Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

სასჯელი

ჯარგვალში სულისშემხუთველი ბუღი ტრიალებდა. ბექა ხელ-ფეხშეკრული ნესტიან მიწაზე


იყო გართხმული და ხაფანგში გაბმული მგელივით დრტვინავდა. თავის თავს ვერ პატიობდა იმ
წამიერ მოდუნებას, რამაც სეპარატისტების ტყვეობაში ამოაყოფინა თავი. როცა აფხაზური
პოზიციების დასაზვერად მიდიოდა გამოწველვით სწავლობდა სამხედრო დავალების
თითოეულ დეტალს. მტრის ზურგში ყველა საყურადღებო, მნიშვნელოვან ინფორმაციას
გონებაში ხარშავდა და ბანაკში დაბრუნებული ტანამებრძოლებთან გამართულ თათბირზე
საბღზოლო მოქმედების გეგმას ისახავდა.
იმ დღესაც თითქოს ყველაფერი ზუსტად გათვალა. მთვარიან ღამეში სუნთქვაშეკვრული,
მუცელზე ხოხვით თოფის სასროლზე მიუახლოვდა მოწინააღმდეგის პოზიციებს. ყურადღებით
გადათვალა და დაიმახსოვრა აფხაზური მხარის სამხედრო ტექნიკის და ცოცხალი ძალის
მიახლოებითი რაოდენობა.
მობრუნებულზე, როცა უკვე სამშვიდობოს ეგონა თავი, უდარდელად ჩაიჩოქა ბალახებში და
უფილტრო პაპიროსი უინმორევით გააბოლა. ორიოდე ნაფაზის დარტყმაც ვერ მოასწრო ისე
დაადგა თავზე აფხაზთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც იქვე ანაზდად ტყის ჩხრეკას
აწარმოებდა. წინააღმდეგობის გაწევაუსახელო სიკვდილის ტოლფასი იყო. ერთადერტი, რითიც
თავს ინუგეშებდა იყო მოლოდინი იმისა, რომ იქნებ აფხაზებს ვერ ამოეცნოთ მისი პიროვნება.
არადა ისე ჰყავდა გამწარებული მტერი , რომ სამშობლოს ჯილდოც კი ჰქონდათ დაწესებული
მისი სიცოცხლის გამო.
ბექას თანამებრძოლების იმედიც ჰქონდა შემორჩენილი. მისი ვარაუდით ბიჭები როცა
შეამჩნევდნენ დაზვერვიდან მეგობრის გაუჩინარებას, ისინი აუცილებლად დასახავდნენ
შესაბამის გეგმას მის დასახსნელად, იქნებ რაიმე საბრზოლო ოპერაციაც შეემუშავებინათ. თუმცა
ამ საქმის მოგვარება მშვიდობიანი ხერხითაც შეიიძლებოდა. ბექას ტანმორჩილი აფხაზი ტყვე
მოაგონდა ორიოდე კვირა მიწურ სარდაფში რომ ჰყავდათ გამომწყვდეული, მართალია , ის
აქამდე არავის არ გახსენებია, მაგრამ იქნებ ახლა მაინც მოიკითხონ ახლობლებმა და ტყვეების
გაცვლა შესთავაზონ ქართულ მხარეს. მთავარია ბიჭებმა ოპერატიულობა გამოიჩინონ და
დროულად მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. სხვა მხრივ კი მათ თავგამოდებაში და
ერთსულოვნებაში ეჭვი არასოდეს შეპარვია. იქნებ არც ახლა გაუბილწონ მილეული იმედი.
კარის ღრჭოალის ხმა მოესმა ჯარგვალის კიდეზე, იქ სადაც ნისლი ორთქლის სვედებატ იყო
დამდგარი, მეომრის ლანდი შენიშნა. ერთმა მათგანმა ჭრიაქი აანთო და ბექას სახესთან ახლოს
მიიტანა. დიდხანს აკვირდებოდა მომეტებული ყურადღებით, ბოლოს რუსულად გადასძახა
მეგობარს :
_ დაურ ის უნდა იყოს მგონი !
ამ სახელის გაგონებაზე ბექას ტანი ცივად გაუჟრჯოლა, ალმაცერად შეავლო თვალი წინკარში
დაყუდებულ მეომარს, ცუდად ენიშნა მისი გულარძნილი , კუშტი გამოხედვა. წამით მეხსიერება
დაძაბა და გაიხსენა თუ როგორ მიხვდა ერთხელ აფხაზი მებრძოლების ჩასაფრებაში. მაშინ
საბრძოლო გამოცდილებიდან და სისხარტემ ისხსნა უეჭველი სიკვდილისაგან. ორმხრივ
ცეცხლში მოყოლილი წამიტაც არ დაიბნა. შინაგანი სიმტკიცე შეინარჩუნა და მყისიერი
წინააღმდეგობის გაწევით ალყის გარღვევა მოახერხა. ამ ორომტრიალში ერთი უწვერული
აფხაზი შემოაკვდა. სასიკვდილოდ დაჭრილი განწირული ხმით უყვიროდა მეგობარს : დაურ არ
მიმატოვო, ამ ჯოჯოხეთიდან დამიხსენიო!
