Download as rtf, pdf, or txt
Download as rtf, pdf, or txt
You are on page 1of 2

წკირიანი ტაკვოვანი ჩანართი,მისი დამზადების ჩვენება და

კლინიკო–ლაბორატორიული ეტაპები

ზოგადად პროტეზირებისათვის კბილის ფესვის გამოყენებისას უპირატესობა


ენიჭება ხელოვნური გვირგვინი+ტაკვი+წკირი(ტაკვოვან ჩანართს, ანუ ტაკვი წკირთან
ერთად,წკირიანი ჩანართი)და არა ხელოვნური გვირგვინი+წკირი.

ჩვენებები–წკირიანი ტაკვის გამოყენება შესაძლებელია ისეთი რთული შემთხვევების


დროს, როდესაც

1.ფესვის ტაკვი დაშლილია ღრძილს ქვევით


2.თუ გვირგვინოვანი ნაწილი საერთოდ არ გვაქვს და კბილი გადატეხილია ღრძილ ქვევით,
მაშინ წკირიან კბილს ვეღარ ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოტ ტაკვოვანი ჩანართი ანუ
წკირიანი ტაკვი.

უპირატესობები
1.შესაძლებელიამასზე ხელოვნური გვირგვინის შეცვლა (თუ მოტყდა გვირგვინი
შეგვიძლია შევცვალოთ).
2.გვერდითი კბილის ექსტრაქციის შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ
ხიდისებური კონსტრუქციის საყრდენად.
3.ჰერმეტულად ფარასვ ფესვს და აკმაყოფილებს ესთეტიკურ მოთხოვნებს.
4.ზუსტად იმეორებს არხის ფორმას და მყარად ფიქსირდება მასში. 5.ტაკვოვანი არის
უფრო გამძლე ვიდრე წკირიანი.

არსებობს წკირიანი ტაკვის დამზადების პირდაპირი(პირის ღრუში) და


არაპირდაპირი (მოდელზე) მეთოდი.

არაპირდაპირი მეთოდი (კეთდება უშუალოდ მოდელზე) -პირველად მოამზადებენ


ფესვს, დაამუშავებენ ფესვს და სილიკონური საანაბეჭდო მასალით აიღებენ ანაბეჭდს.
(აღებულია არხებიდანვე ანაბეჭდი) სილიკონური საანაბეჭდო მასალის მეორე შრე
არის უფრო თხევადი და უკეთესად ჩაეღვენთება არხში და უკეთესად მოხდება
ანაბეჭდის აღება. ჩამოვასხავთ მოდელს. მოდელზე გადმოვა პირდაპირი
გამოსახულება. ამ მოდელზე დავიტანთ ცვილს, ცვილით შეავსებენ არხს და ასევე
ზევიდან აფორმირებენ ფორმას, ოღონდ არა ბუნებრივი გვირგვინის ფორმას, ანუ
აფორმირებენ ჩაჩს,ანუ არაანატომიურ ფორმის გვირგვინს, რომელიც საკმაოდ
დაბალია გვირგვინზე. ამ ცვილის კონსტრუქციას ანუ ე.წ ცვილის დამოდელირებულ
ტაკვოვან ჩანართს წაიღებენ საჩამომომსხმლოში და შეცვლიან მეტალით, ანუ
ჩამოასხავენ მეტალის ტაკვოვან ჩანართს, რომელიც გადადის კლინიკაში და ხდება
ჯერ მოდელზე მორგება და შემდეგ პირის ღრუში დაცემენტება. და ამაზე აღადგენენ
გვირგვინს როგორც პლასტმასის ისე ფაიფურის.

პირდაპირი მეთოდი–პირდაპირი მეთოდი - პირის ღრუშივე ექიმი დაამუშავებს


ფესვს და იქვე შეიტანს ლავაქსს და ხდება მისი ფორმირება , ოღონდ არა ბუნებრივი
გვირგვინის ფორმას, ანუ აფორმირებენ ჩაჩს,ანუ არაანატომიურ ფორმის გვირგვინს,
რომელიც საკმაოდ დაბალია გვირგვინზე.. შემდეგ ამ კონსტრუქციას ამოიღებენ
პირის ღრუდან და ლაბორატორიაში შეცვლიან მეტალით, დააცემენტებენ პირის
ღრუში და შემდეგ აღადგენენ გვირგვინით.

You might also like