Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 11

ტერორიზმის დეფინიცია

რა არის ტერორიზმი? მისი დეფინიცია საკმაოდ კომპლექსურია. 

ლექსიკონის განმარტებები მცირედით გვეხმარებიან. ინგლისურ ენაში ყველაზე უფლებამოსილი


ოქსფორდის ინგლისურის ლექსიკონიც კი არ გვაძლევს ზუსტ მნიშვნელობას.

ტერორიზმი: ტერორის სისტემა: 1.საფრანგეთის რევოლუციის დროს ძალაუფლების მქონე


პარტიის მიერ განხორციელებული დაშინების სისტემატიური გზები, 1789-94 წლები, „ტერორის“
სისტემა. 2. პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ტერორის გზით გაფიცვას იმათ წინააღმდეგ,
ვინც იღებენ პოლიტიკური გადაწყვეტილებას; დაშინების მეთოდების გამოყენება;  

ეს განმარტებები არ არის სრულად დამაკმაყოფილებელი. იმის მაგივრად, რომ შეისწავლოს


ტერორიზმი რა არის,  უფრო გვთავაზობს მის ისტორიულ საფუძვლებს. მეორე განმარტება,
პირველთან შედარებით, უფრო რელევანტურად შეგვიძლია მივიჩნიოთ, თუმცაღა იგი საკმაოდ
ფართე ცნებას მოიცავს და აღწერს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ,,გვაშინებს’’ შეიძლება
მიჩნეული იყოს როგორც ტერორიზმი. ოდნავ დამაკმაყოფილებელი განმარტება შესაძლოა იყოს
OED Oxford English Dictionary-ის განმარტება: 

პოლიტიკური ტერმინი: ა. იაკობინელებსა და მათი მომხრეებს საფრეანგეთის რევოლუციის დროს


მიეწერებოდა. დაკავშირებულია რევოლუციურ ტრიბუნალთან „ტერორის მეფობის“ პერიოდში. ბ.
ნებისმიერი ვინც შეეცდება თავისი შეხედულებების წინ წამოწევას იძულებითი, დაშინების
გზებით. სპეც. //მიესადაგება ექსტემისტული რევოლუციური საზოგადოებების წევრებს რუსეთში.

პირველ რიგში, ეს თანდათან წარუდგენს მკითხველს ტერორიზმის ცნებას პოლიტიკურ ჭრილში.


როგორც ჩანს, ეს მთავარი მახასიათებლები ტერორიზმის არის აბსოლიტურად მნიშვნელოვანი
მისი მიზნების, მოტივების, საბაბების გაგებისთვის და აუცილებელია განვასხვაოთ იგი სხვა
ძალადობრივი ტიპებისგან. ტერორიზმი, ფართოდ მიღებული თანამედროვედ გამოყენებული
ტერმინი, არის ფუნდამენტურად პოლიტიკური. ტერორიზმი არის ძალადობა ან ძალადობის
საფრთხე, რომელიც გამოყენებულია პოლიტიკური მიზნებისთვის. ტერორიზმის მახასიათებლებს
ესმევა ხაზი OED თარგმანის მიხედვით. გამოდის, რომ ტერორიზმი ეს არის დაგეგმილი,
გათვლილი და ნამდვილად სისტემური მოქმედება.
The Changing meaning of Terrorism 
სიტყვა „ტერორიზმი“ პირველად პოპულარული გახდა საფრანგეთის რევოლუციის დროს. მისი
თანამედროვე მნიშვნელობისგან განსხვავებით, მას მაშინ ჰქონდა პოზიტიური კონოტაცია. Regime
de la terreur-ის სისტემის დროს, საიდანაც მოდის დღევანდელი სიტყვა ,,ტერორიზმიც’’, ანარქიულ
პერიოდში ახალი წესის დამყარების საშუალებად იყო აღქმული, თუმცა დღესდღეობით მსგავსი
ქმედება აღქმულია, როგორც რევოლუცია ან ანტისამთავრობო ქმედება, რომელსაც ახორციელებენ
ადგილობრივი პირები. ჰქონდათ დიდი ძალა დაპატიმრებების, განაჩენის გამოტანის,
მსჯავრდებულების საჯაროდ სიკვდილით დასჯის. ამგვარად, Regime de la terreur იყო,
მმართველობის მიერ განხორციელებული ქმედება, რომლის დროსაც გაკვეთილს უჩვენებდნენ
ნებისმიერ, ვინც შეძლებდა რევოლუციას შეწინააღმდეგებოდა და ძველი რეჟიმის ნოსტალგია
ჰქონოდა. 

ირონიულია, თუმცაღა, შესაძლოა, ტერორიზმი, თავის თავდაპირველ კონტექსტში, ასევე


მჭიდროდ განიხილებოდა დემოკრატიისა და ეფექტურობის იდეებთან. რობესპიერსაც მკაცრად
სჯეროდა, რომ ეფექტუნარიანობა იყო მთავრობის მიერ წესრიგის გამყარების ერთ-ერთი მთავარი
მამოძრავებელი, თუმცაღა იმისათვის, რომ დამყარებულიყო დემოკრატიული ტრიუმფი, საჭირო
იყო მსგავსი ტერორი. 

მიუხედავად განსხვავებისა, საფრანგეთის რევოლუციის დროს წარმოქმნილი სიტყვა ტერორი


დღევანდელი მნიშვნელობის სიტყვასთან სულ მცირე ორ მახასიათებელს მაინც იზიარებს.
პირველი მსგავსება არის დაგეგმვაში. Regime de la terreur არ გულისხმობდა ქაოტურ, დაუგეგმავ
მოქმედებას, იგი იყო მკაცრად განსაზღვრული, სისტემური, ორგანიზებული ქმედება, როგორც ეს
დღევანდელი ტერორიზმის შემთვევაში გვხვდება. ხოლო მეორე მახასიათებელი არის ახალი და
უკეთესი სიციალური წესრიგის დამყარების ამბიცია. რევოლუციის მთავარი მიზნების
რობესპიერისეული უტოპიური ინტერპრეტაციები არის მსგავსი მარქსისტულ-ორიენტირებული
ორგანიზაციებისა და მარცხენა ფრთის წარმომადგნელის მიზნებისა. რობესპიერის 1794 წელს
შემოღებული იდეები შემდგომ გამოიყენეს გერმანიის წითელი არმიის ფრაქციამ და  იტალიის
წითელმა ბრიგადებმა. 

