10 შუქნიშანი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

10.

შუქნიშანი
შუქნიშანზე მწვანეზე ვმოძრაობთ, მწვანე მოციმციმე გვაძლევს მოძრაობის უფლებას, მაგრამ
გვაწვდის ინფორმაციას, რომ მალე ჩაირთვება ამკრძალავი სიგნალი, ყვითელ მოციმციმეზე
ვმოძრაობთ არარეგულირებადი წესების დაცვით. რეგულირებადია, როცა შუქნიშანი
გამართულად მუშაობს, არარეგულირებადია, როცა შუქნიშანი გაუმართავია, ან საერთოდ არარის,
ამდროს ვმოძრაობთ არარეგულირებადი წესების დაცვით. ჩვეულებრივ ყვითელზე ვჩერდებით,
წითელზე ვჩერდებით. წითელზე და ყვითელზე ერთად ვჩერდებით.თუ შუქნიშანი გამორთულია,
ან საერთოდ არარის ამდროს გვაქვს მუქი შტრიხით მთავარი გზის ნიშანი :

ამდროს პირველი მიდის ის, ვინც მთავარ გზაზეა და შემდეგ ის ავტომობილი,


რომელიც მთავარ გზაზე არ არის. თუ მთავარი გზის ნიშანი არ არის და თანაბარმნიშვნელოვანი
გზების გადაკვეთაა და რომელიმე ქუჩიდან მოძრაობს ტრამვაი, პირველი წავა ტრამვაი, იმიტომ
რომ ის რელსებზე მოძრავია და მას თანაბარ მდგომარეობაში უპირატესობა აქვს და შემდეგ მიდის
ის ავტომობილი, რომელსაც არ ეყოლება გვერდიდან მარჯვენა დაბრკოლება. თუ ტრამვაი არარის
და მაინც თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაა, სულ ავტომობილები მოძრაობენ, ამდროს
მიდის პირველი ის ავტომობილი, რომელსაც არ ეყოლება გვერდიდან მარჯვენა, მაგრამ რომ
შევხედოთ ავტომობილებს, ყველა არის ერთმანეთის მარჯვენა, ამიტომ მივყვეთ მოხვევის
ტრაექტორიას და პირველი წავა ყოველთვის ის, რომელიც უხვევს მარჯვნივ, შემდეგ წავა ის,
რომელსაც არ ყავს გვერდიდან მარჯვენა. თუ მთავარი გზისა და დათმობის ნიშანია, მასთან
ერთად შუქნიშანია და მწვანე ანთია, უქმდება მთავარი და დათმობის ნიშანი და წავალთ
პირველები ჩვენ.შუქნიშნის შემთხვევაში პირველი მიდის ის, რომელსაც ძირითადში ანუ
მრგვალში უნთია მწვანე და შემდეგ ის ავტომობილი, რომელსაც ძირითადში უნთია წითელი და
დამათებით სექციაში ანუ ისარი მწვანე. რკინიგზას ორი ფერის შუქნიშანი აქვს: წითელი და
ყვითელი. წითელზე ვჩერდებით, ყვითელზე მივდივართ.

You might also like