Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 17

RFID METRO Group-ში

2004 წლის დასაწყისში გერმანიის უდიდესმა საცალო მოვაჭრემ METRO Group-მა


გამოაცხადა მისი მომავალი რადიო სიხშირის იდენტიფიკაციის ტექნოლოგიის
(RFID) გამოშვება 250 მაღაზიასა და 10 საწყობში 100 მომმარაგებელთან
კოლაბორაციაში. ეს ინფორმაცია გავრცელდა სავაჭრო წრეებში . ვოლმარტის და
ტესკოს მიერ აქამდე გაკეთებული მსგავსი განცხადებებმა ცხადყო რომ
ინდუსტრიაში ზოგიერთს მიაჩნდა, რომ ამ ახალ ტექნოლოგიას გააჩნდა
პოტენციალი მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინათ საცალო ვაჭრობის მომარაგების 
ქსელების შესრულება. ამ ტექნოლოგიის პოტენციურ სარგებელს შორის იყო
შემცირებული შემცირებული დეფიციტები, რომელიც გამოწვეული იყო
ქურდობებით ან საქონლის დაზიანებით, გაზრდილი პროდუქტზე
ხელმისაწვდომობა, უკეთესი მონაცემების ხარისხი და უფრო მაღალი მუშა ხელის
პროდუქტიულობა.

2003 წლის აპრილში METRO-მ დაიწყო RFID ტექნოლოგიის ტესტირება მის ავეჯის
მაღაზიაში გერდ ვოლფმანის - METRO -ოს შიდა IT სერვის ჯგუფის (MGI)
დირექტორის ხელმძღვანელობის ქვეშ. 2004 წლის ივლისში კომპანიამ დაამტკიცა
RFID-ის მიმართ ერთგულება METRO Group-ის RFID ინოვაციების ცენტრის
გახსნით, რაც იყო ტექნოლოგიის შესაქმნელი და განსავითარებელი პლატფორმა.
ნოემბერში, გარკვეული METRO-ს დისტრიბუციის ცენტრებმა (DC) და მაღაზიებმა
დაიწყეს რამდენიმე მომმარაგებლისგან RFID-ით მონიშნული სტელაჟების მიღება.
2005 წლის აგვისტოსთვის RFID გაფართოვდა 33 მომმარაგებელზე, 9 METRO DC-ზე
და 13 METRO-ოს მაღაზიაზე. მიმდინარე გაშლა განხორციელდა სტელაჟების
დონეზე მაგრამ თეორიულად RFID-ის ტაგები შეიძლებოდა მოთავსებულიყო
ყუთებში და ისეთ ინდივიდუალურ ნივთებშიც კი როგორიცაა შამპუნის და
კეტჩუპის ბოთლები. ყოველ გრანულირების  დონეზე ახასიათებდა დამატებითი
კომპლექსურობა და გაზრდილი ხარჯები. ცალკეული ნივთების მონიშვნა
მიმდინარე ხარჯების გათვალისწინებით, მიიჩნეოდა მხოლოდ ხანგრძლივ
შესაძლებლობად.

ვოლფმანი მუშაობდა ზიგმუნტ მიერდორფის- კომპანიის მთავარი ინფორმაციების


ოფიცერთან და METRO AG-ის მენეჯმენტის დირექტორთა საბჭოს წევრთან ერთად.
ახლა, 2005 წლის ნოემბერში და 2005 წლის ნოემბერში გასამართი METRO RFID-ის
გასამართ კომიტეტის სხფომის მოახლოებასთან ერთად მიერდორფი და ვოლფრამი
ფიქრობდნენ იმაზე თუ რა სამოქმედო გეგმისთვის გაეწიათ რეკომენდაცია უკვე
არსებული გამოცდილებაზე დაყრდნობით. მათი ყველაზე ლოგიკური ვარიანტი იყო
სტეკაჟების დონის RFID მონიშვნის გაფართოება უფრო მეტ მომმარაგებეკზე. ან
METRO-ს შეეძლო შემოეტანა ყუთების დონის მონიშვნა რითაც უფრო ღრმა
ურთიერთობაში შევიდოდა მომმარაგებლებთან, რომლებსაც უკვე წარუდგინა
სტელაჟების დონის მონიშვნა.
მაშინ როცა მიერდოფს და ვოლფრამს ორივეს მიაჩნდათ რომ RFID რევოლუციას
მოახდენდა საცალო ვაჭრობის მონარაგების ქსეკებში, ტექნოლოგიას თავისი
ოპონენტებიც ჰყავდა METRO-ს რიგებში. ზოგიერთ კოლეგას მიაჩნდა რომ RFID-ის
გარდა შეიძლება გაეუმჯობესებინათ სხვა რამეები მეტროს მომარაგების ქსელში,
როგორიცაა არსებული მაღაზიის და DC  პროცესები, პერსონალის უკეთ
დატრენინგება, კადრების გაშვების დონის შესამცირებლად ინიციატივების შექმნა ან
საიდუმლო ლაბორატორიის გაუქმება ან მისი ზომის შემცირება.

RFID საფუძვლები

RFID ტექნოლოგია საფუძველს იღებს მეორე მსოფლიო ომის დროს. 1935 წელს
რადარის გამოგონება დაეხმარა მოახლოვებული თვითმფრინავების შესახებ
გაფრთხილებაში. მაგრამ მას არ შეეძლო მტრის და საკუთარი თვითმფრინავების
გარჩევა. 1939 წელს ბრიტანეთის სამეფო ავია ძალებმა შეიმუშავეს "ამოიცანი მტერია
თუ მეგობარი"-ის ტრანსპონდერი რომეკსაც შეეძლო მოეხდინა მიღებული რადიო
სიგნალის ინტერპრეტირება მეგობრული თვითმფრინავების გასარჩევად. ეს იყო
მაგალითი პირველი მოწყობილობისა რომელსაც შეეძლო ავტომატურად და
დისტანციურად მოეხდინა თავისი თავის იდენტიფიცირება სხვა ხელსაწყოსთვის.
RFID-იც იგივე პრინციპით მუშაობდა:სიგნალი ეგზავნებოდა ტრანსპონდერს,
რომელიც აირეკლავდა უკან სიგნალს ( პასიური სისტემა) ან ახდენდა სიგნალის
გადაცემას (აქტიური სისტემა).

რადარის და რადიო სიხშირის კომუნიკაციის სისტემების კვლევა და განვითარება


გრძელდებოდა 1950-იან და 1960-იან წლებში. 1973 წეკს ამერიკელმა ბიზნესმენმა
მოიპოვა ოატენტი პასიურ ტრანსპონდერზე რომელიც გამოიყენებოდა კარების
გასაღების გარეშე გასახსნელად. როცა ბარათზე მოთავსებული ტრანსპონდერი
სიგნალს გადასცემდა კარებთან დამონტაჟებულ წამკითხველს, იგი კითხულობდა
ვალიდურ ნომერს და აღებდა კარს. მსგავსი იდეა- ავტომატიზირებული შლაგბაუნის
გადახდის სისტემის კომერციალიზაცია მოხდა შუა 1980-იან წლებში. 2005
წლისთვის RFID მოხმარება გაფართოვდა. აშშ-ს რამდენიმე ციხე იყენებდა RFID
მონიშვნებს პატიმრების სათვალთვალოდ. 2004 წლის ბოსტონის მარათონის
მონაწილეთა ფეხსაცმლის თასმები შეიცავდა RFID მონიშვნებს და აცნობენდა
მაყურებლებს მონაწილეთა პროგრესის შესახებ. Amercan Express Blue საკრედიტო
ბარათმა დაიწყო ამ ფუნქციის ექსპრესს გადახდებში გამოყენება ბარათის
მფლობელის იდენტიფიკაციისთვის. 2004 წელს ტოიოტამ შემოიტანა RFID
ფუნქციით აღჭურვილი გასაღებები ლექსუსის და პრიუსის მოდელებზე, რითაც
მძღოლებს საშუალება მიეცათ მანქანა გაედოთ და დაექოქათ ისე რომ თვით
გასაღები ჯერ კიდევ ჯიბეში ედოთ. (იხ. ეგზიბიტი 1).

