თეორიული მასალა განახლებული

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

თეორია

 აქტივების კლება წყაროა თუ გამოყენება ? - წყარო


 გამოყენებაში აქტივების ზრდა აისახება თუ კლება ? - აქტივების ზრდა
 ფონდების მოძრაობის ანგარიშგების ანალიზი ცვლილებას ასახავს პერიოდებს
შორის თუ არა ? - კი სწორია
 ფინანსური კოეფიციენტების შედარების დროს, როდესაც ვადარებთ კონკურენტ
კომპანიას გარე შედარებაა ? - კი
 ინდექსური ანალიზის დროს საბაზისო წელს 100%-ს ვიღებთ თუ არა ? - კი
( სტრუქტურულის დროს მთლიანი აქტივები არის 100% და ცალ-ცალკე მუხლები
არის ამ 100% შედარებული, ანუ ფული შედარებული მთლიან აქტივებთან ან
მოთხოვნები შედარებული მთლიან აქტივებთან)
 მიმდინარე კოეფიციენტი როდესაც არის 2 ტოლი კომპანია პრობლემას განიცდის
თუ არა ? - არა, რადგანაც 1-ზე მეტია
 ხარჯების სტრუქტურა სად აისახება , ბალანსში თუ მოგება-ზარალის უწყისში ? -
მოგება-ზარალის უწყისში
 ფონდების მოძრაობის უწყისში, როდესაც უწყისს ვაკეთებთ, იმისათვის რომ
სრული სურათი დავინახოთ გვჭირდება თუ არა ინფორმაცია ცვეთაზე,
ამორტიზაციასა და დივიდენდებზე ? - კი
 ლიკვიდური ფასიანი ქაღალდების გაყიდვა წყაროა ? - წყაროა
 მარაგების ზრდა და დებიტორული დავალიანების ზრდა :
ა) საოპერაციო საქმიანობა
ბ) საინვესტიციო
გ) საფინანსო
 მარაგების ზრდა გამოყენებაა თუ წყარო ? - გამოყენება
 აქციები რომ გამოვუშვათ, საოპერაციო საქმიანობაა თუ საფინანსო ? - საფინანსო
 ლიკვიდურობის კოეფიციენტი მთლიანი ვალდებულების გადახდის უნარიანობას
ზომავს თუ ის დაფარვის კოეფიციენტია ? - დაფარვის კოეფიციენტია
(ლიკვიდურობის კოეფიციენტი ზომავს მოკლევადიანი ვალდებულების გადახდის
უნარიანობას)
 ლიკვიდურობა არის აქტივების უნარი რთულად გადაიქცეს ნაღდ ფულად
მნიშვნელოვანი დანაკარგებით ? - არა
 ინდექსირებული და სტრუქტურული ანალიზი მენეჯერს აძლევს შესაძლებლობას
შეაფასოს კომპანიის მდგომარეობა, სიჯანსაღე, ფინანსური შედეგები ? - კი
 მჟავა ტესტი დაფარვის კოეფიციენტს განეკუთვნება ? - არა, ლიკვიდურობისას
განეკუთვნება
 დაფარვის კოეფიციენტი რას ზომავს :
ა) კომპანიას როგორ შეუძლია გადაიხადოს ხელფასი
ბ) როგორ შეუძლია გადაიხადოს ბიუჯეტის გადასახადები
გ) როგორ შეუძლია გადაიხადოს ვალი
 საბაზისო წლისთვის თუ გვექნება რომელიმე მაჩვენებელი 100%, როგორი ტიპის
ანალიზზე გვაქვს საუბარი ?
ა) სტრუქტურული
ბ) ტენდენციური
გ) ინდექსური
 ბალანსის მუხლი რომელი არ არის ?
