი ვერონელ აზნაური“
დაამთავრა თუ არა, იმწამსვე დაიწყო მუშაობა, რადგან ამ ორი
პიესის გმირები ხშირად ერევა ერთმანეთში. შექსპირის არ იყოს,
მისი გმირებიც სულ ჩქარობენ. ერთხელ ვირჯინია ვულფმა დღი-
ურში აღიარა: „ვერასოდეს ვხვდებოდი მისი სიტყვის ძალასა და
სისწრაფეს, სანამ არ ვიგრძენი, რომ მე ახლოსაც ვერ მივიდოდი
მის სიჩქარესთან... ნაკლებად ცნობილი და ცუდი პიესაც კი ისე-
თი სისწრაფით აქვს დაწერილი, რომ ყველაზე ჩქარ მწერალსაც
დაჯაბნის; ისე სწრაფად ისვრის სიტყვებს, აკრეფას ვერ ასწრებ.“
პიესაში ერთი სასცენო რემარკა გვხვდება, ალბათ შექსპირის ჩა-
წერილი: „ყველანი ერთად, რაც ძალი და ღონე აქვთ, სირბილით
ტოვებენ სცენას.“
„შეცდომათა კომედია“ გიჟური პიესაა. ორ წყვილ ტყუპზეა და-
წერილი, გამუდმებით ერთმანეთში რომ ერევათ, რაც ძალიან
მხიარულ ეფექტს ახდენს. ამ პიესაში შექსპირი ბავშვობაში ნას-
წავლ პლავტუსს უბრუნდება. სტრუქტურით ეს რომაული პიესაა,
დაცულია არისტოტელეს დროისა და ადგილის „ერთიანობა“ –
ერთსა და იმავე ადგილას, ერთ დღეში, ერთი მოქმედება ხდება.
სცენაზე სამი კარია, როგორც კლასიკურ კომედიაში. შეიძლება
იფიქრო, რომ შექსპირს ამ პიესით სურს, თავის თანამედროვე
უნივერსიტეტდამთავრებულ დრამატურგებს დაუმტკიცოს – არც
მთლად ისეთი გაუნათლებელი ვარ, თქვენ რომ გგონიათო. „შეც-
დომათა კომედიაში“ მარლოსგან და ლილისგანაც ბევრია გად-
მოღებული, სიტუაცია იქნება ეს, თუ სტრიქონები. მაგრამ რო-
გორც ერთხელ თომას ელიოტმა თქვა – ცუდი პოეტები სესხუ-
ლობენ, დიდი პოეტები კი იპარავენო. შექსპირისთვის არც ერთი
128
იყო უცხო და არც მეორე.
„შეცდომათა კომედია“ მისი ყველაზე მოკლე პიესაა, მაგრამ
გმირების სახეების შექმნაში ჩვეული დახვეწილობა იგრძნობა.
ვხვდებით მისთვის დამახასიათებელ წარმოსახვებს, მაგალი-
თად, როგორიც არის მსახურის უპირატესობა თავის ბატონზე; ჯი-
უტი და გონებაჩლუნგი მამაკაცის და ჯანსაღი აზრით დაჯილდოე-
ბული ქალის დაპირისპირება. ტყუპებზე დაწერილ პიესაში გა-
ორების, საკუთარ თავთან გაუცხოების თემაც ჩნდება. ცოლი
დარწმუნებულია, რომ ქმარმა მიატოვა. მაგრამ, როგორც არა-
ერთ მის პიესაში, აქაც მრავალჭირნახული ოჯახი ისევ ერთდება
და მშობლები დაკარგულ ბავშვებს იბრუნებენ.
საკუთარ თავთან გაუცხოებას შექსპირის გენიისთვის განსა-
კუთრებით გამორჩეულ თემად მიიჩნევენ. მაგრამ თავად
გრძნობდა ამ სულიერ წინააღმდეგობას, თუ ყველაფერი მისი
დაკვირვებული ხედვის ნაყოფი იყო, ჯერ კიდევ საკამათოა. ლონ-
დონში ჩამოსულ სოფლელ ბიჭს, რომელიც ისწრაფვოდა, გამ-
ხდარიყო მსახიობი, არისტოკრატული მანერებით, და მწერალი,
ძალიან დიდი მასალა დაუგროვდა საფიქრალად. საინტერესო
სურათი იშლება ჩვენ თვალწინ: მეტისმეტად პრაქტიკული და
საქმიანი ახალგაზრდა კაცი ახერხებს, ვნებებისა და ოცნებების
საოცარი სამყარო წარმოგვიდგინოს. იქნებ, ეს არის ყველაზე
დიდი საიდუმლო. მას ხომ შიგნით „ლეგიონი“ ჰყავდა. ის ხედავს
ადამიანურ ჭეშმარიტებას ნებისმიერ არგუმენტში თუ წინააღმდე-
გობაში. როგორც კი ერთ სიმართლეს დაასაბუთებს, იმწამსვე სა-
წინააღმდეგო ჭეშმარიტება მოსდის თავში და მასაც თავისებუ-
რად ამართლებს. დრამატურგიის არსი ეს არის მისთვის. ხშირად
აღნიშნავენ, რომ შექსპირის პიესებში მისი პიროვნება არ იგ-
რძნობა, გეგონება, გმირები თვითონ იგონებენ სათქმელს. „გაო-
რებასაც“ მისთვის ძალიან დამახასიათებელ ხერხად მიიჩნევენ,
ვინაიდან ჰეროიკულ და დიდსულოვან საქციელს ჯამბაზები და
129
სულელები იმეორებენ ხოლმე. შეიძლება, ნებისმიერი მოქმედე-
ბა ორნაირად გაიგო. ეჭვიანობით გამოწვეული ვნება ხან გამარ-
თლებულია, ხანაც არა. მაგრამ „გაორება“, ჩემი აზრით, არ არის
სწორი სიტყვა. შექსპირის მეფეებიც და მასხარებიც მისი უნიკა-
ლური ხედვის ნაწილია.

130
თავი 34
ფიქრობენ, კარგი იქნება,
პიესა მოისმინოთ

1591 და 1592 წლებში შექსპირი „პემბროკის მსახურების-


თვის“ არაერთ პიესაზე მუშაობდა. ვითომ, რატომ ვერ შეძლებდა
კომედიიდან ტრაგედიაზე გადასვლას, თუკი მათ არევას ცალკე-
ულ სცენებში ან ერთ მონოლოგში მშვენივრად ახერხებდა? ტრა-
გედია „რიჩარდ III“ შექსპირმა ადრე დაწერილი დრამის - „ჭეშმა-
რიტი ტრაგედია რიჩარდისა, იორკის ჰერცოგის“ - ვერსიაზე შექ-
მნა. მოგვიანებით, პორტრეტი უფრო გააღრმავა და გაამუქა, პი-
ესა მეტად დახვეწა. ეს ხომ თავად ბერბიჯის როლი უნდა ყოფი-
ლიყო.
რიჩარდ ბერბიჯი, სიცოცხლის ბოლომდე, შექსპირის პიესე-
ბის მთავარ ინტერპრეტატორად დარჩა. ის დასის ლიდერი იყო
და ძირითადად ჰეროიკულ და ტრაგიკულ როლებს ასრულებდა.
ბერბიჯზე ასე წერდნენ: „რაც კი შეიძლება ითქვას საქებარი ტრა-
გიკულ ორატორზე, მას მიესადაგება; ის აჯადოებს მაყურებელს
სრულყოფილი და მრავალმნიშვნელოვანი მოძრაობით. როდე-
საც სავსე დარბაზში ზიხარ, ფიქრობ, რომ მასა და მაყურებელს
შორის გაბმულ ძაფებს ხედავ. რასაც თამაშობს, სინამდვილე
გგონია.“
ბერბიჯი იყო პირველი ლირი, პირველი ჰამლეტი და პირველი
ოტელო. ალბათ, მანვე წარუდგინა ინგლისურ სცენას რომეო და
მაკბეტი, კორიოლანუსი და პროსპერო, ჰენრი V და ანტონიუსი.
მსოფლიოში არც ერთ მსახიობს ამდენი არ გაუკეთებია. ბევრი
აღნიშნავს, რომ ბერბიჯი ძალიან ცოცხლად და ბუნებრივად თა-
მაშობდა და საოცარი გარდასახვის უნარი ჰქონდა – „თავისი
პერსონაჟის სამოსს რომ ჩაიცვამდა, უკვე მთელი არსებით იმ

131
გმირად იყო გარდასახული და ვიდრე სპექტაკლი არ დამთავ-
რდებოდა, არასოდეს (კულისებშიც კი) არ ახსოვდა, ვინ იყო...
სიტყვით გამოსვლა არასოდეს ჩავარდნია, გამომეტყველებითა
და ჟესტებით კი სიტყვას სრულქმნილს ხდიდა.“
ბერბიჯი შექსპირის უახლოესი მეგობარი იქნებოდა. დრამა-
ტურგმა მას სამახსოვრო ბეჭდის შესაძენად თანხა უანდერძა.
მაგრამ მათი ახლობლობის დამამტკიცებელი საუკეთესო სიმბო-
ლო ბერბიჯის ბავშვები არიან. ბერბიჯის ერთ ქალიშვილს ჯულიე-
ტა ერქვა, მეორეს - ენი, ვაჟს კი უილიამი.
ასე რომ, ჩვენ წინაშეა ოცდაერთი წლის რიჩარდ ბერბიჯი, რო-
მელიც სცენაზე რიჩარდ III-დ გარდასახული გვევლინება. ტრადი-
ციულად, შუასაუკუნეების დრამაში ბოროტება ფიზიკური ნაკ-
ლით იყო წარმოდგენილი. პირველად ინგლისურ სცენაზე, მან-
კიერებას უნარი აქვს, გაძლიერდეს და შეიცვალოს: ბრძოლის
წინ რიჩარდის სინდისის ქენჯნის პირველი, იქნებ წამიერი, უსია-
მოვნო შეგრძნება მომავალში მაკბეტისა და ოტელოს აგონიად
გადაიქცევა: „ვისი მეშინის? ჩემივე თუ? სხვას ვერვის ვხედავ...“
შექსპირი იმდენად დიდი დრამატურგი იყო, რომ დაკანონე-
ბულ ნორმებს ვერ ეგუებოდა. საკუთარ შინაგან ხედვასთან რომ
მართალი ყოფილიყო, კაცობრიობის ცნობიერების ბილიკები ხე-
ლახლა, თავისი ფეხით უნდა გაევლო. ის ამაღლდა იმ მწერლებ-
ზე, რომელთაგანაც შთაგონებას იღებდა და მათი ნაწარმოებები
სულ ახლებურად და განსაცვიფრებლად გააერთიანა. ის ფორმა-
ლურ, მონოტონურ რიტორიკაში კომიკურ რემარკას ურევდა, მე-
ლოდრამაში - ეროტიკას. უნებურად ლედი ანა გახსენდება, არა-
და, ძნელია, დაასახელო შექსპირის სცენა, სადაც ორი სქესის
წარმომადგენელი მონაწილეობს და სადაც სიბრაზე და დაპირის-
პირება არ იგრძნობა.
პიესაში ჩანს, რომ მარლოს „თემურლენგიდან“ და „მალტელი
ებრაელიდან“ მიღებული გაკვეთილებიც კარგად ახსოვს. მაგრამ
132
ახლა უკვე მარლოს ჯერი დამდგარიყო, შექსპირისგან ესწავლა.
აღიარებულია, რომ მისი „ედვარდ II“-ის შთაგონების წყარო შექ-
სპირის პიესაა. რატომ ხდებოდა ასე? იმიტომ, რომ თეატრი და-
უსრულებელი მიბაძვის სამყარო იყო. „რიჩარდ III“ (ჰამლეტის
შემდეგ) შექსპირის ყველაზე გრძელი და ყველაზე ამბიციური პი-
ესაა. აღწევს თუ არა დრამატურგი რომელიმე ერთი წარმოსახვის
მწვერვალს, უმალ მეორისკენ მიჰყავხარ, თან ისე, რომ ნაბიჯსაც
არ ანელებს. შეიძლება ითქვას, რომ „რიჩარდ III“-ში შექსპირი
იფურჩქნება. მას უყვარს საზიზღარი კუზიანის ბოროტმოქმედე-
ბები. პიესაში მისტერიისა და წინასწარმეტყველების ატმოსფერო
სუფევს – ანტიკური არქეტიპები და მითოლოგიური შეჯახებები –
რაც ინგლისის ისტორიას ახალ მნიშვნელობას სძენს და ალბათ,
ეს არის შექსპირის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც მან ინგლისურ
დრამას გაუკეთა.
„რიჩარდ III“-მ მალე მოიპოვა აღიარება. პიესა რვაჯერ და-
იბეჭდა, სამჯერ შექსპირის გარდაცვალების შემდეგ. უიმედო შე-
ძახილს: „ცხენი, ცხენი, ჩემს სამეფოს ერთ ცხენში ვაძლევ!“
ლონდონში ასობით სხვადასხვა კონტექსტში იმეორებდნენ და
პაროდიებს ქმნიდნენ. ბერბიჯს რომ რიჩარდ III-ის როლმა პოპუ-
ლარობა მოუტანა, ამას ერთი ლონდონელის დღიურში ჩაწერი-
ლი ანეგდოტი ცხადყოფს: „ბერბიჯის მიერ შესრულებული რი-
ჩარდ III-ით ვიღაც ქალი ისე მოიხიბლა, რომ მსახიობი ღამე თა-
ვისთან მიიპატიჟა. სთხოვა, რიჩარდ III-ის სახელით მისულიყო.
შექსპირმა ყური მოჰკრა მათ საუბარს, ბერბიჯზე ადრე მივიდა იმ
ქალთან და როდესაც მსახურმა მოახსენათ, კართან რიჩარდ III
დგასო, ბერბიჯს შეუთვალა – რიჩარდ III-ს უილიამ „დამპყრო-
ბელმა“ დაასწროო.“

133
თავი 35
რა დიდებული სული თვის
გვამს განშორებია

1593 წლის დასაწყისში „პემბროკის მსახიობებმა“ „თეატრში“


გამოსვლები განაახლეს. მათ რეპერტუარში შექსპირის ადრეუ-
ლი პიესები ჰქონდათ. მაგრამ იანვარში, შავი ჭირის ეპიდემიის
გამო, ლონდონის მერმა საიდუმლო საბჭოს ბრძანება მიიღო,
ყველა თავშეყრის ადგილი დაეხურათ. ასე რომ, შექსპირი და მი-
სი კომპანიონები კვლავ იძულებული გახდნენ, დედაქალაქი და-
ეტოვებინათ. ისინი ბატისა და ბიუდლის გავლით ლადლოუსკენ
გაემართნენ, გრაფი პემბროკის სამფლობელოში. ბატში მათ 16
შილინგი გადაუხადეს, მაგრამ მშვილდის გატეხვისთვის 2 ში-
ლინგი ჩამოაკლეს. ლადლოუში იგივე თანხა მიიღეს და დასაჩუქ-
რდნენ „ერთი კვარტა თეთრი ღვინითა და შაქრით.“ გრაფი პემ-
ბროკი ოფიციალურად იყო ცნობილი უელსის პრეზიდენტად.
შრუსბერიში მსახიობებს ასე ხვდებოდნენ: „ქალაქში ლორდ
პრეზიდენტის მსახიობები ჩამოდიან.“ იქ 40 შილინგზე ნაკლები
არ მიუღიათ. ლონდონში დაბრუნებულებს ძველი წარმატება
აღარ ელოდათ. თეატრები ჯერ კიდევ დაკეტილი იყო. შუა ივნისი
იდგა და ზაფხულის სიცხე ახლოვდებოდა. შავ ჭირს ლონდონე-
ლების მეათედი - თხუთმეტი ათასი ადამიანი ემსხვერპლა.
თუმცა, ლონდონში კიდევ რაღაც ხდებოდა. ქალაქის კედლებ-
ზე სხვადასხვა მუქარები იყო გაკრული ფრანგი, ჰოლანდიელი
და ბელგიელი ემიგრანტების მისამართით. 5 მაისს ჰოლანდიე-
ლების ეკლესიის გალავნის კედელზე ძალიან მწარე, ქსენოფო-
ბიური შინაარსის პოემა მიაჭედეს ლურსმნით. ხელს აწერდა „თე-
მურლენგი“. შეიძლება, ბუნებრივი იყო, რომ ამ ყველაფერს
პროფესიონალ მწერლებს აბრალებდნენ. საიდუმლო საბჭომ
ბრძანება გასცა, ეჭვმიტანილი მწერლები დაეპატიმრებინათ და
134
თუ დანაშაულს არ აღიარებდნენ, ეწამებინათ. პირველი „ესპანუ-
რი ტრაგედიის“ ავტორი თომას ქიდი დაიჭირეს და აწამეს. მან
მკრეხელობა მარლოს გადააბრალა. როგორც მიიჩნევენ, თავი-
დანვე ასე იყო ჩაფიქრებული, რომ ქიდის საშუალებით მარლოზე
გასულიყვნენ. მარლოს ორი დღე ჰკითხავდნენ საიდუმლო საბ-
ჭოში; შემდეგ, იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ ყოველდღე
მათ უდიდებულესობა ლორდებს ეახლებოდა. ათი დღის შემდეგ,
მარლო მოკლეს. დეტფორში ამტყდარი ჩხუბის დროს თვალში
დანა გაუყარეს. ქიდი მომდევნო წელს გარდაიცვალა.
ადვილი წარმოსადგენია, როგორ იმოქმედებდა ეს ამბები
მსახიობების საძმოზე. ერთ-ერთი წამყვანი დრამატურგი საეჭვო
ვითარებაში მოკლეს, მეორეს კი ლამის წამებით ამოხადეს სუ-
ლი. ამ შოკის მომგვრელი სიტუაციიდან გამოსავალს ვერავინ ხე-
დავდა. გაურკვეველი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო იძაბე-
ბოდა და ქალაქში, სადაც ჯერ კიდევ შავი ჭირი მძვინვარებდა,
შიშმა დაისადგურა.
შექსპირმა მარლოს სიკვდილის შესახებ გასტროლებზე ყოფ-
ნისას გაიგო. დრამატურგი, რომლითაც აღტაცებული იყო და რო-
მელსაც ბაძავდა, მოკვდა. პირდაპირ რომ ვთქვათ, მას მთავარი
მეტოქე გამოეცალა. ამ დღიდან გზა ხსნილი იყო. ალბათ, არ
არის გასაკვირი, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შექ-
სპირი თავის ყველაზე ლირიკულ პიესებს წერს: „რომეო და ჯუ-
ლიეტას,“ „ზაფხულის ღამის სიზმარს,“ „ამაო გარჯა სიყვარული-
სას“ და „რიჩარდ II“-ს. ამ პიესებში ჩანს, რომ ის საბოლოოდ თა-
ვისუფლდება მარლოს გავლენისგან და უკვე აშკარად ჯაბნის მას.
მეთექვსმეტე საუკუნის მიწურულს შექსპირი ლონდონის მთავა-
რი დრამატურგი იყო.
ვინაიდან შავი ჭირის ეპიდემია არ ჩაცხრა, ზაფხულში „პემ-
ბროკის მსახურები“ ისევ გასტროლებზე წავიდნენ. მარლოს „ედ-

135
ვარდ II“-ის ტექსტი გამომცემელს მიჰყიდეს, ალბათ ძალიან მოკ-
რძალებულ, მაგრამ მათთვის საჭირო ფასად. მარლოს სენსაციუ-
რი სიკვდილის გამო, წიგნი კარგად გაიყიდებოდა. დასი ამჯერად
სამხრეთით გაემგზავრა, ხოლო აგვისტოში ლონდონში დაბრუნ-
და თუ არა, დაიშალა. მსახიობები გაკოტრდნენ და თავიანთი
ხარჯების დაფარვა აღარ შეეძლოთ. 28 სექტემბერს გასტროლებ-
ზე მყოფმა ედვარდ ალეინმა ჰენსლოუს წერილი მიიღო: „რაც შე-
ეხება ლორდ პემბროკს, ვიცი, გინდა გაიგო, რომ მსახიობები, უკ-
ვე ხუთი თუ ექვსი კვირა იქნება, რაც სახლებში სხედან. მოგზაუ-
რობის ხარჯები ვერ დაფარეს და ტანსაცმლის დაგირავებაც მო-
უხდათ.“
შექსპირი უმუშევარი დარჩა. მაგრამ ძნელი წარმოსადგენია,
მისი გაქანებისა და ენერგიის პატრონი, უსაქმურად მჯდარიყო
შინ. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, თეატრები რომ დაიკეტა, ალ-
ბათ უკვე მაშინ დაიწყებდა მომავალზე ფიქრს. ვინ უწყის, როდის
გადაივლიდა ეპიდემია? ნუთუ, ლონდონის თეატრების კარი სა-
მუდამოდ დაიკეტა? შექსპირი სერიოზულად ფიქრობდა, ახალი
მიმართულება მიეცა თავისი კარიერისთვის და სწორედ იმ პერი-
ოდში, გრძელ პოემაზე დაიწყო მუშაობა. შექსპირმა იცოდა, რომ
თეატრებისთვის ამ რთულ დროს კარგი იქნებოდა, მდიდარი
მფარველი ჰყოლოდა, ვინც რამით დაასაქმებდა. 1593 წლის
ზაფხულში მისმა ძველმა სტრეთფორდელმა ნაცნობმა, რიჩარდ
ფილდმა პოემა „ვენერა და ადონისი“ გამოსცა. წიგნი წმინდა პავ-
ლეს ტაძრის ეზოში იყიდებოდა. იქ შექსპირი ხშირად დადიოდა
ახალ-ახალი წიგნების შესაძენად და ალბათ, სხვა წიგნებთან ერ-
თად, ჯორჯ პატენჰემის „ინგლისური პიეზიის ხელოვნებასაც“ გა-
ეცნო. ამ ტრაქტატში ავტორი ექვსსტრიქონიან სტროფებს გვთა-
ვაზობს, რაც შექსპირმა „ვენერა და ადონისში“ გამოიყენა. თუ
ყოველთვის ყიდვას ვერ ახერხებდა, წიგნებს იქვე კითხულობდა,
ან ფილდი შინ ატანდა ხოლმე. ასე გაეცნო შექსპირი ოვიდიუსის
136
ახალ გამოცემასაც, საიდანაც ეპიგრაფი წაუმძღვარა თავის
ახალ პოემას. გამოდის, რომ პატარა წიგნის მაღაზიამ წმინდა
პავლეს ტაძრის ეზოში, სადაც ალბათ სულ მელნისა და ქაღალ-
დის სუნი იდგა, დიდი წვლილი შეიტანა უმშვენიერესი ენით დაწე-
რილი ერთ-ერთი ინგლისური ეპიკური პოემის შექმნაში.
პირველ, სატიტულე გვერდზე ავტორის სახელი არ ეწერა,
მხოლოდ ადრესატის შემდეგ იყო მითითებული – „თქვენი უდი-
დებულესობის მსახური უილიამ შექსპირი.“ ადრესატი კი ახალ-
გაზრდა დიდგვაროვანი, ჰენრი რაიოთსლი გახლდათ, საუთჰემ-
პტონის გრაფი.
ოცი წლის სოუთჰემპტონს კემბრიჯი ახალი დამთავრებული
ჰქონდა. ის კეთილშობილი კათოლიკე ოჯახიდან იყო. მამის გარ-
დაცვალების შემდეგ, ახალგაზრდა გრაფის მეურვე ლორდი ბერ-
ლი, ლორდი ხაზინადარი გახდა. თექვსმეტი წლის ასაკში, მას
ლორდ ბერლის შვილიშვილის ცოლად მოყვანა შესთავაზეს,
მაგრამ საუთჰემპტონმა უარი განაცხადა. „ვენერა და ადონისში“
სიმპათიური ბიჭი არასასურველ, მასზე უფროს ქალთან არშიყს
რომ გაურბის, შეიძლება, საუთჰემპტონის ამბავი უდევს საფუძ-
ვლად. ახალგაზრდა გრაფს ადონისთან სილამაზისა და განათ-
ლებულობის გამო აიგივებდნენ, მაგრამ იმ დროის პანეგირისტე-
ბი გაზვიადებულად გვიხატავდნენ ახალგაზრდა დიდგვაროვნე-
ბის გარეგნობას. ისინი ყოველთვის უფრო ლამაზები ჩანდნენ,
არც ისე წარჩინებულების ფონზე.
„ვენერა და ადონისი“, ეროტიკული, ეპიკური პოემა, დიდი პო-
პულარობით სარგებლობდა. ერთადერთი ეგზემპლარი შემორჩა
1593 წლის გამოცემისა. მომდევნო ოცი წლის განმავლობაში
თერთმეტჯერ გამოქვეყნდა. პოემამ ბევრად დიდი აღიარება მო-
უტანა შექსპირს, ვიდრე რომელიმე პიესამ. ასე რომ, „თეატრა-
ლური შიმშილის“ წლებში მისი ინსტინქტი, ეპიკური პოემა და-
ეწერა, შეუმცდარი აღმოჩნდა.
137
ამ, თავისი არსით დრამატულ პოემაში, შექსპირი ჩვეულები-
სამებრ გადადის ხოლმე კომიკურიდან სერიოზულ თემაზე. მას
ხომ დიდხანს ერთ განწყობაზე ყოფნა არ შეუძლია. ავხორცი ვე-
ნერას და ფრიგიდული ადონისის დაპირისპირება ტიპური ინ-
გლისური პანტომიმის საგანი გახდა. პოემა, იმ ხელნაწერ პო-
ემებთან შედარებით, მაშინ ხელიდან ხელში რომ გადადიოდა,
არც ისე პორნოგრაფიულია, მაგრამ შენიშვნები მაინც დაიმსახუ-
რა. თომას მიდლტონმა მას „უწმაწური პამფლეტი“ უწოდა, ჯონ
დევისმა - „უხამსობა.“
„ვენერა და ადონისში“ ლტოლვა ახალგაზრდა მამაკაცისადმი
შეიძლება უფრო ძლიერია, ვიდრე თომას მანის რომანში „სიკ-
ვდილი ვენეციაში“. ეროტიკული ჟანრი, შეიძლება ითქვას, ერთა-
დერთი ჟანრია, სადაც შექსპირი თავის გემოვნებასა და გულის
ნადებს ამჟღავნებს. თუმცა, რა თქმა უნდა, არ იქნება გონივრუ-
ლი, ეს ძლიერი გრძნობები და ვნებები მას მივაწეროთ. შექსპი-
რი, როგორც ყოველთვის, ენაწყლიანია, მაგრამ, ამავე დროს,
განმარტოებული. ვნება, საერთოდ, მისთვის დამახასიათებელი
ეფექტის ელემენტია. მკითხველს უცნაური შთაბეჭდილება ექმნე-
ბა, რადგან ავტორი ხან ჩანს პოემაში, ხან კი არა. ასეთი ძლიერი
გრძნობის აღძვრის უნარს ფლობდე და თან შეგეძლოს, მას დას-
ცინო, ამის ძალა უდავოდ მხოლოდ უდიდესი ინტელექტის პატ-
რონს თუ შესწევს. ალბათ, ამიტომაც მიიჩნევენ, რომ „ვენერა და
ადონისში“ შექსპირი სცდება საკუთარ დრამატულ წარმოსახვა-
საც კი. არასოდეს არ ჰყოლია ინგლისს სხვა, ასე თავისუფლად
მეტყველი პოეტი.
„ვენერა და ადონისი“ განსაკუთრებით უნივერსიტეტის სტუ-
დენტებში იყო პოპულარული. ხანდახან ახალგაზრდები ერთად
იკრიბებოდნენ და ხმამაღლა კითხულობდნენ პოემას. ამ პერი-
ოდში შექსპირი, როგორც ხშირად და მცდარად აღნიშნავენ

138
ხოლმე, ანონიმური და შეუმჩნეველი ვერაფრით დარჩებოდა. შე-
იძლება ითქვას, ის უკვე ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ინ-
გლისელი პოეტი იყო.

139
თავი 36
მის გონებაში ახალი
ფრაზები იბადება

შესაძლებელია, შექსპირი და საუთჰემპტონი ერთმანეთს თე-


ატრში შეხვედროდნენ, რადგან საუთჰემპტონი რეგულარულად
ესწრებოდა სპექტაკლებს. მაგრამ არსებობს კიდევ სხვა კავში-
რებიც. „ვენერა და ადონისის“ გამოსვლიდან ერთი წლის შემ-
დეგ, საუთჰემპტონის დედა ცოლად გაჰყვა სერ თომას ჰენიჯს. ჰე-
ნიჯი დედოფლის ხაზინადარი იყო და კარის მსახიობების გადასა-
ხადი, შესაბამისად, მის პასუხისმგებლობაში შედიოდა. კავშირი
ძალიან უმნიშვნელოა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, როგორი
პატარა და გადაჭედილი იყო ინგლისის სამეფო კარი, მაინც სა-
ინტერესოა.
პოეტმა და გრაფმა, ვინ იცის, შეიძლება, ლორდ სთრეინჯთან
გაიცნეს ერთმანეთი. ლორდ სთრეინჯის უმცროსი ძმა, მოყვარუ-
ლი დრამატურგი, და საუთჰემპტონი ახლო მეგობრები იყვნენ.
ამას გარდა, ლორდი სთრეინჯი და საუთჰემპტონი „კათოლიკეე-
ბის თანაგრძნობის“ ჯგუფის წევრებად ითვლებოდნენ და ბევრი
ახალგაზრდა გრაფს „კათოლიკური წინააღმდეგობის დიდ იმე-
დს“ უწოდებდა. გრაფი სტრეთფორდელი არდენების შორეული
ნათესავიც იყო. მისი ძველი სულიერი მრჩეველი და პოეტი, რო-
ბერტ საუთველიც, არდენების ნათესავი ყოფილა.
კიდევ ერთი ადამიანი, ვისთანაც შექსპირი და საუთჰემპტონი
შეიძლება შეხვედროდნენ ერთმანეთს, საუთჰემპტონის ფრანგუ-
ლისა და იტალიურის მასწავლებელი, ჯონ ფლორიოა. იტალიე-
ლი პროტესტანტი ლტოლვილის ვაჟი, ჯონ ფლორიო ლონდონში
ცხოვრობდა. ის შესანიშნავი ლინგვისტი იყო. გრაფს ფრანგულ-
სა და იტალიურს ასწავლიდა. თეატრი ძალიან უყვარდა კიდეც და

140
კრიტიკულადაც იყო განწყობილი მის მიმართ. ფლორიომ თარ-
გმნა ინგლისურად მონტენი და „მეფე ლირი“ და „ქარიშხალი“
არაერთი ფრაზითა და ალუზიით უზრუნველყო. თერთმეტი წლით
უფროსი ფლორიო შექსპირისთვის მნიშვნელოვანი პიროვნება
იყო. ამ პერიოდის შექსპირის კომედიების მოქმედება, ძირითა-
დად, იტალიაში ხდება და შეიძლება, თავისი განწყობითაც იტა-
ლიურია. დროდადრო შექსპირი იტალიის ისეთ ცოდნას ამჟღავ-
ნებს, იფიქრებ, უდავოდ ამ ქვეყანაში უმოგზაურიაო. ფლორიო
სხვა დრამატურგებსაც ეხმარებოდა. უზარმაზარი ბიბლიოთეკა
ჰქონდა. ასე რომ, მომავალში აღარ დაგვჭირდება, შექსპირის
იტალიური ფრაზის წყარო ვეძებოთ. ფლორიო ერთ-ერთი იმ მო-
უხელთებელ პიროვნებათაგანი იყო, დროდადრო რომ ჩნდე-
ბოდნენ შექსპირის ცხოვრებაში, მაგრამ მათი გავლენა უფრო
თვალსაჩინო იყო, ვიდრე თავად პიროვნებები.
შესაძლებელია, 1593 წელს შექსპირი ხანმოკლე დროით სა-
უთჰემპტონის მდივანი ყოფილიყო. ერთი კომიკური სცენა „ედ-
ვარდ III“-ში, სადაც მეფე და მისი მდივანი მონაწილეობენ, ბა-
დებს ეჭვს, რომ მას მდივნად უმუშავია. ახლახან დაადგინეს, რომ
ნახატზე, რომელიც აქამდე ლედი ნორტონის პორტრეტი ეგო-
ნათ, გრაფი საუთჰემპტონი ყოფილა გამოსახული. მას საყურე
უკეთია, პომადა უსვია და გრძელი, გაშლილი თმა აფენია ცოტა
ქალურ სამოსზე. დიდგვაროვნის მდივნობა კი მაშინ მიღებული
იყო. მაგალითად, ქიდი სასექსის გრაფის მდივანი იყო, ლილი -
ოქსფორდის გრაფისა, სპენსერი კი როჩესტერის ეპისკოპოსს ემ-
სახურებოდა.
ისტორიული წყაროდან ვიცით, რომ 1593 წელს ოქსფორდში
გამართულ სადილს, გრაფი საუთჰემპტონის გარდა, ინგლისური
თეატრის კიდევ ოთხი მთავარი მფარველი ესწრებოდა. ესენი იყ-
ვნენ – გრაფი ესექსი, ლორდი სთრეინჯი, გრაფი პემბროკი და
ლორდი ადმირალი ჰოვარდი. ფიქრობენ, რომ ამ ვიწრო წრეს
141
მიუძღვნა შექსპირმა კომედია „ამაო გარჯა სიყვარულისა“. ეს თა-
ვის თანამედროვე წარჩინებულებზე დაწერილი სატირაა, იმდე-
ნად ალუზიური და ირონიული, რომ ძნელი წარმოსადგენია, სა-
ხალხო თეატრისთვის ყოფილიყო შექმნილი. პიესას, რომელშიც
გამოყვანილი არიან ახალგაზრდა დიდგვაროვანი კაცები და ქა-
ლები, პედანტური მანერებით, სადაც გვხვდებიან სკოლის მას-
წავლებლები, მოხერხებულებიც და სულელებიც, სხვადასხვაგ-
ვარი ინტერპრეტაცია მოუძებნეს – შეიძლება, ეს იყოს მხიარული
სატირა საუთჰემპტონზე და მის გარემოცვაზე, ან ლორდ სთრეინ-
ჯზე და მის მხარდამჭერებზე, ან თომას ნეშზე, ჯონ ფლორიოზე,
და „ღამის სკოლაზე“, ან, იქნებ, სულაც ყველას ერთად გულის-
ხმობდეს. ერთი კი აღსანიშნავია, რომ პიესა გათვლილია ინტე-
ლექტუალურ პუბლიკაზე.
1597 წელს „ამაო გარჯა სიყვარულისა“ დედოფალ ელისაბე-
დის კარზე წარმოადგინეს. რვა წლის შემდეგ საუთჰემპტონმა პი-
ესა თავის საუთჰემპტონ-ჰაუსში დაადგმევინა მეფე ჯეიმს I-ის სა-
მეფო ოჯახისთვის. ჩანს, მას განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა
პიესისადმი, რომელსაც ძალიან მარტივი სიუჟეტი აქვს – ნავა-
რის მეფე, ფერნინანდი, შეაგულიანებს თავის სამ კარისკაცს, სა-
მი წელი ერთად შეისწავლონ მეცნიერებები და ამ ხნის განმავ-
ლობაში, უარი თქვან ქალებთან ურთიერთობაზე. ზუსტად ამ
დროს, სამეფოში ჩამოდის საფრანგეთის პრინცესა და მას სამი
სეფექალი ახლავს. რა მოჰყვება ამას, ადვილი მისახვედრია. მე-
ფესა და მის კარისკაცებს გულში ჩაუვარდებათ ფრანგი ქალები
და ფიცს დაარღვევენ. პიესის ბოლოს, საფრანგეთის პრინცესა
მამის გარდაცვალების ამბავს შეიტყობს და ასე სრულდება მათი
მხიარულება. პიესაში უამრავი პროტოტიპია, ქარაგმებიც მრავ-
ლადაა, ზოგიერთი სახელი პირდაპირ სასახლის კარის წარმო-
მადგენლისა აუღია. ვხვდებით თომას ნეშის კარიკატურას. რაც
შეეხება, პოლოფენს, იმავე „პედანტს“, ზედგამოჭრილი ჯონ
142
ფლორიოა; როცა საუბრობს, გეგონებათ, ფლორიოს ლექსიკონი
გადაუყლაპავსო. ნავარის მეფეს კი ლორდ სთრეინჯის სახელი -
„ფერდინანდი“ ჰქვია. „ამაო გარჯა სიყვარულისა“ შექსპირის სო-
ნეტებისა და გრძელი ეპიკური პოემების სტილშია დაწერილი.
სხვა პიესებთან შედარებით, ყველაზე რთული რითმა აქვს, ეს კა-
ლამბურებით სავსე ნაწარმოები მისი ლინგვისტური ვირტუოზო-
ბის ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა.
თომას მანის „დოქტორ ფაუსტუსში“ კომპოზიტორი ადრიან
ლევერკიუნი ამ პიესას მუსიკად აღიქვამს და ოპერა-ბუფის
აღორძინებას უწოდებს, თავისი ყალბი გამოჯავრებებითა და პა-
როდიებით სიყალბეზე. მაგრამ „ამაო გარჯა სიყვარულისა“ ისე-
დაც ოპერა-ბუფია, ანუ ფრანგული კომიკური ოპერაა. ის ექსტა-
რავაგანტურიც არის, ავხორციც, სავსე გამოგონებებით, ნაყოფი-
ერი, მორთული და მოკაზმული და თავისი ცვალებადი რითმითა
და მეთექვსმეტე საუკუნის ინგლისური ენის ყველა შესაძლებელი
ნიუანსის გამოყენებით, ჩემი აზრით, ყველაზე ჭკვიანური პიესაა,
რაც ოდესმე დაწერილა. როგორც ერთ-ერთი ფრანგი სეფექალი
ქალების გონიერებაზე ამბობს: „თქვენებრ მსუბუქი, თქვენსავით
მკვირცხლი, მხიარული დაუდგრომელი“. ამ პიესისთვის დაწერი-
ლი რამდენიმე სონეტი შემდეგ შექსპირის ანთოლოგიაში შევი-
და.
შექსპირს თავისუფლად ეჭირა თავი სამეფო კარის მაყურებ-
ლის წინაშე. კომედია „ამაო გარჯა სიყვარულისა“-ს შემქმნელი
დედოფლის კარზე პრივილეგირებული მსახურის როლში იყო.
კარგად აქვს შესწავლილი სასახლის ცხოვრების ყველა წეს-
ჩვეულება, ზუსტად იცის, როგორი ტონით ესაუბრებიან ერთმა-
ნეთს დიდგვაროვნები. ის მნიშვნელოვანი მეცნიერებისა და ლი-
ტერატორების გარემოცვაში იმყოფება, სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, ელისაბედის საზოგადოების წევრია.

143
ნაწილი მეხუთე
თავი 37
შეჩერდი, წადი, გააკეთე,
რაც მოგესურვება

შექსპირი დიდხანს არ დარჩენილა სოუთჰემპტონის უახლოეს


ადამიანთა წრეში. მას შემდეგ, რაც 1593 წელს „პემბროკის მსა-
ხურები“ დაიშალა და მერე ცოტა ხანს მდივნად იმუშავა, ის სხვა
თეატრალურ კომპანიას დაუკავშირდა. სავარაუდოდ, სანამ მომ-
დევნო წელს „ლორდ ჩემბერლენის მსახურებს“ შეუერთდებოდა,
შექსპირი „ლორდ სასექსის მსახურების“ დასის წევრი იყო და
მათთან ერთად გასტროლებზეც იმოგზაურა ნიუქასლში და ვინ-
ჩესტერში. 1594 წლის დასაწყისში ისინი ლონდონში დაბრუნ-
დნენ და საშობაო სეზონის გახსნის უფლება მიიღეს. იმ წელს
დასმა შექსპირის „ტიტუს ანდრონიკუსი“ სამჯერ წარმოადგინა
„როუზში“. მაგრამ მალე, შავი ჭირის ეპიდემიის გამო, თეატრები
ისევ დაიხურა. მხოლოდ სააღდგომოდ გახსნეს, ისიც მცირე
ხნით. ამ პერიოდში შექსპირმა მისამართი გამოიცვალა. ბიშოფ-
სგეითიძველი საცხოვრებლიდან ხუთი წუთის სავალზე იყო. იაფ-
ფასიანი ბორდელებისა და ტავერნების შემდეგ, მას იქ უფრო ჯან-
საღი გარემო ელოდა. შექსპირი ბიშოფსგეითის წმინდა ელენეს
ეკლესიის მრევლი გახდა და ვალდებული იყო, ეკლესიის საერ-
თო მაგიდაზე ლითონის ჟეტონი დაედო ნიშნად იმისა, რომ წირ-
ვას ესწრებოდა. უბანი საცხოვრებლად მდიდარ ვაჭრებსაც მოს-
წონდათ, მათ შორის, სერ ჯონ ქროზბისა და სერ თომას გრეშემს.
ქროზბი ფლეისი სამრევლოს ტერიტორიაზე იყო. ეს მეთხუთმეტე
საუკუნის შენობა, სადაც რიჩარდ III-ს უცხოვრია, შექსპირმა თა-
ვისი ტრაგედიის ერთ-ერთ მოქმედების ადგილად გამოიყენა.

144
თავის დროზე სახლი თომას მორსაც ეკუთვნოდა. მაშინ კი, როცა
შექსპირს მის შორიახლოს ჰქონდა ბინა, იქ ლორდი მერი ცხოვ-
რობდა. მრევლში, შექსპირთან ერთად, რამდენიმე ფრანგული
და ფლამანდიური წარმოშობის ოჯახმაც პოვა თავშესაფარი და
ალბათ ამის გამო იყო, იქაურობას „პატარა საფრანგეთს“ რომ
ეძახდნენ. მოგვიანებით, შექსპირი სილვერ სთრითზე ჰუგენოტე-
ბის ოჯახში ქირაობდა ოთახს. როგორც ჩანს, მშფოთვარე ლონ-
დონში ის „უცხოელების“ გარემოცვაში ამჯობინებდა ყოფნას.
შექსპირის მეზობლად თომას მორლი ცხოვრობდა. მორლი სამე-
ფო კაპელისთვის მადრიგალებს წერდა და შექსპირის რამდენი-
მე სიმღერისთვისაც დაწერა მუსიკა.
„ლორდ კამერჰერის მსახურები“ 1594 წლის გაზაფხულზე
ლორდმა ჰანდსონმა, ლორდმა კამერჰერმა დააარსა. მას სურ-
და, ლონდონის თეატრებში გამეფებული არეულობა როგორმე
მოეწესრიგებინა. არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორი ძლიერი კავ-
შირი არსებობდა სამეფო კარსა და თეატრებს შორის და რომ
მსახიობების ერთადერთი დანიშნულება დედოფლის გართობა
იყო. მაგრამ ეპიდემიების გამო თეატრების წამდაუწუმ დახურვამ
თეატრალურ კომპანიებზე ცუდად იმოქმედა. ზოგი დასი საერ-
თოდ დაიშალა. აპრილში ლორდი სთრეინჯი უცნაურ ვითარება-
ში გარდაიცვალა და მსახიობები სთრეინჯის ქვრივის არცთუ ისე
საიმედო მფარველობის ანაბარა დარჩნენ. დედოფლის გართო-
ბა ლორდმა კამერჰერმა ითავა. მას ამბიციური გეგმა ჰქონდა –
გადაწყვიტა, ქალაქში ორი კონკურენტი კომპანიის მონოპოლია
დაეარსებინა. თვითონ „ლორდ კამერჰერის მსახურების“ მფარ-
ველი იყო, სიძეს, ჩარლზ ჰოვარდს კი „ლორდ ადმირალის“ დასი
ჩააბარა. კომპანია „ლორდ ადმირალის მსახურები,“ რომლის
წამყვანი მსახიობი ედვარდ ალეინი გახლდათ, ფილიპ ჰენსლო-
უს „როუზში“ გამოდიოდა, „ლორდ კამერჰერის მსახურების“ წამ-

145
ყვანი მსახიობი რიჩარდ ბერბიჯი იყო და, რა თქმა უნდა, მამამი-
სის თეატრში დარჩა. მოკლედ, ერთი დასი თემზის სამხრეთ ნა-
წილში დომინირებდა, მეორე კი ჩრდილოეთ შემოგარენში.
ლორდმა კამერჰერმა ლორდ სთრეინჯის, დედოფლის მსახურე-
ბისა და ლორდ სასექსის კომპანიებიდან საუკეთესო მსახიობები
მიიზიდა. ლორდ სასექსის დასიდან მან უილიამ შექსპირი მიიპა-
ტიჟა. შექსპირს რამდენიმე მსახიობი გაჰყვა. ნადავლის განაწი-
ლება ამით არ დამთავრებულა. ალეინი „ლორდ ადმირალის მსა-
ხურებში“ მარლოს პიესებით ხელდამშვენებული მივიდა, შექ-
სპირმა კი „ლორდ კამერჰერის მსახურები“ თავისი დრამებით
უზრუნველყო და იმ დღიდან „ლორდ კამერჰერის მსახურები“ ერ-
თადერთი კომპანია გახდა, რომელიც შექსპირის პიესებს დგამ-
და.

146
თავი 38
ჩვენ ცოტანი ვართ,
ძმებივით ვართ

ამ გამოჩენილ მსახიობებთან ერთად, „ლორდ კამერჰერის


მსახურებად“ რომ იწოდებოდნენ, შექსპირმა მთელი თავისი
დარჩენილი ცხოვრება გაატარა, მხოლოდ მათთვის წერდა და
მხოლოდ მათთან ერთად გამოდიოდა სცენაზე. მსახიობები მისი
კოლეგებიც იყვნენ და, როგორც სხვადასხვა ანდერძებიდან და
დოკუმენტებიდან ჩანს, მისი ახლო მეგობრებიც. „ლორდ კამერ-
ჰერის მსახურები“ ინგლისის თეატრის ისტორიაში ყველაზე მყა-
რი კომპანია აღმოჩნდა. მან 1594 წლიდან 1642 წლამდე იარსება
და ამ ხნის განმავლობაში მსოფლიო თეატრის ისტორიის საუკე-
თესო პიესებს დგამდა.
დასში, რიჩარდ ბერბიჯის გარდა, ჰყავდათ – ოგასტინ ფილიპ-
სი, თომას პოუპი, ჯორჯ ბრაიანი, ჯონ ჰემინგსი, ჯონ სინკლერი,
უილიამ სლაი, რიჩარდ ქოული, ჯონ დიუკი და კომიკოსი უილ
კემპი. ჯონ ჰემინგსი, მსახიობობასთან ერთად, საქმოსანიც იყო
და კომპანიის ფინანსური მენეჯერობა ითავა. სიცოცხლის მიწუ-
რულს ძალიან მდიდარი და პატივცემული ადამიანი გახლდათ,
ჰქონდა ტიტული და საგვარეულო გერბი. ის ყველაზე კარგად
შექსპირის ხანდაზმულ გმირებს თამაშობდა, მაგალითად, პო-
ლონიუსსა და კაპულეტის. კიდევ ერთი მსახიობი, ჰემინგსისა და
შექსპირის გარდა, რომელმაც საგვარეულო გერბი მიიღო, ოგას-
ტინ ფილიპსი იყო. ისიც ძალიან მდიდარი გარდაიცვალა, თავის
მორთლეიქის მამულში. ფილიპსი დასის ერთ-ერთი წამყვანი
მსახიობი გახლდათ. ერთხელ ის საიდუმლო საბჭომ კომპანიის
სახელით წარსადგენად დაიბარა. ფილიპსი ბერბიჯის დუბლიო-
რი იყო, მაგრამ ტრაგიკოსი ბერბიჯისგან განსხვავებით, მაყურე-

147
ბელს ფარსითაც ართობდა ხოლმე. ელისაბედის ეპოქის მსახიო-
ბი მრავალმხრივი უნდა ყოფილიყო, სიმღერა, ცეკვა, დაკვრა,
ფარიკაობა შესძლებოდა. თომას პოუპი, მაგალითად, შესანიშნა-
ვი აკრობატი და კლოუნი გახლდათ. საგვარეულო გერბი მასაც
მიაკუთვნეს. ჯონ სინკლერი კი, იგივე „სინკლო“, თავისი არაბუ-
ნებრივი სიგამხდრის გამო, ძირითადად კომიკურ როლებს ასრუ-
ლებდა, მაგალითად, როგორიც პინჩია „შეცდომების კომედი-
აში“. მანვე ითამაშა აფთიაქარის როლი „რომეო და ჯულიეტაში.“
ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება გიჩნდება, თითქოს შექსპირს
სინკლერი ედგა თვალწინ, როცა ამა თუ იმ გმირის სახეს ქმნიდა.
მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დასში მრავალფეროვნებით
განსაკუთრებით მსახიობი უილიამ კემპი გამოირჩეოდა. ის ყვე-
ლაზე სახელგანთქმული კლოუნი გახლდათ მთელ ინგლისში.
დაბალი და მსუქანი, ძალიან მკვირცხლი და მოძრავი იყო. თუ ქუ-
ჩის გამყიდველი ქალივით არ ეცვა, სოფლის სულელივით გამო-
ეწყობოდა ხოლმე. ხანდახან უხამსი ხუმრობები უყვარდა და
ცნობილი იყო თავისი ცეკვა-მორისით. ამას გარდა, საოცარი იმ-
პროვიზაციის უნარით იყო დაჯილდოებული. სპექტაკლის მსვლე-
ლობისას კემპს თავისი „გამოსვლები“ ჰქონდა ხოლმე და მაშინ
მოქმედება დროებით ჩერდებოდა. ჰამლეტი აშკარად რაღაცით
უკმაყოფილოა, როდესაც მსახიობებს მითითებას აძლევს: („აქტი
3, სცენა 2 ). „თქვენს მასხარებსაც უთხარით, იმაზედ მეტს ნუ
ილაპარაკებენ, რაც როლში უწერიათ; თორემ ზოგიერთნი უბრა-
ლო მაყურებელთა გასაცინებლად მორთავენ ხოლმე ხითხითს,
თუნდა იმ დროს საჭირო იყოს სრული ყურადღება პიესის რომე-
ლიმე ძნელი ალაგის გასაგებად.“ ეს სიტყვები პირდაპირ კემპის
მისამართით არის თქმული. თანაც, მან რაღაც უთანხმოების გა-
მო სწორედ იმ პერიოდში დატოვა „ლორდ კამერჰერის მსახურე-
ბი.“ შეიძლება, უთანხმოებაც მისი გადამეტებული კომიკური იმ-
პროვიზაციების გამო დაიწყო.
148
ადრე კემპი ბევრ დრამატურგთან თანამშრომლობდა. სხვა-
დასხვა მწერლების ხელნაწერ პიესებში გვხვდება მითითებები,
რომ ახლა სცენაზე უნდა გამოვიდეს კემპი და მერე, როგორც
ჩანს, დრამატურგები თავს აღარ იტეხდნენ ფიქრით - დანარჩენს
თავად კემპს მიანდობდნენ ხოლმე. შექსპირიც ხშირად საგანგე-
ბოდ კემპისთვის წერდა. ასეთივე პროფესიონალური მიდგომა
ახასიათებდა მოცარტსაც. ზოგიერთი მომღერლისთვის სპეცია-
ლურად ქმნიდა არიას და ხშირად, სანამ მომღერლის ხმას არ გა-
იგონებდა, მისი პარტიის დაწერა უჭირდა. კემპმა „ჰენრი IV“-ის
პირველ ორ ნაწილში ფოლსტაფის როლი ითამაშა. პიესის ბო-
ლოს, კვლავ ფოლსტაფის კოსტიუმში ჩაცმული კემპი სცენაზე გა-
მოდიოდა და მაყურებელს მიმართავდა: „თუ ჩემმა ენამ ვერ შეძ-
ლო თქვენი გულის მოგება, მაშინ ფეხებს მივანდობ ამ საქმეს,“
და იწყებდა თავის ცნობილ ჯიგას ცეკვას, რასაც უკვე მთელი და-
სი უერთდებოდა, შექსპირთან ერთად, და ამას ელისაბედის ეპო-
ქის ენაზე „მხიარული მომენტი“ ერქვა.
„ჰენრი V“-ში ფოლსტაფი აღარ არის. მაყურებელს მშრალად
ატყობინებენ, რომ ის სადღაც მოკვდა. ფოლსტაფის უცნაურ გაქ-
რობას კრიტიკოსები სხვადასხვაგვარად ხსნიან. ჩემი აზრით, მი-
ზეზი ძალიან პროზაულია. „ჰენრი IV“-ისა და „ჰენრი V“-ის დად-
გმებს შორის ინტერვალში უილ კემპმა კომპანია დატოვა. კომი-
კოსი ვარსკვლავის გარეშე, სცენაზე ფოლსტაფის გამოჩენას აზ-
რი აღარ ექნებოდა. ვერც ვერავინ ითამაშებდა ისე, როგორც კემ-
პი. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ შექსპირის პიესების სიუჟეტი ძა-
ლიან იყო დამოკიდებული თეატრის იმჟამინდელ ვითარებაზე.
მას შემდეგ, რაც კემპმა „ლორდ კამერჰერის მსახურები“ და-
ტოვა, ერთი „სასწაული“ მოიმოქმედა – მთელი გზა, ლონდონი-
დან ნორვიჩამდე, ცეკვით გაიარა. მან დაწერა პამფლეტი, სადაც
საკუთარ თავს მორისის საუკეთესო მოცეკვავეს უწოდებს, კიდევ
ვიღაც „ხოჭოსთავა“ სულელებს ახსენებს, რომელნიც ცუდ ხმებს
149
უყრიდნენ. ამავე პამფლეტში ერთგროშიან პოეტზეც არის ლაპა-
რაკი, თავისი „მაკისთვის“ ამბავი რომ მოიპარა. მიიჩნევენ, რომ
ამ სიტყვებში შექსპირი და „მაკბეტი“ იგულისხმებოდა.
ლორდ კამერჰერის კომპანიას თექვსმეტი მსახიობი ჰყავდა,
მათ შორის, ხუთი თუ ექვსი ბიჭი, რომლებიც ქალებს ასახიერებ-
დნენ. მართალია, მეთექვსმეტე საუკუნის ლონდონში მსახიობე-
ბის გილდია არ არსებობდა, მაგრამ ბიჭები არაოფიციალურ „შე-
გირდებად“ ითვლებოდნენ. თუ სხვა ხელობებს შვიდ წელს სწავ-
ლობდნენ, მსახიობების მომზადების ვადა განუსაზღვრელი იყო
– შეიძლებოდა, სამი წელსაც გაგრძელებულიყო და თორმეტსაც.
თითოეულ ბიჭს, გამოცდილი მსახიობის სახით, საკუთარი „ოს-
ტატი“ ჰყავდა, რომელიც თეატრალურ ხელოვნებას ასწავლიდა
და თავის ბინაში აცხოვრებდა. ერთ-ერთ შემორჩენილ კონტრაქ-
ტში წერია, რომ ბიჭის მშობელმა 8 გირვანქა გადაიხადა, მისი ვა-
ჟი სამსახურში რომ აეყვანათ. „ოსტატი“, თავის მხრივ, ვალდებუ-
ლი იყო, ბიჭისთვის ყოველდღიურად 4 პენსი მიეცა და „ინტერ-
ლუდიებში და სპექტაკლებში თამაში ესწავლებინა.“ ყმაწვილებს
ამბიციური მიზანი ჰქონდათ - სურდათ, ისეთი მაღალი პროფე-
სიული დონისთვის მიეღწიათ, რომ კომპანიის განუყოფელი ნა-
წილი გამხდარიყვნენ. შექსპირის კოლეგების ანდერძებსა და მა-
მულებს თუ გავიხსენებთ, მსახიობობა საკმაოდ შემოსავლიანი
პროფესია იყო. შექსპირს, თავისი კოლეგებისგან განსხვავებით,
„შეგირდი“ არ ჰყოლია, რადგან ის არც ერთი გილდიის წევრი არ
ყოფილა.
დღეს მიღებულია, ვიფიქროთ, რომ ელისაბედის ეპოქაში ქა-
ლებს მხოლოდ ბიჭები თამაშობდნენ. თუმცა, კლეოპატრას რო-
ლის შესრულება, მაგალითად, ყველაზე ნიჭიერ ბიჭსაც გაუჭირ-
დებოდა. არადა, ყმაწვილებში უდავოდ ძალიან ნიჭიერებიც
ერივნენ. ვიცით, რომ შექსპირის დასში ორი გამორჩეული ბიჭი

150
მონაწილეობდა, ერთი - მაღალი და ქერათმიანი, მეორე - დაბა-
ლი და შავგვრემანი. ალბათ, სწორედ ესენი იყვნენ ჰელენა და
ჰერმია „ზაფხულის ღამის სიზმარში“, ან კიდევ, პორცია და ნერი-
სა „ვენეციელ ვაჭარში,“ ანდა, გნებავთ, ვიოლა და ოლივია „მე-
თორმეტე ღამეში.“ ეს ფაქტიც ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ
შექსპირის შემოქმედება მისი კომპანიის შესაძლებლობებზე ძა-
ლიან იყო დამოკიდებული.
მსახიობებს, სტატუსიდან გამომდინარე, ხელფასი განსხვავე-
ბული ჰქონდათ. იყვნენ „დაქირავებული“ მსახიობები და „მეპაი-
ეები,“ როგორც შექსპირი, მაგალითად. „მეპაიეს“ კომპანიაში
შესასვლელად 50 გირვანქა უნდა გადაეხადა და ამის შემდეგ, ის
შემოსავლიდან თავის წილს იღებდა. „სააქციო კომპანიის“ ეს თე-
ატრალური ვარიანტი მეთექვსმეტე საუკუნის ეკონომიკაში მნიშ-
ვნელოვან როლს თამაშობდა. მოგვიანებით, როცა შექსპირი და
მისი ჯგუფი „გლობუსის“ მფლობელები გახდნენ, საშუალება მი-
ეცათ, ჰენსლოუსთანა „შუაკაცებისგან,“ ანუ თეატრალური ან-
ტრეპრენერებისგან განთავისუფლებულიყვნენ. ეს უკვე ძალიან
მომგებიანი საქმე იყო, ვინაიდან შენობის მფლობელს თეატრის
შემოსავლის ნახევარი რჩებოდა.
საერთო ინტერესებითა და ვალდებულებებით გაერთიანებუ-
ლი თეატრალური საზოგადოება ერთი ოჯახივით, ერთ ქუჩაზე
ცხოვრობდა. ისინი სცენაზეც ერთად იყვნენ და სპექტაკლების მე-
რეც. ბევრნი დანათესავდნენ კიდეც. როგორც თავად უწოდებ-
დნენ, ამ „საძმოს“ წევრები ერთმანეთს ხშირად მოიხსენიებდნენ
ანდერძებში. „ლორდ კამერჰერის მსახურები“ შრომისუნარია-
ნობითა და მონდომებით გამორჩეული დასი იყო. ისინი ცდი-
ლობდნენ, ხელისუფლებასთან პრობლემები არ შეჰქმნოდათ და
ციხეში არასოდეს მოხვედრილიყვნენ. ალბათ, არც ერთ იმდრო-
ინდელ კომპანიას არ გაუკეთებია ამდენი, მსახიობის სტატუსი აკ-
რობატზე და მოხეტიალე გამომსვლელზე მაღლა რომ აეყვანა,
151
რამდენიც ლორდ კამერჰერის მსახიობებმა გააკეთეს.

152
თავი 39
ღმერთო, როგორ შეცვლილხარ

აქამდე არ ვიცით, როგორ თამაშობდნენ „ლორდ კამერჰერის


მსახურები.“ მაგალითად, ფიქრობენ, რომ ელისაბედის ეპოქის
თეატრში ტრადიციონალიზმი და რეალიზმი პაექრობდა. საინტე-
რესოა, მსახიობები მჭევრმეტყველების დაკანონებულ ტექნიკას
სჯერდებოდნენ, თუ გამოხატვის რაიმე ახალ, ბუნებრივ გზებს
ეძებდნენ? ბერბიჯის შესახებ გამოქვეყნებულ გამოხმაურებებში
ხშირად აღნიშნავდნენ მის ბუნებრიობასა და უშუალობას. ბერბი-
ჯის მეთოდს „გარდასახვას“ უწოდებენ და ამ გარდასახვის წყა-
ლობით, გმირი თითქოს მაყურებლის თვალწინ „ცოცხლდებო-
და“. შეიძლება, სწორედ ბერბიჯისა და მისი კოლეგების ახლებუ-
რი და ემოციური თამაშის გამო იყო, შექსპირის გავლენა რომ გა-
იზარდა თანამედროვეთა შორის. ის ახლებურად წერდა, რადგან,
ჩანს, დარწმუნებული იყო, რომ მეგობარი მსახიობები ინტელექ-
ტუალურ როლებს თავს ადვილად გაართმევდნენ. თავისი წინა-
მორბედებისგან შექსპირი ყველაზე მეტად იმით განსხვავდება,
რომ გმირის ინდივიდუალიზმი წარმოაჩინა. რა თქმა უნდა, არც
ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ბუნებრიობა“ ყველა თაობას თავი-
სებურად ესმის. ყველაზე უკეთესი, რაც შეიძლება, ამ საკითხთან
დაკავშირებით და შექსპირის სასარგებლოდ ითქვას, ის არის,
რომ მას კარგად ესმოდა თავისი დროის ფსიქოლოგიის ტექნიკუ-
რი ენა. ელისაბედის ეპოქის მსახიობები თავიანთ როლებს თამა-
შობდნენ და არა გმირებს. ამიტომ იყო მისაღები, ბიჭი ქალის
როლს რომ ასრულებდა; განა მაყურებელი ტყუვდებოდა და არ
იცოდა, ქალს რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელი
ასახიერებდა? მაგრამ მისთვის უფრო მთავარი ამბის განვითარე-
ბა იყო. ამიტომაც, დღევანდელი სიტყვებით თუ ვიტყვით, „მოტი-
ვაცია“ აკლდათ, ან, შეიძლება, „ხასიათის განვითარება“. მაშინ
153
არ უჩნდებოდათ კითხვები: რატომ არის იაგო ბოროტი? რატომ
გაყო ლირმა სამეფო? რატომ არის ლეონტი ეჭვიანი? მაშინ რე-
ალიზმის მოთხოვნილება არ ჰქონდათ. არსებობდა დაკანონებუ-
ლი საშუალებები სიყვარულისა და სიძულვილის, ეჭვიანობისა
და სიბრაზის გამოსახატავად. მონოლოგის წარმოთქმისას ტრა-
დიციულ ჟესტებს იყენებდნენ. ალბათ, მსგავსი ეფექტები ახლდა
„გლობუსში“ შექსპირის შესანიშნავ პოეზიასაც.
ვინაიდან ერთადერთი განათება დღის შუქი იყო, ჟესტებსა და
მოძრაობას ისეთივე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, როგორც
მეტყველებას. მაყურებლის უმეტესობა მსახიობის სახეს ვერ ხე-
დავდა და ამიტომ ის იძულებული იყო, მთელი სხეულით ეთამაშა.
თუ მსახიობი თავს დახრიდა, ეს სიმორცხვის ნიშანი იყო. შუბლში
ხელს თუ შემოირტყამდა, ესე იგი, ან რაღაც აღაფრთოვანებდა,
ანდა რაღაცის რცხვენოდა. გულხელდაკრეფით მდგარი მსახიო-
ბი შეფიქრიანებული იყო. წარბების შეკვრა ბრაზსაც გამოხატავ-
და და სიყვარულსაც. ქუდი თუ თვალებზე ჰქონდა ჩამოფხატული,
ესე იგი, უგუნებოდ გახლდათ. სხვადასხვა განწყობების გამოსა-
ხატავად ორმოცდაათამდე ხელის მოძრაობა არსებობდა. მონო-
ლოგის წარმოთქმისას ჰამლეტი ჯერ ალბათ მარჯვენა ხელს გა-
იწვდიდა და იტყოდა: „ყოფნა?“, მერე ნეგატიურ, მარცხენა ხელს
გაიშვერდა და განაგრძობდა: „არ ყოფნა?“, ბოლოს ხელებს შეა-
ერთებდა, რაც ნიშნავდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა წარ-
მოეთქვა და დასძენდა: „საკითხავი, აი, ეს არის!“ მაშინ იმისაც
სჯეროდათ, რომ მსახიობი თავისი განწყობით მაყურებლის გან-
წყობაზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენდა და თამაში მაყურებელ-
ზე თამაშს ნიშნავდა. ამიტომ იყო, პურიტანები თეატრს სახიფა-
თო ადგილად მიიჩნევდნენ.
ასე რომ, შეგვიძლია ვიფიქროთ, „ლორდ კამერჰერის მსახუ-
რებს“ თეატრის ტრადიციები არ უარუყვიათ. მათ სტილს ვერ და-
არქმევდი სრულიად ახალს, ან რევოლუციურს. აუდიტორიაც
154
„ხელოვნურსა“ და „რეალურს“ დიდად ვერ განასხვავებდა, მათ-
თვის მთავარი იყო, მსახიობს ემოცია აღეძრა. მაგრამ „ლორდ
კამერჰერის მსახურებმა“ ძველ მეთოდებს ახალი საშუალებები
და ახლებური მიდგომა შეჰმატეს. ამ ფორმალობისა და ნატურა-
ლიზმის საინტერესო ნაზავს, რომელიც დღევანდელ მაყურე-
ბელს ალბათ ძალიან სულელური მოეჩვენებოდა, მეთექვსმეტე
საუკუნის აუდიტორიისთვის კი შესაძლებელია, „რეალისტური“
იყო, სამწუხაროდ, ვეღარასოდეს ვიხილავთ.

155
თავი 40
ოღონდ მიბრძანე, სიტყვით დაგატკბობ

საინტერესო იქნება, წარმოიდგინო, როგორ თამაშობდა თა-


ვად შექსპირი. დაწყებით სკოლაში მჭევრმეტყველების ხელოვ-
ნებას უკვე ნაზიარები იყო. ერთი თეორეტიკოსის ნათქვამს თუ
გავიხსენებთ, სკოლის მოსწავლეებს ასწავლიდნენ, „ცვალებადი
ინტონაციით, სასიამოვნოდ გამოეთქვათ“, ასე რომ, „ტკბილი გა-
მოთქმა“ ალბათ შექსპირის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვი-
სება უნდა ყოფილიყო. თავისი კოლეგების არ იყოს, მასაც ფენო-
მენალური მეხსიერება ექნებოდა, რადგანაც მსახიობებს ასობით
როლის დაზეპირება უხდებოდათ. სკოლაში რიტორიკის საგანს
ერთი განხრაც ჰქონდა. მას მნემონიკა ერქვა.
შექსპირი ოცი წელი თამაშობდა სცენაზე, რაც უდავოდ დიდ
ენერგიასა და სიცოცხლისუნარიანობას ითხოვდა. მან იცოდა,
რომ სხეულს უნდა გაფრთხილებოდა,ევარჯიშა, ზომიერად ეჭამა
ხორცი და ზომიერად ესვა ღვინო. ასწავლიდნენ სიმღერას და
ცეკვას, ალბათ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრასაც, აკრო-
ბატივით ყირის გაჭიმვასა და ფარიკაობას. მსახიობებს ცნობილ
როკო ბონეტის სკოლაში ავარჯიშებდნენ. შეიძლება, მათ შორის
შექსპირიც იყო, რადგან მის პიესებში ძალიან ხშირია ფარიკაო-
ბის სცენები და ფარიკაობას სცენური ეფექტებისთვისაც იყენებს
ხოლმე. ინგლისელ მსახიობებს ევროპაში სახელი ჰქონდათ გან-
თქმული. ისინი ინგლისურ ენაზე წარმოადგენდნენ სპექტაკლებს
გერმანიაში და დანიაში. ინგლისელ მსახიობებზე ამბობდნენ,
რომ ისინი „მსოფლიოში ყველას სჯობდნენ“. ეს განცხადება დღე-
საც შეიძლება ჭეშმარიტებად ჩაითვალოს.
უამრავი ვარაუდი არსებობს, თუ ვის როლებს ასრულებდა
შექსპირი საკუთარ პიესებში. იქნება ეს კეისარი - „იულიუს კე-

156
ისარში,“ ბერი- „რომეო და ჯულიეტაში,“ პანდაროსი - „ტროი-
ლოსში და კრესიდაში,“ თუ ორსინო - „მეთორმეტე ღამეში.“ იმა-
საც ფიქრობენ, რომ „რომეო და ჯულიეტაში“, ბერის გარდა, ქო-
როს მონაწილეც იყო; „ჰამლეტში“ აჩრდილის როლს ასრულებ-
და, „ ოტელოში“ - ბრაბანტიოს. ბევრის აზრით, შექსპირს მეფეე-
ბის როლები ხიბლავდა. ფიქრობენ, რომ მან ითამაშა ჰენრი IV,
მეფე ჯონი, ჰენრი VI და ჰერცოგები „ზაფხულის ღამის სიზმარში“
და „შეცდომათა კომედიაში“. სავარაუდოდ, შექსპირს მეფური
მიხრა-მოხრა და ძლიერი, ჟღერადი ხმა უნდა ჰქონოდა. ის იშვია-
თად თამაშობდა კომიკურ როლებს, ერჩივნა, რამდენიმე მეორე-
ხარისხოვანი როლი შეესრულებინა ერთ პიესაში. ზოგი იმასაც
ფიქრობს, რომ შექსპირი პიესის პირველ და უკანასკნელ ფრაზას
წარმოთქვამდა ხოლმე. შეიძლება, ასეც იყო, მით უმეტეს, რომ
ზოგიერთ პიესას პროლოგი და ეპილოგი ჰქონდა. გამოდის, შექ-
სპირი, მოლიერის არ იყოს, ფრანგული გაგებით „ორატორი“ ყო-
ფილა. ორატორი სპექტაკლის თავში და ბოლოში გამოდიოდა და
მაყურებელს მონაწილეებს წარუდგენდა. მოლიერი, რომელსაც
ძალიან ამსგავსებენ შექსპირს, პალე-როიალში თამაშობდა და
მასზე ასე ამბობდნენ: „სულით ხორცამდე მსახიობი იყო; იფიქ-
რებდი, ერთდროულად რამდენიმე ხმა აქვსო; თავისი სიარუ-
ლით, ღიმილით, გამოხედვით და თავის დაქნევით ბევრად მეტს
ამბობდა, ვიდრე რომელიმე დიდი ორატორი ერთი საათის გან-
მავლობაში იტყოდა.“ ასეთი დახასიათება ალბათ შექსპირსაც
მოუხდებოდა. გონივრული იქნება, ვიფიქროთ, ისეთ ისეთ რო-
ლებს არჩევდა, რომელიც საშუალებას მისცემდა, რაც შეიძლება
დიდხანს დარჩენილიყო სცენაზე. დანარჩენი მსახიობებისთვი-
საც უნდა მიექცია ყურადღება და ორკესტრის დირიჟორივით წა-
ეყვანა სპექტაკლი. სხვათა შორის, მოლიერიც კარგი რეჟისორი
ყოფილა. მისი კოლეგის თქმით, ჯოხი რომ ჯოხია, იმასაც აიძუ-
ლებდა, ეთამაშაო.
157
რაც შეეხება მსახიობურ მონაცემებს, ამ საკითხთან დაკავში-
რებითაც არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს. ჯონ ობრი
წერს, რომ შექსპირი შესანიშნავად თამაშობდა. ჰენრი ჩეტლიც
იმავეს ადასტურებს. მაგრამ, მაგალითად, ნიკოლას როის სჯერა,
რომ შექსპირი არაფრით გამოირჩეოდა სხვა მსახიობებისგან და
დასძენს – მისი ყველაზე სერიოზული როლი საკუთარ „ჰამლეტ-
ში“ შესრულებული აჩრდილი იყოო.
ამ პერიოდში იყო, შექსპირს პლაგიატობას რომ აბრალებ-
დნენ. მაგრამ პლაგიატობა, ანუ მიბაძვა და სესხება, თეატრალურ
სამყაროში მიღებული იყო. მაშინ ამას გავლენას ეძახდნენ, ან კი-
დევ – თემის განვითარებას. მეთვრამეტე საუკუნის დიდ ფრენო-
ლოგს, ფრანც იოსეფ გალს, სჯეროდა, რომ ადამიანის ტვინის ის
ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ქურდობაზე, ასევე პასუ-
ხისმგებელია, მოიგონოს დრამატურგიული სიუჟეტი; ასე რომ,
ერთ-ერთი ახსნა, შეიძლება, ესეც იყოს. მაგრამ აუცილებელია,
აღვნიშნოთ, რომ შექსპირი ყველაზე ხშირად საკუთარი თავის-
გან სესხულობდა, მთლიან ფრაზას იმეორებდა ორ სხვადასხვა
პიესაში. მაგალითად – „ახტი, დახტი, ცივს ლოგინში ჩახტი და
გათბი.“ – „ჭირვეულის მორჯულებაშიც“ გვხვდება და „მეფე
ლირშიც.“ გვიანდელ პიესებში ადრეულ ნაწარმოებებს უბრუნდე-
ბა, გეგონება, ყველა ეტაპი განურჩევლად ცოცხლობს მის მახ-
სოვრობაში. სულ მეორდება და მეორდება ერთი და იგივე სცენა-
რი, მამა ჩუმად რომ ხსნის ვაჟის წერილს. „ორ ვერონელში“ იგ-
რძნობა წინათგრძნობა იმისა, რაც მოგვიანებით „რომეო და ჯუ-
ლიეტაში,“ ან „ვენეციელ ვაჭარში,“ ანდა „მეთორმეტე ღამეში“
მოხდება. ასე მუშაობდა მისი წარმოსახვა. მიბაძვის დროს უფრო
და უფრო ხვეწდა ნაწარმოებს. ინსტინქტურად გრძნობდა, რა იყო
გადასანახი და რა არა. ეს თავის გაფილტვრის უწყვეტი პროცესი
იყო.

