2020 12 18 დებულება სტუდენტის სტატუსისა და სასწავლო პროცესის რეგლამენტი

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 30

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

სტუდენტის სტატუსისა და სასწავლო პროცესის

რეგლამენტი

თბილისი,
2016
სარჩევი:

თავი I. ზოგადი დებულებები ..........................................................................................................................4


მუხლი 1. რეგულირების სფერო და სამართლებრივი საფუძვლები.....................................................4
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ...........................................................................................................4
თავი II. სტუდენტის სტატუსის მოპოვება ......................................................................................................5
მუხლი 3. მოწესრიგების სფერო .................................................................................................................5
მუხლი 4. საბაკალავრო/დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე
ჩარიცხვა ........................................................................................................................................................5
მუხლი 5. სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა .........................................................................................6
მუხლი 6. მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვა .............................................................6
მუხლი 7. ერთიანი ეროვნული / საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სტუდენტის
სტატუსის მოპოვება .....................................................................................................................................7
მუხლი 8. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა............................................8
თავი III. სტუდენტის სტატუსის შეჩერება .....................................................................................................8
მუხლი 9. მოწესრიგების სფერო .................................................................................................................8
მუხლი 10. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლები ...................................................................8
მუხლი 11. გადაწყვეტილება სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ.............................................9
მუხლი 12. სტუდენტის სტატუსის შეჩერების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და
სამართლებრივი შედეგები .........................................................................................................................9
თავი IV. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა .................................................................................................. 10
მუხლი 13. მოწესრიგების სფერო ............................................................................................................ 10
მუხლი 14. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები................................................................. 10
მუხლი 15. გადაწყვეტილება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ .......................................... 10
მუხლი 16. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და
სამართლებრივი შედეგები ...................................................................................................................... 10
თავი V. სტუდენტის სტატუსის აღდგენა .................................................................................................... 11
მუხლი 17. მოწესრიგების სფერო ............................................................................................................ 11
მუხლი 18. სტუდენტის სტატუსის აღდგენის საფუძვლები ................................................................. 11
მუხლი 19. სტუდენტის სტატუსის აღდგენის პროცედურა ................................................................... 12
თავი VI. სტუდენტთა შემდგომი განათლების უზრუნველყოფა აკადემიური პროგრამის შეჩერების,
გაუქმების ან ცვლილებების შემთხვევაში ................................................................................................. 13

Page 2 of 30
მუხლი 20. უნივერსიტეტში აკადემიური პროგრამის შეჩერება ან გაუქმება ..................................... 13
მუხლი 21. გადაწყვეტილების მიღება პროგრამის გაუქმების შესახებ .............................................. 14
მუხლი 22. სტუდენტთა შემდგომი განათლების უზრუნველყოფა - რიგგარეშე მობილობა .......... 14
თავი VII. სტუდენტთა მობილობა................................................................................................................ 15
მუხლი 23. მოწესრიგების სფერო ............................................................................................................ 15
მუხლი 24. მობილობის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა .............................................. 15
მუხლი 25. მობილობის წესით სტუდენტთა მიღების გამოცხადება .................................................. 15
მუხლი 26. მობილობის პროცესი............................................................................................................. 16
მუხლი 27. გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ............................................................................ 17
მუხლი 28. კრედიტების ცნობა/აღიარება .............................................................................................. 17
მუხლი 29. კურსების აღიარება ECTS არმქონე საგანმანათლებლო დაწესებულებიდან
გადმომსვლელი სტუდენტებისათვის .................................................................................................... 18
მუხლი 30. არასაკრედიტო სისტემით წარმოდგენილი აკადემიური შედეგების იდენტიფიცირება
...................................................................................................................................................................... 18
მუხლი 31. გამოცდა/გასაუბრება ............................................................................................................. 18
მუხლი 32. მობილობის გამოცდის/გასაუბრების შედეგების გასაჩივრება........................................ 19
მუხლი 33. შიდა მობილობა ..................................................................................................................... 19
მუხლი 34. უნივერსიტეტიდან გადასვლა............................................................................................... 19
თავი VIII. სტუდენტის განათლების აღიარება და შეფასება ................................................................... 20
მუხლი 35. მოწესრიგების სფერო ............................................................................................................ 20
მუხლი 36. შეფასების მიზანი და პრინციპები ....................................................................................... 20
მუხლი 37. კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის სისტემა და მისი გაანგარიშება............... 21
მუხლი 38. სწავლის ხანგრძლივობა ....................................................................................................... 22
მუხლი 39. სემესტრული რეგისტრაცია და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება ......... 22
მუხლი 40. სტუდენტის სწავლის შედეგების შეფასება......................................................................... 24
მუხლი 41. დამოუკიდებელი სამუშაოს შეფასება ................................................................................. 26
მუხლი 42. აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭება .............................................................. 26
მუხლი 43. აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების ორგანიზაციული უზრუნველყოფა 26
მუხლი 44. მიღებული შეფასების გასაჩივრება ..................................................................................... 27
თავი X. დასკვნითი დებულებები ................................................................................................................ 28
მუხლი 45. დებულების ძალაში შესვლა ................................................................................................. 28
დანართი 1 ...................................................................................................................................................... 29

Page 3 of 30
თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო და სამართლებრივი საფუძვლები


1. წინამდებარე რეგლამენტი განსაზღვრავს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის
(შემდგომში უნივერსიტეტი) სტუდენტის სტატუსისა და სასწავლო პროცესის რეგულირების
წესებს/პროცედურას, უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხურების მიხედვით.
2. ამ დებულების სამართლებრივი საფუძვლებია:
ა. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ” და მოქმედი სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტები.
ბ. ბოლონიის პროცესის დოკუმენტები.
გ. უნივერსიტეტის წესდება “საგანმანათლებლო საქმიანობის რეგულირების შესახებ.”

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები


1. ადმინისტრაციული რეგისტრაცია - აკადემიური პროგრამით გათვალისწინებული
საგანმანათლებლო მომსახურებისათვის შესაბამისი საზღაურის გადახდა უნივერსიტეტის მიერ
დადგენილი წესით.
2. აკადემიური რეგისტრაცია - საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო და
არჩევითი სასწავლო დისციპლინების მონიშვნა საუნივერსიტეტო პორტალზე „ნექსუსი“, რომლის
სწავლასაც გეგმავს სტუდენტი კონკრეტულ სემესტრში.
3. დამატებითი მომსახურება - ყველა სახის მომსახურება, რომელიც სცილდება საგანმანათლებლო
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებს და ითვალისწინებს დამატებით
საზღაურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება რექტორის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
4. Ⴑაგანმანათლებლო პროგრამის შეჩერება - საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღების
შეწყვეტა/შეჩერება (კონკურსის არ გამოცხადება), რაც არ აფერხებს/არ ზღუდავს ამ პროგრამის
ფარგლებში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის სრული საგანმანათლებლო მომსახურების
განხორციელებას და უშვებს პროგრამაზე სტუდენტთა მიღების აღდგენის შესაძლებლობას.
5. Ⴑაგანმანათლებლო პროგრამის გაუქმება - კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
რეგისტრირებულ სტუდენტთათვის საგანმანათლებლო მომსახურების შეწყვეტა, რაც არ
ითვალისწინებს ამ პროგრამის აღდგენას და გულისხმობს სტუდენტთა საგანმანათლებლო პროცესის
უწყვეტობის უზრუნველყოფას.
6. Ⴑაკვალიფიკაციო ნაშრომი - სამეცნიერო-კვლევითი (სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე) ან
სასწავლო-კვლევითი (საბაკალავრო საფეხურზე) ნაშრომი, რომელსაც ამზადებს სტუდენტი
სპეციალურად გამოყოფილი აკადემიური ან მოწვეული პერსონალის ხელმძღვანელობით,
წარადგენს და იცავს საატესტაციო ორგანოს წინაშე.
7. აპლიკანტი - პირი, რომელიც რეგისტრირებულია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის
სტუდენტის სტატუსის მოპოვების ან აღდგენის მსურველად და მონაწილეობს შესაბამისი
პროცედურის განხორციელების პროცესში.
8. აკადემიური რეაბილიტაცია - მეცადინეობების გაცდენის შედეგად მიუღებელი საგნობრივი ცოდნის
შეძენა/შევსება, საკონტაქტო საათების ფორმატით, სტუდენტთან შეთანხმებული მეთოდების
გამოყენებით.

Page 4 of 30
თავი II. სტუდენტის სტატუსის მოპოვება

მუხლი 3. მოწესრიგების სფერო


1. ეს თავი არეგულირებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების
საკითხებს.

მუხლი 4. საბაკალავრო/დიპლომირებული სტომატოლოგის/მედიკოსის საგანმანათლებლო


პროგრამაზე ჩარიცხვა
1. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველ საფეხურზე, საქართველოს მოქალაქისათვის,
სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგი.
2. უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის აღიარება ეფუძნება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც სტუდენტთან
ფორმდება ხელშეკრულება და, არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა, გამოიცემა რექტორის ერთიანი
სამართლებრივი აქტი უნივერსიტეტში აბიტურიენტთა/სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ, რომელიც
იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამოცემიდან 15 დღის
ვადაში.
3. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანების საფუძველზე, უნივერსიტეტში იწყება სტუდენტთა რეგისტრაცია, რომელიც
მიმდინარეობს უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადაში. უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-
გვერდზე სტუდენტთა რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება რეგისტრაციის დაწყებამდე
არაუგვიანეს 10 დღით ადრე.
4. სტუდენტთა რეგისტრაცია ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის სამართლებრივი აქტის
საფუძველზე, აკადემიური კალენდრის მიხედვით, ორ ეტაპად: ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ
აკადემიური რეგისტრაცია, რომელიც ხორციელდება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ
პროგრამა „ნექსუსის“ საშუალებით.
5. ის აბიტურიენტი, რომელიც დადგენილ ვადაში არ მიმართავს უნივერსიტეტს და, ამის გამო, მისი
საიდენტიფიკაციო მონაცემები არ აისახება უნივერსიტეტის შესაბამის სამართლებრივ აქტში,
უფლებამოსილია მიმართოს ადმინისტრაციას, ჩარიცხვის მოთხოვნით, მომდევნო წლის ივნისამდე.
ამ შემთხვევაში, უნივერსიტეტის რექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს
სამართლებრივ აქტს ამ პირის უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ, რომელიც იგზავნება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამოცემიდან 15 დღის ვადაში.
6. სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად პირველადი რეგისტრაციისათვის აუცილებელი
დოკუმენტებია:
ა) პირადობის მოწმობა (ასლი)
ბ) სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
გ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი დ) ორი ფერადი
ფოტოსურათი - (3X4, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად)
ე) არასრულწოვანების შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის/მშობლის პირადობის მოწმობის
ასლი (რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერ წარმომადგენელთან ერთად)

Page 5 of 30
მუხლი 5. სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა
1. მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების უნივერსიტეტის შესარჩევ კონკურსში
მონაწილეობის წინაპირობაა საერთო სამაგისტრო გამოცდებზე დადგენილი მინიმალური
კომპეტენციის ზღვარის გადალახვა.
2. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახური შეფასებისა და
გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ყოველი წლის 10 თებერვლამდე, წარადგენს საერთო სამაგისტრო
გამოცდებთან დაკავშირებულ ანკეტა-კითხვარს და მაგისტრატურის საგანმანათლებო პროგრამების
ანოტაციას. ანალოგიურ ინფორმაციას უნივერსიტეტი განათავსებს თავის ოფიციალურ ვებ-
გვერდზე.
3. საუნივერსიტეტო გამოცდის/გამოცდების ჩაბარების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატთა
რეგისტრაცია მიმდინარეობს უნივერსიტეტში, რექტორის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული
წესით. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს,
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის თაობაზე, რექტორის სამართლებრივი აქტის
ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
4. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:
ა) პირადობის მოწმობის ასლი.
ბ) ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების დანართთან ერთად (უცხო ქვეყნის უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა
ავთენტიკურობის შესახებ).
გ) 2 ფერადი ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად.
დ) სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა ვაჟებისათვის (ასლი). ე) CV (უნივერსიტეტის მიერ
დადგენილი ფორმით).
ვ) დიპლომის არ ქონის შემთხვევაში, ტექნიკური მიზეზის გამო, ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების
შესახებ (კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება; მიღებული
გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი).
5. საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემდეგ,
უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია
ტარდება რექტორის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში.
6. მაგისტრატურაში სტუდენტის ჩარიცხვა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით,
რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე. მაგისტრანტობის კანდიდატთან შესაბამისი
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გამოიცემა უნივერსიტეტის რექტორის ერთიანი
სამართლებრივი აქტი სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ, რომელიც 5 ოქტომბრამდე იგზავნება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ხოლო 7 ოქტომბრის ჩათვლით, განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, უნივერსიტეტი, ელექტრონული ფორმით, წარადგენს
ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ.

