Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

მარი ნაკანი

„მე ვარ ერთი პურის ნაჭერი.

წყალი ვარ ერთი ჭიქა.

მე ვარ ერთი ხე ტყეში და ზღვის ერთერთი ტალღა“

არა, ის არ არის, არც პოეტი, არც მწერალი და არც ფილოსოფოსი. მე დღეს


მოგიყვებით საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ ფოტოგრაფზე,
ხელოვანზე და უბრალოდ ძალიან საინტერესო ადამიანზე, მარი ნაკანზე .

მარი ნაკანი დაიბანა 1982 წლის, 8 ნოემბერს, თბილისში. მისი სიყვარული


ზოგადად ხელოვნებისადმი ბავშვობიდან დაიწყო და როგორც ჩანს, ეს სფერო
მისთვის ძალიან ბუნებრივი და ორგანულია. დედ-მამას ფოტოლაბორატორია
ჰქონდათ და თავიანთი ხელით ბეჭდავდნენ ფოტოებს. ფოტოგრაფს
განსაკუთრებული ბავშვობა ჰქონდა, როგორც თვითონ ხშირად აღნიშნავს, ეს
დიდწილად მისი ბაბუის ტონის (ოთარ კალანდარიშვილი) დამსახურებაა,
რომელიც ძალიან ცნობილი არქიტექტორი იყო. მარის ბევრი მოგონება აქვს
ბაბუსთან, თუმცა განსაკუთრებით მაინც იმას იხსენებს, როგორ შედიოდა
ოთახში, სადაც ბაბუ ხაზავდა, თან ჩიბუხს ეწეოდა და ერთად უსმენდნენ
პავაროტის კონცერტს ფირფიტაზე. როგორც ჩანს, ბაბუა მისი დიდი
გულშემატკივარი იყო და მუდამ სჯეროდა მარის წარმატების. სწორედ ტონი
სთხოვდა, რომ ფოტოგრაფიაზე ჩაებარებინა და სწავლის საფასურს თავად
გადაიხდიდა, სამწუხაროდ ამას ვეღარ მოესწრო. (იხსენებს მარი ნაკანი
მარკეტერთან ინტერვიუსას).

ნაკანი ვატო წერეთლის „მედია არტ ფერმაში“ (MAF-Media Art Farm) სწავლობდა.
ფოტოგრაფიის გარდა მან აქ კინოსა და ხელოვნების ისტორია, ფსიქოლოგია,
ფილოსოფია და სოციოლოგიაც შეისწავლა, რაც შემდგომში ძალიან დაეხმარა
როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ განვითარებაში. ხშირად აღნიშნავს
ინტერვიუებში, რომ ფოტოგრაფია მისი განუყოფელი ნაწილია, „მძიმე კაცთან“
სტუმრობისას კი ფოტოგრაფია, როგორც მისი დასვენების, განტვირთვის
საშუალება ისე წარმოგვიდგინა. მის ფოტოებში ნამდვილად იგრძნობა სიღრმე,
თავდაჯერებულობა და გამოცდილება. მარი 2003 წლიდან მოღვაწეობს ამ
სფეროში. იგი ხშირად იღებს რეკლამებისთვის, ბილბორდებისთვის.
განსაკუთრებით საინტერესოდ იხსენებს იგი კინოგადაღებებს, მას მოუხდა
გადაეღო რენი ჰარლინის „აგვისტოს ხუთი დღე“. „ხან ვერტმფრენში ვიჯექი და
გაღებული კარიდან ვიღებდი აფეთქებებს, ხან_სახანძრო მანქანაში. თითქოს
მეც კინოში ვცხოვრობდი“ (marketer.ge მარი ნაკანი : “გააკეთე უფრო მეტი ,
ვიდრე გაქვს ჩანაფიქრში”).

