Jane Smiley სტატია ნია

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

ნია აფციაური

Jane Smiley
Say It ain’t So, Huck : Second Thoughts on Mark Twain’s “Masterpiece”

ქალბატონმა ჯეინმა მეო ჰაი სქულის მერე პირველად წავიკითხე ჰაკი და წიგნი
შეძრწუნებულმა გადავდე გვერდით რომ დავასრულეო. ეს შეძრწუნება წიგნის
მხატვრულობამ კი არა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ამ წიგნიდან გამოდის მთელი
ამერიკული ლიტერატურა და რომ ჰაკ ფინი არა მხოლოდ დიდებული არამედ
სერიოზული ნოველაც კია, თურმეო.
ჰაკს გამოცემისთანავე ჰყავდა ფანები, თუმაც მისი აღზევება პანთეონამდე
პროპაგანდის ერაში (1948-55) წლებში მოხდა, Lionel Trilling, Leslie Fiedler, T.S Eliot, Joseph
Wood Krutch და სხვების მიერ. ჰაკის განთავსების მოთხოვნების პრობლემა მალევე გახდა
ნათელი: წიგნის ბოლო 12 თავის ჩავარდნა (სადაც ჰაკი ჯიმს ნახავს დატყვევებულს
ფელპსების პლანტაციაში და ტომ სოიერი გამოჩნდება და შეიმუშავებს ბოროტსა და
უადგილო გეგმას ჯიმის გასათავისუფლებლად) უნდა შემცირებულიყო,
განადგურებულიყო ან ეპატიებინათ ავტორისთვის ამის მერე კი ნოველის
განსაკუთრებული მახასიათებლები უნდა ჩამჯდარიყო ჯერ ამერიკული ნოველების
კონტექსტში მერე მსოფლიო ლიტერატურის.
ამ შემთხვევაში საუკეთესო ფსონები შეიძლებოდა დადებულიყო ტვენის სტილზე
და მდინარის აღწერილობაზე, კრიტიკოსებმაც ამ საკითხებში ჩადეს ინვესტიცია . ელიოტს
ბავშვობაში არ წაეკითხა წიგნი. მან ისარგებლა, დაეყრდნო დიდ მდინარესთან
გატარებულ თავის ბავშვობას. ჰაკი ბიჭამდე ააზევა (elevating Huck to the Boy)და მისისიპი
მდინარე ღმერთამდე (River God) და იპოვა მითური რეზონანსი რომელიც გააღმერთა.
რაკრაკს მოეწონა მდინარე-ღმერთის იდეა, თუმცა თავი მისი დიდი ასოთი დაწერით არ
შეუწუხებია (didn’t bother to capitalize it). ის ასეცე ფიქრობდა, რომ ტვენმა, ჰაკის ტყუილების
საშუალებით სიმართლე თქვა, მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ “რაღაცამ დატოვა
ამერიკული ცხოვრება სამოქალაქო ომის მერე, რაღაც სიმარტივე, სიწმინდე და
სიმშვიდე”. ის, რითაც ტვენი ყველაზე მეტად ამაყობდა ამ ნოველაში იყო მისი სტილი. ეს
რაკრაკი იყო ამაყი რომ დაერქვა “ არანაკლებად განმსაზღვრელი ამერიკულ
ლიტერატურაში (ეს ცოტა ვერ გავიგე და ასე წერია : Trilling was glad to dub “not less than
definitive in American Literature”). ჰაკლბერი ფინის პროზამ დაწერილი პროზისთვის
დაამკვიდრა ამერიკული არაფორმალური საუბრის (colloquial speech) სიბრძნე. ის არის იმ
სტილის ოსტატი, რომელიც გაურბის დაბეჭდილი გვერდის დადგრომილობას,
ფიქსირებულობას, ის ჩვენს ყურებში უმალვე ჟღერდება როგორც ხმა უპრეტენზიო
სიმართლისა. - აქამდე ელიოტს ციტირებდა. ეს ბოლო მოთხოვნა იყო ერთ-ერთი ის
მახასიათებელი რომელიც დააკავშირებდა ჰაკს სხვა უფრო “მცირე” ამერიკულ
ნოველებთან, როგორიცაა მობი-დიკი, რომელიც ფლობს ღრმა ხედვას ამერიკული
ხასიათის. ლესლი ფიდლერმა დაწერა ამის შესახებ მას მერე რაც წაიკიტხა
ჰომოეროტიულ მიზიდულობაზე ჰაკისა და ჯიმის ურთიერობაში, მან გამოკვეთა მსგავსება
თეთრ და მუქ კაცების მეგობრობაზე მობი დიკში Ishmael და Queequegს და Natty Bumppoსა
და Chingachgook-ს შორის James Fenimore Cooperის Last of The Mochicans-ში.
