Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

რეალიზმი

კლასიკური რეალიზმი ყველა დეტალითა და ჩვევით ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნეში და


გაგრძელდა ბოლომდე, მაგრამ იგი დღემდე არსებობს ოდნავ სახეცვლილი ფორმით.
რეალიზმი არის ერთადერთი მიმდინარეობა, რომელიც ჯერჯერობით არ გამქრალა.

ნებისმიერ მიმდინარეობაში არიან ადამიანები, რომლებიც იწყებენ მას და ასრულებენ.


როგორც წესი, დასასრულისა და დასაწყისის ხალხი ზუსტად ვერ გამოხატავენ
მიმდინარეობას. რეალიზმში ასეა (აშენბახი, მანე).

სტენდალი განიცდიდა რომანტიზმის გავლენას. მან დაწერა „პარმის სავანე“, სადაც მთავარი
გმირი მიდის ვატერლოოს ომში, მაგრამ ტყეში დაიკარგება და ომს ვერ მიაგნებს. სტენდალს
მიაჩნია, რომ ადამიანი არის ზუსტად ის არსება, რომელიც შეიძლება ომში წავიდეს და
დაიკარგოს.

რეალიზმს მიაჩნია, რომ კარგი იქნება, თუკი ხელოვნება კაცობრიობას თავს დაანებებს და არ
შეაწუხებს ზედმეტი იდეებით. რეალიზმს მიაჩნია, რომ ადამიანი არის ის, რასაც ყოველდღე
ვხედავთ.

საინტერესოა ის, რომ რეალიზმი მოხიბლული იყო ქალაქით. მაგ: ამერიკელი, ფრანგი,
ინგლისელი რეალისტები სწორედ ქალაქებით ინტერესდებიან და აღწერენ ქალაქის
მცხოვრებლებს.

რეალიზმს არ აინტერესებს ერთი კონკრეტული ადამიანი. აინტერესებს საზოგადოება და


საზოგადოებრივი ჩვევები, (ილიას „კაცია-ადამიანი?!“) აინტერესებთ სოციალური ცხოველი.

ვინ ხარ შენ ახალო ადამიანო? - სოციალური ცხოველი, მას არ აწუხებს იდეები.

რეალისტებს აღელვებთ მორალი და საკითხები, რომლებიც ფინანსურ სამყაროსთანაა


დაკავშირებული. თემატიკაც არის სპეციფიკური.

გუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი“- ქალმა ვერ გადაწყვიტა, ქმარს უღალატოს თუ არ


უღალატოს. რეალიზმს არ აინტერესებს საფრანგეთის რევოლუცია, აინტერესებს ქალთა
ბედნიერება - გოგონა, რომელიც მუშაობს გამყიდველად, არანაირი უცნაური თავგადასავალი
არ გადახდება, მის შესახებ არის 700 თუ 800 გვერდი.

რეალიზმში არსებობს შაბლონები - რეალისტურ პროზაში ქალი არის ღარიბი და


პროვინციიდან ჩამოსული, ჰყავს დებილი და ცუდი ძმა, რომელიც ფულს ართმევს ხოლმე,
ძმას ჰყავს თავისზე უარესი შეყვარებული. როგორც წესი, ეს გოგო არის უკიდურესად
წესიერი და შრომობს ბევრს, მისი უშუალო უფროსი არის საშინელი ადამიანი, უფროსის
უფროსი - კარგი ტიპი. სასიყვარულო ამბავი გადახდება მდიდარ, კეთილშობილ მამაკაცთან.
სხვა მამაკაცებიც იქნებიან საქმეში, ისინი - არც ისე კეთილშობილები. ჰეფი ენდი უფრო
მეტად არ არის ხოლმე. ან ჭლექი შეეყრებათ ან რამე ასეთი.

„ქალი კამელიებით“ - გოგონა პროვინციიდან, მამაკაცი კარგი შეძლების და პატიოსანი.

რეალიზმი დაინტერესდა ისეთი პროფესიის ადამიანებით, რომლებითაც მანამდე არავინ არ


ინტერესდებოდა. მრეცხავებით, მეეზოვეებით, ღარიბი მწერლებით, ყასბებით, შუახნის
გათხოვილი ქალებით.

რეალიზმში არის საოცრად ბევრი რომანი მეძავებზე. ეს სულაც არაა შემთხვევითი.


