რედაქტირება

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

თბილისში, სასტუმრო „რედისონში“, ორი ათას ჩვიდმეტი წლის ოცდახუთ-

ოცდაშვიდ ოქტომბერს საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი ინტენსიურად


მიმდინარეობს. ორ დღიან ღონისძიებაზე სხვადასხვა დარგის ას ხუთი სპეციალისტი არაერთ
საკითხს განიხილავს, რომლებიც ქართულ ინტერნეტთან დაკავშირებულ წარმატება-
წარუმატებლობას შეეხება.

მოხსენებების მოსმენა ქართულად არის შესაძლებელი. როგორც ორგანიზატორები


ამბობენ, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ახლაც შეუძლია
„რედისონში“ მისვლა და ფორუმზე დასწრება. მათ მხოლოდ დარბაზში შესვლამდე უნდა
გაიარონ ვებგვერდზე ონლაინრეგისტრაცია. ამის შესაძლებლობა მონაწილეს ჰქონდა
ფორუმის დაწყებამდე ორკვირა-ნახევრის განმავლობაშიც. მეორე დარბაზში მაიკლ
როტერტი მუშაობის მოდელზე საუბრობს. ის დიდხანს ინტერნეტინდუსტრიის ასოციაციის
დირექტორი და ოკლაჰომის უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ. მან მადლობა
გადაუხადა მსმენელებს დასწრებისათვის.
სასტუმროს მე-3 დარბაზში ადგილობრივი ინტერნეტსაზოგადოებისთვის ჯეფ
ბედსერი კიბერუსაფრთხოების შესახებ ჩაატარებს ერთი-ორ ტრენინგს, რომელიც
ინტერნეტკორპორაციის სპეციფიკური უსაფრთხოებისა და მდგრადობის საკითხების
მრჩეველთა კომიტეტის წევრია. ამავე დროს აუდიო- და ვიდეოჩანაწერებს აჩვენებენ, რათა
საკითხი ფართოდ გააშუქონ. ეს დაახლოებით ორსერიიანი ფილმის დროის მსგავსი
ჩანაწერებია.

მე-12 დარბაზში საავტორო უფლებების ონლაინდაცვაზე ირაკლი კასრაძე ისაუბრებს.


ირაკლი საქპატენტში სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსია. მისი
მუშაობის პერიოდში დიდმნიშვნელოვნად გაიზარდა ლექცია-სემინარებისა და
საზოგადოებაში ინფორმაციის ადეკვატურად მიწოდების ხარისხი. ის ამ თანამდებობაზე
უკვე 2-ჯერ არის არჩეული. ის ერთი მეორეზე საინტერესო იდეების განმახორციელებელია,
რომლებსაც გეგმურად და ამავე დროს შედეგიანად ართმევს თავს.

თითოეულ დარბაზში მათ მოხსენებები უნდა წაიკითხონ აქტუალურ საკითხებზე.


მაგალითად, მე-20 ოთახში ,ერთი მხრივ ,ისაუბრებენ უსაფრთხოების ზომებზე, ხოლო 34-ეში
ნატა გოდერძიშვილი და დავით ბულავაშვილი თავიანთ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს
მიერ შემუშავებულ ტრენინგს ჩაატარებენ, სადაც ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის
საკითხზე გამახვილდება ყურადღება. ტრენინგის დასასრულს მონაცემთა გაცვლის
სააგენტოსა და საქართველოს მცირე და საშუალო ტელესაკომუნიკაციო ოპერატორების
ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდება. აღსანიშნავია, რომ ფორუმი ქართულ
არხებზე გადის პირდაპირი ტრანსლაციით.

მოხსენებების შემდეგ სპიკერები შეკითხვებს უპასუხებენ. მათი სურვილია, რომ


აუდიტორია ერთი-ორად ჩაერთოს საკითხის განხილვისას. ინტერნეტმმართველობის
ფორუმი უკვე მეორედ ტარდება საქართველოში. ის მსოფლიოში ცნობილია თავისი 7
-წლიანი გამოცდილებითა და სამოქმედო 10 პუნქტიანი გეგმა-ვალდებულებით. ყველა
ზემოთ დასახელებული ღონისძიება ითვალსიწინებდა ახალგაზრდების ბიზნესის სფეროში
მეტად თუ ნაკლებად ცოდნის გაღრმავებას. აღსანიშნავია, რომ მეტყველებაშეზღუდული და
უნარმოკლებული დაინტერესებული პირებისათვისაც ხელმისაწვდომი გახდა განათლების
მიღება.

გვანცა აჩელიშვილი

You might also like