ა) მარაგი
ბ) გრძელვადიანი სესხი
გ) გადასახადი
დ) ფიქსირებული აქტივი
 ფინანსური კოეფიციენტის შიდა შედარება გულისხმობს კონკურენტების
მაჩვენებელთან შემოწმებას, ფინანსთა სამინისტროს შემოწმებას, ინდუსტრიის
საშუალოს თუ ფირმის წინა წლის მაჩვენებელთან ? - ფირმის წინა წლის
მაჩვენებელთან
 რა არის ფულის ბიუჯეტი :
ა) კომპანიის გაყიდვების გეგმაა
ბ) ინვესტიციების გეგმაა
გ) მომავალი ფულადების ნაკადების პროგნოზი
 მოკლევადიანი სესხი უფრო ხარჯიანია თუ გრძელვადიანი ? - გრძელვადიანი
 ფინანსური კოეფიციენტის მომგებიანობას რომელი არ ასახავს ?
ა) წმინდა მოგების მარჟა
ბ) უკუგება აქტივებზე
გ) სწრაფი კოეფიციენტი
 მთლიანი აქტივების ბრუნვის კოეფიციენტი გაიზრდება თუ კომპანიის აქტივებს
გავზრდით ? - არა
 როგორ გამოიანგარიშება მთლიანი აქტივების ბრუნვის კოეფიციენტი ? -
გაყიდვები / მთლიან აქტივებთან
 ვთქვათ ჩვენი ვალდებულების კაპიტალთან შეფარდების კოეფიციენტი არის 1,9 იმ
დროს, როდესაც სხვა კომპანიების მაჩვენებელი არის 1,2 , როგორ ფიქრობთ ჩვენს
კომპანიას უკეთესი მაჩვენებელი აქვს თუ უარესი ? - ჩვენს კომპანიას უფრო მაღალი
რისკის მაჩვენებელი აქვს , ამიტომ უარესი
 ფულადი სახსრების მიმოქცევა მოიცავს შემდეგ 3 კომპონენტს : საოპერაციო
აქტივობა, საფინანსო აქტივობა, საინვესტიციო აქტივობა ? - კი
 ფულადი ნაკადების მოძრაობა მოიცავს სრული შემოსავლის ანგარიშგების
კომპონენტს ? - არა
 ფულადი ნაკადების მიმოქცევა მოიცავს კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგებას ? - არა
 თუ კომპანიამ გადააფასა თავისი აქტივები და ააფასა გრძელვადიანი აქტივი, წყარო
გადააჭარბებს გამოყენებას ? - არა , წყარო ყოველთვის უდრის გამოყენებას, თუ
განსხვავებაა მათ შორის, ესეიგი შეცდომაა
 Cash Flow ფულადი ნაკადების მომზადებისას ჩვენ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ
პირდაპირი მეთოდით და ირიბი მეთოდით, სწორია თუ არა ? - კი
 აქტივები რომ გავყიდოთ საოპერაციო საქმიანობაა თუ საინვესტიციო ? -
საინვესტიციო
 ნაღდი ფულის შემცირება, იგივე აქტივის შემცირება, ფონდების წყაროა თუ
გამოყენება ? - წყარო
 რა არის ფონდი ?
ა) ნაღდი ფული
ბ) კაპიტალი
გ) ინვესტიცია და მოთხოვნა ასეთი ინვესტიციების მიმართ
 გრძელვადიანი აქტივები რომ გავყიდოთ და ვიყიდოთ, საინვესტიციო საქმიანობაა
თუ საოპერაციო ? - საინვესტიციო
 ბანკიდან რომ ავიღოთ სესხი და რაღაც პერიოდში დავფაროთ, საფინანსო
აქტივობაა თუ საინვესტიციო ? - საფინანსო
 გადახდილი დივიდენდი საინვესტიციოა თუ საფინანსო ? - საფინანსო
 მიღებული დივიდენდი საინვესტიციოა, საფინანსო თუ საოპერაციო ? - საოპერაციო
 საბრუნავი კაპიტალი მოკლევადიანი აქტივია თუ გრძელვადიანი ? - მოკლევადიანი
 გარე პროგნოზირებას გაყიდვების რომელი მიეკუთვნება ?