158
თავი 41
მომაჯადოებელი ჰარმონია

„ლორდ კამერჰერის მსახურებმა“ სპექტაკლების ჩვენება


1594 წლის ივნისში დაიწყეს. მანამდე შექსპირმა მეორე გრძელი
პოემა დაასრულა. „ლუკრეციას გაუპატიურებას“ საფუძვლად
ძველი წელთაღრიცხვის 509 წლით დათარიღებული მითიური ამ-
ბავი უდევს. ლუკრეცია, კოლატინის ცოლი, სექსტუს ტარკვინი-
უსმა გააუპატიურა, რასაც რომაელების აჯანყება მოჰყვა. შექ-
სპირმა ოვიდიუსისგან მხოლოდ სიუჟეტი აიღო, პოეზიას არ შეხე-
ბია. მას წარმოსახვისთვის, როგორც ყოველთვის, დაუმუშავებე-
ლი მასალა სჭირდებოდა. შექსპირს ისტორიაც ნაკლებად აინტე-
რესებს. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორი მთავარი გმირის
გრძნობების თამაშია: როგორ ემზადება ტარკვინიუსი ქალის გა-
საუპატიურებლად და მერე როგორ გაიძურწება. პოემის საუკე-
თესო ნაწყვეტია დამწუხრებული ლუკრეციას ფიქრი იმაზე, რომ
ქმრის თანდასწრებით მოიკლას თავი. შექსპირი აქაც საოცრად
ენაწყლიანი და ენერგიით სავსეა. არც ერთი წამით არ ნელდება
ტემპი, რაც იწვევს შეგრძნებას, თითქოს პოემა ერთი ამოსუნ-
თქვით არის დაწერილი. ის სავსეა პარადოქსებით და დაპირის-
პირებებით, ეპითეტებით, მოულოდნელი ამოძახილით, თავდა-
ჯერებით. პოემას ტრაბახა რიტმი და მომხიბვლელი რითმა აქვს.
იგრძნობა, რა დიდი სიამოვნებით წერს შექსპირი ამ პოემას და
ერთხელ კიდევ, მკითხველი და მწერალი თანაბარ სიამოვნებას
ღებულობენ. შექსპირის დრამატული ლექსისთვის დამახასიათე-
ბელია მერყეობა – ფორმალურ ნორმებთან შეგუებასა და არშე-
გუებას შორის. მაგალითად, რითმა შედარებით იშვიათად
გვხვდება. გვიანდელ პიესებში ის ინგლისურ ბუნებრივ ინტონა-
ციას მელოდიურ იამბურ ლექსს უპირისპირებს. შემოაქვს ჩარ-

159
თულები, შეძახილები, „მორბენალი სტრიქონები“, რათა შეინარ-
ჩუნოს რიტმი იქ, სადაც, წესით, უნდა შენელდეს. შექსპირი ხან-
დახან ცეზურას იყენებს და შუა სტრიქონზე ასრულებს წინადადე-
ბას, გმირის შინაგანი დაბნეულობა რომ დაგვანახვოს, რიტმის
ევოლუციაში კი მისი არსების უწყვეტი მუსიკა ისმის.
„ლუკრეციას გაუპატიურებას“ შეიძლება, შექსპირის მომავა-
ლი პიესების ოქროს მაღარო ვუწოდოთ; უდანაშაულოთა სიკ-
ვდილისა და სინდისის ქენჯნის იდეა იმ დღიდან მას მოსვენებას
აღარ აძლევს. ესეც მხოლოდ დიდი მწერლისთვის არის დამახა-
სიათებელი, როცა ინტერესს გიღვიძებს და მოსვენებას გაკარ-
გვინებს ის, რაც უკვე დაგიწერია. პოემა „ოქროს მაღარო“ იმიტო-
მაც არის, რომ მისი წყალობით შექსპირმა ფინანსური პრობლე-
მები გადაჭრა. „ლუკრეციას გაუპატიურებაც“ მფარველ საუთჰემ-
პტონს ეძღვნება. აბა, საიდან ექნებოდა 50 გირვანქა, „ლორდ კა-
მერჰერის მსახიობების“ „მეპაიე“ რომ გამხდარიყო? ხელფასის
დიდ ნაწილს, ალბათ, სტრეთფორდში უგზავნიდა ცოლ-შვილს.
შეიძლება, რაღაც შეღავათი ჰქონდა კომპანიაში - ან „ლორდ კა-
მერჰერის მსახურებს“ თავის ადრეულ პიესებზე საკუთრების უფ-
ლება გადასცა, ან ვინმესგან ფული ისესხა. ნიკოლას როის გად-
მოცემით, შექსპირმა საუთჰემპტონისგან ათასი გირვანქა მიიღო.
მართალია, საუთჰემპტონი გულუხვობით განთქმული იყო, მაგ-
რამ ეს მაინც წარმოუდგენლად დიდი თანხაა. არც არავითარი მი-
ნიშნება ან საბუთი არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ შექ-
სპირს ოდესმე ამდენი ფული ჰქონია. სიმართლესთან უფრო ახ-
ლოს იქნება, თუ გავიხსენებთ, რომ „ათასი გირვანქა“ შექსპირის
ჰიპერბოლური გამოთქმაა. მაგალითად, ფოლსტაფს სჯერა, რომ
ჰელის კორონაციის შემდეგ „ათას გირვანქას“ მიიღებს. სავარა-
უდოდ, ალბათ 50 ან 100 გირვანქაზე იქნება საუბარი, გრაფმა
შექსპირს „ვენერა და ადონისისა“ და „ლუკრეციასთვის“ რომ გა-
დაუხადა.
160
„ლუკრეციამ“ თითქმის ისეთივე პოპულარობა მოიპოვა, რო-
გორიც „ვენერა და ადონისმა“ და შექსპირის სიცოცხლეში ექ-
ვსჯერ გამოიცა, მისი სიკვდილის შემდეგ - ორჯერ. ჩნდება, ერთი
ძალიან საინტერესო კითხვა – რატომ მიატოვა შექსპირმა ოც-
დაათი წლის ასაკში პოეტის წარმატებული კარიერა და რატომ
დაუბრუნდა დრამატურგიას? ორმა პოემამ მას აღიარება მოუტა-
ნა და მომავალში დიდი პოეტის სახელი გარანტირებული ჰქონ-
და. 1595 წელს დაწერილ ერთ ესეში შექსპირს ჩოსერისა და
სპენსერის გვერდით მოიხსენიებენ. მაგრამ მან სხვა გზა აირჩია.
შეიძლება, პირადი მფარველის სახიფათო წრეში ყოფნას
„ლორდ კამერჰერის მსახურების“ სტაბილური ხელფასი ამჯობი-
ნა და, როგორც ყოველთვის, მისი გადაწყვეტილება სწორი აღ-
მოჩნდა. ჯონსონი ამბობდა: „დამისახელეთ ერთი პოეტი, რომე-
ლიც პოეზიამ კეთილდღეობით უზრუნველყო.“ მაგრამ, ალბათ,
შექსპირი „კეთილდღეობით უზრუნველყოფასაც“ არ იკმარებდა.
რაც არ უნდა იყოს მიზეზი, შექსპირს უდავოდ მოსწონდა მსახიო-
ბობა და თავისი კომპანიისთვის პიესების წერა. სხვა შემთხვევა-
ში, ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

161
თავი 42
აავსე სამყარო სიტყვებით

ზაფხულის გასტროლების შემდეგ „ლორდ კამერჰერის მსახუ-


რები“ ლონდონში დაბრუნდნენ. 26 და 28 დეკემბერს ისინი დე-
დოფლის გრინვიჩის სასახლეში გამოვიდნენ. მაგრამ მსახიობე-
ბი ისე, უბრალოდ კი არ გამოცხადდნენ სასახლეში, თავიანთი
კოსტიუმებითა და ინსტრუმენტებით. ჯერ იმ სპექტაკლის რეპეტი-
ციას, რომელიც დედოფლისთვის უნდა ეჩვენებინათ, სასახლის
გართობების მომწყობი, ედმუნდ ტილნი უნდა დასწრებოდა.
ტილნი ცენზორის როლში გახლდათ, პიესიდან იღებდა სტრიქო-
ნებს, რომელიც სამეფო ყურისთვის შეიძლება არადელიკატური,
ან შეურაცხმყოფელი ყოფილიყო. მაგრამ, ამავე დროს, ის მდიდ-
რული კოსტიუმებითაც ამარაგებდა დასს. შემოგვრჩა ცნობა,
რომ მსახიობებმა მონარქის მანტია მოითხოვეს, ორიგინალის
წინაშე უხერხულობა რომ არ ეგრძნოთ და, ასევე, რაინდის ჯავ-
შანიც. გართობების მომწყობი ტილნი მათ უზრუნველყოფდა
კარვებით, მონადირისთვის აუცილებელი ნივთებითა და ხელ-
საწყოებით ჭექა-ქუხილის იმიტაციისთვის.
და როცა ყველაფერი მოაგვარეს, მსახიობები ნავში ჩასხდნენ
და მდინარეს ქვევით დაუყვნენ, უკან კი კოსტიუმებითა და ხელ-
საწყოებით დატვირთული კარჭაპი მიჰყვებოდათ. გრინვიჩის სა-
სახლის დიდი ჰოლი წარმოდგენისთვის დაცალეს; დარბაზის
ერთ ბოლოში სცენა იყო, რომელსაც ფონად პეიზაჟი ჰქონდა, მე-
ორე ბოლოში კი ამაღლებული ადგილი დედოფლის ტახტის-
თვის. დარბაზი ზამთრის სეზონში, შუადღეზეც და საღამოსაც,
სანთლებით და ჩირაღდნებით ნათდებოდა. მუსიკოსები სცენის
თავზე, ხის აივანზე ისხდნენ. ვიდრე დედოფალი მობრძანდებო-
და, მისი მოწვეული დიდებულები ნელ-ნელა იყრიდნენ დარბაზში
თავს. ეს წლის ყველაზე ფეშენებლურ გართობად ითვლებოდა და
162
ალბათ მსახიობები ცოტათი ნერვიულობდნენ. სამწუხაროდ, არ
არის შემორჩენილი მაშინ წარმოდგენილი პიესების სახელები,
მაგრამ ზოგიერთი გადმოცემით ვიცით, რომ მონარქმა „რომეო
და ჯულიეტა“ და „ამაო გარჯა სიყვარულისა“ იხილა. ახალგაზ-
რდა შეყვარებულების ამბავზე უკეთესს რას ინატრებდა დედოფა-
ლი, რომელსაც უკვე ასაკი შეჰპარვოდა? „ლორდ კამერჰერის
მსახურებმა“ თავი გამოიჩინეს, სასახლეში მოწონება დაიმსახუ-
რეს და, შეიძლება ითქვას, სამეფო კარის ფავორიტები გახდნენ.
იმ წელს „ლორდ ადმირალის მსახურები“ სასახლეში სამჯერ გა-
მოვიდნენ, „ლორდ კამერჰერის მსახურები“ კი ორჯერ, მაგრამ,
მომდევნო წლებში კამერჰერის კომპანიას უფრო ხშირად იწვევ-
დნენ. მაგალითად, 1596 და 1597 წლების ზამთრის სეზონზე
„ლორდ კამერჰერის მსახურებმა“ ექვსი სპექტაკლი აჩვენეს სა-
სახლეში, „ლორდ ადმირალის მსახურებმა“ კი არც ერთი. ცნო-
ბილია, რომ 1594 წელს გრინვიჩში „უილიამ კემპს, უილიამ შექ-
სპირსა და რიჩარდ ბერბიჯს 20 გირვანქა გადაუხადეს“, რადგან
„მის უდიდებულესობას საშობაოდ ორი კომედია აჩვენეს,“ შექ-
სპირი რომ წამყვანი მსახიობის წინ არის დასახელებული, იმას
უნდა ნიშნავდეს, რომ ის ან კომპანიის ერთ-ერთი უფროსი იყო,
ან სპექტაკლის მთავარი გმირი.
ისიც ცნობილია, რომ იმავე საღამოს, სასახლეში გამოსვლის
შემდეგ, „ლორდ ჩემბერლენის მსახურებმა“ გრეის ინში „შეცდო-
მებათა კომედია“ ითამაშეს. ეს სპექტაკლი გრეის ინის საშობაო
გართობებში შედიოდა. საშობაო გართობებს ხელმძღვანელობ-
და ლორდი, რომელსაც ყველა „სულელების პრინცად“ იცნობდა.
სტუდენტთა წრეში, რომლებიც გრეის ინში ინგლისურ სამარ-
თალს სწავლობდნენ, პიესა „შეცდომათა კომედია“ ძალიან პო-
პულარული იყო. შექსპირმა საგანგებოდ მათთვის რაღაცები
შეცვალა, იურიდიული ფრაზები და ორი სასამართლო პროცესის

163
ეპიზოდი დაამატა. წარმოდგენისთვის სპეციალურად ააგეს სცე-
ნა, მაყურებლის დასაინტერესებლად კი ჭერამდე სახრჩობელა
აღმართეს. მაგრამ სცენიდან ხმა არ ისმოდა და, საერთოდ, საღა-
მო ცუდად იყო ორგანიზებული. უამრავ მოწვეულ სტუმარს „მო-
ლოდინი ვერ გაუმართლეს“ და მათ უკმაყოფილო სახეებით და-
ტოვეს დარბაზი. იმდღევანდელ საღამოზე ამბობდნენ, თავიდან
ბოლომდე, შეცბუნებების და შეცდომების მეტი არაფერი იყოო
და მოგვიანებით წარმოდგენას „შეცდომათა ღამე“ უწოდეს.
ინგლისელ პოეტებსა და დრამატურგებს ახლო ურთიერთობა
ჰქონდათ ინებთან. ლონდონში ოთხი ინი იყო – ლინკოლნის ინი,
გრეის ინი, მიდლ თემფელი და ინერ თემფელი. კავშირი სასა-
მართლო ინებსა და დრამატურგიას შორის იმდენად მჭიდრო
იყო, რომ გამორიცხული არ არის, ინგლისური დრამა, საერთო-
დაც, ამ გარემოში ჩასახულიყო. ერთ-ერთი უძველესი ინგლისუ-
რი ტრაგედია „გორბოდუკი“ ინერ თემფელის ორმა წევრმა დაწე-
რა და პირველი წარმოდგენაც სასამართლო ინში გაიმართა.
სტუდენტების მიერ სწავლის პროცესში წარმოდგენილი „პროცე-
სის პაროდიები“, იურიდიული დებატები და დიალოგებიც ძალიან
ახლოს იყო ადრეული მეთექვსმეტე საუკუნის მოკლე ინტერლუ-
დიებთან. ამას გარდა, სასამართლო ინები განთქმული იყო მას-
კარადების ორგანიზებით; მოგვიანებით, იმ მწერლებმა, რომელ-
თაც მასკარადების მომზადებაში წვლილი შეჰქონდათ, „წმინდა
პავლეს“ და „ბლექფაიერზის“ კერძო თეატრებისთვის დაიწყეს
წერა. ალბათ, „ბლექფაიერზის“ თეატრიც შემთხვევით არ მდება-
რეობდა მიდლ და ინერ თემფელების გვერდით.
ვესტმინსტერის ჰოლში სასამართლო ცერემონიები თავისე-
ბური სპექტაკლი იყო. ინგლისელი ადვოკატები, მსახიობების
მსგავსად, რიტორიკისა და პერფორმენსის ხელოვნებას სწავ-
ლობდნენ. ამას „საქმის წარმოდგენა“ ერქვა. რაღაც ეტაპზე, ინ-

164
გლისური დრამის მონოლოგები და ინგლისური მართლმსაჯუ-
ლების რიტორიკული მტკიცებები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს.
მეთექვსმეტე საუკუნის ლონდონში, როგორც ძველი წელთაღ-
რიცხვის მეხუთე საუკუნის ათენში, საჯარო პერფორმენსი, ჩვე-
ულებრივ, პაექრობად და შეჯიბრად აღიქმებოდა.
შექსპირის ზოგიერთ პიესაში არის ალუზიები, რომლის გაგე-
ბა მხოლოდ იურისტ სტუდენტებს თუ შეეძლოთ; ფაქტობრივად,
ისინი მაყურებელთა უმეტესობას შეადგენდნენ. ეს მომავალი თა-
ობის მოსამართლეები და დიპლომატები უნდა ყოფილიყვნენ.
შექსპირს მათი წრიდან ბევრი მეგობარი და ნაცნობი ჰყავდა. ინე-
ბის წევრებს „შუადღის კაცებს“ ეძახდნენ, რადგან ისინი შუადღი-
სას იკრიბებოდნენ ხოლმე თეატრებში და როგორც ამბობენ, ძა-
ლიან ხმაურობდნენ თავიანთ ძვირფას ლოჟებში. მორალისტი
უილიამ პრინი წერს: „პირველი, რასაც მათ ასწავლიან, სპექტაკ-
ლების ყურებაა.“
ერთხელ, გრეის ინის ერთი წევრი იმის გამო გაასამართლეს,
რომ „მან თეატრში სასამართლო ინიდან თავგასული ამხანაგები
მიიყვანა.“ ისინი თურმე ძალიან ხმაურობდნენ, უსტვენდნენ და
მსახიობებს საკუთარ აზრებს კარნახობდნენ, რაზედაც მსახიობე-
ბი, ექსპრომტად, ძალიან კომიკურად და გონებამახვილურად პა-
სუხობდნენ. სტუდენტებისთვის შეიძლება, ეს „პროცესის პარო-
დიის“ ერთგვარი პრაქტიკა იყო. ყველაფერი კი იმაზე მეტყვე-
ლებს, რომ კავშირი სასამართლო ინებსა და დრამატურგიას შო-
რის ძალიან მჭიდრო უნდა ყოფილიყო. შექსპირის „ვენეციელი
ვაჭარიც“ ხომ ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა.

165
თავი 43
შეხედე, შეხედე, ჩაეხუტნენ და კოცნის

უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში, როდესაც შექსპირი „რო-


მეო და ჯულიეტას,“ „რიჩარდ II“-ს, „ამაო გარჯა სიყვარულისა“-ს,
და „ზაფხულის ღამის სიზმარს“ წერს, პიესებში ახალი რომანტი-
კული განწყობა იგრძნობა. მათი თანამიმდევრობა, სამწუხაროდ,
ზუსტად არ ვიცით, მაგრამ არა მგონია, ამას დიდი მნიშვნელობა
ჰქონდეს. ადრეული, მოიტალიურო კომედიების მკვახე ხუმრო-
ბებმა და პომპეზურმა ისტორიულმა პიესებმა ლირიზმს დაუთმეს
გზა და გმირები უფრო რთულები და მგრძნობიარენი გახდნენ.
ჩანს, შექსპირი დარწმუნებულიც იყო, რომ მის მსახიობებს ყვე-
ლანაირი განწყობის გადმოცემის უნარი შესწევდათ.
შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, ვინ მონაწილეობდნენ „რომეო
და ჯულიეტაში.“ ვიცით, რომ უილ კემპი კაპულეტის მსახურს თა-
მაშობდა, რიჩარდ ბერბიჯი – რომეოს. ერთ-ერთი ბიჭი ჯულიეტა
იქნებოდა, მეორე, ასაკით უფროსი –ჯულიეტას ლაქლაქა ძიძა.
არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, თითქოს შექსპირი ბერის
როლს ასრულებდა, მაგრამ დრაიდენის „ეპილოგის დაცვაში“
ასეთ სიტყვებს ვხვდებით: „შექსპირმა უდიდესი ნიჭი გამოავლი-
ნა მერკუციოს როლში. როგორც თავად აღნიშნა, მესამე აქტში
მერკუციო რომ არ მომეკლა, ნამდვილად თვითონ მომიღებდა
ბოლოსო.“ მერკუციო – რომეოს ბილწსიტყვა, გალანტური, ვერ-
ცხლისწყალივით მოუსვენარი მეგობარი, სიცოცხლით სავსე,
სრულიად ფანტასტიკური, ამაღლებული სული, ყველანაირი
ილუზიებისგან თავისუფალი – შექსპირს უნდა მოეკლა, პიესის
დასასრული რომანტიკულ ტრაგედიად რომ ამაღლებულიყო.
შეყვარებულების უბედურების ამბავში თავისუფალი სულის ად-
გილი არ არის.

166
ხშირად ამბობენ, რომ „რომეო და ჯულიეტა“ ყველა შეყვარე-
ბულს ეძღვნება, ვისაც აქამდე ჰყვარებია ერთმანეთი და ვისაც
ოდესმე კიდევ ეყვარება. მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რა
საოცარი ოსტატობით აახლოვებთ მათ შექსპირი. შეყვარებულე-
ბი ერთმანეთის სიტყვებს ექოსავით იმეორებენ, თითქოს ერთმა-
ნეთის სახეზე საკუთარი სულის ანარეკლს ხედავენ. მათი სიტყვე-
ბიდან სონეტი იბადება, როგორც ზღვის ქაფიდან აფროდიტა: „მა-
შინ ამ ტუჩებს, ორ მწირ მლოცველს, მიეცი ნება, გამოისყიდონ
შეცოდება ნაზი ამბორით.“ (რომეო და ჯულიეტა, აქტი 1, სცენა 5)
ეს სრულიად ახალი იყო ინგლისური სცენისთვის და თავის პირ-
ველ მაყურებელს ისევე აჯადოებდა, როგორც ყველა მომდევნო
თაობას.
პიესა, როგორც ყველა ოცნება, ცრემლებით მთავრდება.
ფორმალურად, „რომეო და ჯულიეტა“ სამგლოვიარო პროცესი-
ით სრულდებოდა, რაც დამახასიათებელი იყო ელისაბედის
დროინდელი დრამისთვის. მაგრამ საპანაშვიდე მუსიკას მხიარუ-
ლი ჯიგა მოსდევდა, რა თქმა უნდა, უილიამ კემპის შესრულებით.
ალბათ, ისვე მიტინგიცობდა რომეოს გვერდით, როცა სიკვდილ-
თან შესახვედრად მიმავალი რომეო სევდიან მონოლოგს წარ-
მოთქვამდა. ელისაბედის დროინდელ დრამაში ყველანაირი უკი-
დურესობა დაიშვებოდა და ესეც მისთვის დამახასიათებელი სი-
სასტიკის ერთ-ერთი გამოვლინება იყო. „რომეო და ჯულიეტას-
თვის“ კომიკური ინტერპრეტაციის მისადაგება ისევე იყო შესაძ-
ლებელი, როგორც ტრაგიკულის. ისიც შეიძლებოდა, ერთდროუ-
ლად ტრაგედიაც ყოფილიყო და კომედიაც.
პიესა არტურ ბრუკის პოემის, „რომეო და ჯულიეტას ტრაგიკუ-
ლი ისტორიის“ მიხედვით არის შექმნილი. მაგრამ ბრუკის პო-
ემის სიუჟეტი შექსპირმა შეკუმშა, პიესის ხანგრძლივობა ცხრა
თვიდან ხუთ დღემდე შეამოკლა და თხრობას ფრთხილი და რთუ-
ლი სიმეტრიულობა შესძინა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის,
167
რომ შექსპირმა მორალური სქემა შეცვალა, ის აშკარად თანაუგ-
რძნობს შეყვარებულებს. ეს განსხვავებაა პოეზიასა და დრამა-
ტურგიას შორის. შექსპირს პიესაში უხამსობისა და კომიზმის
ელემენტებიც შემოაქვს, რითაც მერკუციოს სახეს აძლიერებს.
ამას გარდა, ჯულიეტას ასაკს აკლებს - ის პიესაში ცამეტი წლი-
საა, ნაცვლად თექვსმეტისა. ეფექტების მოურიდებელმა ოსტატმა
კარგად იცოდა, რომ ამით გარყვნილი მაყურებლის გულს მო-
იგებდა. არ არის გასაკვირი, რომ პიესას დიდი წარმატება ხვდა.
დიდს თუ პატარას რომეოსა და ჯულიეტას ფრაზები ეკერა პირზე.
რაც შეეხება „ზაფხულის ღამის სიზმარს“, ფიქრობენ, რომ ის
შექსპირმა საუთჰემპტონის ქვრივი დედის გათხოვების საპატივ-
ცემულოდ დაწერა. 1594 წლის 2 მაისს გრაფინია მერი საუთჰემ-
პტონი სერ თომას ჰენიჯის მეუღლე გახდა. პიესას, რომლის მოქ-
მედების ადგილი ტყეა, თავისი დიდგვაროვანი გმირებითა და ფე-
რიებით, შეიძლება, უკვე თამამად ვუწოდოთ „შექსპირისეული.“
თანამედროვეთა აზრით, ალბათ სწორედ ასეთი უნდა იყოს
„ტკბილხმოვანი“ შექსპირის ლირიზმი, ბურლესკი და ფანტაზია.
თუკი რამ წაუკითხავს შექსპირს ჩოსერის, ოვიდიუსის, სენეკასი,
მარლოსი, ლილისა და სპენსერის – ყველაფერს თავს უყრის და
სრულიად მომაჯადოებელ პეიზაჟს ქმნის ძალიან უცნაური ამბე-
ბისთვის. პიესის გმირებს მთვარე დაჰყურებთ და რაც კი მისი
ვერცხლისფერი იმპერიის საზღვრებში ხდება, ყველაფერს მის-
ტიკურ ელფერს სძენს.
შექსპირის სამ პიესას, რომელთაც პირველწყარო არ გააჩნია,
– „ამაო გარჯა სიყვარულისა“-ს, „ქარიშხალსა“ და „ზაფხულის
ღამის სიზმარს“, – ერთნაირი, ინგლისური წარმოსახვისთვის და-
მახასიათებელი წყობა აქვს. ეს პიესები სარკმელია, რომლიდა-
ნაც შეგიძლია, შექსპირის ხელოვნება დაინახო და იქნებ, ინგლი-
სური წარმოსახვაც. „ზაფხულის ღამის სიზმარი“ უკიდურეს გა-

168
ოცებასა და ინტერესს აღძრავს. ამ პიესაში ყველაფერი დასაშვე-
ბია.
როგორც შექსპირის იმ პერიოდის ყველა პიესა, „ზაფხულის
ღამის სიზმარიც“ დახვეწილი ინგლისურით არის დაწერილი. სა-
თაურიდან ჩანს, რომ პიესაში სიზმრის ატმოსფერო სუფევს. მისი
გმირები სცენაზე იძინებენ და როცა იღვიძებენ, აღმოაჩენენ, რომ
სხვანაირები არიან. რა აკავშირებს სიზმარს თეატრთან? სიზმარ-
ში რეალური არაფერია, იქ ყველაფერი დასაშვებია და არაფერს
არა აქვს მნიშვნელობა. ასეთივეა შექსპირის დამოკიდებულება
თეატრის მიმართ. პიესებშიც და სიზმარშიც პრობლემები ჩნდება
და გადაიჭრება არარაციონალური საშუალებებით. გმირების
საქციელი და იმპულსები საღი აზრის კანონებს კი არ ემორჩილე-
ბიან, არამედ ინტუიციასა და ფანტაზიას.

169
თავი 44
საიდან მოდის შენი შთაგონება

ხანდახან ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს შექსპირმა, სა-


ნამ ქაღალდზე არ გადაიტანს აზრს, არ იცის, რას წერს. მნიშვნე-
ლობას მხოლოდ მას შემდეგ აღმოაჩენს, რაც მას სიტყვად აქ-
ცევს. კოლრიჯი თავის 1833 წლის 7 აპრილს დაწერილ „საუბრებ-
ში მაგიდასთან“ შესანიშნავად აღნიშნავს: „შექსპირის ერთი წი-
ნადადებიდან ბუნებრივად იბადება მეორე; ნაწარმოების აზრი
იქსოვება. ის მეტეორივით არღვევს ატმოსფეროს წყვდიადს.“
შექსპირი იკვლევს, რომელი მეტაფორა ან წარმოსახვა შეიძლე-
ბა წარმოშვას ამა თუ იმ სიტყვამ, რათა შემდეგ თავისი ცხოვრე-
ბით დაიწყოს არსებობა; როგორ შეიძლება, ერთმა სიტყვამ თა-
ვისი ჟღერადობით მომდევნო სიტყვა შემოგთავაზოს; როგორ შე-
უძლია რიტმს, წინადადების ან ლექსის მიმართულება შეცვა-
ლოს. შექსპირის მეთოდზე ძალიან საინტერესო აზრია გამოთ-
ქმული მეთვრამეტე საუკუნის ტრაქტატში. „კომენტარები შექ-
სპირზე“ - ასე ჰქვია 1794 წელს გამოქვეყნებულ ტრაქტატს, სა-
დაც უოლტერ უაიტერი აღნიშნავს, რომ შექსპირს რაღაც ძალა
აკავშირებს სიტყვებთან და იდეებთან, „მისთვისაც შეუცნობელი
პრინციპით და დამოუკიდებლად იმ თემისაგან, რომელსაც გად-
მოსცემს.“ შექსპირმა არ იცის, ვინ მართავს მის ხელს, სხვა სიტ-
ყვებით რომ ვთქვათ, რა ძალა ამოძრავებს, და ეს ძალა თითქოს
თავად სიტყვებში იმალება.
შექსპირის წარმოსახვას დიდი ხანია, იკვლევენ, და ათასგვარ
დასკვნას აკეთებენ – ის საოცრად ნატიფი ბუნებისა იყო, მგრძნო-
ბიარე სუნებისა და ხმაურის მიმართ, კარგად იცნობდა სოფლის
ცხოვრებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კვლევისას ერთი ძა-
ლიან უცნაური დამთხვევა აღმოაჩინეს: შექსპირთან ქურდობა

170
ასოცირდება ყვავილთან, წიგნი – სიყვარულთან. მისი წარმო-
სახვა დატბორილია ჰიბრიდებით, გემების მსხვრევითა და სიზ-
მრებით, როგორც ჯადოსნური სამყაროს ნაწილი, მას რომ ყო-
ველთვის გარს ერტყა. ყოველი წარმოსახვიდან ახალი წარმო-
სახვა იბადება. მეტაფორებისა და ფანტაზიის მუდმივ ნაკადს ერ-
თი პიესიდან მეორეში უფრო მისი ემოცია გადააქვს და არა აზრი.
შექსპირის პიესების ყველაზე უმნიშვნელო გმირებიც კი ამ საერ-
თო ჯადოსნურ წრეში არიან გაერთიანებული.
როგორც ვიცით, შექსპირი თავდაპირველად ამბიციურ და ნა-
ყოფიერ დრამატურგად მოგვევლინა, რომელიც ნებისმიერ თე-
მასა და ნებისმიერ ფორმას შეეჭიდებოდა. წარმატებას მიაღწია
როგორც მელოდრამებით, ისე ისტორიული პიესებით, როგორც
ფარსით, ისე ლირიკული ნაწარმოებებით. მისთვის დაუძლევე-
ლი არაფერი არსებობდა. შექსპირს თანდაყოლილი, გენიალური
კომედიური ნიჭი ჰქონდა, რაც იმპროვიზაციას უიოლებდა. ძალი-
ან ადვილად ისწავლა, როგორ შეიძლება, გამოიყენო მასალა და
ამ პროცესში, ნელ-ნელა, საკუთარი ხედვა აღმოაჩინა, რომელიც
სულ მის გვერდით იყო და ელოდებოდა, როდის აღმოაჩენდნენ.
ეს სადღაც მისი ცხოვრების შუა გზაზე მოხდა და იმ დღიდან ჭეშ-
მარიტად „შექსპირისეული“ დიადი აქტები და ქმნილებები, ალ-
ბათ, თავად ავტორსაც აოცებდნენ და, ვინ იცის, თავზარსაც სცემ-
დნენ.

171
თავი 45
იდაყვდაყრდნობით ვიწყებ საუბარს

შექსპირის ყოველ გმირს დამოუკიდებელი და ტრიუმფალური


ენერგია აქვს, რითაც ისინი ამქვეყნიურ რეალობაზე მაღლდები-
ან. ამიტომ არის, შექსპირის დიდი ტრაგიკული გმირები კომედი-
ას რომ უახლოვდებიან, მათი თავდაჯერებულობა და თავშეუკა-
ვებლობა რომ აღგვაფრთოვანებს. ამიტომ არის, შექსპირს მო-
ტივაცია ნაკლებად რომ აღელვებს. მისი გმირები, სცენაზე გამო-
დიან თუ არა, იმდენად სიცოცხლით სავსენი ხდებიან, რომ მათ
მოქმედებებს აღარც საბაბი სჭირდება და აღარც გამართლება.
შექსპირი ხანდახან საერთოდ აცლის გმირს მოტივს, მისი შინა-
განი ენერგია რომ გააძლიეროს. ისინი უფრო გამომწვევები და
საიდუმლოებით მოცული ხდებიან და მაყურებელს კიდევ უფრო
აფრთხობენ და აინტერესებენ.
რაც შეეხება მის ტრაგიკულ გმირებს, გეგონება, შინაგანი ძა-
ლა ამოძრავებთო. მათი ცხოვრება ბედისწერაზე და განგებაზე
არ არის დამოკიდებული. იმდენად სავსენი არიან სიცოცხლით,
მათი მოქმედებები კი იმდენად შეუცდომელია, რომ პიესის
მსვლელობისას ნელ-ნელა უფრო და უფრო ძლიერდებიან და
დამარცხებულებიც კი გვხიბლავენ.
ბუნებრივიც არის და უეჭველიც, რომ შექსპირის გმირებს მისი
ხასიათის პატარ-პატარა ნიშნები ურევიათ, რაც მათ სულს შთა-
ბერავს. მათი არსებობის წყარო შექსპირია. რიჩარდ III განაცხა-
დებს, ჩემს მკერდში ათასი გული ცოცხლობსო, ხოლო „რიჩარდ
II“-ში ომერლი შეჰყვირებს: ერთ მკერდში ათასი სული მყავსო.
შექსპირი ამ უცნაურ მტკიცებას დაჟინებით იმეორებს. მას ზებუ-
ნებრივი, მგრძნობიარე წარმოსახვა ჰქონდა, რაც საშუალებას
აძლევდა, სხვა ადამიანის არსებაში შეეღწია. ეს ნიჭი თუ უნარი
კიდევ ერთ შექსპირისეულ უწყვეტ თემაში მჟღავნდება - ის არ
172
ვარ, ვინც ვარ. ვინ მეტყვის, ვინ ვარ?
ვინაიდან შექსპირის ელემენტი არსებობს მის მირიად გმირ
მამაკაცსა თუ ქალში, ისინი ძირეულად ამოუცნობები უნდა დარ-
ჩნენ. გმირები რაციონალურ არჩევანს არ ექვემდებარებიან; მა-
თი ლოგიკა ინტუიციისა და ოცნების ლოგიკაა. ისინი ხანდახან
დილემის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე, ვინაიდან როლები,
რომლებიც მათ პიესაში და ცხოვრებაში აკისრიათ, ერთმანეთს
არ შეესაბამება. ეს არის შექსპირის გმირი ქალების საიდუმლო.
ისინი გონიერები, იდუმალებით მოცულნი, ექსცენტრულები,
ამოუცნობები, ფანტასტიკურები და მარად „თანამედროვენი“
არიან.
შექსპირი თავის გმირებს უყურებს, როგორც მსახიობი და არა
როგორც პოეტი. მაგალითად, ისინი ხშირად წითლდებიან, რაც
სცენის ეფექტია. დიკენსს უთქვამს, საკმარისია, წარმოვიდგინო
გმირი და ის უმალ ჩემ თვალწინ გაჩნდება. შექსპირსაც შესწევს
ამის ძალა, ოღონდ თვალწინ მხოლოდ გმირს კი არ ხედავს, არა-
მედ მსახიობსაც, რომელმაც გმირის სახე უნდა შექმნას. ამიტო-
მაც აქვს თავის თანამედროვე დრამატურგებთან შედარებით ყვე-
ლაზე ზუსტი რემარკები. შექსპირი ინტუიციურად ხედავს ჟეს-
ტებს; როგორ მიდი-მოდიან ჯგუფ-ჯგუფად მსახიობები სცენაზე.
ზოგიერთი სცენებისთვის შექსპირს მიწერილი აქვს, რომ ყველას
ნიღბები უნდა ეკეთოთ, ან შავები ეცვათ. მისთვის აუცილებელია,
ვიზუალურად წარმოიდგინოს პიესა. ტოლსტოის აზრით, შექსპი-
რის ყველაზე დიდი ნიჭი „სცენის ოსტატური ხედვაა.“
ნათელი ხდება, რომ შექსპირი ხედავდა კემპსა თუ ბერბიჯს,
სინკლერსა თუ ქოულს იმ როლებში, რომელიც მათთვის ჰქონდა
გამიზნული. მსახიობების უმეტესობას დამახასიათებელი თვისე-
ბები ჰქონდა, რასაც შექსპირი კარგად იყენებდა, ესმოდა მათი
ხმები; წინასწარ იცოდა, როგორ მოიქცეოდნენ სცენაზე. ალბათ,

173
შექსპირი მეგობარი მსახიობებისგან რჩევებს იღებდა, თუ რო-
გორ აჯობებდა ამა თუ იმ სცენის დადგმა. საინტერესო ფაქტია –
არაერთი თაობის მსახიობს აღუნიშნავს, თუ ერთხელ დაიზეპირე
შექსპირის სტრიქონები, მახსოვრობიდან ვეღარ ამოშლიო. უდა-
ვოდ, თავისთვისაც იგონებდა როლს ყოველ პიესაში. შემოჰყავ-
და გმირი, რომელიც სურდა ეთამაშა. კიდევ ერთი განსხვავება
ბენ ჯონსონსა და შექსპირს შორის ის არის, რომ ჯონსონი პიესებს
წასაკითხად წერდა, შექსპირი კი სცენაზე სათამაშოდ.
როგორც აღვნიშნეთ, მისთვის ყველაზე დამახასიათებელი
თვისებაა, გზა გაუხსნას ფანტაზიას. შექსპირს სიამოვნებას ანი-
ჭებს პარალელების აღმოჩენა და დაპირისპირება. გეგონება,
აზრს ისე ვერ ჩასწვდება, თუ უკუღმა არ გადმოაბრუნებს. მის
სტილზე და ინტონაციაზე, ალბათ, ყველაზე კარგად დანიელი ფი-
ლოსოფოსი, სიორენ კერკეგორი წერს: „ხელოვნება, რომელიც
უდიდესი ვნების გამომხატველ და უძლიერესი წარმოსახვით გამ-
ძაფრებულ სტრიქონებს აწერინებს, და ამავე დროს, შეუძლია,
სრულიად საპირისპირო მნიშვნელობა აღმოაჩენინოს, ის ხე-
ლოვნებაა, რომელიც უნიკალური შექსპირის გარდა, არავის არ
გააჩნია.“ იგი შეპყრობილია კონტრასტებით და ცვლილებებით,
თითქოს მხოლოდ კონტრასტების თამაშით შეიძლება ნამდვილი
ცხოვრების ჩვენება. მეფე და მასხარა, განუყრელი მეგობრები-
ვით, ერთად მოჰყვებიან ქარიშხალში. ტოლსტოის აზრით, „მეფე
ლირის“ ამ სცენებს აკლია მნიშვნელობა თუ ნუგეში, მაგრამ, შექ-
სპირისთვის სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი – ორი გაშიშვლე-
ბული ადამიანის სცენაზე დგომა. ლირი ვერ იარსებებს მასხარის
გარეშე, მასხარა კი ვერ იარსებებს ლირის გარეშე. აქ ძალიან
კარგად ჩანს განსხვავებისა და დაპირისპირების სული. შექსპირი
თავის ყველაზე ღრმა წვდომებში მორალს საერთოდ გამორიც-
ხავს, არსებობს მხოლოდ ადამიანური, ამაღლებული ნება, წარ-
მოსახვასთან ხმაშეწყობილი.
174
თავი 46
ასეთი ტკბილი არც მეხთატეხა,
არც ნგრევის ხმა არ მომესმინა

შექსპირის პიესებს უკეთ გავიგებთ, თუ სწორედ განსხვავებე-


ბისა და დაპირისპირების სულს ჩავწვდებთ. ვინაიდან პიესები
ურთიერთსაწინააღმდეგო წარმოდგენებს გვთავაზობენ, ამის გა-
მო, მაგალითად, „ჰენრი V“ შეიძლება, ჰეროიკულ ეპოსადაც მი-
იღო და სასტიკ პომპეზურ დრამადაც. ჰამლეტის ბუნება ხომ მა-
რად ამოუცნობია. „მეფე ლირის“ ფინალის თობაზე კამათი არ
წყდება.
შექსპირი რომ საკმაოდ გაურკვეველ გარემოში აღიზარდა,
ამან დიდი გავლენა იქონია როგორც მის ცხოვრებაზე, ისე მის
შემოქმედებაზე. პიესის ძირითად და არაძირითად სიუჟეტში ერ-
თი და იგივე თემები და სიტუაციები მეორდება, მაყურებელი ვა-
რიანტების სერიას შესცქერის, რომელთაგან უპირატესობა არც
ერთს არ ენიჭება. შექსპირს შეუძლია, ერთდროულად ორი ან სა-
მი ამბავი დაიწყოს და ისინი პარალელურად ვითარდებოდნენ.
მაგალითად, ჰამლეტისა და მამის დამოკიდებულების გამოძახი-
ლია ურთიერთობა პოლონიუსსა და ლაერტს შორის, ისევე, რო-
გორც, ფონტინბრასის და ჰამლეტის მამის მსგავსება. ზოგიერთი
გმირები, - უფრო ხშირად ისინი სხვადასხვა კლასის წარმომად-
გენლები არიან, - შექსპირმა თითქოს განზრახ გამოიგონა, ერ-
თმანეთს რომ დაუპირისპიროს, ან პაროდია შექმნას. კონტრას-
ტებით და პარალელებით, შექსპირის პიესები ძალიან ჩახლარ-
თულია. გმირები ძალიან მრავალფეროვანი ბუნებისა არიან.
ჰარმონიული დასასრულის მიუხედავად, იშვიათად თუ გამოიტან
დასკვნას მოქმედებიდან. ფინალური სცენები განზრახ ორაზ-
როვნად მთავრდება. ამიტომაა, ბევრი კრიტიკოსი რომ ეთანხმე-
ბა ტოლსტოის, შექსპირს „არაფერი აქვს სათქმელიო.“ თითქოს
175
მისი მოქმედებებისა და რიტორიკის მიზანი მხოლოდ წარმოდგე-
ნის ჩვენება და გართობა იყოს. მაგრამ მკითხველთა მრავალ თა-
ობაზე მისი ნაწარმოებების სიღრმე დიდ შთაბეჭდილებას ახდენ-
და და ახდენს. არც ერთი ინგლისელი დრამატურგის შემოქმედე-
ბა არ დარჩენილა ასეთი ამოუცნობი. ამიტომ არასოდეს დაკარ-
გავენ ძალას მისი პიესები.
შექსპირის პიესების უმრავლესობა პირდაპირ ძირითადი თე-
მით იხსნება. მაყურებელი იფიქრებს, რომ პიესის გმირებმა სა-
უბარი მანამდე დაიწყეს, ვიდრე თვითონ შემოესწრებოდა. შექ-
სპირს შეუძლია, შექმნას სამყარო, რომელიც უკვე არსებობს. გე-
გონება, მისი გმირები სცენაზე პარალელური სამყაროდან შემო-
დიან – საიდანღაც, ჯადოსნურ სივრცეში არსებული სამყაროდან.
მოქმედებაში შექსპირი დაძაბული ეპიზოდების მონაცვლეობას
გულისხმობს; მაგრამ თავად ავტორი ისე თავისუფლად აღიქვამს
მრავალფეროვნებასა და ცვალებადობას, რომ მოქმედება შე-
უფერხებლად გრძელდება. გრძელდება უწყვეტ ნაკადად, რო-
გორც ცხოვრების დინება.

176
თავი 47
შენს სიტყვებში
განრისხება იგრძნობა

შექსპირის ხელნაწერში „სერ თომას მორი“ იგრძნობა, რომ


პიესაზე მუშაობისას ის ძალიან ჩქარობდა და ძალიან დაძაბუ-
ლიც იყო; დრამატურგის მთელი ენერგია და წარმოსახვა კონ-
ცენტრირებულია, სიტყვები და რიტმი მისი არსების სიღრმიდან
მოდის. შექსპირის მოუსვენარი გენია ისე ჩქარობდა, რომ ზოგი-
ერთი სტრიქონი დაუმთავრებელია. ვერც სასვენი ნიშნებისთვის
იცლიდა, მაგრამ ადგილებს ტოვებდა, შემდეგ რომ მიბრუნებო-
და, როცა შთაგონების შეტევა გადაივლიდა. პიესა აქტებად და
სცენებად არ არის დაყოფილი. სემუელ ჯონსონის აზრით, მისი
პიესების ფინალური სცენები ისე სწრაფად არის დაწერილი,
იფიქრებ, ვიღაც აიძულებს, აჩქარდესო.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ შექსპირი ჯერ პირველ და
ფინალურ ეპიზოდებს წერდა და შემდეგ იცლიდა დანარჩენების-
თვის. ბენ ჯონსონს უბის წიგნაკში ერთ თავის თანამედროვე მწე-
რალზე ჩაუწერია: „სამუშაოდ თუ დაჯდებოდა, შეიძლებოდა, დღე
და ღამე გადაება. არ წუხდა, თავს ასეთ დღეში რომ იგდებდა, სა-
ნამ გონებას არ დაკარგავდა.“ თუ ლაპარაკი შექსპირზეა, მაშინ
უცნაურია, ბენ ჯონსონი მწერლის ვინაობას რომ არ ასახელებს.
შექსპირის თანამედროვეები უფრო ზუსტად აღწერენ მისი მუ-
შაობის მეთოდს. პირველი ფოლიოს წინასიტყვაობაში ჯონ ჰე-
მინგსსა და ჰენრი კონდელს ასეთი დასკვნა გამოაქვთ: „მისი ხე-
ლი და გონება ერთდროულად მუშაობს: ისე ადვილად გადააქვს
აზრი ფურცელზე, რომ ერთ გადასწორებულს ვერ იპოვით.“ ბენ
ჯონსონის აზრით კი: „სიტყვების ნაკადი ისე თავისუფლად მო-
ედინებოდა, ხანდახან ვინმეს უნდა გაეჩერებინა. გონება მის

177
ხელთ იყო; ურიგო არ იქნებოდა, მისი მართვაც რომ შესძლებო-
და.“
შექსპირის პიესებში დრო ცვალებადი და ტევადია. როგორც
მოისურვებდა, ისე შეეძლო, შეემოკლებინა ან გაეგრძელებინა
დრო, თუკი სიუჟეტისთვის საჭირო იქნებოდა. ისე შთაინთქმებო-
და პიესაში, რომ იქ თავის დროს ამყარებდა; არსებობდა „სცენის
დრო“ და „რეალური დრო“ და ისინი იშვიათად ემთხვეოდა ერ-
თმანეთს. „ოტელოში“ და „რომეო და ჯულიეტაში“ შექსპირი იყე-
ნებს ხერხებს, რომელსაც ახლა „ორმაგ დროს“ ვუწოდებთ, რაც
იმას ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე ეპიზოდში მოქმედება კი ძა-
ლიან სწრაფად ხდება, მაგრამ გრძნობები ნელ-ნელა იღვიძებს.
ეს ხერხი იმიტომ ითვლება წარმატებულად, რომ მაყურებელი
მას ვერ ამჩნევს.
შექსპირს სიჩქარეში ხანდახან ყოყმანიც ეტყობა. გრძნობ,
როგორ ჩერდება შუა ლექსში, ხედავ, კალამი ფურცლის თავზე
როგორ გაუშეშებია და მზად არის, ან გადაშალოს, ან უკეთესი
სიტყვა მოიფიქროს. ზოგჯერ ლექსის ძირითად ხაზს კარგავს და
უკან ბრუნდება, თავიდან ცდილობს ყველაფრის დაწყებას. ადრე-
ულ ნაწარმობებში იგრძნობა, სად უწყდება შთაგონება და სად
კარგავს ენერგიას. წერის დროს ძალიან აღგზნებული იქნებოდა.
არის მომენტები, როდესაც არ იცის, პროზას წერს თუ პოეზიას.
მაგალითად, „ჰენრი IV“-ში ფოლსტაფის მიერ წარმოთქმული
ზოგიერთი სტრიქონი შეიძლება, ერთსაც მიაკუთვნო და მეორე-
საც. ფრაზები სავსეა ინგლისური პენტამეტრის ბუნებრივი რიტ-
მით. ეტყობა, რომ მისთვის პროზასა და პოეზიას შორის განსხვა-
ვება დიდად მნიშვნელოვანი არ არის. ეს ყოველივე კი ძალიან
დამაბნეველია.
ხანდახან შექსპირს გმირების სახელები ეშლებოდა, ან ერთი
და იმავე გმირს სხვადასხვა სახელს არქმევდა, ან კიდევ სხვადას-
ხვა პროფესიას მიაკუთვნებდა; „კორიალანუსში“ კომინიოსი
178
ერთ წუთს კონსულია, მეორე წუთს კი სარდალი. ზოგი ამბავი იწ-
ყება, მაგრამ აღარ მთავრდება. გვხვდება დროისა და ადგილის
შეუსაბამობებიც. გმირებს ავიწყდებათ, რაზე იყო საუბარი და ერ-
თი და იმავე შეკითხვას სვამენ. „იულიუს კეისარში“ ბრუტოსი
პორციას სიკვდილის ამბავს მას შემდეგ შეიტყობს, რაც თვითონ-
ვე განაცხადებს ამის შესახებ; ასევე შეუსაბამო პასუხებს სცემს
ერთი და იმავე კითხვას. შექსპირი ბრუტოსის სახეზე ალბათ დიდ-
ხანს მუშაობდა და საბოლოო ვარიანტში, რაც მანამდე თავში მო-
უვიდა, ყველაფერი დატოვა. როცა ჰამლეტი თავის ცნობილ მო-
ნოლოგში აღწერს სიკვდილს, როგორც ქვეყანას, საიდანაც აღა-
რასოდეს ბრუნდებიან, ეტყობა, დაავიწყდა, სულ ცოტა ხნის წინ
მამის აჩრდილს რომ გაესაუბრა. მონოლოგი „ყოფნა, არყოფნა“
საერთოდ შეიძლება ჩართული იყოს, რომელიც მან „ჰამლეტის“
ადრეული ვარიანტისთვის დაწერა, ან რომელიმე სხვა პიესის-
თვის, ანდა ყოველი შემთხვევისთვის ჰქონდა გადანახული. რაც
არ უნდა იყოს, ის იმდენად კარგია, რომ მისი დავიწყება შეუძლე-
ბელი იქნებოდა და ამგვარად აღმოჩნდა „ჰამლეტის“ ბოლო ვერ-
სიაში. „მეფე ჯონში“ საფრანგეთის მეფე ხან ფილიპია, ხან ლუ-
ისი. ზოგიერთ პიესაში შექსპირი წარმოგვიდგენს გმირს, რომე-
ლიც საერთოდ აღარ ჩანს; მათთვის შექსპირს რაღაც როლი უდა-
ვოდ ექნებოდა, ოღონდ სიჩქარეში საერთოდ მიივიწყა.
შექსპირი იძულებული იყო, ტექსტი გადაესხვაფერებინა, რო-
ცა დასში რაიმე ცვლილება ხდებოდა. მაყურებლის რეაქციის გა-
მოც, გამუდმებით რაღაცას აახლებდა მომდევნო სეზონისთვის.
„ჰამლეტის“ პირველ რედაქციაში დედოფლის როლის შემსრუ-
ლებელი ამბობს:
„For women feare too much, euen as they loue,
And womens feare and loue hold quantitie,
Eyther none, in neither ought, or in extremitie.”
ცოტა გრძელი და დამაბნეველი სიტყვებია, ამიტომ მომდევნო
179
ვერსიაში ასე შეკვეცა:
“For womens feare and loue, holds quantitie,
Iნ ნეიტჰერ ოუგჰტ, ორ ინ ეხტრემიტყ.”
„დიდ სიყვარულთან ეჭვიც ხდება ძნელმოსათმენი
და შიშთან ერთად სიყვარულიც გაძლიერდება“
შექსპირი დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ მსახიობები,
რომლებსაც ახალი სტრიქონები უნდა დაეზეპირებინათ, ისევე
მოიწონებდნენ შესწორებებს, როგორც სასახლის გართობების
მომწყობი. განუწყვეტელი რიმეიქის გამო, მისი პიესები სულ და-
უმთავრებელი რჩებოდა. წერის პროცესში ხშირად ცვლიდა სი-
უჟეტსა თუ გმირების სახეებს. მას წინასწარ დამუშავებული სი-
ნოფსისი არც ექნებოდა, ამიტომ შეეძლო, გზადაგზა მოტივი შე-
ეცვალა, ახალი სცენები მოეგონებინა და, აქედან გამომდინარე,
ახალ-ახალი საკამათო თემის შექმნის საღერღელი ეშლებოდა.
პიესის მთავარი თემის ერთ ხაზს გაგვაცნობს თუ არა, აშკა-
რად უქრება მისდამი ინტერესი. „ვენეციელ ვაჭარში“ ბასანიოს
და ლორენცოს საქმე დაუმთავრებელი რჩება. იმავე პიესაში ნათ-
ლად ჩანს, რომ რამდენადაც შეილოკი ნელ-ნელა უღვივებს ინ-
ტერესს, იმდენად ანტონიოს მიმართ ენთუზიაზმი უცხრება. არა-
და, ანტონიო საკმაოდ დამაინტრიგებლად ხსნის პიესას, მაგრამ
მისი სახე აღარ ვითარდება. „ჰამლეტი“ უკანასკნელ ორ აქტში
სრულიად გარდასახული გვევლინება. რა თქმა უნდა, იტყვით –
შექსპირს ასეც ჰქონდა ჩაფიქრებულიო. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს
ყველაფერი უფრო მის იმპროვიზაციის ნიჭზე და სპონტანური გა-
მოგონების უნიკალურ უნარზე მეტყველებს.

180
თავი 48
ამდენი შფოთით მოსვენება თუმც დაგვიკარგავს

1595 წლის ზაფხულს „ლორდ კამერჰერის მსახურები“ გას-


ტროლებზე გაემგზავრნენ. ივნისის თვეში, იფსვიჩში და კემბრიჯ-
ში, მათ არცთუ ისე უმნიშვნელო თანხა, 40 გირვანქა გადაუხა-
დეს. იყო დრო, როცა კემბრიჯისთანა საუნივერსიტეტო ქალაქები
მსახიობების მიღებას გაურბოდნენ, მაგრამ ნელ-ნელა მათი
პრესტიჟი ამაღლდა. უილიამ შექსპირს განათლებული ახალგაზ-
რდობის წრეში უკვე ჰყავდა თაყვანისმცემლები, შეიძლება, ის
ზოგიერთი კოლეჯის წევრების ყურადღებას „იზიდავდა“.
როცა ლონდონი დატოვეს, თეატრები კვლავ დაკეტილი იყო.
ადრეულ გაზაფხულზე და ზაფხულში, თევზსა და კარაქზე ფასების
აწევას ქალაქში რამდენიმე ამბოხება მოჰყვა; მარტო ივნისში
არეულობის თორმეტი შემთხვევა აღინიშნა. შეგირდები ჯერ სა-
უთვორკის ბაზარს დაეპატრონნენ, შემდეგ ბილინგსგეითის ბაზა-
რიც ხელში ჩაიგდეს და კვების მთავარ პროდუქტებს ის ფასები
დაადეს, რაც თვითონ მიაჩნდათ მიზანშეწონილად. 29 ივნისს
ათასობით ლონდონელი შეგირდი ტაუერ-ჰილისკენ გაემართა
იარაღის მაღაზიების გასაძარცვად. მათ აშკარად ბოროტი ზრახ-
ვები ჰქონდათ. ჩიფსაიდზე სამარცხვინო ბოძები დალეწეს და
ლორდ მერის სახლის წინ სახრჩობელები აღმართეს. ამბოხება
ჩაახშვეს, ხუთი თუ ოთხი ლიდერი ჩამოახრჩეს და შემდეგ, თავი
და კიდურები მოჰკვეთეს. ლონდონი გახდა ადგილი, სადაც არაა-
დამიანური სისასტიკით სჯიდნენ დამნაშავეებს. ქალაქში, ელისა-
ბედის დროინდელი გაგებით, საომარი მდგომარეობა სუფევდა
და, რაღა თქმა უნდა, არც თეატრები მუშაობდა.
მაგრამ „ლორდ კამერჰერის მსახურებმა“ ამ არეულ ვითარე-
ბაში თავიანთი საქმე მაინც განაგრძეს. როგორც ცნობილია,
1595 წლის ამბოხებაში ფეიქარი შეგირდებიც მონაწილეობდნენ.
181
ერთ-ერთი იმიტომ დაიჭირეს,რომ მან ლორდ მერს შეშლილობა
დასწამა. „ზაფხულის ღამის სიზმარში“ ფეიქარი გვხვდება, რაც
ბადებს აზრს, რომ შექსპირი ცდილობდა, იმ დღეების სისასტიკე
ფარსში გადაეტანა. პიესაში, უდავოდ, მისი თანამედროვე ეპო-
ქის ამბების სხვა მრავალი ალუზია იქნება, რაც, სამწუხაროდ,
ჩვენთვის სამუდამოდ უცნობი დარჩება.
როდესაც აგვისტოში „ლორდ კამერჰერის მსახურებმა“ გა-
მოსვლები განაახლეს, ლორდმა მერმა ბრძანა, „ქერთენისა“ და
„თეატრის“ შენობები მიწასთან გაესწორებინათ, რათა თავშეყ-
რის ადგილები მოესპოთ. მაგრამ, ქალაქის მამებისგან განსხვა-
ვებით, დიდებულები ღირსეულად აფასებდნენ მსახიობებს. დე-
კემბრის დასაწყისში, სერ ედვარდ ჰობი თავის ბიძაშვილს, სერ
რობერტ სესილს, საიდუმლო საბჭოს წევრს, სწერდა – დაგვდეთ
პატივი და ვახშმად ქენონ როუში გვეწვიეთ, სადაც თავად რი-
ჩარდ მეფეს იხილავთო. სავარაუდოდ, საუბარი რიჩარდ II-ზე უნ-
და ყოფილიყო, რომელიც შექსპირს სულ ახალი დაწერილი
ჰქონდა. ამ სკანდალური პიესის სანახავად, რომელშიც ლეგიტი-
მურ მონარქს კლავენ, სესილი შესაძლოა, იმიტომ დაპატიჟეს,
რომ სურდათ დარწმუნებულიყვნენ, სასახლის კარზე წარმოსად-
გენად შესაფერისი იყო თუ არა.
ცენზურაგავლილ პიესას დიდი წარმატება ხვდა წილად. „რი-
ჩარდ II“ ორი წლის განმავლობაში სამჯერ დაიბეჭდა; ბოლო ორ
გამოცემაზე ავტორის, უილიამ შექსპირის სახელი ეწერა. შემორ-
ჩენილია წერილი, რომელიც რეილიმ რობერტ სესილს გაუგზავ-
ნა: „მილორდ გენერალს [ესექსის გრაფს] გავაცანი თქვენი წერი-
ლი, გადავეცი, გულმოწყალეობას რომ იჩენთ და გართობის ნე-
ბას რომ გვრთავთ. თქვენი ხუმრობაც რიჩარდ მეორეზე ძალიან
მოეწონა.“ ამ შემთხვევაში, გარდაცვლილი მეფის ფსევდონიმით
ცოცხალი დედოფალი ელისაბედი იგულისხმება.
შექსპირმა „მეფე რიჩარდ II-ის ტრაგედია“ ლექსად დაწერა და
182
ამ პიესაში შესანიშნავი პოეტური ნიჭი გამოავლინა. ალბათ, ამი-
ტომ ასოცირდება ის „ზაფხულის ღამის სიზმართან“ და „რომეო
და ჯულიეტასთან“. შექსპირი, როგორც ყოველთვის, თავისი
დრამატურგიის სიმბოლურ ლოგიკას მიჰყვება, მეფესა და მსახი-
ობს ერთ სახეში აერთიანებს, მთელი თავისი ბაქიბუქითა და სა-
ნახაობებით, რაც კი ამგვარ კომბინაციაში შეიძლება იგულის-
ხმებოდეს. რიჩარდი, მტკიცე ხასიათის, დრამატული მონარქი,
საკუთარი სულის სიღრმეებს სწვდება, როცა უფიქრდება, თუ რა
როლი აკისრია ამქვეყნად; ის ერთადერთი პერსონაჟია, ვისაც
შექსპირი მონოლოგის წარმოთქმის უპირატესობით ასაჩუქრებს.
მეფე, რომელიც მალე დამარცხდება და აღსასრულს უახლოვდე-
ბა, უფრო საინტერესო ხდება, ან უფრო სწორად, შექსპირისთვის
ხდება უფრო საინტერესო მისი მდგომარეობა და ტემპერამენტი.
რიჩარდი, რომელიც პიესის დასაწყისში გულქვა და გაუმაძღარ
მეფედ ჰყავს გამოყვანილი, მას შემდეგ, რაც უფრო და უფრო უახ-
ლოვდება მიწას, გადატანითი მნიშვნელობითაც და პირდაპირი-
თაც, შექსპირის შთაგონებას აღვიძებს. დრამატურგს ხომ ყო-
ველთვის გულთან ახლოს მიაქვს დამარცხებები, განსაკუთრე-
ბით კი ასეთი კოსმიური მასშტაბისა. შექსპირი უსაზღვროდ დიდ
თანაგრძნობასა და სიბრალულს ავლენს, რაც შესაძლოა, ნაწი-
ლობრივ, იმ ნაზ გრძნობებთანაც იყოს დაკავშირებული, მამის
მიმართ რომ ჰქონდა. ამ პიესაში შექსპირი ემოციური თანაგ-
რძნობის დიდ ოსტატად გვევლინება.
„ლორდ კამერჰერის მსახურები“ 1595 წელს, საშობაო სეზონ-
ზე დაბრუნდნენ სამეფო კარზე, მას შემდეგ, რაც სამი კვირის მან-
ძილზე ქენონ როუში, სერ ედვარდ ჰობის სახლში მართავდნენ
წარმოდგენებს. არ არის ცნობილი, „რიჩარდ II“ ითამაშეს თუ არა
დედოფლის წინაშე. ექვსი წლის შემდეგ, დედოფალს გრინვიჩის
სასახლეში ერთი სტუმრისთვის უკითხავს: „თქვენ რა, არ იცო-
დით, რიჩარდ მეორე რომ მე ვარ?“ და შეწუხებულმა დასძინა,
183
რომ ტრაგედია „ორმოცჯერ აჩვენეს ღია ცის ქვეშ და სახლებში.“
გაუგებარია, რა იგულისხმება „ღია ცის ქვეშ“, ხოლო „სახლებს“
რაც შეეხება, კერძო წარმოდგენები უნდა იგულისხმებოდეს, რაც
ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დიდებულები თუ მდიდრები ხშირად
ქირაობდნენ მსახიობებს, მათ სახლებში სპექტაკლები რომ ეჩვე-
ნებინათ. ერთი რამ კი ცხადია, დედოფალმა პიესის არსებობის
შესახებ იცოდა.

