Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

ეგრის აფხაზეთი, აფხაზთა სამეფო

აფხაზთა სამეფო — ერთ-ერთი ქართული ფეოდალური სამეფო VIII საუკუნის


ბოლოდან (დაახლ. 798) X საუკუნის 70-იანი წლების ბოლომდე (დაახლ. 978).
წარმოიქმნა დასავლეთ საქართველოს (ეგრისისა და აფხაზეთის) გაერთიანების
შედეგად. წყაროებში ხშირად აფხაზთა მეფეები ეგრისის მეფეებად, ხოლო
„აფხაზთა სამეფო“ ეგრისის სამეფოდ იწოდება, ამიტომ ლიტერატურაში მას
ეგრის-აფხაზეთის სამეფოსაც უწოდებენ.
VII-VIII საუკუნეებში, ეგრისის დასუსტების პერიოდში, გაძლიერდა აბაზგიის
სამთავრო, რომელშიც გაერთიანდნენ აბაზგები, აფშილები, სანიგები,
მისიმიელები. ამ ტომთა ერთობლიობას ქართული წყაროები აფხაზებს უწოდებენ,
ხოლო აბაზგიის მთავარს — აფხაზთა მთავარს ან აფხაზთა ერისთავს. VIII
საუკუნეში აფხაზი მთავრები გახდნენ არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის
ორგანიზატორები დასავლეთ საქართველოში.
VIII საუკუნის II ნახევარში მთელი საქართველოს მასშტაბით გაძლიერდა
გამაერთიანებელი ტენდენციები. ამ დროს ქართლში არაბებმა ქართლის
ერისმთავართა ხელისუფლება დიდად შეავიწროვეს. ქართლის ერისმთავართა
ხელისუფლება უფრო რეალური ეგრისში იყო. მათი და აფხაზეთის მთავრების
მოქმედება შეთანხმებული ჩანს აფხაზეთ-ეგრისის გაერთიანების საქმეში.
ჯუანშერის ცნობით, ამ პერიოდში ქართლის ერისმთავართა სახლს მამაკაცი
მემკვიდრე არ ჰყავდა. ერისმთავარმა არჩილმა თავისი გარდაცვლილი ძმის
მირის ასული გურანდუხტი ცოლად შერთო აფხაზთა მთავარს ლეონ I-ს. ამით
ლეონი ქართლის ერისმთავრის ვასალი გახდა და სიძობით დაიმკვიდრა ეგრისი.
არჩილმა მას გადასცა ბიზანტიის იმპერატორისაგან მირისთვის გამოგზავნილი
გვირგვინი, რაც სიმბოლურად და რეალურად ეგრის-აფხაზეთის გაერთიანებას
ნიშნავდა.
ამრიგად ლეონ I-ის ხელისუფლების ქვეშ გაერთიანდა აფხაზთა სამთავრო და
ეგრისი (ლაზეთი). ეგრის-აფხაზეთის სამთავრო გადაიჭიმა ნიკოფსიიდან ჭოროხის
ხეობამდე. ამ ეტაპზე ეგრის-აფხაზეთის გაერთიანებას მხარს უჭერდა ბიზანტიის
იმპერიაც, რადგან აფხაზთა ძლიერი სამთავრო არაბთა სახალიფოს წინააღმდეგ
მებრძოლ რეალურ ძალად ესახებოდა.