ეს კანონიზაცია, გასაკრალურება, გაღმერთება სწრაფად განვითარდა ,
გავრცელდა, გაიზარდა: დიდებული ნოველა, ყველაზე დიდებული ნოველა, მსოფლიო
კლასის ნოველა. მგრძნობიარე კრიტიკოსები როგორიცაა მაგალითად ლეო მარქსი
დაიკარგნენ პროპაგანდის ცვალებადობაში (Shuffle სხვანაირად როგორ ვთარგმნო
რიავი). თუმცა, სინამდვილეში ჰეკლბერი ფინის თავგადასავალს ძალიან ცოტა რამე თუ
აქვს შემოსატავაზებლად სიდიადის კუთხით. აქ უფრო მეტის სწავლაა შესაძლებელი
ამერიკულ ხასიათზე მისი კანონიზაციიდან,გაღმერთებიდან ( from its canonization) ვიდრე
მისი კანონიზაციის გავლით (Through its canonization).
მე არანაირი უკმაყოფილება არ მაქვსო ჰაკის მიმართო ჯეინმა, ის უბრალოდ ბიჭია
ვინც გადარჩენას ცდილობს. მტერი აქ მარკ ტვენია, რომელმაც იცოდა როგორ მიეცა
ხმა ბიჭისთვის მაგრამ არ იცოდა როგორ მიეცა მისთვის ნოველა. ტვენმა იცოდა ამბის
სირთულეების შესახებ. არ დაასრულა საკუთარი ბავშვობის სტუმრობა ტომ სოიერთან ,
მან დაინახა შედეგები და დაიწყო ახალი რამის შექმნა იმ დროს როცა ჯერ კდიევ
მუშაობდა ტომ სოიერის გვერდების დამოწმებაზე (რათა მიეღო გამოქვეყნების უფლება ).
400 გვერდის დაწერის შემდეგ, როცა გასცდა კაიროს და მოღალა ჰანიბალისა და ზემოთა
მისისიპის მოგონებები ტვენმა მანუსკრიპტი 3 წლით გვერდით გადადო. ის წააწყდა
ყველა მწერლისთვის ნაცნობ პრობლემას: მისი ორიგინალური, თავდაპირველი
აღქმა კონფლიქტში მოდიოდა ამბის მოსალოდნელ არსთან. ეს ამბის იმ მომენტში
ხდება როცა ჰაკი და ჯიმი 2 რამეს გააანალიზებენ: 1) რომ ისინი გახდნენ ახლო
მეგობრები და 2) რომ ისინი გაცდნენ ოჰაიოს მდინარეს და იქ შეცურეს სადაც ჯიმისთვის
ყველაზე საშიში ტერიტორია უნდა იყოს- მდინარის ქვემოთა დინებაში, სწორედ იქ, სადაც
მის უატსონი უპირებდა ჯიმს გაყიდვას. ჯიმის მხსნელად წარმოდგენილი ჰაკი, მას იქით ,
გრძელ და მონობის სიღრმეში მიმავალ გზაზე გაუძღვა, რაც უფრო შორს მიდიან მით
უფრო უარესი იქნება ჯიმისთვის. ვინაიდან ოჰაიო არ იყო ტვენის ტერიტორია , ჯიმის
სურვილის ასრულება ნოველას აუცილებლად წაიყვანდა მხატვრული
ინტეგრულობისგან შორს, ამ უკანასკნელს ტვენი აშკარად გრძნობდა, ფლობდა
პირველი 400 გვერდის განმავლობაში. მან აღმოაჩინა რომ არ წერდა ბიჭის(თვის)
ნოველას, როგორც ტომ სოიერის შემთხვევაში იყო, არამედ წერდა კაცის(თვის)
ნოველას რეალური მორალური დილემებისა და ზრდის შესახებ. დროისა და
ადგილისადმი ნოსტალგიის ჟანგი, მისური 1840იან წლებში იქცა უდროო მეგობრობისა და
თავისუფლების, დიდ მდინარეზე უსაფრთხო და დამალული ადგილისადმი ლტოლვად .
თუმცა ტივმა ჰაკი, ჯიმი და მათი ავტორი ერთად შეაცურა ამერიკული სულისა და
ისტორიის ძალიან ბნელ გულში : მონების ქვეყანაში.
ტვენი დაუბრუნდა ნოველას და მასზე 2ჯერ იმუშავა, ერთხელ ხელახლა
დაწერა მტრობა გრეჯერფორდებსა და შეპარდსონებს შორის და მოგვიანებით
დაამატა დიუკი და მეფე. აი იმ ოჯახებს შორის მტრობიდან იწყება ნაწარმოების
ჩავარდნა, რადგან აქედან იწყება ყურადრების გაბნევა ნაშრომის ნამდვილი
თემიდან: ჰაკის სიყვარული და პასუხისმგებლობები ჯიმის მიმართ. ეს ჩავარდნის
ნიშნები ყველგანაა, ჯიმი მეორე ხარისხოვანი გახდა ამ ნარატივში, იმალება ტივზე , როცა
ჰაკი დასდევს დიუკსა და მეფეს ხმელეთზე და სცენები უფრო მარტივია, ნაკლებად
ფილოსოფიურად უდგება მორალურ დილემებს, როგორიცაა ტყუილი, თაღლითობა.
ტვენი ბუნებით იმპროვიზატორი იყო, და ის იყო საკმარისად კმაყოფილი საკუთარი
იმპროვიზაციებით რომ ასევე გაეგრზელებინა ამბავი. როცა დიუკი და მეფე საბოლოოდ
უღალატებენ ჯიმს მისი 40 დოალრად გაყიდვით, ჰაკი შოკშია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ
არც ჰაკი და არც ტვენი არ იმუშავებს გეგმას რომელიც ჯიმს გადაარჩენდა
საბოლოოდ. ამას ტომ სოიერი ახერხებს.