RFID მიეკუთვნებოდა იმ ავტომატური იდენტიფიკაციის ტექნოლოგიებს, რომელიც


გამოიყენებოდა ხალხის ან საგნების ამოსაცნობად. სხვა მაგალითები იყო შტრიხ
კოდები და ოპტიკური თვისებების წამკითხველები. ავტომატური იდენტიფიკაციის
ტექნოლოგიები ზრდიდნენ ეფექტურობას და ამცირებდნენ მონაცემთა შეყვანის
შეცდომებს და სამუშაო დროს. ამ სისტემათა უმეტესობაში, ადამიანს უწევდა ხელით
დაესკანერებინა ნიშნული რათა სისტემას წაეკითხა მასში ჩაწერილი ინფორმაცია.
თუმცა, RFID იყენებდა რადიო ტალღებს ხალხის და საგნების ავტომატურად
ამოსაცნობად თუ ნიშნული (ტაგი) საკმარის სიახლოვეში იქნებოდა RFID
წამკითხავთან.

RFID სისტემა შედგებოდა ტრანსპონდერის და წამკითხველისგან რომელიც


დაკავშირებული იყო კომპიუტერულ სისტემასთან. ტიპიური ტრანსპონდერი- თვით
ნიშნული შედგებოდა მიკროჩიპისგან რომელსაც მიმაგრებული ჰქონდა ანტენა
რომელიც ინახავდა ინფორმაციას პროდუქტის ან გადაზიდვის შესახებ. (იხ.
ეგზიბიტი 2). ნიშნულში შენახული ინფორმაცია წაიკითხებოდა და იწერებოდა როცა
იგი მოხვდებოდა წამკითხველის სიახლოვეს რომელიც აღჭურვილი იყო ანტენით
რომელიც აკონტროლებდა ნიშნულის გადაადგილებას რეალურ დროში და
გადასცეკდა მის იდენტურობას კომპიუტერულ სისტემას.  წამკითხველების
ინკორპორირება შესაძლებელი იყო  მიწოდების ქსელის თითქმის ყველა
კომპონენტში დაწყებული წარმოებიდან და დამთავრებული გაყიდვებით. მაგ.
მაღაზიითვის განკუთვნილი წამკითხველები  შეიძლება ინტეგრირებული
ყოფილიყო მიმღებ და გადამზიდავ ჭიშკრებში ისევე როგორც "ჭკვიან თაროებში",
რომლებსაც შეეძლოთ ეგრძნოთ თუ რა და რამდენი ელაგა მათზე.

ინტეგრაციის კომპიუტერული პროგრამა RFID სისტემის კიდევ ერთი კრიტიკული


ელემენტი იყო. იგი ფილტრავდა წამკითხველის მონაცემებს და გადასცემდა
საწარმოს აპლიკაციებს. ზოგი მათგანი მართავდა კიდეც წამკითხველებს: მათ
შეეძლოთ მათი შესრულების მონიტორინგი, კონფიგურირება, და პროგრამული
უზრუნველყოფის განახლება. ეს პროგრამა ასევე შეიძლებოდა კონკრეტულად
მორგებული ყოფილიყო სპეციფიურ აპლიკაციებზე. ზოგ მათგანს ასევე ჰქონდა
მიწოდების ან გადაგზავნის დადასტურების ფუნქციაც. კომპიუტერებს, რომლებიც
ამ პროგრამას (Middleware) მართავდნენ ეწოდებოდა გვერდითი სერვერები და
როგორც წესი განლაგებული იყო ხოლმე RFID წამკითხველების სიახლოვეში.

ნიშნულები შეიძლებოღა ყოფილიყო ან აქტიური ან პასიური. პასიურები ენერგიას


იღებდნენ რადიო სიხშირეებისგან, რომლებსაც გადასცემდა წამკითხველი. აქტიური
ნიშნულებს გააჩნდათ საკუთარი ელემენტის წყაროები და შეეძლოთ სიგნალების
გადაცემა. აქტიური ნიშნულის წვდომის არეალი შეადგენდა 300 ფუტს რაც 10-ჯერ
აღემატებოდა პასიურის წვდომის არეალს. პასიური ნიშნულის საფასური
მერყეობდა  0.20$ და რამდენიმე დოლარს შორის. კომპანიები ვარაუდობდნენ რომ
ყველაზე იაფი RFID ნიშნულის საფასური დაეცემოდა 0.06 დოლარამდე, თუმცა
ანალიტიკოსები ასეთი ფასის ნიშნულის მიღწევას კიდევ რამდენიმე ათწლეულის
მანძილზე არ პროგნოზირებდნენ. Forrester Research-მა იწინასწარმეტყველა რომ
RFID ფასები წელიწადში 9%-ით დაეცემოდა. აქტიური ნიშნულები ღირდა 10-50
დოლარი. მათ მოქმედება შეეძლოთ დაბალ, მაღალ და ულტრა მაღალ სიხშირეებზე.
რადიო ტალღები ყოველ განხვავებულ სიხშირეზე განსხვავებულად იქცეოდნენ და
შესაბამისად გამოსადეგი იყვნენ სხვადასხვა აპლიკაციებისთვის. (იხ. ეგზიბიტი 3).

RFID საცალო ვაჭრობის ქსელებში

RFID სისტემების დანერგვა დიდი ხნის მანძილზე შეზღუდული იყო მისი მაღალი
საფასურის და ინდუსტრიაში სტანდარტების არ არსებობის გამო. თუმცა 1999 წელს
RFID სისტემებმა მხარდაჭერა მოიპოვა, როცა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ
ინსტიტუტში დაარსდა Auto ID ცენტრი, რომელმაც დაიწყო დაბალი ღირებულების 
RFID ნიშნულების კვლევა, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო
მომარაგების ქსელის ტრეკ-სისტემებში.წლების განმავლობაში  Auto ID ცენტრმა
მოიპოვა 100-ზე მეტი დიდი სამომხმარებლო კომპანიის და ძირითადი RFID -ით
მოვაჭრეთა მხარდაჭერა. ტექნოლოგიის უფრო დასახვეწად, Auto ID ცენტრმა გახსნა
კვლევითი ლაბორატორიები  გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიაში, იაპონიაში,
შვეიცარიაში და ჩინეთში. 1999-2003 წლებში მათ შეიმუშავეს ელექტრონული
პროდუქტის კოდის  (EPC) ნუმერაციის სქემა  და EPC-ის ინტერფეისის
პროტოკოლი ისევე როგორც ქსელის არქიტექტურა რომელიც მოიძიებდა  RFID
ნიშნულთან დაკავშირებულ მონაცემებს ინტერნეტში. EPC შეიცავდა გლობალურ
სავაჭრო ნივთის ნომერს (GTIN), რომელშიც მოცემული იყო ისეთი ინფორმაცია
როგორიცაა შტრიხ კოდი და უნიკალური სერიული ნომერი რომელიც ზუსტად
ამოიცნობდა ცალკეულ საგნებს. ეს იმას ნიშნავდა რომ მაშინ როცა შტრიხ კოდს
შეეძლო მხოლოდ ნივთის, მაგალითად კეტჩუპის ბოთლის ამოცნობა, RFID ნიშნულს
შეეძლო ამოეცნო კონკრეტული კეტჩუპის ბოთლი სხვა იგივე ზომის, ბრენდის და
მწარმოებლის კეტჩუპის ბოთლებს შორის.

ქვეყნისთვის სპეციფიკური სიხშირის და ელექტროენერგიის რეგულაციები


ართულებდა გლობალური ნიშნულების სტანდარტის შემუშავებას. EPC-სგან
დამოუკიდებლად, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO),
მუშაობდა მსგავსი ფორმატის შექმნაზე. EPC პროტოკოლების თავდაპირველ
სერიები რომელიც Class 1და  Class 0-ის სახელით იყო ცნობილი, შეუთავსებელი
იყო ISO სტანდარტებთან და შესაბამისად ვერ ხერხდებოდა მათი გლობალურად
გამოყენება. Auto ID ცენტრის აზრით ISO-ს პროტოკოლები მეტისმეტად
კომპლექსური იყო და უსაფუძვლოდ გაზრდიდა ნიშნულების ხარჯს.