ლეონ I-ის ძმისშვილმა ლეონ II-მ (778-792 წწ.) ისარგებლა ბიზანტიის იმპერიის
დასუსტებით, დაიხმარა თავისი ნათესავი (პაპა დედის მხრიდან) ხაზართა ხაკანი,
განთავისუფლდა იმპერიის ვასალობისაგან, გააერთიანა მთელი დასავლეთ
საქართველო ლიხის მთამდე და მიიღო აფხაზთა მეფის ტიტული. დასავლეთ
საქართველოს გაერთიანების საქმეში ლეონ I და ლეონ II ეყრდნობოდნენ
დასავლეთ საქართველოს ქართული მოსახლეობისა და მმართველი წრეების
ცენტრალიზაციის მომხრე ნაწილს, აგრეთვე აფხაზეთის სამთავროს ძალებსაც . ამ
პროცესში ძირითადი ძალა ქართული მოსახლეობა იყო, რომლის როლმა და
მნიშვნელობამ განაპირობა ის გარემოება, რომ ამ სახელმწიფოს დედაქალაქი
გახდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შუაგულში მდებარე რეზიდენცია,
ძველი ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ცენტრი ქუთაისი. ლეონ II
იმიტომ იწოდა აფხაზთა მეფედ, რომ დინასტია აფხაზეთიდან (აფხაზთა
სამთავროდან) იყო გამოსული. აფხაზთა მეფეების ეთნიკური კუთვნილება არ არის
ცნობილი. ზოგი მათ აფხაზებად თვლის, ზოგი ქართველებად, ზოგი ბერძნებად.
მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, ამ მეფეთა სახელმწიფოებრივი
პოლიტიკა აშკარად ქართული იყო. პოლიტიკური მრწამსით, სახელმწიფოებრივი
მოღვაწეობით, კულტურით ისინი ქართველები იყვნენ.
„აფხაზთა სამეფოს“ მოსახლეობის უმრავლესობა, ქართველები (ქართები,
მეგრელები, სვანები) იყვნენ. მნიშვნელოვან წილს შეადგენდნენ აფხაზები და
კავკასიის სხვა ხალხები და ტომები (მაგ. ჯიქები). სახელმწიფო და მოსახლეობის
დიდი უმრავლესობის სალაპარაკო ენა ქართული იყო.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით „აფხაზთა სამეფო“ დაყოფილი იყო 8
ადმინისტრაციულ ერთეულად: აფხაზეთის, ცხუმის, ეგრისის (ცენტრი ბედია),
სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, ვაკე იმერეთის (ცენტრი ქუთაისი) და არგვეთის
(ცენტრი შორაპანი).
ბიზანტიის იმპერია ცდილობდა თავისი სიუზერენიტეტის აღდგენას დასავლეთ
საქართველოში, მაგრამ ყველა მისი ცდა (IX საუკუნის 30-40-იანი წლები) უშედეგოდ
დამთავრდა. შემდეგ იმპერიამ ტაქტიკა შეიცვალა და ცდილობდა დასავლეთ
საქართველოზე თავისი გავლენა შეენარჩუნებინა. ამ მიზნით ის აქტიურად ერეოდა
ტახტის მემკვიდრეთა შორის ბრძოლაში, ზოგჯერ კი თვითონაც აღვივებდა მას.
მაგ., 868 წელს მეფე გიორგი I-ის მემკვიდრეებს ტახტი წაართვეს შავლიანებმა. 20
წლის მანძილზე „აფხაზთა სამეფო“ ტახტი ივანე და ადარნასე შავლიანებს ეკავათ .
გიორგის ვაჟი ბაგრატი ბიზანტიის იმპერიაში გაიქცა, რომლის დახმარებითაც 881
წელს ტახტი დაიბრუნა. იმპერია აქტიურად ჩაება X საუკუნის 60-იან წლებში მეფე
გიორგი II-ის შვილებს შორის ატეხილ ბრძოლაში, მაგრამ თავისი გავლენის
აღდგენა ვეღარ მოახერხა.
აქტიურად იბრძოდა „აფხაზთა სამეფო“ არაბთა სახალიფოს წინააღმდეგაც. მას
შემდეგ რაც არაბთა სახალიფო იძლებული შეიქნა საბოლოოდ აეღო ხელი
დასავლეთ საქართველოს დამორჩილებაზე, აფხაზთა მეფეები ხშირად თავად
ებრძოდნენ ხალიფის სარდლებს აღმოსავლეთ საქართველოში, მაგ., 853 წელს
ბუღა თურქის წინააღმდეგ აფხაზთა მეფეც იბრძოდა თავისი ლაშქრით.
