ფსიქო კინო

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

არ ვიცი, რამდენად სწორად გავიგე შესასრულებელი დავალება, მაგრამ ვეცდები ,

რაც გავიგე, იმის შესახებ გადმოვცე ჩემი აზრი. მოკლედ, მგონი, იმაზე უნდა ვისაუბრო,
არის თუ არა ფსიქოანალიზსა და კინოს შორის რაიმე კავშირი და თუ არის , როგორ
ვხედავ მე მას. ჩემი აზრით, ამ კავშირის არსებობაზე საუბარიც კი ზედმეტია , რის
დასტურადაც ისიც კი გამოდგება, რომ ჰარი პოტერის ფილმის გამოსვლის შემდეგ
არაერთი ბავშვი გადმოხტა ცოცხით ხელში გაფრენის ოცნებით, იმედითა თუ მიზნით .
გასაგებია, რომ ეს ძალიან მარტივი არგუმენტია, მით უმეტეს, იმასაც თუ
გავითვალისწინებთ, რომ ბავშვის ფსიქიკა არ არის ჩამოყალიბებული იმდენად , რომ
მასზე მარტივად არ შეგვეძლოს გავლენის მოხდენა. ამიტომ, მოდით, საუბარს ოდნავ
შორიდან დავიწყებ. ალბათ, ყველა ვყოფილვართ თეატრში (:დდდდდ ). ოდნავ უფრო
ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ ჩვენი თეატრში ყოფნის დროს, სცენაზე მდგომ ადამიანს
იმხელა მუხტი ჰქონოდა, დარბაზში „ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით“, ანუ
„მაყურებელი დაეჭირა“, თუმცა, ვიმედოვნებ ასეთი მომენტიც გვქონია. ალბათ, ცოტა
აიბენით და ვერ ხვდებით, რა შუაშია ეს ყველაფერი კინოსა და ფსიქოანალიზის
კავშირთან, რასაც ჩემი წინადადების უაზრო სიგრძემ და წყობამაც შეუწყო ხელი .
გეტყვით...