ბექა თვალნთლივ ხედავდა თუ როგორ შეუპოვრობით ცდილობდნენ მებრძოლები დაჭრილის
საბრძოლო ხაზიდან გამოყვანას. განსაკუთრებული მოწადინებით სწორედ ის გამოირჩეოდა
ახლა იარაღშემართული თავზე რომ ადგა. მაშინ მისთვისაც შეეძლო დაებრალებია მზის შუქი,
მაგრამ გულმა არ უქნა. დაჭრილი მეგობრისადმი თავგანწირულმა შემართებამ სისხლისღვრის
ხალისი ჩაუკლა ბექას. რას იფიქრებდა ასე უკურმართოდ თუ მოუბრუნდებოდა ყველაფერი.
იარაღის ჟღარუნმა მწარე ფიქრები შეაწყვეტინა. აფხაზ მებრზოლებს კარები ფართოდ გამოეღოთ
და ჯალათის მზერით დასცქეროდნენ პატიმარს. სახეზე სიბრალულის ძარღვი არ უტოკავდათ.
ბექამ ბეჭებში სიკვდილის სუსხი შეიგრძნო. წუხანდელი სიზმარი მოაგონდა. წამით თვალები
დახუჭა, თითქოს დაფანტული სიზმრის დაბრუნებას ეწადა. მიმქრალი ზმანების ბურუსში
ცოლ-შვილი წარმოუდგა. რა ლამაზები იყვნენ! ბიჭები კისერზე ეხუტებოდნენ და ომიდან
უვნებლად დაბრუნებას ეაჯებოდნენ მამას. უსაშველო ნაღველი შემოაწვა. გული ეტკინა
შვილების ამ პატარა თხოვნასაც რომ ვერ ასრულებდა. შეეშინდა ცრემლი არ მომერიოსო და
გაუბზარავი ხმით იკითხა:
იქნებ წერილის დაწერის უფლება მომცეთო?
მეომრებმა ერთმანეთს გადახედეს. ერთი მათგანი უსიტყბოდ გავიდა ჯარგვლიდან და
ხუთიოდე წუთში ფანქარი და ქაღალდის ნაგლეჯი მოუტანა ტყვეს. წერილის დაწერა არასოდეს
ეხერხებოდა ბექას, თუმცა ახლა ის მარტო წერილს როდი წერდა :
„ამ ომის მსაჯულად მე ვერ გამოვდგები ცირა, ჩემი საქმე არასოდეს ყოფილა პოლიტიკური
ვნებების აღქმა, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს შემზარავი ომი არ უნდა მომხდარიყო, რადგანაც
ომი მარტო სისხლი როდია, მას საუკუნო განხეთქილება და უნდობლობა მოაქვს ადამიანებში.
ამ განხეტქილებას ყველამ წავატანეთ ჩვენი წილი მავნებელი ზრახვები და ის უფრო
გაღრმავდა, შეუქცევადი გახდა, იქნებ ჩვენმა შვილებმა შესძლონ ერთ დროს ამ განხეთქილების
ამოვსება, იქნებ მათ მოახერხონ შერიგება და დანგრეულის გამრთელება.
ჩემის მხრივი არაფერს არ ვნანობ, ვიდექი იქ სადაც უნდა ვმდგარიყავი, ისიც უნდა გახსოვდეს
, რომ ჩემზე უფრო ღირსეულებს დაეთრთვილათ დროზე ადრე სიცოცხლის დღენი. მხოლოდ
ერთ რამეზე მწყდება გული, თქვენ რომ ვერ დაგიკოცნით მაგ გიშრისფერ თვალებს.
ორიოდე დღის უკან მტრის ტყვიამ მეგობრის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოისვენა მისმა
მოუღლელმა სულმა. სადღაც მშურს კიდეც მისი , რადგან უეცარი სიკვდილით მოგვრილი
ტკივილი უკვე იგემა. მე კი სულ თვალწინ მიფრიალებს სიკვდილის დამთგრუნველი ცელი და
არ ვიცი როგორ შევეგებები, - მორჩილად თუ მეამბოხედ, შიშით თუ ხირსებით. ისე
სიკვდილიც იმდენად შემზარავი არ უნდა იყოს ცირამ რამდენადას მასთან მოახლოების
მოლოდინი.
შვილებს არ აჩვენო ეს წერილი, არ მინდა სიძულვილით გაიზარდონ!