დასავლეთ საქართველო ეკლესიურად თავიდან კონსტანტინოპოლის
საპატრიარქოში შედიოდა, რის გამოც მღვდელმსახურება ბერძნულ ენაზე
სრულდებოდა. მცხეთის საკათალიკოსო ტახტი ქართულ მოსახლეობაზე და
ქართულ ენაზე დაყრდნობით ცდილობდა დასავლეთ საქართველო თავის
სამწყსოში შეეყვანა, მაგრამ ვიდრე იქ ბიზანტია ბატონობდა, კონსტანტინოპოლის
საპატრიარქოსთან დაპირისპირება ძნელი იყო. პოლიტიკური დამოუკიდებლობის
მოპოვების შემდეგ აფხაზთა მეფეებმა მცხეთის ტახტის ხელშეწყობით იწყეს
აქტიური ძალისხმევა ეკლესიის კონსტანტინოპოლისაგან გამოსაყოფად და
მცხეთის საკათალიკოსოსთან შესაერთებლად. ამ პროცესებისათვის ხელსაყრელ
პირობას ქმნიდა ის გარემოება, რომ დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთი
ნაწილი ეკლესიურად მცხეთის ტახტს ექვემდებარებოდა.
ბიზანტიის გავლენა, ბერძნული კულტურა ღრმად იყო შეჭრილი დასავლეთ
საქართველოში. პოლიტიკური ჰეგემონიის დაკარგვის შემდეგ ბიზანტიის იმპერიის
დასაყრდენს დასავლეთ საქართველოში არსებული ბერძნული საეპისკოპოსოები
წარმოადგენდა. სწორედ მათი გაუქმებით დაიწყო კონსტანტინოპოლის საეკლეიო
ბატონობის აღმოფხვრა. გაუქმებულ იქნა ფოთის, გუდაყვის და სხვა ბერძნული
კათედრები. მათ ნაცვლად აფხაზთა მეფეები ახალ ქართულ საეპისკოპოსოებს
აარსებდნენ. აფხაზთა მეფის გიორგი II-ის დროს დაარსდა ჭყონდიდის
საეპისკოპოსო, ლეონ III-ის დროს – მოქვის, ბაგრატ III-ის დროს ბედიის
საეპისკოპოსო (გუდაყვის ბერძნული საეპისკოპოსოს ნაცვლად). ამ ახალ
საეპისკოპოსოებში წირვა-ლოცვა მოსახლეობისათვის გასაგებ ქართულ ენაზე
სრულდებოდა. IX საუკუნეში დასავლეთ საქართველო ეკლესიურად საბოლოოდ
მცხეთის ტახტს დაექვემდებარა. „აფხაზთა სამეფოში“ სახელმწიფო
მმართველობისა და მღვდელმსახურების ენა ქართული იყო. ამრიგად
საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას წინ მისი საეკლესიო გაერთიანება
უსწრებდა.
დასავლეთ საქართველოს გაერთიანებამ, პოლიტიკური დამოუკიდებლობის
მოპოვებამ შექმნა საფუძველი სამეურნეო დაწინაურებისათვის, ვაჭრობის
განვითარებისათვის. „აფხაზთა სამეფოში“ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია
ქართულმა ფეოდალურმა კულტურამ, რასაც მოწმობენ ამ პერიოდის ქართული
ხუროთმოძღვრების ძეგლები: მარტვილის, ბედიის, მოქვის, ბიჭვინთის და სხვა
ტაძრები. ქართული კულტურის კერებად იქცა ახალი ქართული საეპისკოპოსო
კათედრები, იქ შეიქმნა ქართული ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული
ნაწარმოებები. აფხაზთა მეფეების კარზე დაიწერა მნიშვნელოვანი ქართული
ისტორიული დოკუმენტი, აფხაზეთის მეფეთა გენეალოგიური ნუსხა, „აფხაზთა
მეფეთა დივანი“. დასავლეთ საქართველოს ქართულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ
მნიშვნელოვანი ძალა მოიპოვა. X საუკუნის 20-იან წლებში აფხაზთა მეფე გიორგი II
აქტიურად მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიაში ალანთა (ოსთა) შორის
ქრისტიანობის გავრცელებასა და დამკვიდრებაში.