რეალიზმის მიზანი არ ყოფილა მხოლოდ სულიერი შეგრძნებების გამოწვევა ჩვენში.
რეალიზმს მიაჩნდა, რომ სამყარო ისეთია, როგორიც არის და ჩვენი დამოკიდებულების
მიუხედავად, არ შეიცვლება. ამიტომ ხელოვნება უნდა იყოს დიდაქტიკური, შეგონებითი და
არა თანაგანცდისკენ მიმართული.

რეალიზმი არის პირველი ფემინისტური მიმდინარეობა ხელოვნებაში. იქამდე ქალები


იყვნენ, მაგრამ იქამდე ქალი სუბიექტი არ იყო, იყო ობიექტი - მოსაფრთხილებელი,
შესაყვარებელი. რეალიზმმა აღიარა, რომ ქალებიც და კაცებიც არიან თანასწორები, როგორც
უფლებით, ისევე შრომისუნარიანობით, სოციალური ადგილით. რეალიზმის მცდელობა,
ქალი ექციათ საზოგადოების წევრად, უკვალოდ არ გამქრალა.

რეალისტ მწერლებს არ ეშინიათ სიმართლის საზოგადოებების შესახებ. ამიტომ პერსონაჟები


არ უნდა გავარჩიოთ, როგორც ინდივიდები, უნდა გავარჩიოთ, როგორც საზოგადოება.
ხელოვნება იძენს სულ სხვა მასშტაბს, ამიტომ რეალიზმს აინტერესებს ბევრი ადამიანი
ერთად, ამიტომ აინტერესებს ქალაქი და არავითარ შემთხვევაში სოფელი.

რეალისტ მხატვრებს კი პირიქით - აინტერესებთ სოფელი და არა ქალაქი. ოღონდ მიზეზი


იგივეა.

ჟიულ დუპრე - ქალებისა და ძროხების მხატვარი. ხატავს ყველა გზაზე, დღის ყველა
მონაკვეთში ამას. ქალი ძროხის მოწველის დროს, ქალი ძროხების მოწველის მერე, ქალი
მიუძღვის ძროხებს, ქალი მიჰყვება ძროხებს... (...)ამ დროს სრულიად მიზანმიმართულად
თქვეს უარი იმაზე, რაც რომანტიკოსებს მოსწონდათ. გადაწყვიტეს, რომ სურდათ გამოესახათ
შრომა. იგი პატივს სცემს, აღმერთებს, პერსონაჟად გამოჰყავს მშრომელი ადამიანი. თუმცა
ფრაზა „შრომამ შექმნა ადამიანი“ არაა სწორი. რეალიზმი გვაჩვენებს, როგორ გაანადგურა
შრომამ ადამიანი.

ფრანგი რეალისტი - ჟიულ ბრეტონი

დაუკვირდით სიტუაციის ჩვეულებრივობას,


ყოველდღიურობას. ხატავდა კაცივით ქალებს, დიდი
ბეჭებითა და ხელებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას
ანიჭებდა თითებსა და სახსრებს და ხატავდა
დეფორმირებულს. მაგრამ არასდროს არ ავიწყდებოდა,
სურათში დაეტოვებინა დეტალები, რომლებიც აქცენტს
გააკეთებდნენ, პერსონაჟის ქალურ ბუნებაზე, ამ სურათში -
ყელი, ქალური ყელი. პერანგი, რომელსაც მაქმანები აქვს. და
თმის ვარცხნილობა - უკეთია სპეციალური ბადე. მიუხედავად
სურათის სიმკაცრისა, ერთი კულული თმის ჰაერშია
დარჩენილი, რომელიც თავისუფლებას უტოვებს ამ ქალს. ეს
ქალი ჩვენ არ გვიყურებს. ეს ძალიან ხშირია. განსაკუთრებით
იმ ხასიათის სურათებში, სადაც შრომის სიმძიმეა გამოსახული.
ფრანგ რეალისტებს მიაჩნიათ, რომ ეს ცხოვრება ჩვენგან არ
მოითხოვს თანაგრძნობას. ცდილობენ, ობიექტურად ასახონ ადამიანური ყოფა. ჩვენი
თანაგრძნობით არაფერი არ შეიცვლება. რეალისტური მხატვრობა არის იმისთვის, რომ ჩვენს
გონებაში შეცვალოს რაღაც.
ტოროლას სიმღერა - რეალიზმის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე
სურათი. ქალი, რომელიც დგას ველზე, უკან მზის ჩასვლისა
თუ ამოსვლის პეიზაჟი. გამოსახულია ქალი, რომელსაც
უჭირავს ნამგალი და აქვს სრულიად უნაკვთებო სახე, შავი
ხვრელები თვალების მაგივრად. ეს ქალი სხვას არაფერს არ
გამოხატავს, გარდა დაღლილობისა. ეს ქალი ზურგით დგას
ლამაზ ბუნებისგან - არ აინტერესებს არაფერი. დგას
სრულიად უაზროდ.