ა) როდესაც ანალიზს ვაკეთებთ გაყიდვების სხვადასხვა პროდუქტის მიხედვით
ბ) როდესაც საერთო პროგნოზს ვაკეთებთ ჩვენი გაყიდული პროდუქტების
გ) ბაზრის წილის პროგნოზირება გვაინტერესებს არსებული და ახალი
პროდუქტებით
 ფულის ბიუჯეტი ეხმარება მენეჯერს განსაზღვროს ფულადი საჭიროებები ? - კი
------ ლიკვიდურობის კონტროლი რომ განახორციელოს ? - კი
 ფულის ბიუჯეტი არ ეხმარება კომპანიას გამოავლინოს გაყიდვების ტენდენციები? -
კი
 ფონდების ანგარიშგება რომ იყოს სრულყოფილი ჩვენ გვჭირდება ინფორმაცია
წმინდა ფიქსირებული ატივებისა და გაუნაწილებელი მოგების შესახებ ? - კი
 მთლიანი სესხის შეფარდება კაპიტალთან რაც უფრო ნაკლები არის, ფირმისთვის
რისკი მაღალი არის თუ დაბალი ? - დაბალი
 მიმდინარე კოეფიციენტს გააუმჯობესებს მოკლევადიანი სესხის აღება დამატებითი
გრძელვადიანი აქტივის შესაძენად თუ არა ? - არა
 ნაღდი ფულის ბიუჯეტი არის კომპანიის სამომავლო ფულადი შემოსავლების და
გასავლების გეგმა ? - კი
 ჩვენ რომ ვიყიდოთ ნიკორას ფასიანი ქაღალდი, საოპერაციო აქტივობაა თუ
საინვესტიციო ? - საინვესტიციო
 გაყიდვების შიდა პროგნოზირებას რომელი მიეკუთვნება ?
ა) ცალკეული პროდუქტების გაყიდვების პროგნოზი
ბ) ეკონომისტების მიერ შესწავლილი არის მაკროეკონომიკური ფაქტორები
გ) ბაზრის წილის დადგენის მიხედვით გაანალიზებულია პროდუქტების გაყიდვა
 ჩვენ როდესაც გავყიდით ნაყიდ ფასიან ქაღალდს ეს იქნება საფინანსო,
საინვესტიციო თუ საფინანსო აქტივობა ? - საინვესტიციო
 მიწის ყიდვა საინვესტიციოა თუ საფინანსო ? - საინვესტიციო
 მარაგების შემცირება იქნება საფინანსო, საინვესტიციო თუ საფინანსო აქტივობა ? -
საოპერაციო
 საკუთარი ფასიანი ქაღალდის გამოშვება იქნება საფინანსო, საინვესტიციო თუ
საფინანსო აქტივობა ? - საფინანსო
 საკუთარი აქციის გამოშვება იქნება საფინანსო, საინვესტიციო თუ საფინანსო
აქტივობა ? - საფინანსო
 სხვისი აქციის ყიდვა იქნება საფინანსო, საინვესტიციო თუ საფინანსო აქტივობა ? -
საინვესტიციო
 სესხის აღება იქნება საფინანსო, საინვესტიციო თუ საფინანსო აქტივობა ? -
საფინანსო
 ცვეთა - საოპერაციო
 კომპანიას მეტი სესხის აღებით შეუძლია გააუმჯობესოს თავისი ვალდებულებების
მთლიან აქტივებთან შეფარდების კოეფიციენტი ? - არა , შეუძლია მხოლოდ
ჩვეულებრივი აქციის გაყიდვის შემთხვევაში
 თუ ჩვენ გამოვიყენებთ გრძელვადიან სესხს მოკლევადიანი საჭიროებების
დასაკმაყოფილებლად, შეიძლება რომ კომპანია არაეფექტური აღმოჩნდეს ? - კი
 როდესაც შიდა შედარება გვაქვს კომპანიის მონაცემებს ვადარებთ წლების
მიხედვით თუ კონკურენტის მონაცემებს ? - კომპანიის
 მოკლევადიანი კრედიტები რომ შემცირდეს, ანუ მაგალითად კომპანიას კრედიტი
ჰქონდა 50 ათასი, ხოლო ახლა აქვს 5 ათასი კრედიტი , ამ შემთხვევაში დაფარვის
კოეფიციენტი იზრდება თუ მცირდება ? - გაიზრდება