მას შემდეგ, რაც რობესპიერი და მისი მომხრეები, თავიანთივე შემუშავებული კანონების


საფუძველზე, სიკდილით დასაჯეს, სიტყვამ ,,ტერორიზმმა’’ ინგლისში ჰპოვა პოპულარიზება.
ნაციონალიზმის გამოჩენამ, და მისმა ცნებებმა სახელმწიფოებრიობასა და მოქალაქეობაზე,
(რომლებიც დაფუძნებულია ხალხის საერთო იდენტობაზე და არა სამეფო ოჯახის
გვარეულობაზე), შედეგი გამოიღო ახალი nation-state-ების შექმნითა და გაერთიანებით,
როგორებიცაა გერმანია და იტალია. ამავე დროს, მასიური სოციოეკონომიკური ცვლილებები,
რომლებიც წარმოშობილი იყო ინდუსტრიული რევოლუციით, ქმნიდნენ “universalist”
იდეოლოგიებსს (როგორებიცაა კომუნიზმი, მარქსიზმი), რომლებიც დაიბადნენ მეცხრამეტე
საუკუნის კაპიტალიზმის გაუცხოებისა და ექსპლუატატორული პირობებიდან.  ამ
გარემოებებიდან წარმოიშვა ტერორიზმის ახალი ერა. კარლო პისაკანეს იდეები უფრო ცნობილია,
ვიდრე თვითონ.მ მან თქვა, რომ ,,პროპაგანდის იდეა არის ქიმერა’’, ,,იდეები ქმედებების შედეგია,
the people will not be free when they are educated, but educated when they are free’’. იგი ამტკიცებდა, რომ
ძალადობა იყო არა მხოლოდ, აუცილებელი, ყუადღების მისაპყრობად, არამედ,
ინფორმაციისთვისა და განათლებითვისაც. 

ვარაუდობენ, რომ პირველი ორგანიზაცია, რომელმაც ეს იდეები გამოიყენა, არის ,,ნაროდნაია


ვოლია’’ (1878 წელს, ცარიზმის პერიოდში ჩამოყალიბებული რუსული კონსტიტუციონალისტური
ორგანიზაცია). ბევრი გვაინდელი მეოცე საუკუნის ტერორისტული ორგანიზაციებისგან
განსხვავებით, რომლებიც მიყვებოდნენ “propaganda by deed” პრინციპს რათა გაემართლებინათ
თავიანთი უაზრო, უგუნური ქცევები (უდანაშაულო მოსახლეობის მიზანში ამოღება რათა
საჯაროობა მოეპოვებინათ შიშითა და სისხლისღვრით), ნაროდნაია ვოლია წარმოაჩენდა
ზედმეტად იდეალისტურ და არარეალურ დამოკიდებულებას თავისივე წარმოებულ
ძალადობაზე. ამ ჯგუფისთვის “propaganda by deed” ნიშნავდა  გარკვეული ინდივიდების
სელექციურად მიზანში ამოღებას, რომელთაც ეს ჯგუფი მიიჩნევდა ავტოკრატიის, დესპოტიზმის
განსახიერებად. შესაბამისად მათი მსხვერპლი - ცარები, სამეფო ოჯახის მოწინავე წევრები, მაღალი
თანამდებობის პირები - იყვნენ სპეციალურად არჩეულნი თავიანთი “სიმბოლური” მნიშვნელობის
გამო, როგორც დინასტიის მეთაურები და კორუმპირებული და ტირანიული რეჟიმის
ხელშემწყობი აგენტები. 

ასევე, ამ პერიოდში ევროპის მეორე მხარეს ვითარდებოდა ისეთი მოვლენები, რომლებიც


სომავლო ტერორიზმს სტრატეგიებსა და ტაქტიკებზე მოახდენდა გავლენას. ოღონდ ამ
შემთხვევაში  მოტივი იყო არც ანტიმონარქისტული და არც ანარქისტული, არამედ
ნაციონალისტური და სეპარატისტული. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანების მიერ ირლანდიაზე
მმართველობა საუკუანების ისტორიას ითვლის, რომელიც სავსეა ამბოხებებითა და აჯანყებებით,
1858 წელს ფუძნდება საიდუმლო საზოგადოება Fenian Brotherhood. ფენი-ირლანდიის საიდუმლო
ორგანიზაციის წევრი, რომელიც ინგლისის ბატონობისგან გათავისუფლებისთვის იბრძოდა. მათი
ერთგვარი სლოგანი იყო ,,რევოლუცია მალე ან არასდროს’’. დიდად წარმატებულნი თავიანთ
საქმიანობაში ვერ გამოდგნენ, ვინაიდან მალევე დაარსებიდან ბრიტანეთმა მოახერხა მათი
თავიდან მოშორება. თუმცაღა მაინც დატოვეს ირლანდიის საზოგადოებაში რევოლუციონერული
იდეები, რომელმაც შემდგომში იჩინა თავი. 1873 წელს Clan na Gael (გაერთიანებული Irishman),
რომლებმაც ფენიანელთა იდეები გამოიყენეს.  ამ პერიოდში თავს იჩენს უკვე ისეთი ძალადობრივი
ქმედებები, როგორიც არის კონკრეტული დაწესებულებების აფეთქება. მაგალითად Clan na Gael და
IRB (Irish Republican Brotherhood) 1883 წელს ერთობლივად იერიში მიიტანეს მთავარი სარკინიგზო
სადგურები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქებში ააფეთქეს. ,,dynamite campaign’’ იყო
ვიქტორიანული ერის ურბანული ტერორიზმის სახელი. 

პირველ მსოფლიო ომამდე ინარჩუნებდა ტერორიზმი რევოლუციურ ჩარჩოებს. ბუნებრივია,


უფრო ნაცნობია ბოსნიაში განვითარებული მოვლენები, რომლებმაც კატაკლიზმური გავლენა
მოახდინეს მსოფლიო ურთიერთობებზე. ამ შემთხვევაშიც მღელვარე ნაციონალისტები_ბოსნიელი
ინტელექტულები, სტუდენტები და მოსწავლეები გაერთიანდნენ Mlada Bosna ანუ ახალგაზრდა
ბოსნიას სახელით და დაუპირისპირდნენ სუზერენს_ჰაბსბურგების იმპერიას. ერთი შეხედვით,
ასეთი მოძრაობები არასერიოზულად აღიქმება და მათ ზოგი ისტორიკოსი სათვალავშიც კი არ
აგდებს (სწორედ ისე, როგორც ბევრი თანამედროვე დამკვირვებელი სათანადოდ ვერ აფასებს
ტერორიზმს), თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სწორედ ამ მოძრაობის ერთ-ერთი წევრის,
გავრილო პრინციპის, მიერ საერევოში ჩადენილი უფლისწულის მკვლელობის შედეგად
განვითარებული მოვლენები გადაიზარდა პირველ მსოფლიო ომში.  