საკმარისი კრიტიკით გაჯერებული მელანი დაიღვარა წლების მანძილზე ტომ
სოიერის თავების დანარჩენ წიგნთან ინტეგრაციის მცდელობებში , მაგრამ ყოველივე
ამაო აღმოჩნდა. ლეო მარქსი აღნიშნავს :” მკიტხველთა უმეტესობა გრძნობს
ინტუიციურობას როცა ტომი გამოჩნდება, თითქმის ყველა ის თვისება, რომელმაც
ჰაკი მიმზიდველ გმირად აქცია, ახლა ქრება…” უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯიმი
დიდად არ დარდობს ამის შესახებ რადგან თავადაც მსგავს ტრანსფორმაციას
გადის. ტივზე ის იყო ინდივიდი, man enough იმისთვის რომ ჰაკი ემხილებინა მაშინ,
როცა თავისი ხუმრობის მსხვერპლად აქცია. უკანასკნელ სცენაში, ჩვენ ვკარგავთ
ჯიმის ხედვას ყალბი გამოგონებების ლაბირინთში.”
ბოლო 12 თავი მოსაწყენია, რაც უეჭველი ნიშანია იმისა, რომ ავტორი დამარცხდა
ამბავსა და თემასთან ბრძოლაში და ახლა უბრალოდ სიცარიელეებს ავსებს.
ყველა სხვა ცუდი დასასრულის მსგავსად ამ შემთხვევაშიც, პრობლემა
დასაწყისშივეა. ნაწარმოების დასაწყისში არც ჰაკი და არც ტვენი ჯიმის
თავისუფლების სურვილს სერიოზულად არ იღებენ, არ აღიქვამენ ამ სურვილს
როგორც პატივსაცემ მისწრაფებად. ამის ნიშანი მხოლოდ ის კი არაა რომ ჰაკი და
ჯიმი ვერასდროს გადაკვეთენ მისისიპის და ილინოისში ვერ აღმოჩნდებიან, არამედ
ის რომ ამას თითქმის არასდროს განიხილავენ (? ისა უკაცრავად მე სხვა რამე
წავიკითხე???). ორივე წიგნში ტომ სოიერშიც და ჰაკ ფინშიც, ჯექსონის კუნძლის სცენა
ცხადჰყოფს რომ ამ მარშრუტის გავლა თუნდაც ჩუმად შესაძლებელია, მიუხედავად იმისა
რომ ლეგალურობის კუთხოთ პრობლემატურია გამოქცეული მონისთვის, ისინი იმაზე მეტ
წინააღმდეგობას ვერ წააწყდებოდნენ ვიდრე ოჰაიოს პირის (გადასასვლელი გზის ანუ )
დადგენაა. მართალია, შესაძლოა იქ ყოფილიყო მონის დაჭერის მომენტი მარა ტვენის
მორალური ჩავარდნა მაშინ გვხვდება როცა ჰაკი და ჯიმი გადაწყვეტენ მდინარეს
ჩაუყვნენ და არა გადაკვეთონ. ეს იმას ცხადჰყოფს, რომ ამ სიტყვების კორიანტელში
თეთრი ბიჭისა და შავკანიანი მონის კავშირზე ტვენი სინამდვილეში ჯიმს ხედავდა
როგორც ჰაკის საიდქიქს ასისტენტს, მასზე დაბლა მდგომი ან ჰომოეროტიული
მიმართების მქონე. ყველა ის მტკიცება რომელიც წიგნის ჰუმანურ ძალებს უსვამს
ხაზს საბოლოო ჯამში ერთი დიდი აბსურდი გამოდის. ჯიმი არასდროსაა
ავტონომიური, არასდროს აქვს ხმა, მისი მიზნები ჰაკის მიზნებთან
სუბორდინაციაშია მუდამ და როგორც საიდქიქს ანუ აი მოასისტენტო ტიპს
შეეფერება არასდროს აღელვებს ეს ფაქტი. კიდევ უფრო პასიური და მოსიყვარულე
ხდება როცა ჰაკი, ტომი, დიუკი და მეფე საკუთარი მიზნეისთვის უფრო მეტად დაიწყებენ
მის გამოყენებას. მაგრამ ეს გამოყენება არა დამატებითი არამედ ინტეგრალური ნაწილია
ნოველის მთელი ტვენისეული კონცეფციისა. ტვენი ფიქრობს, რომ ჰაკის მზრუნველობა,
სითბო საკმარისად კარგი ჯილდოა ჯიმისთვის.
ის მშვენიერი მარა ზედაპირულად (meretricious) კრიტიკული მსჯელობა, რომელმაც
ჰაკის კარგი მიზნების ნარჩენები აიყვანა დამხობის სტრატეგიის რანგში (დევიდ სმიტი
ამბობს ამასო) და მონობის დამაჯერებელი ბრალდებები (ელიოტი) ზუსტად ასახავს იმავე
ტიპის ზედაპირულად მშვენიერ მსჯელობას რასაც თეთრი ადამიანები იყენებენ საკუთარი
თავის იმაში დასარწმუნებლად რომ რასისტები არ არიან. თუ ჰაკს დადებითი
მიმართება აქვს ჯიმთან, ის უყვარს და ადამიანად მიიჩნევს ესეც საკმარისი იქნება.