ფრანსუა მილე

აქაც კონტრასტში მოდის ერთმანეთთან პეიზაჟი და


პერსონაჟები. წინ ჩანს სამი საკმაოდ ცუდად ჩაცმული
ქალბატონი. ჩვენ ვერ ვხედავთ მათ სახეებსაც კი,
რადგან მნიშვნელოვანი არაა. მთავარია პესონაჟების
ხელები და სხეული.

რეალისტი მხატვრების მთელი უბედურება ისაა, რომ


მათ შემდეგ იმპრესიონისტები მოვიდნენ. ამიტომ
რეალისტური ნახატები 30 წლის შემდეგ უკვე მოძველებული გახდა და დაბრუნდნენ
მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოს. დღემდე იმპრესიონისტული ნახატები ბევრად უფრო
დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

უილიამ ბუგერო - ინგლისელი მხატვარი, რომელიც


საფრანგეთში ცხოვრობდა. იგი ცნობილი არ არის
სოციალური თემატიკით. მან გადაწყვიტა, რომ რეალიზმი
არაა მხოლოდ სოციალისტური გარემოს აღწერა. იგი აღწერდა
ხასიათებს. საუკეთესოდ ხატავდა ბავშვებს - უხატავდა
შთამბეჭდავ „დიდების თვალებს“. მის ნახატებზე მარტივია
პერსონაჟის არამხოლოდ წარსულისა და აწმყოს, არამედ
მომავლის დანახვაც. სივრცე
გახსნილია. ბავშვის ცხოვრების
გზა - კიბე, მაგრამ მაინც
ვხვდებით, რომ შორს ვერ წავა.

უფროსები შინ არ არიან და


ისარგებლა უფროსების
ნივთებით. სასაცილოდ აცვია
ტანსაცმელიც - ალბათ ისე,
როგორც დედამისს. ჩვენ
შეგვიძლია ვილაპარაკოთ,
არამხოლოდ ამ გოგონაზე და მის ბედზე, არამედ მის მშობლებზეც - დედამისზე, რომელიც
ამგვარი ჩვევების მქონე ქალბატონი უნდა იყოს.

ფეხის დადგმა - სილამაზის დეტალი. ფერები არის ძალიან


ზუსტი. ყველა ფერი ერთმანეთს იმეორებს და გადადის
ერთმანეთში. პეიზაჟს ბუგეროსთვის არ აქვს მნიშვნელობა. ამ
სურათში ჩანს დოქის სიმძიმე და თუ კარგად დავუკვირდებით
სურათს, დავინახავთ, რომ გოგონა თვალის კუთხიდან
გვიყურებს. ირმის ინსტინქტი, რომელიც წყლის სმის დროს
ცდილობს, გააკონტროლოს გარემო. პატარა დეტალი, საყურე,
ბეჭედი ან ბაფთა გამოხატავს პერსონაჟის ხასიათს. აქაც არის
წითელი ბაფთა.

ამერიკელი მხატვარი - ჯონ ზინგერ სერჯენტი

გვიანდელი რეალისტია, ხატვა დაიწყო დაახლ. 70-80იან


წლებში, ხატავდა 1910იან წლებშიც. აქვს იმპრესიონისტული სურათებიც. ხანდახან ურევდა
რეალისტურ და იმპრესიონისტულ სტილებს ნახატებში. იგი ცნობილია თავისი
პორტრეტებით.

რეალიზმი როგორ იყენებს ხასიათს - ყველაფერს იყენებს იმისთვის, რომ კარგად გამოაჩინოს
ხასიათი. იგრძნობა რემბრანდტის გავლენა.

მეორე პორტრეტი - ამ კაცს უფრო ღარიბულად უნდა ეცვას. იქ სურდა გამოესახა, უბრალოდ
მოხუცი კაცი მთელი თავისი კაპიტალის გარეშე. მას სურს ილაპარაკოს ადმაიანურ
ხასიათზე. იმიტომ ხატია ყველანაირი ძვირფასეულობის გარეშე, რომ გვაჩვენოს მისი სული.
აქ კი იმიტომაა ასე მდიდრულად დახატული, რომ გვაჩვენოს მისი ხასიათის მთავარი
შტრიხი - ამპარტავნება.