1930_იანი წლებისათვის სიტყვა „ტერორიზმის“ მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეიცვალა. ამჯერად


ის ნაკლებად გამოხტავდა რევოლუციურ მოძრაობას და მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ
ოპერაციებს, არამედ ამჯერად იგი თავის თავში გულისხმობდა მასობრივი რეპრესიების პრაქტიკას
ტოტალიტარული სახელმწიფოებისა და მათი დიქტატორების მხრიდან, რომელიც მიმართული
იყო მოქალაქეებისაკენ. შესაბამისად, ტერმინმა დაიბრუნა თავისი ძველი მნიშვნელობა, რომელიც
მოიცავდა მთავრობის მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენებას და ძირითადად მიემართებოდა
აუტორიტარულ რეჟიმებს_ფაშისტურ იტალიას, ნაცისტურ გერმანიას, სტალინის რუსეთსა და ა.შ.

გერმანიასა და იტალიაში ჰიტლერისა და მუსოლინის მოსვლა დიდწილად განაპირობა


„ქუჩამ“_დაქირავება და გადაბირება კრიმინალებისა (thugs, gangsters_კაროჩე ქურდული
სამყაროო), მათ მიერ პოლიტიკური ოპონენტების მოშორება და სხვაგვარად მოაზროვნეთა
ამოძირკვა. „ტერორი? არანაირად!“ ამბობდა მუსოლინი, ის ამ პროცესს „სოციალური ჰიგიენის“
დამყარებას უწოდებდა და ადარებდა ექიმის საქმიანობას, მიკრობებისაგან გაწმენდას. დროთა
განმავლობაში კი, ამგვარი „ტერორი“ ფაშისტური სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი გახდა და
მმართველ პარტიას სრულიკონტროლი მოუტანა ხალხზე. “დიდი ტერორი“, რომელიც სტალინმა
რუსეთში გააჩაღა, განსხვავდებოდა და რაღაც მხრივ ჰგავდა ნაციზმს. ერთი მხრივ, ოპონენტების
დაუნდობლად ამოძირკვის შთაგონება ჰიტლერისაგან წამოვიდა და სტალინმაც თავისი პარტია
აქცია ყურმოჭრილ ყმად, ხოლო სახელმწიფო და მისი ორგანოები, ასევე მონურ დანამატებად,
რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ მხოლოდ დიქტატორის წადილი. თუმცა მეორე მხრივ,
გერმანიისა და იტალიისაგან განსხვავებით, სადაც ტოტალიტარული ძალაუფლება დამყარდა
ეკონომიკური და სოციალური მღელვარების დროს, 1930-იანი წლებისათვის რუსეთში სულაც არ
იყო მსგავსი მდგომარეობა.ამ დროს ბოლშევიკებს უკვე ათი წელია ეჭირათ სამმართველო
ადგილი. თუმცა ამას არ შეუშლია ხელი სტალინისათვის მოეწყო მასობრივი სისხლისვრა და
დაეთესა შიში. 

ნათელია, რომ მსგავსი სახის, სახელმწიფოს მხრიდან წამოსული ტერორი დაძალადობა


მოქალაქეების წინააღმდეგ, გრძელდება დღესაც. თუმცა, მსგავსი ძალადობრივი და ხალხის
წინააღმდეგ მიმართული შიდაპოლიტიკური სიტუაცია, რომელსაც უკვე სათავეში მყოფი
ინდივიდები ქმნიან იწოდება „ტერორად“ და არა „ტერორიზმად“, ვინაიდან „ტერორიზმი“
განიმარტება,როგორც ძალადობა ჩადენილი არასახელმწიფოებრივი გაერთიანებების მიერ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტერმინმა „ტერორიზმმა“ ახალი რევოლუციონერული


კონოტაციები შეიძინა, რომლებთანაც ის დღემდე ხშირად ასოცირდება ხოლმე. იმ დროისთვის,
ტერმინი პირველ რიგში, გამოიყენებოდა ისეთ ძალადობრივ ამბოხებათა მიმართებაში, რომლებიც
სასამართლოს წესით იდევნებოდნენ სხვადასხვა ნაციონალისტ თუ ანტიკოლონიალისტთა
ჯგუფების მიერ, რომლებიც აზიაში, აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში წარმოიქმნენ გვიან 1940-50
წლებში ევროპულ მმართველობასთან დასაპირისპირებლად.

სწორედ ამავე პერიოდში „თავისუფლებისთვის მებრძოლთა“ „პოლიტკორექტული“ სტატუსი


მოდაში შემოვიდა, რადგან საერთაშორისო საზოგადოებამ (რომლის სიმპატიის მოპოვებასაც
ბევრი ასეთი მოძრაობა ცდილობდა) პოლიტიკური ლეგიტიმაცია მიანიჭა ეროვნული
თავისუფლებისა და თვითგამორკვევისათვის ბრძოლას. ეს სიმპათია და მხარდაჭერა
ამბოხებულთა მიმართ თავად კოლონიალურ ქვეყანათა მოსახლეობის შიგნითაც გავრცელდა,
რამაც შექმნა საჭიროება იმისა, რომ შემოეღოთ უფრო პოლიტიკურად ნეიტრალური ენა ვიდრე
„ტერორისტი“ და „ტერორიზმია“, იმ რევოლუციონერთა და მათ მიერ განხორციელებულ
ძალადობათა აღსაწერად, რომლებიც გამართლებულ „განმათავისუფლებელ ბრძოლებად“
მიიჩნეოდა.

მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციური ეთნო-ნაციონალისტური/სეპარატისტული და


იდეოლოგიური მაგალითები კვლავ ახდენენ ჩვენ მიერ ტერმინის გაგებისა და აღქმის
ჩამოყალიბებას, არც ისე დიდი ხნის წინათ იყო, რომ „ტერორიზმი“ გამოიყენებოდა ბევრად უფრო
ფართო და ბუნდოანი ფენომენის აღსაწერად. ადრეულ 1980-იან წლებში, მაგალითად, ტერორიზმი
განიხილებოდა როგორც კარგად გათვლილი საშუალება დასავლეთის დესტაბილიზაციისათვის,
როგორც ფართო გლობალური შეთქმულებისა.