არცთუ ისე დიდი ხნის წინ პირველად ვნახე ფილმი „ლინკოლნი“, დენიელ დეი
ლიუისის შესრულებით. მანამდე მისი „There will be blood” (არ ვიცი რატომ, მაგრამ
„ნავთობი“ :დდ) მქონდა ნანახი და ვიცოდი, რომ საოცრებების მოხდენა შეეძლო.
სიმართლე გითხრათ, სწორედ მის გამო ვუყურე „ლინკოლნსაც“. ვუყურებ ფილმს და
ვხვდები, რომ არასოდეს დამმართნია ასეთი რამ (მართლა ოღონდ :დდდ) - ვუყურებ და
გაოცებას ვერ ვმალავ, რაამდენად რეალურადაა ზოგიერთი კადრი მაყურებლამდე
მოტანილი. დეკორაცია, კოსტიუმები, მსახიობების ოსტატობა (რიგითი როლის
შემსრულებლებისაც კი) და ყოველი ფრაზა, აბსოლუტურად ყველა პაუზა თუ ამოსუნთქვა .
რა თქმა უნდა, ყველა კადრი და ეპიზოდი ასეთი არ არის, მაგრამ მგონია , რომ ერთი
ასეთისთვისაც ღირს თუნდაც 3 საათიანი ფილმის ყურება. ცოტა ხანში კი დენიელ დეი
ლიუისი აკეთებს საოცრებას. ნუ, გასაგებია, რომ იგი ლინკოლნის როლშია და,
შესაბამისად, ფილმში რამდენჯერმე მოუწია სხდომაზე, ყრილობაზე თუ ისე , უბრალოდ ,
სიტყვით გამოსვლა. პირველი მის მიერ მოყოლილი „ანეკდოტის“ მოსმენისას მივხვდი ,
რომ დამერხა. არ ვიცი აბრაამ ლინკოლნს რამდენად შეეძლო ეგ ყველაფერი, მაგრამ
დენიელი სასწაულს სჩადის. ლაპარაკს იწყებს ურბილესი ტონით, მეტიც , არამხოლოდ
ტონი აქვს რბილი, სალაპარაკო თემაც - კურიოზული ისტორია მისი ცხოვრებიდან
(საკითხავია, რამდენადაა კურიოზული, მაგრამ იგი ასე ყვება, შესაბამისად , სხვებსაც ასე
ესმით და გულიანადაც იცინიან საკმაოდ დაძაბული მუხტის მიუხედავად ოთახში ). მას
შემდეგ, რაც ნახავს, რომ ხალხის გული მოიგო, გადადის საქმეზე. ასევე მშვიდად, მაგრამ
თუ აქამდე იატაკს ჩასჩერებოდა და მხოლოდ მომენტებში იხედებოდა ზემოთ, ახლა უკვე
უშუალოდ მსმენელებს უყურებს და მიმართავს. მორჩა, ჩაგითრია. აღარაფრის კეთება
შეგიძლია მისი მოსმენის გარდა. სუნთქვასაც კი იკავებ (მართლა) რომ არც ერთი სიტყვა
არ გამოგეპაროს არა იმიტომ, რომ ფილმში რამე არ დაგრჩეს გაუგებარი, ან არვიცი
კიდევ რა. უბრალოდ, სხვა გზა არ გაქვს. ამ ყველაფერს შეუცნობლად აკეთებ. ის კიდევ
ნელ-ნელა მიდის მთავარ სათქმელამდე, ნელ-ნელა იძაბება, ნელ-ნელა ეცვლება
სხეულის მდგომარეობა, სახე, მიმიკები, ჟესტები, ხმა... კულმინაცია... თვითონაც ხვდება,
რომ სიტუაციის განმუხტვაა საჭირო. გააზრებას გაცდის, თავადაც ეშვება , შენც გაძლევს
ამოსუნთქვის საშუალებას და შემდეგ ისევ აგრძელებს. მზერა ისევ იატაკისკენ , ტემბრი
ისევ უწყინარი და მშვიდი, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ცოტა ხანს გრძელდება ვიდრე
პირველ ჯერზე, ის მალევე იკრებს ძალებს (დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ რამეს უდიდესი
ენერგია სჭირდება) და კვლავ იძაბება. იძაბები შენც, ისევ გიმახვილდება ყურადღება და
ისევ მხოლოდ იმაზე ხარ კონცენტრირებული, რომ არაფერი გამოგეპაროს მისი
მოძრაობიდან თუ უძრაობიდან, ნათქვამიდან თუ არნათქვამიდან. შიგადაშიგ ისევ ურთავს
სხარტ, გონებამახვილ, კონტექსტუალურ ხუმრობას. შენც იცინი, მაგრამ მალევე იკავებ
თავს, რომ რამე არ გამოგრჩეს და საბოლოოდ ეს ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე
მიდის. მორჩა სცენა და მხოლოდ ამის შემდეგ იაზრებ რა ხდებოდა შენს თავს აქამდე . რა
თქმა უნდა, ეგრევე ახვევ და თავიდან უყურებ ეპიზოდს. აი, აქ მივხვდი, სინამდვილეში რას
აკეთებს დენიელ დეი ლიუისი. აქამდე რასაც ვყვებოდი, მხოლოდ ჩემი ემოციები თუ არ
ვიცი რა იყო, მაგრამ როდესაც მეორედ ვუყურებ, ყველას და ყველაფერს უფრო მეტად
ვაკვირდები და ვხვდები, რომ ამდენი ხანი არამარტო მე, არამედ მსახიობებიც ,
ადამიანები, ვინც დენიელთან ერთად თამაშობენ, იმავე მდგომარეობაში არიან . ვხვდები ,
რომ ისინიც ზუსტად იმავეს განიცდიან, რაც მე განვიცადე. ვხვდები, რომ ისინიც
მაყურებელი ხდებიან. კი, შეიძლება, იმ მომენტში მაგათი როლიც ზუსტად ეგაა -
მაყურებელი უნდა ითამაშონ, მაგრამ თამაში არ სჭირდებათ. დეი ლიუისი თავისთავად
აქცევს მათ მაყურებლად და შენ გაძლევს საშუალებას, მაყურებელს, შენს თავს,
გვერდიდან შეხედო. პირადად მე, შემიძლია თამამად ვთქვა , რომ მიუხედავად იმ ამბის
მნიშვნელობისა, რომელსაც გადმოგვცემს ფილმი, შინაარსი საკმაოდ მოსაწყენია .
მიუხედავად ამისა, 500 სიტყვა მივუძღვენი მხოლოდ ერთ ეპიზოდს და ვგრძნობ, კიდევ
5000 მიძღვნაა შესაძლებელი. არ ვიცი, როგორ აკეთებს ამ ყველაფერს ეგ ადამიანი,
მაგრამ, ფაქტია, აკეთებს. ამის შემდეგ, კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე , მგონი, ზედმეტია
ფსიქოანალიზისა და კინოს კავშირზე საუბარი. არც ის ვიცი, რამდენად სწორად თუ
საინტერესოდ გავეცი პასუხი დასმულ საკითხს, მაგრამ ვეცადე, ის შთაბეჭდილება
გამეზიარებინა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ცხოვრებაში პირველად განვიცადე .
იმედია, ძალიან არ მოგაბეზრეთ თავი... მადლობა :დ

You might also like