წესები ბიბლიოგრაფიის შედგენისათვის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 10

ბიბლიოგრაფიის შედგენა1

(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილი)

წყაროს მითითებისთვის საჭირო მონაცემები:

ბიბლიოგრაფიაში წყაროების მითითებისას მნიშვნელოვანია სიზუსტის დაცვა.


მკითხველს სწორად მითითებული წყაროს იდენტიფიკაცია და მოძებნა ადვილად
შეუძლია. ამისთვის კი აუცილებელია, გამოყენებული წყაროების ბიბლიოგრაფიული
მონაცემების სწორად ჩაწერა. სხვადასხვა ტიპის წყაროსთვის შესაძლოა, სხვადასხვა
ტიპის მონაცემის მითითება იყოს საჭირო, მაგრამ არის მონაცემთა გარკვეული ნაწილი,
რომელიც აუცილებელია ყველა ტიპისა და ფორმის წყაროსთვის:

- ვინ დაწერა ან შეადგინა წყარო, ვინ ჩაუტარა რედაქტირება ან თარგმნა


(ავტორ(ებ)ი, შემდგენელ(ებ)ი, რედაქტორ(ებ)ი, მთარგმნელ(ებ)ი);

- წყაროს სათაური და ქვესათაური, უფრო დიდი ერთეულის (ჟურნალის,


კრებულის, სერიის ან სხვა) სათაური და ქვესათაური, რომელშიც წყარო არის შეტანილი,
გამოცემის ნომერი (თუ ნაშრომის რამდენიმე გამოცემა არსებობს), ტომის ნომერი (თუ
ტომეულთან გვაქვს საქმე), გვერდების ნომრები, ინტერნეტ მისამართი და ინტერნეტში
წყაროს მოძიების თარიღი (ელექტრონული წყაროსთვის).

- ვინ და როდის გამოაქვეყნა წყარო (თუ ის გამოქვეყნებულია). ეს მონაცემები


გულისხმობს გამომცემლობის დასახელებას, გამოცემის ადგილსა და თარიღს. თუ წყარო
არ არის გამოქვეყნებული, უნდა აღინიშნოს, რომ ის გამოუქვეყნებელია ან ხელნაწერია
და ა.შ. სწორედ ამ ელემენტებს უნდა შეიცავდეს ჩვენ მიერ გაკეთებული ბიბლიოგრაფია
თუ გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა.

1
აქ აღწერილია სტანდარტული პრინციპები და მაგალითები ფართოდ გავრცელებული სახის წყაროების
დამოწმებისთვის ბიბლიოგრაფიაში. უჩვეულო წყაროების დამოწმებისას შეიძლება დაგჭირდეთ
მითითებასთან დაკავშირებული დეტალების დაზუსტება. ამისთვის იხილეთ ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის აკადემიური სტილის სახელმძღვანელო (გვ.137-395), რომელშიც მოცემულია მთელი
რიგი წყაროების მითითების წესები დეტალურად და მისი შესაბამისი მაგალითებით.
1
ბიბლიოგრაფიის მუხლებში ელემენტების თანმიმდევრობა და განლაგება Word-ის
დოკუმენტში:

 ბიბლიოგრაფიის მუხლებში ელემენტების თანმიმდევრობა ყველა სახის


წყაროსთვის ერთნაირია: ავტორი. გამოცემის წელი. სათაური. ინფორმაცია გამოცემის
შესახებ.
 ბიბლიოგრაფიაში წყარო მოწმდება იმ ენაზე, რა ენაზეც გაეცანით ამ წყაროს.
 ლაგდება ჯერ ქართული წყაროები, შემდეგ უცხოურები ენების მიხედვით და
ავტორის გვარის მიხედვით, ანბანურად.
 სწორდება კიდეებზე, პირველი სტრიქონი იწყება კიდიდან (აბზაცი არ იწევა
შიგნით), ხოლო მომდევნო სტრიქონები ოდნავ შეწეულია (განსხვავებით ჩვეულებრივი
აბზაცებისა ტექსტში, რომელთაშემთხვევაშიც პირველი სტრიქონი არის შეწეული,
დანარჩენი - კიდეზე გასწორებული)
 არ ინომრება (არ უკეთდება „ბულეტები“).