ადრეულ 1990 იან წლებში მნიშვნელობა და გამოყენება ტერმინი „ტერორიზმისა“ უფრო მეტად
ბუნდოვანი გახდა, ორი ახალი სიტყვის „ნარკო-ტერორიზმისა“ და ე.წ (ნაცრისფერი ზონა)
გარდამავალი ზონის ფენომენის გამო. უკანასკნელი ტერმინი აცოცხლებდა ადრეულ მოსკოვის
მიერ მართული შეთქმულების თეორიას, ამავე დროს კი წარმოადგენდა კრიტიკულ განზომილებას
ნარკო-ტრეფიკინგისა. ამასთან „ნარკო-ტერორიზმი“ განიმარტა როგორც „ ნარკო ტრეფიკინგის
გამოყენება სხვადასხვამთავრობათა და ტერორისტულ ორგანიზაციათა მიზნების
განსახორციელებლად“. თუმცა ამ ტრენდმა განსხვავებული შედეგი გამოიღო. ისე, როგორც
არასდროს წარსულში სრულიად კრიმინალური ორგანიზაციები უკვე ამყარებდნენ სტრატეგიულ
ალიანსებს ტერორისტ და პარტიზანულ ორგანიზაციებთან გარკვეულ პოლიტიკურ მიზანთა
მისაღწევად. ამ ტრენდის ყველაზე ნათელ მაგალითებს ალბათ წარმოადგენს კოკაინის კარტელთა
ძალაუფლების ზრდა და მათი მჭიდრო კავშირი კოლუმბიასა და პერუში მყოფ  მემარცხენე
ფრთის  ტერორისტულ ჯგუფებთან. ასევე მათი მცდელობა დაემხოთ კოლუმბიის საარჩევნო
პროცესი და ძირი გამოეთხარათ მომდევნო მთავრობებისთვის.

თუმცაღა 2001 წლის 11 სექტემრბის მოვლენებმა, რაღა თქმა უნდა, კვლავ გარდაქმნა
„ტერორიზმის“ მნიშვნელობა. ამ დღეს, 19-მა ტერორისტმა, რომლებიც ეკუთვნოდნენ ჯგუფს
სახელწოდებით ალ კაიდა, გაიტაცა 4 მგზავრებით დატვირთული ავიააცია, მალევე მას შემდეგ
რაც ისინი გაფრინდნენ ბოსტონიდან, ნევარკიდან, ნიუ ჯერზიდან და ვაშინგტონიდან. მათგან
ორი თვითმფრინავი განზრახ დაეშვა ნიუ-იორკის მსოფლიო ვაჭრობის შენობებზე-კოშკებზე.
ორივე შენობა მალევე განადგურდა. მესამე თვითმფრინავი მსგავსად დაეჯახა პენტაგონს, სადაც
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტია განლაგენული, რამაც საკმაოდ მკაცრად დააზიანა შენობის
სამხრეთ დასავლეთი ნაწილი. ამასობაში მეოთხე თვითმფრინავზე მყოფმა მგზავრებმა შეიტყვეს
სხვა თავდასხმების შესახებ და ეცადნენ დაემარცხებინათ გამტაცებლები. ამ პროცესში კი
თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა და  პენსილვანიის მინდორზე ჩამოვარდა. მთლიანობაში
დაახლოებით 3000 ადამიანი გარდაიცვალა ამ თავდასხმებისას. იმისათვის რომ მსხვერპლი უფრო
თვალსაჩინო წარმოსადგენი იყოს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიან მეოცე საუკუნეში  14
ტერორისტულ ინციდენტს არ ჰყოლია ას ადამიანზე მეტი მსხვერპლი. და ზოგადად11
სექტმებრამდე არცერთ ტერორისტულ ოპერაციას არ ჰყოლია 500 ადამიანზე დიდი რაოდენობის
მსხვერპლი. გარდაცვლილთა შორის იყვნენ 80-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქენი, თუმცა მათი უმეტესი
ნაწილი მაინც აშშ-ს მოქალაქენი იყვნენ და რა თქმა უნდა,  ამ დღს დაღუპულ ამერიკელთა რიცხვი
აღემატება 1968 წლის (თანამედროვე, საერთაშორისო ტერორიზმის გაჩენის თარიღად მიჩნეული)
შემდგომ ტერორისტთა მიერ მოკლულ ამერიკელთა საერთო რიცხვს.

ტერორისტული შეტევა, რომელიც იყო ასეთი მასიური და რომელმაც გამოიწვია მსგავსი შედეგები
მოითხოვდა არანაკლებ ყოვლისმომცველ პასუხს. „ეს არის ახალი სახის სიბოროტე...(და ჩვენ)
გავათავისუფლებთ სამყაროს სიბოტორის ჩამდენებისაგან“ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დაპირდა
საზოგადოებას რამდენიმე დღის შემდეგ. პრეზიდენტი ბუშის დეკლარაცია „ომი ტერორზე“ (war
on terror) გარეშე ძალებმა დაინახეს, როგორც რიტორიკული ხელსაწყო, რომელიც აფრთხილებდა
ამერიკელ ხალხს იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც მათ წინაშე იყო, და ეს წინადადება არ
მიიღეს როგორც რაიმე სერიოზული ან საერთაშორისო სამართლის ფარგლებში გაკეთებული
განცხადება. თუმცა ბუშის ადმინისტრაციის მომდევნო განცხადებებმა და ქმედებებმა ნათელი
გახადა, რომ პრეზიდნეტის სიტყვები სწორედ ისე უნდა მიეღოთ როგორც თქვა.

მოვლენების ჯაჭვი რომელიც დაიწყო 9 სექტემბერს და დეკლარაცია  “war on terror“ აყენებდა


ამერიკას ერაყთან ომის გზაზე, მიშელ ჰოვარდი კი ამბობდა რომ ეს არიყო ამერიკელებისათვის
საკმარისი, რომ ყოფილიყვნენ ჩაბმულნი ომში აბსტრაქტულ მთლიანობასთან რომლესაც მათი
პრეზიდნეტი აღწერდა როგორც  „ტერორი“. მათ ჭირდებოდათ ერთი კონკრეტული
მოწინააღმდეგე რომლიც თავის თავში მოიცავდა ამ ბოროტ სულისკვეთებას, ვის მიმართაც
იქნებოდა მიმართული ეროვნული განწყობა, როგორც ეს მოხდა ჰიტლერის მიმართ 1941 წელს.
ოსამა ბინ ლადენი იყო აღქმული როგორც არა სანდო პიროვნება, იმისათვის რომ გაეწიათ საჭირო
კათარზისი თუმცა ჩვეულებრივ ეჭვმიტანილებში ყველაზე გამორჩეული იყო სადამ ჰუსეინი. იყო
მცირე კავშირი რომლიც ადასტურებდა მის მონაწილეობას კონკრეტულ კრიმინალში, თუმცა ის
იყო „ცუდი ბიჭი“ რომელთანაც ბუშის ადმინისტრაციის მრავალ წევრს დაუმთავრებელი საქმე
აკავშირებდა... მოკლედ რომ ვთქვათ ის იყო ამერიკის მტრებს შორის ყველაზე საშიში და ძლიერი
ფიგურა- რომელმაც თვითონ მისცა მათ ნამდვილი საჭიროება და უფლები იმისა რომ
გაენადგურებინათ ის.