მუხლი 6. მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვა


1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უნივერსიტეტი 15
თებერვლამდე აცხადებს ვაკანტური ადგილების რაოდენობას სსიპ განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ელექტრონული ფორმით.
2. პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტთა რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება/მტკიცდება
უნივერსიტეტის რექტორის სამართლებრივი აქტით რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ ორი
კვირით ადრე.

Page 6 of 30
3. აპლიკანტთა რეგისტრაციას აწარმოებს უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისის სამსახური.
4. აპლიკანტი ვალდებულია რეგისტრაციისათვის წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
 განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე)
 პირადობის მოწმობის ასლი
 ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის/მაგისტრის
აკადემიური ხარისხის მქონე ან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი
დოკუმენტი
 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი, საგნობრივი
კომპეტენციის დადასტურების შესახებ
 2 ფერადი ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად
 სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა ვაჟებისათვის
 CV (უნივერსიტეტის მიერ დადგენილი ფორმით)
5. საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, აპლიკანტი, მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, აბარებს უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ
გამოცდას ზოგად პროფესიულ უნარებში, სადაც აპლიკანტმა უნდა მოახდინოს შესაბამისი საგნის
მიხედვით, მის მიერ შერჩეული თემის ფარგლებში დამუშავებული გაკვეთილის მოდელის
პრეზენტაცია.
6. აპლიკანტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ პედაგოგიური გამოცდილება, გამოცდა ჩატარდება
ქეისების ანალიზში.
7. უნივერსიტეტი, გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ქმნის რანჟირების
დოკუმენტს გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, აპლიკანტის მიერ საგნობრივ გამოცდაზე
მიღებული ქულისა და უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე მიღებული ქულის
გათვალისწინებით. საგნისა და უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ გამოცდებზე მიღებული
შეფასება ჯამდება და მიიღება საკონკურსო ქულა.
8. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია
უნივერსიტეტსა და აპლიკანტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. იმ პირების თაობაზე,
რომლებთანაც გაფორმდა ხელშეკრულება, უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს სამართლებრივ
აქტს, რომელიც იმავე წლის 5 ოქტომბრამდე იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროში.
9. უნივერსიტეტი, 7 ოქტომბრის ჩათვლით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში,
წარადგენს ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ, ელექტრონული ფორმით, რომელიც
დადგენილია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

მუხლი 7. ერთიანი ეროვნული / საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სტუდენტის


სტატუსის მოპოვება
1. ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სტუდენტის სტატუსის
მოპოვება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხვა ხორციელდება
შემდეგი პროცედურის დაცვით:
ა) პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და
სურვილი აქვთ ისწავლონ უნივერსიტეტში, მიმართავენ სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის
სამსახურს ვაკანტური ადგილების დადგენის მიზნით.

Page 7 of 30
ბ) ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში, უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროში წარსადგენად, გასცემს თანხმობის წერილს კონკრეტული პირის
ჩარიცხვის შესაძლებლობის თაობაზე შესაბამისი სკოლის/სპეციალობის/პროგრამის მითითებით.
გ) უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის
გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუ-
დენტების ჩარიცხვა შესაძლებელია რექტორის სამართლებრივი აქტით, ზემოაღნიშნული
კატეგორიის პირთა ჩარიცხვის შესახებ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთი წლის ვადაში.
დ) კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ დოკუმენტები „უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის
გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუ-
დენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის“ შესაბამისად.

მუხლი 8. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა


1. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება ცხადდება რექტორის სამართლებრივი
აქტის საფუძველზე. ინფორმაცია ვრცელდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდით, საჯაროდ,
საინფორმაციო საშუალებებით.
2. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული პროცედურა/ვადა, დოქტორანტთა
მიღების/ჩარიცხვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და სადოქტორო პროგრამის განხორცილების
ეტაპები/პროცესი განსაზღვრულია “საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის
დებულებით.”
3. საკონკურსო შედეგების საფუძველზე დოქტორანტთან ფორმდება ხელშეკრულება და გამოიცემა
რექტორის სამართლებრივი აქტი კონკრეტულ პირთა ჩარიცხვის შესახებ, რაც გულისხმობს
სტუდენტის სტატუსის მინიჭებას.

თავი III. სტუდენტის სტატუსის შეჩერება

მუხლი 9. მოწესრიგების სფერო


1. ეს თავი არეგულირებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე სტუდენტის სტატუსის შეჩერების
საკითხებს.
2. სტუდენტის სტატუსის შეჩერება გულისხმობს, როგორც უნივერსიტეტის, ისე სტუდენტის
უფლებებისა და ურთიერთვალდებულებებისგან დროებით განთავისუფლებას.

მუხლი 10. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლები


1. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა დადგენილ ვადაში ან ფინანსური
დავალიანება, თუ არ არის მიღებული სხვა გადაწყვეტილება.
ბ) ამ დებულების 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით და 39-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევები.
გ) საკვალიფიკაციო ნაშრომის დაცვაზე გამოუცხადებლობა, რომელიც გათვალისწინებულია ამავე
დებულების 43–ე მუხლის მე-6 პუნქტით.

Page 8 of 30
დ) პირადი განცხადება.
ე) სამხედრო სამსახურში გაწვევა.
ზ) საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, გარდა გაცვლითი/ერთობლივი საგანმანათლებლო
პროგრამის ფარგლებში სწავლისა.
თ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, რომელიც
ითვალისწინებს სასჯელს არა უმეტეს 2 წლის ვადით.
ი) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ორსულობა / მშობიარობა / ბავშის მოვლა.
2. სტუდენტის სტატუსი შეჩერებულად ეთვლებათ პირებს, რომლებიც გაირიცხნენ/ამორიცხნენ
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის #10/ნ ბრძანების - უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის
დამტკიცების შესახებ - ძალაში შესვლამდე, მაგრამ არა უმეტეს 10 წლის წინ, ამასთან, თუ
გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ არის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის წესით
გათვალისწინებული შემთხვევა.
3. სტუდენტები, რომელთა დაწესებულებები ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის
გარეშე, მიიჩნევიან სტატუსშეჩერებულ პირებად.

მუხლი 11. გადაწყვეტილება სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ


1. მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობის არსებობის შემთხვევაში,
გამოიცემა რექტორის სამართლებრივი აქტი სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ, რომლის
პროექტსაც ამზადებს სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის სამსახური.
2. სტუდენტის სტატუსის შეჩერება დასაშვებია არა უმეტეს 5 წლის ვადით.

მუხლი 12. სტუდენტის სტატუსის შეჩერების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და


სამართლებრივი შედეგები
1. სტუდენტი, რომელსაც შეუჩერდება სტატუსი არ ჩაითვლება უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო
რაოდენობაში.
2. სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ რექტორის სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ხუთი
სამუშაო დღის ვადაში, შეტანილ უნდა იქნას შესწორება უნივერსიტეტის შესაბამის მონაცემთა ბაზასა
და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
3. მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის განხორციელებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის
მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი, პროცედურის შესრულებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება
კანცელარიას, ხოლო კონტროლი ევალება უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარადჭერისა და სერვისის
სამსახურს.
4. სტუდენტის სტატუსის შეჩერება სტუდენტს არ ათავისუფლებს იმ ფინანსური დავალიანებისაგან,
რომელიც მას წარმოეშვა სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ სამართლებრივი აქტის
გამოცემამდე და იგი ვალდებულია დაფაროს ეს დავალიანება. ფინანსური დავალიანების
დაფარვისათვის თავის არიდების შემთხვევაში, უნივერსიტეტი უფლებამოსილია გაატაროს
ადმინისტრაციული ზომები, სასამართლო დავაში მონაწილეობის ჩათვლით.

Page 9 of 30
თავი IV. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

მუხლი 13. მოწესრიგების სფერო


1. ეს თავი არეგულირებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის
საკითხებს.
2. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გულისხმობს უნივერსიტეტის და სტუდენტის უფლებებისა და
ურთიერთვალდებულებების შეწყვეტას.

მუხლი 14. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები


1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) პროგრამული ციკლის დასრულება და შესაბამისი კვალიფიკაციის მიღება.
ბ) სტუდენტის პირადი განცხადება სტატუსის შეწყვეტის შესახებ (სტუდენტი ინფორმირებულ
უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის შესახებ).
გ) საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის
შეუძლებლობა, რაც გათვალისწინებულია ამ დებულების 39-ე მუხლის მე-8, მე-9 და
საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულების მე-20 მუხლის მე- 8
და მე-11 პუნქტებით.
დ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა.
ე) ინფორმაციის/მონაცემების გაყალბება.
ვ) ძალაში შესული გამამტყუნებული განაჩენი მძიმე დანაშაულისათვის.
ზ) დისციპლინური გადაცდომის ისეთი ფორმებით გამოვლენა, რომელიც გათვალისწინებულია
სტუდენტის ეთიკის კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით.
თ) სტუდენტის სტატუსის შეჩერებისთვის გათვალისწინებული 5 წლიანი ვადის ამოწურვა.

მუხლი 15. გადაწყვეტილება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ


1. ამავე დებულების მე-14 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში (გარდა
„თ“ ქვეპუნქტისა) სტუდენტის სტატუსი წყდება რექტორის სამართლებრივი აქტით, რომელიც
გამოიცემა სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის სამსახურის წარდგინების საფუძველზე.
2. რექტორის სამართლებრივი აქტი გამოიცემა კანცელარიაში შესაბამისი წარდგინების შესვლიდან სამი
დღის ვადაში.
3. მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად
მოხსენებით ბარათს, რექტორთან, წარადგენს სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის სამსახური
აღნიშნული ქვეპუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე.
4. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტის
გამოცემიდან თორმეტი თვის განმავლობაში სტუდენტს შეუძლია გამოიყენოს მობილობის უფლება.