 მომგებიანობის კოეფიციენტს სწრაფი კოეფიციენტი მიეკუთვნება ? - არა
 ინდექსურის დროს რომელიმე მუხლს რამესთან ვაფარდებთ ? - არა
 მარაგები რომ შემცირდეს მჟავა ტესტი გაიზრდება თუ შემცირდება ? - გაიზრდება
 სტრუქტურული და ინდექსური ანალიზის შედეგად შეგვიძლია კომპანიის
ტენდენციები დავიჭიროთ სხვადასხვა მუხლის მიხედვით ? - კი
 დებიტორული მოთხოვნების ბრუნვა რა ტიპის კოეფიციენტია ? - აქტიურობა
 როგორი მეთოდებით შეგვიძლია გავაკეთოთ ფულის მოძრაობის უწყისი ? -
პირდაპირი და არაპირდაპირი(ირიბი) მეთოდებით
 როდესაც გვაქვს ბალანსი მოცემული, შეგვიძლია თუ არა არაპირდაპირი მეთოდით
ფულადი სახსრების მოძრაობის, იგივე მიმოქცევის უწყისის მომზადება ? - კი
 საჭიროა თუ არა ბალანსი არაპირდაპირი მეთოდისთვის ? - კი
 პროცენტების გადახდა საფინანსო თუ საოპერაციო აქტივობაა ? - საოპერაციო,
ხოლო სესხს თუ მთლიანად ვფარავთ საფინანსო
 გამოყენებაში აქტივების ზრდა არის თუ კლება ? - ზრდა
 ფულადი სახსრების მიმოქცევის რამდენი მეთოდი არსებობს, 2 თუ 3 ? – 2
(პირდაპირი და არაპირდაპირი)
 პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდით როდესაც ვაკეთებთ ფულადი სახსრების
მიმოქცევას, განსხვავება რომელ ნაწილში გვაქვს ?
ა) საოპერაციოში
ბ) საინვესტიციოში
გ) საფინანსოში
 როდესაც წყაროსა და გამოყენებას ვაკეთებთ 2 წელს ვადარებთ ერთმანეთს, თუ 1
წლის მონაცემებს ვიყენებთ ? – 2 წლის მონაცემებს
 არსებობს თუ არა ხარჯიანობის ფინანსური კოეფიციენტი ? - არა, არსებობს
მხოლოდ 5 კოეფიციენტი (ლიკვიდურობა, მომგებიანობა, დაფარვა, ლევერიჯი და
აქტიურობა)
 მოცემულია თუ არა ბალანსში მარაგების მუხლი ? - კი
მოცემულია თუ არა ბალანსში სესხებისა და ვალდებულების მუხლი ? - კი
მოცემულია თუ არა ბალანსში სხვა მოკლევადიანი აქტივების მუხლი ? - კი
მოცემულია თუ არა ბალანსში გადასახადები ? - არა, ეს არის მოგება-ზარალი
მოცემულია თუ არა ბალანსში შემოსავლები ? - არა
 სესხის კაპიტალთან შეფარდება რაც უფრო დაბალია, ფინანსური რისკი ნაკლები
იქნება, რადგან კაპიტალის მაჩვენებელი უფრო მეტია ვიდრე სესხი
 დაფარვის კოეფიციენტი რას ზომავს, დივიდენდების დაფარვას თუ ვალის
მომსახურების დაფარვას ? - ვალის დაფარვას
 ფულის ბიუჯეტი გვეხმარება გაყიდვების ტენდენციის დადგენაში ? - არა, ფულის
ბიუჯეტი არის ნაკადების პროგნოზი
 ლიკვიდური ფასიანი ქაღალდების შეძენა ფულადი ნაკადების მოძრაობის
საინვესტიციო საქმიანობას განეკუთვნება ? - საინვესტიციო
 ფიქსირებული აქტივები რომ გაიზარდოს, წმინდა მოგების მარჟა გაიზრდება თუ
შემცირდება ? - არ იცვლება
 მიმდინარე კოეფიციენტის შეფარდება როდესაც არის 2/1, ამ შემთხვევაში კომპანიას
პრობლემები აქვს თუ არა ? - არა, (ჯანსაღი კომპანია არის, როდესაც მისი
მიმდინარე კოეფიციენტი არის 1-ზე მეტი)
