Istoriuli Mimoxilva

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

სასკოლო ჰიგიენის განვითარების მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპები

სასკოლო ჰიგიენას დიდი ხნის ისტორია აქვს. მართალია, მაშინ მას არ ჰქონდა
მეცნიერულად დამუშავებული ფორმა და არ იყო დამოუკიდებელი დარგი, მაგრამ
მისი პრინციპები და ძირითადი არსი ხორციელდებოდა ცხოვრების ყველა სფეროში.
მისი განვითარება განსაკუთრებით მე-17 საუკუნის დამლევიდან დაიწყო.

მე-18 საუკუნის შუა ხანებში რუსეთში ბავშვთა მაღალი სიკვდილიანობა იყო,


განსაკუთრებით ერთი წლის ასაკამდე, გამოჩენილმა რუსმა მეცნიერმა მ. ვ.
ლომონოსოვმა აღნიშნულ მდგომარეობას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა მისცა
და წამოაყენა მთელი რიგი ღონისძიებები, კერძოდ მოითხოვა აეკრძალათ ასაკით
შეუსაბამო შეუღლება, უპატრონო ბავშვებისათვის ბავშვთა სახლების დაარსება და
სხვა. ბავშვთა სიკვდილიანობის ძირითად მიზეზად მ. ვ. ლომონოსოვი დედათა და
ბავშვთა ცუდ სამედიცინო მომსახურებას მიიჩნევდა.

შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურნენ და მნიშვნელოვანი წინადადებები


წამოაყენეს იმდროინდელმა პროგრესულმა რუსმა საზოგადო მოღვაწეებმა: ი. ი.
ბეცკომ, ნ. ი. ნოვიკოვმა, ა. ნ. რადიშჩევმა და სხვებმა.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ჰიგიენის საკითხებით დაინტერესდნენ


პედაგოგები: კ. დ. უშინსკი, ა. ს. მაკარენკო და სხვები. 60-70-იან წლებში სასკოლო
ჰიგიენის საკითხებს მნიშვნელოვან ადგილს უთმობდნენ სამედიცინო
საზოგადოებათა სხდომებზე, პედიატრთა საზოგადოებების მუშაობის დროს,
მოსკოვის ჰიგიენისტთა საზოგადოებაში.

ბავშვთა სამედიცინო მომსახურებაში შექმნილმა მძიმე მდგომარეობამ წინა პლანზე


დააყენა სასკოლო ჰიგიენის ამოცანების შესწავლისა და გადაჭრის საკითხი. ამას
დაემატა ისიც, რომ მოსწავლეებში გახშირდა ისეთი დაავადებები, როგორიცაა
ხერხემლის გამრუდება, ნერვული აშლილობანი, მხედველობის დაქვეითება,
სისხლნაკლებობა და სხვა, რომელთა წარმოშობა დაკავშირებული იყო სკოლასთან,
სწავლის პროცესთან, სწავლის პროცესში ჰიგიენური წესების დარღვევასთან.
ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულეს
გამოჩენილმა რუსმა ჰიგიენისტებმა: ერისმანმა, დობროსლავინმა, ხლოპინმა,
მალკოვმა და სხვებმა. ისინი მოღვაწეობდნენ XIX საუკუნის დასასრულსა და XX
საუკუნის დამდეგს, როდესაც აღმავლობის მხრივ ვითარდებოდა მედიცინა, ფიზიკა,
ქიმია და ჰიგიენა.
სამამულო ჰიგიენის ფუძემდებლად მიჩნეული არიან პირველი რუსი პროფესორები
ერისმანი (1842-1915) და დობროსლავინი (1842-1929). ერისმანმა დაარსა მოსკოვის
უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრა. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა ბავშვთა
ჰიგიენას. საგულისხმოა მისი შრომები მოსწავლეთა მხედველობის დაზიანებისა და
მისი პროფილაქტიკის შესახებ. მასვე ეკუთვნის მერხის კონსტრუქცია, რომელიც
შეესაბამება მოსწავლის სიმაღლესა და ტანის პროპორციულობას, საკლასო ოთახის
ფართობის განსაზღვრის და მისი განათების საკითხის გადაწყვეტა.

დობროსლავინი პირველი ჰიგიენის კათედრის გამგე იყო რუსეთში (სანკტ-


პეტერბურგი). იგი ავტორია სახელმძღვანელოსი ,,ჰიგიენა და საზოგადოებრივი
ჯანდაცვის კურსი“. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა მოსწავლეთა აღზრდის
საკითხებს, მათი გონებრივი მუშაობის სწორ ორგანიზაციას, ბავშვთა
სიკვდილიანობის შემცირების ღონისძიებებს და სხვა.

ხლოპინი (1863-1929) გამოჩენილი ჰიგიენისტი იყო, მის კალამს ეკუთვნის მრავალი


შრომები, მათ შორის სახელმძღვანელოები: ,,ზოგადი ჰიგიენის კურსი“,
,,სანიტარული გამოკვლევების მეთოდები“, საშუალო სასწავლებლის მოსწავლეთა,,
სასკოლო დაავადებანი“ და სხვა. მის შრომებში საფუძვლიანადაა განხილული
მოსწავლეთა შორის სასკოლო ჰიგიენის სწავლების დანერგვა, მოთხოვნილებანი
სასკოლო შენობისადმი, სასკოლო ინვენტარ-მოწყობილობის კონსტრუქციის
საკითხები. ხლოპინი იმ აზრისაა, რომ სასკოლო ჰიგიენა უნდა იკითხებოდეს
საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში როგორც დამოუკიდებელი საგანი. მასვე
ეკუთვნის 1905 წელს სახალხო განათლების სამინისტროსთან სასკოლო-ჰიგიენური
ლაბორატორიის შექმნა, სადაც მუშავდებოდა სახელმძღვანელო ინსტრუქციები და
წესები მოსწავლეთა და მასწავლებელთა მუშაობის პირობების შესახებ.

