კვლევის მეთოდები - საშინაო დავალება

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

საშინაო დავალება

I. რაოდენობრივი კვლევა
 კვლევის სათაური - ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის
კვლევა.
ავტორი - სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი.
ორგანიზაცია - ღია საზოგადოების ფონდი.
ჩატარების დრო - 2018 წელი.
ხელმისაწვდომი ლინკი -
https://www.scribd.com/document/410438361/%E1%83%94%E1%83%97%E1
%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-
%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%AA
%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D
%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D
%E1%83%9B
%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C
%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A
%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%
A0-%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D
%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%
A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C
%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9A
%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A
%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90
 კვლევის მიზანია - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების
პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გამოკვლევა, განსაკუთრებული
აქცენტით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების
პოლიტიკურ მონაწილეობაზე.
კვლევის მიზნის მისაღწევად დასახული ამოცანები იყო შემდეგი:
 მეორადი მონაცემების ანალიზი, ე.წ. სამაგიდე კვლევა, რომელიც
მოიცავდა სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების, სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის მონაცემების, სხვა არასამთავრობო და
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების
შესწავლასა და ანალიზს;
 რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტის შემუშავება, რომელიც
გაზომავდა ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის
განმაპირობებელი ფაქტორებსა და მოტივატორებს;
 ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ
მასობრივი გამოკითხვის ჩატარება სამცხე ჯავახეთში, ქვემო ქართლში,
კახეთში, თბილისსა და ბათუმში.
 კონსოლიდირებული ანალიტიკური ანგარიშის შემუშავება ქართულ,
ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომელშიც
წარმოდგენილი იქნებოდა როგორც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის
დამოკიდებულებები (რაოდენობრივი კვლევის შედეგები), ისე მეორადი
მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლენილი მიგნებები;
 ე.წ. ვორქშოპის ჩატარება ექსპერტებთან, პოლიტიკური პარტიების
წარმომადგენლებთან, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის
წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან, სადაც ისინი გაეცნობოდნენ კვლევის შედეგებს და
ჩატარდებოდა დისკუსია, რაც დაეხმარებოდა პოლიტიკის დოკუმენტის
შექმნას;

 რა მეთოდები იყო გამოყენებული კვლევაში - რამდენი


რესპონდენტი (ადამიანი) იღებდა მონაწილებას (დააკონკრეტეთ
დეტალები ასაკი,სქესი და ა.შ.თუ არის მოცემული ანგარიშში);

- კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა მეორადი მონაცემების


ანალიზის მეთოდი, ე.წ. „სამაგიდე კვლევა“, რომელმაც მოიცვა
არსებული ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის, იმ კვლევებისა
და დოკუმენტების ანალიზი, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების
პოლიტიკაში ჩართულობის საკითხებს ეხება.
რაოდენობრივი კვლევის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ: სამცხე-
ჯავახეთის (სომხები), ქვემო ქართლის (აზერბაიჯანელები), კახეთის
რეგიონის (პანკისელი ქისტები, ოსები), თბილისის (იეზიდები, ბოშები
და რუსები), ბათუმის (რუსები) ეთნიკური უმცირესობების 18 და მეტი
წლის წარმომადგენლები;
გამოკითხულ იქნა 1314 რესპონდენტი;
 რა ძირითადი მიგნებებია გამოყოფილი;
- კვლება აჩვენებს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობენ
ეთნიკურ უმცირესობათა ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური
პარტიები და არც კვოტირების პრაქტიკა, რომელიც წაახალისებს
პარტიებში ამ ჯგუფების წარმომადგენლების ყოფნას. რესპონდენტთა
43.8%-ის თქმით, პარტიათა პროგრამები და საქმიანობა არ მოიცავს მათ
საჭიროებებს. ასევე, რესპოდენტთა დაახლოებით 70%-ს ან არ გაუგია, ან
უარყოფს პარტიების ეთნიკურ უმცირესობებთან თანამშრომლობას
რაიმე მიმართულებით.
კვლევის მიხედვით ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებში პოლიტიკური
პარტიებისადმი ნდობა დაბალია, რესპოდენტთა მხოლოდ 12.6%
აცხადებს, რომ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს.
საბოლოო ჯამში, ეთნიკურ უმცირესობებში მაღალია საქართველოს და
ქართული საზოგადოების მიმართ კულტურულ-პოლიტიკური
იდენტობის განცდა. თუმცა, ეს განცდა რამდენადმე კლებულობს
ახალგაზრდა თაობაში და ყველაზე დაბალია აზერბაიჯანულ თემში.
ეთნიკური უმცირესობების ჯგუფები იზიარებენ საქართველოს, როგორც
ჰიბრიდული დემოკრატიის მქონე სახელმწიფოს იმიჯს. პოლიტიკურ
ჩართულობას რაც შეეხება, დეკლარირებულად, ეთნიკური
უმცირესობების ჯგუფების უმრავლესობა პოლიტიკური ინკლუზიის
მომხრეა. თუმცა, დაახლოებით მათი მესამედი ეთანხმება იმას, რომ
პოლიტიკა ელიტების (და არა „ჩვეულებრივი“ მოქალაქეების) საქმეა.
დეკლარირებულობის მიღმა, გამოკითხულთა მხოლოდ დაახლოებით
მეოთხედი მიიჩნევს თავს პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქედ. დაბალი
აქტივიზმის მიზეზებად სახელდება: პოლიტიკის მიმართ ინტერესის
არქონა, ოჯახური დატვირთვა და ქართული ენის არასრულყოფილი
ცოდნა.

