Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

რ.პ-მ ქრთამი მისცა თანმდებობის პირს გ.ჯ-ს.

თუმცა ამ უკანასკნელმა შეპირებული


მოქმედება არ შეასრულა. უკმაყოფილო რ.პ.-მ შურისძიების მიზნით მექრთამეობის შესახებ
პროკურატურაში განაცხადა. შეფასეთ ქრთამის მიმცემის მოქმედება.

შენიშვნა:კაზუსის ამოხსნისას, აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ შეიტანოთ


დამატებითი ნებისმიერი ნიშანი თავისი დასაბუთებით

ჰიპოთეზა: შესაძლებელია რ.პ-მ ჩაიდინია სსკ-ის 339-ე მუხლის 1-ლი ნაწილით


გათვალისწინებული ქმედება. როდესაც მან ქრთამი მისცა თანამდებობის პირს შეპირებული
მოქმედების სანაცვლოდ.

1. ქმედების შემადგენლობა

ა)ობიექტური შემადგენლობა

ქმედება: სისხლისსამართლებრივად რელევანტური ქმედება განხრციელებულია

შედეგი: ქრთამის მიცემა ფორმალურ დანაშაულთა ჯგუფს მიეკუთვნება და დანაშაული


დამთავრებულად ითვლება ქრთამის მიცემის ან თუნდაც დაპირების მომენტიდან.
შესაბამისად ქმედების შემადგებლობა სახეზე გვაქვს.

ბ) სუბიექტური შემადგენლობა:

რ.პ-მ მისი ქმედება განახორციელა განზრახ, რაგდან მან იცოდა რომ ქრთამის მიცემა
სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება იყო, აქედან გამომდინარე მას ჰქონდა ცოდნაც
სურვილი და ასევე მოტივი. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნის ის ფაქტიც რომ მან ამის შესახებ
შურისძიების მიზნით პროკურატურაში განაცხადა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ
სუბიექტური შემადგენლობა სახეზე არ გვაქვს რადგან თავიდან მისი სურივილი და
მოტივიც აშკარაა, მას კონკრეტულად ფულის მიცემის მომენტში ქრთამის მიცემის სურვილი
და ასევე შეპირებული მოქმედების მოტივი ამოძრავებდა, შესაბამისად ქმედების
სუბიექტური შემადგენლობაც სახეზე გვაქვს.

2. მართლწინააღმდეგობა

ქრთამის აღება არის მართლსაწინააღმდეგი ქმედება, აღნიშნულ კაზუსში


მართლწინააღმდეგბს გამომრიცხველი გარემოებები არ გვაქვს. შესაბამისად რ.პ- ს მიერ
ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა.

3) ბრალი

რ.პ-ს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება შესაძლებელია იყოს ბრალეულიც,


თუმცა კაზუსში ჩანს რომ რ.პ-მ პროკურატურაში განაცხადა ქრთამის მიცემის შესახებ, რამაც
შესაძლებელია გამორიცხოს მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
სსკ-ის 339-ე მუხლის შენიშვნის 1-ლი ნაწილის თანახმად: სისხლისსსამართლებვრივი
პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ქრთამის მიმცემი, თუ მან ამის შესახებ
ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებლ ორგანოს. ამ
გარემოების გათავლისწინებით კი მართალია რ.პ-ს მართლსაქინააღმდეგო ქმედება ბრალის
გამომრიცხველ არცერთ გარემოებაში არ ჯდება მაგრამ ამ შემთხვევაში თავად სისხლის
სამართლის ეს შენიშვნა ანთავისუფლებს მას სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან.

დასკვნა: რ.პ-ს მიერ ჩაადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოირიცხა ბრლაის


ეტაპზე. რ.პ არ დაისჯება სსკის 339-ე მუხლის 1- ნაწლისი თანახმად.

You might also like