მაგ.:

კორკელია, კონსტანტინე, გიორგი ხუბუა და ლევან იზორია.2005. საქართველოს


კონსტიტუციის კომენტარები. თბილისი: მერიდიანი.

კუბლაშვილი, კონსტანტინე. 2014. ძირითადი უფლებები. თბილისი: ბონა კაუზა.

მელაძე, გიორგი და მალხაზ ნარინდოშვილი. 2005. ადამიანის ძირითადი უფლებები.


თბილისი: თავისუფლების ინსტიტუტი.

 თუ ბიბლიოგრაფია მოიცავს ერთი და იმავე პირის მიერ დაწერილ,


რედაქტირებულ ან თარგმნილ ორ ან მეტ ნაშრომს, დაალაგეთ ისინი სათაურის
მიხედვით:

2
დოხტურიშვილი, მ. 2005. არგუმენტაცია, როგორც ფენომენი და კონცეპტი ძველ და
ახალ რიტორიკაში. ენა და კულტურა N2. თბილისი: ი.ჭავჭავაძის სახ. ენისა და
კულტ. სახელმწ. უნივ. გვ. 42-50.

--------------------. 2004. კულტურული პარადიგმები და დისკურსის ტიპოლოგია. ენა და


კულტურა.N1. თბილისი: ი.ჭავჭავაძის სახ. ენისა და კულტ. სახელმწ.
უნივერსიტეტი. გვ. 33-37.

 თუ წყაროში არ არის მითითებული ავტორი ან რედაქტორი, ბიბლიოგრაფიაში,


პირველ რიგში, მიუთითეთ სათაური და სათაურის მიხედვით განათავსეთ ანბანური
თანმიმდევრობით (უცხო ენების შემთხვევაში ყურადღებას ნუ მიაქცევთ არტიკლებს):

Account of the operations of the Great Trigonometrical Survey of India. 1870-1910. 22 vols.
Dehra Dun: Survey of India.

The Great Trigonometrical Survey of India. 1863. The Calcutta Review 38: 26-62.

State and prospects of Asia. 1839. The Quarterly Review 63, no. 126 (March): 369-402.

სათაურების გაფორმება: შედარებით დიდი ერთეულების, დიდი მოცულობის


წყაროების (მაგ.: წიგნები, ჟურნალები) სათაურები იწერება დახრილი შრიფტით. მათი
შემადგენელი ნაწილების (მაგ.: თავები, სტატიები) სათაურები იბეჭდება სწორი
შრიფტით. გამოუქვეყნებელი ნაშრომების (მაგ.: დისერტაციები) სათაურები იწერება
სწორი შრიფტით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი დიდი მოცულობისაა.

აბრევიატურები: შეამოკლეთ ისეთი ტერმინები, როგორიცაა: „რედაქტორი“,


„მთარგმნელი“ და „ტომი“ - „რედ.“, „მთარგმნ.“, „ტ.“(ინგლისური წყაროებისთვის: „ed.“,
„trans.“ და „vol.“). მრავლობითის ფორმა, ჩვეულებრივ, იწარმოება „ები“-ს დამატებით -
„რედ.-ები“ (ინგლისურში კი „s“-ის დამატებით - „eds.“)

3
ბიბლიოგრაფიაში წყაროების მითითება:

წიგნი, რომელსაც ერთი ავტორი ჰყავს:

ავტორის გვარი, სახელი. წელი. სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა.

გეგეჭკორი, არნოლდ. 2007. კავკასია - ბუნების საგანძური. თბილისი: მერიდიანი.

Ball, Philip. 2001. Bright earth: Art and the invention of color. New York: Farrar, Straus and
Giroux.

ორი ავტორის მიერ დაწერილი წიგნი:

პირველი ავტორის გვარი, სახელი და მეორე ავტორის სახელი გვარი. წელი. სათაური.
გამოცემის ადგილი: გამომცემლობა.

კეკელიძე, კორნელი და ალექსანდრე ბარამიძე. 1987. ძველი ქართული ლიტერატურის


ისტორია:  V-XVIII სს. თბილისი:  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა.

Bird, Kai, and Martin J. Sherwin. 2005. American Prometheus: The triumph and tragedy of J.
Robert Oppenheimer. New York: Alfred A. Knopf.