„War on terror“ გახდაჯვაროსნული ბრძოლის სიმბოლო სიბოროტის მიმართ, გამომდინარე იქიდან,


რომ ეს იყო ურყევი რეაცია ერის წინაშე არსებული ახალი უსაფრთხოების საფრთხის
სიმრავლეების მიმართ. ასევე საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ტერორიზმის იმ განსაზღვრებაზე
რომლიც მან 21-ე საუკუნეში მიიღო.

რატომ არის ასეთი რთული რომ გასაზღვრო რა არის ტერორიზმი?

გასაკვირი არაა, რომ ტერორიზმის როგორც სიტყვის გამოყენება და მნიშვნელობა იცვლებოდა


დროთა განმავლობაში. მუდმივად იყო იმის მცდელობა რომ ამ სიტყვას შეეთვისებინა
პოლიტიკური მნიშვნელობა ასევე ყოველი მომდევნო ეპოქის დისკურსი. ამ ყველაფრიდან
გამომდინარე ტერორიზმი გადაიზარდა საკმაოდ რთულ კონცეფციაში იმისათვის რომ მიეღო
ერთი კონკრეტული და მუდმივი მნიშვნელობა. ადრე ტერორისტები იყვნენ ბევრად
კოოპერატიულები/მიზანდასახულები ვიდრე ისინი დღეს არიან.

ადრეული პრაქტიკოსები არ აუცმაცებდნენ თავის სიტყვებს და არ იმალებოდნენ სემანტიკური


კამუფლაჯის უკან - „თავისუფლებისათვის მებრძოლნი“ ან „ურბანელი
პარტიზანები“.მაგალითად, მე-19 საუკუნის ანარქისტებმა გამოაცხადეს, რომ ისინი ტერორისტები
იყვნენ და დაუფარავად აღიარებდნენ, რომ მათი ქმედებები ტერორისტული იყო.

არც „ნაროდნაია ვოლიას“ წევრები ერიდებოდნენ იმავე ტერმინების გამოყენებას თავიანთ თავთან
და ქმედებებთან მიმართებაში. განსხვავებით, ებრაელი ტერორისტული დაჯგუფება ლეჰი
(ლოჰამეი ჰერუთ ისრაელი - ისრაელის თავისუფლებისთვის მებრძოლები), რომელიც უფრო
მეტად ცნობილია, როგორც სტერნის ბანდა(Stern Gang) და რომელსაც ეს სახელი მისი
დამაარსებლისა და ლიდერის სახელიდან (აბრაამ სტერნი) გამომდინარე დაერქვა, აღიარებდა,
რომ იყენებდა ტერორისტულ ტაქტიკებს, მისი წევრები არასდროს მიიჩნევდნენ თავს
ტერორისტებად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუმცა ლეჰი უფრო გულწრფელი იყო, ვიდრე მისი
მსგავსი გვიანდელი  დაჯგუფებები, მათ მაინც სახელად არა ისრაელის ტერორისტი მებრძოლები,
არამედ ისრაელის თავისუფლებისთვის მებრძოლები დაირქვეს. 

ეს კიდევ უფრო გააქტიურებულიი სემანტიკური ომბუცებისკენ მიმართული ტრენდი ბოლო


დეკადების განმავლობაში უფრო ინტენსიური გახდა. ტერორისტული ორგანიზაციები თითქმის
გამონაკლისის გარეშე შეგნებულად ირჩევენ ისეთ დასახელებებს, რომლებიც შორსაა ტერორიზმის
ნებისმიერი ფორმისაგან. სანაცვლოდ ეს დაჯგუფებები ცდილობენ შექმნან იმიჯი

 თავისუფლებისა და გათავისუფლების (მაგ: the National Liberation Front, the Popular


Front for the Liberation of Palestine, Freedom for the Basque Homeland);
 არმიებისა და სხვა მილიტარული ორგანიზაციული სტრუქტურების (მაგ: the National
Military Organization, the Popular Liberation Army, the Fifth Battalion of the Liberation Army);
 ნამდვილი თავდაცვითი მოძრაობების (მაგ: the Afrikaner Resistance Movement, the
Shankhill Defense Association, the Organization for the Defense of the Free People, the Jewish Defense
Organization);
 სამართლიანი შურისძიების (მაგ: the Organization for the Oppressed on Earth, the Justice
Commandos of the Armenian Genocide, the Palestinian Revenge Organization).
ამ მაგალითებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ტერორისტები საკუთარ თავს არ აღიქვამენ ისე,
როგორც სხვები აღიქვამენ მათ. „უპირველეს ყოვლისა მე ოჯახის კაცი ვარ“ – 1994 წელს,
დაკავების შემდეგ ფრანგული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა ერთ-ერთმა
ტერორისტმა კარლოსმა, ცნობილმა, როგორც ტურა (The Jackal).

აშკარაა, რომ „ტერორიზმს“ ყველა დამამცირებელ ტერმინად აღიქვამს. ამ სიტყვას ნეგატიური


დატვირთვა აქვს და მას ძირითადად მტრებთან და ოპონენტებთან მიმართებაში იყენებენ. „ის, თუ
რა არის ტერორიზმი“-წერს ბრაიან ჯენკინსი, „როგორც ჩანს, ადამიანის ხედვაზეა
დამოკიდებული, ტერმინის გამოყენება გულისხმობს მორალურ განსჯას; და თუ ერთი პარტია
წარმატებულად მოახერხებს ოპონენტისათვის ტერორისტის იარლიყის მიწებებას, მაშინ ის
არაპირდაპირ არწმუნებს სხვევსაც მიიღონ მისი ხედვა“. სიტყვა „ტერორიზმის“ სუბიექტურობას
შეუძლებელია გვერდი ავუაროთ და მისი აღქმა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ მხარესთან
უფრო იდენტიფიცირდება ადამიანი. მაგალითად, თუ ადამიანი იზიარებს მსხვერპლის
მდგომარეობას, აქტი ტერორიზმია, თუ ადამიანი მეორე მხარესთან, დამრღვევ მხარესთან უფრო
ასოცირდება, შესაძლოა მოქმედების არასწორობას არ უარყოფდეს, თუმცა აქტს არც ტერორიზმად
განიხილავს.

