ოოქოექე

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

მოგესალმებით,

პატარა შესავლით დავიწყებ. ჩვენი, ადამიანების ცხოვრებაში არ არსებობს ეტაპი, როდესაც


ვინმესი არ გვშურს. როგორც შოუ იტყოდა, კმაყოფილება - ეს სიკვდილია, ხოდა ჩვენც არ
ვკვდებით და არასდროს ვართ კმაყოფილები. ვიცით, რომ შური ცუდია, მაგრამ იმდენად
ორგანული, რომ მისი ჩახშობა შეუძლებელია. მას ერთგვარი გამართლებაც კი მოვუძებნეთ
და გამოვიგონეთ თეთრი შური, რომელიც ჩვეულებრივი შურის ევფემიზმია. როცა დღის
წესრიგში დადგა საკითხი, რომ საბაკალავრო ნაშრომის თემა უნდა ამერჩია, შემშურდა მისი,
ვისაც უკვე დაწერილი ჰქონდა. ამ პერიოდს დაემთხვა, როცა წავიკითხე მიგელ დე უნამუნოს
„აბელ სანჩეში“, სადაც ამოვიკითხე, რომ შური ნათესაობრივი ურთიერთობების აუციებელი
ფორმააო და მივხვდი, რომ შური ცოდვის გარდა საინტერესო რაღაცაა. ამიტომ, ყველა
გარეფაქტორმა, შეიძლება ითქვას, რომ ხელი შემიწყო საბაკალავრო ნაშრომის თემად „შური
და ძმისმკვლელობა უცხოურ და ქართულ ლიტერატურაში“ ამეღო.

ამ საკითხის შესახებ ლიტერატურის პოვნა არ გამჭირვებია იმიტომ, რომ აღმოჩნდა ერთ-


ერთი ყველაზე აქტუალური თემა როგორც ქართულ, ისე უცხოურ ლიტერატურაში.
გარკვეული შეხედულებებით, იგი ადამიანამდელი ცოდვაცაა. პირველად ის ანგელოზში
ვლინდება. ქრისტიანული აზროვნება არაერთხელ ეხება შურის საკითხს დაწყებული
ბიბლიიდან დამთავრებული წმინდა მამების ნააზრევებით. არ უნდა გამოგვრჩეს, ანტიკური
ეპოქა, სადაც, აგრეთვე, მრავლადაა შურის კონცეფციის შესახებ მსჯელობა. განვითარების
ეტაპს არ ჩამორჩა არც რომანიტმზი, არც მოდერნიზმი და არც პოსტმოდერნიზმი.
შესაბამისად, ამ ზღვა მასალიდან გამომდინარე, შესაძლებლობა მქონდა თეორიულად
მემსჯელა და მისი ნიშან-თვისებები გამომეყო.

ნაშრომი შედგება შესავლის, 3 თავის და დასკვნისგან. იგი შურის კონცეფციას ფილოსოფიურ,


ფსიქოლოგიურ და რელიგიურ რაკურსში მიმოიხილავს და მხატვრულ ტექსტებში მის
რეპრეზენტაციას ეხება. დასაწყისში წარმოდგენილია შურის კონცეპტის ეტიმოლოგია და
გენეზისი, რომელშიც უკვე თავს იჩენს შურის ნეგატიური კონტექსტის პირობითობა.

კვლევის მიზნად დავისახე: I - დაფიქსირება უძველესი ბიბლიური სიუჟეტის კვლავ


აქტუალობისა, II - კომპარატივისტიკული მეთოდოლოგიის მეშვეობით იმ განსხვავებებისა
და საერთო მახასიათებლების გამოკვეთა, რაც ქართულ ლიტერატურულ აზროვნებას
უცხოურთან შედარებით გააჩნია და Ш - იმის გამართლება, რომ შურის გრძნობა ბუნებრივია
ადამიანის ბუნებისა და ფსიქოლოგიისთვის.