184
თავი 49
ო, არა, არა, არა, ის ხომ
ჩემი ერთადერთი ვაჟია

1596 წლის 23 ივლისს, სამოცდაათი წლის ასაკში, ლორდი


ჰანდსონი გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე, ლორდი კამერჰერი,
ლორდი კობემი, ბევრად ნაკლებ სიმპათიას ავლენდა თეატრის
მიმართ; შექსპირს „ჰენრი IV“-ის პირველ ნაწილში მისი ერთი წი-
ნაპარი, სერ ჯონ ოლდკასლი ჰყავს გაქილიკებული. მსახიობები
სერიოზულად შიშობდნენ, ლორდ კამერჰერს მხარი არ აება
ლორდ მერის ინიციატივისთვის, თეატრები დაეხურათ. ლორდ
ჰანდსონის გარდაცვალების შემდეგ, დასი მალევე კენტში გაემ-
გზავრა გასტროლებზე, სადაც შექსპირს დიდი დარტყმა ელოდა.
შექსპირის თერთმეტი წლის ვაჟი, ჰამნეტ შექსპირი გარდაიც-
ვალა. დაკრძალვისთვის რომ ჩაესწრო 11 აგვისტოს, ალბათ შექ-
სპირი იმწამსვე სტრეთფორდში გაემგზავრა. ძნელი წარმოსად-
გენია, რას გრძნობდა იმ წუთებში. ადანაშაულებდა თუ არა თავის
თავს, ოჯახი რომ მიატოვა? რა უნდა ეთქვა მგლოვიარე დედის-
თვის, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში იძულებული იყო,
მარტოს ეპატრონა ბავშვებისთვის? რა თქმა უნდა, ამ კითხვებზე
პასუხის გაცემა შეუძლებელია. ამ ამბიდან არც ისე დიდი ხნის
შემდეგ დაწერილ „ჰენრი IV“-ში ნორთამბერლენდს ცოლი ვაჟის
სიკვდილში ადანაშაულებს: „და როცა თქვენი ღვიძლი შვილი,
ჩემო მეუღლევ, / ჩვენი ძვირფასი ჰარი პერსი ჩრდილოეთისკენ /
იყურებოდა წამდაუწუმ, გულგალეული/ რომ მამის მაშველ მხედ-
რობისთვის მოეკრა თვალი.“ შექსპირის არაერთ პიესას თან
სდევს თემა ოჯახის შერიგებაზე. „ზამთრის სიზმარში“ პატარა მა-
მილიუსი მამის საქციელს ეწირება.
ოცდამეერთე საუკუნესთან შედარებით, მეთექვსმეტე საუკუ-
ნეში ბავშვების სიკვდილიანობა უფრო ხშირი იყო. ელისაბედის
185
დროინდელ მრავალრიცხოვან ოჯახებში, უამრავი ნათესავის გა-
რემოცვაში, შვილის მოულოდნელი სიკვდილით გამოწვეული
წუხილი შედარებით ადვილად გადაჰქონდათ. რა თქმა უნდა, თა-
ვი არ უნდა მოვიტყუოთ, თითქოს მეთექვსმეტე საუკუნის მშობ-
ლები ნაკლებად ემოციურები და მზრუნველები იყვნენ, მაგრამ
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის გარდაცვალება იმ
დროისთვის ხშირი უბედურება იყო. შექსპირის ვაჟის გარდაცვა-
ლების მიზეზი უცნობია, მაგრამ ვიცით, რომ იმ წლის ბოლოს
სტრეთფორდში ტიფმა და დიზენტერიამ ბევრი იმსხვერპლა. ტყუ-
პისცალი ჯუდიტი დღეგრძელი აღმოჩნდა, მან სამოცდაათ წლამ-
დე იცოცხლა.
შექსპირმა ერთადერთი ვაჟი და მემკვიდრე დაკარგა. მეთექ-
ვსმეტე საუკუნეში გვარის გამგრძელებელს დიდ მნიშვნელობას
ანიჭებდნენ. შექსპირის ანდერძშიც იგრძნობა, რომ ჯერ კიდევ
განიცდის და შეწუხებულია, პირდაპირი მემკვიდრე რომ არ
ჰყავს. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, გავიგოთ, რამდენად დიდი
იყო მისი ტკივილი და რამდენად უნუგეშო მისი მდგომარეობა,
ეძებდა თუ არა, სხვებივით, ხსნასადაუღალავ შრომაში. ერთი
კრიტიკოსის აზრით, „რომეო და ჯულიეტა“ რეკვიემია გარდაც-
ვლილ შვილზე; მაგრამ ეს მოსაზრება არც ქრონოლოგიურად
დასტურდება და არც მაინცდამაინც დამაჯერებლად ჟღერს. ჯო-
ისის „ულისეში“ სტივენ დედალუსი განაცხადებს, „მეფე ჯონში“
ახალგაზრდა არტურის სიკვდილია შექსპირის ვაჟის სიკვდილია-
ო; შავი პრინცი, ჰამლეტი კი - ჰამნეტ შექსპირიო. დედალუსი ასე-
ვე აღნიშნავს, რომ ჰამნეტის გარდაცვალებიდან ძალიან მალე,
შექსპირმა ხელახლა გადაწერა პიესა მეფე ჯონზე. ერთ-ერთი,
რაც მან ჩაამატა, კონსტანსას გოდებაა უდროოდ გარდაცვლილ
შვილზე, რომელიც ასე იწყება: „ნაღველი მივსებს ჩემი შვილის
ცარიელ ადგილს, / მის საწოლში წევს, ჩემთან ერთად სეირნობს
იგი, / ნაღველს აქვს მისი გამოხედვა, მის სიტყვებს ამბობს, / ის
186
მომაგონებს ჩემი შვილის მომხიბლავ ნაკვთებს.“
საერთოდ, ხელოვნებასა და ცხოვრებას შორის პარალელის
გავლება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, მაგრამ თავსაც ვერ მო-
ვიტყუებთ, თითქოს კონსტანსას გოდებას არაფერი ჰქონდეს სა-
ერთო ჰამნეტის სიკვდილთან.
დაახლოებით იმავე პერიოდში „ლორდ კამერჰერის მსახურე-
ბისთვის“ დაწერილი „ვენეციელი ვაჭარიც“ შექსპირისთვის შე-
უფერებელი და უცნაური მწუხარე ტონით იწყება: „მართალი გით-
ხრათ, მე არ ვიცი, რამ დამამწუხრა.“ ( 2 სტრიქონი). ხშირად გა-
მოთქვამენ მოსაზრებას, რომ ამ პიესაში შექსპირი ანტონიოს თა-
მაშობდა. ანტონიო გადამწყვეტ მომენტებში ჩნდება ხოლმე. ზო-
გადად, ის მეორეხარისხოვანი გმირია, მაგრამ, ამავე დროს, ის
ფიგურაც არის, რომელიც რეპეტიციების დროს სხვებს უხელ-
მძღვანელებდა. პიესა ანტონიოს სენტიმენტალური ტრაგედიაზე
არ ჩერდება - შაილოკის სისხლიან გარიგებას ის უფრო დიდ სი-
მაღლეზე აჰყავს.
შაილოკის ხასიათმა იმდენნაირი ინტერპრეტაცია გააღვიძა,
რომ ის „მარად ურიად“ გადაიქცა. შეიძლება, დიკენსის ფეიჯინის
მოდელიც ის იყოს, მაგრამ რომელიმე გმირის კარიკატურა არა-
სოდეს გამხდარა. შაილოკი იმდენად სავსეა სიცოცხლითა და
ენერგიით, ისეთი მდიდარი ენა აქვს, ერთდროულად ძლიერიც
არის და რთულიც, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვეულებრივ
ადამიანად ვერ წარმოიდგენ. შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს
შექსპირი, ტრადიციულ ცრურწმენებზე დაყრდნობით, ძალიან ინ-
დომებს, შექმნას უცხო რასის წარმომადგენლის სახე, მაგრამ
თან აშკარად ვერ ერევა თავს, ამხელა ფიგურის მიმართ სიმპა-
თია არ გაუჩნდეს. მას სტერეოტიპზე წერა არ შეუძლია. შექსპი-
რის გმირები სიკეთისა და ბოროტების მიღმა არსებობენ. შა-
ილოკიც ხომ დიდებული და ექსტრავაგანტური სცენისთვის გა-
მიზნული ხასიათია.
187
არ უნდა დაგვავიწყდეს ელისაბედის დროინდელი თეატრის
კონტრასტები. შაილოკს წითური პარიკი უნდა ჰკეთებოდა და
გრძელი ცხვირი უნდა ჰქონოდა. „ვენეციელი ვაჭარი“ კომიკური
ისტორიაა. შესაბამისად, „კომედი დელ არტეს“ ელემენტები, -
რამდენადაც შექსპირს შეუძლია, ტრადიციული კანონები შე-
ინარჩუნოს, - დაცულია. მეთექვსმეტე საუკუნის ლონდონში ებ-
რაელები და ქრისტიანებად მოქცეული „მარანოსები“, როგორც
მაშინ ეძახდნენ, ბევრნი არ იყვნენ. „ვენეციელი ვაჭრის“ პირველ
ჩვენებამდე ორი წლით ადრე, გრაფი ესექსი აქტიურად მონაწი-
ლეობდა ებრაელი ექიმის, როდრიგო ლოპესის წამებაში და სიკ-
ვდილით დასჯაში. ექიმს დედოფლის მოწამვლის მცდელობას
სდებდნენ ბრალად. „ვენეციელ ვაჭარში“ გვხვდება ამ ამბის ალუ-
ზიები. მაგრამ, ძირითადად, ებრაელების სცენური სახეები მის-
ტერიებიდან მოდიოდა, სადაც ისინი მწვალებლებად იყვნენ გა-
მოყვანილები. „ჰეროდეს“ მისტერიების ციკლში ებრაელებს წი-
თური პარიკები ეკეთათ. მარლოს „მალტელ ებრაელშიც“ ბარა-
ბაც შესაბამისად იყო გამოწყობილი. მაგრამ, შექსპირის შეილო-
კი სტერეოტიპზე ბევრად საინტერესო და სიმპათიური გამოვიდა
და დაიკავა კიდევაც ღირსეული ადგილი მსოფლიო სახეებს შო-
რის.

188
თავი 50
ვინ ხარ? მე აზნაური ვარ

ჰამნეტის გარდაცვალებიდან სამი თვეც არ იყო გასული, ჯონ


შექსპირი გერბით დაასაჩუქრეს და ის, ბოლოს და ბოლოს, აზ-
ნაური გახდა. ჯონის ვაჟს ტიტული მემკვიდრეობით გადაეცემო-
და. სავარაუდოდ, მამის მიერ ოცდახუთი წლის წინ მიტოვებული
საქმე შექსპირმა განაახლა. ძნელი სათქმელია, მაშინ რამდენ
დროს ითხოვდა ეს პროცედურა. შესაძლებელია, ვიფიქროთ,
რომ შექსპირმა ვაჟის გარდაცვალებამდე შეიტანა თხოვნა გერ-
ბზე, რადგან, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმედოვნებდა, რომ
თავადაც ერთადერთ ვაჟს გადასცემდა სტატუსს, მაგრამ, საუბე-
დუროდ, მწარე იმედგაცრუება ელოდა.
შექსპირი გერბთმცოდნეობით აშკარად დაინტერესებულია,
ამ საკითხის ტექნიკურ ცოდნასაც ავლენს „რიჩარდ II“-ში, „ჭირ-
ვეულის მორჯულებაში“ კი კატერინა ასე ამბობს: „თუ მცემთ, მა-
შინ ხომ აზნაური აღარ იქნებით! / და თუ ეს მოხდა, მაშინ გერბიც
დაგეკარგებათ!“ (აქტი 2, სცენა 1) იმავე პიესაში, ერთი ეპიზოდი
აშკარად ჟერარდ ლის ჰერალდიკის წიგნიდან არის. ეს კი იმას
ადასტურებს, რომ 1580 წელს შექსპირი ასეთ წიგნებს უკვე კით-
ხულობდა და ჩანს, თავისი „კეთილშობილი“ სტატუსის დემონ-
სტრირებაც უნდოდა. ერთი მხრივ, ეს ფაქტი მას გამოარჩევდა
დანარჩენი მსახიობებისგან, რომელთა უმეტესობას კარგი რეპუ-
ტაცია არ ჰქონდა. ერთგვარად, თითქოს ოჯახის დაკნინებულ რე-
პუტაციასაც აღადგენდა, რაც ჯონ შექსპირის სამსახურიდან წა-
მოსვლამ გამოიწვია. დღევანდელი გადასახედიდან, შექსპირის
საქციელი ეგებ უაზრო პატივმოყვარეობად მოგვეჩვენოს, მაგ-
რამ მეთექვსმეტე საუკუნეში ტიტულის მფლობელი იერარქიულ
საზოგადოებაში საიმედო ადგილით იყო უზრუნველყოფილი.

189
იმ ფაქტს, რომ ჯონ შექსპირს გერბი მიანიჭეს, კრიტიკის გარე-
შე არ ჩაუვლია. ჰერალდიკის პალატის წარმომადგენელმა, სერ
რალფ ბრუკმა გააკრიტიკა „წვივსახვევის ორდენის“ ჰერალდმე-
ისტერის, სერ უილიამ დეკიტის გადაწყვეტილება, კერძოდ ის,
რომ სერ უილიამ დეკიტმა, 1590-იანი წლებიდან მოყოლებული,
უღირს ადამიანებს მიანიჭა გერბები. „უღირსები“ თუ მთლად ბო-
როტმოქმედებაში არა, ყოველ შემთხვევაში, მექრთამეობასა და
თაღლითობაში მაინც იყვნენ მხილებული. ბრუკის სიაში, ოცდა-
სამ პიროვნებას შორის, ჯონ შექსპირს მეხუთე ადგილი ეკავა. რა
თქმა უნდა, რბილად რომ ვთქვათ, შექსპირს არ ესიამოვნებოდა,
მისი კეთილშობილი გერბი საეჭვოდ რომ მიიჩნიეს, მაგრამ ამას
ხელი არ შეუშლია, სამი წლის შემდეგ კვლავ შეეტანა თხოვნა არ-
დენებისა და შექსპირების გაერთიანებული გერბის მისაღებად.
შექსპირს გესლიანი კრიტიკა არც კოლეგებისგან ასცდა. სულ
ახალი მინიჭებული ჰქონდა ტიტული, ბენ ჯონსონმა თავის პიესა-
ში რომ გააქილიკა. მაგრამ, როგორც სჩვეოდა, შექსპირმა არც
თვითონ დაიზარა, საკუთარი პრეტენზიულობისთვის დაეცინა.
„მეთორმეტე ღამე“ იმ პერიოდში დაიწერა, როცა ბრუკი დეტიკს
ჯონ შექსპირისთვის გერბის გადაცემას საყვედურობდა. პიესაში
კარისკაც მალვილიოს პრეტენზია აქვს, რომ კეთილშობილი
წარმომავლობისაა. მალვილიოს ურჩევენ, ყვითელ მაღალყე-
ლიან წინდაზე ირიბად გადაიჭიროს წვივსახვევი, რაც აშკარა პა-
როდიაა შექსპირის გერბზე, რომელიც ყვითელი ფერისა იყო და
ირიბად კვეთდა შავი ლენტი. მალვილიო, პიესის ყველაზე გუ-
ლუბრყვილო და სასაცილო პერსონაჟი, ამბობს: „ერთნი იბადე-
ბიან დიდებულნი, მეორენი – მას მოიპოვებენ, / ხოლო ზოგი-
ერთს თავს ახვევენ ამ დიდებასა!“ (აქტი 2, სც. 5) შექსპირისთვის
ბუნებრივია, ერთი მხრივ, პაროდია წეროს საკუთარ პრეტენზიებ-
ზე და, ამავე დროს, სრული სერიოზულობით იღვწოდეს ტიტულის

190
მოსაპოვებლად; მასხრად აიგდოს ის, რაც, მისთვის ძლიერ მნიშ-
ვნელოვანია. ასე გამოხატავს შექსპირი თავის ორაზროვან და-
მოკიდებულებას საერთოდ ყველა მოვლენისადმი.

191
თავი 51
გაუთლელი ტეტიების კომპანიაში

ჯეიმს ბერბიჯის გეგმა, ბლექფაიერზის ნაწილი კერძო თეატ-


რად გადაეკეთებინა და ქალაქის მამები გაეცურებინა, ვერ გან-
ხორციელდა. 1596 წლის ზამთარში ახლომახლო მცხოვრებმა
ოცდათერთმეტმა ადამიანმა პეტიცია შეადგინა. ისინი თეატრის
გახსნის წინააღმდეგი იყვნენ, რადგან, ჯერ ერთი, საყვირისა და
დოლის ხმაც აწუხებდათ და არც ახალი პრობლემებით და უსია-
მოვნებებით არ უნდოდათ, თავი აეტკიებინათ.
არსებობს ერთი იმდროინდელი წერილობითი დამადასტურე-
ბელი საბუთი, რომ შექსპირი მონაწილეობდა მოლაპარაკებებ-
ში, „ლორდ კამერჰერის მსახურებისთვის“ ფრენსის ლენგლის
თეატრ „გედში“ გამოსვლის ნება დაერთოთ. ლენსლიმ „გედი“ ამ
ამბებამდე ორი წლით ადრე ააშენა. ეს თავისი დროისთვის ყვე-
ლაზე ახალი და ყველაზე დიდი თეატრი იოჰანსენ დე ვიტის ცნო-
ბილ ნახატზე არის გამოსახული. ვიტი ნახატს ასეთ კომენტარს
დაურთავს: „ყველაზე დიდი და ყველაზე დიდებული თეატრი
ლონდონში, რომელიც სამ ათას მაყურებელს იტევს. შენობა აგე-
ბულია კაჟის ქვისგან (ბრიტანეთში უხვად მოიპოვება). ხის სვე-
ტები ისეა შეღებილი, რომ კარგ მცოდნესაც მარმარილო ეგონე-
ბა.“ მაგრამ, დიდებული ესქტერიერის მიუხედავად, „გედი“ ლონ-
დონის სახელგანთქმული თეატრი არასოდეს გამხდარა. 1596
წლის ზამთარში „ლორდ ჩემბერლენის მსახურები“ იქ რომ გამო-
სულიყვნენ, მისი თეატრალური ისტორია შესაძლოა, სხვაგვა-
რად დაწერილიყო.
შექსპირისა და ლენგლის სახელები გვხვდება ვინმე უილიამ
უეიტის პეტიციაში, სადაც ის კიდევ რამდენიმე ადამიანს ასახე-
ლებს და ამტკიცებს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია და ზემოთ

192
ხსენებული ადამიანები შეიძლება, ფიზიკურად გაუსწორდნენ. სა-
ჩივარი, საერთოდ, ასეთი ფორმით იწერებოდა და, აქედან გა-
მომდინარე, სულაც არ ნიშნავდა, თითქოს შექსპირი მართლაც
ვინმეს მოკვლას აპირებდა. როგორც გამოირკვა, მანამდე თავად
ლენგსლიმ შეიტანა სასამართლოში საჩივარი უეიტისა და მისი
სიმამრის წინააღმდეგ. უეიტის სიმამრი, უილიამ გარდინერი,
მომრიგებელი მოსამართლე და ქალაქის მაგისტრატის წევრი
გახლდათ. როგორც ამბობდნენ, ის კორუფციაში იყო გახვეული
და თეატრ „გედის“ დახურვა უნდოდა. ჩანს, ამ გაუგებრობაში
შექსპირიც იყო გარეული. ალბათ ისიც უნდა ითქვას, რომ ლენ-
გსლისაც ფინანსური მაკლერის საეჭვო რეპუტაცია ჰქონდა.
ლონდონი ყოველთვის განთქმული იყო მოხერხებული საქმოს-
ნებით. ლენგსლიმ პერის გარდენში მიწა იყიდა და იქ სახლი აა-
შენა, ბინების გასაქირავებლად. ბინებს ძალიან იაფად აქირავებ-
და, რადგან იმ ქუჩაზე ძირითადად დაბალი წრის წარმომადგენ-
ლები ცხოვრობდნენ. მეთვრამეტე საუკუნის ერთი მკვლევრის
აზრით, შექსპირსაც სადღაც შორიახლოს უნდა ეცხოვრა. არ
არის გასაკვირი, რადგან იგრძნობა, რომ ის დაბალი წრის ცხოვ-
რებასაც პირველი წყაროდან იცნობს, სწორედ ისევე, როგორც
„კეთილშობილებზე“ წერს შეუცდომლად.
იმ ზამთრის სეზონზე შექსპირი კვლავ წარდგა დედოფლის წი-
ნაშე. „ლორდ კამერჰერის მსახურებმა“ ექვსი წარმოდგენა აჩვე-
ნეს, მათ შორის - „ვენეციელი ვაჭარი“ და „მეფე ჯონი.“ სავარა-
უდოდ, დედოფალმა „ჰენრი IV“-ის პირველ ნაწილში ფოლსტაფი
იხილა. არსებობს ერთი ასეთი მოარული ამბავი, თითქოს მას ისე
მოეწონა კომიკური თაღლითი, რომ სთხოვა შექსპირს, დაეწერა
პიესა შეყვარებულ ფოლსტაფზე. დედოფლის თხოვნაზე უარის
თქმა არ შეიძლებოდა და ასე შეიქმნა „უინძორელი მხიარული
ქალები“. მშვენიერი ამბავია, ოღონდ დაუსაბუთებელი.
„ჰენრი IV“-ის პირველ ნაწილზე გაუთავებლად კამათობენ.
193
მაგალითად, ჰქონდა თუ არა შექსპირს მოფიქრებული მეორე ნა-
წილი, როდესაც პირველს წერდა. მაგრამ კამათის ერთადერთი
საბაბი ეს არ არის. ლორდი კამერჰერი, სერ უილიამ ბრუკი,
ლორდი კობემი, შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ პიესის კომიკურ
გმირს ჯონ ოლდკასლი ჰქვია. შეიძლება, მან ეს სპექტაკლი პირ-
ველად დედოფლის კარზე ნახა. ოლდკასლი ლორდ კობემის ნა-
თესავი იყო და ნამდვილად არ ესიამოვნებოდა, მისი გვარი კო-
მიკური გმირის მეტსახელად რომ გამოიყენეს. ნამდვილი ოლ-
დკასლი, ლოლარდების თანამოაზრე, ჰენრი V-ის წინააღმდეგ
აჯანყებას უნდა ჩასდგომოდა სათავეში, ოღონდ აჯანყება ჩაახ-
შვეს, ოლდკასლი კი ღალატისთვის სიკვდილით დასაჯეს. მიიჩნე-
ვენ, რომ ის პროპროტესტანტი იყო, რეფორმაციისთვის წამებუ-
ლი. რა თქმა უნდა, მისმა შთამომავლებმა იუკადრისეს, ოლ-
დკასლი ქურდის, ტრაბახა მხდალისა და ლოთის როლში ეხი-
ლათ. ასე რომ, კობემმა თავისი უკმაყოფილება გართობების
მომწყობ ედმუნდ ტილნის მისწერა, ტილნიმ კი, თავის მხრივ,
კომპანიას უსაყვედურა. შექსპირი იძულებული გახდა, „ჰენრი
IV“-ის მეორე ნაწილში კომიკური გმირი, ოლდკასლი, ფოლსტა-
ფით შეეცვალა. ზოგიერთის მოსაზრებით, შექსპირმა, კათოლი-
ციზმის მიმართ „ჩუმი“ სიმპათიების გამო, მწარედ დასცინა ანტი-
კათოლიკე ლოლარდს. „ეკლესიის ისტორიაში“ თომას ფულერი
შექსპირის მიერ ოლდკასლის სახელის გამოყენებაზე ასე წერს:
„სულ არაფერს ნიშნავდა, რასაც თავხედი პოეტები ან გაბორო-
ტებული პაპისტები მასზე წერდნენ.“ მაგრამ რაღაც არ იგრძნობა,
თითქოს ოლდკასლი შექსპირს რელიგიური მოსაზრებით შეერ-
ჩიოს, მით უმეტეს, რომ ის „ჰენრი V-ის ცნობილ გამარჯვებებში“
ადრეც გვხვდებოდა და ჩემი აზრით, აუცილებელი არ არის, კო-
ბემთან ყოფილიყო დაკავშირებული.
სახელი კი შეიცვალა, მაგრამ შექსპირმა ეს ფაქტი დამცირე-
ბად მიიღო. „ჰენრი IV“-ის მეორე ნაწილის ეპილოგში თვითონ
194
გამოდიოდა სცენაზე და აცხადებდა: „რამდენადაც ვიცი, ფოლ-
სტაფი მოკვდა, თუ უფრო ადრე თქვენმა მკაცრმა განაჩენმა არ
მოუღო ბოლო; ოლდკასლი წმინდანივით მოკვდა, ეს კი სხვა კა-
ცი იყო...“ ამ სიტყვების შემდეგ ის ცეკვას იწყებდა და ბოლოს, ტა-
შით დაჯილდოებული, მუხლს იყრიდა მაყურებლის წინაშე.
ისტორია მალე არ მიივიწყეს. რობერტ სესილმა ესექსის
გრაფს წერილით ახალი ამბავი ასე ამცნო – ვიღაც ლედი სერ
ფოლსტაფს გაჰყვა ცოლადო. როგორც ჩანს, „ფოლსტაფი“
ლორდ კობემის მეტსახელი გახდა სასახლის კარზე და, შექსპი-
რის ყველა დანარჩენი გამოგონების არ იყოს, ისიც დიდხანს ახ-
სოვდათ.
პრინც ჰელს ხშირად შექსპირს ადარებენ ხოლმე. უკვე მეფედ
კურთხეული პრინცი ფოლსტაფს მოიკვეთს, მას შემდეგ, რაც
ლონდონის ტავერნებში ერთად კარგად ერთობოდნენ. შექსპი-
რიც ხომ არ ცნობდა და არც მხარს არ უბამდა თავის მსმელ კომ-
პანიონებს – რობერტ გრინსა და თომას ნეშს.
რაც შეეხება ფოლსტაფს, ის შექსპირის ყველაზე სახასიათო
გმირია. გამოვიდა თუ არა სცენაზე, იმწამსვე პოპულარული გახ-
და. როგორც კი მაყურებელი მას დაინახავდა, დარბაზში სამარი-
სებული სიჩუმე ჩამოწვებოდა და დიდხანს „თხილის მტვრევის
ხმა აღარ ისმოდა.“ ფოლსტაფს პიესის წარმატებაშიც დიდი
წვლილი მიუძღვის; „ჰენრი IV“-ის პირველი ნაწილი, შექსპირის
დანარჩენ პიესებთან შედარებით, ყველაზე მეტჯერ დაიბეჭდა.
ეს ხმაურიანი, ექსტარავაგანტური, გაბღენძილი პერსონაჟი
მაყურებელმა გამოჩენისთანავე ნაციონალურ ტიპად მიიღო;
ისეთივე ინგლისური იყო, როგორც ხორციანი პუდინგი და ლუ-
დი, სმაში ზომა არ იცოდა, იყო თაღლითი და შეეძლო, მოხერხე-
ბულად დაემალა თავისი დანაშაულები. ფოლსტაფი გახლავთ
მტერი ნებისმიერი ფორმით გამოვლენილი სერიოზულობის,

195
ესეც ერთ-ერთი თვალშისაცემი ასპექტია ინგლისური წარმოსახ-
ვის. სავსეა იუმორით და კეთილგანწყობით, მაშინაც კი, როდე-
საც ახალწვეულ ჯარისკაცებს უეჭველი სიკვდილისკენ მიუძღვის;
და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფოლსტაფი გრძნობებზე მაღლა
დგას, ჰომეროსის ღმერთებივით, რომელთა თავგუნება მოქმე-
დებებიც ღვთიურ ბუნებას ვერაფერს ვერ აკლებს. ფოლსტაფის-
თვის უცხოა ბოროტება, უცხოა შეცბუნება, ის, ფაქტობრივად,
ყველაფრისგან თავისუფალია. ვარდის ეკალია, მეფის მასხარა,
ალის ჩრდილი.
უფრო ანალიტიკოსი კრიტიკოსების აზრით, შექსპირმა ფოლ-
სტაფის სახით თავისი „ალტერ ეგო“ შექმნა. მისი სახის მიღმა
შექსპირი იღიმება. როდესაც შექსპირი ისტორიაზე და გმირობებ-
ზე წერს, ფოლსტაფი ყოველმხრივ აუფასურებს მის სიტყვებს.
როგორ შეძლებს „ჰენრი V“-ის შემქმნელი, იმავე დროს, ფოლ-
სტაფის სისულელეებითაც ერთობოდეს შუა ბრძოლის ველზე?
როგორ შეუძლია, გააქილიკოს მეომრული სულისკვეთება, ან
თავად სიკვდილი? სამაგიეროდ, ფოლსტაფის დახმარებით, შექ-
სპირის ძირითად არსს ვწვდებით – თავისუფალს ყოველგვარი
იდეოლოგიისგან და ყოველგვარი ტრადიციული წარმოდგენე-
ბისგან. ფოლსტაფი და მისი შემქმნელი ემპირეაში ადიან, სადაც
ამქვეყნიური ფასეულობები აღარ არსებობს. ჩემი აზრით, აბსურ-
დული იქნება, შექსპირი ნიჰილისტად გამოვიყვანოთ; მაგრამ
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავგასული და უპრინციპო ფოლსტა-
ფი იმიტომ არის ძლიერი ფიგურა, რომ მასში შექსპირის ენერ-
გიისა და ძალის ნაწილი ცოცხლობს.

196
თავი 52
თქვენ გაქვთ ჩემი
გამოცანების წიგნი, არა?

გამოხატავდა თუ არა შექსპირი სულიერ სამყაროს სონეტებ-


ში, ან, იქნებ, უბრალოდ, პიესებისთვის ავარჯიშებდა ხელს? იქ-
ნებ, მისი სონეტები სხვა, ორაზროვან სამყაროში არსებობენ, სა-
დაც ხელოვნება და ცხოვრება განუყოფელია? ან, ეგებ, თავიდან
ისინი რეალურ ადამიანებსა და ამბებს ეძღვნებოდა და მხოლოდ
მოგვიანებით გარდაიქმნა პოეტურ პერფორმენსად?
სონეტის შექმნის ბევრი ნიმუში არსებობს. შექსპირი პოეტები-
თა და გრაფომანებით გადაჭედილ არენაზე გამოდიოდა, მათგან
ზოგი რეალურ პიროვნებას უძღვნიდა სონეტებს, ზოგიც - გამო-
გონილს. სერ ფილიპ სიდნეის 1591 წლის არაოფიციალური გა-
მოცემა „ასტროფილი და სტელა“ ცხადყოფს, რომ ამ ჟანრზე დი-
დი მოთხოვნა იყო. შეიძლება, შექსპირი სონეტებს გამოსაქვეყ-
ნებლად არც წერდა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ
სონეტების დაწერიდან გამოცემამდე თხუთმეტწლიანი ინტერვა-
ლია. ფულკ გრევილის არ იყოს, რომლის სონეტების ციკლმა მა-
გიდის უჯრაში დაიდო ბინა, იქნებ, შექსპირიც რჩეულ აუდიტორი-
ას ელოდა. ეს სულ არ ნიშნავს, რომ მათი გრძნობები ჭეშმარიტი
იყო; გრევილის პოემები უფრო გამოგონილ საყვარელს ეძღვნე-
ბა, ვიდრე ნამდვილს. ჯაილზ ფლეთჩერი ამბობდა, სონეტებს
მხოლოდ „ჩემი იუმორის გამოსაცდელად“ ვწერო. ასეთი ახსნა
შექსპირსაც მოუხდებოდა. ცხადია, რომ მთელი თავისი კარიე-
რის მანძილზე ის ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრებში ექსპერი-
მენტებს ატარებდა, უბრალოდ, იმის დასამტკიცებლად, რომ წარ-
მატებით შეეძლო, ნებისმიერ ჟანრში გამოევლინა თავისი ნიჭი.
პაექრობა უყვარდა, რაც მარლოსთან და ქიდთან დამოკიდებუ-

197
ლებაში უკვე გამოხატა. იმ პერიოდში სონეტი პოეტური ხელოვ-
ნების უმთავრეს საზომად მიიჩნეოდა. ისიც ადგა და ყველაზე
კარგი სონეტები დაწერა.
შექსპირის პირველი სონეტები ახალგაზრდა კაცს ეძღვნება,
რომელსაც ავტორი ურჩევს, ცოლი შეირთოს და თავისავით ლა-
მაზი შთამომავლობა დატოვოს. გაუთავებლად კამათობენ, ვის
ეძღვნება ეს სონეტი. ბევრი ბიოგრაფი მიიჩნევს, რომ ამ რჩევის
ადრესატი გრაფი საუთჰემპტონია, ვინაიდან მან უარი განაცხადა
ლედი ელისაბედ დე ვერის ცოლად მოყვანაზე.
უფრო შესაფერისი კანდიდატი, ვისთვისაც შექსპირს სონეტის
მიძღვნა შეეძლო, უილიამ ჰერბერტია, მომავალი გრაფი პემ-
ბროკი. უილიამმაც 1595 წელს, თხუთმეტი წლის ასაკში, უარი
თქვა, ცოლად შეერთო სერ ჯორჯ ქერის ქალიშვილი და შეიძლე-
ბა, ამ ამბავმა შექსპირს სონეტის იდეა შთააგონა. თანაც, უილიამ
პემბროკის მამა იმ დასის მფარველი გახლდათ, რომლის წევრიც
შექსპირი იყო და რომლისთვისაც შექსპირი წერდა. ასე რომ, ბუ-
ნებრივი იქნებოდა, თუ გრაფი პემბროკი სთხოვდა შექსპირს, პო-
ეტური ფორმით შეეგულიანებინა მისი ვაჟი, ოჯახისთვის სასურ-
ველი გადაწყვეტილება მიეღო. სულაც, იქნებ უილიამის დედამ,
მერი ჰერბერტმა წააქეზა ის, სონეტი დაეწერა. მერი ჰერბერტი,
სერ ფილიპ სიდნეის და, იმ ლიტერატურული წრის სულის ჩამ-
დგმელი იყო, რომლის წევრადაც შექსპირიც ითვლებოდა.
სამწუხაროდ, ამ ვარაუდებზე პასუხი არ გვაქვს. ის კი ცნობი-
ლია, რომ მომავალმა გრაფმა პემბროკმა ძლიერ განიცადა რი-
ჩარდ ბერბიჯის გარდაცვალება. შემორჩენილია მისი წერილი,
რომელიც 1619 წელს უაითჰოლიდან გაუგზავნა გრაფ კარლა-
ილს: „დღეს დიდი სადილი გაიმართა ფრანგი ელჩის პატივსაცე-
მად, მთელი დასი აქ იყო და სპექტაკლი აჩვენეს. მე, როგორც
გულჩვილმა ადამიანმა, ახლახან გარდაცვლილი ძველი ნაცნო-
ბის, ბერბიჯის გამო, ვერ შევძელი, დავსწრებოდი წარმოდგენას.“
198
სამი წლით ადრე გარდაცვლილი მეორე „ძველი ნაცნობი,“ უი-
ლიამ შექსპირიც, ალბათ, მას ასეთივე სენტიმენტებს აღუძრავ-
და.
არაერთხელ უცდიათ, შექსპირის სონეტებში თანამიმდევრუ-
ლი თხრობა აღმოეჩინათ. პირველი ჩვიდმეტი სონეტი ეძღვნება
ახალგაზრდა კაცს, რომელსაც შექსპირი დაქორწინებას ურჩევს.
მომდევნო სონეტებში, ერთმანეთთან შეუსაბამო გრძნობებით,
მეტ სიყვარულსა და სიახლოვეს ამჟღავნებს ადრესატის მიმართ.
თავიდან პოეტი მას უკვდავებას ჰპირდება, მაგრამ ძლიერ განიც-
დის, როდესაც ხვდება, რომ უძლურია, დაპირება შეასრულოს.
ერთდროულად აღფრთოვანებულიც არის და, ამავე დროს, საყ-
ვედურობს კიდეც, რომ ახალგაზრდა კაცი ბოროტი და დაუდევა-
რია; პოეტი მას საყვარელი ქალის წართმევას პატიობს.
ბოლო ოცდაშვიდ სონეტს რაც შეეხება, რომელიც „შავგვრე-
მან ქალბატონს“ ეძღვნება, ხანდახან ეჭვი გიჩნდება, რომ ადრე-
სატი ერთი და იგივე ადამიანი არ არის. მაგალითად, 145-ე სონე-
ტი ენ ჰეთუეიზე უნდა იყოს დაწერილი, თანაც, ბევრად ადრეულ
პერიოდში. რა თქმა უნდა, ისიც დასაშვებია, სონეტების უმრავ-
ლესობა კონკრეტულად არავის არ ეძღვნებოდეს. შექსპირის სო-
ნეტებზე შეიძლება ვთქვათ ის, რასაც „როგორც გენებოთ“-ში ამ-
ბობს კლოუნი – რაც უფრო მართალია პოეზია, მით მეტია იქ გა-
მონაგონი.
პირველად ამ სონეტებზე საუბარი 1598 წელს დაიწყო. რამდე-
ნიმე მათგანი 1599 წელს გამოქვეყნებულ ანთოლოგიაში, „ვნე-
ბიან პილიგრიმში“ შევიდა; შექსპირი გაუნაწყენდა გამომცემელს
პირატული გამოცემის გამო, დაუკითხავად რომ ისარგებლა მისი
სახელით. ისიც უთუოდ გააბრაზებდა, რომ წიგნში უვარგისი
ლექსებიც არის შეტანილი, რომელიც მას საერთოდ არ ეკუთ-
ვნის.

199
უკვე მერამდენე თაობა კამათობს, შექსპირის სონეტები დრა-
მატიზებული მონოლოგების ცდაა თუ სასიყვარულო გზავნილე-
ბი. იქნებ, ამ კითხვაზე პასუხი რომ ვერ მოიძებნა, ეს არის ყველა-
ზე მნიშვნელოვანი მის შემოქმედებაში. ისინი კი, ვინც შექსპირის
პოემებში დაუღალავად ეძებენ პიროვნებებს მისი პირადი ცხოვ-
რებიდან, რა თქმა უნდა, მოსვენებას ვერ იპოვიან. როდესაც შექ-
სპირი თავის მეტოქე პოეტს მიმართავს, მიიჩნევენ, რომ შესაძ-
ლოა, სემუელ დენიელს, ქრისტოფერ მარლოს, ბარნაბი ბერნსს,
ჯორჯ ჩეპმენს, ან კიდევ ვინმე სხვა პოეტს გულისხმობდეს. რაც
შეეხება ახალგაზრდა კაცის სახეს, რომლითაც შექსპირი აღტა-
ცებულია და ძლიერ უყვარს, მას გრაფ საუთჰემპტონთან აიგივე-
ბენ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ სრულიად წარმოუდგენელია, მე-
თექვსმეტე საუკუნეში გრაფი გარყვნილებაში დაედანაშაულები-
ნათ. „შავგვრემანი ქალბატონი“ კი, სხვადასხვა დროს, იყო მერი
ფიტონიც, ემილია ლანიერიც და ასევე, შავკანიანი მეძავიც, თერ-
ნმილის ქუჩიდან. შემორჩენილია ჩანაწერები, თითქოს ემილია
ლანიერმა, მას შემდეგ, რაც შექსპირი მიატოვა, საუთჰემპტონ-
თან გააბა რომანი. არსებობს ვარაუდი, რომ შექსპირს ქალისგან
ვენერიული დაავადება გადაედო, რაც კიდევ უფრო უმძაფრებდა
დარდს. ძალიან დრამატული ამბავია, მაგრამ ხელოვნებასთან
არავითარი კავშირი არა აქვს. როგორც ჩანს, საიდუმლო ამბების
მოყვარულ ბიოგრაფებს გამორჩათ, რომ შექსპირის სონეტის
ერთ-ერთი მოტივი ის არის, თუ როგორ დიდსულოვნად გადას-
ცემს საყვარელ ქალს თავის ახლო მეგობარს. ფაქტი, რომ 1609
წელს გამოსულ სონეტების კრებულს საზოგადოება უნივერსა-
ლური დუმილით შეხვდა, ალბათ იმით აიხსნება, რომ სკანდალუ-
რი იქ სწორედაც არაფერი იყო და შეიძლება, ამის გამო ცოტა
ძველმოდურიც მოეჩვენათ.
რაც შეეხება ემილია ლანიერს, შექსპირი მას ნამდვილად იც-

200
ნობდა. ემილია ჯერ „ლორდ კამერჰერის მსახიობების“ მფარვე-
ლის, ლორდ ჰანდსონის საყვარელი იყო. მუსიკოს რობერტ ჯონ-
სონთანაც ჰქონდა ურთიერთობა. ცნობილია, რომ შექსპირმა
რამდენჯერმე ითანამშრომლა რობერტთან. ემილია პოეტიც ყო-
ფილა, მან მოგვიანებით თავისი ერთ-ერთი კრებული გრაფინია
პერმბროკს მიუძღვნა. ემილია ბასანო უკანონო ქალიშვილი გახ-
ლდათ ბაპტისტ ბასანოსი, ვენეციელი ებრაელის. მათი ოჯახის
წევრები სამეფო კარის მუსიკოსები იყვნენ. ემილიას მამა ადრე
გარდაეცვალა, მასზე მეურვეობა გრაფინია კენტმა ითავა და მა-
ლე დედოფლისა და ბევრი დიდებულის კეთილგანწყობა დაიმსა-
ხურა. „ბევრ დიდებულში“ ემილიაზე ორმოცდაათი წლით უფრო-
სი ლორდი ჰანდსონიც შედიოდა. როდესაც ემილია დაორსულ-
და, ის ალფონს ლანიერს შერთეს ცოლად.
ბასანოს ოჯახის წევრები შექსპირის პიესებს აკომპანემენტს
უკეთებდნენ სასახლის კარზე. თურმე ისეთი შავგვრემანი ვენე-
ციელები იყვნენ, რომ ემილიას რამდენიმე ნათესავს „შავ კაცა-
დაც“ მოიხსენიებდნენ. შეიძლება, სულაც არ იყოს დამთხვევა,
რომ ვენეციელი ებრაელი ვაჭრის ოჯახზე დაწერილ პიესაში შექ-
სპირმა მთავარ გმირს ბასანიო დაარქვა. აქაც გამოგონების მი-
სეულ მანერას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ბასანიო ორად იხ-
ლიჩება, ის ერთდროულად ვენეციელი ვაჭარი, შაილოკიც ხდება
და ვენეციელი ბასანიოც.
ემილია ლანიერის სახელი გვხვდება ელისაბედის დროინდე-
ლი მაგის, საიმონ ფორმანის ჩანაწერებში, საიდანაც ვიგებთ,
ემილია ექიმმა შეაცდინა და ის არც პირველი იქნებოდა და არც
უკანასკნელიო. მაგრამ, სამწუხაროდ, ვერასოდეს გავიგებთ, იყო
თუ არა ემილია შექსპირის საყვარელი და, შესაბამისად, მისი სო-
ნეტების „შავგვრემანი ქალბატონი“.

201
თავი 53
გინდათ, ჩემს საიდუმლოს
გული ამოაცალოთ

უკეთესი იქნებოდა, პროტოტიპების ძიებისა და მათზე ფიქრის


ნაცვლად, ავტორისთვის დაგვეთმო მეტი ყურადღება. ერთადერ-
თი ახსნა, რომელიც ყველაფერს ნათელს ჰფენს, ის არის, რომ
შექსპირის სონეტების ადრესატი თავად შექსპირია. ამიტომაც
ხდება, სიყვარული პიროვნების მიმართ იდეისა თუ არსებობის
სიყვარულად რომ გარდაიქმნება. არც ის იქნება სწორი, დავუშ-
ვათ, რომ პარალელები საერთოდ არ არსებობს. ალბათ, შექსპი-
რის ემოციური ცხოვრების ელემენტები ისევე ვლინდებოდა მის
პოემებში, როგორც პიესებში. მისი პაექრობის მოყვარული ბუნე-
ბიდან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მეტოქე პოეტი
იმიტომ გამოიგონა, შთაგონებისთვის სტიმული რომ მიეცა.
საინტერესოა, რომ თავისი კარიერის მანძილზე შექსპირს
არც ერთი კოლეგა დრამატურგი არ შეუქია. ის ძალიან პატივ-
მოყვარე, ენერგიული და ნაყოფიერი შემოქმედი იყო, მაგრამ უნ-
და ითქვას, რომ - მართალია, ძალიან უნდოდა, ასე ყოფილიყო, -
სიცოცხლეში ლონდონის გამოჩენილ დრამატურგად არ უღიარე-
ბიათ. ამას შესაძლებელია, კავშირი ჰქონდეს შექსპირის კიდევ
ერთ უცვლელ ტონთან, რომელიც მთხრობელის სიმარტოვეს გა-
მოხატავს. თავის „საყვარელს,“ რომლის სახელი არსად არ
გვხვდება, - თუკი მართლა არსებობდა ასეთი, - შექსპირი უკვდა-
ვებას ჰპირდება, ძლიერ სურს, მსოფლიომ დააფასოს და არ და-
ივიწყოს მისი სიყვარული, და არა მისი სიყვარულის ადრესატი.
ობრის ნათქვამს თუ გავიხსენებთ, შორდიჩში შექსპირს შორს
ეჭირა თავი დებოშის მოყვარული მეგობრებისგან. პროფესიონა-
ლური ცხოვრების უმეტესი ნაწილი მან ოჯახისგან მოშორებით,

202
ნაქირავებ ბინებში გაატარა. წერილები არ შემორჩენილა. შესაძ-
ლოა, ბევრსაც არ წერდა. შექსპირზე ბევრი მოგონება არ გაგვაჩ-
ნია და თვითონაც არაფერს წერს საკუთარ თავზე. ეს სიმორცხვის
ბრალი იყო, ჩაკეტილი ბუნების თუ პატივმოყვარეობის? სხვების
გადმოცემით, შექსპირს ადვილად შეეძლო, ვინმე შეჰყვარებო-
და, გონიერი, დახვეწილი და ენაწყლიანი ყოფილა. ეს დახასია-
თებები ერთმანეთს არ გამორიცხავს. უნდა გვახსოვდეს, რომ ის
თავის როლს ასრულებდა ცხოვრებაში და თანაც, დიდი წარმატე-
ბით; შექსპირი ისეთი უსაზღვრო სიცოცხლის ხალისი ჩადო თა-
ვის პერსონაჟებში, თუნდაც, ფოლსტაფში, რომ მათ თავად შეეძ-
ლოთ, გარდაქმნილიყვნენ ნებისმიერი შესაძლებელი შემთხვე-
ვისთვის.
„შაგვრემანი ქალბატონისადმი“ მიძღვნილი სონეტები, ისევე,
როგორც შექსპირის ზოგიერთი პიესა, სექსუალური ზიზღისა და
ეჭვიანობის ალუზიებს შეიცავენ. „ვენეციელ ვაჭარში,“ „მეთორ-
მეტე ღამეში“ და „ოტელოში“ გადაკვრით ჰომოსექსუალურ
გრძნობებზეც მიანიშნებს. შეფარულად „შავგვრემან ქალბა-
ტონს“ ვენერიულ დაავადებასთან აკავშირებს. შექსპირის სონე-
ტები გაჟღენთილია სექსუალური ტემპერამენტით და ქარაგმე-
ბით. ენაც სხარტი, ენერგიული, ამბიციური და ამორალურია. პი-
ესებშიც იგრძნობა, რომ შექსპირს ნებისმიერი ფორმით გამოვ-
ლენილი სექსუალურობა აინტერესებს. ბილწსიტყვაობით ჩო-
სერსაც და მეთვრამეტე საუკუნის რომანისტებსაც სჯაბნის. ის
ელისაბედის ეპოქის ყველაზე უწმაწური დრამატურგია, მეტოქეე-
ბი კი ნამდვილად ჰყავდა. მისი პიესები სავსეა სექსუალური ალუ-
ზიებითა და სლენგით. ვაგინის აღმნიშვნელი სამოცდაექვსი ტერ-
მინი გვხვდება, ისევე, როგორც უამრავი სიტყვა პენისის მნიშვნე-
ლობით. ინგლისელი მაყურებელი ყოველთვის სიამოვნებით
იღებდა სექსუალურ ფარსებსა და უხამსობას.აასე რომ, შექსპირი
უთუოდ დარწმუნებული იქნებოდა, რომ „მაღალი“ და „დაბალი“
203
წრის წარმომადგენლებს თანაბარ სიამოვნებას ანიჭებდა.
ასეთი დამოკიდებულება შეიძლება იმით აიხსნას, რომ, რო-
გორც ზოგი მიიჩნევს, ცოლის ერთგულს სიმარტოვეში უხდებოდა
ცხოვრება. მაგრამ საღი აზრი საწინააღმდეგოს მეტყველებს. თა-
ნაც, ჭორებსა და მეგობრების გამოხმაურებებს თუ გავიხსენებთ,
მას ქალების მოყვარულის რეპუტაცია ჰქონდა. იმ ეპოქაში სექსი
სახიფათო აქტად მიიჩნეოდა. სონეტებში იგრძნობა კიდევაც სე-
რიოზული შიში ვენერიული დაავადების მიმართ. ზოგი ბიოგრა-
ფის აზრით, შექსპირის გარდაცვალების მიზეზი, ნაწილობრივ,
ვენერიულ დაავადებას უკავშირდება. მისი ხასიათიდან და ცხოვ-
რებიდან გამომდინარე, ეს მოსაზრება უსაფუძვლო არ უნდა
იყოს.
ელისაბედის ეპოქა, საერთოდ, სექსუალური აღვირახსნილო-
ბით გამოირჩეოდა. ლონდონელი ქალები თავიანთი მეგობრუ-
ლი ხასიათით განთქმულები იყვნენ ევროპაში. მოგზაურები გა-
ოცებული რჩებოდნენ, რა უშუალოდ და ურცხვად საუბრობდნენ
ერთმანეთთან სხვადასხვა სქესის წამომადგენლები. მარტო
ლონდონში არ იყო ასე. ესექსის საგრაფოში, სადაც ორმოცი
ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 1558 წლიდან 1603 წლამდე თხუთ-
მეტი ათასი საჩივარი იქნა სასამართლოში შეტანილი სექსუალუ-
რი დანაშაულების გამო. ეს ნამდვილად გასაოცარი ციფრია. იმ
პერიოდში სისუფთავეზე და ჰიგიენაზე დღევანდელი წარმოდგე-
ნა არ ჰქონდათ. უსიამოვნო სუნისგან და სანახაობისგან თავის
დაზღვევის მიზნით, აქტის დროს ტანსაცმელს არ იხდიდნენ. ხან-
მოკლე და მალული აქტი, ძირითადად, ცხოველური სურვილის
დაკმაყოფილება იყო. რამდენიმე სონეტში ის სირცხვილისა და
ზიზღის გრძნობას აღძრავს. ჰამლეტი, საერთოდ, ქალთმოძუ-
ლეა. უსიამოვნო დამოკიდებულება სექსუალური აქტის მიმართ
იგრძნობა პიესებშიც - „საზღაური საზღაურის წილ,“ „მეფე ლი-

204
რი,“ „ტროილუსი და კრესიდა.“ რა თქმა უნდა, პიესის სიუჟეტი აუ-
ცილებლად არ გამოხატავს შექსპირის დამოკიდებულებას ამა
თუ იმ საკითხთან, მაგრამ რამდენადმე მაინც იმ რეალობის სარ-
კეა, რომელშიც შექსპირი ცხოვრობდა.

205
თავი 54
მოკლედ, ყველაფერი, რასაც
ბედნიერებას ვეძახით

1597 წლის იანვრის ბოლოს ჯეიმს ბერბიჯი გარდაიცვალა.


დაკრძალვას შორდიჩის პატარა ეკლესიაში ოჯახის წევრები და
მსახიობები ესწრებოდნენ. ზოგის აზრით, ჯეიმსის სიკვდილის მი-
ზეზი ღრმა დეპრესია იყო, რაც მას შემდეგ დაეწყო, ბლექფაიერზი
თეატრად რომ ვერა და ვერ გადააქცია. მაგრამ, როგორც ვიცით,
ის საკმაოდ გამოცდილი მენეჯერი იყო, მსგავსი სირთულე რომ
ვერ გადაეტანა. თანაც, უკვე სამოცდაათს გახლდათ მიტანებუ-
ლი, რაც მეთექვსმეტე საუკუნისთვის დიდ მიღწევად ითვლებო-
და. ჯეიმსმა თავის ორ ვაჟს დაუტოვა ყველაფერი, რაც კი ჰქონდა.
ვაჟებს უნდა გაეგრძელებინათ თეატრალური ბიზნესი. „თეატრი“
კეტბერტ ბერბიჯს შეხვდა, ის მსახიობი არ იყო, მხოლოდ მეწილე
გახლდათ. ხოლო „ბლექფაიერზი“ მსახიობსა და მეწილეს, რი-
ჩარდ ბერბიჯს დაუტოვა. კეტბერტს საქმე გაურთულდა „თეატ-
რის“ მიწის მფლობელთან და ვიდრე ეს პრობლემები მოგვარდე-
ბოდა, „ლორდ კამერჰერის მსახურები“ „ქერთენში“ გამოდიოდ-
ნენ. სწორედ იქ შეასრულეს „ჰენრი IV“-ის ახლახან დამთავრებუ-
ლი მეორე ნაწილი.
შექსპირი იძულებული იყო, მეორე ნაწილზე მუშაობა შეეჩე-
რებინა, „უინძორელი მხიარული ქალები“ რომ დაემთავრებინა.
ფიქრობენ, რომ ეს ბოლო კომედია „წვივსახვევის ორდენის“ ყო-
ველწლიური დღესასწაულისთვის დაიწერა. დღესასწაული კი
ლორდ ჰანდსონის რაინდად კურთხევასთან დაკავშირებით ეწ-
ყობოდა. ლორდი ჰანდსონი ლორდ კამერჰერად ახალი არჩეუ-
ლი იყო, მას შემდეგ, რაც ლორდი კობემი გარდაიცვალა და, შე-
საბამისად, დასის მფარველიც გახდა. მსახიობები კარგად შეხ-

206
ვდნენ ძველი მფარველის ვაჟს და იმედოვნებდნენ, რომ ის ღირ-
სეულ ტრადიციებს გააგრძელებდა. როგორც ერთხელ უკვე აღ-
ვნიშნეთ, „უინძორელი მხიარული ქალები“ დედოფლის თხოვნის
თანახმად შეიქმნა – დედოფალს შეყვარებული ფოლსტაფის
ხილვა სურდა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, შექსპირმა ეს
პიესა ორ კვირაში დაწერა. თუ გავითვალისწინებთ სასახლის
კარზე წარმოდგენილი სპექტაკლების რაოდენობას, შეგვიძლია,
ვიფიქროთ, რომ „ლორდ კამერჰერის მსახურებმა“ გამორჩეული
სამეფო ყურადღება დაიმსახურა. შესაძლოა, შექსპირი კარის პო-
ეტი ვერ გახდა, მაგრამ რჩეული დრამატურგი ნამდვილად იყო.
თუ პიესა მართლაც „წვივსახვევის ორდენის“ დღესასწაულის-
თვის დაიწერა, მაშინ „უინძორელი მხიარული ქალების“ მოქმე-
დება უინძორში იმიტომ ხდება, რომ რაინდებად უინძორის ციხე-
სიმაგრის წმინდა ჯორჯის სამლოცველოში აკურთხებდნენ. არ-
სად არ არის მინიშნება, ჩვეულებრივ, „წვივსახვევის ორდენის“
დღესასწაულებზე პიესებს მთლიანად წარმოადგენდნენ თუ არა,
ისე კი, თავისი ფინალური მასკარადით პიესა ციხესიმაგრეს უფ-
რო მოუხდებოდა, ვიდრე ვესტმინსტერის სასახლეს.
„უინძორელი მხიარული ქალები“, ასე ერთი ხელის მოსმით
რომ დაწერა შექსპირმა, ტრადიციული ინგლისური კომედიაა.
მასში თავმოყრილია ინგლისური იუმორის ყველა შემადგენელი
ელემენტი – ბილწი ზრახვები თუ უხამსი სიტყვები, ანდა ქალის
ტანსაცმელში გადაცმული მამაკაცი. გვხვდება კიდევ ერთი კომი-
კური ფრანგიც, პიესის ბოლოს კი - მოულოდნელი გადახვევა ზე-
ბუნებრიობისკენ. ეს მოულოდნელი გადახვევებით სავსე პიესა
ალბათ ნამდვილი საჩუქარი იყო მსახიობებისთვის და უილ კემპს
რომ კომპანიასთან თანამშრომლობა გაეგრძელებინა ქალად
გადაცმული მამაკაცის როლში, უდავოდ შესანიშნავი იქნებოდა.

207
ნაწილი მეექვსე
ნიუ ფლეისი
თავი 55
მე პატივცემული სახლიდან ვარ

1597 წლის მაისში შექსპირმა სტრეთფორდში ყველაზე დიდი


სახლი შეიძინა. მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს ქალაქის ერთ-ერ-
თი ყველაზე გამოჩენილი ადამიანის, სერ ჰიუ კლოპტონის მიერ
აშენებულ სახლს „ნიუ ფლეისი“ ერქვა. შენობას აღმოსავლეთი-
დან და ბაღის მხრიდან ერკერის ფანჯრები ერტყა. ტოპოგრაფ
ჯონ ლელანდის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, „აგურით და ხით
ნაშენი ლამაზი სახლი“ იყო, სტრეთფორდელები კი „დიდ სახლს“
ეძახდნენ. ბავშვობაში, სკოლისკენ მომავალი შექსპირი ყოველ-
დღე გვერდს უვლიდა ამ სახლს და, ალბათ, მის მახსოვრობაში
საცხოვრებლად ყველაზე სასურველ შენობად დარჩა. სახლი გა-
ნასახიერებდა მის ბავშვურ ოცნებას კეთილდღეობაზე. ზუსტად
ასეთივე განწყობა ექნებოდა ჩარლზ დიკენსსაც, როდესაც კენ-
ტში „გედს ჰილ ფლეისი“ იყიდა; ის სახლიც მისთვის იყო აშენე-
ბული, „გედს ჰილ ფლეისი“ მისთვისაც წარმატებისა და კეთილ-
დღეობის საზომი გამხდარიყო. „თუ ბეჯითად იმუშავებ,“ – უთხრა
ჯონ დიკენსმა ვაჟს, – „ერთ მშვენიერ დღეს ასეთ სახლს შეიძენ.“
შეიძლება, ჯონ შექსპირმაც უთხრა რაღაც ამდაგვარი თავის ვაჟს.
შექსპირმა კარ-მიდამო სამოც გირვანქად იყიდა. მისთვის ეს
პირველი დიდი კაპიტალდაბანდება იყო. შექსპირის კოლეგები
თეატრიდან ფულს ლონდონში აბანდებდნენ, მან კი ამით კიდევ
ერთხელ დაამტკიცა, რომ მშობლიურ ქალაქს ეკუთვნოდა და
ლონდონში მაინც უცხოდ გრძნობდა თავს. საინტერესოა, საერ-
თოდ სადმე თუ ეგულებოდა ადგილი, სადაც ის შინ იყო.
208
მართალია, ქაღალდზე სამოცი გირვანქა ეწერა, ელისაბედის
ეპოქაში უძრავი ქონების შეძენა ორჯერ ძვირი უჯდებოდა ადამი-
ანს. შენობა, სულ ცოტა, ათი ოთახისგან შედგებოდა, რადგან
სახლს ათი ბუხარი ჰქონდა. შექსპირმა ამ შენაძენის შემდეგ
სტრეთფორდში სიარულს მოუხშირა. საკითხავად და სამუშაოდ
წყნარი ადგილი სჭირდებოდა.
მოგვიანებით შექსპირმა ეზო გაადიდა, მეტი მიწა შეიძინა და
იქ მდგარი კოტეჯი დაანგრია. სახლთან ახლოს ორი ძველი ჭა
იყო, ისინი ახლაც ჩანს მოშიშვლებულ მიწაზე. იქნებ, შექსპირმა
ჯონ ჟერარდის „მცენარეების ისტორია“ იყიდა. წიგნი იმ წელს გა-
მოვიდა, როდესაც ის „ნიუ ფლეისის“ მესაკუთრე გახდა. ამ კრე-
ბულით მებაღეობაზე ცოდნას გაიღრმავებდა და შეიტყობდა ცის-
ფერფურცლებიან ვერონიკაზე, უელსურად ფლუენელი რომ
ჰქვია. შექსპირის „ჰენრი V“-ში ვალიელ კაპიტანს ფლუენელი
ჰქვია.
„ნიუ ფლეისის“ ძველ მესაკუთრეებზე საინტერესო ისტორიები
არსებობს. შექსპირმა სახლი უილიამ ანდერჰილისგან შეიძინა.
ანდერჰილი კათოლიკე იყო, ანგლიკანურ ეკლესიაში სიარულზე
უარს ამბობდა და ამის გამო ხშირად აჯარიმებდნენ. საბოლოოდ,
ვალების გადამკიდე, იძულებული გახდა, სახლი გაეყიდა. ორი
თვის თავზე ის უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. როგორც გა-
ირკვა, საკუთარმა ვაჟმა და მემკვიდრემ, ფულკ ანდერჰილმა მო-
წამლა. მოგვიანებით ფულკი სიკვდილით დასაჯეს. ანდერჰილე-
ბამდე კი სახლი უილიამ ბოტს ეკუთვნოდა. ის ქალიშვილის
მკვლელობაში დაადანაშაულეს, რომელსაც ვირთხის საწამლა-
ვი დაალევინა. აქედან შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ შექსპირი
მაინცდამაინც ცრუმორწმუნე კაცი არ ყოფილა და „უბედურ“, თუ
„უიღბლო“ სახლებს ყურადღებას არ აქცევდა.
სახლი უკვე დიდი ხანია, რაც აღარ არსებობს; მის საბოლოო

209
მეპატრონეს, როგორც ამბობენ, ის მიწასთან გაუსწორებია, რად-
გან დაიღალა დაუპატიჟებელი სტუმრების მიღებით, გარდაც-
ვლილი დრამატურგის საცხოვრებლისთვის თვალის შევლება
რომ სურდათ.

210
თავი 56
მეკობრე თავის ნადავლს
არ უფრთხილდება

იმ წლის ზაფხულის თეატრალურმა სკანდალმა მსახიობები


კინაღამ ულუკმაპუროდ დატოვა. 1507 წლის ივლისში „გრაფ
პემბროკის მსახურებმა“ „გედში“ სატირული პიესა „ძაღლების
კუნძული“ წარმოადგინა, სადაც რამდენიმე მაღალჩინოსანი მო-
ხელე იყო გაქილიკებული. პიესამ ხელისუფლების რისხვა გამო-
იწვია, მიიჩნიეს, რომ მასში „მეამბოხე სული იგრძნობოდა და ცი-
ლისმწამებლური შინაარსი ჰქონდა.“ პიესის ერთ-ერთი თანაავ-
ტორი და რომელიღაც მსახიობი სამი თვით ციხეში ჩასვეს. თანა-
ავტორი კი ახალგაზრდა ბენ ჯონსონი გახლდათ; ის სპექტაკ-
ლშიც მონაწილეობდა და სცენიდან პირდაპირ მარშალსის ციხე-
ში ამოყო თავი. „ძაღლების კუნძული“ ოცდახუთი წლის ბენ ჯონ-
სონის პირველი პიესა იყო, ან თანაავტორობის პირველი შემ-
თხვევა; მისთვის სპექტაკლი ნამდვილად საბრძოლო ნათლობა
გამოდგა. ძნელია, წარმოიდგინო შექსპირი ანალოგიურ, არასა-
სიამოვნო სიტუაციაში. ის არ იყო ბუნებით მეამბოხე, ან წამქეზე-
ბელი, აზრადაც არ მოუვიდოდა, ცილისწამებით საზოგადოება
გაეღიზიანებინა.
საიდუმლო საბჭომ ბრძანა, რომ იმ ზაფხულს ლონდონში
სპექტაკლები არ დაიდგმებოდა და საერთოდ, დანგრევით და-
ემუქრა თეატრებს, რომლებიც მხოლოდ სპექტაკლების საჩვე-
ნებლად გამოიყენებოდა. ტიუდორების ბრძანებები, უმეტესად,
რიტორიკული ჟესტების შთაბეჭდილებას უფრო ტოვებდა, ვიდრე
იურიდიული მოთხოვნებისა. ეს დეკლარაცია კი „გედისკენ“ იქნე-
ბოდა მიმართული, რადგან, მაგალითად, „როუზის“ მეპატრონე
ჰენსლოუს შეეძლო, თავი ემართლებინა, რომ მის თეატრში სხვა

211
სახის გართობებიც ეწყობოდა. მიდლსექსის და სარეის სასამარ-
თლოებმა „ქერთენის“ მფლობელებს უბრძანეს, სცენა, ქანდარე-
ბი და ოთახები დაენგრიათ, მაგრამ მათი ბრძანება არც ამჯერად
არ შესრულებულა. თუ „ლორდ კამერჰერის მსახურები“ ისევ იმ
თეატრში თამაშობდნენ, ეს ალბათ მათი დიდი მფარველის წყა-
ლობით ხდებოდა.
მალე მათ გასტროლებზე წასვლა გადაწყვიტეს. აგვისტოში
მეთევზეების პორტის გავლით დუვრისკენ გასწიეს; სექტემბერში
მარლბოროში, ბატში და ბრისტოლში გადაინაცვლეს. ყველა მი-
ზეზი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ შექსპირი დასს თან ახლდა. ოქ-
ტომბერში ლონდონში სპექტაკლების ჩვენების „აკრძალვა“ მო-
იხსნა და „ლორდ კამერჰერის მსახურები“ „ქერთენში“ დაბრუნ-
დნენ, სადაც „რომეო და ჯულიეტა“ წარმოადგინეს. იმ წელს,
„რომეო და ჯულიეტას“ გარდა, შექსპირის კიდევ ორი პიესა გა-
მოქვეყნდა. პუბლიკაციები პიესების პოპულარიზაციას ძალიან
ეხმარებოდა. აგვისტოში წიგნის დახლებზე „მეფე რიჩარდ მე-
ორის ტრაგედია“ გამოჩნდა. პიესას ისეთი დიდი წარმატება ხვდა
წილად, რომ მომდევნო წელს ორი ახალი გამოცემა გამოვიდა.
მათ ოქტომბერში „მეფე რიჩარდ მესამის ტრაგედია“ მოჰყვა. ეს
პიესა შექსპირის სიცოცხლეში კიდევ ოთხჯერ გამოიცა. მომდევ-
ნო თვეში „რომეო და ჯულიეტა“ გამოვიდა. უნდა აღინიშნოს,
რომ გამოცემები განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველი ორი
პიესა გამოსაქვეყნებლად ენდრიუ ვაისმა მოამზადა და ვალენტა-
ინ სიმსმა გამოსცა, მაგრამ რაც შეეხება „შესანიშნავ, ამაღლე-
ბულ ტრაგედიას რომეოსი და ჯულიეტასი“, ჯონ დანტენმა ის უბ-
რალოდ დაბეჭდა, გამომცემლის სახელიც არ მიუწერია. იმავე
წლის დასაწყისში, დანტერის ტიპოგრაფიას ხელისუფლებამ შე-
უტია მათთან შეუთანხმებელი გამოცემების გამო. „რომეო და ჯუ-
ლიეტას“ ეს გამოცემაც ოფიციალური ნებართვის გარეშე გამოქ-

212
ვეყნდა. ორი წლის შემდეგ გამოჩნდა „ყველაზე სევდიანი და შე-
სანიშნავი ტრაგედია რომეოსი და ჯულიეტასი,“ რომელსაც დარ-
თული ჰქონდა – „ახალთახალი შესწორებებით და დამატებე-
ბით.“ ეს გამოცემა მსახიობების ტექსტიდან გადაიბეჭდა და კემ-
პისთვის განკუთვნილი მითითებაც ერთვის, რაც, თავის მხრივ,
იმაზე მეტყველებს, რომ კემპს საკუთარი ვერსია არ ექნებოდა.
ამის შემდეგ, „ლორდ კამერჰერის მსახურებმა“ „რიჩარდ II“-ისა
და „რიჩარდ III“-ის დაბეჭდვა სხვა გამომცემელს მიანდეს. მოგ-
ვიანებით მათ მბეჭდავი, ჯეიმს რობერტსი დაიქირავეს, ხელნაწე-
რები რომ დაერეგისტრირებინა წიგნის გამომცემლების გილდი-
ის რეესტრში. პირობა ასეთი ჰქონდათ – „პატივცემული ლორდ
კამერჰერის ნებართვის გარეშე“ მათი პიესების დაბეჭდვის უფ-
ლება არავის ექნებოდა.
ისეთი აზრი ჩნდება, რომ „რომეო და ჯულიეტას“ დანტერის
ვერსია დამახინჯებული იყო. არ არის გამორიცხული, სულაც ვი-
ღაც სხვა მწერლის ნამუშევარიც ყოფილიყო, რომელიც პიესას
კარგად იცნობდა. ასეთ მწერლად შეიძლება, მაგალითად, თომას
ნეშიც წარმოვიდგინოთ, ვინაიდან ის „ლორდ კამერჰერის მსახუ-
რებთანაც“ თანამშრომლობდა და ჯონ დანტერთანაც. კიდევ ერ-
თი კანდიდატი დრამატურგი ჰენრი ჩეტლი გახლავთ. ხანმოკლე
ცხოვრების მანძილზე ჩეტლი ორმოცდაცხრა პიესის თანაავტო-
რი იყო. ერთი მისი თანამედროვე მოგზაურის ჩანაწერებში აღ-
ნიშნულია: „ჩემი აზრით, მსოფლიოს არც ერთ მხარეში არ იწე-
რება იმდენი პიესა, რამდენიც ლონდონში.“ მართლაც, დათვლი-
ლია, რომ 1538 წლიდან 1642 წლამდე ლონდონში სამ ათასზე
მეტი პიესა დაიწერა და დაიდგა.

213
თავი 57
გთხოვ, მეტი აღარაფერი თქვა

ლონდონში დრამატურგები არც ისე ბევრნი იყვნენ და, შესა-


ბამისად, ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. მას შემდეგ, რაც შექ-
სპირი „ლორდ კამერჰერის მსახურების“ მუდმივი დრამატურგი
გახდა, არ არის გამორიცხული, დანარჩენ დრამატურგებს ტავერ-
ნებში თავყრილობების დროს ის დაცინვისა და შურის ობიექტად
ექციათ. მწერალს ან მსახიობები ქირაობდნენ, ან თეატრის მენე-
ჯერი; ისინი ხან მარტო მუშაობდნენ პიესაზე, ხან კი, თუ დრო არ
ითმენდა, ჯგუფებად. „გედის“ ფილიპ ჰენსლოუს დღიურიდან ვი-
გებთ, რომ თეატრში წარმოდგენილი ოთხმოცდაცხრა პიესიდან
ოცდათოთხმეტი ერთ მწერალს ეკუთვნოდა, დანარჩენი პიესები
კი ერთობლივი ნაწარმოებები იყო. ამიტომ არის, ალბათ, რომ
1598 წლამდე ავტორის გვარი არც ერთ პიესას არ აწერია. უფრო
ადრე მსახიობები თვითონ წერდნენ პიესებს, მაშინ მაინც სანა-
ხაობას უფრო დიდ ყურადღებას აქცევდნენ, ვიდრე ტექსტს.
შეიძლება, მწერლები თვითონ იგონებდნენ სიუჟეტს, ან იქნებ,
პირიქით, მსახიობები და მენეჯერი სთავაზობდნენ ამა თუ იმ თე-
მას. ძალიან მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ იმ პერიოდის
მწერლები პირველები იყვნენ თავიანთ საქმეში. მანამდე პროფე-
სონალი დრამატურგები არ არსებობდნენ, ანუ მწერლის წარმა-
ტება და ჩავარდნა კომერციულ ბაზარზე არ იყო დამოკიდებული.
ჩეტლი, ნეში და შექსპირი – არა აქვს მნიშვნელობა, თვითონ
იცოდნენ თუ არა ამის შესახებ – ახალი ლიტერატურული კულტუ-
რის პირველი მერცხლები იყვნენ.
დრამატურგები ძალიან სწრაფად მუშაობდნენ. ბენ ჯონსონს
დასცინეს, ერთი პიესის დაწერას ხუთი კვირა რომ მოანდომა.
ისინი აახლებდნენ და ასწორებდნენ კიდეც პიესებს, რათა სხვა-

214
დასხვა ვითარებებისთვის და სხვადასხვა მსახიობებისთვის მო-
ერგოთ. ამ სულ ახლახან შექმნილ სამყაროში ახალი მოდა და
მოთხოვნები ყალიბებოდა. მაგალითად, ერთი ათწლეულის მან-
ძილზე მოდაში ისტორიული პიესები იყო, ტრაგედიები შურისძიე-
ბაზე და პასტორალური კომედიები, შემდეგ ისინი ქალაქურმა
კომედიებმა შეცვალა. მოგვიანებით, ქალაქურ კომედიებში სა-
ტირამ და სექსუალურმა ურთიერთობებმა წამოიწია წინა პლან-
ზე. მერე მოდაში შემოვიდა პიესები განდევნილ მმართველებზე,
რასაც მოჰყვა პერიოდი, როცა პერსონაჟები სახეს ნიღბებით იმა-
ლავდნენ. მიმართულებების ცვლილებას შექსპირიც ემორჩილე-
ბოდა და ჩვენ კიდევ ვნახავთ, თუ როგორ არგებდა დროის მოთ-
ხოვნას თავის პიესებს.
ამიტომ, დრამატურგია ლიტერატურის სხვა ჟანრებთან შედა-
რებით ყველაზე შემოსავლიანი გახდა. საშუალოდ, ახალ პიესაში
მწერალს 6 გირვანქას უხდიდნენ. ყველაზე წარმატებული და პო-
პულარული დრამატურგი ალბათ წელიწადში, სულ ცოტა, ხუთ
პიესას წერდა. მათი წლიური შემოსავალი სკოლის მასწავლებ-
ლის ხელფასს ორჯერ აღემატებოდა. თუმცა, ყველას როდი სწყა-
ლობდა ბედი, იყვნენ ისეთებიც, სულ რამდენიმე შილინგისთვის
და ერთი ბოთლი ღვინისთვის რომ ირჯებოდნენ.
შექსპირის პიესების პუბლიკაციამ დიდი ცვლილებები მოიტა-
ნა. 1598 წლის 10 მარტს გამოვიდა „ამაო გარჯა სიყვარულისა“
„უილიამ შექსპირის შესწორებებით და დამატებებით.“ შექსპი-
რის პიესას ავტორის გვარი პირველად ეწერა. შეიძლება, შემ-
თხვევითი არ იყოს, რომ იმავე წლის შემოდგომაზე, შექსპირი
ასევე პირველად შეაქეს, როგორც დრამატურგი და არა როგორც
პოეტი. ფრენსის მერეზმა „გონების საგანძურში“ დაწერა: „რო-
გორც პლავტუსი და სენეკა ითვლებიან ლათინური კომედიისა და
ტრაგედიის საუკეთესო წარმომადგენლებად, ისე შექსპირია სა-
უკეთესო ინგლისელებს შორის.“ შექსპირის კომედიებიდან ის
215
ასახელებს „ზაფხულის ღამის სიზმარსა“ და „ვენეციელ ვაჭარს,“
ტრაგედიებიდან კი უპირატესობას „მეფე ჯონსა“ და „რომეო და
ჯულიეტას“ ანიჭებს. საქებარ სიტყვებს ფრენსის მერეზი კიდევ
ასეთ განცხადებას ამატებს: „მუზებს ინგლისურად ლაპარაკი
რომ შეეძლოთ, ისინი შექსპირის დახვეწილი ფრაზებით ილაპა-
რაკებენ.“ „გონების საგანძურის“ პუბლიკაცია შექსპირის ლიტე-
რატურული რეპუტაციის მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა; იმ დღი-
დან, კრიტიკოსები შექსპირის შესახებ უფრო სერიოზულ კომენ-
ტარებს გამოთქვამდნენ.

