FUT MotivationLetterForm

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის

____მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა____ პროგრამის


___მეორე___ კურსის/წლის სტუდენტის
___ანა ხურცია___ (სახელი, გვარი)
____62001044495____ (პირადი N )

სამოტივაციო წერილი

სამტივაციო წერილი, როგორც წესი, გულრწფელი უნდა იყოს, რაც მთავარია, მისგან ყველაზე
მნიშვნელოვანის, მიზნებისა და შესაძლებლობების ამოკითხვა უნდა იყოს შესაძლებელი. მე ამ
წერილში გაცილებით გულრწფელი ვიქნები, ვიდრე იმაში, რომელიც გაზაფხულის სემესტის
მობილობისთვის დაგიწერეთ. „ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის საბაკალავრო პროგრამით
ჯერ კიდევ თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ვიყავი დაინტერესებული“ - ასე იწყება ჩემი
პირველი წერილი. ამ წინადადების მეორედ წაკითხვისას, ძალიან მინდება, თითოეული სიტყვა კიდევ
უფრო გასაგებად ჩავშალო, როგორც თქვენთვის, ასევე ჩემთვისაც. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი,
რომ ეს სურვილი ჩემს ქვეცნობიერში არსებობდა. ჩემი მომავლის ხელოვნებასთან დაკავშირება უფრო
ბავშვური ოცნება იყო, ვიდრე რეალურად განხორციელებადი რამ. სხვა გზით წასვლაც სწორედ ამით
იყო განპირობებული.

პირველ კურსზე დავრწმუნდი, რომ მართვის ფაკულტეტი, თავისი შინაარსითა და


სტუდენტებისთვის გამზადებული სასწავლო საგნებით, არ ემთხვეოდა იმას, რასთანაც ჩემი მომავლის
დაკავშირება მინდოდა. სანამ ამ დასკვნამე მივიდოდი, გამიღრმავდა სურვილი მეტი დაკვირვებით
შემესწავლა ის, რაც ყოველთვის მიყვარდა და მაინტერესებდა. ხელოვნება ჩემთვის პრობლემის
დასმის, მისი მიზანში ამოღებისა და მასთან ბრძოლის დაუსრულებელი პროცესია, რომელიც უამრავი
ხერხით შეიძლება იყოს გამოხატული. მეორე მხრივ, ის შეიძლება საერთოდ არ უკავშირდებოდეს
„პრობლემის დასმას“, არამედ უბრალოდ არსებობდეს მხოლოდ არსებობისთვის. ზუსტად იმ
გრძნობების მსგავსად, რომელთაც არა ხელშესახებად, არამედ შინაგანად განვიცდით ხოლმე. სწორედ
ამ ჩემეული დეფინიციით მოვკიდე ხელი სხვადასხვა, ჩემთვის საინტერესო და სასიამოვნო სფეროებს
და, ჩემი თავის გასახარად, დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა. ვფიქრობ, ხელოვნების სფეროს
წარმომადგენელთა, იქნებიან ეს მხატვრები, ფოტოგრაფები თუ დიზაინერები, სრული თუ არა, საკმაო
უმრავლესობა, სწორედ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომელიბიც თავიანთი შემოქმედებით
უფრო „ხმამაღლა“ საუბრობენ, ვიდრე თავიანთი ხმით. სწორედ ასეთ ფიქრეზე დაყრდნობით
გადავწყვტე ჩემი გატაცებისთვის გაცილებით სერიოზულად შემეხედა და მასთან მთეილ ჩემი
ცხოვრება დამეკავშირებინა. ამ ყველაფრის განსახორციელებლად პირველ ნაბიჯი კი, VAADS-ის
სკოლაში გადმოსვლაა.
ქავეყნის საუკეთესო ლექტორებისგან მიღებული ცოდნის ასევე ქვეყნის საუკეთესო
სტუდენტებთან ერთად გაზიარება, საკითხებზე მსჯელობა, ერთმანეთზე დაკვირვება, განსჯა, სწორ
გარემოში საკუთარ თავზე მუშაობა პროფესიული გავითარების საფუძველია. სწორედ, ამიტომ მინდა
ის იდეები, რომლებიც წლების განმავლობაში დამიგროვდა სწორი და საფუძვლიანი ცოდნის
დახმარებით მოვიყვანო სისრულეში, ამაში კი, დარწმუნებული ვარ, ვიზუალური ხელოვნებისა და
დიზაინის სკოლა დამეხმარება. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მაზად ვარ ამისთვის. ვფიქრობ, ამ
შემთხვევაში „ცოდნა, შრომა, თავისუფლების“ არგუმენტად მოყვანა ყველაზე სწორი იქნება. წინა
სემესტრში განცდილმა იმედგაცრუებამ გაცილებით დიდი ძალა და ამბიცია შემძინა, ვიდრე ამას
წარმოვიდგენდი. მიუხედავად იმისა, რომ წერილებში საკუთარ თავზე საუბარი და სათქმელის სწორი
სიტყვებით გადმოცება საკმაოდ რთული გამოწვევაა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ
შრომისმოყვარეობით, ცოდნით, თავისუფლებითა და იმ მონდომებით, რომელიც ძალას მაძლევს ამ
წერილის ბოლო სიტყვები დაგიწეროთ, შევძლებ დაგიმტკიცოთ, რომ ჩემი სახით VAADS-ის სკოლა
კიდევ ერთ გამორჩეულ ადამიანს შეიძენს.

სტუდენტის ხელმოწერა ___________

თარიღი: ___________

You might also like