გამთენიისას ქეთის ბინაში ტელეფონის ზარი გაისმა. ყურმილი დიასახლისმა აიღო. ალღო
კარნახობდა, რომ ასე გვიან, მხოლოდ დაური თუგაბედავდა დარეკვას. მალე მისი
დათრგუნვილი და დაჩიავებული ხმაც გაისმა.
- როგორა ხარ ქეთო?!
- გმადლობთ, არა მიშავს! - ცივად მიუგო ქალმა.
ქეთი , ვიცი ჩემზე ნაწყენი ხარ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ბავშვს არ უნდა შეეხოს, ეს მის
ფსიქიკაზე ცუდად იმოქმედებს.
- ბავშვის ფსიქიკაზე მაშინ უნდა გეფიქრა, როცა იარაღს ქართველებისკენ იშვერდი. ახლა კი
ნაგვიანებია შენი ზრუნვა და შეშფოთება. დატკა არ გცნობს, როგორც მამას! აუღელვებლად
ჩურჩულებდა ქეთი.
- მე შენთან თავის მართლებას არ ვაპირებ. ვიცი რომ ამ ომმა ჩვენი გზები სამუდამოდ გაყარა,
მაგრამ მხოლოდ ერთს გტხოვ : ნუ დამიკარგავ დათკას სიყვარულს, ნუ წამართმევ იმას,
რისთვისაც ვიბრძოდი! - ოდნავი მუდარით იხვეწებოდა დაური.
- მაშ გამოდის დათკას ბედნიერებისთვის იჯექი სანგრებში, მისი ბედნიერი მომავლისთვის
ღვრიდი სისხლს?! გაცხარება დაეტყო ქეთის.
- ჩვენ ამ ომის სამართლიან მხარეზე ხშირად გვიჩხუბია ქეთი და ახლა თავიდან ღ დავიწყოთ
უსარგებლო კამათი, შენ ამბობ ბავშვს არ უნდევხარო, იქნებ თავად ამიხსნას ამის მიზეზი, არც
იფიქრო თითქოს შენი არ მჯეროდეს, ისიც ვიცი შვილს ჩემს წინააღმდეგ რომ არ განაწყობდი,
მაგრამ მაინც მისგან მინდა გავიგო სიმართლე.
-დაური, დათკამ მტკივნეულად განიცადა ძმათმკვლელი ომი შედეგი. მისი გაორებული
ცნობიერება კიდევ უფრო აირია და დაიზაფრა. მოდი ცოტა დრო მივცეთ. როცა წამოიზრდება
ცივი გონებით თავად განსაჯოს ყველაფერი. ოდნავი სითბო გაერია ხმაში ქალს.
მაგრამ დაური მაინც არ ცხრებოდა. თითქოს წერას ჰყავდა აყვანილი მას თავად სურდა
გაერკვია დათკას შეხედულება მის ნამოქმედარზე, ამრთლა ხომ არ ამტყუნებდა შვილი მამის
არჩევანს. როცა აფხაზეთში ომის სუსხი ჩამოწვა, მან უყოყმანოდ გააკეთა არჩევანი.ასე ეგონა
შორეული ოჯახის პატრონს ამის საფუძველი არ გქონდა, რომ ამწყეული ომისთვის შორიდან
ეცქირა. არც მარტო მოვალეობის შეგრძნება და სინდისის ქეჯნა ამოძრავებდა ბრძოლის ველზე.
მისი წარმოდგენით ამ ომში ის აფხაზეთის თავისუფლებას ესწრაფვოდა უწინდურესად, თუმცა
როცა დარწმუნდა რომ ეს თავისუფლება მისი სახლის ორღობეს არ გასხდა, იმედი საშინლად
გაუცრუვდა, ბოლოს კი ისე აეწყო მისი ბედი, რომ სამშობლოდან ერთად ოჯახის სითბოც
გამოეცალა ხელიდან, ახლა კი პირქუში რუშეთის ერთ არაპროვინციულ ქალაქში შეყუჟულიყო,
უთვისტომოდ დაეხეტება ტალახით აზელილ ქუჩებში, - სოხუმის თბილ ამინდს და შვილის
ნაღვლიან მზერას დანატრებული.
მოულოდნელად ტელეფონის წკრიალა ხმამ გამოაფხიზლა - ნეტავი ვის გაახსენდა, ვის
მოესურვა მის დავრდომილ გამოფიტულის ულის მოკითხვა? უხალისოდ დასწვდა ყურმილს.
გამარჯობა მამა, - დათკას აკანკალებული მთრთოლვარე ხმა ისე მძაფრად გაისმა , თითქოს
აათასი კილომეტრიდან კია რ ესმოდა სისხლის ყივილი, არამედ გვერდით ოთახიდან
ეხმიანებოდა შვილი,
- გამარჯობა დათკა, - ძლივს ამოღერღა ეს ორი სანუკვარი სიტყვა დაურმა.