რამდენიმე ავტორის მიერ დაწერილი წიგნი:

პირველი ავტორის გვარი, სახელი და დანარჩენი ავტორების სახელები და გვარები.


წელი. სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა.

გიორგაძე, გ., მ. კოპალეიშვილი, ა. ლორია, ვ. ლორია, ხ. ლორია, ნ. სულხანიშვილი, ნ.


წკეპლაძე, ც. ჩქარეული, და ი. ხარშილაძე. 2008. საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი. თბილისი: ბონა კაუზა.

Hall, Jacquelyn Dowd, James Leloudis, Robert Korstad, Mary Murphy, Lu Ann Jones and
Christopher B. Daly. 1987. Like a family: The making of a Southern cotton mill world .
Chapel Hill: University of North Carolina Press.
4
სამეცნიერო ჟურნალიდან სტატია:

სტატიის ავტორის გვარი, სახელი. ჟურნალის გამოსვლის წელი. სტატიის სათაური.


ჟურნალის სახელწოდება.ჟურნალის ნომერი (ჟურნალის გამოსვლის თვე ან
სეზონი): XX-XX.

Burns, Sarah. 2005. Ordering the artist’s body: Thomas Eakins’s acts of self-portrayal. American
Art 19, no. 1 (Spring): 82-107.

ინტერნეტში გამოქვეყნებული წიგნი:

გვარი, სახელი. წელი. სათაური. გამოცემის ნომერი. გამოცემის ადგილი: გამომცემელი.


URL მისამართი (წვდომის თარიღი).

თურაბიანი, ქეით ლ.. 2007. სახელმძღვანელო რეფერატების, თეზისების და


დისერტაციების ავტორებისათვის. „ჩიკაგოს სტილი“ სტუდენტებისა და
მკვლევრებისათვის. ჩიკაგო: ჩიკაგოს უნივერსიტეტის
გამომცემლობა.http://library.iliauni.edu.ge/product/sakhelmdzghvanelo-repheratebis-
thezisebis-da-disertatsiebis-avtorebisathvis/ (05.04.2016)

ვებ-გვერდის დამოწმება:

ავტორის გვარი, სახელი. გვერდის სათაური. ვებგვერდის სახელწოდება. URL მისამართი


(წვდომის თარიღი).

Evanston Public Library Board of trustees. Evanston Public Library strategic plan, 2000-2010: A
decade of outreach. Evanston Public Library. http://www.epl.org/library/strategic-plan-
00.html (05.04.2016)

წიგნი, რომელსაც რედაქტორი ან/და მთარგმნელი ჰყავს:

5
ავტორისგვარი, სახელი. წელი. სათაური. რედ. დამთარგმნ. სახელიგვარი.
გამოცემისადგილი: გამომცემელი.

Adorno, Theodor W., and Walter Benjamin. 1999. The complete correspondence, 1928-1940. Ed.
Henri Lonitz. Trans. Nicholas Walker. Cambridge, MA: Harvard University Press.

არისტოტელე. 1981. რიტორიკა. მთარგმნ. თ. კუკავა. თბილისი: თბილისის სახელმწიფო


უნივერსიტეტი.

ორგანიზაცია როგორც ავტორი:

ორგანიზაციის სახელწოდება. წელი. წიგნის სათაური. გამოცემის ადგილი:


გამომცემელი.

World Health Organization. 2003. Organization of services for mental health. Geneva: World
Health Organization.

მრავალტომიანი ნაშრომის ნაწილი:

ავტორის გვარი, სახელი. წელი. სათაური. ტ. ტომის ნომერი, ტომეულის სათაური.


გამოცემის ადგილი: გამომცემელი.

ბარნოვი, ვასილ. 1964. ლიტერატურული და პუბლიცისტური წერილები. ტ.


10.თხზულებათა სრული კრებული: 10 ტომად. თბილისი: ლიტერატურა და
ხელოვნება.

სადიპლომო ნაშრომი და დისერტაცია:

ავტორის გვარი, სახელი. წელი. დისერტაციის სათაური. დისერტაციის ტიპი,


სამეცნიერო დაწესებულება.

Murphy, Priscilla Coit. 2000. What a book can do: Silent Spring and media-borne public debate.
PhD diss., University of North Carolina.