დღესდღეობით, დაიგნორებულია ის ფაქტი, რომ მაშინაც კი, როცა ეროვნული სამხედრო ძალა,
ჯარი პასუხისმგებელია ბევრად მეტ სიკვდილზე და განადგურებაზე ვიდრე ტერორისებმა
შეიძლება ოდესმე გამოიწვიონ, მაინც ტერორიზმი აღიქმება დიდ დანაშაულად. არის ორი
ფუნდამენტური განსხვავება ამ ორი სახის ძალადობას შორის. ომშიც კი არსებობს წესები და
მიღებული ქცევის ნორმები, რომლებიც კრძალავს გარკვეული სახის იარაღის გამოყენებას ომის
წესების შემოღების იდეა ეკუთნის ჰოლანდიელ ვექილს ჰუგო გროტიუსს, ადრეულ მეჩვიდმეტე
საუკუნეში. მოგვიანებით ამ წესების კოდიფიცირება და ჩაწერა მოხდა ჟენევასა და ჰააგის 1860,
1899, 1907, 1949 წლის სამხედრო კონვენციებში, რომელიც არა მხოლოდ გარანტიას აძლევდა
მოქალაქეებს რომ ექნებოდათ იმუნიტეტი და დაცულობა თავდასხმებისგან, არამედ: 

 კრძალავდა მოქალაქეების ტყვეებად აყვანას


 დაკავებულ ან დანებებულ ჯარისკაცებთან მოპყრობის გარკვეულ რეგულაციებს
აწესებდა
 კანონგარეშედ აცხადებდა თავდასხმას, თუნდაც საპასუხო სამაგიეროს მიზღვას,
შურისძიებას როგორც მოქალაქეების, ისე POW-ის მიმართ
 აღიარებდა ნეიტრალურ ტერიტორიებს და ამ ნეიტრალურ ტერიტორიებზე
მცხოვრები მოქალაქეების უფლებებს
 მხარს უჭერდა დიპლომატებსა და სხვა აკრედიტებულ წარმომადგენლებს

მხოლოდ გასული საუკუნის მეოთხედსაც კი რომ გადავხედოთ, დავინახავთ რომ ტერორისტები


არღვევდნენ ყველა ამ წესს. ისინი ხშირად:

 იყვანდნენ მოქალაქეებს ტყვეებად და ზოგ შემთხვევაში ბრუტალურად ექცეოდნენ


(მაგ. იტალიის პრემიერ მინისტრი ალდო მორო და გერმანელი ინდუსტრიალისტი ჰანს მარტინ
შლეიერი, რომლებიც ჯერ ტყვედ აიყვანეს და შემდეგ მოკლეს წითელმა ბრიგადებმა
(ტერორისტული ორგანიზაცია იტალიაში) და წითელი არმიის ფრაქციამ 1970იან წლებში და
უფრო ადრე კი დანიელ პერლი, ვოლ სტრიტის ჟურნალისტი და ნიკოლას ბერგი, ამერიკელი
ბიზნესმენი, რომლებიც მოიტანცეს რადიკალისლამისტებმა პაკისტანში და ირანში და
გროტესკულად მოკვეთეს თავები)

 შეიპყრეს და მოკლედ გაეროს სამხედრო ოფიცრები, რომლებიც სამშვიდობო, საზავო


მისიით მსახურობდნენ (მაგ ამერიკელი საზღვაო ლეიტენანტი კოლონელ ვილიამ ჰიგინსი,
რომელიც შეიპყრეს ლიბანელმა ში’ა ტეროტისტებმა 1989 წელს და ჩამოახრჩეს).

 უდანაშაულო მოქალაქეების შესახებ კონვენციით გათვალისწინებული პირობაც


არაერთხელ დაურღვევიათ ტერორისტებს. უარყვეს ნეიტრალური ტერიტორიის ან ამ
ტერიტორიაზე მცხოვრებთა უფლებების ცნება ზოგადად და კონვენციის ეს პუნქტიც
არაერთხხელ დაარღვიეს (მაგ 1986 წელს თურქ ებრაელ მლოცველებს სტამბოლში სინაგოგაში
პალესტინელი აბუ ნიდალის ორგანიზაცია დაესხა თავს)
 ტერორისტები არაერთხელ დასხმიან თავს საელჩოებს და სხვა დიპლომატიურ
ინსტიტუტებს (მაგ დაბომბეს აშშ-ს საელჩო ნაირობიში და დარ ეს სალამში 1998 წელს,
ბეირუთსა და ქუვეითში 1983 და 1984 წლებში, მასობრივი გატაცება იაპონელი საელჩოს
წარმომადგენლებისა პერუში, 1996-97 წლებში ). 

ერთ-ერთი ძირითადი, ფუნდამენტური იდეა საერთაშორისო ტერორიზმისა არის ის, რომ ისინი
უარყოფენ საბრძოლო წესებითა და კონვენციებით შემოსაზღვრას. საერთაშორისო ტერორიზმი
აბუჩად იგდებს დადგენილ საზღვრებს საბრძოლო ველისა, ფეხებზე კიდია ნეიტრალური
ტერიტორიები. ტერორისტები ხშირად ესხმიან თავს გეოგრაფიულად მოშორებით მყოფ, მესამე
მხარის სახელმწიფოებს და შეგნებულად ესხმიან თავს ისეთ ხალხს რომლებსაც არანაირი კავშირი
არ აქვს მათ მიზანთან, და ეს იმისთვის რომ მიიპყრონ ყურადღება და მაქსიმალურად
გასაჯაროვდნენ ყველასთვის.

საინტერესოა როგორ აშუქებს მედია ტერორისტულ აქტებს, 1970იანი წლებიდან მიდის დებატები
თემაზე ტერორისტი თუ მშვიდობისთვის მებრძოლი, ამიტომ, იმისთვის, რომ მედია იყოს
ობიექტური და ნეიტრალური და არ გამოჩნდეს გამკიცხველი, ამერიკული მედია ტერორისტებს
ასეთი სიტყვებით მოიხსენიებს: პარტიზანები,  შეიარაღებულები,  თავდამსხმელები, რაზმები და
დაჟე ჯარისკაცები.