1917 წელს, რუსეთში, განათლების სამინისტროსთან შეიქმნა სასკოლო-სანიტარული


განყოფილება, რომელიც ხელმძღვანელობდა სასკოლო ექიმების მუშაობას და
პრაქტიკულად ახორციელებდა სასკოლო ჰიგიენის მოთხოვნებს.

ბავშვთა და მოზარდთა ორგანიზმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, 1924 წელს,


კიევში გაიხსნა ბავშვთა სპეციალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც
1926 წელს სრულიად უკრაინის ჰიგიენური აღზრდის სამეცნიერო-კვლევით
ინსტიტუტად გადაკეთდა. 1927 წელს მოსკოვში გაიხსნა ბავშვთა და მოზარდთა
ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტი. მომდევნო წლებში ანალოგიური
ინსტიტუტები დაარსდა სანკტ-პეტერბურგში, როსტოვში, ნოვოსიბირსკში.
აღნიშნული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებანი თავიანთ მუშაობას
წარმართავდნენ ისეთი აქტუალური საკითხების გადსაწყვეტად, როგორიცაა
სკოლების კეთილმოწყობა, სასკოლო ავეჯისადმი წაყენებული ჰიგიენური ნორმების
სტანდარტების შემუშავება, სასწავლო წიგნების გაფორმება ჰიგიენური წესების
დაცვით და სხვ.

1924 წლიდან ჯერ სანკტ-პეტერბურგისა და მოსკოვის უნივერსიტეტებთან, ხოლო


შემდეგ მოსკოვის I და II სამედიცინო ინსტიტუტებთან დაარსდა სასკოლო ჰიგიენის
კათედრები ა.ვ. მალკოვის ინიციატივით, რომელიც რუსეთში სასკოლო ჰიგიენის
ფუძემდებლად არის აღიარებული. მან შექმნა სასკოლო ჰიგიენის კურსი, სადაც
განხილული იყო ბავშვთა ორგანიზმის განვითარების, მასზე სოციალური გარემოს
გავლენის საკითხები, შეისწავლა სხვადასხვა ეროვნების ბავშვთა და მოზარდთა
განვითარება. 1923 წლიდან მალკოვი სოციალური ჰიგიენის ინსტიტუტის
დირექტორია და ხელმძღვანელობს მთელი რიგი საპრობლემო საკითხების
მეცნიერულ დამუშავებას, კერძოდ: ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განვითარება;
სკოლის სანიტარული კეთილმოწყობა; ბავშვთა სამედიცინო მომსახურება ქალაქად
და სოფლად.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე, კონკრეტულად სასკოლო


ჰიგიენისადმი მიძღვნილი ნაკლებად, მაგრამ ამ დისციპლინასთან დაკავშირებულ
საკითხებზე მრავალი ნაშრომი და მეცნიერული სტატიები აქვთ გამოქვეყნებული
პედაგოგიკის სფეროში მოღვაწე ისეთ ცნობილ პიროვნებებს, როგორიც არიან ი.
გოგებაშვილი, ი. ჭავჭავაძე, ს. მესხი, ჟურნალ „განათლების“ რედაქტორი და
გამომცემელი, ლ. ბოცვაძე და სხვ.

საბჭოთა პერიოდში საქართველოში, ისევე, როგორც ყველა სხვა საბჭოურ ქვეყნებში,


განათლების სამინისტროებთან ფუნქციონირებდა სასკოლო ჰიგიენის
განყოფილებები, რომლებიც ცენტრალიზებულად იმართებოდა რუსეთის მიერ და,
შესაბამისად, ასრულებდა ყველა მის მიერ დადგენილ დირექტივებს. ამდენად,
საქართველოშიც ყველა სკოლა ვალდებული იყო ჰქონოდა ექიმ-ჰიგიენისტის შტატი
და ანგარიშვალდებული იყო დაეცვა შესაბამისი სასკოლო ჰიგიენური ნორმები.

პოსტსაბჭოთა პერიოდი, ამ მიმართებით, არ აღმოჩნდა დამანგრეველი


რუსეთისათვის, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით ჩვენს ქვეყანაზე. სადღეისოდ,
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფარგლებში არა მარტო აღარ არსებობს
შესაბამისი განყოფილება, არამედ ყურადღება აღარ ექცევა სკოლებში სასწავლო
გარემოს ჰიგიენური ნორმების დაცვას. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღეს,
უმეტესწილად, კერძო სკოლებში ჰყავთ ექიმი-ჰიგიენისტი, გააჩნიათ საექიმო
კაბინეტი და წარმატებულ სკოლებში ყურადღება ექცევა მათ ჰიგიენურ
კეთილმოწყობასაც.

სასკოლო ჰიგიენის, როგორც მეცნიერების განვითარების თვალსაზრისითაც რუსეთი


პრიორიტეტულ ქვეყნად რჩება პოსტსაბჭოთა სივრცეში: შესაბამისი დარგის
მეცნიერები იკვლევენ სასკოლო ჰიგიენის სადღეისო პრობლემებს, ფუნქციონირებენ
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, იქმნება როგორც სამეცნიერო, ასევე სასწავლო
ლიტერატურა.

You might also like