6
ტექსტში ჩართული მითითების ფორმატი

ზოგადი აღწერა

ბევრ სამეცნიერო დარგში (მაგ., სოციალურ და საბუნებისმეტყველო


მეცნიერებებში) ტექსტში ჩართული მითითებების ფორმატს იყენებენ. ეს ფორმატი,
აგრეთვე, ცნობილია „ავტორი-თარიღის“ სტილის სახელით, ვინაიდან წყაროების
მითითებისას ტექსტში ვურთავთ ფრჩხილებში ჩასმულ მნიშვნელოვან მონაცემებს:
ავტორის გვარს და გამოცემის თარიღს.

ტექსტში ჩართული მითითება საკმარის ინფორმაციას შეიცავს იმისათვის, რომ


მკითხველმა წყაროს შესახებ სრული ინფორმაცია იპოვოს ბიბლიოგრაფიაში.

ტექსტში ჩართული მითითების ფორმატის გამოყენებისას წყაროს შესახებ


მინიშნებას აკეთებთ ამ წყაროდან მოტანილი ინფორმაციის გასწვრივ ფრჩხილებში -
(ავტორი თარიღი, შესაბამისი გვერდის ნომრები).

მაგ.: ერთი მეცნიერის თქმით, „რკინიგზის გაყვანის შედეგად, ჩიკაგო აღმოსავლელებისა


და დასავლელების შეხვედრების უმნიშვნელოვანესი წერტილი გახდა“ (Cronon
1991, 92-93).

ვინაიდან ტექსტში ჩართული მითითება არ შეიცავს სრულ ბიბლიოგრაფიულ


ინფორმაციას წყაროს შესახებ, ყველა გამოყენებული წყარო უნდა ჩამოიწეროს
ბიბლიოგრაფიაში ნაშრომის ბოლოს. ბიბლიოგრაფია მოიცავს ტექსტში ჩართულ
მითითებაში აღნიშნულ თითოეულ წყაროს და ზოგჯერ სხვა წყაროებსაც, რომლებსაც
გაეცანით, მაგრამ არ მიგითითებიათ. ბიბლიოგრაფიის ყველა მუხლს უნდა ჰქონდეს
ერთი და იგივე ზოგადი ფორმა: ავტორის გვარი, სახელი. თარიღი. ნაშრომის სათაური.
გამოცემის ადგილი: გამომცემელი.

7
ჩიქობავა, არნოლდ. 1965. იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია:
სახელმძღვანელო ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
თბილისი: განათლება.

Cronon, William. 1991. Nature’s metropolis: Chicago and the Great West . New York:
W.W. Norton & Company.

აკადემიურ ნაშრომში თქვენგან წყაროს დამოწმების წესების ზედმიწევნით დაცვას


მოელიან. ეს ეხება როგორც ჩასართავ ინფორმაციას და ამ მონაცემების
თანმიმდევრობას, ისე პუნქტუაციას, მთავრული ასოების გამოყენებას (სხვადასხვა
ევროპული ენის შემთხვევაში), დახრილი შრიფტის გამოყენებას და სხვა. შესაბამისად,
დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ წვრილმან დეტალებს.

შენიშვნების მითითების ფორმატი - წყაროს დამოწმება სქოლიოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილი წყაროების მითითების


ორ წესს გულისხმობს. პირველია წყაროების შენიშვნებში მითითების წესი და მეორე
თქვენთვის უკვე ცნობილი ტექსტში ჩართული მითითების ფორმატი. თქვენი
სურვილისამებრ, ნებისმიერი ფორმატის გამოყენება ნებადართულია, თუმცა ერთ
ნაშრომში მხოლოდ ერთ ფორმატს უნდა მისდიოთ.

როდესაც წყაროების დამოწმებისას შენიშვნებში მითითების ფორმატს ირჩევთ,


წყაროს მიანიშნებთ იმ წინადადების ბოლო სიტყვასთან სადაც საუბრობთ წყაროზე: ის
აცხადებს რომ „...........“2 და შემდეგ სქოლიოში მიუთეთიებთ შესაბამისს წყაროს.
მითითებაში მოცემულია ინფორმაცია წყაროს შესახებ - ავტორი, სათაური და
ინფორმაცია გამოცემის შესახებ, გვერდის ნომერი.

