Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

ფაკულტეტი : სახვითი, კინო-ტელე მხატვრობა


სტუდენტი : ანა წიკლაური

1. სულ არსებობს 14 დამწერლობა : ქართული , ჩინური , ბერძნული , ლათინური ,


სომხური , ებრაული , სირიული,არაბული, ეთიოპიური ,იაპონური ,ლავურ-
კირილური, ინდური , მონღოლური , კორეული.

რასაკვირველია კაცობრიობას არ სურდა დროთა განმავლობაში დაგროვებული


მათი ცოდნა და გამოცდილება დაკარგულიყო , ამიტომ საჭირო იყო ამ ცოდნის
მომდევნო თაობებისთვის გადაცემა , რაც საკმაოდ რთული იქნებოდა და ალბათ
შეუძლებელიც ზეპირსიტყვიერების მეშვეობით . ამიტომ მათ მიმართეს შემდეგ
ხერხს , რასაც დამწერლობა ჰქვია. სწორედ ეს იყო მისი შექმნის მიზეზი.
ქართული დამწერლობა ერთადერთია , რომელიც იკითხება ისე როგორც იწერება .
დამწერლობის პირველი საფეხურია კრიპტოგრაფია , ანუ ნახატებით წერა .
კრიპტოგრაფია თანამედროვე ერამდე ძირითადად გამოიყენებოდა შეტყობინების
აზრის დასაფარავად , ანუ მისი გაგება მხოლოდ ადრესატს უნდა შეძლებოდა .
კორეულ , შუა მდინარულ , ეგვიპტურ და ესპანურ კრიპტოგრაფებს კავშირი
საქართველოში აღმოჩენილ კრიპტოგრაფებთანაც აქვს, მაგალითად მზის
სიმბოლოები, ბორჯღალი, წრეში ჩასმული წერტილი, სხვადასხვა ფორმის
კონტურირებული წრეები და სხვა.
ფიგურებში ყველაზე ხშირად გვხვდება ადამიანის მტევნის გამოსახულებები .
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში , მატერიალური კულტურის ძეგლებზე
შემორჩენილია ქვაზე ამოკვეთილი ნიშნები , კერძოდ ხევსურეთში
თუშეთსა და ფშავში.

2. ტერმინი იეროგლიფი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს - საღვთო ამოკვეთას ,


იეროგლიფი წარმოიშვა ეგვიპტეში , მეოთხე ათასწლეულში. მის შექმნას მიაწერენ
სიბრძნის ღმერთს თოტს.იერლოგლიფები გამოიყენებოდა ტაძრების
მოპირკეთების დროს. ნაწერს აქვს ორნამენტის ეფექტი, მათი უმრავლესობა
შესრულებულია რეალური საგნების მიმსგავებით. მეტ წილად გაფერადებული იყო ,
მათი ფერი შეესაბამებოდა აღნიშნული ა საგნის ფერს. თავდაპრველად
იერლოგლიფები სვეტებში ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ იწერებოდა .
თუ კი იეროგლიფები მარჯვნისაკენაა შეტრიალებული, ესეიგი ტექსტი მარჯვნიდან
მარცხნივ იკითხება, ყველაზე ნათლად ეს ცხოველის ან ადამიანის
გამოსახულებებით ირკვევა ,რომლებიც ეგვიპტურ იეროგლიფებში მრავლადაა .

სახელი ეგვიპტე ქვეყანას უწოდეს ბერძნებმა , ადგილობრივი მოსახლეობა ძველ


დროში ეგვიპტეს „კემეს“ ანუ „შავს მიწას „ უწოდებდა , ხოლო დღეს ისინი ქვეყანას
„მისრ“-ს უწოდებენ.

ნაპოლეონის ეგვიპტეში ლაშქრობისას , 1793 წელს , ქალაქ როზეტასთან აღმოჩენილი


იქნა როზეტის ქვა. იგი აღმოაჩინა პიერ ფრანსუა ბუშარმა .

როზეტის ქვა არის , მომწვანო მონაცრისფრო სტელა, რომელზეც აღბეჭდილია


მემფისში მეფე პტოლემე მეხუთის განკარგულებით გაცემული ბრძანება .