ნაშრომში ვეყრდნობი ამერიკელ პოეტსა და პუბლიცისტს, ედვარდ მარკ სანდერსს. ის შურს,


როგორც ერთგვარ ემოციურ კომპლექსს ისე განმარტავს და გამოჰყოფს მის წინაპირობებს.
ფსიქოლოგი წიგნში “შური და ეჭვიანობა კლასიკურ ათენში“ წერს: “იმისათვის, რომ შური
არსებობდეს, სამი გარემოებაა საჭირო: 1) ობიექტი უნდა ფლობდეს სხვა ობიექტს 2) მე,
როგორც სუბიექტს, არ უნდა მქონდეს ეს ობიექტი და 3) ეს დისტრიბუცია, გადანაწილება,
სიტუაცია არასწორი, არასამართლიანი უნდა იყოს.“ სანდერსის ეს მართებული შენიშვნა
შურის წინაპირობის ერთგვარი ფორმულაა, რომელსაც ადამიანური, პოლიტიკური თუ
ლიტერატურული ურთიერთობები ემყარება. მართლაც, თუ დავაკვირდებით, ცხოვრებაში,
ლიტერატურასა და ფილოსოფიაში, სადაც შურს ყოველთვის დიდი ადგილი უკავია,
დავინახავთ, რომ ყველაფერი რაღაცის ან ვიღაცის არქონისა და არყოლის საკითხამდე
დაიყვანება.
საკითხის აქტუალობით რომ გავაგრძელოთ, კვლევის ქრონოლოგიური ჩარჩო ანტიკური
ეპოქიდან იწყება და აქედან უკვე ნათლად შეგვიძლია დავინახოთ სანდერსის თეორიის
უტყუარობაც. თებეს, არგონავტებისა და ტროას ციკლში უკვე გვხვდება ნაწარმოებების
განვითარების ეტაპზე შურით მოტივირებული ქცევები. თებეს ციკლში ოიდიპოსის
ვაჟიშვილები კლავენ ერთმანეთს ძალაუფლებისთვის, არგონავტების მითში მედეას
მკვლელობაშიც აშკარაა კორინთოს მეფის ასულისადმი შური. ტროას ომი კი ქალების შურის
გამო იწყება.

რაც შეეხება შურის ფილოსოფიურ გააზრებას, სოკრატე, პლატონი და არისტოტელე ის


პირველი სამეულია, რომელიც სიღრმისეულად მიმოიხილავს შურის ცნებას. მათ შორის,
არისტოტელე „რიტორიკაში“ საკმაოდ საინტერესო ნააზრევს იძლევა შურის შესახებ. ის
ამბობს, რომ ესაა მწუხარება სხვის კეთილზე და გამოჰყოფს მის წინაპირობებს, აღწერს შურის
პროცესს და შედეგებს.

კვლევის დროს, ბუნებრივია, ვერ ავცდებოდით, შუასაუკუნეებსა და ქრისტიანულ ეთიკას. ამ


პერიოდში შური აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ის განიხილება პირველ ცოდვად და
ყველა ცოდვის მშობლად. ბიბლიაში არაერთხელ ეთმობა ადგილი შურის მიმოხილვას.
იშვიათია, ასე ერთხმად თანხმდებოდნენ წმინდა მამები იმ საკითხზე, რომ შური ყველაზე
დიდი ცოდვაა ცოდვათა შორის. ამგვარი შეხედულება, ბუნებრივია, საჭიროებდა ახსნა-
განმარტებასა და რეფლექსირებას. ამიტომაც, იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი და სხვები
საინტერესო მსჯელობას გვთავაზობენ საკითხის შესახებ.

ლიტერატურის კუთხით, მოგვიანო პერიოდში, ბაირონი, უნამუნო, ბორხესი, სარამაგუ,


ჯავახიშვილი, ვაჟა-ფშაველა ჭილაძე, გეგეშიძე და სხვები პირდაპირ ტექსტის ფაბულად
იღებენ ბიბლიური ძმისმკვლელობის მაგალითს და ამაზე ქმნიან რომანებს, პოემებსა და
მოთხრობებს.

კომპარატივსტულ მეთოდზე რომ გადავიდეთ, ამ მეთოდმა არაერთი საინტერესო


კონტრასტი გვაჩვენა. დადგინდა, რომ ქართული ლიტერატურა კაენს აშკარად აკისრებს
რელიგიურ პასუხისმგებლობას და მხოლოდ ამის შემდეგ ჩნდება ტექსტებში სინდისის
ფენომენი, რაც, ვფიქრობ, პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ეთნიკური და რელიგიური
იდენტობის განუყოფლობას.

ამერიკელი ეთნოლოგი და ანთროპოლოგი, რუთ ბენედიქტი ცნობილ ნაწარმოებში


„ქრიზანთემა და ხმალი“ გამოჰყოფს კულტურის შემდეგ მოდელებს: „სირცხვილის
კულტურა“ და „დანაშაულის კულტურა“. ბენედიქტი დიფერენციაციას ახდენს და აღნიშნავს,
რომ აზიური, იაპონური ქცევა დგას სირცხვილის კულტურაზე. მისი აზრით, აზიელები
ორიენტირებულნი არიან გარე აქტორებზე, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოების სხვა
წევრების შიში გამოდის.

ამის საპირისპიროა „დანაშაულის კულტურა“, რასაც, ანთროპოლოგის აზრით, დასავლური


კულტურა ემყარება. დანაშაულის გრძნობა შინაგანია და წარმოიშობა აბსოლუტური
მორალისა და კანონების დარღვევისას, იმისდა მიუხედავად, იციან დანაშაულის შესახებ
საზოგადოების სხვა წევრებმა თუ არა. დასავლურ სივრცეში ადამიანი და, შესაბამისად,
პერსონაჟი საკუთარ მორალურ ღირებულებათა სისტემას ქმნის და სწორედ ესაა მიზეზი იმ
ჯანყისა, რომელსაც ევროპელი კაენი ღმერთის წინააღმდეგ იწყებს.

