Download as txt, pdf, or txt
Download as txt, pdf, or txt
You are on page 1of 1

1048 წელს სელჩუკები კავკასიაში შეიჭრნენ და ბიზანტიის კუთვნილი სომხეთი დაიკავეს.

ლიპარიტ ბაღვაშის დახმარებით ბიზანტიელები წარმატებულად ეწინააღმდეგებოდნენ


სელჩუკებს, მაგრამ მანაზკერტთან ბრძოლის შემდეგ 1074 წელს დადებული ხელშეკრულებით მათ
აღმოსავლეთი ნაწილი დაუთმეს. საქართველოში სელჩუკები ალფ არსლანის დროს გამოჩნდნენ.
თავდაპირველად თავისი ვაჟი გამოგზავნა, ხოლო 1064 წელს თავად შემოიჭრა უზარმაზარი
ლაშქრით და ააოხრა ადგილობრივი დასახლებები. მან დამოყვრება შესთავაზა ბაგრატ
მეოთხეს. ბაგრატმა თავისი დისწული მიათხოვა სულთანს, ხოლო თავისი ქალიშვილი
ბიზანტიაში გაათხოვა, რათა ორივე პოტენციურ მტერთან შეენარჩუნებინა მშვიდობიანობა.
სიტუაცია მალე შეიცვალა როდესაც, ანისის გამგებელმა აბულ-სავარმა ალფ არსლანის
ბრძანებით გაილაშქრა ანისის მეზობელ ტერიტორიებზე. საპასუხოდ ბაგრატმა არანში
გაილაშქრა და ბარდავი დაარბია. 1068 წელს ახალ ლაშქრობას მოჰყვა მომთაბარე თურქების
ჩამოსახლება და სამხრეთით ქართული მიწების განძის ამირაზე დაქვემდებარება. ამის
პასუხად ბაგრატმა, მისი ცოლისძმის, დორღოლელის დახმარებითა და გიორგის სარდლობით,
წარმატებით დაამარცხეს ფადლონი. ალფ არსლანმა საპასუხოდ არაფერი მოიმოქმედა გარდა
მოციქულების და ძღვენის გამოგზავნისა, ბაგრატიც იმავეს აკეთებდა საპასუხოდ და
მოხარკეობაზე არ დამორჩილებით დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. თუმცა ამ დროს დაიწყო
თურქული კულტურების დამკვიდრება საქართველოში. მდგომარეობა მალიქშაჰის დროს დამძიმდა
რადგან არათანასწორი ძალებით ეწინააღმდეგებოდა გიორგი მეორეს. 1080 წელს დაიწყო დიდი
თურქობა, რა დროსაც ისინი ყოველწელს დიდი ხნის მაძილზე არბევდნენ ქვეყანას და
მიწასთან ასწორებდნენ საუკუნოვანი ტრადიციების მქონე სოფლის მეურნეობას. 1083 წელს
გიორგი მეორემ თავი დამარცხებულად აღიარა , ეახლა მალიქშაჰს, მოხარკეობა აღუთქვა და
მშვიდობის სანაცვლოდ კახეთ ჰერეთის მიწები უბოძა. მალიქშაჰი დათანხმდა, გააყოლა მას
ლაშქარი, დაიკავა ალაზნისა და ივრის ველები. კახეთის იმდროინდელი მეფე აღსართანიც
გაამუსლიმანეს და სულთნის მფარველობა მიაღებინეს. გიორგი მალევე აიძულეს ტახტი თავისი
16 წლის ვაჟისთვის დაეთმო, რომლის დროსაც მოთარეშეები სულთნის ნების გარეშეც
არბევდნენ ქვეყანას.

You might also like