3. პაპირუსი არის ერთ-ერთი უძველესი საწეერი მასალა , რომელსაც ეგვიპტეში


იყენებდნენ. იგი მზადდებოდა ჭაობის მცენარისგან.ის ნილოსის დელტაში
იზრდებოდა, ასევე ხარობდა სირიასა და მესოპოტამიაში . პაპირუსი ქაღალდის
მსგავსი მასალა იყო. მის თხელ, ფართო ზოლებს ერთი მეორეს მიყოლებით
ალაგებდნენ, შემდეგ მეორე ან მესამე ფენას აწყობდნენ ,ასხურებდნენ წყალს ,
აშრობდნენ ,გვერდებს ჩამოაჭრიდნენ და სპილოს ძვლით აპრიალებდნენ.მისი
ნაკლი იყო ის რომ გადაკეცვისას ტყდებოდა ამის გამო მას ახვევდნენ გრაგნილად .
მოგვიანებით ეგვიპტელები იყენებდნენ პერგამენტს , რომელიც ცხოველის
ტყავისგან იყო დამზადებული.ძირითადად იყენებდნენ თხის ცხვრის და ხარის
ტყავს.

4. ლურსმნული დამწერლობა წარმოიშვა შუამდინარეთში, მესაპოტამიაში ძვ.წ


მეოთხე ათასწლეულში. მისი შემქმნელები შუმერები არიან.მესოპოტამია ანუ
შუამდინარეთი არის მიწა ტიგროსსა და ევფრატს შორის, მისი დიდი ნაწილი
დღევანდელ ერაყში შედის მცირე ნაწილი კი აღმოსავლეთ სირიასა თუქეთსა და
ირანში, სადაც შუმერები დასახლდნენ ძვ.წ IV-III ათასწლეულში.
1902 წელს იოტინგელმა მასწავლებელმა გროტენ ფერგმა ,სამეცნიერო სკოლას
წარუდგინა ლურსმნული დამწერლობით შესრულებული ძველი სპარსული
წარწერების თარგმანი. ლურმსნული ნიშნების საბოლოოდ გაშიფვრას ხელი
შეუწყო სამ ენოვანი წარწერის აღმოჩენამ, რომელიც ეკუთვნის მეფე დარიოს
პირველს.

1947 წარწერის ბაბილონურ ვერსიაში ამოშიფრეს ნიშანთა უმეტესობა და გამოაქვეყნეს


ტექსტი, რის შედეგადაც ლურსმნული დამწერლობის შესწავლის საქმე დაჩქარდა .

გილგამეშის ეპოსი არის პირველი ლიტერატურული ძეგლი. გილგამეშიანის აღმომჩენად


შეიძლება ჩაითვალოს ლონდონელი ჯორჯ სმიტი. აღმოჩენის თარიღად ითვლება 1872
წელი ,როცა ჯორჯ სმითმა გამოიკვლია, რომ მის მიერ ბრიტანეთის მუზეუმში მიკვლეული
დაფა, სადაც წარღვნის ამბავი ეწერა, შეადგენდა ვრცელ, თორმეტ დაფიანი ეპოსის ერთ
მცირე ნაწილს. გილგამეშიანი მოგვითხრობს შუმერის ქალაქ ურუქის მეფე გილგამეშზე ,
რომელიც ორი მესამედით ღმერთია და ერთი მესამედით ადამიანი .
ცნობილია რომ გილგამეშის თორმეტი ფირფიტა არის აღმოჩენილი თუმცა მეთორმეტე
განსხვავებული შინაარსისაა და საერთო კონტექსტიტან ამოვარდნილია .

5.პირველი ანბანური დამწერლობა შექმნეს ფინიკიელებმა. მათ მეფეს , მზის შვილად


წოდებულ დინერმარქს შეუქმნია იგი პირველად. თითოეული სიმბოლო სხვადასხვა რამეს
გამოხატავს , მაგალითად პირველი ასო „ალეფ“ სიმბოლურად გამოხატავს ხარის თავს,
„ბეთ“ გამოხატავს სახლს, „გიმელ“ აქლემის კუზს და ასე შემდეგ.

ფინიკიურმა ანბანმა საფუძველი დაუდო ბერძნული დამწერლობის წარმოშობას ,


ფინიკიური დამწერლობის მეორე განშტოებაა არამეული , რომელიც შემდგომში
საფუძვლად დაედო სირიულ , არაბულ, ებრაულ და ფალაურ დამწერლობებს.

6. გადმოცემით ქართველებს ფარნავაზამდეც ჰქონდათ დამწერლობა, იგი შეუდგენიათ


ქართველ წურუმებს. ასევე არსებობს ცნობა , მე 11 ე საუკუნის მემატიანის ლეონტი
მროველის მოწმობით , ქართული ანბანის შექმნა მიეწერება მეფე ფარნავაზს, ძვ.წ მეოთხე
საუკუნეში.

