ანუბისი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ახლა, როცა ამ ლექსს ვყვები, მიცქერის მე სილუეტი,

მაქვესკნელებს მისი მზერა, მინდაღა-რა რამე მეტი?!

ტურის თავით, კაცის ტანით, აცვია მას ტყავის პალტო,

ყოვლივ შავით, არ მშორდება, მომანატრა ყოფნაც მარტო,

ბავშვობიდან აქამომდე, ვერას ავცდი მისსა დევნას,

მიყურებდა.. მაყარებდა.. იწვევდა ის ჩემსა სევდას.

არას იტყვის, არასოდეს, პირი აქვს სულ მოკუმული,

მხოლოდ მზერით, ყორნისფერით, გამიწბილა ბედკრულ სული.

გარეთ, შიგნით, ქუჩას, სახლში, არ აქვს მისთვის მნიშვნელობა,

თვალსა თვალში, ცქერას მასობს, ყველგან იცის მან მხლებლობა!

თითქოს ერთხანს, განქრა იგი, ბედნიერად ვიგრძენ თავი,

დავიმედდი! ვიფიქრე, რომ ჩამომშორდა, ტურკაც - ავი...

*ვიფიქრე,

ვიფიქრე,

რატომ ვიფიქრე...?!*

ერთხელ იყო, შევიგრძნობდი, იმ ზაფხულის, ტკბილ საღამოს..

სადმე არის წუთისოფელ, სამარადოდ, რომ გაამოს?

ვიჯექ სახლში, ნათელ სახლში, წითელ ღიმლით მქონდა სახე,

უცბად კარში შემოცურდა, იგი - შავი, პირმქუხარე...

შემოვიდა, უპრობლემოდ, მაღალი და გამართული,


თავი ჩემკენ მომართული, ყურებ მაღლა ამართული.

ჩამობნელდა, გა-ნა-შავდა ირგვლივ ჩემი ნავღელი,

ღიმილ განქარვდა, მოაყოლა, წარსულ გრძნობა - ნაღველი.

ვუყურებდი, მიყურებდა, ხმა კი სადღაც ჩამივარდა,

გვერდით დაჯდა, სავარძელზე, ფეთქვა ასოცს ამივარდა.

იმის მერე არს და მცქერის, გულსა მიკლავს მისი მზერა

არცა ლუდის თრობა მშველის, გამილურჯა ბევრჯერ ძგერა...

ახლა, როცა ამ ლექსს ვრჩები, მიყურებს მე სილუეტი,

მიყურებს და მყის მატირებს, უნდაღა-რა ჩემს სულს მეტი?!

You might also like