Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ალბათ ყველა ვთანხმდებით,რომ მე–20 და 21–ე საუკუნეები ყველა სხვა საუკუნისგან

ძალიან განსხვავდება.ყველა სფერო,ყველა დარგი და ყველაფერი რაც არსებობდა ,დღეს


სახეცვლილი და განსხვავებულია.ადამიანები, ევოლუციასთან ერთად,მაქსიმალურად
ცდილობდნენ ყველაფრის იდეალურთან მიახლოვებას.შეგვიძლია ვთქვათ ,რომ ბევრ
საკითხში ეს ასეც მოხდა,მაგრამ ბევრიც ან ვერ განვითარდა ან პირიქით უკუსვლა
იწყო.ერთ–ერთი ისეთ საკითხთად,რომელიც ასე თუ ისე გაუმჯობესდა და ფასეული
გახდა,არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და განათლება.შ .შ .მ
პირები ყველა ეპოქაში დაჩაგრულები უყვნენ და მათ ადამიანებად არ მიიჩნევდნენ .მათი
სიცოცხლე თავიდანვე ხანმოკლე და განწირული იყო.თუმცა ბოლო ორი საუკუნეა,მათ
უფლებები წინა პლანზე წამოვიდა და ჩვეულებრივი ადამიანის უფლებებს
გაუსწორდა.მათი განათლებაც სახელმწიფოოთა უმრავლესობისთვის პრივილეგას
წარმოაგდენს.ამის გამო შემუშავდა ე.წ ინკლუზიური განათლების სისტემა,რომელიც შ .შ .მ
პირებს საშუალებს აძლევს,რომ მიიღონ მონაწილეობა იმ ზოგადსაგანმანათლებო
პროცესებში,რომელიც ადამიანების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია . მაგრამ
საზოგადოების ნაწილი,და უმეტესად მშობლები,თვლიან,რომ ასეთი სახის სწავლება
დისკომფორტის შემქმნელი შეიძლება აღმოჩნდეს მათი შვილებისთვის და ამან შეიძლება
გამოიწვიოს სწავლების ხარისხის გაუარესება.მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას და
ვფიქრობ,რომ ინკლუზიური განათლება აუცილებელია.

პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ მსოფლიოს უახლეს ისტორიაში უამრავი


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი ყოფილა წარმატებული,განათლებული
და ხალხისთვის მისაბაძი მაგალითი.ინკლუზიური განათლება კი ასეთი ადამიანების
მომრავლებას ხელს უწყობს.“როგორც ჩანს,ცხოვრება ძალიან რთული ჩანს,თუმცა
ყოველთვის არსებობს რაღაც ,რაც შეგიძლია გააკეთო და წარმატებასაც სწორედ ასე
მიაღწიო“–ეს სიტყვები ეკუთვის სტივენ ჰოკინგს,გამოჩენილ ასტროფიზიკოსსა და
ფიზიკოსს.ის იყო ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული შ.შ.მ პირი,რომელმაც უდიდესი
როლი ითამაშა კაცობრიობის განვითარებაში.ის უამრავი ადამიანის კერპია.სწორედ მან
დაუმტკიცა მსოფლიოს,რომ შეზღუდული შესაძლებლობები ადამიანს ხელს არ უშლის
წარმატების მიღწევაში,რადგან,როგორც მან თქვა,ყოველთვის არსებობს რაღაც ,რაც
შეგიძლია გააკეთო.

საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს ის სტიგმა,რომ თითქოს შ.შ.მ პირებს არ შესწევთ


ძალა განათლების მიღებისათვის.მშობლების ნაწილი ფიქრობს,რომ ასეთი ადამიანები
შეიძლება მათი შვილებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.გასაგებია ეს
ყველაფერი,გამომდინარე იქედან,რომ განსხვავებულები ყოველთვის გარიყულნი იყვნენ
საზოგადოებისგან,თუმცა ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს,რომ მათაც შეუძლიათ რაიმე
სფეროში სახელის მოხვეჭა და წარმატების მიღწევა,რა თქმა უნდა დახმარებითა და
ხელშეწყობით.ამის კარგი მაგალითი,ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მომღერალი
კრის ბურკია,რომელიც დაუნის სინდრომითაა დაავადებული.ამ ფაქტმა მას ხელი არ
შეუშალა და მისი მიზნის განსახორციელებლად უდიდესი შრომა გაიღო.მან მონაწილეობა
მიიღო სწორედ ინკლუზიური სწავლებაში და თავიდანვე ჰქონდა შეხება
საზოგადოებასთან და ჩართული იყო სხვადასხვა პროგრამაში.ამან მას მისცა მუხტი და
ბიძგი გამხდარიყო მსახიობი.მან დაამტკიცა,რომ 47 ქრომოსომა ხელს არ უშლის
ადამიანს განათლების მიღებასა და ხალხთან ურთიერთობაში.

საბოლოოდ მე ვფიქრობ,რომ ინკლუზიური განათლება უმნიშვნელოვანესია


ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც კი,რადგან მათ უნდა ისწავლონ ურთიერთობა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან.ჩემი აზრით,ის ფაქტი,რომ მშობლები
ამის წინააღმდეგი არიან არასწორია,თუმცა მესმის მათი,რადგან განსხვავებულობა
ყოველთვის შიშს გვრიდა საზოგადოებას.

You might also like