216
თავი 58
პირდაპირი, მართალი,
პატიოსანი ჯენტლმენია

მას შემდეგ, რაც შექსპირმა „ნიუ ფლეისი“ შეისყიდა, მისი მე-


უღლე და ქალიშვილები ახალ სახლში გადავიდნენ და ალბათ
იმედოვნებდნენ, რომ ოჯახის უფროსთან უფრო მეტ დროს გაატა-
რებდნენ. ფინანსურ საკითხებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის შექ-
სპირი განაგებდა. მაგალითად, 1597 წლის ნოემბერში ლამბერ-
ტის წინააღმდეგ განახლებულ საქმეს ვესტმინსტერ ჰოლში უდა-
ვოდ ის უხელმძღვანელებდა. მოწმე, რომელიც სასამართლოში
ლამბერტის საქმის განხილვისას წარდგა, უფრო უილიამთან იყო
დაკავშირებული, ვიდრე ჯონ შექსპირთან, რაც ცხადყოფს შექ-
სპირის პირად დაინტერესებას ამ პრობლემით.
1598 წლის დასაწყისში შექსპირი კაპიტალის დაბანდების სა-
კითხთან დაკავშირებით სტრეთფორდის ბეილიფს ესაუბრა. ბე-
ილიფმა თავისი ახლო ნათესავი, ოლდერმანი რიჩარდ ქუინი
საქმის კურსში ჩააყენა: „ბატონ შექსპირს, ჩვენს თანამემამულეს,
შოთერის ან მის ახლომახლო მიწის შეძენა სურს; ფიქრობს, ამით
საშუალება მიეცემა, ჩვენს საქმეს შემოუერთდეს, შემოსავლის
მეათედი ეკლესიას შესწიროს.“ ბეილიფი განაგრძობდა: „კარგი
იქნება, თუ თქვენ დაარიგებთ, ეს მისთვისაც ხელსაყრელი გა-
მოდგება და ჩვენთვისაც.“ როგორც ჩანს, ნიუ ფლეისის ახალი
მეპატრონე სტრეთფორდის ფინანსურ საქმეებში ჩაერთო. ალ-
ბათ, შექსპირს სთხოვდნენ, მისი მეუღლის დედინაცვლის, ჯოან
ჰეთუეის სახლიც შეესყიდა შოთერიში. ჯოანი მომდევნო წელს
გარდაიცვალა. მას დაახლოებით 75 აკრი მიწა დარჩა და „ენ ჰე-
თუეის სახლად“ წოდებული ფერმაც. ფიქრობდნენ, რომ შექსპი-
რი „მეათედსაც“ იყიდდა, ანუ მოსავლიდან მიღებული თანხის მე-

217
ათედის მფლობელი გახდებოდა; ეს ერთ დროს საეკლესიო ვალ-
დებულება ცხოვრების წესად იქცა. მაგრამ, შექსპირს 1605 წლამ-
დე „მეათედი“ არ შეუსყიდია, რაც მის ანგარიშიანობაზე მეტყვე-
ლებს. როგორც ცნობილია, 1590-იანი წლები ეკონომიკური და
სოციალური დეპრესიის წლები იყო. გარდა იმისა, რომ ამ პერი-
ოდში ცუდი მოსავალი აიღეს, ქალაქის ფინანსური სიძლიერე
ორმა ძლიერმა ხანძარმაც დიდად შეარყია. უძრავ ქონებაზე ფა-
სებმა დაიწია და ამიტომ იყო, შექსპირმა „ნიუ ფლეისი“ საკმაოდ
იაფად რომ შეიძინა. იმავე წელს, მოგვიანებით, რიჩარდ ქუინიმ
შექსპირს სხვა საკითხთან დაკავშირებითაც მიმართა. მას
სტრეთფორდის კორპორაციისათვის ფულის სესხება სჭირდებო-
და. 1598 წლის ოქტომბერში ქუინიმ შექსპირს წერილი მისწერა,
სადაც ძალიან თავაზიანად და მეგობრულად სთხოვდა, ვალების
გასასტუმრებლად ფული ესესხებინა. ამ ამბავმა სტრეთფორდამ-
დე მიაღწია და რამდენიმე დღეში ბეილიფმა სტერლიმ ქუინის
საკმაოდ სკეპტიკური წერილი მისწერა – ნეტავი, სად, როდის ან
როგორ გადმოგცემს შექსპირი ამ თანხასო.ეეტყობა, შექსპირს
ან ძუნწი კაცის სახელი ჰქონდა, ანდა – ხარბის. ეს არც არის გა-
საკვირი, მხოლოდ მათ შეიძლება მოეჩვენოთ უცნაურად, ვისაც
გამოჩენილი მწერლების ცხოვრებაზე მეტისმეტად რომანტიკუ-
ლი წარმოდგენა აქვს. წერილს რაც შეეხება, რობერტ ქუინის სა-
ერთოდ აღარ გაუგზავნია შექსპირისთვის. წერილი მის ქაღალ-
დებში აღმოაჩინეს.
1597 წლის ნოემბერში დრამატურგს წმინდა ელენეს ბიშოფ-
გეითსის გადასახადების ამკრეფისთვის ხუთი შილინგი არ გადა-
უხდია. ის ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა, ვინც „ან მოკვდა, ან გა-
დასახლდა ამ უბნიდან.“ შეიძლება, მაშინ უკვე საუთვორკში
ცხოვრობდა, სადაც ბიშოფგეითელი გადასახადის ამკრეფი ვერ
მიაგნებდა. მომდევნო წელს, 1598-ში, შექსპირი კვლავ არგა-

218
დამხდელების სიაში მოხვდა. 1600 წელს ის უკვე ნამდვილად სა-
უთვორკში იმყოფებოდა, რადგან ვინჩსტერის ეპისკოპოსის კან-
ცელარიაში აღნიშნულია, რომ შექსპირმა გადასახადი არ გადაი-
ხადა. საუთვორკი ვინჩესტერის საეპისკოპოსოს ეკუთვნოდა.
მართალია, გადასახადის გადაუხდელობა იმ დროისთვის ძალი-
ან გავრცელებული დარღვევა იყო, მაინც ძნელი გასაგებია, რა-
ტომ არიდებდა თავს მდიდარი შექსპირი გადასახადის ამკრე-
ფებს. სიზარმაცის ბრალი იყო, თუ სიძუნწის? იქნებ, სტრეთფორ-
დში რომ იხდიდა გადასახადს, ამის გამო მოიხსნა ლონდონში
ვალდებულება? ან ეგებ, ლონდონში დაფუძნებას რომ არასოდეს
აპირებდა, ეს იყო მიზეზი? შეიძლება, ფიქრობდა, რომ მას არა-
ფერი მართებდა ლონდონის და საერთოდ, ამქვეყნად არავისი
არაფერი არ მართებდა.

219
ნაწილი მეშვიდე
გლობუსი
თავი 59
ამ მშვენიერ გეგმაზე
ჩვენს მიზნებს ავაწყობთ

1598 წლის ზაფხულში საიდუმლო საბჭო ჯერ კიდევ იმუქრე-


ბოდა თეატრების დანგრევით, რაც თეატრალურ კომპანიებს დიდ
საფრთხეს უქმნიდა, მაგრამ ისინი, ჩვეულებისამებრ, მუქარას
არაფრად აგდებდნენ. სპექტაკლები დიდი წარმატებით მიდიოდა
და თეატრები აგრძელებდნენ პაექრობას. ლონდონის ჩრდილო-
ეთ გარეუბანში ახალი თეატრები, „ფორტუნა“ და „ტახის თავი“
აშენდა. ბიჭები ისევ გამოჩნდნენ სცენებზე. ერთი წლის შემდეგ
წმინდა პავლეს ტაძრის ტერიტორიაზე არსებულ სკოლაში თეატ-
რი გაიხსნა, სადაც ბავშვებმა ორი ახალი პიესა წარმოადგინეს.
პიესების ავტორი გახლდათ ჯონ მარსტონი, რომელიც თავის
თავს „მყეფარე სატირიკოსს“ უწოდებდა. „ლორდ კამერჰერის
მსახურები“ ისევ „ქერთენში“ გამოდიოდნენ, „ადმირალის მსახუ-
რები“ კი „როუზში.“ ცნობა იმის შესახებ, გაემგზავრნენ თუ არა იმ
წელს მსახიობები გასტროლებზე, არ გაგვაჩნია, ამიტომ უნდა ვი-
ვარაუდოთ, რომ შექსპირი სხვებთან ერთად დედაქალაქში დარ-
ჩა. სამაგიეროდ, ვიცით, რომ მათ 1598 წლის შემოდგომაზე ბენ
ჯონსონის პიესა დადგეს. გამოდის, რომ შექსპირი თავისი „მეტო-
ქის“ დრამაში მონაწილეობდა. ორივე დრამატურგის ფანატები
მათი პაექრობის ამბავს აზვიადებენ. შეგვიძლია, მათ თუნდაც ის
ფაქტი შევახსენოთ, რომ ბენ ჯონსონმა შექსპირს შვილი მოანათ-
ვლინა.

220
ყველამ კარგად იცის, რომ ბენ ჯონსონი ჯიუტი, ფიცხი ხასია-
თით გამოირჩეოდა, მაგრამ, გვავიწყდება ხოლმე, რომ სიტყვის
საუკეთესო ოსტატიც იყო და თავისებური სტილი ჰქონდა. შექსპი-
რისგან განსხვავებით, მაყურებელს რა ესიამოვნებოდა, არ
ანაღვლებდა. საკუთარი თავის რწმენა ჰქონდა, ამაყობდა მიღწე-
ვებით და ყურადღებას აქცევდა, წესიერად გამოეცათ მისი პიესე-
ბი. შექსპირით აღტაცებული იყო, ოღონდ ხანდახან აღტაცებას
მისი „აბსურდული“ თხრობა უქარწყლებდა. თვითონ, ბუნებითაც
და აღზრდითაც, კლასიციზმის მიმდევარი გახლდათ. შექსპირის
გენიას აღიარებდა, მაგრამ მის ექსტრავაგანტურობას და რე-
ალობიდან გადახვევებს ვერ ეგუებოდა. ჯონ დრაიდენის მიხედ-
ვით: „მაკბეტის ზოგიერთი მაღალფარდოვანი სიტყვის გაგება შე-
უძლებელია, მათ [ბენ ჯონსონი] შემზარავ სიტყვებს უწოდებდა.“
ბენ ჯონსონი და შექსპირი „ქალთევზას კლუბში“ ხვდებოდნენ
ხოლმე ერთმანეთს. სერ უოლტერ რაილის დაარსებულ კლუბში
მისი წევრები ყოველი თვის პირველ პარასკევ დღეს იკრიბებოდ-
ნენ. თომას ფულერის გადმოცემით, რამდენადაც ჯონსონსაც და
შექსპირსაც ბილწსიტყვაობა უყვარდათ, მათი საუბარი თანამედ-
როვეებისთვის შოკის მომგვრელი ყოფილა. თავად თომას ფუ-
ლერი ამ საუბრების მოწმე ვერ იქნებოდა, ის მხოლოდ 1608
წელს დაიბადა, მაგრამ ამ ორი კაცის განწყობა კარგად დაიჭირა
და თავის „ინგლისელ სახელგანთქმულ პიროვნებებში“ ასე და-
წერა: „ამ ორ ადამიანს ესპანურ უზარმაზარ გალიონს და ინგლი-
სურ საომარ გემს შევადარებდი; ბატონი ჯონსონი, გალიონივით,
უკეთ იყო ნაგები ცოდნით; მყარი ჩანდა, მაგრამ ნელა მოძრაობ-
და. ინგლისური საომარი გემი - შექსპირი კი მოცულობით პატა-
რა იყო, მაგრამ თავისუფლად დაცურავდა, ადვილად მისდევდა
დინების მიმართულებას, სხარტი გონებით და გამომგონებლური
ნიჭით ყველა ქარს მიჰყვებოდა.“
იმ პერიოდში ჯონსონი არ მალავდა, კათოლიკე რომ იყო და
221
„ქალთევზას კლუბში“ თავის მეგობრებსა და თანამოაზრეებს
ხვდებოდა. „ქალთევზას“ ადრინდელი მფლობელიც, გამომცემე-
ლი ჯონ რასტელი კათოლიკე და თომას მორის ნათესავი ყოფი-
ლა.
ბენ ჯონსონს თავის კოლეგასთან და მსახიობთან, გაბრიელ
სპენსერთან შელაპარაკება მოუვიდა. მიზეზი ან რაიმე პირადუ-
ლი იქნებოდა, ან შეიძლება, ისიც ყოფილიყო, რომ ჯონსონი
„ლორდ ადმირალის მსახურებიდან“ „ლორდ ჩემბერლენის მსა-
ხურებში“ გადავიდა. შოთერიში, „თეატრის“ ახლოს გამართულ
დუელში, ჯონსონმა სპენსერი ხმლით მოკლა, თვითონ კი ჩამოხ-
რჩობას ძლივს გადაურჩა. ჯონსონი „ღვთისმსახურის უფლებით“
შეიწყალეს. ეს უძველესი უფლება ვრცელდებოდა ყველაზე, ვი-
საც შეეძლო თავისი, თუნდაც ელემენტარული, განათლება დაემ-
ტკიცებინა. ბენ ჯონსონს ცერზე მაინც ამოაშანთეს ასო „თ“, რაც
თაიბერნს ნიშნავდა და იმასაც, რომ მეორედ ჯონსონს შეწყალე-
ბა აღარ ელოდა.
ამავე პერიოდში, ბერბიჯმა და შექსპირმა ერთი მნიშვნელო-
ვანი გადაწყვეტილება მიიღეს, რამაც ბენ ჯონსონზეც ერთგვა-
რად იმოქმედა. ბერბიჯისა და შექსპირის მოლაპარაკებები „თე-
ატრის“ იჯარით აღებასთან დაკავშირებით წინ ვერ მიიწევდა. მსა-
ხიობებმა კარგად შეისწავლეს კონტრაქტი და ერთ ასეთ დას-
კვნამდე მივიდნენ - მიწისმფლობელს მხოლოდ მიწა ეკუთვნოდა
და არა თეატრის შენობა, ასე რომ, დაე, დაიტოვოს მან თავისი
მიწაო, შენობას კი გადაიტანდნენ. და მართლაც, ამ სიტყვის პირ-
დაპირი მნიშვნელობით, ადგნენ და შენობა გადაიტანეს. 1598
წლის შობის დღესასწაულიდან სამი დღის შემდეგ, ერთ თოვლი-
ან დღეს, ბერბიჯის ძმები, დედა, თორმეტი მუშა და დურგალი, პი-
ტერ სთრითი „თეატრს“ მიადგნენ. შეურაცხყოფილ მიწის მესა-
კუთრეს, ჯაილზ ალენს, ისღა დარჩენოდა, ხატოვნად აღეწერა,
რაც იმ დღეს მოხდა.
222
ბერბიჯები და მათი „საომრად გამწყობილი კომპანია“ შეგ-
როვდა, ისინი ხმლებით, ხანჯლებითა და ცულებით იყვნენ შეი-
არაღებული და გადაწყვეტილი ჰქონდათ, თეატრი დაენგრიათ.
მაცხოვრებლები სთხოვდნენ, „უკანონო წამოწყებისგან თავი შე-
ეკავებინათ“, მაგრამ მათ „გამძვინვარებულებმა დაიწყეს ნგრე-
ვა.“ ეს ოპერაცია ოთხ დღეს გაგრძელდა, რის შემდეგაც ბერბიჯ-
მა და დაქირავებულმა მუშებმა მთელი ხის მასალა ბორნით თუ
ლონდონის ხიდის გავლით მდინარის მეორე ნაპირზე გადაზი-
დეს. შენობის რკინის კონსტრუქციის თაობაზე არაფერი ვიცით,
მაგრამ ძვირფას მასალას ალბათ არ დატოვებდნენ. ეს ყველაფე-
რი მდინარის სამხრეთით გადაიტანეს, სადაც ბერბიჯს ოცდათერ-
თმეტი წლით მიწა იჯარით აეღო საუთვორკში, „როუზისგან“ აღ-
მოსავლეთით. ბენ ჯონსონის აღწერით, მას ჭაობისგან თხრილი
ყოფდა, ალაგ-ალაგ წყლით იყო დატბორილი, მოქცევას ნაგავი
და შლამი მოჰქონდა. მაგრამ „ლორდ კამერჰერის მსახურებმა“
იქაურობა მოაწესრიგეს, ექვსი ბაღი გააშენეს და შენობაც ააგეს
ბინების გასაქირავებლად.
ასე შეიქმნა „გლობუსი.“ მისი აშენება ძალიან რისკიანი და
ბრძნული გადაწყვეტილება იყო. იმ მიწის მფლობელი, რომელ-
ზედაც „გლობუსი“ ააგეს, ნიკოლას ბრენდი გახლდათ, დედოფ-
ლის ხაზინადრის ნათესავი. ჯაილზ ალენს რაც შეეხება, ის გაცეც-
ხლებული იყო, მისი მიწიდან თეატრი რომ გაუჩინარდა; ბერბიჯს
სასამართლოში უჩივლა, მაგრამ ვინაიდან ბერბიჯებს კანონი არ
დაუღვევიათ, ალენმა კომპენსაცია ვერ მიიღო.
„გლობუსი“ ისე სწრაფად ვერ შენდებოდა, როგორც ელოდ-
ნენ. ბერბიჯებმა გადაწყვიტეს, ახალი კომპანიონები მოეზიდათ.
მათ ხუთი მეწილისგან შემდგარი ჯგუფი შექმნეს, რომელთაგან
ერთ-ერთი შექსპირი იყო და ხარჯებს ინაწილებდნენ. დანარჩენი
მეწილეებიც მსახიობები იყვნენ. ამ ახალმა წამოწყებამ ისინი
ძლიერ დაახლოვა და გაამდიდრა კიდეც.
223
პიტერ სთრითი „გლობუსის“ დამთავრებას ოცდარვა კვირაში
გეგმავდა, მაგრამ ვინაიდან შენობა ჭაობიან მიწაზე უნდა აეგოთ,
რაც კიდევ დამატებით სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, მისი
ოპტიმიზმი არ გამართლდა. მხოლოდ, 1599 წლის მაისში ახსე-
ნებენ პირველად „დომუს“-ს, რაც შეიძლება, თეატრის შენობასაც
გულისხმობდეს და მის გვერდით მდებარე სახლსაც, სადაც ყვე-
ლაზე ადრე შექსპირი შესახლდა.

224
თავი 60
იცი, სადაც ვცხოვრობ –
მომიტანე მელანი და ფურცლები

იმ დროს, როცა შექსპირი საუთვორკში გადავიდა, იქაურობა


მაინცდამაინც ჯანმრთელ ადგილად არ ითვლებოდა. მაგრამ
მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ეცხოვრა იქ, სადაც მუშაობდა.
შექსპირის მეზობლები იყვნენ თომას პოუპი და ოგასტინ ფილიპ-
სი. ფილიპსი თავის დიდ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, მდინა-
რესთან ახლოს. საუთვორკი მსახიობების ქუჩა გახდა. ედვარდ
ალეინი და ფილიპ ჰენსლოუც, რომლებიც უფრო ადრე დაინტე-
რესდნენ ამ ადგილით, შექსპირს ემეზობლებოდნენ. ჰენსლოუს
მისამართი ასეთი იყო - „მდინარის მარჯვენა სანაპირო, ზუსტად
„საპყრობილის“ წინ.“ საპყრობილეს პატარა მიწისქვეშა ციხეს
ეძახდნენ. სანამ მშენებლობა დამთავრდებოდა, შეიძლება, შექ-
სპირი რომელიმე ახლომახლო სასტუმროში ცხოვრობდა, მაგა-
ლითად, სასტუმრო „სპილოში.“ ერთი თუ ორი წლის შემდეგ და-
წერილ „მეთორმეტე ღამეში“ ანტონიო აღნიშნავს: „სპილო“ სა-
უკეთესო სასტუმროა.
საუთვორკი რამდენიმე საუკუნის მანძილზე გასართობ ადგი-
ლად მიიჩნეოდა. იქ ნაპოვნი გლადიატორის სამკაპი ხანჯალი
გვაფიქრებინებს, რომ ერთ დროს „გლობუსის“ შორიახლოს რო-
მაული არენა იქნებოდა. მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს იქაურო-
ბა განთქმული იყო სანახაობებით, თუნდაც, დათვებისა და ხარე-
ბის ხოცვით, ასევე, შეჯიბრებით ჭიდაობაში და აკრობატული
წარმოდგენებით. ამ ტერიტორიაზე სპექტაკლებიც იმართებოდა.
ცნობილია, რომ 1547 წელს ახლანდელ სოუთვორკის ტაძარში
მეფე ჰენრი VIII-ის სულის მოსახსენიებელ წირვაზე მღვდლის ხმა
მსახიობების ხმებმა გადაფარა. მსახიობები, როგორც ჩანს, იქვე
ახლოს წარმოდგენას მართავდნენ. შემორჩენილია ცნობები,
225
რომ შუასაუკუნეებში იქ „ფოლკლორის ფესტივალები“ ეწყობო-
და. ამ მშვენიერი სახელწოდების უკან კი, ძალიან ხშირად, უხეში
გართობები და სპორტის დაუნდობელი სახეობები იდგა. სხვა
გართობებს შორის განსაკუთრებული ადგილი ცხოველების ხოც-
ვას ეკავა. ევროპიდან ჩამოსულ სტუმრებზე შემაძრწუნებელ შთა-
ბეჭდილებას ახდენდა ეს ინგლისელების საყვარელი გართობა.
გარდა იმისა, რომ დათვებს ძაღლებს აგლეჯინებდნენ, არსებობ-
და კიდევ ერთი სანახაობა – ბრმა დათვს ადამიანები მათრახე-
ბით ხდიდნენ სულს. იყო შემთხვევები, როდესაც ტკივილისგან
გაცოფებულ ცხოველს ჯაჭვი აუწყვეტია და ხალხში შევარდნილა.
შექსპირს „ზამთრის ზღაპარში“ ერთი ცნობილი რემარკა აქვს:
გამორბის, თითქოს დათვი მოსდევსო. მაყურებელი ალბათ ად-
ვილად წარმოიდგენდა ამ სცენას.
ამ კოშმარული ამბების აღწერით ადვილია, მდინარის სამ-
ხრეთ სანაპიროზე შემზარავი შთაბეჭდილება შეგექმნას. მაგრამ
საქმიანი ქუჩებიდან არც მაინცდამაინც დიდი ხნის სავალზე, იქ
მშვენიერი მინდვრები და ტყიანი ადგილებიც იყო და ადამიანი,
რომელიც ჯონ ჟერარდის წიგნს მცენარეების შესახებ კარგად იც-
ნობდა, ბევრ საინტერესო ყვავილს აღმოაჩენდა წყლით დაფა-
რულ თხრილებში. ასე რომ, ეს უბანი არც ისე საშინელი იყო. დე-
მოგრაფიული გამოკვლევების მიხედვით, ბევრი იქ სამუდამოდ
დასახლებულა. როგორც ოცდამეერთე საუკუნეში ლონდონე-
ლებს სოჰოდან არსად არ უნდათ წასვლა, ისე მაშინ საუთვორ-
კშიც ცხოვრება დუღდა და იზიდავდა ლონდონის მკვიდრთ.

226
თავი 61
ეს დიდი, მსოფლიო თეატრი

ასე აშენდა „გლობუსი,“ იმ დროისთვის ლონდონის ყველაზე


დიდებული თეატრი. სახელი თავისთავად მეტყველებს, რომ მას
მსოფლიო მნიშვნელობის თეატრობაზე ჰქონდა პრეტენზია, რაც
სულაც არ არის გასაკვირი, რადგან სწორედ „გლობუსში“ დაიდ-
გა პირველად „ოტელო,“ „მეფე ლირი,“ „იულიუს კეისარი“ თუ
„მაკბეტი.“ ფიქრობენ, რომ პიტერ სთრითი, დურგალი და მშენე-
ბელი, რომაელი არქიტექტორის, ვიტრუვიუსის პრინციპებით
ხელმძღვანელობდა. მართალია, ვიტრუვიუსის წიგნს ლონდონე-
ლები იცნობდნენ, მაგრამ, არა მგონია, სთრითი მათ შორის ყო-
ფილიყო. მისი მოდელი ცხოველების ხოცვის არენა იქნებოდა,
რაც მისთვის და მისი თანამედროვეებისთვის უფრო ნაცნობი
იყო. მაგრამ თეატრს მაინც ანტიკურ ამფითეატრს ადარებენ, ან
უძველეს ბრიტანულ წმინდა წრეებს. თეატრის წრიულ ფორმას
მაგიურ წრესაც უკავშირებენ, სადაც კაშკაშა სანახაობა უნდა გა-
მოჩნდეს. ოღონდ, მეთექვსმეტე საუკუნეში ხის შენობას მთლად
წრიული ფორმა ვერ ექნებოდა, ის თოთხმეტი გვერდისგან შემ-
დგარი მრავალკუთხედი იქნებოდა, სამი იარუსით, სცენით, ღია
ეზოთი, ან „ორმოთი.“
„გლობუსში“ რომლის დიამეტრი 100 ფუტი იყო, 3 300 მაყუ-
რებელი უნდა დატეულიყო, ესე იგი, დღევანდელ ლონდონის თე-
ატრთან შედარებით ორჯერ ან სამჯერ მეტი. მაყურებელს გან-
წყობა უფრო ფეხბურთის სტადიონის შესატყვისი ექნებოდა, ვიდ-
რე თეატრის. როგორც ელისაბედის ლონდონისთვის იყო დამა-
ხასიათებელი, „გლობუსის“ „სიმბოლო“ სცენის ან მთავარი შე-
სასვლელის თავზე ეკიდებოდა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით,
სიმბოლოზე გამოსახულ ჰერაკლეს მხრებით გლობუსი ეჭირა.

227
ინტერიერი თუ ძალიან გადაჭრელებული არა, ყოველ შემთხვე-
ვაში, მკვეთრი ფერებით იქნებოდა შეღებილი, კლასიკური სი-
უჟეტებით და ქანდაკებებით გამშვენებული. 50 ფუტის სიგანის
სცენა ისე იყო განლაგებული, რომ დღის შუქი პირდაპირ არ ეცე-
მოდა. შუადღის წარმოდგენის დროს სცენა ჩრდილში იყო, მხო-
ლოდ როცა მსახიობი მნიშვნელოვან მომენტში სცენის კიდეს
მიუახლოვდებოდა, მას სახე უნათდებოდა. სცენას ორივე მხარეს
შესასვლელ-გასასვლელი ჰქონდა, მათ შორის კი ფარდა ეკიდა,
სადაც მსახიობები მუშაობდნენ, ან ეძინათ, ანდა ისვენებდნენ.
სცენის ზემოთ, ორ უზარმაზარ ხის ბოძს „ზეცა“ ებჯინებოდა, ზე-
ცის ცისფერ ფონზე ვარსკვლავები და პლანეტები ეხატა. მუსიკო-
სები სცენის თავზე, აივანზე ისხდნენ; ხანდახან იქ პრივილეგირე-
ბულ მაყურებლებსაც სვამდნენ, ან სცენის ნაწილად იყენებდნენ,
მაგალითად, როდესაც შეყვარებული თავისი გულისსწორის სა-
ძინებელში მიძვრებოდა. სცენის ქვემოთ კი იყო „ჯოჯოხეთად“
წოდებული ადგილი, სადაც მსახიობებს ჩასვლაც შეეძლოთ და
მოულოდნელად სცენაზე გამოჩენაც. „ჯოჯოხეთი“ სხვადასხვა
რეკვიზიტების შესანახი ადგილიც იყო.
„გლობუსის“ სცენაზე მსახიობი ერთი კარიდან შედიოდა და
მეორიდან გადიოდა. რაღაც უწყვეტი მოქმედების ეფექტი იქმნე-
ბოდა, თითქოს ის სცენის მიღმაც გრძელდებოდა. პიესები აქტე-
ბად არ იყო დაყოფილი, ეს პრაქტიკა მხოლოდ 1607 წლიდან შე-
მოიღეს. სპექტაკლის ბოლოს ყველაზე მაღალი ტიტულის მქონე
პერსონაჟი წინ წარდგებოდა და ფინალურ სიტყვებს წარმოთ-
ქვამდა. მაყურებელს მოსწონდა პროცესიები, პანტომიმა; უყვარ-
და მკვეთრი ფერები და სანახაობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
მნიშვნელოვან ნაწილს წარმოდგენაში ცერემონიებსა და რიტუა-
ლებს უთმობდნენ.
ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, მოქმედების ადგილს მაყუ-

228
რებელს სპეციალური პლაკატებით აცნობდნენ, მაგრამ ეჭვი მე-
პარება, ასე ყოფილიყო. გარდა იმისა, რომ მსახიობს შეეძლო,
უბრალოდ განეცხადებინა, სად იმყოფება, იმდროინდელი კოს-
ტიუმები საკმარისზე მეტს ამბობდნენ. თუ მსახიობს მწვანე სამო-
სი ეცვა, მეტყევე იქნებოდა, ხელში გასაღებების აცმა თუ ეჭირა -
ციხის ზედამხედველი. კოსტიუმი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვა-
ნი თეატრალური ხერხი იყო ელისაბედის ეპოქისა. კოსტიუმის
საშუალებით გებულობდი, რა სპეციალობისა და რომელი სოცია-
ლური ფენას წარმოადგენდა ესა თუ ის პერსონაჟი. კოსტიუმებზე
ბევრად მეტს ხარჯავდნენ, ვიდრე მსახიობებისა და დრამატურგე-
ბის ხელფასზე. თეატრის გარდერობში ჰქონდათ – კაბები, მოსას-
ხამები, ტუნიკები, კამზოლები, ბრიჯები, ღამის პერანგები. რა
თქმა უნდა, იარაღიც მუდამ სჭირდებოდათ. ჰენსლოუს ერთ-ერთ
აღწერაში უფრო ეგზოტიკურ კოსტიუმებს ვხვდებით – კოსტიუმს
მოჩვენებისთვის, ჰეროდეს სამოსს და ეშმაკისა და კუდიანის
მორთულობას. იყო საგანგებო ტანსაცმელი ებრაელებისა და
იტალიელებისთვის, ექიმებისა და ვაჭრებისთვის. ქალწულებს
თეთრი სამოსი ეცვათ, ექიმებს - წითელი ხალათები. ქალების
როლის შემსრულებლებს ხანდახან ნიღბებიც ეკეთათ. ამ მხრივ,
ელისაბედის თეატრი რაღაცით კლასიკურ ბერძნულ და იაპონურ
თეატრს ჰგავდა.
დეკორაციები ძირითადად არ ჰქონდათ, იშვიათად ქსოვი-
ლებს იყენებდნენ ხოლმე. მაგალითად, ჰენსლოუს თეატრში მზის
და მთვარის გამოსახულებიან ქსოვილებს ხმარობდნენ. სასიყვა-
რული ისტორია თუ იდგმებოდა, ფარდაზე კუპიდონები ეხატა.
ტრაგედიის წარმოდგენისას, სცენა შავი ნაჭრებით მოიფინებო-
და. გამოთვლილია, რომ შექსპირის მიერ „გლობუსისთვის“ და-
წერილი პიესების 80 პროცენტს რეკვიზიტი არ სჭირდებოდა. შექ-
სპირს თავისი თხრობისთვის ცარიელი სივრცეც ჰყოფნიდა.

229
თავი 62
დაე, საყვირმა ჩაბეროს

თეატრში მუსიკასაც საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებ-


დნენ. აივანზე მჯდარი მუსიკოსების პატარა ჯგუფი საყვირზე,
დოლზე, ჰობოიზე, ბარბითზე და ბუკზე უკრავდა. ხშირად აღნიშ-
ნავენ, რომ თავად მსახიობებიც უკრავდნენ მუსიკალურ ინსტრუ-
მენტებზე. მაგალითად, ალეინი ბარბითზე უკრავდა, ოგასტინ ფი-
ლიპსმა ვიღაცას ანდერძში კონტრაბასი, ბანდოლა და ბარბითი
დაუტოვა. ისინი სხვადასხვა სიმღერებსა და ბალადებს ასრულებ-
დნენ, როლებს ხშირად მსახიობს ხმის ტემბრის მიხედვითაც ურ-
ჩევდნენ. ზოგიერთი სპექტაკლი „მიუზიკლს“ უფრო ჰგავდა, ვიდ-
რე დრამას. მუსიკა ერთვოდა ყველაფერს – ძილს, განკურნებას,
სიყვარულს, სიკვდილს. ზებუნებრივ მოვლენებს პრელუდია უძ-
ღოდა. შექსპირის დრამებში ცეკვებს აკომპანემენტი ახლდა. მუ-
სიკა და მოქმედება ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს.
ბევრი სიმღერის ტექსტს თავად შექსპირი წერდა. ის ცნობილ
მუსიკოსებთან, თომას მორლისთან და რობერტ ჯონსონთანაც
თანამშრომლობდა. მორლი მისი მეზობელი და პემბრუკის დასის
წევრი იყო. მას ეკუთვნის მუსიკა შექსპირის ყველაზე ცნობილი
სიმღერებისთვის. რობერტ ჯონსონმა თავი დაგვამახსოვრა ორი
სიმღერით „ქარიშხლიდან.“ რობერტი რამდენიმე პიესის დად-
გმაშიც მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ შექსპირი სხვა ავ-
ტორების სიმღერებით არ სარგებლობდა. ხანდახან მეთექვსმეტე
საუკუნის პოპულარულ ბალადებს არჩევდა, ბალადებს, რომლე-
ბიც ბავშვობას ახსენებდნენ.
შექსპირი თავის პიესებში მუსიკისა და მუსიკალური ტერმო-
ნოლოგიის ცოდნას ამჟღავნებს. იმის თქმაც დარწმუნებით შეიძ-
ლება, რომ მას მშვენიერი სმენა ჰქონდა და ვერაფრით ეგუებოდა
დისჰარმონიას, მიუხედავად იმისა, რომ მისი პიესების სიუჟეტი
230
ხშირად დაპირისპირებას ეფუძნება. სხვა მსახიობების მსგავსად,
შექსპირსაც სცენაზე სიმღერა და მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკ-
ვრა უხდებოდა. მისი გმირები ხშირად მღერიან, ისინიც კი, ვინც
ძნელია, ვოკალისტებად წარმოიდგინო, მაგალითად, ჰამლეტი,
ან იაგო. მუსიკის სიტკბოზე და ძალაზე ხომ უამრავი გამოთქმა
გვხვდება პიესებში. ოფელიას და დეზდემონას სიმღერებს ტრა-
გიკულ სცენაზე მარადიული ჰარმონიის ნოტი შემოაქვთ. „ზამ-
თრის სიზმრის“ და „ქარიშხლის“ მუსიკას ამ პიესების მნიშვნე-
ლობაში გარკვეული ადგილი უჭირავს. შექსპირი იყო პირველი
ინგლისელი დრამატურგი, რომელმაც მუსიკა დრამის განუყო-
ფელ ნაწილად აქცია. ის ორი დიდი ინგლისელი მუსიკოსის – უი-
ლიამ ბერდისა და ორლანდო გიბონსის თანამედროვე იყო. ეს
ეპოქა მუსიკალურ სფეროშიც დიდი მიღწევებით ხასიათდება.
ერთ დროს ინგლისზე ამბობდნენ კიდეც, „მგალობელი ჩიტების
ბუდეაო.“
შექსპირის თეატრალური კარიერის ბოლოსკენ, „ღია“ თეატ-
რები „დახურულმა“ თეატრებმა შეცვალა. გადახურულ თეატრებ-
ში მეტი სიწყნარე იყო, აქტებს შორის მუსიკა სრულდებოდა. სამ-
წუხაროდ, „გლობუსში,“ ღია ცის ქვეშ და უზარმაზარი აუდიტორი-
ის წინაშე, ასეთი დახვეწილი გართობების საშუალება არ იყო.
სცენაზე უამრავი ხმა ირეოდა. პიესის მსვლელობის დროს,
სხვადასხვა ხმის იმიტაციები ისმოდა - ცხენის ფლოქვების ხმა,
ჩიტის ჟღურტული, ზარის რეკვა, ზარბაზნის გრუხუნი. ფეიერვერ-
კი ელვას გამოხატავდა, ბოლი ნისლის იმიტაცია იყო. ჭექა-ქუხი-
ლის ეფექტისთვის სცენის მიღმა ლითონის ფირფიტას არახუნებ-
დნენ, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ და მერე პეტარდას აფეთქებ-
დნენ. დოლში ჩაყრილი წვრილი კენჭებით ზღვის ხმას ბაძავდნენ.
მშრალ მუხუდოს მეტალის ფირფიტაზე ყრიდნენ, როცა წვიმის
ხმა სჭირდებოდათ. სანთლები და ჩირაღდნები ღამის ეფექტს

231
ქმნიდა. ავის მომასწავებელი და მისტიკური განათებისთვის, სა-
ღებავით სავსე ბოთლების უკან სანთლებს დგამდნენ. მეთექ-
ვსმეტე საუკუნის სცენას მაყურებელი მოჯადოებული ჰყავდა.

232
თავი 63
რატომ ცვლით აზრს და ნათქვამს

„გლობუსში“ „ლორდ კამერჰერის მსახურებს“ მრავალფერო-


ვანი რეპერტუარი ჰქონდათ. ისინი მხოლოდ შექსპირის პიესებს
არ სჯერდებოდნენ. ჩვენთვის უცნობია, რა დროს ანდომებდნენ
ძველი პიესის გადაკეთებას, მაგრამ ვიცით, რომ ახალ პიესაზე
მუშაობას ორ-სამ კვირაში ამთავრებდნენ, ანუ ყოველ წელს, სა-
შუალოდ, თხუთმეტ ახალ სპექტაკლს დგამდნენ. „გლობუსის“ ჩა-
ნაწერები არ შემორჩენილა, მაგრამ თეატრ „როუზის“ დოკუმენ-
ტებიდან ვიგებთ, რომ ერთი ზამთრის სეზონზე „გლობუსში“ ას
ორმოცდაათი სპექტაკლი აჩვენეს და აქედან ოცდაათი განსხვა-
ვებული პიესა იყო. ყოველკვირა მორიგ სპექტაკლს წარმოად-
გენდნენ ხოლმე, ვინაიდან მაყურებელს სულ ახალ-ახალი პიესე-
ბის ნახვა სურდა.
პიესის დადგმა უკვე მრავალგზის ნაცადი პროცედურა იყო.
მას შემდეგ, რაც ავტორი, ან ავტორები, ახალი პიესის მონახაზს
წარუდგენდნენ მსახიობებსა და დამდგმელს, თეატრი მათ პიესის
დაწერას უკვეთავდა. დრამატურგს ჰონორარს ნაწილ-ნაწილ უხ-
დიდნენ, ვიდრე დამთავრებულ პიესას არ ჩააბარებდა. ამის შემ-
დეგ, მსახიობები იკრიბებოდნენ და დრამატურგი მათ მთლიან
ტექსტს უკითხავდა. ფილიპ ჰენსლოუს 1602 წელს დღიურში ჩა-
უწერია – ორი შილინგი დაჯდა „ღვინო ტავერნაში ჯეფის პიესის
მოსასმენად შეკრებილი დასისთვის.“ შეიძლება, დამდგმელი
როლებს იქვე ანაწილებდა და საჭირო რეკვიზიტებზე და სცენურ
ეფექტებზეც ერთად მსჯელობდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი
იყო, სცენაზე მსახიობების შემოსვლისა და გასვლის თანამიმ-
დევრობა დაედგინათ, პიესა სცენებად რომ დაეყოთ. ასე ამუშა-
ვებდნენ პიესას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მას კომპანიის შესაძ-
ლებლობებს ურგებდნენ.
233
ვიდრე სპექტაკლს აჩვენებდნენ, შესაძლო შესწორებების შე-
სატანად, პიესა გართობების მომწყობს უნდა წაეკითხა. ნებარ-
თვის მისაღებად კომპანია იხდიდა თანხას, რომელიც წლების
მანძილზე 7 შილინგიდან 1 გირვანქამდე გაიზარდა. გართობების
მომწყობი ხელმოწერით ადასტურებდა, რომ დასს პიესის დად-
გმა ინგლისის ყველა ქალაქში შეეძლო. ამ მნიშვნელოვან დოკუ-
მენტს, რა თქმა უნდა, კომპანიის წევრები კარგად უფრთხილდე-
ბოდნენ.
გართობების მომწყობი ყურადღებით კითხულობდა პიესას –
რაიმე არასასურველი ალუზია რომ არ გამოჰპარვოდა. ხელი-
სუფლების საწინააღმდეგო ნებისმიერ ფრაზას, შეფარული იქნე-
ბოდა თუ პირდაპირ ნათქვამი, ტექსტიდან იღებდნენ. ამიტომ
იყო, რომ დედოფალ ელისაბედის სიცოცხლეში „რიჩარდ II“-დან
მეფის ჩამოგდების სცენა არ თამაშდებოდა. მიუხედავად ამისა,
სხვადასხვა წყარო ცხადყოფს, რომ გართობების მომწყობსა და
თეატრალურ კომპანიებს შორის ზოგადად კარგი ურთიერთობა
იყო. ისინი ხომ ერთ საქმეს ემსახურებოდნენ.
რეპეტიციებს დილიდან იწყებდნენ. დასს, დღევანდელი გაგე-
ბით, რეჟისორი არ ჰყავდა. ადვილი წარმოსადგენია, რომ შექ-
სპირი მისი პიესების დადგმას თავის თავზე იღებდა. უილ კემპის-
თანა შესანიშნავ მოცეკვავეს შეეძლო, ქორეოგრაფის ფუნქცია
შეესრულებინა. ასევე შესანიშნავი მუსიკოსი ოგასტინ ფილიპსი
პიესისთვის მუსიკას არჩევდა.
ერთმა გერმანელმა მოგზაურმა, რომელიც 1606 წელს ლონ-
დონში იმყოფებოდა, აღნიშნა: „მსახიობებს, გეგონებათ, სკო-
ლის მოსწავლეები იყვნენ, ყოველდღე რაღაცას ასწავლიან, მათ
შორის გამოჩენილნიც კი უფლებას აძლევენ დრამატურგს, ჭკუა
დაარიგოს მათ.“ ჩვეულებრივ, რასაც უცხოელები მეთექვსმეტე
საუკუნის ლონდონზე წერენ, ბევრი რამ არასწორად აქვთ გაგე-
ბული. არც ეს ჰგავს სიმართლეს, თითქოს გამოჩენილი მსახიობი
234
ახალგაზრდა ან ნაკლებად ცნობილი დრამატურგის დარიგებებს
უსმენდა.
გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ელისაბედის დროინ-
დელ მსახიობებსა და დრამატურგებს განსხვავებული რეპეტი-
ციები და ურთიერთობები ჰქონდათ; დრამატურგები, თანამედ-
როვე რეჟისორივით, მონებივით არ ექცეოდნენ მსახიობებს. პი-
რიქით, იმ ეპოქის მსახიობები დამდგმელს სთავაზობდნენ ხოლ-
მე ფრაზებს, ან ურჩევდნენ, როგორ აჯობებდა მათი გამოთქმა,
სიუჟეტისთვის აუცილებელი, ახალი სცენების მოგონებაში ეხმა-
რებოდნენ.
სამუშაო დღე თეატრში დილის რეპეტიციით იწყებოდა, შუად-
ღისას სპექტაკლს აჩვენებდნენ, საღამოს კი უზარმაზარ ტექსტებს
იზეპირებდნენ. დრამატურგს, გარდა ამისა, კიდევ პიესები უნდა
ეწერა. ის შეუჩერებლად და დაუზარებლად შრომობდა. ერთხელ
ჯ. მ. ვ. თერნერმა თქვა, რომ გენიოსის საიდუმლო მის „დაუღა-
ლავ შრომაშია.“ შექსპირს რომ მოესმინა, უდავოდ დაეთანხმე-
ბოდა.

235
თავი 64
ხედავ, როგორ გიყურებენ

ყველამ იცოდა, როდის იხსნებოდა თეატრი. გარდა იმისა,


რომ სპექტაკლის დაწყების წინ სახურავზე დროშას აღმართავ-
დნენ, ბუკსაც ჩაჰბერავდნენ ხოლმე. ბოძებზე და „გლობუსის“ კა-
რებზე აფიშებს აკრავდნენ, სადაც სპექტაკლის დაწყების დრო,
ადგილი, პიესისა და წარმომადგენელი კომპანიის სახელი ეწე-
რა. მაყურებლის მისაზიდად სენსაციურ დეტალებსაც ურთავ-
დნენ – „ულმობელი მკვლელობა... უკიდურესი სისასტი-
კე.....დამსახურებული სიკვდილი“ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
სანამ სპექტაკლი დაიწყებოდა, აღელვებული მაყურებლის და-
სამშვიდებლად ორკესტრი უკრავდა. მერე, გრძელ, შავ მოსას-
ხამში გამოწყობილი, ყალბი წვერითა და დაფნის გვირგვინით
დამშვენებული ერთ-ერთი მსახიობი პიესის პროლოგს კითხუ-
ლობდა. სპექტაკლის ბოლოს კი აცხადებდნენ იმ პიესების სა-
ხელწოდებებს, რომელთაც მაყურებელი ახლო მომავალში იხი-
ლავდა. ამას მოჰყვებოდა ლოცვა მონარქისთვის და ყველა მსა-
ხიობი მუხლს იყრიდა სცენაზე. ბოლოს კი მხიარული ცეკვა ჯიგა
იმართებოდა, რომელიც ოც წუთს გრძელდებოდა და მასში, თუ
ყველა არა, მსახიობების უმეტესობა მაინც მონაწილეობდა.
არ ვიცით, როდიდან, თუ, რა თქმა უნდა, მართლაც ასე მოხდა,
შეწყვიტეს „გლობუსში“ ჯიგის შესრულება. ზოგის ვარაუდით, ეს
ფაქტი 1599 წელს უილ კემპის კომპანიიდან წასვლას უკავშირ-
დება. მაგალითად, თეატრალი თომას პლატერი იხსენებს, თით-
ქოს იმ წელს, „იულიუს კეისრის“ ერთ-ერთი ჩვენების ბოლოს, ჯი-
გა უკანასკნელად შესრულდაო. მაგრამ 1601 წელს დაწერილ და
წარმოდგენილ „მეთორმეტე ღამეში“ პიესის ბოლოს მარტო
დარჩენილი კლოუნი მღერის. სადაც სიმღერაა, ცეკვაც იქვეა.

236
არც სხვა რაიმე ფაქტი არსებობს, რომელიც დაადასტურებდა ჯი-
გას ასეთ მოულოდნელ გაქრობას სცენიდან. თანაც, რა მიზეზით
შეიძლებოდა, ყველაზე პოპულარული გართობა მოეკლოთ მაყუ-
რებლისთვის? იქნებ, ბენ ჯონსონს ჯიგა არ მოსწონდა, საერთოდ,
ის ფართო მასების ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებდა.
ცნობილია, რომ ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში ჯიგა კიდევ
დიდხანს სრულდებოდა და თანაც, დიდი მოწონებით სარგებ-
ლობდა, ასე რომ, არა მგონია, „სამხრეთში“, სადაც დაახლოე-
ბით ისეთივე გემოვნების მქონე მაყურებელი იკრიბებოდა, ჯიგის
შესრულება შეეწყვიტათ. ჯიგა სპექტაკლის განუყოფელი ნაწილი
იყო. შეიძლება, ისეთი პიესების ბოლოს, როგორებიც არის „მეფე
ლირი“ ან „ოტელო“, ცოტა გაუმართლებელი ყოფილიყო, მაგ-
რამ სპექტაკლის ცეკვით და სიმღერით დამთავრება რაღაც თე-
ატრალურ სინამდვილედ იყო ქცეული.
„გლობუსს“ საზაფხულო თეატრად მიიჩნევენ, მაგრამ ზოგი-
ერთი ჩანაწერიდან ვიგებთ, რომ იქ სპექტაკლებს ზამთარშიც აჩ-
ვენებდნენ. ელისაბედის დროინდელი მაყურებელი, რომელიც
ყოველმხრივ უფრო ამტანი იყო, ვიდრე დღევანდელია, თეატრში
წასვლის წინ უფრო თბილად იცვამდა და სიცივე მისთვის ხელის
შემშლელი პირობა აღარ იყო. ღატაკი ფენის გარდა, თეატრში
ყველა კლასის წარმომადგენელი დადიოდა. მნიშვნელოვანია
იმის აღნიშვნა, რომ ზოგიერთის მტკიცებით, „გლობუსში“ მარტო
მდაბიოები არ დადიოდნენ და, შესაბამისად, შექსპირი დაბალი
ფენის გულის მოგებას არ ცდილობდა. რა თქმა უნდა, განსხვავე-
ბა არსებობდა მათ შორის, ვინც ქვემოთ დასაჯდომად ერთ პენის
იხდიდა და ვინც კიდევ ერთ პენის ამატებდა, იარუსზე მოსახვედ-
რად. ოღონდ იარუსზე ისეთი წესი ჰქონდათ, პირველი ვინც მივი-
დოდა, ადგილიც მისი იყო. მეეტლეები, მტვირთავები და შეგირ-
დები, ჩვეულებრივ, სცენის წინ ფეხზე იდგნენ. იატაკი ფერფლით
და თხილის ნაჭუჭით იყო მოფენილი. ჯენტლმენები და მდიდარი
237
ლონდონელები, თავიანთ ქალბატონებთან ერთად, კომფორ-
ტულ ადგილებზე სხდებოდნენ. „გლობუსი,“ მართლაც, მთელ
სამყაროს იტევდა, ყოველ შემთხვევაში, სამყაროს იმ ნაწილს,
რომელიც მეთექვსმეტე საუკუნის ლონდონში ცხოვრობდა.

238
თავი 65
აი, ილუზიებში დავეხეტებით

თეატრში ყველა თანასწორი ხდებოდა. ჯენტლმენს იმხელა


ადგილი ეკავა, რამხელაც სტუდენტს, ან ვაჭარს, ისინი საერთო
გარემოში ითქვიფებოდნენ. ერთი თანამედროვის თქმით: „ყვე-
ლა ნაძირალას (ერთ პენის საფასურად) თავისი თავი საუკეთესო
და კომფორტული ადგილის ღირსად წარმოედგინა.“ ამ უკმაყო-
ფილო კომენტარიდან ჩანს, რომ მაინც არ მოსწონდათ, „დაბა-
ლი“ წრის წარმომადგენელს ჯენტლმენის გვერდით ჯდომა რომ
შეეძლო. დეკერიც, „სულელის ანბანში“, ასეთივე განწყობას გა-
მოხატავს – მეწაღე და მტვირთავიც იმგვარადვე მსჯელობდა პი-
ესის ავ-კარგზე, როგორც დიდი კრიტიკოსებიო. ასეთი რამ კი
მხოლოდ თეატრში შეიძლებოდა მომხდარიყო. ქალაქის სხვა-
დასხვა ფენის გარდაუვალი გათანასწორების ტენდენცია პირვე-
ლად თეატრში გამოიხატა. შეიძლება ითქვას, თეატრი იმ პერიო-
დის მამაკაცების განათლების დონეს ააშკარავებდა. მაგალი-
თად, თანამედროვე თეატრალები დამეთანხმებიან, რომ შექსპი-
რის პიესები ხანდახან ადვილად გასაგები არ არის და, შესაბამი-
სად, აუდიტორიას უნდა შესძლებოდა, ჩახლართული სიუჟეტიც
ისევე დაეფასებინა, როგორც ლექსის ჰარმონია. მართალია, ზო-
გიერთ ფრაზას მაყურებელი გაატარებდა ხოლმე, მით უმეტეს,
რომ დღევანდელი, ძალიან განათლებული აუდიტორიისთვისაც
რჩება ბევრი რამ ამოუცნობი, მაგრამ, ძირითადად, ელისაბედის
ეპოქის მაყურებელი პიესის სიუჟეტსაც სწვდებოდა და თავისი
დროის ალუზიებსაც კარგად იგებდა.
„გაგებას“ რაც შეეხება, მას მაყურებელი ხანდახან ძალიან
ხმაურიანად გამოხატავდა. 1601 წელს ჯონ მარსტონმა დარბაზის
რეაქცია ასე აღწერა: „კნავილი, ხმამაღალი ლაპარაკი, სიცილი,

239
ბურტყუნი.“ „კნავილი“ პუბლიკის საყვარელი სიგნალი იყო უკმა-
ყოფილების გამოსახატავად. დაძაბულ მომენტებში, დუელის ან
ორთაბრძოლის სცენის დროს, მაყურებელი ფეხზე წამოვარდე-
ბოდა და მონაწილეებს აქეზებდა. ყოველ მონოლოგს ტაში მოჰ-
ყვებოდა ხოლმე. ისინი კნაოდნენ, კიოდნენ, უსტვენდნენ, ტი-
როდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ემოციურად ჩართულები იყვნენ
სპექტაკლში.
წარმოდგენის მსვლელობის დროს, რა თქმა უნდა, დიდი სმა-
ჭამა მიდიოდა. ვაშლის, ფორთოხლის, თხილისა და ლუდის გამ-
ყიდველები იქვე ვაჭრობდნენ. შემორჩენილია ერთი დრამატურ-
გის განწყობის აღწერა, რომელიც თურმე ძალიან ნერვიულობ-
და, როგორ მიიღებდა მაყურებელი მის პიესას – ყოველი ლუდის
ბოთლის გახსნისას ეჩვენებოდა, რომ დარბაზში ვიღაც უსტვენ-
დაო. „გლობუსზე“ ბარიც იყო მიშენებული, სადაც 3 პენსად ჩიბუ-
ხის ყიდვა შეიძლებოდა. იმდროინდელი მორალისტის გადმოცე-
მით, იქ ჩიბუხს ქალებსაც სთავაზობდნენო. არ არის გასაკვირი,
ხალხის თავშეყრის ადგილას მეძავები და ჯიბის ქურდები მრავ-
ლად ყოფილიყვნენ. ერთი სასიამოვნო ცნობაც გვხვდება, „გლო-
ბუსში“ თურმე წიგნის გამყიდველებიც დადიოდნენ და გაიძახოდ-
ნენ: „იყიდეთ ახალი წიგნები!“ მოქმედებებს შორის შესვენება არ
იყო და ეს, ალბათ, შუა სპექტაკლის დროს ხდებოდა. თეატრებში
ჩხუბებით და არეულობებით უფრო მეთვრამეტე საუკუნე გამო-
ირჩევა. ყველაზე უარესი, რაც მეთექვსმეტე საუკუნის თეატრის
შესახებ აღუნიშნავთ, სცენისთვის ვაშლის და თხილის სროლაა.
ასე უმეტესად მაშინ იქცეოდნენ, როდესაც სპექტაკლი დაგვიანე-
ბით იწყებოდა. შექსპირის პიესების ჩვენებას, რამდენადაც ცნო-
ბილია, ხმაური ან მთვრალი შეგირდების შეძახილები არასოდეს
ახლდა. ჩემი აზრით, ახლა დროული იქნება აღვნიშნო, რომ თე-
ატრის დეკადანსის პერიოდი მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოდან იწ-
ყება.
240
ბენ ჯონსონი პიესაში „ყურადღებიან მაყურებელს“ ახსენებს;
ჯონსონი მიიჩნევდა, რომ ის იმავე დონის პოეტი იყო, რა დონი-
საც დრამატურგი და სურდა, ყურადღებიანი და გამგები მაყურე-
ბელი ჰყოლოდა. ასეთები კი ნამდვილად იყვნენ. ზოგიერთი თა-
ვისთვის განსაკუთრებულ ეპიზოდებს იწერდა კიდეც უბის წიგნაკ-
ში. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ იმ პერიოდში მიჩვეულები იყ-
ვნენ, პოეზია კი არ ეკითხათ, ესმინათ. თუ ყურადღებით მოისმენ-
და, მაყურებელი ყველა სიტყვის მნიშვნელობას ჩასწვდებოდა.
მას არ უჭირდა, შექსპირის ურთულესი ტექსტები გაეგო, თორემ
ასეთ შემთხვევაში, ალბათ, შექსპირი სხვანაირად დაწერდა. ბენ
ჯონსონი მაინც გაღიზიანებული იყო – მაყურებელი მხოლოდ
„სანახაობის საყურებლად და თხილის სამტვრევად დადისო.“ კა-
მათობენ იმაზეც, ელისაბედის ეპოქის მაყურებელი თეატრში სა-
ნახავად უფრო დადიოდა, თუ მოსასმენად. ჩვეულებრივ, ასეთი
დასკვნა გამოაქვთ, რომ შედარებით ინტელექტუალური მაყურე-
ბელი მოსასმენად დადიოდა, დანარჩენები კი საყურებლად. შექ-
სპირის გვიანდელ პიესებში ნათლად ჩანს, რომ ის სანახაობას
მეტ ყურადღებას უთმობს. მან კარგად იცოდა, რომ მაყურებლის
დასაკმაყოფილებლად და აღსაფრთოვანებლად სანახაობას დი-
დი მნიშვნელობა ჰქონდა და არასოდეს იზიარებდა ბენ ჯონსონის
დამამცირებელ წარმოდგენას მასობრივ თეატრზე. შეიძლება
იმიტომაც, რომ მასობრივი თეატრის ჩამოყალიბებაში თავადაც
დიდი წვლილი ჰქონდა შეტანილი.
„გლობუსის“ გახსნამდე ფინანსური საკითხები საგულდაგუ-
ლოდ მოაწესრიგეს. პიტერ სთრითს სთხოვეს, გაეთვალისწინე-
ბინა, რომ დარბაზში რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატეულიყო.
„გლობუსი“ ახალი პიესით გახსნეს. ახალი პიესის ჩვენების დღეს
ბილეთის ფასი ორმაგდებოდა. ჩვეულებრივ სპექტაკლებზე ფა-
სები ერთნაირი იყო. დათვლილია, რომ 1580 წლიდან 1642

241
წლამდე ლონდონის თეატრებში წარმოდგენას ორმოცდაათი მი-
ლიონი მაყურებელი დაესწრო. „გლობუსი“ თავისი აქციონერე-
ბისთვის ძალიან მომგებიანი ბიზნესი გამოდგა. შექსპირის შემო-
სავალთან დაკავშირებით ბევრს ლაპარაკობენ და ყველა სხვა-
დასხვა თანხას ასახელებს, რადგან ის თამაშობდა კიდეც, პიესებ-
საც წერდა, მეწილეც იყო და თეატრის ერთ-ერთი მესაკუთრეც.
მისი ანდერძით თუ ვიმსჯელებთ, შექსპირი, როგორც ზოგი ფიქ-
რობს, არ ყოფილა ძალიან მდიდარი, მაგრამ მდიდარი ნამდვი-
ლად იყო.

242
თავი 66
რიტორიკის სიტკბო

„გლობუსის“ გახსნის დღე ჰოროსკოპთან შეათანხმეს. იმ


დღეს „იულიუს კეისრის“ ჩვენება გადაწყვიტეს; პიესაში გვხვდება
ალუზია, რომ ის პირველად 1599 წლის 12 ივნისს წარმოადგი-
ნეს. 12 ივნისი ზაფხულის ბუნიობისა და სავსე მთვარის დღე იყო.
ასტროლოგების აზრით, ახალ მთვარეზე ახალი თეატრის გახსნა
საუკეთესო შემთხვევა იქნებოდა. იმ საღამოს მდინარის დონემ
აიწია და ჩრდილოეთ ნაპირიდან თეატრში მისვლა გაუადვილ-
დათ. მზის ჩასვლის მერე, ცაზე ვენერა და იუპიტერი გამოჩნდა.
იმას, რაც დღეს შეიძლება კუდიანობად მოგვეჩვენოს, მეთექ-
ვსმეტე საუკუნეში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.
„იულიუს კეისარი,“ შექსპირის პირველი პიესა რომის ცხოვ-
რებაზე, „გლობუსის“ მყვირალა „კლასიკურ“ ინტერიერს ყველა-
ზე მეტად უხდებოდა. მარმარილოს კოლონებიანი, რომაულ ყა-
იდაზე მორთული დარბაზი შესაფერის პიესას ითხოვდა. „იულიუს
კეისარში“ შექსპირი თავისი რიტორიკით ანტიკურ ორატორებს
არ ჩამოუვარდება. ის ავლენს საოცარ უნარს, ერთდროულად სა-
მი განსხვავებული ადამიანის განწყობა გაითავისოს. სიტყვის
წყობითა და ინტონაციით ის აშკარად კეისარია, მაგრამ შექსპი-
რის ხმა ბრუტოსის სევდიან გამოთქმებშიც ისმის, ისევე, რო-
გორც ანგარებიანი ანტონიუსის დათაფლულ ლექსებში. ახალმა
თეატრმა შექსპირს ამბიცია გაუღვიძა. „იულიუს კეისრის“ გმირე-
ბი ბევრად უფრო დახვეწილები არიან, ვიდრე მისი ადრინდელი
გმირები. ყურადღება უფრო პიროვნებებს ენიჭება და არა მოქმე-
დებას. მოქმედება კი ისე ოსტატურად აქვს გაწონასწორებული,
რომ ხშირად იბნევი, არ იცი, პერსონაჟი უნდა გაამართლო, თუ
გაამტყუნო. შექსპირმა ახალი ტიპის მთავარი გმირი შექმნა,

243
რომლის ბუნებას მაყურებელი ერთბაშად ვერ იგებს. ეს დაპი-
რისპირებებზე და კონტრასტებზე აგებული პიესა, რომელსაც ფი-
ნალური დასკვნა არა აქვს, ახალი ტიპის დრამაა. შეიძლება, მი-
ვაკუთვნოთ ისტორიულ პიესასაც და შურისძიების ტრაგედიასაც,
ან ორივეს ერთად. იმ პერიოდში შექსპირის არაერთი თანამედ-
როვე დრამატურგი წერდა რომაულ თემებზე, მაგრამ ისინი
თვალწარმტაცი თეატრალური დეკორაციის ფონზე ისტორიულ
თხრობას სჯერდებოდნენ. „იულიუს კეისარში“ იგრძნობა, რომ
თავისი თანამედროვეებისგან განსხვავებით, შექსპირს სურს, ის-
ტორიის არსს ბოლომდე ჩასწვდეს.
ბენ ჯონსონი აღაშფოთა ამ სპექტაკლმა. ჯონსონის იმავე
წელს დაწერილ პიესაში არაერთი სარკასტული, გადაკრული გა-
მოთქმა გვხვდება „იულიუს კეისარზე.“ განსაკუთრებით გაქილი-
კებულია ფრაზა – „შენცა, ბრუტოს!“ რაც იმას ადასტურებს, რომ
მაყურებლისთვის ის უკვე კარგად ნაცნობი ფრაზა უნდა ყოფილი-
ყო.
რამდენიმე თვის შემდეგ შექსპირი წერს „ჰენრი V“-ს. ამ პიესა-
შიც, შეიძლება რომაულ ისტორიაზე მეტად, გაორებებისა და და-
პირისპირების გამო ყველაფერი კიდევ უფრო ჩახლართულია.
ვინ არის ჰენრი V – უბრალო ყაჩაღია, თუ დიდი წინამძღოლი?
გულადი კაცია, თუ ცივსისხლიანი მკვლელი? პატივი ვცეთ, თუ
დავცინოთ? პიესაში გმირული პათოსი და კომიკური ეპიზოდები
მონაცვლეობენ და შექსპირი ამას ისე ბუნებრივად ახერხებს, მა-
თი მონაცვლეობა ისეთი გარდაუვალი გეჩვენება, როგორც პია-
ნისტს - შავი და თეთრი კლავიშების მონაცვლეობა.

244
თავი 67
ორივე ყოჩაღები ვართ,
კარგად ვითამაშეთ

ამავე პერიოდში დაწერილი ორი კომედიიდან - „აურზაური


არაფრის გამო“ და „როგორც გენებოთ“, ვფიქრობ, ჯერ „აურზაუ-
რი არაფრის გამო“ უნდა დაეწერა. ბიატრიჩესა და ბენედიქტის
გონებამახვილური პაექრობის წყალობით, ის დღევანდლამდე
შექსპირის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პიესად რჩება. ერთი
მელექსე წერდა 1640 წელს: „მარტო ბიატრიჩესა და ბენედიქტის
სანახავად, პარტერი, ქანდარები და ლოჟები გადაჭედილი იყო.“
პიესა საშუალებას გვაძლევს, სრული წარმოდგენა შევიქმნათ
ელისაბედის ეპოქის კომედიის ბუნებასა და წყობაზე, თავისი
სხარტი სიტყვა-პასუხებით, ჩახლართული კალამბურებით, სასა-
ცილო თავდაჯერებით, გაუთავებელი სექსუალური ქარაგმებით
და განწყობით, რასაც შეიძლება, თავქარიანი მელანქოლია ვუ-
წოდოთ. პიესის სახელწოდება უკვე მიგვანიშნებს შინაარსზე. მის
მთავარ გმირებს მცდარი ცნობების საფუძველზე არასწორი შთა-
ბეჭდილება ექმნებათ. სათაურში უხამსი მნიშვნელობაც იგულის-
ხმება, ვინაიდან „არაფერი“ (ნოტჰინგ) მაშინდელ სლენგზე სას-
ქესო ორგანოს ნიშნავდა. პიესაში „აურზაური არაფრის გამო“
უხვად არის შექსპირის საყვარელი შეუსაბამო დამთხვევები. ის
რაღაცით მსუბუქ და დახვეწილ ცეკვას, შოტლანდიურ ჯიგას გვა-
გონებს, რომელსაც ტექსტში რამდენჯერმე ვხვდებით.
„როგორც გენებოთ“, რა თქმა უნდა, „გლობუსში“ დაიდგმებო-
და. ჯაკის ფრაზა - „მთელი სამყარო თეატრია“, თეატრს დევიზად
მოუხდებოდა. პიესაში ყველაზე მეტ ყურადღებას იმსახურებს კო-
მიკური გმირი, რომელიც „ლორდ კამერჰერის მსახურების“
ახალ წევრს, რობერტ არმინს უნდა განესახიერებინა. რობერტ
არმინი, კომიკოსი და მუსიკოსი, 1599 წელს დასიდან წასული
245
უილ კემპის შემცვლელად აიყვანეს. არსებობს სხვადასხვა მო-
საზრებები, რომ უილის პამპულაობები ახალი სცენისთვის ცოტა
მოძველებული ჩანდა, ან, შეიძლება, თავად აიცრუა გული მის-
თვის შეთავაზებულ როლებზე. რამდენიმე შეფარული ნათქვამის
საფუძველზე გიჩნდება შთაბეჭდილება, რომ შექსპირს ინტუიციუ-
რად არ მოსწონდა იმ ტიპის იუმორი, რომელშიც კემპი ვარ-
სკვლავი იყო. შექსპირისთვის მეტისმეტად ხმაურიანი და მო-
ულოდნელობებით აღსავსე კემპი ცდილობდა, ყველა როლში სა-
კუთარი პიროვნული თვისებები წარმოეჩინა. თავის მხრივ, შეიძ-
ლება, ისიც არ ცნობდა შექსპირის დახვეწილ ხელოვნებას, რად-
გან მაინც ძველი თაობის მსახიობი იყო, დაქირავებულ მწერ-
ლებთან მუშაობას შეჩვეული. როგორც ჩანს, ორი კულტურა შე-
ეჯახა ერთმანეთს. კემპის სიტყვებს თუ გავიხსენებთ - „ცეკვა-ცეკ-
ვით გავედი სამყაროდან“, - შეიძლება გულისხმობდა, გავედი
„გლობუსიდანო.“
რაც არ უნდა იყოს უილ კემპის კომპანიიდან წასვლის მიზეზი,
„ლორდ კამერჰერის მსახურებმა“ მისი შეცვლა ახალი კომიკო-
სით გადაწყვიტა. არმინი თავიდან ოქრომჭედლის შეგირდი ყო-
ფილა ლომბარდ სთრითზე, შემდეგ, ძალიან მალე, დრამატურგი-
სა და ბალადების ავტორის რეპუტაცია მოიპოვა. მას ეკუთვნოდა
ისეთი პოპულარული პიესები, როგორებიცაა „ორი მოახლის ის-
ტორია“ და „სულელების ბუდე.“ როდესაც პროფესიონალი კომი-
კოსი გახდა, წერისთვის თავი არ დაუნებებია და ამითაც, კემპის-
გან განსხვავებით, შექსპირის თვალში მეტ სიმპათიას იმსახუ-
რებდა. ერთ-ერთი თეატრის ისტორიკოსი მას „ინტელექტუალს“
უწოდებს. ცნობილია, რომ კარგად იცოდა ლათინური და იტალი-
ური. არმინი თავიდან „ლორდ ჩანდოსის მსახურების“ წევრი გახ-
და, სადაც მალე დაიმკვიდრა კომიკოსისა და გონებამახვილი კა-
ცის სახელი. უნდა აღინიშნოს, რომ შექსპირმა მასხარების სახე-

246
ებზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიაში არმინი გა-
მოჩნდა. არმინი კარგი ვოკალითაც იყო განთქმული. შექსპირს
მისთვის არაერთი სიმღერა აქვს დაწერილი. მისი მასხარები მო-
ულოდნელად ამღერდებიან ხოლმე. საინტერესოა, არმინმა შთა-
აგონა შექსპირს თავისი ახალი „მასხარის“ სახე, თუ შექსპირმა
შექმნა არმინი, როგორც მსახიობი. ეჭვი არ არის, რომ ასეც იყო
და ისეც, და მეფე ლირის მასხარა, ტაჩსტოუნი, თუ ჰამლეტის მე-
საფლავე მათი ერთობლივი ქმნილებებია. ამ გმირებში შერწყმუ-
ლია მელანქოლია და ახირება, მუსიკალურობა და ერუდიცია,
იმიტაცია და ქარაგმა, სატირა და ფილოსოფია და ისინი, თავი-
ანთ მასხარის კოსტიუმში გამოწყობილები, თავიანთი მასხარის
ენით ძალიან გამორჩეულები არიან.
არმინს, წინამორბედისგან განსხვავებით, ექსპრომტად ხუმ-
რობა არ უყვარდა, ის დიდი გულისყურით ეცნობოდა როლებს.
მას შემდეგ, რაც არმინმა „ტროილოსში და კრესიდაში“ ცინიკო-
სი თერსიტეს როლი დასძლია, ნათლი გახდა, რომ ის უკვე, რო-
გორც ახლა ვუწოდებთ, „სახასიათო“ როლებსაც ადვილად გაარ-
თმევდა თავს.
ასე მოგვევლინა არმინი „როგორც გენებოთ“-ში ტაჩსტოუნის
როლში. მას ტრადიციული ჯამბაზის ტანსაცმლის ნაცვლად,
გრძელი, მწვანე და ყვითელი ფერის მოსასხამი ემოსა, ყურებია-
ნი ჩაჩი ეხურა და ხელში კეტი ეჭირა. ტაჩსტოუნის დიდი როლი
შექსპირმა სპეციალურად არმინისთვის შექმნა. „როგორც გენე-
ბოთ“-ში ბევრად მეტი სიმღერაა, ვიდრე შექსპირის სხვა რომე-
ლიმე პიესაში. ესეც არმინის მშვენიერ ხმას უკავშირდებოდა.
როდესაც, ერთი წლის შემდეგ, არმინიმ „მეთორმეტე ღამეში“
კლოუნი შეასრულა, ასეთი კომპლიმენტი დაიმსახურა - ეს ყმაწ-
ვილი საკმაოდ ჭკვიანია, სულელი რომ ითამაშოს...

