დაწყებითი უნარები ტესტებისათვის

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

უნარების დასადგენი ტესტირებისათვის

ქართული ენა და ლიტერატურა

დაწყებითი სკოლა

1 კლასი

 წინადადების ან მცირე ზომის ტექსტის შედგენა ნაცნობ თემაზე საყრდენი სიტყვების


გამოყენებით (ჩარკონსტრუქციების)
 სიტყვების ან წინადადებების გადაწერა
 მცირე ზომის პრაგმატული ტექსტების (მისალოცი/მოსაწვევი ბარათის, წერილის)
შექმნა
 არეული რიგით მოწოდებული სიტყვებისგან წინადადების ან მცირე ზომის ტექსტის
შედგენა

2 კლასი

 არეული რიგით მოწოდებული წინადადებების სწორი თანამიმდევრობით ჩაწერა


ტექსტის შინაარსის აღდგენის მიზნით;
 მხატვრული ტექსტის პერსონაჟთა ამოცნობა მათი დამახასიათებელი ნიშან-თვისების
მიხედვით; პერსონაჟთაგარეგნობის, ჩაცმულობის აღწერა;
 ილუსტრაციების მიხედვით ნაწარმოების გამოცნობა;
 ილუსტრაციის მიხედვით ტექსტის შინაარსის ამოცნობა;
 პერსონაჟის ალტერნატიული საქციელის მოფიქრება;
 პერსონაჟთა დამახასიათებელი ნიშან-თვისებების რუკის შევსება;

3 კლასი

 მარტივი ინსტრუქციების შედგენა ნაცნობ თემატიკაზე (მაგ., როგორ უნდა მოვიქცეთ


ქუჩის გადასასვლელებზე, როგორ მოვუაროთ შინაურ ცხოველებს, როგორ
გავუფრთხილდეთ სასკოლო ნივთებს);
 წერილის დაწერა ნაწარმოების პერსონაჟის, კომიქსის ან მულტფილმის გმირის მიმართ;
 მცირე ზომის მარტივი ინფორმაციული ტექსტის შედგენა, მაგ., ,,შემოდგომა”,
 მცირე ზომის აღწერითი ტექსტის შედგენა , მაგ., სურათის/ილუსტრაციის აღწერა;
 უცნობი ტექსტის წაკითხვა -გააზრება: თემის , მთავარი და მეორეხარისხოვანი გმირების
ამოცნობა, სათაურსა და ტექსტში გადმოცემულ ამბავს შორის კავშირის მოძებნა
4 კლასი

 სიტყვების დაჯგუფება კითხვების საშუალებით;


 სინონიმებისა და ანტონიმების დაჯგუფება;
 ნაცნობი ტექსტის/ეპიზოდის შინაარსის გადმოცემა;
 ტექსტის მარტივი გეგმის შედგენა;
 შეკითხვების შედგენა საყვარელ მწერალთან წარმოსახვითი ინტერვიუსთვის;
 საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა პერსონაჟის მიმართ (მოკლე დახასიათების,
პერსონაჟის საქციელზე გაკეთებული კომენტარის სახით);
 ტექსტის მოკლე შინაარსის დაწერა
 ჩანახატის შექმნა კონკრეტულ თემაზე

5 კლასი

 ნაწარმოების შინაარსის გადმოცემა მეორეხარისხოვანი პერსონაჟების, ან უსულო


საგნების პირით;
 წინადადებაში გამოტოვებულ ადგილას ამა თუ იმ მეტყველების ნაწილის შესაბამისი
ფორმით ჩასმა;
 არასწორი თანამიმდევრობით (აზრობრივი შესაბამისობის დარღვევით) მოწოდებული
აბზაცების თანამიმდევრობის აღდგენა მცირე ზომის ტექსტში;
 ტექსტის მოკლე შინაარსის დაწერა
 ჩანახატის შექმნა კონკრეტულ თემაზე
 განცდილი შთაბეჭდილების, კონკრეტული ცხოვრებისეული გამოცდილების
გადმოცემა(მაგ., „ჩვენი ექსკურსია მცხეთაში“);
 საინტერესო თემაზე მცირე ზომის მარტივი მხატვრული ტექსტის (ზღაპრის, მცირე
მოთხრობის) შედგენა და დასათაურება

6 კლასი
 ტექსტში „გამოტოვებული“ (ავტორის მიერ ნაგულისხმევი) ეპიზოდების აღდგენა;
 ფრაზეოლოგიზმების შინაარსის ამოცნობა
 გაბმული სახით (აბზაცების გარეშე) წარმოდგენილი ტექსტის დაყოფა აბზაცებად
 ნაცნობ თემაზე საკუთარი მოსაზრების გამოთქმა და დასაბუთება;
 აზრის გამოთქმა, მსჯელობა ტექსტში დასმული პრობლემის ან საკითხის, მხატვრული
ნაწარმოების პერსონაჟის შესახებ;
 მარტივი სახის ორიგინალური თხზულების დაწერა ნაცნობ თემატიკაზე;
 ერთი ტიპის ტექსტის შეცვლა სხვა ტიპის ტექსტით (მაგ., მოსმენილი ბიოგრაფიული
ტექსტის ინფორმაციის გადმოცემა ტექსტის მთავარ გმირთან ინტერვიუს სახით,
ინტერვიუსი - ბიოგრაფიული ტექსტის სახით)

You might also like