2003 წლის ბოლოს, Auto ID ცენტრმა EPC GLOBALS-ს მისცა მისი ტექნოლოგიის
გამოყენების ლიცენზია რაც წარმოადგენდა Uniform Code Council-ის და EAN
International-ის ერთობლივ პროექტს რომლის მიზანიც იყო EPC ტექნოლოგიის
კომერციალიზაცია. ლიცენზიის გაცემის პირობა იყო რომ მწარმოებლებისთვის და
საბოლოო მომხმარებლისთვის პროტოკოლები ხელმისაწვდომი იქნებოდა
როიალტი  გადასახადების გარეშე. 2003 წლის ოქტომბერში Auto ID ცენტრი
დაიხურა და მისი ნაშრომის შედეგები გადასცა  Auto ID ცენტრის ადგილობრივ
ლაბორატორიებს.

2004 წლის დასაწყისში EPC GLOBALS-მა დაიწყო მეორე თაობის EPC


პროტოკოლების Gen 2-ის  შექმნა. ეს ახალი ტექნოლოგია უნდა გამხდარიყო
ერთადერთი გლობალური სტანდარტი რომელიც უფრო დაუახლოვდებოდა ISO
სტანდარტებს. Gen 2 Standard-ი გამოვიდა 2004 წლის დეკემბერში, მაგრამ ISO-ს
მხრიდან მოწონების მოსაპოვებლად საჭირო გახდა მასში რიგი ცვლილებების შეტანა
რათა მომხდარიყო მისი ISO UHF საჰაერო ინტერფეისთან თანხვედრა. სრული
შეთავსებადობის მიღწევა მოსალოდნელი იყო 2005 წლის ბოლოსთვის და Gen 2-ის
ნიშნულები ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო 2006 წლისთვის. თუმცა,
ანალიტიკოსები წინასწარმეტყველებდნენ რომ ამის მიღწევას თვეობით და წლობით
ტესტირება, დანერგვა და სისტემების მართვა დასჭირდებოდა შტრიხ კოდების და
RFID-ის პარალელურად სანამ RFID ნიშნულები გახდებოდა პროდუქტის ამოცნობის
ერთადერთი საშუალება.

RFID ტექნოლოგიების პარალელურად, 1999 წლის ოქტომბერში მსოფლიოს


უდიდესმა მწარმოებლებმა და მოვაჭრეებმა შექმნეს გლობალური კომერციის
ინიციატივა (GCI)რათა გაეუმჯობესებინათ საერთაშორისო მომარაგების ქსელები
მომხმარებელთა საქონელთან მიმართებაში. ამ გლობალური ჯგუფის მიზანი იყო
გაეფართოვებინა გლობალური კომერცია, გამოევლინა და დაეძლია პროცესის
ბარიერები კონტინენტებს შორის, და წაეხალისებინა საუკეთესო ბიზნეს პროცესების
გაზიარება. ისინი მოქმედებდნენ გლობალური სამუშაო ჯგუფების საშუალებით
სხვადასხვა სფეროებში როგორიცაა ერთობლივი დაგეგმარება, პროგნოზირება და
შევსება (CPFR), გლობალური მონაცემების სინქრონიზაცია (GDS), პირდაპირ
მაღაზიაში მიწოდება (DSD), და EPC სისტემა. GCI მხარს უჭერდა RFID-ის
დანერგვას EPC სტანდარტის ბაზაზე.

METRO Group

METRO Group სათავეს იღებს 1964 წელს როცა ახალგაზრდა ბიზნესმენმა ოტტო
ბეიშეიმ დააარსა METRO Cash & Carry ბითუმად მოვაჭრე ბიზნესი რომელიც
ემსახურებოდა კომერციულ კლიენტებს პატარა გერმანულ ქაკაქ მუელჰეიმში. 3
წლის შემდეგ  ბეიშეიმ მიიღო სუბსიდირება 2 მდიდარი ოჯახის ჰანიელის და
შმიდტ- რუტენბეკისგან, რამაც მას საშუალება მისცა კომპანია სწრაფად
გაეფართოებინა გერმანიაში. 1970-იან წწ-ში კომპანიამ გააფართოვა მისი
ოპერაციები  ევროპაში და ასევე გადავიდა საცალო ვაჭრობაზეც. 1990 წლების
დასაწყისში მან მოიპოვა მთავარი წილი უნივერმაგების ქსელში- კაუფჰოფში და
სუპერმარკეტების კომპანია Asko Deutsche Kaufhaus-ში. 1994 წელს ბეისჰემი
გადადგა აქტიური მმართელობის პოზიციიდან. ორი წლის შემდეგ კომპანიამ მისი 2
მიმართულება ერთად გააერთიანა და შეიქმნა METRO Group (METRO). იმავე წელს
კომპანია გახდა საჯარო, მაგრამ დამფუძნებელმა ოჯახებმა შეინარჩუნეს
საკონტროლო აქციების პაკეტი. 1990 წლების მიწურულს  კომპანია პრომოუტინგს
აქტიურად უწევდა მის საერთაშორისო ექსპანსიას.

2005 წელს 56.4 მილიარდი ევროს გაყიდვებით METRO გახდა მსოფლიოს სიდიდით
მესამე საცალოდ მოვაჭრე. (იხ. ეგზიბიტი 4). კომპანია ფუნქციონირებდა 2300
ადგილას 30 ქვეყანაში და იქ დასაქმებული იყო 250 000-ზე მეტი თანამშრომელი.
METRO ორგანიზებული იყო 6 დამოუკიდებელი გაყიდვების განყოფილებების  ანუ
ფორმატების გარშემო: METRO Cash & Carry (საბითუმო), Real (ჰიპერმარკეტები),
Extra (სუპერმარკეტები), Media Market და Saturn (ელექტრონიკა),
Praktiker                   ( სამშენებლო მასალები) და Galeria Kaufhof (უნივერმაგები). (იხ.
ეგზიბიტი 5).

METRO-ს აღმასრულებელი დირექტორი ზიგმუნდ მიერდორფი ღრმად იყო


დარწმუნებული ინფორმაციული ტექნოლოგიების მნიშვნელობაში საცალო
ვაჭრობის სფეროში. "საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში საქმე გვაქვს მოცულობასთან,
რომელიც მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით შეიძლება
გაკონტროლდეს." მიერდორფი ერთერთი იყო დირექტორთა საბჭოს 4 წევრიდან და
იგი ასევე განაგებდა უძრავ ქონებას და ადამიანურ რესურსებს კომპანიაში. მისი
ენთუზიაზმი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართ,  კომპანიის შესახებ ცოდნა
და კომპანიაში გავლენა საშუალებას აძლევდა მას გამოევლინა და ინვესტირება
მოეხდინა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, რომელიც METRO-ს შესრულებას
გააუმჯობესებდა. 1996 წელს, მიერდორფმა ხელი შეუწყო MGI METRO GROUP IT
(MGI) GmbH-ის შექმნას, რომელიც წარმოადგენდა კომპანიის მფლობელობაში მყოფ
IT ფილიალს. 800 დასაქმებული პირით, MGI პასუხს აგებდა ვაჭრობის მენეჯმენტის
სისტემაზე , მონაცემების საწყობის მართვაზე და კომპანიის რესურსების დაგეგმვის
პროგრამის (ERP) კლიენტთა მოთხოვნილებებზე მორგებაზე, როგორც გერმანიაში
ისე საზღვარგარეთ.

METRO-ს დაინტერესება RFID-ში

1999 წელს METRO გახდა GLOBAL COMMERECE INITIATIVE-ის ერთერთი


დამფუძნებელი ხოლო მიერდორფი კი მისი თანა-თავმჯდომარე. იგი აქტიურად
ჩაერთო EPC ჯგუფთან მუშაობის პროცესში. მან დანიშნა MGI-ის დირექტორი გერდ
ვოლფრამი GCI-ის ჭკვიანი ტაგგინგის (მონიშვნის) სამუშაო ჯგუფის თანა
-თავმჯდომარედ. ვოლფრამის გარდა ჯგუფში შედიოდა Procter &Gamble-ის,
Gillette-ის და Johnson &Johnson-ის წარმომადგენლები. I-Tag ჯგუფმა გამოყო RFID
ტექნოლოგიის რამდენიმე პოტენციური სარგებრლი საცალო მიწოდების ქსელებში
(იხ. ეგზიბიტი 6):
1. მიწოდების ქსელში დანაკლისების შემცირება

მსოფლიო მაშტაბით ამ მაჩვენებლის დონე საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში


შეადგენდა დაახლოევით გაყიდვების 2%. ზოგი მონაცემების მიხედვით ინვენტარის
ქურდობის ფაქტები (კლიენტების თუ პერსონალის მიერ)  აშშ-ს მოვაჭრეებს
თითქმის წლიური გაყიდვების 1.3% უჯდებოდათ, რაც 26 მილიარდ დოლარს
აჭარბებდა.IBM-ის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა რომ RFID-ის გამოყენებას ამ
მაჩვენებლის შემცირება 25%შეეძლო თუ მას ყუთის დონეზე გამოიყენებდნენ და
40%-მდე თუ მას გამოიყენებდნენ ნივთების დონეზე.

2. თაროზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და საქონლის გამოლევის შემცირება.

რამდენიმე კვლევამ აჩვენა რომ საქონლის გამოლევის მაჩვენებელი 6-10% იყო


სურსათით ვაჭრობაში. მოდის ინდუსტრიაში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო.
კვლევამ აჩვენა რომ მაღაზიაში შესული მყიდველის 1/3 ხელცარიელი ტოვებდა
მაღაზიას იმის გამო, რომ ვერ პოულობდნენ იმას რასაც ეძებდნენ. საქონლის
გამოლევა დიდ გავლენას ახდენდა გაყიდვებზე , ბრენდების ლოიალობაზე, და
კლიენტთა კმაყოფილებაზე. როცა კლიენტი ვერ პოულობდა მისთვის სასურველ
ნივთს, მათგან მხოლოდ რამდენიმე იყიდდა მსგავსს ნივთს და თითქმის 1/3 იგივე
ნივთის საყიდლად სხვა მაღაზიაში წავიდოდა. შედეგად, არა მხოლოდ
მწარმოებლები არამედ მოვაჭრეებიც დაინტერესებულნი იყვნენ გამოლეული
საქონლის მაჩვენებლის შემცირებაში.

რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ საქონლის გამოლევის ერთერთ ძირითად მიზეზს


წარმოადგენდა ცუდი მაღაზიის მართვის სისტემა. ხშირად საქინელი იყო მაღაზიაში,
მაგრამ მას ათავსებდნენ საწყობ ოთახებში ან ისეთ ადგილას, სადაც მას კლიენტი ვერ
პოულობდა ხოლმე. GAM-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით საქონლის
გამოლევის 24%  მოდიოდა არასწორედ დაწყობილ საქონელზე. RFID ტექნოლოგიას
შეეძლო გაეუმჯობესებინა საქონლის შევსების პროცესი და შესაბამისად
შეემცირებინა გამოლევის მაჩვებებელი. მაგ. მოვაჭრეს შეეძლო განეთავსებინა RFID
პორტალები საქონლის მიმღებ დოკებში და საწყობის კარებთან. ამას გარდა RFID
ტექნოლოგია გააუმჯობესებდა ინვენტარის მონაცემების სიზუსტეს და
უზრუნველყოფდა პროდუქტების მარაგის ხილვადობას. თუ მოვაჭრეებს
ექნებოდათ  პროდუქტის მოძრაობის შესახებ საერთო ინფორმაცია, მაშინ
მწარმოებლები შეძლებდნენ მოთხოვნის დაგეგმვის და შევსების პრაქტიკების
გაუმჯობესებას.

3.პროდუქტიულობის და მუშა ხელის ეფექტურობა

როგორც მომწოდებლები ისე მოვაჭრეები მიისწრაფოდნენ იმისკენ რომ დაეზოგათ


დრო და ფული მონაცემების ხელით შეყვანის და შტრიხ კოდის სკანირების
პრაქტიკის აღმოფხვრის ხარჯზე. ვოლფრამი დაინტერესდა რა ახალი
ტექნოლოგიით, გვიხსნის:

" RFID-ში უამრავი პოტენციური სარგებელი დავინახე. თუმცა, არ ვფიქრობ რომ


ჩვენი კვლევა მხოლოდ RFID-ით უნდა შემოიფარგლოს. მე მინდოდა შემექმნა
პლათფორმა რამდენიმე კომპანიისთვის, რათა შემემოწმებინა რამდენიმე
ინოვაციური ტექნოლოგია. ჩვენ გვჭირდებოდა პირველადი წყაროდან მიღებული
გამოცდილება და არა მხოლოდ ქაღალდზე და პრეზენტაციებში არსებული
მონაცემები. ჩემი მიზანი იყო წინა პლანზე წამომეწია ინოვაციები საცალო ვაჭრობაში
საერთაშორისო დონეზე. ასე დაიბადა მომავლის მაღაზიის იდეა. ჩვენ გვინდოდა
რომ მის უკან მდგარიყო METRO-ს სარგებელზე ორიენტირებული კონცეფციები და
ტექნოლოგიები საცალო ვაჭრობის და კლიენტების მომავლისთვის. ჩვენ გვინდოდა
ვყოფილიყავით პროგრესული ძალა საცალო ვაჭრობის სექტორში.

მომავლის მაღაზიის ინიციატივა

METRO  მომალის მაღაზიის ინიციატივა (FSI), დაიწყო 2002 წლის სექტემბრში.


ვოლფრამი გახდა პროექტის აღმასრულებელი მენეჯერი. შერჩეულ პარტნიორებთან
ერთად, პროექტი ზედამხედველობდა საერთო მარკეტინგს, ქეისუს ანალიზს,
ტესტირებას, ახალი ტექნოლოგიების და ტექნიკური სისტემების შემუშავებას.
სამომავლო პერსპექტივაში ინიციატივის მიზანი იყო დაეწესებინა გლობალური
სტანდარტები საცალო ვაჭრობაში. METRO თანამშრომლობდა ისეთ პარტნიორებთან
როგორიცაა Intel, SAP, T-System, IBM ასევე ისეთ დიდ ბრენდებთან როგორიცაა
Kraft, Gillette, Procter&Gamble, L'Oreal. 2003 წლის დასაწყისში FSI-ის კიდევ 40 სხვა
პარტნიორი შემოუერთდა IT, სამომხმარებლო საქონლის, კონსულტაციის,
მომსახურების და ინფორმაციული ინდუსტრიებიდან.

ინიციატივისთვის METRO-მ შეარჩია Extra-ს სუპერმარკეტი, რომლის


რეორგანიზაცია უკვე დაგეგმილი იყო რეინბერგში, დუსერდორფის ჩრდილოეთით
მდებარე პატარა ქალაქში. კომპანიას უნდოდა ნაკლებად ურბანიზებული ადგილი
რათა უფრო მარტივად განეხორციელებინა მონიტორინგი იმისა თუ როგორ
ზემოქმედებას ახდენდა ახალი ტექნოლოგიები მომხმარებელზე. პირველი მომავლის
მაღაზია გაიხსნა 2003 წლის აპრილში. METRO-მ მოიწვია გერმანელი მოდელი
კლაუდია შიფერი , რომელიც წარმოშობით რეინბერგიდან იყო, რათა იგი ყოფილიყო
მაღაზიის პირველი კლიენტი. მან განაცხადა: "მოხარული ვარ რომ ამ ახალი
ნოვაციის პირველ საწყის ნასროლს მე გავაკეთებ. შპპინგი ძალზედ სახალისო
გახდება!"

მომავლის მაღაზიაში RFID-ის გარდა სხვა სისტემების ტესტირებაც ხდებოდა მათ


შორის იყო თვით-სკანირებადი მოწყობილებები და ინოვაციური კონტროლის
სისტემებს, რომლებიც კლიენტს საშუალებას აძლევდა გადაეხადა კასირის გარეშე,
რაც თავის მხრივ ამცირებდა რიგში დგომის დროს. საინფორმაციო ტერმინალები და
მცირე ზომის კლიენტების კომპიუტერები იგივე პერსონალური შოპინგის
ასისტენტები , რომლის თხოვებაც კლიენტებს მაღაზიის შესასვლელში შეეძლოთ,
ეხმარებოდა მათ პროდუქტების მოძებნაში და აწვდიდა მათ ისეთ სიდრმისეულ
ინფორმაციას როგორიცაა კვებითი ღირებულება, ფასები, და პროდუქტის
თვისებები. ტერმინალები ასევე იძლეოდა რჩევებს: რეცეპტებს, ღვინის
რეკომენდაციებს და ჯანსადი კვების რჩევებს. პატარა კომპიუტერები, რომელიც
აღჭურვილი იყო შტრიხ კოდის სკანერებით რომლებიც მაღაზიის პერსონალს
ეხმარებოდა მოეძიათ ინფორმაცია მაღაზიის და საწყობის ინვენტარის შესახებ.