247
თავი 68
ხან ერთი ჯობნის, ხან მეორე

მეთექვსმეტე საუკუნის ბოლო წლები საკმაოდ რთული პე-


რიოდი იყო. მოხუცებული დედოფლის გარშემო მწუხარე ატმოს-
ფერო სუფევდა, ეს კი სატირის განწყობას აძლიერებდა. დრო-
მოჭმული რეჟიმის უკანასკნელი ეტაპი, საერთოდ, შავ იუმორს
აღვიძებს ხოლმე. 1599 წლის 1 ივნისს კენტერბერის არქიეპის-
კოპოსმა აკრძალა სატირისტული ნაწარმოებების ლექსად წერა.
საიდუმლო საბჭომაც შეკვეცა პიესების რაოდენობა. სატირის
მოდამ შექსპირიც ჩაითრია და ის „პოეტების ომის“ მონაწილეც
აღმოჩნდა. როგორც ყველა შინაომში, კონფლიქტის დაწყების
მიზეზის დადგენა ძნელია, მაგრამ ძალიან თუ ჩავეძიებით, მგო-
ნი, მიზეზი ჯონ მარსტონის, მიდლ თემფელისა და წმინდა პავლეს
ბიჭების გუნდის ურთიერთობას უკავშირდება.
ჯონ მარსტონს უკვე ასაკოვან და სახელოვან მწერლებში ნა-
ადრევად განვითარებული სატირიკოსის სახელი ჰქონდა. ერთ-
ერთი მისი ადრეული ნაწარმოები, „პიგმალიონის ქანდაკების მე-
ტამორფოზები“ „ვენერა და ადონისის“ პაროდიაა. მაგრამ შექ-
სპირზე დაწერილმა პაროდიამ მარსტონს ვერ შეუშალა ხელი,
დრამატურგის უფრო გვიანდელი ნაწარმოებიდან არ ესესხა, ან
საერთოდ, ადგილები არ გადმოეწერა. ერთ სატირიკულ პიესაში
მარსტონმა შექსპირი და ჯონსონი ცუდად მოიხსენია. ჯონსონი ის
კაცი არ იყო, ვინც ვინმეს შეურაცხყოფას აპატიებდა და თავადაც
მიუძღვნა მარსტონს პაროდია. ჯონსონს ჰქონდა მიზეზი, გაბრა-
ზებულიყო, ვინაიდან მანამდე შექსპირმაც თავის პიესაში მის
ერთ საყვარელ თეატრალურ ხერხს დასცინა. ჯონსონის პაროდი-
ას მარსტონზე და ასევე მის კოლეგა დრამატურგზე, თომას დე-
კერზე, მარსტონის კონტრშეტევა მოჰყვა. მის „რასაც ისურვებ“-

248
ში ბენ ჯონსონი გამოყვანილია თავდაჯერებულ, თავხედ და წა-
რუმატებელ ადამიანად. ამის შემდეგ მან მარსტონი დუელში გა-
მოიწვია, რაც ერთხელ უკვე ჩამოხრჩობას გადარჩენილი კაცის-
თვის მაინცდამაინც გონივრული საქციელი არ იყო. მაგრამ, ალ-
ბათ, ჯონსონს სჯეროდა, რომ მარსტონისგან უარს მიიღებდა.
იმედი ჰქონდა, მარსტონს ლონდონის რომელიმე ტავერნაში
იპოვიდა და იპოვა კიდეც. მის დანახვაზე მარსტონმა პისტოლეტი
დააძრო, მაგრამ ჯონსონმა იარაღი ხელიდან გამოგლიჯა და კარ-
გად მიბეგვა. ეს ამბავი მალე მოედო ლონდონს, რადგან ჯონსო-
ნი ყველგან ამაზე ჰყვებოდა.
თომას დეკერს რაც შეეხება, მანაც დასცინა შექსპირსა და
ჯონსონს თავის პიესაში, რომლის დადგმა „ლორდ კამერჰერის
მსახურებმა“ რატომღაც მაინც გადაწყვიტა და ასე გადაიზარდა
„პოეტების ომი“ უკვე „თეატრების ომში.“
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ მარსტონი და დეკერი
წმინდა პავლეს სკოლის ბავშვებისთვის სატირულ პიესებს წერ-
დნენ. ბავშვების კომპანიებს დიდი ხნის ისტორია აქვს, ელისაბე-
დის მეფობის ადრეულ წლებში ლონდონის თეატრებში ბავშვების
დასები დომინირებდნენ. მოგვიანებით, მომრავლებულმა კერძო
თეატრებმა მათი ბრწყინვალება ნელ-ნელა დაჩრდილეს, მაგრამ
1590-იანების ბოლოს, რაც სატირა შემოვიდა მოდაში, ბავშვები
ისევ პოპულარულები გახდნენ. ისინი ბევრ „სალანძღავ პიესას“
დგამდნენ. ეს ზოგიერთი მათი თანამედროვის უკმაყოფილებას
იწვევდა და კიცხავდნენ დრამატურგებს, რომლებიც ბავშვების
პირით ილანძღებოდნენ – თითქოს ბავშვური ასაკი უფლებას აძ-
ლევდეთ, ასეთი დაუნდობლები იყვნენო. ბავშვები უფროსების
სატირებში დიდი ხანია თამაშობდნენ; ტრადიცია ჯონ ლილისგან
მოდის, ის პიესისთვის ძირითადად კლასიკური ისტორიის ან ლე-
გენდის ფონს ქმნიდა ხოლმე. „პოეტების ომის“ პერიოდში შექ-
მნილ პიესებშიც მოქმედება ასეთივე ანტიკური ისტორიის ფონზე
249
ვითარდება. ვინაიდან ბიჭების დასს კერძო კომპანიის სტატუსი
ჰქონდა და ეკლესიასთან და სამეფო კართან დაახლოებულები
იყვნენ, საიდუმლო საბჭოსა და ხელისუფლების გულისწყრომა
მათზე არ ვრცელდებოდა.
მაინც, რატომ დადგა „ლორდ კამერჰერის მსახურების“ დასმა
დეკერის პიესა, სადაც ბენ ჯონსონის კარიკატურას ვხვდებით?
ჯონსონმა თავიდან ბლექფაიერზში სამეფო კაპელის ბავშვების-
თვის დაიწყო წერა. იქ ვიღაც გამოცდილ მსახიობთან უსიამოვნე-
ბა მოუვიდა. ამავე პერიოდში, „ლორდ კამერჰერის მსახურებმა“
უარი უთხრეს, მისი ახალი პიესა დაედგათ. გაღიზიანებულმა
ჯონსონმა ბლექფაიერზისთვის დაწერილ პიესებში სახალხო თე-
ატრების „უბრალო მსახიობებს“ დასცინა. „ლორდ კამერჰერის
მსახურებმა“ კი დეკერის პიესით გადაუხადა სამაგიერო.
როგორც ცნობილია, ბენ ჯონსონმა პიესაში შექსპირის გერბი
გააქილიკა. ერთ გმირს ურჩევს, თავისი გენეოლოგია „თაღლი-
თებისა და მაწანაწალების კანონში“ ეძებოს. შექსპირმა, რო-
გორც სჩვეოდა, პირდაპირ არ უპასუხა. სამაგიეროდ, მთელ იმ
პერიოდში ამტყდარ პოლემიკას გამოეხმაურა „ჰამლეტში.“ რო-
ზენკრანცი ჰამლეტს ეუბნება: „ახლა ხალხი ვიღაც ბავშვების
დასს უგდებს ყურსა. ეს ახლად გამოჩეკილნი ჭყვირიან, რაც ძა-
ლი და ღონე აქვთ, აზრის მიუხედავად, და აღტაცებულ ტაშსაც
ეღირსებიან ხოლმე. ესენი არიან ახლა მოდად მიღებულნი და
ისე ავად იხსენიებენ უბრალო მოთამაშეებს – როგორც ისინი
უწოდებენ...“, რაზედაც ჰამლეტი მისთვის უჩვეულოდ დასაბუთე-
ბულ პასუხს სცემს, რომ ბავშვებმა აგდებულად არ უნდა მოიხსე-
ნიონ „უბრალო მოთამაშეები“, თუნდაც იმიტომ, რომ თვითონ
მომავალი მსახიობები არიანო.
მალე უთანხმოება მიწყნარდა და მთავარმა მეტოქეებმა ძვე-
ლებურად ერთად დაიწყეს მუშაობა. ყველაფერი აურზაური

250
არაფრის გამო ყოფილა. ის კი არა, რიჩარდ ბერბიჯმა სამეფო კა-
პელის ბავშვებს „ბლექფაიერზი“ დაუთმო წარმოდგენისთვის.
არც ის არის გამორიცხული, რომ „ომი“, საერთოდაც, მაყურებ-
ლის მისაზიდად და რეკლამისთვის დასჭირდათ.

251
თავი 69
როგორც ჩანს, მთელი ღამე უნდა ვისესხო

ოფიციალურ დოკუმენტებში წერია ისტორია: „ესექსის გრაფი


სახელმწიფო ღალატში არის მხილებული, ვინაიდან ის პაპთან
და ესპანეთის მეფესთან შეთანხმებით, შეთქმულების მოწყობას
აპირებდა, რათა თავი ინგლისის და ირლანდიის მეფედ გამოეც-
ხადებინა.“ ერთ-ერთ დანაშაულად სახელდებოდა ის, რომ გრაფ-
მა „ნება დართო, დაბეჭდილიყო და გამოქვეყნებულიყო ყველაზე
მოღალატური წიგნი მეფე ჰენრი მეოთხეზე... გრაფი თავად ხში-
რად ესწრებოდა სპექტაკლს და ტაშით გამოხატავდა მოწონე-
ბას.“ „მოღალატურ წიგნში“ იგულისხმება ჯონ ჰეივორდის ისტო-
რიული ნაშრომი, ხოლო თეატრში გრაფი ესექსი შექსპირის პიე-
სებს აჯილდოებდა ტაშით. როგორც ჩანს, შექსპირი ასე თუ ისე
გახვეული იყო ღალატში და შეთქმულებაში. თითქოს ესექსს და-
გეგმილი ჰქონდა, ლონდონში ამბოხება დაეწყო, რათა დედოფა-
ლი თავისი მრჩევლებისგან დაეცვა. ისე კი, სინამდვილეში, გრაფ
ესექსს საკუთარი თავის დაცვა სურდა. მას შემდეგ, რაც ირლან-
დიაში დამარცხდა და შიდა პატიმრობაში ჰყავდათ, შიშობდა,
რომ ამ ყველაფერს უარესი შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა.
ცნობილია, რომ შექსპირი ესექსის „წრესთან“ დაახლოებული
იყო. ურთიერთობა ჰქონდა გრაფ საუთჰემპტონთან, ლორდ
სთრეინჯთან, პემბროკის გრაფის მეუღლესთან, სემუელ დენი-
ელთან, სერ ჯონ ჰარინგტონთან და სხვებთან. მას 1601 წლის ამ-
ბები ნამდვილად შეაშფოთებდა. გრაფ ესექსს სჯეროდა, რომ სერ
რობერტ სესილის მიერ მოწყობილი შეთქმულების მსხვერპლი
იყო და გადაწყვიტა, სანამ მას დაარტყამდნენ, ჯერ თვითონ და-
ესწრო. თანამზრახველებთან ერთად, რომელთა შორის იყო
გრაფი საუთჰემპტონი, აპირებდა, ხელში ჩაეგდო ძალაუფლება,

252
დედოფალი გაეთავისუფლებინა თავისი მრჩევლებისგან და მე-
ფე ჯეიმს I-ის ტახტზე ასვლა უზრუნველყო. ის მცდარად იმედოვ-
ნებდა, რომ საკმარისი იყო, განეცხადებინა თავისი განზრახვის
შესახებ, მთელი ლონდონი მხარში ამოუდგებოდა.
1601 წლის 7 თებერვალს ესექსის რამდენიმე თანამოაზრემ –
ლორდმა მონტიგლმა, სერ ქრისტოფერ ბლაუნტმა და სერ
ჩარლზ პერსიმ – ერთად ისადილეს ტავერნაში თემფელთან ახ-
ლოს. კათოლიკე, მაგრამ ამავე დროს დედოფლის ერთგული
ლორდი მონტიგლი მოგვიანებით შეთქმულების გახსნაში დაეხ-
მარება ხელისუფლებას; სერ ქრისტოფერ ბლაუნტი ესექსის მა-
მინაცვალი გახლდათ, სერ ჩარლზ პერსი კი ჩრდილოეთ ინგლი-
სის ცნობილი კათოლიკე ოჯახის წარმომადგენელი იყო. სადი-
ლის შემდეგ, ყველანი ერთად „გლობუსში“ იმ სპექტაკლის სანა-
ხავად გაემართნენ, რომელიც წინადღით შეუკვეთეს. „გლობუს-
ში“ რამდენიმე მათი წარმომადგენელი მივიდა და სთხოვეს, მომ-
დევნო დღეს ჰენრი მეოთხე ეჩვენებინათ. მოგვიანებით ფრენსის
ბეკონმა ახსენა გრაფ ესექსის შეთქმულება, შექსპირის პიესას კი
უწოდა „პიესა მეფე რიჩარდ მეორის ტახტიდან ჩამოგდებაზე.“ ეს
იმას ნიშნავს, რომ, როგორც ჩანს, სპქტაკლში იყო რიჩარდის ჩა-
მოგდების სცენა, რაც დრამის ნაბეჭდ ვერსიაში არ გვხვდება.
ესექსის თანამზრახველების მიზანი ნათელი იყო. მათ სურდათ,
თეატრის საშუალებით გაემართლებინათ თავიანთი ზრახვები.
როგორც არ უნდა უარეყო მოგვიანებით გრაფ ესექსს, აშკარა
იყო, იმ დღეს მას სცენაზე მონარქის სიკვდილის ნახვა სურდა.
ერთ-ერთმა მსახიობმა, ოგასტინ ფილიპსმა დაკითხვაზე
თქვა, რომ მათ ერჩივნათ, სხვა რომელიმე პიესა ეთამაშათ, რად-
გან რიჩარდი დიდი ხანი აღარ გადიოდა და უკვე მოძველებულიც
იყო. მაგრამ მას მხოლოდ შიში ალაპარაკებდა, იმავე პერიოდში
დგამდნენ „ამაო გარჯა სიყვარულისას“ და „შეცდომათა კომედი-
ას“, და ორივე უფრო ძველი პიესა იყო. იმასაც ამბობენ, იმ დღეს
253
გრაფ ესექსის მეგობარმა, სერ ჯილი მეირიკმა მსახიობებს 40 ში-
ლინგი შესთავაზა და ასე დაითანხმაო. ჩვენი გადასახედიდან,
მსახიობებმა არც ისე გონვრული გადაწყვეტილება მიიღეს, როცა
დათანხმდნენ. ხომ შეიძლებოდა, ხელისუფლებას ისინი ღალატ-
ში ემხილებინა. მაგრამ ადვილი შესაძლებელია, მათ არაფერი
სცოდნოდათ გრაფ ესექსის ზრახვების შესახებ და ამიტომ შეეძ-
ლოთ, თავი ადვილად ემართლებინათ. თუმცა, ქალაქში ძალიან
დაძაბული სიტუაცია სუფევდა და ისიც ძნელი იქნებოდა, რაიმე
მითქმა-მოთქმისთვის ყური არ მოგეკრა. დაზაფრულ მსახიობებს
კი, არა მგონია, ზედმეტი 40 შილინგისთვის თავი საფრთხეში ჩა-
ეგდოთ. ისინი უფრო მოატყუეს, ან მოთაფლეს, ან სულაც დააში-
ნეს ამ დიდებულებმა.
ესექსის ამბოხება დიდი მარცხით დასრულდა. ლონდონის
მაცხოვრებლები მას მხარში არ ამოუდგნენ და მისი დროშის ქვეშ
არ გაერთიანდნენ, რისი დიდი იმედიც ჰქონდა. გრაფ ესექსის
სახლს, სადაც ის თანამოაზრეებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა
შემოარტყეს. გრაფი დანებდა. ის აწამეს და შემდეგ სიკვდილით
დასაჯეს. საუთჰემპტონსაც იგივე ბედი ელოდა, მაგრამ დედამი-
სის ხვეწნამ გაჭრა და დედოფალმა სიკვდილი ტაუერში სამუდა-
მო პატიმრობით შეუცვალა. ასე ექცეოდნენ დედოფლის მტრებსა
და მოღალატე მეგობრებს.
რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არც იმდღევანდელი სპექტაკ-
ლი არ გამოჰპარვია. ოგასტინ ფილიპსი, როგორც დასის მენეჯე-
რი, გამოძიების კომიტეტში დაიბარეს. ფილიპსმა ყველაფერი
აღიარა, არც 40 შილინგის შესახებ დაუმალავს. არ უნდა დაგვა-
ვიწყდეს, რომ „ძაღლის კუნძულის“ ჩვენებიდან, რასაც მსახიობე-
ბის დაპატიმრება და, შეიძლება, წამებაც მოჰყვა, სულ რაღაც
ოთხი წელი იყო გასული. მაგრამ „ლორდ კამერჰერის მსახურე-
ბი“ ყველანაირ სასჯელს გადაურჩნენ. ბევრ თეატრის ისტორი-

254
კოსს საგონებელში აგდებს ეს შეწყალება. თუ „ლორდ კამერჰე-
რის მსახურები“ მართლაც დააშინეს, მაშინ კომიტეტის გულმოწ-
ყალება გასაგებია. მართალია, ტიუდორების კანონებს არალო-
გიკურსა და მეტისმეტად სასტიკს უწოდებენ, მაგრამ რაღაც საღი
აზრი მაინც გამოსჭვიოდა მათ გადაწყვეტილებებში. მსახიობების
მფარველი, ლორდი კამერჰერი, დედოფლის ერთგული მსახური
და ნათესავი იყო. მსახიობები რომ ღალატში ემხილებინათ, ამით
ხომ ლორდის რეპუტაციაც შეილახებოდა. ეს კი ყოვლად წარმო-
უდგენელი იქნებოდა. არსებობს კიდევ მოსაზრება, რომ კომპა-
ნია ფრენსის ბეკონმა გადაარჩინა. ისიც კარგად ვიცით, რომ თა-
ვად დედოფალს განსაკუთრებული სიმპათია ჰქონდა დასის მი-
მართ, უფრო კი ალბათ მათი შექსპირის რეპერტუარის გამო. ასე
და ამგვარად, ღვთისა და დედოფლის წყალობით, შექსპირი და
მისი მეგობრები ციხეს, ან, ვინ იცის, ჩამოხრჩობას გადაურჩნენ.
ერთი კვირის თავზე, რაც ოგასტინ ფილიპსი დაკითხეს, „ლორდ
კამერჰერის მსახურებმა“ დედოფლის წინაშე ითამაშეს. იმ დღეს
გრაფ ესექსს თავი მოჰკვეთეს.

255
თავი 70
მათ გულში ვკითხულობ

შექსპირის ყურადღებას სტრეთფორდიც მოითხოვდა. მისი


ცოლი, ენი, ისტორიულ ჩანაწერში მოიხსენიეს. შექსპირების მე-
ზობელმა შათერიდან, თომას ვითინგტონმა, ანდერძში სტრეთ-
ფორდელ ღარიბებს 40 შილინგი დაუტოვა, რომელიც „ენ შექ-
სპირს, ბატონი უილიამ შექსპირის მეუღლეს, ჩემგან ვალად აქვს
აღებული.“ ისეთი შთაბეჭდილება ჩნდება, რომ ენ შექსპირი იძუ-
ლებული იყო, ფული ესესხა ვითინგტონისგან, რომელსაც ბავ-
შვობიდან იცნობდა, ვინაიდან ქმარი საკმარისად ვერ უზრუნ-
ველყოფდა. რაღაც არ უნდა ჰგავდეს სიმართლეს. ის სტრეთ-
ფორდის უმდიდრეს უბან „ნიუ ფლეისში“ დასახლდა და ენს თა-
ვის შესანახი თანხა რომ არ ჰქონოდა, უბრალოდ, შექსპირების
გვარის რეპუტაცია შეილახებოდა. თანაც, ცნობილია, რომ შექ-
სპირი, დაუდევარ ან ხელმომჭირნე ქმარს რომ ვერაფრით დაარ-
ქმევდით, რეგულარულად უგზავნიდა ოჯახს საკმაოდ დიდ თან-
ხას. ვითინგტონის ანდერძში ნახსენები 40 შილინგი რომ ენ შექ-
სპირთან იყო დაკავშირებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ
ფაქტს, რომ ენ შექსპირი საიმედო და სანდო დიასახლისი ყოფი-
ლა და მას ეს ფული შესანახად ჰქონდა მობარებული.
იმ პერიოდში სტრეთფორდში შემაშფოთებელი ამბები ხდე-
ბოდა, რაც უცნაურად აისახება შექსპირის მომავალ დრამაში.
1601 წლის დასაწყისში, სტრეთფორდელმა მემამულემ, სერ ედ-
ვარდ გრევილმა ქალაქის მაცხოვრებლები განარისხა იმით, რომ
საერთო მიწების ნაწილი მიისაკუთრა. ქალაქის ექვსი ოლდერ-
მანი, მათ შორის, შექსპირის ნაცნობი რიჩარდ ქუინი, მივიდნენ
და მოარღვიეს მესერი, რითიც გრევილს საზღვრები ჰქონდა მო-
ზომილი. გრევილმა კი მათ ამბოხების მოწყობაში დასდო ბრა-
ლი. ქუინი და შექსპირის ბიძაშვილი, თომას გრინი, ლონდონში
256
გაემგზავრნენ, რათა გენერალური პროკურორისთვის დახმარე-
ბა ეთხოვათ. მიმართვის ხელმომწერებს შორის ჯონ შექსპირიც
ერია. მაგრამ სტრეთფორდის მცხოვრებლებს არავითარი დახმა-
რება არ მიუღიათ. ამასობაში, გრევილის უკმაყოფილების მიუხე-
დავად, ქუინი ბეილიფად აირჩიეს და ქალაქი ორ დაპირისპირე-
ბულ მხარედ გაიყო. სტრეთფორდში ხშირი იყო არეულობები და
ჩხუბები. ერთ-ერთი ჩხუბის დროს, 1602 წელს, ქუინი დაჭრეს,
რის მერეც მალევე გარდაიცვალა. ასეთი ბინძური ისტორიები,
დაპირისპირებები მემამულეებსა და ადგილობრივ მაცხოვრებ-
ლებს შორის სხვა ქალაქებშიც ხდებოდა, უბრალოდ, შექსპირის-
თვის სტრეთფორდი უფრო ახლობელი იყო. სტრეთფორდში
დატრიალებული დრამა, თუ როგორ აღდგა ხალხი ქედმაღალი
პატრიცის წინააღმდეგ, მან „კორიოლანოსში“ გამოიყენა, ოღო-
ნდ, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პიესაში ვერ ვიტყვით, ვის მხარე-
საა შექსპირი. ის შორს უნდა ყოფილიყო რეალური ამბებიდან,
მეტი ენერგია რომ ჩაედო წარმოსახულ დრამაში.

257
თავი 71
მოკვდები, მაგრამ შენს
შთამომავლობაში იცოცხლებ

1601 წლის 8 სექტემბერს ჯონ შექსპირი სტრეთფორდის ძველ


ეკლესიაში დაკრძალეს. მისი ვაჟი დაკრძალვას უდავოდ დაეს-
წრებოდა. ჯონ შექსპირს, რომელიც სამოცდაათი წლისა უნდა
გამხდარიყო, როგორც ჩანს, ანდერძი არ დაუტოვებია. კანონის
თანახმად, შექსპირს დარჩა მამისეული სახლი ჰენლი სთრითზე
და კიდევ რაღაც მიწის ნაკვეთი. მაგრამ განსვენებული უფრო
მდიდარი იყო, ვიდრე ეგონათ. ვესტმინსტერის სასამართლოში
შეძლებულ კაცად არასოდეს აჩვენებდა თავს, არადა, რეალობა
სულ სხვანაირი იყო. მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემ-
დეგ, შექსპირი საკმაოდ დიდ თანხას, დაახლოებით 500 გირვან-
ქას განკარგავდა.
შექსპირმა შეინარჩუნა მამის სახლი, სადაც მისი დაქვრივებუ-
ლი დედა და დის, ჯოან ჰარტის ოჯახი ცხოვრობდა. ჯოანი სტრეთ-
ფორდელ მექუდეს, უილიამ ჰარტს გაჰყვა ცოლად, მაგრამ დე-
დისთვის რომ მოევლო, მასთან ცხოვრობდა. როგორც ეტყობა,
შექსპირმა ჯოანს დედის საქმეები გადააბარა, რადგან მერი შექ-
სპირის გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ, ჰარტები მის მა-
მულს ჰპატრონობდნენ.
მიიჩნევენ, რომ ჯონ შექსპირის სიკვდილი გადამწყვეტი მო-
მენტი იყო შვილის შემოქმედებაში. ამ ფაქტს პირდაპირ უკავში-
რებენ „ჰამლეტის“ შექმნას. პიესა „ჰამლეტი“ სწორედ ტრაურის
პერიოდშია დაწერილი. პირველ სცენაში ჰამლეტის მამის აჩ-
რდილი განსაწმენდელიდან, - ეს, მოგეხსენებათ, კათოლიკური
ტერიტორიაა, - ბრუნდება, რათა სააქაო მოინახულოს. ზოგიერ-
თი ვარაუდით, გარდაცვლილი მამის როლს თავად შექსპირი ას-

258
რულებდა. შესაძლებელია, ასეც იყოს, მით უმეტეს, თუ გავითვა-
ლისწინებთ, რომ პიესის სახელწოდება მისი გარდაცვლილი ვა-
ჟის სახელთან ასოცირდება. ამ პერიოდში მისი გონება არეულია
მამებისა და შვილების თემით. „ჰამლეტი“ შექსპირის ყველაზე
გრძელი პიესაა, გამოთვლილია, რომ ის ოთხსაათ-ნახევარს
გრძელდება, ანუ, მეტისმეტად დიდხანს მეთექვსმეტე საუკუნის
თეატრალური წარმოდგენისთვის. ეს გვაფიქრებინებს, რომ შექ-
სპირს სურდა, „ჰამლეტში“ ყველა გრძნობა და განცდა ჩაედო,
რასაც კი მამა-შვილის ურთიერთობა აღძრავდა მის არსებაში.
მოვერიდოთ უკვე მრავალჯერ თქმულ სიტყვებს, როგორიცაა,
მაგალითად, შეპყრობილი, შეიძლება, უბრალოდ ვთქვათ, რომ
მას საკმარისზე მეტი მასალა ჰქონდა დრამატიზებისათვის.
მთავარ გმირს რიჩარდ ბერბიჯი თამაშობდა. ამ როლში მან
ნამდვილად შეძლო, თავი გამოეჩინა და დაემტკიცებინა, რომ
ელისაბედის ეპოქის ხელოვნება პიროვნების ხელოვნება იყო.
ერთი, 1604 წელს დაწერილი ლექსიდან ვიგებთ, რომ პრინცის
სიგიჟის ნათლად წარმოსაჩენად ბერბიჯი ფანქარს ეწეოდა, თით-
ქოს ჩიბუხი ყოფილიყო და სამელნეს ელით სავსე დოქივით მო-
იყუდებდა. ალბათ, ეს ხერხები უფრო დასამახსოვრებელი იქნე-
ბოდა მაყურებლისთვის. თუ შევეცდებით, ჰამლეტის ცვალებადი
გრძნობების ანატომია თანმიმდევრულად აღვწეროთ, ასეთ სუ-
რათს მივიღებთ – ირონიული, გულწრფელი, მორჩილი, უგუნე-
ბო, ზიზღიანი, კეთილგანწყობილი, დაინტერესებული, ზიზღიანი,
ფიქრიანი, სულწასული, გაბრაზებული, გონიერი, აბსურდული,
ხუმარა, არტისტული, უგუნებო, სარკასტული, კეთილგანწყობი-
ლი, ფიქრიანი, უგუნებო, გრძნობებმოზღვავბული, თვითმგვემი,
ცვალებადი (მეტისმეტად), დაბნეული, ქედმაღლური, არტისტუ-
ლი, თავაზიანი, ანცი, შიშის მომგვრელი, გადაუწყვეტელი, სას-
ტიკი, დამცინავი, მჭევრმეტყველი, შეშლილი, საკუთარ სულში
ჩაღრმავებული, სევდიანი, გაცეცხლებული, დამცინავი, ამტანი,
259
პაროდიული და შემგუებლური. ეს როლი ნამდვილი გამოწვევა
იქნებოდა მსახიობისთვის და ღირსეულად რომ შეესრულებინა,
საკუთარ სულში უნდა მოეძებნა და გამოევლინა, თუკი რამ ნათე-
ლი ჰქონდა, ისიც კი, რაც უკვე დაკარგული ეგონა.
მონოლოგების ოსტატის სახელი შექსპირს „ჰამლეტამდეც“
ჰქონდა, მაგრამ ამ პიესაში მონოლოგის ხელოვნებას იმდენად
ხვეწს, რომ ის გმირის ცნობიერების ძირითადი გამოხატულებაა.
მონოლოგის არსი უკვე აღარ არის: „ასეთი ვარ მე“, არამედ,
„ასეთი გავხდი მე.“ მაგრამ შესაძლებელია კი, ვისაუბროთ გმი-
რის სულიერი განწყობის შესახებ ელისაბედის დროინდელ სცე-
ნაზე, სადაც დაკანონებული თეატრალური მანერები ჰქონდათ?
ალბათ, „ჰამლეტი“ მაინც პირველი პიესაა, რომელშიც გმირის
შინაგან სამყაროს მნიშვნელობა ენიჭება, პირველი შემთხვევაა,
როდესაც ჰამლეტის „ხასიათზე“ საუბარი შეიძლება, თუნდაც ის
მარად ამოუცნობი დარჩეს, ყოველ შემთხვევაში, საკუთარი თა-
ვისთვის მაინც. იულიუს კეისარი და ჰენრი V იმ სამყაროს ეკუთ-
ვნიან, სადაც სიტუაციები და მოვლენები იცვლება, ისინი რე-
ალურ ცხოვრებაში ცხოვრობენ, ჰამლეტი კი, მათგან განსხვავე-
ბით, მთლიანად თავის მოგონილ სამყაროში არსებობს. ჰამლე-
ტის მონოლოგებს ხშირად სიუჟეტთან საერთო არა აქვს, მაგრამ,
მიუხედავად ამისა, ის მთავარი მთხრობელია.
ჰამლეტს არა აქვს მიზეზი, იარსებოს, თუ არა მხოლოდ შექ-
სპირის წარმოსახვაში. ყველანაირი განწყობის გამოწვევა შეუძ-
ლია, აი, თვითონ მას კი ვერავინ მოახვევს თავს რაიმე განწყო-
ბას. ჰამლეტი წარმოუდგენლად განვითარებული გონებისა და
ენერგიის პატრონია. მას ბევრი ხმა აქვს და მათგან ძნელია, გა-
მოარჩიო, რომელია ჭეშმარიტი. არავინ არ არის მასავით ენაწ-
ყლიანი, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან გულჩათხრობილია. ძა-
ლიან უყვარს სიტყვებით თამაში. უხამსობას რაც შეეხება, ფრო-

260
იდი მისი „სექსუალური სიცივით“ ხსნის. ჰამლეტის გაორების თე-
მა პიესას თამაშის განწყობას ჰმატებს, რაც გვაძლევს საფუძ-
ველს, ვთქვათ, რომ „ჰამლეტი“ მხოლოდ ვირტუოზ მსახიობს შე-
ეძლო დაეწერა.
„ჰამლეტი“ ძალიან მალე შექსპირის ყველაზე პოპულარულ
პიესად აღიარეს. ის ერთადერთია, რომელიც შექსპირის სიცოც-
ხლეში ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებშიც დადგეს.
იმ პერიოდიდან ინგლისში თანამედროვე დრამაზე აკადემიური
აზრი საგრძნობლად შეიცვალა. მანამდე ინგლისურ პიესებს სე-
რიოზულად არ უყურებდნენ. ჰამლეტს უკვე ხშირად ახსენებდნენ
დიპლომატიურ და პირად მიმოწერაში. ახალგაზრდა ჯონ მარ-
სტონმა თავისი აღფრთოვანება იმით გამოხატა, რომ თითქმის
მთლიანად ისესხა მისი სიუჟეტი და შურისძიების ტრაგედია - „ან-
ტონიუსის შურისძიება“ დაწერა. არსებობს ისეთი მოსაზრებაც,
თითქოს პირიქით მოხდა. ისე, რა დაუდგებოდა წინ შექსპირს, ასე
არ მოქცეულიყო, თუ პიესის ორიგინალური სიუჟეტით მოიხიბლა
და მერე თავისი დიადი შედევრი შექმნა, მთელი ცხოვრება ამას
არ აკეთებდა? მაგრამ ჰამლეტის წარმოშობის ისტორია ბევრად
უფრო ჩახლართულია. 1589 წელს ნეშის გადმოცემით ვიგებთ,
რომ სცენაზე ჰამლეტის „ორიგინალს“ წარმოადგენდნენ. 1594
წლის ჰენსლოუს ჩანაწერებში ვეცნობით, რომ არსებობდა „ჰამ-
ლეტის“ კიდევ მეორე ვარიანტი, რომელიც „ლორდ კამერჰერის
მსახურებმა“ და „ლორდ ადმირალის მსახურებმა“ წარმოადგი-
ნეს. 1598-დან 1601 წლამდე გაბრიელ ჰარვეის წიგნის მინდორ-
ზე მიუწერია: „შექსპირი და მისი ტრაგედია ჰამლეტი, დანიის
პრინცი.“ საქმეს ართულებს ასევე „ჰამლეტის“ გამოცემების ორი
სხვადასხვა ვარიანტიც. მათ სიუჟეტში არის განსხვავებები, მაგა-
ლითად, პირველ ვერსიაში გერტრუდა რწმუნდება, რომ მისი მე-
ორე ქმარი დამნაშავეა და ჩუმად პირს შეკრავს შვილთან. შეგ-

261
ვიძლია, ვიფიქროთ, რომ პირველი ვერსია შექსპირმა სულ ად-
რინდელი „ჰამლეტის“ მიხედვით დაწერა, როცა 1594 წლის ჩვე-
ნებისთვის ამზადებდა. რაც შეეხება მეორე ვერსიას, ის უკვე 1601
წელს „გლობუსში“ დასადგმელად იყო გამიზნული.

262
თავი 72
მეგობრები მელოდებიან

შექსპირმა, მამის გარდაცვალების შემდეგ, დაქვრივებული


დედის და ცოლ-შვილის სანახავად სტრეთფორდში ჩასვლას მო-
უხშირა. ეს რაღაც ნელი პროცესი იყო. შექსპირი ნელ-ნელა ცდი-
ლობდა, ცხოვრების წესი შეეცვალა და მშობლიურ ქალაქში მეტი
დრო გაეტარებინა. მშობლიურ მხარეში დაბრუნება ერთ-ერთი
ყველაზე ადამიანური გამოცდილებაა. შექსპირის გვიანდელ პი-
ესებში ხელახლა შეერთებული ოჯახები ზეიმობენ. არსებობს კი-
დევ ერთი დამატებითი ფაქტი, რომელიც მის შინ დაბრუნებას
უკავშირდება და ამ ფაქტს ოქსფორდში ვიპოვით.
ბოლომდე კარგად არ არის დადგენილი, რა აკავშირებდა შექ-
სპირს ოქსფორდთან. ზოგი ფიქრობს, თითქოს 1602 წელს დაარ-
სებულ ბოდლიანის ბიბლიოთეკაში დადიოდა. დაზუსტებით ის
ვიცით, რომ ლონდონიდან სტრეთფორდს მიმავალი შექსპირი
ყოველთვის ჩერდებოდა ოქსფორდში და ამის სამი განსხვავებუ-
ლი დამადასტურებელი საბუთი არსებობს. ოქსფორდელი ანტიკ-
ვარის, თომას ჰირნის დღიურიდან ვიგებთ: „ის ყოველთვის დავე-
ნანტების კუთვნილ ოქსფორდის ტავერნა „გვირგვინში“ ჩერდე-
ბოდა.“ ოცდაათი წლის შემდეგ, იმავეს იმეორებს ალექსანდერ
პოუპიც, რომელსაც ჰირნის დღიურის შესახებ არ ეცოდინებოდა.
ლონდონისკენ, ან ლონდონიდან მიმავალი შექსპირი ცდუნებას
ვერ უძლებდა და ოქსფორდის სასტუმრო თუ ტავერნა „გვირგვინ-
ში“ ჩერდებოდა. დიასახლისი საოცრად ლამაზი და გონიერი ქა-
ლი იყო; მისი მეუღლე, ბატონი დავენანტი (მოგვიანებით, ქალა-
ქის მერი) მელანქოლიური კაცი გახლდათ. მას, ისევე, როგორც
მის ცოლს, შექსპირის კომპანიაში ყოფნა ძლიერ ხიბლავდა. ობ-
რი ამ მონათხრობს უმატებს, რომ შექსპირს იქ ყოველთვის პატი-
ვისცემით ხვდებოდნენ.
263
ჯონ და ჯენეტ დავენანტები ლონდონელები იყვნენ. ღვინის იმ-
პორტიორი ბატონი დავენანტი თეატრის მოყვარული ყოფილა
და შექსპირით განსაკუთრებით იყო თურმე აღტაცებული. ისინი
ერთმანეთს ჯერ კიდევ ლონდონიდან იცნობდნენ. 1601 წელს,
მას შემდეგ, რაც დავენანტებს ექვსივე შვილი დაეღუპათ, გადაწ-
ყვიტეს, უფრო ჯანსაღ ადგილას, ოქსფორდში გადასულიყვნენ
საცხოვრებლად. ცოლ-ქმარმა ოქსფორდში ტავერნა გახსნა, რო-
მელსაც უბრალოდ „ტავერნა“ დაარქვეს. ის არ იყო სასტუმრო,
სადაც მგზავრებს შეეძლოთ გაჩერება, მხოლოდ დროის გასატა-
რებელი ადგილი იქნებოდა. თუ შექსპირი მათთან ჩერდებოდა,
ალბათ როგორც სტუმარი და არა როგორც კლიენტი. ჯანსაღმა
ატმოსფერომ კარგად იმოქმედა და დავენანტებს შვიდი საღ-სა-
ლამათი ბავშვი შეეძინათ. უფროსი, რობერტი იხსენებს, რომ
შექსპირი მას „ასჯერ აკოცებდა ხოლმე.“ მომდევნო ვაჟმა კი, უი-
ლიამმა, რომელიც შექსპირის ნათლული ყოფილა, ცოტა საეჭვო
ისტორია დაგვიტოვა.
ორივენი, პოუპიც და ჰირნიც გვარწმუნებენ, რომ უილიამ და-
ვენანტი შექსპირის ნათლულიც იყო და მისი უკანონო ვაჟიცო. რა
თქმა უნდა, საეჭვო ვარაუდია, საყოველთაოდ აღიარებულ შეხე-
დულებას კი ამტკიცებს, რომ შექსპირი ქალების მოყვარული ყო-
ფილა. რაც შეეხება, უილიამ დავენანტს, უკვე ასაკოვანი კაციც,
არ ცდილობდა, ეჭვები გაეფანტა, პირიქით, ამაყად აცხადებდა,
შექსპირის უკანონო შვილი რომ იყო. უილიამ დავენანტი პოეტი
და დრამატურგი გახდა. როგორც ობრი აღნიშნავს, „ქალაქში მი-
იჩნევენ, რომ უილიამ დავენანტი შექსპირის მხოლოდ პოეტური
შთამომავალი არ არის.“ უნდა ითქვას, რომ მან კარგი სამსახური
გაუწია შექსპირს. ჯონ დრაიდენის დახმარებით, დაამუშავა პი-
ესები „მაკბეტი“ და „ქარიშხალი“, ასევე, 1660 წლის მონარქიის
რესტავრაციის შემდეგ, შექსპირის ცხრა პიესა განაახლა.
„გვირგვინში“ მეთექვსმეტე საუკუნის ფრესკები აღმოაჩინეს,
264
ერთ-ერთ ფრესკაზე მონოგრამა „Iჰშ“, კათოლიკური ნიშანია გა-
მოსახული. უილიამ დავენანტი მთელი ცხოვრება კათოლიკე და
რეალისტი იყო. ასე რომ, შექსპირი სულიერად ახლობელ საზო-
გადოებაში იქნებოდა. ამბობენ, დავენანტი გარეგნულად ჰგავდა
შექსპირსო. უილიამ დავენანტი სიფილისით იყო დაავადებული
და ვერცხლისწყლით მკურნალობის შედეგად ცხვირი დაკარგა.
მისი თანამედროვეების თქმით, „უცხვიროდ ძალიან უცნაური შე-
სახედავი იყო.“ უნდა აღინიშნოს, რომ შექსპირის გენია დავე-
ნანტს მემკვიდრეობით არ გადასცემია.
საინტერესოა, უკვე ასაკში შესული შექსპირი როგორ გამოი-
ყურებოდა. ობრის გადმოცემით, ახალგაზრდობაში კარგი აღნა-
გობის, ტანწერწეტა, სიმპათიური მამაკაცი, სავარაუდოდ, ორ-
მოც წელს რომ გადააბიჯა, ცოტა შეივსო, წაბლისფერი თმა შეუთ-
ხელდა და ალბათ, მის პირველ ფოლიოზე გამოსახულ, დრუშაუ-
ტის მიერ შესრულებულ გრავიურას დაემსგავსა. ახალგაზრდო-
ბაში თუ წვერს ატარებდა, მოგვიანებით მხოლოდ ულვაში და-
იტოვა. პროფესიონალი ფრენოლოგი, თავის ქალის მოყვანი-
ლობიდან გამომდინარე, მას ასე ახასიათებდა - „სწრაფვა იდეა-
ლისკენ, გონიერება, შეცნობის სურვილი, იმიტაცია, თავაზიანო-
ბა, კეთილგანწყობა, მგრძნობიარე ხასიათი, აქტიურობა და მოქ-
მედების სიყვარული“, ასევე, „ცოტა მავნებლობა და ანგარებია-
ნობა.“
რადგანაც დრუშაუტის გრავიურა, რომელმაც შექსპირის გარ-
დაცვალების შემდეგ გამოცემული მისი პიესების კრებული დაამ-
შვენა, შექსპირის კოლეგებმა მოიწონეს, ეტყობა, მსგავსება არ-
სებობდა. ოღონდ, მარტინ დრუშაუტი ნატურიდან არ ხატავდა, ის
თხუთმეტი წლისა იყო, როდესაც შექსპირი გარდაიცვალა. მარ-
ტინი ლონდონში მცხოვრები ფლამანდიელი მხატვრების დინას-
ტიის წარმომადგენელი გახლდათ. მამამისი, მაიკლ დრუშაუტი
გრავიურებზე მუშაობდა, ბიძა, მარტინ დრუშაუტი, მხატვარი იყო.
265
არ არის გამორიცხული, უმცროს მარტინ დრუშაუტს ადრეული,
დაკარგული პორტრეტის მიხედვით შეექმნა გრავიურა. მსგავსე-
ბა შეიმჩნევა შექსპირის საფლავის მონუმენტთანაც. ბიუსტზე შექ-
სპირი წვერით არის გამოსახული, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის,
გუნება-განწყობის მიხედვით, ხან უშვებდა, ხანაც იპარსავდა
წვერს. ერთი შექსპიროლოგის აზრით, ამ ბიუსტზე შექსპირი
თვითკმაყოფილ ყასაბს ჰგავს. არადა, სტრეთფორდელ მემატია-
ნეს თუ დავუჯერებთ, შექსპირის სახე გარდაცვალების შემდგომ
აღებული ნიღბის მიხედვით არის შესრულებული და მისი ოჯახის
წევრებისთვისაც, როგორც ჩანს, მისაღები ყოფილა. ბიუსტის ავ-
ტორი ჰოლანდიელი ხელოვანი, ჟერარდ ჯონსონი გახლავთ, ის
„გლობუსის“ ახლოს, საუთვორკში ცხოვრობდა და თავისი მოდე-
ლის შესწავლის საშუალება უდავოდ ექნებოდა. ისე, ვითომ, ყა-
საბსაც, თვითკმაყოფილსა თუ სხვა განწყობაზე მყოფს, რომ ჩა-
მოჰგავდეს დიდი მწერალი, რა არის ამაში გასაკვირი, მით უმე-
ტეს, თუ ბავშვობაში ყასბის შეგირდი იყო. არ არის გამორიცხუ-
ლი, მას ინგლისელი ყასბისთვის დამახასიათებელი ახოვანი და
ჯან-ღონით სავსე კაცის გარეგნობა ჰქონოდა. ან კი, რა უშლიდა
ხელს, კმაყოფილი რომ ყოფილიყო?

266
თავი 73
მილორდ, ეს ხომ მხოლოდ სპექტაკლია

მოდით, სხვა თვალით შევხედოთ შექსპირს. 1602 წლის 2 თე-


ბერვალს მიდლ თემფელში ინის წევრებისთვის „ლორდ კამერ-
ჰერის მსახურები“ „მეთორთმეტე ღამეს“ აჩვენებდნენ. ერთ-
ერთს, ჯონ მამინგემს, დღიურში ასე ჩაუწერია: „დღესასწაულზე
„მეთორმეტე ღამე ან როგორც გენებოთ“ ვნახეთ, ძალიან რომ
ჰგავდა „შეცდომათა კომედიას“ თუ პლავტუსის „მენეხმის“, მაგ-
რამ ყველაზე მეტად, მგონი, კურაციო გონზაგას პიესას მაგო-
ნებს.“ ეს მოკლე, მაგრამ საინტერესო ჩანაწერი ცხადყოფს, რომ
პიესის წყაროს დადგენის ძიება ჯერ კიდევ ადრე დაწყებულა და
იმასაც გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება, შექსპირს უნდოდა კი-
დეც, მაყურებელს პიესის ორიგინალი გამოეცნო. იქნებ, პირ-
ველწყაროდან გადახვევა ერთგვარი დრამატურგიული ეფექტი
იყო.
კურაციო გონზაგას პიესა, რომელსაც ჯონ მამინგემი ახსე-
ნებს, ინგლისურად არ იყო თარგმნილი, რაც გვაფიქრებინებს,
რომ შექსპირი იტალიურად კითხულობდა. მას პროფესიონალუ-
რი დამოკიდებულება ჰქონდა კითხვასთან. ალბათ, წიგნს ისე არ
გადაშლიდა, თუ იმედი არ ექნებოდა, იქ რაიმე თავისთვის საინ-
ტერესო მასალა ეპოვა, რათა მერე რომანტიკული და ფანტასტი-
კური განვითარება მოეძებნა.
ფაქტი, რომ მემინგემი „მეთორმეტე ღამეს“ „შეცდომათა კო-
მედიას“ ადარებს, იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ იყვნენ თეატ-
რალები, რომლებიც შექსპირის პიესებს საკმაოდ კარგად იცნობ-
დნენ. მას სერიოზული დრამატურგის რეპუტაცია ჰქონდა. მაგრამ
ასეთები, სავარაუდოდ, ძალიან ბევრნი არ უნდა ყოფილიყვნენ.
მიდლ თემფელის აუდიტორია საკმაოდ ხმაურიანი და სავსებით

267
შესაძლებელია, ნასვამიც ყოფილიყო. უხეში ფარსისა და უხამ-
სობის მოყვარულები „მეთორმეტე ღამით“ დიდ სიამოვნებას მი-
იღებდნენ. პიესის სახელწოდებაც „მეთორმეტე დღის“ დღესას-
წაულიდან არის აღებული, რომლის დროსაც ხალხი მხიარულე-
ბისგან ყირაზე გადადიოდა.
ალბათ, უნდა ვიფიქროთ, რომ ფესტის როლს არმინი თამა-
შობდა და, აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ მას
ოთხი სიმღერა ეკუთვნის, რომელთაგან სამი ეროვნულ რეპერ-
ტუარში შევიდა. „მეთორმეტე ღამე“ გაჟღენთილია მუსიკით. ის
იწყება და მთავრდება მუსიკით. არსებობს ვარაუდი, რომ პიესაში
მალვილიოს როლს თავად დრამატურგი ასრულებდა. როგორც
ადრე აღვნიშნეთ, მალვილიოს ჩაცმულობით ის შექსპირების
გერბს აქილიკებს. ეს არ არის ერთადერთი ალუზია პიესაში. ყვე-
ლაზე აშკარა ალუზიები ფესტისა და მალვინიოს დაპირისპირე-
ბის სცენებში ვლინდება. ფესტი მხიარულებისა და დღესასწაუ-
ლის განწყობას ქმნის, გაღიზიანებული მალვინიო კი პურიტანად
არის გამოყვანილი. მათი დაპირისპირება გაიგივებულია იმ-
დროინდელ ყველაზე გახმაურებულ კონფლიქტთან, როდესაც
პურიტანები თეატრების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ, მსახიო-
ბებს კი ეშმაკის მოციქულებს ეძახდნენ.
პურიტანები თეატრს ყველა დონეზე უპირისპირდებოდნენ,
რადგან თეატრები კონკურენციას უწევდნენ მქადაგებლებს. ერ-
თი მორალისტის სიტყვებით, „როცა ეკლესია დაცარიელებუ-
ლია, მაშინ თეატრებში ტევა არ არის.“ დრამა, საერთოდ, უსაქ-
მური ადამიანების გასართობად მიაჩნდათ.
შექსპირის პიესები რომ პოპულარობით სარგებლობდა, იმას
ნიშნავს, რომ ის უკვე საკმაოდ შეძლებული კაცი ხდებოდა. 1602
წლის 1 მაისს შექსპირმა ჯონ და უილიამ კომბებისგან 107 აკრი
სახნავი მიწა შეისყიდა და ასევე, 20 აკრი საძოვრები ბიშოფსტო-

268
ნისა და ველკომბის სოფლების ახლოს. ის კომბებსაც კარგად იც-
ნობდა და იმ ადგილებსაც. სამი წლის შემდეგ შექსპირმა კიდევ
იყიდა მიწები. მიწებისადმი ინტერესს ჯერ კიდევ ჰამლეტი ამ-
ჟღავნებს, როცა თავის ქალით ხელში ამბობს: „იქნება, ეს ვაჟბა-
ტონი თავის დროში მამულებს ყიდულობდა და მისდევდა კანო-
ნის მუხლებს, ვალდებულების ქაღალდებს, გადასახადებს...“
შექსპირი მიწებს ყიდულობდა და ამით, შეიძლება, იმედოვ-
ნებდა, რომ თანამემემულეების თვალში მაღლდებოდა. მაგრამ
სტრეთფორდელები სიმპათიით არ იყვნენ განწყობილნი მისი შე-
მოსავლის წყაროს, თეატრის მიმართ. იმ წლის ბოლოს რატუშის
შენობაში სპექტაკლების ჩვენება აიკრძალა, რაც რეგიონალური
პურიტანიზმის გამოხატულება იყო. ფაქტები მეტყველებენ, რომ
შექსპირს დიდად გულთან ახლოს არ მიჰქონდა ეს ამბები. მისი
ცხოვრება, როგორც დრამატურგისა და როგორც მოქალაქის,
განსხვავებული იყო და არასოდეს ეჯახებოდა ერთმანეთს.

269
ნაწილი მერვე
თავი 74
ამ საკითხში ძალიან ჯიუტია

შექსპირი მონაწილეობდა სპექტაკლებში, რომლებიც


„ლორდ კამერჰერის მსახურებმა“ ხანდაზმული დედოფლის წი-
ნაშე წარმოადგინეს 1602 წლის 26 დეკემბერს და 1603 წლის 7
თებერვალს. ექვსი კვირის თავზე, ცხოვრებით და მმართველო-
ბით გადაღლილი დედოფალი ელისაბედი გარდაიცვალა. ბოლო
დღეებში ის უარს ამბობდა წოლაზე, სულ ფეხზე იდგა, პირზე თი-
თი მიებჯინა და მონარქიის ბედ-იღბალზე დარდობდა. დედოფ-
ლის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, თეატრები და-
იხურა.
ბევრი მიიჩნევდა, მათ შორის, ალბათ, დატყვევებული საუთ-
ჰემპტონიც, რომ ელისაბედი ტირანი იყო და ძალიან დიდხანს
იმეფა. შექსპირი კი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ გარდაცვლილ
დედოფალზე სიტყვაც ვერ დააცდენინეს, მან ამ პატივზე უარი გა-
ნაცხადა. იმ დღეებში დაწერილ ერთ ბალადაში ყველა პოეტს მო-
უწოდებდნენ, დედოფალი ეგლოვათ. სიაში, რომელშიც სხვა და-
ნარჩენ პოეტებს შორის, ბენ ჯონსონიც მოიხსენიებოდა, შექსპი-
რი თავში ეწერა. მაგრამ ვერც ამ გზით გამოიწვიეს. სიმართლე
რომ ითქვას, შექსპირს არ ჰქონდა მიზეზი, ელისაბედი ეგლოვა.
დედოფალმა გრაფ ესექსსა და მის ახლობლებს თავები მოკვეთა.
ისინი შექსპირის მეგობრები იყვნენ.
ისე, არც მთლად დადუმებული არ ყოფილა. იმ პერიოდს
ეკუთვნის მისი ერთი შრომა, არა სამგლოვიარო სიტყვა, არამედ
პიესა „ტროილოსი და კრესიდა“, სადაც სასახლის კარის ცხოვ-
რება შავი იუმორით არის გაქილიკებული. პიესაში არის ესექსის

270
ამბოხების ალუზიები, იმასაც ფიქრობენ, რომ კარავში თავშეფა-
რებული აქილევსი გრაფ ესექსის პროტოტიპია. კიდევ არაერთი
პარალელი არსებობს ელისაბედის სასახლის კარის წარმომად-
გენლებთან – თუმცა, ყველა დროის პედანტი კარისკაცი ხომ ერ-
თმანეთს ჰგავს.
ვინაიდან მოქმედება ანტიკური და მისტიკური ტროას დაცემის
პერიოდში ხდება, ცენზორი ალბათ პიესის გამოქვეყნებას არ აკ-
რძალავდა. ეს ეპოქა ძალიან უყვარდათ ელისაბედის დროინ-
დელ ინგლისელ პოეტებსა და დრამატურგებს. არადა, მხოლოდ
ოთხი წლის შემდეგ გამოსცემს ჯორჯ ჩემბერლენი თავისი
„ილიადას“ პირველ თარგმანს. სხვა კლასიკურ ამბებთან შედა-
რებით, ტროას ომის ლეგენდა განსაკუთრებული პოპულარობით
სარგებლობდა. ბევრი ანტიკური ისტორიით დაინტერესებული
ლონდონელი იმასაც ამბობდა, ლონდონი ახალი ტროაა, დამხო-
ბილი ტროას მცხოვრებლებით დასახლებულიო. მაგრამ შექსპი-
რი „ტროილოსსა და კრესიდაში“ განზრახ უარყოფს ლეგენდას.
პიესაში დამსხვრეულია ორთოდოქსული წარმოდგენები ტრო-
ელების გულადობაზე და ბერძნების გმირობაზე. ორივე მხარე
სასტიკი, დაუნდობელი სიმართლით არის წარმოდგენილი. არ
არსებობს სხვა ფასეულობები, გარდა მათი, რომლებიც დროსა
და მოდას მიესადაგება; ამ პიესაში ყველა ფასეულობის ყიდვა და
გაყიდვა დასაშვებია. შეიძლება, ეს გაღიზიანებული შექსპირის
პატრიოტიზმის ერთგვარი გამოხატულებაა. ცენზორები ანტიკურ
სამყაროში მომხდარ ამბებს გულმოწყალედ უყურებდნენ. განა
უფრო ბუნებრივი არ იქნებოდა, შექსპირს თავისი მძვინვარება
საიმედო კონტექსტში გამოევლინა?
„ტროილოსი და კრესიდა“ დაუნდობელი სატირული კომედია-
ა სიყვარულისა და ომის თემაზე. როდესაც ბერძენი მეომარი
კრესიდას შეაცდენს, ხვდები, რომ ტროილოსისა და კრესიდას
სიყვარული ხანმოკლე და მოჩვენებითია. ამ პიესით შექსპირი
271
ერთგვარად გადახედავს ჯეფრი ჩოსერის „ტროილოსს და კრესი-
დას.“ შექსპირი შუა საუკუნეების დახვეწილობასა და რბილ იუ-
მორს მოუწესრიგებელი და სასტიკი პერიოდის უხეში ენით ანაც-
ვლებს.
ექვსი წლის შემდეგ გამოქვეყნებულ ვერსიას აწერია, რომ ის
„გლობუსში“ დაიდგა „ლორდ კამერჰერის მსახურების“ მიერ,
რაც გვაფიქრებინებს, რომ „ტროილოსი და კრესიდა“ დედოფ-
ლის სიცოცხლეშიც დადგეს და მისი შემცვლელის, ჯეიმს I-ის მე-
ფობის წლებშიც იდგმებოდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სავარა-
უდოდ, პიესა პოპულარული უნდა ყოფილიყო. პოპულარული კი,
შეიძლება, იმიტომაც იყო, რომ ლონდონელების წინაპარი ტრო-
ელების მოწინააღმდეგე ბერძნების მიმართ ამძაფრებდა ანტიპა-
თიას. პიესა ერთ-ერთ ინშიც დაიდგა და, როგორც ამბობენ, ამ
შემთხვევისთვის სპეციალური პროლოგი და ეპილოგი დაიწერა,
ცოტა უხამსი ქარაგმებით.
„ტროილოსი და კრესიდა“ შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე
ულმობელი დრამაა. ზოგიერთი მისი რომანტიკოსი მკვლევრის
აზრით, იმ პერიოდში შექსპირს „ნერვული აშლილობა“ ტანჯავ-
და, რაც, ჩემი აზრით, სიმართლისგან შორს არის. არც ერთ სხვა
პიესაში არ გამოუმჟღავნებია შექსპირს ასეთი მახვილი თვალი.
გამომცემლებს რაც შეეხება, ცოტა დაბნეულობა ეტყობათ. პირ-
ველ კვარტოს აწერია, რომ პიესა არის „ისტორია“, ეპისტოლე კი
გვამცნობს, რომ ის კომედიაა. უფრო გვიანდელი ფოლიოს ვერ-
სია მას ტრაგედიას არქმევს. ეს ყველაფერი ისევ და ისევ ორაზ-
როვანი დასასრულიდან გამომდინარეობს.
როგორც აღვნიშნეთ, უბედური ტროელების ბედით ლონდო-
ნელები მეტისმეტად იყვნენ დაინტერესებული. არ არის გამო-
რიცხული, შექსპირისთვის „ტროილუსი და კრესიდა“ „ლორდ კა-
მერჰერის მსახურებს“ შეეკვეთათ, მაგრამ როგორც კი პიესაზე

272
მუშაობა დაიწყო, მისმა გენიამ იმწამსვე პირი შეკრა ეპოქის მა-
მოძრავებელ ძალებთან. შექსპირის სიტყვები მაგნიტივით იზი-
დავდა სასახლის კარის დამსხვრეული კულტურის პატარა ნაწი-
ლაკებს – ერთ დროს კეთილშობილებითა და ღირსებით გან-
თქმული, ამჟამად გამქრალი სამყაროსი.