რთულია ქართული კულტურა თუ ლიტერატურული აზროვნება კულტურის ამ ორი


მოდელიდან რომელიმეს მივაკუთვნოთ. როგორც შეუძლებელია პასუხის გაცემა იმ
კითხვაზე, საქართველო ევროპაა თუ აზია, ისეთივე შეუძლებელია მისი იდენტიფიკაცია ამ
მხრივ. ერთი რამ ცხადია, ქართული სააზროვნი სივრცე თუ ლიტერატრა ოდითგანვე
გამოირჩეოდა დასავლური თუ აღმოსავლური ლიტერატურული ტრადიციებისა და
სააზროვნო ელემენტების საკუთარ სივრცეში დანერგვით, სინთეზირებითა და
განვითარებით. მართლაც, რომ ამ სინთეზირების ძალიან საინტერესო პროდუქტები არიან
ვამეხი და ლაზარე. ისინი, ერთი მხრივ, ცდილობენ დამალონ საკუთარი პიროვნებები, არ
გაამხილონ ვინაობა, გადაიხვეწონ და ამით გაექცნენ რეალობას, მეორე მხრივ კი მათ ყველგან
თან დასდევთ სინდისი.

ზემოთქმულის აღქმას უფრო გაამარტივებს, თუ მას ფროიდის ფსიქიკური სქემის, ID,


EGO და SUPEREGO-ს მიხედვით განვიხილავთ. სუპერეგო პიროვნების ასპექტია,
რომელიც საზოგადოებრივი ღირებულებების, სტანდარტებისა და მორალის
ინტერნალიზაციას წარმოადგენს. მისი არსია სხვა სუბიექტების ინტერესების
გათვალისწინება ქცევაში. ფროიდი სუპერეგოს ორ ქვესისტემად ჰყოფს. ესენია:
სინდისიერი სისტემა და ეგო-იდეალი. ჩვენთვის საინტერესოა სინდისიერი სისტემა,
რომელიც დასჯის შედეგად ყალიბდება. იგი თავის თავში მოიცავს
თვითკრიტიციზმის უნარს, მორალურ თუ ზნეობრივ აკრძალვებსა და დანაშაულის
გრძნობას. ეს იმანენტური განცდები ძალიან ნაცნობი გახდება ჩვენთვის, თუ მიხეილ
ჯავახიშვილისა და ვაჟა-ფშაველას შექმნილ პერსონაჟებს დავაკვირდებით. ისინი
საკუთარ თავებს აკრიტიკებენ და დანაშაულის გრძნობით ცოცხლობენ. რაც შეეხება
პატიებას, მათ მეტს ვერაფერს მოვთხოვთ, რადგან ის, ვინც სინდისის ქენჯნას
განიცდის, ფროიდის მიხედვით, ეგოს განვითარების ბოლო საფეხურზე დგას.

ფსიქოანალიტიკური მიდგომების საფუძველზე ცალსახა გახდა, შურისა და ადამიანის


ბუნების იმპლიციტურობა. მსგავსი მეთოდი დაგვეხმარა უკეთ აღგვექვა ამ ფსიქოლოგიური
მდგომარეობის წინაპირობები, მოტივები, გამომწვევი მიზეზები და შესაძლებლობები.

დასასრულისთვის, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ლიტერატურა ამ საკითხზე ორად


იყოფა. არსებობს ტექსტები, რომლებიც კაენს დანაშაულისთვის სჯის და არსებობს
ტექსტები, რომლებიც პატიობს. ეს პატიება ორი სახისაა: ავტორი ან ივიწყებს კაენის ცოდვას,
ან ღმერთს უმხედრებს მას. ჩვენც ორი გზა გვაქვს: ან ვსჯით კაენს და ვკლავთ ლიტერატურას
ან ვპატიობთ მას. კაენის დასჯამ ჩვენ ყველაზე დიდი ლიტერატურა - ბიბლია მოგვცა,
პატიებამ კი არაერთი ლიტერატურული შედევრი ნაშრომში განხილული წიგნების სახით.
ვფიქრობ, ადამიანისთვის ბევრად უფრო საინტერესოა კაენი მხატვრული ლიტერატურიდან,
რადგან ბიბლია არაერთ კითხვას აჩენს, რომელსაც დოგმებით ხან სცემს პასუხს ხან ვერა.
მხატვრული ლიტერატურაში კი შეგვიძლია ჩვენთვის პასუხის არაერთ შესაძლო და
დამაკმაყოფილებელ ვარიანტს მივაგნოთ.

მადლობა ყურადღებისთვის.

You might also like