„აფხაზთა სამეფოს“ არსებობის პერიოდში გაფართოვდა ტერმინების „აფხაზისა“
და „აფხაზეთის“ მნიშვნელობა. საკუთრივ აფხაზსა და აფხაზეთთან
ერთად„აფხაზი“ დასავლელ ქართველს, „აფხაზეთი“ კი დასავლეთ საქართველოს
აღნიშნავდა. ამდენად „აფხაზთა სამეფო“ იყო ერთიანი დასავლურ-ქართული
სახელმწიფო, ხოლო „აფხაზთა მეფე“, ამ სახელმწიფოს მეთაური. ქართული
ქვეყნების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების შემდეგ ტერმინების „აფხაზთა მეფე“
და „აფხაზთა სამეფო“ მნიშვნელობა კიდევ უფრო გაფართოვდა. რადგან
საქართველოს ერთიანი მონარქიის მეფეთა ტიტულატურაში პირველ ადგილზე
მათ მიერ ყველაზე ადრე მიღებული „აფხაზთა მეფის“ ტიტული იდგა, მათ ხშირად
აფხაზთა მეფეებს უწოდებდნენ, ხოლო ერთიან საქართველოს „აფხაზთა
სამეფოს“.
IX საუკუნის დასაწყისიდან „აფხაზთა სამეფო“ აქტიურად ჩაება დიდ ეროვნულ
მოძრაობაში და პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც ქართულ სამეფო-
სამთავროთა შორის მიმდინარეობდა და რომლის მიზანი ქართული ქვეყნების
ერთ ეროვნულ სახელმწიფოდ, საქართველოს სამეფოდ გაერთიანება იყო.
აფხაზთა მეფეებს, როგორც ქართლის ერისმთავრების შთამომავლებს (ქალის
ხაზით), თავისი ლეგიტიმური უფლებები ჰქონდათ ყველა ქართული ქვეყნის და
საკუთრივ ქართლის მიმართ. „აფხაზთა სამეფო“ აქტიურად ჩაება შიდა
ქართლისათვის ბრძოლაში. IX საუკუნის დასაწყისში აფხაზთა მეფე თეოდოს II
აშოტ ბაგრატიონის მოკავშირე იყო და მასთან ერთად იბრძოდა კახთა
ქორეპისკოპოსს გრიგოლს შიდა ქართლისათვის. მაგრამ IX საუკუნის II
ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს მეფეები უკვე საკუთარი ხელისუფლების
დამყარებისათვის იბრძვიან შიდა ქართლში. აფხაზთა მეფემ გიორგი I-მა (861-868
წწ.) დაიპყრო შიდა ქართლი და იქ თავისი ერისთავი დანიშნა. გიორგის
გარდაცვალების შემდეგ ტახტისათვის ბრძოლამ დროებით დაასუსტა „აფხაზთა
სამეფო“, მაგრამ შავლიანთა სახლის წარმომადგენლებიც აქტიურად
მონაწილეობდნენ საერთო ქართულ საქმეებში.
ამ დროს შიდა ქართლისათვის ბრძოლას იწყებს სომეხთა მეფე აშოტ I ბაგრატუნი
და IX საუკუნის 80-იანი წლებიდან ამიერკავკასიაში ჰეგემონობისათვის ერთმანეთს
უპირისპირდებიან „აფხაზთა სამეფო“ და სომეხ ბაგრატუნთა სამეფო თავ-თავისი
მოკავშირეებითურთ. ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. 888 წელს აფხაზთა მეფე
ბაგრატ I-მა და მისმა მოკავშირე ნასრა ბაგრატიონმა (გუარამ მამფალის ძემ )
მარცხი განიცადეს. ნასრა ბრძოლაში მოკლეს, მაგრამ შიდა ქართლი ვერც ერთმა
მხარემ ვერ დაიკავა, მას ადგილობრივი ფეოდალები დაეპატრონენ. X საუკუნის
დასაწყისში შიდა ქართლი აფხაზთა მეფე კონსტანტინე III-მ (კონსტანტიმ) დაიკავა,
რომელსაც ცოტა ხნით დაპყრობილი ტერიტორია წაართვა სომეხთა მეფე სმბატ I-
მა უფლისციხის ჩათვლით. კონსტანტინემ სმბატთან დაზავება ისურვა, საზავო
მოლაპარაკების დროს ის შეიპყრეს და სმბატს მიჰგვარეს. შემდეგ კი უფლისციხე
და ქართლი მთლიანად დაუბრუნა.