აზრთა სხვადასხვაობა სააგენტოებსა და დაწესებულებებს შორისაც. თითოეული ტერორიზმის 


განმარტება უშუალოდ ასახავს  იმ კონკრეტული სააგენტოს  პრიორიტეტებსა და სპეციფიურ
ინტერესებს, რომელსაც ეკუთვნის განმარტება.  მოყვანილია, ამერიკის სხვადასხვა სააგენტოების
მიერ ტერორიზმის დეფინიცია (გოგოებო, თუ რამე და უშუალო დეფინიციები გაინტერესებთ
სრული კონსპექტის გვ. 199-ზეა). და თვლიან, რომ თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ტერორიზმის
განმარტება ამ ოთხ განმარტებას შორის ყველაზე სრულია. ის ყურადღებას ამახვილებს
ტერორისტულ მუქარაზე ისევე როგორც  უშუალოდ ძალადობრივ აქტზე და ფოკუსირდება
ტერორიზმის სამიზნეებზე, როგორც მთელს საზოგადოებაზე, ასევე მთავრობაზე. სახელმწიფო
დეპარტამენტის განმარტებისგან განსხვავებით, თავდაცვის დეპარტამენტის განმარტება არ
განასხვავებს მეომარსა და „მწყობრგარეშე“ სამიზნეზე თავდასხმებს. თავდაცვის დეპარტამენტის
განმარტება ასევე მოიცავს ტერორისტების რელიგიური და იდეოლოგიური მიზნების
განსაზღვრასაც, პოლიტიკურთან ერთად, თუმცა FBI-ს განმარტებისგან განსხვავებით აქ
გამოტოვებულია სოციალური მიზნები. 

და ამით, იმის წარმოდგენა უნდა ავტორს, რომ ერთი ქვეყნის შიგნით მყოფი ორგანიზაციები ვერ
ახერხებენ ერთ კონკრეტულ განმარტებაზე შეთანხმებას და გლობალური თგვალსაზრისით,
როგორი რთული არის წარმოიდგინეთო. ☺ 
Distinctions as a Path to Definition
პარტიზანული მოქმედებები და ამბოხება არის კარგი ადგილი დასაწყისისთვის. ტერორიზმი
ხშირად ეშლებათ ან უთანაბრებენ ან აღიქვამენ როგორც სინონიმს პარტიზანული მოქმედებისა და
ამბოხებისა. ეს დიდად გასაკვირი არ არის, რადგან პარტიზანები და ამბოხებულები ხშირად
იყენებენ იგივე ტაქტიკებს ( გატაცება, მკვლელობა პოლიტიკური მოტივებით, საჯარო ადგილების
დაბობმვა, მძევლის აყვანა და ა.შ ) იგივე მიზნით ( დაშინება ან იძულება, სწორედ ამით ახდენენ
შიშის დანერგვას) როგორც ტერორისტები. დამატებით, ტერორისტები, როგორც ამბოხებულები
და პარტიზანები არ იცვამენ უნიფორმას ან რაიმე განმასხვავებელ ნიშნას არ ატარებენ რაც მათ
ხშირად ხდის განურჩევლებს მწყობრგარეშე ჯარისკაცებისგან. თუმცა მიუხედავად
წინასწარგანწყობისა, რომ თავი მოვუყაროთ ტერორისტებს, ამბოხებულებს, პარტიზანებს და
აჯანყებულებს ერთ კატეგორიაში, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ,, irregulars ‘’ , ამ სამს შორის არ
არის ფუნდამენტური განსხვავება.

მაგალითად, ტერმინი ,,პარტიზანი’’ მის ყველაზე ფართო ხმარებაში დაკავშირებულია


რიცხობრივად დიდ ჯგუფთან, რომელიც არიან შეიარაღებულნი, რომელნიც ოპერირებენ,
როგორც სამხედრო ერთეული, უტევენ მოწინააღმდიგის სამხედრო ჯარებს და იპყრობენ  ან
იკავებენ ტერიტორიებს ( თუნდაც ხანმოკლედ დღის საათებში) მაშინ როცა აგრეთვე
დამოუკიდებლობის რაღაც ფორმის დაცვას ცდილობენ ან აკონტროლებენ დადგენილ
გეოგრაფიულ არეას და პოპულაციას. 

,,აჯანყებულები’’ იგივე მახასიათებლებით ხასიათდებიან. თუმცა, მათი სტრატეგია და


ოპერაციები ცდება მხოლოდ hit-and-run1 ტიპის თავდასხმებს რათა მიიღოს ის რასაც წარსულში
ეწოდებოდა ,, რევოლუციური პარტიზანული მოქმედება’’ ,, თანამედროვე რევოლუციური
მოქმედება.. ან ,, ადამიანთა ომი’’ 2  თუმცა დღეს საზოგადოდ აღიარებულია
ტერმინი ,,ამბოხებული’’.

ტერორისტები კი არ ფუნქციონირებენ როგრც ღია შეკრული ჯარი, ძირითადად არ იკავებენ ან


იტაცებენ ტერიტორიებს. განზრახ ირიდებენ თავიდან ჩხუბს მოწინააღმდეგ სამხედრო ძალასთან
და არიან შეზღუდულნი (რიცხობრივად და ლოგისტიკურად) მასობრივი პოლიტიკური
მობილიზაცის გამო. ასევე, არ აქვთ პირდაპირ კონტროლი ან ძალაუფლება პოპულაციაზე არც
ლოკალურ და არც ნაციონალურ დონეზე.

ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული,რომ აქედან არც ერთი არ არის სუფთა კატეგორია და
მნიშვნელოვანი გადაფარვა არსებობს. ფართოდ ცნობილი ტერორისტული დაჯგუფებები,
1
 ასეთი ტიპის შეტევა არ არის იმისთვის, რომ დაიკავო ტერიტორია, პირიქით, ეს არის გათვლილი
იმისთვის რომ ტერიტორიას მიაყენო ზიანი და იმწუთასვე დატოვო ეს ადგილი, რათა თავი აირიდო
მტრის საპასუხო დარტყმისგან
2
people’s war - მთავარი კონცეფცია ადამიანთა ომის არის ის, რომ შეინარჩუნონ მოსახლეობის
მხარდაჭერა და შეიტყუონ მტერი ქალაქს შიგნით, სადაც მათ მიიყვანენ იქამდე, რომ მათ დახვდებათ
პარტიზანული მოქმედების ჯგუფი.
როგორიცაა ჰეზბოლა3 ,  FARC (კოლუმბიის შეიარაღებული რევოლუციური ძალები - ხალხის
არმია) და LTTE (ტამილ ეელამის განთავისუფლების ვეფხვები)4 , მაგალითისთვის ესენი ხშირად
არიან განხილული როგორც პარტიზანული მოძრაობები რადგან მათი ქმედებები, ტაქტიკები და
კონტროლი ტერიოტორიასა და მოსახლეობაზე.  

მნიშვნელოვანია, ტერორისტთა ჩვეულებრივი დამნაშავეებისგან [კრიმინალებისგან] განსხვავებაც.


