Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

განვითარებული და განათლებული საზოგადოება კარგად არეგულირებს ძველი და

ახალი საზოგადოებრივი ნორმების დაცვასა და მოფრთხილებას, მისთვის მიუღებელია


ნიჰილიზმი.

ნიჰილიზმი ფილოსოფიური დოქტრინაა, რომლის სახელი გერმანელ ფილოსოფოსს


ფრიდრიხ ნიცშეს უკავშირდება და ამტკიცებს იმას, რომ ცხოვრება ობიექტური აზრისა და
მიზნის გარეშეა. მისთვის დადებით და უარყოფით ქმედებას ერთნაირი ფასი აქვს მორალური
რელატივიზმიდან გამომდინარე. ნიჰილისტების უმრავლესობა უარყოფს კაცობრიობის მიერ
განვლილი გზისგან შეძენილი ცოდნასა და გამოცდილებას. აგრეთვე, ყველანაირი
საზოგადოებრივი ბერკეტი, იქნება ეს პოლიტიკა, ხელოვნება თუ სხვა რამ, მათთვის
უბრალოდ აზრდაკარგულია, ეს კი ჩემთვის ნამდვილად მიუღებელია. მე ვეთანხმები ამათგან
ერთადერთ საკითხს. ჩემთვის ისტორიული ფაქტია ის, რომ მორალი სუბიექტური ცნებაა. იგი
სხვადასხვა დროსა და ადგილას განსხვავებულ სახეს წარმოადგენდა . მიუხედავად ამისა ,
ჩემი აზრია, რომ ნიჰილიზმის გაღვივება საზოგადოებაში გამოიწვევს ქაოსს და ადამიანთა
კულტურას დაღუპვამდე მიიყვანს. განათლებულ საზოგადოებაში კი ყოველთვის არსებობდა
და იარსებებს ზნეობრივი და კულტურული სტანდარტი. მიუხედავად იმისა , რომ ეს შეიძლება
ადამიანის მიერ შექმნილი ილუზიაა, ეს ბოლოს ხსენებული კი აუცილებელია. მის გარეშე
ადამიანთა სიცოცხლეს აზრი ეკარგება, ამას კი დაღუპვამდე მივყავართ .

განვითარებული და განათლებული საზოგადოება მართლაც, რომ კარგად არეგულირებს


ძველი და ახალი საზოგადოებრივი ნორმების დაცვას, ახლის წარმოქმნას და ა.შ. ზუსტად ასე
იქნებოდა კაცობრიობის ეპოქები საუკუნეების განმავლობაში . ადამიანს მორალი მისი
აზროვნების დასაწყისიდანვე ძალიან ბუნებრივად ჩამოუყალიბდა . კანონთა კრებულის არსის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი მორალია. მაშასადამე, ცივილიზაციების
წარმოქმნის დროს მორალს უკვე მიჰყვა შუმერების ქალაქთა კანონები, ხამურაბის დიდი
კანონთა კრებული და ა.შ. ამ დროიდან უკვე ძალდაუტანებლად ყალიბდებოდა
საზოგადოებრივი ნორმები და აქედან გამომდინარე ეპოქები . იყო ანტიკური ხანა , სადაც
ფილოსოფია, მითოლოგია და ხელოვნება იყო მთავარი ღირებულება. იყო შუა საუკუნეები ,
სადაც უკვე რელიგია გაბატონდა. ხოლო ამის შემდგომ იყო რენესანსი, როდესაც
ნამდვილად დარეგულირდა თეზისში ხსენებული ძველი და ახალი საზოგადოებრივი
ნორმები განათლებული საზოგადოების მიერ. ეს იყო ის პერიოდი, როცა ადამიანი მეორედ
დაიბადა, საზოგადოებამ უარყო შუა საუკუუნეების რელიგიური საიქიო და ინტერესი
გაუღვივდა ანტიკური ეპოქისადმი. ჩემი აზრით, ისტორიაში ეს მომენტია ერთ -ერთი
გარდამტეხი, რომელიც სრულიად არანიჰილისტურად, აზრიანად და ბუნებრივად მოხდა . ამ
დიდი პროცესით ნამდვილად აღორძინდა კაცობრიობა და ადამიანის ამ ქვეყანაზე ყოფნამ
აზრი შეიძინა, თუნდაც ღმერთის არსებობის გარეშე.