ინიციატივამ დადებითი გამოხმაურება მოიპოვა Extra-ს მომხმარებლებს შორის.


მათგან 1/3 ამბობდა, რომ ერთხელ მაინც გამოიყენეს ეს ტექნოლოგია  და მათი
უმეტესობა კმაყოფილი იყო სისტემით. უფრო მეტიც, ამ სისტემის შემოტანის
შემდეგ, კლიენტების და გაყიდვების რიცხვმა საგრძნობლად იმატა.

METRO-ს მომარაგების  ქსელში პოტენციური RFID-ის სარგებელი

მწარმოებლის წარმოების ხაზიდან მაღაზიამდე პროდუქტის ტიპიური დინება


შემდეგნაირად ხდებოდა: ცალკეულ ნივთებს დებდნენ ქეისებში, შემდეგ აწყობდნენ
სტელაჟებზე წარმოების ქარხნებში. შემდეგ ისინი ან ქარხნის საწყობში ინახებოდა ან
გადაჰქონდათ მწარმოებლის დისტრიბუციის ცენტრში; აქედან სტელაჟები
სატვირთოების საშუალებით იგზავნებოდა METRO-ს მფლობელობაში მყოფ
დისტრიბუციის ცენტრებში ან პირდაპირ მეტროს მაღაზიებში. ტიპიურ სატვირთოს
როგორც წესი გადაჰქონდა 33-36 სტელაჟი. METRO-ს დისტრიბუციის ცენტრებში
ინახებოდა ე.წ. შერეულ სტელაჟებში  და შემდეგ იგზავნებოდა მაღაზიაში. ტიპიურ
სტელაჟზე განლაგებული იყო 60-80 ქეისი. ზოგ უკიდურეს შემთხვევაში- 900-მდე
ქეისიც. მეტროს მაღაზიაში სტეკაჟებს უკანა ითახში ანთავსებდნენ. მაღაზიის
თანამშრომლები ხსიდნენ სტელაჟებს და ქეისები მაღაზიაში გადაჰქონდათ.ის
ქეისები რომლებიც თაროებზე ვერ თავსდებოდა, ბრუნდებოდა უკანა ოთახში და
ინახებოდა იქამდე, სანამ თაროებზე ადგილი არ განთავისუფლდებოდა. ტიპიური
მეტროს მაღაზია გზავნილებს ერთზე მეტი დისტრიბუციის ცენტრიდან იღებდა. იგი
ასევე მარაგდებოდა პირდაპირ ზოგიერთი მწარმოებლისგან.

RFID-ის  გამოყენების სარგებლის გამოსავლენად მეტრო ატარებდა კვლევებს 2


მოხმარების პროდუქტების მწარმოებლებთან, რომლის მიზანიც იყო მიმდინარე
პროცესების RFID პროცესებთან შედარება სტელაჟების და ქეისების დონეზე (იხ.
ეგზიბიტები 7ა, 7ბ, 7გ).

სარგებლის უმეტესობა მომდინარეობდა პროცესების ავტომატიზაციისგან


რომლებმაც ჩაანაცვლეს ხელით საკეთებელი პროცესები უფრო ეფექტურებით. ასევე
სარგებელი მომდინარეობდა ინდივიდუალური სტელაჟების ან ქეისების მიგნების
და მწარმოებლებსა და მეტროს შორის მონაცემების მოგროვების უნარიდან. 2
მწარმოებლებთან ერთად მეტრომ ასევე გაზარდა RFID- ის სისტემის გამოყენების
ხარჯზე ფინანსური სარგებლის პოტენციალი. (იხ. ეგზიბიტი 8).ქვემოთ მოყვანილი
3 მაგალითი გვიჩვენებს თუ როგორ მიაღწიეს კომპანიებმა ამ ციფრებს.

საწყობის დონეზე ტაგინგის (მონიშვნის) გამოყენებით სატვირთოების დატვირთვის


პროცესის გაუმჯობესება მწარმოებლის საწყობში

ამჟამად, მიწოდების ორგანიზებისთვის ორკაპა მანქანების მძღოლები მწარმოებლის


საწყობში გადასაზიდ  სტელაჟებს იღებდნენ სასაწყობე ადგილიდან და ათავსებენ
გადასაზიდ ადგილას სანამ მესამე მხარის ლოჯისტიკის პროვაიდერის სატვირთო
მოვიდოდა. შემდეგ ხდებოდა სტელაჟების სკანირება რიგითობის მიხედვით რათა
დარწმუნებულყვნენ რომ სატვირთოში სწორი სტელაჟები ჩატვირთეს. თუმცა RFID-
ის გამოყენებით კი სატვირთოს მძღოლს შეეძლო ხელით სკანიერება აღარ
განეხორციელებინათ სტელაჟებზე განთავსებული ნიშნულების გამოყენებით
მძღოლს ავტომატურად შეეძლო შეემოწმებინა რომ ყველა სტეკაჟი სატვირთო
მანქანაში ყოფილიყო დატვირთული. როცა სტეკაჟი ფიქსირდებოდა გაისმოდა
ხმოვანი ან შუქის სიგნალი. RFID-ის გამოყენებისას საწყობის პერსონალს აღარ
დასჭირდებოდა მთლიანი დატვირთვის პროცესის ზედამხედველობა. მეტროს
ვარაუდით მწარმოებელი დაზოგავდა ზედამხედველობის 10 წუთს ყოველ დღე 15
სატვირთოს საწყობის დატოვების პირობებში.

თუ ვივარაუდებთ, რომ 250 სამუშაო დღე იყო, და საათი მუშაობა ჯდებოდა 25 ევრო,
მწარმოებელი დაზოგავდა 16000 ევროს წლიურად ამ 0,20 ევროდ ყოველ
გადაზიდულ სტელაჟზე.

შერეული სტელაჟების წამოღების გაუმჯობესება მეტროს დისტრიბუციის ცენტრში


ქეისების-დონის ტეგგინგის გამოყენებით

მაღაზიიდან ელექტრონული შეკვეთის მიღებისას დისტრიბუციის ცენტრი იწყებდა


შეგროვების შეკვეთის გაცემას რომელიც ელექტრონულად გადაეცემოდა
შემგროვებელ პერსონალს. ამ შეკვეთებში აღნიშნული იყო ქეისების ის ნაზავი
რომელიც სტელაჟზე უნდა მოხვედრილიყო. ყოველი შერეული სტელაჟი საშუალოდ
შედგებოდა 80 ქეისისგან. გარკვეული ქეისის აღებისას, ამღებს შეყავდა და
ადასტურებდა ქეისების რაოდენობა ხელის ხელსაწყოში. თუმცა, ამღებები ხშირად
იმაზე მეტ ქეისებს იღებდნენ ხოლმე ვიდრე საჭირო იყო ან არასწორ ქეისებს
წამოიღებდნენ ხოლმე. მეტროს დისტრიბუციის ცენტრებში ამ შეცდომების
რაოდენობა იყო სულ აღებული ქეისების 0,5 %. ამის გამო მეტრო აიძულებდა
პერსონალს გადაზიდვის ადგილას სტელაჟების 1% თავიდან გადაეთვალა
დისტრიბუციის ცენტრის დატოვებისას.