ის არაა ვალდებული იმოქმედოს ამ გრძნობების შესაბამისად. თეთრი ამერიკელები
ყოველთვის ფიქრობენ რომ რასიზმი არის გრძნობა, რომელსაც ან უარყოფ ან
გამოხატავ. ამერიკელთა უმრავლესობისთვის ტავაზიანი და კეთილია მისი
დაგმობა, ასეც იქცევიან, თუმცა იმის გააზრება არ გამოსდით, რომ ის თუ როგორი
გრძნობითი მიმართება აქვთ ამ საკიტხის მიმართ თითოეულ მათგანს
შავკანიანთათვის უმცირესი მნიშვნელობის მქონეა. , რადგან ამ უკანასკნელთ
რასიზმი ამერიკის კულტურის მასტრუქტურირებელ გზად მიაჩნიათ. ჰეკლბერი ფინის
თავგადასავლის დიდებულად შეფასება ნიშნავს ძალიან მარტივი და თავის
ამრიდებელი ტიპის თეორიისადმი მხარდაჭერას რასიზმის არსის შესახებ და მისი
გახმაურების ხელშეწყობას იქნება ეს ფილოსოფიურად თუ აკადემიურად (სკოლები,
ჟურნალები). ცხადია, მრავალი თეთრი და შავკანიანი მკითხველის დისკომფორტი და
ცენზურაზე დავები წიგნის კონტექსტში გასაგებია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად
ხშირად ჩასვამენ კონტექსტში ჰაკის მიერ სიტყვა ნიგერის გამოყენებას, ისინი
ვერასდროს გაამართლებენ ან დამალავენ ნოველის ღრმა რასიზმს. ეს ღრმა
რასიზმი გამოიხატება იმაში, თუ როგორ იყენებენ ტვენი და ჰაკი ჯიმს, რადგან მათ
დიდად არ ადარდებთ ჯიმის თავისუფლება, იმდენად რომ საკუთარი გეგმები
შეცვალონ მის გამო. ჰაკის შექება კი ნიშნავს იმაზე დათანხმებას, რომ ერთადერთი
ჩაღრმავება რასობრივი საკითხების მიმართ რაც 19-20 საუკუნეში მცხოვრებ
ამერიკელებს შეუძლიათ არის ცხადის აღიარება- რომ შავკანიანი, მონა თუ
თავისუფალი, ყველა ადამიანია.
ჰემინგუეიმ ერთხელ თქვა რომ მთელი ამერიკული ლიტერატურა ჰაკ
ფინისგან გამოიზარდა. უდავოდ უკეთესი იქნებოდა ამერიკული
ლიტერატურისთვის, კულტურისთის თუ ჩვენი ლიტერატურა ყველა დროის ერთ-ერთ
ყველაზე გაყიდვადი ნოველიდან გამოიზრდებოდა ანუ მე-19 საუკუნის მეორე დიდი
ნოველიდან “ბიძია თომას ქოხი”. ეს წიგნი მისი მოწესრიგენული დამაფიქრებელი,
ავტონომიური და მგრძნობიარე შავკანიანი ადამიანების ხასიათის ასახვით უკან
მოიტოვებს ჰაკ ფინს. “ბიძია თომას ქოხი” 1852 წელს გამოქვეყნდა, მაშინ როცა ტვენი
17ის იყო, ცხოვრობდა ჰანიბალში და თავისი ძმის გაზეთვისთვის წერდა, ისევ პატივს
სცემდა სამხრეთს, 9 წლით ადრე მის კარიერამდე კონფედერატების არმიაში. “ბიძია
თომას ქოხი” იყო ამ დროის ყველაზე პოპულარული ნოველა და უნივერსალურად
სადავო, კონტოვერსიალური. 1863ში როცა ჰარიეტ ბიჩერ სტოუ ეწვია თეთრ სახლს,
აბრაამ ლინკოლნმა პატივისცემით, მოწყალებით აღნიშნა: “ესეიგი ესაა ის პატარა
ქალბატონი ვინც წამოიწყო ეს დიდი ომი”.
ის ამბავი, რომელიც ნაცნობია მე-19 საუკუნის ამერიკელებისთია ან ამ ნოველის ან
ადაპტაციის უამრავი საფეხურის შედეგად, რომელმაც სენტიმენტალური გახადა სტოუს
ნამუშევარი შეგვიძლია მოკლედ გადმოვცეთ: კენტუკის მონა, ტომი, გაიყიდა იმისთვის
რომ მონების გამყიდველისთვის ვალი დაებრუნებინათ, მას ნიუ ორლეანში წაიყვანენ .
