ჩაპლინი მაწანწალა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ალბათ, ყველაზე მეტი ბანალური თემა თუ რეფერატი ამ ადამიანის შესახებ გაქვთ

წაკითხული. ჩემიც ერთ-ერთი მათგანი იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ის იყო გენიოსი. მისი
შემოქმედება საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო მაშინაც , როდესაც იქმნებოდა , და
ახლაც. ალბათ, ყველა ასპექტში და ჭრილშია განხილული მისი ყველა ფილმი. ამიტომ არ
მგონია, რომ სტუდენტებისგან მის შესახებ ბევრი განსხვავებული აზრი გქონდეთ
მოსმენილი. ჩაპლინი ყველას უყვარს. დარწმუნებული ვარ, არ მოიძებნება ადამიანი ,
ვისაც უნახავს მისი ფილმები და არ მოწონებია. თუმცა, მე პირადად კიტონის გენერალი
ჩაპლინის ყველა ფილმს მირჩევნია. ამ ადამიანებს ჰქონდათ საოცარი უნარი ,
ტრაგედიისა და კომედიის გაერთიანებისა. ჩარლის ბევრი დასამახსოვრებელი როლი
აქვს შექმნილი, მაგრამ მათ შორის აშკარად გამოირჩევა მაწანწალა . ეს პერსონაჟი
პირველად 1914 წლის ფილმში, „საბავშვო ავტორბოლა“, ჩნდება. როგორც ჩანს,
ჩარლისაც და მაყურებელსაც მოეწონათ იგი. ამიტომ ეს პერსონაჟი კიდევ არაერთხელ
გამოჩნდა ეკრანზე. ჩაპლინმა მალევე გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმიც , მაგრამ ,
სიმართლე გითხრათ, იგი მე დიდად არ მიყვარს. თუმცა მიყვარს The Kid, Gold Rush, City
lights...

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ უყურებ ცხოვრებას, რა


დამოკიდებულებით ხვდები ნებისმიერ დადებით თუ უარყოფით მოვლენას . ამ ფილმებში
გარდა იმ ემოციური მრავალფეროვნებისა , სწორედ ამ მომენტს ვაფასებ - ჩაპლინს
შეუძლია გაგაცინოს ტრაგედიაზე. შეიძლება, ცოტა არაადეკვატური იყოს, მაგრამ მინდა ,
ამასთან დაკავშირებით ერთი მაგალითი მოვიყვანო პირადი ცხოვრებიდან . ჩემი
მეგობრის ოჯახს ძალიან უჭირდა. საჭმელი არ ჰქონდათ, ბრინჯი იპოვეს კარადაში და
გაუხარდათ. გახსნეს ცელოფანი და ბრინჯი ჭიანი აღმოჩნდა. გამოაცალკევეს და
მოხარშვა რომ უნდა დაეწყოთ აღმოაჩინეს, რომ არც მარილი აქვთ, არც შაქარი.
უბრალოდ, მოხარშული ბრინჯი უნდა ეჭამათ. მოხარშნენ და დასხდნენ მაგიდასთან.
ჭამდნენ და უცებ აუტყდათ სიცილი - რა დღეში ვართ, ცარიელ მოხარშულ ბრინჯს ვჭამთო.
ჩემთვის ასეთი ქმედებები ყველაზე დიდი პატივისცემის ღირსია . მგონია , რომ
შეუძლებელია, ასეთ ადამიანებს გაუჭირდეთ. გარდა იმისა , რომ თავად არასოდეს
იქნებიან უბედურები, სხვებსაც მუდმივად აბედნიერებენ. ამიტომ არის ჩემთვის
მნიშვნელოვანი ჩაპლინიც. მის ფილმებში სწორედ ეს ჩანს - მატერიალური
შესაძლებლობების უგულებელყოფა და სხვების გაბედნიერების სურვილი . ახლა
ვფიქრობ და ვერ ვხვდები, რა შეიძლება დავამატო მიუხედავად იმისა, რომ თითქმის
არაფერი დამიწერია. თუმცა, მგონია, რომ ამაზე მნიშვნელოვანს ვერც ვიტყვი რამეს.
ამიტომ ასე მოულოდნელად დავასრულებ საუბარს.

You might also like