2
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის სახელმძღვანელო 113-114
8
მაგ.: არნოლდ ჩიქობავა, იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია:
სახელმძღვანელო ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (თბილისი,
განათლება: 1965), 35-36.

Adrian Johns, The Nature of The book: Print and Knowledge in Making (Chicago:
University of Chicago Press, 1998), 623.

თუ იმავე წყაროს სხვა შენიშვნაშიც მიუთითებთ, შეგიძლიათ, შემდგომი


შენიშვნები შეამოკლოთ:

მაგ.: ჩიქობავა, იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, 50.

Johns, Nature of The book, 384-385.

წყაროები, რომლებიც შეგიძლიათ არ მიუთითოთ ბიბლიოგრაფიაში

როგორც წესი, შეგიძლიათ ბიბლიოგრაფიაში არ მიუთითოთ შემდეგი სახის


წყაროები: საგაზეთო სტატიები, კლასიკური და შუა საუკუნეების ლიტერატურული
ნაწარმოებები, ბიბლია და სხვა წმინდა წიგნები, ცნობილი საცნობარო ლიტერატურა
(დიდი ლექსიკონები და ენციკლოპედიები), მოკლე გამოქვეყნებული მასალა
(რეცენზიები, მოკლე მიმოხილვები, ბროშურები და ანგარიშები), გამოუქვეყნებელი
ინტერვიუები და პირადი მიმოწერა, ბლოგის ინფორმაცია და კომენტარები,
ელექტრონული ფოსტის ადრესატების სიები, კონკრეტული დოკუმენტები
გამოუქვეყნებელი ხელნაწერების კრებულებიდან, სახვითი და საშემსრულებლო
ხელოვნების მრავალი წყარო (მათ შორის, მხატვრული ხელოვნების ნიმუშები, ცოცხალი
შესრულება, სატელევიზიო და სხვა სამაუწყებლო პროგრამები), საქართველოს
კონსტიტუცია, სასამართლო საქმეები და ზოგიერთი სხვა საჯარო დოკუმენტი. თუმცა,
შეიძლება, ბიბლიოგრაფიაში ჩართოთ კონკრეტული ნაშრომი რომელიმე ამ
კატეგორიიდან, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენი არგუმენტისთვის ან ხშირად გაქვთ
მითითებული.

9
ბიბლია და სხვა წმინდა წიგნები

მიუთითეთ ბიბლია და სხვა რელიგიური შინაარსის წმინდა წიგნები ტექსტში


ჩართულ მითითებებში, მაგრამ არ არის საჭირო მათი ჩართვა ბიბლიოგრაფიაში.

ბიბლიიდან ციტირების შემთხვევაში დაურთეთ წიგნის შემოკლებული


სახელწოდება, თავის ნომერი და სტროფის ნომერი – გვერდის ნომრის გარეშე.
კონტექსტიდან გამომდინარე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ წიგნების სახელწოდებების
ტრადიციული ან უფრო მოკლე აბრევიატურები. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელი
ფორმაა მისაღები, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს პედაგოგს. გამოიყენეთ არაბული
ციფრები თავების, სტროფების ნომრებისა (მათ შორის ორწერტილით) და ასევე
დანომრილი წიგნების მითითებისას.

ტრადიციული აბრევიატურები:

ტ.: (1 Thess. 4:11, 5:2-5, 5:14)

უფრო მოკლე აბრევიატურები:

ტ.: (2 Sm. 11:1-17, 11:26-27; 1 Chr. 10:13-14)

ვინაიდან წიგნები განსხვავებულია წმინდა წერილის ვერსიების მიხედვით,


განსხვავებულია დანომვრაც, ამიტომ პირველ მითითებაში ფრჩხილებში აღნიშნეთ, თუ
რომელი ვერსიით სარგებლობთ, სიტყვიერად ან მიღებული აბრევიატურით.

ტ.: (2 Kings 11:8 [New Revised Standard Version])

(1 Cor. 6:1-10 [NAB])

(1 კორ. 6:1-10 [ახალი ამერიკული ბიბლია])

სხვა რელიგიის წმინდა წიგნების ციტირების შემთხვევაში, შესაბამისად,


გამოიყენეთ ბიბლიის მითითების პრინციპები.

10

You might also like