X საუკუნის 10-იან წლებში, როდესაც საქართველოში აზერბაიჯანის ამირა აბუ ლ-
კასიმ აბუსაჯის ძე შემოიჭრა, აფხაზთა მეფემ ისევ დაკარგა შიდა ქართლი,
რომელიც შემდეგ გიორგი II-მ დაიბრუნა და იქ ერისთავად უფროსი შვილი
კონსტანტინე დააყენა. ქართლის აზნაურთა რჩევით, კონსტანტინე განუდგა მამას
(923 წ.), მაგრამ გიორგიმ დაამარცხა მეამბოხე შვილი და მის მაგიერ ქართლის
ერისთავად ლეონი, შემდგომში მეფე ლეონ III (957-967 წწ.) დააყენა.
ლეონ III-ის დროს „აფხაზთა სამეფომ“ დაიწყო ბრძოლა შიდა ქართლის იმ
ნაწილისათვის (მდ. ქსნიდან არაგვამდე), რომელიც კახთა ქორეპისკოპოსებმა IX
საუკუნის დასაწყისში მიიტაცეს. შეიძლება ამის საკომპენსაციოდ ქორეპისკოპოსმა
კვირიკე II-მ კონსტანტინეს ჰერეთს ლაშქრობა შესთავაზა, რის შედეგადაც
აფხაზთა მეფის ხელში გადავიდა ალაზნის გასწვრივ დიდ სავაჭრო გზაზე მდებარე
არიშისა და გავაზის ციხეები.
X საუკუნის 60-იან წლებში აფხაზთა მეფეები ჯავახეთშიც ფლობდნენ. ჯავახეთზე
გადიოდა საქართველოს თითქმის ყველა მხარის დამაკავშირებელი გზები. მათ
ფლობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აფხაზთა მეფეებისათვის, რომლებიც
საქართველოს გაერთიანებას ისახავდნენ მიზნად.
საქართველოს გაერთიანებისათვის გაჩარებულ დიდ ეროვნულ ბრძოლაში
დასავლეთ საქართველოს მეფეთა ჰეგემონობა აშკარად ისახებოდა . მართალია ,
ბრძოლა დაძაბული იყო, თუმცა შიდა ქართლს ძირითადად აფხაზთა მეფეების
ერისთავები განაგებდნენ. საბოლოოდ შინაფეოდალურმა აშლილობამ , ბრძოლამ
ტახტის მოსურნეებს შორის თავის შედეგი გამოიღო. „აფხაზთა სამეფო“ დასუსტდა
და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნისათვის ბრძოლის მნიშვნელოვან
ეტაპზე აფხაზთა მეფეებმა ჰეგემონობა დაკარგეს .
975 წელს „აფხაზთა სამეფოს“ უკანასკნელი მეფის, ძმებთან ტახტისათვის
ბრძოლაში თვალებდათხრილი თეოდოს III-ის დისშვილი, მამის ხაზით
ქართველთა სამეფოს სახლის მემკვიდრე ბაგრატ ბაგრატიონი შიდა ქართლის
გამგებლად, ხოლო 978 წელს აფხაზეთის მეფედ აკურთხეს. მართალია ამ აქციის
იდეური სულისჩამდგმელი ქართლის ერისთავი იოანე მარუშისძე იყო, მაგრამ
რეალურად ეს დიდი ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიება დავით III დიდი
ბაგრატიონის პოლიტიკური ავტორიტეტისა და სამხედრო ძალის მეშვეობით
განხორციელდა. სათავე დაედო ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს
შექმნას და მისი პირველი მეფე ბაგრატ ბაგრატიონი გახდა.
ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანება
VI საუკუნეში ეგრისის ტერიტორიაზე ირანსა და ბიზანტიას ომის შედეგად ეგრისის
სამეფო თანდათან დასუსტდა. ეგრისის შემდეგი დასუსტება არაბთა
თავდასხმებმაც განაპირობეს. საუკუნის დასასრულისათვის მას გამოეყო აფხაზეთი
(ბერძნული წყაროების აბაზგია), რომელიც უშუალოდ ბიზანტიის იმპერიის
ხელისუფლებას დაუქვემდებარდა. აბაზგიის ერისთავები, არქონტები („ერისთავი
ბერძენთა“, როგორც მათ ქართული წყარო უწოდებს) იმპერატორის ვასალები
იყვნენ.[6] მათ მხარს უჭერდა ბიზანტიის საიმპერატორო კარი, რადგან მის
ინტერესებში არ იყო ერთიანი და ძლიერი დასავლურქართული სახელმწიფოს
არსებობა, რომელსაც ის ადვილად ვერ უმორჩილებდა თავის ხელისუფლებას.
აფხაზთა ერისთავებმა საიმპერატორო კარის დახმარებით შეძლეს მეზობელ
აფშილეთზე, სანიგეთსა და მისიმიანეთზე საკუთარი ხელისუფლების გავრცელება;
ამიერიდან თანდათან ქრება მათი ხსენება საისტორიო წყაროებში და
გაერთიანებულ სამთავროს აფხაზეთი, მის მცხოვრებთ კი აფხაზი ეწოდა. ეს არის
„აფხაზეთისა“ და შესაბამისად, „აფხაზის“ ცნების პირველი გაფართოება.
VII საუკუნეში ეგრისის მეფის ხელისუფლება გაუქმებული ჩანს, ის წყაროებში უკვე
არა მეფედ, არამედ პატრიკიოსად იწოდება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ
პატრიკიოსი ეგრისის მეფის ბიზანტიური საკარისკაცო ტიტული იყოს.
VIII საუკუნის 30-იან წლებში დასავლეთ საქართველოში შემოჭრილი არაბი
სარდლის მურვან იბნ მუჰამადის (ქართული წყაროების მურვან ყრუ) წინააღმდეგ,
აფხაზთა საერისთავოს ცენტრს, ანაკოფიის ციხეს, საკუთრივ აფხაზებთან ერთად,
ეგრისის ლაშქარიც იცავდა ქართველთა ერისმთავრების (მეფეთა ) სახლის
წარმომადგენლების, მირისა და არჩილის სარდლობით, რომელნიც ამ დროს
ეგრისში არიან დამკვიდრებულნი.მურვან ყრუ უკუაგდეს ანაკოფიიდან. მირი
ბრძოლაში მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა. მას მხოლოდ ქალიშვილები
დარჩნენ, არჩილს კი ამ დროს შვილი არ ჰყავდა. არჩილმა, მირის ანდერძის
თანახმად, მისი ასულები გაათხოვა და ერთ-ერთი მათგანი ლეონ აფხაზთა
ერისთავზე დააქორწინა; ამასთან ლეონი ვასალად შეიწყნარა. ამ დინასტიური
ქორწინებით გაერთიანდა ორი დასავლურქართული ქვეყანა, აფხაზეთი და
ეგრისი და შეიქმნა ერთიანი სახელმწიფო, რომელსაც მთავართა დინასტიის
საკუთრივ აფხაზეთიდან წარმომავლობის გამო აფხაზეთი ეწოდა, ხოლო მის
უზენაეს ხელისუფალს „მთავარი“ ერისთავის ნაცვლად. ასე მოიხსენიებს VIII
საუკუნის 80-იან წლებში ამ ქვეყანას და მის ხელისუფალს VIII საუკუნის ქართველი
მწერალი იოანე საბანისძე. ამიერიდან „აფხაზეთი“ მთელი დასავლეთი
საქართველოა. ესაა ცნება „აფხაზეთის“ გაფართოების ახალი ეტაპი, ხოლო მისმა
ხელისუფალმა, ადმინისტრაციის იერარქიაში ერთი საფეხურით მაღლა აიწია.
