Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

1) რამ გამოიწვია 1660 წლის აჯანყება კახეთში

სპარსეთის ხელმწიფეს შაჰ აბას მეორეს კახეთის ,,თურქმანიზაცია“ საკმარისად არ


მიაჩნდა და კახეთში საგანგებოდ ალავერდი-ხანი გამოგზავნა. ირანის საპასალარმა
სამი ციხე ააშენა: ბახტრიონი, ალავერდი და ყარაღაჯი, რომელთა დანიშნულება
კახელი მეამბოხეებისგან თავდაცვა იყო. ამის შემდეგ კახეთში 80000 თურქმანი
ჩაასახლეს რამაც უბიძგა კახელებს აჯანყებისკენ.

2)  შეაფასე ლევან || დადიანის პიროვნება


ლევან დადიანი წინდახედული, გამჭრიახი და კეთილგონიერი მმართველი იყო.
ღვთისმოსავმა და ქველმოქმედმა მმართველმა სამეგრელო მისი მმართველობის
წლებში ფინანსურად მოაძლიერა და ადგილობრივ მოსახლეობას მშვიდობა
დაუმკვიდრა. ლევან მეორე სწორად აფასებდა უცხო, ევროპულ ქვეყნებთან
ურთიერთობის მნიშვნელობას და მათთან ვაჭრობის განვითარებას.

3) რა მიზანი ჰქონდა კათოლიკე მისიონერების ჩამოსვლას საქართველოში


კათოლიკე მისიონერები საქართველოში ხსნიდნენ სასწავლებლებს, ქადაგებდნენ
თავიანთ რელიგიას, ანათლებდნენ საზოგადოებას და ინარჩუნებდნენ მცირე მაგრამ
მაინც მნიშვნელოვან კავშირს ევროპასა და საქართველოს შორის.

4) შეაფასე ვახტანგ \/| როგორც კანონმდებელი მეფე


განსაკუთრებით დიდი და ნაყოფიერი შრომა გასწია ვახტანგმა ქართული სამართლის
გამართვაში, ფაქტობრივად, ახალი, ევროპული დონის სამართლის შექმნაში.
,,ვახტანგის სამართალი’’ ეხებოდა ცხოვრების ყველა მხარეს-საბატონყმო
ურთიერთობებს, წოდებრივ მიმართებებს, ქონებას, ნასყიდობას, ვალს,
მემკვიდრეობას, ქურდობას, მკვლელობას, ოჯახს, ზნეობას. და კიდევ-უდიდესი
ჰუმანიზმი ვახტანგ მეექვსისა- მან მოშალა ტყვეებით ვაჭრობა.

5) იმსჯელე ვახტანგ \/|- ის საგარეო  პოლიტიკურ კურსზე


ვახტანგ მეევსეს აშკარად ჩაეშალა ევროპისკენ სწრაფვა, ირანის წინააღმდეგ
მოკავშირედ კი რუსეთის გარდა იმ დროისთვის არავინ გამოდგებოდა, ამიტომ
საგარეო პოლიტიკის მიმართულების შეცვლა იმ მომენტში სწორი გადაწყვეტილება
იყო

You might also like