ყოველ ქეისზე მიმაგრებული RFID ნიშნულით კი ამღებს უკვე აღარ დასჭირდებოდა


ქეისების რაოდენობის შეყვანა; ორკაპა სატვირთოებზე დამონტაჟებული
წამკითხველები ავტომატურად დააფიქსირებდა ამ ინფორმაციას. სავარაუდოდ ასეთ
შემთხვევაში მეტრო ყოველ დღე აღებულ ყოველ 1300 სტელაჟზე 4 წუთს დაზოგავდა
რაც პოტენციურად ხარჯებში დაზოგავდა 430,000 ევროს ანყ 0,017 ევროს ქეისზე. ამას
გარდა, სიგნალი შეატყობინებდა თუ როდის აიღებდა ამღები მცდარ ან მეტისმეტ
ქეისებს. აღების შეცდომების შემცირებით, საწყობის თანამშრომლებს აღარ
მოუწევდათ სტელაჟების თავიდან გადათვლა როთაც თითო გადაზიდვაზე 75 წუთს
დაზოგავდნენ. სტელაჟების 1 % შემოწმების შემდეგ მუშა ხელზე დანახარჯი
პოტენციურად 81 000 ევროთი შემცირდებოდა ანუ 0,003 ევროთი ყოველ ქეისზე.

აღების შეცდომების შემცირება ასევე გააუმჯობესებდა მაღაზიის შესრულებას


დაკარგული ქეისების გამო საქონლის გამოლევის დონის შემცირებით
დაბრუნებული ან გადაგდებული ქეისების რაოდენობის და მონაცემთა შეყვანის
დროს დაშვებული შეცდომების შემცირებით. ამ ოპერაციების შედეგად მიღებული
სარგებლის დათვლა რთული იყო, მაგრამ მეტრო ვარაუდობდა რომ იმ ქეისების
გაუქმებით, რომლებიც მაღაზიის ასორტიმენტში არ შედიოდა, მაღაზია დაზოგავდა
1,5 ცენტს თითო ქეისზე.

დახლების შევსების გაუმჯობესება ქეისების-დონის ტეგგინგის გამოყენებით

მეტროს მაღაზიები გზავნილებს ადრე დილით იღებდნენ.სტელაჟებს უკანა ოთახში


ანთავსებდნენ სანამ მესამე მხაარის მიერ დაქირავებული თანამშრომლები ღამის
ცვლის დროს მათ სავაჭერო ადგილას გადაიტანდნენ. ქეისები რომლებიც დახლებზე
არ ეტეოდა, ბრუნდებოდა უკანა ოთახში. როცა კონკრეტლი პროდუქტის რაოდენობა
დახლზე ნულს უახლოვდებოდა, პერსონალებს პროდუქტის დანაკლისი რაც
შეიძლება სწრაფად უნდა შეევსოთ უკანა ოთახიდან. იქიდან გამომდინარე რომ
ამჟამინდელმა სისტემამ არ იცოდა ზუსტად რამდენი პროდუქტი იყო
ხელმისაწვდომი უკანა ოთახში და ასეთ დროს პერსონალს უხდებოდა საკუთარი
მეხსიერების ნდობა. RFID წამკითხველის დამონტაჟებით უკანა ოთახს და სავაჭრო
ადგილის შორის კარებზე, პერსონალს ზუსტად ეცოდინებოდათ თუ რამდენი
პროდუქტი იყო ხელმისაწვდომი უკანა ოთახში. ამ ინფორმაციის გაყიდვებიდან
შემოსული მოგების მონაცემაბთან კომბინაციის გამოყენებით, პერსონალს
ეცოდინებოდა თუ რომელი პროდუქტი საჭიროებდა შევსებას უკანა ოთახიდან.
იმ დროს მეტროს საწყობის განაკვეთი შეადგენდა 96%. კომპანიის ვარაუდით, RFID
სისტემის დანერგვით ეს მაჩვენებელი 98% გაიზრდებოდა გაუმჯობესებული
პროდუქციის შევსების და აღების შეცდომენის შემცირების ხარჯზე,რაც თავის მხრივ
გამოიწვევდა 0.5 %-ს გაყიდვების ზრდას და დამატებით 0,05 ევროს შემოსავალს
თითო ქეისზე.

Kurt Salmon Associates-ის მიერ ჩატარებული დამატებითი კვლევა

ზემოთ აღწერილი დეტალური ანალიზის გარდა მეტრომ სთხოვა Kurt Salmon


Associates-ს აქცენტი გაეკეთებინა მაღაზიაში მიმდინარე პროცესებზე და გამოევლინა
RFID-ის ხარჯზე შესრულებული დანაზოგები. მაღაზიის პეოცესების და კატეგორიის
დონეზე პროდუქტის დინების შესწავლის შემდეგ (იხ. ეგზიბიტი 9
), კონსულტანტებმა გამოავლინეს სამი სარგებლის წყარო: RFID-ს დანერგვა
გამოიწვევდა 17 %-თ მუშა ხელის შემცირებას, 11-18% -ით შამცირებდა ქურდობებს
და 9-14%-ით შეამცირებდა პროდუქტის გამოლევის დონეს იმის გამო რომ
პროდუქტი იყო უკანა ოთახში და არა თვით მაღაზიაში.

მზადება RFID-ს გაშვებისთვის

იმ კვლევების პარალელურად, რომლებიც RFID-ის მეტროს მომარაგების ქსელზე


გავლენას სწავლობდა, მეტრო მუშაობდა ტექნოლოგიურ კომპანიებთან RFID-ის
ფუნქციონალურობაზე. დარწმუნებულნი იყვნენ რა სისტემის წარმატებაში,
ვოლფრანმა და მიერდოფმა ნელ-მელა დაიწყეს RFID-ის დანერგვა მეტროს
მომარაგების ქსელში და ამის კეთება დაიწყეს სტელაჟების დონეზე. 2004 წლის
იანვარში ნიუ იორკში ჩატარებულმა ეროვნული საცალო ვაჭროვის ფედერაციის
ყოველწლიურმა კონვენციაზე მეტრომ გამოაცხადა რომ 2004 წლის ნოემბრისთვის
100 მეტროს მომმარაგებელი გამოიყენებდა RFID ტაგებს (ნიშნებს) 10
სადისტრიბუციო ცენტრში და დაახლოებიტ 250 -მდე მაღაზიაში მიტანილ
სტელაჟებზე.

ეს ამბიციური გეგმა იყო რომელიც მოითხოვდა მეტროს 10-ზე მეტი ფუნქციის


ჩართულობას. მეტროს მოუწევდა ტექნოლოგიის კომპანიებთან მუშაობა რათა
მოეხდინა RFID წამკითხავების და ასოცირებული ინფრასტრუქტურების განაწილება
ისევე როოგორც middleware-ის შექმნა. მას მოუწევდა შეექმნა პროცესებისთბის
მოთხოვნილებები, შეერცია მომწოდებლები და დაერწმუნებინა ისინი RFID-ის
სარგებელში, ეპოვა ხალხი კომპანიის შიგნით, რომლებიც განახორციელებდნენ
სისტემის დანერგვას და გაეწვრთნა პერსონალი RFID-ის და ასოცირებული პროცესის
ცვლილებებში. პროექტის განმავლოაში 12 კაციანი კომიტეტი, რომელთა რიცხვშიც
იყვნენ ვოლფრანი და მიერდოფი, შეიკრიბებოდა 2 თვეში ერთხელ და
განიხილავდნენ პროგრესს.

იმისათვის რათა მონაწილე პარტნიორებისთვის აღმოეჩინათ მხარდაჭერა RFID


ტექნოლოგიის დანერგვაში, მეტრომ 2014 წლის ივლისში გადაწყვიტა გაეხსნა
ინოვაციების ცენტრი.იგი მდებარეობდა ნეუსსში, დუსერდორფის მახლობლად და აქ
პარტნიორებს შეეძლოთ პირველადი წყაროდან მიეღოთ გამოცდილება და
გამოეცადათ RFID-ის ტექნოლოგია რეალური ცხოვრების პირობებში. ინოვაციების
ცენტრი ასევე იყო ტრენინგების ჩატარების ადგილი ცოდნის გასაზიარებლად და
ტექნოლოგიის პრომოუშენისთვის. მაგალითად, იგი ხელს უწყობდა მეტროს
პერსონალის განათლებას RFID ოპერაციებში და მის სამომავლო გავლენას
მაღაზიების ოპერაციებში.