ბიზანტიის იმპერიის ხელისუფლება, რომელიც ხელს უწყობდა სამეფოს
დასუსტებას, ეგრისის სამეფოსაგან აფხაზეთის საერისთავოს გამოყოფას , რათა
უკეთ განეხორციელებინა თავისი გავლენა დასავლეთ საქართველოზე , არაბთა
გამოჩენის შემდეგ იცვლის პოლიტიკას და ხელს უწყობს დასავლეთ
საქართველოს გაძლიერებას, რათა დასავლურქართული ქრისტიანული
სახელმწიფოს სახით ჰყავდეს მოკავშირე სახალიფოს წინააღმდეგ, რომელთან
ბრძოლაც იმპერიას გაუჭირდა. იმპერატორი ლეონ III ისავრიელი მირსა და
არჩილს ორ გვირგვინსა და სათანადო გუჯარს უგზავნის, რითაც ცნობს მათ
უფლებებს ეგრისზე, ლეონ II-ს კი მიმართავს: ბიზანტიის იმპერატორის ეს
განკარგულება მიუთითებს, რომ აფხაზთა ერისთავები, რომლებიც იმპერიის
არქონტები იყვნენ და იმპერიის ხელისუფლების მიერ ინიშნებოდნენ, ამიერიდან
საერისთავოს მემკვიდრეობით მფლობელებად არიან აღიარებულნი. დასავლეთ
საქართველოში მოვლენები სწრაფად ვითარდება, მიმდინარეობს ძალთა
კონსოლიდაცია, ლეონ II ათავისუფლებს ქვეყანას ბიზანტიაზე
დამოკიდებულებისაგან და თავს „მეფედ“ აცხადებს. XI საუკუნის ქართველი
ისტორიკოსის ცნობით ეს ცნობა მოვლენათა მიმდინარეობის სრულ სურათს
ხატავს. ასეთი რთული ვითარება ბიზანტიის იმპერიაში VIII საუკუნის ბოლოსათვის
უნდა იგულისხმებოდეს (ს. ჯანაშია), როდესაც იმპერიაში დაძაბული ბრძოლა
მიმდინარეობდა ხატმებრძოლებსა და ხატების თაყვანისმცემლებს შორის;
ბიზანტია მარცხს განიცდიდა არაბთა სახალიფოსთან და საკუთარ
ქვეშევრდომებთან, მაგალითად გაძლიერებულ ბულგარელებთან ბრძოლაშიც .
ისტორიკოსი საგანგებოდ მიუთითებს ხაზართა დახმარებაზე ლეონისადმი .
რასაკვირველია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ნათესაურ კავშირს ვერ ექნებოდა.
ცნობილია, რომ დინასტიური კავშირები, როგორც წესი, პოლიტიკურ ინტერესთა
გათვალისწინებით მყარდებოდა. აფხაზთა მთავრისადმი ხაზართა დახმარება
მათი ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესებით იყო განპირობებული, რადგან
ჩრდილოეთ კავკასიაში ამ დროს არსებული ხაზართა სახელმწიფო შავ ზღვას
მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე გამავალი გზით უკავშირდებოდა.