მდინარეზე გემით მგზავრობისას ტომს შეიძენს მდიდარი ავგუსტინე მისი წალიშვილის,
ევას დაჟინებული მოთხოვნით. ჯერ ევას შემდეგ კი ავგუსტინეს სიკვდილის მერე ტომს
კიდევ ერთხელ გაყიდიან, ამჯერად საიმონ ლეგრი ვისი უდიდესი პლანტაციაც
ბოროტებისა და დეგრადაციის საბუდებელია. ნოველა მალევე წაიკითხეს და დადებითი
გამოხმაურება მოჰყვა ჩარლზ დიკენსის, ჯორჯ ელიოტის, ლევ ტოლსტოის, ჯორჯ სენდის
და უამრავი სხვა 19 საუკუნის ლიბერალისგან, რომელთა ნამშევრებსაც დღეს ჩვენ
ვკითხულობთ და ვცდილობთ თავები დავაჯეროთ რომ ჰაკ ფინი მათი დონის
ნამუშევარია. ინგლისერი ნოველისტი და კრიტიკოსი ჩარლზ კინგსლი ფიქრობდა , რომ
ბიძია თომას ქოხი არის ყველა დროის საუკეთესო ნოველა. ეს მწერლები პატივს
სცემდნენ სტოუს წიგნს თავისი აურაცხელი სიბრძნეებითურთ. ერთი ასეთი სიბრძნე მის
მიერ თეთრების და მონობაზე მიბმული შავების სამყაროს დახასიათებაა. ბევრი ამ წიგნის
პერსონაჟის სახელი ამერიკულ ენაში დამკვიდრდა. პერსონაჟები ჩნდებიან ერთმანეტის
შემდეგ, ვხედავთ მათ ხასიათს, სურვილებს, აზრებს მათი ისტორიებიდან და ბედიდან . (აქ
მერე მაგ წიგნის პერსონაჟებზეა) ავგუსტინე- ტომის მფლობელი ჰუმანური მარა
ჩამოუყალიბებელი კაცია, იცის რასაც აკეთებს მარა არ იცის როგორ შეაჩეროს ეს . ქესი -
ტომის მეგობარი მონა ერთერთი დიდებული გაბრაზებული ქალია ზოგადად
ლიტერატურაში- არა მხოლოდ მწარე და ნიჰილისტი არამედ გონიერიც. ოფელიას-
ავგუსტინის იანკი ბიძაშვილი გადის გზას თავდაჯერებული უცოდინარიდან მოსიყვარულე
გამგებ ადამიანამდე და ასევე იმავე დამაჯერებელ გზას გადის ტოპსი . და ბლა ბლა
ყველა ეს პერსონაჟი კეთილი თუ ბოროტი ისევ ცოცხლობს.
და თავად თომა, ჩვენ გვგონია რომ ვიცით რასაც ნიშნავს ბიძია თომა.
პოპულარული გაგებით ბიძია თომა მოატყუებს პატრობს და მოიპოვებს სულიერ
სიმშვიდეს. ნამდვილი ბიძა თომა არის რეალისტიც და ღრმა პრინციპების მქონეც . როცა
მას მიჰყიდიან მისტერ შელბის კუნტუკიში მან იცის რომ რასაც მისი პატრონი ამბობს
სიმართლეა: თომა უნდა წავიდეს თორემ მის ცოლ-შვილსაც გაყიდიან. მოგვიანებით
თომას მისი სულიერი მოძღვარი ეტყვის რომ უდიდესი საფრთხე რასაც ის გადააწყდება
მის ცხოვრებას კი არა სულს ემუქრება. მისი ლოგიკა უზადოა. ის ეჭიდება თავის სულს
წამების მიუხედავად და ეს პროცესი ურწმუნო ადამიანებშიც კი პატივისცემის გრძნობას
იწვევს. თომას ამბავი უზადო წინასწარმეტყველებაა რელიგიური რწმენის საშუალებით
სულიერი კომფორტისა რაც წამოვიდა საბჭოთა გულაგებიდან და ნაცისტების
საკონცენტრაციო ბანაკებიდან. ის ძალის სტრუქტურა როგორითაც ლეგრის პლანტაცია
იმართებოდა და როგორც იქ იტანჯებოდნენ ადამიანები, წინასწარმეტყველებს და
ასახავს უახლესი გენოციდის მრავალ ისტორიას.
აუ იმენა ტვინი წაიღო რა მაგ წიგნით. სტოუს არ ავიწყდება არცერთი იმ
ურთიერთობის ლოგიკურად დასრულება სადაც ერთი მხარე სუბიექტია და მეორე
ობიექტი. არ აქვს მნიშვნელობა როგორ გრძნობს თავს 2 ადამიანი, ან რა არის მათი
მიზნები, ურთიერთობის ლოგიკა არის ტრაგიკული და ორივე მხარე იჭედება მანამ სანამ
ეს ტყუილი სუბიექტ/ობიექტის ურთიერთობა დასასრულამდე არ მივა. სტოუს მიერ
ყველაზე ხშირად გამეორებული რეპრეზენატცია ამ ულმობელი ლოგიკის არის
ძალისმიერი დაშორება ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი დედისა და შვილების .