სისტემა და პროცესის მოთხოვნილებები

ვოლფრანი მოელოდა რომ კორპორატიული RFID-ს დანერგვა სტელაჟების დონეზე


გამოიწვევდა დიდ ხარჯებს როგორც მეტროსთვის ისე მომწოდებლებისთვის.
მომწოდებლებს მოუხდებოდათ RFID ნიშნულების შესყიდვა და შესაბამისი
ელექტრონული პროდუქტის კოდის ამობეჭდვა, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა
თუ რა იყო შენახული თითო სტელაჟში, ყოველ ნიშანზე RFID პრინტერის
გამოყენებით. RFID პრინტერების ღირებულება მერყეობდა 1270 – 3400 დოლარს
შორის. მეტრომ გადაწყვიტა გამოეყენებინა კლასს 1/პირველი თაობის ტიპის პასიური
ნიშნები, რომელზეც მონაცემები შეიძლებოდა ჩაწერილიყო ერთხელ ხოლო
წაკითხულიყო ბევრჯერ. ხელმისაწვდომობაზე და შეკვეთის მოცულობის მოხედვით
ამ ნიშნების(ტაგების ღირებულება იყო 0,17 ევროდან რამდენიმე დოლარამდე. ამ
მომმარაგებლებს მოუწევდათ შეექმნათ პროცესები, რომლებიც დაამაგრებდა ამ
ტაგებს მათ სტელაჟებზე. წახითხვადობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად
მნიშვნელოვანი იყო ტაგის სწორ ადგილას მიმაგრება. ტეგებში ჩამონტაჟებული
ანტენის სრული სიგრძე უმდა ყოფილიყო ხილვადი ერთერთი RFID
წამკითხველისთვის მაინც. მაგალითად, თუ თანამშრომელი ტრანსპონდერს
მიამაგრებდა სტელაჟზე ჰორიზონტალურად, და თუ სტელაჟი ბრუნაბდა 90
გრადუსით, RFID პორტალის გვერდებზე დამონტაჟებულ ანტენას გაუჭირდებოდა
ტაგების ენერგიით მომარაგება რაც თავის მხროვ ხელს შეუშლიდა მონაცემთა
გადაცემას. (იხ. ეგზიბიტი 10).
სანამ მეტროს გადაუგზავნიდნენ სტელაჟებს, მომმარაგებლებს მოუწევდათ ჯერ
გადაეგზავნათ შეტყობინება რომელშიც მოცემულია სერიული გადაზიდვის
კონტეინერის კოდი (SSCC). volframis TqmiT თვითონ es Setyobineba RFID-ის
მოთხოვნას არ წარმოადგენდა მაგრამ იგი სისტემას აადვილებდა ასე რომ ისიც
შეიტანეს მოთხოვნების ჩამონათვალში. ამჟამინდელი სისტემით, პერსონალს
დისტრიბუციის ცენტრბში ან მაღაზიებში ხელით უხდებოდათ საბუთების და
მიღებული გზავნილების შეკვეთის ინფორმაციასთან შედარება საწყობის
მენეჯმენტის თუ მაღაზიის სისტემებში.

ახალ სისტემაში მეტროს დისტრიბუციის ცენტრბში ან მაღაზიებში შესული


გზავნილები გაიბლიდა RFID-ის პორტალს რომელიც RFID-ის წამკითხველით და
ანტენით იყო აღჭურვილი. პორტალების ღირებულება იყო დაახლოებით 850 ევრო
და უნდა დამონტაჟებულიყო როგორც საქონლის შემოსვლის ისე გასვლის
ადგილებში. პორტალებს ჰქონდა კაბელები რომლებიც საჭირო იყო მონაცემთა
გადაცემისთვის წამკითხველებსა და გვერდით სერვერებს შორის. გვერდითი
სერვერი გაუგზავნიდა ინფორმაციას სათაო ოფისში მყოფ სერვერებს რათა
შეედარებინათ გადაზიდვის მონაცემები წინასწარი გადაზიდვის შეტყობინებასთან.
თუ ინფორმაცია ერთმანეთს დაემთხვეოდა მაშინ ინთებოდა მწვანე შუქი რაც
წარმატებული მიწოდების მანიშნებელი იყო. თუ შეუსაბამობას ჰქონდა ადგილი,
მაშინ ინთებოდა წითელი შუქი. თუ პრობლემა მდგომარეობდა წაკითხვის
სიზუსტეში, პერსონალი ხელით ამოწმებდა მიწოდებას. თუ არსებობდა შეუსაბამობა
გაგზავნილსა და შეკვეთილს შორის, პერსონალი ჩაასწორებდა ინვოისს. პროგრამის
ფასი რომელიც აგროვებდა RFID-ის წამკითხველებიდან მიღებულ ინფორმაციას და
შეყავდა იგი არსებულ სავაჭრო სისტემებში, განსხვავდებოდა ადგილმდებარეობის
და ოპერაციების კომპლექსურობის მიხედვით.

ამ ყოველივეს მისაღწევად მეტროს და მის მომმარაგებლებს მოუწევდათ RFID-ის


სტრუქტურის, პროცესის დიზაინის და ტრანინგების გამოყენება, ამ ინვესტიციის
ხარჯის განსაზღვრა რთული მაგრამ მნიშვნელოვანი საქმე იყო. ვოლფრანის თქმით:

„ჩვენ მეტისმეტი ყურადღება არ უნდა გავამახვილოთ ხარჯებზე. უნდა გვახსოვდეს


რომ ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ინვესტიციაა და ამაში უნდა დავარწმუნოთ
მომწოდებლები. სარგებეს მხოლოდ მაშინ მივიღებთ თუ ყველა მომმარაგებელი
გამოიყენებს ამ სისტემას, რასაც რამდენიმე წელი დასჭირდება. ჩვენ გვინდათ ვიყოთ
ტექნოლოგიის ლიდერები ამიტომ ვიცით რომ მოთმინება გვმართებს.“

ჩაშვების დასაწყისი
2004 წლის ნოემბერში მეტრომ დაიწყო RFID-ის სტელაჟების დონეზე გამოყენება.
პროცესის მკაცრი მოთხოვნების გამო, ბევრმა მომმარაგებელმა პირველ ფაზაში
მონაწილეობაზე უარი განაცხადა. სისტემის გამოყენება დაიწყო რამდენიმე მსხვილი
მომმარაგებლით მათ შორის იყვნენ Gillette, Henkel, Nestle, Esprit მეტროს 20
ლოკაციაზე. სისტემის გაშლა მოხდა 3 სხვადასხვა მაღაზიების ფორმატში:
უნივერმაგები (Galeria Kaufhof) ჰიპერმარკეტები (Real) და Cash &Carry-ის ბითუმად
ვაჭრობის მაღაზიებში (Cash &Carry). მიზანი იყო შეეცვალათ ლოჯისტიკის
პროცესები მომდევნო 3 წელიწადში.

ამ დროს თავი იჩინა რამდენიმე პრობლემამ. მომწოდებლებს ხანდახან


ავიწყდებოდათ ტაგების მიმაგრება სტელაჟებზე ან ამაგრებდნენ მათ სტელაჟის
არასწორ მხარეზე სადაც RFID-ის წამკითხავი ვერ წაიკითხავდა სტელაჟს. მეტროს
ასევე შეექმნა პრობლემა დაბალი ხარისხის ან არასწორი სიხშირის ტაგების
წაკითხვასთან. იქიდან გამომდინარე რომ მომმარაგებლები არ იყვნენ შეზღუდულები
რომელიმე გარკვეული ბრენდის შეძენის ვალდებულებით, ისინი ხშირად
ცდილობდნენ ეკონომიის გაწევას და ყიდულობდნენ ისეთ ტაგებს რომელიც ვერ
აკმაყოფილებდა RFID-ის მაღალი ხარისხის მოთხოვნებს. უფრო მეტიც, იქიდან
გამომდინარე რომ RFID-ის ტაგებთან ერთად ასევე გამოიყენებოდა შტრიხკოდებიც,
მომწოდებლებმა იცოდნენ რომ დისტრიბუციის ცენტრის და მაღაზიების პერსონალს
ყობელთვის შეეძლო შტრიხკოდის სკანირება გადაზიდვის დასამუშავებლად.
მიუხედავად ამისა, 2004 წლის ნოემბერსა და 2005 წლის ივლისს შორის მეტრომ
თავდაპირველი სიზუსტის დონე 30%-დან 90%-მდე გაზარდა.

