1.მძღოლის, მგზავრის და ქვეითის მოვალეობა.

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

1.

მძღოლის, მგზავრის და ქვეითის მოვალეობა

არასაკმარისი ხილვადობა - ესაა შებინდებისას და 300 მეტრ მანძილზე როდესაც გვიჭირს მხედველობა.

დღე -ღამის ბნელი დრო - დროის შუალედს დაბინდებიდან გათენებამდე.

გზაჯვარედინი - ერთ დონეზე გზების შეერთება, კვეთა და განშტოება. ეზოებიდან და მის


მიმდებარეებიდან გამოსასვლელი გზაჯვარედინად არ ითვლება.

„ტროტუარი“- გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან


კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის.

„მგზავრი’ - პირი, რომელიც იმყოფება, ან ადის, ან ჩამოდის სატრ. საშუალებიდან, მაგრამ არ მართავს მას.

სატრანსპორტო საშუალება - გზაზე მოძრავი ან მასზე მოძრაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობა,


რომელიც გადაადგილდება ძრავის ან სხვა ძალის გამოყენებით.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა - როდესაც იღუპებიან, შავდებიან ადამიანები, ინგრევა ნაგებობა და ა.შ.
ავარიის დროს ირთვება ავარიული შუქური სიგნალიზაცია.

დაუთმე გზა - არ დაიწყო, არ განაახლო, არ განაგრძო მოძრაობა.

„მიმდებარე ტერიტორია’ - ტერიტორია, რომელიც გზას ეკვრის, მაგრამ არ არის განკუთვნილი


ავტომობილების გამჭოლი მოძრაობისთვის.(ეზო, საცხოვრებელი, ავტოსადგომი).

„დაუტვირთავი მასა“ - ქარხანა დამამზადებლის მიერ განსაზღვრული ავტომობილის სრული მასა


მძღოლის, მგზავრის და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მასით და ხელსაწყოებით.

„დატვირთული მასა“ - მოცემული დროის მონაკვეთში ავტომობილის ფაქტიური მასა, მძღოლისა და


მგზავრების ჩათვლით.

„შეზღუდული ხილვადობა“ --- მოსახვევში, აღმართის დასასრულს, გზისპირზე ან გზაზე დაბრკოლება,


მოძრაობის მიმართულებით გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ ამ გზაზე ნებადართული მაქსიმალური
სიჩქარით მოძრაობამ საფრთხე წარმოშვას.

„დასახლებული პუნქტი“ - განაშენიანებული ტერიტორია, რომლის შესასვლელი და გამოსასვლელი


შესაბამისი საგზაო ნიშნითაა აღნიშნული.

„ველობილიკი“ - ველოსიპედის მოძრაობისათვის განკუთვნილი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის


ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისგან ან გზის ელემენტისაგან.

„ნებადართული მაქსიმალური მასა“ - დატვირთული ავტომობილის მაქსიმალური მასა, რომელიც


დასაშვებად არის გამოცხადებული იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელშიც
დარეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება.
მექანიკური სატრანსპორტო საშუალება - ძრავიანი (თვითმავალი )სატრანსპორტო საშუალება, გარდა
ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა, მოპედისა, აგრეთვე სალიანდაგო სატრანსპორტო საშუალებისა.

„მოძრაობის ზოლი“ - გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი


ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს სავალი ნაწილი, მაგრამ რომელსაც აქვს
მოტოციკლისაგან განსხვავებული საავტომობილო ტრანსპორტის ერთ რიგში მოძრაობისათვის საკმარისი
სიგანე.

„ნელმავალი სატრ. საშუალება“ - ძრავიანი სატრ. საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ


აღემატება 40კმ/სთ.

სატრ. საშუალების „სრული მასა“ - ტვირთით, ეკიპაჟითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ


მდგომარეობაში მყოფი სატრ. საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრ. საშუალების ქარხანა
დამამზადებელი.

გამყოფი ზოლი - კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ
ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის.

სავალი ნაწილი - ტროტუარიდან - ტროტუარამდე, რომელიც დაყოფილია მოძრაობის ზოლებად.

ქვეითთა ბილიკი - ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილი, გზისგან განცალკევებული ბილიკი. ქვეითთა


ბილიკი შეიძლება აღინიშნოს შესაბამისი საგზაო ნიშნით.

სამარშუტო სატრანსპორტო საშუალება - გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, დადგენილი


მარშრუტით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება.

მსუბუქი ავტომობილი - 3 500 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტომობილი (გარდა
მოტოციკლისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8 - ს არ
აღემატება.

მსუბუქი მისაბმელი - მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ არემატება 750 კგ-ს.

უპირატესობა (პრიორიტეტი) - საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება, სხვა საგზაო მოძრაობის


მონაწილეებთან შედარებით პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით.

გზაგამყოფის არსებობის დროს საპირისპიროდ ითვლება გაზონის მარცხენა მხარეს მდებარე სავალი
ნაწილი.

საქართველოს ტერიტორიაზე მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს სატრ. საშ. რეგისტრაციის და მართვის
უფლების დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი, თუ მათში ასახული მონაცემები
შესრულებული არ არის ქართული და ლათინური ასოებით.

საქართველოში ყველა რეგისტრირებულ ავტომობილს უკეთდება სახელმწიფო განმასხვავებელი GE.

You might also like