ესე

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ასრებობს მოსაზრება, რომ ტელევიზიამ შექმნა განსხვავებული კულტურული გარემო და

არაპოპულარული გახადა ხელობნების დარგები. მედიის მიერ კულტურის და ხელოვნების


გაშუქება აყალიბებს საზოგადოების დისკურსს ერის მომავალზე . ისეთ ტრადიციულ
ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და რომელიც ახალი ვითარების და რთული
გამოწვევების წინაშე დგას, მედიის მიერ კულტურაზე ლაპარაკი განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი ხდება, სულერთია, შუქდება მასობრივი, მაღალი თუ დაბალი კულტურა .
კულტურა იარსებებდა მაშინაც, ეკონომიკასთან არანაირი შეხება რომ არ ჰქონოდა ;
ფაქტობრივად, თუ ეროვნულ იდენტურობას პოლიტიკას მოვაცლით, ხელში კულტურა
შეგვრჩება. იგი ნაწილობრივ ისაა, რაც ერი ყოფილა, ნაწილობრივ ისაა , რაც ერი ახლა
არის, და აგრეთვე ისიც, თუ რა იქნება ერი მომავალში. გაერთიანებულ სამეფოში
მხოლოდ 1990 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც მოიპოვა ძლიერი მტკიცებულება, თუ
რამდენად დიდი მნიშვნელობის მქონეა კრეატიული ინდუსტრიები . მაგრამ , რამდენიმე
წლის განმავლობაში, მთავრობას ამის ბოლომდე არ სჯეროდა. საბოლოოდ, ფინანსთა
მინისტრი დაარწმუნეს, რომ კულტურის სექტორი ისევე დიდი იყო, როგორც წარმოების
სექტორი, და მან ბოლოს და ბოლოს დაიწყო ამაზე ლაპარაკი. მედიამ მიბაძა მის
მაგალითს და ადგილი გამოუყო კრეატიულ სექტორს, რამაც დაუჯერებლად
პოპულარული გახადა ამ სფეროში მომუშავე ადამიანები. რომ შევაჯამოთ, რაკი
კრეატიული ინდუსტრიები შეიქმნა, ამას ხელისუფლების და მედიას მხრიდან აღიარებაც
მოჰყვა და ამან არავითარი ხარჯები არ მოითხოვა.მედიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი
მოვალეობაა, არჩევნებს შორის დროის ინტერვალში თვალყური ადევნოს სამ
პოლიტიკურ - სახელისუფლებო შტოს საქმიანობას. მან უნდა უზრუნველყოს საჯარო
დისკუსია, რომლითაც თავის წვლილს შეიტანს საერთაშორისო თანამშრომლობაში .
ადამიანებს ფასეულობების ჩამოყალიბებაში სწორედ განათლება და მედია ეხმარება ,
გავლენას ახდენს ადამიანის ცნობიერებაზე. ამდენად, მედიას ამ მხრივაც შეაქვს წვლილი
პიროვნებისა და საზოგადოების ფორმირების პროცესში. კიდევ ერთი გავრცელებული
თვალსაზრისია, რომ თანამედროვე მაყურებელი მედიისაგან მხოლოდ და მხოლოდ
გართობას მოელის. გართობის ფუნქცია როგორც ბეჭდური, ისე აუდიო, ინტერნეტ - და
ტელემედიების მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ვინაიდან თანამედროვე მომხმარებლის , ანუ
მაყურებლის, მხრიდან არსებობს ასეთი დაკვეთა, ტელევიზიები და სხვა საინფორმაციო
საშუალებები ცდილობენ, ამ დაკვეთას უპასუხონ. გარდა ამისა, რეკლამების რაოდენობა ,
რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური წყაროა მედიასაშუალებებისათვის ,
პირდაპირ არის დამოკიდებული ჟურნალ-გაზეთებისა თუ ტელეგადაცემების
პოპულარობაზე. ამიტომაც არის, რომ ამ ტიპის გადაცემებსა თუ გვერდებს
განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. ამაში ცუდია არაფერია , თუკი იუმორისტული
გადაცემები გემოვნებით მზადდება და მაყურებელს უგემოვნობას არ ახვევს თავს .
შესაბამისად ტელევიზიამ ნაკლებად პოპულარული გახადა კინოთეატრები და სხვა
მსგავსი დაწესებულებები, რადგან მედია იძლევა საშუალებას მივიღოთ ინფორმაცია ,
ასევე გასართობადაც გამოიყენება. მე ვეცადე ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით
გადმომეცა.

You might also like