მუხლი 16. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და


სამართლებრივი შედეგები
1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის სამართლებრივი აქტით დამდგარი
სამართლებრივი შედეგი უნდა აისახოს უნივერსიტეტის შესაბამის მონაცემთა ბაზასა და
საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ამ აქტის გამოცემიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

Page 10 of 30
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმის განხორციელებას უზრუნველყოფს
უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი, პროცედურის შესრულებაზე
პასუხისმგებლობა ეკისრება კანცელარიას, ხოლო კონტროლი ევალება უნივერსიტეტის სტუდენტთა
მხარდაჭერისა და სერვისის სამსახურს.
3. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა სტუდენტს არ ათავისუფლებს იმ ფინანსური დავალიანებისაგან,
რომელიც წარმოეშვა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.
იგი ვალდებულია დაფაროს ეს დავალიანება. ფინანსური დავალიანების დაფარვისათვის თავის
არიდების შემთხვევაში, უნივერსიტეტი უფლებამოსილია გაატაროს ადმინისტრაციული ზომები,
სამართლებრივ დავაში მონაწილეობის ჩათვლით.

თავი V. სტუდენტის სტატუსის აღდგენა

მუხლი 17. მოწესრიგების სფერო


1. ეს თავი არეგულირებს სტუდენტის სტატუსის აღდგენის პროცედურას უმაღლესი განათლების
სამივე საფეხურზე.
2. სტუდენტის სტატუსის აღდგენა გულისხმობს იმ უფლება-მოვალეობების სრულად აღდგენას,
რომელიც სტუდენტს დროებით მოეხსნა სტატუსის შეჩერებით.

მუხლი 18. სტუდენტის სტატუსის აღდგენის საფუძვლები


1. სტუდენტის სტატუსის აღდგენა დაიშვება სტატუსის შეჩერების დღიდან 5 წლის ფარგლებში ამ
დებულების მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მე-15 მუხლის მე- 4
პუნქტით დადგენილი ნორმის შესაბამისად. არ დაიშვება უნივერსიტეტის მიერ სტატუსშეწყვეტილი
სტუდენტის აღდგენა ამავე უნივერსიტეტში.
2. დასაშვებია იმ სტუდენტთა სტატუსის აღდგენა, რომლებიც გაირიცხნენ /ამორიცხნენ უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010
წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ - ძალაში
შესვლამდე, მაგრამ არა უმეტეს 10 წლის წინ, ამასთან, თუ გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ
არის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის წესით გათვალისწინებული შემთხვევები.
3. სტუდენტის სტატუსის აღდგენისათვის აუცილებელია სტუდენტის მიერ გავლილი და მოქმედი
პროგრამების შედარება.
4. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს შეუჩერდება სტატუსი სემესტრის მიმდინარეობის დროს, სტატუსის
აღდგენა, თუ გაბათილებულია შეჩერების საფუძველი, დასაშვებია შეჩერებიდან არა უგვიანეს 14
დღისა (იგულიხმება დრო, როდესაც გამოტოვებული მასალის შესწავლა შესაძლებელია
დამოუკიდებლად). აღნიშნულ ვადას ემატება სამი სამუშაო დღე ადმინისტრაციული პროცედურის
განსახორციელებლად (რექტორის ბრძანება №01-05/035. 29.11.2017).
4.1. მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, დასაშვებია სტუდენტის
სტატუსის აღდგენა, ამ ვადის დასრულებიდან, 30 დღის ფარგლებში, ამასთან, არა უგვიანეს 15
დღით ადრე (სემესტრის მანძილზე შესრულებული აქტივობების გათვალისწინებით),
დასკვნითი შეფასების დაწყებამდე. ამ შემთხვევაში, სტუდენტი ვალდებულია გაიაროს
აკადემიური რეაბილიტაცია, რაც განიხილება როგორც დამატებითი მომსახურება (რექტორის
ბრძანება №01-05/035. 29.11.2017).

Page 11 of 30
4.2. იმ შემთხვევაში, თუ მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, სტუდენტის
სტატუსის სამართლებრივი საფუძველი არ არის გაბათილებული და არ არის გამოყენებული 4.1
პუნქტით გათვალისწინებული ნორმა, სტატუსის აღდგენა, სამართლებრივი საფუძვლის
გაბათილების შემთხვევაში, დასაშვებია მომდევნო სემესტრის დასაწყისში, ხოლო აკადემიური
რეგისტრაცია - სასწავლო დისციპლინათა წინაპირობების გათვალისწინებით ან მომავალი
სასწავლო წლის იმავე სემესტრში (რექტორის ბრძანება №01-05/035. 29.11.2017).
4.3. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი მოითხოვს სტატუსის აღდგენას მაშინ, როდესაც სტატუსის
აღდგენა 4.2 პუნქტით გათვალისწინებული წესით დაარღვევს სტატუსის შეჩერების ვადას და
გამოიწვევს მის შეწყვეტას (სტატუსის შეჩერების 5 წლიანი ვადის ამოწურვამდე დარჩენილი
მცირე დროის გამო), სტუდენტის ინტერესის გათვალისწინებით, სტატუსის აღდგენა შეიძლება
განცხადების დაწერიდან 5 დღის ფარგლებში, ადმინისტრაციული რეგისტრაციის პროცედურის
ჩათვლით, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია დაიშვება დადგენილ დროს. თავისუფალი
პერიოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას სტუდენტის ადაპტაციისათვის ახალი გარემოებების
გათვალისწინებით - კონსულტაციები, აქტიური კომუნიკაციები და სხვ. (რექტორის ბრძანება
№01-05/035. 29.11.2017).
4.4. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსშეჩერებული სტუდენტი სტატუსის აღდგენას მოითხოვს
აკადემიური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, სემესტრის მიმდინარეობის პროცესში, და
შესრულებული აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სწავლის
საზღაურის გადახდის შესახებ, სტატუსის აღდგენა დასაშვებია სწავლის დაწყებიდან არა
უგვიანეს 14 დღისა, სამი სამუშაო დღის დამატებით (შესაბამისი ადმინისტრაციული
პროცედურის განსახორციელებლად), საგანმანთლებლო ხარვეზის ინდივიდუალურად
აღმოფხვრის ვალდებულებით. სხვა შემთხვევაში, ძალაში შედის ამ დებულების 4.1 და 4.2
პუნქტებით გათვალისწინებული ნორმები (რექტორის ბრძანება №01-05/035. 29.11 2017).
4.5. ამ მუხლის მე-4 და მე-4.2. პუნქტებით გათვალისწინებული წესი ვრცელდება იმ სტუდენტებზეც,
რომლებსაც სხვა მიზეზით გაუცდათ მეცადინეობები.
5. სტუდენტის სტატუსის აღდგენა, რომელიც გათვალისწინებულია ამავე დებულების მე-10 მუხლის,
1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით, დაიშვება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დადებითი
დახასიათების/რეკომენდაციის მიღების და მიმღები სკოლის თანხმობის შემდეგ.
6. ამოღებულია (რექტორის ბრძანება # 01-05/035. 29.11.2017)
7. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის აღდგენის მომენტისთვის სტუდენტს ერიცხება ფინანსური
დავალიანება იგი ვალდებულია. პირველ რიგში, დაფაროს ეს დავალიანება და გაიაროს ძირითადი
ადმინისტრაციული რეგისტრაცია, თუ არ არის მიღებული სხვა გადაწყვეტილება.
8. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის სტატუსის აღდგენის მომენტისთვის უნივერსიტეტის მიერ
დადგენილი სწავლის საზღაური აღემატება სტატუსის შეჩერებამდე არსებულს, სტუდენტს
უნარჩუნდება ეს საზღაური.
9. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის სტატუსის აღდგენის მომენტისთვის უნივერსიტეტის მიერ
დადგენილი სწავლის საზღაური ნაკლებია, ვიდრე სტატუსის შეჩერებამდე არსებული - სტუდენტს
განესაზღვრება ამ წლისთვის დადგენილი საზღაური (შემცირებული ოდენობით).

მუხლი 19. სტუდენტის სტატუსის აღდგენის პროცედურა


1. სტუდენტის სტატუსის აღდგენისთვის გათვალისწინებულია შემდეგი პროცედურა:
ა) სტუდენტი იხდის დამატებითი მომსახურების საფასურს და რექტორის სახელზე დაწერილი
განცხადებით (დამტკიცებული ფორმით) მიმართავს კანცელარიას.

Page 12 of 30
ბ) აღნიშნული კორესპონდენცია, რექტორის ვიზირების შემდეგ, გადაეცემა სტუდენტთა
მხარდაჭერისა და სერვისის სამსახურს, რომელსაც აღნიშნული განცხადება აჰყავს კონტროლზე
და ერთ სამუშაო დღეში გადასცემს შესაბამის სკოლას.
გ) სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორი, პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, 3
სამუშაო დღის ვადაში ამზადებს შედარებით ანალიზს/დასკვნას აპლიკანტის მიერ გავლილი და
მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების თავსებადობის შესახებ,
რომელსაც ხელს აწერს სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორი, პროგრამის
ხელმძღვანელი და სკოლის დეკანი.
დ) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური განიხილავს შესაბამის მონაცემებს და
ადასტურებს ან უარყოფს სკოლის დასკვნას სტუდენტის სტატუსის აღდგენის/მიღების
მიზანშეწონილობის შესახებ, ან წარმოადგენს რეკომენდაციებს/შენიშვნებს აღნიშნული დასკვნის
კორექტირების შესახებ.
ე) დოკუმენტი უბრუნდება სკოლას კონკრეტული რეკომენდაციებით/შენიშვნებით ან უარყოფითი
დასკვნით და, ერთი სამუშაო დღის ვადაში, ხარვეზების გამოსწორების წარმოდგენის
ვალდებულებით.
ვ) აპლიკანტი ეცნობა საბოლოო დასკვნას და ადასტურებს ხელმოწერით, რის შემდეგაც სკოლა
ამზადებს ბრძანების პროექტს სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ და, შესაბამისი
ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე, არა უგვიანეს 3 დღისა, გამოიცემა სამართლებრივი
აქტი სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ.
ზ) სტუდენტის სტატუსის აღდგენა ერთ სამუშო დღეში აისახება ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრის შესაბამის რეესტრში, რაზეც კონტროლს ახორციელებს სტუდენტთა მხარდაჭერისა და
სერვისის სამსახური.
2. სასწავლო/სამეცნიერო კომპონენტების იდენტიფიკაციის წესი განსაზღვრულია ამ დებულების 28-ე
მუხლის 1-ლი - მე-7 პუნქტებით.
3. ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის “გ’’ – „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნორმა არ ვრცელდება
უნივერსიტეტის მიერ სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა იმ კატეგორიაზე, რომლებსაც სტატუსი
შეჩერებული ჰქონდათ არა უმეტეს ერთი სასწავლო წლის ფარგლებში. ამ შემთხვევაში განვლილი და
მოქმედი პროგრამების შედარება არ მოითხოვება - სკოლა ამზადებს ბრძანების პროექტს სტუდენტის
სტატუსის აღდგენის შესახებ თუ არ არსებობს სხვა მოსაზრება, რომლის დასაბუთებას დეკანი,
წერილობითი ფორმით, წარუდგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.

თავი VI. სტუდენტთა შემდგომი განათლების უზრუნველყოფა აკადემიური პროგრამის


შეჩერების, გაუქმების ან ცვლილებების შემთხვევაში (# 01-05/055. 07.12.2020)

მუხლი 20. უნივერსიტეტში აკადემიური პროგრამის შეჩერება ან გაუქმება


1. უნივერსიტეტში აკადემიური პროგრამის შეჩერების ან გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) მომხმარებლებს (აბიტურიენტებს) შორის ამ პროგრამაზე მოთხოვნის შესუსტება/არარსებობა;
ბ) ქვეყნის ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარებისათვის ამ პროგრამის საჭიროების
ხარისხის შესუსტება ან არარსებობა;
გ) უნივერსიტეტის ავტორიზაციას ან პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმა / გაუქმება;
დ) პროგრამის განხორციელების არარენტაბელურობა;
ე) პროგრამის აკრედიტაციის ვადის ამოწურვა.