კიდევ ერთი ცნობით , მეხუთე საუკუნის სომეხი ისტორიკოსის კორიონის თხზულებაში


„მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა“ დაცულია შემდეგი ცნობა რომ სომხური
დამწერლობა შექმნა მაშტოციმ , და მანვე შექმნა ქართული და ალბანური
დამწერლობებიც.

ბერძნული თეორიის მიხედვით კი ქართული ანბანი გენეზისურად არის დაკავშირებული


ბერძნულ ანბანთან. ეს თეორია პირველად წამოაყენა მეცნიერმა დიმიტრი ბაქრაძემ .

ქართული ანბანის შექმნის თარიღთან დაკავშირებით, სამეცნიერო ლიტერატურაში


ერთმანეთს ულირისპირდებოდა ორი თვალსაზრისი: ქართული დამწერლობა უნდ აიყოს
შექმნილი ახ.წ 4-5 საუკუნეებში და მეორე წარმართული ეპიქის ძეგლია და შექმნილია
ჩვენს ერამდე. პირველი თვალსაზრისი ჩვენში ჩამოაყალიბა კორნელი კეკელიძემ 20
საუკუნის 29 იან წლებში. მის თეორიას შეიძლება ვუწოდოთ მკაცრად რეალისტური . მისი
თეზისის მიხედვით „ფაქტია ის რაც არის“.ეს გულისხმობს რომ ჩვენი დამწერლობის
ადრეული ნიმუშები არის ქრისტიანული შინაარსის ამდენად დამწერლობა წრისტიანულ
საფუძველზეა ჩამოყალიბებული.ქართული დამწერლობა უნდ აშექმნილიყო ახ.წ 420-422
წლებში ქრისტიანული ეკლესიის ინიციატივით -ამბობდა კეკელიძე .

პავლე ინგოროყვას დაკვირვებუთ ქართული ანბანი შექმნილია ძვწ-8-7 საუკუნის მიჯნაზე.


ცნობილია რომ 29 საუკუნის 50 იან წლებამდე პირველ ქართულ წერილობით ძეგლად
ითვლებოდა 492 წლით დათარიღენული ბოლნისის სიონის წარწერები და შუშანიკის წამება.
ეს შესაბამისად ამ დროიდან იწყებოდა ქართული ანბანის ისტორიაც. მაგრამ 1950 წელს
პალესტინაში აღმოჩენილმა ქართულა წარწერებმა ახლებურად დააყენა ქართული ანბანის
ქრინოლოგიის საკითხი. მკვლევართა აზრით პალესტინის წარწერები შესრულებული უნდ
აიყოს 5 საუკუნის | ნახევარში.ე. ი ბოლნისის წარწერებს ნახევარის აუკუნით უსწრებენ წინ.

ქართული დამწერლობის წარმოშობის პრობლემას სიახლე მოჰფინა 1984 წელს დუშეთის


რაიონში სოფ. დავათში აღმოჩენილმა წარწერებმა. დავათის სტელას ათარიღებენ 361-382
წლებით. მან კიდევ 1 ააუკუნით წასწია წინ ქართული ანბანის შექმნის თვალხული ისტორია

ასე რომ შუშანიკის წამების დახვეწილი ენა სტილი და მაღალი ესთეტიკურ- შემეცნებითი
ღირებულებები ამტკიცებს რომ ქართული დამწერლობა და მწერლობა ამ ნაწარმოების
შექმნამდე გაცილებითა დრე ჩაისახა

7. რელიეფური ეპიგრაფია წარმოადგენს ქვაზე წერის ტექნიკას, განსხვავებით სხვა


ტექნიკებისგან რომლის დროსაც ხდებოდა ქვაზე ამოკაწვრის პრინიპით წერა ,რელიეფურ
ეპიგრაფიაში ასოები რომლის გამოკვეთაც ავტორს სურდა რჩებოდა "ამობურცული ",
ამაღლებული და ხელუხლებელი, ხოლო ქვის დარჩენილი ნაწილი შორდებოდა
ზედაპირს. არსებობს ორნაირი სახე ეპიგრაფიისა. პირველში შედის ის ნაწერები
რომლებიც გადმოსცემდა სახელმწიფო კანონებსა თუ დეკრეტებს, პოლიტიკური
გამარჯვების პროკლამაციებს. მეორე სახე შეიცავს ისეთ ნაწერებს რომლებიც გვამცნობენ
სოციალური ფენის მდგომარების, პრობლემების , ავტორის ვინაობის შესახებ ცნობებს და
ზოგად ყოფაცხოვრებით საკითხებს ეხება.