 გარე შედარებისას კომპანია საკუთარ თავს ადარებს წლების მიხედვით, თუ სხვა
კომპანიას? - სხვა კომპანიას
 ფინანსური ანალიზის მიზანი არის კომპანიის რისკების ანალიზი, ან ფონდების
საჭიროების განსაზღვრა ? - კი
 სხვა სრული სრული შემოსავლის ანგარიშგება, ასეთი ფულადი სახსრების
კომპონენტი გვაქვს ? - არა
 შეიძლება რომ ფონდების წყარო გამოყენების ტოლი არ იყოს ? - არა
 ფულის ზრდა გამოყენებაა თუ წყარო ? - გამოყენება
 კრედიტორული დავალიანების ზრდა საოპერაციო საქმიანობაა თუ საფინანსო ? -
საოპერაციო
 სტრუქტურული ანალიზის დროს საბაზისო წელი 100% გვაქვს ? - არა
 ინდექსური ანალიზის დროს ყველა მუხლი ანალიზდება მთლიან აქტივებთან,
მთლიან გაყიდვებთან, შემოსავლებთან პროცენტულ დამოკიდებულებაში ? - არა
 გარე შედარება გულისხმობს ფინანსური კოეფიციენტის შედარებას ფირმის წინა
წლის მაჩვენებელთან ? - არა
 თუ ვალის შეფარდება კაპიტალთან გვაქვს 2 და ინდუსტრიის საშუალო არის 1 ეს
ნიშნავს რომ კომპანიას მაღალი ფინანსური რისკი აქვს ? - კი
 აქციები რომ გავყიდოთ, ვალდებულების აქტივებთან შეფარდების კოეფიციენტი
გაუმჯობესდება თუ გაუარესდება ? - გაუმჯობესდება
 არაპირდაპირი მეთოდით ფულადი სახსრების მიმოქცევა რომ გავაკეთოთ
გვჭირდება მოგება-ზარალი და ბალანსი (2 წლის გვაინტერესებს, წინასა და
მიმდინარესი)
 გვაქვს თუ არა ინფორმაცია სესხება-გასესხებაზე საფინანსოში ? - კი
 გვაქვს თუ არა ინფორმაცია წმინდა მოგებასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებთან
საოპერაციოში(გაყიდვები, შესყიდვები, ხარჯები) ? - კი
 სესხება-გასესხება (საფინანსო)
გრძელვადიანი აქტივების ყიდვა-გაყიდვა (საინვესტიციო)
წმინდა მოგება (საოპერაციო)
 ფონდი არ არის ნაღდი ფული, იგი არის მთლიანი ინვესტიცია და ასახავს ბალანსს,
ხოლო ბალანსი არის (აქტივი = კაპიტალს + ვალდებულება)
 ფულადი სახსრების ბიუჯეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაყიდვები ? - კი
 დივიდენდების გადახდისთვის აუცილებელია ფულადი სახსრების შესახებ
ინფორმაცია რომ გვქონდეს ? - კი
 გაყიდვების გარე პროგნოზირებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენთვის ბაზრის
მდგომარეობის შეფასება ? - კი , შიდას შემთხვევაში არაა მნიშვნელოვანი
 კომპანიისთვის საოპერაციო საქმიანობაში დადებითი ბალანსი უნდა იყოს თუ
უარყოფითი ? - დადებითი
 როდესაც კომპანია ფართოვდება :
საოპერაციოში უნდა იყოს დადებითი
საინვესტიციოში უარყოფითი
ფინანსურში შეიძლება იყოს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი
 აქტივი იზრდება - გამოყენება
აქტივი მცირდება - წყარო
ვალდებულება იზრდება - წყარო
ვალდებულება მცირდება - გამოყენება
 Ebit – მოგება საპროცენტო ხარჯამდე და გადასახადებამდე
Ebitda - მოგება საპროცენტო ხარჯებამდე, გადასახადებამდე და ცვეთამდე

You might also like