Page 13 of 30
2. დაუშვებელია სადოქტორო პროგრამის გაუქმება (გარდა „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისა), ვიდრე არსებული სტუდენტი / სტუდენტები არ დაასრულებენ პროგრამას
(სტუდენტის მიერ აკადემიური/სამეცნიერო შედეგების მიღწევის შესაძლებლობის
გათვალისწინებით).

მუხლი 21. გადაწყვეტილების მიღება პროგრამის გაუქმების შესახებ


1. იმ შემთხვევაში, თუ მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი პირობებიდან ერთ-ერთი სახეზეა,
სკოლის დეკანი კონსულტაციებს ატარებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან/რექტორთან
პროგრამის შემდგომი განხორციელების მიზანშეუწონლობის შესახებ.
2. კონსულტაციების შედეგად, ადმინისტრაციამ/რექტორმა შეიძლება მოიწვიოს შესაბამისი
ექსპერტები საკითხის უფრო ღრმად შესასწავლად ან მიიღოს გადაწყვეტილება პროგრამის
გაუქმების, ან შეჩერების შესახებ.

მუხლი 22. სტუდენტთა შემდგომი განათლების უზრუნველყოფა - რიგგარეშე მობილობა


(# 01-05/055. 07.12.2020)

1. ამ რეგლამეტის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, ქვეპუნქტების საფუძველზე დაუშვებელია
პროგრამის გაუქმება სტუდენტთა მორიგი მობილობის დაწყებამდე, რაც საშუალებას მისცემს
სტუდენტს, სურვილის შემთხვევაში, განახორციელოს მობილობა მშობლიური უნივერსიტეტის სხვა
პროგრამაზე ან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის განხორციელების გაგრძელება შეუძლებელია აკრედიტაციის ვადის
ამოწურვის გამო, სტუდენტის აქტიური სტატუსის პირობებში, ცხადდება რიგგარეშე შიდა
მობილობა მონაცვლე აკრედიტებულ პროგრამაზე გადასასვლელად ამ ვადის ამოწურვამდე არა
უგვიანეს 5 დღით ადრე, ხოლო მობილობის განხორციელების პერიოდი განისაზღრება არანაკლებ 5
დღისა.
3. რექტორის სამართლებრივი აქტი, რიგგარეშე შიდა მობილობის შედეგების შესახებ, გამოიცემა,
მობილობის დასრულებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა, ხოლო აღნიშნული აქტი სსიპში -
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა - წარდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 10 დღისა.
4. მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სტუდენტთა განსხვავებული დისციპლინები
განისაზღვრება მოქმედი და მონაცვლე პროგრამების იდენტიფიცირების შედეგად, რომელსაც
ახორციელებს პროგრამის ხელმძღვანელი, სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორთან
ერთად, ამ რეგლამენტის 28-ე მუხლის 1, 2, 3, 4, 6, 7, 8 პუნქტების საფუძველზე, ხოლო
იდენტიფიკაციის წყაროდ იყენებს ორივე პროგრამის სილაბუსს.
5. ამ რეგლამეტის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით,
პროგრამის გაუქმების შემთხვევაში, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კონსულტაციას გადის სსიპი -
ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და იმ პარტნიორ უნივერსიტეტებთან, რომლებთანაც
გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ამ უნივერსიტეტებში სტუდენტთა გადაყვანას
ანალოგიური პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად.
6. მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უნივერსიტეტი, ელექტრონული და სხვა
საშუალებებით, აცნობებს სტუდენტებს პროგრამის გაუქმებისა და მობილობის განხორციელების
პირობების შესახებ.
7. მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნორმის ამოქმედების დროს ფინანსური საკითხები
რეგულირდება სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის დადებული ხელშეკრულებით.

Page 14 of 30
8. სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის სამსახური უშუალოდ ახორციელებს სტუდენტის
გადაყვანის პროცედურას – ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და მიმღებ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებას აწვდის საჭირო ინფორმაციას, უზრუნველყოფს დადგენილი
პროცედურის განხორციელებას.
9. პროგრამის გეგმიურ აკრედიტაციასთნ დაკავშირებული ცვლილებების შემთხვევაში, პროგრამის
ხელმძღვანელი, სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორთან ერთად, ახდენს
პროგრამების შედარებას, რის საფუძველზეც განისაზღვრება სტუდენტის შემდგომი სასწავლო
აქტივობები.
10. ამ რეგლამენტის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით შესასწავლ
დისციპლინებად შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც ცვლიან
პროგრამის სწავლის შედეგებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტს არ ევალება განსხვავებული
დისციპლინების გავლა.
11. სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის სამსახური უშუალოდ ახორციელებს სტუდენტთა, როგორც
შიდა, ისე გარე მობილობის პროცესს.
12. იმ შემთხვევაში, თუ მიიღება გადაწყვეტილება პროგრამის შეჩერების შესახებ, ამ მუხლით
გათვალისწინებული პროცედურა არ განხორციელდება.

თავი VII. სტუდენტთა მობილობა

მუხლი 23. მოწესრიგების სფერო


1. ეს თავი განსაზღვრავს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სტუდენტთა მობილობის წესს.
2. მობილობა გულისხმობს სტუდენტის გადასვლას ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან მოძრაობას
უნივერსიტეტის ფარგლებში, ან კრედიტების დაგროვებას სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში, მათ შორის, უცხოეთში.
3. მობილობის უფლება აქვს სტუდენტს, რომელიც სწავლობს შესაბამის საგანმანათლებლო საფეხურზე
მინიმუმ ერთი წელი ან, რეგისტრაციის მომენტისთვის, შეჩერებული, ან შეწყვეტილი აქვს სტატუსი
შესაბამისი შეზღუდვის გათვალისწინებით, ან ადგილი აქვს მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევას.

მუხლი 24. მობილობის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა


1. სტუდენტთა მობილობის პროცესის შეუფერხებლად განხორციელებას უზრუნველყოფს
უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის სამსახური, სკოლის ხარისხის
უზრუნველყოფის კოორდინატორი და დეკანი უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურის მონაწილეობით.
2. ხელმისაწვდომობის მიზნით, უნივეტსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსდება ინფორმაცია
მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მუხლი 25. მობილობის წესით სტუდენტთა მიღების გამოცხადება


1. სტუდენტთა მობილობა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ - საშემოდგომო და საგაზაფხულო
სემესტრების დაწყებამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ
გამოცხადებულ პერიოდში.

Page 15 of 30
მუხლი 26. მობილობის პროცესი
1. მობილობის მსურველის სტატუსს, სტუდენტი მოიპოვებს განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შედეგად და შესაბამისი
სარეგისტრაციო საფასურის გადახდის შემდეგ.
2. ელექტრონულ პორტალზე აისახება:
ა) ვაკანტური ადგილები მობილობის წესით სტუდენტების მისაღებად, საგანმანათლებლო
საფეხურების/სკოლების/პროგრამების მიხედვით.
ბ) მობილობის უფლების მქონე პირების ელექტრონული განაცხადები/პრიორიტეტები.
3. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტის მიერ რეგისტრირებული ვაკანტური ადგილების რაოდენობა
ნაკლებია მსურველთა რაოდენობაზე, უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ ის
სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების შედეგები უფრო მაღალია,
ვიდრე მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა შედეგები.
4. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის უფლების მოპოვება ხორციელდება,
ასევე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე
რეგისტრაციის შედეგად.
5. იმ შემთხვევაში, თუ ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულია 2 ან მეტი სტუდენტი, განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით, უნივერსიტეტს შეუძლია დაამატოს
ადგილები, ხოლო თუ არ არსებობს ვაკანტური ადგილები დადგენილი ქვოტის ფარგლებში,
მიმართვის საფუძველზე, ცენტრს შეუძლია დაუმატოს მისაღები ადგილების ის რაოდენობა, რაც
აუცილებელია თანაბარქულიანი მობილობის მსურველთა ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში,
დამატებული ადგილების რაოდენობა გამოაკლდება უნივერსიტეტისთვის მომდევნო სასწავლო
წელს მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას.
6. ელექტრონულ პორტალზე იმ პირთა სიის გამოქვეყნების შემდეგ, რომლებმაც მოიპოვეს მობილობის
უფლება, მიმართავენ უნივერსიტეტს.
7. ელექტრონულ პორტალზე განთავსებული სიის შესაბამისად, აპლიკანტთა განცხადებების
რეგისტრაცია ხორციელდება უნივერსიტეტში.
8. უნივერსიტეტში რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები:
 განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
 აპლიკაცია (ივსება ადგილზე);
 პირადობის მოწმობის ასლი;
 სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
 ატესტატის ასლი (ბაკალავრიატისა და დიპლომირებული მედიკოსის სტუდენტებისთვის);
 ეროვნული გაამოცდის სეტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
 აკადემიური ცნობა კრედიტებისა და შეფასებების მიხედვით;
 2 ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად;
 მშობლიურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტის
ასლი;
 სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტები (არსებობის
შემთხვევაში);
 დიპლომი დანართთან ერთად (მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო
საფეხურის სტუდენტებისათვის);
 საქართველოს კანონის “უმაღლესი განათლების შესახებ” ძალაში შესვლამდე მოპოვებული
უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი
(დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებისათვის).

Page 16 of 30
9. მობილობის მსურველი, რომელიც დადგენილ ვადაში არ გაივლის რეგისტრაციას უნივერსიტეტში,
კარგავს ჩარიცხვის უფლებას თუ არ არსებობს ობიექტური მიზეზი.
10. მობილობის მსურველს, საბუთების ასლის წარმოდგენის დროს შეეთავაზება სტუდენტის ეთიკის
კოდექსი გასაცნობად. თუ აპლიკანტისთვის მისაღებია კოდექსით გათვალისწინებული
დებულებები, იგი ხელს აწერს შესაბამის დეკლარაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი
უფლებამოსილია უარი უთხრას მიღებაზე. ამის შესახებ აპლიკანტი წინასწარ უნდა იქნას
ინფორმირებული.

მუხლი 27. გადაწყვეტილების მიღების პროცედურა


1. ამ დებულების 26-ე მუხლის, მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის
შემდეგ მზადდება პროგრამების იდენტიფიკაციის საექსპერტო დასკვნა მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის
„გ“-„ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით.
2. გამოცდას/გასაუბრებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ატარებს აკადემიური სკოლა რექტორის
სამართლებრივი აქტით დადგენილ დროს.
3. გამოცდის/გასაუბრების შედეგებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან პროგრამაზე დაშვებულ
აპლიკანტთა სიას, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე, გამოაქვეყნებს სტუდენტთა
მხარდაჭრისა და სერვისის სამსახური.
4. უნივერსიტეტის სტუდენტთა მახარდაჭერისა და სერვისის სამსახური ამზადებს აპლიკანტთა
ჩარიცხვის შესახებ, რექტორის სამართლებრივი აქტის პროექტს, რომელიც იგზავნება განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში.
5. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადებითი დასკვნის მიღების
შემთხვევაში, რექტორი გამოსცემს სამართლებრივ აქტს აპლიკანტების ჩარიცხვის შესახებ.
6. რექტორის სამართლებრივი აქტი, სტუდენტთა მობილობით ჩარიცხვის შესახებ, გამოიცემა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ დროს.
7. რექტორის სამართლებრივი აქტი, სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ, გამოცემიდან
ორი სამუშაო დღის ვადაში, აისახება უნივერსიტეტის რეესტრში, ხოლო სამი სამუშაო დღის ვადაში
გაიგზავნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
8. რექტორის სამართლებრივი აქტი, სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასულ
სტუდენტთა სტატუსის შეწყვეტის შესახებ, მზადდება და განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნულ ცენტრს წარედგინება ცენტრის მიერ დადგენილ დროს.

