Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

სისხლი და გულ – სისხლძარღვოვანი სისტემა

სისხლი ასრულებს ქსოვილთა ცალკეულ ორგანოთა და მთელი ორგანიზმის კვების


ფუნქციას. სისხლი შეიცავს საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც მთელ ორგანიზმში გადააქვს
და მონაწილეობს აირთა ცვლაში. ფილტვებში გავლისას სისხლი შთანთქავს ჟანგბადს,
რომელსაც აწვდის ქსოვილებსა და ორგანოებს. ამავე დროს, ორგანოებიდან და
ქსოვილებიდან სისხლში გადადის დაშლითი პროდუქტები ( შარდოვანა, ნახშირმჟავა და
სხვ.). სისხლს ისინი მიაქვს გამომყოფ ორგანოებთან, რომელთა მეშვეობით ამ
პროდუქტებისაგან ორგანიზმი თავისუფლდება.

ბავშვის სისხლის კაპილარებში მიედინება თითქმის ორჯერ მეტი რაოდენობის სისხლი,


ვიდრე მოზრდილებისაში, ხოლო თვით კაპილარები უფრო განიერია. ამის შედეგად
ქსოვილთა კვება სისხლით და მათში მიმდინარე ჟანგვითი პროცესები უფრო ინტენსიურად
მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებში.

სისხლის წითელ უჯრედებს ( ერითროციტებს) გადააქვთ ჟანგბადი. ერითროციტების


მშრალი ნივთიერების 90% – ზე მეტს ჰემოგლობინი შეადგენს. მისი რაოდენობის შემცირება
იწვევს სისხლნაკლებობას. ფილტვების კაპილარებში ჰემოგლობინი შთანთქავს ჟანგბადს,
რომელიც სისხლში შეიჭრა ფილტვის ალვეოლებში არსებული ჰაერიდან. ჟანგბადით
გაჟღენთილ ჰემოგლობინს ოქსიჰემოგლობინი ეწოდება. ქსოვილებსა და ორგანოებში
ოქსიჰემოგლობინი კვლავ ჰემოგლობინად იქცევა, მიაწოდებს რა ჟანგბადს ირგვლივ მყოფ
ქსოვილებს.

მოზრდილებს 1 მმ სისხლში 4,5 – 5 მილიონამდე ერითროციტი აქვთ. ძუძუმწოვარ ასაკში


მათი რაოდენობა გაცილებით მეტია - 1 კუბურ მმ სისხლში 5,5 – 5,6 მილიონს აღწევს, მაგრამ
შემდგომ წლებში მათი რაოდენობა მცირდება.

სისხლის თეთრი უჯრედები ( ლეიკოციტები) ფრიად მნიშვნელოვან როლს ასრულებს


ორგანიზმის ინფექციებთან ბრძოლის საქმეში. მოზრდილების 1 კუბურ მმ სისხლში 6 – 10
ათასამდე ლეიკოციტია. ძუძუმწოვარი ბავშვის სისხლში კი, იგი ორჯერ მეტია. 3 – 4 წლის
ბავშვის სისხლი შეიცავს სისხლის თეთრი უჯრედების დაახლოებით იმდენივე რაოდენობას,
რამდენსაც მოზრდილისა. მათი რაოდენობა მკვეთრად იზრდება ინფექციური დაავადების
დროს. სისხლის მოწამვლისას ( სეფსისის დროს) იგი 80000 – მდე აღწევს. სისხლის თეთრი
უჯრედების მრავალნაირ სახეთა შორის რაოდენობის მიხედვით, ჭარბობს ლიმფოციტები და
ნეიტროფილები. ლიმფოციტები სხვა ფორმებთან შედარებით ნაკლებ მოძრავნი არიან.
ნეოტროფილები, პირიქით, ძალიან მოძრავნი არიან; ისინი უშვენებ წანაზარდებს, რომელთა
მეშვეობით მიემართებიან პათოგენური მიკროორგანიზმების დაგროვების ადგილისაკენ და
ანადგურებენ მათ. ამის გამო ნეიტროფილებს ფაგოციტებსაც უწოდებენ.

უმცროსი ასაკის ბავშვებში 5 – 6 წლამდე ჭარბობს ლიმფოციტები, ხოლო ნეიტროფილები


მათ ნაკლები აქვთ.

ბავშვთა და მოზარდთა სისხლის ნორმალური შემადგენლოის შესანარჩუნებლად და


სისხლნაკლებობის პროვოცირების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მოსწავლის დღის
რეჟიმში გავითვალისწინოთ და უზრუნველყოთ სუფთა ჰაერზე, მზეზე ხანგრძლივად
ყოფნა, გასეირნება, მოძრავ თამაშობათა და სპორტული მეცადინეობის სწორი გამოყენება.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოზარდების ძილის ხანგრძლივობის, მათი
სასწავლო დატვირთვის (იხ. ქვემოთ) ნორმირება, აგრეთვე ზრუნვა სასწავლო და
საცხოვრებელ შენობებში კეთილხარისხოვანი ჰაერისათვის.

სისხლის მიმოქცევის მცირედი დარღვევაც კი გავლენას ახდენს მთელს ორგანიზმზე. ტვინში


სისხლის მიმოქცევის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური პროცესების
აქტიურობის შესუსტება: იკლებს აღქმადობა, ყურადღების კონცენტრირების და
დამახსოვრების უნარიანობა, უარესდება სასწავლო მასალის ათვისების უნარი. სისხლის
მიმოქცევის დარღვევისას უფრო მალე იღლება კუნთოვანი სისტემა და, შესაბამისად,
ფერხდება აღდგენითი პროცესები.

