განთიადი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

„განთიადი

აკაკი წერეთელის ლექსის „განთიადის“ მიმოხილვა და შემაჯამებელ


გაანალიზება.

„განთიადი“
მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;
მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს
თავდადებულის საფლავსა.

დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა მტრისასა…

მთაწმინდა გულში იხუტებს


საშვილიშვილო სამარეს,
მამადავითსა ავედრებს,
აბარებს ქვეყნის მოყვარეს…

მგოსანი გრძნობამორევით
თვალს ავლებს არემარესა.
და გულის-პასუხს ნარნარად
უმღერის ტურფა მხარესა:

“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო!…

“ვერ ავიტანე ობლობა,


სისხლის ცრემლები ვღვარეო;
წამძლია სულმა და გულმა,
შენს ნახვას დავეჩქარეო.
წინ მომეგებენ ღიმილით
შენი მზე, შენი მთვარეო,
გუნდი და გუნდი ვარსკვლავი,
მოკაშკაშ-მოელვარეო.

გულში იფეთქა სიამემ,


სევდები უკუვყარეო, -
ია და ვარდი დამჭკნარი
ხელახლად გამიხარეო!…

ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
სულის ჩამდგმელო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო!…

ნურც მკვდარს გამწირავ,


ნურც ცოცხალს,
ზე კალთა დამაფარეო…
და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს,
ანდერძი დავიბარეო:

“დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:


შენს მიწას მიმაბარეო!…
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო!”
ლექსი „განთიადი“ აკაკი წერეთლის შემოქმედებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ნაწარმოებია. მისი შინაარსიდან გამომდინარე, მუმლისა და მამულიშვილის
ურთიერთობის თემა მთავარია, მითუმეტეს ცნობილია, რომ ეს აზრი აკაკის თითქმის
ყველა ნაწარმოებშია ჩადებული, იქნება ის პროზა თუ პოეზია. მაგ. „სულიკო“, „ბაში-
აჩუკი“. მისთვის „ . . . ხატია სამშობლო,

სახატე-მთელი ქვეყანა

და რომ ვიწვოდე, ვდენებოდე

არ შემიძლია მეც, განა?“

ლექსში „განთიადი“ პოეტი გამოხატავს მამულის მადლიერებას მისთვის


თავდადებული შვილის მიმართ. დადუმებული მთაწმინდა სევდიანად დაჰყურებს
ქვეყნისთვის თავდადებულის საფლავს, მდინარე ნანას უმღერის მტრისადმი ურჩ
რაინდს და ცისკვრის ვარსკვლავი გვამცნობს ახალი გმირის დაბადებას.
სამშობლოსათვის კიდევ ერთ შეწირულ გმირს მამა დავითი ავედრებს უფალს, რათა
უკვდავ მამულიშვილებთან ერთად დაუმკვიდროს მას ცათა სასუფეველი, რადგანაც
მამულისადმი სიყვარული და თავ განწირვა უწმინდესია, რაც კი არსებობს
დედამიწაზე „დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა მტრისასა…

მთაწმინდა გულში იხუტებს


საშვილიშვილო სამარეს,
მამადავითსა ავედრებს,
აბარებს ქვეყნის მოყვარეს…“

ლექსის ლირიკული გმირი ის მამულიშვილია, რომელიც სხვადასხვა მიზეზთა


გამო დროებით მოცილებული იყო მშობლიურ მხარეს და ახლა იგი უბრუნდება და
უდიდესი სიყვარულის გრძნობით აღსავსე, ნარნარად უმღერის თავის „ცა-ფირუზ“
და „ხმელეთ-ზურმუხტ“ სამშობლოს. მშობლიურ მიწას მოცილებული იგი ობლად და
სნეულად გრძნობდა თავს, და ახლა როცა ბრუნდება სამშობლოში, ყველა დარდი და
ვარამი, გაჭირვება შორს დარჩა. „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო!…

ვერ ავიტანე ობლობა,


სისხლის ცრემლები ვღვარეო;
წამძლია სულმა და გულმა,
შენს ნახვას დავეჩქარეო.“

მისთვის საქართველოს მზე, მთვარე და ვარსკვლავები სულ სხვანაირად ანათებს და


ათბობს. ხვდება, რომ იგი სრულად ეკუთვნის თავის ქვეყანას, ცოცხალიც და
მკვდარიც. მისთვის გულზე დაყრილი მშობლიური მიწაც კი ღვთიური კურთხევაა.
ამიტო შეჰღაღადებს, რომ როცა მისი დრო მოვა, უნდა რომ მშობლიურმა მიწამ
მიიბაროს მისი გულიც და სხეულიც, ხოლო მისმა სულმქა ზეციურ სასუფეველში
განისვენოს სხვა მამულიშვილთა შორის. „და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს,
ანდერძი დავიბარეო:

დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:


შენს მიწას მიმაბარეო!…“

არსებობსმოსაზრება რომ, აკაკი წერეთელმა „განთიადი“ მე-19 საუკუნის


გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტს, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის დიმიტრი
ყიფიანის ( 1814 -1887 ) ხსოვნას მიუძღვნა.

„დიმიტრი ყიფიანი გაბედულად იბრძოდა მეფის ხელისულების გამარუსებელი


პოლიტიკის წინააღმდეგ, რის გამოც იგი სტავროპოლში გადაასახლეს და
ვერაგულად (მძინარე) მოკლეს.

თნამედროვეები იგონებენ: „ქართველ მოღვაწეთა შორის აკაკი განსაკუთრებულ


პატივს სცემდა დიმიტრი ყიფიანს და მის ხსოვნას. ამან დააწერინა „განთიადი“;
„მტრის ურჩი რაინდი“ არის დიმიტრი ყიფიანი, რომლის ნეშტი დაკრაძალულია
მტაწმინდაზე. ეს პირდაპირ ვერ თქვა აკაკიმ იმიტომ, რომ იმ დროს მისი ხსენება
აკრძალული იყო, როგორც პოლიტიკური დამნაშავისა““
„დიმიტრის დასაფლავებაზე მან წარმოთქვა თავისი ლექი „განთიადი“. ამ ლექსის
კითხვის დროს აკაკი გული აუდუღდა, ცრემლები წასკა თვალთაგან და ტირილიით
გაათავა ლექსი“

აღსანიშნავია ისიც, რომ ლექსი გამოირჩევა მაღალმხატრულობით და


გამომხათველობის უზადო ენით. ნაწარმოების ენა უაღრესად შთამბეჭდავი,
მდიდარი და ამავე დროს, მეტად სადა და მელოდიურია. მასში ჭარბადაა
გამოყენებული სხვადასხვა მხატვრული ხერხი, როგორიცაა შედარება, მეტაფორა და
გაპიროვნება, რის თვალსაჩინო დადასტურებაცაა ზემოთ მოყვანილი სტროფები.

Niko lortqifanizis mona

Heminguei moxuci a zgva

Garsiamarkesi martoobis asi weli

Kodi: Kw6D_R

You might also like