მუხლი 28. კრედიტების ცნობა/აღიარება


1. კრედიტების აღიარება ავტომატურად ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც საიდენტიფიკაციო
სასწავლო/სამეცნიერო კომპონენტის დასახელება და კრედიტების რაოდენობა ემთხვევა მიმღები
პროგრამის შესაბამისი კომპონენტის დასახელებას და კრედიტების რაოდენობას.
2. იმ შემთხვევაში, თუ საიდენტიფიკაციო სასწავლო კომპონენტის კრედიტების რაოდენობა აღემატება
მიმღები პროგრამის სასწავლო კომპონენტის კრედიტების რაოდენობას, ცნობილ უნდა იქნეს მიმღები
პროგრამით დადგენილი კრედიტების რაოდენობა, მაგრამ, სტუდენტის ინტერესის
გათვალისწინებით, შესაძლებელია დარჩენილი კრედიტებიც ჩაითვალოს საერთო რაოდენობაში.
3. იმ შემთხვევაში, თუ მიმღები პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის კრედიტების
რაოდენობა მეტია იდენტური ან არა იდენტური სასწავლო კომპონენტის კრედიტებზე,
შესაძლებელია ამ კომპონენტის კრედიტებს დაემატოს და ცნობილ იქნას ის დარჩენილი კრედიტები,
რომელიც წარმოიშვა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

Page 17 of 30
4. იმ შემთხვევაში, თუ საიდენტიფიკაციო სასწავლო/სამეცნიერო კომპონენტის დასახელება არ
ემთხვევა მიმღები პროგრამის კომპონენტის დასახელებას, შესაძლებელია ცნობილ იქნას ამ
კომპონენტის კრედიტები მიმღები პროგრამით გათვალისწინებული ანალოგიური კომპონენტის
ძირითად შინაარსთან თავსებადობის საფუძველზე ან ჩაითვალოს სპეციალობის არჩევით
კომპონენტად მიღებული კრედიტების აღიარებით.
5. საიდენტიფიკაციო სასწავლო კურსის შინაარსის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია:
ა) მობილობის მსურველის მშობლიური უნივერსიტეტის ვებ გვერდით;
ბ) ამავე უნივერსიტეტიდან მიღებული სატელეფონო ინფორმაციით;
გ) შესაბამისი კურსის წარმოდგენილი სილაბუსით.
6. შესაძლებელია შინაარსობრივად არა თანხვედრი სასწავლო/სამეცნიერო კომპონენტების
კრედიტების აღიარება, თუ ისინი განეკუთვნებიან სპეციალობის დისციპლინების ჯგუფს. ასეთი
კურსებით დაგროვილი კრედიტები ჩაითვლება სპეციალობის არჩევითი კურსების კრედიტებად.
7. იმ შემთხვევაში, თუ საიდენტიფიკაციო პროგრამის სასწავლო/სამეცნიერო კომპონენტი არც ერთი
პარამეტრით არ ემთხვევა მიმღები პროგრამის რომელიმე კომპონენტს, შეიძლება მისი, როგორც
თავისუფალი კომპონენტის კრედიტების აღიარება, სტუდენტის ინტერესის გათვალისწინებით.
8. დასკვნას, კრედიტების აღიარება-არაღიარების შესახებ, რექტორის ბრძანების პროექტის
გამოცემამდე, ეცნობა სტუდენტი და ადასტურებს ხელმოწერით.

მუხლი 29. კურსების აღიარება ECTS არმქონე საგანმანათლებლო დაწესებულებიდან


გადმომსვლელი სტუდენტებისათვის
1. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი წარმოადგენს აკადემიურ ცნობას არა ECTS კრედიტებით, არამედ
სხვა სისტემით, მოთხოვნილ უნდა იქნეს სტუდენტის მშობლიური სასწავლებლიდან განმარტებითი
ბარათი წარმოდგენილი სისტემის ECTS კრედიტებთან შესაბამისობის შესახებ.

მუხლი 30. არასაკრედიტო სისტემით წარმოდგენილი აკადემიური შედეგების იდენტიფიცირება


1. არასაკრედიტო სისტემით შეფასებული კურსების იდენტიფიცირებისათვის
აუცილებელია თითოეულისათვის კრედიტების მინიჭება ცალ-ცალკე.
2. არასაკრედიტო სისტემით შეფასებული კურსებისათვის კრედიტის მინიჭება ხდება შემდეგი წესით:
ა) ყოველი კურსის საკონტაქტო საათი უნდა გამრავლდეს 2.5-ზე და გაიყოს 25-ზე – მიღებული
ციფრი ჩაითვლება კურსის კრედიტად.
ბ) თუ აღნიშნული წესით დაანგარიშებული კრედიტი არ იძლევა მთელ ციფრს, ის უნდა
დამრგვალდეს.
3. 5 ბალიანი სისტემით კურსების შეფასების შემთხვევაში აუცილებელია მათი გადაყვანა 100 ბალიან
სისტემაზე, კერძოდ:
„5“ ძალიან კარგი = 81 ქულა
„4“ კარგი = 71 ქულა
„3“ დამაკმაყოფილებელი = 51 ქულა

მუხლი 31. გამოცდა/გასაუბრება


1. უნივერსიტეტი უფლებამოსილია ჩაატაროს გამოცდა ან გასაუბრება მობილობის მსურველთა
მომზადების დონის თავსებადობის დადგენის მიზნით მიმღები პროგრამით დადგენილ
მოთხოვნებთან ან ზოგიერთი განსხვავებული სასწავლო კურსის თემატიკის ფარგლებში ცოდნის
გამოსავლენად ამ კურსის კრედიტის აღიარების მიზნით.

Page 18 of 30
2. გამოცდის/გასაუბრების ჩატარებას უზრუნველყოფს სკოლის დეკანატი.
3. გამოცდა ტარდება ტესტირების ან წერითი ფორმით.
4. საგამოცდო ტესტი/ბილეთი შეიცავს გავლილი პროგრამული ციკლის ნაკრებ მასალას, რომლითაც
დგინდება სტუდენტის ცოდნის დონე და მზაობის ხარისხი მიმღები პროგრამით
გათვალისწინებული სწავლის შედეგების მისაღწევად.
5. საგამოცდო კომისიები იქმნება დეკანის სამართლებრივი აქტით.
6. გამოცდის შედეგები ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე.
7. გასაუბრება გულისხმობს დეკანის მიერ შექმნილი კომისიის წევრებსა და აპლიკანტის ზეპირ
გასაუბრებას განვლილი მასალის ფარგლებში, რომელიც თეზისურად უნდა იქნას დაფიქსირებული
მატერიალურ მატარებელზე.

მუხლი 32. მობილობის გამოცდის/გასაუბრების შედეგების გასაჩივრება


1. გამოცდის შედეგების გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში სტუდენტი უფლებამოსილია
განცხადებით მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს მიღებული შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით.
2. განცხადების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში რექტორის ბრძანებით იქმნება სააპელაციო
კომისია არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით.
3. სააპელაციო კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის
გადაწყვეტილების ობიექტურობაზე და აწერს ხელს კომისიის დასკვნას.
4. სააპელაციო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, კომისია უფლებამოსილია
ძალაში დატოვოს ან შეცვალოს საგამოცდო კომისიის მიერ გაკეთებული შეფასება.
5. გასაუბრების გასაჩივრების შემთხვევაში, კომისია ატარებს დამატებით გასაუბრებას, როგორც
განვლილი გასაუბრების თემატიკის ფარგლებში, ისე ახალი საკითხებით.

მუხლი 33. შიდა მობილობა


1. შიდა მობილობა გულისხმობს უნივერსიტეტის სტუდენტის გადასვლას ერთი სკოლიდან/
პროგრამიდან მეორეზე.
2. შიდა მობილობა დაიშვება ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის
პირველი სემესტრისა და ყველა მომდევნო სემესტრის დასრულების შემდეგ. შიდა მობილობა
ცხადდება წელიწადში ორჯერ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ
განსაზღვრული გაზაფხულის და შემოდგომის მობილობის პერიოდში, უნივერსიტეტის მიერ
დადგენილი ვადის ფარგლებში.
3. შიდა მობილობის განხორციელებას საფუძვლად უდევს ამ დებულების 27-ე და 28-ე მუხლებით
გათვალისწინებული წესი, დამატებითი რეგულაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ვადა
განისაზღვრება უნივერსიტეტის რექტორის სამართლებრივი აქტით.
4. იმ შემთხვევაში, თუ სხვა პროგრამაზე სწავლის საზღაური განსხვავებულია - სტუდენტს დაეკისრება
საზღაურის ის ოდენობა, რაც დაწესებულია არჩეულ პროგრამაზე, თუ არ არის მიღებული სხვა
გადაწყვეტილება.

მუხლი 34. უნივერსიტეტიდან გადასვლა


1. მობილობის პროცესისთვის დადგენილ პერიოდში სტუდენტი მიმართავს განცხადებით სკოლის
დეკანს მობილობისათვის საჭირო დოკუმენტების ასლის მიწოდების შესახებ.
2. სამი სამუშაო დღის ვადაში, სკოლის ადმინისტრირების ოფისი ამზადებს შესაბამისი დოკუმენტების
ასლებს და გადასცემს სტუდენტს.

Page 19 of 30
3. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პორტალზე შესაბამის ინფორმაციაზე
დაყრდნობით, გამოიცემა რექტორის სამართლებრივი აქტი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის
შესახებ.
4. სტუდენტის მომართვიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გაიცემა ამონაწერი შესაბამისი
სამართლებრივი აქტიდან და პირად საქმეში არსებული დოკუმენტები.
5. მობილობისათვის საჭირო ორიგინალი დოკუმენტების მიღებამდე სტუდენტი ვალდებულია
დაფაროს ფინანსური დავალიანება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. სტუდენტის გადასვლის გამო სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის სამართლებრივი აქტი და
მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსია, დადგენილი ფორმის შესაბამისად,
ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ ცენტრს მის მიერ დაგდენილ დროს.