ბავშვის გული შეფარდებით დიდია, ვიდრე მოზრდილისა. გულის ზრდა არათანაბრად


მიმდინარეობს. განსაკუთრებით ინტენსიურად იზრდება იგი დაბადებიდან ერთი და
ნაწილობრივ 2 წლის ასაკში (აგრეთვე სქესობრივი მომწიფების პერიოდში).

ბავშვის გული იკუმშება უფრო ხშირად, ვიდრე მოზრდილისა, ამიტომ მაჯისცემა ბავშვს
უფრო ხშირი აქვს, ვიდრე მოზრილს

ახალშობილის 1 წლის 7 წლის 12 წლის მოზრდილის


140 დარტყმა 120 90 80 72

უმცროსი ასაკის ბავშვებში მაჯისცემა ჯერ კიდევ მერყევია, ხშირად არიტმულია


(არათანაბარი, წყვეტილი). 7 – 8 წლის შემდეგ ბავშვების მაჯისცემა უფრო სტაბილური ხდება
მისი სიხშირის ცვალებადობა მცირდება, მაგრამ მოზარდების მაჯისცემის სიხშირე
ფიზიკური დაძაბულობის, მღელვარების ან სხვა მსგავსი მოვლენების გამო, ამ ასაკის
შემდეგაც მნიშვნელოვნად იზრდება.

როგორც ბავშვთა გულ – სისხლძარღვოვანი სისტემის განვითარების ერთ – ერთი


თავისებურება, უნდა აღვნიშნოთ, რომ 6 – 7 წლამდე ბავშვის გულის ზრდა ჩამორჩება
სისხლძარღვების ზრდას, ხოლო შემდგომ წლებში, განსაკუთრებით სქესობრივი მომწიფების
პერიოდში, სისხლძარღვების ზრდა ჩამორჩება გულის ზრდას. სისხლის წნევა ბავშვებში
სქესობრივ მომწიფებამდე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მოზრდილებში, ამასთან იგი
მუდმივი არაა.

გულის მოქმედებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს ფსიქიკური მდგომარეობა. ისეთი


ფსიქიკური ემოციები, როგორიცაა სიხარული, შეშინება, მწუხარება, შიში, სირცხვილი,
განსაკუთრებით თუ ისინი მოულოდნელი ხასიათისაა, იწვევს გულის შეკუმშვის გახშირებას
ან შენელებას. მღელვარების შედეგად ბავშვებში არა იშვიათად ვამჩნევთ სახის კანის
გაწითლებას, რაც კანის სისხლძარღვთა გაფართოების შედეგია, ან კიდევ შიშის დროს
ვამჩნევთ გაფერმკრთალებას, რაც აგრეთვე შედეგია კანის სისხლძარღვთა დავიწროების.
მძიმე ფსიქიკური განცდები ფრიად მავნე გავლენას ახდენს გულის მოქმედებაზე. ემოციებისა
და სხვა სახის ფსიქიკური ფაქტორების გავლენა გულის მოქმედებაზე განსაკუთრებით
გამოვლინდება ბავშვობის და მოზარდობის ასაკში.

გულის ნორმალური განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ბავშვს ავარიდოთ


გადაჭარბებული ფიზიკური და ფსიქიკური დაძაბულობა, რომელიც არღვევს გულის
მუშაობის ნორმალურ რიტმს და, მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ გულის გაწვრთნა
რაციონალური და ამა თუ იმ საკის ბავშვებისათვის დასაძლევი ფიზიკური ვარჯიშობით,
სპორტული მეცადინეობით და ზომიერი ფიზიკური შრომით, განსაკუთრებით იმ
შემთხვევაში, როდესაც ყოველივე ეს სუფთა ჰაერზე ტარდება. ყველა ეს ვარჯიში სკოლის
ექიმებისა და პედაგოგებისაგან მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და კონტროლს.
გულის მოქმედების თანდათანობით გაწვრთვნა უზრუნველყოფს გულის კუნთოვანი
ბოჭკოების შეკუმშვითი და ელასტიკური თვისებების განვითარებას.

გულის ჰიგიენისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნორმალურ ძილს, რადგანაც ძილის დროს
იგი მუშაობს მცირე ძალით და უფრო მშვიდად, ვიდრე დღისით.

ბავშვთა სისხლის მიმოქცევის ორგანოების ჰიგიენა გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს მათ


ტანსაცმელსაც. ვიწრო საყელო აწვება კისრის სისხლძარღვებს, რაც გავლენას ახდენს
სისხლის მიმოქცევაზე ტვინში. მაგრად მოჭერილი ქამარი აწვება მუცლის ღრუს
სისხლძაღვებს და ამით აძნელებს სისხლის მიმოქცევას საჭმლის მომნელებელ ორგანოებში.
ამიტომ ბავშვთა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჰიგიენას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, არ
უნდა დავუშვათ არაფერი ისეთი, რამაც შეიძლება მავნედ იმოქმედოს მოზარდის სისხლის
მიმოქცევის სისტემის სწორ განვითარებაზე.

You might also like