- რაქაც გინდოდა გეთქვა ჩემთვის მამა, გისმენ!
- არც კი ვიცი საიდან დავიწყო შვილო! თითქოს ბევრი მქონდა შენთვის სათქმელი, ამგრამ ახლა
არაფერი არ მახსენდება საგულისხმო, მე ვიცი შენი დამოკიდებულება ამ უმოწყალო ,
შეუბრალებელი ომისადი, მერწმუნე ამ ომმა უპირველესად მე დამისახიჩრა სულიერი სამყარო,
ასე მეგონა შენთვის ვიბრძოდი შვილო და რას წარმოვიდგენდი სამუდამოდ თუ დავკარგავდით
ერთმანეთს.
- შენს საქციელს თუ ნანობ მამა?
- რა აზრი აქვს ნაგვიანებ სინანულს, დათკა?
- არც არაფერი, მაგრამ ამ ომში შენ.. მე მესროლე ტყვია მამა!
- შეენ?- რას ამბობ დათკა, ეს როგორ გაიფიქრე?!
ან რაში მადანაშაულებ ასე გამეტებით? - აღელვებისაგან ენა წაერთვა დაურს, რომელიც გულის
სიღრმეში ელოდა კიდეც დათკასგან ამგვარ საყვედურს.
- თითოეული ქართველის მიმართ შენგან ნასროლი ტყვია მე მხვდებოდა იცოდე. სე რომ
იმდენჯერ ვარ მოკლლული შენგან, რამდენი ქართველიც აღესრულა შენი ხელიდან, დადრა!
ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა დათკამ დაურის აფხაზურად დაუძახა მამა. თან ისეთ დროს
როდესაც ის სამუდამოდ ეკარგებოდა. მიუხედავად მძიმე ბრალდებისა დაურს მაინც ესიამოვნა
შვილისგან მშობლიურად მიმართვა. თავისი ახალგაზრდობა მოაგონდა. ისეც ასეთი თავკერძა
და დაუდგრომელი ხასიათისა იყო. ხშირად ეკინკლავებოდა მშობლებს და თავისას შვება. ახლა
მისი შვილი განიკითხავს მამის უბედო ცხოვრების გაკვეთილებს.
დაურმა ნელი მოძრაობით კარადაში სატუდად შენახული ნაგანი მოძებნა, ხელი შეათამაშა
გასხლეპილ იარაღი ოდნავ დამძიმებული ეჩვენა. პირნათლად ემსახურა ის თავის პატრონს, არც
ახლა გაუცრუებს იმედს. დაურმა ყურმილში ჩურჩულით ამოგმინა : კიდევ ერთხელ გამაგონე
შენი ხმა შვილო! მაგრამ დათკა ხმას არ იღებდა. პაუზა საკმაო ხანს გაგრძელდა. შვილის მძიმე
სუნთქვა ლახვარივით ეცემოდა გულზე. გუმანით გრძნობდა რომ შვილისგან კიდევ ერთ
ბრალდებას მოისმენდა. მალე მართლაც გაისმა დათკას მომდურავი ხმა.
- ამ წერილის დამწერი შენ დახვრიტე მამა?
ეს უკვე მეტისმეტი იყო. გულის აერში ისეთი ტკივილი იგრძნო თითქოს დანით დაესეროს
ვინმეს მისი ისედაც დაფლეთილი სხეული, მაგრა მაინც მოახერხა დაფანტული მეხსიერების
გამართვა.
რომელი წერილის?! იკითხა შეცბუნებით და გაახსენდა წიგნის თაროში შენახული ქართველი
მეომრის ცრემლით დანამული წერილი. არაერთჯერ უცდია მისი თავიდან მოცილება, მაგრამ
ვერაფრით ვერ მოახერხა თავისი განზრახვსი სისრულესი მოყვანა. თითქოს რაღაც უჩინარ
ძალას გაეთოკა. გაწირული ჯარისკაცის დარდიანი,ვიდრებით სავსე თვალები გაახსენდა. თავის
მართლებას აზრი არ ჰქონდა. მხოლოდ ეს უთხრა და ერთადერთ პირმშოს.
მე იმისთვის ვიბრძოდი , შენ რომ არ გებრძოლა, დათკა! ბიჭს გამაყრუებელი სროლის ხმა
მოესმა. მომხდარით შეძრწუნებულს ყურმილი ხელიდან გაუვარდა, ცრემლი ზღაზავით მოაწვა,
საშინელი მარტოობა და მიუსაფრობა იგრძნო, კარადასთან ძლივს მილასლასდა. იქიდან
დაურის ახალგაზრდობის სურათი გამოიტანა, გულში ჩაიკრა და ვაჟკაცური ცრემლით დაიტირა
მონატრებული მამა.

You might also like