Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დიდი ხნის ისტორია გააჩნია, მკვლევართა აზრი ამ


საკითხზე იყოფა. თუმცა გავრცელებული მოსაზრების მიხედვით ბრიტანეთი ითვლება ამ
ინსტიტუტის სამშობლოდ და სავარაუდოდ შუა საუკუნეებში უნდა ჩამოყალიბებულიყო. ნაფიც
მსაჯულთა სასამართლო მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოკრატიულ საზოგადოებაში,
ვინაიდან ამ დროს მართლმსაჯულებას ახორციელებს უშუალოდ ხალხი და შესაბამისად
სასამართლოსადმი ნდობაც უფრო მაღალ საფეხურზე ადის, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო
მხოლოდ მოსამართლეების განსჯადობის შემთხვევაში, რადგან ასეთ დროს ხალხის
ჩართულობა საკმაოდ დაბალია. ჩემი პრეზენტაციით შევეცდები განვიხილო საქართველოში
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განვითარების ეტაპები და პარალელები გავავლო
სხვდასხვა ქვეყნის მოდელებზე.
სამართლის სისტემებში გამოყოფენ ორი სახის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, ეს არის:
შერეული და კლასიკური მოდელები. შერეული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დროს
ვერდიქტის გამოტანაში მონაწილეობას იღბს მოსამართლე და ნაფიცი მსაჯულები
ერთობლივად. კლასიკური მოდელის შემთხვევაში უშუალოდ ვერდიქტი გამოაქვს ნაფიც
მსაჯულებს, ხოლო სასჯელს უფარდებს უშუალოდ მოსამართლე. საქართველოში ნაფიც
მსაჯულთა სასამართლო დამკვიდრდა 2010 წელს და მოქმედებს კლასიკური მოდელი. 2011
წელს შევიდა საკანონმდებლო ცვლილებ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში,
რომლის თანახმადაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ ისეთ დანაშაულებს, რომელთა
სასჯელი ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას. ამ პერიოდში საქართველოში
საკმაოდ მაღალი იყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გავლენა მართლსაჯულების
განხორციელებისას და შედარებით მაღალი ნდობით შეეძლო დროთა განმავლობაში
ესარგებლა ქართულ სასამართლოს ამ კუთხით. ქართულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იმ
ეტაპზე ყველაზე ახლოს იდგა ამერიკულ მოდელთან. კლასიკური მოდელის ყველაზე ნათელი
და კარგი მაგალითია ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ნაფიც მსაჯულთა
ინსტიტუტი, ვინიდან მათი კანონმდებლობით მსაჯულები განიხილავნ სისხლის სამართლის
ისეთ საქმეს, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს 6თვით თავისუფლების აღკვეთით და
ზემოთ. სტატისტიკურდ, რომ წარმოვიდგინოთ ამერიკის შეერთებული შტატებში განხილულ
სისხლის სამართლის საქმეთა 80% პროცენტი სწორედ ნაფიც მსაჯულთა განხილვით
მიმდინარეობს.
საქართველოში შემდგომი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა 2016 წელს და დაიწყო
შემდეგი ტაპი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსი. ცვლილების თანახმად შეიზღუდა მისი
გავლენა სასამართლო განსჯადობის სფეროში. მხოლოდ ჩამოთვლილი 24 მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულების განხილვა შეეძლო ნაფიც მსაჯულებს. ამ ეტაპზე
საქართველოს მოდელი ყველაზე კარგად ესადაგება დანიაში არსებულ მსაჯულთა
სასამართლოს, სადაც ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა ვრცელდება იმ საქმეებზე,რომელთა
სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან მეტ წელს.
შემდგომი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა საპროცესო კოდექსში 2018 წელს.
ამ ცვლილების თანახმად კიდევ უფრო შემცირდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს
განსჯადობის არეალი და უკვე 20 სახის დანაშაულზე ინიშნება. ეს დანაშაულები ძირითადად
ისეთია, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ხელყოფს. საკანონმდებლო ცვლილებების ბოლო
ეტაპზე არსებული სიტუაცია დაახლოებით ედრება კანადაშია არსებულ სიტუაციას, სადაც იმ
საქეებზე ვრცელდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯდობა, რომელიც
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლიდან მეტს.
მიუხედვად იმისა,რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გარკვეულ სირთულეებთან არის
დაკავშირებული და საკაოდ ხარჯიანია, ვთვლი აუცილებელია მისი გავლენის გაძლიერება,
რათა მოხდეს უფრო ეფექტური და სამართლინი გადაწყვეტილბების მიღბა, ასევე
დაუბრუნდეს სასამართლოს ნდობა და ბრალდებულს ჰქონდეს არჩევანი მისი საქმე
განიხილოს ან ნაფიცმა მსაჯულებმა ან მოსამართლემ. ამასთან ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო ხელს უწყობს შეჯიბრებითობის პრინციპის უფრო მეტად გაძლიერებას და
დაცვის მხარეს ეძლევა საშუალება თავისი პროფესიონალიზმის წყალობით მოახდინოს
გავლენა ვერდიქტის გამოტანაზე.

You might also like