თავი VIII. სტუდენტის განათლების აღიარება და შეფასება

მუხლი 35. მოწესრიგების სფერო


1. ეს თავი არეგულირებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე შეფასებისა და სტუდენტის
განათლების აღიარების წესებს.
2. მოწესრიგების მიზანია:
ა) მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვროს შეფასების კრიტერიუმები და პროცედურა.
ბ) დაადგინოს ზოგადი წესი თითოეული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების
ადეკვატური შეფასების და, შესაბამისად, მიღებული განათლების აღიარებისათვის.
გ) განსაზღვროს ერთიანი სისტემური სტრუქტურა შუალედური და დასკვნითი შეფასებისათვის. დ)
ჩამოაყალიბოს აკადემიური ხარისხისა და დიპლომის კატეგორიის მინიჭების სქემა.
ე) შექმნას თანაბარი პირობები ყველა სტუდენტისათვის საკუთარი შემეცნებითი რესურსის
მაქსიმალურად გამოვლენისა და სწავლის შედეგების ობიექტურად შესაფასებლად.
3. ამ თავში მოცემული დებულებები შეფასებას განიხილავს, როგორც სწავლის შედეგების ხარისხის
შესახებ ინფორმაციის მიღების, იდენტიფიცირებისა და მართვის გამჭოლ სისტემას. ის არ მოიცავს
მხოლოდ ხარისხის იდენტიფიცირების მომენტს, არამედ, გულისხმობს მომზადების პროცესს ამ
მომენტისათვის და განსაზღვრავს ახალი პედაგოგიური ამოცანის ფორმირებისა და სწავლების
სტრატეგიის კორექციის პერსპექტივას, ხოლო სტუდენტისათვის ქმნსი ახალი შემეცნებითი
ტაქტიკის გამომუშავების საფუძველს.
4. შეფასების პროცესი ემყარება ცოდნის ობიექტურად შეფასებისა და შემფასებლისათვის შეფასების
თავისუფალი სივრცის აღიარების პრინციპს.

მუხლი 36. შეფასების მიზანი და პრინციპები


1. შეფასების მიზანია ხარისხობრივად განსაზღვროს სტუდენტის სწავლის შედეგები სასწავლო
კურსისა და, მთლიანობაში, აკადემიური პროგრამის დონეზე, შესაბამისი მიზნებთან და შედეგებთან
მიმართებით.
2. შეფასების ძირითადი პრინციპებია:
 გამჭვირვალობის პრინციპი – ინფორმაცია შეფასების მეთოდებსა თუ კრიტერიუმებზე
ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სტუდენტმა წლის დასაწყისშივე უნდა იცოდეს როდის
და როგორ შეაფასებენ მისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამა თუ იმ პარამეტრს.

Page 20 of 30
 სისტემატურობის პრინციპი – შეფასება არ არის ერთჯერადი აქტი. ის გეგმაზომიერი პროცესია,
რომელიც სწავლის ერთიანი მოტივაციური სისტემის ელემენტია – სტუდენტს გამოუმუშავებს
მუდმივ მზაობას გამოავლინოს და განსაზღვროს საკუთარი შრომის ეფექტიანობა, ხოლო
პედაგოგს – განახორციელოს მონიტორინგი სტუდენტის ცოდნის შეძენისა და განვითარების
პროცესზე.
 სამართლიანობის პრინციპი – მიდგომა ყველა სტუდენტის ცოდნის შეფასებისადმი ერთიანი
სტანდარტით უნდა განხორციელდეს. თითოეულ სტუდენტს თანაბარი შესაძლებლობა უნდა
მიეცეს მაღალი აკადემიური მაჩვენებლის მისაღწევად.
 ოპტიმალურობის პრინციპი – გულისხმობს შეფასების მეთოდების შერჩევას იმგვარად, რომ
უზრუნველყოფილ იქნას სრულყოფილი ინფორმაციის მიღება შესაფასებელი პარამეტრების
ხარისხობრივი დონის შესახებ მაქსიმალურად მცირე დროში; მეორე მხრივ, შეფასების სიხშირე
უნდა განისაზღვროს სასწავლო კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით იმგვარად, რომ
შემოწმების მაღალმა ინტენსივობამ პასუხისმგებლობის მქონე სტუდენტებში არ გამოიწვიოს
ნევროზული მდგომარეობა და, შესაბამისად, შემეცნებითი აქტივობის დაქვეითება, ხოლო
დანარჩენებში ინდიფერენტულობის ჩამოყალიბება.
 დიფერენცირების პრინციპი – შეფასების მეთოდები შესაძლებელია შეირჩეს აკადემიური
პროგრამის დონისა და თითოეულ დონეზე დასახული საგანმანათლებლო ამოცანების
გათვალისწინებით.
 სანდოობის პრინციპი – შეფასება სტანდარტული კრიტერიუმებით უნდა განხორციელდეს და
რეალურად ასახოს შესაფასებელი პარამეტრების ხარისხობრივი დონე.

მუხლი 37. კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის სისტემა და მისი გაანგარიშება


1. სტუდენტის მიერ სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარებისათვის უნივერსიტეტში
მოქმედებს კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS). კრედიტი
გულისხმობს სტუდენტის სრულ აკადემიურ დატვირთვას, განსაზღვრავს მის მიერ თითოეული
სასწავლო კომპონენტებისთვის, ცალ-ცალკე, და აკადემიური პროგრამისთვის მთლიანად,
შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას. კრედიტის მიღება შესაძლებელია სწავლის შედეგების
მიღწევის შედეგად და გულისხმობს ამ შედეგების აღიარებას.
2. კრედიტები ნაწილდება აკადემიური პროგრამის შემადგენელ კომპონენტებს შორის (სასწავლო
კურსები, პროფესიული პრაქტიკა, საკვალიფიკაციო ნაშრომი და ა.შ.) და მოიცავს სტუდენტის მიერ
დახარჯულ დროს საკონტაქტო და დამოუკიდებელი საათების ფარგლებში.
3. საკონტაქტო საათი გულისხმობს სტუდენტის სასწავლო საქმიანობისთვის გათვალისწინებული
დროს, რომელიც რეალიზდება აკადემიური პროგრამის კომპონენტების განმახორციელებელი
პერსონალის მონაწილეობით, ხოლო დამოუკიდებელი საათი არის სტუდენტის სასწავლო
საქმიანობისთვის განსაზღვრული დრო (გამოცდებისთვს მზადება, სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომზე
მუშაობა, სხვადასხვა დავალების მომზადება და ა.შ.), რომელიც არ ითვალისწინებს აკადემიური
პროგრამის კომპონენტების განმახორციელებელი პერსონალის მონაწილეობას.
4. უნივერსიტეტში, სრული აკადემიური პროგრამის პირობებში, სტუდენტის დატვირთვა წლის
განმავლობაში 60 კრედიტს ანუ 1500 ასტრონომიულ საათს შეადგენს, სადაც ერთი კრედიტი 25
სამუშაო საათს უდრის.
5. სტუდენტს სემესტრის განმავლობაში შეუძლია დამატებით დააგროვოს კრედიტები, მაგრამ, არა
უმეტეს 75-სა წელიწადში, პროგრამით დადგენილი შეზღუდვის გათვალისწინებით, ხოლო მეტი
კრედიტების დასაგროვებლად შეუძლია აიღოს დამატებითი სემესტრი, რისთვისაც მოქმედებს ამ
დებულების 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესი.

Page 21 of 30
5.1 მედიცინის პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ დააგროვონ წელიწადში 60 კრედიტზე მეტი, მაგრამ
სრული პროგრამული ციკლის პერიოდზე გათვლით გადაჭარბებული კრედიტები არ უნდა
შეადგენდეს მთლიანობაში 15-ზე მეტს (# 01-05/055. 07.12.2020).
6. სასწავლო კურსი განისაზღვრება ერთი სემესტრით.
7. სასწავლო კურსი, რომელიც ერთი და იგივე მიზანს, მოცულობას და შინაარსს შეიცავს, არ შეიძლება,
სხვადასხვა პროგრამის სტუდენტებისათვის განსხვავებული კრედიტების რაოდენობით დაიგეგმოს.
8. კრედიტები ნაწილდება საშუალო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტის შესაძლებლობების
გათვალისწინებით.
9. კრედიტების განაწილების ოპტიმალურობა ეფუძნება სტუდენტთა რეალური დატვირთვის შესახებ
იბიექტურ ინფორმაციას, რომლის შეგროვების წესს განსაზღვრავს ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახური.

მუხლი 38. სწავლის ხანგრძლივობა


1. სწავლის ხანგრძლივობა ზოგადად მოიცავს წელიწადში 38 კვირას, ხოლო სემესტრების რაოდენობა
განისაზღვრება საგანმანათლებლო საფეხურების მიხედვით:
ა) საბაკალავრო პროგრამებისათვის - 8 სემესტრი;
ბ) სამაგისტრო პროგრამებისათვის -4 სემესტრი;
გ) სადოქტორო პროგრამებისათვის - 6 სემესტრი;
დ) დიპლომირებული სტომატოლოგის პროგრამისათვის - 10 სემესტრი.
ე) მედიცინის პროგრამისათვის - 12 სემესტრი (# 01-05/055. 07.12.2020). .
2. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი პროგრამით დადგენილ ვადაში ვერ დააგროვებს საჭირო ოდენობით
კრედიტებს ან დასრულებული არ აქვს საკვალიფიკაციო ნაშრომი - არ დაიშვება საკვალიფიკაციო
ნაშრომის დაცვაზე. ამ შემთხვევაში, სტუდენტს უფლება აქვს გააგრძელოს სასწავლო ციკლი,
რისთვისაც მან განცხადებით უნდა მიმართოს ადმინისტრაციას სტუდენტის სტატუსის
გაგრძელების/სემესტრის დამატების შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში,
გამოიცემა შესაბამისი სამართლებრივი აქტი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სტუდენტი, სასწავლო ციკლის
ფორმალური ვადის დასრულებიდან 2 კვირის მანძილზე განცხადებით არ მიმართავს
ადმინისტრაციას სტუდენტის სტატუსის გაგრძელების/სემესტრის დამატების შესახებ, ძალაში შევა
პროცედურა სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ თუ არ იქნება მიღებული სხვა
გადაწყვეტილება ობიექტური გარემოების გათვალისწინებით.

მუხლი 39. სემესტრული რეგისტრაცია და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება


1. ყოველი სემესტრის დაწყებისთვის, ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ვადაში, სტუდენტი გადის
რეგისტრაციას, რომელიც გათვალისწინებულია ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით.
2. სტუდენტს შეუძლია ჩამოაყალიბოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა საკუთარი ინტერესებისა და
შესაძლებლობის გათვალისწინებით. საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტების განაწილება
საშუალებას იძლევა, რომ, ძირითადთან ერთად, სტუდენტმა აირჩიოს დამატებითი პროგრამა და
სხვა დისციპლინები, რომლებიც თავისუფალ კომპონენტებად იწოდება. დასაშვებია მხოლოდ
თავისუფალი კომპონენტების ან კონცენტრაციის მოდულის არჩევაც, ძირითად პროგრამასთან
ერთად, მაგრამ, მთლიანად, არა უმეტეს 37-ე მუხლის მე-5, 51 და 39-ე მუხლის მე-3 პუნქტებით
გათვალისწინებული შეზღუდვის გათვალისწინებით (# 01-05/055. 07.12.2020).