273
თავი 75
მაგრამ ყველაფერი შეიცვალა

დედოფალი მოკვდა. გაუმარჯოს მეფეს! დედოფალი ელისაბე-


დი 1603 წლის 24 მარტს, დილის ორ საათზე გარდაიცვალა; ცხრა
საათის შემდეგ, ჩიფსაიდში, ჰაი ქროსის დასავლეთ მხარეს შეკ-
რებილი კარისკაცების და დიდებულების წინაშე სესილი წარდგა,
რასაც მოჰყვა შეძახილი: „ღმერთო, დაიფარე მეფე ჯეიმსი!“ დე-
დოფლის გარდაცვალების ცნობამ მალე ტაუერამდეც მოაღწია,
რასაც საუთჰემპტონი დიდი სიხარულით შეხვდა. გრაფ ესექსის
ამბოხებაში მონაწილეობისთვის სამუდამოპატიმრობამისჯილი
საუთჰემპტონი ახალმა მეფემ მალე გაათავისუფლა.
მეფე ჯეიმსის ამალა აუჩქარებლად დაიძრა შოტლანდიიდან
ლონდონისკენ და გრინვიჩის სასახლეში მხოლოდ 13 მაისს ჩა-
ვიდა. ექვსი დღის შემდეგ, თეატრები გაიხსნა. „ლორდ კამერჰე-
რის მსახურები“ უკვე „მეფის მსახურებად“ იწოდებოდნენ. ცოტა
ხანში ისინი კამერდინერებად დანიშნეს, რამაც მათი სოციალუ-
რი სტატუსი აამაღლა. ამიერიდან მსახიობებს წითელი ლივრეა,
მოტკეცილი შარვლები და მოსასხამი უნდა სცმოდათ.
შეიძლება, ცოტა ძნელი იყოს, შექსპირი მეფის მსახურად წარ-
მოიდგინო, მაგრამ არა გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ მას
ეს პრივილეგია არ მოსწონდა. წარსულს ჩაჰბარდა ის დღეები,
როდესაც მსახიობებს მოხეტიალე მაწანწალებად მიიჩნევდნენ
და ხშირად ქალაქის ოლდერმენები უკან გააბრუნებდნენ ხოლმე.
ახალი მეფე ავიდა თუ არა ტახტზე, პირდაპირ დააფრქვია მსა-
ხიობებს წყალობა. თუ ელისაბედის მეფობის წლებში „ლორდ კა-
მერჰერის მსახურები“ სასახლის კარზე წელიწადში სამჯერ გამო-
დიოდნენ, ჯეიმსის გამეფებიდან პირველი ათი წლის განმავლო-
ბაში, შექსპირის დასს წელიწადში უკვე თოთხმეტჯერ იწვევდნენ.
სასახლის კარი არა მარტო მფარველობდა „მეფის მსახურებს“,
274
არამედ მათი შემოსავლის წყაროც იყო.
რა თქმა უნდა, დანარჩენი დრამატურგები შურით აღივსნენ.
ფრენსის ბომონტი თავის პიესაში მეხელთათმანეების შთამომა-
ვალ შექსპირს ახსენებს. ასე რომ, შექსპირის მოკრძალებული
წარმომავლობა ყველასთვის ცნობილი გახდა.
ლორენს ფლეტჩერი მეფე ჯეიმსს შოტლანდიიდან გამოჰყვა
და ახალი კომპანიის, „მეფის მსახურების“ წევრი გახდა. სანამ მე-
ფე ჯეიმს I შოტლანდიის ჯეიმს VI იყო, ლორენსი „მისი უდიდებუ-
ლესობის კომიკოსად“ ითვლებოდა. სასახლის კარზე წარმოსად-
გენად შექსპირმა ძველი პიესები განაახლა. მათ რეპერტუარში
შედიოდა: „შეცდომათა კომედია,“ „ჰამლეტი,“ „უინძორელი მხი-
არული ქალები,“ „ამაო გარჯა სიყვარულისა,“ „ჰენრი V“ და „ვე-
ნეციელი ვაჭარი.“ თუ მეფე ჯეიმსი ადრე შექსპირის პიესებს არ
იცნობდა, დანაკლისი მალე აუნაზღაურეს. მას „ვენეციელი ვაჭა-
რი“ ისე მოეწონა, რომ ითხოვა, ხელმეორედ ეჩვენებინათ. მაგ-
რამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ 1603 წლიდან დაწერი-
ლი ახალი პიესები, ერთხელ მაინც, მეფისთვის სრულდებოდა და
სასახლის კარზე წარმოდგენილ ყველა პიესას მეფე ესწრებოდა
ხოლმე.
მონარქის თეატრით დაინტერესებამ დრამატურგიაზეც იმოქ-
მედა. ლონდონის თეატრები ხომ გამუდმებით ელოდნენ სასახ-
ლის კარის კეთილგანწყობასა და მის მფარველობას. რაც მეფე
ჯეიმსი ტახტზე ავიდა, შექსპირმა ძველი პიესები განაახლა, გა-
დააკეთა, ზოგან მეფის სახე უფრო გახსნა. ეს ყველაზე მეტად
„მაკბეტსა“ და პიესას „საზღაური საზღაურის წილ“ ეხება. ამ პი-
ესებში ასახულია ახალი მეფის, საყოველთაოდ ცნობილი შიში
კუდიანების და ჯადოს მიმართ, ასევე ბრბოს შიში და ანტიპათია
პურიტანებისადმი.
მაგრამ „მეფის მსახურების“ პრივილეგირებულმა ცხოვრებამ
დიდხანს არ გასტანა. მალე ლონდონს ისევ შავი ჭირის ეპიდემია
275
დაატყდა თავს. ჯონ სტოუმ აღნიშნა, რომ დაახლოებით ორასი
ათასი მაცხოვრებლიდან ოცდათვრამეტი ათასი დაიღუპა. ამ
დღიდან შექსპირი შავ ჭირს, რომელსაც მაშინ „სიკვდილს“ ეძახ-
დნენ, კიდევ უფრო მუქ ფერებში ხატავს თავის პიესებში. მაშინ-
დელ ლონდონელებს სჯეროდათ, რომ შავი ჭირი სხვა პლანეტი-
დან მოდიოდა და არ იცოდნენ, რომ მისი მთავარი გადამტანები
ვირთხები და რწყილები იყვნენ.
ეპიდემიის დღეებში მეფემ მსახიობები 30 გირვანქით დაასა-
ჩუქრა. „მეფის მსახურები“ იძულებული იყვნენ, გასტროლებზე
წასულიყვნენ. 1603 წლის მაისის ბოლოსკენ დაიწყეს მოგზაურო-
ბა ქალაქებში, სადაც შავი ჭირის შემთხვევები არ იყო – მელდონ-
ში, იფსვიჩში, ქოვენთრიში, შრუსბერიში, ბატში და ოქსფორდში,
სადაც შექსპირის სხვა პიესების გარდა, „ჰამლეტი“ ითამაშეს.
ამავე წელს გამოვიდა „ჰამლეტის“ პირველი კვარტო. შეიძლება
ვიფიქროთ, ეს ვერსია იმიტომ არის საგრძნობლად მოკლე, რომ
სპეციალურად გასტროლებისთვის შეიკვეცა.
ლონდონის საუთვორკში შავი ჭირი განსაკუთრებით მძვინვა-
რებდა. ექვსი თვის განმავლობაში შექსპირის მრევლიდან ორი
ათასი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი მისი ძველი კოლეგა
– უილიამ კემპი და თომას პოუპი. ლონდონში დაბრუნებული
შექსპირი იძულებული იყო, სხვა უბანში გადასულიყო და უფრო
ფეშენებელური ქუჩის, სილვერ სთრითის შორიახლოს დასახ-
ლდა. ბინა ჰუგენოტების, მონჟუას ოჯახში იქირავა. ქრისტოფერ
მონჟუა პარიკებს ამზადებდა. მას კერძო შეკვეთებიც ჰქონდა და
თეატრებთანაც თანამშრომლობდა. მისი სახელოსნო დიდი, სამ-
სართულიანი სახლის პირველ სართულზე იყო. სილვერ სთრი-
თი, რაც ვერცხლის ქუჩას ნიშნავს, თავისი სახელწოდებიდან გა-
მომდინარე, გულისხმობდა, რომ მდიდრული ქუჩა უნდა ყოფი-
ლიყო. ჯონ სტოუნის გადმოცემით, ამ ქუჩაზე რამდენიმე სავაჭრო
სახლი იყო. მონჟუას გარდა, სახლში მისი ცოლი და ქალიშვილი
276
ცხოვრობდნენ, კიდევ - სამი შეგირდი და მსახური, ჯონი. შეიძლე-
ბა, ეს გარემო შექსპირს ბავშვობის დროინდელ ჰენლი სთრითს
აგონებდა, სადაც ასევე სახელოსნოს თავზე ცხოვრობდა.
საუთვორკში შექსპირს ბინა თეატრის გვერდით ჰქონდა, მისი
ნაცნობები და კოლეგები დაუპატიჟებლად მიდი-მოდიოდნენ ერ-
თმანეთთან. მაგრამ ის არც სილვერ სთრითზე გრძნობდა მაინ-
ცდამაინც გარიყულად თავს. გამომცემელი, რიჩარდ ფილდი, მი-
სი ძველი სტრეთფორდელი მეგობარი, შორიახლოს ცხოვრობ-
და; მისის ფილდი ჰუგენოტი გახლდათ და იმავე ფრანგულ ეკლე-
სიაში დადიოდა, სადაც მადამ მონჟუა. რაღაც გაგებით, მეთექ-
ვსმეტე საუკუნის მიწურულის ლონდონი პატარა ქალაქსა თუ სო-
ფელს ჰგავდა. შექსპირს სულ რამდენიმე იარდი უნდა გაევლო,
წმინდა პავლეს ტაძრის ეზოში წიგნის მაღაზიაში რომ მისულიყო,
სადაც ექვს პენსად მისი პიესები იყიდებოდა. 1600 წლისთვის
ლონდონში ასამდე გამომცემელი, იმდენივე ტიპოგრაფი და უამ-
რავი წიგნით მოვაჭრე იქნებოდა.მმათი რაოდენობის ზუსტად
განსაზღვრა ძნელია, რადგანაც ეს სამივე საქმიანობა შეიძლე-
ბოდა, ერთ კაცს შეეთავსებინა. მაგალითად, ყველა ტიპოგრაფი
გამომცემელი იყო, მაგრამ ყველა გამომცემელი თვითონ არ ბეჭ-
დავდა. რაც შეეხება წიგნის მაღაზიებს, მარტო წმინდა პავლეს
ტაძრის ეზოში ჩვიდმეტი წიგნის მაღაზია არსებობდა. ეს ადგილი
მეორე მსოფლიო ომამდე წიგნის ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე
დიდ ცენტრად დარჩა, ვიდრე დაბომბვის შედეგად არ განადგურ-
და. შორიახლოს გამომცემლების, ტიპოგრაფებისა და წიგნით
მოვაჭრეების გილდიის სახლი მდებარეობდა, სადაც გამოქვეყ-
ნებული და გამოსაცემად ნებადართული წიგნების არქივი ინახე-
ბოდა. იქვე განიხილავდნენ წიგნებს, იყო თუ არა მათში რაიმე,
მაგალითად, რელიგიის შეურაცხმყოფელი. შემდეგ, ექვს პენ-
სად, რეესტრში წარადგენდნენ და გამომცემელი დაბეჭდვის უფ-
ლებას იღებდა. საავტორო უფლების დარღვევის შემთხვევაში,
277
ძალიან მკაცრად სჯიდნენ – ჯარიმით, ტირაჟის კონფისკაციით,
ან საბეჭდი დაზგის დამტვრევით. შეიძლება, ამიტომაც იყო, რო-
გორც ხშირად ფიქრობენ, შექსპირის ბევრი პიესა პირატულად
რომ არის გამოცემული.
არსებობს ისეთი მოსაზრებებიც, თითქოს შექსპირი იმიტომ
გადავიდა სილვერ სთრითზე, რომ გული აიცრუა თეატრზე, თა-
მაშს თავი დაანება, მაგრამ, რა თქმა უნდა, პიესების წერა არ შე-
უწყვეტია. 1603 წელს ის ბენ ჯონსონის პიესის მონაწილეთა შო-
რის არის მოხსენიებული, თუმცა 1605 წელს, იმავე ავტორის
„ველპონში“ უკვე აღარ გვხვდება. თუ მისი გვარი შეცდომით არ
არის გამოტოვებული, უნდა ვიფიქროთ, რომ შექსპირმა თეატ-
რის დატოვება გადაწყვიტა. მან სტერთფორდში სოლიდური თან-
ხა ჩადო და მსახიობის ხელფასზე მაინცდამაინც დიდად აღარ
იყო დამოკიდებული. ფული „გლობუსის“ წილიდანაც შემოსდიო-
და და პიესებიდანაც. ის უკვე ორმოცი წლისა იყო, ელისაბედის
ეპოქის წარმოდგენით, შუა ხნის მამაკაცი, და არ არის გასაკვირი,
სცენაზე თამაშით გადაღლილიყო. და საერთოდ, რამდენად სწო-
რი იყო, მიწათმფლობელი კაცი სცენაზე რომ გამოდიოდა?
სამწუხაროდ, ვერც სილვერ სთრითი აღმოჩნდა დაცული შავი
ჭირისგან. ეპიდემიის დროს, იმ ქუჩაზე მცხოვრები სამეფო კარის
მუსიკოსი, ჰენრი სედნსონი დაიღუპა ქალიშვილთან ერთად, ასე-
ვე, მხატვარი უილიამ ლინლი და მისი მეუღლე. 1603 წლის ზაფ-
ხულში და გაზაფხულზე შექსპირი ან უკვე სტრეთფორდში გადა-
სახლდა, ან უკანასკნელად გაემგზავრა დასთან ერთად გასტრო-
ლებზე პროვინციაში.
ლონდონის თეატრების კარი თითქმის მთელი წელი დახურუ-
ლი იყო. იმ პერიოდში, როდესაც კვირაში ოცდაათი ადამიანი
იღუპებოდა, თეატრები ავტომატურად დაიკეტა. 1603 წელს კი
სიკვდილიანობამ კიდევ უფრო იმატა. ოქტომბრისთვის კომპა-
ნიები გასტროლებიდან დაბრუნდნენ იმ იმედით, რომ თეატრები
278
მალე გაიღებოდა. ედვარდ ალეინს ცოლი ლონდონიდან წერდა,
ჩვენ კარგად ვართ, ღვთის წყალობით, ეპიდემია ცხრება, კომპა-
ნიები დაბრუნდნენ და რამდენადაც ვიცი, ყველანი ჯანმრთელად
არიანო. მაგრამ, მთლად ასე კარგადაც არ იყო საქმე. „მეფის
მსახურები“ იმ დღეებში ოგასტინ ფილიპსის მამულში, მორტლე-
იქში, მდინარე თემზის სანაპიროზე, გადასახლდნენ, სადაც შავ
ჭირს ჯერ არ მიეღწია. ამ პატარა ქალაქში მეცნიერი და გრძნე-
ული, ჯონ დი ცხოვრობდა. მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს დი გან-
თქმული იყო თავისი გამოკვლევებით და გულთმისნობით. ერ-
თხელ დედოფალსაც მიუმართავს რჩევისთვის. შეიძლება, მსა-
ხიობები მას შეხვდნენ მორტლეიქში ყოფნისას და ამით აიხსება
გაუთავებელი მტკიცებები, ჯონ დი შექსპირის პროსპეროს პრო-
ტოტიპი არისო.
სამწუხაროდ, ლონდონის დატოვებამ ოგასტინ ფილიპსი სიკ-
ვდილისგან ვერ იხსნა. ის 1604 წლის გაზაფხულზე გარდაიცვალა
მორტლეიქში. შექსპირს ანდერძით დაუტოვა ოცდაათი შილინგი,
ძველ შეგირდს - წითელი მოსასხამი, ხმალი და მახვილი, ახალ
შეგირდს კი მუსიკალური ინსტრუმენტები. შექსპირი ანდერძის
თავში რომ არის მოხსენიებული, გვაფიქრებინებს, რომ ფი-
ლიპსს მისდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა.
მსახიობები იძულებული იყვნენ, მორტლეიქიდან გრაფ პემ-
ბროკის სამფლობელოში, უილტონში, სოლსბერისთან ახლოს
გადასულიყვნენ, სადაც 2 დეკემბერს მონარქისთვის სპექტაკლი
წარმოადგინეს. ხშირად იმეორებენ ისტორიას, თითქოს პემბრო-
კის გრაფის მეუღლემ ვაჟს წერილი გაუგზავნა და სთხოვა, მეფეს-
თან ერთად ჩასულიყო უილტონში, სადაც „როგორც გენებოთ“-ს
იხილავდა და შექსპირსაც შეხვდებოდა. ეს წერილი, - თუ მარ-
თლა არსებობდა, - დაიკარგა, ისტორია კი ცოცხლობს. ის კი შეგ-
ვიძლია, ვიფიქროთ, რომ სწორედ გრაფმა პემბროკმა გაუწია რე-

279
კომენდაცია „ლორდ კამერჰერის მსახურებს“ მეფესთან. რო-
გორც ცნობილია, ის ბერბიჯის და შექსპირის მეგობარიც იყო და
ახალ მონარქთან დაახლოებული პირიც.
უილტონიდან მეფე და მისი ამალა ჰემპტონ-კორტში გაემ-
გზავრა. „მეფის მსახურებიც“ თან გაჰყვნენ და ლონდონში გაზაფ-
ხულამდე არ დაბრუნებულან. ერთი კარისკაცის გადმოცემით,
მეფე, მოსწონდა თუ არ მოსწონდა, ყოველ სპექტაკლს ესწრებო-
და, მაგრამ, როგორც ჩანს, დიდ სიამოვნებას არ იღებდა. ამბო-
ბენ, მსახიობები დედოფალსა და პრინცს უფრო მოსწონდათო.
ასე რომ, შეიძლება, მეფე დიდად არ იყო თეატრით აღფრთოვა-
ნებული. თვითონ კი თეატრალური ბუნებისა გახლდათ. იმ დღის-
თვის, მეფე ჯეიმსი ლონდონში რომ უნდა შემოსულიყო, ქალაქში
ტრიუმფალური თაღები ააგეს. თუმცა, მაინც უნდა აღინიშნოს,
რომ მეფე ჯეიმსის მმართველობის წლებში მსახიობები სასახ-
ლის კარზე ბევრად უფრო ხშირად გამოდიოდნენ.

280
თავი 76
შეულამაზებლად მოგითხრობთ ამბავს

1604 წლის 15 მარტს მეფე ჯეიმსი ლონდონში დაბრუნდა.


ლონდონელები ზეიმობდნენ ამ ტრიუმფალურ შემთხვევას და,
მასთან ერთად, შავი ჭირის ეპიდემიის დასრულებას. შექსპირსა
და მის მეგობრებს ამ ღირსშესანიშნავი დღისთვის ოთხ-ოთხი
იარდი წითელი ქსოვილი დაურიგეს ლივრეისთვის. როგორც
ჩანს, ისინი საცერემონიო პროცესიის მონაწილენი იყვნენ, რო-
მელიც ტაუერიდან ვესტმინსტერისკენ მიემართებოდა. შექსპი-
რისთვის ეს ისტორიული მოვლენა იყო; ალბათ, მან ან რომელი-
მე სხვა მსახიობმა ერთ-ერთ ტრიუმფალურ თაღთან სიტყვა წარ-
მოთქვა; „მეფის მსახურების“ მეტოქე „გენიოსი“, ედვარდ ალეი-
ნი გამოვიდა სიტყვით, რაც შესაძლოა, უკანასკნელიც გამოდგა,
ვინაიდან, როგორც ცნობილია, იმ წელს ალეინმა მსახიობობას
თავი დაანება. პომპეზურ პროცესიას ბიშოფგეითსთან თომას დე-
კერი და ბენ ჯონსონი ხელმძღვანელობდნენ. თომას მიდლტონს
შესთავაზეს, ამ დღისთვის შესაფერისი ლექსი დაეწერა. უცნა-
ურია, შექსპირი რომ არ არის მოხსენიებული სასახლის კარის პა-
ნეგირისტებს შორის. ამ პატივზე უარის თქმა ნამდვილად გაუძ-
ნელდებოდა. შესაძლებელია, მას სხვა სტილის მწერლად მიიჩ-
ნევდნენ. ქალაქში სტივენ ჰარისონმა შვიდი ტრიუმფალური თა-
ღი ააშენა, უამრავი შადრევანი, ჩირაღდანი, ცოცხალი ქანდაკე-
ბა. ამ ყველაფრით მოხიბლული შექსპირი, მოგვიანებით, თავის
„ზამთრის სიზმარში“ ქანდაკებას გააცოცხლებს. საკითხავია,
ბრბოს და ხმაურის მოძულე მეფე რამდენად მოხიბლული დარჩე-
ბოდა.
მეფე ჯეიმსის მმართველობის პირველ წელს, „მეფის მსახუ-
რებს“ ახალი მოვალეობა დაეკისრათ. 1604 წლის ზაფხულში
თორმეტი მათგანი სამეფო კამერდინერად დანიშნეს. როდესაც
281
იმავე წლის აგვისტოში ესპანეთის საგანგებო ელჩი, თავის 234
თანმხლებთან ერთად, ლონდონში ჩამოვიდა, რათა მეგობრული
შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა, ისინი თვრამეტი დღით დე-
დოფლის სასახლეში, სომერსეტ ჰაუსში დაბინავდნენ. მსახიობე-
ბიც მიიწვიეს, ოღონდ ვერსად ვხვდებით ცნობას, თითქოს სასახ-
ლეში სპექტაკლი წარმოედგინოთ, მათ უფრო კარისკაცების რო-
ლი უნდა ეთამაშათ და დეკორატიული დანიშნულება ჰქონდათ.
მოგვიანებით, „მეფის მსახურები“ გასტროლებზე გაემგზავრნენ,
მაგრამ, მგონი, შექსპირი მათ თან არ ახლდათ. იმ პერიოდში მან
ორი პიესა - „ოტელო“ და „საზღაური საზღაურის წილ“ დაამთავ-
რა, რომლებიც იმავე წლის ნოემბერში და დეკემბერში დაიდგა.
გვთავაზობენ მოსაზრებას, თითქოს „ოტელო“ და „საზღაური საზ-
ღაურის წილ“ მწუხარე პერიოდის მწუხარე პიესებია, თითქოს
ოტელოსა და დეზდემონას ტრაგედიას ანჯელოსა და იზაბელას
სევდიანი ამბავი აგრძელებს. მაგრამ, სინამდვილეში, შექსპირმა
ეს პიესები სახალხო დღესასწაულის დღეებში დაწერა, როცა თა-
ვადაც, სოციალური თვალსაზრისით, მწვერვალს მიაღწია.
„ოტელო“ („მავრი“) იმ დღეებში შეიქმნა, „მეფის მსახურები“
ესპანეთის საგანგებო ელჩსა და მის ამალას რომ ართობდნენ.
სიტყვა „მავრი“ ესპანური წარმოშობისაა, პიესის გმირებს – ია-
გოსა და როდრიგოს – გავრცელებული ესპანური სახელები
ჰქვიათ. იმ პერიოდში ესპანელები აპირებდნენ, თავიანთი ქვეყ-
ნიდან გაეძევებინათ მავრები, რომლებიც მოსახლეობის საკმა-
ოდ დიდ ნაწილს შეადგენდნენ. მავრები, ებრაელების არ იყოს,
ევროპული ცრურწმენების მსხვერპლნი იყვნენ. ლონდონში ეს-
პანეთიდან დევნილი მავრების დიდი დასახლება არსებობდა. დე-
დოფალმა ელისაბედმა, თავის დროზე, მათ წინააღმდეგ ბრძანე-
ბა გამოსცა - „ზანგებისა და შავკანიანი მავრების, რომლებიც მი-
სი უდიდებულესობა ესპანეთის მეფის კონფლიქტის გამო შემოი-

282
პარნენ ქვეყანაში.“ 1600 წელს დედოფალ ელისაბედთან ბერბე-
რების მეფის ელჩი ჩამოსულა და ამ მავრმა სასახლის კარის აღ-
ტაცებული ყურადღება დაიმსახურა. შეგვიძლია, დარწმუნებით
ვთქვათ, რომ მას შექსპირი აუცილებლად შეხვდებოდა და, სავა-
რაუდოდ, გამოელაპარაკა კიდევაც. შექსპირის დასი იმ შობის
სეზონზე სასახლის კარზე წარმოდგენებს მართავდა. თავშეკავე-
ბულმა და ღირსეულმა მავრმა შექსპირზე ალბათ დიდი შთაბეჭ-
დილება მოახდინა და ოტელოს სახე შთააგონა. ჩემი აზრით,
მცდარია, ის აფრიკელად ან ინდოელად წარმოვიდგინოთ, რო-
გორც თანამედროვე დადგმებში გამოჰყავთ ხოლმე. ოტელო
მავრიტანული წარმომავლობისაა, ზეთისხილის ფერის კანით.
შექსპირს ის „შავი“ სცენური ეფექტისთვის სჭირდება. შაილოკის
სახით შექსპირმა რთული გმირი შექმნა, მოგვიანებით, როცა
ოტელოს ჯერი დადგა, განტევების ვაცის მიმართ მას აშკარად მე-
ტი ინტერესი უჩნდება. მაგრამ შეცდომა იქნება, ვიფიქროთ, რომ
შექსპირს ჰუმანური მიზნები ამოძრავებს, მახვილი თვალი და ყუ-
რი უფრო თეატრალური ინტრიგისთვის აქვს მომარჯვებული.
„ოტელოს“ პირველი მაყურებლებისთვის ალბათ კიდევ არა-
ერთ მათ თანამედროვე ამბავზე იქნებოდა მინიშნება, მათ შო-
რის, ერთ, ევროპაში საყოველთაოდ ცნობილ ისტორიაზე – ესპა-
ნეთის ყოფილი მეფე, ფილიპ II ძალიან ეჭვიანი კაცი ყოფილა და
სწორედ ეჭვების გამო საწოლში მოახრჩო თავისი ცოლი. თანაც,
ეჭვიანობის შემოტევა იმ მიზეზით დაწყებულა, რომ დედოფალს
შემთხვევით ცხვირსახოცი დავარდნია. პარალელები იმდენად
ახლოა, რომ ძნელია, უბრალო დამთხვევა დაარქვა. არც კვიპ-
როსზე ხდება შემთხვევით ოტელოს ტრაგედიის მოქმედება.
კვიპროსი ერთ დროს ვენეციის პროტექტორატში შედიოდა, მაგ-
რამ მას თურქები დაეპატრონნენ ოცდაათზე მეტი წლით და რო-
გორც ვენეციის, ისე ესპანეთის ინტერესები საფრთხის წინაშე და-
აყენეს. ამ თემას თავად მეფე ჯეიმსმა მიუძღვნა ერთი ლექსი. ასე
283
რომ, შექსპირმა ერთგვარად თავისი მონარქის ინტერესი და შეშ-
ფოთება გამოხატა. დაძაბულობა ესპანეთსა და ვენეციას შორის
ფილიპ III-ის დროსაც გრძელდებოდა, მაგრამ, ჩემი აზრით, ზო-
გიერთი კომენტატორის ვარაუდი, თითქოს ოტელო წარმოად-
გენს ესპანეთს, ხოლო დეზდემონა - ვენეციას, მეტისმეტად გაზ-
ვიადებულია. ის კი ეჭვგარეშეა, რომ შექსპირის წარმოსახვა ეს-
პანეთის გარშემო ტრიალებს.
ასე რომ, მცდარია მტკიცება, თითქოს შექსპირს თანამედრო-
ვე ყოფაზე არც ერთი პიესა არა აქვს. „ოტელო“ იმ პერიოდის აქ-
ტუალურ ამბებს ეხება. გარდა ამისა, შექსპირი „აფრიკის გეოგ-
რაფიულ ისტორიას“ და პლინის „მსოფლიო ისტორიას“ წაიკით-
ხავდა, ასევე, სერ ლუის ლიუკნორის ნაშრომსაც „ვენეციის რეს-
პუბლიკა და მმართველები“. შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რო-
გორ დაეძებდა მისთვის აუცილებელ წიგნებს, იქნებ, კეთილშო-
ბილი მფარველებიც სთავაზობდნენ და ურჩევდნენ, რომელი
წიგნი წაეკითხა.
შექსპირის განათლების საკითხი მის მკვლევრებს ძალიან
აღელვებთ. შეიძლება, უბრალოდ ასე ვთქვათ - შექსპირმა იცოდა
იმდენი, რამდენიც სჭირდებოდა. ის არ ყოფილა მეცნიერი, ისტო-
რიკოსი, თუ ფილოსოფოსი, შექსპირი დრამატურგი იყო. მგონი,
ფილოსოფიას, საერთოდაც, ეჭვის თვალით უყურებდა, მხოლოდ
სიტყვის სჯეროდა.
შესაძლოა, კითხულობდა ფრანგულად და იტალიურად, მაგ-
რამ თარგმანი ერჩივნა. იმიტომ არა, რომ ეზარებოდა, უბრა-
ლოდ, ჩქარობდა. ჩვევად ჰქონდა, წიგნებში თავისი წარმოსახ-
ვისთვის მასალა ეძებნა. იქნებ, მხოლოდ ყდაზე დაწერილ მოკლე
შინაარსსაც კითხულობდა. ბოტანიკის, მედიცინის, ასტრონომი-
ის მისი ცოდნა უფრო ფართოა, ვიდრე ღრმა; შექსპირს აღქმის
უნიკალური უნარი ჰქონდა, რაც შთაბეჭდილებას ქმნიდა, თით-
ქოს მან თავის თანამედროვეებზე „მეტი“ იცოდა.
284
შექსპირმა „ოტელოს“ წყაროს ჯირალდი ჩინტიოს „ას თქმუ-
ლებაში“ მიაგნო. შეიძლება, ნაწარმოების პირველივე წინადადე-
ბამ მოხიბლა: “Fu gia in Vენეზია უნ მოწ”, რაც ნიშნავს - „ვენეცია-
ში ერთი მავრი ცხოვრობდა“. შექსპირის პირველი დევნილი, შა-
ილოკიც ვენეციაში ცხოვრობდა. ოტელო კიდევ ერთი სახეა გა-
ძევებული, ამქვეყნად მოხეტიალე ადამიანისა. ის მავრი იყო ვე-
ნეციაში. პიესა სახელწოდებით „ვენეციელი მავრი“ 1604 წლის 1
ნოემბერს უაითჰოლში წარმოადგინეს. მანამდე ის „გლობუსში“
და გასტროლების დროს რამდენიმე ქალაქში აჩვენეს. ერთი სა-
ინტერესო რამ უნდა აღვნიშნო ამ პიესებთან დაკავშირებით. რო-
დესაც ბენ ჯონსონი შექსპირის ხასიათს იხილავს, თითქმის სიტ-
ყვასიტყვით იმეორებს იაგოს მიერ ოტელოს აღწერას. შეიძლება,
ვიფიქროთ, რომ მისი აზრით, შექსპირი რაღაცით ოტელოს ჰგავ-
და. ხომ არ იცოდა ჯონსონმა, რომ შექსპირი ცოლზე ეჭვიანობ-
და? ამ თეორიას ჯეიმს ჯოისიც კი იმეორებს, მაგრამ მაინც ჰიპო-
თეზად რჩება. თუ ასეა, რადგან იულიუს კეისარსა და ოტელოს
ეპილეფსია ტანჯავდათ, შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ შექსპირიც
ეპილეფსიით იქნებოდა დაავადებული.
თუ დეზდემონას როლს ბიჭი თამაშობდა, ის ძალიან ნიჭიერი
უნდა ყოფილიყო. უნდა შესძლებოდა დეზდემონას უმანკობით
შენიღბული ეროტიზმის ჩვენება. ბიჭს ბალადების შესასრულებ-
ლად კარგი ხმა უნდა ჰქონოდა.
თანამედროვე მაყურებელს, რომელიც მიჩვეულია, იაგო ბო-
როტების განსახიერებად დაინახოს, უცნაურად მოეჩვენება, რომ
მას კომპანიის კომიკოსი, რობერტ არმინი თამაშობდა. მეჩვიდ-
მეტე საუკუნის ბოლოს ჩარლზ გილდონი წერდა: „საიმედო წყა-
როდან ვიცი, რომ მსახიობი, რომელიც იაგოს თამაშობდა, კომი-
კოსი იყო, შექსპირი იძულებული გახდა, რამდენიმე სიტყვა, თუ
ფრაზა დაემატებინა (ალბათ, მის გმირთან შეუსაბამო), რათა აუ-

285
დიტორია გაეცინებინა, ის ხომ არ იყო შეჩვეული, მთელი სპექ-
ტაკლის მანძილზე სერიოზული ყოფილიყო.“ გილდონი უდავოდ
იაგოს უხამს გამოთქმებს გულისხმობდა, რომელსაც ის დეზდე-
მონას მისამართით წარმოთქვამს. რაც შეეხება მაყურებლის სე-
რიოზულობას, ერთი განწყობა შექსპირის არც ერთ პიესაში არ
გვხვდება, მის ხელოვნებაში კომიზმი და ტრაგიზმი თანაბარ ად-
გილს იკავებს.

286
თავი 77
სერ, ამით რისი თქმა გინდათ?

უაითჰოლში „ოტელოს“ ჩვენებიდან სამი დღის შემდეგ, იქ


„უინძორელი მხიარული ქალები“ წარმოადგინეს. ოცდასამი
წლის წინ აშენებული დარბაზი მეფე ჯეიმსს არ მოსწონდა და მას
„ძველ, დამპალ სარდაფს“ ეძახდა. ამიტომ შექსპირის ახალი პი-
ესა - „საზღაური საზღაურის წილ“ სასახლეში, ახალ დიდ დარბაზ-
ში ითამაშეს. სულ ცოტა ხნით ადრე, „მეფის მსახურებმა“ სხვა პი-
ესა აჩვენეს, რომელიც ძალიან მალე გაქრა. მას „გოური“ ერქვა
და „გოურის შეთქმულების“ დრამატურგიული ვერსია იყო. პატ-
რიოტული პიესა, სადაც მონარქის სიმამაცეზე იქნებოდა ყურად-
ღება გამახვილებული, თეატრში წარმოსადგენად შეუფერებლად
მიიჩნიეს. პიესა მართლაც აკრძალეს და ის უკვალოდ გაქრა. რო-
გორც ჩანს, რა ვითარებაც არ უნდა ყოფილიყო, მმართველი მო-
ნარქის სცენაზე განსახიერება შეურაცხყოფად მიიჩნიეს. აკრძა-
ლული პიესის ავტორი უცნობია, მაგრამ არ არის გამორიცხული,
რომ მის დაწერაში შექსპირის ხელი ერია.
მაგრამ ჯეიმსის გულისწყრომა დიდხანს არ გაგრძელებულა,
რადგან ერთი კვირის თავზე მსახიობებმა მას „საზღაური საზღაუ-
რის წილ“ წარმოუდგინეს. პიესაში მთავარი მომქმედი გმირი,
ჰერცოგი ვინჩენცო, ვერ იტანს ხმაურსა და ხალხმრავლობას.
ჰერცოგი განაცხადებს, რომ უკეთ სურს, შეისწავლოს თავისი
სამფლობელო და ამ მიზეზით სასახლეს ტოვებს, მმართველობას
კი პურიტან ანჯელოს ჩააბარებს, მაგრამ ანჯელო ვერ გაამარ-
თლებს ამ ნდობას. პიესაში მრავლად არის ალუზიები, ჰერცოგი-
სა და მეფე ჯეიმსის მსგავსებაც თვალსაჩინოა. პურიტანი ანჯე-
ლოს სახე რომ შეულამაზებელია, შესაძლოა, იმ პერიოდის სექ-
ტანტებისა და მეფის სერიოზული დაპირისპირების შედეგი იყოს.
პიესის მოქმედება კათოლიკურ ვენაში ხდება. ამ და კიდევ სხვა
287
ალუზიებით, შექსპირი თავის ტოლერანტულ დამოკიდებულებას
გამოხატავს ძველი რწმენის მიმართ. აღსანიშნავია და ალბათ
შემთხვევით არ ხდება, რომ აქაც, ისევე, როგორც „რომეო და ჯუ-
ლიეტაში“ და პიესაში „აურზაური არაფრის გამო“, ბერი ურჩევს
პიესის გმირებს, მოიტყუონ უფრო დიდი სიკეთის გულისთვის. პი-
ესა „საზღაური საზღაურის წილ“ კიდევ ერთი მაგალითია იმისა,
რომ შექსპირს არაბუნებრივად მახვილი თვალი ჰქონდა თავისი
დროის ვითარების აღსაქმელად, თავისდა უნებურად, ყველა-
ფერს ხედავდა, რაც მის გარშემო ხდებოდა.
პიესაში „საზღაური საზღაურის წილ“ შექსპირმა ზოგიერთი
ადგილებისთვის იგივე წყარო მოიშველია, რომელიც „ოტელოს-
თვის“ გამოიყენა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩინტიოს „ას თქმუ-
ლებას“ არაერთხელ მიუბრუნდა. ეს ანთოლოგია პიესის სიუჟე-
ტისთვის ნამდვილი ოქროს საბადო იქნებოდა. პიესის პრემიე-
რის მეორე დღეს გრაფმა პემბროკმა სასახლის კარზე ახალი მი-
უზიკლი წარმოადგინა, სახელად „იუნონა და ჰემენიუსი.“ ტექსტი
დაკარგულია, მაგრამ შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ სამეფო კა-
რის წამყვანი დრამატურგის დახმარებით დაიწერებოდა. მომ-
დევნო დღეს კი აჩვენეს „შეცდომათა კომედია,“ მას „ჰენრი V“
მოჰყვა. რაღაც შექსპირის ფესტივალივით გამოვიდა. იმ დღეებში
საუთჰემპტონის ლონდონ ჰაუსში „ამაო გარჯა სიყვარულისა“
დაიდგა, მომდევნო თვეში კი ორჯერ შეასრულეს „ვენეციელი ვა-
ჭარი“. შექსპირის არც ერთ თანამედროვე დრამატურგს არ ხვდა
ასეთი პატივი სამეფო ოჯახისგან. ამავე წელს გამოქვეყნდა „რი-
ჩარდ III“, პიესა პირველი დადგმიდან თხუთმეტი წლის შემდეგაც
დიდი წარმატებით მიდიოდა.
ამ პერიოდს ეკუთვნის კიდევ ერთი, უცნაური კომპოზიციისა
და განწყობის პიესა - „ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავ-
რდება“. მას კომედიად მიიჩნევენ, ოღონდ, ცოტა სევდიანი ელ-
ფერიც გასდევს. პიესას სიყვარულისგან გასულელებულ, ობოლ
288
ელენაზე, რომელიც ბრიყვ და ქედმაღალ გრაფ ბერტრანშია შეყ-
ვარებული, არც ისე დიდაქტიკური სიუჟეტი აქვს. აქ მხსნელად
ხანდაზმული გრაფის მეუღლე, როსილიონი გვევლინება, ის აწო-
ნასწორებს სხვების შეცდომებს. ჯორჯ ბერნარდ შოუს ნათქვამია:
„ყველაზე ლამაზი სახე მოხუცი ქალისა, რაც ოდესმე დაწერილა.“
შესაძლოა, პიესის წყარო, ნაწილობრივ, ბოკაჩოს „დეკამერონი“
იყოს, საიდანაც ჩოსერიც სესხულობდა სიუჟეტს. იგი რამდენად-
მე რთული აღსაქმელია, რადგან შექსპირი აქ რამდენიმე გან-
სხვავებულ ელემენტს აერთიანებს. ხალხურ ზღაპარში ფარსის
ელემენტი შემოაქვს, რთულ სინტაქსთან და რიტმთან ჭიდილში
აზრი საკმაოდ ძნელი გასაგები ხდება, თუნდაც იმ ეპიზოდში, რო-
დესაც ელენა დასტირის მათ, ვინც ამქვეყნად ღარიბი იბადება.
პოეზია პიესაში შექსპირის თანამედროვე პოეტის, ჯონ დონის
ლექსს მოგვაგონებს. შესაძლებელია, იმ პერიოდში რთული პო-
ეზია იყო მოდაში. ეს პიესა რთულიც არის, მაგრამ, ამავე დროს,
მშრალიც. არ არის აუცილებელი, ვიფიქროთ, როგორც ზოგიერ-
თი ბიოგრაფი ვარაუდობს, რომ მაშინ შექსპირი სულიერ და შე-
მოქმედებით კრიზისს ერთდროულად განიცდიდა. უბრალოდ,
ერთხელაც მისი ბნელი ფიქრები ბნელი ველისკენ გაფრინდნენ
და ის მოსაწყენი ადგილი აღმოჩნდა. ეს არის და ეს.

289
თავი 78
დროის დინება

1605 წლის 24 ივლისს შექსპირმა 440 გირვანქად 31 წლით


იჯარით აიღო ძველი სტრეთფორდის სოფლებიდან მოწეული
ხორბლის მოსავლის მეათედის ნახევარი და ასევე, ცხვრისა და
მატყლის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის მეათედის ნახევა-
რი. თავდაპირველად, მეათედი საეკლესიო გადასახადი იყო,
რომელსაც ფერმერი და გლეხი უხდიდნენ ეკლესიას მიღებული
მოსავლიდან, მოგვიანებით ამ გადასახადს, ეკლესიის ნაცვლად,
უკვე ქალაქის მმართველობას უხდიდნენ. დღეს ფულის ამგვარი
დაბანდება შეიძლება, რთულ საქმედ მოგეჩვენოთ, მაგრამ იმ
დროსთვის საკმაოდ სარფიანი უნდა ყოფილიყო. 31 წლით კი
იმიტომ აიღო შექსპირმა იჯარით, რომ, როგორც ჩანს, სიკვდი-
ლის შემდეგ ცოლ-შვილის უზრუნველყოფაზე ფიქრობდა.
დოკუმენტის გაფორმებას შექსპირის ორი მეგობარი, ენტონი
ნეში და იურისტი ფრენსის ქოლინზი დაესწრნენ. მათ შექსპირი
ანდერძში მოიხსენიებს. ის ფაქტი, რომ თუნდაც ამ ორ ერთგულ
და ახლობელ მეგობარზე, რომელნიც დრამატურგის კომერცი-
ულ საქმეებში მონაწილეობდნენ, არაფერი ვიცით, იმაზე მეტყვე-
ლებს, რომ შექსპირის სტრეთფორდული ცხოვრება უცხო თვა-
ლისთვის დამალული იყო. მართალია, ისინი იმ სამყაროს ეკუთ-
ვნოდნენ, რომელიც ძლიერ განსხვავდებოდა მსახიობებისა და
თეატრალების სამყაროსგან, მაგრამ შექსპირი მათთან არანაკ-
ლებ შინაურულად გრძნობდა თავს. მეათედის შესყიდვამ მას დი-
დი მოგება მოუტანა. შექსპირი უკვე აღარ იყო დამოკიდებული
მსახიობის ხელფასზე და შეიძლება, უკვე მართლაც აპირებდა
სცენიდან წასვლას.
მსახიობებს თამაში არეულ დროში უხდებოდათ. როგორც ამ-

290
ბობდნენ, მეფეც შეშფოთებული და აფორიაქებული იყო. ნოემ-
ბრის დასაწყისში მეფის წინააღმდეგ შეთქმულება გაიხსნა. მის
მონაწილეებს ძალიან ამბიციური და უპრეცედენტო რამ ჰქონ-
დათ დაგეგმილი – მეფე და პარლამენტი უნდა აეფეთქებინათ.
ამის შემდეგ კათოლიკეებს ისევ ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება
და მათი დევნა განაახლეს. სტრეთფორდში და უორვიკშირში
განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენდნენ. შეთქმულების მეთაური,
კათოლიკე რობერტ კეიტსბი უორვიკშირიდან იყო. სწორედ ამ
საგრაფოში იკრიბებოდნენ შეთქმულების მონაწილენი, ერთ-ერ-
თმა მათგანმა სტრეთფორდის გარეუბანში კლოპტონის სახლი
დაიქირავა. იმ დღეს, 5 ნოემბერს, როცა შეთქმულება გახსნეს,
სტრეთფორდის ბეილიფს ხელში ჩაუვარდა ტომარა, რომელშიც
უამრავი მანტია, ანაფორა, ჯვარი, ჯვარცმა, თასი და მესისთვის
აუცილებელი ნივთი იდო. ეს ტომარა უნდა გადაეცათ ჯორჯ ბად-
ჯერისთვის, შექსპირების კარის მეზობლისთვის ჰენლი სთრით-
ზე. რა თქმა უნდა, შექსპირი მას იცნობდა და ცოლმა სასწრაფოდ
შეატყობინა, რა უბედურება დაატყდა მეზობელს თავს.
პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო კათოლიკეების წინააღ-
მდეგ. ვენეციელი ელჩის გადმოცემით, მეფეს მისთვის უთქვამს:
„მომიწევს, მათი სისხლით დავისვარო ხელი, არადა, ეს ჩემი
სურვილის წინააღმდეგ იქნება...“ გულდამშვიდებულები არც
შექსპირის ოჯახის წევრები იქნებოდნენ სტრეთფორდში. მომ-
დევნო წლის გაზაფხულზე, სუზენა შექსპირი სასამართლოში და-
იბარეს, რადგან სააღდგომო ზიარებაზე უარი განაცხადა. ის
ერთ-ერთი ცნობილი დისიდენტი კათოლიკე იყო ქალაქში, ისევე,
როგორც ჰამნეტ სადლერი, შექსპირის გარდაცვლილი ვაჟის
ნათლია. მოგვიანებით მისი საქმე დაიხურა, ვინაიდან სუზენამ
ზიარება მიიღო. როგორც ეტყობა, ის ვიღაცამ დაარიგა, რომ დიდ
ხიფათში იგდებდა თავს.
შექსპირმა ამ ყველაფერს „მაკბეტით“ უპასუხა. სისხლიან
291
დრამაში, სადაც ღმერთის რჩეულ მონარქს კლავენ, 1606 წლის
შეთქმულების მონაწილეთა გასამართლების ალუზია გვხვდება.
ლედი მაკდუფის სიტყვებს, როცა ის ღალატზე ლაპარაკობს - ყვე-
ლა მოღალატე ჩამოხრჩობას იმსახურებს, - „გლობუსის“ მაყურე-
ბელი ალბათ ტაშითა და შეძახილით ხვდებოდა. შექსპირი „მაკ-
ბეტში“ სიტყვას გადაჰკრავს სტიუარტების დინასტიაზე, მეფე არა
მარტო ინგლისის მმართველია, არამედ შოტლანდიისაც. ვინაი-
დან პიესაში დიდი ადგილი ეთმობა მეფის საყვარელ თემას – კუ-
დიანებს, ეტყობა, შექსპირს სურვილი ჰქონდა, ახალი მონარქის
მოწონება დაემსახურებინა. შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ კუ-
დიანები მეფის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებენ, როცა მაკ-
ბეტს გადაკვრით აგულიანებენ და მიანიშნებენ, რომ ის უძლევე-
ლია. თხუთმეტი წლით ადრე, შოტლანდიელი კუდიანები დაიჭი-
რეს და ბრალი დასდეს, თითქოს მათ მეფე ჯეიმსის მოკვლა ჰქონ-
დათ განზრახული. პარალელი საკმაოდ ცხადია.
მაგრამ „მაკბეტზე“ მუშაობისას შექსპირს მხოლოდ ცალი თვა-
ლი ჰქონდა მეფისკენ მიპყრობილი, მას ხომ მეფის გარდა, სხვე-
ბიც უნდა გაერთო. სცენაზე ხდება სასწაულები, დადიან მოჩვენე-
ბები, იღვრება უამრავი სისხლი. აბა, უკეთესს რას ინატრებდა
მეჩვიდმეტე საუკუნის მაყურებელი, თუ არა მეფის ხელისუფლე-
ბისა და სასწაულის გადახლართვას? მარტო ის სცენა, როდესაც
მაკბეტს ბანქოს აჩრდილი გამოეცხადება, ალბათ დიდ შთაბეჭ-
დილებას ახდენდა აუდიტორიაზე. ამ პიესაში ზებუნებრივისა და
განგების კელტებისთვის ნიშანდობლივი შეგრძნებაა წარმოდგე-
ნილი. შეიძლება, ამიტომ თქვეს უარი მსახიობებმა, პიესისთვის
„მაკბეტი“ ეწოდებინათ და დღემდე ურჩევნიათ, ის „შოტლანდი-
ურ პიესად“ მოიხსენიონ.
„მაკბეტი“ შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე პიესაა. მას-
ში არ გვხვდება მკრეხელური ან სალანძღავი სიტყვები. ერთი

292
მხრივ, არ არის გამორიცხული, ეს 1603 წელს პარლამენტში მი-
ღებული აქტის დამსახურებაც იყო, რომელიც თეატრის სცენიდან
„შეურაცხმყოფელ სიტყვებს“ კრძალავდა. მაკბეტისა და ლედი
მაკბეტის ოდნავ გაორებული სახები გვაფიქრებინებს, რომ შე-
საძლოა, როდესაც შექსპირმა პიესზე მუშაობა დაიწყო, ჯერ ზუს-
ტად არ ჰქონდა გადაწყვეტილი, მეფეს მაკბეტი მოკლავდა, თუ
მისი ცოლი. თუ რატომ არის ეს პიესა მოკლე, ამასთან დაკავში-
რებით რამდენიმე ვერსია არსებობს. ზოგის აზრით, მეფეს ერთ
რამეზე დიდხანს ყურადღების შეჩერება უჭირდა, ან იქნებ, გარ-
თობების მომწყობმაც შეკვეცა. ყველაზე მეტად სიმართლეს ის
ჰგავს, რომ ამას თვითონ პიესის სიუჟეტი ითხოვდა. აქ კალამბუ-
რებიც იშვიათად გვხვდება და მხოლოდ ერთი სცენაა კომიკური,
რომელშიც მეკარე მონაწილეობს. ისე, კომიკურს ამ სცენასაც
ძნელად თუ დაარქმევ, ვინაიდან მეკარე ჯოჯოხეთის მცველთან
არის გაიგივებული და სულ ახალგახსნილ შეთქმულებაზე გადაკ-
ვრით ნათქვამი სიტყვები მის მონოლოგში სისხლის გამყინავი
შავი იუმორით არის გაზავებული.
მეკარე ნამდვილად ჯოჯოხეთის მცველია, რომელიც შუა სა-
უკუნეების მისტერიებში გვხვდება. ბევრი მკვლევრის აზრით, პი-
ესის ნადიმის სცენა მისტერიების ციკლთან - „ჰეროდეს სიკ-
ვდილთან“ არის დაკავშირებული. ანტიკური პიესებისთვის დამა-
ხასიათებელი ბედისწერისა და სიკვდილის თემა შექსპირის დრა-
მატურგიაში ცოცხლობს, რათა კიდევ უფრო გაამძაფროს შიში
ზებუნებრივი ძალებისა და სიბნელის მიმართ. „მაკბეტი“ ღამის
პოემაა. მაგრამ თვითონ მაკბეტი შექსპირს მუქ ფერებში არ ჰყავს
დახატული. ის სავსეა სიცოცხლით და ენერგიით, ბუნებრივი ძა-
ლა ამოძრავებს და კარგისა და ცუდის საყოველთაოდ მიღებულ
წარმოდგენაზე მაღლა დგას. როგორც შექსპირის ყველა ტრაგი-
კული გმირი, ისიც წერას ჰყავს ატანილი.
1606 წლის ივლისის დასაწყისში „მაკბეტი“ წმინდა პავლეს
293
სკოლის ბავშვების დასს შეუსრულებია. „გლობუსში“ ალბათ უფ-
რო ადრე წარმოადგენდნენ. ასე რომ, შეგვიძლია ვიფიქროთ,
რომ ის მთელი სეზონის მანძილზე, აღდგომიდან 21 აპრილიდან
ივლისის შუა რიცხვებამდე, იდგმებოდა, ვიდრე, ისევ და ისევ შა-
ვი ჭირის გამო, თეატრები არ დახურეს. „მეფის მსახურები“ ცოტა
ხნით ლონდონის შორიახლოს დარჩნენ, რათა მეფე ჯეიმსის ნა-
თესავი და დანიის მეფე ქრისტიანი გაერთოთ. დანიის მეფემ ინ-
გლისში 15 ივლისიდან 11 აგვისტომდე დაყო. უნდა ვიფიქროთ,
რომ ერთ-ერთი პიესა, რომელიც „მეფის მსახურებმა“ წარმოად-
გინეს, „მაკბეტი“ იქნებოდა. თუმცა, დაზუსტებით ვერ ვიტყვით,
დანიის მეფე დრამებს საერთოდ ესწრებოდა თუ არა. როგორც
ამბობენ, ის მაგარი მსმელი ყოფილა, ერთი-ორჯერ წვეულები-
დან უგონოდ მთვრალი წამოიყვანეს. ლონდონში კი გადაწყვი-
ტეს, მისთვის მიებაძათ. სერ ჯონ ჰარინგტონის გადმოცემით, ინ-
გლისელი დიდებულები და მათი მეუღლეები იმდენს სვამდნენ,
მამაკაცები ფეხზე ვეღარ იდგნენ, ქალებს კი გული ერეოდათო.
ელისაბედის ეპოქა იცვლებოდა და ვერ იტყოდი, რომ უკეთესო-
ბისკენ.
სამეფო კარის გართობის შემდეგ, „მეფის მსახურები“ კენტში
გაემგზავრნენ გასტროლებზე. მათ დუვრშიც უნდა ეთამაშათ. სა-
ინტერესოა, წარმოვიდგინოთ, შექსპირიც მათთან ერთად იყო
დუვრში თუ არა, რადგან მის მომავალ პიესაში დუვრს დიდი ად-
გილი უჭირავს. იმ პერიოდში შექსპირი სხვა რამით იყო დაკავე-
ბული. მან „მეფე ლირი“ დაამთავრა.

294
თავი 79
შორს შეტოპე

ზუსტად ვიცით, რომ „მეფე ლირი“ სასახლის კარზე პირველად


1606 წლის 26 დეკემბერს წარმოადგინეს. პირველი კვარტოს სა-
ტიტულე გვერდზე წერია, რომ პიესა მისი უდიდებულესობის წი-
ნაშე წარმოადგინეს საშობაო დღესასწაულზე. ავტორის, ბატონი
უილიამ შექსპირის სახელი და გვარი უფრო დიდი ასოებით წე-
რია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის უკვე აღიარებული მწერალი
იყო.
„მეფე ლირში“ იგრძნობა რაღაც ასოციაციები „მაკბეტთან“,
ორივე პიესაში იკითხება, თუ შეიძლება ასე ითქვას, დაინტერესე-
ბა ბრიტანეთის ლეგენდარული ისტორიით, მაგრამ, ამავე დროს,
ორივეგან იკვეთება თანამედროვე პრობლემებიც. შექსპირი
ნათლად გვაჩვენებს, რა სისულელე ჩაიდინა ლირმა, სამეფო
რომ გაყო და ეს ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც მეფე ჯეიმსს
განზრახული აქვს, ინგლისის და შოტლანდიის გართიანებით ერ-
თი ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი შექმნას. მესამე მოქმედებაში სიტ-
ყვა „ინგლისური“ „ბრიტანულით“ იცვლება.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ლირი ბერბიჯმა შესანიშ-
ნავად შეასრულა, „ბებერი მეფე გააცოცხლა.“ მასხარას და კორ-
დილიას რობერტ არმინი თამაშობდა. უცნაური წარმოსადგენია
კომიკოსი მსახიობი კორდილიას როლში, მაგრამ, სამაგიეროდ,
ადვილად ავხსნით მასხარის საიდუმლოებით მოცულ გაუჩინა-
რებას მესამე მოქმედების ბოლოს, სწორედ მაშინ, როდესაც
კორდილია შემოდის.
არსებობს მოსაზრებები, რომ ძველი ლირიც, რომელშიც შექ-
სპირი თამაშობდა, მისი ახალგაზრდობის წლების ნაშრომია,
მაგრამ სიმართლესთან უფრო ახლოს იქნება, ვიფიქროთ, რომ

295
მან „მეფის მსახურებისთვის“ პიესა თავიდან დაწერა. სანამ პი-
ესაზე მუშაობას დაიწყებდა, შექსპირმა სერ ფილიპ სიდნის „არ-
კადია“ და თარგმნილი მონტენი წაიკითხა, რადგან „მეფე ლირ-
ში“ ასობით ახალი სიტყვა გვხვდება ამ ნაწარმოებებიდან. შექ-
სპირი ასევე გაეცნო სემუელ ჰარსნეტის დეკლარაციას იეზუიტი
მღვდლების უკანონო მოქმედებებზე. ეს დეკლარაცია პოპულა-
რული მას შემდეგ გახდა, რაც მეფე ჯეიმსის წინააღმდეგ დაგეგ-
მილი შეთქმულება გახსნეს, მაგრამ შექსპირს სხვა ინტერესიც
ჰქონდა მის წასაკითხად. იმ იეზუიტ მღვდლებს შორის, რომლე-
ბიც მხილებულნი იყვნენ ეკზორციზმის ცერემონიებში მონაწი-
ლეობაში, სახელდებოდნენ თომას კოტამი და რობერტ დებდე-
ილი. თომას კოტამი სტრეთფორდის სკოლის მასწავლებლის,
ჯონ კოტამის ძმა იყო, რობერტ დებდეილი კი შოთერიში მათი მე-
ზობელი და შექსპირის თანატოლი, მისი თანაკლასელი იქნებო-
და. ასე რომ, შექსპირმა შეიძლება ჰარსნეტის მოხსენება იმიტომ
გადაფურცლა, რომ თავისი ნაცნობების ამბის გაგება სურდა და
უნებურად პიესისთვის საჭირო მასალა აღმოაჩინა.
შეიძლება წარმოიდგინო, როგორ მუშაობს მისი წარმოსახვა,
ყოველგვარ წვრილმანს, რასაც კი გადააწყდება, ამუშავებს, აშა-
ლაშინებს, სანამ ბრწყინვალებას არ მიაღწევს. „მეფე ლირის-
თვის“ შექსპირი იმდენ სხვადასხვა და განსხვავებულ წყაროს
იყენებს და ამუშავებს, რომ ძნელი დასადგენია, თვითონ როგო-
რი დამოკიდებულება აქვს ამ დრამასთან. პიესას, მართლაც, არა
აქვს გამოკვეთილი „მნიშვნელობა.“ ის სიძულვილითა და სიკ-
ვდილით არის სავსე. იქნებ, ესაა ტრაგედიის ყველაზე მწარე გაკ-
ვეთილი. და მაინც, შეგვიძლია, ამ პიესაში ხსნა ვიპოვოთ. „მეფე
ლირის“ კითხვისას ხვდები - ცხოვრებას მნიშვნელობას ვერ მო-
უძებნი და მისი სრულად გაგება ადამიანისთვის მიუწვდომელია.
ასე რომ, შეგვიძლია, მოვიხსნათ მძიმე ტვირთი. აი, ამის აღსრუ-
ლებაში გვეხმარება შექსპირის ტრაგედია „მეფე ლირი“.
296
შესაძლოა, პიესას კიდევ სხვა „წყაროც“ ჰქონდეს. ერთი მო-
ხუცი კარისკაცი, ბრაიან ანესლი, სიბერისგან დაჩაჩანაკდა.
ბრაიანის ორმა ქალიშვილმა გადაწყვიტა, მოხუცი მამა გიჟად გა-
მოეცხადებინათ და მისი მამული ხელში ჩაეგდოთ. მაგრამ მესა-
მე ქალიშვილმა, კორდელმა, თუ კორდილიამ, ლორდ სესილს
სთხოვა, მამამისს მიხმარებოდა. ბრაიანის გარდაცვალების შემ-
დეგ, მისი საკუთრების დიდი წილი კორდელს დარჩა. კორდელ
ანესლი მოგვიანებით ცოლად გაჰყვა სერ უილიამ ჰარვეის, სა-
უთჰემპტონის მამინაცვალს. ამ ისტორიას კარგად იცნობდნენ სა-
უთჰემპტონის წრის გარეთაც და არ არის გამორიცხული, შექსპი-
რისთვის შთაგონების „წყაროდ“ ქცეულიყო.
მაგრამ საბოლოოდ „მეფე ლირმა“ უკან მოიტოვა თავისი წყა-
როები. შექსპირმა პიესიდან საერთოდ ამოიღო ქრისტიანული
მოტივები, მასში პირველყოფილი ატმოსფერო სუფევს. ამ პიესა-
ში ღმერთები გაჩუმდნენ. შექსპირმა არც რომანტიკული ელემენ-
ტები დატოვა და სიუჟეტი მხოლოდ უმადურობისა და ღალატის
თემაზე ააგო. კორდილიას სიკვდილი მამის მკლავებში არც ერთ
წყაროში არ გვხვდება. ასეთი შემზარავი დასასრული ათქმევი-
ნებს გამოჩენილ კრიტიკოსს, ფრენკ კერმოდს, რომ პიესაში „და-
უნდობელი სისასტიკე“ ვლინდება და ეს „სადისტური დამოკიდე-
ბულებაა მაყურებლისადმი.“ მათთვის, ვისაც „მეფე ლირის“ ძვე-
ლი ვერსიის ბედნიერი დასასრული ახსოვდა, ნამდვილად ცუდი
სიურპრიზი იქნებოდა.
პიესაში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, მამისა და ქა-
ლიშვილის ურთიერთობა. ოჯახი და ოჯახური კონფლიქტი შექ-
სპირს, სხვა დრამატურგებთან შედარებით, გულთან ძალიან ახ-
ლოს მიაქვს. მის გვიანდელ პიესებში ხშირია მამისა და ქალიშ-
ვილის შერიგება, რის მერე ისინი ჰარმონიულად ცხოვრობენ.
არადა, სრულიად საპირისპირო ურთიერთობები ჰქონდათ კაპუ-

297
ლეტის ჯულიეტასთან, შაილოკს - ჯესიკასთან, ბრაბანტიოს - დეზ-
დემონასთან. შექსპირის ბოლო წლების პიესებში, როდესაც იგი
უკვე აღსასრულს უახლოვდებოდა, დაბერებული მამა დიდი ხნის
უნახავ ქალიშვილს უბრუნდება; ხანგრძლივი განშორების შემ-
დეგ, შეხვედრას დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობები ახ-
ლავს, მაგრამ ყველაფერს მიუტევებენ. შექსპირი დედისა და ქა-
ლიშვილის ურთიერთობას იშვიათად ეხება. უმთავრესი კავშირი
მამასა და ქალიშვილს შორის არსებობს. შეიძლება, შექსპირის
რეალურ ცხოვრებასთან ამას საერთო არაფერი ჰქონდა, რასაც
ვერ იტყვი მის წარმოსახვაზე.

298
თავი 80
ეს სიტყვები ინტერესს აღძრავს

შექსპირი სტრეთფორდში 1607 წლის ზაფხულში დაბრუნდა,


უფროსი ქალიშვილის ქორწილს რომ დასწრებოდა. სუზენა შექ-
სპირი გასულ წელს დისიდენტი კეთოლიკეების სიაში ეწერა, მაგ-
რამ მერე კანონს დაემორჩილა; სხვა შემთხვევაში, ქორწინება
გართულდებოდა. სუზენა რომ პურიტან ჯონ ჰოლს მიჰყვებოდა
ცოლად, ოჯახი წინააღმდეგი არ იყო.
5 ივნისს უილიამ შექსპირი ოჯახთან ერთად ეკლესიაში გა-
ემართა და იქ, ტრადიციის თანახმად, ქალიშვილი საკურთხე-
ველთან მომავალ მეუღლეს ჩააბარა. ქონების გამგებლობის აქ-
ტით, შექსპირი ახალ ოჯახს შეჰპირდა, რომ ხუთი წლის წინ კომ-
ბისგან ნაყიდი ძველი სტრეთფორდის მიწის 127 აკრს გადასცემ-
და. გვაქვს მიზეზი, ვივარაუდოთ, რომ სუზენა შექსპირის გამორ-
ჩეულად საყვარელი ქალიშვილი იყო. მას ანდერძშიც აშკარა
უპირატესობას ანიჭებს. შეიძლება, სუზენა ხასიათით და გამ-
ჭრიახობით მამას ჰგავდა. მისი საფლავის ქვაზე ამოტიფრულია
სიტყვები: „გონიერებით სხვა ქალებზე მაღლა იდგა“, მემუარის-
ტი კი დასძენს, რომ „მასში იყო რაღაც შექსპირისეული.“ რო-
გორც ჩანს, სუზენას თანამედროვეები მამას ამსგავსებდნენ, ჩვენ
კი მხოლოდ ის ვიცით, რომ უმცროსი დის, ჯუდიტისგან განსხვა-
ვებით, შეეძლო, ხელი მოეწერა.
სუზენას მეუღლე, ჯონ ჰოლი, ექიმი გახლდათ. თუ გავითვა-
ლისწინებთ, რომ შექსპირი თავის გვიანდელ პიესებში დიდ პატი-
ვისცემას ამჟღავნებს ექიმების მიმართ, შეგვიძლია ვიფიქროთ,
რომ ახალი ოჯახი მისგან კურთხეული იყო. სიძე სულ რაღაც
თერთმეტი წლით ახალგაზრდა გახლდათ შექსპირზე, გამოდის,
სუზენა თითქმის მამამისივით პატივცემულ ადამიანს გაჰყვა ცო-

299
ლად. ჯონი ბედფორდშირში დაიბადა, სწავლობდა კემბრიჯის ქუ-
ინს კოლეჯში, სადაც ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი მი-
იღო. ერთი ხანი საფრანგეთში იმოგზაურა და სულ ახალი დასახ-
ლებული იყო სტრეთფორდში, როცა დაოჯახდა. ახალდაქორწი-
ნებულები დროებით „ნიუ ფლეისში“ დასახლდნენ, მალე საკუთა-
რი სახლი შეიძინეს სუზენას მამისეული სახლიდან რამდენიმე
ასეული იარდის დაშორებით. ეს ადგილი რუკაზე „ძველ ქალა-
ქად“ არის აღნიშნული. ჰოლების სახლი აქამდე შემორჩა. რამ-
დენადაც ცნობილია, შექსპირის გარდაცვალების შემდეგ, ისინი
„ნიუ ფლეისში“ დაბრუნდნენ.
ექიმი ჰოლი შექსპირის მეგობარი და ნდობით აღჭურვილი კა-
ცი გახდა, ხშირად დაჰყვებოდა ლონდონში და ამოწმებდა სიმამ-
რის ანდერძს. მისი სამედიცინო დღიური, ცოტა უცნაური სახე-
ლით - „დაკვირვებები ინგლისელების სხეულზე“, ექიმის გარ-
დაცვალების შემდეგ გამოაქვეყნეს. დღიურიდან ჩანს, როგორ
ზრუნავდა ჯონ ჰოლი თავისი ოჯახის წევრებზე. როდესაც, მაგა-
ლითად, სუზენას მუცლის ტკივილი ტანჯავდა, „ერთ პინტა ცხელ
თეთრ ღვინოს ვუნიშნავ, რაც გაზების გამოყოფას უწყობს ხელს
და ტკივილს აყუჩებს.“ ჰოლების ქალიშვილ ელისაბედს ბავშვო-
ბაში სპაზმური ტკივილები ჰქონია. მამა მას ხერხემალს უზელდა
და თავზე ნუშის ზეთით მასაჟს უკეთებდა, ვიდრე „სიკვდილს არ
გამოგლეჯდა ხელიდან.“ ჰოლს სჯეროდა მცენარეებით მკურნა-
ლობის, ხმარობდა ძვირფას მინერალებსაც, მაგალითად, მარგა-
ლიტს, ოქროს მტვერს. შეიძლება, ბოლო წლებში სიმამრსაც
მკურნალობდა, ოღონდ, არავითარი ჩანაწერი ამის შესახებ მის
დღიურში არ გვხვდება.
დღიურის ჩანაწერები იმასაც ცხადყოფს, რომ ჯონ ჰოლი გულ-
დამწვარი პურიტანი არ ყოფილა. ერთი კათოლიკე მღვდელიც
მოურჩენია და ასეთი შენიშვნა ჩაუწერია: „რასაც ველოდით, არ
გამართლდა და კათოლიკე განიკურნა“, შემდეგ ლათინურად
300
დასძენს: „დეო გრატიას,“ რაც ნიშნავს - „მადლობა უფალს.“
1607 წლის 12 ივლისს, შოთერის წმინდა ლეონარდის ეკლე-
სიის დავთარში შეტანილია „ედვარდ შექსპირი, ედვარდ შექსპი-
რის ვაჟი, დაბადების დღეს მოინათლა.“ რაღაც მიზეზი უდავოდ
ექნებოდათ, ასე რომ აჩქარდნენ. მართლაც, ბავშვი ერთი თვის
თავზე გარდაიცვალა. ის 12 აგვისტოს დაკრძალეს. ჩვილი შექ-
სპირის უმცროსი ძმის, ედმუნდის იყო. იმ პერიოდში ეს სახელი
რატომღაც ხშირად ერეოდათ და შეცდომით, მამა და შვილი,
ორივე, ედვარდად მოიხსენიეს. ედმუნდიც მსახიობი იყო. ის
ლონდონში ჩავიდა მსახიობის პროფესიის შესასწავლად. არ ვი-
ცით, ძმის რჩევას მისდია თუ მის მაგალითს. მისი საცხოვრებელი
ადგილის მიხედვით, ალბათ, „ქერთენში“ თამაშობდა. სილვერ
სთრითთან, სადაც მაშინ შექსპირი ცხოვრობდა, ახლოს იყო, შე-
იძლება, ერთადაც ქირაობდნენ ბინას. არც ის არის ცნობილი,
ცოლი ჰყავდა თუ არა. ისე, მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისის
ლონდონში უკანონოდ შობილი ბავშვი არავის უკვირდა.
იმ წელს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი აღინიშნა. 1607
წლის 14 ოქტომბერს სტრეთფორდის ეკლესიაში რიჩარდ ტა-
ილერის ვაჟი „უილიამად“ მოინათლა; შესაძლოა, მისი ნათლია
შექსპირი ყოფილიყო. შექსპირზე ორი წლით უმცროსი ტაილერი
მისი მეზობელი და მეგობარი იყო. ანდერძის პირველ ვარიანტში
შექსპირმა მას ბეჭედი დაუტოვა. რიჩარდ ტაილერი, იომენი და
ჯენტლმენი, ეკლესიის მნათედ აირჩიეს. ერთ ოფიციალურ დოკუ-
მენტში მას ასე ახასიათებენ: „სასიამოვნო მოსაუბრე, მშვიდი, კე-
თილგანწყობილი მეზობლებისა და, საერთოდ, ყველას მიმართ.“
ტაილერზე ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ მაინც საკმარისია
იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორი სამეგობრო წრე ჰყავდა შექ-
სპირს სტრეთფორდში. ისინი, ძირითადად, პატივცემული ადა-
მიანები იყვნენ, ზოგი ვაჭრობდა, ზოგი ტაილერისთანა კაცი იყო

301
და ყველანი „ღირსეულები“ და „მშვიდები“ იყვნენ, როგორც, სა-
ვარაუდოდ, იმ დროის ინგლისელი ქალაქელები. შექსპირი მე-
გობრების მოყვარული კაცი იყო. ალბათ, ლონდონის მშფოთვა-
რე ცხოვრების ფონზე მათთან ერთად სადმე მყუდროდ მოკალა-
თება, საუბარი და დალევა ძალიან სიამოვნებდა.
ამავე პერიოდს ეკუთვნის დიდი სახალხო მღელვარება. მიდ-
ლენდში სერიოზული ამბოხება დაიწყო, სადაც გლეხებმა მიწათ-
მფლობელების წინააღმდეგ გაილაშქრეს. არდენის ტყეზე ამბობ-
დნენ, ის სახნავ მინდვრად გადააქციეს, სხვა საგრაფოებს ხორ-
ბალი რომ მიჰყიდონო. თუჯსადნობი ქარხნების გამოც ტყე იჩეხე-
ბა და რაც ადრე საერთო მიწად ითვლებოდა, ვიღაცის კერძო სა-
ძოვრები გახდაო. გლეხები არ უარყოფდნენ, რომ ტყე მიწათ-
მფლობელების საკუთრება იყო, ისინი იმის წინააღმდეგ გამოდი-
ოდნენ, რომ საუკუნოვან ტრადიციებს არაფრად აგდებდნენ.
ხალხის გაღიზიანებას ისიც ემატებოდა, რომ საკვები არ ჰყოფნი-
დათ და შიმშილობდნენ.
მაისში დაწყებული მღელვარება ზაფხულში უკვე სერიოზულ
აჯანყებაში გადაიზარდა. მეფემ საჯაროდ გამოთქმულ სიტყვაში
სინანულით აღნიშნა, რომ „ბოროტი ზრახვებით აღვსილმა ადა-
მიანებმა გაბედეს, გაერთიანებულიყვნენ.“ აჯანყება დაუნდობ-
ლად ჩაახშვეს; ჯარისკაცები ხოცავდნენ და აპატიმრებდნენ ამ-
ბოხებულებს. ბევრი ჩამოახრჩეს და თავი და კიდურები მოჰკვე-
თეს. ეს ყველაფერი ლამის შექსპირის კარის ზღურბლთან ხდე-
ბოდა, რამაც ახალი პიესის დაწერა შთააგონა.
ზამთრის სეზონზე, 1607 წლის დეკემბრიდან 1608 წლის თე-
ბერვლამდე, „მეფის მსახურებმა“ სასახლის კარზე ცამეტი პიესა
წარმოადგინა. პიესების სახელები ცნობილი არ არის, მაგრამ არ
შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ერთ-ერთი მათგანი „ანტონიუსის
და კლეოპატრას ტრაგედია“ იქნებოდა. სემუელ დენიელის ლექ-

302
სად დაწერილ დრამაში „კლეოპატრა“, რომელიც იმ წელს ხელ-
მეორედ გამოიცა, ხატოვნად არის აღწერილი, მომაკვდავ ანტო-
ნიუსს როგორ აიყვანენ კლეოპატრასთან, რაც 1594 წლის გამცე-
მულ ვერსიაში არ ყოფილა. ეს კი საფუძველს გვაძლევს, ვიფიქ-
როთ, რომ შექსპირის პიესის ნახვის შემდეგ უნდა იყოს ჩამატე-
ბული. ისიც შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მაყურებელმა „ანტო-
ნიუსი და კლეოპატრა“ გულგრილად მიიღო. სემუელ დენიელის
ალუზია რომ არა, არავითარი ჩანაწერი ამ პიესაზე არ არსებობს.
ის არც დაბეჭდილა შექსპირის სიცოცხლეში, ისევე, როგორც მე-
ორე რომაული დრამა, „კორიოლანუსი“, და მის პირველ ფო-
ლიოში რომ არ შეეტანათ, შესაძლებელია, ვერც ვერასოდეს გაგ-
ვეგო მათი არსებობის შესახებ.
„ანტონიუსის და კლეოპატრას“ სიუჟეტისთვის შექსპირი ჰო-
რაციუსსა და პლუტარქეს დაესესხა. პიესაში, რომელშიც მან რო-
მის რესპუბლიკის უკანასკნელი წლები გააცოცხლა, ვნებისა და
ჟინის ენა დომინირებს. ეგვიპტელების ენაწყლიან რიტორიკას
შექსპირი რომაელების ამაღლებულ რიტორიკას უპირისპირებს.
საერთოდ, მთელი პიესა ლექსად დაწერილი სიტყვაა. შექსპირი
გმირების სულში წვდომის თავის უცნაურ ალღოს ამ პიესაშიც ამ-
ჟღავნებს. ოქტავიოს კეისრის ხასიათში უკვე იგრძნობა სისასტი-
კე, რომელსაც ის გამოავლენს, როცა რომის პირველი იმპერა-
ტორი, ოქტავიანე ავგუსტუსი გახდება. პიესაში იგრძნობა, რომ
შექსპირი იმხელა მიზნებს ისახავს, მისი წარმოსახვა ვერანაირ
საზღვრებში ვერ ეტევა, ხოლო მთავარი გმირები ღვთაებებს ემ-
სგავსებიან. ანტონიუსსა და კლეოპატრას შეუძლიათ, იმპერა-
ტორ ვესპასიანეს სიტყვები გაიმეორონ, რომელიც მან სასიკვდი-
ლო სარეცელზე წარმოთქვა: „ვშიშობ, ღმერთად გადავიქცევი.“
მაგრამ ისინი არ გაურბიან ბედისწერას, არ ეშინიათ ცვლილებე-
ბის. სპექტაკლი სანახაობრივად ძალიან მდიდრული და ლამა-

303
ზია. კლეოპატრა და ანტონიუსი საოცრად თეატრალური ფიგურე-
ბი არიან. მათი ცქერით აღფრთოვანებული, იფიქრებ, რომ ისინი
ჯადოქარმა გამოიგონა.

304
თავი 81
კიდევ ის ჰანგი! იგი თითქოს ჩაკვდა თრთოლვაში!

