Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

დავით ლობჟანიძემ საკუთარი კვების ობიექტისათვის შეიძინა 10 კაცი დიოდის ფირმის სანათი.

, იმ
პირობით, რომ მაღაზია ადგილზე მიუტანდა ნივთს ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში. მაღაზიამ
დააგვიანა ხელშეკრულების საგანის დროულად მიტანა და ნივთი მიიტანა 10 დღის დაგვიანებით.
ვინაიდან, დავით ლობჟანიძე გახდა საკმაოდ მოზრდილი კვების ობიექტის მფლობელი, აღნიშნული
სანათი ესაჭიროებოდა ობიექტზე არსებული სხვადასხვა რემოენტის შემდგომ ობიექტის გახსნიათვის.
ნივთის მიტანის შემდგომ როდესაც ხელოსანმა დენის წყაროს შეუერთა მანქანა მოხდა მოკლე ჩართვა
და ობიექტზე დაიწვა სადენები, დამცველები და წყობიდან გამოვიდა ელექტროსისტემა.

მესაკუთრემ დაუყონებლივ შეატყობინა მაღაზიას და მოითხოვა ნივთის შეცვლა და ხარჯების


ანაზღაურება. მაღაზიისაგან უარის მიღების შემდგომ დავითმა დაიქირავა ავტომანქანა და რამდენიმე
პირი რათა ნივთები გადაეტანა მაღაზიაში. მაღაზიამ უარი განაცხადა ნივთის შეცვლაზე, რადგან
მსგავსი მოდელის ნივთები არ იყო გაყიდვაში და დავითმა მოითხოვა ხელშეკრულებიდან გასვლა.
მაღაზიამ უარი განაცხადა ხელშეკრუელბიდან გასვლაზე, ვინაიდან, ხელშეკრულების სტანდარტული
პირობების შესაბამისად, გამორიცხებოდა ხელშეკრულებიდან გასვლა. ამასთან, მაღაზია პასუხს არ
აღებდა მიყენებული ზიანისათვის.

სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოთხოვა მაღაზიისაგან იმ ზიანის ანაზაღაურება, რომელმაც


განიხადა ნივთის მიტანისა და დაბრუნებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ა) თავდაპირველი ვადის 10
დღის დაგვიანებით ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, ბ) გადახდილი
ნასყიდობის საფასურის უკან დაბრუნება, გ) კვების ობიექტზე დაზიანებული ელ.სისტემის აღდგენის
ღირებურების ანაზღაურება დ) ყვების ობიექტის გასნის დაყოვენებისათვის ზიანის ანაზღაურება

ამოხსნა:

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულება, რომელიც დაიდო დავით ლობჟანიძესა და
მაღაზიას შორის არის ნასყიდობის ხელშეკრულება 477-ე მუხლის თანახმად. ხელშეკრულებაში ჩანს
რომ დავითმა შეიძინა ნივთი და გადაიხადა შესაბამისი თანხაც რაც ნასყიდობის ხელშეკრულებით
იყო გათვალისწინებული.მართალია მაღაზიამ ნივთიმესაკუთრეს გადასცა 10 დღის დაგვიანებით და
ამით ნაწილობრივ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, თუმცა კაზუსიდან ჩანს, რომ მხარეები
პირგასამტეხლოზე შეთანხმებულები არ ყოფილან, ამიტომაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ სამოქალაქო
კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად დავითი მაღაზიისაგან პირგასამტეხლოს გადახდას ვერ მოითხოვს.
მას შემდეგ, რაც მოკლე ჩართვა მოხდა და ნივთი გამოუსადეგარი გახდა, დავითმა მოითხოვა
ნასყიდობის საფასურის უკან დაბრუნება, თუმცა კოდექსის 482-ე მუხლი ითვალისწინებს ნივთის
შემთხვევითი დაღუპვის შემთხვევაში ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, კერძოდ ამ მუხლის პირველი
ნაწილი ითვალისწინებს, რომ გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად ამ ნივთის შემთხვევითი
დაღუპვის რისკი გადადის მყიდველზე. მართალია 487-ე მუხლი ითვალისწინებს უნაკლო ნივთის
გადაცემის მოვალეობას, თუმცა აღნიშნულ კაზუსში არ არის დაზუსტებული ნივთი გადაცემის
მომენტში რამდენად უნაკლო იყო ქონებრივად, ამიტომაც შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ როდესაც
მოხდა მოკლე ჩართვა სწორედ მაშინნ გახდა ნივთი ნაკლის მქონე და ჩაითვალოს ეს ყველაფერი
ნივთის შემთხვევით დაღუპვად, აქედან გამომდინარე შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ აღნიშნულ
შემმთხვევაში პასუხისმგებელი პირი არის მყიდველი და მას აღარ ექნება უფლება მოითხოვოს
ნასყიდობის საფასურის დაბრუნება. როგორც უკვე აღინიშნა, შესაცძლოა მოკლე ჩართვა ჩავთვალოთ
შემთხვევითობად და სწორედ ამავე მიზეზით დათო მაღაზიას ვერ მოსთხოვს ელ. სისტემის აღდგენის
ღირებულების ანაზღაურებას. ვინაიდან კაზუსში არ არის დაკონკრეტებული ის, თუ რის გამო მოხდა
მოკლე ჩართვა შეუძლებელია ზუსტად დავასახელოთ მოკლე ჩართვის მიზეზი, მიზეზი შესაძლოა
იყოს სადენების არასწორი დაერთება, გაუმართავი ელექტრი-სისტემა ან თუნდაც ნივთის
ნაკლოვანება. მართალია ზემოთ აღინიშნა, რომ დავითი ვერ მოითხოვს პირგასამტეხლოს
ვალდებულების დაგვიანებით შესრულებისთვის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მხარეები წინასწარ
არ ყოფილან პირგასამტეხლოზე შეთანხმებული, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე
მუხლი ითვალისწინებს პირობებს, რა შემთხვევაშიც გამყიდველის მიერ ვადის გადაცილების გამო
შესაძლოა მას დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, კერძოდ ზიანი უნდა ანაზღაურდეს
მიუღებელი შემოსავლისათვის. მოგეხსენებათ, რომ დავითს სანათები სჭირდებოდა რემონტის
შემდგომ კვების ობიექტის გახსნისათვის, თუმცა ვინაიდან სანათები დროულად არ გადაეცა ვერ
მოხერხდა კვების ობიექტის დროული გახსნაც, შესაბამისად ვერ მიიღო ის შემოსავალი რასაც
ივარაუდება რომ მიიღებდა ობიექტის დროული გახსნის შემთხვევაში, ამიტომაც მაღაზია
ვალდებულია აუნაზღაუროს დავითს ის ზარალი, რაც მიიღო იმ ათ დღეში.

დასკვნა: დავითს არ აქვს უფლება მოითხოვოს პირგასამტეხლო, ნასყოდობის საფასურის უკან


დაბრუნება და დაზიანებული ელ.სისტემის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე,
482-ე და 487-ე მუხლების მიხედვით, ხოლო რაც შეეხება კვების ობიექტის დაყოვნებისათვის ზიანის
ანაზღაურებას, დავითს სრული უფლება აქვს მოითხოვოს აღნიშNული ზიანის ანაზღაურება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით.

You might also like