Page 22 of 30
3. სამართლის, მედიცინისა და სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტისთვის
დამატებითი პროგრამის არჩევა არ დაიშვება, ხოლო თავისუფალი კომპონენტების ფარგლებში
შესაძლებელია კრედიტების დაგროვება ძირითადი პროგრამით დადგენილი შეზღუდვების
გათვალისწინებით (# 01-05/055. 07.12.2020).
4. დამატებით პროგრამას და თავისუფალ კომპონენტებს სტუდენტები ირჩევენ სემესტრის დაწყებამდე
არა უგვიანეს 1 კვირით ადრე თუ არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება.
5. 1-ლი აკადემიური წლის სტუდენტები დამატებით პროგრამას ირჩევენ არა უადრეს მე-2 სემესტრის
დაწყებამდე, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით (# 01-05/055.
07.12.2020).
6. არ დაიშვება იმ სასწავლო დისციპლინის გავლა, რომლის წინა რეკვიზიტისთვის სტუდენტს არა აქვს
კრედიტი მიღებული.
7. თავისუფალი/არჩევითი კომპონენტების ჯგუფის, დისციპლინაზე რეგისტრაციისა და კრედიტების
დაუგროვლობის შემთხვევაში, სტუდენტს შეუძლია აირჩიოს სხვა დისციპლინა/დისციპლინები,
რეგისტრაციის სიხშირის შეზღუდვის გარეშე.
8. ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამის, არა უმეტეს, სამ ერთი და იმავე სავალდებულო
დისციპლინაზე სამჯერ დამატებითი რეგისტრაციისა და კრედიტების დაუგროვლობის დროს,
სტუდენტს, მობილობის წესით, შეუძლია შეცვალოს საგანმანათლებლო პროგრამა. წინააღმდეგ
შემთხვევაში, ძალაში შედის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის პროცედურა (თუ არ იქნება
მიღებული განსხვავებული გადაწყვეტილება), ხოლო, თუ ამ სამი დისციპლინიდან, სამი
დამატებითი რეგისტრაციის ფარგლებში, ერთ-ერთი დადებითად შეფასდება, სტატუსის შეწყვეტის
საკითხი არ აქტიურდება და შესაძლებლად ჩაითვლება დარჩენილი ორი დისციპლინის გავლისა და
ჩაბარების უფლების გამოყენება.
9. დამატებით სემესტრში, იმავე სასწავლო დისციპლინის/დისციპლინების F-ით შეფასება, რომელმაც
განაპირობა სემესტრის დამატება, თუ არ არსებობს საპატიო მიზეზი, დამატებითი რეგისტრაცია არ
დაიშვება და ძალაში შედის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის პროცედურა.
10. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი არ გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას დადგენილ დროს,
იგი ვალდებულია მიმართოს ადმინისტრაციას განცხადებით (შესაძლებელია ელექტრონული
ფორმატით), რომელშიც დასაბუთებული იქნება რეგისტრაციის გაუვლელობის მიზეზი, წინააღმდეგ
შემთხვევაში შეიძლება ძალაში შევიდეს სტუდენტის სტატუსის შეჩერების პროცედურა.
11. შესაძლებელია ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის გარეშე სტუდენტის დაშვება აკადემიურ
რეგისტრაციასა და მეცადინეობებზე თუ იმ დროისთვის არ არის მიღებული სხვა გადაწყვეტილება.
12. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს ემატება დამატებითი სემესტრი, რეგისტრაციის პროცედურა
განსხვავებულია მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისგან:
ა) სტუდენტი ჯერ გადის აკადემიურ რეგისტრაციას. სკოლის ადმინისტრირების ოფისი
სტუდენტის მიერ რეგისტრირებული კრედიტების შესახებ ინფორმაციას აწვდის საფინანსო
სამსახურს, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული რეგისტრაციის საზღაურის ოდენობას
კრედიტების რაოდენობის მიხედვით.
ბ) თანხმობის შემთხვევაში, ფორმდება ხელშეკრულება სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის, რის
შემდეგაც გამოიცემა შესაბამისი სამართლებრივი აქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში „ნექსუსის
ადმინისტრატორი, სტუდენტური სერვისის სამსახურის მითითებით, აუქმებს რეგისტრაციას.
13. აკადემიურ რეგისტრაციამდე სტუდენტს შეუძლია გაეცნოს შეთავაზებულ სასწავლო კურსების/
პროგრამების ვრცელ ანოტაციას/სილაბუსებს, რომელიც განთავსებულია ელექტრონულ პორტალზე
„ნექსუსი“.
14. აკადემიური რეგისტრაციის პროცედურა:

Page 23 of 30
ა) რეგისტრაციის გვერდი იხსნება სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 10 დღისა, ხოლო იხურება 2
დღით ადრე.
ბ) იმ პერიოდში, ვიდრე რეგისტრაციის გვერდი გახსნილია, სტუდენტს რამდენჯერმე შეუძლია
არჩევანის შეცვლა, მაგრამ სივრცის დახურვის შემდეგ ცვლილებების შეტანა პროგრამულად
შეუძლებელი გახდება, რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტი გარკვეული რაოდენობის კრედიტებს
ვერ დაგროვებს.
გ) რეგისტრაცია შეიძლება არ განხორციელდეს კონკრეტულ დისციპლინაზე, თუ:
 სტუდენტს უგროვდება, შესაბამის სასწავლო წელს, 75 კრედიტზე მეტი.
 ირღვევა ჯგუფების რაოდენობრივი ქვოტა (თუ ასეთი დაწესებულია).
 სასურველი დისციპლინისათვის განკუთვნილი მეცადინეობის დრო ემთხვევა/კვეთს
სტუდენტის მიერ უკვე რეგისტრირებული დისციპლინის დროს.
 არჩეული დისციპლინის წინარეკვიზიტი არ არის გავლილი.

მუხლი 40. სტუდენტის სწავლის შედეგების შეფასება


1. შეფასების სისტემა ორი ფორმით არის წარმოდგენილი:
ა) შუალედური შეფასება;
ბ) დასკვნითი შეფასება.
 მაქსიმალური შეფასება, ორივე ფორმის ფარგლებში, 100%-ია, აქედან:
 დასკვნითი შეფასების ხვედრითი წილია 40%, ხოლო შუალედური შეფასებისა - 60%.
 შეფასება ხორციელდება შეფასების მეთოდების გამოყენებით, რომლებსაც თავისი ხვედრითი
წილი აქვთ შეფასების კონკრეტული ფორმის ხვედრითი წილის ფარგლებში. მეთოდები
შეიძლება გაერთიანდეს, ერთგვაროვნების ნიშნით, კომპონენტებად.
 სტუდენტის სწავლის შედეგი, სასწავლო კომპონენტის ფარგლებში, შეფასების ცალკეული
მეთოდის მიხედვით (ზეპირი პრეზენტაცია, ესსე, რეფერატი და სხვ.), ფასდება 100 ქულიანი
სისტემით (მინიმალური ზღვარით 51), შესაბამისი პროცენტული წილის გათვალისწინებით
(მიღებული ქულა მრავლდება პროცენტულ წილზე).
 შუალედური შეფასების მეთოდების შინაარსს და პროცენტულ წილს განსაზღვრავს
კონკრეტული სილაბუსი, ხოლო სემესტრში ერთხელ, როგორც წესი, ითვალისწინებს
შუალედურ გამოცდას.
 დასკვნით გამოცდაზე გასვლა დასაშვებია, თუ შუალედური შეფასებების ჯამი 10%-ზე მეტია.

2. შეფასების სისტემა უშვებს:


ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

(A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი


(B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81% - 90%
(C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71% - 80%
(D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61% - 70%
(E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51% - 60%

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

(FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41% - 50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს
ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა

Page 24 of 30
დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ
გასვლის უფლება.
(F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ
სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და
მას დისციპლინა ახლიდან აქვს შესასწავლი.

3. სტუდენტის საბოლოო (სემესტრული) შეფასება, რომელიც გამოისახება პროცენტებში, მიიღება


შუალედური და დასკვნითი შეფასებების დაჯამების საფუძველზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნორმა არ ვრცელდება სადოქტორო
საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის/კომპონენტების შეფასების
მიმართ. ეს შეფასება განსაზღვრულია სადოქტორო პროგრამის სამეცნიერო სტანდარტით.
5. სწავლის შედეგების FX-ით შეფასებისას (41-50 %), დამატებით გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია
იმავე სემესტრში, ერთხელ, გამოცდის შედეგის გამოცხადებიდან არა უადრეს 5 დღისა.
6. დამატებით გამოცდაზე 51-ზე ნაკლები ქულით შეფასების შემთხვევაში, საბოლოო შეფასება
განისაზღვრება F-ით.
7. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საბოლოო
შეფასებაში.
8. სწავლის შედეგების F-ით შეფასების შემთხვევაში, გადაბარება მოკლე დროში არ დაიშვება. სასწავლო
კურსი ხელმეორედ უნდა იქნას გავლილი.
9. დადებითი შუალედური ან დასკვნითი შეფასების შემთხვევაში, შესაბამისი სასწავლო კომპონენტის
10. გადაბარება ქულის/პროცენტის მომატების მიზნით არ დაიშვება, თუ არ არის მიღებული სხვა
გადაწყვეტილება ობიექტური გარემოების გამო.
11. საპატიო მიზეზით შუალედური შეფასების ერთ-ერთი კომპონენტის გამოტოვების შემთხვევაში,
დეკანს შეუძლია მისი ჩაბარების ნება დართოს სტუდენტს თუ არსებობს ობიექტური მიზეზი.
12. შეფასებასთან დაკავშირებული მომსახურების ყველა ფორმა, რომელიც სცილდება დაგეგმილს,
განიხილება, როგორც დამატებითი სერვისი და საჭიროებს დამატებით ფინანსურ უზრუნველყოფას,
შესაბამისად, ადმინისტრაციას შეუძლია დაადგინოს დამატებითი მომსახურების საზღაური.
13. საბოლოო შეფასება ეფუძნება შუალედური და დასკვნითი შეფასების შედეგებს, რომელიც
გაანგარიშდება აკადემიური პროცესების მართვის ელექტრონული სისტემის “ნექსუსის” მეშვეობით,
შემდეგი ფორმულით:
ქ = (ქ1 x პ1) + (ქ2 x პ2) + (ქ3 x პ3) + (ქ4 x პ4) + (ქ5 x პ5)
სადაც,
ქ - სტუდენტის საბოლოო შეფასებაა,
ქ1, ქ2, ქ3, ქ4, ქ5 - შუალედურ და დასკვნით შეფასებათა ფარგლებში სტუდენტის მიერ მიღებული
ქულებია
პ1, პ2, პ3, პ4, პ5 - შუალედური და დასკვნითი შეფასებების წონის პროცენტული გადანაწილებაა (მაგ.
5%, 10%, 15% და ა.შ.)
14. ECTS შეფასების შემდეგ შესაძლებელია სწავლის შედეგების საშუალო ქულის (GPA) დაანგარიშება,
რომლის წესი მოცემულია დანრთში 1.
15. დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის შეფასებისათვის გამოიყენება განსხვავებული სისტემა,
რომელიც გათვალისწინებულია სადოქტორო პროგრამის სამეცნიერო კომპონენტების სტანდარტის
მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით.

Page 25 of 30
მუხლი 41. დამოუკიდებელი სამუშაოს შეფასება
1. ყველა აკადემიური პროგრამა ითვალისწინებს დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულებას, როგორც
მცირე, ისე ფართო ფორმატით (ესსე, კაზუსის ამოხსნა, სხვადასხვა სახის კვლევითი/შემოქმედებითი
პროექტი, საკვალიფიკაციო ნაშრომი...).
2. ყველა სახის ნაშრომის ჩაბარება სილაბუსით დაგეგმილ ვადაში აუცილებელია.
3. სტუდენტს შეუძლია მოითხოვოს გადავადება, თუ ამისთვის არსებობს კვლევასთან დაკავშირებული
პრობლემები ან სხვა საპატიო მიზეზები.
4. გადავადების თხოვნით, სტუდენტი მიმართავს სასწავლო კურსის პროფესორს, ხოლო
საკვალიფიკაციო ნაშრომის შემთხვევაში - სკოლის ადმინისტრაციას დადგენილი ვადის
ამოწურვამდე არა უგვიანეს ხუთი დღისა. მათი დასტურის შემთხვევაში ნაშრომის წარმოდგენის
ვადა ითვლება გადავადებულად.