80-იანი პარიზის შორენა ბეგაშვილი - ქალი, რომელსაც არც ისე


მძიმე რეპუტაცია აქვს საზოგადოებაში და ამართლებს ამ
რეპუტაციას. შესრულებულია 80-იანების დასაწყისში. ეს სურათი
თავიდან ასეთი არ იყო, მაგრამ სერჯენტი იძულებული გახდა,
გადაეხატა ეს სურათი. კაბის ბრეტელი იყო ჩამოვარდნილი, რასაც
მოჰყვა დიდი სკანდალი, გაუუქმეს შეკვეთები, გამოფენები აღარ
იღებდნენ მის ნახატებს, ამ ქალმაც უჩივლა და იძულებული გახდა,
წაეშალა ბრეტელი.

ამ შემთხვევის შემდეგ, ეს ქალბატონი სხვა მხატვართან 5 წლის


მერე მაინც არის დახატული ჩამოვარდნილი ბრეტელით. მაგრამ
მაგ დროს უკვე აღარ ჰქონიათ პრობლემა.

ამ ეპოქაში წითური თმა ითვლება ვნებიანობისა და მსუბუქი


ყოფაქცევის სიმბოლოდ.

ორიენტალიზმი - - -

შეიძლება იყვნენ რომანტიკოსებიც,


რეალისტებიც, იმპრესიონისტებიც, როდესაც
ევროპელი წარმომავლობის მხატვრები ხატავენ
ჩრ. აფრიკას ან ახლო აღმოსავლეთს.

ორიენტალიზმში დაბრუნდა რენესანსისთვის


დამახასიათებელი დეტალები -
სიმეტრიულობა, სურათის დაყოფა თანაბარ
ნაწილებად. წონასწორობა დაცულია.

ხშირად ხატავენ ქალბატონებს - ჰარამხანის


ტყვე ქალი ჰარამხანის ეზოში მარცლეულს
უყრის მტრედებს - სურათი აგებულია
რენესანსულ სტილში. თაღები თანაბრად
ყოფენ სურათს. გისოსებიანი ფანჯარა - ამ
ქალების ტყვეობა. ჩიტები იქითაა, საითაც
არის მძიმე თაღები - ვერ ვხვდებით ჩიტები
მიფრინავენ თუ მოფრინავენ - თაღების
სიმძიმეს ვეღარ აღვიქვამთ, ჩიტები მზის
სხივებს მოჰყვებიან. უნდა შევადაროთ
ჩიტებისა და ქალების ბედი - მაძღრები და
კმაყოფილები არიან, მაგრამ ჩიტები უფრო
ბედნიერები არიან - მათ შეუძლიათ გაფრინდნენ. ამიტომ ეს ჟესტი, რომელიც მტრედებს
აჭმევს, თავის წილ თავისუფლებას ატანს ჩიტებს.

მკითხავი - ახალგაზრდა, ლამაზ კაბაში გამოწყობილი


ქალბატონი, ეჭვითა და ინტერესით დასცქერის მკითხავს.
როგორც წესი ევროპული გარეგნობის ქალები არიან
დახატულები.

არ ერიდებიან სიშიშვლის დახატვას, მაგრამ ყოველთვის


იქნება რაღაც დეტალი სხეულზე, რაც დაარღვევს სიშიშვლეს :
ყელსაბამი, სამაჯური, ცალ ფეხზე ჩაცმული ქოში.

პირველი მიმდინარეობა, სადაც ქალები რომ ეწევიან,


ასწორებს. ქალებს ხატავენ სიგარეტით და ეს არის
დამოუკიდებლობის მთავარი დეტალი. ქალი ზის გისოსებში,
მონათა ბაზარზე და
სიგარეტიანი ხელი აქვს
გამოყოფილი. რაც არ უნდა უქნა იმ ქალს, როგორ
გალიაშიც არ უნდა ჩასვა, მაინც თავისუფალი იქნება, მისი
დამორჩილება რთულია.

საკმარისი არაა, მხოლოდ ჯდომაში ან სახის


გამომეტყველებაში ჩანდეს პერსონაჟის ხასიათი.
ლეოპარდის ტყავი და ყვავილები - სასტიკი და მძვინვარე,
თანაც ნაზი და სათუთია. პერსონაჟთან ერთად
გამოსახული საგნები - პერსონაჟის ხასიათის დეტალები.

წასაკითხი:

 ონორე დე ბალზაკი - „მამა გორიო“

ფილმი:

 ვიტორიო დე სიკა - „ველოსიპედის გამტაცებელნი“ (“Bicycle Thieves”)

You might also like