ასევე იყო პრობლემები პროგრამასთანაც. ზოგჯერ არსებობდა კავშირის შეფერხება


წამკითხველებსა და გვერდით სერვერებს შორის ან გვერდით სერვერებს და მთავარ
სერვერებს შორის. ხანდახან ადგილზე არ იყო გადაზიდვის წინასწარი შეტყობინება
ან იგი შეიცავდა მცდარ ინფორმაციას. ფილიპ პლოუმი, მეტროს RFID-ის
ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს:

„ მიღების პროცესი ყველაზე მარტივი პროცესის. შენ უნდა დაამთხვიო მხოლოდ


ერთი ნომერი -SSCC. მაგრამ მაშინაც კი ძალიან ბევრი პრობლემა გვქონდა. ზოგი
მათგანი ადამიანური ფაქტორითაა განპირობებული, ზოგიც ტექნოლოგიური
ხასიათისაა, ზოგიც კიდე გაწვრთნასთან დაკავშირებული. ჩვენ მართლაც გვჭირდება
უფრო მეტად განვანათლოთ თანამშრომლები მიმღებ განყოფილებაში რათა როცა
რამე მოხდება იმის მაგივრად რომ გაღიზიანდნენ, მათ შეძლონ გამოსავლის პოვნა.“
ამ დონეზე იმპლემენტაციის დროს ეს პრობლემები პროგნოზირებადი იყო.
ვოლფრამი იხსენებს:“ სწორად მოვიქეცით რომ დასაწყისში სისტემის გამოყენება
შევზღუდეთ. ამითი უკეთ გამოვავლინეთ პოტენციური პროცესის პრობლემები და
სწრაფად გამოვასწორეთ ისინი.“

გადასვლა ქეისების მონიშვნაზე

2005 წლის შუა ხანებში მეტრო მუშაობდა 33 მომწოდებელთან, 13 მაღაზიასთნ და 9


დისტრიბუციის ცენტრთან და მას უკვე დაწყებული ჰქონდა RFID-ისგან მიღებული
სარგებლის რეალიზაცია. სატვირთო მანქანები ტვირთის გადმოტვირთვას
დისტრიბუციის ცენტრებში და მაღაზიებში 15-20 წუთით ნაკლებს ანდომებდნენ
ვიდრე ძველი სისტემის პირობებში. არასრული გადაზიდვები წამიერად
გადამოწმდებოდა რითაც მცირდებოდა ინვენტარის მონაცემების უზუსტობა
დისტრიბუციის ცენტრებში და მაღაზიებში.

მიუხედავად იმისა რომ მეტრომ ვერ მიაღწია მის დასახულ 250 მაღაზიის მიზანს,
ვოლფრამი ფიქრობდა რომ კომპანია მზად იყო RFID-ის დანერგვის მეორე
ფაზისთვის. მეორე თაობის ტაგები მალე გახდებოდა ხელმისაწვდომი და მას სურდა
მათი გამოყენება RFID-ის ინიციატივაში, რითაც ჩაანაცვლებდა ძველ მოდელს.
მეორე თაობის ტაგებს ექნებოდათ ერთი გლობალური სტანდარტი,
გაუმჯობესებული წაკითხვა, ეღირებოდა უფრო იაფი (0,25 ევრო თითო). თუმცა
მათზე გადასვლა ნიშნავდა რომ მეტროს უნდა გამოეცვალა არსებული
წამკითხველები და დაეყენებინა ახლები, რომლებიც შეთავსებადი იქნებოდა მეორე
თაობის ტაგებთან.

მეტროს ჰქონდა რამდენიმე არჩევანი: ყველაზე მარტივი იქნებოდა გაეგრძელებინა


RFID-ის არსებული მოდელის გამოყენება სტილაჟების დონეზე და გაეფართოებინა
მომწოდებელტა რიცხვი. უფრო გამომწვევი მაგრამ მიმზიდველი ალტერნატივა იყო
დაეწყოთ ქეისების დონეზე დატაგვა ფირმის 30 ძირითად მომწოდებელთან, რაც
მოითხოვდა დიდ ჩართულობას მეტროს და მწარმოებლების მხრიდან.მწარმოებლებს
არა მარტო მოუწევდათ შეეძინათ უფრო მეტი ტაგები, არამედ შეეცვალათ ქარხნაში
არსებული პროცესები. ამჟამად ისინი იყენებდნენ პროცესს სახელად „ დაარტყი და
გადაზიდე“, რომელშიც პერსონალი ხელით ათავსებდა RFID-ის ტაგებს სტელაჟებზე
ზუსტად გადაზიდვის წინ. თუმცა ქეისების დონის დატაგვა მოითხოვდა პროცესის
მნიშვნელოვან ცვლილებებს . ზოგს მეტროში მიაჩნდა რომ 100 % წაკითხვადობის
მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა განსაკუთრებით იმ პროდუქტების შემთხვევაში
რომელიც სითხეს ან მეტალს შეიცავდა.
ასევე საჭირო გახდებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა მეტროს IT
სისტემებშიც. მაგ: უნდა შეცვლილიყო მონაცემთა შენახვის პრინციპი რათა დაეშვა
გაყოფილი ინვენტარი უკანა ოთახის და მაღაზიის ინვენტარს შორის სხვაობის
დასადგენად. ეს მონაცამები მერე უნდა შეჯერებულიყო გაყიდვებთან და ამით
დადგინდებოდა თუ რა საქონელი საჭიროებდა შევსებას. იმის უზრუნველსაყოფად
რომ პერსონალი დაქვემდებარებოდა RFID-ის პროცესებს, მეტროს მოუწევდა
ტრენინგებში ინვესტიციების ჩადება როგორც მაღაზიებში ისე დისტრიბუციის
ცენტრებში.

ქეისების დონეზე RFID-ის სისტემის გამოყენებიდან მისაღები მოსალოდნელი


სარგებელი შთამბეჭდავი იყო. მაშინ როცა ფინანსური სარგებელი მეტროს უფრო
დიდი ჰქონდა ვიდრე მწარმოებლებს (იხ. ეგზიბიტი 8), ვოლფრამს სჯეროდა რომ
ბევრი მომმარაგებელი აღელვებული იყო პოტენციური ბენეფიტების გამო. იმის
ცოდნა თუ რამდენი პროდუქტი გაიყიდებოდა და რამდენი იყო ჯერაც გაყიდვაში
დაეხმარებოდა მეტროს მომმარაგებლებს უკეთესი სავაჭრო გადაწყვეტილებების
მიღებაში.

მიერდორფი და ვოლფრამი განიხილავდნენ RFID-ის დადებით მხარეებს რომლების


წარდგენაც მათ სურდათ კომიტეტის სხდომაზე მომდევნო თვეს. ისინი პირადად
დარწმუნებულები იყვნენ რომ გაწეული რისკების გამართლებული იყო და რომ
ისინი მზად უნდა ყოფილიყვნენ RFID-ის გაფართოების საწინააღმდეგო
არგუმენტებისთვის. ზოგ მათ კოლეგას მიაჩნდა რომ მეტროს მიწოდების ქსელის
ბევრი პრობლენა შეიძლებოდა გადაჭრილიყო ახალი ტექნოლოგიების გამოყენების
გარეშე. მთ ხშირად მოყავდათ მაგალითად ტოიოტა და ამტკიცებდნენ რომ მეტროს
მეტი ინვეტიციები უნდა ჩაედო მაღაზიის და დისტრიბუციის ცენტრების
პროცესებში და HR -ის მენეჯმენტის პრაქტიკებში.ზოგს მიაჩნდა რომ უკანა
ოთახების ზომის შემცირება ან საერთოდ გაუქმება გააუმჯობესებდა პროდუქტზე
ხელმისაწვდომობას. სხვებს მიაჩნდათ რომ პერსონალის ტრენინგებში დ
შენარჩუნებაში ინვესტირება გააუმჯობესებდა როგორც პროდუქტზე
ხელმისაწვდომობას ისე მუშა ხელის პროდუქტიულობას. მიერდორფი და ვოლფრამი
ფიქრობდნენ თუ როგორ უნდა ეპასუხატ ამ მოსაზრებებზე იხსენებდნენ რა უკვე
განვლილ გზას.

You might also like