ელიზამ ეს გამოცადა თავისი შვილის გაყიდვისას. ჰარი გარბის ოჰაიოს მდინარეზე
მოგდებული მსხვრევადი ყინულის გადასწვრის. ლუსი თავს იკლავს მას მერე რაც 10 თვის
შვილს გაუყიდიან. პრუ უსმენს მომაკვდავი შვილის ტირილს და ალკოჰოლიკი ხდება,
საბოლოოდ ეგეც კვდება. ქესი მოკლავს თავის უკანასკნელ შვილს რომ არ გაიზარდოს
მონობაში. ყველა ამ ქალს რაღაცას დაპირდნენ მფლობელები- სიყვარულს,
განათლებას, პრივილეგიებს, შვილების ბედნიერებას მაგრამ მონობის დამსახურებით ეს
ყველა პირობა შეუსრულებელი დარჩა. ამ ქალების სასოწარკვეთასა და გლოვაზე
ფიქრობდა ტ.ს ელიოტი როცა ბიძია თომას ქოხს “სენაციური, შეგრძნებითი პროპაგანდა
უწოდა” თუმცა, რეალურად რამდენიმე კრიტიკოსმა 19 საუკუნეში დაადანაშაულა სტოუ
მსგავსი ამბების გამოგონება, გაბუქებაში. ყოფილი მონების 1 ჯგუფს სთხოვეს კომენტარი
გაეკეთებინათ მონების ცხოვრების სტოუსეულ წარმოდგენაზე, ამ ადამიანებმა თქვეს ,
რომ სტოუ დაფეილდა ყველაზე საშინელი ნაწილის აღწერაში. სტოუს თავად ეშინოდა
რომ თუ იტყოდა იმას რაც მოუსმენია გაქცეული მონებისგან ან ცინცინათიში თავისი 18
წლიანი ცხოვრების მანძილზე შეხვედრილი სხვა ინფორმატორებისგან, მისი წიგნი
მეტისმეტად ბნელი იქნებოდა და გაუჭირდებოდა მკითხველის პოვნა.
სტოუს ანალიზი არ წყდება მონებზე საუბრით. მას ესმის რომ მონობა არის
ეკონომიკური სისტემა ჩაკიურილი ამერიკაში მთლიანად და ირონიულ კომენტარს
ქრისტიან ბანკირებს ნიუ იორკში ვისი ფინანსური შეთანხმებებიც იწვევდა მონების
გაყიდვას ჩრდილოელ პოლიტიკოსებზე ვინც მხარს უწერდა გაქცეული მონების დაჭერას
საჯარო სიკეთისთვის, ეკლესიების მეთაურებზე. სტოუს ერთ-ერთი ყველაზე გონივრული
ტექნიკა- ის მონობაზე დისკუსიას პერსონაჟების დიალოგში აქსოვს. განსაკუთრებით
საინტერესოა ის დიალოგი რომელზეც ამრკ ტვენს შეეძლო ყურადღების გამახვილება .
ავტუსტინე სენტ კლერი და მისი აბოლიციონისტი ბიძაშვილი ოფელია, საუბრობდნენ მის
ჩავარდნაზე ემოქმედა საკუთარი ანტიმონური გრძნობების შესაბამისად . ავგუსტინე
აღნიშნავს, რომ ოფელიას თავად სძულს შავკანიანები და არ უყვარს მათთან კონტაქტი.
ის ამბობს: ვერ დაინახავ ზიანს ბავშვის მიერ დიდი ძაღლისსადმი სითბოს გამოხატვაში ,
მაშინაც კი თუ ძაღლი შავია - ქრისტიანობაც ამას გვეუბნება ამოშლის პირადი
ცრურწმენის გრძნობას. როცა ოფელია დაიწყებს ტოპსის განათლებას, აღმოაჩენს რომ
არაფრის გაკეთება არ შეუძლია ვიდრე მას მკერდზე არ მიიხუტებს. პირადი
ურთიერთობები ვერ ანელებს მონობის ბოროტებებს: ოფელია ტოპსის თავისუფლებას
აძლევს.
სტოუს ისიც ესმის, რომ მონობის ნამდვილი ფესვები ისაა რომ ეს მომგებიანია .
ავგუსტინე და მისი ძმა ცხოვრობენ მონობაში იმიტომ რომ ესაა მათთვის ნაცნობი
სისტემა, სხვანაირად არ წარმოუდგენიათ. საიმონ ლეგრი იღებს მონობას იმიტომ რომ
აქედან ფულს გააკეთებს, იღებს აბსოლუტურ ძალაუფლებას თავის მონებზე ვიდრე ამას
შეძლებდა ჩრდილოეთში.