1607 წლის უკანასკნელ დღეს ედმუნდ შექსპირი მიწას მიაბა-


რეს. თურმე, იმ დღეებში ისე აუტანლად ციოდა, რომ მდინარე
თემზა გაიყინა და ხალხი ერთი ნაპირიდან მეორეზე ფეხით გადა-
დიოდა. ყინულზე პატარა კარვების ქალაქი გაჩნდა, ეწყობოდა
შეჯიბრები ჭიდაობაში, თამაშობდნენ ფეხბურთს, პატარა სახლე-
ბიც გახსნეს წასახემსებლად. მოკლედ, გაყინულმა, დადუმებულ-
მა მდინარემ ლონდონელები გამოაცოცხლა.
31 დეკემბერს ედმუნდ შექსპირი ეკლესიაში გადაასვენეს.
მაცხოვრის ეკლესიის დავთარში ჩაიწერა: „1607 დეკემბრის 31,
ედმუნდ შექსპირი, მსახიობი.“ ამას მოსდევს მესაფლავის ჩანაწე-
რი: „1607 წლის 31 დეკემბერი, ედმუნდ შექსპირი, მსახიობი,
დაკრძალეს ეკლესიაში, როდესაც შუადღის დიდი ზარი რეკავდა,
20 შილინგი.“ 20 შილინგი, უდავოდ მისმა ძმამ გადაიხადა, რო-
მელიც იმ სასტიკ ყინვაში კუბოს მიაცილებდა. სავარაუდოდ, ედ-
მუნდ შექსპირიც შავი ჭირის მსხვერპლი აღმოჩნდა, ის ექვსი
თვის შემდეგ მიეწია თავის ვაჟს.
1608 წლის გაზაფხულზე გამომცემლების გილდიის რეესტრში
გამოჩნდა პიესა, რომელიც „ანტონიუსისა და კლეოპატრასგან“
განსხვავებით, დიდი პოპულარობით სარგებლობდა. „პერიკ-
ლეს“ 1609 წლის გამოცემას აწერია, რომ ის რამდენჯერმე დაიდ-
გა „გლობუსში“ მისი უდიდებულესობის მსახურების მიერ. გამო-
დის, რომ სპექტაკლები წინა წლის გაზაფხულზე იდგმებოდა, ვი-
ნაიდან მერე თვრამეტი თვით დახურეს. როგორც ამბობენ, ამ
სპექტაკლის სანახავად ვენეციელ ელჩს საფრანგეთის ელჩი წა-
უყვანია და უთქვამს: „ყველა ელჩი, ვინც ლონდონში ჩამოდის, ამ
სპექტაკლს ნახულობს.“ „პერიკლე“ იმდენად პოპულარული ყო-

305
ფილა, თურმე ბენ ჯონსონის კრიტიკაც კი დაიმსახურა. მას ამ პი-
ესისთვის, რომელიც ბევრად წარმატებული გამოდგა, ვიდრე
თვითონ ჯონსონის ნებისმიერი პიესა, „დრომოჭმული ზღაპარი“
უწოდებია,.
„პერიკლეს“ ფორმასთან და სიუჟეტთან დაკავშირებით მრა-
ვალი უთანხმოება არსებობს, როგორც ყოველთვის, როდესაც
შექსპირი მუსიკისა და სანახაობის მიმართ განსაკუთრებულ ინ-
ტერესს ამჟღავნებს. შეგვიძლია, გამოვიყენოთ ტერმინი „რომან-
ტიკული“, ვინაიდან ეს პერიოდი რომანტიზმის კულტის აღორძი-
ნებით ხასიათდება. პიესაში მეფის უფროს ვაჟს, ჰენრის, ლეგენ-
დარულ არტურს ადარებენ, რაც ერთგვარად მიესადაგებოდა იმ-
ჟამინდელ მოდას რაინდებთან და ლეგენდარულ თავგადასავ-
ლებთან დაკავშირებით. შექსპიროლოგები ხშირად აღნიშნავენ,
რომ ამ პიესით შექსპირის შემოქმედებაში „ექსპერიმენტის“ ფაზა
იწყება. თუ ასეა, ყოველ შემთხვევაში, თვითონ ამას ვერ აცნო-
ბიერებდა და არც ამ ტერმინის მნიშვნელობა ესმოდა. ასევე
მცდარად მიმაჩნია, თავს მოვახვიოთ შექსპირს ის პრინციპები და
სტანდარტები, რომლებსაც მომდევნო თაობა „ესთეტიკურს“
უწოდებს. მას არასოდეს ჰქონია ესთეტიკური დამოკიდებულება
დრამისადმი, არამედ მხოლოდ პრაქტიკული და ემპირიული,
რის მაგალითადაც შეიძლება, თუნდაც, „პერიკლე“ მოვიყვანოთ.
პიესა სავსეა უკიდურესობებით, სიბინძურე და სიწმინდე ძალიან
მიახლოებულია ერთმანეთთან. უწმაწურ და უხეშ პროზას პიესა-
ში შექსპირის ყველაზე ჟღერადი ლექსი მოსდევს და ყველაფერი
რაღაც სასწაულით ერწყმის ერთმანეთს.
შექსპირის გარდაცვალების შემდეგ, მეგობრებმა „პერიკლე“
1623 წლის ფოლიოს გამოცემაში მის სხვა პიესებთან ერთად არ
შეიტანეს, შეიძლება, იმ მიზეზითაც, რომ ის ერთობლივი ნაწარ-
მოები იყო. ისტორიკოსები და ტექსტოლოგები თანხმდებიან,
რომ პიესის დიდი ნაწილი სხვა ავტორის დაწერილია, მაგრამ
306
არის ადგილები, რომლებიც უდავოდ შექსპირს ეკუთვნის. მეორე
ავტორის თაობაზე მრავალი მოსაზრება არსებობს, მაგრამ ერთი
კანდიდატი აშკარად გამოირჩევა. ოცდაათი წლის დრამატურ-
გმა, ჯორჯ უილკინსმა, 1608 წელს გამოაქვეყნა პიესის პროზაუ-
ლი ვარიანტი, სახელწოდებით „ტვიროსის პრინცის, პერიკლეს
თავგადასავალი“. შეიძლება, ძნელი წარმოსადგენი იყოს, უკვე
ასაკოვანი, სახელგანთქმული დრამატურგი ახალბედა მწერალ-
თან ერთად მუშაობდეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ
შექსპირი, პირველ რიგში, თეატრის კაცი იყო. პრაქტიკული და
კომპეტენტური დრამატურგი მზად იყო, ყველაფერი გაეკეთები-
ნა, რაც მის კომპანიას გამოადგებოდა. თანაც, თანამშრომლობა
სულაც არ ნიშნავს, თითქოს ისინი ერთად ისხდნენ და პიესის
პირველწყაროებს ამუშავებდნენ. ჩემი აზრით, უილკინსი პიესის
იდეას მიაწვდიდათ და სიუჟეტს მოიგონებდა. მან მანამდე ერ-
თხელ უკვე წარმატებით ითანამშრომლა „მეფის მსახურებთან“.
შეიძლება, კომპანია უილკინსზე დიდ იმედებს ამყარებდა. იქნებ,
მარტომაც დაიწყო პიესაზე მუშაობა, მაგრამ გზადაგზა მიხვდა,
რომ თავს ვერ გაართმევდა, ან, იქნებ, ხელისუფლებასთან და-
ეძაბა ურთიერთობა, ან სულაც ციხეში მოხვდა და ასე გადავიდა
პიესა შექსპირის ხელში. შექსპირმა პიესა დაამთავრა - მას ხომ
ხშირად მიმართავდნენ ხოლმე, როგორც „დრამატურგიის ექი-
მს,“ პიესის გადასარჩენად.
ის ვარაუდი, რომ უილკინსი დაიჭირეს, მხოლოდ ბიოგრაფე-
ბის ფანტაზიის ნაყოფი არ არის. ჯორჯ უილკინსი ტერმილისა და
ქაუ ქროსის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ტავერნისა და ბორ-
დელის მეპატრონე გახლდათ. უილკინსი ცნობილი იყო ფიცხი ხა-
სიათით. დაქირავებულ მეძავებს ხშირად შეურაცხყოფას აყენებ-
და და ამის გამო სასამართლოში უხდებოდა სიარული. ერთხელ,
მაგალითად, ორსული ქალის გალახვისთვის უჩივლეს. მაშინ
უილკინს თავდებად ჰენრი გოსონი დაუდგა, სწორედ ის გოსონო,
307
რომელმაც „პერიკლე“ გამოსცა. მერე კი უილკინსი იმიტომ გა-
ასამართლეს, რომ თავის სასტუმროში კრიმინალებს მალავდა.
რაც შეეხება შექსპირისა და უილკინსის ურთიერთობას, შეიძლე-
ბა, შექსპირს უილკინსის პოეტი მამა სცოდნოდა, რომელიც ხუთი
წლით ადრე გარდაიცვალა. არც ის არის გამორიცხული, შექ-
სპირს უილკინსის ტავერნაში ევლო. მართალია, ის მდიდარი და
წარმატებული კაცი იყო, მაგრამ ყველანაირ საზოგადოებაში
კარგად გრძნობდა თავს.

308
ნაწილი მეცხრე
ბლექფრაიერზი
თავი 82
როგორც თეატრში
მაყურებლის თვალი

1608 წლის ზაფხულში თეატრები წელიწად-ნახევრით დაიხუ-


რა და სწორედ ამ დროს, შექსპირმა და მისმა ექვსმა კოლეგამ,
ოცდაერთი წლით, იჯარით აიღეს თეატრი „ბლექფაიერზი“. ბავ-
შვების დასი დაიშალა, მას შემდეგ, რაც იქ სკანდალური სპექტაკ-
ლი წარმოადგინეს.
თითოეული მეწილე კეტბერტ ბერბიჯს წელიწადში 40 გირვან-
ქას უხდიდა. ამას გარდა, შენობა სარესტავრაციო იყო. შეიძლე-
ბა, მსახიობები ფიქრობდნენ, რომ ბრძანებას არ დაემორჩილე-
ბოდნენ და ეპიდემიის დროს „კერძო“ თეატრს ამუშავებდნენ.
სხვა შემთხვევაში, ძალიან გაბედული წამოწყება ჩანდა. რო-
გორც ეტყობა, ასეც მოიქცნენ და 1609 წლის იანვარში მეფის ქე-
ბა დაიმსახურეს, „რადგან მათ ინფექციის დროსაც არ შეუწყვეტი-
ათ მოქმედება.“
„ბლექფაიერზი“ მდიდრულ და რესპექტაბელურ უბანში იდგა.
მეზობელი ინებიდან თეატრში ბევრი დადიოდა. იქვე ახლოს ბენ
ჯონსონი ცხოვრობდა და შექსპირის ძველი მეგობარი, რიჩარდ
ფილდი. უბანი მხატვრებსაც მოსწონდათ და იქ სტუდიოებსა და
სახელოსნოებს იწყობდნენ. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ არც ერ-
თი სხვა კომპანია არ ფლობდა ორ თეატრს. „ბლექფაიერზის“ ია-
რუსზე ბილეთი 6 პენსი ღირდა, „გლობუსში“ კი 2 პენსი. პარტე-
რის ბილეთი შილინგი ღირდა, ლოჟისა - ნახევარი კრონი.
„ბლექფაიერზის“ თეატრს თავისებური მიმზიდველობა ჰქონდა.
309
დახურულ სივრცეში მუსიკა უკეთ ისმოდა, დარბაზი სანთლებითა
და ჩირაღდნებით ნათდებოდა, რაც მას სამასკარადო იერს აძ-
ლევდა. არ ჰქონდათ არც ფარდები და არც რამპები, დარბაზი და
სცენა ერთნაირად იყო განათებული.
„მეფის მსახურები“ სხვა დრამატურგებსაც უკვეთავდნენ პიე-
სებს. მაგალითად, ბენ ჯონსონი იმ პერიოდიდან მხოლოდ „მეფის
მსახურებისთვის“ წერდა. ჯონსონმა სახელი გაითქვა, როგორც
მასკარადების ავტორმა სასახლის კარზე და ბავშვების დასის
დრამატურგმა. მისი პიესები დახურული თეატრის დახვეწილ მა-
ყურებელს კარგად შეეფერებოდა. „ბლექფაიერზისთვის“ ჯონ-
სონმა „ალქიმიკოსი“, „კატილინა“ და „მაგნიტური ლედი“ დაწე-
რა. ასევე, „მეფის მსახურებმა“ ფრენსის ბომონტიცა და ჯონ
ფლეტჩერიც დაიქირავეს. ფლეტჩერი შექსპირთან თანამშრომ-
ლობდა, როცა ის თავის უკანასკნელ პიესებს წერდა. შეიძლება,
თავდაპირველად მისი ნიჭი სწორედ შექსპირმა დააფასა და ურ-
ჩია კომპანიას, დაექირავებინა ისინი.
დახურულმა თეატრმა კიდევ ერთი ცვლილება მოიტანა. 1609
წლიდან „მეფის მსახურების“ პიესები მოქმედებებად და ანტრაქ-
ტებად იყოფოდა. ანტრაქტის დროს სანთლებს ცვლიდნენ, მალე
ეს მოდა სასახლის კარზეც გავრცელდა და სასამართლო ინებ-
შიც.
პირველი პიესა, რომელიც შექსპირმა „ბლექფაიერზისთვის“
დაწერა, „კორიოლანუსია.“ იმ პერიოდში რამდენიმე რომაული
პიესა დაიწერა, მაგრამ კორიოლანუსის თემას არავინ შეხებია.
შექსპირმა ბავშვობიდან იცოდა ამ რომაელი დიდებულის ისტო-
რია, რომელმაც უარი თქვა, პლებეებს შეერთებოდა. ის განდევ-
ნეს, მაგრამ მალე დაბრუნდა და მტრის არმიას შემოუძღვა.
პიესაში იმდრიონდელი დაძაბული პერიოდის გავლენა იგ-
რძნობა. მიდლენდის ამბოხების სისხლიან ჩახშობას 1608 წლის
შიმშილობა მოჰყვა. არ არის გასაკვირი, რომ „კორიოლანუსის“
310
პირველ სცენაში რომაელებზე ამბობენ, ისინი უმალ დაიხოცები-
ან, ვიდრე იშიმშილებენო. და როცა შურისძიებისკენ მოუწოდე-
ბენ, ერთ-ერთი მოქალაქე იტყვის: „მე შიმშილი მალაპარაკებს
და არა ჯავრის ამოყრის სურვილი“.
აქაც, ისევე, როგორც შექსპირის ნებისმიერ პიესაში, არ უნდა
ვეძებოთ, ვის მხარეს არის ავტორი, ვისკენ იხრება მისი სიმპა-
თია. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ შექსპირს არა-
ვის მიმართ სიმპათია არ გააჩნია. ან რატომ უნდა გააჩნდეს, რო-
დესაც ამ საკითხის მოგვარებას მისი გმირები თვითონ ახერხე-
ბენ.

311
თავი 83
სინანულს სიტყვების ქარი წაიღებს

„კორიოლანუსის“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გმირი კო-


რიოლანუსის დედა, ვოლუმნიაა. ფიქრობენ, რომ ის შექსპირის
დედის პორტრეტია. ერთმა დანიელმა კრიტიკოსმა, გეორგ ბრან-
დესმა დაწერა: „ვოლუმნია განდიდებული დედის სახეა.“ მერი
არდენი იმ ზაფხულს გარდაიცვალა, როცა შექსპირი „კორიოლა-
ნუსს“ ამთავრებდა. მან თავის ქმარზე და ოთხ შვილზე დიდხანს
იცოცხლა. შექსპირი უეჭველად ინახულებდა დედას სიკვდილის
წინ. ზოგი მიიჩნევს, რომ „კორიოლანუსი“ საერთოდ სტრეთ-
ფორდშია დაწერილი. იმავე წლის ოქტომბერში შექსპირმა ოლ-
დერმანის, ჰენრი უოკერის ვაჟი მონათლა. უილიამად მონათლუ-
ლი ბავშვი მან თავის ანდერძშიც მოიხსენია. აქ მნიშვნელოვანია,
აღვნიშნოთ, რომ ანგლიკანურ ეკლესიაში ნათლია ნონკონფორ-
მისტი ვერ იქნებოდა, მას ცერემონიამდე ზიარებაც უნდა მიეღო.
ძველი რწმენის მიმდევრების ოჯახში აღზრდილი შექსპირი ახა-
ლი რწმენის წესებს ემორჩილებოდა, მაგრამ მთელი ცხოვრების
მანძილზე ეჭვები არ ასვენებდა, რასაც ხელოვნებაში გაორებე-
ბითა და ორაზროვანი დასკვნებით გამოხატავდა. შექსპირის
მშობლები უდავოდ კათოლიკეები იყვნენ, მისი რელიგიურობის
საკითხი კი საუკუნეების მანძილზე საკამათო თემაა. შეიძლება,
შექსპირი, იმ ეპოქის ენით რომ ვთქვათ, „პაპისტი“ ყოფილიყო.
რაც იმას ნიშნავს, რომ გარეგნულად აღიარებდა ანგლიკანურ
ეკლესიას, სულიერად კი ძველი რელიგიის მიმდევრად რჩებო-
და. ის არც ანგლიკანურ ღვთისმსახურებას ესწრებოდა, მაგრამ
არც კათოლიკე დისიდენტების სიაში ყოფილა ოდესმე. შეგვიძ-
ლია, ასეთი დასკვნა გავაკეთოთ – მიუხედავად იმისა, რომ შექ-
სპირს უამრავ კათოლიკესთან ჰქონდა ურთიერთობა, თვითონ

312
ძველი რელიგიის მიმდევარი არ ყოფილა, მაგრამ არც ანგლიკა-
ნურ ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე დასასწრებად უხმობდა ზა-
რი. როგორც ყველა სხვა რწმენისგან, ის რელიგიური რწმენის-
განაც თავისუფალი იყო. თუ რამეს ემორჩილებოდა, ის მიზნები
იყო, რა მიზნებსაც დრამატურგია უყენებდა. ამ გაგებით, შექსპი-
რი რელიგიაზე მაღლა იდგა.
იმ პერიოდის პიესებიდან, გარდა „კორიოლანუსისა“ და „პე-
რიკლესი“, აღსანიშნავია პიესა „ტიმონ ათენელი“ – უცნაურად
ხმაურიანი და დიდებული პიესა. პიესის გმირი უსაზღვროდ დიდ-
სულოვანი კაცია, მაგრამ მისი დიდსულოვნება შეუმჩნეველი
რჩება და ამიტომ, საბოლოოდ, მძვინვარე მიზანთროპად გარდა-
იქმნება. მიიჩნევენ, რომ ეს ნაწარმოები უფრო იგავს ჰგავს, ვიდ-
რე ტრაგედიას ზნეობაზე. ტიმონი ადამიანის ტიპია და არა გმირი.
მაგრამ პიესაში ვერ ვხედავთ კონფლიქტს სიკეთესა და ბოროტე-
ბას შორის, შექსპირი, უბრალოდ, განსხვავებულ ხასიათებს უპი-
რისპირებს ერთმანეთს.
პიესის დაწერის ზუსტი თარიღი უცნობია. ის არც გამოქვეყნე-
ბულა და არც რაიმე ცნობა არსებობს, რომ სადმე დაიდგა. შეიძ-
ლება, შექსპირმა არ დაამთავრა „ტიმონ ათენელი,“ ან, იქნებ, მი-
ატოვა. არის ნაწყვეტები და დიალოგები, რომელთაც აშკარად
გადახედვა სჭირდება, სიუჟეტის ზოგიერთი ხაზი დაუმთავრებე-
ლია. მართალია, მისი ტექსტები ყოველთვის დაუსრულებელ
შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ჯორჯ ორუელის „ცხოველების
ფერმიდან“ რომ ვისესხოთ, ზოგიერთი უფრო დაუმთავრებელია,
ვიდრე დანარჩენები. არც ის არის გამორიცხული, რომ „ტიმონ
ათენელი“ დრამატურგის პირველი მონახაზია და მერე მასზე მუ-
შაობა აღარ გააგრძელა. თუ მართლა ასეა, მაშინ შექსპირის უკი-
დურესად საინტერესო დოკუმენტი გვაქვს ხელთ. როგორც მხატ-
ვრის ტილოზე, ისე შეგვიძლია, დავინახოთ მისი ფანტაზიის თხე-
ლი ფენები.
313
პიესის წყარო ნორთის თარგმნილი პლუტარქეა. ტიმონი შექ-
სპირს პლუტარქეს ანტონიუსის ცხოვრებაში შეხვდა, როდესაც
„ანტონიუსისა და კლეოპატრასთვის“ მასალას სწავლობდა.
პლუტარქეს ალკიბიადეს სახეს, რომელიც შექსპირმა „კორიო-
ლანუსში“ გამოიყენა, „ტიმონ ათენელშიც“ დიდი ადგილი უკა-
ვია. ასე გადადის შექსპირი ერთი კლასიკური გმირიდან მეორეზე
და ყველას საბოლოოდ თავისი წარმოსახვის არენაზე აერთიანე-
ბს.
ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით, ვინაიდან შექსპირმა ადრე
უკვე ითანამშრომლა ახალგაზრდა დრამატურგთან, „ათენელ
ტიმონშიც“ იგრძნობა, რომ მის შექმნაში დამწყები დრამატურ-
გის, თომას მიდლტონის ხელი ურევია. ოც წელს ცოტათი გადა-
ცილებულ მიდლტონს უკვე კარგად იცნობდნენ სატირული კომე-
დიებითა და პოეზიით. „ათენელი ტიმონის“კითხვისას ისეთი შთა-
ბეჭდილება გიჩნდება, თითქოს შექსპირი დიდად არ დარდობს
რამდენად დასრულებული ფორმა ექნება ეპიზოდს, მთავარია,
სცენისთვის კარგი იყოს. შეიძლება, ისეც წარმოვიდგინოთ, რომ
დრამატურგები ცალ-ცალკე მუშაობდნენ და მხოლოდ რეპეტი-
ციაზე აზუსტებდნენ საბოლოო ვარიანტს.

314
თავი 84
ვინც ძველ დროს ალამაზებდნენ

შავი ჭირის ეპიდემიამ მთელი 1609 წლის მანძილზე გასტანა.


დეკერი იმ დღეებზე წერდა, თეატრები (უპატრონოდ მიტოვებუ-
ლი ტავერნებივით) დგანან, დახურული კარებით და დაშვებული
დროშით, როგორც იმ სახლებში, სადაც ინფექცია მძვინვარებს,
ანდა მისმა მასპინძელმა თავს უშველა და სოფელში გაიქცაო.
შემდეგ დასძენს, დასვენება თეატრისთვის ძალიან სახიფათო
რამააო. „მეფის მსახურები“ ისევ გასტროლებზე გაემგზავრნენ
და უმეტესად ზღვისპირა ქალაქებში მართავდნენ წარმოდგე-
ნებს. შექსპირი ამ პერიოდში ალბათ უკვე სტერთფორდში სამუ-
დამოდ დასახლებაზე ფიქრობდა. თომას გრინი, „ნიუ ფლეისის“
მდგმური თუ სტუმარი, გამუდმებით აზუსტებდა, მოესწრებოდა
თუ არა მისი სახლი 1610 წლისთვის, რაც გვაფიქრებინებს, რომ
მან შექსპირის სტრეთფორდში დაბრუნების ზუსტი თარიღი იცო-
და. ამასობაში, თვითონ შექსპირი ახლომახლო მიწების შესყიდ-
ვას განაგრძობდა. მომდევნო წელს კომბების ოჯახისგან 100
გირვანქად კიდევ 20 აკრი მიწა იყიდა და მიეხმარა ნათესავს, ჰა-
თუეის ძველი ფერმა შეეძინა. ერთი დაკვირვებული შექსპირო-
ლოგი აღნიშნავს, რომ პიესა „ციმბელინს“, რომელიც სწორედ ამ
პერიოდში დაიწერა, წითელ ხაზად გასდევს „ყიდვის, გაყიდვის,
გადაცვლისა და ყველანაირი ტიპის გადასახადის“ თემა, თითქოს
შექსპირი გაუცნობიერებლად სულ ამაზე ფიქრობდაო.
მას უდავოდ სჭირდებოდა სტრეთფორდის „ნიუ ფლეისში“
განმარტოება, რათა დაესრულებინა სონეტები, რომელთაც სხვა-
დასხვა ვითარებაში და სხვადასხვა პერიოდში წერდა. ახლა, რო-
ცა დედამისი ცოცხალი აღარ იყო, აღარავისთან ერიდებოდა, გა-
მოექვეყნებინა სკანდალური შინაარსის შემცველი სონეტები.

315
ჩვენთვის უცნობია, რამდენად ითვალისწინებდა ცოლის გრძნო-
ბებს. ალბათ, როგორც ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, დარწმუნე-
ბული იყო, ენ ჰეთუეი სონეტებს მისი ფანტაზიის ნაყოფად მი-
იღებდა. თანაც, ვინაიდან დახურული თეატრებიდან შემოსავალი
არ შემოსდიოდა, ფიქრობდა, რომ ყველაზე ხელსაყრელი მომენ-
ტი იყო, სონეტები გამომცემლისთვის მიეყიდა.
შექსპირის სონეტები 1609 წელს გამოქვეყნდა სახელწოდე-
ბით – „შექსპირის სონეტები, რომელიც ადრე არასოდეს დაბეჭ-
დილა.“ სონეტები ჯორკ ელდმა გამოსცა. წიგნები ჯონ ურიტის მა-
ღაზიაში, ქრაისთ ჩერჩის ჭიშკართან, ნიუგეით სთრითზე, 5 პენ-
სად იყიდებოდა. მიძღვნას, რომლის ავტორი შექსპირი კი არა,
მისი გამომცემელია, ხელს თომას თორპი აწერს. ეს არის ყველა-
ზე ცნობილი მიძღვნა ლიტერატურის ისტორიაში და, ამავე
დროს, საიდუმლოებით მოცული და კამათის აღმძვრელი:
„იმ ერთადერთს, ვისაც უნდა უმადლოდეს სონეტები გამოქ-
ვეყნებას, ბატონ უ. ჰ.-ს, ვუსურვებ ბედნიერებას და უკვდავებას,
როგორც პოეტი შეჰპირდა, და კეთილი სურვილებით ვაცილებ
თავგადასავლის მაძიებელს. თ. თ.“
არაფერი ვიცით, რა იგულისხმება ამ სიტყვებში, ან ვინ არის
ის „ერთადერთი“. შეიძლება, გრაფი პემბროკი, უილიამ ჰერბერ-
ტია, ვისაც შექსპირმა ადრეული სონეტები მიუძღვნა, ან, იქნებ,
საუთჰემპტონი, მაგრამ არისტოკრატს „ბატონით“ არ მოიხსენი-
ებდნენ. შეიძლება, თორპი ვერ მიხვდა, ვის გულისხმობდა შექ-
სპირი და ბატონი თვითონ დაამატა. როგორც ნებისმიერი ისტო-
რიული პრობლემის შემთხვევაში, ამ მიძღვნის თაობაზეც კამათი
არ წყდება. იმასაც ამბობენ, რომ თომას თორპი პირატი გამომ-
ცემელი იყო და მან სონეტები შექსპირის ნებართვის გარეშე გა-
მოაქვეყნა. მაგრამ არა გვაქვს ცნობები, შექსპირს სადმე უკმაყო-
ფილება გამოეთქვას, ან უკანონო გამოცემის გამო ტირაჟი შე-
ეჩერებინოთ. თანაც, თომას თორპი პატივცემული გამომცემელი
316
გახლდათ, მას ჯონსონისა და მარსტონის ნაწარმოებებიც აქვს
გამოქვეყნებული და თეატრალურ სამყაროსთანაც ახლოს იყო.
ასე რომ, არა მგონია, პირატული გამოცემის გამო კოლეგების
თვალში სახელი გაეტეხა.
ერთი ავტორიტეტული კრიტიკოსის აზრით, 1609 წლისთვის
სონეტები მოდაში აღარ იყო და როგორ ცნობილ ავტორსაც არ
უნდა დაეწერა, დიდი გამოხმაურება არ ექნებოდაო. მართალია,
მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისი მოულოდნელობით იყო სავსე
და ცოტა ახირებული მოდითაც ხასიათდებოდა, მაგრამ მეფე ჯე-
იმსის მმართველობის პირველ წლებში სონეტები ჯერ კიდევ მო-
დური იყო, განსაკუთრებით კი ისეთები, ეპიგრამას რომ მოგაგო-
ნებდათ, ცოტა გიჟმაჟი „ანტიპოეზია“, რისი მშვენიერი მაგალი-
თიც შეიძლება იყოს „შავგვრემანი ქალბატონის“ სონეტები. ასე
რომ, 1609 წელს მთლად ცუდ დროს ვერ დაარქმევდით სონეტე-
ბის გამოსაქვეყნებლად.
აღნიშნავენ ფაქტს, რომ 1609 წელს ედვარდ ალეინს შექსპი-
რის სონეტების წიგნი შეუძენია (თუ მერე არ შეთხზეს), მაგრამ
კრებული დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. არც შექსპი-
რის გარდაცვალების შემდეგ, 1640 წლამდე, ხელმეორედ აღარ
გამოუციათ.
შექსპირი სტრეთფორდში დიდხანს დარჩა, მხოლოდ საშობაო
სეზონისთვის ჩავიდა ლონდონში. ის აღარ გამოდიოდა სცენაზე,
მაგრამ პიესების ტექსტებზე პასუხისმგებელი იყო და იმასაც
თვალყურს ადევნებდა, თუ როგორ დგამდნენ მეფისთვის საჩვე-
ნებელ პიესებს. იმ სეზონზე „მეფის მსახურებმა“ ცამეტი სპექტაკ-
ლი წარმოადგინეს, მათ შორის, შექსპირის ახალი პიესა „ციმბე-
ლინი.“
შეიძლება, ეს პიესა შექსპირს „ბლექფაიერზის“ თეატრისთვის
ჰქონდა ჩაფიქრებული, სადაც 1610 წლის თებერვლიდან სპექ-

317
ტაკლების ჩვენება განახლდა. „გლობუსში“ ეფექტებისთვის იმ-
დენი საშუალებები არ ჰქონდათ, რამდენიც „ბლექფაიერზში“, პი-
ესა კი აშკარად ეფექტებს ითხოვს. ასევე, „სადღესასწაულო მუსი-
კა“ აშკარად „ბლექფაიარზის“ კამერული ატმოსფეროსთვის უფ-
როა გათვლილი.
სემუელ ჯონსონი პიესით აღფრთოვანებული არ დარჩენილა:
„იმდენად სულელური გამონაგონია და იმდენად აბსურდული სი-
უჟეტი აქვს, ისეა არეული სხვადასხვა დროის დასახელებები და
ჩვეულებები და იმდენად წარმოუდგენელია, რაც იქ ხდება, ცხოვ-
რებაში ხდებოდეს, რომ არ ღირს ამ იდიოტიზმზე კრიტიკის და-
ხარჯვა. იმდენად თვალსაჩინოა შეცდომები, რომ ანალიზი აღარ
სჭირდება.“ მაგრამ თუ სისულელეს ფანტაზიას დავარქმევთ, ხო-
ლო აბსურდულობას - განზრახ მოგონილ ფარსს, მაშინ პიესას
მეთვრამეტე საუკუნის კრიტიკოსზე ბევრად უკეთ გავიგებთ. რაც
შეეხება იმას, რომ რაც სცენაზე ხდებოდა, „წარმოუდგენელი“
იყო, ცხოვრებაში მომხდარიყო, შექსპირს სწორედ ეს მოსწონდა,
რადგან ნიღბების თეატრისთვის წერდა რომანტიკულ ისტორიას.
ეს ისტორია ეპოქის მოთხოვნებსაც კარგად მიესადაგებოდა,
ეპოქის, რომელშიც ხელოვნურობამ უმაღლეს მწვერვალს მიაღ-
წია.
შექსპირი ბრიტანეთის ლეგენდარულ ისტორიას დაუბრუნდა,
თავისი ბავშვობის პიესებს, იმ პიესებს, რომელშიც ახალგაზ-
რდობაში მონაწილეობდა. მან ძველი რაინდული რომანის სული
გამოიძახა. ასეთი ტიპის პიესები ლონდონში პოპულარული იყო,
მაგრამ, რა თქმა უნდა, შექსპირმა თავისი ექსტრავაგანტური
წარმოსახვით, ყველანი დაჩრდილა. ინგლისში მოდად ქცეული
ბრიტანული ისტორიის ამსახველი პიესები, შეიძლება, დაკავში-
რებული იყო მეფის სურვილთან – ბრიტანეთი გაეერთიანებინა.
მართლაც, არაერთ ალუზიას ვხვდებით პიესა „ციმბელინში“,
რომ მეფე დრამატურგს საკუთარ ინტერესებს.
318
ამ უკანასკნელ პიესებში (თვითონ არ იცოდა, უკანასკნელები
რომ იყო), შექსპირი ბოლომდე იხსნება. „ციმბელინში“ ყველაზე
მნიშვნელოვანი ის გრძნობაა, რასაც ჰეზლიტი ასე აღწერს, „ბუ-
ნებრივი შეთანხმების ძალა, განსაკუთრებული ხედვა, რაც სა-
შუალებას გაძლევს, დომინირებული გრძნობის სახესხვაობები
დაინახო.“ ხანდახან ისეთი აზრი გიჩნდება, რომ შექსპირი ცდი-
ლობს, ფიქრის სიტყვაში გადმოტანის პროცესი აღწეროს. მისი
ენა სრულყოფილების მწვერვალს აღწევს, სიტყვები ძალდაუტა-
ნებლად მოედინება. მაშინდელი მაყურებელი აღფრთოვანებუ-
ლი უყურებდა ამ სპექტაკლს, კამფეტივით წუწნიდა ტკბილ და ექ-
ტრავაგანტურ სიტყვებს.
მუსიკა „ციმბელინის“ დადგმისთვის სამეფო კარის მუსიკოსს,
რობერტ ჯონსონს ეკუთვნის. ჯონსონი „მეფის მსახურების“ სპექ-
ტაკლებს მუსიკალურად აფორმებდა. ერთი სიმღერა „ციმბელი-
ნიდან“ სწორედ მის ხელნაწერებში აღმოაჩინეს.

319
თავი 85
აი, ჩემი გამოცანა, მკვდარია თუ ცოცხალია

1611 წლის გაზაფხულზე ელისაბედის ეპოქის ექიმმა და მაგ-


მა, საიმონ ფორმანმა, ნანახი პიესების შთაბეჭდილება ჩაინიშნა.
ის ერთ-ერთი იმ ათასთაგანი იყო, ვინც „გლობუსში“ „მაკბეტის,“
„ციმბერლინისა“ და სულ ახალი პიესის, „ზამთრის ზღაპრის“ სა-
ყურებლად დადიოდა. „მაკბეტთან“ დაკავშირებით ზებუნებრივ
მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება. ფორმანის აზრით, პიესის
ყველაზე ეფექტური სცენა ნადიმის დროს ბანქოს აჩრდილის გა-
მოჩენაა. კუდიანებმაც, რა თქმა უნდა, გარკვეული შთაბეჭდილე-
ბა მოახდინეს, მაგრამ, მისი აზრით, ისინი უფრო ფერიებსა და
ნიმფებს ჰგავდნენ, ალბათ იმიტომ, რომ მათ ბიჭები ასრულებ-
დნენო. ფორმანი „ციმბერლინსაც“ დაესწრო. აღნიშნავს, რომ
ყველაზე წარუშლელი შთაბეჭდილება „გამოქვაბულს“ მოუხდე-
ნია. ფორმანი ძალიან ფრთხილია „ზამთრის სიზმრის“ შეფასები-
სას, ისე, ეტყობა, რომ ყველაზე მეტად ავტოლიკუსი მოსწონს,
„მაწანწალასავით ჩამოძონძილი რომ დადიოდა.“ მის როლს კო-
მიკოსი რობერტ არმინი ასრულებდა. ფორმანს მიწერილი აქვს:
„არასოდეს ენდო, ვინც თავს მათხოვრად გაჩვენებს.“
„ზამთრის სიზმარი“ შექსპირმა ერთი წლით ადრე დაწერა. მი-
სი პასტორალური ფონი კრიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ ის
„ნიუ ფლეისში“ დაიწერა. მაშინ, ისიც შეგვიძლია დავუშვათ, რომ
როცა შექსპირი „ქარიშხალზე“ მუშაობდა, სადმე ხმელთაშუა
ზღვის კუნძულზე იმყოფებოდა. ეს პიესა „გლობუსსაც“ მოუხდე-
ბოდა და „ბლექფაიერზსაც“, მით უმეტეს, რომ 1611 წელს 10
თვის განმავლობაში ორივე თეატრი ღია იყო და შეგვიძლია და-
ვუშვათ, რომ ის დახურულ თეატრშიც წარმოადგინეს და ღიაშიც.
ოსტატურად მოფიქრებულ დადგმას აგვირგვინებს ფინალური
სცენა, როდესაც გაოგნებული ქმრისა და ქალიშვილის თვალწინ
320
ჰერმიონეს ქანდაკება გაცოცხლდება. ეს არის მხიარული თეატ-
რალური მომენტი, რომელიც შექსპირს ორჯერ ჰქონდა ნანახი.
ერთხელ, 1604 წელს, როდესაც მეფე ჯეიმსი ლონდონში შემოვი-
და და მეორედ, 1609 წელს, ლონდონის ბირჟის გახსნის დღეს,
გაცოცხლებულმა ქანდაკებებმა ლაპარაკი რომ დაიწყეს. მას კი-
დევ, - რაკი ნანახი ჰქონდა და როგორც ჩანს, მოეწონა, - ხომ უნ-
და გამოეყენებინა.
ეს პიესა, შექსპირის სხვა პიესებთან შედარებით, ყველაზე მე-
ტად ჰგავს მუსიკალურ კომედიას; აქ ექვსი სიმღერაა, რომელთა-
გან ხუთს რობერტ არმინი ასრულებდა. მუსიკას რაც შეეხება,
ჯონსონის იქნებოდა. ერთი სიმღერა სამი ხმისთვის არის დაწე-
რილი. სატირებისა და მწყემსების ორი ცეკვა უფრო ნიღბების თე-
ატრის შთაბეჭდილებას ქმნის, ვიდრე ხალხური ცეკვების. ქანდა-
კების გაცოცხლებისა და ამოძრავების სცენასაც მუსიკა ახლდა.
პიესა ისეთი კარგი გამოვიდა, რომ სასახლის კარზე ექვსჯერ
წარმოადგინეს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ფორმანის გად-
მოცემით, როგორც ჩანს, ამ სპექტაკლით „გლობუსის“ მაყურებე-
ლიც მეტად ნასიამოვნები რჩებოდა. პიესაში ბევრი რამ მაყურებ-
ლის ემოციურ და ვიზუალურ აღქმაზეც იყო დამოკიდებული.
„ზამთრის ზღაპარში“ არის ერთი გრძელი სცენა, სადაც წარმოდ-
გენილია ცხვრის კრეჭის დღესასწაული, რომელიც პოპულარულ
რიტუალად იქცა.
მესამე აქტში გვხვდება ცნობილი რემარკა: გარბის, თითქოს
დათვი მისდევს. დათვების სანახაობებით ლონდონი ცნობილი
იყო. წარმოდგენებს დათვებით ქუჩებშიც მართავდნენ, ხან აცეკ-
ვებდნენ, ხან რას აკეთებინებდნენ და ხან კიდევ რას. ასე რომ,
დათვის შოვნა არ გაუჭირდებოდათ, მაგრამ არა მგონია, სცენაზე
ნამდვილი დათვი გამოეყვანათ. დათვის კოსტიუმში გამოწყობი-
ლი მსახიობი ბევრად უფრო კომიკური იქნებოდა. სცენაზე დათ-

321
ვის გამოჩენას გარდატეხა შეაქვს პიესაში; მოსაწყენი ტრაგედიი-
დან ის ექსცენტრულ კომედიაში გადაიზრდება. ახალი რიტმითა
და ტონით მაყურებელს ნელ-ნელა ამზადებენ ამ ცვლილების-
თვის. მოხუც კაცს დათვი რომ გამოეკიდება, თან სასაცილოც
არის და თან საშინელიც, რაც ერთგვარად პიესის სიმბოლოა.
როგორც ყველა რომანტიკულ ისტორიაში და მუსიკალურ კო-
მედიაში, აქაც გმირებს უჭირთ ვნებების მოთოკვა. მთავარი თე-
მაა გიჟური ეჭვიანობა, რასაც მოსდევს ნაღველი და სინანული;
განშორების შემდეგ, პიესის უბედური გმირები ერთმანეთს მი-
უტევებენ და შერიგდებიან. პიესა მაყურებელში სიხარულსა და
იმედს აღვიძებს. ის ერთი წლის თავზე დაიდგა, რაც მეფის წინა-
აღმდეგ დაგეგმილი შეთქმულება გახსნეს, ამას მოჰყვა მონარ-
ქის ვაჟის, მისი მემკვიდრის გარდაცვალება და ამდენი უბედურე-
ბის შემდეგ, დაღონებული მაყურებლისთვის „ზამთრის ზღაპარი“
ნამდვილი საჩუქარი იქნებოდა.
პიესის წყარო არის რობერტ გრინის რომანი „პანდოსტო.“
შექსპირმა იქიდან პირველი სამი მოქმედებისთვის აიღო მასა-
ლა. გრინმა განსაკუთრებით დაგვამახსოვრა თავი, როდესაც,
სულ ცოტა ხნით ადრე გარდაცვალებამდე, შექსპირს შეუტია, მას
სცენის შემრყეველი (შჰაკესცენე) უწოდა და პლაგიატობა დასწა-
მა. ახლა, რვა წლის შემდეგ, შექსპირმა გარდაცვლილი მწერლის
ყველაზე ცნობილი ნაწარმოების სიუჟეტი ისესხა. შეიძლება,
ცდუნებას ვერ გაუძლო, ხელსაყრელი შემთხვევა გამოეყენებინა.
იმ წელს შექსპირის სამი პიესა „ტიტუს ანდრონიკუსი,“ „ჰამ-
ლეტი“ და „პერიკლე“ ხელმეორედ გამოიცა - ყველაზე ადრინდე-
ლი „ტიტუს ანდრონიკუსი“ და ყველაზე გვიანდელი „პერიკლე.“
ის უკვე აღიარებული დრამატურგი გახლდათ, სამეფო ოჯახი შექ-
სპირით აღტაცებული იყო, ის სიამოვნებას ანიჭებდა ოქსფორ-
დის აუდიტორიას და ართობდა „გლობუსის“ ურიცხვ მაყურე-

322
ბელს. ცხადი იყო, რომ კარიერის მწვერვალზე იდგა. მისი სახე-
ლი ყველას პირზე ეკერა. 1613 წელს ლეონარდ დიგსმა დაწერა,
ესპანელები ისევე აფასებენ თავიანთ ლოპე დე ვეგას, როგორც
ჩვენ - უილ შექსპირსო. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ „ჩვე-
ნი“ შექსპირი უკვე ნაციონალური ლიტერატურის სიმბოლოდ მი-
იჩნევა.
1611 წლის ზამთრის სეზონზე შექსპირი სასახლის კარზე ორი
ახალი პიესით დაბრუნდა. გართობების მომწყობს აღნიშნული
აქვს, რომ 5 ნოემბერს წარმოადგინეს პიესა სახელწოდებით
„ზამთრის ღამის ზღაპარი.“ ოთხი დღით ადრე კი წერია, რომ ყვე-
ლა წმინდანის მოხსენიების დღეს მის უდიდებულესობას აჩვენეს
პიესა „ქარიშხალი.“ შექსპირის უკანასკნელ მომაჯადოებელ პი-
ესაში „ქარიშხალი“ ცოტა მელანქოლიური განწყობაც იგრძნო-
ბა. შეიძლება, უკანასკნელ წლებში შექსპირი ახალგაზრდა დრა-
მატურგებთან თანამშრომლობდა, მაგრამ „ქარიშხალი“ ბოლო
ნაწარმოებია, რომელიც მხოლოდ მის კალამს ეკუთვნის.
როგორც „პერიკლეში“ და „ზამთრის ზღაპარში“, ასევე „ქა-
რიშხალშიც“,ნიღბების თეატრის ელემენტი და მუსიკა უხვად
გვხვდება. ეს პიესა უფრო ალბათ „ბლექფაიერზისთვის“ არის და-
წერილი, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ის ანტრაქტებად არის
დაყოფილი. არიელი და პროსპერო ერთად ტოვებენ სცენას მე-
ოთხე მოქმედების ბოლოს და ერთად შემოდიან მეხუთე მოქმე-
დების დასაწყისში, რაც „გლობუსში“ წარმოუდგენელი იქნებო-
და, რადგან იქ მოქმედება უწყვეტად გრძელდებოდა.
ზღვა ყოველთვის აფორიაქებდა შექსპირის წარმოსახვას.
ტყუილად კი არ იტაცებდა წიგნები კოლონიალური მოგზაურობე-
ბის შესახებ. ორი წლით ადრე, ჯეიმსთაუნისკენ მიმავალი კოლო-
ნისტები საშინელ ქარიშხალში მოჰყვნენ და ბერმუდის კუნძულზე
გაირიყნენ. შექსპირი, როგორც ჩანს, გაეცნო ამ ისტორიას. ამას

323
გარდა, უდავოდ წაკითხული აქვს წიგნი სახელწოდებით „ვირჯი-
ნიის კოლონიზაციის მიზნებისა და საშუალებების ნამდვილი და
გულწრფელი აღწერა“ და ასევე, სილვესტერ ჯორდანის „ბერმუ-
დის აღმოჩენა, რომელსაც ადრე „ეშმაკის კუნძული“ ერქვა.“ ეს
ორივე წიგნი 1610 წელს გამოვიდა. შექსპირი პირადად იცნობდა
ვირჯინიის კომპანიის ერთ-ერთ მთავარ წევრს, გრაფ პემბროკს
და შეეძლო, პირველი წყაროდან გაეგო იქ მომხდარი ამბოხების
ამბები. შექსპირს წაკითხული ჰქონდა მონტენის ესე „კანიბალებ-
ზე,“ ახსოვდა მარლოს „ფაუსტი,“ იცნობდა ერთ ლონდონელ ცხე-
ნოსანს, პროსპეროს და მან ეს ყველაფერი „ქარიშხალში“ გააერ-
თიანა.
„ქარიშხალი“ გემის დაღუპვით იწყება. ღამეა, ისმის ჭექა-ქუ-
ხილის ხმა, სცენაზე გალუმპული მეზღვაურები შემოდიან. ამ პირ-
ველი სცენიდან ბოლომდე, შექსპირი ეფექტების ყველა შესაძ-
ლებლობას იყენებს, რაც კი დახურულ თეატრს მოეპოვება. ეს
არის უწყვეტი სანახაობის პიესა. მუსიკა კვლავაც რობერტ ჯონ-
სონს ეკუთვნოდა. საიდუმლოებით მოცულ და ზებუნებრივ მოვ-
ლენებსაც მუსიკა ახლდა, მაგალითად, როდესაც „სცენაზე შე-
მოვლენ უცნაური ფორმის არსებანი. მდიდრულ სუფრას გაშლი-
ან. საამური ცეკვით ჩამოუვლიან სცენაზე მყოფთ და მისალმების
შემდეგ სუფრასთან მიიწვევენ.“ მუსიკა ახლდა, ასევე, ღვთაების
სცენაზე დაშვებას, როდესაც ნიმფებთან ერთად გრაციოზულად
ცეკვავს, ვიდრე პროსპერო მათ არ განდევნის და სწორედ მაშინ,
შექსპირის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიტყვებს წარმოთქვამს:
„ჩვენ ნაქსოვი ვართ სიზმრეული ნივთიერებით...“
შექსპირმა შექმნა ყველაზე ხელოვნური პიესა, რომელიც თა-
ვისთავად გადაიქცა მედიტაციად ხელოვნებაზე. შეიძლება იფიქ-
რო, რომ შექსპირიცა და მისი გმირიც, პროსპეროც თეატრალუ-
რი მონუსხვის გაკვეთილს გვასწავლიან. ხანდახან გამოთქვამენ
მოსაზრებას, რომ პროსპერო თავად შექსპირის სახეა, რომელიც
324
თავისი წარმატებული კარიერის ბოლოს, უარს ამბობს „ყოვლის-
შემძლე ხელოვნებაზე.“ არა მგონია, შექსპირს ოდესმე ეფიქრა,
რომ მისი თეატრალური კარიერა დასასრულს მიუახლოვდებო-
და. ჩემი აზრით, პროსპეროს პროტოტიპი უფრო მორტლეიქელი
გრძნეული ექიმი, ჰონ დი შეიძლება იყოს. ისიც ვიცით, რომ მას
შექსპირი ერთ დროს შეხვედრია. ექიმმა დიმ განაცხადა, თით-
ქოს ყველა წიგნი, რაც კი მაგიას ეხებოდა, დაწვა. ზოგი კრიტიკო-
სი იმ აზრსაც გვთავაზობს, იქნებ, ბოლო წლებში შექსპირმა გუ-
ლი აიცრუა თეატრზეო. მაგრამ „ქარიშხლით“ თუ ვიმსჯელებთ,
ის ჯერ კიდევ თეატრის ცხოვრებით ცხოვრობდა და ამ პიესაში
არავითარი აღსასრულის მოლოდინი არ იგრძნობა.

325
თავი 86
აქამდე შეყვარებულების
დანახვაზე მეღიმებოდა

1612 წლის დასაწყისში შექსპირი ძმის, გილბერტის დასაკ-


რძალად სტრეთფორდში ჩავიდა. გილბერტი ორი წლით უმცრო-
სი იყო შექსპირზე. ცოლი არასოდეს ჰყოლია, დასთან და სიძეს-
თან ერთად ცხოვრობდა ჰენლი სთრითზე, სადაც, შესაძლოა, მა-
მის პროფესიას, მეხელთათმანეობას მისდევდა. გილბერტი გა-
ნათლებული კაცი იყო, შექსპირის სტრეთფორდის მიწის შესყიდ-
ვის ბიზნესს ის უძღვებოდა. შექსპირს ერთი ძმაღა დარჩა, რიჩარ-
დი, რომელიც ასევე უცოლო იყო და ჰენლი სთრითზე ცხოვრობ-
და. ისიც შექსპირზე ადრე დატოვებს წუთისოფელს. უცნაური იქ-
ნება, ვივარაუდოთ, რომ იმ პერიოდში შექსპირი თავისი სიცოც-
ხლის ლიმიტზე არ დაფიქრებულიყო, მას აღარც პირდაპირი და
აღარც არაპირდაპირი მემკვიდრე არ დარჩენოდა.
სამი თვის თავზე შექსპირი ლონდონში დაბრუნდა. მას სთხო-
ვეს მონჟუას ოჯახის, - ვის სახლშიც სელვერ სთრითზე ბინას ქი-
რაობდა, - წინააღმდეგ აღძრული საქმის განხილვისას სასამარ-
თლოში მოწმედ გამოსულიყო. მონჟუას შეგირდი, სტივენ ბელო-
ტი, რომელმაც ცოლად შეირთო მისი ქალიშვილი მერი, სასა-
მართლოში ჩიოდა იმის გამო, რომ შეპირებული მზითვი არ მის-
ცეს. ბელოტმა შექსპირს სთხოვა, მოწმედ გამოსულიყო. საქმე
ვესტმინსტერში 11 მაისს მოისმინეს. შექსპირი დაახასიათეს,
როგორც „სტრეთფორდის მცხოვრები“, რაც გვაფიქრებინებს,
რომ იმ პერიოდში მან ლონდონი საბოლოოდ დატოვა. სასამარ-
თლოში კი იმიტომ გამოიძახეს, რომ, როგორც ჩანს, შუამავლის
როლში ყოფილა, როდესაც მონჟუა და ბელოტი მზითვის თაობა-
ზე მორიგებას ცდილობდნენ.
მოახლე გოგომ, ჯოან ჯონსონმა, სასამართლოს მოახსენა,
326
რომ მონჟუამ შექსპირს, რომელიც იმ დროს მათ სახლში ცხოვ-
რობდა, სთხოვა, ბელოტი დაეყოლიებინა, მისი ქალიშვილი მე-
რი ცოლად მოეყვანა. აქედან ჩანს, რომ შექსპირს „დაყოლიების“
ნიჭიც ჰქონია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე სიყვარულს ეხე-
ბოდა. ოჯახის მეგობარმა, დანილ ნიკოლასმა, სიტუაცია გაარ-
თულა და მოახლის ნათქვამს დაამატა – მონჟუამ შექსპირს უთ-
ხრა, თუ ბელოტი ჩემს ქალიშვილს ცოლად შეირთავს, დიდ თან-
ხას მივცემ მზითვში, მაგრამ, თუ ცოლად არ მოიყვანს, რომც ერ-
თად იცხოვრონ, ჩემგან ვერაფერს ვერ ეღირსებაო. შექსპირმა
გადასცა ნათქვამი ბელოტს, რის მერეც შეყვარებულებმა ჯვარი
დაიწერეს.
ამ ამბიდან რვა წლის შემდეგ, როდესაც სასამართლო გა-
იმართა, არ ვიცით, შექსპირს რა დამოკიდებულება ჰქონდა მონ-
ჟუასთან. ფაქტობრივად, მას მონჟუას წინააღმდეგ გამოსვლა
სთხოვეს. შექსპირის სასამართლოში წარმოთქმული სიტყვა
მხოლოდ იმიტომ არის საინტერესო, რომ ის საერთოდ ერთა-
დერთი შემორჩენილი ჩანაწერია მის მიერ წარმოთქმული სიტ-
ყვისა. შექსპირმა ბელოტი დაახასიათა შრომისმოყვარე, წესიერ
ადამიანად. განაცხადა, რომ მისის მონჟუამ სთხოვა, დაეყოლიე-
ბინა ბელოტი, მათი ქალიშვილი ცოლად შეერთო. ისიც დასძინა,
მისის მონჟუა და მისი მეუღლე ბელოტს ყოველთვის ძალიან წე-
სიერ კაცად მოიხსენიებდნენო.
შემდეგ, ისეთი პირი უჩანს – ბელოტმა დანიელ ნიკოლასს
სთხოვა, ეკითხა შექსპირისთვის, ზუსტად რა თანხაზე იყო საუბა-
რი, ვინაიდან ნიკოლასმა სასამართლოზე განაცხადა, თითქოს,
ბელოტი თუ მერის ცოლად მოიყვანდა, მას ორმოცდაათ გირვან-
ქას და ზოგიერთ საოჯახო ნივთს ჰპირდებოდნენო. მაგრამ თა-
ვად შექსპირი ცოტა უფრო ბუნდოვან პასუხებს სცემს შეკითხვას.
ნიკოლასისგან განსხვავებით, ამბობს, რომ არც ზუსტი თანხა არ
ახსოვს და არც გადახდის ზუსტი თარიღი. ვერც იმას ადასტურებს,
327
თითქოს გარდაცვალების შემდეგ მონჟუა ქალიშვილს ორასი
გირვანქის დატოვებას შეჰპირებოდა. შექსპირმა არ იცის, რო-
მელ საოჯახო ნივთებს გულისხმობდნენ მზითვში გასატანებლად.
სინამდვილეში, ბელოტმა და მისმა მეუღლემ მხოლო 10 გირვან-
ქა და ძველი ავეჯი მიიღეს მონჟუასგან. ისეთი შთაბეჭდილება
რჩება, თითქოს მისის მონჟუა სთხოვდა ქმარს, მეტი გულუხვობა
გამოეჩინა, მაგრამ იმ დროისთვის ის უკვე გარდაცვლილი იყო.
როგორც ჩანს, შექსპირი ვერ გამოადგა ბელოტს. ის აშკარად
აბუნდოვნებდა დეტალებს და ვერც ერთ საუბარს ზუსტად ვერ იხ-
სენებდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ მონჟუასთან ძველ მეგობ-
რობას არ ღალატობდა და პატივს სცემდა.
მეორე მოსმენა, შექსპირის მახსოვრობა კიდევ ერთხელ რომ
შეემოწმებინათ, 19 ივნისს გაიმართა. მაგრამ შექსპირი საერ-
თოდ არ გამოცხადდა სასამართლოში. როგორც ასეთ შემთხვე-
ვებში ხდებოდა ხოლმე, სასამართლომ განაჩენი ვერ გამოიტანა.
საქმე სამედიატორო სასამართლოში გადააგზავნეს და ბელოტმა
რაღაც 6 გირვანქაზე ცოტა მეტი მოიგო. ოღონდ არსად არ წერია,
რომ მონჟუას ოჯახმა მას ეს თანხა გადაუხადა. ამ საქმის დეტა-
ლები ნამდვილად არავითარ ინტერესს არ იმსახურებს, საინტე-
რესოა მხოლოდ ის, რომ შეგვიძლია დავინახოთ, ჩვეულებრივ
ცხოვრებაში როგორ ეჭირა შექსპირს თავი. ისეთი შთაბეჭდილე-
ბა ჩნდება, რომ ის სიამოვნებით ჩაერთო ქორწინების დელიკა-
ტური საკითხების მოგვარების საქმეში, რაც გვაფიქრებინებს,
რომ მიუდგომელი და თავის თავში ჩაკეტილი კაცი არ უნდა ყო-
ფილიყო; შეიძლება ითქვას, რომ პირიქითაც. მაგრამ როდესაც
სასამართლოში გამოიძახეს, ის მიუკერძოებელ ადამიანად მოგ-
ვევლინა, აშკარად განზრახ ნეიტრალიტეტი დაიჭირა და ლამის
უხილავი გახდა.

328
თავი 87
მომეცით დრო და
ყველაფერი კარგად იქნება

1612 წლის 8 ივნისს უაითჰოლში სავაის ჰერცოგის ელჩს უც-


ნაური დასახელების პიესა წარუდგინეს. პიესა „კარდენო“ მომ-
დევნო წელს სასახლის კარზეც ითამაშეს. უცნაური იმიტომ არის,
რომ როდესაც დაიბეჭდა, ასეთი სათაური ჰქონდა – „ბატონი
ფლეტჩერის და შექსპირის კარდენოს ისტორია“. ცნობილია,
რომ იმ პერიოდში შექსპირი და ფლეტჩერი მართლაც თანამ-
შრომლობდნენ „მეფის მსახურებისთვის“. მათი ერთობლივი
შრომის ნაყოფია „ყველაფერი სიმართლეა“ და „ორი კეთილშო-
ბილი ნათესავი“. ისეთი პირი უჩანდა, რომ შექსპირი ნელ-ნელა
გადიოდა ამ საქმიდან, ხოლო ფლეტჩერი კომპანიის წამყვანი
დრამატურგის სახელს იხვეჭდა. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება,
„კარდენოც“ ფორმალურად შექსპირის კანონიზებულ ტექსტში
შესულიყო, როგორც სხვა ორი ერთობლივი პიესა. მაგრამ, სამ-
წუხაროდ, „კარდენო“ დაიკარგა. მისი წყარო, შესაძლოა, სერ-
ვანტესის „დონ კიხოტია“, რადგან გმირი კარდენო მხოლოდ იქ
გვხვდება. 1758 წელს შექსპირის ცნობილი გამომცემელი წერს,
რომ გამოაქვეყნა კარდენოს ისტორია, „დამუშავებული და ადაპ-
ტირებული“ შექსპირის ხელნაწერის მიხედვით, მაგრამ ასეთი
ხელნაწერი არასოდეს უპოვიათ.
თუ შექსპირმა მართლაც ითანამშრომლა „კარდენოს“ შექმნა-
ში, მაშინ ის იმ წელს დაწერილი ერთადერთი პიესაა. ყველა მისი
მომდევნო პიესა უკვე ერთობლივი ნამუშევარია. აშკარად ჩანს,
რომ შექსპირი აქტიურად აღარ მუშაობს, ოღონდ მიზეზი ჩვენ-
თვის უცნობია. შეიძლება, ჯანმრთელობის გაუარესების გამო
იყო, ან სტრეთფორდში დასვენება სიამოვნებას ჰგვრიდა, ან კი-

329
დევ შთაგონება გაუქრა. ვინ იცის, იქნებ უკვე დაწერა, რისი დაწე-
რაც სურდა. ეს არ არის უჩვეულო მომენტი მწერლის ცხოვრების
უკანასკნელ წლებში. არ არის აუცილებელი, „სცოდნოდა“, რომ
სამი წლის სიცოცხლე დარჩენოდა. მაგრამ როცა შთაგონება ჩაქ-
რა, სიკვდილიც მოახლოვდა.
***
თავისი „თეთრი ეშმაკის“ წინასიტყვაობაში ჯონ ვებსტერი შექ-
სპირს, როგორც ნაყოფიერ მწერალს, დეკერისა და ჰეივუდის
გვერდით ასახელებს. დღეს შეიძლება, უჩვეულოდ მოგვეჩვენოს
შექსპირის ასეთ უმნიშვნელო მწერლებთან გაიგივება. თანამედ-
როვეებს ხომ მომავლის იერარქიის შეგრძნება აკლიათ. ამ შემ-
თხვევაში აქცენტი, ალბათ, უფრო მუშაობის სისწრაფეზე გაკეთ-
და. ბენ ჯონსონმა კი იმავე წელს დრამატურგები გააკრიტიკა,
რომლებიც თავს არც იწუხებენ, თავიანთი ნაწერი შეასწორონ, ან
შეალამაზონო. არა მგონია, მისი კრიტიკისთვის ვინმეს მხარი
აებას.
1612 წლის შობიდან 1613 წლის 20 მაისამდე, „მეფის მსახუ-
რები“ გამოდიოდნენ სასახლის კარზეც, „გლობუსშიც“ და „ბლექ-
ფაიერზშიც“. სამეფო ოჯახს აჩვენეს „აურზაური არაფრის გამო,“
„ზამთრის სიზმარი,“ „ოტელო,“ და „კარდენო.“ მეფის ასულის,
პრინცესა ელისაბედის ნიშნობისა და ქორწილის დღეებში, „მე-
ფის მსახურებმა“, სულ ცოტა, თოთხმეტი წარმოდგენა გამართეს,
რისთვისაც საკმაოდ დიდი გასამრჯელო მიიღეს – 150 გირვანქა,
6 შილინგი და 8 პენსი.
შეიძლება, შექსპირი ნაკლებს წერდა იმ პერიოდში, მაგრამ
არავითარი საბუთი არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ თეატრის მი-
მართ ინტერესი გაუქრა. მაგალითად, 1613 წლის მარტში, ბლექ-
ფაიერზში სახლის ყიდვა გადაწყვიტა. სახლს დასავლეთის მხრი-
დან ესაზღვრებოდა შენობა, რომელსაც ყველა ქინგზ ვორდრო-

330
ბად იცნობდა, ხოლო აღმოსავლეთით - ნავსადგომისკენ მიმავა-
ლი ქუჩა. გამოდის, რომ ის „ბლექფაიერზის“ თეატრთანაც ახ-
ლოს იქნებოდა და ბორნითაც ადვილად გადავიდოდა „გლობუს-
ში“. შექსპირმა თითქოს უღალატა თავის ჩვევას, ფული ლონ-
დონში არ დაებანდებინა. შეიძლება, თეატრთან სიახლოვემ
უბიძგა, ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. ის ახლა ფლეტჩერთან
თანამშრომლობდა, რასაც სტრეთფორდიდან ვერ მოახერხებდა.
ალბათ, ნაქირავებ ბინაში ცხოვრებაც მოსწყინდა და ერთი სახ-
ლის ყიდვა დედაქალაქშიც მოინდომა. ჯერ ორმოცდაათისაც არ
იყო და მიუხედავად იმისა, რომ ორი ძმა გარდაეცვალა, ალბათ
სიკვდილზე მაინც არ ფიქრობდა.
როგორც ყველა მეჩვიდმეტე საუკუნის კანონიერი გარიგება,
შექსპირის საქმეც გართულდა. თავისი ინტერესების დასაცავად
მას სამი ნდობით აღჭურვილი პირი ახლდა, როგორც მოწილე-
ები. ერთ-ერთი მათგანი იყო ჰემინგსი, მისი კოლეგა „მეფის მსა-
ხურების“ კომპანიიდან, მეორე - ტავერნა „ქალთევზას“ მფლობე-
ლი, უილიამ ჯონსონი. როგორც ჩანს, შექსპირი ამ პოპულარულ
საქეიფო ადგილს იცნობდა. მესამე პირი კი ჯონ ჯეკსონი გახ-
ლდათ, „ქალთევზას“ მუდმივი კლიენტი და ლუდსახარშის მეპატ-
რონე. ეს სამი ადამიანი, რომელთაც საზოგადოებაში რაღაც წო-
ნა ჰქონდათ, შექსპირის ახლობლები იყვნენ. მიიჩნევენ, რომ
ნდობით აღჭურვილი პირები იმიტომ დასჭირდა, თითქოს არ უნ-
დოდა, გარდაცვალების შემდეგ, მისი საკუთრების ერთი მესამე-
დი ავტომატურად მეუღლეს გადასცემოდა. შეიძლება, რაიმე შე-
თანხმებაც არსებობდა სახლთან დაკავშირებით, რომელიც არ
შემონახულა. 1618 წელს, შექსპირის გარდაცვალებიდან ორი
წლის თავზე, „შექსპირის უკანასკნელი ანდერძის თანახმად“
ნდობით აღჭურვილმა პირებმა სახლი გადასცეს ჯონ გრინს, კლე-
მენტ ინიდან და მეთიუ მორისს, სტრეთფორდიდან.
მორისი და გრინი შექსპირის ფართო ოჯახის წევრები იყვნენ.
331
მორისი უილიამ ჰოლის, ჯონ ჰოლის მამის, მდივანი იყო. უილიამ
ჰოლმა მორისს დააკისრა, წაეკითხა წიგნები ალქიმიაზე, ასტრო-
ლოგიაზე და ასტრონომიაზე და შემდეგ მისი ვაჟისთვის გადაეცა
ინფორმაცია ამ საიდუმლოებით მოცულ მეცნიერებებზე. გრინი
შექსპირის მეგობარი და მეზობელი იყო სტრეთფორდში. ისეთი
შთაბეჭდილება ჩნდება, თითქოს ეს ორი კაცი, აგენტებივით რომ
მოქმედებდნენ, შექსპირის ქალიშვილის, სუზენას და მისი მეუღ-
ლის, ჯონ ჰოლის ინტერესებს იცავდნენ. ყველაფერი იმაზე მეტ-
ყველებს, რომ ეს ჩახლართული ამბები შექსპირს იმისთვის დას-
ჭირდა, ცოლის ნაცვლად საკუთრება მის უფროს ქალიშვილს
რომ შეხვედროდა. უამრავი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი, მა-
გალითად ის, რომ ენ შექსპირს ლონდონში სახლი არაფერში გა-
მოადგებოდა. რამდენადაც ცნობილია, ის საერთოდ არ იყო ნამ-
ყოფი ლონდონში და ქმრის გარდაცვალების შემდეგ, საეჭვოა,
ასეთი სურვილი გასჩენოდა.
სახლს უცნაური ისტორია ჰქონია. კათოლიკეებისთვის რთულ
პერიოდში ის პაპისტების თავშესაფარი იყო. მონასტრების დან-
გრევამდე, იქ დომინიკელი ბერები ბინადრობდნენ და სახლი ან-
ტიკურ სულს ინარჩუნებდა. 1586 წელს ერთ მეზობელს დაუჩივ-
ლია – ამ სახლში ასობით უკანა კარი, გასასვლელი და საიდუმ-
ლო სარდაფია, თავის დროზე საეჭვო ადგილი ყოფილა, სადაც
პაპისტები იმალებოდნენ ხოლმეო. ლანკაშირელი ჰოგტონბის
ნათესავი, კეტრინ კარუსი, ამ სახლში გარდაიცვალა, „როგორც
ღირსეული კათოლიკე.“ რამდენიმე წლის შემდეგ, ის დისიდენტი
მღვდლების სამალავად იქცა და არაერთხელ გაჩხრიკეს. 1598
წლის ერთ მოხსენებაში წერია, რომ იქ „საიდუმლო გასასვლე-
ლებია წყლისკენ.“ სახლის მესაკუთრეები არ მალავდნენ, რომ
ძველი რელიგიის მიმდევრები იყვნენ, ოღონდ იმ ფაქტს, თითქოს
დისიდენტ მღვდლებს იფარებდნენ, უარყოფდნენ. პაპისტებთან
კავშირები შეიძლება, უბრალო დამთხვევა იყოს და სულ არ არის
332
გამორიცხული, შექსპირს ეს უცნაური სახლი სხვა მიზეზით შეეძი-
ნა, ოღონდ მაინც გვრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მას ნოს-
ტალგია აწუხებდა.
გადმოცემით ვიცით, რომ შექსპირი რამდენიმე ოთახს ჯონ
რობინსონს მიაქირავებდა. ჯონ რობინსონი კეთოლიკე დისიდენ-
ტის ვაჟი გახლდათ, რომელიც ბლექფაიერზში მღვდლებს მა-
ლავდა. ჯონ რობინსონის ძმა კი რომში, ინგლისურ კოლეჯში,
მღვდელი ყოფილა. როდესაც შექსპირი ანდერძში ამ სახლს მო-
იხსენიებს, წერს: „სადაც ჯონ რობინსონი ცხოვრობს.“ ზოგიერთი
ბიოგრაფის აზრით, რობინსონი უფრო შექსპირის მსახური იქნე-
ბოდა, ვიდრე მდგმური, მაგრამ ურთიერთობა აშკარად ახლო
იყო. რობინსონი სტრეთფორდში ჩადიოდა ხოლმე, ის ერთ-ერთი
მათგანი იყო, ვინც სიკვდილის წინ შექსპირი „ნიუ ფლეისში“ ინა-
ხულა და ხელი მოაწერა შექსპირის უკანასკნელ ანდერძს. მეტი
ჯონსონის შესახებ არაფერი ვიცით, ისევე, როგორც შექსპირის
ბევრ უახლოეს ადამიანზე. ისინი შექსპირის მოსასხამის ქვეშ
უხილავები არიან.
შექსპირის ურთიერთობა გამოჩენილ ან ეჭვმიტანილ დისი-
დენტებთან დამაფიქრებელია. მისი ექვსი ნაცნობი სიკვდილით
დასაჯეს ძველი რწმენის გამო; 1611 წელს ჯონ სფიდმა დრამა-
ტურგი იეზუიტ მისიონერებთან კავშირში დაადანაშაულა, რო-
მელთაც მზაკვრული გეგმები ჰქონდათ. მაგრამ შექსპირის თანა-
მედროვეების განცხადებები ჩვენთვის საიდუმლოდ დარჩება.
შექსპირის ერთ-ერთი ახალი მეზობელი რიჩარდ ბერბიჯი გახ-
ლდათ. რიჩარდი „ბლექფაიერზის“ დიდი ნაწილის მფლობელი
იყო. ძალიან მალე, რაც შექსპირმა ლონდონში სახლი შეიძინა,
მეზობელ ბერბიჯთან ერთად ერთ გასაოცარ საქმეს მოჰკიდა ხე-
ლი. მათ გრაფ რუთლენდისთვის „იმპრესას“ დიზაინი შეასრუ-
ლეს, რომელიც გრაფს 24 მარტს მეფის ტახტზე ასვლის დღის აღ-
სანიშნავ ზეიმზე გამართული ტურნირის დროს უნდა ეტარებინა.
333
„იმპრესა“, რომელიც მორალურად ახასიათებდა მტარებელს,
მუყაოზე დახატული ემბლემა და დევიზი იყო. შექსპირის მოგონი-
ლი დევიზი გრაფ რუთლენდისთვის საიდუმლოებით მოცული ყო-
ფილა და ერთმა კარისკაცმა აღნიშნა კიდეც – მნიშვნელობა იმ-
დენად გაუგებარია, რომ ალბათ, სწორედ ეს იყო მიზანი, მისი
მნიშვნელობა ვერავის რომ ვერ გაეგოო. შექსპირს 44 შილინგი
გადაუხადეს გაწეული საქმისთვის. ბერბიჯსაც ამდენივე - ნახატის
შესრულებისთვის. ნივთი არ შემოინახა, მაგრამ შეგვიძლია, ვი-
ფიქროთ, რომ ახალგაზრდა გრაფი სასახლის კარზე მოღვაწე
შექსპირსა და ბერბიჯს აფასებდა. ბერბიჯს კარგი მხატვრის რეპუ-
ტაციაც ჰქონდა. შეიძლება, ისიც დავუშვათ, რომ გრაფს შექსპი-
რის „პერიკლეს“ ტურნირისთვის დამზადებული „იმპრესა“ ჰქონ-
და ნანახი და ნამუშევრით მოხიბლულმა თავისთვისაც შეუკვეთა.
ჩემი აზრით, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ კარიერის ბოლო ეტაპ-
ზე შექსპირი ასეთი უმნიშვნელო საქმეებისთვის იცლიდა. მას
ხომ ახალგაზრდობაში „ჟოჰანნეს ფაცტოტუმ“-ს ეძახდნენ, რაც
დაქირავებულ მსახურს ნიშნავს. არც ის არის გამორიცხული,
რომ შექსპირი ასეთი „უმნიშვნელო“ საქმის შესრულებით სი-
ამოვნებას იღებდა. ამას გარდა, არსებობს მოსაზრებები, რომ ის
თავისი მეგობრებისთვის და კოლეგებისთვის ეპიტაფიებს წერდა
– ხან ხუმრობის ტონში, ხან ძალიან გულწრფელს. შემორჩენი-
ლია ერთი ეპიტაფია, მიძღვნილი ლუდის მხარშველი ელიას ჯე-
იმსისადმი, რომელიც იმავე ხელნაწერებში იპოვეს, სადაც - პო-
ემა „მოვკვდები კი?“ და მათ ორივეს შექსპირის ნაშრომად მიიჩ-
ნევენ. მეჩვიდმეტე საუკუნის ისტორიკოსმა, სერ უილიამ დაგდე-
ილმა, რომელსაც ძალიან დაკვირვებული მეცნიერის რეპუტაცია
ჰქონდა, დაადგინა, რომ სერ თომას სტენლისა და სერ ედვარდ
სტენლის საფლავებზე ეპიტაფიები ეკუთვნის „უილიამ შექსპირს,
აწ გარდაცვლილ ცნობილ ტრაგიკოსს.“ ეს მოსაზრება ამყარებს

334
სტენლების ოჯახთან დრამატურგის კავშირის ვერსიას და ამტკი-
ცებს ჩვენს წარმოდგენას „კეთილშობილ“ შექსპირზე. სიმარ-
თლეს ჰგავს ის ფაქტიც, რომ შექსპირმა შეასრულა ეპიტაფია თა-
ვისი სტრეთფორდელი მეზობლის, ჯონ კომბისთვის. იმასაც ფიქ-
რობენ, რომ შექსპირის საფლავის ქვაზე ამოტვიფრული ეპიტა-
ფია, რომელიც წყევლას შეიცავს მათი მისამართით, ვინც მიცვა-
ლებულის ძვლებს შეაწუხებს, თავად შექსპირს ეკუთვნის.