დღესდღეობით ხშირად შევხვდებით პოლიტიკურ სფეროში ისეთ გამონათქვამს , როგორიცაა


„მიდი არჩევნებზე, ნუ იქნები ნიჰილისტი.“.ჩემი აზრით, ეს პათოსი სრულიად სამართლიანად
არის გაჟღერებული. ნიჰილიზმი დღესდღეობით მრავალ მოქალაქეს აქვს გამჯდარი
გონებაში. ჩემი აზრით, ადამიანი პოლიტიკურია თუ აპოლიტიკური, ცხოვრების მოყვარული
თუ ნიჰილისტი, მასზე მაინც ზემოქმედებს ეკონომიკურ-პოლიტიკური ფაქტორები . მაშასადამე
ასეთი უმიზნო, ნიჰილისტური დამოკიდებულება პოლიტიკის მიმართ ავნებს საზოგადოებას ,
რადგან უმოქმედობის, სწორი მხარის არ დაჭერის შემთხვევაში , მთავრობაში შეიძლება
მოხვდნენ ისეთი პირები, რომელთა მომავალი საქმიანობა მხოლოდ მავნებლობით იქნება
შემოფარგლული. „პასიური მოქალაქეები შობენ ნაძირალთა ხელისუფლებას“ ამბობდა
დიდებული ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი.
საუბარს გავაგრძელებ დღევანდელ სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ პრობლემებზე
და ვიტყვი იმას, რომ დღევანდელი ეპოქა ნიჰილისტური ფილოსოფიის გავლენის ქვეშ არის
მოქცეული. დღეს მსოფლიოში პოპულარობა ჰპოვა ლიბერალიზმმა, რომელსაც აქვს რა
თქმა უნდა ძალიან ბევრი კარგი მხარე, მაგრამ ჩემი აზრით, ამასთან ერთად არსებობს
უარყოფითიც. ეს მდგომარეობს იმაში, რომ ამ იდეოლოგიამ საზოგადოებაში მოხსნა ბევრი
ზეწოლის მომხდენი კულტურული თუ ზნეობრივი ფაქტორი. ამან გამოიწვია ის, რომ
ადამიანთა ნაწილს ჩამოუყალიბდა აბსოლუტური თავისუფლება. იბადება უკვე
რადიკალურად სუბიექტური მორალი, რომელიც არსებობის უფლებას ითხოვს.
თანამედროვე საზოგადოებაში ასეთმა ამორალურმა და ნიჰილისტური გავლენის მქონე
აზრმა უკვე მოიპოვა ყურადღება ორი კვირის წინ. იაგო ხვიჩიამ , პოლიტიკური პარტია
„გირჩის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, განაცხადა, რომ არასრულწლოვნის გამოსახულების
შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, არ უნდა იყოს დასჯადი, პირიქით
მისი თქმით ეს კანონი სიგიჟეა. საბედნიეროდ, ქართულ და საერთოდ მსოფლიო
საზოგადოებაში არსებობს მორალი, რომელზეც დიდი გავლენა ქრისტიანობას აქვს
დაკავებული და ყველაფერი ამგვარი ვერ პოვებს ჯერჯერობით პოპულარიზაციას . უარეს
შემთხვევაში კი, როცა საზოგადოება მიეჩვევა და მისთვის სრულიად მისაღები გახდება
ნიჰილისტური მსოფლმხედველობა, მისი პრაქტიკული შედეგი იქნება ვოლუნტარიზმი –
თვითნებობა და განუკითხაობა. არავის არაფერი ეკისრება, ვისაც რა სურს, ის აკეთოს. უკვე
აღარ არსებობს, თუნდაც ნიჰილისტების თქმით ის ილუზიური ობიექტური კრიტერიუმები,
რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა ვინმეს ქმედების განსჯა და შეფასება.

ნამდვილად შესაძლებელია ის, რომ ღმერთი, ობიექტური ჭეშმარიტების საზომი ამ


სამყაროსი, არ არსებობდეს. ადამიანები უსუსური არსებები ვართ უზარმაზარ სამყაროში .
შეიძლება არ არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არ იძლევა
ნიჰილიზმის საფუძველს. საბედნიეროდ, არსებობს ადამიანთა შორისი ურთიერთობები ,
არსებობს ხელოვნება, ისეთი რაღაცები, რაც ჩვენნაირ გონიერ არსებებს სიამოვნებას გვრის
და სიცოცხლის ხალისს უჩენს. თუნდაც ზნეობრივი ობიექტური მორალი უბრალოდ
ადამიანთა დადგენილი ილუზია იყოს, იგი სრულიად რაციონალურად ჩამოყალიბდა
ათასწლეულების განმავლობაში და აუცილებელია რამ არის. მისი არ არსებობა
კაცობრიობას კარგს არაფერს არ მოუტანს. არ დაიბადება და ფორმირდება ნიცშეს
ფიქრებში წარმოდგენილი ზეკაცი, ვფიქრობ, ეს ყველაფერი უბრალოდ უტოპიაა და მეტი
არაფერი.

You might also like