როგორც ტერორისტები, კრიმინალებიც იყენებენ ძალადობას სპეციფიური მიზნის მისაღწევად. 
თვითონ ძალადობრივი აქტები შეიძლება მსგავსი იყოს (გატაცება, მკვლელობა, ცეცხლის
წაკიდება),   მაგრამ საბოლოო მიზანი და მოტივაცია აშკარად განსხვავებულია.  იყენებს
კრიმინალი ძალადობას ფულის ან ქონების საშოვნად, თუ კონკრეტული პირისთვის ზიანის
მიყენების მიზნით, მას ყოველთვის პირადი (ხშირ შემთხვევაში მატერიალური) მიზნები
ამოძრავებს. გარდა ამისა,  ტერორიზმისგან განსხვავებით, უბრალო კრიმინალის ძალადობრივი
ქმედება არ ითვალისწინებს გრძელვადიან შედეგებს ან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას რომელიც
თავად აქტს სცდება [consequences or psychological repercussions outside the act itself]. კრიმინალმა
შესაძლოა ძალადობას მიმართოს დაშინების მიზნითაც. კრიმინალის ქმედება არ ისახავს მიზნად
ზეგავლენის მოხდენას ინციდენტის გარეთ, ვინმეზე საკუთრივ მსხვერპლის გარდა. კრიმინალის
ქმედებებში თვიდანვე არაა გათვალისწინებული ვინმესთვის მესიჯის გაგზავნა. დამნაშავე არ
ცდილობს საზოგადო აზრზე გავლენის მოხდენას, მას მხოლოდ ფულთან ერთად აორთქლება, 
დანაშულის ყველაზე სწრაფად და მარტივად ჩადენა სურს. ამის საპირისპიროდ, ტერორისტის
ძალადობის ფუნდამენტური მიზანი „სისტემის“ შეცვლაა- რაც ჩვეულებრივ ბოროტმოქმედს
უბრალოდ არ აინტერესებს. 

ტერორისტები განსხვავდებიან ასასინებისგანაც (დაქირავებული მკვლელები). მიუხედავად ხშირი


დამთხვევისა ტერორისტისა და მარტოხელა ასასინის ტქტიკებსა და სამიზნეებს შორის, მათი
მიზანი განსხვავდება. ტერორისტის მიზანი ყველა შემთხვევაში პოლიტიკურია (პოლიტიკური
სისტემის ფუნდამენტური ცვლილება ძალადობის საშუალებით),  შეშლილი ასასინის მიზანი
ხშირად ბუნებით იდიოსინკრეზულია, სრულად ეგოცენტრული და ღრმად პირადული.  

საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ უბრალო ბოროტმოქმედის ან შეშლილი ასასინისგან


გასნხვავებით, ტერორისტი არ ემსახურება სრულად ეგოცენტრულ მიზნებს; მას არ ამოძრავებს
ჯიბის ამოვსების ან პერსონალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ტერორისტი
ფუნდამენტურად ალტრუისტია; მას სწამს, რომ „კეთილ“ მიზანს ემსახურება, საზოგადო კარგის
მისაღწევად იბრძვის უფრო დიდი საზოგადოებისთვის [constituency], რეალური იქნება ის თუ
გამოგონილი, რომელსაც, მათივე მტკიცებით, წარმოადგენენ ტერორისტი და მისი ორგანიზაცია.

დასკვნა

ტერორისტების განსხვავებით სხვა ტიპის კრიმინალებისგან, ტერორიზმისა და სხვა ფორმის


კრიმინალსა და წესების საწინააღმდეგო საომარი ქმედების გარჩევით, ჩვენ ვასკვნით, რომ
ტერორიზმი არის 

 გარდაუვლად პოლიტიკური თავისი მიზნებითა და მოტივებით;


3
ჰეზბოლა აგრეთვე ცნობილი, როგორც ჰეზბოლაჰი, ჰესბოლა - ლიბანელი შიიტთა დაჯგუფება ,
აერთიანებს პოლიტიკურ ფრთას და შეიარაღებულ ფრთას.
4
 სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც სისხლიან სეპარატისტულ კამპანიას აწარმოებ
შრი-ლანკის მთავრობის წინააღმდეგ 1970-იანი წლებიდან ტრადიციული ტამილიის რეგიონის შრი-
ლანკისგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად
 ძალადობრივი ან მსგავსი სახის საფრთხის შემცველი
 მათი ქმედებების თანმდევია მსხვერპლი და გარდა ამისა ისინი ახდენენ
ფსიქოლოგიურ ეფექტს. 
 ასეთ ორგანიზაციებს აქვთ ამოცნობადი ბრძანებების ჯაჭვი ან კონსპირაციული
სტრუქტურა ( მათი წევრები არ ატარებენ უნიფორმას ან რაიმე დამახასიათებელ ელემენტს).
შესაძლებელია ის წარმოდგენილი იყოს პირებით ან რამდენიმე პირით, რომლების
ინსპირაციაც,მოტივაციაც არის იდეოლოგიური მიზნები ან მათზე გავლენა მოახდინა უკვე
არსებულმა ტერორისტულმა მოძრაობამ, მისმა ლიდერმა;
 ის ჩადენილია ქვენაციონალური ან არასახლემწიფოებრივი ერთობის მიერ.

ბატონი ავტორი ამბობს, რომ ეცდება, ტერორიზმი განმარტოს, როგორც წინასწარგანზრახული


ძალადობის შემცველი ქმნილება პოლიტიკის შესაცვლელად. ყველა ტერორისტული აქტი შეიცავს
ძალადობას ან არის მაინც საფრთხე მისი არსებობისა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ტერორიზმს
დაუყოვნებელი მსხვერპლის გარდა აქვს ფსიქოლოგიური ეფექტი. ის არსებობს იმიტომ, რომ
ადამიანებში თანდათან ჩანერგოს საფრთხე და დააშინოს სამიზნე საზოგადოება. ეს საზოგადოება
შეიძლება გახლდეთ სხვასახვა ეთნიკური, რელიგური ჯგუფი, მთლიანი ქვეყანა,
მთავრობა ,პოლიტიკური პარტია. მათ ხშირად სურთ საზოგადო აზრის ცვლილება, მასზე
გავლენის მოხდენა. ტერორიზმი არის შექმნილი იმიტომ,რომ გააჩინოს ძალაუფლება იქ, სადაც ის
საერთოდ არ არის ან თავი მოუყაროს, გააძლიეროს იქ, სადაც მხოლოდ ოდნავაა. მათი
ძალადობრივი ქმედებების გასაჯაროვებით ისინი ცდილობემ ძალაუფლების, გავლენის
მოპოვებას, რადგან სხვა შემთხვევაში ისინი ვერ ამჩნევენ კვალს პოლიტიკას, არ აქვთ არანაირი
ეფექტი მასზე არც ლოკალურად და არც ინტერნალციონალური მასშტაბით. 

You might also like