ძუძუს კიბო

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა “ახალი სიცოცხლე” მრავალპროფილური

დაწესებულებაა, სადაც 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ


სამედიცინო მომსახურებით. 

ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა იმთავითვე იზრუნა, რომ ახალ კლინიკაში


დანერგილიყო ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი სერვისი,
მრავალპროფილურობის უზრუნველსაყოფად.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აღჭურვილია Planmed


Clarity 3D ციფრული ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე მამოგრაფით. ეს არის ახალი
სიტყვა სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების ადრეულ დიაგნოსტირებაში. 

ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვედ არის


აღიარებული და „ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება. ვარდისფერი ბაფთა ამ
კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის
საერთაშორისო თვეს, „ვარდისფერ ოქტომბერს“ კლინიკა „ახალი სიცოცხლე“
უერთდება.

ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა ქალებში. XX საუკუნის მეორე


ნახევარში მკვეთრად გაიზარდა  ძუძუს კიბოს ავადობის სიხშირე. სტატისტიკური
მონაცემებით, აღნიშნული დაავადება შეიძლება გამოუვლინდეს ყოველ მეათე ქალს.
დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესების მიუხედავად, 35-55 წლის
ასაკის ქალებში ძუძუს კიბო ლეტალური გამოსავლის  მიზეზებს შორის პირველ
ადგილზეა, ხოლო  საერთო ასაკობრივ ჯგუფში მას  მეორე ადგილი განეკუთვნება. 100
000 ქალთა მოსახლეზე ძუძუს კიბოთი ავადობის სტანდარტიზირებული
მაჩვენებელი საქართველოში შეადგენს, 52,4%. ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაში
აღმოჩენის შემთხვევაში, კერძოდ  მეტასტაზირებამდე (როდესაც მეტასტაზები
ვლინდება ძირითადი სიმსივნის გარეთ), ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების 95%-
ზე მეტი ცხოვრობს მინიმუმ 5 წელი. რადგანაც, ბოლო პერიოდში შეინიშნება როგორც
დაავადების რაოდენობრივი მატება, ისე გაახალგაზრდავება, აუცილებელია ყველა
ჯანმრთელმა ქალბატონმა გაიაროს სკრინინგი ანუ ულტრაბგერითი გამოკვლევა 16
დან 70 წლამდე და 35 წლიდან 70 წლამდე ამ გამოკვლევას დამატებული
რენტგენომამოგრაფია. შესაბამისად, კამპანია მიზნად ისახავს, ქალებისათვის ძუძუს
კიბოს პროფილაქტიკისათვის შესაძლებლობების გაცნობას, დაავადების
განვითარების პრევენციასა და ძუძუს კიბოს მინიმალური ფორმების გამოვლენას.

მთავარი მიზანი მედიასთან კომუნიკაციისას, არის სწორედ ის ფაქტი, რომ ძუძუს


კიბო მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში ერთ-ერთი გავრცელებული
დაავადებაა, იმის და მიუხედავად, რომ 2008 წლიდან ქ.თბილისში ამოქმედდა
ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა, დღეისათვის
სკრინინგ-დიაგნოსტიკური გამოკვლევა სულ გავლილი აქვს 80,000-ზე მეტ ქალს.
ამავე დროს, დღემდე არ არის ეპიდემიოლოგიური კვლევით შეფასებული ძუძუს
კიბოს სკრინინგის აღნიშნული პროგრამის ეფექტიანობა. ის ფაქტიც, რომ მხოლოდ
თბილისშია აღნიშნული სკრინინგ გამოკვლევა ხელმისაწვდომი, გვსურს რეგიონებში
და სხვა დიდ ქალაქებში მცხოვრებ ქალებსაც მივცეთ გამოკვლევის ჩატარების
საშუალება. ამას კი შევძლებთ ჩვენი რეანომობილით, რომელიც ოქტომბრის თვეში
იმოგზაურებს მთელი საქართველოს მასშტაბით და კვირის გარკვეულ დღეებში,
ოთხშაბათსა და შაბათს, მოემსახურება სრულიად უფასოდ რეგიონებში მცხოვრებ
ქალბატონებს.

You might also like