კადრი ფილმიდან „აგვისტოს ხუთი დღე“

გარდა იმისა, რომ მარი არის თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკისა და კიდევ
ბევრი ცნობილი კომპანიის ფოტოგრაფი, იღებს კომერციულ ფოტოებს, მას
ასევე აქვს საკუთარი ფოტოსკოლა მეუღლესთან ერთად. ნაკანი-მამასახლისის
ფოტოსკოლა, სადაც ფოტოგრაფიით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება
ეძლევათ მოისმინონ საინტერესო ლექციები გენიოს ფოტოგრაფებზე,
ისწავლონ გადაღების ტექნიკა, თავად გადაიღონ, იპოვნონ საკუთარი სტილი
და მიმართულება ამ სფეროში, ყველაფერ ამას ავითარებს სწორედ ეს
ფოტოსკოლა.
მარი ნაკანი ხშირად საუბრობს ფოტოსკოლასა და მის სტუდენტებზე. ერთ-ერთ
საჯარო გამოსვლისას მან გაამხილა ის მეთოდი, რომლის საშუალებითაც იგი
საკუთარ სტუდენტებს ათავისუფლებს კომპლექსებისგან და სძენს
თავდაჯერებულობას. ამ მეთოდს „გენიოსობანა“ ჰქვია და ვფიქრობ,
საინტერესოა გასაზიარებლადაც. მეთოდი შემდეგია: თითოეულ სტუდენტს
ურიგდება გენიოსი, წარმატებული ფოტოგრაფის სახელი და გვარი, სახლში
ისინი ამუშავებენ ინფორმაციას, ფაქტებს ამ ფოტოგრაფზე და რაც მთავარია,
იღებენ ფოტოებს მოცემული ფოტოგრაფის სტილში, ლექციაზე კი დანარჩენმა
სტუდენტებმა უნდა ამოიცნონ, რომელია სტუდენტის ფოტო გენიოსი
ფოტოგრაფის ფოტოებს შორის. ეს ხშირად ძალიან რთულია და სტუდენტიც
რწმუნდება, რომ გენიოსისგან დიდად არაფრით განსხვავდება. მარის
კრეატიულობა და განსხვავებული დამოკიდებულება საქმისადმი აქედანაც
კარგად ჩანს.

ფოტოგრაფის ფოტოები ძალიან განსხვავებულია ყველასგან, ისინი


ერთმანეთისგანაც კი განსხვავებულია, მარის უყვარს თავისუფლება ფოტოებში,
აქვს კარგი უნარი, გახსნას მოდელი კამერასთან მუშაობისას. მისი ფოტოები
გამორჩეული ფერებითა და კომპოზიციებით, რომელსაც მარი გვთავაზობს.
მარი ნაკანი 18 წლის იყო, როდესაც პირველად დაქორწინდა, თუმცა აღნიშნავს
რომ ადრეული ქორწინება ნაკლებად თუ არის გამართლებული. ამას მან
ძალიან საონტერესო ფოტოპროექტიც კი მიუძღვნა.

ერთ-ერთი ფოტო ამ ფოტოპროექტიდან

ახლა მარის ორი გოგონა ჰყავს, რომელსაც ხშირად ნახავთ მის ფოტოებში.
თავად ხშირად აზიარებს ემოციურ პოსტებს შვილებთან დაკავშირებით. მის
ინსტაგრამ გვერდზე ვკითხულობთ: „როცა ჩემს შვილებს ვუყურებ, მჯერა რომ
ღმერთი არსებობს. როცა ხვდები თუ რატომაა ცხოვრება სასწაულებით სავსე.
როცა გაგიღიმებს და გეტყვის დე, ჩამეხუტე. როგორიც არ უნდა იყო მაინც
საუკეთესო რომ ხარ მისთვის. დედაშვილური სიყვარული ეს უფლის საჩუქარია.
გაუფრთხილდით შვილებს, ისინი ანგელოზები არიან“

მარი ნაკანის შვილები


მარი ყოველთვის აქტიურია სოციალურ სივრცეში. განსაკუთრებით ბოლო
პერიოდში, როცა ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, მარიმ გადაწყვიტა
საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე პირდაპირი ჩართვები მოეწყო ცნობილ,
მნიშვნელოვან ადამიანებთან. რამდენიმე თვის განმავლობაში მას სტუმრად
ჰყავდა: ფილოსოფოსი ანდრო დგებუაძე, ტატუარტისტი პიტო სეთურიძე,
მსახიობები, მომღერლები, მხატვრები, სოციოლოგები და ფსიქოლოგებიც კი
და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და დასამახსოვრებელი
პირდაპირი ეთერები, რომლებიც დღემდე ინახება მის გვერდზე.

მარის განსაკუთრებით უყვარს გალაკტიონი და პოეზია, მისი იდეაა


გალაკტიონის პოეზიის საფუძველზე გადაიღოს ფოტოები, თუმცა თვლის, რომ
ჯერ ამისთვის პატარაა.

ბოლოს კი ნაკანი გირჩევთ: „დღესვე შეიცვალეთ თქვენი თავი. ისე, როგორც


გველი იცვლის ტყავს. ჩათვალეთ რომ ამოიწურა ეს როლი, მიიღეთ ახალი
გამოწვევა. ვინაიდან ის, რაც იყო გუშინ დარჩა წარსულს. და ის, რაც იქნება
ხვალ შენზეა დამოკიდებული.“ (instagram, mari_nakani)

არა, ის არაა მწერალი, ის ფოტოგრაფია.

You might also like