მუხლი 42. აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭება


1. შესაბამისი აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის და დიპლომის მინიჭებისათვის აუცილებელია
პროგრამით დადგენილი ECTS კრედიტების დაგროვება:
ა. ბაკალავრის აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭებისათვის - არანაკლებ 240 კრედიტი.
ბ. მაგისტრის აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭებისათვის - არანაკლებ 120 კრედიტი.
გ. დოქტორის აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭებისათვის - არანაკლებ 180 კრედიტი.
დ. დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭებისათვის -
არანაკლებ 300 კრედიტი.
ე. მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი - არანაკლებ 60 კრედიტი.
ვ. დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭებისათვის -
არანაკლებ 360 კრედიტი (# 01-05/055. 07.12.2020).
2. ბაკალავრის, დიპლომირებული სტომატოლოგის და მაგისტრის აკადემიური ხარისხის/
კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება ორი ხარისხის დიპლომით - წარჩინების დიპლომი,
დიპლომი.
3. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება დასტურდება შესაბამისი დიპლომით.
4. დიპლომის ხარისხი განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) წარჩინების დიპლომის მინიჭებისათვის - 90% <
ბ) დიპლომის მინიჭებისათვის - 51-90%.
გ) დოქტორის დიპლომის მინიჭებისათვის - 51-100%.
დ) მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი - 51-100%.

მუხლი 43. აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების ორგანიზაციული უზრუნველყოფა


1. აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის, სამაგისტრო საფეხურზე, სხვა სასწავლო-სამეცნიერო
კომპონენტებისთვის დადგენილი კრედიტების დაგროვების გარდა, აუცილებელია სამაგისტრო
ნაშრომის დაცვა, რომელიც ფასდება დადგენილი კრიტერიუმებით.
2. საბაკალავრო საფეხურზე სასწავლო-კვლევითი ნაშრომის დაცვის აუცილებლობას განსაზღვრავს
საგანმანათლებლო პროგრამა და ფასდება დადგენილი კრიტერიუმებით.
3. იმ შემთხვევაში, თუ საბაკალავრო/ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა არ
ითვალისწინებს საკვალიფიკაციო ნაშრომის დაცვას - კვალიფიკაციის მინიჭების საფუძველია
პროგრამის გავლის შედეგად მიღებული შეფასებები და დაგროვილი კრედიტები.

Page 26 of 30
4. დოქტორანტის აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მიმართ ვრცელდება განსხვავებული
მოთხოვნები, რაც რეგულირდება „საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის“
დებულებით.
5. სტუდენტისათვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების უზრუნველსა-
ყოფად, სკოლაში იქმნება საატესტაციო კომიტეტი, რომლის შემადგენლობა, დეკანის წარდგინებით,
მტკიცდება რექტორის სამართლებრივი აქტით.
6. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი არ გამოცხადდება საკვალიფიკაციო ნაშრომის დაცვაზე, იგი
უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი დაცვის დანიშვნა და სემესტრის დასრულებიდან არა
უგვიანეს 14 დღისა განცხადებით მიმართოს ადმინისტრაციას, რის საფუძველზეც გამოიცემა
რექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალაში შევა პროცედურა
სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ, თუ არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება
ობიექტური გარემოების გამო.
7. საკვალიფიკაციო ნაშრომის დამატებითი დაცვა, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-6
პუნქტით, შეიძლება დაინიშნოს სემესტრის დასრულებიდან არა უადრეს 5 დღისა და არა უგვიანეს
სამი თვისა.
8. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი (მაგისტრანტი) საკვალიფიკაციო ნაშრომის დაცვაზე არ იქნება
დაშვებული მეცნიერ-ხელმძღვანელის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე ან FX შეფასებას მიიღებს
დაცვის შედეგად, მაგისტრანტს შეუძლია კორექტირებული სამაგისტრო ნაშრომი წარადგინოს
მომდევნო სემესტრში, ხოლო F-ით შეფასების შემთხვევაში, ის კარგავს იმავე სამეცნიერო-კვლევითი
კომპონენტის წარდგენის უფლებას.
9. იმ შემთხვევაში, თუ ბაკალავრიატის სტუდენტი სასწავლო-კვლევითი ნაშრომის დაცვაზე არ იქნება
დაშვებული ხელმძღვანელის მიერ ან FX შეფასებას მიიღებს დაცვის შედეგად, სტუდენტს შეუძლია
კორექტირებული ნაშრომი წარადგინოს მომდევნო სმესეტრში, ხოლო თუ ნაშრომი შეფასდება F-ით
აუცილებელია თემის შეცვალა და სემესტრის დამატება.
10. დამატებითი დაცვის დანიშვნა (F-ით შეფასების შემთხვევაში) დასაშვებია მხოლოდ ერთხელ.
დამატებით დაცვაზე უარყოფითი (F) შეფასების შემთხვევაში სტუდენტს უწყდება სტატუსი, ხოლო
თუ დამატებით დაცვაზე სტუდენტი არ გამოცხადდება საპატიო მიზეზით - დამატებითი დაცვის
დანიშვნა დასაშვებია ამ მუხლის მე-6-მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით.

მუხლი 44. მიღებული შეფასების გასაჩივრება


1. თუ სტუდენტი თვლის, რომ მისი ცოდნა ამა თუ იმ დისციპლინის კონკრეტული კომპონენტის ან
საკვალიფიკაციო ნაშრომის დაცვის ფარგლებში ობიექტურად არ შეფასდა, ან მიაჩნია, რომ არსებობს
ობიექტური ფაქტორი, რომელმაც განაპირობა უარყოფითი შეფასება, მას შეუძლია დასაბუთებული
განცხადებით მიმართოს დეკანს.
2. საჩივარი მიიღება შეფასების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.
3. საჩივარს განიხილავს დეკანის მიერ შექმნილი დროებითი კომისია არანაკლებ სამი წევრის
შემადგენლობით, კომისიის თავმჯდომარის ჩათვლით. განცხადება განიხილება მისი
რეგისტრაციიდან არა უმეტეს 10 დღის ვადაში.
4. საჩივრის განხილვის დროს, კომისია ითვალისწინებს შემფასებლის აკადემიური თავისუფლებისა და
შეფასების თავისუფალი სივრცის უზრუნველყოფის პრინციპებს.
5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს განცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის
შესახებ ხმათა უბრალო უმრავლესობით. დაუშვებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც
გააუარესებს სტუდენტის შეფასებას.

Page 27 of 30
6. კომისიის მუშაობა მიმდინარეობს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებ-
ლობით დადგენილი წესების დაცვით. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების
უმრავლესობით. გადაწყვეტილება საბოლოოა და შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში
კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით.
7. სხდომის ოქმს აწარმოებს სკოლის ადმინისტრირების ოფისის მენეჯერი.
8. დოქტორანტის შეფასებასთან დაკავშირებული გასაჩივრების პროცედურა რეგულირდება
საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულებით.

თავი X. დასკვნითი დებულებები

მუხლი 45. დებულების ძალაში შესვლა


1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით (№01-05/030, 27.05.2011)
დამტკიცებული დებულება „სტუდენტის სტატუსისა და სასწავლო პროცესის რეგულირების
შესახებ“.
2. ეს დებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

Page 28 of 30
დანართი 1

სწავლის შედეგების საშუალო ქულის (GPA) დაანგარიშების წესი

GPA (Grade Point Average) - არის კურსდამთავრებულთა სწავლის შედეგების საშუალო ქულა, რომელიც
გამოითვლება სრული სასწავლო კურსის დასრულებისას შემდეგი წესის მიხედვით:

1. კურსდამთავრებულის მიერ თითოეულ დისციპლინაში მიღებული შეფასების შესაბამისი GPA


კოეფიციენტი (ცხრილი №2) მრავლდება ამავე დისციპლინის კრედიტზე.
2. პირველი პუნქტით მიღებული ნამრავლთა ჯამი იყოფა საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტების
საერთო რაოდენობაზე.
3. მეორე პუნქტით მიღებული შედეგი წარმოადგენს კურსდამთავრებულის სწავლის შედეგების
საშუალო ქულას.

მაგალითი:

5 კრედიტიან დისციპლინაში „ბიზნეს კომუნიკაციები ინგლისურად“ სტუდენტის საბოლოო შეფასებაა 85,


რაც შესაბამისობის ცხრილის მიხედვით 3.5 კოეფიციენტის ტოლია. ეს უკანასკნელი მრავლდება
აღნიშნული დისციპლინის კრედიტზე, ანუ, 3.5 x 5 = 17.5

მოცემული ფორმულის მიხედვით ანგარიშდება თითოეულ დისციპლინაში მიღებული შეფასება. შედეგები


ჯამდება და იყოფა ამ დისციპლინათა კრედიტების საერთო რაოდენობაზე: 417 / 120 = 3.5

მიღებული სიდიდე წარმოადგენს კურსდამთავრებულის სწავლის შედეგების საშუალო (GPA) ქულას.

ცხრილი №1. დიპლომის დანართი. პუნქტი 4.3. პროგრამის დეტალები და მიღებული ინდივიდუალური
ნიშნები

GPA
კოდი მოდულის / დისციპლინის დასახელება კრედიტი შეფასება ხარისხი ნამრ.
კოეფ.

BUS 201C ბიზნეს კომუნიკაციები ინგლისურად 5 85 B 3.5 17.5


BUS 202C ბიზნეს კომუნიკაციები გერმანულად 5 80 C 3.0 15.0
BUS 203C ბიზნესის სამართლებრივი გარემო 5 77 C 3.0 15.0
BUS 204C მენეჯერული ეკონომიკა 5 85 B 3.5 17.5
BUS 205C ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება 5 82 B 3.3 16.5
BUS 206C კორპორაციათა ფინანსები 5 90 B 3.7 18.5
BUS 207C მარკეტინგის მენეჯმენტი 5 88 B 3.7 18.5
BUS 210C ოპერაციების მენეჯმენტი 5 85 B 3.5 17.5
BUS 212C საერთაშორისო ბიზნეს სტრატეგიები 5 92 A 4.0 20.0
BUS 214C ფასიანი ქაღალდები 5 90 B 3.7 18.5
BUS 219C ენერგეტიკის მენეჯმენტი 5 90 B 3.7 18.5
UNI 201C კვლევის მეთოდები 5 85 B 3.5 17.5
BUS 215C ფინანსური ანალიზი 5 78 C 3.0 15.0
BUS 218C ენერგეტიკის ეკონომიკა 5 87 B 3.7 18.5
BUS 209C პრობლემური სემინარი 5 82 B 3.3 16.5
BUS 211C პროექტების მენეჯმენტი 5 93 A 4.0 20.0
BUS 213C რისკ მენეჯმენტი 5 88 B 3.7 18.5
BUS 216C ინვესტიციების ანალიზი 5 75 C 2.7 13.5

Page 29 of 30
BUS 217C პორტფელიო მენეჯმენტი 5 80 C 3.0 15.0
BUS 221C ენერგეტიკის ბიზნესი 5 85 B 3.5 17.5
BUS 234C პროფესიული პრაქტიკა 10 88 B 3.7 37.0
BUS 235C სამაგისტრო ნაშრომი 10 85 B 3.5 35.0

მიღებული შედეგი 120 85 B


GPA 3.5

ცხრილი №2. შეფასების სისტემის შესაბამისობა GPA-სთან

GPA
ხარისხი შეფასება
კოეფიციენტი
A 91 - 100 4.0

87 - 90 3.7

B 83 - 86 3.5

81 - 82 3.3

77 - 80 3.0

C 73 - 76 2.7

71 - 72 2.5

67 - 70 2.3

D 63 - 66 2.0

61 - 62 1.7

57 - 60 1.5

E 53 - 56 1.3

51 - 52 1.0

Page 30 of 30

You might also like