ბოლნისის სიონის  წარწერა 1937 წელს აღმოაჩინა ლევან მუსხელიშვილმა. წარწერა


დაზიანებულია და აკლია თითქმის ნახევარი. პალესტინის კი მათგან ერთერთი უძველესია
დღემდე ცნობილ ქართულ წარწერათა შორის. ნეკრესის  პალეოგრაფიული ნიშნებიც
უძველესი წარწერების რიგში ექცევიან. სულ დადასტურებული შვიდი წარწერიდან I-III
საუკუნეებს მიეკუთვნება 5 წარწერა.

8. ქართულ დამწერლობაში ასო ნიშნები გამოხატავს ბგერას, რიცხვით მნიშვნელობას, აქვს


ასტრონომიული და კალენდარული დანიშნულებაც.ქართულმა დამწერლობამ განვლო
განვითარების სამი საფეხური.და შესაბამისად შეიქმნა დამწერლობის სამი ნაირსახეობა
ასომთავრული(მრგვლოვანი), ნუსხური და მხედრული .ასომთავრული დამწერლობა
გამოიყენებოდა IX საუკუნემდე და იყო მრგვალი,დიდი მოხაზულობის ასოები. სახელიც
ამის მიხედვით დაერქვა.

აღსანიშნავია,რომ მრგვლოვანი დამწერლობის ასოები აგებულია გეომეტრიული,გრაფიკული


ელემენტებით. სხვადასხვა სიგრძის სწორი ხაზები, სხვადასხვა რადიუსის წრეწირებითა და
წრე ხაზებით.მრგვლოვანი ასოების ეს გრაფიკული ელემენტები ერთმანეთს ყოველთვის
მართი კუთხეებით უკავშირდებიან. ამ თავისებურების გამო ქართულ მრგვლოვან გრაფიკას
ხშირად გეომეტრიულს ან მომუმენტურს უწოდებენ.
9. სრულყოფილი წერითი კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანია დავადგინოთ თემა,მიზანი,
აუდიტორია. საუნივერსიტეტო აკადემიურ გარემოში თემა,ხშირად სასწავლო საგნის
მიზნებით არის განპირობებული.

ყველა ავტორს გააჩნია წერის მიზანი, ზოგჯერ კი რამდნეიმე მიზანი ერთდროულად . წერის
მიზნის დადგენა გვეხმარება როგორც ნაწერის შინაარსისა და აგებულების , ისე მისი
შესაბამისი ტონისა და სტილის შერჩევაში.

ინფორმაციის შეგროვების ყველა მეთოდი ლოგიკურად წერითი ნაშრომის პირველადი გეგმა


მონახაზის შექმნით მთავრდება. არსებითად მონახაზი თავებად და ქვთავბად
ჩამოყალიბებული იმის ჩამონათვალია რის დაწერასაც ჩვენ ვგეგმავთ, რაც საშვალებას
გვაძლევს კარგად გავიაზროთ სათქმელი მთლიანობაში. თანაზომიერად, პროპორციულად
გადავანაწილოთ შეკრებილი მასალა და გარკვეული აზრით საგზაო რუკა შევქმნათ თემის
შემდგომი განვითრებისათვის. ასეთი გეგმა შესაძლოა გონებაში მომწიფდეს თემის
განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. მომნახაზი დასაწყისში შეიძლება სულ რამდენიმე
სიტყვისა და წინადადებისაგან შედგებოდეს, მაგრამ ეს შეგვიქმნის მყარ აზრობრივ კარკასს,
ჩარჩოს რომელსაც ჩვენი წერითი ნაშრომი დაეფუძნება.

სხვადასხვა მეცნიერი განსხვავებული სახელწოდებით გამოჰყობს წერის პროცესის


დაახლოებით 5 საფეხურს.