მე-19 საუკუნის ამერიკული გამოცდილებების, ლიტერატურის გული, მონობის
მნიშვნელობა და ბუნება არის ის რასაც ტვენი ვერ უსწორებს თვალს “ჰეკლბერი ფინის
თავგადასალავში”. როცა ჯიმი და ჰაკი ტვენის საყვარელ მდინარეზე მოსრიალობენ ,
ავტორი უახლოვდება აუცილებელ პირად ურთიერთკავშირებს: როგორ აღადგინოს
ბავშვობის (ბიჭობის) ნაგრძნობი მოგონებასა და სოციალურ სისტემის იმ ბოროტ
შედეგებს რომელშიც ეს ბავშვობა ცხოვრობდა. ეს პრობლემა ტვენმა თავიდან აირიდა
“ტომ სოიერში”: მონები მცირე უარყოფით გავლენას თუ ახდენენ ტომისა და სხვა ბიწების
ცხოვრებაზე. თუმცა როცა ტვენი ჯიმს ხმას აძლევს, ამ ხმამ ჰაკის ხმის საპირისპიროდ
უნდა ისაუბროს და უნდა წამოწიოს ის საკითხები რაც მარტივად გადაჭრრადი არაა არც
პირადად და არც კულტურულად. ჰარიეტ ბიჩერ სტოუს, ახალი ინგლისიდან, პურიტანების
ოჯახიდან , აქტიურს აბოლიციონისტურ მოძრაობაში, გაქცეული მონების დახმარებისა და
განათლების მიცემაზე მოტივირებულს არასდროს ჰქონია მსგავსი კონფლიქტი მაშინ
როცა “ბიძია თომას ქოხის” დასაწერად დაჯდა. მისთვის არაფერი იყო მონობაში
მიმზიდველი არც როგორც ახალი ინგლისელისთვის და არც როგორც ცინცინათიში 20
წლის მანძილზე მცხოვრები ადამიანისთვის. მისი კონფლიქტის ნაკლებობა ცხადია
ნოველის სტილსა და შინაარსსში.
ჩნდება კითხვა “ბიძია თომას ქოხმა” თავისი ძალითა და პოპულარულობის
დამსახურებით ვერ შეძლო ამერიკული ლიტერატურის დაბადება/შექმნა ? დაფეილდა
მგრძნობიარე, ავტონომიური და საინტერესო შავკანიანი პერსონაჟების დახატვაში ?
დაფეილდა ამერიკულ ლიტერატურულ წარმოსახვაზე ამერიკული გამოცდილებების
ცენტრალური დილემების წინაშე: რასა? მიზეზი ნაწილობრივ, არის დარწმუნებულობა
რომ საჯარო აზრის ცვლილება რასასა და მონობაზე, რომელიც იყო შედეგი ომის
წინანდელი (antebellum) ამერიკული ცხოვრებისა, რომელიც ჩუმად ჩაება სამოქალაქო
ომში. ამის პასუხს ჰაკთან ვპოოულობთ: ყველამ აირჩია საყოველთაო ყურადღების
დაფატვა, გაუჩინარება ტერიოტორიისთვის. მიზეზი უნდა ვიპოვოთ “ბიძია თომას
ქოხში” ; :ესაა სადაც ფული იყო დამალული.
თუმცა მერე რა მოხდა? ისინი მხოლოდ ავტორები არიან და მას მერე რაც წიგნი
გამოვა ავტორი ვეღარ იქნება პასუხისმგებელი მის როლზე კულტურაში. ამაში
მოქალაქეები უნდა დავადანაშაულოთ, ან მათი მასწავლებლები, კრიტიკული გემოვნების
მსაჯები. “Melodramas of Beset Manhood: How Theories of American Fiction Exclude Women
Authors” Nina Baym საუბრობს იმაზე თუ თეთრების, პროტესტანტების, საშუალო ფენის
მამრი ავტორების ვიწრო ჯგუფის კანონიზაციამ (Twain, Hawthorne, Melville, Emerson…)
როგორ მოახერხა ჩვენი ლიტერატურული ცხოვრების არასწორად ინტერპრეტირება : 1)
ამერიკული ლიტერატურისთვის ერთადერთ ფასეულ საგნად ინდივიდის კონფლიქტის
საზოგადეობასთან განხილვა, რომელშიც ამერიკის მთავარ ღირსებად განიხილება მისი
დადგრომელი სიველურე და ის შესაძლებლობები რომლებსაც ეს სიველურე ინდივიდს,
როგორც საკუთარ ბედსა და ბუნებას შორის მედიუმს სთავაზობს. ზოლო ქალი მწერლები
კი განიხილებიან როგორც მტრები. ასეთ კრიტიკულ ნაწერებში ყველა სხვა თემა თუ
ლიტერატურული გამოხატვის ხერხი გვრჩება მხედველობიდან როგორც არა ამერიკული .
აი აქაა ბიძია თომას ქოხი, Edith Wharton, პირადი ცხოვრება როგორც სუბიექტი და აქაა
თითქმის ყველა 19 საუკუნის ბესტსელერი ნოველა რომელიც ქალმა დაწერა. ნამდვილი
დანაკარგი არა ლიტერატურას არამედნ ჩვენს კულტურას და ჩვენ გვადგება, რადგან
დავკარგეთ ის თემა თუ სხვადასხვა სოციალური ჯგუფი რომელიც შეიძლება ვერ გაექცეს
სიველურეს როგორ უნდა თანაცხოვრობდეს საზოგადოებასთან. ბიძია თომას
შემთხვევაში უემოციო დიალოდები რასაზე სამოქალაქო ომამდე უნდა გვქონოდა .
