Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

08.10.

2020 ისტორიის დისტანციური სწავლება მე-12 კლასში

საშინაო დავალების თემა: რუსუდანის მმართველობის პერიოდი და მონღოლთა ასწლიანი


ბატონობის ფორმა;

მე-12 კლასის მოსწავლე:

საგნის მასწავლებელი: ნატო ონიანი

დავალება:

ა) პირველ პუნქტში ყმადნაფიც და მოხარკე ქვეყნების ჩამონათვალზე მოიძიეთ ინფორმაცია


და მიაწერეთ;

ბ) მოკლე გეგმის სახით ჩამოწერილია ის თემები, თუ შინაარსები, რომელსაც შევეხე დღეს:


დაათარიღეთ და შეძლებისდაგვარად შეავსეთ თემები;

საკითხების მოკლე ჩამონათვალი:

- რუკა: რუკაზე აღნიშნულია თამარ მეფის სამეფო სანახები (ეს სიტყვა ძვ. ქართულია და
ქვეყნის საზღვრებს ნიშნავს) და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამეფო-სამთავროები;
რუკის აღწერა:

„მე-13 საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველოს სახელმწიფო, თითქმის, მთელ


ამიერკავკასიას აკონტროლებდა და საკუთარ გავლენის სფეროში ჰყავდა მოქცეული მთელი
რიგი ქვეყნები; თამარის სამეფო გადაჭიმული იყო დღ. რუსეთის ფედერაციის,
აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის ტერიტორიაზე. ამ სამეფოს მოხარკე და
ყმადნაფიცი ქვეყნები იყვნენ:

 შაჰ-არმენია -
 ნახჭევანი -
 რანი -
 შარვანი -
 დარუბანდი -
 ხუნძეთი -
 ძურძუკეთი;
 ალან-ოსეთი;
 ჩერქეზეთი;
 ჯიქეთი

ჩრდილოეთით განთავსებულ მოხარკე ტერიტორიებზე დღეს ჩრდ.კავკასიელი ხალხი და


რუსეთის დიასპორაა; დღეს ისინი რუსეთის შემადგენლობაში შედიან და შემდეგ
სახელწოდებებს ატარებენ - ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი,
ყარაჩაი-ჩერქეზეთი, დაღესტანი, და ადიღე; შაჰ-არმენთა სახელმწიფო დღევანდელი
თურქეთის ტერიტორიაზე იყო., ხოლო რანი და შარვანი- აზერბაიჯანის. თამარ მეფე
დღევანდელი სომხეთის 100%-ს აკონტროლებდა და დღევანდელი აზერბაიჯანის
დასავლეთით მდებარე ვრცელ ტერიტოერიებსაც (სადაო მთიანი ყარაბაღის არაღიარებული
რესპუბლიკის ნაწილსაც); დღევანდელი თურქეთის ტერიტორიიდან ტაო-კლარჯეთი
საქართველოს შემადგენლობაში იყო, ხოლო ძირითადად ლაზი ქართველებით
დასახლებული ჭანეთი - რუკაზე აღნიშნული ტრაპიზონის იმპერიის შემადგენლობაში;
თამარის სამეფოში შედიოდა სოჭის და შავი ზღვის ჩრდ-აღმ სანაპირო ტერიტორიები. მას
ესაზღვრებოდა რუმის სასულთნო, ხლათის სასულთნო, ერზინკის სასულთნო (სადაც
გაიმართა ბასიანის ბრძოლა), ადარბადაგანის საათაბაგო და ყივჩაღეთი;

- რუსუდანი ხდება ქვეყნის მმართველი, მას შემდეგ რაც სრულიად მოულოდნელად


გარდაიცვლება ლაშა-გიორგი. მეფედ კუღთხევასთან ერთად, მას ქმრად დაუსვამენ
რუმის სულთნის, არზრუმის მფლობელის, თოღრილ-შაჰის ვაჟს - მოღის-ედინს.
უფლისწული სარწმუნოებას შეიცვლის და ქრისტიანი ხდება...
- ხვარაზმშაჰის, ჯალალედინის შემოსევები (მისი ლაშქრობის მიზეზი, გარნისის ბრძოლა,
თბილისის აღება..)
- მონღოლთა შემოსვლა საქართველოში და გაბატონება (ჩამოწერეთ ქრონოლოგიურად რა
ძირითადი მოვლენები გამოიწვია მონღოლთა ასწლიანმა ბატონობამ)
რუსუდან მეფე
1223 წელს, ლაშა-გიორგის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე მისი და,
რუსუსდანი ადის. ამავე წელსვე იქორწინა რუმის სულთნის, თოღრულ შაჰის ძე მოღის ედ-
დინიზე, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო.

ამ პერიოდისთვის ხშირდება ხვარაზმელებს შემოტევები და 1225 წელს ხდება გარნისის


ბრძოლა, როდესაც ჯალელედინი გადაწყვეტს მონღოლ დამპყრობთა წინააღმდეგ
გაილაშქროს და ახლო აღმოსავლეთი დაიპყროს. ქართველები უარს აცხადებენ მასთან
გვერდში დგომაზე, რის შედეგადაც ჯალალედინი საქართველოს წინააღმდეგ იძვრის.
ბრძოლაში ქართველები მარცხდებიან და 1226 წლის 9 მარტს თბილისში მტერი შემოდის.
ამის შემდეგ რუსუდანს სამეფო კარი ქუთაისში გადააქვს.

ჯალალედინის ლაშქარი ანადგურებდა ადგილობრივ მოსახლეობას და ხუთი წლის


მანძილზე ქართველები გამუდმებით ებრძოდნენ მტერს.

დაახლოებით 1230 წელს, რუსუდანმა თავისი ხუთი წლის ვაჟი, დავითი თანამესაყდრედ
აკურთხა. სამ წელიწადში კი სამეფო კარი კვლავ თბილისში დაბრუნდა.

1235 წელს მონღოლები საქარველოს ყმადნაფიც განჯას იღებენ და გეზს საქართველოსკენ


იღებენ. რუსუდანმა თბილისის დაცვა ციხისავ მუხას ძეს დაავალა, თავად კი ქუთაისში
გადავიდა.

საქართველოს ჯარმა ვერ მოახერხა შესაფერისი წინააღმდეგობის გაწევა მტრისათვის.


სასაზღვრო რაიონების მმართველები, მტერთან შებრძოლების ნაცვლად, თავიანთ
ციხესიმააგრეებში გამოიკეტნენ.

1236-37 წლებში რუსუდანი თავის შვილს, თამარს რუმის სულთანზე ყაიას ედ-დინზე
ათხოვებს და მას ძმისშვილს, დავითს აყოლებს, რათა თავის შვილს ტახტის მემკვიდრეობაში
არ შესცილებოდა.

რუსუდანი 1239-40 წლებში რომის პაპს სთხოვს დახმარებას, თუმცა პასუხად უარს იღებს,
ამიტომ ბათო-ყაენთან აგზავნის მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელ არსენს, ვისი დაბრუნების
შემდეგაც მონროლებთან დებს ზავს.

1242-43 წლებში რუსუდანი და მისი ვაჟი, დავითი კვლავ თბილისში ბრუნდებიან, საიდანაც
დავითს ყანეთან გზავნიან და 1245 წელს დასნეულებული მეფე შვილის მოლოდინში
გარდაიცვლება.

You might also like