წერილობით წყაროებში მინიშნებულია ფრიად საინტერესო დეტალები: არჩილის
ძმისწულზე დაქორწინებისა და ეგრისის მეფე მირის კუთვნილი გვირგვინის
მიღების შემდეგ ლეონ II ეგრისის ფაქტობრივი მფლობელი ხდება, მაგრამ ის ჯერ
არ აცხადებს პრეტენზიას ეგრისზე. ის ანგარიშს უწევს ქართლის ერისმთავართა
სახლის მფლობელობას ეგრისში და მხოლოდ ამ სახლის გადაშენებისა და
შედარებით ხელსაყრელი მდგომარეობის შექმნის შემდეგ „დაიპყრა აფხაზეთი და
ეგრისი ვიდრე ლიხამდე“. ზოგი ისტორიკოსი (უმთავრესად თანამედროვე აფსუა
ისტორიკოსები) ცდილობს დაამკვიდროს თვალსაზრისი, რომ არაქართველმა,
აფხაზმა ლეონმა დაიპყრო ეგრისი და შექმნა ერთიანი არაქართული სახელმწიფო
„აფხაზეთი“.
აღნიშნულთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ,
რომ ძველ ქართულში „დაიპყრა“ მის თანამედროვე მნიშვნელობასთან ერთად
ნიშნავს ძალაუფლების ხელში აღებას, ხელისუფლების პყრობას. არ არის
გამორიცხული, აქ იყოს „და იპყრა“, ე. ი. „და“ აიღო ხელში ძალაუფლება.
აფხაზეთი ლეონის მემკვიდრეობითი სამფლობელო იყო, ეგრისი მზითვად
მიღებული. „დაიპყრა-ს“ დღევანდელი მნიშვნელობით განმარტება გაუგებრობას
ქმნის. გამოდის, რომ ეს ორივე ქვეყანა მან ერთნაირად „დაიპყრა“, როგორც
თავისი სამემკვიდრეო, ისე მზითვად მიღებული, რომ მას თავისი სამემკვიდრეო
ქვეყნის, აფხაზეთის დაპყრობაც დასჭირდა. აქ, უდავოდ, ლეონის მიერ ეგრისსა და
აფხაზეთში ძალაუფლების ერთნაირად ხელში აღება, გამეფება, ბიზანტიის
ქვეშევრდომობაზე უარის თქმა იგულისხმება. ლეონის (ქართველისა თუ
არაქართველის) მიერ ეგრისის დაპყრობა არ მომხდარა. აღსანიშნავია ისიც , რომ
ლეონი, როგორც მთავარი და ეგრისის ვასალი, უკვე ფლობდა ერთიან დასავლეთ
საქართველოს.
ეს სამეფო ქართული — დასავლურქართული სახელმწიფო იყო. ქართულ
წყაროებში მას „აფხაზეთს“, „აფხაზთა სამეფოს“ უწოდებენ, რადგან სამეფო
დინასტია ქართული ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონიდან, საკუთრივ
აფხაზეთიდან იყო გამოსული. სახელწოდება „აფხაზეთი“ ქართულიდან
გავრცელდა სხვა ენებში. X საუკუნის სომეხი ისტორიკოსიიოანე კათალიკოსი მას
ეგრისს, მის მცხოვრებთ — ეგრებს, ხოლო მეფეებს ეგრთა მეფეს უწოდებს. შუა
საუკუნეების ქართული ეთნო-კულტურული კონცეფციით („ქართლის ცხოვრება “,
ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“) აფხაზეთი ეგრისში შედის. ამ
კონცეფციის თანახმად, როდესაც თარგამოსმა მემკვიდრეებს თავისი ქვეყანა
გაუყო, ეგროსს ესაა დასავლეთ საქართველო, ეგრისი. ვახუშტი ბატონიშვილი კი
აღნიშნავს: „ეგრისის ქვეყანა ანუ აფხაზეთისა“.
თანამედროვე ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში მას დაუმკვიდრდა
სახელწოდება „ეგრის-აფხაზეთი“, „ეგრის-აფხაზეთის სამეფო“, რადგან ამ დროს
მასში ორი ქვეყანა, ეგრისი და აფხაზეთი გაერთიანდა, შეიქმნა ერთიანი
დასავლურქართული სახელმწიფო. გაფართოვდა „აფხაზეთის“ ცნება და
„აფხაზის“ მნიშვნელობა, ის მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავს, თუმცა
ამავე დროს არსებობს მასში შემავალი აფხაზეთის საერისთავო, უძველესი
აფხაზეთი.

You might also like