ცხადია, ბიძია თომას ქოხი არაა უკანასკნელი ან უფრო მნიშვნელოვანი სიტყვა რასებს
შორის ურთიერთობებზე, ვიდრე თუნდაც ძმები კარამაზობეი ან დეივიდ კოპერფილდია
რუსულ და ინგლისურ თემებსა და სოციალურ კითხვებთან მიმართებით. სტოუს
ზოგიერთი იდეა ძირეულ რასობრივ მახასიათებლებზე (თეთრები: ცივი, უგულო;
შავკანინაები: ბუნებრივად რელიგიური და თბილი) მცდარი და ცუდია. ერთ-ერთი მისეულ
მცდელობაზე ამერიკული რასობრივი კონფლიქტის გადაჭრისა აფრიკაში კოლონიის
შექმნით თავადვე უარყო მოგვიანებით.მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მისი ხედვა
სხვადასხვა საკითხზე იყო შესანიშნავი და გონივრულ. მან მოიპოვა პატივისცემა ხალხის
და მრავალი სოციალური აქტივისტის მხრიდან ( და ვიღაცებია ჩამოთვლილი რა). მან
შეძლო მოეძებნა გზა ესაუბრა მონობაზე, ოჯახზე, ძალაუფლებასა და კანონზე,
ცხოვრებასა და სიკვდილზე, კეთილზე და ბოროტზე, ჩრდილოეთსა და სამხრეთზე.
მას სჯეროდა რომ ყველა ამერიკელს ერთად უნდა მოეძებნა მონობის პრობლემის
გადაჭრა. როცა მისი ხმა, მხნე საჯარო ხმა მიწყნარდა ჩვენს კულტურაში და
ჩანაცვლდა ჰაკ ფინის იდუმალი ხმით (ჰაკი- ის ვინც ჯიმს მხოლოდ მაშინ აღიარებს
როცა ტივზე მარტო რჩებიან შუა მდინარეში) რასიზმი გამოვიდა საჯარო სივრცედან
და გადაინაცვლა პირად სივრცეში, სადაც თეთრებს მიაჩნიათ რომ ის არსებობს
ხოლო შავკანიანებმა იციან რომ ის არ არსებობს. (ეს ცოტა ვერ მივხვდი???)
უნდა ისწავლებოდეს ჰაკ ფინი სკოლებში? პროპაგანდის ერაში კრიტიკოსებმა
სკოლის კურიკულუმში ჩანერგვისთვის ნიადაგი შეუმზადეს ამ წიგნს მისი “დიდებულად ”
გამოცხადებით. ეს აშკარად პოლიტიკური აქტი იყო, რადგან ჰაკ ფინის კლასებში შეტანამ
რასიზმსა და ამერიკის ისტორიაზე დისკუსიებს გაუღო კარი და ამავდროულად
სტანდარტები დაბლა დაწია: იმისთვის რომ იყო გმირი უნდა აღიარო რომ შენი საწყალი
საიდქიქი (ასისტენტის მაგვარი ვინმე ვიზეც აღმატებული ხარ) ადამიანია . არ გევალება
მისი ადამიანურობის ინტერესების დასაცავად რაიმე მოიმოქმედო, ადამიანად რომ
აღიარებ ეგეც საკმარისია. ცენზურაზე დავები ხშირად უაზრობა ხდებოდა როცა ჰაკის
სიდიადით ხდებოდა მათი გამართლება. იმდენი კრიტიკული აზროვნება დაჭირდა
იმას რომ ჰაკი დიდებული ყოფილიყო, რომ ამერიკული ლიტერატურა
განსხვავებული ყოფილიყო რუსულის, ფრანგულის ან ინგლისურისგან , რომ
კრიტიკული საქმიანობის ინტეგრულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. შესამჩნევია
რომ მკიტხველთა უმეტესობა ინტუიციურად უარყოფს არეჯექთებს წიგნის ბოლო 12
თავს მოსაწყენობის ან ტრივიალურობის გამო, მიუხედავად იმისა რომ უამრავი
კრიტიკოსი შუაზე გაიხა მაგათ დასაცავად. იდუმალია რომ კრიტიკა დაფეილდა ჩვენს
დროში,როცა სულ 1 თაობის წინ უდიდესი ძალა ჰქონდა. მათ ვინც ვერ რწმუნდებიან რომ
ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი დიდებული ნოველაა, უნდა გამოიტანონ რაღაც
დასკვნები.
მე ჩემს შვილებს წავუკითხავდი “ბიძია თომას ქოხს” მიუხედავად იმსა რომ ის
უფრო ცოცხალი, ცხადია ბოროტების გამოვლენისას ვიდრე ჰაკ ფინი და ეს იმიტომაა ასე ,
რომ სტოუს ნოველა აშკარად ტრაგედიაა. არაა შელამაზებული, არაა
გასაიდუმლოებული, ბოროტება, ტანჯვა, მოთმენა, წარმოსახვა და გამოსყიდვა-
ყველაფერი ისე ხდება როგროც ნამდვილ ცხოვრებაში. ისევე როგორც პატარა ევას, ვინც
მონდომებული მარა შეშინებული უსმენს მონების შესახებ ისტორიებს, რომელთა
დამალვასაც ოჯახი ცდილობს, ისევე ჩვენს შვილებს უნდათ იცოდნენ რა ხდება, რა მოხდა
და რას ვაპირებთ მოვიმოქმედოთ ამ პრობლემის შესახებ. თუ “დიდებულ” ლიტერატურას
აქვს რამენაირი მიზანი, ეს ჩვენს პასუხისმეგბლობებთან თვალის გასწორება უნდა იყოს
და არა მათგან თავის აცილების ნებართვის მოცემა ტერიტორიებზე (ველად) გაჭრის
საშუალებით.

You might also like