Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობები აღმოსავლეთში

1. რომელი სახელმწიფო გაძლიერდა ძვ.წ.აღ. IV სს საბერძნეთის ჩრდილოეთში( მაკედონია)


2. ვინ იყო მაკედონიის მეფე ( ფილიპე ძვ.წ.აღ. 359-336)
3. რა რეფორმები გაატარა ფილიპემ (მოახდინა ჯარის რეორგანიზაცია – შექმნა ძლიერი ქვეითი ჯარი
“მაკედონური ფალანგა”.ფალანგაში მეომრები რიგებში იდგნენ. წინა რიგები იცავდნენ თავს ტყავის
ფარებით,ეჭირათ გრძელი შუბები. თუმცა უჭირდათ სწრაფი მანევრირება, ამიტომ ზურგიდან ქვეითი და
ცხენოსნები იცავდნენ. გაატარა ფულადი რეფორმა-მოაჭრევინაოქროს მონეტები “ ფილიპიკები”)
4. რა ტერიტორია დაიკავა ფილიპემ( ილირია, თესალია)
5. ვინ იყო ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი(არისტოტელე)
6. როდის მოკლეს ფილიპე (ძვ.წ.აღ. 336 წ შეთქმულებმა)
7. ვის წინაარმდეგ დაიწყო ბრძოლა ალექსანდრე მაკედონელმა (აქემენიდური ირანის წინააღმდეგ)
8. როდის შეიჭრა მცირე აზიაში (ძვ.წ.აღ. 334 წ 30 ათასი ქვეითისა და 5 ათასი მხედრით, 160
ხომალდითა და მსუბუქად შეიარაღებული რაზმებით გადალახა ჰელესპონტი)
9. რა სახელი ერქვა დარდანელის სრუტეს (ჰელესპონტი)
10. სად დაამარცხა სპარსელთა ჯარი (მდინარე გრანიკოსთან, ძვ.წ.აღ334 . ამის შემდეგ ბევრი ქალაქი
უბრძოლველად დანებდა. ალექსანდრემ მცირე აზიის ნახევარი დაიპყრო)
11. დაასახელე და აღწერე ალექსანდრესა და ირანის შემდეგი დაპირისპირება (ძვ.წ. აღ 333 წ ისოსის
ბრძოლა — გაიმარჯვა , ხელში ჩაიგო დარიოსის დედა, ცოლი და შვილები. დარიოსის ცოლი მოგვიანებით
გარდაიცვალა მაკედონელის არმიაში.ალექსანდრემ დარიოსის შვილი ცოლად
შეირთო ინდოეთში ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ.)
12. ვინ ხელმძღვანელობდა სპარსელთა ჯარს ( დარიოს III)
13. რა ტერიტორია დაიპყრო ბრზოლის ისოსი ბრძოლის შემდეგ (დაიპყრო ხმელთაშუა ზღვის მთელი
აღმოსავლეთი სანაპირო, მათ შორის ფინიკია, პალესტინა და ეგვიპტე.)
14. როდის შეიჭრა ეგვიპტეში (ძვ.წ.აღ. 332)
15. რა ტიტული მიიღო ალექსანდრემ ( ქურუმებმა ფარაონად და მზის ღმერთის ამონ-რას შვილად
გამოაცხადეს)
16. როდის მოხდა გავგამელას ბრძოლა (ძვ.წ.აღ. 331 წ , სადაც მესამედ და საბოლოოდ გაანადგურა
ირანელთა ჯარი. )
17. რა ვერსია არსებობს გავგამელას დასახელებასთან დაკავშირებით (გავგამელას ველი, ან აქლემის
ფორმის გორაკი, საიდანაც მოდის ადგილის სახელწოდებაც. გავგამელა სემიტურ ენებში ითარგმნება
როგორც "აქლემის მთა". 
18. რა ბედი ეწია აქმენიანთა უკანასკნელ მეფეს ( დარიოს III გაიქცა, შემდეგ თავისივე გარემოცვამ
მოკლა)
19. როდის დაასრულა ირანის დაპყრობა (ძვ. წ. 330 მთლიანად დაიპყრო სპარსეთი)
20. რა სურვილი ამოძრავებდა ალექსანდრეს (დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების
გაერტიანება , რის გამოცა სიმბოლურად ,მოაწყო საყოველთაო ქორწინება , სადაც 10 ათასი ბერძენი და
10ათასი სპარსელის დააქორწინა)
21. რა ტერიტორიები დაიპყრო მაკედონელმა გავგამელას შემდეგ ( ძვ.წ.აღ 329 წ ცენტრალურ აზიაში
დაამარცხა სკვითები , ძვ. წ. 328: წარმატებით ჩაახშო აჯანყება მაკედონიაში,ძვ. წ. 327 ინდოეთის ნაწილი
დაიპყრო,ბაბილონი)
22. როდის მოხდა უკანასკნელი ბრძოლა ინდოეთთან (ძვ. წ. 326: ჰიდასპეს ბრძოლაში  ალექსანდრეს
მოკავშირე და ვასალი გახდა)
23. რომელი ქალაქი გამოაცხადა მაკედონელმა თავისი იმპერიის დედაქალაქად? ( ბაბილონი)
24. როდის და სად გარდაიცვალა ალექსანდრე მაკედონელი(ძვ. წ. 323 წბაბილონში) გარდაიცვალა.
25. ვინ იყვნენ დიადოხოსები (სარდლები)
26. განმარტე ტერმინი “ ელინისტური კულტურა “- ძვ.წ.აღ 332-31 წწ პირობითი ცნება, რომელიც
მოიცავს ეპოქას ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებიდან (ძვ. წ. 323 წ.) რომაელთა მიერ აღმოსავლეთ
ხმლთაშუაზღვისპირეთის უკანასკნელი დიდი სახელმწიფოს - პტოლემეების ეგვიპტის - დაპყრობამდე,ანუ
ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრა VII სიკვდილით (ძვ. წ. 31 წ.)

You might also like