 რა მიგაჩნიათ კვლევის ძლიერ და სუტად მხარეებად;


ძლიერი მხარე - აღნიშნული შერჩევის ზომის მიხედვით, კვლევის
შედეგები რეპრეზენტატულია საქართველოს ეთნიკური უმცირესობის
წარმომადგენლებისთვის 2.7%-იანი შერჩევის ცდომილებითა და 95%-
იანი სანდოობის ინტერვალით. მონაცემები, ასევე, რეპრეზენტატულია
გენდერული ჭრილისათვის, ქალების შემთხვევაში 3.7%-იანი, ხოლო
კაცების - 4%-იანი ცდომილებით. აღსანიშნავია, რომ ეთნიკურად სომეხი,
აზერბაიჯანელი, ქისტი, ოსი და ქალაქის ტიპის დასახლებებში
მცხოვრები მცირე ეთნიკური (რუსები, ბოშები, ქურთები/იეზიდები)
ჯგუფებისთვის შედეგები რეპრეზენტატულია 6%-იანი ცდომილებით
(95%-იანი).

 რა სიახლეს გამოყოფდით ინფორმაციული/აზრობრივი


თვალსაზრისით თქვენთვის?
ჩატარებულ კვლევასა და ე.წ. ვორქშოპზე დაყრდნობით, პოლიტიკის
დოკუმენტის შექმნა ქართულ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ
ენებზე.
II. თვისებრივი კვლევა
 კვლევის სათაური - გენდერული თანასწორობის იდეებისადმი
მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და საოჯახო საქმეებსა და ბავშვის
მოვლის პროცესში მამაკაცთა ჩართულობის კვლევა.
ავტორი - სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი
ჩატარების დრო - 2013 წელი.
ხელმისაწვდომი ლინკი - http://issa-georgia.com/ge/diplomatic-
corps/gaeros-mosakhleobis-fondi/89
 მოცემული კვლევის მიზანი იყო გენდერულ თანასწორობასთან
დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის მიმართ კაცების და ქალების
დამოკიდებულების და პრაქტიკების გამოვლენა.
კვლევის ძირითადი ამოცანები იყო -
 საოჯახო საქმეებში კაცთა ჩართულობის სხვადასხვა პრაქტიკის
გამოვლენა და მათი შედარება ქალთა მონაწილეობასთან;
 ბავშვის აღზრდის პროცესში კაცთა ჩართულობის სხვადასხვა
პრაქტიკის გამოვლენა;
 გენდერული თანასწორობის ძირითადი სტანდარტების მიღება;
 გენდერული ძალადობის სხვადასხვა პრაქტიკის შეფასება;

 რა მეთოდები იყო გამოყენებული კვლევაში - რამდენი


რესპონდენტი (ადამიანი) იღებდა მონაწილებას (დააკონკრეტეთ
დეტალები ასაკი,სქესი და ა.შ.თუ არის მოცემული ანგარიშში);
თვისებრივი კვლევა განხორციელდა ფოკუს ჯგუფის (ჯგუფური
დისკუსიის) მეთოდის გამოყენებით. ჯგუფური დისკუსიები წინ
უსწრებდა მასობრივ გამოკითხვას, რამდენადაც ფოკუს ჯგუფებს
მოცემულ კვლევაში ჰქონდა რაოდენობრივი კვლევის დამხმარე ფუნქცია;
თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 5 ჯგუფური დისკუსია
შემდეგი შემადგენლობით: გენდერული თანასწორობის საკითხებზე
მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები;
სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროფილის მქონე სრულწლოვანი
ქალები; სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროფილის მქონე
სრულწლოვანი კაცები.

თვისებრივი კვლევისათვის გამოიყენებოდა ნახევრად


სტრუქტურიზებული კითხვარი (გაიდლაინი). სულ შემუშავდა 3 ტიპის
გაიდლაინი განსხვავებული ფოკუს ჯგუფებისათვის (გენდერული თა
ნასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები,
სხვადასხვა სოციალურ-დემოგრაფიული პროფილის მქონე
სრულწლოვანი ქალები და მამაკაცები).
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 2408 რესპოდენტმა.

 ძირითადი მიგნებები;
გამოკითხვამ ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მყარია
ტრადიციული შეხედულებები გენდერულ როლებზე: ქალის ფუნქციაა
შვილების მოვლა და აღზრდა, საშინაო საქმეების კეთება, ხოლო კაცის -
ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად
ოჯახის მარჩენალთა 30% ქალია, მოსახლეობას მიაჩნია, რომ ეს არ არის
იდეალური მდგომარეობა და თუ იქნება ეკონომიკური შესაძლებლობა,
უმჯობესია ქალი არ მუშაობდეს ან ნაკლებად დატვირთული,
„ქალისთვის შესაფერისი“ სამუშაო ჰქონდეს. ასევე, ქალი ქმრის მორჩილი
უნდა იყოს და დაუთმოს მამაკაცს ლიდერის პოზიცია სხვადასხვა
ასპარეზზე.

მარიამი ბაგათელია

You might also like