335
თავი 88
მე ეს არ დამიმსახურებია

ინციდენტმა, რომელიც 1613 წლის 29 ივნისს, სამშაბათს, შუ-


ადღისას მოხდა, შექსპირს მთელი გეგმები აურ-დაურია. „გლო-
ბუსში“ „მეფის მსახურები“ წარმოადგენდა შექსპირისა და ფლეტ-
ჩერის ერთობლივ პიესას „ყველაფერი სიმართლეა“, რომელშიც
ჰენრი VIII-ის ქორწინებები იყო ასახული. ეს ახალი პიესა მანამ-
დე სულ ორჯერ თუ სამჯერ ეთამაშათ. კარისკაცმა, სერ უილიამ
ვოტონმა, დეტალურად აღწერა „გლობუსში“ დატრიალებული
უბედურება: „იმ დროს, როდესაც მეფე ჰენრი კარდინალ უოსლის
სახლში მასკარადს მართავდა და სცენაზე მის გამოჩენას, რაღა
თქმა უნდა, ზარბაზნის გრუხუნი ახლდა, ჩალის სახურავს ცეცხლი
მოეკიდა. თავიდან კვამლი ოდნავ ჩანდა, რაც მაყურებელმა,
რომლის ყურადღება სანახაობას მიეპყრო, ვერ შენიშნა. შემდეგ
ცეცხლი გაღვივდა და თეატრის კედლებს მოედო. ერთი საათიც
არ დასჭირდა, რომ მთელი შენობა ფერფლად ქცეულიყო.“ მარ-
თალია, მხოლოდ ხის მასალა და ჩალით გადახურული სახურავი
განადგურდა, ეს დიდებული შენობა მაინც საოცრად მოკლე
დროში დაიწვა. ამბობენ, რომელიღაც მაყურებელი იმან გააარ-
ჩინა, ხელში ლუდის ბოთლი ეჭირა და ალმოდებულ შარვალზე
დაისხაო. შემორჩა ერთი თვითმხილველის მონაყოლიც: „ცეც-
ხლი მეყსეულად წაეკიდა ჩალას და ელვის უსწრაფესად მთელ
შენობას მოედო. ხანძარი ორ საათს გაგრძელდა (მაყურებელს
საკმარისი დრო ჰქონდა დარბაზიდან გასასვლელად).“ მესამე
კომენტარიც ადასტურებს, რომ ხანძრის დროს არავინ დაშავებუ-
ლა, „გარდა ერთი მამაკაცისა, რომელიც ბავშვის გადასარჩენად
შებრუნდა შენობაში და კანი ძლიერ დაეფუფქა.“ „მეფის მსახუ-
რებს“ დიდი უბედურება დაატყდა თავს, ამ ბედუკუღმართობის შე-

336
დეგად აღარც თეატრი ჰქონდათ, სადაც წარმოდგენებს გამარ-
თავდნენ და აღარც კაპიტალდაბანდება. ეს ყველაფერი პროსპე-
როს წინასწარმეტყველების აღსრულებას ჰგავდა: „თვით დედა-
მიწა და ყოველი სულდგმული არსი, / ისე გაქრება, ამ სულების
ზეიმის გვარად / დაიშლება და ღრუბლის კვალსაც აღარ დასტო-
ვებს.“
რა თქმა უნდა, იმწამსვე თეატრის შენობის აღდგენაზე დაიწ-
ყეს ფიქრი. შექსპირი თეატრის წილის მეთოთხმეტედს ფლობდა
და, შესაბამისად, საჭირო თანხის მეთოთხმეტედი უნდა გაეღო
მშენებლობის ხარჯებისთვის, რაც დაახლოებით 50 ან 60 გირ-
ვანქა იქნებოდა. მაგრამ ეს დიდი მიწათმფლობელისთვისაც საკ-
მაოდ სოლიდური თანხა იყო საიმისოდ, ხელთ რომ ჰქონოდა. ვი-
ნაიდან შექსპირის ანდერძში „გლობუსის“ წილზე არის ლაპარა-
კი, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ხანძრის შემდეგ მან ეს წილი გა-
ყიდა. „გლობუსი“ ერთი წლის თავზე აღადგინეს, მაგრამ შექსპი-
რი მის მფლობელთა რიცხვში აღარ იყო. იმავე წელს, ან შეიძლე-
ბა მომდევნო წელს, შექსპირმა „ბლექფაიერზის“ თეატრის წი-
ლიც გაყიდა. როგორც ჩანს, თეატრებისადმი ფინანსური ინტე-
რესი დაკარგა. არც ის არის გამორიცხული, პიესების წერაც სწო-
რედ მაშინ შეეწყვიტა, როდესაც თავისი წილები დათმო. ეს მისი
აბსოლუტურად პრაგმატული კარიერის პრაქტიკული დასასრუ-
ლი აღმოჩნდა.
იმ პერიოდში შექსპირს კიდევ სხვა, ამჯერად უფრო პირადი,
მიზეზი გაუჩნდა ასაღელვებლად და ის მის ქალიშვილს, სუზენას
ეხებოდა. 1613 წლის ზაფხულში სუზენამ მეზობელს, ჯონ ლაინს
ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა. ჯონ ლაინი სუზენას
ხმებს უყრიდა, თითქოს მას სექსუალური კავშირი ჰქონდა რეიფ
სმიტთან და თითქოს მისგან ვენერიული დაავადება გადაედო.
სტრეთფორდისთანა ვიწრო და ერთმანეთთან დაახლოებული

337
ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოებისთვის ასეთი განცხადე-
ბა ქალაქის გამოჩენილი ექიმის ცოლისა და ადგილობრივი
მკვიდრის, სახელგანთქმული ადამიანის ქალიშვილის მისამარ-
თით საკმაოდ უცნაურად ჟღერდა. საქმე ვუსტერის საკათედრო
ტაძრის ეპარქიულ სასამართლოში მოისმინეს, რაც თავისთავად
ცხადყოფს, თუ რამდენად სერიოზულად მიუდგნენ საქმის გან-
ხილვას. მაგრამ ჯონ ლაინი სასამართლოში არ გამოცხადებუ-
ლა. სუზენა შექსპირმა პროცესი მოიგო, ჯონ ლაინი კი ეკლესიამ
მოიკვეთა.
მოგვიანებით იმავე წელს, რადგანაც „გლობუსი“ აღარ არსე-
ბობდა, „ბლექფაიერზი“ კი შესაძლოა, დახურული იყო ივლისი-
დან დეკემბრამდე, „მეფის მსახურები“ გვიან ზაფხულს და შემოდ-
გომაზე ფოლკსტოუნში, ოქსფორდში, შრუსბერიში და სტრეთ-
ფორდში გაემგზავრნენ გასტროლებზე. სასახლის კარზე თოთ-
ხმეტჯერ გამოვიდნენ და უილიამ შექსპირისა და ჯონ ფლეტჩერის
ორი ახალი, ერთობლივი პიესა შეასრულეს. „ყველაფერი სიმარ-
თლეა“ და „ორი კეთილშობილი ნათესავი“ შექსპირის ბოლო
ნაშრომებია, რომლებიც მან „მეფის მსახურებისთვის“ შექმნა.
სიმართლეს უნდა ჰგავდეს მოსაზრება, რომ შექსპირი სასახლის
კარზე წარმოდგენილ პიესებს ესწრებოდა და პირადად მიიღო
მონარქისგან მილოცვა. პიესას „ყველაფერი სიმართლეა“, საერ-
თოდ, „გლობუსში“ წარმოადგენდნენ ხოლმე, რაც ერთხელაც
ასე სავალალოდ დასრულდა, მაგრამ მისი თამაში სასახლის და-
ხურულ სივრცეშიც მშვენივრად შეიძლებოდა და „ბლექფაიერ-
ზის“ თეატრსაც ძალიან შეეფერებოდა. საინტერესო ფაქტია, რომ
პიესაში აღწერილი ზოგიერთი ამბავი ერთ დროს მართლაც ხდე-
ბოდა „ბლექფაიერზის“ იმ დარბაზში, სადაც სპექტაკლი სრულ-
დებოდა. მსგავსება კი ისეთი საოცარი იყო, რომ ალბათ მთელი
სპექტაკლის მსვლელობისას მაყურებელს ისტორიული დéჯà ვუ–
ს შეგრძნება ექნებოდა. საუბარია სცენაზე, როდესაც მეფე ჰენრი
338
VIII და ეკატერინე არაგონელი სასამართლოს წინაშე წარდგები-
ან, რათა დაადგინონ, მათი ქორწინება კანონიერია თუ უკანონო;
თუ აღმოჩნდება, რომ ქორწინება უკანონოა, მაშინ არც განქორ-
წინება იქნება აუცილებელი. მეტად მნიშვნელოვანი და წმინდა
ამბავი ამაღლებული რიტორიკითა და დიდებული სანახაობით
იყო გადმოცემული.
არც ისე დიდი ხნის წინ მომხდარი ამბების ალუზიებით დამძი-
მებული ეს პიესა ისტორიული სიდიადით არის შემოფარგლული.
სერ ჰენრი ვოტონი ხანძრის აღწერისას იმასაც დასძენს, რომ
„სპექტაკლი დიდებული და პომპეზური სანახაობა იყო,“ რაც თვი-
თონ მაინცდამაინც არ მოსწონდა, რადგან გამოდიოდა, თეატრი
სასახლის კართან იყო გაიგივებული. სპექტაკლში ბევრი ნიღბე-
ბიანი სცენაა, ასევე, პროცესიები საყვირის თანხლებით. ზოგი-
ერთ ეპიზოდში ოცდასამი მსახიობი მონაწილეობდა. სცენები
ალბათ ძალიან სწრაფად იცვლებოდა, ვინაიდან პროლოგი
გვპირდებოდა, რომ სპექტაკლი „ორ მოკლე საათს“ უნდა გაგ-
რძელებულიყო.
რამდენია ამ პიესაში შექსპირის და რამდენი - ფლეტჩერის,
უფლება გვეძლევა, ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ. ვიდრე უპირა-
ტესობას მათგან უფრო ახალგაზრდას მივაწერდეთ, უნდა გავიხ-
სენოთ, რომ შექსპირს ადრეულ წლებში განსაკუთრებული და-
მოკიდებულება ჰქონდა პომპეზური სანახაობისადმი. იმ პერი-
ოდში, პიესები ინგლისის ისტორიაზე ისევ მოდაში შემოვიდა,
შექსპირს კი მოდისკენ სულ თვალი ეჭირა. პიესაში „ყველაფერი
სიმართლეა“ მას საშუალება მიეცა, უოლსის ბუნება და ხასიათი
შეესწავლა. გასაკვირი არ არის, რომ კარდინალის ბუნების გახ-
სნისას მიკერძოებასა და ცრურწმენებს თავი აარიდა; შექსპირი
აღფრთოვანებულია კარდინალის სიდიადით და ებრალება, რო-
ცა მისი ძალაუფლება ემხობა. იმ დროს კი, როდესაც მეფე ჯეიმსი

339
ესპანეთთან მშვიდობის დამყარებას ცდილობდა, ძალიან ბუნებ-
რივი იყო, ესპანელი დედოფალი, ეკატერინე არაგონელი სათ-
ნოებით სავსე, ტანჯულ პიროვნებად გამოეყვანა.
კრიტიკოსები თანხმდებიან იმ შეხედულებასთან დაკავშირე-
ბით, რომ შექსპირმა პირველი მოქმედების პირველი ორი სურა-
თი დაწერა, სადაც სასახლის კარის ინტრიგებზეა მოთხრობილი.
ასევე შექსპირს ეკუთვნის მეფისა და კარდინალის პირველი გა-
მოსვლის სცენა. შემდეგ ის წერს მომდევნო ორი მოქმედების
პირველ ორ სურათს და, ასე და ამგვარად, თანაავტორს, ან თა-
ნაავტორებს მთავარი თემის მონახაზს უმზადებს. მასვე უნდა
ეკუთვნოდეს სასამართლოს სცენა და მიკიბულ-მოკიბული დი-
ალოგი ანა ბოლეინსა და „მოხუც ლედის“ შორის; შექსპირი ხომ
ასეთი სცენების ოსტატი იყო. სასახლის კარის ინტრიგის პირ-
ველწყარო ჰოლინშედის „ქრონიკაა“, მაგრამ ნასესხებ მასალა-
ზე შექსპირის ალქიმიური ძალა ისე სწრაფად უკვე ვეღარ მოქმე-
დებს; სამაგიეროდ, პოეზია საკმაოდ ძლიერია და არც დრამა-
ტურგია მოიკოჭლებს. სურათში, როცა კარდინალი მარცხდება,
ავტორი, როგორც ყოველთვის, თანაუგრძნობს მას. უკანასკნე-
ლი მოქმედების პირველ სურათში, ისევ და ისევ, შექსპირი მაყუ-
რებელს კვანძის გახსნისთვის ამზადებს. შეიძლება, ისიც დავუშ-
ვათ, რომ მან დამთავრებული ტექსტი წაიკითხა და სხვადასხვა
ფრაზები და სახეები ჩაამატა, მაგრამ ახლა თავის მტვრევას აზრი
არა აქვს.
სამაგიეროდ, პიესა „ორი კეთილშობილი ნათესავი“ ნამდვი-
ლად რომ უილიამ შექსპირისა და ჯონ ფლეტჩერის ერთობლივი
ნამუშევარია, ამაში ეჭვი არავის ეპარება. 1634 წელს პირველი
გამოცემის სატიტულე გვერდზე წერია, რომ პიესა წარმოადგინეს
„ბლექფაიერზში“ მისი უდიდებულესობის, მეფის მსახურებმა, და-
იმსახურეს დიდი ოვაციები. პიესა ეკუთვნის თავისი დროის და-

340
უვიწყარ და პატივცემულ: „ბატონ ჯონ ფლეტჩერს და ბატონ უი-
ლიამ შექსპირს, ჯენტლმენს.“ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, ყურად-
ღებას მხოლოდ იმით იპყრობს, რომ შექსპირის გვარი ფლეტჩე-
რის შემდეგ წერია.
ამ პიესაშიც შექსპირმა ძირითადი თემის ჩონჩხი მოხაზა, და-
წერა მთლიანად პირველი მოქმედება და მომდევნო სამი მოქმე-
დების ნაწყვეტები; საბოლოოდ, დასრულებულ ტექსტზედაც იმუ-
შავა და როგორც საჭიროდ მიიჩნია, ისე დაამატა სიტყვები ან გა-
დააკეთა ფრაზები. ეს ჯეფრი ჩოსერის „კენტერბერიული მოთ-
ხრობებიდან“ რაინდის მოთხრობის გადამუშავებული ვარიან-
ტია; უნდა აღინიშნოს, რომ ორიგინალის მიმართ შექსპირის და-
მოკიდებულება უფრო ტრადიციულია, ფლეტჩერისა კი უფრო ნა-
ტურალისტური. „ორი კეთილშობილი ნათესავი“ ფოლიოს პირ-
ველ გამოცემაში არ შეიტანეს, ვინაიდან ის ორი მწერლის ერ-
თობლივი ნამუშევარი იყო. მაგრამ პიესას „ყველაფერი სიმარ-
თლეა“ იგივე ბედი არ ეწია, რადგან, როგორც ჩანს, ის შექსპირის
ისტორიული დრამების ერთგვარ დაგვირგვინებად აღიარეს.
შექსპირის ყველაზე გამჭრიახი და დაკვირვებული ორი
მკვლევარი მიიჩნევს, რომ „ორ კეთილშობილ ნათესავში“ მისი
არსებობა ყველგან და ყოველ წამს იგრძნობა. ჩარლზ ლემბი აღ-
ნიშნავს – „ყველაფერს ერთმანეთში ურევს, წინადადებებსა და
მეტაფორებს ართულებს, ვიდრე ერთი იდეა გამოხეთქავს ნაჭუ-
ჭიდან, უკვე ახალი ისახება და იმასაც უკვე სურვილი ებადება,
თავისი სიტყვა თქვას.“ ხანდახან ისეთი გრძნობაც ჩნდება, თით-
ქოს ავტორს მნიშვნელობა გაუსხლტა, ან დაეკარგა მდიდარი
ფრაზების სიუხვეში.

341
თავი 89
უნდა ვაღიარო,
აღარ ვარ ახალგაზრდა

1614 წლის გაზაფხულზე „ნიუ ფლეისში“ ერთი ღამით მქადა-


გებელი გაჩერდა. მას მეორე დღეს შექსპირების სახლის გვერ-
დით მდებარე გილდიის სამლოცველოში ქადაგება უნდა წაეკით-
ხა. ქალაქის ხელისუფლებამ ოჯახს 20 შილინგი გადაუხადა – ერ-
თი კვარტა კლარეტის ღვინისთვის, სტუმარს ღირსეულად რომ
გამასპინძლებოდნენ. შექსპირი უმეტეს დროს უკვე სტრეთფორ-
დში ატარებდა, მაგრამ არ არის ცნობილი, მაშინ ოჯახის უფროსი
შინ იყო თუ არა. ისეთი პირი უჩანდა, რომ შექსპირი უკვე აღარ
მუშაობდა, აღარ წერდა და აღარც არავისთან თანამშრომლობ-
და. მაგრამ ვიცით, რომ ლონდონში მაინც დადიოდა ხოლმე.
მისი პირველი ბიოფრაფი, ნიკოლას როი ამტკიცებს, შექ-
სპირმა ცხოვრების ბოლო წლები ისე გაატარა, როგორც ყველა
საღად მოაზროვნე კაცი ინატრებდაო – კომფორტულად, სიმშვი-
დეში და მეგობრებთან საუბარში. ბედმა გაუღიმა და, ზუსტად ისე-
თი მამული იყიდა, როგორიც შეეფერებოდა და როგორიც თავად
სურდა. შექსპირმა ცხოვრების ბოლო წლები მშობლიურ სტრეთ-
ფორდში გაატარა.
არ გვაქვს საფუძველი, ბიოგრაფის მტკიცებაში ეჭვი შევიტა-
ნოთ, ოღონდ, ნიკოლას როი ბლექფაიერზში შეძენილ სახლს
დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. რაც შეეხება შექსპირის სტრეთ-
ფორდში გადასახლებას, რა თქმა უნდა, მრავალნაირი მოსაზრე-
ბები არსებობს. ის დაბრუნდა იმიტომ, რომ გადაიღალა და ავად
იყო; დაბრუნდა, ვინაიდან იცოდა, რომ მალე მოკვდებოდა; დაბ-
რუნდა იმიტომ, რომ მომავალი პუბლიკაციისთვის პიესები გა-
დაეკითხა. ნებისმიერი ეს მოსაზრება შეიძლება მართალი იყოს

342
და, ამავე დროს, შეიძლება, არც ერთიც არ იყოს მართალი. ნი-
კოლას როი კიდევ დასძენს, რომ „კარგი ბუნებისა და გონიერი
შექსპირი ადვილად ამყარებდა ურთიერთობას და უმეგობრდე-
ბოდა მეზობელ ჯენტლმენებს.“ ჯენტლმენები ქალაქის პატივცე-
მული ადამიანები გახლდნენ. ზოგს შექსპირი ბავშვობიდან იც-
ნობდა, ზოგს ანდერძშიც მოიხსენიებს. ერთ-ერთი მათგანი გახ-
ლავთ კომბი, უორვიკშირში ყველაზე შეძლებული კაცი. კიდევ
იყო ნეშების ოჯახი, მსხვილი მიწათმფლობელები, „ნიუ ფლე-
ისის“ გვერდით რომ ცხოვრობდნენ და იულიუს შოუ, ნიჭიერი შა-
ლით მოვაჭრე და ბეილიფი. მეგობრების გარდა, შექსპირი ნათე-
სავებითაც იყო გარშემორტყმული. ეს ის ადამიანები იყვნენ, რო-
მელსაც ყოველდღე ხვდებოდა, ესალმებოდა და ემუსაიფებოდა.
ახლა, ბავშვობის შემდეგ ყველაზე მეტად გრძნობდა სიახლოვეს
თავის ოჯახთან. ვინ იცის, შეიძლება ფიქრობდა, რომ წრე შეიკ-
რა. ახლა თავად განიცდიდა საკუთარ პიესებში აღწერილ ოჯახის
გამთლიანებისა და დაახლოების სიხარულს.
შექსპირის შორიახლოს კიდევ დიდებულები ცხოვრობდნენ,
ვისთანაც ის იქნებ არ მეგობრობდა, მაგრამ ყველას იცნობდა.
მათ შორის იყვნენ სერ ჰენრი და ლედი რეინფორდი. ჯონ ჰოლი,
შექსპირის სიძე, მათი ექიმი იყო. ის მათ ახლობელს, უორვიკში-
რელ პოეტს, მაიკლ დრეიტონსაც მკურნალობდა. ჯონ ჰოლს ჩა-
ნიშნული აქვს, რომ ერთხელ მას „იების სეროფი“ დაუნიშნა.
დრეიტონი, შექსპირის არ იყოს, წარმოშობით უორვიკშირიდან
იყო. ისიც გამოჩენილი მწერალი გახდა და, რაც ყველაზე მეტად
აღსანიშნავია, მასაც აზნაურის სტატუსი მიანიჭეს. მაგრამ შექ-
სპირმა და დრეიტონმა განსხვავებული გზები აირჩიეს. დრე-
იტონმაც დიდ აღიარებას მიაღწია, ოღონდ მან დრამატურგიით
დაიწყო; ის ინგლისელი „ლაურეატი“ გახდა და ვესტმინსტერის
სააბატოშია დაკრძალული, როცა შექსპირი, - სხვა რა გზა ჰქონ-
და, - სტრეთფორდის პატარა ეკლესიას დასჯერდა. შექსპირის
343
დრამებში გვხვდება ალუზიები დრეიტონის პიესებზე, დრეიტონი
კი, თავის მხრივ, ლექსებში ხშირად ქებით იხსენიებს შექსპირს.
დრეიტონი შექსპირის „კუზენთან“, თომას გრინთანაც მეგობ-
რობდა, რომელიც რაღაც პერიოდი შექსპირის „ნიუ ფლეისში“
ცხოვრობდა. სტერთფორდის ქორეპისკოპოსი შექსპირის სიკ-
ვდილის მიზეზად დრეიტონის, შექსპირისა და ბენ ჯონსონის
„მხიარულ შეხვედრებს“ ასახელებდა. აქედან შეიძლება, ის დას-
კვნა გამოვიტანოთ, რომ მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და
ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ ხოლმე. იყო კიდევ ფულკ გრე-
ვილი, ლორდი ბრუკი, პოეტი და დრამატურგი, რომელიც შექ-
სპირს კარგად იცნობდა. მან გარდაცვალების შემდეგ ძალიან უც-
ნაური ჩანაწერი დაგვიტოვა, თითქოსდა, შექსპირის „ბატონი“ ვი-
ყავიო.
შექსპირს უორვიკშირელების ფართო წრე ჰყავდა, მათ შო-
რის, მიდლ თემფელიდან გრევილი და გრინი. მეჩვიდმეტე საუკუ-
ნის ინგლისში წარმოშობის ადგილებს იშვიათად სწყდებოდნენ,
მშობლიურ ქალაქთან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებდნენ. ამიტომ
შექსპირის სტრეთფორდში დაბრუნება, როგორც ჩანს, გარდაუ-
ვალიც იყო და ბუნებრივიც.
1614 წლის ზაფხულში გაჩენილმა საშინელმა და მოულოდ-
ნელმა ხანძარმა სტრეთფრდის დიდი ნაწილი მოიცვა, თან იმ
დღეს თურმე ისეთი ძლიერი ქარი ქროდა, რომ სერიოზული საფ-
რთხის წინაშე აღმოჩნდნენ – შეიძლებოდა, ხანძარს მთელი ქა-
ლაქი გადაეწვა. ორმოცდათოთხმეტი სახლი დაინგრა, თავისი
ბეღლებით და საჯინიბოებით. ზარალი 8 000 გირვანქას უტოლ-
დებოდა. ქალაქს დიდი უბედურება დაატყდა თავს. ასეთ ძლიერ
ხანძარს შექსპირი მეორედ შეესწრო, მაგრამ არც მისი სახლი და
არც რომელიმე საკუთრება არ დაზარალებულა.
შექსპირს არ უყვარდა ადგილობრივ დისკუსიებში ჩართვა და

344
თავს არიდებდა ხოლმე ქალაქის პრობლემების განხილვას. მაგ-
რამ, მიუხედავად ამისა, იმ წელს მაინც ჩაითრიეს საერთო მიწე-
ბის შემოღობვის გამო ამტყდარ დავაში. მანამდე, სამი წლით ად-
რე, შედარებით გავლენიანმა სტრეთფორდელებმა ფულის შეგ-
როვება დაიწყეს, როგორმე პარლამენტში „გზების შეკეთების“
კანონპროექტი რომ გაეტანათ. მათ მოთხოვნას სამოცდათერ-
თმეტი ადამიანი აწერდა ხელს, ანუ ისინი, ვისაც ფული შეტანილი
ჰქონდა. შექსპირის გვარი მოგვიანებით მიუწერია თომას გრინს
მინდორზე, როგორც ჩანს, ბოლო წუთს გადაწყვიტა, ხელი გა-
ემართა საერთო საქმისთვის.
1614 წლის შემოდგომაზე, პატარა მეზობელ სოფელ უელკომ-
ბში, სადაც შექსპირს მიწა ჰქონდა ნაყიდი, რაღაც პრობლემა
წარმოიშვა. უილიამ კომბს, კომბების ოჯახის ყველაზე უმცროს
წარმომადგენელს, რომელიც შექსპირს კარგად იცნობდა, იქვე
შორიახლოს ბიძისგან ანდერძით მამული შეხვდა. უილიამ კომ-
ბმა პირი შეკრა არტურ მეინვორინგთან, ელესმერის ლორდ-კან-
ცლერთან, პროექტი შეექმნათ და ძველი სტრეთფორდისა და
უელკომბის მიწები შემოეღობათ. მათი წამოწყება ძალიან წაად-
გებოდა და გააუმჯობესებდა სოფლის მეურნეობას, მაგრამ ძვე-
ლი სტრეთფორდისა და უელკომბის მიწა უფრო საძოვრებად გა-
მოიყენებოდა, ვიდრე სახნავად. ეს დიდი ხნის წინ დაწყებული და-
ვა იყო, რომელშიც მიწათმფლობელები საერთო ინტერესების
დამცველებს უპირისპირდებოდნენ. ამ შემთხვევაში, უილიამ
კომბი და მეინვორინგი ქალაქის საბჭოს შეეჯახნენ, მათი ყველა-
ზე ხმაურიანი ოპონენტი კი თომას გრინი გახლდათ.გგამოდის,
რომ „კუზენი“ თომას გრინი (თვითონ დაირქვა ასე, სინამდვილე-
ში, შექსპირს არ ენათესავებოდა) და შექსპირის მეგობრები ერ-
თმანეთს დაუპირისპირდნენ.
ამასობაში, შექსპირმა მეინვორინგთან ცალკე ხელშეკრულე-
ბა გააფორმა, რომელიც მისთვის ყველა ზარალის ანაზღაურებას
345
ითვალისწინებდა, რაც კი შეიძლებოდა, დაგეგმილ შემოღობ-
ვებს მოჰყოლოდა. ნათლად ჩანს, რომ შექსპირი არ აპირებდა,
რომელიმე მხარეს შეამხანაგებოდა და მხოლოდ და მხოლოდ
თავის საკუთრებას უფრთხილდებოდა. თომას გრინი კი ლონ-
დონში გაემგზავრა, რათა ვესტმინსტერში ქალაქის ინტერესები
დაეცვა. ცნობილია, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში თომას გრინ-
მა შექსპირი მოინახულა. ესე იგი, იმ პერიოდში ისიც ლონდონში
ყოფილა. ალბათ, სასახლის კარისთვის განკუთვნილი პიესების
რეპეტიციებზე დასასწრებად ჩასულიყო. მოსაკითხად მისულ
გრინს მისთვის სტრეთფორდის ამბები უკითხავს და ასე ჩაინიშნა
– მითხრა [შექსპირმა], პირობა მომცეს, გოსფელ ბუშის იქით
აღარ შემოღობავდნენ, იქიდან პირდაპირ (დიდი დაბლობის მინ-
დორს დატოვებდნენ) კლოპტონის შემოგარენამდე ჩამოუყვე-
ბოდნენ და სოლსბერის ნაწილს მიამატებდნენ. მაგრამ, მგონი,
აპრილამდე არ აპირებენ ადგილების აგეგმვასო. გამოდის, შექ-
სპირი კომბისა და მეინვორინგის გეგმების შესახებ ყველა დე-
ტალს ზედმიწევნით გასცნობია, თუ რას და როგორ აპირებდნენ.
შექსპირმა ტერიტორიის ტოპოგრაფიული ცოდნაც გამოავლინა,
რაც სულ არ არის გასაკვირი კაცისგან, რომელმაც მთელი ბავ-
შვობა იმ ადგილებში გაატარა. მაგრამ ამ სიტუაციაშიც იმავე და-
მოკიდებულებას ავლენს, რაც მონჟუას სასამართლო პროცესზე
გამოავლინა. ორი მისთვის ახლობელი ადამიანის კონფლიქტში
არ სურს, რომელიმეს მიემხროს. სცადა, გრინი დაერწმუნებინა,
რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა. სხვათა შორის, ამ სა-
კითხში მისთვის სიძეს, ჯონ ჰოლსაც აუბია მხარი. როგორც ჩანს,
შექსპირს ლონდონში სიძე ახლდა, რომელიც მისი და გრინის
საუბარს დაესწრო. ჩვენთვის არ არის ცნობილი, ჰოლი მას ნათე-
სავის როლში გამოჰყვა სტრეთფორდიდან, თუ როგორც ექიმი.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შექსპირი საწინააღმდეგოს
ფიქრობდა, თომას გრინის წამოწყებული საქმიდან მაინც რაღაც
346
გამოვიდა. წლის ბოლოსკენ, როცა კომბმა და მეინვორინგმა
თხრილების გაყვანა დაიწყეს და მიწის შემოსაღობად ემზადე-
ბოდნენ, თომას გრინი ადგილობრივი დიდებულების შეკრებას
ესწრებოდა. გრინს აღუნიშნავს, რომ თავის „კუზენს“, შექსპირს
გააცნო, რაზე ისაუბრეს შეკრებაზე და ყველა მათ მიერ დადებუ-
ლი შეპირების ასლი გაუგზავნა. ამას გარდა, აცნობა, რა პრობ-
ლემები შეიძლება აღიძრას შემოღობვის გამო. აქედან ჩანს, რომ
შექსპირის რჩევას და მხარში დგომას სტრეთფორდის საზოგა-
დოება დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ხვნა-თესვა უკვე დაწყებუ-
ლი ჰქონიათ კომბისა და მეინვორინგის მომხრეებს, რომ სტრეთ-
ფორდის საბჭომ ბრძანა, მუშაობა შეეჩერებინათ და თხრილები
ამოევსოთ, რასაც დაინტერესებულ მხარეებს შორის დიდი შეხ-
ლა-შემოხლა მოჰყვა. კომბმა საბჭოს წევრებს „პურიტანი თაღ-
ლითები“ უწოდა. ამის შემდეგ საბჭომ უკვე ქალები და ბავშვები
გაგზავნა თხრილების ამოსავსებად.
სასამართლოში საქმე გაზაფხულამდე გადაიდო. კომბსა და
მეინვორინგს სთხოვეს, შეეჩერებინათ მუშაობა, ვიდრე უკეთ არ
დაასაბუთებდნენ, რომ მათი მოქმედება კეთილ საქმეს ემსახუ-
რებოდა. კომბს ჯიუტად სურდა, თავისი გაეტანა და არც იმას მო-
ერიდა, რომ მთელი სოფლის მაცხოვრებლები გაასახლა. ამ ამ-
ბების შემდეგ, შექსპირი კიდევ გვხვდება გრინის ჩანაწერებში.
გრინი წერს, შექსპირმა შემომითვალა, ვერ შევძელი მიწების შე-
მოღობვის წინააღმდეგ ვერაფრის გაკეთებაო. მაგრამ, როგორც
აღმოჩნდა, ცდებოდა. უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ
კომბს აუკრძალა, თავისი გეგმის განხორციელება გაეგრძელე-
ბინა.
ზოგიერთი ისტორიკოსი შექსპირს ამტყუნებს, რომ მან ასეთ
სერიოზულ დავაში ხალხის მხარე არ დაიჭირა. მაგრამ შეიძლე-
ბა, შექსპირს უბრალოდ სჯეროდა, რომ შემოღობვა მეტ სარგე-
ბელს მოუტანდა სოფელს. სიმართლეს ის უფრო ჰგავს, რომ მას
347
არაფრის არ „სჯეროდა.“ შექსპირს არ შეეძლო, დაპირისპირების
დროს ვინმეს მიმხრობოდა, თუნდაც მაშინ, როცა პრობლემა
უშუალოდ მას ეხებოდა. ძალიან ძნელია, წარმოიდგინო გაბრა-
ზებული, გაცხარებული ან ამპარტავანი შექსპირი. ის სენტიმენ-
ტები, რაც მან სტერთფორდის მიწების შემოღობვის თაობაზე ამ-
ტყდარ დავაში გამოავლინა, მისი მორჩილი და ფატალური და-
მოკიდებულება ამქვეყნიური ამბების მიმართ, შეიძლება, მისსი-
ვე უკანასკნელი პიესის უკანასკნელი სიტყვებით გამოიხატოს –
მოდით, ჩვენი ვალი მოვიხადოთ.

348
თავი 90
ბორბალი შემობრუნდა

ნოემბრიდან შობის დღესასწაულებამდე შექსპირი ლონდონ-


ში დარჩა. ბლექფაიერზის რეზიდენციაში ამდენ ხანს რომ დაყო,
უნდა ვიფიქროთ, შესაძლოა, თეატრის საქმეებს აგვარებდა და
მიუხედავად იმისა, რომ თან ექიმი სიძე ახლდა, კარგ ფორმაში
უნდა ყოფილიყო. ალბათ, შექსპირს დარჩენას„მეფის მსახურე-
ბიც“ სთხოვდნენ. მათ რეპუტაციაზე და შემოსავალზე შექსპირის
დრამატურგიიდან წასვლამ საგრძნობლად იმოქმედა. ზამთრის
სეზონზე „მეფის მსახურები“ სასახლის კარზე რვაჯერ გამოვიდ-
ნენ, მაგრამ ლორდ კამერგერს საყვედური გამოუთქვამს, „ჩვენს
პოეტებს შთაგონება და გონება გაუშრათ. ახალი ხუთი პიესიდან
არც ერთმა არ გაამართლა. „მეფის მსახურები“ იძულებულნი
არიან ძველ რეპერტუარს დაუბრუნდნენ, რითაც ყოველთვის გა-
მოირჩეოდნენ და კარგ შემოსავალსაც იღებდნენ.“ ლორდი კა-
მერგერი, ეჭვი არ არის, „ძველ“ რეპერტუარში შექსპირის პიე-
სებს გულისხმობდა. როგორც ყოველთვის, ჩანს, დიდ დრამა-
ტურგზე მაშინაც დიდი მოთხოვნა იყო.
თეატრალური ტრადიცია, რომელიც მეფე ჰენრი VIII-ის რო-
ლის შესრულებას უკავშირდება, ნათლად გვიჩვენებს, რომ მეფე
ჰენრის სახე უშუალოდ შექსპირის დახმარებით შეიქმნა. არ ვი-
ცით, ვის ეკუთვნის მეჩვიდმეტე საუკუნის ეს ჩანაწერი, მაგრამ ვი-
გებთ, რომ „მეფის როლი ზუსტად და სამართლიანად შეასრულა
ბატონმა ბეტერტონმა. მან რჩევები სერ უილიამისგან [დავენან-
ტისგან] მიიღო, სერ უილიამმა კი მოხუცი ბატონი ლოვინისგან,
რომელსაც თავად შექსპირი ასწავლიდა.“ გამოდის, რომ ჯონ
ლოვინი ინფორმაციას თაობიდან თაობას გადასცემდა. ის მარ-
თლაც იყო „მეფის მსახურების“ დასის წევრი შექსპირის მოღვა-
წეობის ბოლო წლებში და, როგორც ჩანს, დრამატურგი თავისი
349
ერთ-ერთი უკანასკნელი პიესის დადგმისას მას საჭირო დარიგე-
ბებს აძლევდა.
1615 წლის გაზაფხულზე, შესაძლოა, შექსპირი ექვს პიროვნე-
ბასთან ერთად ლონდონში დაბრუნებულიყო. მათ სასამართლო-
ში საქმე აღძრეს ვინმე მეთიუ ბეკონის წინააღმდეგ. საქმე „ბლექ-
ფაიერზის“ საკუთრებას ეხებოდა. ამის მეტი სხვა საბუთი იმისა,
რომ 1615 წლის გაზაფხულის შემდეგ შექსპირი დედაქალაქში
კიდევ ჩავიდა, არ გაგვაჩნია. სტრეთფორდში დაბრუნებული, იქი-
დან უკვე აღარსად წასულა.
ის ფაქტი, რომ 1616 წლის პირველივე კვირიდან ანდერძის
შედგენაზე დაიწყო ზრუნვა, გვაფიქრებინებს, რომ რაღაც სერიო-
ზული სნეულება სტანჯავდა. 18 იანვრისთვის ანდერძი მზად იყო
და რამდენიმე დღეში თითქოს ხელიც უნდა მოეწერა, მაგრამ,
ჩვენთვის უცნობი მიზეზით, გადაიდო. როგორც ვიცით, შექსპირი
ორი კვირის თავზე გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ანდერძი შე-
ადგინა, ასე რომ, ალბათ, იანვარში თავი უკეთ იგრძნო.
შექსპირის გარდაცვალების მიზეზზე გაუთავებლად კამათო-
ბენ. სახელდება სიფილისი, არც ისე იშვიათი ავადმყოფობა იმ
დროისთვის, რომლითაც შექსპირი შეიძლებოდა, ადვილად და-
ავადებულიყო. უკანასკნელი ხელმოწერებიდან დაადგინეს, რომ
მას კრუნჩხვები ტანჯავდა, „ნოტარიუსის დამბლის“ ვარიანტი,
რაც ძირითადად ხანგრძლივი წერისგან ემართებოდათ. თუ მარ-
თლა ასე იყო, შექსპირი წერას ვეღარ შეძლებდა და ამით ადვი-
ლად აიხსნება, რატომაც დაანება დრამატურგიას თავი. სხვები
ვარაუდობენ, რომ ის ალკოჰოლიზმმა დაღუპა. ერთხელ უკვე აღ-
ვნიშნეთ – შექსპირი, დრეიტონი და ბენ ჯონსონი თურმე „მხია-
რულად ერთობოდნენ“ ხოლმე, როგორც ქორეპისკოპოსი დას-
ძენს: „ძალიან ბევრს სვამდნენ, რამაც შექსპირი მოკლა.“ თუმცა,
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შექსპირი ალკოჰოლიკი იყო.

350
არ არის აუცილებელი, ვიფიქროთ, რომ შექსპირი ხანგრძლი-
ვი ავადმყოფობით გარდაიცვალა. შეიძლება, მოულოდნელად
შეჰყროდა რაიმე ინფექცია, მით უმეტეს, რომ მეჩვიდმეტე საუკუ-
ნის ექიმი აღნიშნავს – ძალიან გახშირებულა ციებ-ცხელების
შემთხვევები, განსაკუთრებით კი სტრეთფორდში. 1615 და 1616
წლების ზამთარში გრიპის ეპიდემია მძვინვარებდა, თბილი და
ნესტიანი ამინდები კი მალარიის გავრცელებას უწყობდა ხელს.
„ნიუ ფლეისთან“ ახლოს პატარა რუ ჩამოდიოდა. ფიქრობენ,
რომ შესაძლოა, წყალს ტიფის ბაქტერია მოჰყვებოდა. შექსპირი
რომ მალევე დაკრძალეს, ისიც გვაძლევს საფუძველს, ვიეჭვოთ,
რომ არ არის გამორიცხული, მისი ავადმყოფობა გადამდები ყო-
ფილიყო.
შექსპირმა უკვე შედგენილი ანდერძის ხელისმოწერით დამ-
ტკიცება რომ გადადო, შესაძლებელია, ამის მიზეზად მისი უმ-
ცროსი ქალიშვილის ქორწინებაც ვიგულისხმოთ. იმ დღეებში ჯუ-
დიტ შექსპირი თომას ქუინიმ დანიშნა. ქუინები შექსპირების მე-
გობრები იყვნენ. მაგრამ მომდევნო თვეში ჯუდიტი და თომასი ეკ-
ლესიამ მოიკვეთა იმის გამო, რომ დაუკითხავად მარხვის პერი-
ოდში დაიწერეს ჯვარი. ეს, ნაწილობრივ, ქორეპისკოპოსის ბრა-
ლიც იყო, მაგრამ მხოლოდ ჯვრისწერის მონაწილეები დაისაჯ-
ნენ. ამ უსიამოვნებას კიდევ ერთი ცუდი ამბავი მოჰყვა. თომას ქუ-
ინის უჩიოდნენ, თითქოს მას ადრე უკანონო ცოლი ჰყავდა. მარ-
გარეტ ვილერი მშობიარობას გადაჰყვა და ბავშვიც დაიღუპა.
ისინი ერთად დაკრძალეს, ჯუდიტის და თომასის ქორწინებამდე
ზუსტად ერთი თვით ადრე. მთელმა სოფელმა იცოდა ამის შესა-
ხებ და ჭორებიც დადიოდა, რადგან უკვე ჯუდიტზე დანიშნული
თომას ქუინის ორსული, უკანონო ცოლი არავის უმალავდა, ვინ
იყო ბავშვის მამა. ამ უმსგავსობის გამგონე შექსპირმა ანდერძი
შეცვალა და თომას ქუინი საერთოდ ამოიღო მემკვიდრეების სი-
იდან.
351
გამოთქვამენ მოსაზრებას, თითქოს შექსპირმა ანდერძი თა-
ვისი ხელით დაწერა, მაგრამ არ ჰგავს სიმართლეს. სავარა-
უდოდ, მის ანდერძს ან იურისტი თომას ქოლინზი შეადგენდა, ან
იურისტის კლერკი. პირველ ანდერძში შექსპირმა ბევრი ცვლი-
ლება შეიტანა. მაგალითად, პირველი გვერდი საერთოდ ახლი-
დან დაწერა. ანდერძი ტრადიციულად იწყებოდა, ღვთის დიდე-
ბით, შემდეგ სრულ ჭკუაზე მყოფი, ქმედუნარიანი შექსპირი თა-
ვის უკანასკნელ სურვილს გვაცნობს. ისე, არავინ იცის რამდენად
„ქმედუნარიანი“ იყო შექსპირი, როდესაც ანდერძს წერდა, მისი
ხელმოწერა ცხადყოფს, ძალიან სუსტად უნდა ყოფილიყო.
პირველს შექსპირი უმცროს ქალიშვილს ასახელებს, რომე-
ლიც სულ ცოტა ხნით ადრე თომას ქუინის ცოლი გახდა. ადრე
მოხსენიებული სიძე გადაშლილია. შექსპირმა ჯუდიტს 150 გირ-
ვანქა დაუტოვა, იმ პირობით, რომ მას არ ექნებოდა პრეტენზია
„ნიუ ფლეისის“ შორიახლოს მდებარე ჩაფელ ლეინის სახლზე. ეს
გვაფიქრებინებს, რომ იმხანად ჯუდიტი და მისი მეუღლე სწორედ
ჩაფელ ლეინზე ცხოვრობდნენ. შექსპირმა ჯუდიტს კიდევ 150
გირვანქა უანდერძა, თუ სამი წლის შემდეგ თვითონ, ან რომელი-
მე მისი მემკვიდრე ცოცხალი იქნებოდა. დიდი ვერაფერი მემ-
კვიდრეობა იყო, მით უმეტეს, თუ უფროსი დისთვის ნაბოძებ თან-
ხას შევადარებთ. ეს ანდერძი ცხადყოფს, რომ შექსპირმა უმცრო-
სი ქალიშვილის მიმართ სერიოზული სიჯიუტე და სიმკაცრე გამო-
ავლინა. მან თავისი სამოსი და 30 გირვანქა დას დაუტოვა, მის
სამ ვაჟს კი ხუთ-ხუთი გირვანქა. ამას გარდა, ჯოან ჰარტს ნებას
რთავდა, ჰენლი სთრითზე ეცხოვრა. სამწუხაროდ, შექსპირს
ერთ-ერთი დისწულის სახელი დაავიწყდა. რაც შეეხება მეუღ-
ლეს, მას, ენ შექსპირს, თითქმის არ ახსენებს, მაგრამ მეუღლეს
საკუთრების მესამედი ავტომატურად რჩებოდა. ასე რომ, ოფი-
ციალურ დოკუმენტში მისი მოხსენიება საჭიროდ არ მიიჩნია. ერ-

352
თი რამ კი მაინც დააზღვია, რაც პირველ ანდერძში აშკარად გა-
მორჩა. შექსპირმა ცოლს მეორე „საუკეთესო“ საწოლი და და-
ნარჩენი ავეჯი დაუტოვა. ამ ფაქტმა დიდი საფიქრალი გაუჩინა
მკვლევრებს. რატომ არ დაუტოვა შექსპირმა ცოლს საუკეთესო
საწოლი? საქმე ის არის, რომ საუკეთესო საწოლი სტუმრისთვის
იყო ხოლმე გათვალისწინებული, ხოლო „მეორე საუკეთესო სა-
წოლში“ ცოლ–ქმარი იწვა და როგორც ერთი ისტორიკოსი ამ-
ბობს, ის „ქორწინებისა და ცოლ-ქმრული ერთგულების“ სიმბო-
ლო იყო. ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელ წუთს შექსპირი არ
გადაწყვეტდა, ცოლი დაემცირებინა, მაგრამ არც ტრადიციული
სიტყვებით არ ამკობს მას, როგორიცაა, მაგალითად „სულზე უტ-
კბესო.“ მას არ სჭირდებოდა დაკანონებული სენტიმენტები. ან-
დერძის აღმსრულებლად შექსპირმა ქალიშვილი, სუზენა დანიშ-
ნა.
შექსპირის მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი სუზენასა და მის
მეუღლეს შეხვდათ, მათვე ჩააბარა თავისი მამულის მოვლა-პატ-
რონობაც. ჰოლებს შექსპირმა დაუტოვა: „ყველაფერი დანარჩე-
ნი, ჩემი უძრავი და არაუძრავი ქონება, ჭურჭელი და სამკაულე-
ბი.“ არაუძრავ ქონებაში, ალბათ, „ბლექფაიერზისა“ და „გლობუ-
სის“ წილებს გულისხმობდა, თუ, რა თქმა უნდა, კიდევ რამე შე-
მორჩა.
შექსპირის ანდერძში მისი მეგობრები და მეზობლებიც იყვნენ
მოხსენიებული. სამ უახლოეს მეგობარს „მეფის მსახურებიდან“
– რიჩარდ ბერბიჯს, ჯონ ჰემინგსსა და ჰენრი კონდელს შექსპირ-
მა სამახსოვრო ოქროს ბეჭდები უანდერძა. სწორედ ჰემინგსისა
და კონდელის თაოსნობით გამოიცა მისი პირველი ფოლიო.
10 გირვანქა სტრეთფორდელ ღარიბებს დაუტოვა, თომას
კომბს - თავისი ხმალი. ძალიან უცნაურად ეჩვენებათ, შექსპირს
ანდერძში რომ წიგნებზე ან ხელნაწერებზე არაფერი აქვს ნათ-

353
ქვამი. შეიძლება ვიფიქროთ, ისინი იმ „ყველაფერ დანარჩენებ-
ში“ იგულისხმებოდა, რაც მან სუზენასა და მის მეუღლეს უანდერ-
ძა. არ არის გამორიცხული, ბევრი რამ დაკარგულიყო. ჯონ ჰოლი
თავის ანდერძში წერს – ის წიგნები, რომლებიც კაბინეტში მქონ-
და, სულ „ქარმა წაიღოო.“ რაც შეეხება შექსპირის შვილიშვილს,
არსებობს ცნობა, თითქოს სტრეთფორდიდან რომ გაემგზავრა,
ბაბუას ქაღალდები თან გაიყოლაო. სამწუხაროდ, ვეღარაფერს
ვეღარ დავამტკიცებთ.
შექსპირის ანდერძი საქმიანი და პრაქტიკული დოკუმენტია,
მით უმეტეს, მეჩვიდმეტე საუკუნის სხვა ანდერძების ფონზე, სა-
დაც ბევრად მეტი ემოცია მჟღავნდებოდა ნათესავებისა და მე-
გობრების მიმართ. მაგრამ სხვები ხომ დრამატურგები არ ყოფი-
ლან. როდესაც მეთვრამეტე საუკუნის ერთი ისტორიკოსი აღნიშ-
ნავს – შექსპირის ანდერძში აბსოლუტურად არ იგრძნობა დიდი
პოეტის სულიო, ჩანს, არ მიაქცია ყურადღება, რომ იურიდიულ
დოკუმენტს ეცნობოდა და არა ხელოვნების ნიმუშს.
ამ დოკუმენტს, რომელსაც ეტყობოდა, თუ რა დიდი წვალებით
ადგენდა, შექსპირმა ხელი მოაწერა და ეს იყო მის მიერ დაწერი-
ლი უკანასკნელი სიტყვა.
შექსპირს ოთხი კვირის მანძილზე, მარტიდან აპრილამდე, ცი-
ებ-ცხელება ტანჯავდა. თუ მართლა ტიფით იყო ავად, ალბათ სა-
შინელი სისუსტე და ენით აუწერელი წყურვილი აწუხებდა. ერთი,
არც მაინცდამაინც საიმედო ისტორიკოსი წერს, შექსპირი საკუ-
თარ სიკვდილს დაეწია, როდესაც ავადმყოფი ლოგინიდან ადგა
და მეგობრებს გაჰყვაო. როგორც ერთხელ აღნიშნეს, ის „პაპის-
ტად მოკვდა“, - იმას თუ გულისხმობენ, რომ ძველი კათოლიკური
წესით მიაბარეს მიწას. შექსპირი 1616 წლის 23 აპრილს გარდა-
იცვალა, თავის დაბადების დღეს.
ბალზამირების შემდეგ, შექსპირის ცხედარი ლოგინზე დაას-

354
ვენეს და გარშემო ყვავილები შემოუწყვეს. დაკრძალვამდე მე-
გობრებსა და ნათესავებს შეეძლოთ, გამოსთხოვებოდნენ. ორი
დღის შემდეგ, მიტკლის ქსოვილში გაახვიეს და ეკლესიაში გადა-
ასვენეს. შექსპირი 17 ფუტის სიღრმის საფლავში ჩაასვენეს, რაც
შესაძლოა, მისი ტიფით გარდაცვალების გამო მოხდა. შექსპირის
საფლავის ქვაზე ამოტვიფრული ეპიტაფია მასვე უნდა ეკუთვნო-
დეს:
„კეთილო მეგობარო, ღვთის გულისათვის, ნუ ხელყოფ აქ
დაკრძალულ ცხედარს. დალოცვილი იყოს, ვინც დაინდობს ამ
ქვებს
და წყეული იყოს, ვინც ჩემს ძვლებს შეაწუხებს.“
იმ დღეს შექსპირის საფლავი, სადაც აქამდე არ წყდება თაყვა-
ნისმცემლებისა და პილიგრიმების ნაკადი, ალბათ როზმარინის
თაიგულებითა და დაფნის გვიგვინებით შეამკეს.

355
თავი 91
შენი ცხოვრების ამბავი რომ გავიგო

ის ისე მოკვდა, როგორც იცხოვრა, დიდი ყურადღება არავის-


გან მოუთხოვია. ბენ ჯონსონის დამკრძალავ პროცესიას „მთელი
ქალაქის დიდებულები და კეთილშობილები“ მიაცილებდნენ,
შექსპირს - მხოლოდ უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები.
მხოლოდ ნახევარი საუკუნის თავზე გვხვდება პირველი ბიოგ-
რაფიული ჩანაწერები; არც მეცნიერებს, არც კრიტიკოსებს, არ
გასჩენიათ სურვილი, შექსპირის თანამედროვეებს ან მეგობრებს
გამოლაპარაკებოდნენ. ემერსონმა სწორად აღნიშნა – შექსპი-
რის ყველაზე კარგი ბიოგრაფი შექსპირიაო. ეს ერთ-ერთი იშვია-
თი შემთხვევათაგანია, როდესაც მწერლის შემოქმედება ესოდენ
მნიშვნელოვანია, მისი პიროვნება კი არავითარ ინტერესს არ აღ-
ძრავს.
1769 წელს შექსპირის იუბილე აღინიშნა და იმ ოთახის ფან-
ჯრის წინ, სადაც სავარაუდოდ დრამატურგი დაიბადა, ნახატი და-
კიდეს. ნახატზე მზე იყო გამოსახული, რომელიც ღრუბლებს არ-
ღვევს. მშვენიერი სიმბოლოა ამქვეყნად მოვლინებისა. მზის
სხივს რომ შესძლებოდა, დიდი ხნის მერე იმ ოთახში შეეჭყიტა,
ნახავდა მეცხრამეტე საუკუნის დიდი მწერლების – სერ ვალტერ
სკოტის, თომას კარლეილის, უილიამ თეკერეის, ჩარლზ დიკენ-
სის ხელმოწერებს. ეს დიდი მწერლები ერთხმად აღიარებდნენ
ფაქტს, რომ მათ შემოქმედებას შექსპირის შუქი დაჰნათოდა.
პირველი ფოლიო, ანუ შექსპირის პიესების პირველი კრებუ-
ლი მისი გარდაცვალებიდან შვიდი წლის მერე გამოიცა. კრებუ-
ლი მისმა ორმა მეგობარმა – ჯონ ჰემინგსმა და ჰენრი კორდელ-
მა შეადგინეს და გრაფი პემბროკის ორივე ვაჟს ეძღვნება. სამი
საუკუნის მანძილზე მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი ოცდათექ-

356
ვსმეტი პიესა არის შექსპირის „კანონი“ - ანუ კანონიზებული ტექ-
სტი. არ გამოვრიცხავთ, რომ შექსპირი სიკვდილამდე მეგობრებ-
თან ერთად ამ გამოცემის ირგვლივ მსჯელობდა. ფოლიოზე გა-
მოსახული გრავიურა მის ერთადერთ აღიარებულ პორტრეტად
მიიჩნევა.

357
განმარტებები
Adsum - აქ ვარ (ლათ)
ანტერპრენერი - პატარა თეატრის ან ცირკის მეპატრონე.
ბეკონი ფრენსისი - (1561-1626) ინგლისელი ფილოსოფოსი,
ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ემპირიზმის ფუძემდებელი.
1584 წლიდან იყო პარლამენტის წევრი, 1618 წლიდან ლორდ-
კანცლერი. 1621 ბრალი დასდეს მექრთამეობაში, გაასამარ-
თლეს და ციხეში ჩასვეს. მეფემ შეიწყალა, მაგრამ, იმ დღიდან,
ფრენსის ბეკონმა უარი სთქვა სახელმწიფო სამსახურზე. ბეკონს
ეკუთვნის ცნობილი ტრაქტატი „ახალი ორგანონი“ (1620 წ), რო-
მელშიც განავითარა მეცნიერული ინდუქციის საფუძვლები.
ბურლესკი - კომიკური, პაროდიული პოეზიის ჟანრი.
გრინი რობერტი - (1558-1592). ინგლისელი დრამატურგი,
პოეტი და პამფლეტების ავტორი. შექსპირის ერთ-ერთი წინა-
მორბედი.
ეკატერინე არაგონელი - (1485-1536). ჰენრი VΙΙΙ-ს პირველი
მეუღლე. იყო ესპანეთის სამეფოს დამაარსებლის, ფერდინანდ
358
არაგონელის და იზაბელა კასტილიელის ქალიშვილი, დედო-
ფალ მერი Ι -ის დედა. ოცდაოთხწლიანი ცოლქმრობის შემდეგ,
იმ მიზეზით რომ მემკვიდრე არ ჰყავდათ, ჰენრი VΙΙΙ-მ ქორწინე-
ბის გაუქმება მოითხოვა. ამას მოჰყვა კონფლიქტი მეფე ჰენრის
და რომის პაპს შორის, მოგვიანებით კი უკვე კათოლიკურ ეკლე-
სიასთან ურთიერთობის შეწყვეტა.
თაიბერნი - ადგილი ლონდონში, სადაც საჯაროდ სჯიდენ სიკ-
ვდილით (1300-1783) წლებში.
ინგლისის რეფორმაცია - ინგლისის მეფე ჰენრი VIII თავდა-
პირველად პროტესტანტების მოწინააღმდეგე იყო. მაგრამ მას
შემდეგ, რაც პაპმა მეფეს მეუღლესთან განქორწინებაზე უარი
უთხრა, მონარქმა თავი ინგლისის ეკლესიის მეთაურად გამოაც-
ხადა და რომს განუდგა. ასე შეიქმნა ანგლიკანური ეკლესია.
ლოცვა ლათინურის ნაცვლად ინგლისურად აღევლინებოდა, ხო-
ლო ღვთისმსახურება თითქმის იგივე დარჩა. დედოფალმა მერიმ
სცადა კათოლიციზმისკენ შემობრუნება, თუმცა მალევე, 1559
წელს დეოფალმა ელისაბედ I-მა აღადგინა ინგლისური ეკლესი-
ის დამოუკიდებლობა და მას შემდეგ ინგლისის ეკლესიის მეთაუ-
რი მეფეა. ის ნიშნავს არქიეპისკოპოსებს და ეპისკოპოსებს, ვინც
ამავე დროს ლორდთა პალატის წევრებიც არიან. ღვთისმსახუ-
რება ნაწილობრივ კათოლიკურია, 39 მუხლისგან შემდგარი
მრწამსი კი - კალვინისტური.
ლემბი ჩარლზი - (1775-1834) ინგლისელი ესეისტი. მისი ერთ-
ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „შექსპირული მოთხრო-
ბები ბავშვებისთვის“.
ლილი ჯონი - (1553-1606). ინგლისელი დრამატურგი და მწე-
რალი. შექსპირის წინამორბედი. მწერალ ენციკლოპედისტების
ჯგუფის წევრი.
მარლო ქრისტოფერ - (1564-1593). შექსპირის შემდეგ აღია-
რებულია ყველაზე დიდ დრამატურგად და პოეტად ბრიტანეთის
359
ისტორიაში. არსებობს მოსაზრება, თითქოს ქრისტოფერი წერდა
ნაწარმოებებს და აქვეყნებდა შექსპირის ფსევდონიმით,თუმცა
ეს ფაქტი არ დადასტურდა. მისმა შემოქმედებამ ინგლისურ დრა-
მატურგიაში უდიდესი ცვლილებები შეიტანა. მარლოს კალამს
ეკუთვნნის პიესები : ”დიდონა, დედოფალი კართაგენისა”, ”თე-
მურლენგი”,”ედვარდ II” და გენიალური პიესა - ”ექიმი ფაუსტი”,
რომელმაც მას გარდაცვალების შემდეგ უდიდესი დრამატურგის
სახელი დაუმკვიდრა.
მენესტრელი - მოხეტიალე პოეტი-მუსიკოსი შუა საუკუნეების
საფრანგეთსა და ინგლისში.
მირაკლი - შუა საუკუნეების რელიგიურ-დიდაქტიკური დრამა
ქრისტეს ან რომელიმე წმინდანის ცხოვრების შესახებ. მირაკლი
აღმოცენდა XIII საუკუნეში, XIV საუკუნეში გავრცელდა ევროპის
სხვადასხვა ქვეყნებში. მოგვიანებით რელიგიური მოტივი ჩანაც-
ვლებულია ავანტიურული ამბებით, საოჯახო-ყოფითი თემით,
ძლიერდება ფსიქოლოგიზმი, კონფლიქტები, ჩნდება სოციალუ-
რი და ანტიკლერიკალური კრიტიკისა და სატირის მომენტებიც.
ნეში თომასი - (1561-1601). ელისაბედის ეპოქის გამოჩენილი
პროზაიკოსი, ბაროკოს ლიტერატურის ერთ-ერთი წინამორბედი,
დრამატურგი და პუბლიცისტი.
ობრი ჯონი - (1626-1697) ინგლისელი მწერალი და ანტიკვა-
რი. სახელი გაითქვა, როგორც გამოჩენილი ინგლისელი საზო-
გადო მოღვაწეების ბიოგრაფმა. ამასთანავე, იგი გახლდათ პირ-
ველი ინგლისელი მკვლევარი, რომელიც სწავლობდა ბრიტა-
ნულ სიძველეებს, მათ შორის სახელგანთქმულ ”სტოუნჰენჯს”.
პილი ჯორჯი -(1556-1596). ინგლისელი დრამატურგი.
პროტესტანტული რეფორმაცია - მასიური რელიგიური და პო-
ლიტიკური მოძრაობა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში XVI
საუკუნიდან XVII საუკუნის დასაწყისამდე.

360
XV საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული, პაპები ფაქტობ-
რივად საერო მმართველებად იქცნენ. კათოლიკურ ეკლესიაში
ამ დროისათვის გავრცელებული მანკიერებანი, განსაკუთრებით
კი ინდულგენციებით ვაჭრობა ბევრი ქრისტიანის აღშფოთებას
იწვევდა.
მათ შორის იყო ვიტენბერგელი ბერი და თეოლოგი მარტინ
ლუთერი (1483–1546), კათოლიკური ეკლესიისა და პაპობის წი-
ნააღმდეგ მიმართული იმ მძლავრი მოძრაობის მამამთავარი,
რომელიც დასავლეთის ქრისტიანობის საბოლოო განხეთქილე-
ბით დასრულდა. ეს მოძრაობა ისტორიაში პროტესტანტული რე-
ვოლუციის სახელით შევიდა.
პურიტანი - 1) მე-16 – 17 სს. ინგლისის ბურჟუაზიის რელიგი-
ურ-პოლიტიკური მოძრაობის მონაწილე, რომელიც მიმართული
იყო ფეოდალიზმის წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა ინგლისის
ეკლესიის გაწმენდას კათოლიციზმის ნაშთებისაგან. 2) ადამი-
ანი, რომელიც მკაცრად (ხშირად მოჩვენებითად) იცავს ზნეობას.
ჟენევის ბიბლია - 1560 წელს ინგლისურად თარგმნილი ბიბ-
ლია, რომელიც ჟენევაში გახიზნულმა პროტესტანტებმა გამოს-
ცეს.
როი ნიკოლასი - (1674-1718) ინგლისელი დრამატურგი, პო-
ეტი და მწერალი.
რკინის გვერდიანები - კრომველის ჯარისკაცების მეტსახელი.
სამახსოვრო ბეჭედი - მეთექვსმეტე საუკუნეში მიღებული იყო
გარდაცვლილი მეგობრის ბეჭდის ტარება.
სასამართლო ინი - ადვოკატების კორპორაცია ლონდონში.
ასრულებდა იურიდიული უნივერსტიტეტის ფუნქციას, თითოეულ
ინს ჰქონდა თავისი სატრაპეზო, ბიბლიოთეკა და სამლოცველო.
სტოუ ჯონი - (1525-1605) ინგლისელი ისტორიკოსი და ანტიკ-
ვარი.მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია 1598 წელს გამოცემული
„ლონდონის მიმოხილვა“.
361
ტაუერი - ისტორიული ციხესიმაგრე ლონდონის ცენტრში,
მდინარე თემზის სანაპიროზე. აშენდა 1066 წელს, ინგლისის
ნორმანული დაპყრობების პერიოდში. თეთრი ტაუერი, რომლის-
განაც მთლიან ციხესიმაგრეს ეწოდა სახელი, კომპლექსის ცენ-
ტრში მდებარეობს. ტაუერი 1078 წელს ააგო უილიამ დამპყრო-
ბელმა. 1100 წლიდან ციხესიმაგრე საპყრობილედ გამოიყენებო-
და, თუმცა თავდაპირველი ჩანაფიქრი ეს არ ყოფილა. მთლიანო-
ბაში, ტაუერი რამდენიმე ნაგებობისგან შემდგარ კომპლექსს
წარმოადგენს, რომლებიც დამცავი კედლებისა და თხრილის
შიგნითაა მოქცეული. XII-XIII საუკუნეებში კომპლექსი მნიშვნე-
ლოვნად გაფართოვდა. ლონდონის ტაუერი ინგლისის ისტორია-
ში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. სხვადასხვა პერიოდში, ის
ასრულებდა ხან იარაღის საწყობის, ხან სამხეცის, ხან ხაზინის და
ხანაც სამეფო მონეტების მოსაჭრელი ფაბრიკის ფუნქციებს.
უოლსი თომასი - (1473-1530). ინგლისის სამეფოს კანცლერი
1515 -1529 წლებში, იორკის არქიეპისკოპოსი, კარდინალი.
1529 წლამდე ინგლისის მეფის ჰენრი VΙΙΙ -ს შემდეგ ყველაზე გავ-
ლენიან ფიგურად ითვლებოდა ინგლისის სამეფო კარზე.
ფლეტჩერი ჯონი - (1579-1625). ინგლისელი დრამატურგი.
ფლეტჩერი თავის ნაწარმოებებს ძირითადათ ფრენსის ბომონ-
ტთან ერთად ქმნიდა. ფლეტჩერი და ბომონტი ისტორიაში შევიდ-
ნენ როგორც შექსპირის ეპოქის გამოჩენილი დრამატურგები და
ტრაგიკომედიის ჟანრის დამაარსებლები.
ციმბელინი - (გარდაიცვალა 42 წელს). ბრიტანეთის მეფე რო-
მაელების დაპყრობამდე.
წვივსახვევის ორდენი - რაინდის უმაღლესი ორდენი ბრიტა-
ნეთში. ერთ-ერთი უძველესი ორდენი მსოფლიოში. წესდების თა-
ნახმად, წვივსახვევის ორდენის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ
25 რაინდი, მათ შორის მეფე. მონარქი პირადად არჩევს დანარ-

362
ჩენ 24 წევრს. სხვა სამეფო ოჯახის წევრები, როგორც წესი, ით-
ვლებიან ორდენის უმცროს წევრებად. რომელიმე წევრის გარ-
დაცვალების შემთხვევაში, მეფე ორდენით აჯილდოებს ახალ
წევრს.
ჯონსონი ბენი - (1572-1637). ინგლისელი პოეტი, დრამატურ-
გი, მსახიობი და დრამის თეორეტიკოსი.
ჰენრი VΙΙΙ – (1491-1547) ინგლისის მეორე ტიუდორი მეფე
1509-1547 წ.წ. ირლანდიის ლორდი 1509-1542 და მეფე 1542-
1547 წლებში. 1534 წელს , ჰენრი VIII -მ უარყო რომის პაპის ავ-
ტორიტეტი და დასაბამი მისცა ანგლიკანურ ეკლესიას, რომლის
მეთაურიც თავად გახდა. დღესაც ეკლესიის მეთაურის ტიტულს
მონარქი ითავსებს.

363

You might also like