1. თემის შერჩევა

2. ინფორმაციის შეკრება თემის შესახებ

3. წერითი ნაშრომის დაგეგმვა და ოდგანიზება

4. ნაშრომის პირველი ვერსიის შექმნა დ აგანვითარება

5. ნაშრომის გადამოწმება,რედაქტირება

ინფორმაციის შეკრების ეტაპთან დაკავშირებით შეიძლება სხვადასხვა სტრატეგიები


გამოვიყენოთ :

1. თავისუფალი წერა,

2. ჩანაწერების ჟუნრალი(ციტატები,ამონარიდები)

3. მაპროვინცირებელი შეკითხვები

4. სააზროვნო რუკა (კლასტერი)


5. გონებრივი იერიში

6. გეგმა

თეზისი ოფიციალურად წარმოდგენილი წერილობითი ანგარიშია, რომელიც ემყარება


დამოუკიდებელ სამეცნიერო ნაშრომს, და აუცილებელია აკადემიური ხარისხის მისაღებად ,
იგი ძირითადად წარმოადგენს ავტორის პოზიციას, რომლის დასაბუთებასაც ემსახურება
არგუმენტირებული ესე.

აბზაცის თითოეული წინადადება თემას უნდა უკავშირდებოდეს და წამყვან აზრს


ანვითარებდეს, ნაშრომი არ უნდა შეიცავდეს წინადადებას რომელიც არ ემსახურება
წამყვანი აზრის განვითრებას და ზედმეტია. აბზაცის თემისადმი ავტორის
დამოკიდებულებას ან აზრს , წამყვანი აზრი ეწოდება. ავტორის დამოკიდებულება და აზრი
განსაზღვრავს თუ რა იქნება აბზაცში განხილვის მთავარი საგანი , რადგან მთავარი
წინადადება უზრუნველყოფს თემის დაწყებას ჯობს ის დასაწყისშ ან დასაწყისთან ახლოს
იყოს, მიუხედავად ამისა აბზაცის ტიპიდან გამომდინარე მთავარი წინადადება შეიძლება
სხვადასხვა ადგილას განთავსდეს, შუაში ან სულაც ბოლოში, ზოგჯერ არც თემა და არც
წამყვანი აზრი არ არის წინადადებით გადმოცემული თუმცა ასეთ აბზაცში თემა და
წამყვანი აზრი იგულისხმება ისინი ნათლად ჩანან აბზაცის განვითარებაში.

არგუმენტირების თეორია, ბერძნულ -რომაული ტრადიციებიდან იღებს სათავეს.


ბერძნებისა და რომაელებისათვის არგუმენტების მოყვანა დებატების დროს
ჭეშმარიტების დადგენის გზა იყო.კამათი მოიცავს დებატებს დისკუსიას და პოლემიკაცს .
სამივე მათგანი არის სხვადასხვა თვალსაზრისთან დაპირისპირება უბრალოდ მათ შორის
არის სპეციფიკური განსხვავება. დისკუსისს მთავარი მიზანია საერთო აზრის მიღწევა ,
პოლემიკის- არა ურთიერთანხმობის მიღწევა არამედ გამარჯვება, საკუთარი
თვალსაზრისის დასაბუთებით, ხოლო დებატების დროს ხდება აზრთა გაცვლა გამოცვლა .

გონებრივი იერიშის მიზანია დიდი მოცულობის ინფორმაციის შეკრება.ამ დროს ხდება


დროის შედარებით მცირე მონაკვეთში კონკრეტული საგნის ან მოვლენის შესახებ
ინფორმაციის დაგროვება.არსებობს გონებრივი იერიშის ინდივიდუალური და ჯგუფური
ნაირსახეობა.ეს მეთოდი შედგება ორი ნაწილისგან :1) ე.წ არაკრიტიკულ საფეხურზე ჩვენს
პასიურ მახსოვრობაში არსებული ინფორმაციის გამოვლენა სწრაფი ტემპითა და ძირითადად
სპონტანურად თავისთავად მიმდინარეობს.2)რაციონალურ სტადიაზე ამ დროს იწყება თემის
შემდგომი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის კრიტიკულად,გააზრებულად
შერჩევა დაგროვილი მასალიდან.

10.
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის

სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი

ფაკულტეტის კინო-ტელე მხატვრობის დეკანს

გიორგი ტატიშვილს

იმავე აკადემიის ფაკულტეტის კინო-ტელე

მხატვრობის პირველი კურსის სტუდენტის

ანა წიკლაურის

განცხადება

მოგეხსენებათ პირველად ვიწყებ მუშაობას ფილმის გადაღების პროცესში , ამიტომ


სასწავლო მიზნით მიწევს საზღვარგარეთ გამგზავრება , რაგდან გადაღება
საფრანგეთში , კერძოდ მარსელში იგეგმება.

გთხოვთ გამათავისუფლოთ ლექციებიდან ამა წლის 10 მაისს და გაცდენილი


საათები ჩამითვალოთ საპატიოდ.
10.05.2020 ა.წიკლაური

You might also like